ყველა'ფერი(თავი 16)
ალექსანდრე სწრაფად შევარდა სახლში და იქ შეშინებული ანანო და იარაღიანი ბიჭი რომ დაინახა პირი ღია დარჩა. -ალექსანდრე!!!!-იყვირა გოგომ მაგრამ ბიჭი გაკვირვებული უყურებდა იარაღიანს.ცოტახანში ალექსანდრემ და იმ ბიჭმა ერთად დაიწყეს სიცილი.მერე კი ალექსმა იარაღი მოაშორა და მაგრად მოეხვია. -დათა დადეშქელიანო რა გინდა აქ? -დავბრუნდი დევდარიანოო!!-სიტყვა გააგრძელა ბიჭმა-დავბრუნდი და დედას****იმას ხო იცი? -ჰმ ჰმ უკაცრავად მე აქ ვერავინ მხედავს?-ხელი დაუქნია ანანომ. -ვინ არი ბიჭო ეს ბავშვი?? -რა ბავშვი ბიჭო ორი წლით პატარაა ჩემზე...-შეუბღვირა ალექსანდრემ-გამომიყვანა ახლა პედოფილი. -ანუუ??-გაეღიმა ბიჭს.-მოდი რძალო ჩაგეხუტო...ძლივს ვიღაცამ ამის გული გაალღო! -რა უცნაურია ორი წუთის წინ ისე მიყურებდი ჩემი მოკვლა გინდოდა და ახლა ჩაგეხუტო?-თვალები დააწვრილა ანანომ. -სად იპოვე ბიჭო ეს აფთარი გოგო ჰა?-სერიოზული სახით გახედა ალექსანდრეს. -რაიყო არ გესიამოვნა ხო სიტყვა რომ არ შეგატოვა?-გეღრიჯა ალექსი. -არადა რა სერიოზული დაგტოვე რა!-ამოიხვნეშა დათამ-გადაგიყვანეს ხო იმათ თავის ჭკუაზე?? -მე გენაცვალე ღიმილი და სიცილი შემიძლია და თუ სერიოზული ვარ ეგ არაფერს ცვლის მაგრამ შენ ისევ არ იღიმი!-შემართებით დაიწყო და ბოლოს ხმა დააგდო ალექსმა. -ბევრს ლაპარაკობ შენ-შეუბღვირა დათამ-გამაცანი ბოლოსდაბოლოს! -გაიცანი ანანო ბრეგაძე ეს ჩვენი მეგობარი დათა დადეშქელიანია! -აუუ რა მაგარი გვარია-აჟიტირდა ანანო.ბიჭებმა გაკვირვებით გახედეს.-ოოო ნუ მიყურებთ ასე ვგიჟდები სვანურ გვარებზე და რა გავაკეთო?-საყვარლად დაბრიცა ტუჩები. -ანანო რამდენჯერ გაგაფრთხილე ტუჩებს შეეშვი!-საწყლად ამოიოხრა ალექსანდრემ. -აუ შენ მაგარი გაები ხო?-გადაუჩურჩულა დადეშქელიანმა. -გავები რას ქვია?ოჰ დათა ნუ მიშლი ნერვებს ის რომ ყურებამდე ვარ შეყვარებული ავტომატურად რატომ გულისხმობს მახეში გაბმას??მაინცდამაინც ნაშები უნდა მყავდეს?-ძველი ალექსი დაბრუნდა.დათამ დანებების ნიშნად ხელი აწია.-იმათ როდის ნახავ? -ჯერ არა დედაჩემიც არ მინახავს ხო მიგახვედრე რატომ დავბრუნდი? -აი პროსტა გაგაჩერებდი მარა თვითონ არ ისვენებს!-ძარღვები დაებერა ალექსანდრეს. -რა გააკეთა?-წამოვარდა დათა-ხო იცი გეგმაზე ხელს ავიღებ და თუ რომელიმეს შეგეხოთ ახლავე დავბრიდავ-კბილებს შორის გამოსცრა ბიჭმა,თანაც თავისუფლად საუბრობდა რადგან ანანო სამზარეულოში იყო გასული. -არა ბიჭო ერთხელ ვეჩხუბეთ ანანოს იყო გადაკიდებული თორე ისე ხო იცი ვერ გვეხება თან ჩა**** აქ ისე ეშინია შენი.-ჯერ კიდევ არ იცის რას გავუკეთებ.-ლურჯ თვალებში აშკარა სიძულვილმა გაიელვა. *** -ვინ იყო ასეთი ეს დათა? -დათა დადეშქელიანი მთელი სასტავის სიამაყე იყო სამი მუშკეტერის ათოსი ნებისმიერ დროს შეიძლებოდათ ბიჭებს მისთვის მიემერთათ ნებისმიერი თხოვნით და ის ყველა'ფერს გააკეთებდა მათთვის. -კიდევ მოყევი რა რამე დათაზეე!! -არა დათას დროებით შევშვათ. -მაშინ ანასა და დემეტრეზე გვიამბე!-ციმციმა თვალებით გამომხედა ლამაზმა გოგონამ. -ანა და დემეტრე ყველაზე ჩამოყალიბებული წყვილი იყო სასტავში მათ იცოდნენ რა სურდათ ყოველთვის,რა თქმა უნდა იყო ეჭვიანობები მაგრამ ერთ წუთში გვარდებოდა ყველა.ხომ გახსოვთ დემეტრემ ანა რომელიღაც რესტორანში რომ წაიყვანა .... -მობრძანდიი!-სკამი გამოუწია და ზურგზე ხელი მიადო,ანას ჟრუანტელმა დაუარა-მიყვარს შენი რეაქციები-გაიღიმა ბიჭმა. -ნუ დამცინი! -რა თქმა უნდა არ დაგცინი სწორედ ასეთი რეაქცია უნდა გქონდეს.ეს არის სიყვარული!-მისი ხელი თავისაში მოაქცია. -მომწონს ეს გარემო-გარშემო მიმოიხედა გოგომ. -ხოო ჩემი საყვარელი რესტორანია. -ვაიმეეე არ მჯერა ნუთუ თავად დემეტრე ახვლედიანს ვხედავ!!-წრიპინა ხმა მოესმა ანას ზურგს უკან დემეტრეც მალევე წამოდგა და კრემისფერკაბიანი გოგონა გადაკოცნა. -ბარბარე როგორ ხარ?რამდენი ხანია არ მინახიხარ?! -მე კარგად შენ და გყავს? რა საყვარელიაა!-ანასკენ მიანიშა დადიანმა თვალები ქაჩა.-ახლხანს დავასრულე შეხვედრა სიამოვნებით გავიცნობდი მას თქვა და ანას გვერდით დაიკავა ადგილი.დემეტრემ თავზე ხელი ნერვიუკად გადაისვა და ისიც დაუბრუნდა ადგილს. -დემეტრე იქნებ გააცნო ჩემი თავი!-ირონიულად გახეხა ანამ. -ხო ეს ანა დადიანია ჩემი შეყვარებული! -შეყვარებული?-შეჰყვირა გოგომ. -დიახ რამე მოხდა?-ღიმილით გახეა ანამ. -არა ძვიფასო არაფერი უბრალოდ ჩვენი ამბის შემდეგ არ მეგონა თუ დამივიწყებდი დემე!-ნერვიულად თქვა გოგომ. -მართლა?რა ამბავის?-დაინტერესდა ანა. -არაფერი ძვირფასო ვიხუმრე-გაიცინა გოგომ-უბრალოდ მეთორმეტე კლასში ერთად ვიყავით. -ამის თქმა და ანას თვალების გაფართოება ერთი იყო.-იმედია შენ არ იეჭვიანებ...მე ის დიდი ხნის წინ დავკარგე. -არა "ძვირფასო"მე რატომ უნდა ვინერვიულო იმან იდარდოს ვინც კარგავს თორემ იმ დაკარგულს ვიღაც ხო პოულობს არა?!-გაუღიმა ანამ და ხელი "შემთხვევით" იქვე მდგარ ღვინის ჭიქას კრა! -აააა-წამოიკივლა ბარბარემ. -უიჰ უკაცრავად შემთხვევით მომივიდა.-შეწუხებული სახე მიიღო ანამ.-დემეტრე იქნებ წავიდეთ ხასიათი გამიფუჭდა!-გაოცებული ბიჭი წამოგდა ანას ხელი მოხვია და შენობა ისე დატოვა გოგოსკენ არც კი გაუხედავს.გართ გასვლისთანავე ანამ დემეტრეს ხელი მოიშორა. -რა გჭირს?-გახედა ბიჭმა. -შემეშვი! -კარგი რა მართლა იეჭვიანე?მომისმინე არ დაიჯერო რაც გითხრა ვერ მიხვდი როგორია პროსტა სკოლაში მეტენებოდა რა!-საწყალი სახე მიიღო დემემ. -ხო სკოლაში გეტენებოდა და ახლა ლამის მოახრჩე ისე მოეხვიე ხო??-შეუბღვირა ანამ. -აუ ანა ნუ ა....ანერვიულდები რა ტყუილად-სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა ეს თქვა.ანა გულიანად კისკისებდა.-რა გაცინებს გოგო? -რანაირი ხარ რა?!კი ვერ მიხვდი რო ვღადაობ!აბა იმ კა***როგორ შეიძლება მე ვიეჭვიანო?-რა გოგოო??ანუ სულ ტყუილად მანერვიულე ამდენი? -ასე გამოვიდა! -კარგიი!-საჭესთან დაჯდა და ანასკენ არც იყურებოდა. -დემეეეე! -გისმენ!-მისკენ არც გაუხედავს ისე უთხრა. -კარგი რააა!-საწყალი თვალებით შეხედა გოგომ. -რა გინდა მითხარი! -ნუ იბუტები რააა! -არ ვიბუტები!-მკაცრად უთხრა. -კარგი რაა!არ მეგონა ეს ხუმრობა თუ გეწყინებოდა მართლა. -კარგი რა ანა იცი როგორ ვინერვიულეე?ვიფიქრე იმის გამო უნდა ვიჩხუბოთ მეთქი! -ვაიმე რა საყვარელი ხაარ!-ანა მისკენ გადაიწია და ტუჩებზე შეეხო. -ამიერიდან ხშირად გაგიბრაზდები ხოლმე!-ამოიჩურჩულა დემეტრემ თუმცა ანამ მაინც გაიგონა. -არც იოცნებო!-უთხრა. -მოკლედ ამას ხო ვერაფერს გამოაპარებ რა!-ანამ თავი ფანჯარას მიადო და ჩაიცინა. *** მალე ლიზას და რეზის ქორწილისთვის დაიწყეს მზადება.დათაც დაუბრუნდა მეგობრებს აღმოჩნდა რომ გაბრიელსაც იცნობდა თუმცა გოგონებმა ვერ გაარკვიეს საიდან.წყვილი ისეთი საყვარელი იყო რომ ყველა ბედნიერებას ასხივებდა ლიზას მეჯვარე ანა იყო პატარაობიდან იცოდნენ რომ ანანო აპირებდა მისი მეჯვარე ლიზა ყოფილიყო,რადგაბ მისი შვილი მას დამსგავსებოდა.რეზის მეჯვარე გაბრიელი იყო და კი დარბოდა საქმეებზე ამიტომ არც ნატა გახსენებია ეს დღეები. -რეზი ბოლოჯერ გეკითხები რომელი ფერი მოგწონს?-ვაიმე ლიზა არ ვიცი აირჩიე რა შენ აუუუ!-აწუწუნდა რეზი. -მე ხო იცი რო ვერ ვიტან ასეთ რაღაცეებს და მაგიტომ გკითხე შენ!-არც ლიზამ დააკლო.(მოკლედ ქორწილი კი კარგია მაგრამ სტრესში აგდებს) -აუ ლიზა ანას უთხარი რა მომეშვი გეხვეწები სხვა პრობლემებიც მყოფნის! -ანუ მე პრობლემა ვარ?! -ვაიმე არა სიხარულო აი ის კრემისფერი აიღე მე წავედი დავიტანჯე!-უცებ წამოხტა და გაიქცა. -აი ნახე რა ანანო როგორ იქცევა!ყველა'ფერი ეზარება!-ანანოს გახედა რომელიც ოთხად იყო მოკეცილი და იცინოდა ამისთვის რა თქმა უნდა ბალიშიც მიიღო თავში. -კაი გოგო რას მერჩი მე! -რა ვიცი არც არაფერს ...არა ძაან ჭკვიანი ხარ არავინ რომ არ გიყვარს საკაცეთიდან!-ამოიხვნეშა. -ეგ რა შუაშუა მე რომც მიყვარდეს მაინც არ შემექმნება ეგეთი პრობლემები!-ამაყად განაცხადა ბრეგაძემ. -რატო ვითომ მაგარი ხარ?! -არა მე არ მინდა დიდი ქორწილი პატარაც მეყოფა სადმე ბუნებაში და ფერების არჩევა არ დამჭირდება არაფერზე ვინერვიულებ და ქორწილის პროცესით მაქსიმალურად ვისიამოვნებ! -ისე ლაპარაკობ ვითომ ვინმე გიყვარდეს და იცოდე რომ მალე შეიძლება ცოლობაც გთხოვოს!-დაეჭვებით გახედა ლიზამ. -კაი რა ხო იცი მე ნათლულებმა უნდა მომხედონ სიბერეში.-გულიანად გადაიკისკისა.ზუსტად ამ დროს ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა ალექსისგან.მომენატრეო წერდა.ამაზე თბილად გაეღიმა და გააჩაღეს მიმოწერა. -ანანო ანა სად არის?-კითხა ლიზამ თან რაღაც კატალოგს ნახულობდა.პასუხი ეომ ვერ მიიღო ამოხედა და კიდევ გაუმეორა.-ანანოოო!-ბოლოს მაინც მოუხდა ყვირილი.ბრეგაძე უცებ შეხტა. -რა გაყვირებს გოგო? -რა მაყვირებს კი არა ხო იცი ხმა თუ ჩამიწყდა და ვერ ვთქვი თანახმა ვარ მეთქი მოგკლავს რეზიი! -რა გინდა გოგო?! -ვის წერ ასეთს რომ არ მაქცევ ყურადღებას? -არავის კაცო კურსელი იყო რაღაც კონსპექტებზე აინტერესებდა. -კი კი დავიჯერე!-ოოო თუ არ დაიჯერე და იყავი ისე!-შეუბღვირა და ტელეფოს მიუბრუნდა. *** ამ დროს ბიჭები კლუბში იჯდნენ მხოლოდ დემეტრე აკლდათ დათაც კი იქ იყო. -აუუ ჩემი მაგრად დავიღალე!-ამოიგმინა რეზიმ. -რა გჭირს?-გამოეხმაურა დემნა. -აბაშიძეების ქალი მჭირს გადაყვა ამ ქორწილს!ეჰ თქვენ ხო არ იცით რა ბედნიერები ხართ არავინ რომ არ გიყვართ.-ამ სიტყვებს ალექსანდრეს გულწრფლი და გაბრიელის მწარე ჩაცინება მოყვა აბა სხვებს მართლა არავინ უყვარდათ და... -მე თუ მკითხავ სულ ტყულად წუწუნებ!-მშვიდად მიოგო ალექსანდრემ. -რატომ წუწუნებს ტყუილად? -იმიტომ რომ ახლა ვერ იაზრებს თორე ძალიანაც მოსწონს ლიზას წუწუნი ქორწილზე,კაბაზე და ტორტზე!-იგივე ტონალობაში განაგრძო დევდარიანმა. -მოიცა ეგ რატო უნდა სიამოვნებდეს-დაიჭყანა დემნა. -იმიტომ რომ უყვარს...ამიტო არ მოყავს ცოლად?!მან იცოდა რა ელოდა თუმცა მაინც თხოვა ცოლობა. -რანაირად ლაპარაკობ ბიჭო სადმე ცოლი ხო არ გყავს და გვიმალავ?-გაიცინა დემნამ. -კი დემნა ცოლი და ორი შვილი!-თავში წამოარტყა ალექსმა დათა ჩუმად იჯდა ამ საქმეში არაფერი გაეგებოდა ამიტომ ერჩივნა მოესმინა ანდა საერთოდ სხვა რამეძე ეფიქრა.ალექსანდრემ ანანოსთვის წერა რომ დაიწყო ისიც მოწყდა სამყაროს.ისიც უთხრა გამოდი და გნახავო მაგრამ გოგონა ლიზას ვერ დატოვებდა მითუმეტეს ანა დენეტრესთან ერთად იყო სოფელში წასული თინაჩკასთან.საბოლოოდ კლუბიდან წასვლის შემდეგ მაინც ვერ მოისვენა იცოდა ანანო მარტო იქნებოდა და მისი სახლისკენ დაიძრა.კარი ნამძინარევმა გოგომ გაუღო. -ალექსანდრეე?? -მიმიღებ?-ღვთაებრივად გაუღიმა ახლა უარზეც რომ ყოფილიყო მაინც შეუშვებდა. -მოდი!-ალექსი დივანზე დაჯდა ანანოც მის მუხლებზე მოკალათდა და თავი მის კისერში ჩარგო მაინც გათიშული იყო ძილისგან და ახლა საერთოდ გაითიშა ალექსანდრეს სურნელით.-ბოლოსდაბოლოს მითხარი რა სუნამო გასხია რა!-ამოიჩურჩულა. -რად გინდა?-გაუღიმა ალექსმა. -უნდა ვიყიდო და ბალიშს დავასხა მაგარი სურნელი აქვს!-მეამიტურად ახედა.ამაზე ალექსანდრემ სიცილი დაიწყო.-რა გაცინებს?!-წარბები შეკრა გოგომ. -არფერი უბრალოდ ეგრე არ მოგეწონბა!-ცხვირზე აკოცა. -რატომ არ მომეწონება ვითომ!-ამოიბუზღუნა ანანომ პატარა ბავშვივით. -იმიტომ რომ მას ჩემი სურნელი არ შეერევა! -რამხელა წარმოდგენა გაქ საკუთარ თავზეე!-უჩქმიტა გოგომ. -მეტკინა გოგო. -კარგია უნდა გეტკინოს! -ასე ხო მოდი აქ!-უკან გაწეულ ანანოს მოქაჩა და მთელი სახე დაუკოცნა ანანო ბოლო ხმაზე კისკისებდა ბოლოს ალექსმა ცხვირზე კბინა. -მეტკინა ველუროო!-წარბები შეკრა ანანომ. -რა იყო გოგო რა ხშირად კრავ წარბებს მე ვარ სვანი თუ შენ! -ბავშვობიდან ვგიჟდები სვანებზე!-ამაყად თქვა ანანომ. -არ იძინებ შენ? -აუუ კი ხვალ ათზე დამინიშნეს ლექცია...დარჩები შენ? -კი დავრჩები წამო დავწვეთ!-წამოდგომას აპირებდა მაგრამ ანანომ გააჩერა! -აბა კი იოცნებე შენ დაიძინებ მანდ!-დივანზე მიუთითა. -ვითომ არ გიძინია ერთად!-შეუბღვირა ალექსანდრემ. -ეს სასჯელი იწნება ჩემი ცხვირისთვის!-დაეჭყანა-იწექი ახლა და დაგენგრეს გვერდები. -ანანო იცოდე აქ დაგაწვენ შენც! -არა! -კარგი!-ხელი დაავლო და გვერდით მიიწვინა. -ალექსანდრე გამიშვი! -დაიძინე! -ალექსანდრე ასე ვერ დავიძინებ მოუხერხებელია ეს დივანი რა! -დაიძინე ან მაცადე ძილი! -კარგი ხო წამო ლოგინზე დავიძინოთ!-წუწუნზე გადავიდა ანანო. -გვიანია უკვე დაიძინე ახლა.-ანანომ ისე თქვა ასე ვერ დავიძინებო თორე ხუთ წუთში უკვე ეძინა თან ნახევრად ალექსანდრეზე მის სურნელს ისუნთქავდა და ისე მოგზაურობდა მორფეოსის სამყაროში. დილით რომ გაიღვიძა ალექსანდრე იქ არ დახვდა.ძლივს წამოიზლაზნა და სამზარეულოსკენ წავიდა იქ წინსაფარაფარებული ალექსანდრე რომ დაინახა სიცილი აუტყდა. -რა გაცინებს?-შემობრუნდა და ყავა მიაწოდა. -არა არაფერი!-სწრაფადა აიღო ჭიქა და გემრიელად მოსვა.-აუუ როგორ მიყვარს შენი მომზადებული ყავაა!-ტუჩები გაილოკა. -კიდევ ერთხელ გაფრთხილებ მოეშვი ტუჩებს!!-თვალები დაქაცა ალექსმა. -რატოო გიწვევს??-თვალები აუჟუჟუნა ანანომ. -რაც უფრო იმაიმუნებ მით უარესად დასრულდება შენთვის!-ისეთი სახით შეხეხა ანანო მართლა გაჩერდა და გაიბუსხა.-აი ასე იცოდე ვის უნდა ეთამაშო პატარა!-ცხვირზე თითი დაკრა. -აი ეგრე რომ აკეთებ თავი კატა მგონია!-წარბები შეკრა ანანომ. -შენი ტელეფონი რეკავს...ისევ! -გისმენ ლიზა ააა სად მოდიხარ?...ისა...გოგო ახლა ლექციაზე გავრბივარ და მოდი სამზე შემხვდი სადმე კაფეში ხო? ალექსანდრემ ანანო უნივერსიტეტში მიიყვანა შესასვლელთან გადმოვიდა და თვალი გააყოლა ჩაეღიმა ისე მიდიოდა პატარა ბავშვივით ცქმუტავდა.ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა ასისტენტი ატყობინებდა შეხვედრის შესახებ.სწრაფად შემობრუნდა და უეცრად თიკას შეეჯახა. -უკაცრავად გოგონა რამე ხომ არ დაგიშავდათ? -არა გმადლობთ...თიკა!-ხელი გაუწოდა. -ალ... -ალექსანდრე დევდარიანი ვინ არ გიცნობთ?!-დაასწრო გოგონამ. -მართლაა?...კარგით მე უნდა წავიდე და კიდევ ერთხელ ბოდიში ხო?! -არაუშავს!-ალექსანდრე წავიდა გოგომ კი ბოროტი ღიმილი აიკრა სახეზე. -ბიჭიც შენნაირი მეამიტი აგირჩევია ანანიკო ...................... სწრაფად გამოვიდა უნივერსიტეტიდან და პირდაპირ დაქალის მანქანისკენ წავიდა. -ე როგორ ხარ ლიზიკო? -მე კი კარგად ვარ მარა შენ როგორ ხარ?-თვალები მოჭუტა. -რატო მეკითხები? -აბა დილას რვაზე მითხარი უნივერსიტეტში მივდივარო!ვის გაუგონია ლექცია ასე ადრე!-თვალებში ჩააშტერდა. -აუ ლიზა ცხრაზე მქონდა!-ამოიკნავლა. -რავი გუშინ ათზე გქონდა!...ანანო რას მიმალავ? -აუუ ლიზი არაფერს გიმალავ!მართლა!-უთხრა და თვალები დახარა. -კარგი ხო მაგრამ მე გული სხვა რაღაცას მკარნახობს!!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და მანქანა დაძრა.-რას შვები შენ? -რავიცი კაბაზე მინდა გასვლა და წამო რა ანა უკვე მაღაზიაში იცდის. -აუუ მაგას ვინ დაასწრებდა აბა!-ორივემ გაიცინა.მალევე მივიდნენ მაღაზიაში და ანასაც შეხვდნენ.-შენ ქალბატონო სახლში თუ იყავი ჯერ?! -შენც გაგიმარჯოს გაგიმარჯოს ანანო მე კარგად შენ? -პრივეტ ან -დაქალს მოეხვია ლიზა. -პრივეტ!ჰე ახლა აირჩიე რამდენიმე და გაისინჯე მერე მეც უნდა ავარჩიო.-ლიზამ გასახდელში მხოლოდ ერთი კაბა შეიტანა და ზუსტად ის იყიდა არასდეოს ყვარებია ორი საათი ფიქრი კაბებზე და არც ახლა იყო გამონაკლისი მან ყოველთვის იცოდა რა სურდა. აი ანამ კი ნამდვილად ორივე დაღალა და ორსაათიანი ძიების შემდეგ როგორც იქნა მიაგნო ანანომ სანამ ანა ეძებდა ორი კაბა აარჩია და შეიძინა კიდეც. -მორჩა მეორედ მე ანასთან ერთად საყიდლებზე აღარ წავალ!-ამოიხვნეშა ანანომ და წინა სავარძელზე დასკუპდა. -არც მე!-დაეთანხმა ლიზა. -აუ კარგით რა! -სუ შენ საერთოდ შენი ხმა არ გავიგო დღეს!-შეუღრინა ანანომ. -საერთოდ წავალ დემესთან რა!-ამოიბუზღუნა ანამ. -ხოდა წადი ის გამოგყვება ხოლმე ამ ტვირთს მაინც მოგვხსნის!-გაუცინა ლიზამ. -კაი გოგო ეს თუ იმას გაყვა საყიდლებზე სიარული მაინც ავარიდოთ დემეტრეს ცოდოა!!-აკისკისდა ანანო მერე ლიზაც აჰყვა ანა კი იბღვირებოდა მერე ტელეფონმა დარეკა. -ხო დემე გისმენ! -ხო დემე გისმენ!-დაწვრილებული ხმით გააჯავრა ანანომ ამისთვის კი მიიღო წამორტყმა მაგრამ მაინც გააგრძელა მაიმუნობა. -არაფერი დემე ანანოა!-ოჰ უკვე ანგარიშსაც აბარებს! -ანანოო....გისმენ ხო!კი აუუ დემეე...ნუ დამცინი ბოროტოო...იცოდე შეგრჩებიან შენ თაკო და ბარბარე...კაი ხო წავედი...გკოცნიი! -აუ ესენი ნახე რა რა დღეში არიან?!-ლიზამაც გაიცინა.შემდეგ სახლში განაგრძეს საუბარი ყავის თანხლებით. -მოკლედ ეგ თიკა ნერვებს მიშლის ეს ბოლო დღეებია!-გოგონებს სიმართლის ნახემვარს უყვებოდა ანანო. -ვინ გიშლის ნერვებს ჩემო შოკოლადო?-ოთახში ბიჭები შემოვიდნენ.დემნა პირდაპირ ანანოსკენ წავიდა ხელში ააფრიალა და მუხლებზე დაისვა მერე კი ლოყაზე ტუჩები მიაწება.დემეტრე ანას მოეხვია.რეზი კი ლიზას.-აბა განაგრძე შოკოლადო ვინ გაბედა და გაგაბრაზა მითხარი და ცხვირპირს მივუნგრევ!!-ანანოს ეშმაკურმა აზრმა გაუელვა თავში. -რა დემუსი და ვიღაც ბიჭი გადმოვიდა ჩემს კურსზე ხოდა გადამეკიდა!-საცოდავი სახით უთხრა და სახე მის ყელში ჩამალა თუმცა ისე რომ კარგად დაინახა როგორ დაებერა ალექსს ძარღვები. -და რამე ხო არ მიუქარავს ჰა?-დაეჭვებით კითხა გაბრიელმა. -არა მაგრამ უკან დამსდევს და მომეშალა ნერვები!-დემნა თავზე მოეფერა და შუბლზე აკოცა. -ნერვებს არ გიშლის ასე რომ ეხება?-გადაუჩურჩულა დათამ ალექსანდრეს. -ახლა სხვა რამე უფრო მაწუხებს და თან ისინი საუკეთესო მეგობრები არიან!-მშვიდად მიუგო და სამზარეულოში გავიდა.ანანოც უკან გაყვა. -რა გჭირს ალექს?რაღაც დაძაბული ჩანხარ!-უკნიდან მოეხვია. -მე რატომ არ ვიცი ვიღაც ს***თუ დაგსდევს ჰა?-ოდნავ ხმამაღლა ჰკითხა ალექსანდრემ.ანანოს ოდნავ ჩაუტყდა. -ანუ ეჭვიანობ ხო? -რა არ უნდა ვიეჭვიანო?-უფრო ღიზიანდებოდა ალესი. -კარგია რომ ეჭვიანობ თუმცა აღარ უნდა იეჭვიანო რადგან ეგ პიროვნება არ არსებობს!-გაიღიმა და ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. -რაა? -ხო!არავინ მაწუხებს! -ანანოო!იცოდე არ ვიცი რას გიზამ! -კარგი რა!ალექსანდრეე!-ალექსანდრემ სიტყვის დასრულება არ აცადა პირდაპირ ეძგერა ალბათ დედხანს იქნებოდნენ ასე რომ არა უეცარი სტუმარი სამზარეულოში. -ჰმ ჰმ ასე თუ მოიქცევით ყველგან დამალვას ვეღარ შეძლებთ!-გაისმა დათას ხმა. -დადეშქელიანი მომწყდი თავიდან!-ხრიწიანი ხმა ჰქონდა ალექსანდრეს. -კაი გამოდით ახლა თორე მგონი მალე დემნა შემოვა.-გააფრთხილა დათამ. -აუ ეგ მაცემინებს თავს!-თქვა თუმცა დათა უკვე გასული იყო და მხოლოდ ანანომ გაიგონა. -რა გინდა დემნასთან? -არაფერი გადი და გამოვალ მერე! -ალექსანდრეე?!! -კარგი ხო! -მოყევი!-ლოყაზე ხელი ჩამოუსვა. -არ მომწონს ასე თამამად რომ გეხება! -კარგი რაა!!ის ხომ მეგობარია! -ვიცი მაგრამ ამასც ხომ აქვს ზღვარი?! -თავიდან...სულ თავიდან ერთად გეგონეთ ხო? -მიხვდი? -რა თქმა უნდა და სპეციალურად ვაკეთებდი ყველა'ფერს!-საყვარლად გაუცინა. -ცუდი გოგო ხარ!-ამჯერად მოწყვეტით აკოცა და გაუშვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.