მდუმარე ტილო (4)
ქუჩაში არც ისე ციოდა, თუმცა სუსხი ჯერ კიდევ შემორჩენოდა ჰაერს, ფიქრებში გართული იმდენად გაერიდა სამყაროს, რომ ნაბიჯების უცნაური მიხრა-მოხრა ზედმეტად შესამჩნევიც კი გახდა, მიაბიჯებდა ლამპიონებს შუქ ქვეშ და ფიქრების დალაგებსა ცდილობდა, საკუთარ თავთან ბრძოლაში ბადალი არ ჰყავდა, მაგრამ ხშირად მარცხდებოდა, მუდმივად ფიქრობდა, ხან არაფერზე ხან კი ყველანაირ წვრილმანზე, გიკვირთ ალბათ, როგორ შეიძლ;ება ადამიანი არაფერზე ფიქრობდეს და თან ყველაფერზეო, მაგრამ უცნაური ტიპი იყო ჩვენი ჯეი, რეალურად ნარკომანივით მუდმივად გასული იყო ამ სამყაროდან, თითქოს იხუთებოდა და გაურბოდა კიდეც ამ სიტუაციას, მოკლედ ძლივს მივიდა გზაჯვარედინამდე, არც გაუხედავს გზაზე ისე გადააჭრა, დიდი მოძრაობა არ იყო შუაღამისას, ამიტომ შეიძლება გაუმართლა კიდეც, თანაც ტეტრიძის ქუჩაზე რატომღაც არ იყო გასაკვირი სიჩუმე, როგორიც თვითონ იყო ისეთ გარემოს იქმნიდა სულ, ვერ შეამჩნევდი კმაყოფილი იყო, თუ უკმაყოფილო. სადარბაზოს უჩვეულო სიცივე მოედო შიშველ ხელებზე და თითქოს შეკრთა, მაგრამ მალევე გამოფხიზლდა და თავ ჩაქინდრულმა აიარა პირველი კივეც, მეორეც, და მესამე კიბეზე წამოერად შეჩერდა, თითქოს ჩაფიქრდა, თითები გაათამაშა და მერე დაბნეულმა დაბლა დაიხედა, მზერა შეაჩერა, წამიერად გადაავლო თვალი მომხდარს და ჩაილაპარაკა ( ან უნდა გაიქცე და გამოგეკიდონ, ან უნდა დანებდე და მოკვდე) თავი გააქნია და ხმაურით აირბინა ორი სართული, კარი შეაღო, მშვიდი სახლი ისევ მდუმარედ ელოდა პატრონს, პატრონს რომელიც თითქოს არც არასდროს მოდიოდა სახლში, სახლის მყუდროება მხოლოდ კომფორტი როდი იყო ჯეისთვის!? სახლში შეეძლო მშვიდად ყოფნა, ძილი, კითხვა და საერთოდ ყველაფერი რასაც ჩვეულებრივ ადამიანები აკეთებენ ხოლმე, მაგრამ შიში მაინც სულ დაჰყვებოდა და საკუთარ თავს ამის გამო ხშირად დასცინოდა კიდეც. ფეხზე გაიხადა და უხალისოდ შეაბიჯა კოლიდორში, იქვე შუქის ჩამრთველს მიადო ხელი და სამზარეულოსკენ გაიხედა, შიოდა, მაგრამ რაღაცნაირად არაკომფორტულად გრძნობდა თავს, ჯერ არჩია შხაპი მიეღო და სააბაზანოს კარები შეაღო, ცხელი წყალი სასწაულად ამშვიდებდა, შეეძლო საათობით ყოფილიყო ცხელი წყლის ქვეშ, ახლაც არ უთქვამს ამაზე უარი ორი საათი დაჰყო აბაზანაში, მერე სუთა მაისური და შორტი ამოიცვა და სამზარეულოს დაუბრუნდა, მაცივარში სწრაფი კვების პროდუქრები შეენახა, გამოიღო და გაზქურას მიანდო მათი წესრიგში მოყვანა, თავად კი კომპიუტერს მიუჯდა, სოციალურ ქსელში როროგც ყოველთვის აქტიურობდნენ არაფრის მთქმელი ადამიანები, რომელთაც ადამიანების განკითხვაში, ჩვენებურად რომ ვთქვათ ჭიპი აქვთ მოჭრილი, ჯეიც ერთ ერთ ჯგუფში წააწყდა ლინკს წარწერით, (სამხილებო ოცი წლის შემდეგ აღმოაჩინეს..). წამით