ყველა'ფერი(თავი 19)
ალექსანდრემ ბიჭებთან ერთად დალევა დაიწყო ბრაზდებოდა როცა ანანოსთან ვიღაც ბიჭები მოდიოდნენ და ცეკვას სთხოვდნენ თუმცა მშვიდდებოდა როცა ანანო უარს ეუბნებოდა. .............................. -ეჰ გამიფრინდა და რა მეშველება ახლა მეე??-არარსებული ცრემლი მოიწმინდა სესილიმ-ვინღა მომიშლის ნერვებს?!! -შენ არ იდარდო მაინც მოგწვდები-ბოროტად გაუღიმა ლიზამ. -ეჰ საწყალო რეზი როგორ გაყავი თავი ყულფში?!...თან შენი ნებით?!-თანაგრძნობის მზერით გახედა სიძეს. -აბა!აბა!-დაეთანხმა ბიჭიც. -სესილი მომშორდი აქედან-შეუღრინა ლიზამ და შემდეგ ახარხარებულ რეზის მიუბრუნდა.-ხო ხარ ახლა ღირსი ჩავშალო ქორწილი ჰა? -აუ ლიზაჩკა უკვე კანონიერადაც და ღვთის წინაშეც ჩემი ცოლი ხარ და სულ რომ გადაიკარგო საქართველოდან მე მაინც გიპოვიი!-წაუღიღინა ბიჭმა. -აბა რას შვებით გვრიტებო?-უეცრად გამოჩნდა ანანო. -რას უნდა ვშვებოდეთ ვერ უყურებ?? -გოგო ღამის ორი საათია წადით ხალხო მართლა ყველა ხო არ უნდა წავიდეს რომ გააღწიოთ??-ხელებს უაზროდ აფრიალებდა ანანო. -ხო ისე აღარ მიდიხართ?-დაეთანხმა ანა. -კაი სირცხვილია სად წავალთ ახლა? -გადით კაცო ვინ გაიგებს მიდით!-ხელით ანიშნა დემნამ. -წამო ლიზაჩკა წამო თორე მემგონი გვაგდებენ საკუთარი ქორწილიდან!-გაიცინა რეზიმ და ჩუმად გაიპარნენ.გარეთ რომ გავიდნენ ლიზამ აშკარად იგრძნო სიცივე ამას რეზიც მიხვდა და თავისი პიჯაკი მოახურა. -აუ ლიზ დემეტრესთვის რაღაც უნდა დამებარებინა მოიცა მოვალ ახლავე!-რეზი სწრაფად წავიდა.უეცრად ლიზასთან ვიღაც კაცი მივიდა. -გემოვნება კი აქვს რა გინდა?!-უტიფრად აათვალიერა გოგონა. -უკაცრავად?! -მე ოთარი ვარ რეზის მამა! -გამარჯობა!-ხელი გაუწოდა გოგომ მაგრამ მან მხოლოდ დამცინავად დახედა ადა ისევ გოგოს მიუბრუნდა. -იცი რეზიმ რატომ მოგიყვანა ცოლად?-დამცინავად გახედა. -რა თქმა უნდა! -ახლა სიყვრულზე ლაპარაკი არ დაიწყო...ალბათ იტყვი ვუყვარვარ და მიყვარსო მაგრამ სინამდვილეში ყველა'ფერი სხვანაირადაა! -მაინც როგორ?-დაიძაბა ლიზა. -მას ცოლად ჩემი პარტნიორის შვილი უნდა მოეყვანა ამაზე გაბრაზდა და შენთან გამოიქცა...ასე რომ...შენი სახელიც კი არ ვიცი...ანდაც რა მნიშვნელობა აქვს...მოკლედ ვინც ხარ ეს ქორწინება სიყვარულის კი არა იძულების შედეგია! -მატყებთ-თვალები აუცრემლიანდა ლიზას. -არ გატყუებ! -ლიზაა ვის ელაპარაკები?-რეზი გამოჩნდა-ოთარ?! -ანუ ახლა მამასაც აღარ მიწოდებ ხო?-გაეცინა კაცს. -აქ რა გინდა?!!-იღრიალა რეზიმ ლიზა ჯერ კიდევ შოკირებული იდგა და აზრზე მოსვლას ცდილობდა. -არაფერი მოსალოცად მოვედი თან რძალიც გავიცანი!იმედი მაქვს გაითვალისწინებ რაც გითხარი ლიზა შვილო!-ოთარი წავიდა ლიზა დარეზიც მანქანაში ჩაჯდნენ.ლიზა ჩუმად იყო არც რეზი იღებდა ხმას ნერვიულობდა ოთარის მისვლის გამო.სახლში შესვლისთანავე რეზიმ ხმის ამოღება მოახერხა. -ლიზა ვიცი უხეშად მოგექცეოდა ყურადღება არ მიაქციო რა არასდროს ყოფილა კარგი მამა...ლიზა კარგად ხარ? -რეზი ცოლად რატომ მომიყვანე?-უნდოდა მტკიცედ გამოსვლოდა მაგრამ ცრემლებმა გაყიდეს. -რა კითხვაა ლიზა?რა თქმა უნდა იმიტომ რომ მიყვარხარ! -თუ იმიტომ, რომ რომ ჩემი ვარიანტი უფრო მოსაწონი იყო ვიღაც უცხოზე!-ირონიულად გაიცინა ლიზამ.-იმიტომ, რომ მე მიცნობ მაინც იმ ვიღაც გოგოსგან განსხვავებით და მე მოგწონდი მაინც ...ნუ რომ არ გიყვარდი უკვე გასაგებია!-ყვიროდა ლიზა. -ლიზა არ გინდა გთხოვ! -რა არ მინდა გამაგებინე არ მითხრა ახლა ვერ გითხარიო რატომ ვერ მითხარი ის რომ ჩემი დახმარება გჭირდებოდა იმისთვის რომ სხვა არ მოგეყვანა! -ლიზა გთხოვ! -ნუ მთხოოვვ!ნუ მთხოვ!ამას რატომ მიკეთებ რეზი??ნუთუ ეს დავიმსახურე რა დავაშავე მითხარი!!რა?-საყელოში წვდა-მითხარი!! -ლიზააა!-იღრიალა რეზიმ გოგონა უცებ შეხტა-გაჩუმდი...მითხარი რაში ვარ დამნაშავე...იმაში რომ არ გითხარი რადენად ნა**** მამა მყავს??რომ ვერ მიტანს და მისთვის მხოლოდ ინვესტიციას წარმოვადგენ?იმაში რომ არ განერვიულე ამ სისულელეზე?რა გაგიკეთე?შეგიძლია მითხრა?შენი აზრით ვგავარ იმ კაცს ცოლად იმიტომ, მოეყვანე რომ სხვისგან თავი დამეხსნა?ლიზაააა მიპასუხე!-ისევ ღრიალებდა. -რეზიი-ამოიკნავლა ლიზამ რადგან გაიაზრა მისი დანაშაული.რეზი უცებ მიუახლოვდა შუბლზე აკოცა და ისევ მოშორდა. -დაიძინე მიდი დაიღლებოდი!-ლიზამ ცრემლები მოიშორა და რეზის ნებას დაჰყვა. სიმართლე თუ გინდათ იმ ღამით არცერთს უძინია.შუაღამისას ლიზა ადგა და რეზის ოთახის კარი შეაღო.ბიჭმა სწრაფად აანთო სინათლე. -ლიზა! -მაპატიე რა არ უნდა დამეჯერებინა მისთვის!-ცრემლი გადმოუგორდა გოგოს. -ჩშშ ნუ ტირი!-ცრემლები მოწმინდა და მიიხუტა.-მე შენგან მხოლოდ ნდობას ვითხოვ ლიზა! -მაპატიებ? -უკვე გაპატიე! ............................................ ალექსანდრემ საკმაოდ ბევრი დალია ამიტომ ანანომ წაიყვანა სახლში. -ხომ გთხოვე საჭესთან არ დაჯდე მეთქი!-მაინც სერიოზული იყო ალექსი. -აბა რა ვქნათ ალექსანდრე?მთვრალი ხარ ან დაგვაჯარიმებენ ან რამეს შევეჯახებოდით!-გზისთვის თვალი არ მოუშორებია ანანოს. -რა გადაწყვიტე? -რასთან დაკავშირებით? -ლონდონში მივდივართ თუ აქ ვრჩებით? -არ გადამიწყვეტია ალექსანდრე მგონი აქ დავრჩები არ მინდა ჩემს გამო ოჯახისგან შორს იყო თან მოვახერხებ აქაც პროფესიის აწყობას! -რატომ უნდა დაკარგო შანსი?! -არამგონია გამარჯვების შანსი მქონდეს იქ ალბათ გაცილებით უფრო კარგი უნივერსიტეტის სტუდენტები იქნებიან! -ანანო უნდა ცადო შენს თავში დარწმუნებული უნდა იყო თუ ამას არ გააკეთებ ვერც გაიმარჯვებ და საერთოდ ამ ცხოვრემაში ჯობს შენ იყო მგელი ვიდრე სხვამ მოგიღოს ბოლო! -ანუ ფიქრობ რომ ცდად ღირს? -არა მე მჯერა რომ შენ გაიმარჯვებ მე კი მოვკალათდები ლონდონში ტეევიზორის წინ და მოვუსმენ შენს მიერ გადმოცემულ სამეფო ოჯახის ამბებს!-მტკიცედ განაცხადა ალექსანდრემ.-მერე სახლში მოხვალ უკვე ჩემი ცოლის სტატუსით და ჩვენს გოგოს ერთად ვეთამაშებით.-სავარძელზე ჰქონდა თავი მიდებული თვალები დახუჭული და ისე საუბრობდა. -ჰაჰა ანუ გოგო ხო ჩვენი გოგო?! -ხო ჩვენი გოგო შენ უნდა გგავდეს!-რატომ გოგო და არა ბიჭი?-გაეცინა ანანოს. -პირველი გოგო მინდა მერე ბიჭებიც! -ებიც?მაინც რამდენი შვილი გინდა ალექსანდრე?? -ძალიან ბევრი! -მაშინ მე არ ვარ მაგ ოცნებაში შენი ცოლი დევდარიანო! -რატომ?-იმიტომ, რომ რომ მაქსიმუმ სამი შვილი მეყოლება! -მაგაზე მერე ვილაპარაკოთ ცოლად რომ გამომყვები! -ანუ შორეულ მოავალში?-ალექსანდრემ თვალები დაქაჩა. -ანანო რა გინდა რატომ მიშლი ნერვებს? -რა ვქნა ალექსანდრე მთელი დღეა ქორწილზე მელაპარაკები მე კიდე არ ვგევმავ ჯერ ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმას და რა გავაკეთო? -ანანო მაბრაზებ და ჯობია გავჩუმდეთ! -რატომ გაბრაზებ? -აბა მე გელაპარაკები იმაზე როგორი ოჯახი მინდა რომ მქონდეს შენთან ერთად და შენ ყველა'ფერს მიშლი! -უბრალოდ სიმართლეს გაცნობ! -მოვედით უკვე გადავალ მე და რომ დაფიქრდები მე რა გითხარი დამირეკე ხო?-ლოყაზე აკოცა გოგოს და მანქანიდან გადავიდა.-ნელა იარე და შეეცადე შენ და მანქანაც მთელები იყოთ!ანდაც მანქანაზე არ იფიქრო თავს მიხედე! -კარგად!-ალექსანდრემ ეზოში შესვლისთანავე შეამჩნია კართან მდგომი სილუეტი და სწრაფად დაიძრა სახლისკენ. -ოჰ მობრძანდით ბატონო ალექსანდრე?-მთვრალი გოგონა მოეხვია ალექსს. -თიკა აქ რას აკეთებ!-ცივად მოიშორა და კარის გასაღებია ამოიღო.გოგონა მაინც არ მოეშვა და ისევ ჩამოეკიდა კისერზე. -ანანოსთან რა გინდა?!ვინმე უფრო გამოცდილი ვერ ნახე? -მგონი უკვე გითხარი ანანოს ნუ ახსენებ!-ისევ მოიშორა გოგონას ხელები რომლებიც მის კისერზე დასრიალებდნენ.-წადი თიკა. -რატომ?ანანოს აღარ ვჯობივარ? -არა არ ჯობიხარ!ახლა კი წადი!-ვერ იტანდა ქალთან უხეშობას თუმცა ახლა იძულებული იყო ასე მოქცეოდა. -გთხოვ მე მას ეს უნდა დავუმტკიცო!-თქვა თუ არა გოგომ ეგრევე გაითიშა! -ჯანდაბა!ჯანდაბა!რატომ უნდა დამემართოს ყველა'ფერი მაინცდამაინც მე?რა დავაშავე!-ხელში აიყვანა და სახლში დააწვინა.შემდეგ შხაპი მიიღო და თავადაც დაიძინა.ანანოს მთელი ღამე არ ეძინა ალექსანდრეს ნათქვამზე ფიქრობდა მიხვდა რომ ალექსანდრე ისე უყვარდა ალბათ ხვალვე გაყვებოდა ცოლად თუ თხოვდა ამიტომ დილით მისვლა და ბიჭისთვის იმის თქმა გადაწყვიტა რომ გაიაზრა რაც ალექსმა უთხრა.თიკას დილით ადრე გაეღვიძა ეუცნაურა უცხო ოთახში რომ იყო მალევე ადგა და სახლში სიარული დაიწყო.ალექსანდრეს ოთახის კარი ოდნავ ღია იყო.კარგად დაინახა მძინარე ბიჭი და ანანოსთვის მისი წართმევის სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრდა.ოთახში შევიდა კარადის კარი გამოაღო და ტანსაცმლის სურნელი შეიგრძნო ესეც კი მადისაღმძვრელად მოეჩვენა.ბოლოს ერთი მაისური აიღო და სააბაზანოში შევიდა.ანანო დილიდან არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო სწრაფად მოემზადა ალექსანდრეს მანქანაში ჩაჯდა და მისი სახლისკენ დაიძრა.კარზე ზარი დარეკა გაუკვირდა გაღება რომ დააგვიანეს ალექსმა ზარის ხმაზე თავი ძლივს აწია,როგორც იქნა მოახერხა ადგომა და კიბეებისკენ დაძვრა მაგრამ თიკამ დაასწრო და ალექსანდრეს მაისურში გამოწყობილმა ყავით ხელში გაუღო კარი ანანოს. -უი ანანო?აქ რა გინდა? -თ...თიკა?მე...შენ აქ რას აკეთებ? -აბა თუ მიხვდები ძვირფასო?!-ანანოს ამის გაგონებაზე ცრემლი წმოუვიდა ამასობაში ალექსანდრეც ჩამოვიდა. -ანანო? -ნახვამდის!-ცრემლი მოიწმინდა ბრეგაძემ და კარისკნ წავიდა. -ანანო!ანანო მოიცადე! -აცადე წავიდეს!-წინ გადაიდგა თიკა. -ჩამომეცალე!-უხეშად მოიშორა და ანანოსკენ გაიქცა. -ანანო მოიცად გთხოვ ყველა'ფერს აგიხსნი! -გახსოვს რა გითხარი დევდარიანო?-უცებ შემობრუნდა გოგო.-ყველაზე დაბალი დონის კაცი ხარ!-უთხრა და ისევ განაგრძო გზა. -ანანო გეფიცები არაფერი მომხდარა!-იყვირა ალექსანდრემ. -ხო როგორ არა უბრალოდ ერთად იწექით!-ხელები უაზროდ აიქნია ანანომ და იქაურობა სასწრაფოდ დატოვა.სახლში სახლში შევიდა და კარი მაგრად მიაჯახუნა. -ამის დედა***-მერე გაიაზრა რომ თიკა ჯერ კიდევ იქ იყო.უცბად შევარდა სამზარეულოში და მკლავში ეცა.-მითხარი რა ინტრიგებს ხლართავ! -მტკივა! -ფეხებზე გტკივა თუ არა იმიტომ რომ ახლა ანანოს შენი წყალობით ყველაზე მეტად ტკივაა!ახლავე წამოხვალ და სიმართლეს ეტყვი! -არაფერსაც არ ვეტყვი ეს სწორედ იმისთვის გავაკეთე რომ ტკენოდა!-ალექსანდრემ ცივად უშვა ხელი. -გაეთრიე დროზეეე!-დაიღრიალა და ქალს კარისკენ უბიძგა. ........................ ანანომ სახლში მისვლისთანავე დარეკა ლექტორთან და უთხრა რომ მიდიოდა. წავიდა ანანო. წავიდა ალექსანდრეც. მერე რა თუ არ პატიობდა ის მაინც შეეცდებოდა მის შემორიგებას და სიმართლის ახსნას თან ბიზნესს მიხედავდა ბრიტანეთში.თვითმფრინავში მისგან მოშორებით დაჯდა.ლონდონის აეროპორტში კარგად დაინახა როგორ მოეხვია ანანო ვირაც ბიჭს და ძარღვები დაებერა. *** -ანანაიკო გოგო როგორ მომენატრე! -მეც სიძე მეც!სად არის ჩემი გოგო იმედია ახლა აქ არ წამოიყვანე. -არა რაღაც ვერ არის ამ ბოლო დროს კარგად და შემეშინდა. -დაგტანჯა ხო ზურიკო? -ეჰ!აბა?! -ნწ ნწ ნწ ვუთხრა ეგ! -ვაიმე ანანო ენას ამოგაძრობ ეგ რომ უთხრა ისედაც სულ მეჩხუბება ამ ბოლო დროს! -კაი წავედით რა მომენატრა! მალევე მივიდნენ სახლში საიდანაც გაბერილი გოგო გამოვიდა.ანამარია ამ სამი გიჟის მეოთხე ნაწილია უკვე დიდი ხანია ქმართან ერთად აქ გადმოვიდა საცხოვრებლად. -ჩემი გოგოოო!-მოეხვია ანანოს. -მარიაა!როგორ მომენატრე!ნათლიას სიცოცხლე როგორ ხარ?როდის აპირებ დაბადებას ჩემო სიცოცხლე ჰა?-დაიხარა და მუცელზე მოეფერა გოგოს. -ვაიმე მოშორდი ჩემ ბავშვს!-შეიცხადა ზურამ.-შენი ამბავი რომ ვიცი იმდენს იზამ დაიბადება ეგ ბავშვი შვიდი თვის! -ანამარია იცი ამან რა მითხრაა?!-თვალი ჩაუკრა სიძეს. -ჩემი სიცოცხლე ცოლისდა წამოდი სახლში! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.