შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა აბნეული (2 თავი)


28-03-2019, 20:32
ნანახია 994

სასწავლებლიდან რომ დავბრუნდი ცოტა დავისვენე და სუფთა ჰაერზე გავედი. მშვიდი საღამო,სავსე მთვარე,თითქმის დაცარიელებული ქუჩა ,მე და ჩემი მუსიკა, მშვენიერი კომპოზიციაა სრული სიმშვიდისთვის და ბედნიერებისთვის.ფეხით დაახლოებით ნახევარი საათი ვიარე და მეზობელ უბანში გადავედი, იქ ერთი ადგილი მქონდა არჩეული წყნარი და ბნელი, იშვიათად ნახავდით იქ ვინმეს. ჩემი ადგილისკენ რომ მივდიოდი შევნიშნე რომ იქ უკვე იყო ვიღაც,ტელეფონში ვიყურებოდი ამიტომ სიბნელეში ვერ დავინახე ვინ იყო მაგრამ მან დამინახა.
-შენს ნახვას აქ არ ველოდი მარია
-შენ!? აქ რა ჯანდაბას აკეთებ!!!
-მე აქ ვცხოვრობ-და მიმანიშნა მოპირდაპირე მხარეს მდგარ კორპუსზე.
-კარგი გასაგებია. შემოვტრიალდი და წამოსვლა დავაპირე
-მოიცადე არ წახვიდე.შენ რას აკეთებ აქ?
-მე მეზობელ უბანში ვცხოვრობ! აქ ხშირად ვარ ხოლმე სიწყნარე მიყვარს ზედმეტი ხალხის გარეშე-უხეშად და ხაზ გასმით მივახვედრე რომ მისი ნახვა არ მესიამოვნა
-კარგი მე მაინც წასვლას ვაპირებდი.გამიხარდა შენი ნახვა.
-შენი ნახვა არც აქ და არც სასწავლებელში არ მიხარია!
-კარგი რა გაეწყობა დროებით მარია.
-ნახვამდის ჯეიმს!
გავბრაზდი რადგან მან უკვე იცოდა სად ვატარებდი თავისუფალ დროს.თან დავიბენი მის აქ ნახვას არ ველოდი,აქ მილიონჯერ ვარ ნამყოფი და არცერთხელ არ შემხვედრია, უბრალო დამთხვევას მივაწერო თუ იცოდა აქ რომ მოვიდოდი,ან თუ იცოდა საიდან გაიგო. ვიჯექი გაურკვევლობაში დაკარგული. მალევე დავივუწყე ჩემი გაბრაზება და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე დავიწყე ფიქრი, მარამ მალევე ჩემი გონება სადღაც ძალიან შორს წავიდა,ზღაპრები,არ ვიცი რატომ დავიწყე ამაზე ფიქრი მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი ჩემს კითხვებზე პასუხს მანდ ვერ ვიპოვიდი,ან იქნებ სწორედ იქ შეიძლებოდა პასუხების პოვნა,უფრო დავიბენი,თავგზა ამერია,დაბნეული გონებაში ისე ვიყავი თითქოს კედლებს აქეთ-იქით ვაწყდებოდი, ჩიხში აღმოვჩნდი, არცერთი პასუხი.მივხვდი რომ ღრმად შევტოპე და ფიქრი შევწყვიტე აზრზე რომ მოვედი შიშისგან შევხტი.როდის ან რანაირად.
-აქ როგორ გაჩნდი!
-დიდიხანია აქ ვარ და გიყურებ, იმდენად გართული იყავი შენს ფიქრებში რომ ხელი არ შეგიშალე.
-შენ რა მითვალთვალებ?
-არა საიდან მოიტანე უბრალოდ ცუდად ვიგრძენი თავი აქ მარტო რომ დაგტოვე არც თუ ისე მშვიდი უბანია,ეს ჩემზე კარგად არავინ იცის.
-აქ მილიონჯერ ვარ ნამყოფი და უცნაური არაფერი შემინიშნავს,ამ დრომდე!
-და ახლა რა შეამჩნიე უცნაური?
-შენ!!!
-მე?
-დიახ შენ!!! თავს არასდროს არ დამანებებ? უკვე მგონია რომ მითვალთვალებ!
-არა მე ნამდვილად არ გითვალთვალებ, რაიყო შეგეშინდა ჩემი?- და სიცილი ატეხა, უფრო შემაშინებელი იყო ამ მომენტში,ფსიქოპატივით იქცეოდა
-იცი...ჩემი წასვლის დროა! ალბათ ჩემები უკვე ნერვიულობენ.
-მე წაგიყვან მანქანა აქვე გავაჩერე.
-არა გმადლობ! ფეხით მირჩევნია გასეირნება.
-როგორც გენებოს
ღმერთო რა მომაბეზრებელი და საზიზღარი ადამიანია.დამღალა უკვე თავისი უეცარი და ამაზრზენი გამოხტომებით,არა ეს ფსიქოპატი აშკარად მითვალთვალებს.ამ ფიქრებში გართული მივადექი სახლის კარებს,ოჰ ღმერთო როგორ არ მინდოდა სახლში მისვლა,ჩემი ნება რომ იყოს წავიდოდი ტყეში ღრმად პატარა სახლს ავიშენებდი და სამუსამოდ იქ დავრჩებოდი.როგორც იქნა შევედი სახლში და ჩემი ოთახისკენ გავეშურე,კარის სახელურზე ხელიც კი არ მქონდა ჯერ მოკიდებული რომ..
-მარია!!! სად იყავი ამდენიხანი?
-ვსეირნობდი დედა!
-გშია?
-არა გმადლობ
-დღეს რამე ჭამა?
-კი სასწავლებელში კაფეტერიაში-მოვიტყუე რადგან არ მშიოდა და არც მქონდა ჭამის სურვილი.
-კარგი.დაძინებას აპირებ?
-არ ვიცი ალბათ წიგნს წავიკითხავ და შემდეგ დავიძინებ. მოხდა რამე?
-ვიფიქრე ფილმს ვუყურებთ თქო.
-სხვა დროს.ღამე მშვიდობის დედა.
-ღამე მშვიდობის მარია.
ტანსაცმლიანად დავწექი საწოლზე,ჩემი საყვარელი წიგბი გადმოვიღე და კითხვა დავიწყე.ამან დიდხანს არ გასტანა რადგან ისევ ფიქრებში წავედი ტყეში პატარა სახლზე.წარმოვიდგინე როგორი იქნებოდა,ხის ორსართულიანი პატარა სახლი,პირველ სართულზე ქვით მოპირკეთებული ბუხარი,რბილი სავარძელი,ნათელი კედლები,ძველი გრამაფონი და წიგნებით სავსე დიდი კარადა,მეორე სართულზე საძინებელი რომელსაც სამი კედელი ხის ექნებოდა ხოლო მეოთხე მთლიანად შუშის იქნებოდა,საიდანაც ულამაზესი ხედი გადაიშლებოდა,დიდი საწოლი, თაროები ჩემი საყვარელი წიგნებისთვის და ნივთებისთვის,სამუშაო მაგიდა და უამრავი სუფთა ტილო სახატავად.ფიქრებში იმდენად გავერთე რომ ვერ გავიგონე როგორ შემოვიდა ჩემს ოთახში დედა და ლაგება დაიწყო,ამას ის მხოლოდ მაშინ აკეთებს როცა ჩემთან საუბარი და ხლოს ყოფნა უნდა,საწოლზე დავჯექი.
-მოდი აქ დე.-მოვიდა და გვერდით მომიჯდა.-აბა სიგმენ.
-რას გულისხმობ?
-ჩემზე კარგად ვინმე გიცნობს?
-არამგონია!
-ჩემი ოთახის დალაგებას მაშინ იქყებ როცა ჩემთან საუბარი გინდა.ხოდა გისმენ მელაპარაკე.
-სად იყავი აქამდე? იცი როგორ ვინერვიულე?
-სადაც ყოველთვის ვარ ხოლმე.-თბილად გავუღიმე და ხელი ჩავკიდე
-შენს საიდუმლო ადგილზე?
-დიახ!მაგრამ დღეს ყველაფერი ისე არ იყო როგორც არის ხოლმე!
-რას გულისხმობ?
-მარტო არ ვყოფილვარ!
-კიდევ ვინიყო?
-ის მომაბეზრებელი და ფსიქოპატი ბიჭი სასწავლებლიდან!
-იქ რაუნდოდა?
-მოპირდაპირე მხარეს კორპუსში ცხოვრობს თურმე!
-ჰმ...კარგი არაუშავს, ველაფერი ჩაივლის.-თბილად გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.-კარგი რადგან ყველაფერი რიგზეა მე წავალ შენ კი წიგნის კითხვა გააგრძელე.
რათქმაუნდა დედას გასვლის მერე წიგნის კითხვა არ გამიგრძელებია,ავდექი და აივანზე გავედი,ამოვიღე სიგარეტი და გავუკიდე.ვიდექი ოქტომბრის სუსხიან ღამეს და ვუყურებდი როგორ უერთდებოდა ჩემს მიერ ამოსუნქული კვამლი ამ საოცრად ლამაზ და მშვიდ სამყაროს.



№1  offline მოდერი guroo

რამხელა აგრესია აქვს ამ გოგოს!!!
დიალოგები ძალიან მძიმეა... რა საჭიროა ამდენი დაძაბვა?!
სამაგიეროდ გარემოს და მოვლენათა მიმდევრობის აღწერა ძალიან კარგია და სიამოვნებით იკითხება❤️

 


guroo
რამხელა აგრესია აქვს ამ გოგოს!!!
დიალოგები ძალიან მძიმეა... რა საჭიროა ამდენი დაძაბვა?!
სამაგიეროდ გარემოს და მოვლენათა მიმდევრობის აღწერა ძალიან კარგია და სიამოვნებით იკითხება❤️

ამ გოგოს ხასიათს ეგ დიალოგები კარგად გამოხატავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent