ზოი. მეორე ნაწილი. თავი 6
ზოის მისვლა ყოველთვის კარზე ხელის უხეში ბრახუნით იწყებოდა. სახლში კი უმალ შინაგანი შფოთვისა და ქაოსის აურა შემოჰქონდა. მოდიოდა დასაწყნარებლად. მყუდროების ხავსებს ეჭიდებოდა მათესთან, თავისი შინაგანი სამყაროს დამლაგებელთან. -შემოდი, ზოი, შემოდი. -აჰა! შემოვედი. -თითოქოს მე დაგაძალე შემოსვლა... ხანდახან რა უაზრო ქცევები გაქვს. სამზარეულოსკენ გაუძღვა. წვენი დაუსხა და ღიმილით გაუწოდა. მერე პიცის ნაჭრები დააწყო თეფშზე და გაბრაზებულმა დაუხეთქა მაგიდაზე. -მოგწონს ცვალებადი მათე? -ასეთი არ მომწონხარ. -ხოდა, ნურც შენ ხარ ერთ დღეს სხვა და მეორე დღეს — კიდევ სხვა. გუშინ საჩხუბრად მოხვედი, დღეს ღმერთმა გადამარჩინა შენი აგრესიისგან, ე.ი. რაღაც გჭირდება. ასე არ გამოვა, ზოი. ნუ მიყენებ! -ხომ არ ვთამაშობ? ნიღაბს ხომ არ ვირგებ? რა ვქნა, ასეთი ვარ. ხან შენი შუაზე გაგლეჯვა მინდა, ხან დახმარება მჭირდება შენგან. საერთოდაც, იცი, რატომ ხარ ჩემი მეგობარი? ყოველთვის მეიმედები. ვიცი, შენი მოკვლა რომც ვცადო, მაინც მიერთგულებ და დამეხმარები. -ზუსტად მაგის გამო გაბლატავდი, არა?! ჰმ! შენ ოღონდაც კარგად იგრძნო თავი, ნეგატივისგან დაიცალო და ყველაფერს გააკეთებ, არ ფიქრობ ჩემზე. თურმე გცოდნია, რომ მაინც კარგი მათე ვიქნები. -აუ, რა ეგოისტი ვყოფილვარ. -ჰო, ძალიან! გემრიელად ძიძგვნა დაუწყო პიცის მომნუსხველად კალორიულ ნაჭერს. -გეტყვი რატომაც მოვედი; — ცხიმიანი ტუჩებითა და დაუღეჭავ-გადაუყლაპავი ლუკმით გამოტენილი პირით ძლივს ამოთქვა სიტყვები. -ჯერ ჭამა დაასრულე. მათე სიცილს ძლივს იკავებდა, ისე გამხეცებით მიირთმევდა ზოი პიცას. აშკარად ვიღაცას ეჯიბრებოდა. გვერდზე წარმოსახვითი მეტოქე ეჯდა და მოგების წყურვილით გამოფიტულ ორგანიზმში დაუნანებელი მასალებით გიჟურად გადაჭრელებულ პიცას იყრიდა ღორული გაუმაძღრობით. იმას კი უკვე ვეღარ ამჩნევდა, რომ მეტოქე არ ჭამდა. კუჭისკენ სიმძიმის გადაშვებაზე ისე იყო მომართული მისი გონება, რომ მეტოქის უმადობის შემყურემ მხოლოდ ის დაასკვნა, ალბათ, წამის მეასედში ვასწრებ თითო ნაჭრის გადასანსვლას, მას კი ჯერაც არ დაუწყიაო ჭამა. ამაზე უფრო გრძელ და ფართო ფიქრს ვერ შეძლებდა. მის მოკლე მეტრაჟიან აზროვნებაში მხოლოდ ეს დასკვნა ჩაჯდა. ბოლო ლუკმა ინთქმებოდა ზოის პირის ღრუში, როცა მათემ დიდიხნის წინ შეკავებული სიცილი გამოათავისუფლა, რასაც ფილტვებიდან ჰაერის ძლიერი ამოტუმბვა უძღვოდა წინ. ფილტვებიდან მონაბერმა ქარიშხალმა მორიდებულობისგან მოკუმული პირი გაუხსნა მათეს და ოთახში არანორმალურმა სიცილმა გაიჟღერა. სანერწყვე ჯირკვლებსაც ზუსტად მაშინ მოუნდა ფერმენტებით გამდიდრებული სითხის გამოყოფა და ნერწყვი პირის გახსნისთანავე სიცილს მიჰყვა უკან. სულ რაღაც ერთი წამი იყო დროის ის გარდამტეხი მონაკვეთი, როცა სიცილს გადაუსწრო ოთახის სივრცეში გამართულ რბოლაში. განა მეტხანს არ დასცალდებოდა პირველობა... საცოდავ ნერწყვს ბედი არ სწყალობდა იმდღეს! პიცით გამოტენილ და ვერ დახურულ პირში შეაფრინდა ზოის. მაშინვე დათმო პირველობა და კვლავ წინ გაიჭრა სიცილი. პარალიზებული ნერწყვი ფეხზე ვეღარ წამოდგა. ან კი ვინ აცალა? პირდაპირ საყლაპავ მილში ჩაასრიალა ზოიმ. ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ შემთხვევაში დამატებითი ფერმენტებით შეძლებს ზოის ორგანიზმი საკვების გადამუშავებას. ვერცერთმა შეძლო დაეფიქსირებინა სიცილისა და ნერწყვის ეს დაძაბული რბოლა. მხოლოდ როხროხა ბგერების რწევა გაიგონეს. ამასაც ვერ მოახერხებდნენ თავისით, ყურები რომ არ ჰქონდეთ. ოხ, ეს წყეული ყურები! როგორ შეაშფოთა მათი გონება სიცილის ხმა რომ გაიგონა! გაქრა წარმოსახვითი მეტოქე. პიცაც აღარ დარჩა. ღორმა სიამოვნებისგან დაიკრუსუნა. ოდნავ ადამიანობისკენ გადმოქაჩა მისი ქცევა რაღაც ამოუცნობმა ძალამ და ცხიმიანი პირი მოიწმინდა სალფეთკით. -ცუდად ვარ, მათე. -მოდი, დივანზე წამოწექი. -ვერ ვდგები. — სიმწრით ჩაეცინა ზოის. ხელში აიყვანა მათემ და მძიმედ დააწვინა მისაღებში მდგარ დივანზე. -ვაიმე, მუცელი! აუ! ძალიან მტკივა! -მონელებაც ასეთი უნდა. გასკდი, ღორივით ჩაიხეთქე იმდენი ჭამე და ახლა წამოკოტრიალდი. უკლებლივ ყველაფერი შენ ორგანიზმში დარჩება. დღეს მაგრად შეირგებ უზომოდ ბევრ ცხიმს. ორივემ გაიცინა. ზოიმ მალევე მოკეტა. ვერ გაუძლო სიცილისგან ათამაშებული მუცლის შეკუმშვა-გაფართოების შედეგად მოგვრილ უხალისო ტკივილს. -ოდესმე ჩამხრჩვალხარ საკუთარ ბოღმაში? როცა ძალიან გატკინეს, შენ კი ვერ პატიობ და ვერც ვერაფერს უშავებ. აი, ბოღმისგან რომ იბერები და გასკდომას ცოტა გიკლია. თითქოს სული გევსება ჯოჯოხეთური სიმძიმით. ორივე მხარე რომ იბოღმებოდით და ერთმანეთს ეჯიბრებოდით: რომელი უფრო მეტად მოახერხებდა ზიზღისა და არპატიების საზღვრებს მიღმა გადასვლას — ეს არასდროს გქონია? მე ვიტანჯები მაგით. მეგონა კარგი იყო გასწრება. ის ერთ ადგილას დარჩა, იქვე გაიყინა და აღარ გადნა, ნაბიჯითაც აღარ წამომწევია. მე კიდევ, გამოშტერებულმა, უგონოდ ვაგროვე და ვაგროვე ამდენი ბოღმა... ვაიმე, მუცელი! არ უნდა მეჭამა ამდენი, არა! -სინანული გვიანია... მერე აღარ მახსოვს. ნეტავ, რა ჰქვია მაგ სიმღერას? თუმცა, რა დროს ეს არის... ვიცი, რასაც მეუბნები. მეც მქონია ბოღმა, მაგრამ შენსავით უაზროდ არ გამიმდიდრებია. ჰო, ზიზღისა და შურის ჩანჩქერი არ გადმოვუშვი ჩემ სულში და დიდი ღრმული არ გავაკეთებინე იქიდან დაშვებულ საზიზღრობას. წარმომიდგენია, როგორ დაგიჭაობდა ეგ ყველაფერი. ახლა, ალბათ, პატიებაც გიჭირს. -რომ იცოდე როგორ მიჭირს... მაგრამ, მათე, მე ისიც არ ვიცი პატიება რა არის, -ჩემი აზრით, პატიება ის არის, როცა დარწმუნებით იცი, რომ იმ ადამიანს, რომელმაც გიღალატა, მოგატყუა ან უბრალოდ იმედი გაგიცრუა, სამაგიეროს არ გადაუხდი და საკუთარ თავს გაათავისუფლებ ყოველგვარი არაკეთილგანწყობილი სურვილებისგან. პატიება არ ჰქვია იმას, როცა რაღაც ცუდს გიკეთებენ, შენ კი მაინც ჩვეულებრივ აგრძელებ ურთიერთობას. ეს უკვე მსხვერპლად შეწირვა გამოდის. იცი რატომ არის პატიება რთული? იმიტომ, რომ ამ დროს საკუთარ თავზე უფრო მეტად ხარ გაბრაზებული, რადგან ვიღაცას უფლება მიეცი შენ ცხოვრებაში იმხელა მნიშვნელობა ჰქონოდა, რომ მის რომელიმე ქმედებას შენში რაიმე ნეგატიური განცდა გამოეწვია. დიდი დრო სჭირდება ამის გულწრფელად აღიარებას. ესეიგი, დიდი დრო სჭირდება პატიებასაც, ანუ ყველა ბოროტი განზრახვისგან გათავისუფლებას, რომელიც იმ ადამიანის მიმართ გაქვს, ვინც ცუდი გაგიკეთა. როცა საკუთარ თავზე გებრაზება, ამ დროს არ იცვლება ის, რაც უკვე მოხდა. სამაგიეროდ აგრესია ღვივდება შენს გულსა და გონებაში, რაც შურისძიების წყურვილს აჩენს, სამაგიეროს გადახდას განდომებს, ან დასჯის გადაწყვეტილებას გაღებინებს. მოკლედ, პატიება სწორედ ამ აგრესიისგან გათავისუფლებაა. თუ აპატიებ, უნდა გაუშვა კიდეც, რადგან თუ კვლავ გვერდით გეყოლება, გამოდის, რომ თავი მახვერპლად შეგიწირავს თქვენი ურთიერთობისა და კონკრეტულად მისთვის. მგონი, მსხვერპლის როლი არცთუ მიმზიდველია... -მათე, საავადმყოფოში წავიდეთ, რა. ვეღარ ვუძლებ. -კარგი, წავიდეთ. -შენი სიტყვები ძალიან დამეხმარა. მგონი, მივხვდი, როგორ შევძლო ამ ნაგვისგან დაცლა. კარგად გადავამუშავებ და მერე არარსებობის ნაგავსაყრელზე მოვისვრი. როგორ დამეხმარე, იცი? -გაგიჭირდება მონელება. ზედმეტად გამომსკდარხარ მაგ ნაგვისგან, როგორც შენ ეძახი. -თუ ვერ მოვინელებ, შემერგება მაინც. პოზიტივს ჩააფრინდა ზოი და მათეც მიჰყვა თავისი გულწრფელი და გულიბრყვილო ღიმილით. -ზოი, გულახდილად მითხარი. ძალიან ცუდად იყავი ამის გამო? -აბა, წეღან კიარ მოგატყუე! -ზე გიფიქრია? -მიფიქრია, როგორ არ მიფიქრია. ახლაც ვფიქრობდი მაგაზე. მაგრამ შენთან გულის გადაშლამ მომირჩინა დაშხამული სული. -ჰმ!!! აღარ წავიდეთ? -ხელში ამიყვანე, მე ვერ ვდგები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.