ტკივილი...(სრულად)
-ბატონო ლუკა... -დიახ ბოდიშით უბრალოდ ჩავფიქრდი -თქვენი აზრით არ დადგა დრო, რომ ყველაფერი მომიყვეთ?-კითხა ფსიქოლოგმა და თვალებში ჩააშტერდა -ქალბატონო ფსიქოლოგო რა სულსწრაფი ხართ?-გაუღიმა ცინიკურად -ლუკა...-აღმოხდა ქალს -ბარბარე...მას ბარბარე ერქვა-დაიწყო ცოტა ხნის დუმილის შემდეგ-თუმცა ვერ იტანდა ამ სახელს და ყველა ბაიას ვეძახდით. არც ერთი, საერთოდ არც ერთი დღე მახსოვს მის გარეშე...-წამით გაჩუმდა, ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო-ერთ დღეს დავიბადეთ, ერთ საავადმყოფოში და მის მერე არ მოვშორებივართ ერთმანეთს. ფაქტობრივად ტყუპები ვიყავით-ჩაეღიმა-ყველაფერი იდეალურად იყო სანამ მას შეხვდებოდა...-ხმა დაეძაბა და გაჩუმდა -ვის მას?-ჩაეკითხა მას შემდეგ, რაც ხმა აღარ ამოიღო -დემეტრე ყიფიანს...მის ბედნიერებას და სიკვდილს... -როგორ დაიწყო ყველაფერი? .... *** -ბაიჩკააა ადეე ქალოო გათენნდაა-მძინარე მეგობარს შეუვარდა ლუკა. მას შემდეგ რაც, უნივერსიტეტში ჩააბარეს მშობლებმა ცალკე ბინა უყიდეს და ორივე იქ გადავიდა -აუი ლუკაა დაგაკლავვ-ამოიზმუვლა და ძილი განაგძო. ბიჭი გვერდით მიუწვა და წვალება დაუწყო -ლუკკ...ცუდათ ვარ-ამოიფრუტუნა -რა ხდება კვდები?-უთხრა "გახარებულმა" -რა ბედნიერებაა-ტაში შემოკრა რის გამო ჩარტყმაც მიიღო-ჰო კაი რა გჭირს-დასერიოზულდა -წუხელ საშინლად ამტკივდა გულ-მკერდის არეში რაღაც, დღეს კი ზედმეტად სუსტად ვარ და ჯანდაბა ვგრძნობ, რომ ეს ჩემი ტკივილი არაა-ამოიოხრა -გინდა ექიმთან წავიდეთ?-ჩაეკითხა ლუკა -გამივლის იყოს დღეები გადიოდა გოგო კი ისევ სუსტად იყო. მხოლოდ მაშინ მიხვდნენ ყველაფერს, როცა სახლში სტუმრები ეწვივენ *** -ვინ იყვნენ სტუმრები ლუკა? -ნინა და დემეტრე ყიფიანები... ბარბარეს ტყუპისცალის აღმზრდელი დედა და უფროსი ძმა... -ანუ მას ტყუპი ყავდა? -ხო, სწორედ აქედან დაიწყო მისი ტანჯვა, პირველი იმედგაცრუება, გაყიდული ძმა და მშობლები, რომელშიც მწარედ ცდებოდა... დღეისთვის საკმარისია სხვა დროს გავაგრძელებ-თქვა ბიჭმა და ფსიქოლოგის კაბინეტი, რაც შეიძლება სწრაფად დატოვა... *** -ხედავთ ქალბატონო ფსიქოლოგო? როგორ დაგვაჯილდოვა მარტმა პირველივე დღეს ფიფქებით?-ფანჯარასთან მდგომი ბიჭი სიგარეტს ეწეოდა და არემარეს გაჰყურებდა. ოთახში, როგორც ყოველთვის უჩვეულო სიწყნარე სუფევდა -ლუკა რა მოხდა შემდეგ? -მარტი იყო მაშინაც, იმაზე უფრო მოქუფულიყო ამინდი, ვიდრე ჩვეულებრივ... *** -ლუკააა გააღე ზარიაა....ლუკაა-იყვირა, თუმცა ბიჭმა ხმა არ გასცა და თვითონ მოუწია ადგომა -დიახ?-კითხა კართან მდგარ ორ უცნობს -ბარბარე ახვლედიანი ბძანდებით ხო მართალია?-კითხა ქალმა ჩამწყდარი ხმით -დიახ...?-ამჯერად უფრო გაუკვირდა -უნდა გელაპარაკოთ-გაისმა ბოხი, ცივი ხმა -რა თქმა უნდა, მობრძანდით-შიგნით შეიპატიჟა -ვინ იყო ბაიჩკა?-გამოვიდა წელს ზემოთ შიშველი ლუკა სააბაზანოდან -ლუკ სტუმრები გვყავს ამ...-დაიბნა რადგან სახელები არიცოდა. უცნობ ბიჭს აშკარა გაღიზიანება დაეტყო -მე ნინა ყიფიანი ვარ ეს კი ჩემი შვილია დემეტრე ყიფინია-გაეცნო ქალი -ლუკა დევდარიანი სასიამოვნოა-ბიჭიც დაბნეული იყო-ცოტა ხნით დაგტოვებთ-თქვა და ოთახში შევიდა -შეიძლება საქმეზე გადავიდეთ?-თქვა უხეშად ბიჭმა -დემეტრე მგონი ჯობია ყველაფერი თავიდან ვუთხრათ-თვალები უბრიალა ქალმა-მოკლედ ბარბარე... -უბრალოდ ბაია გთხოვთ-გააჩერა, ამაზე კი ბიჭმა თვალები აატრიალა -კარგი ბაია, რაღაც უნდა გითხრათ, რაც სერიოზულია და მგონი ჯობია მარტო ვილაპარაკოთ-უთხრა და ახლად დაბრუნებულ ლუკას გახედა -თუ თქვენთვის პრობლემა არ იქნება, მირჩევნია ლუკა დარჩეს... -ნინა!-მკაცრად გაიჟღერა ხმამ -კარგი, მოკლედ წლების წინ დაიწყო ეს ამბავი, თუმცა მე მხოლოდ თვეებია რაც ვიცი. ზუსტად 21წლის წინ მე შვილი უნდა მყოლოდა, ვიმშობიარე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩემი ბიჭი მოკვდა. ზუსტად იმავე საავადმყოფოში იმ ღამეს 3ბავშვი გაჩნდა 2ბიჭი და ერთი გოგო... -ვერ ვხვდები ამას მე რატომ მიყვებით-გააჩერა გოგომ -უბრალოდ ბოლომდე მისმინე. ჩემმა მეუღლემ იფიქრა, რომ ამას ვერ გადავიტანდი ამოტომ საშინელ ხერხს მიმართა, მან სამივე ბავშვის, უფრო სწორად სამიდან ორი ტყუპები იყვნენ, ორივე მამას ელაპარაკა და მათ ფულის სანაცვლოდ ბავშვი თხოვა...ერთ-ერთმა მაშინვე უარი თქვა და ჩივილსაც აპირებდა ამის გამო, თუმცა მეორე დათანხმდა...მან თქვა, რომ ტყუპები ყავდა და ბიჭს დათმობდა სოლიდური თანხის სანაცვლოდ...სწორედ ასე აღმოჩნდა ჩვენთან საბა...შენი ძმა...-დაასრულა ქალმა -რა? -წამოიძახეს ერთად ბარბარემ და ლუკამ -ეს შეუძლებელია, მამა ამას არ იზავდა...-აღმოხდა-დედაჩემს რა უთხრა? სიმართლე? ეს ... -მე ეს მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გავიგე, მაშინ როცა ჩემი მეუღლე კვდებოდა. სწორედ მაშინ მომიყვა... -თქვენ თქვით, რომ ორი იყო...-ამოილუღლუღა ლუკამ-ჯანდაბა...ბაია შემომხედე-გაქვავებულ გოგოს თავი აწევინა და ჩაიხუტა -ახლა რატომ მოხვედით?-იკითხა გოგომ -შენი დახმარება გვჭირდება-უთხრა უცნობმა ბიჭმა ისევ ცივი ხმით -საბა რამდენიმე ხნის წინ ავარიაში მოყვა და სასწრაფოს თირკმელი ჭირდება, გთხოვ დაგვეხმარე...შენ ძმას დაეხმარე-უკვე ტიროდა სტუმარი *** -რა მოხდა შემდეგ? -იცი რა მწარეა იმის გაგება, რომ მთელი ცხოვრება ტყუილში გიცხოვრია?-ამოხედა ქვემოდან კაცმა, შემდეგ კი გააგრძელა-არა... რა თქმა უნდა არა, ხომ მართალი ვარ ქალბატონო ნიცა?-გაუღიმა-შენ ხომ ქალაქში ყველაზე გავლენიანი ფსიქოლოგი ხარ?-ისევ უღიმოდა ავად -უბრალოდ განაგრძე შემდეგ რა მოხდა -დაბნეულმა ამოილუღლუღა ფსიქოლოგმა, რაზეც ბიჭმა ჩაიცინა -რა თქმა უნდა, დათანხმდა! ჩემი ბაია ანგელოზია... თუმცა მანამ მშობლებთან წავედით... *** -ლიკაა....ზურაა-ბარბარემ ყოფილი სახლის კარები შეგლიჯა, უკან კი ლუკა მოყვებოდა. პირველი შემთვევა იყო, როცა მშობლებს სახელებით მიმართა -რა ხდება შვილო მშვიდობაა?-ორივე ფეხზე წამოდგა -ეს რა ჯანდაბის გამო გააკეთეთ? თქვენ რა ადამიანები ხართ-უკვე ყვიროდა -ბარბარე ნორმალურად ილაპარაკე-მკაცრი იყო ბატონი ზურას ხმაა -ნორმალურად?-ჩაიცინა -ბაია გთხოვ დამშვიდდი-ბიჭი ცდილობდა მეგობრის დაწყნარებას -სად წაიღე ის ფული "მამიკო"-ჩაეცინა, ზურას ფერი ეცვალა -რაზე ლაპარაკობ?-იკითხა მშვიდდად, ამ დროს ოთახში ლუკას მშობლებიც შემოვიდნებ -რა ხდება?-იკითხა კაცმა -თქვენც აქ ყოფილხართ, ყოჩაღ რეზო ძია თქვენ კარგი მამა აღმოჩდით-გაუღიმა -ბარბარე რა ხდება აგვიხსნი?-უკვე დედამ კითხა -აპირებდით გეთქვათ, რომ ტყუპი მყავს?- საერთოდ აპირებდით ამის თქმას?-იყვირა. ყველა გაფითრდა -რა...საიდან...შენ როგორ?-ამოილუღლუღა ქალმა -როგორ გავიგე? ახლავე გეტყვი... -ბაია გთხოვ არ გინდა...-გააჩერა მამამ -არა...მან არ იცის ხო მართალი ვარ?-გახედა თავ ჩაღუნულ მამას-არც თქვენ იცით ჰო? -ამჯერად მეგობრის მამას მიუბრუნდა-მითხარი დედა რა გითხრა მან ჩემ ძმაზე -რომ ვერ გაუძლო, ზედმეტად სუსტი იყო და გარდაიცვალა-ამოილუღლუღა დაბნეულმა ქალმა -ყოჩაღ ზურა! საერთოდ არ შეგცხვა, როცა თვალებში უყურენდი და ამას ეუბნებოდი? -შენ რეზო? შენ რატომ დუმდი?-ამჯერად ლუკა მიუბრუნდა მამას -ეს...ამას მე ვერ ვიტყოდი, ვწუხვარ -შენ არ გადანაშაულებ, ნაწილობრივ! დედა ჩემი ძმა ცოცხალია, თუმცა რამდენი ხნით არ ვიცი. ის შენმა ქმარმა გაყიდა ჯერ კიდევ ერთი დღის! ახლა კი ის კვდება და მე ვაპირებ დავეხმარო-უთხრა გაფითრებულ ქალს და გარეთ გავარდა, ლუკა უკან გაყვა -ლუკაა...-დაუძახა შვილს -ახლა არა რეზო...ახლა არა *** -ნახე უკვე კარგად დადო-ისევ ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა ლუკა-მარტი უყვარდა, ამის ბევრი მიზეზი ჰქონდა. ამ თვეში დავიბადეთ, ამ თვეში იპოვა მეორე ძმა, მარტი უყვარდა მისი ამინდებით...და შენ? -რა მე?-დაიბნა ნიცა -შენ გიყვარს მარტი? -ჰო... -და რატომ?-გამოხედა და თვალებში ჩააშტერდა -შენ ხასიათს გავს...-აღიარა -საავადმყოფოში წავედით-თავი შეაბრუნა და თხრობა განაგრძო *** -საავადმყოფოში მივედით, მიმღებში ვიკითხეთ და იმფორმაციიის მიღებისთანავე წავედით. დერეფანში ჩვენი სტუმრების გარდა 2ბიჭი იყო. როგორც გავიგე ერთი საბას მეორე კი დემეტრეს ძმაკაცი. *** -შენ მოხვედი-აღმოხდა გახარებულ ქალს და ცივი გამოხედვის მიღმა დემეტრეს თვალებშიც იკითხებოდა სიხარული -რა თქმა უნდა, მოვედი მინდა ჯერ ის ვნახო-თქვა ბაიამ და ნებართვის აღებისთანავე გაეშურა პალატისკენ. პალატაში, საწოლზე ფერდაკარგული ბიჭი იყო მისვენებული, თუმცა ამის მიუხედავად გოგომ დაინახა მსგავსება მასსა და ძმას შორის და დაეფიცება, რომ ის გრძნობა რაც აქამდე აწუხებდა, სიცარიელის შეგრძნება, სადღაც გამქრალიყო. მიხვდა, რომ მისი ცარიელი მხარე, რომელსაც ლუკაც კი ვერ უვსებდა, ახლა ამ საწოლზე უგუნოდ იწვა და მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული მისი სიცოცხლე. ტირილი აუტყდა, ბიჭს ხელი ჩასჭიდა და ჩუმად ქვითინი დაიწყო. -მე შენ გადაგარაჩენ!-თქვა, ცრემელები მოიწმინდა და პალატა დატოვა -ექიმი სად ვნახო?-ხმა ჩაიწმინდა და ისე იკითხა -წამომყევი-გაისმა ისევ ცივი, გამყინავი ხმა და დერეფანში დაიძრა გოგო უკან გაყვა ლუკამაც დააპირა გაყოლა თუმცა... -საჭირო არაა ყველგან კუდში დაყვებოდე-თქვა დემეტრემ და თვალებისტრიალით გამოხედა ბიჭს -ლუკ გთხოვ...მალე დავბრუნდები-უთხრა ბაიამ და ლოყაზე აკოცა, რამაც დემეტრეს გაღიზიანება გამოიწვია *** -ქალბატონო ფსიქოლოგო ეგ პერანგი თქვენს მკერდს მეტად მიმზიდველს აჩენს, აქედანაც ვამჩნევ თქვენს სექსუალურ ბუსჰალტერს-მცირე ხნის დუმილის შემდეგ მიუბრუნდა ირონიული ღიმილით ქალს, რამაც დააბნია -რა...ეს...რა უტაქტობაა-უცებ გაისწორა პერანგი, ბიჭმა ჩაიცინა -კარგი რა ისე ბევრად სჯობდა-დაიჭყანა და ერთიანად აწითლებულ ქალს გახედა -უბრალოდ განაგრძეთ...გთხოვთ -ოპერაცია საღამოსვე დაგეგმეს **** -იცი ლუკ-დაიწყო ბაიამ მას შემდეგ რაც პალატაში მარტო დარჩნენ-მივხვდი რატომ ვგრძნობდი სიცარიელეს...გახსოვს რამდეჯერ მითქვამს ამის შესახებ...ლუკ ვგრძნობ, გეფიცები ვგრძნობ, რომ ჩემი ნაწილია! ყველა ის ტკივილი, რომელზეც ვამტკიცებდი , რომ ჩემი არ იყო მისია, როგორც ჩანს ზედმეტად ხიფათაა-ჩაიცინა -ვხვდები პატარავ, თუმცა ვეჭვიანობ, რომ მასთან მომიწევს შენი თავის გაყოფა-ტუჩები გაბუშტა ბიჭმა, რაზეც კისკისი მორთო ბაიამ ეს ხმა კი ნახევვრად ღია კართან მდგარმა დემეტრემ გაიგო და მისდა უნებურად გაეღიმა, გულში სითბო ჩაეღვარა და შეეძლო დაეფიცა, რომ ასეთი სუფთა და წკრიალა ხმა ჯერ არ მოესმინა -არაა ლუკკ შენ ჩემი ერთი ცალი ხარ! მხოლოდ ჩემი გაიგე? შენ ვერავინ შეგცვლის, საერთოდ ვერავინ. მიყვარხარ-გაუღიმა. კართან მდგომს კი გულში რაღაც ჩასწყდა -ვიცი პატარავ-შუბლზე აკოცა-ჩემი ბაიჩკა იქნები სულ! გპირდები, როცა გაიღვიძებ ააქ ვიქნები-გაუღიმა. დემეტრემ ხმა ჩაიწმინდა და კარი დაკაკუნების გარეშე შეაღო -შეგეძლო დაგეკაკუნებინა-თქვა მკაცრად ბაიამ -ბოდიში თუ მომენტი ჩაგიშალეთ, მაგრამ იქ ჩემი ძმა სიცოხლისთვის იბძვის-ირონიულად უთხრა -შეგახსენებ ის ჩემი ტყუპისცალია, შესაბამისად მეც იგივეს ვგრძნობ. უკვე ვიცი, რომ მას ჩემზე კარგად იცნობ ამიტომ ამის აფიშირება საჭირო არ არის!-ისევ მკაცრი იყო გოგო. ბიჭმა თვალები აატრიალა, სწორედ ამ დროს შემოვიდნენ და ბარბარე საოპერაციოში წაიყვანეს... *** -როგორ ჩაიარა ოპერაციამ? -იცით მარტს ჩემ გულში სხვანაირი ადგილი უჭირავს-თქვა ჩაფიქრებულმა ლუკამ-არა იმიტომ, რომ მე დავიბადე, იმიტომ, რომ მარტმა მაჩუქა ბაიას თავი. მარტი სხვანაირია, მ'არტი უბრალოდ ხელოვნებაა. იცით, რომ მარტი ადამიანს გავს? არავინ იცის რას უნდა ელოდო მისგან. ხედავთ ისევ თოვს, ხვალ შეიძლება მზე გამოვიდეს, მოულოდნელობით სავსეა გიჟი მარტი... -საინტერესოა...-თქვა ქალმა და ფეხზე წამოდგა. ორ ფინჯანში ყავა გაანაწილა და ერთი ჭიქა შაქრის გარეშე იქვე ფანჯარასთან მდგომ ლუკას დაუდგა, იქვე მიგდებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და ტუჩებს შორის მოიქცია. ბიჭმა სანთებელა ამოიღო და თვითონვე მოუკიდა. გოგომ ღრმა ნაპასი დაარტყა და კითხვა გაიმეორა -რა მოხდა შემდეგ? -გამოიღვიძა, ორივემ გამოიღვიძა უთხრა და პირიდან გამოშვებული კვამლი სახეში მიაფქვია ქალს *** -ლუკ...-ამოიხრიალა გოგომ -"შენი" ლუკა ყავის მოსატანად გავიდა-გაისმა ისევ იგივე მკაცრი ხმა -წყალი შეიძლება?-ისევ იგივე ხმით ამოიხრიალა -რა თქმა უნდა, ქალბატონო ბარბარე-უთხრა ირონიული ხმით -ბაია და არა ბარბარე-უთხრა მას შემდეგ რაც წყალი დალია-საბა როგორაა? -რა აზრი აქ-თვალები აატრიალა-წესით ისიც მალე მოვა გონს და შენი "ბიჭი" მალე თუ არ მოვა ამას გამოვტოვებ -შეგიძლია წახვიდე არავინ გაკავებს აქ-მკაცრი იყო გოგოს ხმა -რა თქმა უნდა-ჩაიცინა- ეს არც ჩემი სურვილია ჭირვეულ გოგოს სასთუმალთან ვუყარაულო-გაუღიმა ირონიულად და კარისკენ წავიდა -ვინმეს სთხოვე შემატყობინოს როცა გონს მოვა შენ არ შეწუხდე-არც გოგომ დააკლო ირონია, ამ დროს კარი გაიღო და ლუკა შემოვიდა -ბაიჩკაა-შესძახა და წამომჯდარ გოგოს ნაზად მოეხვია. დემეტრე ოთახიდან გავიდა და კარი მძიმედ მოაჯახურა -შენი აზრით მზად ვარ მასთან შესახვედრად?-კითხა ბიჭს ბაიამ -რა თქმა უნდა, პატარავ! შენ ძლიერი ხარ ამას გაუძლებ-გაუღიმა-ხო სხვათაშორის ანიკამ გაიგო შენი ამბავი და დაახლოებით...-საათზე დაიხედა-ახლა-კარი გაიღო და ქერა გოგო შეოვარდა-შემოვა-დაამთავრა ღიმილით -ბაიჩკა ქალო რა არის ეს ორი დღე არ მინახიხარ შენ კიდე გმირობა მოასწარი?-დაუცაცხანა და დაქალს ჩაეკრა -ცოლის დავ ეგრე უნდა? ესეიგი გმირობას მარტო ლუკასთან ერთად სჩადი?-ოთახში ამჯერად ანიკას ქმარი, სანდრო შემოვიდაა -ხოარ გაგიტყდა სიძევ?-გაუცინა -შენა და სანდრიკ არიცოდი, რომ ბაიჩკა მხოლოდ ჩემია?-გაიცინა ლუკამ სწორედ ამდროს შემოაღო კარი დემეტრემაც -ამ...საბამ გაიღვიძა და ამის სათქმელად შემოვედი-თქვა წყნარი ხმით ბიჭმა -ანიკა, სანდრო გაიცანით დემეტრე ყიფინი-გააცნო ბაიამ -სასიამოვნოა-ბიჭმა ხელი ჩამოართვა -ისა...მან არ იცის ჰომ ასეა?-კითხა კარისკენ წასულ ბიჭს -ჯერ არა, ნინა მოუყვება რაც შეიძლება მალე-თქვა და ოთახი დატოვა -ვინ იყო ეს ზე სიმპატიური არსება?-იკითხა ანიკამ თვალებდამრგვალებულმა -უკაცრავად? მე აქ ვერ მიყურებ?-სანდროს რეაქციამ ყველა გაახალისა -რა თქმა უნდა, შენ შემდეგ სიცოცხლე-გაეკრიჭა -ჩემი ნათლული სადაა ხალხო?-კითხა დაქალს ბაიამ -ძიძასთან *** -ანიკაზე და სანდროზე მომიყევი ვინ არიან -ანიკა ჩემი და ბაიას კლასელი იყო. როცა მე და ბაია დაგვაშორეს მის გვერდით ანიკა დასვეს. თავიდან გაბრაზდა და და იჩხუბეს შემდეგ კი დაახლოვდნენ და ჩვენც ახალი მეგობარი გამოგვიჩნდა -სანდროზე რას მეტყვი -სანდრიკა ჩემი ძმაკაცია. 15ის იყო ანიკა, როცა სკოლაში მომაკითხა სანდრომ. პირველად მაშინ ნახა ის უფროსია სამი წლით. მაშინვე ჩაუვარდა გულში და ზუსტად სამი წელი კუდში დასდევდა. 18წლის აღსანიშნავ წვეულებაზე სიგიჟე ჩაიდინეს და დაქორწინდენნ. აი ასე უბრალოდ ადგნენ მოგვახალეს ვქორწინდებითო და ჩვენც წაგვათრიეს მეჯვარეებად-გაეცინა-თომა, პატარა თომა დაიბადა და მე და ბაიამ მოვნათლეთ... -თქვენ მშობლებზე რას იტყვი? მოვიდნენ? -ლიკა, ბაიას დედა და დედაჩემი მოვიდნენ.... *** მეგობრებს სიმყუდროვე კარზე კაკუნმა დაურღვია -მობრძაბდით-გასძახა ლუკამ -ამმ...შეიძლება?-იკითხა მკრთალად ქალმა -ცოლის დავ ჩვენ წავალთ და შემოგირბენთ ამ დღეებში ისევ-გაუღიმა სანდრომ შუბლზე აკოცა და ცოლს კარისკენ უბიძგა -მომიყვები ყველაფერ-ყურში უთხრა, ლუკას ლოყაზე მაგრად აკოცა და კარისკენ წასულ ქმარს აედევნა -როგორ ხარ საყვარელო?-კითხა ლუკას დედამ მკრთალად -მადლობა კარგად ვარ-გაუღიმა-შეიძლება დედასთან მარტო დავრჩე?-იკითხა. ლუკამ პალატა დედასთან ერთად დატოვა. -მაპატიე გთხოვვ...-დაიწყო ქალმა ტირილი -დედაა...დედაა შენი ბრალი არაა შენზე არ ვბრაზობ-გაუღიმა -მართლა?-თვალები გაუბრწყინდა -ჰოო -ნახე ის? -კიი გეფიცები ჩემი ასლია-გაიღიმა-ანუ ორივე შენ გგავართ -მან იცის? -ჯერ არაა. გონს ახლახანს მოვიდა და ნინა ეტყვის -ნინა..? -მისი აღმზრდელი დედა -მინდა მისი ნახვა -დედა ასე უცებ...არამგონია კარგი იდეა იყოს -როცა შენ ნახავ...შეგიძლია უთხრა, რომ ვწუხვარ და მიყვარს?-კითხა მკრთალად -რა თქმა უნდა... *** -შენ ლუკა? შენ გაბრაზებული იყავი? -იმედგაცრუებული უფრო...შეიძლება მამაჩემმა არ გამწირა, თუმცა ხელი შეუწყო ამ ყველაფერს -დედაშენმა რა გითხრა, როცა პალატა დატოვეთ? -თვალს ვერ მისწორებდა, თუმცა მისი ბრალი არ ყოფილა არაფერი -საბას როდის უთხრეს? -ოპერაციიდან მესამე დღეს -როგორ მიიღო? *** -საბამ გაიგო შენზე-როგორც ყოველთვის დაკაკუნების გარეშე შემოაღო კარი დემეტრემ -ჯანდაბა ხო შეიძლება ერთხელ მაინც დააკაკუნო-ბარბარეს ზედა ტანს მხოლოდ ბუსჰალტერი უფარავდა. უცებ მოიხვია ხალათი ტანზე, თუმცა ბიჭმა შეთვალიერება მაინც მოასწრო და ჩაიცინა -როგორ მიიღო? -ვფიქრობ დაბნეულია, თუმცა შენი ნახვა სურს-აუხსნა -წავიდეთ-პალატაბერთად დატოვეს და გვერდითა ოთახს მიაშურეს. კარზე დააკაკუნა და თანხმობის მიღების შემდეგ მხოლოდ თვითონ შევიდა პალატაში. საწოლზე ბიჭი წამომჯდარიყო და ოდნავ გაოცებული უყურებდა ზუსტად მისსნაირ გოგოს. ქალბატონმა ნინამ ბაიას გაუღიმა და პალატა დატოვა -როგორ გძნობ თავს?-კითხა თავდახრილმა გოგომ და თითების წვალება დაიწყო -მეც იგივეს ვაკეთებ როცა ვნერვიულობ-მალევე გაიგო ხმა, რომელიც უკვე მისად მიიღო და შეუყვარდა. თვალი გაუსწორა და გაუღიმა-მოდი ჩამოჯექი-ბიჭმაც გაუღიმა-შენი წყალობით კარგად ვარ -ეგ არაფერი...ხო ისე მე ბაია ვარ-გაეკრიჭა უკვე თავისუფლად -ბაია? აბა დემეტრემ ბარბარეო?-გაუკვირდა-მე საბა ვარ -უიმე იდიოტი -ჩაიბურდღუნა-ნუუ ბარბარე მქვია მაგრამ ატანა არ მაქ მაგ სახელის და თუ დამიძახებ მე თვითონ მოგკლავ-თითი აუფრიალა ცხვირთან გოგომ, რამაც ორივე გააცინა -კარგი იყოს ბაიჩკა-გაეკრიჭა ბიჭი -უიუიი ლუკა გამიგიჟდება, მხოლოდ ეგ მეზახის ბაიჩკას -ლუკა ვინაა? აა შენი შეყვარებული? ვინც შენთანაა ეს დღეები? და სერიოზულად შეყვარებულთან ერთად ცხოვრობ?-წარბები შეკრა, ისე როგორც ბაიამ იცოდა ხოლმე -უიმეე ისიც ხო არ გითხრეს რამდენი სანტიმეტრი თმა მაქ?-თვალები აატრიალა-ლუკა არაა ჩემი შეყვარებული, ღმერთმა დამიფაროს, ხეს მივაკაკუნებდი, მაგრამ არაფერი ხის-გაიკრიჭა-მე და ლუკა დაბადებიდან ვმეგობრობთ, ის ჩვენთაან ერთად დაიბადა, იმავე საავადმყოფოში ჩვენი მშობლები მეგობრობენ და იქედან მოყოლებული დღეს არ ვატარებთ ერთად-უთხრა ოდნავ ხმადაბლა-ისიც ჩემი ტყუპია, მაგრამ არაბიოლოგიური-ბოლოს მაინც გაიკრიჭა -ერთად ცხოვრობთ? -ჰო 18ის რომ გავხდით ბინა გვაჩუქეს და... -სიამოვნებით გავიცნობ, მანამ შენზე მომიყევი -რავიცი რა გითხრა, ჯავახიშვილში ვსწავლობ იურიდიულზე დაფინანსებით-თქვა ამაყად-ლუკას გარდა მყავს ერთი დაქალი, რომლის შვილის ნათლიაც მე და ლუკაჩო ერთად ვართ და კიდე სიძე ყველაზე ცანცარა არსებააა, ანიკა და სანდიკა გაგაცნობ მაგათსაც მერე. ახლა შენ -მე საზღვარგარეთ ვსწავლობდი ბიზნეს-ადმინისტრირებაზე. მაშინ ჩამოვედი, როცა მამაჩ...ლადო გარდაიცვალა და დარჩენა გადავწვიტე. ერთ ძმაკაცი მყავს აქ ნახავდი გარეთ ილიას-გაიღიმა -მისმინე საბა ეს უნდა იცოდე-დაიწყო სერიოზულად -თუ "მშობლებზე" გინდა რამის თქმა გთხოვ...-დაიწყო ბიჭმა -არა ეს მართლა უნდ იცოდე. ლიკა არაფერ შუაშია მანაც ჩემთან ერთად გაიგო, უფრო სწორად ჩემგან გაიგო, რომ ცოცხალი ხარ. მე ისიც არ ვიცოდი საერთოდ თუ ძმა მყავდა, მას კი ეგონა, რომ მოკვდი. ზურამ მოატყუა უთხრა, რომ სუსტი იყავი და ვერ გაუძელი. შენთან დამაბარა, რომ უყვარხარ და წუხს-უყურებდა ბიჭს თვალებში და გრძნობდა, რომ ტკიოდა-იცი მისი თვალები გაქვს, დედას თვალები და ეს უნდა იცოდე-უთხრა ისევ ღიმილით -მინდა მისი ნახვა, თუმცა დღეს არა... -რა თქმა უნდა-გაუღიმა -ესეიგი ლუკა აქ არის, მინდა გავიცნო-თემა გადაიტანა საბამ -დავუძახებ-გაუცინა და კარში გავიდა და მალე შავგვრემაბ ბიჭთან ერთად დაბრუნდა *** -როგორი იყო მასთან შეხვედრა? -უცნაური...ვუყურებდი ბაიას, ოღონდ ბიჭს-ჩაეცინა-მივხვდი, რომ მხოლოდ და აღარ მყავდა და უკვე ძმაც მყავდა. შეიძლება ეჭვიანობა უნდა დამეწყო იმის გამო, რომ ერთადერთ დაში ვინმე შემეცილებოდა, თუმცა გამიხარდა -განაგრძე, რა მოხდა პალატაში შესვლის შემდეგ *** -გამარჯობა. თავს როგორ გრძნობ?-მიესალმა ლუკა და გაუღიმა -მადლობა კარგად ვარ ლუკა ჰო? -კი ლუკა. სასიამოვნოა შენი გაცნობა საბა -ჩემთვისაც. ბაიამ მითხრა, რომ და-ძმასავით ხართ და მიხარია, რომ მარტო არ იყო აქამდე -მე და ბაიჩკას დღე არ გვაქ ერთმანეთის გარეშე გატარებული და სხვათაშორის ამისთვის მედალი მეკუთვნის, დამიჯერე მისი მუდმივად გაძლება მარტივი არაა-გაეცინათ ორივეს გოგომ კი შეუბღვირა და ბეჭში ჩაარტყა -მეტკინა ველურო-შეუბღვირა ლუკამაც -ჩემი ბრალი არაა რას დამატარებდი იმ ბოქსზე მეც-გაუცინა -ბოქსზე დადიოდი?-გაუკვირდა საბასს -ერთი წელი. ლუკა არ შედიოდა ხოდა გადავწვიტე მეც შევსულიყავი და ასე დავითანხმეთ-გაიკრიჭა -კიდე რაზე დადიოდით? -ცეკვაზე-თქვა ლუკამ და ბაიამ ერთად და ამაყად გაიჯგიმნენ -ანუ კარგად ცეკვავთ?-გაეცინა -ბაიჩკა დიდი ვერაფერი მარა მე კი-ამის გამო კიდევ მიიღებდა ჩარტყმას მალევე რო არ ემარჯვა და გოგოს ხელები დაეკავებინა. შემდეგ სამივეს სიცილი აუტყდა, ხოლო ბაია ლუკას მიეხუტა. -ხელი ხო არ შეგიშალეთ?-ოთახში დემეტრე შემოვიდა ირონიული ღიმილით -დაკაკუნება არ იცი შენ?-ყველას გასაკვირად საბამ და ბაიამ ერთად წამოიძახეს, რაზეც ლუკას ფხუკუნი აუტყდა ბიჭმა კი თვალები აატრიალა -უკვე თქვენ ორის ერთად ატანა შეუძლებელია-ამოიოხრა *** -აღარ თოვს-თქვა უცებ ბიჭმა-წვიმს. როგორც ვთქვი მარტი გიჟია -ამ თვეზე ზედმეტად ხარ ჩაციკლული, ხო მართალი ვარ?-კითხა გოგომ -ამაში ცუდი არაფერია. სამაგიეროდ შენ ჩემზე ხარ ჩაციკლული-გაუღიმა ირონიულად -რა...ეს არაა-დაიწყო ბლუყუნი დაბნეულმა გოგომ -ვგონებ დღეისთვის საკმარისია. მომავალ შეხვედრამდე ქალბატონო ფსიქოლოგო. -უთხრა და კარში გაუჩინარდა *** ლუკა სახლში შევიდა, იმ სახლში სადაც ადრე ბაიასთან უამრავი ბედნიერი დღე გაატარა. კედლები გადაჭედილი იყო მათი ფოტოებით, ერთ-ერთთან მივიდა და მოეფერა -როგორ მენატრები პატარავ-ამოიოხრა და ოთახისკენ დაიძრა. სახლში, სადაც მუდამ მხიარულება სუფევდა ახლა წუხილი და სამარისებული სიჩუმე ჩამოწოლილიყო. როგორ იცვლება დრო არა? ერთ დღეს შეიძლება ბედნიერი იყო ხოლო მეორე დილამ ისეთი ძალით დაგარტყას, ფეხზე წამოდგომა ვერ შეძლო. სუჩუმე ლუკას ტელეფონის ხმამ გადაფარა -გისმენ -გისმენ კიარა თავს გაგიტეხავ. შენმა ნათლულმა რა თქვა იცი? ეს იდიოტი სად ნახეთ ნათლული ვაბშე რო არ ახსენდებაო-გაკიოდა ტელეფონის მეორე მხარეს ანიკა -გატყუებსს ნათლიი არაფერი მსგავსი მითქვამს, მაგრამ რა არი მართლა არ უნდა გაგახსენდე?--როგორც ჩანს ანიკას ტელეფონი შვილმა აართვა რაზეც ლუკასაც გაეცინა -რაარი ლუკა? იცოდე დღესვე თუ არ მოეთრევი ჩვენთან თავს გაგიტეხავ-ამჯერად სანდრო ყვიროდა ტელეფონში -რაიყოთ ოჯახი ერთობლივი ძალებით მესხმით თავს?-გაიცინა ლუკამ -დიახაც! მიდი მამიკო შენც უთხარი რამე -ლუკუნა ლატო ალ მოქვედი?-ამჯერად პატარას წრიპინა ხმა გაისმა. -მოვალ ძიას პრინცესავ მოვალ დღეს-უთხრა და მალევე გაუთიშა. ეზარებოდა, თუმცა მართლა ძალიან ენატრებოდა მეგობრები, ამოტომ მოემზადა და მათთან გასწია -ლუკჩო-ჩაეხუტა მალევე ანიკა, შემდეგ კი სათითაოდ გადაეხვია უკვე -რამხელა ხარ ბიჭო შენ-თავი აუჩეჩა ნათლულს -დიდი-გაეკრიჭა -უი ახალი მეზობელი გვყავს, ძალიან სასიამოვნო გოგოა. ვახშამზე დავპატიჟე და გამოვა-უთხრა ანიკამ ბავშვებთან მოთამაშე ლუკას -მოგვაქციე ჩვენც ყრადღება ბიჭო-თავში ბალიში ესროლა -ამას თავისი ფსიქოლოგის გარდა აღარავინ აინტერესებს-გაიცინა სანდრომ და ლუკაც აყვა -ლუკ...საბა როდის ჩამოდის?-კითხა გოგომ -არ ვიცი...ჯერ თვითონაც არ იცის...კიდევ უჭირს-ამოხდა. უხერხული სიჩუმე კარზე ზარმა დაარღვია. ანიკა წავიდა გასაღებად ლუკამ სანდროსთან საუბარი მანამ განაგრძო, სანამ ნაცნობი ხმა არ გაიგონა. -ნიცა გაიცანი ჩემი მეუღლე სანდრო, შვილები თომა და ბარბარე, ეს კი ჩემი მეგობარია ლუკა-გოგოს სახეზე ღიმილი შეაშრა, ნაცნობი კაცი ირონიული ღიმილით, რომ დაინახა -რა სასიანოვნო დამთხვევაა ქალბატონო ფსიქოლოგო-ჩაიცინა ბიჭმა -ქალბატონი ფსიქო...დაიცა შენ ამის ფსიქოლოგი ხარ? -ლუკას გადახედა ანიკამ ეშმაკური ღიმილით და უჩუმრად ცერა თითი აუწია მოწონების ნიშნად, რაზეც ლუკას ჩაეცინა-ეჰ მგონი ჯობია შენ ცალკე მოძებნო ფსიქოლოგი, გაგაფრენიებს ეს-გაუცინა გოგოს-მოდი დაჯექი-ლუკა მის პირდაპირ დაჯდა და თვალი თვალში გაუყარა -ნათლი ასეთი ლამაზი ფსიქოლოგი თუ გყავდა არ უნდა გეთქვა?-უთხრა თომამ, რა წამსაც ნიცამ გაიაზრა, რომ თომა ლუკას და ბაიას საერთო ნათლული იყო -რა დღეში ხარ ლაწირაკო-თავში წაარტყა სანდრომ-სასიამოვნოა ნიცუკა შენი გაცნობა-გაეკრიჭა -შენი ნიცუკაა ამხელა ფსიგოლოგი ქალი?-უთხრა სიცილით ანიკამ ლუკა მთელი საღამო ჩუმად იჯდა და ნიცას თვალს არ აცილებდა. გოგო გრძნობდა და თავს უხერხულად გრძნობდა -თომა რამდენი წლის ხარ?-კითხა გოგომ ბავშვს -15ის დიდი ბიჭი ვარ უკვე-გაიკრიჭა. ნიცას აინტერესებდა რამდენი ხანი იყო გასული იმ ისტორიიდან, რომლის დასასრულიც ასე აინტერესებსა -მე დაგტოვებთ-ფეხზე წამოდგა-სასიამოვნო იყო დროის თქვენთან გატარება. ბატონო ლუკა ხვალ გნახავთ-იქვე მჯდომ ბიჭსაც გადახედა და ოთახი უკან მოუხედავად დატოვა. *** -გაინტერესებდა რამდენი წელი იყო გასული ჰო?-კითხა შემდეგ ვიზიტზე გოგოს -რა?-დაიბნა -თომას ასაკი ამიტომ იკითხე. მიხვდი ვინ იყო ანიკა და სანდრო -ხო...-აღიარა -საბას ბაიამ ჩვენთან გადმოსვლა შესთავაზა-გააგრძელა ლუკამ და კოლოფიდან ახალი ღერი ამოაძვრინა *** -არ გინდა ჩემთან და ლუკასთან გადმოხვიდე?-უთხრა საბას მას შემდეგ, რაც ლუკას აზრი კითხა -არამგონია წყვილისთვის ხელი შეშლა კარგი იდეა იყოს-ჩაიცინა კუთხეში მჯდომმა დემეტრემ. საბა მიხვდა რაში იყო საქმე და გაეცინა -შენ არავინ გეკითხება-შეუღრინა ბაიამ-აბაა?-საბას მიუბრუნდა -ლუკას კითხე აზრი ამაზე? -დიდი სიხარულით დათანხმდა ლუკაჩო-თქვა ამაყად -დავთანხმდი რას?-იკითხა ოთახში ახალშემოსულმა ლუკამ -იმას, რომ საბამ ჩვენთან იცხოვროს -ხო მართალია ეს ძალიან კარგი იქნება-გაიღიმა -კარგი თანახმა ვარ -რა?-დემეტრემ შოკირებულმა ხოლო ბაიამ გახარებულმა შესძახა -რატომ გინდა ეს?-კითხა დემეტრემ -საბუ ჩვენ გავალთ და ილაპარაკეთ-უთხრა ბაიამ და პალატა დატოვეს -მინდა დრო ჩემს დასთან გავატარო-აუხსნა მოკლედ -მხოლოდ ესაა მიზეზი? -დემეტრე შენ იცოდი ეს ამბავი?-კითხა ის რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა -არა, რა თქმა უნდა -არ შემიძლია მასთან ერთად ვიცხოვრო ერთ ჭერქვეშ. ვიცი, რომ მანაც გვიან გაიგო, თუმცა მაშინვე უნდა ეთქვა. ახლა შანსი მაქვს უკეთ გავიცნო ტყუპი -ტყუპი, რომელიც შენი ასლიაა-თვალები აატრიალა დემეტრემ, რაზეც საბას გაეცინა-მე შენ სანახავად რომ მოვალ ეგ უნდა ვნახო სულ?-ამოიბურდღუნა -რაო დემეტრიუს ჩემი ტყუპი ხოარ ჩაგივარდა გულში?-ჩაეცინა -ვინ ის ალქაჯი? შენი გოგო ვარიანტი? შანსი არაა-იუარა უცებ, თუმცა...-თან მას ლუკა ჰყავს-საბამ ჩაიცინა და არაფერი უთქვამს. -შვილო შეიძლება?-ოთახში ნინამ შემოჰყო თავი. საბამ თავი დაუკრა -როგორ ხარ?-კითხა მკრთალად ქალმა -ნორმალურად. ნინა მე ბაიასთან გადავდივარ-უთხრა წყნარად -რა? რატომ? გთხოვ არა-უცებ ქონდა რეაქცია ქალს -ნინა გთხოვ ამ ეტაპზე ასე მირჩევნია -დემეტრე უთხარი მას რამე -ვერაფერს ვეტყვი ნინა, ის უკვე დიდია და თვითონვე მიიღებს გადაწყვეტილებას -მისი ბრალია, მან წამართვა შენი თავი, საერთოდ არ უნდა მომეძებნა და ვერც ამ ამბავს გაიგებდი-თქვა უცებ და პალატიდან გავარდა *** -ანუ საბა თქვენთან გადმოვიდა -ჰო და სწორედ მაშინ დაიწყო საშინელებისთვის მზადება... -იქ დავბრუნდეთ, რა მოხდა მას შემდეგ რაც სახლში დაბრუნდით? -ბაია და საბა მე წამოვიყვანე სახლში, მანამ სანდრო, თომა და ანიკა მივიდნენ და სახლი მოაწესრიგეს... *** -ანიკაა მოვედით-შესძახა ბიჭმა მას შემდეგ რაც შიგნით შევიდნენ. პატარა 3წლამდე ბიჭი გამოიქცა და ბაიას ფეხებზე მოეხვია -ნათლიას კაცო-უცებ აიყვანა და ჩაკოცნა -ცოლის დავ გარეკე? შენთვის მძიმეს აწევა იქნება ახლა? დამიბრუნე შვილი-უცებ აართვა ბავში, ბაია კი გაიბუსხა -ცუდი სიძე ხარ შენ, ტყუილა გაქებ!-ბიჭები იცინოდნენ და ანიკაც მათ ყვებოდა-კაი კაი გაიცანით საბა, ჩემი ტყუპი ესენი, კი ანიკა და სანდრო არიან, ეს პატარა ბურთი ჩემი ნათლ... -უკაცრავად? -კაი ჩემი და ლუკას ნათლულია თომა -სასიამოვნოა-სანდროს ხელი ჩამოართვა ხოლო ანიკა ჩაეხუტა -აუუ ზუსტად ერნაირი სურნელი გაქვთ-თქვა გაოცებულმა, რაზეც ყველას გაეცინა. თითქმის მთელი დღე დარჩა ცოლ-ქმარი საღამო იყო უკვე, როცა წავიდნენ -საბუ ლიკას უნდა მოსვლა...-შეაპარა ბაიამ -მოვიდეს მინდა მისი გაცნობა-გაიღიმა -მე დაგტოვებთ "მამიკო" უნდა მოვინახულო, ვფიქრობ რაღაცები უნდა ამიხსნას-ჩაეცინა ლუკას -ლუკ ასე გაბრაზება ზედმეტი ხომ არაა, თან მან... -მისმინე პატარავ, მამაჩემს ბევრი ფული თავიდანვე ჰქონდა და ეს იყო მიზეზი იმის, რომ არ დათანხმდა. მან ხელი არ შეუშალა ამ უზნეობას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სხვა სიტუაციაში თვითონ იგივეს გამკეთებელი იყო-თქვა წყნარად და აუღელვებლას. სიწყნარე და სიმშვიდე იყო ის რაც ლუკას გამოარჩევდა ყველასგან. თავის კონტროლის შესანიშნავი უნარი ჰქონდა -მან ეს ყველაფერი ასე წყნარად თქვა და აუღელვებლად დატოვა სახლი?-იკითხა გაკვირვებულმა საბამ -ზუსტად. შანსი არ არის წყობიდან გამოვიდეს. მას შეუძლია ისე გაგასწოროს მიწასთან, რომ ოდნავადაც არ აუწიოს ხმას. -ეს მაშინ დაამუღამა ალბათ, როცა შენ გიძლებდა-გაეცინა-აბა დემეტრეს ერთი სული ქონდა ხელში ჩავეგდე და კარგად ვეცემე-გაეცინათ ორივეს -ხშირას ჩხუბობთ ხოლმე?-კითხა ბაიამ -ხშირას ეს ის სიტყვა არ არის. მე და მას მუდმივად განსხვავებული შეხედულობები გვაქვს, თუმცა საბოლოოს სულ ზავს ვამჯობინებთ. შენ და ლუკა? -არა არასდროს. მე და ლუკა ერთ პლანეტაე ვართ სულ. მხოლოდ ნერვებს ვუშლით ერთმანეთ, მაგალითად მაშინ, როცა გვძინავს. ვერც ერთი ვერ ვიტანთ, როცა გვაღვიძებენ, ამიტომ ამას ჩვენ სასიკეთოდ ვიყენებთ-გაეცინა -ეს სახლი მომწონს. ყველგან თქვენი, ანიკას, სანდროს და თომას ფოტოებია. რატომ? -ეს ჩემი აკვიატებაა. ფოტოები მიყვარს. განა იმიტომ, რომ კარგად გამოვდივარ, თუ შეამჩნევ ნახევარ მათგანში ყველა საფრთხობელებს ვგავართ, იმიტომ მიყვარს, რომ მოგონებებს ინახავს. აი მაგალითად აქ-ადგა და ერთ-ერთ ფოტოსთან დადგა. სელფი იყო წინ თვითონ იყო უკანა ფლანგზე გაცინებული ანიკა, გაოცებული სანდრო და შუშხუნები ხელში ლუკა-აქ სანდროს ერთად ვახარეთ, რომ მამა ხდებოდა, აი აქ-მეორე ფოტოსთან მივიდა-აქ ლუკამ 8მარტის საჩუქრად კესანეების დიდი თაიგული მომართვა, აქ კი ლუკას გუნდმა თამაში მოიგო და მაგას ავღნიშნავთ... -ლუკას გუნდმა? -ჰო კალაბურთის პროფესიონალი მოთამაშეა, სწავლასთან ერთად ვარჯიშობს -ლუკა რაზე სწავლობს -სამედიცინო, ნეიროქირურგობა სურს... *** -ანუ კალათბურთს თამაშობ?-კითხა გაოცებულმა ნიცამ ლუკას -ეგ დიდი ხნის წინ იყო-მშრალად უპასუხა -არასდროს მიკითხავს, მაგრამ მაინტერესებს რა პროფესიის ხარ? ანუ ექიმი? -იცით მიკვირს, რომ ამ ქალაქში ცხოვრობთ და არ იცით ლუკა დევდარიანი, საქართველოში საუკეთესო ნეიოროქირურგი-გაეცინა ბიჭს -ამ... ვიცოდი, რომ სადღაც ერთი წლის წინ ჩამოვიდა საქათველოში ახალგაზრდა ექიმი...თუმცა თქვენ...ანუ საზღვარგარეთ იყავით? -ლიკა გზაში ვნახე, როცა ჩვენთან მიდიოდა-ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა *** კარზე კაკუნმა გააწყვეტინა და-ძმას საუბარი -ლიკა იქნება, მზად ხარ?-კითხა და კარისკენ მაშინ დაიძრა, როცა თანხმობა მიიღო -დედა, მოდი-უთხრა და მოეხვია. სახლში შემოსული ქალი გაქვავდა და შორიდან უყურებდა შვილს, რომელიც მკვდარი ეგონა. ცრემლებმა, თავისთვის გადმოკვეთეს ჯებირები და ქალის ღაწვებს მარტში მოსული წვიმასავით დაეფინნენ -დედა გაიცანი საბა-სიჩუმე ბაიამ გაფანტა-საბა ეს ლიკაა-ქალი წაბორძიკდა და გონება დაკარგა. უცებ წამოდგა საბა და ორივე ქალთან ჩაიმუხლა -დედა, დედა -ბაია ნიშადური მოიტანე-უთხრა ბიჭმა. უცებ წამოვარდა და მალევე ნიშადურით ხელში დაბრუნდა. გონს მოვიდა თუ არა, ქალმა ტირილი დაიწყო -მაპატიე გთხოვ...მე ვგრძნობდი, რომ ცოცხალი იყავი. ამას სულ ვიმეორებდი, თუმცა მე ბავშვის ცხედარი ვნახე და სხვა გზა არ იყო დავიჯერე. არ უნდა დამეჯერებინაა, უნდა მეგრძნო და მებრძოლა, მე ხომ დედა ვარ...ღმერთო რატომ ვერ ვიგრძენი-ტიროდა ქალი. საბა ერთხანს გაშეშებული იყო, თუმცა შემდეგ მოღალატე ცრემლი გამოჩნდა და გამოაფხიზლა. ატირებულ ქალს უსიტყვოდ ჩაეკრა. გიგძვნიათ თავი ისე, თითქოს დაკარგული ხარ? თითქოს არ იცი ვინ ხარ და საერთოდ არ იცი სად ხარ. ამას გრძნობდა საბა მანამ სანამ იმ სურნელს შეიგრძნობდა, რომელმაც სახლში აგრძნობინა თავი, სურნელმა, რომელმაც აგრძნობინა, რომ შეეძლო ყოფილიყო დედის კალთას ამოფარებული მტირალა ბავშვი. ეს გავდა ღრუბელს მიღმა, იმედის ნაწერწკალს, რომელსაც გამობრწყინებული სხივი აჩენს. ბაია ერთ ხანს გაბრწყინებული თვალებით უყურებდა შემდეგ კი თვითონაც მათ მოეხვია. -როგორც ჩანს "ჰეფი ენდს" მოვუსწარი-გაიკრიჭა კარში ახალშემოსული ლუკა-კარგით რა ჯერ ერთი დღე არაა რაც აქ ცხოვრობს და უკვე ვეჭვიანობ-"გაიბუტა" ბიჭი -დამაცადე მოვალ შენთან და შეგიღებავ მაგ თმებს-გაუცინა ლიკამ რაზეც ლუკამ შეუბღვირა ხოლო ბაიამ სიცილი ატეხა -რას იზავ?-გაუკვირდა საბას -რას, და პატარაობაში ბაიამ თმის ლურჯი საღებავი იპოვა სახლში, მაშინ ვერ მიხვდა რა იყო ამიტომ გადაწყვიტა ლუკაზე გამოეცადა. მისი შამპუნი აიღო და შიგნით ჩაასხა. მეორწ დილით მთელ სახლში დარბოდნენ გიჟებივით, ძლივს გადაურჩა მაშინ-იცონოდა სამივე ხოლო ლუკა ისევ იბღვირებოდა -ზუსტას 6თვე ვიზდიდი თმას, რადგან ის ვარცხნნილობა მქონოდა რაც მინდოდა, მაგის გამო კიდე თმის გადაპარსვა მომიწია-ამოიბურდღუნა *** ოთახის სიმყუდროვე ქალის კისკისმა დაარღვია. ლუკამ გაოცებულმა გახედა ქალს, რომელიც იმ წუთში საოცრად ლამაზი იყო მისთვის -ქალბატონო ფსიქოლოგო რატომ მგონია, რომ მე დამცინით?-კითხა მკაცრი ხმით, თუმცა ტუჩის კუთხეში ღიმილი მაინც გაეპარა -არა...რას ბრძანებთ, უბრალოდ თქვენს თავზე შავის ნაცვლად ლურჯი თმა ოდნავ...-ამოიბლუყუნა ქალმა -თომას ბაია ცუდათ ახსოვს-თქვა უცებ-მაშინ ძალიან პატარა იყო და ვერ შეძლო დამახსოვრება. ანიკა და სანდრო ყოველთვის უყვებიან მასზე და წუხს იმის გამო, რომ არ იცნობს -ლუკა დემეტრეზე მომიყევუ ი, ხშირად მოდიოდა? -რა თქმა უნდა, საბა მისი ძმა იყო წლების განმავლობაში და თან მიზეზი ჰქონდა ბაია ენახა *** -დღეს დემეტრე და ილია აპირებენ მოსვლას და რამე პრობლემა ხო არ იქნება?-იკითხა საბამ -არანაირი ეს შენი სახლიცაა ამიტომ არ უნდა გვეკითხებოდე-თქვა ლუკამ -როდის მოვლენ რამეს გავაკეთებ-კითხა ბაიამ -დაახლოებით 1საათში. ოჯახი ერთად აკეთებდა რაღაცეებს და თან მაიმუნობდნენ. თავიდან ბოლომდე ფქვილით დაფარული ლუკა და ბაია მთელ სახლში დარბოდნენ და დრო ისე გაეპარათ ვერ მიხვდნენ. ვერც ზარი გაიგეს კარებზე და საბას მოუწია გაღება. ის ის იყო ლუკამ ბაია დაიკავა და ბეჭზე გადაიგდო, სახლში დემეტრე და უცნობი ბიჭი შემოვიდნენ -ლუკუნაა დაგახჩობბ დამსვიი...საბუუ მიშველე-კიოდა გოგო. -გაჩუმდი გოგო სტუმრები გვყავს-დაუცაცხანა ლუკამ და ძირს ჩამოსვა. საბა და უცნობი ბიჭი იცინოდნენ დემეტრე წარბშეკული იხედებოდა -ამან აქაც არ დააკაკუნა?-იკითხა წარბაწევით ბაიამ -არა ამჯერად დააკაკუნა, თუმცა თქვენ ვერ გაიგეთ-აუხსნა სიცილით საბამ -უჰჰ კიდევ კარგი-გაიკრიჭა-გამარჯობა მე ბაია ვარ-გაუცინა ბიჭს -სასიამოვნოა მე ილია ვარ საბუკას ძმაკაცი-არც მან დააკლო ცანცარი -ლუკა-ბიჭებმა ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი -გადით ახლა გამოიცვალეთ-შეახსენა მდგომარეობა საბამ -აა უი ხო...დაგასწარი აბაზანაში პირველი მე შევდივარ-მოაძახა ლუკას და ოთახიდან გავარდა -აბა რა ეგ დასწრებაზეა-მანაც დაიძახა და უკან გაეკიდა -ესენი სულ ასე არიან?-იკითხა თვალებისტრიალით დემეტრემ -ძაან მაგარი ტიპები არიან-გაეცინა ილოს -ლიკა გავიცანი-თქვა საბამ -ლიკა?... -დედა. მან არაფერი იცოდა, უთხრეს, რომ მოვკვდი და საბუთად გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი ანახეს-აუხსნა ბიჭებს -მეორე ბიჭის მამა ადამიანურად მოიქცა, იმ კაცზე ვერაფერს ვიტყვი...-თქვა დემეტრემ -ლუკა იყო მეორე -რა? -ხო მეორე ბიჭი, ვინც ჩემთან ერთად დაიბადა ლუკა იყო. ის მამას აღარ ელაპარაკება და აქვს მისი მიზეზებიც -ანუ ლუკა და ბარბარე ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს? -ვინო?-გაუკვირდა ილიას -არ გაიგოს ბარბარეთი, რომ მოიხსენიე, თორემ აქედან გისვრის-გაეცინა საბას -რაო? ვინმემ სახელი ბარბარე ახსენა?-გამოვიდა დაწვრილებული თვალებით ბაია უკან კი მოცინარი ლუკა მოჰყვებოდა -როგორ გეკადრება დაიკო ვინ გაკადრებდა-თქვა უცებ საბამ-ლუკა მიშველე -კარგი ბაიჩკა მიდი შენ ყავა გააკეტე ჩემო სიცოცხლე არ გინდა შენივე გადარჩენილი კაცის მოკვლა-გაუცინა ბიჭმა -გადამირჩი-თითი დაუქნია ბიჭს და სამზარეულოში გაქრა. დემეტრეს ტელეფონმა დარეკა და ბოდიშის მოხდით ოთახი დატოვა, შემდეგ ტელეფონი დააიგნორა უკან დააბრუნა და სამზარეულოში მოღიღინე გოგოს შეაკითხა -ბარბარეე-გაუცინა იმ წამს გაბრაზებული სახით მობრუნებულ გოგოს -ბაია მქვია ხისთავიანო მე ბაიაა-შეუბღვირა -საბუთები სხვა რაღაცას ამბობენ-ისევ გაიცინა და გოგოსკენ დაიძრა, რომელიც ნელ-ნელა კედელს აეკრა -ამ...მალე შევცვლი მაგასაც-ბლუყუნი დაიწყო, რადგან ბიჭი უკვე მის წინ, ზედმეტად ახლოს იდგა -ჰო?-კითხა და თავი ნელ-ნელა დახარა. ყელზე მიაფქვია ცხელი სუნთქვა და ტუჩები გამობერილ არტერაზე მიაკრა. სველი კოცნები დაუტოვა და ლავიწზე უკბინა, რაზეც გოგომ ამოიკვნესა. -ბაიჩკა-ლუკას ხმა გაისმა. დემეტრე უცებ მოიშორა, რის გამოც ბიჭმა ამოიოხრა -ბაი...უი დემეტრე?-გაუკვირდა -წყალი მინდოდა, მადლობა გემრიელი წყალი იყო-ჩაუცინა გაწითლებულ გოგოს და ოთახი დატოვა -ეს რა იყო?-კითხა ლუკამ სიცილით -წარმოდგენა არ მაქვს გეფიცები-ამოიოხრა -წამოდი ეგ ყავა გავიტანოთ და რო წავლენ ყველაფერს მომიყვები *** -რაც დაინახე ის ყველაფერი ასე მშვიდად მიიღე? -მაშინ ვფიქრობდი, რომ ამაში საგანგაშო არაფერი იყო...თუმცა არა, ახლაც ეგრე ვთვლი *** -საყვარელი ფოტოებია-აღნიშნა ილიამ კედლებზე დაკვირვებისას -უჰჰ ძალიან, ქალბატონის დამსახურებაა-ამოიბუზღუნა ლუკამ -ისე რაპონტია ჩემი არცერთი ფოტოაა...ეეე მეც მინდა-წამოიძახა საბამ -ხოდა გაიღიმეე ძმიი-უცებ მივარდა ბაია ლოყაზე აკოცა და ფოტო ისე გადაიღო ბიჭი გონს ვერც მოვიდა -ეს...რა? ასე არ მინდოდა-ამოიბუტბუტა საბამ -შანსი არ გაქვს მაინც დაკიდებს. ყველა ფოტო ეგრეა გადაღებული-გაეცინა ლუკას -აქ რა ბედნიერი ხართ მადამ, რა გიხარიათ ასე?-კითხა ილომ და ერთ-ერთი ფოტოსკენ მიანიშნა -მანდ ლუკაჩომ ტელეფონი მაჩუქა 8მარტის აღსანიშნავად-გაიკრიჭა -და შენ რა აჩუქე 23თებერვალს?-გაეცინა ბიჭს -23თებერვალი წითელი არმიის შექმნის დღეა, რა არის მანდ მისალოცი?-პირველი წინადადება ერთად თქვეს ბაიამ მკაცრას ხოლო ლუკამ თვალების ტრიალით, მეორე წინადადება კი გოგომ დაამატა -შემახსენე რაზე სწავლობ? -იურიდიული-თქვა ამაყად გოგომ. დემეტრე მთელი დროის განმავლობაში იჯდა და თვალებით ბურღავდა გოგოს -ეე დემეტრიუს შენი მომავალი კოლეგა გაიჩითა-გაიკრიჭა ისევ ილია -რა? იურიდიულზე სწავლობ?-იკითხა გულუბყვილოდ ბაიამ, ხოლო საბას და ილიას სიცილი აუტყდათ -ცოტა აცდი ასაკში დაიკო, არა ასე არ ეტყობა ვითომ ასაკი?-"ჩაფიქრდა" საბა -გეყოთ! ქალბატონო ბარბარე, იურიდიულზე სწავლობთ და არ იცით ვინაა ქალაქის მთავარი გამომძიებელი?-კითხა ირონიული ღიმილით -რა თქმა უნდა, ვიცი დემეტრე ყიფი...-დაიწყო, თუმცა გაჩერდა-არაა...? -ზუსტადაც-ჩაეცინა -ლუკ ვიღუპები-წამოიძახა -რატო პატარავ? -იმიტომ, რომ სტაჟირებას ჩემთან გაივლის-საზეიმოდ გამოაცხადა დემეტრემ *** -და ამის შემდეგ დაახლოვდნენ ისინი? -მათ შორის უხილავი ძაფები იყო. არ ვიცი ეს როგორ გავიგე, თუმცა მივხვდი, რომ ეს ორი ერთმანეთს ავსებდნენ. მათი ყოველი დიალოგი კამათით მთავრდებოდა, ხშირად ისეთი რამეც უთქვამთ, რომ გული უტკენიათ ერთმანეთისთვის, თუმცა მათ შორის ქიმია იყო... ქალბატონო ფსიქოლოგო, თქვენ იცით რამხელა ძალა აქვს ადამიანებს შორის ქიმიას?-მოუბრუნდა და ქვემოდან ამოხედა გოგოს -მე...რა თქმა უნდა-დაიბნა -და ჩვენს შორის გრძნობთ ამ ქიმიას?-თვალებში ჭინკები გაუჩნდა ბიჭს -გააგრძელეთ ლუკა, გთხოვს-თემა გადაიტანა -ვფიქრობ დღეისთვის საკმარისია, მომავალ შეხვედრამდე-თქვა და როგორც ყოველთვის, ახლაც უკან მოუხედავად დატოვა ოთახი *** ჩაბნელებულ ოთახში მარტო იჯდა, რუტინას არ არღვევდა და სისხლში გამჯდარ ფიქრებს ახლაც ვერ იშორებდა. ახსოვდა კადრები, რაც არ უნდა ყოფილიყო მის მეხსიერებაში. კოშმარები ძილის საშუალებას არ აძლევდა. ამჯერადაც მისმა მობილურმა დაარღია სიჩუმე -საბა... -ჩამოვდივარ...გადავწყვიტე თუ არა ბილეთი მაშინვე ვიყიდე რომ არ გადამეფიქრებინა...2დღეში დილით მანდ ვარ და მინდა ბინაში დავრჩე -რა თქმა უნდა, სახლი გელოდება, საბა... *** -ანიკამ ბაიას ფოტოები მანახა...ლამაზია -ლამაზი? ის უბრალოდ ლამაზი არ იყო...ის შეუდარებელი იყო! გადაოცარი ვინმე იყო... -საბა ჩამოდის-თქვა ბიჭმა დუმილის შემდეგ -რას გრძნობ? -მონატრებას, სიხარულს და მაინც დანაკლის -რამდენი ხანია არ გინახავს? -1წელია მას შემდეგ, რაც აქ დავბრუნდი... -ლუკა მინდა, რომ თხრობა გააგრძელო, რა ხდებოდა შემდეგ -სტაჟირება 2დღეში დაეწყო... *** -აუ რაა რას ავიტეხე ეს იურიდიული და ჩაბარება, ხო ვიჯდებოდი ახლა ჩემ ქმარ-შვილთან სახლში, ჩემ საწოლში-წუწუნებდა დილით გაღვიძებით უკმაყოფილო ანიკა -შენ ჩემი წუწინი და ტანჯვა ნახე, როცა გაიგენ ვინ არის ჩვენი "უფროსი"-თვალები აატრიალა ბაიამ -დაიცა იცი? უიმე მე სახელიც არ გამიგია დამეზარა. ვინაა?-იკითხა მთნარებით გოგომ -ნახავ...-თქვა თუ არა ოთახში მაღალი სილუეტი გამოჩნდა -არ არსებობსს-აღმოხდა ანიკას, ხოლო ბაიას მწარედ ჩაეცინა -მოგესალმებით, მე დემეტრე ყიფიანი ვარ, მთავარი გამომძიებელი და ამჟამად თქვენი მასწავლებელი. რამდენიმე წესი მაქვს, პირველი-არ მაწყვეტინებთ ლაპარაკს, მეორე-არ სვავთ ზედმეტ კითხვებს, მესამე-არ აგვიანებთ, მეოთხე-არ ერევით იმაში, რაც თქვენი საქმე არ არის და მეხუთე-სამი შეცდომა და გაგდებული იქნებით-ლაპარაკობდა მკაცრად დემეტრე, ხოლო ბაია თვალებს ატრიალებდა. ხელი აიწია -გისმენთ -თუ ბევრი კითხვის დასმის უფლება არ გვაქვს, როგორ გავიგებთ ისეთ დეტალებს რაც აუცილებელია?-იკითხს წყნარად -მე ვთქვი ზედმეტი კითხვები -და იქნებ ზედმეტად მაინტერესებს რაღაც საქმესთან დაკავშირებით? -იცი უკვე ბევრ კითხვას, რომ სვავ? -და თქვენ თუ იცით, რომ უკვე არც ისეთი კარგი კურატორი ხართ, რადგან კითხვებს თავს არიდებთ-არცერთი თმობდა პოზიციებს. ანიკამ სახელოზე დაქაჩა დაქალს და თვალები უბრიალა -ბატონო დემეტრე აი სტაჟიორების სია-სიტუაცია ოთახში შემოსულმა გოგომ განმუხტა, რომელიც დაუფარავად ეფლირტავებოდა ბიჭს. თავისდა გასაკვირად, ბაიამ იგრძნო, როგორ მოუნდა ამ გოგოს მოკვლა. სია ამოიკითხა -ბარბარე ახვლედიანი -ბარბარე არა და ბაია მე ვარ-თქვა გოგომ -რა მნიშვნელობა აქვს-თვალები აატრიალა ბიჭმა. იმ დღეს იმდენად უშლიდა ბიჭი ნერვებს, სახლში გაცეცხლებული მივარდა -საბაა-იკივლა სახლში შესვლისთანავე -მოდი გამოვიცნობ, ჩემი ძმა ტირანია ჰო?-სიცილით გამოვიდა ბიჭი სამზარეულოდან, უკან კი მოცინარი ლუკა მოჰყვებოდა -იდიოტი ტირანი ეგ, მოვკლავვ, არ ვაცოცხლებ იცოდე არც კი გაბედო შემაჩერო შენ კიდე ექიმი რომ გახდები არ გადაარჩინო-იმუქრებოდა გოგო და სახლში დააბოტებდა. ბიჭები იცინოდნენ -აბა ჰე შენ იცი საბა მე წავედი ანიკასთან ახლა იმის საყვედურებს მოვისმენ შენ ძმაზე, მერე სანდროსთან ერთად ვიცინებ თან ჩემ ნათლულს ვნახავ-გაიკრიჭა ლუკა -მოიცი ისიც იურიდიულზე სწავლობს? -კიი-გაიცინა და სახლი დატოვა -არა რა იდიოტია -კარგი დაწყნარდი, არ გინდა ასე ნერვები აღარ შეგჩება-სიცილით "აწყნარებდა" -შენ მის მხარეს ხარ ხო?-თვალები დააწვრილა. ბიჭი კარების ხმამ გადაარჩინა. უცებ წამოხტა კარზე ზარიაო და გააღო, იქ კი დემეტრე დახვდა უცნაური ღიმილით -აქ რას აკეთებ? გინდა საკუთარ სახლში მოგკლას? გაცეცხლებულიაა, რა დაუშავე-იცინოდა საბა და ბიჭი სახლში შემოუშვა -ამ პრიმატ ნიადერტანიანელს აქ რა უნდა კითხე?-იკითხა გაცეცხლებულმა -გავიგე სტაჟირების პირველი დღე გქონია და მაინტერესებდა როგორ ჩაიარა-თქვა სერიოზული ხმით დემეტრემ -გაჩუმდი შენი ხმა ნუ მესმის! სუ...-თქვა და ტელევიზორი ჩართო. არხებზე დაიწყო თამაში და მანამ არ გაჩერდა, სანამ საყვარელ ფილს არ მიაგნო-გაჩუმმდიით-იყვირა-ჩემი საყვარელი ფილმია, ან დაჯექით და თქვენც უყურეთ, ან ხმა არ ამოიღოთ-თქვა და ტელევიზორს შეხედა, სადაც ფილმ "ნარკოზს" უჩვენებდნენ. ბიჭებიც ჩამოსხდნენ და ფილმის ყურება ერთად დაიწყეს. დემეტრეს თითქმის არ მოუშორებია მზერა ბაიასთვის, რომელშიც იმდენად იყო ჩაფლული, რომ ვერ ამჩნევდა ირგვლივ რა ხდებოდა -არ ვამართლებ ამ საქციელს-თქვა დემეტრემ მას შემდეგ რაც ფილმი დამთავრდა? -რაა?-მიუბრუნდა ერთიანად გაოცებული გოგო -ჰო აი ამ უაზრო თავგანწირვას. სიცოცხლე ერთი აქვს ადამიანს და არაა აუცილებელი სხვისთვის გაწიროს-მხრები აიჩეჩა ბიჭმა -შენ ალბათ არც გაწირავ რადგან არ იცი საყვარელი ადამიანების ფასი. ყველას აქვს უფლება გადაარჩინოს მისთვის ძვირფასი ადამიანი-თქვა თითქმის წართმეული ხმით და ფეხზე წამოდგა -ჰეი ცოლის დავ...-სწორედ ამ მომენტში შემოვიდნენ ლუკა, ანიკა, სანდრო და თომა. ბაიამ ბავშვს ლოყაზე აკოცა და სახლი მალევე დატოვა -რა დაემართა?-იკითხა გაოცებულმა ლუკამ, და არანაკლებ გაოცებულ ბიჭებს გახედა. მათ ყველაფერი მოუყვეს? -რაა?-წამოიყვიტა ლუკამ, სანდრომ და ანიკამ ერთად? -რა უთხარი?-დაამატა ლუკამ -ლუკა დაურეკე ჩქარა-უთხრა ანიკამ და იქვე ჩამოჯდა -რა ხდება?-იკითხა დაბნეულმა საბამ -როცა რამე არ იცი არ უნდა თქვა-კბილებში გამოცრა სანდრომ -საბა მისმინე, ეს ჩემგან არ უნდა გაგეგო, ლიკა და ბაია ამის თქმას აპირებდა, თუმცა ჯერ მზად არ იყო.... *** -როდესაც ამბის მოყოლა დავიწყე, რაღაც ადგილები გამოვტოვე... -შევამჩნიე -მაგალითად, რა მოხდა პირველი ვიზიტის მერე, როცა ნინამ და დემეტრემ სახლი დატოვეს. მაშინ ბაია ცუდათ გახდა. იპერაციამდე და მის შემდეგაც გამოტოვებულ ადგილას, ბაიას მდგომარეობას ამოწმებდბენ... -და რას სჭირდა მას? -გული... *** -ლუკა იტყვი რა ხდება?-მოთმინება დაკარგა საბამ -თქვენ უფროსი ძმა გყავდათ... -რა? გვყავდა? -ჰო...მოდი იქედან დავიწებ, რომ დაბადებიდან ბაია ჯანმრთელი არ იყო. სწორედ ამიტომ დაიჯერა ასე ადვილად ლიკამ შენი სიკვდილის ამბავი. ბაის გულის პრობლემა ჰქონდა. თქვენი უფროსი ძმა დამიანე 6წლით დიდი იყო. როცა ბაია 17ის გახდა, ცუდათ გახდა, გული აღარ უმუშავებდა სასწრაფოდ გადანერგვა გახდა საჭირო...დამიანე, ის გახდა დონორი. ლიკა ამის ნებას არ მისცემდა ამიტომ ყველაფერი თვითონ დაგეგმა. მის გამო, რომ დღეს ბაია ცოცხალია...სწორედ ამიტომ ჰქონდა ასე მძაფრი რეაქცია...-დაამთავრა ლუკამ და გაშტერებულ ბიჭს შეხედა -მე უნდა გავიდე-თქვა საბამ და მანაც დატოვა სახლი. კიბეებს ნელა აუყვა და ბინის სახურავზე ასულს ტყუპიც იქ დახვდა. -ლუკა გთხოვ მარტო მინდა ვიყო-ისე თქვა უკან არ გამოუხედავს -ლუკა არა მე ვარ-უთხრა ბიჭმა და გვერდით მიუჯდა-ლუკამ...მან მითხრა... -დამიანე ანგელოზი იყო...-დაიწყო დუმილის შემდეგ-ყველაზე სუფთა იყო. ყველაზე მეტად ვუყვარდი. მენატრება, თან ძალიან...მინდა ახლა აქ იყოს...თუმცა ის მაინც აქ არის-ხელი გულზე დაიდო-სულ გვერდით მინდა მყავდეს-ტიროდა-საბა მაკლია ისს-უფრო ატირდა და ტყუპს მიეკრა. ბიჭმა ხელები მოხვია და ისიც მასთან ერთად ატირდა. -ამმ წერილი მაქვს, მინდა წაიკითხო-უთხრა დუმილის შემდეგ ბაიამ და ზურგჩანთიდან ბლოკნოტი ამოიღო, შიგ საგულდაგულოდ შენახული წერილი იყო. ბიჭს მიაწოდა-გთხოვ ხმამაღლა წაიკითხე "ბარბარე, ჩემო პრინცესავ, იცი როცა დაიბადე ერთი ციცქნა იყავი. გეფიცები მახსოვს, როცა დაგინახე რა ვიგრძენი. დედამ მითხრა, რომ ეს წითელი, პატარა წერტილი ჩემი დაიკო იყო და მასზე უნდა მეზრუნა ისე, როგორც პრინცესაზე. იცი პირველად, როდია ვიგრძენი ჩვენი კავშირი? მაშინ, როცა შენი პაწაწუნა თითებით, ჩემ თითებს მოუჭირე. მაშინ მიბხვდი, რომ ყველა'ფერი იყავი. ვერცერთ დღეს ვერ ვძლებდი შენს გარეშე და ალბათ ლუკაც პატარა ძმასავით, რომ არ მიმეღო ეჭვიანობის ნიადაგზე მოვკლავდი. მახსოვს როცა 6წლის გახდი ვარდისფერი კაბა გაჩუქე. დედას მთელი დღე დავარბენიებდი, რათა ისეთი კაბა გვეპოვნა, როგორზეც ოცნებობდი. საბოლოოდ ჩემი დაჟინებული მოთხოვნით კაბა შევაკერინეთ, რადგან საოცნებო პრინცესას კაბა გქონოდა. 10წლის, რომ გახდი შენ გვერდოთ არ ვიყავი. მაშინ თინეიჯერი ვიყავი და დამავიწყდა, გეფიცები ყველაზე წმინდას, რომ ახლაც ვნანობ ერთადერთ უჩემოდ გატარებულ დაბადების დღეს. მაშინ გამიბრაზდი ისე, რომ 1კვირა ხმას არ მცემდი, ეს ჩემი ცხოვრების საშინელი კვირა იყო. პრინცესავ, შენ ყველაზე კარგი ხარ! პირველო დანახვისთანავე მივხვდი, რომ ყველაფერზე მზად ვიყავი შენს დასაცავად. ახლა ამის დროა, დროა იმის, რომ ყველაზე კარგი საქციელი ჩავიდინო და გიხსნა იმ წყეული განაჩენისგან, რასაც სიკვდილი ჰქვია. გთხოვ ჩემი გული მიიღო და გაუფრთხილდე. მე ვიგრძნობ და გულს მატკენს შენი ცუდათ ყოფნა, ხომ იცი სათუთი გული მაქვს, მინდა რომ დაიცვა შენი გული, ხოლო თქვენ ორივეს ლუკა დაგიცავთ. უთხარი მას, რომ მიყვარს და ვამაყობ მისით, შენ კი გახსოვდეს, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პრინცესა ხარ. შენი დამუ..." *** -ანუ ბაიას უფროსი ძმაც ყავდა?-ჩაეკითხა -ჰო...დამიანე -მომიყევი მასზე -დამიანე ყველაზე გულწრფელი პოროვნება იყო მათ შორის, ვისაც ვიცნობდი. ყოველთვის პოზიტივს და სიხარულს გამოხატავდა ყველას მიმართ. ის ჩემი და ჩემი დის კერპი იყო, უფროსი ძმა, დამრიგებელი, სამაგალითო პიროვნება... -რა რეაქცია გქონდა მაშინ, როცა გაიგე ეს ამბავი? -გაგიკვირდება და ჩემი სიამაყე გაიზარდა, თავი ავწიე ამაყად და ვთქვი, რომ ჩემი ძმა იყო გმირი, თუმცა გული მომიკლა იმის გაფიქრებამ, რომ უფროსი მეგობარი დავკარგე... -ვწუხვარ...ძალიან .... -ქალბატონო ფსიქოლოგო დღეს მზეა... -უკაცრავად? -დღეს მზე ანათებს, გუშინ კი თოვდა...ხომ გითხარით მარტი სიურპრიზებითაა სავსე... -მაშინებს შენი დამოკიდებულება ამ თვის მიმართ... -იცით, მარტი ის თვეა, რაც მე, ბაიას, საბას, დემეტრეს და დამიანეს გვაკავშირებს. აი ასე უბრალოდ აღმოჩნდა, რომ ყველა ჩვენგანი ვგიჟდებით ამ თვეზე და ყველას ჩვენი მიზეზი გვაქვს ამისთვის. და თქვენ?-მოუბრუნდა ჩვეულებრივ ფანჯარაში მოცქირალი ლუკა -რა მე?-დაიბნა -მინდა, რომ თქვენ აღწეროთ ეს თვე... -ვერ ვიტყვი, რომ ზედმეტად დიდ ადგილს იკავებს ეს თვე ჩემ ცხოვრებაში, უბრალოდ ეს გაზაფხულის პირველი თვეა და მორჩა... -მორჩა? სერიოზულად ქალბატონო ნიცა? არასდროს გიფიქრიათ მის მნიშვნელობაზე და ამოტომ! იცით რა არის მ'არტი?-იმედი! ჰო სწორედ იმედია. დაბურული, ცივი, დაუნდობელი ზამთრის მერე მარტი ხეებს შორის ურჩად შემოჭრილი სხივივით არის. მარტია იმის მაგალითი, რომ ყველაფერი ცუდო გაივლის და მზე გამოანათებს... ეს არის მარტი, იმედი იმისა, რომ ყვეკაფერი კარგად იქნება, ცუდს ყოველთვის მოჰყვება კარგი... -არ მიფიქრია ამაზე... -იცით კიდევ მარტს რა თვისება აქვს? ყველაფრის მიუხედავად მზად უნდა იყო ახალი დარტყმისთვის ცხოვრებისგან, ისე როგორც მარტის ორ დღეში თოვლი მზემ შეცვალა, ხოლო მზე წვიმამ-თქვა და გოგო ფანჯრისკენ გაახედა, რომელიც წვიმია წვეთებს უკვე დაენამათ *** -ხვალ დილით საბა მოფრინავს-უთხა ანიკას, სანდროს და თომას მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიდან მათთან მივიდა -მზადაა?-კითხა ანიკამ -ვფიქრობ კი, ოდესმე მაინც მოუწევდა ჩამოსვლა -რამდენი წელია არ მინახავს...მომენატრა საშინლად-ამოიოხრა ანიკამ -მე რატომ არ მახსოვს?-იკითხა თომამ -პატარა იყავი, როცა აქედან წავედით, ხომ იცი?-გაუღიმა ლუკამ -შენთან ერთად რატომ არ დაბრუნდა -ვერ შეძლო, უბრალოდ აქ გაჩერებას ვერ მოახერხებდა -მართალია, რომ როცა ტყუპს კარგავ სული გიცარიელდება?-იკითხა თომამ -ეს მას უნდა კითხო, თუმცა მეც გეტყვი, რომ მართალია. სისხლით არა, თუმცა მე და ბაია მაინც ტყუპები ვიყავით. მტკივა...ახლაც მტკივა მის გარეშე. იცი როგორი იყო? საოცრება იყო. ანიკას სპეციალურად წაიყვანდა ხოლმე იქ, სადაც სანდრო იყო. შემდეგ "შემთხვევით" ხან ყავა გადაესხმებოდა, ხან მე ვურეკავდი საქმე მაქთქო, ხანაც საერთოდ ვირუს მკიდებდა, რომ ესენი მარტო დაეტოვებინა-თქვა სიცილით და მანამდე ატირებული ანიკაც გააცინა -აჰა ესეიგი სპეციალურად?-ქმარს მიუბრუნდა წარბაწეული -გეფიცები მისი იდეა იყო-უცებ წამოიძახა -გინდა ხვალ ჩვენც წამოვიდეთ აეროპორტში?-კითხა სანდრონ -არა. მე დავხვდები მარტო ასე აჯობებს. თქვენ საღამოს მოდით. -კარგით *** დრო საშინლად იწელება, ლუკა დერეფანში დგას და ნერვიულად ელოდება ძმის გამოჩენას. ამ დროს საბა? უბრალოდ ცდილობს გაუმკლავდეს ტკივილს, რომელიც ჯერ კიდევ მოუშუშებელია. არ ნანობს ამ ნაბიჯს იმიტომ, რომ გრძობს ელოდებიან, ლუკა ელოდება... როგორც იქნა გამოჩნდა ახალგაზრდა კაცის სილუეტი, რომელიც არ გავდა ერთ დროს მომღიმარ, პოზიტივით სავსე ბიჭს. შეკრული წარბები მას შემდეგ გახსნა, რაც ლუკა დაინახა. არანაირი სიტყვა...არაფერი... ანდაც რატომაა სიტყვები საჭირო, როცა ერთი ჩახუტებით შეგიძლია გააზიარო გრძნობა. 1წლის უნახავმა "ძმებმა" ამ ერ მოხვევაში ჩაატიეს ტკივილი, მონატრება, სიყვარული... -წავედით?!-ლუკამ მტკიცე ხმით უთხრა რადგან ეჭვი არ ეპარებოდა საბაში და იგივე მტკიცე ხმით უპასუხა ლუკამაც -წავედით! მთელი გზა სიჩუმეში განლიეს. გგონიათ სალაპარაკო არ ჰქონდათ? ან უხერხულობას გრძნობდნენ? არა! უბრალოდ ლუკა მიხვდა ამ სიტუაციაში არაფერი ეთქვა, მანამ სანამ სახლში არ მოვიდოდნენ და საბა ბოლომდე არ შეიგრძნობდა იმას, რონ სახლში იყო, ოჯახში! გაუჭირდა სახლის ზღუბზე გადმობიჯება და დიდხანს იდგა კართან. საბა იმავეს გრძნობდა, რასაც ლუკა ერთი წლის წინ -უბრალოდ თვალები დახუჭე, იფიქრე, რომ იქ აქაა სადღაც და ბედნიერია იმით, რომ აქ ვართ ორივე-უთხრა ლუკამ. ერთი ამოისუნთქა და ნაბიჯი გადადგა. აკვირდებოდა კედლებს, ნივთებს, ყველაფერს... -ყველაფერი ისევ ისეა...გახსოვს ამ ფოტოს რა დიდი სიხარულით კიდებდა?-უთხრა და მეტად მოზრდილ ფოტოსთან მივიდა, რომელზეც ბაია და დემეტრე ჩახუტებულები იდგნენ შუაში, ხოლო ერთ გვერდს ანიკა სანდროს წყვილი უმშვრნებდა, ხხოლო მეორრ მხარეს ლუკა საბას. -ყველაზე ბედნიერი დღეები იყო... -ანიკას და სანდროს ვუთხარი, რომ საღამოს მოსულიყვნენ, თუმცა ხომ იცი ანიკა არ გაჩერდება და წუთი წუთზე აქ გაჩ...-სიტყვა დამთავრებული არ ქონდა კარებზე ზარი დარეკეს, ამაზე ორივეს გაეცინა. ლუკამ გააღო რაწამსაც ანიკა გიჟივით შემოვარდა და საბას კისერზე მოეხვია, მონატრებული სურნელიც ღრმად შეისუნთქა -ღმერთო, როგორ მენატრებოდა ეს სურნელი-ამოიოხრა ბიჭის კისერში თავჩარგულმა -მეც მენატრებოდი ჭინკავ-გაუცინა საბამ და ხელები უფრო მოხვია -ძვირფასო ცოლო, მეც დამითმე ეს ბიჭი რა..-უთხრა სანდრომ თუმცა მანც ისე მორხვია ანიკა ატ მოშორებია -ასე იყო ლუკა ნათლიაც რომ ჩამოვიდა, ორი დღე ვერ მოვაშორეთ -გაიცინა თომამ, რომელსაც პატარა დაიკოსთვის მოეკიდა ხელი და ისე იდგა -თომა...რამხელა ხარ-თვალებში სითბო ჩაუდგა საბას. ცოტა ხნით ანიკას მოშორდა და ბიჭი ჩაიკრა გულში -პატარა ქალბატონო მე საბა ვარ-იქვე მდგომ პაწუკასთან დაიხარა და ხელი გაუწოდა -მე ბალბალე ვარ-გაიკრიჭა-ლა ლამაზი თვალები გაქ ჩაბუკა-უთხრა "გაოცებულმა", რაზეც ბიჭს გაეცინა და მაგრად აკოცა ლოყაზე -შენ კიდევ ყველაზე ლამაზი პრინცესა ხარ! *** ორი დღე სახლიდან არ გამოსულა ლუკა, მთელ დროს საბას უთმობდა. შემდეგ უკვე მიხვდა, რომ რაღაც აკლდა...ვიღაც... -საბა მე გავდივარ-უთხრა უკვე მომზადებულმა ბიჭმა -შენ ქალბატონ ფსიქოლოგთან მიდიხარ?-ეშმაკურად აათამაშა წარბები ბიჭმა, რაზეც ორივემ გაიცინა-როდის გამოუტყდები, რომ მასზე გიჟდები -როცა ისტორიას მოვრჩები! -და შენზე როდის ეტყვი?-ამჯერად სერიოზულას კითხა-ან სანდროს და ანიკას მაინც თუ უთხარი -არა არაა საჭირო გაიგონ! არხ ერთმა...არც ნიცამ! ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ -ხანდახან მგონია, რომ მისი ტყუპისცალი შენ ხარ და არა მე. დაავადებაც კი ერთნაირი გერგოთ-მწარედ ჩაიცინა საბამ -ჰო მაგრამ ჩემი გული ძლიერია, უბრალოდ ხანდახან დახმარება სჭირდება. ასე, რომ შეგიძლია მშვიდას იძინო მე სიკვდილს და შენ ნებაზე მიშვებას არ ვაპირებ საბუკა-პატარა ბიჭივით აუჩეჩა თმა წარბშეკრულს და ოთახი დატოვა *** ოთახში მჯდომი ქალი მდივანს ელაპარაკებოდა, როცა ლუკამ შეხსნა კარი დაუკაკუნებლად -მაშო ყველა მიღება გააუქმე დღეს და ჩემ კაბინეტში არავინ შემოვიდეს!-თქვა და უკვე ფანჯარასთან მდგომ ბიჭს დააკვირდა, რომელსაც ტუჩის კუთხე ჩაეტეხა -ორი დღე არ ჩანდი-მოჩვენებით სიმშვიდეს არ კარგავდა ფსიქოლოგი, თუმცა შინაგანად ფრთებს ისხავდა მონატრებული პიროვნების დანახით -არ თქვათ, რომ მოგენატრეთ, ისედაც ვიცი-გაუღიმა თვალისმომჭელად, რამაც ქალი დაადუმა -როგორი იყო საბასთან შეხვედრა?-კითხა და ფანჯარასთან ახლოს, მის გვერდით დაიკავა ადგილი, რათა საყვარელი სურნელი შეეგრძნო -ცარიელი სივრცე შეივსო, ახლა მივხვდი თუ როგორ მაკლდა აქამდე. ვეღარ გავუშვებ -მაშ იქედან გააგრძელე სადაც გაჩერდი, როგორ შეეგუა საბა... -ყოველდღე გვეკითხებოდა მასზე, ყველა ფოტო დაათვალიერა მინიმუმ ათჯერ მაინც... *** -რატომ არ არის კედლებზე მისი ფოტოები? ან ასე ცოტა რატოა?-იკიტხა ერთ დღეს საბამ -მისი წასვლის შემდეგ ამოვიკვიატე ეს. უბრალოდ მივხვდი, რომ ფოტოები, კადრები ყოველთვის საჭიროა. თუ გვერდი არ გვეყოლება საყვარელი ადამიანი, მაშინ ფოტოებზე მაინც ვიქნებით ერთად. კაი წავედი ახლა შენ ტირან ძმასთან და ბოლოს რომელიმე თუ არ გამოვჩნდით ესეიგი ერთმანეთი შევიწირეთ-კისკისით დატოვა სახლი გოგომ და ღიღინით შეაბიჯა შენობაში -ანიკუს გამოფხილდი ქალო რაგჭირს-ჩაჰყვია ყურში მიძინებულ დაქალს -მე მოგკლავდი, მაგრამ საჭირო არაა ის დემონი იმდენადაა გაბრაზებული კაბინეტში გიბარებს-"დამწუხრებულმა" უთხრა -ოო ძალით ხო არ ამრევია ეს საბუთები უჰ-ამოიბუზღუნა და უფროსის კაბინეტისკენ დაიძრა. ერთი ამოისუნთქა და დააკაკუნა -მოდი-გაისმა ბოხი, მკაცრი ხმა და ბაიამ ლოცვა დაიწყო -ღმერთო ახლა გადამარჩინე და სუ ყველაფერს დავუჯერებ ხოლმე ლუკას-ჩაიდუდღუნა, თუმცა თითქმის გაღებული კარს მიღმა მაინც გაიგო დემერტემ და ყბები დაეჭიმა -დიახ პატივცემულო მიბარებდით?-ვითომ უდარდელად შეაჭრა, თუმცა დაძაბული იყო -ქალბატონო ბარბარე ცოტა ყურადღება გმართებთ-ქვემოდან ამოხედა ბიჭმა -ყურადღება არც თქვენ გაწყენთ, როცა გეუბნებით, რომ ბაია დამიძახოთ და არა ბარბარე-კბილებში გამოცრა გოგომ -ნუთუ?-ფეხზე წამოდგა და გოგოსკენ დაიძრა. ბაია უკან იხევდა და ბოლოს კედელზე აკრულო აღმოჩნდა -დი...ახ-თქვა დაბნეულმა თვალების ცეცებით და გამშრალი ტუჩებზე ენა გადაისვა -იქნებ მე მომწონს, როცა ასე გეძახი?-უჩურჩულა ყურთან და იქვე აკოცა. შემდეგ ყელზე ჩამოყბა და პერანგის ჩახსნილ ნაწილამდეც მიაღწია-ეს ბიუსჰალტერი ზედმეტად გამჭვირვალეა-უთხრა ისევ ჩუმად და მკერდის გამოჩენილ ნაწილზე მიაკრა ტუჩები, ზემოთ აცოცდა და ლავიწყე წაატანა კბილები, რის გამოც ბგერებიდან კვნესა აღმოხდა ბაიას. შემდეგ ცხელი ენა გადაუსვა და ტუჩები მიაკრა. "იდილია" კარზე კაკუნმა დაურევიათ. დემეტრემ კიდევ ერთხელ აკოხა ყელში, პერანგი გაუსწორა და მოშორდა. მთელი დღე გათიშული დაბოდიალებდა და მხოლოს ლუკასთან ლაპარაკი უნდოდა. როგორც კი სახლში მივიდა, გაუმართლა, რადგან მხოლოხ ლუკა დახვდა. ოთახში შეუვარდა და მარტო შორტით გაწოლილ ბიჭს ჩაეფსკვნა. ტირილი აუტყდა -ბაია ჩემო პატარავ რა გჭირს? ხო კარგად ხარ? რამე გტკივა? გთხოვ ნუ მაგიჟებ მითხარი-ეგრევე წამოიწია ლუკა და სახეზე ეფერებოდა -ლუკა მიყვარს-ამოისლუკუნა ისევ-რატო მიყვარსს, ან როდის შემიყვარდა?-ბიჭმა ამოისუნთქა და გულზე მიიკრა გოგო -ჩემო სულელო გული გამიხეთქე. რა არის იმაში ცუდი, რომ დემეტრე გიყვარს? -დაიცა მე არ მითქვა... რა თქმა უნდა, იცი ჩემზე ადრე მიხვდი-შეუღრინა-რა და ის, რომ მას აე ვუყვარვარ-ტუჩები გაბუშტა -ჰო? "არ იუ შუარ?"-წარბები აათამაშა ბიჭმა -რა? რამე იცი?-უცებ ჭყიტა თვალები -მე ის ვიცი, რომ ეგ ბიჭი მალე მომკლავს თუ არ ეტყვი, რომ ძმა ვარ მე-ამოიბუზღუნა და ბაიას ბალიში მოცხო. შემდეგ ბალიშებით იჩხუბეს და საბოლოოს არცერთი მთელი, რომ აღარ დარჩა ლუკამ ლოგინზე დააგდო და მოხაჭუნება დაუწყო. ბაიას კისკისი მთელ სახლში ექოსავით გავრცელდა და ახლად შესულ საბას და დემეტრეს ყურამდეც მიაღწია.საბამ გართობა გადაწყბივიტა და დემეტრე ლუკას ოთხისკენ "წაიღო" მერე თვალებზე მიიფარა ხელი და ისე შევარდა -იცოდეთ შემოვდივართ და ცელქობას მორჩით-თქვა სიცილით და მერე მოიშორა ხელი. ბაიამ გადასაფარებელი ესროლა (აბა ბალიში აღარ იყო) და იქვე მდგარ წარბებშეკრულ და დაძაბულ დემეტრეს გახედა -რა ამბავია აქ რახდება ომი იყო?-ისევ სიცილით იკითხა საბამ -ლუკჩოს წამოუარა და ეს ტირანი უფროსისგან ბოლო მოღებულო ბავშვიც ამიყოლია-გაიკრიჭა ბაია -ლუკჩომ ჰო? კაი?-"გაიბუტა" ბიჭი -კარგი გეყოთ გამოდით გარეთ ახლა-ყველა სამზარეულოში გავიდა -ლუკჩო ჰო?-ჩაიდუდღუნა ლუკამ და თავისი გეგმით კმაყოფილმა გაიღიმა. გავარდა ოთახში უცებ ჩაიცვა და უკან დაბრუნებულმა საბას ჩაავლო ხელი -საბუ დედაჩემმა დარეკა საყიდლებზეა ლიკოსთან ერთად, ჰოდა ბიჭები მოდით მოგვეხმარეთო-ჩამოურიკრიკა -აუ რა საყიდ...-დაიწყო საბამ, თუმცა ლუკამ თვალები დაუბრიალა და მიხვდა-რა თქმა უნდა თან დედაშენს გავიცნობ -მეც წამოვალ ეეე-წამოხტა ბაია -დარჩი მანდ-თქვეს ბიჭებმა ერთად -ბაია არ მინდაო ლიკამ, მარტო ბიჭიო -თან დემეტრეეს მარტო ვერ დატოვებ-უცებ აკოცეს ლოყაზე ორივენ და სახლიდან გაქრნენ -ეს რა ჯანდაბა იყო?-იკითხა გაკვირვებულმა გოგომ და ეგრევე ტელეფონს ეცა -რაიყო გოგო მოკალი უკვე? ჯერ ბინიდანაც ახლა გავედით-ამოიფრუტუნა ლუკამ -ლუკა დევდარიანო, თავს გაგიტეხავ და მარილს მოგაყრი ჭრილობაზე-გამოცრა კბილებში-მაგას კიდე სიცილით რომ იგუდება გველების ორმ... -კაი ცხოვრება წყნარად, მე და საბუკა დღეს ვიტასავებთ, ამიტომ გვიანობამდე არ მოვალთ. ნუ ახლა სულ ისეც ნუ იზავთ 9თვეში დიშვილი გვყავდეს-გაიცინა ბიჭმა და ტელეფონი დაკიდა -რა?...გაგთიშა ჯანდაბამ-ჩააყვირა ტელეფონში და იქვე მოცინარ ბიჭს გახედა-რა გაცინებს შენ სახლში არ მიდიხარ? -იყოს დაველოდები საბას -გვიანობამდე არ მოვა, ამიტომ შეგიძლია მიბრძანდე -ჰო?-ფეხზე წამოდგა და გოგოსკენ წავიდა -არა არა არ მომეკარო-ხელები წინ გამოწია ბაიამ -დარწმნებული ხარ?-უფრო მიუახლოვდა-არც ასე შეგეხო?-ხელი წელზე შეუცურა და მოკლე მაიკა უფრო აიწია. ტაომ დააყარა და დამუნჯდა-არც ასე?-მეორე ხელის თითი ლავიწზე გადაუტარა და თავი კისრისკენ დახარა. ჯერ ყურთან ახლოს აკოცა შემდეგ კი მთელ კისერს დაეპატრონა. ნელ-ნელა სახისკენაც აიწია, ჯერ ლოყაზე მიაკრა ტუჩები შემდეგ ტუჩის კუთხესთან, საბოლოოდ კი გამომწვევ ბაგეებს დაეპატრონა. კოცნიდა ნელა, მაგრამ მომთხოვნად. როცა გოგომ თმებში შეუცურა ხელი ამოიგმინა, ხელები საჯდომზე წაავლო და მუცელზე შემოიჯინა. ისე უცებ აღმოჩნდა კედელზე აკრული, ვერც კი მიხვდა. ტუჩებს მოშორდა და ისევ ყელში გადაინაცვლა. ბაიას გონება როგორღაც ამუშავდა -დემეტრე...გაჩერდი...-ამოიოხრა. ბიჭმა თავი ბაიას ყელში ჩარგო და კანს დაუწყო წუწვნა შემდეგ კი ენა გადაატარა -ჯანდაბა...კონტროლს მაკარგინებ-ამოიღმუვლა ბიჭმა -მე...რა ჩემი ბრალია?-პატარა ბავშვივით ამოილუღლუღა გოგომ. დემეტრემ ახედა და მის ჟესტზე ღიმილი ვერ შეიკავა-შენ იღიმი? ეგ შეგიძლია? ან იცოოდი ღიმილი რა ხილია?-ბურუსიდან გამოსულმა გოგომ უცებ დაიწყო ტიკტიკი -მგონი გაბრუებამ გაგიარა, მოდი ისევ ვცადოთ-უთხრა და ისევ დაეწაფა გოგოს ტუჩებს -მგონი კოცნაში მოიკოჭლებ, ნუთუ ლუკამ არ გავარჯიშა?-მაინც ყველაფერი გააფუჭა ბოლოს. ამის გაგონებაზე უცებ გამოფხიზლდა გოგო. დემეტრეს სხეულიდან ჩამობობღდა და ძალიან წყნარად (ლუკასგან გადმოდებული სიწყნარით) განუცხადა -მართალი ხარ ლუკამ არ და ვერ მავარჯიშა, პროსტა ძმაკაცი/ძმა, რომ ასეთ რამეში გავარჯიშებს ტეხავს. ახლა კი თუ შეიძლება ჩემი სახლი დატოვეთ პატივცემულო-ჩამოყალიბა გარეგნულად მშვიდმა, თუმცა ერთი სული ჰქონდა მარტო დარჩენილიყო და რამე დაეფშვნა შემდეგ კი ეტირა. -არა იყოს დავჩები-განუცხადა თავისი მოსაზრების დამტკიცებით ბედნიერმა დემეტრემ -რა?-აქ უკვე იფეთქა, თუმცა მალევე დაწყნარდა-კარგი იყავი მე ნუ შემაწუხებ შხაპი უნდა მივიღო-უთხა და უცებ შევარდა სააბაზანოში. დაახლოებით 2საათი გაატარა იქ. ახლა მაინც არავინ უყვიროდა კარებიდან მალე გამოდიო, ამიტომ შეირგო. როცა ამოვიდა გააცნობიერა, რომ მხოლოდ პირსახოცი ჰქონდა შეტანილი და თავის თავზე ნერვები მოეშალა. რაც ეცვა ისიც სარეცხ მანქანაში ტრიალებდა უკვე. ბოლოს თავისი თავი დააჯერა, რომ დემეტრე უკვე წასული იქნებოდა, ამიტომ გამოსვლა გადაწყვიტა. ნელა გამოვიდა და როცა დარწმუნდა არავინ იყო, თავის ოთახს მიაშურა. არხეინად გახსნა კარი და უკვე პირსახოცის მოხსნას აპირებდა, რომელიც მხოლოდ საჯდომს უფარავდა, როცა მის ლოგინზე წამოწოლილი დემეტრე დაინახა. იყვირა რაზეც ბიჭმა თვალები აატრიალა, თუმცა როცა დაინახა რა მგომარეობაში იყო გოგო, თვალებშუ ჭინკები აუთამაშდა -აქ რა ჯანდაბა გინდა?-მჭიდროდ მიიკრო ხელები -ასე ჩემთვის მოემზადე ჰო?-ტუჩები დაისველა ბიჭმა -რა? რაებს ბოდავ-წამოიყვირა და სახეზე სულ აწითლდა-ახლავე გადი უნდა ჩავიცვა -რა თქმა უნდა-მშვიდად წამოდგა და გაშეშებულ გოგოს მიუახლოვდა-თუმცა არა მოდი მოგეხმარები-დაბარებულივით იმ უჯრასთან მივიდა და გამოაღო, სადაც საცვლები იყო -ოუ ამ იასამნისფერ თეთრეულში საოცრება იქნები-ამოიღო ჯერ კიდევ მარკიანი ზედმეტად სექსუალური თეთრეული, რომელიც ანიკამ სიტყვებით "იქნება პირველ ღამეს ეღირსო და მაშინ ჩაიცვი შენი ფოხანები გულს გაუხეთქავს კაცს" აჩუქა -მომეცი და აქედან გაქრი-უცებ ააართვა და უკვე პამიდვრის ფერი ედო -სხვათაშორის ახლა ამ საცვლის ფერი სახე გაქვს-ისევ დაწვდა ერთ-ერთ საცვალს, რომელიც სიწითლით ბაიას ლოყებს არ ჩამოუვარდებოდა -გაქრი აქედან მალე-კიდევ ერთხელ უთხრა -უკვე მივდიოდი, თუმცა ამის გარეშე ვერ წავიდოდი-უთხრა ისევ აიკრა სხეულზე და მის ტუჩებს დააკვდა. ერთი ხელი საჯდომზე მოუჭირა -ხო სხვათაშორის ჩემი კვალი გიხდება სხეულზე, დიდი სიამოვნებით დავტოვებდი სხვაგანაც-უთხრა და მის კისერზე გაჩენილ სილურჯეს ჩამოუსვა თითი. ისე უცებ გაქრა ოთახიდან ბიჭი ვერც კი შეამჩნია. გონს რომ მოვიდა სარკეს მივარდა და კისერი შეიმოეწმა -ველური-ჩაიდუდღუნა, თუმცა მაინც ჩაეღიმა და ჩაცმა დაიწყო. ტელეფონი აიღო და ლუკას დაურეკა -იცი ვეჭვიანობ ამას რატო ურეკავ სულ და არა მე-ტელეფონს მიღმა საბას წუწუნი გაისმა, რამაც ბაიას და ლუკას სიცილი გამოიწვია -არ ინერვიულო ცხოვრება, მე შენი ერთგული ვიქნები-თქვა ლუკამ და აშკარად კოცნის ხმა იყო -ფუუ გადი, ნახე რა გოგოები არიან ნუ დააფრთხე-ჰო აშკარად ორივეს დაავიწყდა ყურმილს მიღმა ბაიას არსებობა -ძმებოო შეწშვით ცანცარს და სახლს დაუბრუნდით. ხო კიდე ტკბილი წამომიღეთ რამე და კოლა-დააყოლა ბაიამ -უკვე მანქანაში აწყვია ჩემო ცხოვრება, რომ გამოვედით მაშინ გიყიდე მერე დამავიწდებოდა-უთხრა ლუკამ და გაუთიშა. 10 წუთში ორივე სახლში იყო და ბაიას სამუზეუმო ექსპონავტივით აკვირდებოდნენ -რა?-"გაიკვირვა" -დაფქვი-იყვირეს ორივემ ერთად -ოოო რა დაქალებივით მეჭორავებით რანაირი ძმები თქვენ ხართ?-ამოიბუზღუნა -არა"ღ"რუზინები ჰე ახლა გისმენთ -მაკოცა-თქვა და თავი ლუკას ყელში ჩამალა -გამოწი ქალო თავიი და თქვი ახლა რავარი ბიჭი მყავს? იცის კაი კოცნა?-საბამ გამოაწევია -რაიცის ახლა ამან კაი კოცნა რა არი და გლახა კოცნა. პირველად აკოცა ვიღაცამ-უთხრა სიცილით ლუკამ -არააა? შანსი არაა? რაიყო გოგო არავის მოწონდი? -მე კი მოვწონდი ბევრს, სამაგიეროთ ლუკას არ მოწონდა ვინმე ან სანდროს და მერე ისინი ისე იყვნენ მოწყობილები თვალით არ მენახებოდნენ-ამოიბურდღუნა -რაიყო ბიჭო არ თქვა ახლა ქალაქის მთავარი გამომძიებელი და შენი ძმა უნდა ვცემოო-გაეცინა საბას -ისინი ს*რები იყვნენ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამას არ უყვარდა არცერთი. შენი ძმა კიდე ორივე მიზეზის საპირისპიროა-გაიკრიჭა ლუკა -ლუკაა-ბაიამ ბეჭში ჩაარტყა და ლოყებზე აწითლდა -ჩემო პატარა-გოგონა გულში ჩაიკრა-მაგრამ მაინც ვცემ მას, რომ აწყენინოს-დააყოლა ბოლოს სერიოზულად. *** -იცი ვცდილობ და ვერაფრით წარმოგიდგენ ეგეთი ხასიათით-უთხრა ჩაფიქრებულმა გოგომ -მაინც როგორით?-გამოხედა ბიჭმა -მუდამ მხიარული, მოცინარი, ცანცარა. სპორზე შეყვარებული თინეიჯერი, რომელიც ყველა მომენტს კამერით აფიქსირებს -ალბათ იმიტომ, რომ ეგეთი ბიჭისგან აღარაფერია დარჩენილი -მინდა ბაიაზე მომიყვე, სულ თავიდან, მხოლოდ თქვენ ორნი-უთხრა მას შემდეგ, რაც ფანჯარასთან მივიდა და ლუკას მსგასაც თვითონაც მოუკიდა სიგარეტს -23წელი ზუსტად 23წელი მე და ბაია ერთმანეთით ვცოცხლობდით. პირველი მოგონება, რაც ქვეცნობიერს აქვს დამახსოვრებული არის ჩვები მეოთხე დაბადების დღე, როცა ტორტზე სანთლები ერთად ჩავაქრეთ და ერთმანეთს მოვეხვიეთ. ამიდ შენმდეგ უკვე ყველა მოგონებაში ისაა, არცერთი ბედნიერი თუ უბედური წუთი არ არსებობდა მის გარეშე. ყველაზე ცუდი მოგონება დამიანეს სიკვდილი იყო მახსოვს, როცა ამის შესახებ ვუთხარით გვერდით ვეჯექი, ხელები მოვხვიე და მთელი გულით ვინატრე მისი ტკივილი ჩემზე გადმოსულიყო. მახსოვს დამიანეს ბოლო სიტყვებიც. გვერძე გამიყვანა საავადმყოფოში და მითხრა "გამაგრდი ლუკაჩო, ჩვენი ანგელოზი არ დაგტოვებს. ხომ იცი როგორი ძლიერია, თან შენს გარეშე ის ვერსად გაძლებს. მინდა დამპირდე, რომ მას სულ დაიცავ -დამიანე ახლა ამის დრო არ არის. როცა დაგვიბრუნდება მას ორივე დავიცავთ -ლუკა უბრალოდ დამპირდი-მკაცრი იყო დამიანეს ხმა -რა თქმა უნდა, დავიცავ. ამას კითხვაც არ უნდა! -ვამაყობ შენით! ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ შენ და გახსოვდეს, რომ უფროსი ძმა შენით ამაყობს" მითხრა და ჩამეხუტა. აი ასე უბრალოდ. უნდა მივმხვდარიყავი...მაშინ უნდა მივმხვდარიყავი რას აპირებდა. პირობა ვერ შევასრულე ვერ დავიცავი ჩემი პრინცესა-ამ ყველაფერს შესაშური სიმშვიდით ძარღვებდაჭიმული ამბობდა. უკანასკნელად გამოუშვა ბოლი პირიდან და ჩანამწვავი სიგარეტი ფანჯარაში ისროლა. -მომავალ შეხვედრამდე ქალბატონო ფსიქოლოგო-ტუჩის კუთხეში კოცნა დაუტოვა და ოთახიდან გაქრა. დატოვა გრძნობებ და აზრებ არეული ქალი მარტო *** -აბა ლუკაჩო რაო ნიცუკამ?-გაეკრიჩა სახლში შესულ ლუკას საბა -შენი ნიცუკა არაა რაა-მასაც გაეცინა -კარგი ხო შენი ნიცუკა და ჩემი "ფიუჩერ" რძალუკა -მოისვენე და წამო ოჯახს შევუვარდეთ ავაწრიალოთ -ახლავე თან ბავშვებს ვნახავთ -თუ სიცოცხლე გინდა თომას ბავშვი არ დაუძახო!-სახლი სიცილით დატოვეს და ანიკასთან წავიდნენ -დიდუუ ვინებმა გვიკადრეს ქმარუკა მოი ნახე-ამოიქოთქოთა გოგომ და ორივეს მოეხვია.-შემოდით -თუ ისეთი ვინმე არაა ვინც ჩემთან ერთად დალევს გაუშვი-გაისმა სანდროს ხმა შიგნიდან -და მერე ვინ თქვა, რომ ვერ დავლევ სანდრიკ?-თქვა საბამ სიცილით -აა კაცი ბიჭო! აბა ეს სულ გადაჯიშდა იმ ამერიკაში ორ ჭიკას თუ დალევს მეტს არა-შეუბღვირა იქვე მდგომ ლუკას სანდრომ -არაა საჭირო ამისთვის ის ორი ჭიქაც-თქვა საბამ სიცილით, თუმცა თვალები დაუბრიალა ბიჭს -ჰე ცოლო დატრიალდი ახლა -სადაარიან თომა და ბარბარე? -ვინმემ ბალბალე თვა?-ოთახიდან ძმაზე ხელჩაკიდებული ფერია გამივიდა-ჩაბააა-იყვირა და ბიჭს ჩაეხუტა -პრინცესა... -ბარბარე მე? იცოდე ვეჭვიანობ-გაიბუსხა ლუკა -თქვენ სუ როგორ უნდა ეჭვიანობდეთ ერთმანეთზე? -ნათლი მოდი მე ჩაგეხუტები შენ-გაიკრიჭა თომა და ის მოეხვია ლუკას -აი ჩემი კაცი! მაგიდა უცებ გაშალა ანიკამ და იქეთ მიიპატიჟა ბიჭები. კარზე ზარის ხმა გაიგონეს -ელოდებით ვინმეს?-იკითხა შეკრული წარბებით საბამ -გახსენი ეგ წარბები ერთი უჰ. ჰო ამ სართულზე მცხოვრები ერთი-ორი გოგო დავპატიჟე-ეშმაკურად გაიღიმა და ლუკას თვალი ჩაუკრა, ამ უკანასკნელს კი ჩაეცინა -რა უნდა ახლა ჩემ წარბებთან? -მოისვენე და გაიღიმე. ნუ დააფრთხობ გოგოებს-უთხრა სანდრომ და ახალშესულებს გაუღიმა -ნიცა როგორ ხარ? -გოგო გადაკოცნა -კარგად სანდრო შენ? ბატონო ლუკა მიხარი თქვენი კვლავ ნახვა -ბატონო ლუკაო? კვლავ ნახვაო? ნიცა? მოიცა კაცო შენ ხან ამის ფსიქოლოგი?-უცებ გამოერკვა საბა -დიახ მე ნიცა და თქვენ?-ხელი გაუწოდა -საბა ახვლედიანი, ლუკაჩოს არაბიოლოგიური ძმა სასიამოვნოა -ლუკაჩოს მოგცემ მე შენ-შეუბღვირა ბიჭმა -ჰე ახლა მეორე სტუმარიც გვყავს მოგვაქციეთ ყურადღება-ჩაახველა ანიკამ -უი გაიცანით მაშო, ჩემი მარჯვენა ხელი და ამასთანავე ჩემი დაქალი. ლუკა, საბა და სანდრო, ანიკას მეუღლე -სასიამოვნოა ოქრო. დასხედით რას უცდით. დღეს ვსვავთ ყველა და არანაირი პროტესტი!-უცებ მიაყარა სანდრომ და ყველა სუფრას შემოუსხდა -საბა რას საქმიანობთ?-დრო იხელთა ნიცამ და კითხა, ამაზე კი ლუკას ჩაეცინა, რომელიც თვალებით ბურღავდა გოგოს -ბიზნესი მაქვს საკუთარი. ამერიკაში ცხოვრების დროს დავიწყე და ლუკას დახმ... -საბა რა დროს საქმეზე ლაპარაკია დალევას აპირებდი შენ-თვალები უბრიალა ლუკამ -რას ქვის შენ? შენ არ სვავ ვაჟბატონო?-კითხა თვალებდაწვრილებულმა ანიკამ -ერთი ფხიზელი პიროვნება საჭიროა, თან საბა ხო უნდა წაიღოს ვინმემ. მგონი მაშოც წასასვლელია და მასაც მე გავიყვან-უცებ დაიძვრინა თავი -არა ჩემი წაყვანა არა საჭირო არც მე დავლებ -ყვავილო ჩემი ლუკაჩო წაგვიყვანს ნუ ღელავ შეგიძლია დალიო. -გაუღიმა საბამ -აქ დარჩ..-დაიწყო ანიკამ -ანიკუს არ მინდა სხვაგან დარჩენა -მაშ კარგი გვიყურე ამდენ მთვრალ ხალხს შენ-ენა გამოუყო ანიკამ -შენ შვილები, რომ გყავართ მისსახედი დაგავიწყდა დედიკო?-ლოყაზე აკოცა თომამ -დედიკომ გენაცვალა შენ! შენ მიხედავ ბაი...ბარბარეს ხვალამდე არ შემახსენოთ თავი! ყველა სვავდა, ლუკა კი უბრალოდ მათ უყურებდა. ნიცამ დაიჭირა მზერა, თუ როგორ უყურებდა ლუკა საბას და მიხვდა თუ რა ძვირფასი იყო მისთვის. თვალით ბურღავდა უკვე შემთვრალ გოგოს ლუკა და ეღიმებოდა -მინდა სიყვარული დავლოცო. იმედია მომიტევებ შეყვარებული საზოგადოება, როცა მრ ვიტყვი, რომ მხოლოდ და-ძმურ სიყვარულს ვლოცავ, კონკრეტულად კი მინდა ის სიყვარული დავლოცო, რომელიც ბაიასთან და დემეტრესთან გვაკავშირებდა თითოეულ ჩვენგანს. იცით როგორი იყო ბაია? სიტყვებით, რომ ვერ აღწერ! იყო საუკეთესო და, ტყუპი, დაქალი და ცოლის დაქალიც. ალბათ საუკეთესო დედაც იქნებოდა-ხმა ჩაუწყდა საბას-ბაია ახვლედიანს და დემეტრე ყიფიანს გაუმარჯოს-თქვა და დალია. ანიკა ტიროდა, სანდროს თავი ჩაეხარა ხოლო ლუკა გაშტერებული იჯდა, ბოლოს ჭიქა აიღო და უსიტყვოდ დალია. -ამ უკაცრავად დემეტრე ყიფიანი ახსენეთ ჰო?-იკითხა ჩუმად მაშომ-გამომძიებელი, რომელიც 10წლის წინ დაიღუპა -იცნობდი მას?-იკითხა საბამ -შორიდან. მის ძმას უფრო ვიცნობდი -საიდან?-ჩაეკითხა საბა, რადგან შანსი ქონდა გაეგო საიდან ეცნობოდა თვალები, რომელმაც შემოსვლის წუთიდან დაატყვევეს -ჩვენ მეზობლები ვიყავით. თანატოლები ამიტომ სულ ერთად ვთამაშობდით. 12წლის ვიყავი, როცა გადავედით მის შემდეგ არ მინახავს -მერე სიხარულო აგ..-დაიწყო ანიკამ, თუმცა ვინ აცადა -ანიკა უნდა დალიო-უთხრა საბამ და თვალები დაუბრიალა, ნიცას კი ამაზე ჩაეცინა, რითაც ლუკას ყურადღება ისევ დაიმსახურა. გვიან წამოიშალნენ და კარისკენ წავიდნენ -ლუკაჩო ქვემოთ ვიქნებით-გაძახა საბამ და მაშო წაათრია -აბა ჰე კაათ-ანიკამ კი კარები ხ ცხვირ წინ მიუხურა წყვილს -მგონი დათვერით ქალბატონო ფსიქოლოგო- კედელს მიეყრდნო და ლოყებაწითლებულ ქალს გაუღიმა -თქვენ კი ზედმეტად ფხიზელი ხართ ბატონო "ლუკაჩო" -ჩაიკისკისა ქალმა -მგონი ზედმეტად გაგათამამათ სასმელმა-ქალისკენ დაიძრა -ნწ-თავი გააქნია-მე ისედაც თამამი ვარ, ეს თქვენ მოქმედებთ ასე და მაბნევთ! -ნუთუ?-უფრო დიდზე გაეღიმა -დიახ! თქვენ ზედმეტას...ჯანდაბა რატომ ხარ ასე ახლოს? -კედელზე აკრულს აღმოხდა -ახლოს? ანუ ასეთ დისტანციაზე?-კითხა და ინდენად ახლოს მივიდა, მენჯებით ეხებოდა -დ..იახხ-ტუჩები გაისველა -მგონი ეს თქვენი ბინაა-ჯიბიდან შესაშური სიჩქარით ამიუღო გასაღები და კარი გაუღო-ღამე მშვიდობისა, ნიცა...-ტუჩის კუტხეში ისევ დაუტოვა კოცნა და გაქრა. -ლუკაჩო სად ხარ ამდენ ხანს? მე უკვე გამოვიძინე-აუბუზღუნდა საბა მანქანაში ჩაჯდომისთანავე -ამ ლუკაჩოს ნუ მეძახი ერთი ყველაზე სერიოზულ ნეიროქირურგს -არც ლუკამ დააკლო -შენ ჩემი ლუკაჩო ხარ მარტო არავის ვუყოფ შენ თავს! -კაი მაშინ თმას მოვიზრდი და კოშკში გამომკეტე, შენ კიდე როცა მოგინდება თმით ამოგიყვან ჩემ სანახავად- მაშო უყურებდა ორ ზრდასრულ პიროვნებას და ხალისობდა. შეუმჩნევლად კამერაც ჩართო და უღებდა -მაშიკო შენ ნუ უსმენ ამას, სიმთვრალედი ზედმეტად გულთბილია-სარკეში გადახედა ლუკამ -არა საყვარელია-უნებურად წამოცდა, ამაზე კი საბას ჩაეცინა -ბავშვობიდან საყვარელი ვიყავი, მაგრამ პირველად, როცა ერთმა წითელცხვირა გოგომ ეგ მითხრა თმაზე მოვქაჩ-უთხრა და გაკვირვებულ გოგოს გახეხა-მომავალ შეხვედრამდე მაშო-უთხრა და სწორედ ამ დროს გააჩერა მანქანა ლუკამ. -მადლობა-დაბნეული გადავიდა მანქანიდან და სიბნლეში გაუჩინარდა -მაგრად გაები-უთხრა დიდი დაკვირვების შემდეგ ლუკამ საბას -ვიცი! *** -საბა... ის ძალიან ჰგავს ბაიას-უთხრა ქალმა წყნარად -ჰო? -ქვემოდან ამოხედა-კიდევ რისი კითხვა გინდოდა მისთვის? -იმის არა, რასაც თქვენ ისედაც მეტყვით -ნასვამი სხვანაირი ხართ-ტუჩის კუთხე აწია -ჰო?..იმედია ცუდი არაფერი ჩავიდინე-თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა, რამაც ბიჭი მიახვედრა, რომ მშვენივრად ახსოვდა წინა საღამო. გულში ჩაეცინა -იქნებ განაგრძო... -მეორე დილით ბაია ზედმეტად "ლამაზად" გამოგვეცხადაა.... *** -ვოჰაა რა გინდა გოგო ჩემ გძმას გულმა დაარტყას? პატარა ასაკის კი არაა-ბიჭებმა მაღლებზე შემდგარი, მუხლს ზემოთ, ღრმა ჭრილით კაბით და გამჭვირვალე საროჩკით მდგომი და შეათვალიერეს -ოო შენი და ვარ მეც რას ამოიკვიატე ჩემი ძმა ჩემი ძმაო-ამოიბუზღუნა ბაიამ-აი ლუკა მეტყვის როგორ გამოვიყურები-ბიჭს მიეხუტა და ქვემოდან ახედა -ყველაზე მშვენიერი ხარ პრინცესა-შუბლზე აკოცა -ოოო ლუკაჩო მაცადე გავერთო რააა-ამოიბუზღუნა საბამ -ლუკაჩოს გიზავ მე შენ-შეუბღვირა-შენ რა გაკისკისებს? -ლუკაჩოოო ვაიმე ცუდათ ვარ. მაგას მეც ვერ ვუძახი ისე მიბღვერს -გადი შენ! წადი ! მიდი! გამშორდი! -აბა ჰეე ჩაოო -ორივეს ლოყაზე აკოცა და ამაყი ნაბიჯებით წავიდა * -ოუუ იმენა სექსბომბა ხარ ბაიუს-შეეგება დაქალი -"აი ნოუ ბეიბი" -ყველანი თუ აქ ხართ დავიწყოთ-ოთახში დემეტრე შემოვიდა, რომელიც საბუთებში იყო ჩამძვრალი. სტუდენტებს გადმოხედა, ბაიას სხეულს თვალი ააყოლა და ტუჩის კუთხე ჩატეხა შეუმჩნევლად -სხვადახვა ხალხთან გაგანაწილებთ და მათთან ერთად იმუშავებთ საქმეზე. 2-2იქნებით -ჩვენი სურვილით ვიქნებით თუ თქვენ აგვარჩევთ?-გაიწელა ერთ-ერთი -მხოლოდ მე არა! კურატორებმა უკვე ვიმსჯელეთ და რაღაც კრიტერიუმების მიხედვით გავანაწილეთ. გიორგი დაიწყე-გვეერდით მდგომ ბიჭს გახედა. ყველა კურატორი ასახელებდა მოსწავლეებს და ოთახს ტოვებდნენ. ბოლოს ოთახში ბაია, ანიკა და დემეტრე დარჩნენ -ვიფიქრებდი მიკერძოებას აქვს ადგილითქო, მაგრამ ეს მურმანის ეკალივით მე არ ჩამაკვეხებდით-თქვა სიცილით ანიკამ, ხოლო ბაიამ ხელზე უჩქმიტა -არანაირი მიკერძოება! საქმე საქმეა-თქვა სერიოზული ხმით დემეტრემ -ჰო თავიდანვე უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ეს ორი ძმები ვერ იქნებოდნენ. ჩემი საბუკია ბულკია აბა-ენას არ აჩუმებდა ანიკა -ამოისუნთქე მიდი, ახლა საქმეს გაგაცნობთ. მთელი დღე ვერ მოიხელთა გოგო და უკვე აღიზიანებდა ეგ ფაქტი, ბაია კი უბრალოდ ერთობოდა ამით და უფრო იწვევდა. ბოლოს სამივე დემეტრეს კაბინეტში ისხდნენ გადაღლილები -აუ შეფ დავიღალე რამდენ რამეს მავალებ ამ გაწრეპილ გოგოს. იცოდე შენ ძმასთან, ჩემ ქმათან და ლუკასთან ჩაგიშვებ და მერე გცემენ ისინი. შენ საბუკას ვერ გაიმეტებ და გამოძვრებიან-ბუზღუნებდა ანიკა -ამოისუნთქე ახლა, თორე გაიგუდები და რა ვუთხრა მერე სანდრიკას?-გაეცინა ბაიას -აი "კაკ რაზ" მომწერა მელოდება ჩემი პრინცი აპა ჰე არივედერჩი -მოიცა მეც გამიყ... -აპა რა ჩემ ქმართან მარტო მინდა მე! დაურეკე ლუკას და მოგაკითხავს ან აგერ პატივცემული გაგიყვანს-თვალი ჩაუკრა დემეტრეს და ოთახიდან გაქრა -სულ ამდენს ლაპარაკობს?-იკითხა მოჭუტული თვალებით -ამაზე მეტსაც!-დემეტრე წამოდგა და ბაიას წინ სავარძელზე ჩამოჯდა. სახიდან თმა გადაუწია, რაზეც გოგოს თვალები მიეხუჭა -დაიღალე?-კითხა მზრუნველი ხმით -ძაან! არ უნდა ამერჩია ეს საქმე-ხმადაბლა, დახუჭული თვალებით საუბრობდა. მალე სუნთქვა იგრძნო სახეზე შემდეგ კი შეხება ტუჩებზე, რომელსაც მთელი დღე ელოდა. თითები თმებში შეუცურა და კოცნა გააღრმავა. ნაზად უკოცნიდან ბაგეებს ბიჭი შემდეგ კი უჰაერობის გამო მოშორდა -გინდა გავისეირნოთ?-კითხა ბიჭმა -გასეირნება არა ვიცი რაც მინდა. წავიდეთ-შენობიდან გავიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ -აბა საით? -ჩემ ბინასთამ მიდი-დემეტრემ იფიქრა, რომ ბაია არ მიყვებოდა და ეწყინა. მთელი გზა სიჩუმეში გალიეს. ლიფტში შესულს გაკვირდა ბაიამ თავისი სართულის ნაცვლად, ბოლო სართულზე, რომ დააჭირა? -ეს... -ნუ გეშინია არ გამოგაგდებ-ჩაიკისკისა გოგომ. სახურავზე გავიდნენ, იქვე მდგარი პატარა ხის "კარადიდან" თბილი გადასაფარებელი გადმოიღო გოგომ და ძირს დააფინა -ოჰოო მომზადებული ყოფილხარ -აქ ხშირად ამოვდივართ მე და ლუკა, როცა ხასიათზე არ ვართ, ამიტომ ეს მოიფიქრა-მხრები აიჩეჩა და კომფორტულად მოკალათდა-დაჯექი -ეს ლუკა ყველგანაა მოკლედ რაა-ამოიფრუტუნა ბიჭმა -რამე მომესმა? -არა არაფერი კარგი იდეეაათქო -ზუსტადაც! ნახე აქედან რა ლამაზი ხედია. მიყვარს აქ ყოფნა. -რატომ მოგაფოქრდათ ეს? -დამიანემ გვასწავლა. ჰო აშკარად ვგავართ ამაში ერთმანეთს, ალბათ სისხლში გვაქ. საბაც აქ ამოვიდა იმ ღამით. -მისმინე...ვწუხვარ ჩემი სიტყვების გამო...მე... -არაუშავს, მართლა-გაუღიმა და თავი ბეჭზე ჩამოადო-შენი აზრით ახლა მხედავს? -რა თქმა უნდა, ბარბარე! -იცი რატო არ მიყვარს, როცა მაგ სახელს მიძახიან? -მაინც რატომ?-თმაზე დაუწყო მოფერება -დამიანე მეძახდა ეგრე. მგონია, რომ თუ კი ვინმეს ამ სახელის დაძახების ნებას მივცემ ეწყინება, მგონია, რომ მასსავით თბილად ვერავინ იტყვის ჩემ სახელს, ან მეგონა...შენი დაძახებული მომწონს! -ოჰოო...კიდე რა მოსწონს პატარა ქალბატონს? -ასე, ჩემ თმაზე თამაშის უფლებას მხოლოდ ლუკას ჰქონდა-ბაიამ გადაწყვიტა ცოტა ეხალისა -აქაც ლუკა...-ამოიბურდღუნა-რანაირი მეგობრები ხართ საერთოდ? -მეგობრები არც ვართ-მხრები აიჩეჩა, დემეტრე კი დაიძაბა-ჩვენ და-ძმაზე მეტიც ვართ აი იმენა ჩემი "სოულმეითია" უბრალოდ ხდვდება ყველაფერს რაც მინდა. აი მგონი იგრძნო, რომ ვახსენე-გაეღიმა ამღერებულ ტელეფონს, რომ დახედა. დემეტრემ კი თვალები აატრიალა -ჰო ლუკ? -ჰეი პატარავ სად ხარ ამდენ ხანს? მოგიტაცა ბოროტმა უფროსმა?-იკითხა სიცილით -თითქმის, მასთან ერთად ვარ-გაეცინა -საბუკააააა წაგებული ჩაააბარე პაპასს-იმხელა ხმაზე იყვირა, ტელეფონი შორს გასწია -რა? მემიკეთებ გოგო ამას? სადაა ჩემი ხისთავიანი ძმა-ამჯერად საბას ხმა ისმოდა -ხისთავიან ძმამდე მე მელაპარაკები, შენს ტყუპს! ახლა ის მითხარი რა წააგე-გაეცინა -ლამბადა უნდა ვიცეკვო უნივერსიეტის ეზოში-ამოუბუზღუნა, ამაზე კი ბაიამ კისკისი ატეხა, დემეტრესაც გაეცინა, რომელსაც ეს ყველაფერი ესმოდა -გამოდი ბიჭო მერე ებუზღუნე სახლში, რომ მოვა! ახლა აცადე. მიდით ბავშვებო გაერთეთ-უცებ უთხრა ლუკამ და გაუთიშა -ხვალ დამაგვიანდება უფროსო იმიტომ, რომ ამ სიამოვნებას არ მოვაკლდები-თქვა ამაყად -შენ გგონია მე გამოვტოვებ? არამც და არამც-გაეცინა დემეტრეს და ბაიას გახედა, რომელიც ღიმილით უყურებდა-რა? -ხშირად უნდა გაიღიმო! მიყვარს შენი ღიმილი! ჭკუიდან მშლის! -იცი მე რა მშლის ჭკუიდან? აი ეს თვალები-თითით კომტურს უხაზავდა-ეს ცხვირი, ეს ტუჩები და მთლიანად შენ-უთხრა და მის ტუჩებს ისევ დაეწაფა. ჩახუტებულები ისხდნენ სახურავზე და მთვარეს უყურებდნენ. -წავიდეთ?-კითხა ბიჭმა -ჰო ჩავიდეთ, სახლი არ გადამიწვან იმათმა. ხო შემოხვალ ჩვენთან? -შემოვიდე? გვიანია უკვე -ნუ გეშინია არ მყავს მკაცრი ძმები, არ გეჩხუბებიან-"დაამშვიდა" სერიოზულად, თუმცა მაინც გაეცინა და ასე სიცილით შევიდა სახლში -აბა ჰე დაფქვი, რაო პრინცმა-წინ ლუკა მორბოდა უკან საბა, თუმცა დემეტრეს დანახვაზე ისე უცებ გაჩერდა საბა ზურგზე შეასკდა -გამიტყდა იდიოტო ჩემი სათუთი ცხვირი -უი დემეტრე, მოდი შემოდი რა კარში დგახარ-უცებ მიაყარა ლუკამ, მერე კი საბას შეუბრუნდა-რა უნდა ამ შენ ძმას ამ დროს აქ? უკვე "მოყომარდნენ" ვითომ?-ეჩურჩულებოდა -რავიცი იდიოტო მე! თუ ორივე მთელია ზნაჩით ეგრეა და ჩემი ხისთავიანი ძმა მალე ჩვენ პრინცესას წაგვართმევს -არაა! შანსი არაა! არ ვატან მე! -უჰჰ შენ შეგეკითხება ზუსტად-ბაია და დემეტრე ღიმილით უსმენდნენ ძმების "ჩურჩულს" -ჩვენ ხელს თუ გიშლით წავალთ -თქვა ბოლოს ბაიამ -სად წახვალ ქალო ერთი! ისედაც არ ხარ სახლში შემოი მალე -უცებ შეათრია მისაღებში -ეს რაიყო ახლა? კულტურულად ამაცალე გოგო?-კითხა დაბღვერილმა დემეტრემ ლუკას -შენამდე ჩემი იყოო რაა-მანაც შეუბღვირა -ჰე ახლა თვენ ორი დადებთ ზავს, რომელიც ყარსის ხელშეკრულებისავით მტკიცე იქნება და არა გეორგიევსკის ტრაქტატივით დარღვეული თუ განაგრძობთ ბიზანტია-ირანისავით დაპირისპირებას?-თქვა წყნარად ბაიამ -რაო?-იკითხეს საბამ და დემეტრემ ერთად -ზუსტად მეც არ ვიცი, მაგრამ თქვენ ორი შეთანხმდებით და აღარ დაუწებთ ერთმანეთს ბღვერას თუ ისევ ეგრე გააგრძელებთო-თვალების ტრიალით ახსნა ლუკამ -მოიცა ეს გაიგე შენ?-იკითხა დემეტრემ -შეგახსენებთ, რომ ჩემი ცხოვების 21წელი მასთან ერთად მაქ გატარებული, რა თქმა უნდა, ვხვდები როდის რას ამბობს -საღოლ ძმაო-საბამ ბეჭზე დაარტყა-ანუ ერთად ხართ და შეგვიძლია დავასველოთ? -დავლიოთ-თქვა დემეტრემ, ბაია კი დაეთანხმა *** -ასე მარტივად ყველაფერი?-გაუკვირდა ქალს -რა საჭირო იყო გართულება? ერთმანეთი უყვარდათ, ამის აღიარება კი არცერთს უჭირდათ. ჰქონდათ მარტივი და წრფელი სიყვარული, ოღონდ სამსახურს გარეთ! იქ უბრალოდ ტირანი იყო დემეტრე. -მაშ როდიდ გართულდა ყველაფერი? -მაშინ, როდესაც ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. -რამდენ ხანშუ ერთად ყოფნიფან? -წელიწადნახევარში დაახლოებით -ანუ დაქორწინდნენ? -შეიძლება ასეც ითქვას. ძვარი დაიწერეს და დემეტრეს ბინაში გადავიდნენ. მხოლოდ მე და საბა დავრჩით. გვიჭირდა ბაიას გაშვება, თუმცა ასე იყო საჭირო *** -აუუ კარგი რა დემეტრე-ბუზღუნებდა ლუკა-არ შეიძლება ასე-ანიკა, სანდრო, ლუკა და საბა წყვილის სახლში იყვნენ და წეიფობდნენ -იცოდე გისვრი ახლა სახლიდან-იცინოდა დემეტრე -რახან შენ იცინი არ დავეძებთ! დავტოვებთ-გაიკრიჭა საბა -ლიკა სად წავიდა ასე უცებ?-იკითხა ანიკამ -ცოტა შეუძლოდ იყო და დედაჩემმა მოაკითხა-ლუკამ გასცა პასუხი -ნინას უთხარი? -შეაპარა საბამ -ვუთხარი ამბავი, თუმცა მოსვლა არ შემითავაზებია -მოდი რა რა დროს ჭორავია დავლოცოთ წყვილი-უცებ გამოფხიზლდა სანდრიკა. სვავდნენ ერთობოდნენ და იყვნენ ერთ ამბებში, როცა დაუპატიჟებელი სტუმარი მოვიდა -ნინა? აქ რას აკეთებ?-იკითხა დემეტრემ -შენ! შენი ბრალია-ბაიასკენ წავიდა- ჯერ ერთი შვილი წამართვი ახლა მეორესაც მართმევ! არ უნდა მომეძებნე საერთოდ! მერჩივნა ერთი შვილი დამეკარგა, ვიდრე ორი -ნინა აქედან წადი ახლავე-იქუხა დენეტრემ მას შემდეგ, რაც საბას სახე დაინახა -რა თქმა უნდა, წავალ, თუმცა დაიმახსოვრე გაგანადგურებ! ეს კარგად დაიმახსოვრე!-თქვა და უკან მოუხედავად დატოვა სახლი *** -ანუ ნინაა ისტორიის მთავარი ბოროტმოქმედი -ქალბატონო ფსიქოლოგო დროა ისტორია დღეს დავამთავროთ-თქვა ლუკამ და როგორც ყოველთვის ფანჯარასთან, სიგარეტით დადგა -გისმენ... -7თვე გასტანა მათმა ბედნიერმა ცხოვრებამ... *** შუაღამის 3საათი იყო, როცა ლუკა ტელეფონის ხმამ გააღვიძა. როცა ეკრანზე სახელი წაიკითხა ეგრევე უპასუხა -პატარავ... ყველაფერი კარგადაა? -ლუკ...დემეტრე...ის ავარიაში მოყვა...გთხოვ მოდი-ტიროდა ბაია -ახლავე მისამართი მითხარი-უკვე ფეხზე წამომდგარმა უთხრა და უკვე გამზადებული შევიდა საბას ოთახში -საბა უნდა ადგე -აუ ლუკაჩო დაახვიე მძინავს-ამოიბუზღუნა და ბალიშში ჩარგო თავი -საბა ბაიამ დარეკა -რა? კარგადაა?-უცებ წამოდგა -ის კი...დემეტრე... დემეტრე ავარიაში მოყვა უნდა წავიდეთ უცებ დატოვეს სახლი. საავადმყოფოში მისულს ბაია იატაკზე ჩაკეცილი, ბოლო ხმაზე მოტირალი დახვდათ და მიხვდნენ, რომ დემეტრე დაკარგეს. ლუკა უცებ მივარდა გოგოსთან, ხოლო საბა კედელს მიეყრდნო და იქვე ჩასრიალდა -პატარავ, პატარავ მე მიყურე აქ ვარ-გააჩერა და სახეში შეხედა -ლუკა აღარ მყავს, წავიდა, დამტოვა ლუკაა-მოთქვამდა და ვერ ჩერდებოდა -ჰეი, ჰეი გთხოვ არ გინდა, ხომ იცი შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. პატარავ შენ სხვა ვინმეზეც უნდა იზრუნო-ეჩურჩულებოდა -ვერ მოვასწარი მეთქვა, ვერაა, ღმერთო არც კი იცოდა-ისევ ატირდა და ფეხზე წამოვარდა. ზუსტად ამდროს შევარდა გაცოფებული ნინა დერეფანში -შენი ბრალიაა! შენ უნდა მჯდარიყავი იმ მანქანაში! შენთვის იყო მუხრუჭები გადაჭრილი და არა ჩემი შვილისთვის-ყვიროდა ქალი. ახლა სამივე მას უყურებდა მკვლელი თვალებით-არა მარტო ჩემი შვილი არ მოკვდება! შენც მასთან წახვალ-უთხრა და ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა. უცებ გაუყარა საგულდაგულოდ დამალული დანა მუცრლში -ბაია-იყვირეს ბიჭებმა. ლუკა მასთან მივარდა ხოლო ფეხზე წამდგარი საბა, ტკივილისგან ისევ ძირს დავარდა -ბაია...ჯამდაბა ჩქარა ის ორსულადაა-ერთიანად სისხლში მოსვრილი ლუკა თმაზე ეფერებოდა გოგოს და ყვიროდა... დერეფანში ყველაფერი აირია. ბაია საოპერაციოში გააქანეს, საბა ტკივილისგან და ნანახისგან გათიშული კუთხეში იჯდა, ხოლო ლუკა ისევ სისხლის გუბეში *** -ღმერთო-სახეზე ხელი აიფარა ქალმა და ტირილი დაიწყო -მისი სისხლი მქონდა ყველგან, ხელებზე, ტანზე, სახეზე. ახლაც ვგრძობ თბილ სისხლს, რონელიც ტანზე მახმება. ვერ გადაარჩინეს. ბაია დავკარგეთ და მისი პატარაც... -მერე რა გახსოვს? -სანდრო და ანიკა. სანდრო ჩემთან მოვიდა ანიკა საბასთან. ყველაფერი კადრებად მახსოვს. ნინა მაშინვე დააკავეს. გარბოდა, როცა ჩემი ყვირილი გაიგო ბაიას ორსულობის შესახებ და თითქოს მაშინ გაიაზრა რა ჩაიდინა. იქვე დაემხო და პოლიციის მოსვლამდე არ ამდგარა. როგორც მერე გავიგე დედაჩემისგან, ლიკა ამ ყველაფერს შეესწრო. მაშინ გაითიშა და ახლაც ასეა, არ დადის, არ ლაპარაკობს, არ მოძრაობს, უბრალოდ აჭმევენ, ხშირად პანიკები აქვს და დამამშვიდებელს ასმევენ... -და თქვენ? შენ და საბა? -ჩვენ ერთიანად დავცარიელდით. გასვენების მერე სახლში მისულებმა მივხვდით, რომ იქ ვერცერთი წუთით გავჩერდებოდით, უბრალოდ საჭირო ნივთები ავიღეთ და ისე გავემგზავრეთ არავის დავმშიდობებივართ. წლები გავქრით, მხოლოდ ტელეფონით ვეკოტაქტებოდით, მხოლოდ ანიკას და მორჩა. კოშმარები მტანჯავდა, შემდგ შევეჩვიე, მაგრამ როცა დავბრუნდი, კოშმარებიც დაბრუნდნენ, ვხედავ სისხლს ჩემს ხელებზე, სახეზე შემდეგ კი მთლიანად სისხლში მცურავ ბაიას.-ნიცა უსმენდა და ტიროდა. ბოლოდ ადგა და უბრალოდ ჩაეხუტა. ეს სჭირდებოდა ყველაზე მეთად, სიჩუმე და გვერდით დგომა დიდხანს იდგნენ ასე, შემდეგ ბიჭი მოშორდა და სახეში შეხედა -იცი დღეს მარტის ბოლო დღეა, მაშინაც ასე იყო, მარტის ბოლო დღე. მარტმა მაჩუქა და მარტმა წამართვა ბაია. იცი კიდევ რა მოხდა მარტის ბოლო დღეს? -რა? -ზუსტად 1წლის წინ 31 მარტს მე შენ გიპოვე, აქ მოვედი და შენ გნახე, შენში კი ის ძალა, რაც სიცოცხლის ხალის მიბრუნებს-უთხრა და მის ტუჩებს ნაზად დაეწაფა. ნიცამ თითები თმაში აუხლართა და კოცნაში აყვა -იცი...-დაიწყო გოგომ მას შემდეგ, რაც მოშორდა-მართალი იყავი, თუ მარტის მნიშვნელობას დაუკვირდები, ის შეგიყვარდება, მე შემიყვარფა მარტი. შენ კი ჩემი მარტი ხარ! *** 2 წლის შემდეგ -ქალბატონო ფსიქოლოგო-ლუკა უკნიდან მოეხვია სამზარეულოში მდგომ შეპუტკუნებულ ცოლს-რას მიირთმევთ? -ვერ გადავწყვიტე ლობიანი ვჭამო, მჟავე კიტრი თუ ნუსში ამოსვრილი მარწყვი-ტუჩები გაბუსხა. ლუკას გაეცინა და ტუჩებზე დააცხრა -იცოდეთ შემოვდივართ და შეწყვიტეტ რასაც არუნდა აკეთებდეთ-გაისმა საბას ხმა და მალე გამოჩნდა მაშოსთან და პატარა დემეტრესთან ერთად -არა რა ერთად ცხოვრება ცუდი იდეა იყო-თქვა დარწმუნებით ლუკამ -სახლს ვერცერთი შეელიეთ, ასე რომ წუწუნი გვიანია-გაუცინა მაშომ და პატარა ბუშტი კალთაში ჩაუწვინა -ბიძიკოს კაცი ვინარი ვინო-ეთამაშებოდა -მამიკო არ უსმინო ლუკაჩო ბიძიას შენ-უცებ აართვა -ეე რა წესია ვეფერებოდი -გეყოლება 2თვეში და იმას ეფერე-ენა განოუყო -დღეს ბარბარეს დაბადების დღეა ხოდა საღამოდ მივდივართ ხო გახსოვთ?-გოგოებს გადახედა ლუკამ -კი ლუკა ზუსტად 5ჯერ გაიმეორე-ყველას გაეცინა. უცებ ლუკამ სახე დამანჭა და ხელი გულზე იტაკა. გოგოებს გახედა და როცა დარწმუნდა არ შეუმჩნევიათ, სამზარეულო დატოვა. სამაგიეროდ საბამ დაინახა, უცებ მიუყვანა ბავშვი მაშოს და ლუკას გაჰყვა, რომელიც უკვე წამალს სვავდა. კართან იდგა და აკვირდებოდა -რა? -ლუკა მაშინებ. ბოლო დღეებია ხშირად ხარ ცუდათ -არაფერია, უბრალოდ წამლის დოზა შეევამცირე -რატომ? -არ ვიცი, უბრალოდ...არ ვიცი -ლუკა გთხოვ, თავს გაუფრთხიდი! შენს გარდა არავინ მყავს, შენც ვერ დაგკარგავ! თანაც შენ პატარას მამა სჭირდება-გაუღიმა -ჯერ არსად ვაპირებ წასვლას, შვილი მყავს სანახავი-გაეცინა და საბას მოეხვია -ესენი მახე რაა, მაშიკო ნახე გვღალატობენ-კარში მდგარი ნიცა მაშოს ეძახდა და იცინოდა -მთავარია სხვასთან არ წავიდნენ ერთმანეთში მოსულა-ოთხივე იცინოდა და ერთმანეთს აბედნიერებდა. *** მერე რა მოხდა? ლუკას ბიჭი ეყოლა და დამიანე დაარქვა. ბედნიერები იყვნენ. ცხოვრებით ტკბებოდნენ და არაფერს მოითხოვდნენ იმაზე მეტს, რაც არ ჭირდებოდათ. ალბათ ლუკამაც დიდხანს იცოცხლა, თუმცა არა საკმარისად დიდხანს... *** ასე გამოვიდა... იმედია არ გაგიცრუვდათ იმედები პირველი რამდენიმე თავი დავდე, თუმცა მივხვდი, რომ ერთიანად დადება უკეთესი იქნენოდა. იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.