შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისუნთქე, არტემის. (მეორე თავი.)


2-05-2019, 22:38
ავტორი არტემიდა.
ნანახია 393

ისუნთქე, არტემის. (მეორე თავი.)

თავი მეორე.
ნესტის სუნი მცემს, თვალებს ვახელ და ვცილობ გავარკვიო სად ვარ. ყელთან ახლოს ტკივილს ვგრძნობ, ხელს ვიდებ და იქედან პატარა მინას ვიღებ, მინა სისხლიანია.
ხელებს ძირს ვადებ, მაგრამ ტკივილს ისევ ვგრძნობ და სახეს ვმანჭავ, ხელისგულებში მინის პატარა ნამსხვრევები მაქვს შერჭობილი.
წამოვდექი. ჩემს სუსტ ფეხებს ვუყურებ, მუხლები სისხლიანია, აქაც უამრავ პატარა მინის ნამსხვრევს ვამჩნევ, ვცდილობ სათითაოდ დავიძრო ფეხებიდან და ტკივილი იმატებს, სურვილის მიუხედავად ვყვირი, ტკივილს ვერ ვაკავებ.
ოთახი ბნელია, კარიდან შემოსული მკრთალი შუქი მხოლოდ ძირს ანათებს. დაღლილობას ვგრძნობ, რამოდენიმე დღეა რაც უძინარი ვარ. ცივ იატაკზე ვწევარ და თითოეული უჯრედი მტკივა, იმ მსუქან ბილის არ დავემორჩილე და ამის გამო ორი დღის განმავლობაში მწარედ მცემეს. ფეხებს და ხელებს ვუყურებ, უამრავი ჩალურჯება მაქვს.
მუცელში რაღაც მტკივა, იმდენად რომ ხელსაც კი ვერ ვიკარებ, კანსაც რომ შევეხო ტკივილისგან ვიყვირებ. ბილის გამოა, მუცელში მთელი ძალით ჩამარტყა მუშტი რამოდენიმეჯერ, ბოლო დარტყმის შემდეგ გავითიშე.
წინააღმდეგობას ვუწევდი, ჩემს გაყვანას ცდილობდნენ, ბილი და მაღალი ბიჭი, რონი. მივხვდი, რატომაც მიმათრევდნენ გარეთ, მათი ლაპარაკი კარიდან მოვისმინე და როგორც გავიგე ყოველ გოგოს, რომელსაც აქ მოიყვანდნენ ამოწმებდნენ, კერძოდ იმას, ქალიშვილი იყო თუ არა გოგონა. ბიჭთან შეხება არასოდეს მქონია, ბავშვობიდან მაფრთხილებდნენ რომ ბიჭებისგან თავი შორს დამეჭირა, იმ დროისთვის ყოველი ბიჭი ფულის გამო, გოგონებს იყვანდა და შემდეგ ყიდდა. დღევანდელი დრო არაფრით განსხვავდება, ჩემს ბავშვობისდროინდელ ცხოვრებისგან.
მახსოვს, როგორ მოატყუა ლილიანი თავისმა შეყვარებულმა, მოატყუა და ფულის სანაცვლოდ შავ ბაზარზე ნივთვივით გაყიდა. ღმერთმა იცის, დღეს მისი ორგანოთი რომელი ადამიანი სად ცხოვრობს.
რამოდენიმე დღეა რაც არ მიჭამია, კუთხეში ორი დღის პური დევს, გვერდით კი წყალი. კატეგორიულად გადავწყვიტე რომ სიკვდილს არ ვაპირებ, ამიტომ პურს ხელს ვავლებ და ვკბეჩ, წყალთან ერთად.
კარი იღება, იქედან შემოჭრილი სინათლე თვალს მჭრის. კარში მაღალი სხეული დგას პირბადით და მიყურებს.
-გამარჯობა ქალიშვილო.- იძახის ირონიული ხმით და ოთახში აბიჯებს.
სერიოზული სახით ვუყურებ, მიუხედავად იმისა რომ გავითიშე მაინც შემამოწმეს და დაადგინეს რომ ქალიშვილი ვარ.
-ეცადე თავი მოიწესრიგო, ოთახში კამერაა, უფროსი კი შენს დათვალიერებას აპირებს.-
-თქვენი ძვირფასი პაკისტანი?- ვამბობ და ირონიული სიცილით ავხედავ. სახე ეცვლება და ოთახში შუქს ანთებს.
-დიახ, ზუსდატ იმ ძვირფას პაკისტანს შეუძლია შენი პირი სამუდამოდ დაამუნჯოს.- იმუხლება, თვალები ბოროტულად უციმციმებს.
-ამასაც ვნახავთ.- ვჩურჩულებ ჩემთვის. ის კი ნელნელა ჩემსკენ მოიწევს, უკან ვიხევი მანამ, სანამ კედელს ავეკრობოდე. გააზრებას ვერ ვასწრებ, ისე მოულოდნელად მეხება და ტანზე ტანსაცმელს მახევს, ვყვირი და ვცდილობ წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა ზედმეტად ძლიერია. ჩემს შარვალს ხელებს კიდებს და წამში ორ ნაწილად ხევს. მის წინ შიშველი ვდგავარ, საცვლების ამარა. ხელებს ძლიერად მიჭერს ერთმანეთზე, მე კი ერთ ადგილას არ ვჩერდები და ვცდილობ მისი წონასწორობა დავარღვიო. ტვინი განგაშის ზარებს შემოკრავს მას შემდეგ, რაც ხვდება რომ მალე ჩემი სხეული ძალადობის მსხვერპლი გახდება. ხელებს თავისი ხელებით მიჭერს, მას მთელი ძალით ვეჯახები, თუმცა იმდენად სუსტი ვარ რომ ვერაფერს ვაკლებ. მთელი ძალით კედელს მახეთქებს, ტკივილს ვგრძნობ, თითქოს ხერხემალი და ყოველი მალა გადამტყდაო. ტკივილი ერთი წერტილიდან მთელ სხეულს ედება, ყოველ ძვალს. თავში უზარმაზარ ტკივილს ვგრძნობ, მიკვირს რომ ამ ძალით დარტყმამ თავის გატეხვა არ გამოიწვია.
არანაირი ძალა არ გამაჩნია. როცა ვფიქრობ რომ უნდა დავნებდე, ვხვდები რომ ეს ბიჭიც ჩერდება, ჩემსკენ არ მოიწევს და ცოტა არ იყოს ამის დაჯერება მირთულდება.
-ნუ ღელავ, შენთან მოკარებას არ ვაპირებ. კამერიდან უფროსი გაკვირდება, ის შენს შემოწმებას ცდილობს და თუ ასე მოქცევას გააგრძელებ, ვფიქრობ დიდხანს სიცოცხლე არ გიწერია.- ხვნეშის, აშკარად საკმაო ძალა დახარჯა ჩემს შესაკავებლად, ეს ცოტათი მსიამოვნებს კიდეც.
რამოდენიმე წამის შემდეგ, სანამ სუნთქვას დავარეგულირებდე, ოთახს თვალს ვავლებ, კამერას ოთახის მარცხენა მხარეს, კუთხეში ვამჩნევ.
-ფეხზე წამოდექი.- მეუბნება პირბადიანი. ფეხზე ძლივს ვდგები და კამერას ვუყურებ.
-ზურგით დადექი.- ამბობს მბრძანებლური ტონით, რაც მაღიზიანებს, ვცდილობ მოვითმინო მაგრამ ბრაზს ვერ ვმალავ.
-ვერ გაიგე რა გითხარი?!- ყვირის და ჩემსკენ იწევა, ცდილობს ზურგით დამაყენოს, ამ დროს მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ, უეცრად ფეხსაცმელში დამალულ პატარა დანას ვიღებ და ამ ბიჭს ფეხში მთელი ძალით ვურტყამ, ერთჯერ, ორჯერ და სანამ მესამედ დარტყმას მოვასწრებდე ხელებში მწვდება, დანას მართმევს და ოთახის ბოლოში ისვრის, სროლისას მხარზე დანა შემთხვევით მკაწრავს კანს და სისხლიც თავისუფლდება.
ვხედავ როგორ ღრიალებს ბიჭი ტკივლისგან და ცალ ფეხზე მდგარი ჩემ ცემას იწყებს. მუცელში იქ, სადაც მტკივა მუშტს მარტყამს, ერთჯერ, მეორედ, მესამედ და გონება მებინდება, ვითიშები.
***
არ ვიცი რამდენი საათი გავიდა, არც ის ვიცი როგორ მოვახერხე გამოღვიძება ისევ, მაგრამ ღმერთი აშკარად ჩემსკენაა.
წყალს ვწვდები და ბოთლს ვიყუდებ, ვსვამ მანამდე სანამ არ დაიცლება.
შუქი ისევ ანთია, კამერას ვუყურებ. იატაკი სისხლით არის მოსვრილი.
თავს უხერხულად ვგრძნობ იმის წარმოდგენაზე, რომ საცვლების ამარა ძირს ვზივარ, ამ კამერიდან კი შესაძლოა ის მიმზერდეს.
მასაც ხომ ეს უნდა?
-ამ ალქაჯმა რობერტს ფეხი დაუსახიჩრა, სამუდამოდ კოჭლობაში გაატარებს ცხოვრებას.-
კარის მეორე მხრიდან ხმა მესმის, ვხვდები რომ ეს რონის ხმა უნდა იყოს.
-მალე კისერს ჩემივე დანით გადავუჭრი და მისი სისხლით ამ ოთახს შევღებავ.- კბილებში გამოსცრის მსუქანი ბილი.
-წესისამებრ, როგორც ზეინს ჩვევია, ამ ალქაჯსაც ამოვაცლით ორგანოებს, ამ საქმეს დიდი ფული მოაქვს, ხომ იცი ბილ.-
-დღეს აუცილებლად მოკლავენ, ალბათ რობერტს როგორ უნდა ამ ურჩი ს ტანი ნაკუწებად აქციოს, მაგრამ უფროსის გარეშე აქ კარსაც კი ვერ დავხურავთ.- ამბობს ბილი.
ტანში ჟრუანტელი მივლის იმის წარმოდგენაზე, თუ როგორ ჭრიან ჩემს სხეულს. თუმცა რატომღაც მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ჩემი თავისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ.
მათ საუბარს კიდევ დიდხანს ვადევნე ყური, როცა უეცრად ორივე გაჩერდა. რამდენიმე წამი ასე იყვნენ, შემდეგ კი ჩურჩულით დაიწყო რონმა:
-შენც იგივე გაიგონე რაც მე?-
-ამას ნამდვილად არ ველოდი, ხომ იცი, ყოველთვის სხვებს ასრულებინებს ხოლმე შავ საქმეებს, აქ იმისთვის მოდის რომ, ეს მან გააკეთოს?- რონის ხმაში გაოცება ეპარება.
-დიდი ხანია რაც აქ ვმუშაობ, მაგრამ არც ერთხელ არ მინახავს ზეინი აქ ჩამოსულიყოს და გოგონა პირადად ენახოს. რათქმაუნდა იმას თუ არ ჩავთვლით რომ სანამ გოგონებს მოაკვლევინებდა, მათით ერთობოდა, თუმცა თავის საძინებელში და არა აქ, საკნებში.-
მათ საუბარს ვხარშავ და ვხვდები რომ საუბარი ზეინზეა, რომელიც სავარაუდოდ აქ მოდის. ტანში შიში მივლის ჯორჯის სიტყვების გახსენებისას: „ეს ბიჭი ჭკვიანია, მაგრამ სასტიკი. არავის შეიბრალებს, სხვებს უბრალოდ დაამონებს და ისე დააჩოქებს მის წინ, რომ ვერც კი გაიგებ ეს მათი სურვილის მიუხედავად თუ გააკეთეს.“ თავს ვაქნევ, ნეგატიური ფიქრებისგან გაწმენდისთვის. ნეტავ რას ველი, რომ ეს გაამართლებს?
მათი საუბარი რატომღაც წყდება, ირგვლივ სიჩუმეა. კედელს ვეკვრი და ღრმად ვსუნთქავ. ჩემ ტანს ყურადღებას აღარ ვაქცევ, სუსტსა და დასახიჩრებულს.
კარის მეორე მხრიდან ნაბიჯების ხმა მესმის.
ველოდები როდის გაიღება ეს წყეული კარი.
ერთი, ორი, სამი. ვითვლი გულში, როცა მეოთხე თვლაზე საკეტის გადატრიალების ხმა ისმის, კარი იღება.
კარის ზღურბლთან ახალგაზრდა ბიჭი დგას, ძალიან შავი თმა აქვს, შავი თვალები და მწველი მზერა, რომელიც ჩემს ორად გახლეჩას ცდილობს. ვხვდები, რომ ეს ის არის.
თავიდან ფეხებამდე შავებშია გამოწყობილი. სახეზე უცნაური ღიმილი დასთამაშებს და ვერაფრით გამოიცნობ რა ჯანდაბაზე ეღიმება.
ჩემს მოკვლას აპირებს?
ფეხებს წამოდგომა ვაიძულე, თმები უმისამართოდ ყრია ჩემს შიშველ მხრებზე. რატომღაც თვალებში მიყურებს და ვგრძნობ რამდენად ახლოს ვდგავარ სიკვდილთან. თმებით ბრიუსჰალტერს ვიფარავ და ამ არსებას მთელი ჩემი ზიზღით შევცქერი. მეზიზღება რომ ერთი ხელის მოსმით შეუძლია ჩემი სიცოცხლე გაანადგუროს, ისე როგორც ოთახში მოფარფატე ბუზის. მეზიზღება რომ იმდენი ძალა არ შემწევს, მივიდე და კანი დავუსახიჩრო, ნაკუწებად ვაქციო მისი სხეული და თითოეული უჯრედი მიწაზე მიმოვფანტო, ისე რომ მოსვენება ვერასოდეს იპოვოს. ვერასოდეს შეძლოს მშვიდად ყოფნა. ადგილიდან ფეხს არ ძრავს, ველი რომ მომმვარდება და ერთი ტყვიით, ან დანით გულს შუაზე გამიჭრის. ან იქნებ არა? იქნებ ზუსტადაც გული სჭირდება, რომ გაყიდოს?!
ხელებში არსაიდან მოსული ძალა მაწვება, მექაჩება რომ ეს უსირცხვილო ქმნილება საკუთარი ფრჩხილებით დავასისხლიანო. იმდენად მინდოდა გადარჩენა, რომ ჩემში ცხოველური ინსტიქტი ამოძრავდა. თითქოს მომინდა ამ ადამიანის ხორცი და სისხლი დამეგემოვნებინა.
კარს კეტავს და ჩემსკენ რამოდენიმე ნაბიჯს დგამს, ჩემდაუნებურად კედელზე ზურგით ჩავცურდი და უკვე იატაკზე ვზივარ.
ჩემს წინ, საკმაოდ ახლო მანძილზე ჩერდება და ზემოდან დამყურებს. ისევ იღიმის, ამჯერად ისე, მიხვდები რომ ჩემი მოკვლის სურვილი გაუასმაგდა.
იხრება და თვალებში მიყურებს.
-ურჩი ქალიშვილი, არა?- ირონია. ხმა ბოხი აქვს, ტონი კი უცნაური, თითქოს გეთამაშება მანამდე სანამ მოგკლავს.
არაფერს ვამბობ.
-იცი, უამრავი გოგო მოუყვანიათ ამ ოთახში,- კედლებს თვალს ავლებს.
-მაგრამ, ქალიშვილი არცერთი მათგანი არ ყოფილა.- ისევ მე შემომხედავს, მსახიობური ნიჭი აქვს, თითქოს სცენაზე დგას, უამრავი ადამიანი უყურებს, ის კი თამაშობსო. ისევ მაკვირდება, ამჯერად ტანს ურცხვად მითვალიერებს.
-ნუთუ არავინ არასდროს შეგხებია?- ამბობს და ავისმომასწავლებელი ღიმილით აყოლებს თვალს ჩემს ფეხებს, მერე კი ყელს.
-საწყენია, რომ ასეთი სხეული ხელშეუხებლად განადგურდება.- ხელს ნიკაპქვეშ იქცევს.
საკუთარ ცხოველურ ინსტიქტს ვერ ვაოკებ, მინდება რომ მკვლელობა ჩავიდინო, მინდება ხელები სისხლში ამოვისვარო და ამისგან გამხიარულებული სიცილს ვერ ვიკავებდე ამ ოთახში, აქვე და ახლავე.
-შენც ჩემი სხეული არ გჭირდება? რაღას ელოდები?- ვამბობ სუსტი ხმით, სადაც ღიმილნარევ ტონს ვურევ, მინდა რომ გავაღიზიანო, თუმცა რატომღაც პირიქით ხდება. სახე ეცვლება, უფრო მაკვირდება და იგრძნობა, ასეთი სიუჟეტი მისთვის უფრო საინტერესო რომ არის.
-გაოცებული ვარ. მამაცი ყოფილხარ, სხვები ხმასაც კი ვერ იღებდნენ, როცა მე მათ სიამოვნებით ვიღებდი ჩემს საძინებელში.- ოდნავ ახლოს იწევა.
-გიყურებდი, როცა რობერტი ფეხში დაჭერი. ვხედავდი როგორ ურტყამდი დანას მის ფეხს და როგორ განიჭებდა სიამოვნებას სისხლი.- ის მართალი იყო.
-გიყურებ და ვხვდები როგორ გინდა იგივე გაიმეორო ჩემზეც, თუმცა ამჯერად, ჩემი ტანის დაანაწევრება გინდა, არა?- ისევ იღიმის, რაც ამ სურვილს აორმაგებს.
-რას მიპირებ?- ვეკითხები, თუმცა ისე ლაპარაკობს თითქოს ჩემი ხმა არც გაუგია.
-იცი რისთვის მჭირდები?- კითხვას სვამს, პასუხი ხომ მარტივია.
-ჩემი სხეული, ეს საცოდავი სხეული გჭირდება.- ვამბობ ზიზღით და ჩემს ტანს ისე ვუყურებ თითქოს მე არ მეკუთვნოდეს.
-იცი რა? წაიღე, რაც გინდა ის გაუკეთე ამ სხეულს, მაგრამ ჩემს სულს ვერაფერს მოუხერხებ, ვერ წაიღებ და ვერც ვერასოდეს ვერ შეეხები, ოდნავაც კი.- ამჯერად სერიოზულად ვამბობ და თვალებში ვუყურებ.
-გპირდები, რომ მე მაინც ვიცოცხლებ.- სიტყვას ვასრულებ, მას კი ეტყობა რომ უფრო მეტად ნასიამოვნებია პასუხით. ახლოს მოდის.
-რატომ ფიქრობ რომ იცოცხლებ?- ინტერესით მეკითხება.
-იმიტომ რომ ვერ მომკლავ. შენ შეგიძლია დაჩეხო ჩემი სხეული, მაგრამ ჩემს სულს ვერ მიეკარები, მას ვერ მოკლავ რადგან შენი ტყვია და დანა უძლურია, მის ძალასთან შედარებით. იგი ყოველთვის იცოცხლებს და როგორც კოშმარი არ შეგეშვება.-
-მართლა?- ამბობს მოჩვენებითი გაოცებით.
-და როგორი გემო აქვს შენს სულს?- ამჯერად ძალიან ახლოს მოდის, იმდენად რომ მისი სუნთქვა სახეზე მეცემა, რაც გულს მირევს.
თვალებს არ მაშორებს და სახის ყოველ ნაწილს აკვირდება, მაღიზიანებს.
კედელს თავს ვაშორებ და მის სახესთან ახლოს მივდივარ. ვიცი რასაც ვაკეთებ, ვიცი რომ ამგვარი თამაშით, სიუჟეტით, თაგვი კატას ხელიდან დაუძვრება, იქნებ მეც გამომივიდეს. იქნებ ამ თამაშში ამყვეს, როგორც ვამჩნევ ასე ძალიან რომ მოსწონს მას.
-გინდა გასინჯო მისი გემო?- ვეკითხები და ამჯერად თვალებში ვუყურებ, რომელიც თამაშის სურვილისგან და ცდუნებისგან აკიაფდა. ვხედავ, როგორ მოსწონს როცა ვინმე ასე ექცევა, როცა ვინმე თამაშში ყვება, ჭკვიანურად.
-დამრთავ ნებას?- იღიმის.
ვუყურებ და მშვიდად სუნთქვას ვაგრძელებ.
-ამას ვერასოდეს შეძლებ, იმიტომ რომ არ შეგიძლია ადამიანის სულს შეეხო, ვერ შეძლებ სულის დანახვას, მანამდე სანამ არ იგრძნობ..-
-რას?- მაცდური ღიმილით მასპინძლობს. ვშეშდები, პასუხი ვიცი, რომელიც გონებაში ტრიალებს, თუმცა ამას ხმამაღლა ვერ ვიტყვი, მისთვის ზედმეტად გაუგებარი და ბანალური სიტყვა იქნება.
გონებას ვძაბავ და მის კითხვას ვაიგნორებ.
-მე სიცოცხლე მინდა.- ვამბობ პირველივეს, რაც თავში მომდის, და მართლაც მე ეს ძალიან მინდა. ვამჩნევ როგორ სურდა პასუხის მოსმენა, მაგრამ თითქოს ისედაც იცოდა პასუხიო თავს მაღლა წევს და სახეზე ოდნავი გაოცება დაეტყობა.
-და იცი მე რა მინდა?- ეშმაკივით იცინის.
-ჩემი სხეული.-
-კი, მინდა რომ გავსინჯო.- ამბობს სიზუსტით.
-შეგიძლია ამის გაკეთება, მაგრამ გახსოვდეს სულს ვერ შეეხები.-
-პირველისთვის სხეულით დავიწყებ.- ენით ტუჩებს ისველებს და ფეხზე დგება.
-მერე კი დანიშნულების ადგილამდეც მივაღწევ.- ეს ბოლოა რასაც ჩემი მიმართულებით ამბობს და კარებისკენ ტრიალდება.
ვიცი რომ გავა, მოკლე დროშო სიცოცხლეს გამოვემშვიდობები. ვიცი, რომ ჩემს ხანმოკლე ცხოვრებას წერტილს სხვა დაუსვამს, ძალიან, ძალიან მალე.
კარი იღება და იქ მდგარ სისხლით მოწყურებულ რონს ვხედავ, რომელიც შიშით თვალების გასწორებას ვერ ბედავს ბატონისთვის.
-ბატონო ზეინ, მაგიდა მოვამზადეთ, ინსტრუმენტებიც მზადაა, ექიმი როჯერსი კი მალე აქ იქნება.- ამბობს თავდახრილი.
მორჩა. ვხვდები რომ ტკივილით, გააზრებულად სიკვდილი მიწერია. ჯანდაბა, ამას წამიერი სიკვდილი მერჩივნა, უმტკივნეულო.
სხეული მიკანკალებს დანების და ბასრი საგნების წარმოდგენაზე. ვლოცულობ, რომ გავითიშები და ჩემს სხეულს მერე დაანაკუწებენ, ისე რომ მე ვერ ვიგრძნო.
-დაურეკე და გადაეცი რომ აღარ მჭირდება.- ამბობს ზეინი ზურგშექცევით.
-კი მაგრამ გოგონა?- ამბობს სასოწარკვეთილი ხმით რონი.
-მოაწესრიგეთ და რომელიმე საძინებელში ჩაკეტეთ.- რონი გაოცებისგან პირს აღებს და არ იცის რა თქვას.
- ის იცოცხლებს.- ამბობს ზეინი და კარი იკეტება.

___

ძვირფასო მკითხველო, თქვენთან რამოდენიმე კითხვა მაქვს და იმედი მაქვს სურვილი გექნებათ უპასუხოთ:
1. როგორი მოვლენების განვითარებას ელით ამ მოთხრობაში?
2. რომელი მომენტი მოგეწონათ ამ თავში, ან არ მოგეწონათ?
3. როგორ შეაფასებთ სიუჟეტს?
თუ რაიმე კითხვა გექნებათ, მზად ვარ კომენტარებში გიპასუხოთ.
მადლობა!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ია

ეს ზეინი როგორ მოდაშია ამ საიტზე...ეს და სვანი ბიჭები

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი ანი

ახლა წავიკითხე და ძაალიან უცხო წასაკითხია მინდა გითხრა... ზეინის შესვლა მომეწონა და ამ გოგოს სიმტკიცეს ჭკუიდან გადავყავარ.. საოცარია..
ძალიან მომწონს და იმედია ისე საინტერესოდ გაგრძელდება როგორც დაიწყო ♡♡
პ.ს უი ხო იმედია ცუდი დასასრული არ ექნება და არ ვინანებ კითხვა რომ დავიწყე..
წარმატებები^-^ ♡♡♡

 


№3  offline წევრი არტემიდა.

ია
ეს ზეინი როგორ მოდაშია ამ საიტზე...ეს და სვანი ბიჭები

ეს ადამიანი თავისი აღმოსავლური გარეგნობის გამო შევარჩიე, პირადი ფანატიზმის მიხედვით არ შემირჩევია. :)

სტუმარი ანი ანი
ახლა წავიკითხე და ძაალიან უცხო წასაკითხია მინდა გითხრა... ზეინის შესვლა მომეწონა და ამ გოგოს სიმტკიცეს ჭკუიდან გადავყავარ.. საოცარია..
ძალიან მომწონს და იმედია ისე საინტერესოდ გაგრძელდება როგორც დაიწყო ♡♡
პ.ს უი ხო იმედია ცუდი დასასრული არ ექნება და არ ვინანებ კითხვა რომ დავიწყე..
წარმატებები^-^ ♡♡♡


ძალიან დიდი მადლობა კომენტარისთვის, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია!
შევეცდები უფრო საინტერესო თავები შემოგთავაზოთ. :)

 


№4  offline წევრი Lurjtmiani

ძან მაგარია.
ამ თავში ბოლო მომენტი მომეწონა ძან და კიდევ ის მომენტი როცა არტემისმა ერთ - ერთ ბიჭს დანა დაარტყა თავის დასაცავად. ამასაც კი დიდი გამბედაობა სჭირდება

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ცოტა ბავშვური დიალოგებია.
ხო, ახლა ვნახე წინა თავზე შენი პასუხი. თანამედროვე მომღერლებ-მსსახიობებისადმი ჩემი ინტერესი ნულია და მათი გაფეტიშება ჩემს ასაკში სასაცილოც მგონია. ნუ, ახლა ლეონარდო გამონაკლისია ოღონდ :)).

საიტზე ოოდნავ მსგავსი სტილის რამე თუ დადებულა(რაც ვნახე) ყველას ზეინი ერქვა, მართლა ყველას და ჩემი ინტერესი მხოლოდ ამან გამოიწვია.

 


№6  offline წევრი Elea_Nora

სიუჟეტი მომწონს რომელიმე ღლაპი დირექშენერის ნაწერს არ გავს.(დირექშენერების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს უბრალოდ ზოგიერთი ძაან აღმერთებს ხოლმე და მაგ მიშლის ნერვებს) ზეინმა უკვე გამოიჩინა ინტერესი მის მიმართ და ველოდები რაღაც-რუღაცეებს, მაგრამ არ მინდა მალე გატყდეს ჩვენი გოგონა. მისი სიმტკიცე და შეუპოვრობა მომწონს ნეტა ბოლომდე ასე დარჩეს. სიუჟეტიც გადასარევია.
ველოდები ახალ თავს!

 


№7  offline წევრი PARVENU

Targmnia dros ecade droebshi ar airio, warsuli da awmyo areulia dasawyisshi da cudad ikitxeba. Afteris mere msgavsi fanhistory dzalian momravlda, vnaxot rogoria.
--------------------
Parvenu

 


№8  offline წევრი არტემიდა.

grafo
ცოტა ბავშვური დიალოგებია.
ხო, ახლა ვნახე წინა თავზე შენი პასუხი. თანამედროვე მომღერლებ-მსსახიობებისადმი ჩემი ინტერესი ნულია და მათი გაფეტიშება ჩემს ასაკში სასაცილოც მგონია. ნუ, ახლა ლეონარდო გამონაკლისია ოღონდ :)).

საიტზე ოოდნავ მსგავსი სტილის რამე თუ დადებულა(რაც ვნახე) ყველას ზეინი ერქვა, მართლა ყველას და ჩემი ინტერესი მხოლოდ ამან გამოიწვია.


პირველ რიგში, მადლობა რომ დააკომენტარე და გამოხატე ის რაც არ მოგეწონა, ვეცდები მომავალში უფრო დავხვეწო ნაწერი :)
რაც შეეხება დანარჩენს, თქვენი ნეიტრალური პოზიცია მაკვირვებს, მეორე თავზე რამ მოგიყვანათ.
მადლობა :)

PARVENU
Targmnia dros ecade droebshi ar airio, warsuli da awmyo areulia dasawyisshi da cudad ikitxeba. Afteris mere msgavsi fanhistory dzalian momravlda, vnaxot rogoria.



აფთერს წლების წინ გავეცანი და ჩემს მიერ შერჩეულ სიუჟეტს არანაირი მსგავსება არ გააჩნია აფთერის სიუჟეტთან, თუ დაფიქრდები.
მოთხრობა არ ითარგმნება, მე ვწერ და სიმართლე გითხრა ეს მოთხრობა ზეინის გაფანატების მიზნით არ დამიწერია. მე უბრალოდ მინდოდა მკითხველს ამ ადამიანის გარეგნობა წარმოედგინა, სიუჟეტებისას.
შევეცდები შენი შენიშვნები გავითვალისწინო, მადლობა. :)

Elea_Nora
სიუჟეტი მომწონს რომელიმე ღლაპი დირექშენერის ნაწერს არ გავს.(დირექშენერების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს უბრალოდ ზოგიერთი ძაან აღმერთებს ხოლმე და მაგ მიშლის ნერვებს) ზეინმა უკვე გამოიჩინა ინტერესი მის მიმართ და ველოდები რაღაც-რუღაცეებს, მაგრამ არ მინდა მალე გატყდეს ჩვენი გოგონა. მისი სიმტკიცე და შეუპოვრობა მომწონს ნეტა ბოლომდე ასე დარჩეს. სიუჟეტიც გადასარევია.
ველოდები ახალ თავს!


პერსონაჟები თვითონ გადაწყვეტენ, როგორი ცხოვრება სურთ. :)
დირექშენერი არ ვარ, არც ზეინს ვაფანატებ. მე უბრალოდ მისი გარეგნობის გამო შევარჩიე პერსონაჟად. ვფიქრობ ვინმეს ან რაიმეს ფანატიზმის ასაკიდან, უკვე გამოვედი.
მადლობა. :)

Lurjtmiani
ძან მაგარია.
ამ თავში ბოლო მომენტი მომეწონა ძან და კიდევ ის მომენტი როცა არტემისმა ერთ - ერთ ბიჭს დანა დაარტყა თავის დასაცავად. ამასაც კი დიდი გამბედაობა სჭირდება


მადლობა კომენტარისთვის! :) ვეცდები მეტი გავაკეთო.

 


№9 სტუმარი სტუმარი ანანო

ია
ეს ზეინი როგორ მოდაშია ამ საიტზე...ეს და სვანი ბიჭები

ხო მეც გეთანხმებიიი????????

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.