ელენე (მესამე თავი)
და აი, ეს დღეც დადგა, დღეს კნიაზი გიორგი პეტერბურგიდან მობრძანდება .საზეიმოდ მორთეს არემარე, ფერად ფერადი ლენტებითა და ღიპიანი მეზურნეებით გაივსო ეზო, ასე უყვარს კნიაზს. უამრავი ხალხი ირეოდა : სახლში, ეზოში, შადრევანთან თუ ჭადრის ჩრდილ ქვეშ . ერთმანეთს ესალმებოდნენ, იცინოდნენ, მოახლე ქალები ფუსფუსებდნენ . ნიგვზის ფოთოლში ახვევდნენ და კეცზე აკრავდნენ მჭადებს , შუაცეცხლზე ხარშადნენ ხაშლამას , თონეს ახურებდნენ, კოჭლი მერიქიფე თუნგებით ღვინოს ეზიდებოდა შუადღისთვის უკვე ყველაფერი მზად იყო ბატონის დასახვედრად .ბატონს უყვარდა პომპეზური დახვედრები ...მხოლოდ ქეთევანს არ ყოფნიდა სასაცილოდ ... ამბობდა დიდი კეისარი ალექსანდრე მობრძანდება ვარდები ვარდები არ დაგავიწყდეთ ... და აი კეისარიც ჩამობღძანდა შორეული მოგზაურობიდან , საზეიმო ცერემონიალი ზედ ტბის პირას იწყებოდა რომელიც სახლთან ახლო თითქოს გზას ასდევნებოდა, სწორედ ტბასთან ხვდებოდნენ ვითომდა მოზეიმე ,სინამდვილეში შრომასადა ჯაფაში ჩაკარგული გლეხები, მომღიმარი სახეებით და ყვავილის ფურცლებს ესროდნენ ჩინმედლებსა და ფოჩებიან მუნდირში თეთრ ცხენზე ამხედრებულ ბატონს . რომელიც წელში გაჯგიმული მედიდუი მზერით თეთრ ხელთათმანს უქნევდა მდაბიოტა კლასს , ზოგჯერ პატივს დასდებდა და არაფრისგამო, უმიზეზოდ, გადაიხარხარებდა ისე რომ წელს უკან გადახრიდა ,ოსდათორმეტივე კბილს გამოაჩენდა ეს მართლაც ახოვანი და საკმაოდ შეხედული ბატონიშვილი და სახეს ყვავილის ფურცლებს მიუშვერდა. ეზოში შესულს ახლა უკვე თავადები ეგებებოდნენ. ეხვეოდნენ კნიახზ და ჩამოსვლას ულოცვდნენ. იცინოდნენ ნაძალადევად იღიმოდნენ, მაგრამ ყველას უნდოდა საკმაოდ შეძლებული თავადის გული მოეგო. ყველაზე გამორჩეული, ჩვენი კნიაზისა და თავადი ლევან ჯაფარიძის შეხვედრა იყო (პირფერობის კასკადი ) . -ოოოოოო -ოოოოოოო -ძმობილო! -ძმობილო! და ეზოს ერთი ბოლოდან მეორემდე , გაძახილ-გაოძახილით უახლოვდებოდნენ ერთმანეთს . თან გზად იჯგიმებოდნენ და გვერძე გახტომა გამოხტომით (თითქოსდა საჭიდაოდ იწვევენ ერთმანეთსო) და სიცილით მიიწევდნენ ერთმანეთისკენ. -ოოოოოო ძმობილო! -ოოოოოოო ძმობილო! -ჰა ხარ ჯანზე ხარ? -შენ? შენ ? როგორც იქნა მუახლოვდნენ ერთმანეთს. ახოვანი ჩოხაში გამოწყობილი ლევან ჯაფარიძე აწ გარდაცვლილი თავადი ჯაფარიძის უმცროსი ვაჯი და მემკვიდრე გახლდათ. (და რაღათქმაუნდა ძმა ზემოთ თქმული შავი დედოფლია) ჩოხოსანმა, კნიაზთან მიახლოებისას ,ულვაშზე ხელი გადაისვა და თავადი გიორგი ხელში აიტაცა . -დამსვი ბიჭო დამსვი! -ოხ შენ გენაცვალე ძმობილო. შეშფოთებულმა და უხერხულად ჰაერში აწეულმა კნიაზმა ,ფოჩებიანი მუნდირი შეისწორა ლევანმა ახლა, ხელი ყვრიმალებში ჭაჰკიდა ჯერ კიდევ სიტოაციიდან გამოურკვეველ თავადს და ახლა ზედ ტუჩზე ემთხვია, ჯერ ერთი მხრიდან , მერე მეორე მხრიდან, თითქოსდა ფრონტიდან დაბრუნდაო. უსუსური თავადი გიორგი მართლაც სასაცილო დასანახი იყო თვალებს მეხდარტყმულივით რომ აჭყიტავდა. შემდეგ ელენე და ქეთევანიც ნახა, სხვათაშორის ჩაკოცნა და დანარჩენი სტუმრების კისკისსა და ხვევნაკოცნაში ჩაიკარგა. - გიორგი ჩემი და ხომ გახსოვს თავადის ქალი დარეჟან ჯაფარიძე . -კი როგორ არა .. დაიკო როგორ ბრძანდებით დიდის მოწიწებით გამოართვა კნიაჟნას ხელი თავადმა გიორგიმ ლევანს და უფრო დიდი მოწიწებით ეამბორა ფაიფურივით თეთრ და ცივ ხელზე. თან რაგაც ამოუცნობმა მზერამ გაირბინა მათ შორის, რადიო ტალღასავით სწრაფად და შეუმშნევლად. გაიარა ტალღამ და სადგაც პეტერბურგში გაუჩინარდა. -აბა ბატონებო მობრძანდით სუფრასთან მობრძანდით. სადღაც კუთხიდან გამოხტა კოჭლი მსახურტუხუცესი, კნიაზის მარჯვენა ხელი, თუმცა კნიაზისთვის რომ გეკითხათ, სახელი პეტოია, მისთვის ძნელი დასამახსოვრებელი იყო და ხან რას უძახოდა მსახურს და ხან რას. თავადი რომ დათვრებოდა ოე და ჰიუც ისე ესმოდა როგორც პეტოია . ხოდა პეტოიამ სუფრისკენ მოიხმო თავადებს. -აქეთ დაბრძანდით ბატონო ჩემო ... ო თქვენ აქეთ . ყურადგებას არავინ აქცევდა მაგრამ მაინც კმაყოფილი იყო და საგანგებოდ დავარცხნილ სველ თმას დროდადრო ისწორებდა. -ბესიკ მოდი ჩემთან. გახარებული პეტოია კოჭლობით მივარდა ბატონათნ, თმაზე კიდევ ერთხელ გადაისვა დაკოჟრილი ხელი და ბატონს ფინიასავით მიაშტერდა. -ა ის ხურჯინი. პეტოსათვის არც შეუხედავს და ბოლომდე არც კი დაუმთავრებია სიტყვა ისე ხელით ანიშნა ხურჯინი მოეტანა მისთვის. ლაქიაც კოჭლობით გაიქცა და ბატონს ხურჯინი მიართვა... კნიაზმა ხურჯინიდან ამოალაგა ათასი სურათი და ათასი ზიზილ პიპილო მოსართავი . -ოოოო ეს სურათ ცხენთანაა, პირველი ადგილი მეფის რუსეთში, პირველი ადგილი . -ოოო ეს დათვთან. ეს სკამთან, ეს მაგიდასთან, ეს ისე ეს ასე ...... უსმენდნენ დაბოღმილი თავადები და ნაძალადევად იღიმოდნენ, შურისა და ბოღმისაგან ეწვოდათ გულები დაკუჭები და შიმშილიც გაახსენდათ და დასხდნენ სუფრასთან ... დიდი ჭადრის ქვეშ, უზარმაზარ მაგიდას მართლაც ჩიტის რძე არ აკლდა: შემწვარი და მოხრაკული აბა ისეთი ჩააამატეთ და აბა ასეთი ამოაკელით ტრიალებდა პეტოია და ატრიალებდა მოახლე ქალებს. ვინ მოთვლის კიდევ რამდენჯერ დაილეოდა ბატონის სადღეგრძელო, რომ არა სუფრაზე ამტყდარი აყალმაყალი, მთვრალ თვადებს ვერ გაეყოთ გოჩის ყური თუ ბოლოკი, მოკლედ ამას მნიშვნელობა არააქვს. ყველანი დათვრნენ და სუფრაც აიშალა .მთვრალი კნიაზები ეხუტებოდნენ და დორბლიანი ტუჩებით ლოშნიდნენ ერთმანეთს, ბარბაცებნენ. კნიაზი გიორგიც ძალზედ მთვრალი იყო , ქვრივ თავადის ქალ ანეტას მხრით მხარზე ეყრდნობოდა, ყურში რაღაცას უჩურჩულბდა და თავის ნათქვამზე თითონვე ეცინებოდა,მოკლედ შეწუხდა თავადის ქალი და გაეცალა.ამასობაში ჩამოღამდა, პეტოიამ ჩირაღდნებით გაანათა ეზო და გამოჩნდა ყველაფერი . გადამთვრალი თავადები, ერთერთს იქვე ჭადრის ძირში დაედო ბინა და ხვრენა ამოეშვა თან ულვაშს აცმაცუნებდა , ზოგს ბზის ბუჩქათნ ეძინა და ზოგს შადრევნისა თუ ტყემლის ძირას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.