ყველა'ფერი(თავი 9)
საწოლში იწვა.ისევ სიცხე ჰქონდა,ცემინებას ვერაფრით იჩერებდა,როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა.წამოდგა და ყურებიანი ჩუსტებით წავიდა გასაღებად.კარი გააღო თუმცა იქ არავინ დახვდა,მხოლოდ საჩუქარი იდო.შემოიტანა და დახსნა,პირი ღია დარჩა როდესაც ყუთში კონტეინერი დაინახა ჯერ კიდევ ცხელი წვნიანით.იქვე ბარათიც იდო. „შენი ნხისთავიანისაგან.P.S ჭამე სანამ ცხელია“ ნატამ ტუჩის კუთხე ჩატეხა,ძალიან გაუხარდა მისი ასეთი ყურადღება,თუმცა ეჭვები მაინც ღრღნიდა.მიუხედავად ამისა გემრიელად მიირთვა წვნიანი. -ვაუ ბატონო გაბრიელ თურმე კარგადაც ამზადებ!-კმაყოფილი სახით ჩაილაპარაკა და იქაურობა სულ ცეკვაცეკვით დაალაგა. .............................................. -დემნაა ჩემი სვიტერი სად წაიაღე?-ოთახიდან იყვირა დემეტრემ,თუმცა ხმა არავინ გასცა-დემნა აუ ახლა იცოდე მოგკლავ!რო მიკიდებ ამ ჩემს ტანსაცმელს ხელს ხომ უნდა დააბრუნო უკან?მოეთრიე ახლა და იპოვე დროზე!!!!!!-უკვე ღრიალზე გადავიდა-სუფთა ს***ხარ რა!-მერე ოთახიდან წელსზემოთ შიშველი გამოვიდა აშკარად დემნას მოკვლას აპირებდა-მოეთრიე მეთქი შე ....-ყელში ბურთი გაეჩხირა როდესაც დივანზე მოკალათებული ანა დაინახა. -ნწ ნწ ნწ რა ცუდი ბიჭი ხარ!ცუდი დემეტრე!-ახარხარდა ანა როდესაც ბიჭის გაოცებული სახე დაინახა-რაიყო არ მელოდი? -ანა აქ რა გინდა?ვაფშე ის ორი სად არის? -გავიდნენ ალექსი სამსახურში ხოლო დემნამ მამაჩემი უნდა ვნახოო დარჩი შენ მოუარე მაგასო!-სწრაფად მოახსენა დემეტრე მალევე მოემზადა და ანასთან დაბრუნდა. -აბა რამ გაიძულათ მეგენახულებინეთ ლამაზმანო? -აუ იცი რა სახე გქონდა?აი ზედ გეწერა გოგომ რომელსაც თავი უნდა მოვაწონო შემისწრო როგორ ვიგინებოდიო!-სიცილით გააჯავრა ანამ. -ქალბატონო ქირურგო როგორც ჩანს ზედმეტი დრო გაქვთ და სადმე ხომ არ გავისეირნოთ? -კაი წამო-ისევ იცინოდა ანა-არა მართლა რა სახე გქონდა იცი?ისე ცუდი გაბრაზება გცოდნია! -კაი კაცო! არ ვიყავი გაბრაზებული დამიჯერე არ ღირს ნახო როგორი ვარ გაბრაზებული თორემ იმ უნცირეს შანსსაც დავკარგავ რითაც ვაპირებ თავი შეგაყვარო! -კაი ხო აღარ ვამბობ არაფერს!-თქვა ანამ თუმცა თავი მაინც ვერ შეიკავა და ისევ სიცილი ატეხა. -დედაა!გოგო ნუ იცინი დაინგრა კორპუსი!-დემეტრემ ეს რომ უთხრა ანამ ისეთი სახით გახედა ბიჭი უკვე გარბოდა. ................................................... -ანანოოოო-სახლში ყვირილით შევიდა დემნა.-ანანიკოო!სად ხარ გოგო? -რა გაყვირებს?-მთქნარებით გამოვიდა თავისი ოთახიდან. -არა თუ გძინავს კარი ღია რატომ გაქვს?-წარბები შეკრა ბიჭმა. -კაი ახლა ნუ გახდები გაბრიელი რა!-სამზარეულოსკენ აიღო გეზი.-ყავა ხო გინდა? -კიი! -აბა დემუსი რატო გამაღვიძე?-გვერდით მიუჯდა და თავი მის ყელში ჩარგო,დემნამაც აკოცა და ფერება დაუწყო. -ჩემი მშობლები წყნეთში მიდიდან,ხოდა წამო რა,გაგაცნობთ ერთმანეთს,თან რაც ჩამოვედი ნორმალურად ვერ ვნახე...ხო წამოხვალ? -რავი კი,ცოტას დავისვენებ! -კაი აბა კარგად ამ პარასკევს გავდივართ და ორი დღით ვრჩებით ნუ წამოიღებ მთელ კარადას!-ლოყაზე აცოცა და სახლიდან გამოვარდა. .............................................................. დღეები მალე გავიდა.ანაც დაპატიჟა დემეტრემ ასე რომ ორივე ერთად წავიდა.მანქანის გაჩერებისთანავე სახლიდან ძალიან ლამაზი მაღალი ქალი გადმოვიდა. -გამარჯობა!-ღიმილით მიესალმა გოგონებს,მათაც ასევე უპასუხეს-მობრძანდით! -დე ეს ანანოა მე რომ გიყვებოდი-დემნამ ხელი გადახვია გოგოს-ეს ანაა. -სასიამოვნოა გოგონებო მე მაია ვარ ამ ორი გიჟის დედა! -სასიამოვნოა! -სასიამოვნოა! -შემობრძანდით!ბიჭებო აჩვენეთ გოგონებს ოთახები! -არის ქალბატონო!-გაიცინა დემეტრემ. -დემეტრე მორჩი მაიმუნობას და მიხედე საქმეს-თვალები დაუბრიალა მაიამ. --კაი დე ...წამოდით გოგონებო!-როგორც აღმოჩნდა სხვადასხვა ოთახებში დაიძინებდნენ. -შემო აქ დაიძინე-დემნა წინ შეუძღვა ანანოს. -ვაუ ძალიან ლამაზი ოთახია ვინ მოაწყო?-გულწრფელი გაკვირვებით იკითხა გოგომ. -ეს ოთახი ალექსისაა როცა ჩამოვდივართ ხოლმე სულ ის შემოდის შესაბამისად მან მოაწყო. -ნუ ახლა გემოვნება აქვს!-ტუჩები დაპრუწაანანომ,ამაზე დემნას სიცილი აუტყდა. -ვაიმე როგორ მომენატრა შენი ხასიათებიი!-მივიდა და ლოყაზე აკოცა-კაი წავედი ახლა მე და ჩამო მერე. -ცოტას წავუძინებ და ჩამოვალ ხო?-საცოდავი სახით შეხედა ანანომ. -ოხ შენ და შენ ძილი!მიდი ხო და საღამოს გნახავ ისედაც უნდა გავიდეთ მე და დემე. -კაი. ........................................... -მაიკოოო!-მაია სამზარეულოში ტრიალებდა,როდესაც სახლში ხმა გაისმა. -ა;ექსანდრე ჩამოხვედი?...აბა ბიჭებმა არ სცალიაო?-მოეხვია მონატრებულ შვილობილს. -მოვიცალე...ხო იცი მომენატრე! -ვიცი ხო ვიცი მარა რად გინდა არ მნახულობ და...ელენას ველაპარაკე და არაფერი მითხრა მოვკლავ მაგას...სულ ერთმანეთს გავხართ დედაშვილი რა! -არ იცოდა თუ მოვდიოდი მაიკო! -თვითონ რატო არ ჩამობრძანდა ქალბატონი? -ოპერაციები მაქვს ამ დღეებშიო!...კაი ავალ მე ხო ცოტას დავისვენებ სანამ ისინი მოვლენ. -კაი შვილო მიდი! კიბე სწრაფად აირბინა და პირდაპირ თავისი ოთახისკენ აიღო გეზი.ყოველთვის უყვარდა აქ ჩამოსვლა,ბევრჯერ მარტოც წამოსულა,საკუთარ ოთახში ჩაკეტილა და სიმყუდროვე შეუქმნია.ახლაც მშვიდად შეაღო კარი,საწოლისკენ არც კი გაუხარდა ისე დაეცა ზედ,ძალიან დაღლილი იყო და დაძინება უნდოდა. -აუუ დემნა ცოტაც რა...იცი რამდენი ხანია ასე ტკბილად არ მძინებია?...ისე ამ ბალიშს რა კარგი სუნამოს სუნი აქ ვითომ იმ დემონისაა?-მოესმა უეცრად ანანოს ხმა და შეხტა,მხოლოდ ახლა შეამჩნია მის საწოლში მძინარე გოგონა.-რა ჯანდაბაა დამაზინე რა!-ისევ ამოიხვნეშა ანანომ და მერე თვალების გახელაც იკადრა-აააა...არა ანანო დამშვიდდი შენ ახლა გძინავს თორე ამას რა უნდა ისე აქ!ახლა თვალებს დახუჭავ და ეს მონსტრიც გაქრება! -გმადლობ ალქაჯო ასეთი კარგი კომპლიმენტებისთვის...ახლა კი რა გინდა ჩემს ოთახში? მე კი არა შენ რა გინდა არ გითხრა დემნამ აქ რომ შემოვედი?-იყვირა ანანომ -არაა სასლში...კარგი ახლა ადგები მოკიდებ შენს ნივთებს ხელს და გადახვალ სხვა ოთახში!-მშვიდად მიუგო ალექსმა. -უკაცრავად რა!მემგონი მე პირველი შემოვედი ამ ოთახში ასე ეომ კეთილი ინებეთ და თქვენ თვითონ მიბრძანდით!-შეუღრინა გოგომ მაგრამ ალექსი აშკარად არ აპირებდა დანებებას. -ყველაზე ბავშვური არგუმენტია!ჩემი ოთახია და შესაბამისად მე დავრჩები! -კარგი დარჩი!მაგრამ გაითვალისწინე რომ იატაკზე მოგიწევს ძილი!...აბა კარგად დაფიქრდი გაიმეტებ საკუთარ თავს ასე?-ყურთან უჩურჩულა ტანსაცმელი აიღო და აბაზანაში შევიდა. -ალქაჯი!-ჩაილაპარაკა ალექსმა. -მესმიისს! ანა მალევე მოემზადა და ქვევით ჩავიდა.მაიას ეხმარებოდა თან საუბრობდნენ.ქალი ძალიან პოზიტიური აღმოჩნდა,ბევრი იცინეს.ერთად მოამზადეს კერძები.ანამ უმეტესად თანამედროვე ხოლო მაიამ კი ტრადიციულო კერძები მოამზადა. საღამოს ყველა ერთად შეიკრიბა,ბიჭების მამაც გამოჩნდა,ბატონი მიშოც არანაკლებ სასიამოვნო კაცი აღმოჩნდა.ერთად ივახშმეს,ანანომ და დემნამ ყველა გააგიჟეს,მერე იცეკვეს.ბოლოს დემეტრემ ანას ხელი მოკიდა და გაიყვანა. -დემეტრე სად მივდივართ?-ჯერ კიდევ სიცილნარევი ხმით კითხა ანამ. -ტბასთან! -ვიგულისხმე სადაც არ უნდა მივდიოდეთ იქ რა გვინდა? დემეტრემ პასუხი არ გასცა.როგორც იქნა მიაღწიეს. -ანა რა გადაწყვიტე?-მკაცრად ჟღერდა დემეტრეს ხმა. -რაზე? -კარგად იცი ერთი თვე უკვე გავიდა! -მე....ისა...დემეტრე მე იცი?!დემეტრე!-კანკალი იგრძნობოდა გოგოს ხმაში. -შენ რა?ანა შენ რა?მითხარი!ამბობ გინდა მაგრამ არ შეგიძლია!-ტყეში ისმოდა დემეტრეს ყვირილი-იცი ანა?მე მთელი თვე გელოდი მაგრამ შენში სასიკეთო ვერაფერი დავინახე!აღარ ვცდი დავიღალე!რა აღარ გავაკეთე მაგრამ შენ არ იცვლები!შეიძლება არ აღიარებ მაგრამ ისევ გიყვარს! -დემეტრე არა გთხოვ!-აღმოხდა განწირული ხმა თუმცა ისევ არ ტიროდა.იმდენად ამაყი იყო რომ უჭირდა საკუთარი ცრემლების სხვისთვის ჩვენება.-მე...დრო მჭირდება!ვერ ვეგუები ამ ყველაფერს!შენ კი ჩემთვის ზედმეტად ნათელი ხარ! -დრო აღარ არის ანა! -დემეტრე...გთხოვ!-სევდანარევი ხმით დაუძახა ანამ. -ნუ მთხოვ ანა! წავიდეთ აცივდა! ანაც მორჩილად გაყვა,სახლში შესვლისთანავე თავის ტკივილი მოიმიზეზა და ოთახში ავიდა.აი იქ კი ამდენი ხნის ნაგროვებმა ცრემლებმა ერთად გაიკვლიეს გზა ღაწვებზე.იწვა ბალიშში თავჩარგული და სლუკუნებდა. ............................................... სხვებიც მალევე დაიშალნენ.დაქანცული ანანო ოთახში ასვლისთანავე აბაზანაში შევიდა,შხაპი მიიღო,მოკლე შორტი და მაისური ჩაიცვა ზედ არანაკლებ მოკლე ხალათი მოიცვა და გამოვიდა.ოთახში ალექსანდრე დახვდა რომელიც ტელეფონში ვიღაცას წერდა.ხალათი გაიძრო და საწოლში კომპორტულად მოკალათდა.მალე ალექსიც მოემზადა დასაწოლად.როგორც კი გოგონამ შეამჩნია,რომ საწოლში დაწოლას აპირებდა ბალიში აიღო და პირდაპირ სახისკენ გაუქანა,მაგრამ ალექსანდრემ მოიგერია,ისევ საწოლზე დააბრუნა და დაწვა. -ადექი!გორილა ხომ არ დაგავიწყდა რომ იატაკზე იძინებ?-ირონიულად გაუღიმა. -რატომ?მე პრობლემა არ მაქვს შენთან ერთად წოლის და თუ გინდა თავად ადექი!-არც ალექსმა დააკლო. -შენ თუ არ გაქვს მე მითუმეტეს...მონსტრი.-გვერდი იცვალა და გაშლილი თმა ისე მოიქნია რომ პირდაპირ სახეში გაარტყა.-თუ შეიძლება შუქი ჩააქრე!-ბიჭმა ბრძანება შეასრულა და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა.კლავიატურის ხმა საშინლად მოქმედებდა ანანოს ნერვებზე,თანაც ალექსის ჩაცინებები პირდაპირ მიანიშნებდა რომ ვიღაც გოგოს წერდა,თქვენ გგონიათ ეს მე მოვიფიქრე არა! ეს ანანომ გაიფიქრა ზუსტად ერთ წამში.პიკი იყო როდესაც ალექსანდრეს ტელრფონმა დარეკა,უნდა ეპასუხა როდესაც ანანომ გამოგლიჯა და უპასხა. -თუ შეიძლება სხვა დროს ეკონტაქტე ისე რომ მე ხელი არ შემეშალოს-ჩაყვირა. -ალექსანდრე დე აბა დემეტრესთან მივდივარო შვილო ვი არის ეს გოგო?-ამ ხმის გაგონებაზე ანანომ სახე დამანჭა,ტუჩზე იკბინა-ჯანდაბა-თავისთვის ჩაილაპარაკა და ტელეპონი ალექსანდრეს გაუწოდა. -ხო დე?...არა დე კაი რა დემესთან ვარ უბრალოდ........მეგობარი იყო.....სხვა ეგონე .....რაღაცას ვთამაშობთ და იმიტომ!......აუ ელენა რას მეეჭვიანები?...კაი მიყვარხარ.-ტელეფონი გათიშა და ანანოს ირონიული სახით გახედა. -ყველაფერი შენი ბრალია,წაიღე ტვინი,ვიფიქრე ის რეკავდა და იქნებ ახლა მაინც გაცჰერდება-მეთქი-დამნაშავესავით ჩამოურაკრაკა ყველაფერი. -იცი რომ ტელეფონს ინდა დახედო ხოლმე?-უნდოდა მკაცრად ეთქვა მაგრამ მაინც ეპარებოდა ღიმილი. -ჯანდაბა ალბათ რა იფიქრა?! -ვერ ხვდები რა იფიქრა?-ისევ და ისევ ირონია. -თავხედო!-უყვირა და თავში ბალიში უთავაზა. -კიდევ მე ვარ თავხედი?არა!წარმოიდგინე რას იფიქრებ შენი შვილის ტელეფონზე ღამის ორ საათზე ვიღაც გოგომ რომ გიპასუხოს და გითხრას მერე დაურეკე ხელს მიშლიო-უკვე თავს ვეღარ იკავებდა და ბოლო ხმაზე დაიწყო ხარხარი ანაო კი ისევ ბალიშის რტყმევას აგრძელებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.