დაინტერესდა, მაგრამ მიხვდა, რომ არ ღირდა და ბევრ სიცრუეს წააწყდებოდა, ამიტომ გვერდი აუარა, ამასობაში ღუმელმაც დაიწრიპინა, საჭმელი მზად იყო, ყოველდღიური რუტინე, ჭამა, სიარული, მუშაობა, ძილი, ამ რუტინას გაურბოდა ჯეი, მაგრამ ეს მხოლოდ ქვეცნობიერად, ის მაინც ამ რუტინის მსხვერპლი იყო, ადამიანებსაც აკვირდებოდა და რაც უფრო აკვირდებოდა ხვდებოდა, რომ არაფრისთვის იბრძვოდნენ და არც არაფერი ჰქონდათ ღირებული, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, თავადაც არ აღიარებდნენ ამას, ძველად ოთხმოცდაათიანების დასასრულს ხალხი მართლა იბრძოდა და მაშინ ძალაც და პატრიოტიზმიც იმაზე მეტი იყო ვიდრე ახლა, ახლა დემოკრატიაა, მაშინ იარაღი იყო, იარაღით აგვარებდა ყველა საქმეს, დაჯგუფებები და კლანები, რომელთაც თითქოს საძმაკაცოს უწოდებდნენ მაგრამ საძმაკაცოს გარდა ყველაფერი იყო რეალურად და ეშინოდათ ამის აღიარების, მოკლედ ჯეი ჯერ კიდევ იმ პერიოდზე ფიქრობდა. - დალოცვილი საჭმელი, ვინც ეს მოიფიქრა... გაიფიქრა და საკუთარ სისულელეზე გაეცინა კიდეც.. ხანდახან უნდა გახალისდე ჯეი, შეუძახა თავს და საჭმელი თეფშზე გადმოიღო, იქვე ხის მაგიდაზე დადო და სკამი მიუწია, კომპიუტერთან მიირბინა და Arctic Monkeys - Do I Wanna Know? - ს ბოლომდე აუწია, ვახშმობამ მხიარულად ჩაიარა, როგორც ჯეი იტყოდა, გავიღიმეთ.. მერე ძილიც მოერია, ამ სიგრძე დღით დაღლილს და საწოლში ჩაწვა.. დილა ჩვეული ჩიტების ჭიკჭიკით დაიწყო, ჯეის ფეხები სტკიოდა, კუნთები დასჭიმვოდა, გუშინ ძალიან ბევი ირბინა, დიდი ხანია რაც არ ურბენია, ამიტომ არ გაჰკვირვებია ასეთი ტკივილით გაღვიძება, წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და გააღო, სამზარეულოში თვალების ფშვნეტით გავიდა და ყავის მზადებას შეუდგა, უცნაურად მშვიდი დღეო გაიფიქრა და ისევ სიცილი მოედო სახეზე, ამის გაფიქრება და კარზე კაკუნი ერთი იყო, ჯეიმ სწრაფად ამოიცვა შარვალი და კართან მიირბინა, გლაზოკში გაიხედა და თითქოს არც გაკვირვებია ისე შეაღო რკინის კარი და სტუმარს გაუღიმა.- მოდი, ყავას ვამზადებდი. უთხრა და თვითონ წინ გაუძღვა. - როგორ ხარ ჯეი, შეკანკალებული ხმით გააგრძელა საუბარი სტუმარმა,. - კარგად შენ როგორ ხარ ლიზა? - მე კარგად ვარ, გავიგე გუშინდელი ამბავი და მაშინვე შენთან გამოვიქეცი, კალიც ძალიან ნერვიულობდა, მე დამირეკა, შენ, რომ არ პასუხობდი. - ხო იცი ტელეფონი უმეტესად უყურადღებოდ მიგდია ხოლმე, მოკლედ ისეთი არაფერი ყოფილა, უბრალოდ სირბილი მომიწია და ახლა ცოტა ფეხები მტკივა. შაქარი რამდენი ჩაგიყარო? იკითხა ღიმილით და გოგონას გამოხედა რომელიც იქვე ხის მაგიდასთან იჯდა. - სამი კოვზი. ორივეს გაეცინათ, ეს ორივე სულ ასე სვავდა ყავას, შეკრებებზე მხოლოდ ისინი იყრიდნენ სამ კოვზ შაქარს და უკვე ყველამ იცოდა, ჯეიმაც იცოდა, უბრალოდ გაამხიარულა ლიზა. - შეხედე რა განახო.. წამოხტა სკამიდან ლიზა და სახესთან ტელეფონი მიუტანა ჯეის, სურათი იყო, სამივე იყვნენ, ლიზა ჯეი და ჯონათანი. - კარგი დრო იყო, სევდიანად გაეღიმა ჯეის,. ნამდვილად, დაეთანხმა ეს სურათი მაშინ გადაიღეს სანდრექსას დაბადებისდღეზე, რომ მიდიოდნენ, ამიტომ პირველი სწორედ ის გაახსენდათ.. - სანდრექსას არ შეხმიანებიხარ? - არა, არ შევხმიანებივარ, ამ ბოლოს კი ველაპარაკე ერთი-ორი კვირის წინ, მითხრა, რომ სოფელში იყო და ტელეფონი ცუდად იჭერდა. - ხო კარგია, თუ ცოტახნის წინ მაინც ელაპარაკე მე საერთოდ არ მილაპარაკია, ვერ მოვიკითე ჩემი საქმეების გადამკიდე. - არაუშავს მერე რა? იცის, რომ დაკავებული ხარ, მიირთვი. ყავა მაგიდაზე დაუდო ლიზას და მუსიკის დასაწევად შევიდა ოთახში, ლიზამ სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა, ჯეი სწრაფადვე მობრუნდა და კუხნაში შემოიხედა. - კიდევ დაიწყე მოწევა? - ხო რავი, სახლში ხო ეწევი? - კი მაგაზე პრობლემა არარის. ჯეი ოთხმოცდაათიანებზე პირველი რა გახსენდება? მორიდებით ჰკითხა ლიზამ. - გაჭირვება დაუშუქობა, მკვლელობები და ხალხის ტანჯვა, სხვა არაფერი კარგი და შენ? - გაზეთი ვიპოვე და ამიტომ გკითხე, გინდა წაგიკითხო? - მაგის მეტი რა ვიცი? რადმინდა წაკითხვა? სახე შეიშმუშნა ჯეიმ, მაგიდას მიუჯდა ყავა მოსვა და სიგარეტს გაუკიდა. - მე მაინც წაგიკითხავ.. 90-იანი წლები გაჭირვებასთან ასოცირდება. ტოტალური უშუქობა, პურის რიგები, დაცარიელებული მაღაზიები და სხვა... შეიცვალა დრო, შეიცვალა თაობები და საქართველოს უახლოესი ისტორიაც წარსულს დარჩა. რუბრიკა "კვირის თემას" ამჯერად 90-იანი წლების საქართველოს უთმობს. აღნიშნული თემის ირგვლივ მკითხველს სხვადასხვა საინტერესო სტატიას წარვუდგენთ, ამ კონკრეტულ სტატიაში კი ჩვენი ჟურნალისტი ლადო გოგოლაძე 90-იანი წლების ტრანსპორტს გაიხსენებს, რომელთაგან ზოგიერთი წარსულს ჩაბარდა. - არ იცოდი ახლა შენ ეს? გაეცინა ჯეის და ლიზას გახედა, ლიზა მთელი ინტერესით კითხულობდა. თბილისელებისათვის ყველაზე პოპულარული იყო მეტრო, რომელიც ხშირად უშუქობის გამო გვირაბში იჭედებოდა. მიუხედავად ამისა, მას მაინც ყველაზე აქტიურად იყენებდა მოსახლეობა. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდა, ერთი ის, რომ ყველაზე იაფი იყო და მეორე, მეტრო იყო და დღემდე რჩება ყველაზე სწრაფ ტრანსპორტად. მეტროს არასოდეს შეუწყვიტავს მუშაობა, თბილისში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების დროსაც კი. როგორც უკვე ვთქვით, ხშირი იყო მეტროში შუქის ჩაქრობა და ამ დროს ხალხს გვირაბიდან ფეხით უწევდა გამოსვლა. არ იყო სათანადო რაოდენობის მატარებლები, რის გამოც მატარებლების ჩამოდგომას შორის ინტერვალი დიდი იყო. ბუნებრივია, ამის გამო ვაგონებში ხშირი იყო ჭ....ტვა. უშუქობის პერიოდში მეტრო იყო ის ადგილი, რომელსაც სხვებთან შედარებით სტაბილურად მიეწოდებოდა ელექტროენერგია. იმ ოჯახებში, ვისაც სხვებისგან განსხვავებით, შუქი ჰქონდათ, ხშირად გაიგონებდით - მეტროზე ვზივარო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეტროს ხაზიდან არალეგალურად იპარავდა დენს. - გამახსენე გაჭირვება, მაგრამ ყველაზე კარგი გაჭირვება შემიძლია ვუწოდო მაშინ მეგობრობა ვვიცოდით, ახლა კი არც მეგობრობა იციან. ჯეიმ საფერფლე მოიტანა და ისევ სკამზე დაეშვა. - მართალი ხარ, ჩვენი მეგობრობა ამდენხანს გაგრძელდა, ახლანდელები მხოლოდ ვირტუალურად მეგობრობენ. თქვა და განაგრძო ლიზამ. 05:00 / 08-12-2015 90-იანი წლები გაჭირვებასთან ასოცირდება. ტოტალური უშუქობა, პურის რიგები, დაცარიელებული მაღაზიები და სხვა... შეიცვალა დრო, შეიცვალა თაობები და საქართველოს უახლოესი ისტორიაც წარსულს დარჩა. Ambebi.ge რუბრიკა "კვირის თემას" ამჯერად 90-იანი წლების საქართველოს უთმობს. აღნიშნული თემის ირგვლივ მკითხველს სხვადასხვა საინტერესო სტატიას წარვუდგენთ, ამ კონკრეტულ სტატიაში კი ჩვენი ჟურნალისტი ლადო გოგოლაძე 90-იანი წლების ტრანსპორტს გაიხსენებს, რომელთაგან ზოგიერთი წარსულს ჩაბარდა. თბილისელებისათვის ყველაზე პოპულარული იყო მეტრო, რომელიც ხშირად უშუქობის გამო გვირაბში იჭედებოდა. მიუხედავად ამისა, მას მაინც ყველაზე აქტიურად იყენებდა მოსახლეობა. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდა, ერთი ის, რომ ყველაზე იაფი იყო და მეორე, მეტრო იყო და დღემდე რჩება ყველაზე სწრაფ ტრანსპორტად. მეტროს არასოდეს შეუწყვიტავს მუშაობა, თბილისში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების დროსაც კი. როგორც უკვე ვთქვით, ხშირი იყო მეტროში შუქის ჩაქრობა და ამ დროს ხალხს გვირაბიდან ფეხით უწევდა გამოსვლა. არ იყო სათანადო რაოდენობის მატარებლები, რის გამოც მატარებლების ჩამოდგომას შორის ინტერვალი დიდი იყო. ბუნებრივია, ამის გამო ვაგონებში ხშირი იყო ჭ....ტვა. უშუქობის პერიოდში მეტრო იყო ის ადგილი, რომელსაც სხვებთან შედარებით სტაბილურად მიეწოდებოდა ელექტროენერგია. იმ ოჯახებში, ვისაც სხვებისგან განსხვავებით, შუქი ჰქონდათ, ხშირად გაიგონებდით - მეტროზე ვზივარო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეტროს ხაზიდან არალეგალურად იპარავდა დენს. მეორე არანაკლებ პოპულარული ტრანსპორტი ტროლეიბუსი იყო, რომელიც ახლანდელ თაობას მხოლოდ ფოტოსურათებით ახსოვს. ტროლეიბუსში გარეთ უფრო მეტი ხალხი იყო, ვიდრე შიგნით. ამ დროს ფაქტობრივად, არავინ იხდიდა მგზავრობის ღირებულებას, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ხელს არ უშლიდა ამ ტრანსპორტის ფუნქციონირებას. აგრეთვე უბილეთოდ მგზავრობდა ტრამვაის მგზავრთა დიდი უმრავლესობა. ტრამვაი დიდი პოპულარობით არასოდეს სარგებლობდა, ალბათ ამან განაპირობა ისიც, რომ 90-იან წლებში მხოლოდ გარკვეულ უბნებში თუ არსებობდა ტრამვაის რკინიგზა. ტრამვაი გამოირჩეოდა ნელი მოძრაობით, რაც ამ ტრანსპორტს კიდევ უფრო არაპოპულარულსა და არაკომფორტულს ხდიდა გადაადგილებისთვის. 90-იან წლებში მოძრაობდა ავტობუსებიც. მათ უმეტესობას დიდი ხანია გასული ჰქონდა ექსპლუატაციის ვადა, მაგრამ ქალაქის ბიუჯეტს არ ჰქონდა შესაბამისი სახსრები, რომ ახალი შეეძინა, ამიტომ ძველი ავტობუსებით გადიოდნენ ფონს. როგორც წესი, ავტობუსი თავის დროზე არასოდეს მიდიოდა დანიშნულების ადგილას, მაგრამ მას მაინც ყავდა თავისი მგზავრი. ისევე, როგორც ტროლეიბუსებსა და ტრამვაიში, აქაც ხშირი იყო უბილეთოდ მგზავრობა. - გახსოვს ერთხელ ტროლეიბუსში ძლით რომ ამიყვანეთ? გადაიხარხარა ლიზამ. - აბა მე იქ მარტო ვერ წავიდოდი შენგარეშე, ბოლოს და ბოლოს კარგი გემოვნება გაქვს. - ჩემმა გემოვნებამ ჩემი კაბაც შეიწირა. ორივეს გულიანად გაეცინა. მიუხედავად გაჭირვებისა, 90-იან წლებში აქტიურად გამოიყენებოდა ტაქსებიც, რომელიც ისე უხვად არ მოძრაობდა, როგორც დღეს, მაგრამ მათი ნაკლებობა მაინც არ შეიმჩნეოდა. ტაქსების უმეტესობას საბჭოთა პერიოდის "ტაქსო-პარკის" მანქანები შეადგენდნენ, რომლებიც უკვე მძღოლებს პირად საკუთრებაში ჰყავდათ და არავითარი გეგმის გადახდა არ უწევდათ. ამ პერიოდში ხშირი იყო ტაქსის "გადაგდება", ამიტომ ტაქსის მძღოლები ახალგაზრდა ბიჭების ჩასმას ერიდებოდნენ, ხოლო ღამის საათებში ფაქტობრივად, არ მოძრაობდნენ. მართლაც ლომის გული იყო საჭირო იმისათვის, რომ იმ პერიოდის თბილისში გვიან "გეტაქსავა", რადგან ხშირი იყო დაყაჩაღებაც, რასაც სამწუხაროდ, ადამიანების სიცოცხლეც ეწირებოდა ხოლმე. ასეთია ზოგადი სურათი იმისა, რაც დედაქალაქში ხდებოდა. უფრო მძიმე იყო რეგიონებში არსებული მდგომარეობა. ცენტრალურ რკინიგზაზე, ხშირად, მატარებელი 3-4 დღე ერთ ადგილას იყო გაჩერებული, და როცა დენი მოვიდოდა, უკან ბრუნდებოდა. დღეს ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და მხოლოდ მოსაყოლად თუ გაიხსენებს ვინმე, მაგრამ 20 წლის წინ, ეს იყო საქართველოს ყოველდღიურობა, რომელიც იმედია, აღარასოდეს დაბრუნდება. ჟურნალი დახურა ლიზამ და ისევ ძველ ამბებს დაუბრუნდა. - გახსოვს ყვავილები, რომ შეგარჩევინე და ჯონათანს მივართვით? სულ გრძელი თმით, რომ დადიოდა ამიტომ, ჩვენც ვემაიმუნებოდით, რა დამპლები ვიყავით? - კი, მაგრამ არც გაკვირვებია, იცოდა როგორი გადარეულებიც ვიყავით, თანაც არასდროს არ წყინდა. - მხოლოდ შენთან ერთად შემიძლია ამ წლების ტკბილად გახსენება. - მეც ასე ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.