შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოი. მეორე ნაწილი. თავი 3


6-04-2019, 20:32
ავტორი guroo
ნანახია 1 147

ამ თავში მოგიყვებით როგო გაიცნეს ერთმანეთი მათემ და მიამ და როგორ მოახერხა მათემ თავი შეეყვარებინა მიასთვის. იმედია ისიამოვნებთ❤️



-მოდი, თეატრში წავიდეთ.
-კარგი რა, მია! რა თეატრი აგიტყდება ხოლმე? სხვა რამე მოვიფიქროთ. მოწყენილობისა და აფერისტობის ბუნაგში რა გვინდა, უჰჰჰ! - მწვანე კაპიუშონიან ჟაკეტში გამოწყობილმა ბიჭმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს თეატრი ჯოჯოხეთზე უარესი ადგილი ყოფილიყოს.
-ო, რა შტერი ხარ! დავიღალე უკვე შენი გამოხტომებით. რამდენჯერ დავაპირეთ სპექტაკლზე წასვლა და შენ კიდევ მუდმივად განწყობას გვიფუჭებ და გეგმებს გვიშლი.
თეთრ პერანგსა და მუქ ლურჯ შარვალში გამოწყობილი ათლეტური აღნაგობის ბიჭი ჯინსის დაბალძირიან ფეხსაცმელს ნერვიულად ურტყამდა ასფალტზე ამომაღლებული ტროტუარის კიდეს. გაჩერდა, მწვანე ჟაკეტიანს შეხედა და გამოუცხადა, რომ ან ყველანი ერთად წავიდოდნენ თეატრში, ანდა — მის გარეშე.
-რაღას უცდი, გადაწყვიტე! - დააჩქარა ქერა კულულებიანმა, გრძელ ცხვირიანმა, უწვერულმა და ყვითელ თვალება ბიჭმა.
-კარგი, ამ ერთხელ წამოვალ. როგორღაც ავიტან.
გახარებული მია გაქანდა მწვანე ჟაკეტიანისკენ და მაგრად ჩაეხუტა. მისმა მეგობარმა ორმა გოგონამ ერთმანეთს გადახედა, ტუჩის კიიდეები აათამაშა, დანარჩენებს ზურგი შეაქცია და ოდნავ მოშორებით გავიდა. იქ აშკარად ხმამაღლა და გაბედულად ჩაიფხუკუნეს.
ამგვარად, გადაწყდა, რომ საღამოს თეატრში წავიდოდნენ. არ იცოდნენ რომელ სპექტაკლს ნახავდნენ. მივიდოდნენ და ალალბედზე რაც მოუწევდათ, იმას დაუწყებდნენ ყურებას.
-აუ, ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს მართლა რაღაცნაირად კარგად ვარ...
მია ბევრს ლაპარაკობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დადგა ბრწყინვალე განწყობაზე.
-მია, შენ, ეტყობა, შეყვარებული გყავს და არ გვეუბნები; - გესლიანად ჩაურთო ცისფერთვალება გოგომ, რომელსაც სახეზე ტონობით მაკიაჟი ედო.
-ჰო, გოგო, შეყვარებულია, აბა რა! მხოლოდ სიყვარულს თუ შეუძლია ადამიანის გამოშტერება.
სიტყვა “გამოშტერება” ისეთი გაპრანჭვითა და დამცინავი ტონით თქვა, რომ ყველას გაეცინა ერთის გარდა. მია გაბრაზდა. არაფერი უთქვამს. მწვანე ჟაკეტიანს შეხედა, ისიც იცინოდა. მერე ოთხ ცისფერ თვალს შეეჩეხა მისი მზერა. დანამდვილებით შეეძლო ეთქვა, რომ ამ თვალების პატრონებს ბოროტება უკიაფებდათ გუგებში.
თეთრ პერანგში გამოწყობილმა მალევე იყნოსა მიას განაწყენება. ამიტომ ნაბიჯებს აუჩქარა, მიას დაეწია და ხელ-კავი გაუყარა. მერე ნაზად, თბილად გაუღიმა. მიამაც მყისვე ღიმილით უპასუხა. ბიჭის მხარს თავით მიეყრდნო და უსუსურად გაიყუჟა. ბიჭმა თმაზე ხელი გადაუსვა. მძიმე და უხეში იყო მისი ხელები.
-რა კარგი სურნელი აქვს შენ თმას; - უთხრა მიას.
თეატრში წასვლას 6 საათისთვის აპირებდნენ. მანამდე უმიზნოდ დაეხეტებოდნენ ქალაქის ქუჩებში. ყბედობდნენ, იცინოდნენ, იგესლებოდნენ, იბუტებოდნენ, ერთმანეთს ამხნევებდნენ.
სულ შვიდი იყვნენ: მია; მწვანე ჟაკეტიანი; თეთრ პერანგიანი; ყვითელ თვალებიანი; ორი ერთმანეთის მსგავსი ცისფერთვალება და გადადღაბნილ სახიანი; ბოლოს კი ყველაზე ჩუმი და შეუხედავი, დაბალ ტანიანი, შავგვრემანი, შავთვალება და წითელ კეპიანი.
ამათგან ყველაზე ახლოს ერთმანეთთან ცისფერთვალება გოგოები იყვნენ. მათ გარეგნობაში ძალიან ბევრ საერთო დეტალს შეამჩნევდით. ერთნაირი მაკიაჟი, ერთნაირი მოყვანილობის ცხვირი და ტუჩები... ორივე ერთნაირად მაღალი და გამხდარი იყო. გარდა ამისა, ხასიათშიც ემთხვეოდნენ. ორივეს მდარე იუმორი, ბოროტული განზრახვები და შური აერთიანებდა. მოკლედ, ყველანაირად ჰარმონიული ურთიერთიერთობა გახლდათ მათი მეგობრობა. გულის სიღრმეში იცოდნენ, რომ მეტი არავინ სჭირდებოდათ, მაგრამ საზოგადოებაში მაინც ითქვიფებოდნენ, რათა სხვებისთვის დაეცინათ. ამიტომაც იყვნენ ახლა დანარჩენებთან ერთად. მთელი არსებით მობილიზებულნი იყვნენ, რომ რაიმე გესლიანი ჩაელაპარაკათ. თუმცა გესლიანობასაც ძალიან მოკლებული იყვნენ...
მიას ყველაზე მეტად მწვანე ჟაკეტიანი უყვარდა, აფასებდა, ყოველთვის უხაროდა მისი ნახვა. თვითონაც არ იცოდა რატომ ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება მის მიმართ. უბრალოდ შემჩნეული ჰქონდა, რომ მის გვერდით თავს კომფორტულად გრძნობდა.
მწვანე ჟაკეტიანი და თეთრ პერანგიანი ქერა თმიანთან ერთად ბრწყინვალე ტრიო გახლდათ. მხიარულები, მეგობრულები და შეკრულები იყვნენ. ერთად მზის სხივზე განათებული ბრილიანტივით აბრწყინებდნენ.
ყველაზე ჩუმი და შეუხედავი ბიჭი კი ნამდვილად ერთ დონეზე იყო გაყინული. ყველასთან ერთნაირად ურთიერთობდა. დანარჩენების ხუმრობებზე იცინოდა. საუბარში საკუთარი ინიციატივით მხოლოდ მაშინ ერთვებოდა, როცა ნამეტან უსამართლობას შენიშნავდა ხოლმე.
თეთრ პერანგიანი აშკარად გამოხატავდა მიასადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. თავის საძმოს გარდა მხოლოდ მიას ამჩნევდა. ცისფერთვალება ბოროტ სულებს კი ყოველთვის აიგნორებდა. ხმაამოუღებელ ბიჭს გულისხმიერად ეპყრობოდა.
გარეშე თვალისთვისაც კი შესამჩნევი იყო ამ შვიდეულის დახეჩილობა. ყველას თავისი სარგებელი ჰქონდა ამ გაერთიანებიდან. სახე გადადღაბნილებს თავიანთი ბოროტების ობიექტები ეგულებოდათ აქ; მბრწყინავი საძმო ურთიერთობების მრავალფეროვნების მოთხოვნილებას იკმაყოფილებდა; მია და უთქმელი ბიჭი კი მარტოობას გაურბოდნენ.
მხოლოდ მია ნერვიულობდა, რომ შვიდეული არ დაშლილიყო. არ შეეძლო მათ გარეშე. მარტოობა სულს უავადმყოფებდა. ვერ უძლებდა მარტოსულობის სენის მიერ მოგვრილ ტკივილებს.
ადამიანური სითბოსა და სიყვარულის მუდმივ დეფიციტს განიცდიდა. დატანჯული იყო ამით. ყველა ადამიანში თბილ კერას ეძებდა, ცდულობდა ასეთებს მიკედლებოდა. ვერც კი ხვდებოდა, რაოდენი მიამიტობა და გულუბრყვილობა კიაფობდა ამ აკვიატებაში, რომელიც მოსვენებასა და სიმშვიდეს არ აძლევდა.
ამგვარად განწყობილი, თვითონაც მუდამ სითბოს ასხივებდა. იღიმიდა, იცინოდა, ყველას ეფერებოდა, ტკბილად საუბრობდა. მაგრამ შინაგანად ყოველთვის უდიდეს სიმძემეს გრძნობდა. საშინელ ტკივილს აყენებდა ის გარემოება, რომ მის ცხოვრებაში მასავით მოსიყვარულე და მოალერსე არც არავინ იყო.
ღამღამობით, თბილად ჩაცმული, გარეთ გამოდიოდა. ერთი სკამი ჰქონდა ამოჩემებული და ყოველ ჯერზე ამ სკამზე ჯდებოდა. შემდეგ ცას ახედავდა ხოლმე და მის თვალიერებაში, თითქოს, იკარგებოდა, სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში უჩინარდებოდა.
ამ დროს იწყებდა ოცნებას. თავდავიწყებით ეშვებოდა ფანტაზიის უძირო მორევში და ოცნებობდა უსასრულოდ. წარმოსახვაში იმ ადამიანს ხატავდა, ვინც გულში ჩაიკრავდა; დიდ და თბილ ხელებს შემოხვევდა და ცხოვრების ბოროტი მარწუხებისგან დაიცავდა, ფარად დაუდგებოდა; ნებისმიერ ფიქრს უთქმელად მიუხვდებოდა; მხიარულ და თბილ ფერებად შეღებავდა მისცხოვრებას; სიცოცხლეს გაუმარტივებდა...
ბევრი რამ სურდა მიას, ნამდვილად ბევრი რამ! უნდოდა, ეგრძნო, რომ ამ ერთს მხოლოდ ის უყვარდა, ანდა სხვებზე უფრო მეტად უყვარდა.
ამაზე ოცნებობდა იგი. ხანდახან ცრემლსაც შეამჩნევდით მის სახეზე. ის ატირებდა, რომ რეალურად არავინ ჰყავდა ასეთი. რაციონალურად აზროვნების მცირეხნით გამონათებების დროს ბრაზი ერეოდა საკუთარ თავზე. უძლურობასა და უსუსურობას გრძნობდა. ვერაფრით ახერხებდა ოცნებების რეალობაში განხორციელებას.
გვარიანად შერყვნილი, საღებავ-გაცვეთილი სკამი კი მდუმარედ ისმენდა, უყურებდა და იმახსოვრებდა მიას ყოფას. ეს სკამი წარმოადგენდა მისი მოგონებების ნავსაყუდელს. ჩუმი და უტყვი იყო, უაღრესად სანდო მესაიდუმლე, ისევე როგორც შვიდეულის ყველაზე ნაკლებად მოსაუბრე წევრი. ისევე გაყინული იყო, როგორც ცისფერთვალება გოგოები. მცირე ხნით დაჯდმომის შემდეგ კი ისეთივე თბილი ხდებოდა, როგორ თბილადაც ყვითელ თვალება ბიჭი და თეთრ პერანგიანი ეპყრობოდნენ. ხოლო გათბობის შემდეგ მწვანე ჟაკეტიანს ემსგავსებოდა. ძალიან უყვარდა უკვე გამთბარ სკამზე ჯდომა და უყვარდა ქერა კურულებიანი, უწვერული, ყვითელ თვალება ბიჭიც.
მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ მეგობარს ვერცერთს ეძახდა. აი, სკამი კი საკუთარ თავში თითოეულ მათგანს იტევდა... იქნებ სკამი იყო მისი მეგობარი და იქნებ ამიტომაც ამოიჩემა?
ექვსი საათი გახდა. თეატრისკენ დაიძრნენ. ნელა მიფლარტუნებდნენ, იცინოდნენ, იბღვირებოდნენ... ერთმანეთს ისევ ამხნევებდნენ, რათა გულდაწყვეტა გაექარწ....ბინათ.
ლამაზ-ლამაზი დეკორაციები, კოსტიუმები, ფარდები, მსახიობები, კვნესა, ყვირილი, ტირილი, სიცილი... ყოველივე სპარსული ხალიჩასავით ჭრელი აბსტრაქციის სახით ტრიალებდა მიას ირგვლივ.
მუქ შვინდისფერ კოსტიუმში გამოწყობილი მსახიობი, რომელიც მთავარ როლს თამაშობდა, ოსტატურად მანჭავდა სახეს. ამ დამანჭვაში უსაზღვრო ემოციებს აქსოვდა, ყოველჯერზე გასაოცარ ეფექტს ქმინდა მისი გამომეტყველების მართლაც რომ მეტყველი გულწრფელობა, ტკივილი და სიხარული. თითქოს მაყურებელი სპექტაკლს არცკი უყურებდა, ეს მეტი იყო, ვიდრე თამაში და ფანტაზია, რაღაც უფრო რეალური...
როდესაც სპექტაკლი დასრულდა და მთელი დარბაზი ტაშმა, ოვაციებმა მოიცვა, მიას აღმოხდა: - არა, ამას ვერ უწოდებ შემოქმედებას! ეს არ არის დადგმული სპექტაკლი, პირიქით, სავსებით რეალური ცხოვრებაა! ბრავო!
და ამ დროს მიას წინ მჯდომმა თინეიჯერმა ჩაისისინა. “როგორი საცოდავია რეჟისორი. ჰგონია, რომ რაღაც სასწაული შექმნა. არადა, რა მცირეა მისი მიგნებები იმასთან შედარებით, რაც ზედაპირის ქერქის ქვეშ იმალება”. მიამ ეს რომ გაიგონა, გაიღიმა და ხელები კიდევ ერთხელ დაატყლაშუნა ერთმანეთზე.
ჩუმად ათვალიერებდა იმ ბიჭს. მასთან გამოლაპარაკება უნდოდა. თვითონაც არ იცოდა ეს სურვილი რატომ გაუჩნდა. სასაცილო ის იყო, რომ პატარა ბავშვივით მოქცევას აპირებდა, მივიდოდა და უსაყვედურებდა, მერე იმასაც ეტყოდა, რა უვიცი ხარო, თავი დიდი ვინმე გგონია და მაგიტომ ლაპარაკობო ასე ამპარტავნულად.
უცნობი ქუჩაში გამოვიდა, მიაც გამოჰყვა.
ისეთი გამომეტყველებით ელაპარაკებოდა, თითქოს იმ ბიჭს რაღაც საშინელება ჩაედინოს. თვალებს უჭყეტდა, ხანდახან კბილებს უღრჭიალებდა, თითს უქნევდა. ბიჭი გაკვირვებული უყურებდა. ეს ყველაფერი სიცილად არ ჰყოფნიდა, მაგრამ მიას ისეთი სერიოზული და გაბრაზებული სახე მიეღო, რომ გაღიმებაც ვერ გაბედა.
-ვერ ვხვდები ჩემგან რა გინდა. არ მომეწონა სპექტაკლი. ამის გამო დამნაშავე ვარ? ის უფრო გასაცოფებელია, რომ ზედაპირული იყო ყველაფერი. ეს რატომ არ გაბრაზებს? წავედი თეტრში, მინდოდა რამე ღირებული მენახა. მინიმუმ ახალი საფიქრალი მაინც ხომ უნდა გამჩენოდა, მაგრამ რა დამხვდა?! ზედაპირულობა! როცა იმას მთავაზობ, რასაც მეთვითონ ძალიან ჩვეულებრივად მოვიფიქრებდი, გავიაზრებდი და ჩავწვდებოდი, მაშინ არანაირი უფლება არ გაქვს ამას ხელოვნება დაუძახო, მითუმეტეს ნამდვილი ხელოვნება.
მია გაბოროტებული უსმენდა. მის არცერთ სიტყვას არ ეთანხმებოდა.
-რა სნობი ხარ! სულელი ქედმაღალი! ვერ ხედავდი მსახიობები როგორ თამაშობდნენ? ვერაფერი იგრძენი? ტრაგედია გათამაშდა. ვერასდროს მოვიფიქრებდი, ასე წარმომეჩინა სიკვდილის სისასტიკე. როგორ ვერ ხვდები, რეჟისორის ოსტატობა რაშია...
-გეხვეწები, მე ნუ მლანძღავ, რა! მთელი სპექტაკლი იმაზე იყო აგებული, რომ სიკვდილი ყველაფერს ასრულებს, მანამდე კი უბრალოდ ვცხოვრობთ. გეთანხმები, მართლა ოსტატურად მოახერხა რეჟისორმა ამ იდეის გადმოცემა და მსახიობებმაც საოცრად ითამაშეს. მაგრამ რატომ ვერ იხედება რეჟისორი უფრო შორს და უფრო ფართოდ? რატომ ჰგონია, რომ სიკვდილი დასასრულია? რატომ ჰგონია, რომ ასეთი ბანალური და ჩვეულებრივია სიკვდილამდე ცხოვრება? იცი, რას ვერ ვხვდები? რას ვდგავარ და გელაპარაკები, რა!!!
ბიჭმა წასვლა დააპირა.
-მოიცა, ბოდიში! მე რა ვიცოდი, რა არ მოგეწონა ამ სპექტაკლში...
-გეკითხა და გაიგებდი. მომვარდი და ლანძღვა დამიწყე.
-ვაიმეე! ბოდიში ხომ მოგიხადე? თავს ნუ ისაწ....ბ.
მიას მეგობრები გამოჩნდნენ. მისკენ წავიდნენ.
-არ გეგონოს, რომ გეთანხმები. უბრალოდ შენი აზრია. სნობი მართლა ხარ.
-უკვე შემზიზღდა ეს “შენი აზრია”. რისთვის აიტაცა ყველამ. საინტერესოა, იმდენი მაინც თუ ესმით, რატომ ამბობენ ასე. მგონი, შენც მექანიკურად იმეორებ ამ სიტყვებს. დამშვიდდი, ნუ ბრაზდები. ნუ მეტყოდი, სნობი ხარო. ჩათვალე, რომ ვალი დაგიბრუნე.
-თემას ნუ ცვლი.
-მია, სად დაიკარგე? ძლივს გიპოვნეთ; - უთხრა მწვანე ჟაკეტიანმა. უცნობ ბიჭს ხელი გაუწოდა და თავი გააცნო.
-სასიამოვნოა! მე მათე ვარ.
მიას არ ესიამოვნა მეგობრის მოსვლა. მათესთან საუბარის დასრულება უნდოდა. უკან რომ გაიხედა, დაინახა, დანარჩენები ერთად შეგროვებულიყვნენ და ღიმილით უმზერდნენ. რაღაც მოიფიქრა...
-მათე, არ გინდა შემოგვიერთდე? საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია.
-რა საუბარი? - დაინტერესდა მწვანე ჟაკეტიანი.
-სპექტაკლთან დაკავშირებით ვკამათობდით. ოდნავ თამამი აზრები აქვს მათეს.
მიას ძალიან შერცხვა. ლამის ჩურჩულით ლაპარაკობდა. მათესი არ რცხვენოდა. მასთან სსუბრისას ისეთი სითამამე გამოიჩინა, ისეთი თავისუფალი იყო, როგორც თავის მეგობრებთან არასდროს ყოფილა. მწვანე ჟაკეტიანიც შეამჩნევდა ამას.
ცვლილების დამალვა მოუნდა. ეს რა იყო? ანუ მეგობრებთან ნიღაბს იკეთებს? უცებ მთელი არსებით შეიგრძნო თავისი უბედურება. შებოჭილი იყო. თვალთმაქცობდა. ვერ ახერხებდა საკუთარი თავი ყოფილიყო. ძლიერი და მწვავე დარტყმა აღმოჩნდა მიასთვის ამის მიხვედრა. შეცოდების გრძნობამ შეიპყრო. მეგობრებს ზიზღით მოავლო თვალი, მერე მათეს შეხედა. ის ერთადერთი იყო, ვისთანაც არ ითვალთმაქცა. ლოყებზე მხურვალება იგრძნო. უნდოდა, მაგრად ჩახუტებოდა მათეს და ცხარედ ეტირა მის მკერდზე თავმიყრდნობილს. ოღონდ ხმა არ უნდა ამოეღო მათეს, არ უნდა ეკითხა რა გჭირს, რა მოხდაო.
წარმოსახვის ბინდბუნდი მარტივი დასარღვევია, მითუფრო მაშინ, როცა გარშემო უამრავი ადამიანია. ამაოება კი ის არის, რომ თითქმის მთელ ცხოვრებას ადამიანების გარემოცვაში ვატარებთ.
მიას საკუთარი თავი აღარ ეცოდებოდა. კიდევ ერთხელ გადახედა მეგობრებს. მხოლოდ უტყვმა და დაბალტანიანმა არ მოჰგვარა ზიზღის გრძნობა.
როცა ვაანალიზებთ სადამდე შეგვიტოპავს მახინჯ ურთიერთობებში, დილემის წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე — ჩვეულებისამებრ გავაგრძელებთ ცხოვრებას და კიდევ უფრო ღრმად ჩავეფლობით ჩვენ საცოდაობაში, ან ყველაფერს რადიკალურად შევცვლით და ურთიერთობას გავწყვეტთ.
მიამ მეორე ვარიანტი არჩია. რაკი ყველაფერი ერთი ხელის მოსმით შეცვალა, კიდევ მეტად გარისკა. მათეს ხელი მოსჭიდა და უთხრა წამომყევიო. ბიჭი არ დაძრულა. ამჯერად მიამ ყურში უჩურჩულა ძალიან გთხოვ, წამოდიო. ნელა გაეცალნენ იქაურობას. უკან არ მიუხედავთ. მია პასუხს არ სცემდა გაკვირვებულ მეგობრებს. ისინი ეძახდნენ, ეკითხებოდნენ სად მიდიახარო. მია კი მიდიოდა, თვალებს ცრემლი უსველებდა. გვერდით მათე მიჰყვებოდა. ინტერესით აკვირდებოდა თანამგზავრის სახეს.
სადღაც წვიმს და მიწა წყლით იჟღინთება, სადღაც ქარია და გზა მტვრის ბუნგალში ეხვევა, მია კი ობობის ქსელივით წებოვან ქაოსში იხლართება. ზღვის ტალღებივით ეხეთქება მწველი განცდები მისი სულის ქვიშიან სანაპიროს, მერე ზღვას უბრუნდება უკანვე, სანაპირო კი ნელ-ნელა იშლება, იფიტება და ქრება.
გრძნობს, როგორ წაიშალა მისი სულის საზღვრები მძაფრი შინაგანი მღელვარებისგან; როგორ გაფერმკრთალდა მანამდე არსებული ის ურთიერთობები, სულს რომ ეამებოდა ხოლმე, მარტოობის შიშისგან აცახცახებულსა და შეძრწუნებულს. მიუხვდა საკუთარ თავს, კომფორტზე საწყალობლად ჩაბღაუჭებულს, რა სიმახინჯეში ცხოვრობდა. ყველაზე მეტად სწრაფმავალი და მოუხელთებელი დრო დაენანა, რომელიც ამ სიმახინჯეს შეალია და რომელსაც უკან ვეღარასდროს დაიბრუნებს.
სინანულის მწარე და მძიმე ცრემლები გადმოსცვივდა თვალის უპეებიდან. ცოტახნით ნიკაპის კიდეს დაეკიდა და მერე თვალისთვის შესამჩნევი სისწრაფით მოსწყდა წამიერად, მცირეხნიან კინოკადრში მოსახვედრად საჭირო დროში, გავლილი მანძილი კი სევდის სიმძიმისგან მოხრილი მიას ნიკაპსა და ქვაფენილს შორის დაახლოებით ერთმეტრიანი დაშორება იყო.
-რატომ მთხოვე, წავიდეთო?
-მაგაზე ლაპარაკი არ მინდა. მათთან ურთიერთობის გაგრძელებას აღარ ვაპირებ; — მტკიცედ თქვა მიამ, უფრო თავის გასაგონად.
მათემ სერიოზული გამომეტყველება მიიღო და ვიდრე მიას რამეს ეტყოდა, თითქოს ფიქრს მისცა გონება.
-მომისმინე. მე მესმის შენი და შემაწუხებელი კითხვებით თავს არ შეგაბეზრებ. მაგრამ მინდა ერთი რამ იცოდე: ადამიანები წყალში მოლივლივე ქაღალდებს ვგავართ. ყველას საკუთარი წილი მელანი გვაქვს გათხაპნილი და ჩვენსავე წილ წარწერებს ვიტევთ. არავინ იცის წყლის საიდუმლო ცეკვა რომელი მათგანისკენ გაგვაქანებს. წყლით გაჟღენთილები ერთმანეთს მჭიდროდ მივეკრობით, მაგრამ რა ხანგრძლივობით — ამას წარწერები განსაზღვრავს. მთავარია, მოვძებნოთ ჩასაჭიდები მელნის ნაკვალევებს შორის.
უკანასკნელი ცრემლები შეიმშრალა მიამ. ღიმილი გაუკრთა სახეზე. მათეს თვალებში დაინახა ეს და შეამჩნია, რომ ეშმაკურად და მიმზიდველად იღიმოდა. მყისვე მოკუმა პირი. ძალიან შერცხვა ამგვარი სითამამისა. შერცხვენის გადასაფარად მათეს უთხრა:
-ანუ შენ ამბობ, რომ წყილს საიდუმლო ცეკვამ იმათკენ გამაქანა და ერთმანეთს მივეწებეთ, მაგრამ მელნის ნაკვალევებს შორის ჩასაჭიდი ვერ მოვძებნეთ და ამიტომაც გავშორდი მათ?
-ჰო, სათქმელს სწორედ მიმიხვდი. ჰმ! არადა, ცოტახნისწინ ერთმანეთის საერთოდ არ გვესმოდა, ახლა კი ახსნა-განმარტებებაც არ მჭირდება, ისე ხვდები ყველაფერს.
-მათე ხარ თუ ვიღაც, თავში ნუ აგივარდება ჩვენი ურთიერთგაგება. ნიშნის მოგებით ლაპარაკს მოეშვი.
მალევე შეეცვალა განწყობა. სევდა სადღაც ღრმად მიმალა და ზედაპირზე ისეთივე პოზიტივი გადმოათქრიალა, როგორიც სიხარულითა და უდარდელობით შეზავებული სიბრიყვეა.
გულში გაიფიქრა, ნეტავ მათესთან თუ ვიპოვიო საიმედო და ხანგრძლივ ჩასაჭიდს მელნის ნაკვალევებს შორის. წასძლია მეოცნებე ხასიათმა და წარმოიდგინა, რომ ქაღალდია, ალაგ-ალაგ იისფერი მელნით დალაქავებული, რომელიც ერთ ძალიან დიდ, უზარმაზარ და ფართე მოცულობის მქონე მინის ჭურჭელში ჩასხმულ წყალში ლივლივებს. ეს ჭურჭელი ასევე უკიდეგანო სივრცის მქონე ოთახში დგას. თვითონ მაყურებლის ამპულაშია: იატაკზე მუცლით წევს, ხელები სახეზე აქვს შემოწყობილი, ფეხები - მუხლში მოხრილი და გადაჯვარედინებული. ინტერესიანი და ცნობისმოყვარე თვალებით შესცქერის მინის ჭურჭელს. თავისი ფართო თვალებით აკვირდება, როგორ ცეკვავს ქაღალდი წყალში, რომელიც თვითონ არის. ოდნავ უჭირს წაკითხვა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ახერხებს. ზედ იისფერად აწერია: “მე მარტო ვარ. მონათესავე სული მჭირდება”. უცებ სხვა რამ იქცევს მის ყურადღებას. წყალმა ტორტმანი დაიწყო, თითქოს. ხედავს, რომ ქაღალდი გაცხოველებით მოძრაობს, ბრუნავს, აქეთ-იქით აწყდება... მის მხედველობაში სხვა ქაღალდიც ჩნდება. ძალიან მუქი მწვანე ფერის მელნით აწერია რაღაც, მაგრამ მია ვერანაირად ვერ ახერხებს წაიკითხოს იგი. ამასობაში მოვლენები ელვის უსწრაფესად ვითარდება. ქაღალდები ერთმანეთს ეკვრიან, თითქოს ერთ მთლიანობად იქცნენ. მია აღფრთოვანებული უმზერს ამ სცენას და თავს ირწმუნებს, რომ წარწერებზე არსებულმა უკლებლივ ყველა ასომ მყარი ჩასაჭიდი მოძებნა, ზუსტად ისე, როგორც ორი მინის ზედიზედ დადებისას ხდება, როცა რომელიმე მათგანის გაცურების მცდელობისას ხახუნის წინააღმდეგობრივი ძალა ყველაზე უფრო მცირე ატომებს შორისაც კი აღიძვრება და, შედეგად, მათი დაცილება შეუძლებელი ხდება.
მიამ მარჯვენა მკლავი დაუჭირა მათეს, მერე ოდნავ მიეკრო და ჩაეხუტა. სასიამოვნო სუნი აუდიოდა მათეს ჭრელ პერანგს. საამურად შეუღიტინა სურნელოვანმა მოლეკულებმა ფართოდ გაღებული და სუნთქვისგან გაცხელებული ნესტოები მათეს მკლავზე ჩაფრენილ მიას, რომელიც ორი თვის პატარა მაიმუნს წააგავდა, მშობელზე აკრულსა და მშვიდად გატრუნულს.
-მათე... რა უნდა ვქნა? ასეთ დროს ყოველთვის საკუთარ თავში ვიკეტები ხოლმე და საკმაოდ დიდხანს ვანდომებ გარეთ გამოსვლას. ახლა ყველაზე მეტად გამიჭირდება ჩვეულებრივ ტალღაზე ცხოვრების გაგრძელება. სულ ცუდ ხასიათზე ვიქნები, არაფრის გაკეთება არ მენდომება, შინაგანად რაღაც დამიწყებს შეჭმას, მე კი ვერაფერს გავხდები. ვერ ვიტან ასეთ მომენტებს!
ხელები დაუჭირა მათემ, გაკვირვებით შეხედა დამწუხრებულს და ჰკითხა:
-შენ რა, მეხუმრები? მაგაზე უკეთესი რა უნდა ინატროს ადამიანმა?! მე პირიქით ვარ. ვგიჟდები ასეთ დრამა მომენტებზე! იცი, რატომ? ვერასდროს ისე ვერ გაიზრდები, როგორც ასეთი პერიოდები გზრდიან. ერთ რჩევას მოგცემ: პრაქტიკულიბა გამოიჩინე და ეცადე, რაღაც აკეთო. ეს ყველაფერი აუცილებლად გაივლის. შენ არ გაქვს იმდენი ძალა, რომ თავად მოერიო და შეცვალო ის, მაგარამ ნამდვილად შეგეძლო, რომ მსგავსი მომენტი არ დამდგარიყო შენს ცხოვრებაში. მაგრამ რაკი დადგა, შეეშვი, თავი გაანებე. ზამთრის სიცივე უსასრულოდ არასდროს გრძელდება, ყოველთვის თბილია გაზაფხულის მზე. მერედა როგორ უყვართ ეს მზე მცენარეებს. თავს მიუშვერენ ხოლმე და ნელ-ნელა იზრდებიან მის სინათლეზე მომხდარი ფოტოსინთეზის შედეგად. ხოდა, ნუ გახდები საწყალი და უბედური ადამიანი, რომელსაც რაღაც ძალიან სტკივა, რომელიც სულში სიცარიელეს გრძნობს — ლამის უფსკრულად ქცეულს. ნუ დაჯდები და მთელი დღე ნუ დაიტანჯები. გააგრძელე ცხოვრება, რადგან ეს ყველაზე რაციონალური ქმედება იქნება შენი მხრიდან, რაც კი შეგიძლია რომ გააკეთო. ყველაფერი გაივლის. გაზაფხულის მცენარეებივით გაიზრდები.
-გაზაფხულის მცენარეები და მაგათი გაზრდა რა შუაშია. ვიტანჯები ხოლმე, მათე, ძალიან ვიტანჯები! ვერ გაიგე რა გითხარი?
ბიჭის ფითქინა მტევანებში მოქცეული აცახცახებული ხელები გამოითავისუფლა, ძლიერად ჩაიქნია და გზა სწრაფად გააგრძელა.
-მოიცა, სად მიდიხარ, დამელოდე. ძალიან კარგად გავიგე, რასაც ახლა მეუბნები და ზუსტად ვიცი წინ რა გელოდება (დეპრესიის მაგვარ თვითგვემაზე გეუბნები). დამიჯერე, შენ მართლა ვერაფერს შეცვლი, მაგრამ ხომ წარმოგიდგენია რამხელა უგუნურებაა ამდენხანს დებილივით იყო, არაფერი გააკეთო და დრო მტვერივით გაფანტო? გეუბნები, რომ ეს ყველაფერი ოდესღაც გადაგივლის, როგორც ყოველ ცივ და სუსხიან ზამთარს მოსდევს მზიანი და ახალი სიცოცხლით სავსე გაზაფხული. ხვდები რას გეუბნები? ახლა მეტი პრაქტიკულობა გმართებს. რამე უნდა გააკეთო. დავიჯერო დეპრესიული შემოტევების დროს, როცა ინტენსიური ემოციების ზემოქმედების ქვეშ ხარ, ხატვა ან წერა არ გინდება? შემოქმედებითად უნდა დაიხარჯო. ნეგატივი კი ისედაც თავისით გაივლის. თან ტანჯვაც შეგიმსუბუქდება.
სუნთქვაშეკრული შესციცინებს მათე, გული უფანცქალებს მისი თანხმობის მოლოდინში. თვალის გუგებს ერთ ადგილას ვერ აკავებს, ვერ იმორჩილებს ცნობისმოყვარე ინტერესით შეპყრობილთ. ხან ტუჩებზე აკვირდებიან მიას, ხანაც თვალებზე... წინასწარ სურთ იმის შეცნობა, მიას გონებაში რა ხდება, რომელი მენტალური კერძი მზადდება - მისთვის სასურველი გემოსი თუ ეგზოტიკური სურნელით გაჟღენთილი და მანამდე დაუგემოვნებელი. საზიზღარი გემოს მქონე კერძს ერთი წამითაც არ ელოდება, არც უნდა მსგავსი და ამიტომ, ყველანაირად გამორიცხავს.
-აუ, მათე, რა კარგ სიტყვებს მეუბნები. აი, სულ ყველაფერს მივხვდი, რაც მითხარი... იცი, რამხელა პოზიტივით ავივსე? რა კარგი ადამიანი ხარ!!!
-მეც მიხარია, რომ, როგორც იქნა, მიგახვედრე, რას გეუბნებოდი.
ეს სიტყვები ოდნავ ეწყინა მიას. უკვე მერამდენედ გაამახვილა ყურადღება მათემ იმაზე, რომ რაღაც აუხსნა და მიახვედრა. ცოტაც და, დაკომპლექსდებოდა მია.
წყენისგან ქვედა ტუჩი საყვარლად გაებურთა და წინ გადმოაგდო, როგორც პატარა ბავშვებმა იციან ხოლმე.
მათე მიას ტუჩებს დააკვირდა. გაეღიმა მიას ბავშვურ საქციელზე, მარამ მერე ენით მოილოკა ვითომდა გამომშრალი თავისივე ბაგეები. თვალებშიც რაღაცნაირი ცეცხლი შემოენთო. სახე აუწითლდა და გაუვარვარდა. ნელი ცეცხლის კოცონზე მისი ვნებები იწვოდა. ვეღარ შეძლო მოთმენა და აღელვებით აკოცა შემცბარ გოგოს. არ შეეწინააღმდეგა მია, ვნებიანად უსაჩუქრა ნაზი ამბორი.
-თავი ვერ შევიკავე. გთხოვ, მითხარი, რომ ამის გამო ხელს არ მკრავ; - შეევედრა მათე.
-მომეწონა კოცნა. შენც მომწონხარ. შენ სხვანაირი ხარ. კამთში მაჯობე, თხოვნა შემისრულე და წამომყევი, მერე მოკლე ხანში შეძელი კარგ ხასიათზე დაგეყენებინე.
-მეც მომწონხარ, მაგრამ შენც ხომ იცი, რომ მე ერთადერთი არ ვარ? უბრალოდ შენ არ შეხვედრიხარ სხვებს.
ხელით მოეფერა სახეზე.
-შენი ნაცნობები, როგორც ვხვდები, არ აღმოჩდნენ კარგი ადამიანები. ჩემი მათთან შედარებით ვერ გამოიტან სწორ დასკვნებს.
თითი გადაუსვა ტუჩებზე და მოუნდა კიდევ ერთხელ დასწაფებოდა მათ.
-იქნები ჩემი შეყვარებული?
კვლავ მოსტაცა მიამიტური კოცნა გულუბრყვილოდ აღტაცებულ გოგოს.
-წეღან წარმოვიდგინე, რომ მე და შენ ქაღალდები ვიყავით და წყლის საიდუმლო ცეკვამ ერთმანეთზე მიგვაწება. მინდა, რომ ზუსტად ისე მომჭიდო ხელი და ისე ძლიერ მომეკრა, როგორც მე წარმოვიდგინე. ძალიან მინდა, შეყვარებულები ვიყოთ.
-ხოდა ვიქნებით კიდეც.
-ჰომ! - დაეთანხმა ბედნიერებისგან გაბრუებული მია.
სიხარულის ნამიანი მარგალიტები არ წამოსცვივდა. ცრემლსადენი არხები ამოუშრა საოცრად მგრძნობიარესა და ემოციურს. ღრმა და გახრიოკებულ ჭას დაემსგავსა მისი თვალები: სისველე აღარსად იყო, მხოლოდ სიღრმე შერჩენოდათ.
-მისმინე, მე სახლში უნდა წავიდე. შენი ნომერი მომეცი. ხვალ შეგეხმიანები და ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ.
მიამ თავისი ნომერი უკარნახა. ერთმანეთს დაემშვიდობნენ. დიდხანს იდგა ერთ ადგილას გაშეშებული და სახე გაბადრული მია. მათეს ზურგის მოძრაობას აკვირდებოდა. ძალიან უნდოდა მათე შემოტრიალებულიყო და მისთვის შეეხედა, მაგრამ ბიჭი ჯიუტად განაგრძობდა სიარულს; თავის ზურგს ჯიუტად აცქერინებდა მიას.

30 ივლისის ცხელი ღამე იდგა. ცაზე უამრავი კაშკაშა ვარსკვლავი და საოცრად მოელვარე მთვარე ეკიდა. მთელი დღის მანძილზე გავარვარებული მზის სხივებისგან გახურებულ მიწაზე მათე და მია იწვნენ. ცას უყურებდნენ და ბალახის მწვანე, წვნიან, უგემურ ღეროებს ღეჭავდნენ.
-დროა ჩემი ცოლი გახდე.
-მე არაფერი მაქვს მაგის საწინააღმდეგო.
-ხვალვე დავქორწინდეთ.
-მათე, გაგიჟდი? ჯერ კარგად უნდა დავგეგმოთ ყველაფერი.
-არა, მაია, არა! არ გავგიჟებულვარ. არც არაფერს დავგეგმავთ. ზღვის სანაპიროზე მოვაწერთ ხელს. მხოლოდ მე და შენ ვიქნებით. მეჯვარეები ვიღაც გამვლელები იქნებიან…
-რას ბოდავ?! ზღვა სად ნახე აქ?
-აქ არა, მაგრამ სხვაგან ხომ არის? ხოდა, ზუსტად იქ “სხვაგან” წავალთ. არავის გავაგებინებთ. ცოტახნით იქ ვიცხოვრებთ. მერე უკან დავბრუნდებით და… მერე ვნახოთ რა იქნება.
-აუ, თან მომწონს ეგ იდეა, თან არა. ის მაინც მითხარი, სად არის ეგ შენი “სხვაგან”?
-ეგ არც მე ვიცი. ხვალ გადავწყვიტოთ სად წავალთ. ზღვის სანაპიროიანი ადგილები დაილია? შენ მარტო ის გევალება, რომ ბარგი ჩაალაგო და ზედმეტი კითხვები არ დასვა.
-მაშინ ახლავე წავალ სახლში. უკვე გვიანია. გამოძინებაც ხომ მინდა? ხვალ რომელ საათზე წავალთ?
-დილითვე. 9 საათზე.
-რა?! მოვკვდები. ძილი არ მეყოფა.
-კარგი, 10 საათზე.
-კარგი.

—————————————————————————
მათ ურთიერთობაზე მეტს აღარ დავწერ. მინდა, რომ ყურადღებით წაიკითხოთ ეს თავიც და ამის წინა ორიც. ძალიან ბევრი თვისება გამოჩნდა მათესი. მეორე ნაწილის მთავარი გმირი მათეა და შევეცდები მის სულში ჩაგახედოთ. მისი ქმედებები ბევრჯერ გაგავიფრებთ და გაგაბრაზებთ... არც ზოი დაგვრჩება უყურადღებოდ. ბევრი რამ გამომჟღავნდება მისი წარსულიდან, რამაც, ფაქტობრივად, მონსტრად აქცია და მახინჯ პიროვნებად ჩამოაყალიბა.
ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან❤️
კომენტარები დაწერეთ ხოლმე, რაააა
ძალიან ერთგული მკითხველები მყავს: რანია და იზაბელა. ამისთვის მადლობა მათ❤️❤️ მაგრამ სულ მინდება, რომ სხვების აზრიც გავიგო ჩემ ნაწარმოებზე, პერსონაჟებზე... თქვენი ნებაა, როგორ მოიქცევით, მაგრამ მე მაინც გთხოვთ....



№1  offline მოდერი guroo

ველი თქვენს კომენტარებს❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი Rania

Am tavshi ashkarad gamochnda chveninurtiertobebis simaxinje. Arqgulcrfeli damokidebuleba da tamashi. Nigbit dafaruli sakutari saxe da am rols shexorcebuli sakutari meoba. Mate. Zoi. Mia noee. Es erteuli adamianebi arian sazogado saxe atasobit adamianisaa. Da is rom mavanni kargad tamashoben monishnul rols. Ar nishnavs rom bevrni arariann. Dges kerzoobaze agar visaubreb. Radgan aq imxela sigrme chansm sheuracofa iqneba marto mat moviazrebde. Simaxinje romelic unda galamazdes. Nakli eomelic agmoifxvras urtiertobebshi da rompis mtavari prerogativa tubalternativa aris gulcrfeloba. Ndoba da errguleba. Cina planze camovciot. Madliba avtoro. Dilidanve saocrad chamafiqrebwli temwbi momeci. Da kidwv. Xarebas gilocavv. Gfaravdes misi zala da madliii
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline მოდერი guroo

Rania
Am tavshi ashkarad gamochnda chveninurtiertobebis simaxinje. Arqgulcrfeli damokidebuleba da tamashi. Nigbit dafaruli sakutari saxe da am rols shexorcebuli sakutari meoba. Mate. Zoi. Mia noee. Es erteuli adamianebi arian sazogado saxe atasobit adamianisaa. Da is rom mavanni kargad tamashoben monishnul rols. Ar nishnavs rom bevrni arariann. Dges kerzoobaze agar visaubreb. Radgan aq imxela sigrme chansm sheuracofa iqneba marto mat moviazrebde. Simaxinje romelic unda galamazdes. Nakli eomelic agmoifxvras urtiertobebshi da rompis mtavari prerogativa tubalternativa aris gulcrfeloba. Ndoba da errguleba. Cina planze camovciot. Madliba avtoro. Dilidanve saocrad chamafiqrebwli temwbi momeci. Da kidwv. Xarebas gilocavv. Gfaravdes misi zala da madliii


უზომოდ მიხარია, რომ ეს ყველაფერი შენიშნე. არ მინდოდა მეთვითონ მეთქვა, რომ ჩემი პერსონაჟები კონკრეტული პიროვნებები და ინდივიდები კი არ არიან, არამედ საზოგადოების სიმახინჯის ანარეკლები. მგონი, ისინი უფრო მეტად ჩვენ მახინჯ ურთიერთობებს აირეკლავენ.
მართლა უბედნიერესი ვარ, რომ ჩემი მთავარი “მიზანი” ამოიცანი. აქამდე ოდნავ გული მწყდებოდა ხოლმე ამ მხრიდან რომ არ უყურებდით ჩემ ნაწარმოებს.
დიდი დიდდიი მადლობა შენ❤️❤️ მეც გილოცავ❤️

 


№4  offline წევრი izabella

რაღაც მომენტში მეგონა, რომ მია კი არა ზოი იყო ისეთი მსგავსება დავინახე ამ ორს შორის. ორივე მარტოსულია, ორივეს შინაგანი სამყარო ქაოსშია გახვეული და არ იციან როგორ დაალაგონ.
სიმშვიდე დაკარგული ადამიანები, რომლებიც ნუგეშს ერთმანეთში ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ და უფრო მეტად იტანჯებიან.
რაღაცნაირად მძიმე თავი მეჩვენა, წინა თავებთან შედარებით.

 


№5  offline მოდერი guroo

izabella
რაღაც მომენტში მეგონა, რომ მია კი არა ზოი იყო ისეთი მსგავსება დავინახე ამ ორს შორის. ორივე მარტოსულია, ორივეს შინაგანი სამყარო ქაოსშია გახვეული და არ იციან როგორ დაალაგონ.
სიმშვიდე დაკარგული ადამიანები, რომლებიც ნუგეშს ერთმანეთში ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ და უფრო მეტად იტანჯებიან.
რაღაცნაირად მძიმე თავი მეჩვენა, წინა თავებთან შედარებით.


მია ნამდვილად ჰგავს ზოის, თუმცა მათ შორის ერთი მთავარი განსხვავებაა: ზოი ძლიერია და იბრძვის იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს. როგორ იბრძვის და რას ახერხებს, ეს ცალკე საკითხია...
ამ თავში ვნახეთ ის, თუ როგორ შეიძლება, რომ ადამიანი ჩაებჭაუჭოს შედარებით კარგად ყოფნას. მიას ხომ რაღაც საშინელი და მტანჯველი ტკივილი აწუხებდა თავისი მეამიტობის გაცნობიერების შემდეგ, რის ფონზეც მათეს გვერდით სრულიად განსხვავებული გარემო იპოვა, თითქოს უფრო დაცული და კომფორტული... ამან თვალები აუხვია და მარტივად გაება სიყვარულობანას ილუზიაში. წინა თავებში გამოჩნდა, რომ თურმე მათესთვის ეს ქორწინება ერთი პატარა დეტალი ყოფილა, რაც აუცილებლად უნდა შესრულებულიყო და, როგორც კი ეს მოხდა, მაშინვე განწორწინდა. ანუ მათეს რაღაცაში სჭირდებოდა, რომ ცოლი ჰყოლოდა. უცებ გადაეყარა ადამიანს, რომელიც იმდენად საშინელ მდგომარეობაში იყო, რომ ვერანაირად ვერ შეამჩნევდა მათეს განზრახვას. ასე მარტივად შეძლო მათემ თავისი მიზნის მიღწევა. მან მიას უსუსურობა გამოიყენა. ყველაფერი ბუნებრივად გამოვიდა... ე.ი. მათე როგორი ადამიანია? ის იყენებს ყველა შანსსა და საშუალებას, რათა ჩანაფიქრი დისრულეში მოიყვანოს. შემდეგ თავებში ერთად მივადევნოთ თვალი იმას, კიდევ როდის გამომჟღავნდება მისი ეს თვისება.
პარალელურად ზოისაც მივაქციოთ ყურადღება. ზოიც მალე გამოჩნდება.
დიდიი მადლობა, რომ მკითხულობთ❤️❤️

 


№6  offline ახალბედა მწერალი K. I.

მათე ნერვებს მიშლის :((
ვერასოდეს მოვიხიბლები ასეთი ადამიანით...
პირადად ვიცნობ ასეთ მსახიობ და ჩამოუყალიბებელ ადამიანს, რომელიც ძალიან ჰგავს მათეს და კიდევ უფრო შემძულდა რეალურ ცხოვრებაში.
შენ კი ავტორო ისევ კარგი ხარ, ისევ არაჩვეულებრივად გამოგაქვს ადამიანის სულიერი სამყარო მკითხველისთვის და ყველანაირი ხედით გვაყურებინებ მათ თვისებებს.
ბრავო ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№7  offline მოდერი guroo

ქეთი იმერლიშვილი
მათე ნერვებს მიშლის :((
ვერასოდეს მოვიხიბლები ასეთი ადამიანით...
პირადად ვიცნობ ასეთ მსახიობ და ჩამოუყალიბებელ ადამიანს, რომელიც ძალიან ჰგავს მათეს და კიდევ უფრო შემძულდა რეალურ ცხოვრებაში.
შენ კი ავტორო ისევ კარგი ხარ, ისევ არაჩვეულებრივად გამოგაქვს ადამიანის სულიერი სამყარო მკითხველისთვის და ყველანაირი ხედით გვაყურებინებ მათ თვისებებს.
ბრავო ❤️


მათე ყველაზე ჩამოყალიბებულია. ხედავ? ზოგჯერ ქმედებები საოცარ ნიღბად გვეფარებიან და ბუნებრივს ხდიან ჩვენ მსახიობობას.
მიხარია, რომ მოგწონს. ძალია ძალიან მიხარია❤️

 


№8  offline მოდერი guroo

ესეც ექვსქულიანი კომენტარი :დდდ
წინ მოდერობისკენ! :დდდდდ

 


№9  offline მოდერი guroo

კომენტარი ექვის ქულისთვის! იუჰუუ!!

 


№10 სტუმარი სტუმარი ლილიანა

ყველა ნაბიჯი წინასწარდაგეგმილი აქვს რაღაც დიდი მიზნისთვის, ასე მგონია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს თავის სასარგებლოდ იყენებს, მათ გაძლიერებასაც ცდილობს. ტკივილების გამკლავება რომ შეძლონ, ამისთვის წინასწარ ამზადებს ))

 


№11  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა
ყველა ნაბიჯი წინასწარდაგეგმილი აქვს რაღაც დიდი მიზნისთვის, ასე მგონია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს თავის სასარგებლოდ იყენებს, მათ გაძლიერებასაც ცდილობს. ტკივილების გამკლავება რომ შეძლონ, ამისთვის წინასწარ ამზადებს ))

იქნებ ბოროტება მხოლოდ ნიღაბია და სიკეთე - ნიღბისგან დასვენება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent