შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტრო (6)


29-03-2019, 00:11
ავტორი ერკე
ნანახია 1 416

გაუჭირდა ამ საგრძნობლად მოხუცი ქალბატონის კაირასთან მიმსგავსება. ვერც იჯერებდა და გულს ვერ იმშვიდებდა, რა უნდა მომხდარიყო ამ ოცდახუთ წელიწადში ამის გარკვევა ეწადა. რასტიმ კარიც დახურა და უკან გაჰყვა ბებოს. სახლის ინტერიერი თითქმის იგივე დარჩენილიყო, ხასხასა მწვანე შპალერი კვლავ ბრწყინავდა მისაღებში, სხვა ოთახებშიც შეიხედა, მოასწრო თავის ძველ საძინებელსა და სამზარეულოში ფრთხილად შეჭყეტა და ცვლილება საკმაოდ ენიშნა. სხვაგან ხომ არ მოვხვდიო ერთხანს იმასაც ფიქრობდა, მაგრამ გულის სიღრმეში პატარ-პატარა დეტალების გათვალისწინებით, როგორიც იყო იატაკზე დახატული დიდი გულის ფორმა, კედელზე წაწერილი სულ ოდნავ შესამჩნევად, თუმცა რასტისთვის, ვინც იცოდა მისი არსებობამარტივად შეენიშნა წარწერა: „ძალიან მიყვარს მამა“. რომელიც შერას ნამოქმედარი იყო, როცა ექვსი წლის იყო და წერას გულმოდგინედ სწავლობდა. მისაღებ ოთახში ასევე ძველებურად მდგარიყო პიანინო, მარცხენა კუთხეში მის მოპირდაპირე მხარეს ფანჯარასთან და ასევე საგვარეულო ლარნაკი, რომელიც ორი ათასთხუთმეტში შეეძინა მას ძველი აბორიგენული ნიშნით, სრულიად შემთხვევით რომ წააწყდა გამოფენაზე.
მისთვის უცნაური იყო უცხო ადამიანის ხილვა მის სახლში, თუმცა ახლა უნდა შეჩვეოდა იმ აზრს, რომ ის უკვე მისი სახლი არ იყო და უნდა ეცადა გარკვევა თუ რა მოხდა აქ.
-ბოდიშს გიხდით ქალბატონო, - დაიწყო რასტიმ და საგანგებოდ გამოყოლილი პატარა წიგნაკი პიჯაკის ჯიბიდან ამოიღო და მუხლზე დაიდო. - ალბათ საქმეებს მოგაცდინეთ, ამიტომ ვეცდები მალე მოვრჩეთ. პირველ რიგში თქვენი სახელი მაინტერესებს, როგორც დაზღვევის თანამშრომელი ასევე ვაწარმოებ აღწერას ბინების და მათი მაცხოვრებლების შესახებ, ბოლო წლების განმავლობაში. – „ესეც ჩემი ზღაპარი. იმედია ვერ გამომამჟღავნებენ და საქმეს ნათელს მოვფენ“. - როგორც ჩემთვის ცნობილია და რეესტრშიც გატარებულია ამ ბინაზე თქვენ უნდა იყოთ კაირა... - რამდენიმე წამიანი პაუზა და ჩახველება, თითქოს გვარის გახსენებას ცდილობსო, რომ ქალბატონმა საუბარი გააწყვეტინა.
-არა, არა ძვირფასო. მარიამ სიხარულიძე. - თავისი ბებრული კბილები გამოაჩინა გაღიმებისას და ძლივს ამოიჩლიფინა. მისი პირისახე იღიმოდა, თუმცა მთლიანობაში მრავლისმეტყველი ტანჯვა გამოსახოდა და იარები, რომელიც მის ფაქიზ ცხოვრებისეულ დეტალებს ააშკარავებდნენ განწირულად ყვიროდნენ.
-თქვენ გვარს ამართლებთ ქალბატონო, სიხარული მუდამ თან გდევთ და სახეზეც სიხარულის უზადო კვალი გაჩნიათ. - სცადა უფრო მეტად მოჰგვროდა მარიამს ღიმილი და გამოუვიდა.
-რომ იცოდეთ, რამდენი ჭირი და ვარამი მაქვს გამოვლილი... - დაიმორცხვა მოხუცებულმა. - ამას ნამდვილად არ მეტყოდით, თუმცა დიდი მადლობა შვილო.
-თქვენის ნებართვით, პირდაპირ საქმეზე გადავალ და დავინტერესდები თქვენი ოჯახის წევრებით. მარტო ცხოვრობთ?
-ჩემს შვილთან ერთად...
-შვილთან? - ისე გამოცრა კბილებში სასოწარკვეთილმა, რომ ქალს გული შეუქანდა.
-დიახ, შვილთან ერთად და მის ოჯახთან. ორი შვილიშვილი მყავს.
-მეუღლე? - ჩაეძია უფრო მეტად დაზღვევის აგენტი და თან ბლოკნოტში ჩანიშვნებს აკეთებდა.
-მეუღლე სამწუხაროდ ოცი წლის წინ დავკარგე. ვეღარ გაუძლო ამ ცხოვრების მარადიულ თვითგვემასა და სიგიჟის სიმძაფრეს, რომლის მიღმაც ნორმალურობაა თითქოს ჩამალული, მაგრამ ის ასე არ თვლიდა. თვლიდა, რომ ცხოვრებაში სიგიჟე იყო ნორმალურობა და ხალხი კი სიგიჟის ნაკლებობით იყო ავად, თითქოს სენად მიიჩნევდა ყოველ ადამიანს, ვინც არ აფრენდა... ბოლოს კი... - ხმა გაუწყდა ქალს. - ბოლოს... მან თავი მოიკლა, ვეღარ გაუძლო ამდენ სიყალბეს მის ირგვლივ, ვენები გადაიჭრა და სახლში დაბრუნებულმა აბაზანაში მწოლიარე ვიპოვე. პირველი მე ვნახე, შემდეგ კი ჩემი შვილი მოვიდა, როგორ ვეცადე ამერიდებინა მისთვის ამ საშინელების ნახვა, მაგრამ ხელი მკრა, შევარდა და იხილა თუ არა სასოებისგან ჩაიკეცა. მეც ცრემლების ზღვა წამომივიდა თვალთაგან.
-ძალიან ვწუხვარ.
ხელი ყურთან მიიდო და ეცადა გადაეტანა ყურადღება სხვა რამეზე, მაგრამ როცა დაინახა რომ ქალს გახსენებისგან ცრემლები კვლავ წამოუვიდა ძალიან შერცხვა და მსწრაფლ მიიჭრა, რომ დახმარებოდა. მართალია, პროფესიით ექიმი ნამდვილად არ იყო, მაგრამ გულის პნევმონიის ნიშნებს მაშინვე მიხვდა და დაეხმარა რომ დივანზე წამოწოლილიყო. ცივი საფენი დაადო შუბლზე და გულის მასაჟების კეთება დაიწყო, თუმცა ქალმა შეაჩერა და გაიღიმა.
-ნეტავ ყველა თქვენ გგავდეთ, ჩემო ძვირფასო. - მოხდენილი სიწარმტაცით წელზე კაბა შეისწორა და ტკივილისგან დაიმანჭა.
-კიდევ გტკივათ დედილო?
-კი შვილო. გულში მტკივა. მალე ჩემი ქალიშვილიც მოვა და დაელოდე, ისიც გეტყვის ერთი-ორს.
-არა, ამდენი დრო არ მაქვს ქალბატონო მარიამ. დიდი ხანია აქ ცხოვრობთ?
-არც ისე. ვერ ვიტყვი მთელი ცხოვრება-მეთქი, მაგრამ უკვე ოცდამეორე წელია შვილო. - დანანებით ჩაილაპარაკა, თითქოს ძველ ადგილსამყოფელს მისტირისო და განაგრძო: - ეჰ, იცი რა კარგად ვცხოვრობდით შვილო? იცი როგორ ტკბილად ვიყავით, რაც ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო და ჩემი ქალიშვილის მეუღლეც ჩვენთან იყო. მაგრამ სასტიკმა ბედმა არც მე დამინდო და არც ჩემი შვილი, საყვარელ ბავშვებს მამა და ბაბუა წაართვა.
-გეთანხმებით ქალბატონო, იწექით, ნუ დგებით, ცოტა დამშვიდება გჭირდებათ. ცხოვრების სისასტიკე მეც შემეხო და ახლა ძალიან მიჭირს, მაგრამ ვცდილობ გავუძლო ამ უცნაურ წუთისოფელს, რომელიც ხან ალთას მატარებს ხან ბალთას. - გულის გადაშლა დაუწყო და როცა მარიამმა თვალები გაახილა და ინტერესით შეხედა, გამოფხიზლდა რასტი და უეცრად გაწყვიტა თხრობა.
სიჩუმე ჩამოვარდა. ქალი ინტერესით აკვირდებოდა მამაკაცის ყოველ მოძრაობას და ყველაფერს, რასაც ის ეხებოდა თვალს აყოლებდა. აოცებდა ის, რომ სწორედ იმ ხელუხლებელ ანტიკვარ ნივთებს შესცქეროდა დანანებით, რომლებიც ძველი პატრონისგან დარჩა და არც კი გახსენებია წაღება. განგებ უტოვებდა, რათა მოეშორებინა და თვალით აღარ ენახა წარსულის აჩრდილები, რომლებიც თან სდევდნენ ამ ნივთების სახით და ტკივილს უახლებდნენ. მარიამს გაახსენდა როგორ უყურებდა ამ სახლს მეპატრონე, როგორი ზიზღი და თვალისმომჭრელი სიძულვილი უშთობდა მის გულისცემას, რაც საკმარისი იქნებოდა სიცოცხლის მოსპობისთვის, თუნდაც ერთი შეხედვით.
-თქვენ კაირა თქვით არა? - თავი წამოსწია მოხუცმა და ტკივილმა კვლავ აშთო მისი ღიმილის მცდელობა და ბედნიერება, რომელიც სახეზე გამოსახვოდა მწუხარებად გარდაისახა.
-დიახ, დიახ. - წამოხტა რასტი. - იცნობთ მას?
-არ ვიცი, უბრალოდ საიდანღაც ეს სახელი მეცნო.. ვცდილობ გავიხსენო... ვცდილობ... და გამახსენდა! - ქალმა სიხარულის გამომხატველი მზერით შეანათა რასტის და მამაკაცს გული უმალ გაუთბა, თითქოს მდინარეთის ქარიშხალი უახლოვდებოდა და მის აკვანს მხოლოდ სიყვარული თუ დაარწევდა. - ჩემამდე რომ ცხოვრობდა გულნატკენი და გაგიჟებული ქალი... კი მახსოვს. მისგან ვიყიდეთ ეს ბინა, ოცდაორი წლის წინ.
-განადგურებული?
-დიახ დიახ. იმდენად იყო განადგურებული ძლივს დავამშვიდე, სისულელის ჩადენას აპირებდა და ორი პატარა ბავშვის მიტოვებას. თავს მოვიკლავო იძახდა, ვცდილობდი დამემშვიდებინა, გულითადად მეზრუნა მასზე და სხვა რამეზე გადაეტანა ფიქრები, მაგრამ ღმერთმა ქნას არ გამომდიოდა. ახლა კი არ ვიცი სად არის, როგორც მახსოვს ძმას უნდა სტუმრებოდა თუ მართლა თავს არაფერი დაუშავა. საწყალი...
-რეესტრში ჯერ კიდევ მისი სახელია დაფიქსირებული. - ცრემლებმორებულმა რასტიმ გვერდზე გაიხედა და რაც შეეძლო მტკიცე ხმით თქვა, რომ ქალს არ შეენიშნა მისი სისუსტე და მგრძნობიარობა.
-შეიძლება. არც მიკვირს... საერთოდ ვერ გავიგე რა საქმეს აკეთებენ ძირფესვიანად და რას არა. უხარისხო საქმეებში იღებენ ფულს და საერთოდაც არ ცდილობენ რამით ასიამოვნონ მომხმარებელს, რომელიც ითხოვს ამა და ამ საქმის მტკიცე შესრულებას. აუცილებლად მივალ და დავწერ საჩივარს ხვალვე, როცა ჩემი ქალიშვილი დაბრუნდება. როდემდე შეიძლება უთმინოთ მთავრობას უსაქციელობა, ასე ფეხს გვაჭერენ უარესად და ცდილობენ კიდევ უფრო მეტად გვატკინონ, რადგან ჰგონიათ კვლავ არაფერს მოვიმოქმედებთ, მაგრამ აი აქ ცდებიან.
-მე არ ვიყო მარიამ სიხარულიძე, თუ მათ ეს შევარჩინო. - განრისხებულმა განაგრძო და თითის ქნევით ერთ წერტილს მიშტერებული გამოხატავდა თავის მწარე რეაქციას აპოკალიფსური სამყაროს სიველურესა და უმოქმედობაზე.
-როგორი ქალი იყო თუ გახსოვსთ? მთხოვენ რომ ესეც აღვნუსხო, მნიშვნელოვანი წილი დაზღვევის ჯერ კიდევ არ მიუღია მას და გვინდა გადავცეთ, ამისთვის კი საჭიროა მისი მოძებნა.
-უი, შვილო. საკმაოდ ხალისიანი გოგო იყო-მეთქი, რომ გითხრა მოგატყუებ. – „არადა ძალიან ხალისიანი იყო.“ - როცა უკვე ამ ბინას ყიდდა მისი თვალები სევდას და უშურველ ტკივილს ატარებდა, რომელიც ვერ გავიგე თუ რის გამო აჩნდა ამხელა მწუხარება. ტკივილი დღითიდღე იზრდებოდა და მის ნაღველს ამოვსებულს ტოვებდა, ხოლო შვილები კი საყვარელი არსებები მამას ნატრობდნენ. ვიფიქრე მამა დაკარგეს, ან საზღვარგარეთ ხომ არ არის წასული სამუშაოდ-თქო, მაგრამ ქალბატონ კაირასთვის არაფერი მიკითხავს. ეს სახელიც საკმაოდ მეუცნაურებოდა, ვერც წარმოვიდგენდი ასეთ სახელს თუ ვინმე დაარქმევდა და მოწუწუნე შთაბეჭდილებას მიტოვებდა, მაგრამ ასეთი არ იყო. ის დუმდა. მისი სილამაზე კი იმდენად მჭერვმეტყველი და ლაღი იყო, რომ გულს მეც კი მალამოდ მედებოდა და კაცებს ხომ წარმომიდგენია რას გააკეთებინებდა მისი მარტოხელა სილამაზე. ერთ სცენას თავად მეც მოვესწარი, სადარბაზოში ვიდექით როცა უცხო ადამიანმა ჩამოიარა კიბეები, მგონი ფოსტაში მუშაობდა, როგორც კი ჩამოვიდა კაირას წინ გაჩერდა ხელები შუბლზე მიირტყა, დაუჩოქა და პირდაპირ იმის ახსნა დაუწყო თუ როგორი ლამაზი და ძვირფასი იყო, როგორ აგიჟებდა მას მისი სინარნარე და სისათუთე, თითქოს რაღაც არაამქვეყნიური დავინახეო. ეს იმდენად მომნუსხველი იყო ჩემთვისაც, რომ ყოველი სიტყვა ჩამებეჭდა გონებაში და ამ სიბერის ჟამსაც კი არ ვარდება.
„ხო, ქალებს შური ბევრ შეუძლებელ რამეს აკეთებინებს.“ - გაიფიქრა უნებურად რასტიმ. – „იქნებ საგრძნობლად დავაგვიანე, იქნებ უკვე სხვა კაციც ყავს და ჩემს შვილებს სხვა მამა...“
-მოკლედ, იგრძნობოდა რომ რაღაც აწუხებდა. ის ბიჭი მარტივად ჩამოიშორა, მაგრამ შემდეგი ორი კვირა, როცა მეც ბინის დასათვალიერებლად მოვდიოდი ჩემი ოჯახითურთ, თითქმის ყოველდღე მოდიოდა ყმაწვილი და ყვავილებს უტოვებდა, ან შოკოლადებს და კანფეტებს, ხან ვარდებს და ლექსიც კი გაუკრა ერთხელ კარებთან. ის ფურცელი უნდა დაეხია, მაგრამ მე გამოვართვი და შევინახე, ისეთი ხალისით დამიტოვა... ვერ გეტყვით. - შეტორტმანდა, წამოდგომა სცადა ბებომ, მაგრამ საგრძნობლად გაუჭირდა და ხელი გაიშვირა კომოდისკენ, რომელიც სარკის წინ იდგა. - აი ხედავთ იქ იმ კომოდს, მეორე უჯრა გამოაღეთ და წააწყდებით წიგნს, გალობანი სინანულისანი, იმ წიგნში მიდევს ლექსი და შეგიძლიათ წაიკითხოთ კიდეც, ბოდიში ბებო მიჭირს ადგომა.
-იწექით. - თავი დაუქნია რასტიმ და ზედმიწევნით დაიწყო მითითებების შესრულება. ლექსიც იპოვა და კითხვა დაასრულა თუ არა სიმწრისგან ხელები აწია და პირი გაუშრა. ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა ასეთ რამეს, ნამდვილად გულიც კი თითქოს ამოხტომოდა და შორს გადაეგდოთ, ან მის დაჭრას და ნაკუწებად ქცევას ლამობდნენ, ის კი გარბოდა, ცდილობდა მაინც გაქცეოდა ნაჯახის პირს.
„სილამაზე, როგორც გულის ფეთქვის ისმის დაირა
უშურველი სიყვარულის მონად ვიქეც, კაირა,
მზად ვარ, შენს სინათლეს ვჭვრიტო, ბრწყინვალებისნაირად
გული შენი სილამაზით აფერფლილი ზარია.
იცოდე, რომ ხმოვანება ტკბილი როგორც წამია
უკიდეგანო ზღვების და სინანულის ჩქამია,
ზღვარგადასულ სიცოცხლეში სიყვარულის ქნარია
ჩემი ზღვრული კაეშანი, შენი უფრთო ქარია.
უგულველი ტრფობა მინდა, შენთან მომიხარია
შემომფიცე, შემიყვარე და გამიღე კარია.“
ბოლოში კი ინიციალები ეწერა, რ.ა. რომელიც ჯერ თავისი ეგონებოდა, რომ ცნობოდა ლექსი, რომელსაც კითხულობდა, მაგრამ არა. რასტის ეს ლექსი არ დაუწერია და მითუმეტეს, თვალითაც კი არ უნახავს, არათუ დაეწერა. მაშ ვინ? მხოლოდ ერთი ადამიანი არსებობდა ზუსტად ამავე ინიციალების პატრონი იმ ხანად მის საძმაკაცოში, თუმცა როგორც მარიამმა თქვა ფოსტის თანამშრომელი იყოო და თავისუფლად შეიძლებოდა დამთხვევაც ყოფილიყო, მაგრამ დამთხვევების დიდი ხანია აღარ სჯეროდა რასტის და მისი სახელი გონებაში ამოუტივტივდა. როსტომ ამაღლობელი, რომელიც ისეთი ერთგულებით გამოირჩეოდა მისადმი, რამდენი ბრძოლა და საშინელი დღეები გადაუტანიათ ერთად და კარგა მთვრალები სახლებში ძლივს რიგდებოდნენ.
-ლახვარი ჩამცა? - ხმამაღლა გამოუვიდა ყმაწვილს და ჩაფიქრებით გახედა მარიამს.
-რა? - გაოგნდა იგი.
-არაფერი. მაპატიეთ, და ეს კაცი არ იცნობდა მანამდე ამ კაირას? - სასხვათაშორისოდ, ვითომც აქ არაფერიაო ისეთი უბრალო ინტონაციით იკითხა და პასუხს დაელოდა.
-დიახ, დიახ. აქვე ცხოვრობდა ის ბიჭიც, მაგრამ მერე ისიც სადღაც გადავიდა.
-საოცარი ისტორიაა, მადლობა დახმარებისთვის ქალბატონო. სრული ამომწურავი ინფორმაცია მივიღე თქვენგან, გარდა ერთი ბოლო შეკითხვისა, რომელიც ვფიქრობ თქვენთვის არ არის, მაგრამ მაინც დაგისვამთ. ამ ისტორიით მოხიბლულმა დამაინტერესა მხოლოდ თუ იცით ეს ქალბატონი კაირა საით გადავიდა და როგორ არის ახლა? კონტაქტი თუ გაქვთ მასთან?
-არა, შვილო... - დამწუხრებულმა ქალმა ხელი შუბლზე მიიდო, თითქოს რასტის ანიშნა ნუ შემაწუხე ამ კითხვებით დროზე გამშორდიო, მაგრამ რასტი მაინც მოთმინებით იჯდა და რაღაცაზე ჩაფიქრებით მის წინ მწოლიარე ბებოს თვალებში უყურებდა. მისი თვალები იდუმალებას ყვავილობდნენ და მისგან დაუშრეტელი მდუმარება გამოსჭვიოდა.
ყმაწვილს გონება დაებინდა და სიზმარეთში გადავიდა. ხედავდა ბანჯგვლიან, შავკანიან, ცხვირში საყურეგაყრილ და სხვადასხვა სამკაულებით დამშვენებული აბორიგენების ცეკვას, არათუ სასიამოვნო ყრუ ბგერების მქონე ინსტრუმენტალზე, არამედ რაღაც მნიშვნელობის მატარებელ ცეკვას. რისამე თქმას ცდილობდნენ მისთვის, თუმცა რთული იყო გამოეცნო ადამიანს, ვისაც პირველად ჰქონდა ნანახი მათი კულტურა, მათი მრავალმნიშვნელობის ცეკვა და მათი უზადო, უპირფერო აღტყინების მოლოდინი. ისინი ცეკვასთან ერთად თვალს არ აშორებდნენ სუბიექტს, რომელიც ინტერესით აკვირდებოდა მათ და თვალებიც კი რაღაც მინიშნებებს იძლეოდნენ, მაგრამ რთული იყო იმის თქმა თუ რას ამბობდნენ ისინი.
-მაგრამ, სამეზობლოში ვინმემ უნდა იცოდეს. ნამდვილად გაინტერესებთ რა ბედი ეწია მას? - გარწყინებული მზერით ჩააშტერდა ახალგაზრდას ქალი და პასუხს დაელოდა. - თქვენც მოგეწონებოდათ, ძლიერ ლამაზი ქალი იყო, მაგრამ ახლა უკვე ასაკიც მოემატებოდა და მისი შვილებიც თქვენხელა იქნებიან.
-დიახ, მესმის... მე მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო ვიკითხე. ჩემთვის და ჩემი კომპანიისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ სად იმყოფებიან ბინის წინა მესაკუთრენი. - გულგრილად წარმოთქვა, თუმცა მთელი ძალისხმევა ჩადო, რომ სიტყვები, რომელსაც მისი მეუღლისადმი იტყოდა უგრძნობად გამოსვლოდა და არანაირი რეაქცია არ შესტყობოდა.
დაემშვიდობა მოხუცს და კარში გამოვიდა, ხელზე ეამბორა და მისი სათნო ღიმილის დანახვისას გული გაუთბა. უკვე შეეძლო დგომაც და კარგად გრძნობდა თავს და ყველაფერს მას უმადლოდა. - შენ რომ არა ბებო, ახლა ვინ იცის გავიშოტებოდი, რამეს თავს დავარტყამდი და ბაც, წამიერია ეს სიცოცხლე მეტი კი არ მენდომებოდა... დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ბედნიერ გზას გისურვებ, გზას დაგილოცავ. - ამის შემდგომ, სადაზღვევო აგენტად მისთვის კარგად ნაცნობ მეგობრებსა თუ მეზობლებს გააცნო თავი და სწყინდა, რომ დრომ თავისი მოჭამა, ზოგან იგებდა მისთვის ძვირფასი ადამიანის დაკარგვის ამბავს, ხან კი მისთვის კარგად ნაცნობი ადამიანის ისეთ ცვლილებას უყურებდა, რომ პირი უშრებოდა და ხმის ამოღებას ძლივს ახერხებდა. ამ სასტიკი დროების იყო ისიც, რომ ვერც ერთი ვერ ცნობდა მას და ნამდვილად სჯეროდათ, რომ იგი მათი ბინის დაზღვევის მიზნით გამოკითხვას ატარებდა. გულმხურვალე ცნობისწადილიც არ შველოდა მათგან დამსხვრეული გულის გამთელებას. გრძნობდა დროის მატარებელში ჩაჯდომა ძალიან ადრე მოუვიდა და სადღაც შორს ამოყო თავი, სადაც ყველასგან კარგა დავიწყებული მტკიცედ აგროვებდა სითბოს და მზრუნველობას, მაგრამ იმდენად მცირე იყო, რომ გასათბობად კი არა შესაგრძნობადაც კი არ ჰყოფნიდა. მის ქვევით მეზობელმა, ბატონმა ტრადიციულმა კახა თოდაძემ, რომელიც ვაჟკაცობით პირველ ადგილზე იყო მთელს კორპუსში, ასეთი რამეც თქვა, რაც საგრძნობლად მოხვდა გულზე რასტის, მაგრამ უპასუხოდ დატოვა. კახამ გაიძვერა უწოდა მას, ცოლთანაც კი აუმაღლა ხმას და ლამის ხელითაც შეეხო შეპასუხების გამო და განაგრძო, რომ ცოლის მიტოვება თან ისე, რომ მიწამ ჩაყლაპოს და ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანოს საყვარელი ქალი არაკაცობაა და ნაძირალა იმალებოდა თურმე იმ ვაჟბატონში და მწარედ კი შეცდა კაირა. ვინ რა იცოდა, რა მოხდა სინამდვილეში, როგორ უყვარდა იდეალი ქალი მთელ დედამიწაზე, რომელსაც არასგზით არ მიატოვებდა საკუთარი ნებით და ამის ახსნის მცდელობასაც კი არ ჰქონდა აზრი, გიჟად ჩათვლიდნენ და საერთოდაც ხელჩართულ ბრძოლაში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, ამიტომ ყოველთვის გაჩუმებას არჩევდა. ერთმა ისიც გაიხსენა, როგორ მიატოვა რასტი მამამისმა ბავშვობაში და ასაეთი რამეც თქვა - „ნამდვილად მამის გაზრდილია, სწორედაც რომ მას მიჰბაძა და ასე დასტოვა საკუთარი ცოლი, მაგ უსინდისო არაკაცმა. აქ რომ დაბრუნდეს საკუთარი ხელით დავახრჩობ, მამაკაცების შერცხვენისთვის და ჩვენი კაირას, რომელიც დასავით უყვარდა ყველას, მიტოვებისთვის.“
საზარელმა და გულის გამტანჯველმა ფაქტმაც მიაღწია მის ყურამდე, რამაც სრულიად გააცამტვერა მისი სიხარული და იმედები, ტკივილით დატვირთა, როგორც მუშას ტვირთავენ ორ ტონიანი საზიდრებით ზურგზე, სწორედაც რომ ასეთი შეგრძნება ჰქონდა უძვირფასესი და მაინც თავისებურად ტკბილი ბებოს, მაყვალა ბებოს გარდაცვალების ამბის შეტყობისას. ასევე გაახსენდა ხუმრობით ნათქვამი ბოლო სიტყვები მისთვის, რომელიც ახლა მხოლოდ სიმწარით აგონდებოდა და რეალიზმის მკაცრი უსიცოცხლობით.
„მშვიდობით მაყვალა ბებო და კეთილი მგზავრობა ზევით.“ - მძიმედ ჩაესმოდა საკუთარი ხმა გონებაში. ეს ხომ მისი ბოლო სიტყვები იყო ამ უზადოდ ნამდვილი ადამიანისთვის, რომელიც მართალი იყო მწარე ენის პატრონი იყო, მაგრამ შაქარივით ტკბებოდა თუ მის გამგებ ენას მონახავდი. ბულბულივით ჰარმონიულად იწყებდა გალობას, როგორც კი თავისიანს, კეთილი გულის ადამიანს ნახავდა, მაგრამ გაბრაზება ჰქონდა ისეთი, რომ მტრისას ვინც მას გააბრაზებდა.
სინანულმა შემოუტია. კიდევ უფრო მეტმა დარდმა დაფარა მისი გული და მისი სახის ზედაპირი, როცა კაირას ხელმეორედ გათხოვების ამბავიც გაიგო და თან სწორედ იმ ლექსის ავტორზე, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქალზე, თუმცა ძალიან დიდ ხანს არ აღიარებდა ამას. როსტომ ამაღლობელი წარმოუდგა თვალწინ, მისი დახვეწილი მანერები და სიცოცხლით სავსე, დინჯი მზერა, რომელიც ყოველთვის სიყვარულს აღნიშნავდა. დაინახა ყოველი შეხედვა მისი მეუღლის მიმართ და სწორედ ახლა დააკავშირა ის იმ ტრფობასა და ვნებასთან, რომელიც აქამდე მხოლოდ პატივისცემის გამოხატულება ეგონა.
-თურმე, რა მარტივად შეუძლიათ ადამიანებს ჩაგცენ ლახვარი და გიღალატონ. რა მარტივად. - ამჟავებულმა და გაწიწმატებულმა საკუთარ თავს ჩასძახა და მაშინვე დატოვა ის შემზარავი ადგილი, რომელსაც ღალატის და სიბინძურის ბუდედ აღიქვამდა. მისი სასოწარკვეთილების ერთადერთ და უზადო მიზეზად, სადაც მისი ადგილი აღარ იყო.

პ.ს.

აბა ძვირფასებო, მოელოდით ასეთ გაგრძელებას? მოლოდინი კომენტარებში და ვეცდები შემდეგი თავიც მალე შემოგთავაზოთ... რამდენიმე თავში დასრულდება კიდეც. ჩემო ძვირფასებო, ბედნიერებას გისურვებთ ყველას.



№1  offline წევრი anastasia▶▶▶

მე როგორც ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის მოყვარულს სიტყვები არ მყოფნის საოცრებაა ❤️აი არ მესმის რატომ ყავს ასე ცოტა მკითხველი გაცილებით მეტს იმსახურეს ავტორიც და ისტორიაც❤️

 


№2  offline წევრი Rania

Axla cavikitxe ertad. Vagroveb. Am janrze vgijdebi. Tan isetia ver gamoicnob rogor danvitardeba movlenebi. Amitom armyofnis da sul mefiqreba garzelebaze. Saocari ganvitarebaa. Moulodneli da zalian magari. Moutmenlad gelodebiiii
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

anastasia▶▶▶
მე როგორც ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის მოყვარულს სიტყვები არ მყოფნის საოცრებაა ❤️აი არ მესმის რატომ ყავს ასე ცოტა მკითხველი გაცილებით მეტს იმსახურეს ავტორიც და ისტორიაც❤️

Rania
Axla cavikitxe ertad. Vagroveb. Am janrze vgijdebi. Tan isetia ver gamoicnob rogor danvitardeba movlenebi. Amitom armyofnis da sul mefiqreba garzelebaze. Saocari ganvitarebaa. Moulodneli da zalian magari. Moutmenlad gelodebiiii

დიდი მადლობა გოგოებო heart_eyes ძალიან მიხარია რომ მოგწონთ და ყველანაირად ვეცდები, რომ გაგრძელება რომელიც ჩავიფიქრე თქვენთვის კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდეს. stuck_out_tongue_winking_eye
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4  offline მოდერი guroo

ყველაზე დახვეწილი და გემოვნებიანი ნაწერია!
შენი ისტორია პირველად წავიკითხე. წინა თავებსაც აუცილებლად გადავხედავ.
მაოცებს ის ფაქტი, რომ ასე, უზადოდ მაღალმხატვრულ ისტორიას ცოტა მკითხველი ჰყავს.

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

guroo
ყველაზე დახვეწილი და გემოვნებიანი ნაწერია!
შენი ისტორია პირველად წავიკითხე. წინა თავებსაც აუცილებლად გადავხედავ.
მაოცებს ის ფაქტი, რომ ასე, უზადოდ მაღალმხატვრულ ისტორიას ცოტა მკითხველი ჰყავს.

heart_eyes heart_eyes უზომოდ მიხარია ! მომყევი. innocent
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

ბავშვებო, მინდა გაცნობოთ ყველას მეოთხე თავის შესახებ, რადგან მცირე ლაფსუსი მომივიდა და მეც არ ვიცი რატომ.
ორიგინალში, იქ სადაც ვწერ რასტი გვარად ამაშუკელია, სწორედ ამიტომ ემთხვევა როსტომ ამაღლობელს სახელის და გვარის ინიციალები და მეოთხე თავში კი მიწერია რასტი სიხარულიძე, რატომ შეიცვალა წარმოდგენა არ მაქვს ან მე თუ შევცვალე რატომ. ახლავე გადავაკეთებ კვლავ. რადგანაც შეიძლება ყურადღება არც მიაქციეთ, მაგრამ ამ მცირე დეტალსაც კი ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, რადგან მომავალში სწორედ რომ გარკვეული დატვირთვა ენიჭება ყველაფერს. მადლობა ყურადღებისთვის.
დაწერიდან ნაწერს მხოლოდ ერთხელ გადავავლე თვალი და შესაძლოა ჩემი უყურადღებობის ბრალიც იყოს და მომიტევეთ.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent