შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, მარადიული ის არის მხოლოდ!" (3)


17-04-2019, 13:24
ნანახია 1 272

ჩემ წინ "ბატონი ავტოკატასტროფა იდგა", ისევ იმ სულელური სიცილითა და ასე ნაცნობი, თითქმის ახლობელი სურნელით.-სახლიდან გამოგაგდეს? - მითხრა ზედმეტად შინაურულად და ჩაიცინა, არა, არა, ვიცი, მითვალთვალებდი და ჩამოგეძინა.
-ვაღიარებ, არც ისე პუნქტუალური ვარ,-საათს დახედა და ისე მეუბნება. ახლა უკვე მთელი სახე გაბადრული აქვს და პირზე მომდგარ ხარხარს კბილებით ძლივს იკავებს.
-ერთი ამას დამიხედეთ, თავი ვინ ჰგონია??! სიცოცხლეს რომ ლამის გამომასალმა ორჯერ ის არ იკმარა და ახლა ჩემი დაცინვაც დაიწყო?! მე შენ გიჩვენებ!!აქამდე დაგროვილი ბრაზი და მრისხანება ყელში გაჩხერილ ცრემლების გორგალს შეეჯახა და ფეხზე რეტიანივით წამომაგდო, იერიშისთვის მოვემზადე და მივახალე:
-იცი, კარი ჩამეკეტა, გასაღებმა ბოიკოტი გამომიცხადა და ადგილიდან ფეხს არ იცვლის,- ჩემდა გასაკვირად მეამიტი გული სულელ გონებას დაუკავშირდა და იმის საწინააღმდეგო წამოაყრანტალა, რასაც ვგეგმავდი.
-სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა და თვალებში რაღაც ნაპერწკლებმა ისე დაუწყო თამაში მაშინვე გავაცნობიერე ყველა სიტყვა, რაც წამოვროშე და საშინლად ვინანე. ვინატრე სადარბაზოს იატაკი ჩანგრეულიყო და შიგ ჩავეყოლებინე. სირცხვილზე მტკივნეული არ იქნებოდა ვიცოდი.
-მმ... ხელი წვერზე ჩამოისვა, პერანგის სახელო ცერემონიულად აიკაპიწა და კართან მიმიშვიო ხელით მანიშნა.
ამ ჟესტმა გამაცინა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ვერ გამეგო სიმწრის უფრო იყო თუ სიხარულის. სპეციალისტივით ათვალიერა ერთ ხანს, მერე გამოაძრო, სული შეუბერა, თავიდან სცადაა, ყური მიადო საკეტს, ქვემოდან ამომხედა და მეუბნება:
-შენზე ძალიან ნაწყენია, ბოდიშის მოხდას ითხოვს-მთელი სერიოზულობით შემომაპარა მტკნარი წყლის სიცრუე და ლაზღანდარობა.
-ჰაჰ,-ახლა ვეღარ შევძელი სიცილის შეკავება, და რაო, რას ამბობს გაბრაზების მიზეზად?-დოინჯი შემოვირტყი და ბუნებრივად შევედი როლში.
-შოპენი მომწყინდაო ამბობს,-ურცხვად და გამომცდელად მიყურებს და სიცილს ძლივს იკავებს.
-რაო?! მომეჩვენა თუ შოპენი ახსენა?! კი, მაგრამ ამან საიდან იცის?! ო, ღმერთო! ოღონდ ეს ის არ იყოს რასაც მე ვფიქრობ!-გაუთავებლად ვსვამ კითხვებს გონებაში და მრისხანების ტალღა ნელ-ნელა მედება, ჯერ კოჭებამდე, მერე მუხლებამდე, მუცელში შემიძვრა და სწრაფად ავარდა ტვინამდე, ვგრძნობ როგორ ვწითლდები და ვიბერები ბრაზისგან, როგორც ის ჩიტი "Angry Bird”-ის მულტფილმიდან. ფაქტები ელვასავით იკლაკნება, ერთმანეთს უკავშირდება და ქრება. ხმამაღლა ვუყვირი ჩემ წინ დასახმარებლად მდგარ მეზობელს, რომელიც ახლა თითმის მძულს ამ თვითკმაყოფილების გამო, მუშტებსაც მაგრად ვურტყამ, ერთი-ორი სახეშიც ვუთავაზე. მაგრამ ეს წარმოსახვაში, სინამდვილეში გახევებული ვიდექი უკვე ღია კართან და გასაღებიან ხელს მივშტერებოდი. გასაღები თითქმის წავგლიჯე ხელიდან, მადლობა ნაჩქარევად მივუგდე და კარი ლამის ცხვირ წინ მივუხურე.
უკანასკნელი იმედიღა მრჩებოდა, ჩემ წინ ორი კარი, იქნებ იქ არ შესულიყო სადაც ჩემი სუპერ საიდუმლო მეზობლის სახლი უნდა ყოფილიყო წესით, იქნებ ის არ ყოფილიყო მისი სახლი... ნეტავ ის არ ყოფილიყო... ჩემი თვალოთ უნდა მენახა, რომ დავრწმუნებულიყავი. კარი მივხურე თუ არა მთელი ტანით ავეკარი და "ჭუჭრუტანიდან" თვალთვალი დავუწყე. თან ურთიერთ გამომრიცხავ ფიქრებს ვებრძოდი. ერთი მე განუწყვეტლივ ხოტბას ასხამდა ამ დალოცვილი დეტალის (ჭუჭრუტანას) გამომგონებელს, მეორე კი შედარებით რეალურ პრობლემაზე მოთქვამდა: ნეტავ ის არ იყოს!
არა, ის არ იქნება!
შეუძლებელია, რომ ის იყოს!
ბედის ამდენჯერ დაცინვა ერთ დღეში უკვე საკმარისზე მეტი იყო!
...მაგრამ, რა თქმა უნდა, ისე არასდროს არაფერი ხდება, როგორც ჩვენ ვგეგმავთ, ზუსტად იქ შევიდა, სადაც არ უნდა შესულიყო და ის აღმოჩნდა, ვინც არა და არ უნდა ყოფილიყო.
ფეხებმა და ნერვებმა ერთდროულად მიმტყუნეს. კართანვე ჩავიკეცე და მთელი დღის ნაგროვები ცრემლები უკითხავად ჩამომცვივდა. ჯერ ერთი, მერე მეორე... ბოლოს სათვალავი ამერია. ვიჯექი კართან ფეხმორთხმული და იმედგაცრუების ზღვაში ვიხრჩობოდი. ყოველთვის ასე მემართება, რამდენადაც მარტივად ვბედნიერდები იმდენადვე მარტივად ვიცი წყენა. ჩემი საუკეთესო მეგობარი ამ თვისების გამო ადვილად აალებადს მეძახის. ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ არ ცდება. მარტო იმედგაცრუება რომ ყოფილიყო გადავიტანდი, ყველაზე უფრო ჩემ თავზე ბრაზი მახრჩობდა.
-მომინდომა შოპენი და იდეალების შერწყმა, ეგ იცის სულელი რომ იქნები და ძილის წინ ოცნებებს აჰყვები. დანასავით მერჭობოდა გვერდებში ჩემივე სიტყვები, მაგრამ მაინც არ ვწყვეტდი ფიქრს. ათასჯერ მაინც წარმომედგინა, როგორი იქნებოდა ჩემი და საიდუმლო მეზობლის შეხვედრა და გაცნობის სცენა, ეს კი აშკარად მისი ანტიპოდი იყო. ნამდვილი მოსიარულე კატასტროფა!
აბაზანა თბილი წყლით ავავსე, ვარდის სურნელოვანი საპონი ჩავასხი და დიდი ჭიქით ტკბილი ყავაც შევიყოლე. ყოველთვის, როცა ასეთ აბლაბუდა სიტუაციაში ვვარდები და თანაც ვიცი, რომ ყველაფერი ჩემი სულელი თავის დამსახურებაა იმას ვაკეთებ ხოლმე რაც მეზიზღება. ახლაც იგივენაირად ვიქცეოდი. გული მერევა ვარდის სუნიან საპნებზე და ტკბილ ყავასაც მხოლოდ ორ შემთხვევაში ვსვამ:1. როცა ნიაა ჩემთან სტუმრად და 2. როცა დეპრესიაში ვარ. ასე ერთგვარად სამაგიეროს ვუხდი საკუთარ თავს და ვტანჯავ, რომ იგივე სისულელე კიდევ არ გავიმეორო.
სიმართლე გითხრათ...ჯერ შედეგი არ მაქვს...



№1  offline წევრი scooby doo pa pa

აუუუუუუუუ ძაან მაგარიაააააააააა
ტკბილი ყავა არც მე არ მიყარს:დ :დ
ახალს ველოდებიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent