ჩუმი ისტორია 1
გული ვეღარ იტევს ამდენ ემოციას. მთელი სხეული დამეცალა ცრემლებისგან. თითქოს ყველა გრძნობა ერთმანეთში აირია და სიცარიელის დიდი ნაპრალი გაჩნდა. რაცარუნდა მარტივად ჟღერდეს ყველაფერი იმაზე რთულადაა გულში ვიდრე ვინმემ შეიძლება წარმოიდგინოს. ხანდახან როგორ უბრალოდ იწერება ყველაფერი, მაგრამ რამხელა ემოციების ქვეშ არის მისი მატარებელი ადამიანი. რამდენი ხანი დამჭირდება გასამკლავებლად? შევძლებ ეს სევდა მთელი ცხოვრება გულით ვატარო? დავიჯერო ვერ შევეჩვევი? მხოლოდ ეს კითხვები მიტრიალებს გონებაში, სხვა ვერაფერზე ვფიქრობ. რამდენ ადამიანს დაუკარგავს მისი სულის ნაწილი და ყველას გადაუტიანია, მეც მოვერევი. *** დღეს, სანამ ერთმანეთს საბოლოოდ გამოვემშვიდებოდით ხელით მის სახეს ვეფერებოდი და ვცდილობდი ყველა ნაკვთი სათითაოდ დამემახსოვრებინა. მრგვალი, ოდნავ პუტკუნა სახე, ლამაზი პატარა ცხვირი, დიდი ყავისფერი შავწინწკლებიანი თვალები, რომელსაც საოცარი უგრძესი წამწამები აკერდია და ლამაზად გამოყვანილი წარბები დაჰყურებს, ოდნავ გამობურცული სქელი ტუჩები, მუდამ მზად რომ არიან საკოცნელად, უხეში წვერი, რომლის შეხებაზეც ეკლებს მაყრის, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს, ნაჩუტყვავილარი შუბლი და ოდნავ შეთხელებული ყავისფერი თმა. ვერასოდეს დავივიწყებ მის ორ სუნს, რომელიც მუდამ თან სდევდა. სუნი, რომლიტაც გავიცანი და ჩემს გულში სამუდამო ადგილი დაიკავა და სუნი რომელიც ბოლოჯერ შევიგრძენი მისი კისრიდან დამშვიდობებისას. ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ რაც პირველად შევხვდით, სუნიც გამოუცვლია, ცოტა ხასიათიც, სხეულიც და რაც მთავარია გრძნობებიც შეუცვლია. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ერთმანეთზე უარის თქმა მოგვიწევდა სამუდამოდ. ბოლოს ვუთხარი სხვა მიყვარსთქო, იმანაც ვიღაც გოგოს მიმართ თავისი სიყვარული გამიზიარა და ამ ყველაფერთან ერთად დარჩა ჩვენი ერთმანეთის მიმართ დიდი გრძნობა, რომლისთვისაც ვერც სახელი დამიექმევია, რომელიც ვერც დამივიწყებია და კაცმა არ იცის როდემდე გამტანჯავს. *** განა რა არის სიყვარული? ყოველთის მეგონა ჭეშმარიტი სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდიოდა და არასოდეს გვტოვებდა. საქმე ის კი არ არის მხოლოდ გრძნობ თუ არა სიყვარულს, არამედ ნამდვილია თუ არა ის, რაც შეიგრძენი. იქნებ რაღაც შეგეშალა. ზოგისთვის ჭეშმარიტი სიყვარული ცხოვრების სტაბილურობაშია, როდესაც გვერდით ისეთი ადამიანი გყავს, ვინც შენნაირია, ყველაფრით გავხართ ერთმანეთს, ერთი გზით მიდიხართ მუდამ და თუკი რომელიმე გადაუხვევს ამ გზიდან ეხმარებით დაბრუნებაში. ზოგისთვის ჭეშმარიტი სიყვარული სიგიჯესთან და ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანების გამორჩეულ გრძნობებთან ასოცირდება. როდესაც ორივე სხვადასხვა გზაზე მიდხიართ, ხანდახან რომ იკვეთებით უბრალოდ ერთმანეთთან, რაც თან საოცარ ემოციებს იწვევს. კიდევ ალბათ უამრავი წარმოდგენა არსებოს სიყვარულზე და ამ მარადიულ საკამათო თემას ვერც მარტივ და ვერც რთულ ფორმულირებას მოუძებნი. ვინც არ უნდა თქვას, რომ ის ჭეშმარიტ სიყვარულს ჩაწვდა ან მისი ფორმულა გამოიგონა , ე.ი. ის არასდროს ზიარებია გიჟური ემოციების ზღვას, ვერ შეუგრძვნია ამ გრძნობებისგან გამოწვეული სასტიკი ტკივილი, დაბნეულება, ბედნიერება. დავიჯერო სიყვარული მხოლოდ ტანჯვაა? ნუთუ ის იმ ბედნიერების საზღაურია, რომელსაც მისი შეგრძნება განიშჭებს, თან კი შენს განადგურებას ითხოვს. ვფიქრობ და ვერ ამიხსნია, როცა გგონია გიყავრს , ბედნიერი ხარ , მაგრამ ამავე დროს უზომოდ იტანჯები ან იქნებ საერთოდაც არ გიყვარს? კაცმა არ იცის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.