შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენო აღმატებულებავ +18 (2)


4-05-2019, 21:41
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 463

თქვენო აღმატებულებავ +18 (2)

- როგორ გაბედე? როგორ გაბედე ეს დედა*****ული? აუცილებელია, ყველამ გაიგოს რომ თავზე მახტები? - ყვიროდა გამწარებული ჰაიდენი და სიბრაზისგან მხოლოდ შუბლის ძარღვი კი არა, ყველა არსებული ძარღვი დასჭიმვოდა. განსაკუთრებულად გაცეცხლებული როცა იყო, კბილებს ისე აჩენდა, გეგონება იღიმისო.
- ეგ საერთოდ არავის უფიქრია ჰაიდენ.
- მე ვიფიქრე და ეგაა მთავარი. ყველაზე საშინელება იცი რა იყო? მოვიხედე და იმის მაგივრად, რომ გვერდზე მდგარიყავი, იმ დაწყევლილ მანქანას მიაქროლებდი არარეალური სისწრაფით. წამით მეგონა, რაღაცას შეასკდებოდი და ნაწილებად დაშლილი შენი სხეულის გადმოტანა მომიწევდა.
- ჰაიდენ საყვარელო, ყველაფერი კარგადაა. - შემეშინდა. ბრაზისგან კანკალებდა. მთელი სხეული უკანკალებდა. ღრმად, ხმამაღლა სუნთქავდა და ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს მისი მტერი ვყოფილიყავი.
- გინდა, რომ შენი მარიონეტი ვიყო. გარშემო ყველა თავს უნდა გიხრიდეს, შენს ყველა სურვილს ასრულებდნენ. ქმარი არ გჭირდებოდა, ამიტომაც არ გინდოდა არასოდეს გათხოვება. შენ მონა გინდოდა და რატომღაც, მე ამირჩიე. - გარეთ გავარდა. კარი დიდი სიმძლავრით მოხურა. მთელმა სახლმა შეიზანზარა. ვიცოდი, ჩემი გაყოლა უარესად გააბრაზებდა, ამიტომაც არ გავეკიდე. ძალიან მეშინოდა, ასეთი გაბრაზებული, საჭესთან არ დამჯდარიყო.
ავტოფარეხიდან არ გამოსულა.
იქიდანაც ხმაური მომესმა და უარესად შევშინდი. ფეხაკრეფით გავედი გარეთ. მასთან მივიპარე. კედლებს მუშტებს უტყამდა სიმწრისგან. სასიკვდილოდ განწირულივით ხვნეშოდა.
საკუთარი თავი შემძულდა, ასეთი ჰადენი რომ დავინახე.
არასოდეს მდომებია ჩემი მარიონეტი ყოფილიყო. ჰაიდენს ეს არ შეეფერებოდა, არც უხდებოდა და ვერც ვერავინ გაბედავდა მისით მანიპულირებას.
- შეწყვიტე რაა, შეწყვიტე - ზურგზე შემოვეხვიე. ნეტავ, იმდენი ძალა მქონოდა, რომ მისი გაკავება შემძლებოდა. ეტყობა, ისევ მტრად მთვლიდა, რადგან შევატყე, არ ესიამოვნა ჩემი შეხება, მაგრამ ცოტახანში დაწყნარდა. ყოველი შემთხვევისთვის, იმ ხელებს აღარ იზიანებდა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა.
- შენ ვერავის შეიყვარებ... არავინ გიყვარს, არც არავინ გადარდებს. შეიძლება ოდესღაც გადარდებდნენ, მაგრამ ახლა ქვა ხარ. - თქვა ხმადაბლა და ჩემი ხელები მოიშორა.
- სად მიდიხარ?
- სადმე. ამ დაგილას ვერ გავჩერდები.
- რას ნიშნავს, ვერ გაჩერდები? - ვცდილობდი, ბომბივით არ ავფეთქებულიყავი და „დაეტიე სახლში“ ან „ფეხს არ გაადგამ“ ფრაზები არ ამომხეთქვოდა.
- შენ როგორც ვერ დაეტიე ერთ ადგილას და მანქანისკენ გაიპარე, ზუსტად ისეთ ვერ გაჩერებას ნიშნავს.
- მალე მოხვალ? - დამჯერი ბავშვივით გავყევი მის ნაბიჯებს.
- დაიძინე - არაშესაბამისი პასუხი დამიბრუნდა.
- დავიძინო? - ცოტა გამეცინა. შუაღამისას, შენი განრისხებული ქმარი სახლიდან რომ მიდის და შენ იძინებ, ესეიგი ფეხებზე გკიდია.
მტრული თვალები მომაპყრო, აღაფერი უთქვამს.
იმან მაინც დამაწყნარა, რომ ფეხით წავიდა, მანქანის გარეშე. ორი ვარიანტი იყო: აქვე ახლოს ისეირნებდა, დაწყნარდებოდა და დაბრუნდებოდა ან სამეზობლოში საყვარელი ჰყავდა და იქ მიდიოდა.
კი გამორიცხული იყო მეორე მოსაზრება, მაგრამ მაინც მოსვენება გამიწყდა გაფიქრების შემდეგ. ჩუმად დადევნება არ იქნებოდა შესაფერისი საქციელი.
- ეს რო შენი შეყვარებული იყოს, ახლა მაგრად გამოვთვრებოდით, ვიცეკვებდით და გეგმას შევადგენდით, როგორ დაგეკიდებინა - მითხრა არარსებულმა გოგონამ. ღამის ნიავი წითურ თმას უწეწავდა. ხარბად ჩავისუნთქე ჰაერი. იქნებ, სურნელიც მოეტანა, მაგრამ უშედეგოდ. მისი ყველა სახის ნაქვთი რომც გამეხსენებინა, სურნელის იმიტირებას ვერ შევძლებდი.
- ჩემი ქმარია - წარმოვთქვი გასაგებად.
- იქნებ დაელაპარაკო?
- და ვუთხრა, რომ გიჟი ვარ?
- აუხსენი, რატომაც გაცვია მუდამ შავი სამოსი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერი არ გიყვარს.
- ვფიქრობ, იცის.
- კაცები ვერ ხვდებიან ასე ადვილად.
- ვერც ქალები - ვთქვი და სახლში შევედი. ჭამის სურვილიც არ მქონდა. პიანინო ერთ-ერთ ოთახში შეეტანათ. ამან მაინც გამახარა. ორი საათის განმავლობაში, ვერ მოვისვენე. დაკვრაც ვერ შევძელი. ვიჯექი და რაღაც საშინელებებზე ვფიქრობდი. მაგალითად, თავს რომ დამსხმოდნენ და მოვეკალი. ჰაიდენი შინ დაბრუნდებოდა, ჩემს სისხლიან სხეულს კლავებში მოიქცევდა და მიგლოვებდა. შემდეგ, ყველაფერი ისე შემოტრიალდებოდა, რომ ის გახდებოდა დამნაშავე ჩემ მაგივრად. სიცოცხლის ბოლომდე, სინდისი შეაწუხებდა.
არა, არ მაწყობდა ეგ.
კიდევ მე ვიყავი გულქვა? ფიქრებშიც ვერ გამემეტებინა ტანჯვისთვის. მაგრამ ახლა რომ რამე დამართნოდა, მერე ვინ დაიტანჯებოდა სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგ? რა თქმა უნდა, მე.
სანამ მოვიდოდა, ათი ღერი სიგარეტი მოვწიე.
მძიმე ნაბიჯები რომ შემომესმა პირველი სართულიდან, წამოვხტი და კარიდან მივაყურადე. იქნებ, ჩემი დანახვა ჯერ კიდევ არ უნდოდა. დაველოდე, სანამ კიბეზე ამოვიდა და საძინებელში, საწოლზე არ დაემხო. ნელა შევიპარე ჩვენს ოთახში. გათიშული ეგდო, ფეხსაცმლიანად.
ესეც ასე. „ნასკი გამხადე ქალო“ არასოდეს უთქვამს, მაგრამ ისეთი დრო მოვიდა, უთქმელადაც ვხდიდი. ოღონდ ნასკს არა, ფეხსაცმელს. ნეტავ, საწოლში რომ ვწოლილიყავი მძინარე, რას იფიქრებდა? სავარაუდოდ, ვერც კი შეამჩნევდა და დიდი ალბათობით, შეიძლებოდა, ჩემზე დანარცხებულიყო. გვერდზე მივუწექი. ახლა მაინც ვერ გამიწევდა წინააღმდეგობას და ვერც მომიშორებდა. თავი მკერდზე დავადე და კისერში დავუწყე კოცნა.
სულ მენატრებოდა.
მენატრებოდა, როცა ასე გიჟივით გარბოდა სახლიდან გაბრაზებული, მენატრებოდა, როცა ვკამათობდით. როდესაც ცალ-ცალკე ვისხედით და ერთმანეთს ვუღიმოდით, მაშინაც მენატრებოდა. ერთი სიტყვით, მნიშვნელობა არ ჰქონდა სიტუაციას ან სიშორეს. მასთან ჩახუტებულიც მონატრებას განვიცდიდი.
მთელი ღამე ისე ეძინა, ერთხელაც არ განძრეულა. დროდადრო, ვამოწმებდი ხომ სუნთქავდა. დილით, შხაპის შემდეგ, ლანასთან ჩავედი. არ ვაპირებდი ჰაიდენის გარეშე საუზმობას, მაგრამ ვიფიქრე, როცა ჩამოვა, მეორედაც შევჭამ, რა პრობლემაა-თქო და ზურგი არ მიქცევია ლანას გაკეთებული ომლეტისთვის.
- პიანინო მოიტანეს ქალბატონო - მახარა მან.
- ვნახე. ძალიან გამეხარდა, როგორც იქნა, დავუკრავ.
- გუშინდელმა დღემ როგორ ჩაიარა?
- კარგად. რა თქმა უნდა, სკანდალებს ვერ ავუარეთ გვერდი, მაგრამ ისეთი არაფერი მომხდარა რომ დღეს ახალ ამბებში გამოგვაჭენონ. ჰაიდენს ყავა გაუკეთე რაა. ხომ იცი, მაგას შეგრილებული უყვარს და სანამ ჩამოვა, გაცივდება კიდეც.
- ახლავე გავაკეთებ.
- მაგრამ უნდა ყავა ნეტა? გუშინ ძალიან ბევრი დალია და ახლა სავარაუდოდ, ნაბახუსევი აქვს. მოდი, ლიმონის წვენი გაუკეთე, დაატკბე და ეგეც გვედოს მაცივარში. ხომ იცი კაცების ამბავი? გვერდითი მოვლენების გარეშე, ვერაფერს აკეთებენ.
- ის ახლა გაცილებით ბედნიერი ჩანს, ვიდრე ოდესმე - ისე თქვა ლანამ, ჩემთვის არ შემოუხედავს. ზოგადად, ეუხერხულებოდა ასეთი საუბრები.
- აქამდე არ იყო ბედნიერი? - გავეშმაკდი.
- ჩვეულებრივად იყო, მაგრამ თქვენი გაცნობის შემდეგ, აზრი მიეცა, გამოცოცხლდა. სულ იმაზე ფიქრობდა, ერთმანეთზე უკეთესი შავი ვარდი სად ეშოვნა, რომ გამოეგზავნა. საბოლოოდ, სათბურში მოაშენა.
- შავი ვარდი?
- დიახ... - უცებ მიხვდა, რომ რაღაც ისეთი წამოსცდა, რაც არ უნდა ეთქვა - მეგონა თქვენ გიგზავნიდათ. ღმერთო ჩემო, რა სულელი ვარ.
- მე მიგზვანიდა ლანა, მართლა მე მიზგავნიდა - გამეცინა - მაგრამ არასოდეს უთქვამს, რომ თვითონ იყო. ასეთი ლამაზი ვარდები არასოდეს მინახავს. იცი, რაღაც პერიოდის მერე, ნერვებიც მომეშალა. ვიფიქრე, ვინაა და რატომ მიგზავნის მაინცდამაინც შავს-თქო? არასოდეს მითქვამს, რომ ეს ფერი მიყვარდა. გეგონება ჩემი ფიქრები გაიგო. ერთ კვირაში წითელი, ყვითელი და თეთრი ვარდებიც მომივიდა საჩუქრად.
- ეგ უკვე თავისი სათბურის იყო.
- სტაფილო რომ მყვარებოდა, ნეტავ მაგასაც მოიყვანდა?
- ალბათ.
სახლის ტელეფონმა დარეკა.
- უპასუხე და უთხარი, რომ მე სახლში არ ვარ, ჰაიდენს კი სძინავს - ვთხოვე მას. არავისთან ლაპარაკის თავი არ მქონდა.
უპასუხა.
მორცხვად გამომაყოლა მზერა და რამდენჯერმე დაეთანხმა.
- ჰაიდენი იყო. მთხოვა, საუზმე ამეტანა და ლიმონის წვენიც ამეყოლებინა. როგორც დაგეგმეთ, ცუდადაა სასმელის გამო.
- ტელეფონით დარეკა? - ცოტა გავბრაზდი.
- დიახ.
- აუტანე, კარგი. - ჩემი ნახვა არ უნდოდა. ნახევარი საათი დავაცადე რომ ესაუზმა და მერე მასთან ავედი. ჩემი დანახვისას, წარბები შეკრა. არაფერი უთხვამს.
- გამარჯობა - მეზობელივით მივესალმე.
საპასუხოდ, ჩაახველა.
- თავი გტკივა?
- ჰო.
ნელა მივუახლოვდი, კალთაში ჩავუჯექი. გულგრილ პოზიციას ინარჩუნებდა, სანამ ყელში ვკოცნიდი.
- კიდე სად გკტივა აბა?
- არსად.
ვნებიანად ვცადე ტუჩებში მეკოცნა, მაგრამ პირს ძვრა არ უყო. პრინციპულად, არაფერს აკეთებდა, თუმცა მისი სხეული ნამდვილად არ იყო უემოციო ჩემს მიმართ. შარვალი გავუხსენი და უბეში ჩავუცურე ხელი.
- აქ ხო არ გტკივა?
- გაანებე მაგას თავი.
- ვფიქრობ, არ უნდა, რომ თავი გავანებო - კაბა გავიხადე და მასაც გავუხსენი პერანგის ღილები. მკვრივი მკერდი დავუკოცნე. სუნთქვა გაუხშირდა. თავისი მშვენიერი თითები თმაში შემიცურა და ტუჩებზე მეძგერა. მისი გამკვრივებული ასო ჩემში შემოვიყვანე. სხეულში მომაკვდინებლად დამიარა ჟრუანტელმა, როცა მისმა ღირსებამ მთელი თავისი მოხერხებულით დაიწყო ჩემში მოძრაობა და ამის პარალელურად, თავისი დაკუნთული მკლავები შემომიტარა ზურგზე.
ხმამაღლა ვკვნესოდი. ჩემს კვნესას მისი ოხვრა ისე ამშვენებდა, ვიფიქრე, ამისი შთაგონებით, საოცარ სიმფონიას შევქმნიდი.
- ჰაიდენ - აღმომხდა მისი სახელი. სიამოვნებისგან, საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი. მთლიანად ჰაიდენის ვიყავი. მკლავებს შეუჩერებლად ვუკოცნიდი და მუცელზე ვეკვროდი.
- როგორ მომენატრე - ყურში ჩამჩურჩულა და მანდვე შემახო თავისი თეთრი კბილები.
- პრეზერვატივი... - ამოვილუღლუღე უძლურად.
- დაიკიდე.
- მაშინ გარეთ გაათავე. - თმაზე ვეფერებოდი, ვკოცნიდი და მთელი ძალით ვეკვროდი. მკერდზე მისი ენისა და ტუჩების გამუდმებული ფერება კვნესას მიორმაგებდა. ნეტარებისგან, აზროვნების უნარი დავკარგე. ეს არ იყო მარტო ორგაზმდი...მხოლოდ ის მინოდა, ჩვენს შორის ერთი მილიმეტრიც აღარ დარჩენილიყო. მე მთლიანად ჰაიდენი ვყოფილიყავი, ჰაიდენი კი ვივიენში ჩაკარგულიყო და თავი ვეღარასოდეს დაეხწია.
ერთმანეთის სხეულებს ვეფერებოდით და რამდენიმე წუთის განმავლობაში, ჯერ კიდევ არ გვტოვებდა ორგაზმისგან შემორჩენილი სიამოვნება.
თმა მაგრად მოვქაჩე და თავი უკან გადავაწევინე.
- მეზიზღები! - გამოვცერი კბილებიდან.
- ერთი პატარა გოგო რა გახდა? ან ბიჭი - ისეთი თვალებით მკითხა, ჩემი თავი შემზიზღდა.
- შემომხედე ჰეიდენ! ეს ყველაფერი ცოლთან შეთანხმებით უნდა გააკეთო და არა მზაკვრულად. ლამაზი, პატარა გოგო ან ბიჭი გვეყოლება, რომელსაც ძალიან ვეყვარებით და მერე დაობლდება.
- რაა?
- ჰო, დაობლდება. მამაშენი რომ მოკლეს, რამდენი წლის იყავი? და საერთოდ, ერთი ჩვენი მსგავსი ოჯახი დამისახელე, რომელმაც მცირეწლოვნობაში არ დაკარგა ახლობლები.
- ბავშვი რომ არ გინდა ვიცი. პირდაპირ თქვი, ამდენი მიზეზის მოფიქრება არაა საჭირო. ჩაჯდა ეგრევე მიწაში და მეც ჩამიყოლა.
- ნამდვილად არ მინდა.
- მე რომ მინდა? თუ აქ ყველაფერი შენს მინდაზეა მორგებული?
ხელებზე გუშინდელი სიბრაზის კვალი ლურჯად დამჩნეოდა. მისი უზარმაზარი ტორები თითებში მოვიქციე და ნაზად დავუკოცნე.
- მოდი, დღეს არ ვიკამათოდ მაგ თემაზე რაა.
- როგორ ადვილად მიშორებ ხოლმე თავიდან.
- საერთოდ არ გიშორებ თუ დააკვირდი. - წამოვდექი და კაბა გადავიცვი. - უბრალოდ, გამუდმებული კამათით დავიღალე. ერთი დღე მაინც გავატაროთ ჩხუბის გარეშე.
- ასე დაემთხვა ბოლო ორი დღე, თორემ საერთოდ არ ვჩხუბობთ.ძირითადად, შენ აკეთებ საჩხუბარ რამეებს. - აბუზღუნდა.
- ვეცდები, აღარ გავაკეთო.
- მოდი, დღეს სადმე წავიდეთ და აგვერთოთ, გინდა?
- შემწვარი ხორცი ვჭამოთ ჩვენს საყვარელ რესტორანში და მერე სროლის შეჯიბრი მოვაწყოთ. - ეგრევე დავაწყე ყველა გეგმა.
- მშვენიერია.
- ოღონდ არ იტირო, როცა მოგიგებ.
- ისედაც სულ მიგებთ თქვენო აღმატებულებავ. ოდესმე მიტირია?
- კი, ორჯერ.
- პატარა მატყარა - თავისი მშვენიერი მკლავები მომხვია. ცოტახანს, ასე ვიდექით. ჰაიდენი ერთადერთი კაცი იყო, ვისი კანის სურნელიც ყველაზე სასიამვნო შეგრძნებას აღძრავდა ჩემში.
ჯერ ტირში ვიყავით. არ ვიცი, ასეთი ბავშვური და არასერიოზული როგორ ხდებოდა ჩემთან ყოფნისას, მაგრამ ფაქტია, რომ მუდამ მაგებინებდა. ოხუნჯი ღიმილით გამოჰკრავდა ხოლმე სასხლეტს და სილუეტის მუცლის შორე-ახლოს ხვდებოდა გასროლილი.
- სერიოზულად ჰაიდენ? ამ სამყაროში, ასეთი გასროლით გაიტანე თავი?
- ისე მეკითხები, გეგონება ადამიანებს ვხოცავდე და ისე ვირჩენდე თავს - წარბები შეკრა - და შენ როგორ გაიტანე თავი?
- მე ძალიან მარტივი ცხოვრება მქონდა. ჯერ მამიკო მიცავდა, მერე ბიძაშვილი, ახლა შენ. ასეა, ლამაზი როცა იბადები, სხვა ზრუნავს შენზე. თავად, მხოლოდ იმას ფიქრობ, რა ჩაიცვა და რა შევუკვეთო დამხმარე ქალს ვახშმად.
- ძალიან უტიფარი ქალბატონი ბრძანდებით თქვენო აღმატებულებავ - სახე დამიჭირა და ლოყები დამიკოცნა. - თან არც გრცხვენიათ.
- მოგიგო უტიფარმა ქალბატონმა. თავანი ჩაბარდეს! - მკერდზე დავუტყაპუნე ხელი.
- თავანში ჩემი მშვენიერი სხეული იგულისხმება თუ რამე სხვაც?
- შენი მშვენიერი სხეული ისედაც მბარდება როცა მინდა და სადაც მინდა. ნატურალური ქვებისგან დამზადებული სამკაულები მომეწონს, მარსელის მეგობარმა საიუველირო მაღაზია გახსნა და გეფიცები, ამაზე ლამაზი, არაფერი მინახავს.
- აქამდე ვერ მითხარი?
- აქამდე ვიფიქრე, წავალ და ვიყიდი-თქო, მაგრამ ხომ იცი, ზოგჯერ ჩემი კაპრიზები გამოჰყოფს ხოლმე თავს. ახლა მინდა, რომ შენ მიყიდო.
- მოპარული ხომ არ გირჩევნია მაინც? აი, შენიღბული რომ შევვარდე და გამოვაცარიელო იქაურობა. უფრო რომანტიკული იქნება - თვალები მოჭუტა სიცილით.
- შეწყვიტე შმაკობა, შენი გემოვნებით ამირჩიე.
- ანუ მე უნდა წავიდე და ავარჩიო?
- ჰო.
- ვერ ვხვდები, ასეთი კონტრასტით როგორ ცხოვრობ. ზოგჯერ, მზად ხარ თავზე ურო გადამამტვრიო, ზოგჯერ პრინცესას ემსგავსები.
- შენ რომელი უფრო მოგწონს?
- ორივეზე ვგიჟდები. ასე მგიონია, ერთი ცოლია, მერე - საყვარელი.
- მოუნდა ბიჭს მრავალფეროვნება - ის-ის იყო, იარაღს თავის ადგილას ვდებდი, რომ საშინელმა აზრმა გამიელვა. ჰაიდენს ნელა ვაკოცე და ისე ჩავიჩურჩულე, მისთვის ბაგეები არ მომიშორებია: - ახლა პატარა თამაშს შემოგთავაზებ და გამოიცანი, ცოლი ვარ თუ საყვარელი ანუ პრინცესა თუ ალქაჯი.
დატენილი იარაღის ლულა პირთან მივიახლოვე, ნელა ავუსვი ენა. შემდეგ კი ტუჩებში მოვიქციე.
- ვივიენ არ მეცინება. - გაბრაზდა ჰაიდენი.
- არ მომიახლოვდე, თორემ გაათავებს, ტყვია გამოვარდება და მეც... - დამთავრებული არ მქონდა, ხელიდან გამომგლიჯა და მთელი ძალით დაანარცხა იატაკზე.
- რატომ გაქვს ასეთი გიჟური გამოხტომები? - დაიღრიალა.
- შენ კიდევ ბევრი რამ არ იცი ჩემი სიგიჟის შესახებ - მინდოდა, ხელით ჩემსკენ მომეზიდა, მაგრამ უცნაურად მოიხარა წელში, გული ხელზე დაიდო და კედელს მიეყრდნო. - რა გჭირს, ცუდად ხარ?
- არა.
- ღმერთო, ცუდად ხარ - ისე ავღელდი, ფეხები ლამის მომეკეცა. ტელეფონი ამოვიღე, სასწრაფოში მინდოდა დარეკა, მაგრამ ეგეც ხელიდან გამომგლიჯა და გააფთრებული თვალები მომაპყრო.
- კარგად ვარ. ორი წამით შეგიძლია გაჩერდე და არაფერი ქნა?
აღარაფერი მიპასუხია. ენა ჩამვარდნოდა, რომც მდომოდა, მაინც ვერ ამოვიღებდი ხმას. მხარზე თავი მივადე და გავშეშდი. ყოველთვის ჩემ გამო ხდებოდა ცუდად. მუდამ მე ვიყავი მიზეზი მისი სიბრაზის, უხასიათობის.
ასე ვიდექით რამდენიმე წუთი.
ეს რამდენიმე წუთი საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაანალიზებლად, რომ ჩემი გაზრდის დრო იყო. დრო იყო, მის ნერვებზე აღარ მეთამაშა.
- უკეთ ხარ?
- კი - შუბლზე მაკოცა. რატომ ხდებოდა, რომ მუდამ ის მამშვიდებდა? რატომ ვიყავი გამუდმებით დამნაშავე და ასეთ დროსაც რატომ მთხოვდა ჰაიდენი პატიებას?
- სახლში წავიდეთ.
- რესტორანში არ ვაპირებდით წასვლას?
- ჰო, მაგრამ...
- წავედით. არ მინდა გეგონოს, რომ ზედმეტად მოხუცი ვარ, მაგრამ წნევამ ამიწია წამით. იცი, ეგეთი რამის გაკეთება შენი მხრიდან, იგივეა, რომ მეთერთმეტე სართულზე ახვიდე და აივანზე ცალი ხელით ჩამოეკიდო. შენი არ ვიცი, თუმცა ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს.
- აღარასოდეს ვიზამ საშიშ რამეებს.
- მე რაც გინდა ის მიქენი, თუ გინდა, მთლიანად გადამაყლაპე ეგ იარაღი, მაგრამ შენ ნუ გააკეთებ მსგავსს.
- შენ მითუმეტეს ვერ გიზავ -მანქანის გაზაღები ჯიბიდან ამოვაცალე - წავიდეთ სახლში, მე დავჯდები საჭესთან.
- რესტორანში წავიდეთ. არ გშია?
- არ მშია.
- მატყუებ. ვიცი, რომ მუდამ გშია და მაშინ, როცა ამ ფაქტს უარყოფ, უფრო მეტად გშივდება.
- კარგი, წავიდეთ. - რა გაეწყობიდა? მართალს ღაღადებდა.
მე და ჰაიდენს ერთი რესტორანი გვქონდა ამოჩემებული. აზრზე არ ვიყავით, ვისი იყო ან როგორი ხალხი დადიოდა. ნაცნობებსაც ვხედავდით ხოლმე, მაგრამ ვერანდაზე, შედარებით მოფარებულ ადგილას რომ დავსხდებოდით, ბევრი არავინ გვამჩნევდა.
გვიყვარდა, როცა ჰაერზე ვისხედით წყნარად, ერთმანეთს ხელზე ვეფერებოდით და ვსაუბრობდით ყველაფერზე, რაც გვახარებდა ან გულს გვტკენდა. ჩვენ მუდამ სახლში გვერჩივნა, თუმცა სახლისგან განსხვავებით, ეს ის ადგილი იყო, სადაც დაუსრულებლად ვფლირტაობდით თვალებით და უფლება არ გვქონდა, ერთმანეთისთვის ტანსაცმელი შემოგვეძარცვა.
ზოგჯერ სიტყვიერ ფერებასაც დიდი აზრი ჰქონდა.
- ვივიენ, შენთვის ძვირფასი ვარ? - მკითხა მოულოდნელად. საჭმელი ლამის გადამცდა.
- ანუ ფიქრობ, რომ ყოველ დღე, ჩემთვის არაძვირფასი ადამიანის გვერდით გაღვიძება, სექსი და მასთან ერთად, თითოეული წამის გატარება შემიძლია?
- არ ვფიქრობ ასე.
- მაშინ არ უნდა მეკითხებოდე მაგას.
- ყველაფერი სხვაგვარად რომ წარმართულიყო, რა ვიქნებოდი შენთვის?
- გულახდილი საუბრების ხასიათზე ხარ? -გამეცინა - ჰაიდენ, ცოლად იმიტომ კი არ გამოგყევი, რომ სხვებზე უკეთესი ვარიანტი იყავი. გგონია, საქმროების სია მქონდა ჩამოწერილი და პირველი თუ უარს მეტყოდა, მეორესთან გადავინაცვლებდი? ერთადერთი იყავი. ან შენ იქნებოდი ან არავინ.
- მაგრამ ეგ არაა ჩემს კითხვაზე პასუხი? - მაინც კმაყოფილება დაეტყო სახეზე.
- საყვარლები ვიქნებოდით რა თქმა უნდა. მე ქორწინებაზე მქონდა პრობლემა. იმაზე ფიქრსაც ვერ ვეგუებოდი, რომ ვიღაცის ცოლი მერქმეოდა. ნუ ვაღიარებ, შენი ცოლობა იმაზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ზოგადად, შენ დაგემოვნებაზე უარს არ ვიტყოდი. თან ეს დაგემოვნება ერთჯერადი ნამდვილად არ იქნებოდა. - სიცილით მოვიზიდე ჰალსტუხით და ტუჩებში ვაკოცე.
- ალბათ საინტერესო იქნებოდა.
- მოგკლავდნენ, როცა გაიგებდნენ, რომ გხვდებოდი.
- ვინ ვის მოჰკლავდა, საკითხავია.
- ჩემი სახლის აივნიდან ამოგაპარებდი ხოლმე.
- მარტო ცხოვრებას არ დააპირებდი?
- მარტო ვიცხოვრებდი, მაგრამ რომანტიკულად ჟღერს ჩუმად შეხვედრები.
- დაგვაფიქსირებდა მერე მეზობელი და შენებს ეტყოდა, ვიღაც ბებრუხანასთან ერთად დაიარება შენი ანგელოზივით გოგოო.
- ნუ ლაპარაკობ სისულელეებს. ბებრუხანა თუ ხარ, იმ დღეს, 17 წლის ბავშვი რატომ გეპრანჭებოდა?
- სიმპათიური ბებრუხანა ვარ.
- კარგი რაა. შენი შეხედვისას, ნებისმიერი ქალი იმაზე ოცნებას იწყებს, რომ ეგ მკლავები აგილოკოს.
- მემგონი, უბრალოდ გამონაკლისი ხარ. საერთოდაც, მგონია რომ თუ გამიტაცებენ და მომკლავენ, შეევედრები, ხელი ზუსტად მკლავიდან მომკვეთონ და ეგ მაინც გამოგიგზავნონ.
- მაგაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ კარგი აზრია. წარმოიდგინე, რა ბოროტად გამოვიყენებდი შენს მშვენიერ ხელებს.
- მემგონი, შარვალში რაღაც ამითამაშდა.
- ეგ სულ გითამაშებს - უკვე ნახევარი საათის შემჩნეული მქონდა, რომ ვიღაც ქალი სხვა მამაკაცთან ერთად იჯდა, თუმცა ჰაიდენს მზერას არ აშორებდა. მესმოდა, როგორი ძნელი იყო მისი დანახვა, როცა მეუღლე ჰყავდა და სხვა ქალისკენ თვალს არასოდეს აყოლებდა, მაგრამ ორი ჭიქა ღვინის შემდეგ, ჩემს მოთმინებასაც ერღვეოდა საზღვარი.
კიდევ რამდენჯერმე გამოიხედა. არ ვიცი, მე მომეჩვენა თუ ტუჩებიც მადისაღმძვრელად გაილოკა, თუმცა ფაქტია, ჩემს უკანასკნელ წვეთად იქცა ეგ მზერა. ჰაიდენთან ერთად ყოფნას ის დადებითი თვისება ჰქონდა, რომ შანსი არ იყო, ერთხელ მაინც, ინექციით მიეტრიალებინა თავი სხვისკენ. თან ძირითადად, ჰაიდენი აფიქსირებდა ხოლმე ჩემსკენ მომზირალ მამრებს და მაშინვე ადგილზე ფეთქდებოდა.
როგორც ჩანს, დღეს გამონაკლისების დღე იყო. ის ქალი წამოდგა და საპირფარეშოში გავიდა.
- ორი წამით გავალ, მეფსია - გამოვაცხადე და წამოვდექი. ერთი-ორჯერ შევბარბაცდი.
- ხო არ გამოგყვე?
- გადამაყენებ?
- რა თქმა უნდა.
- არა საყვარელო. ხალხში ნუ გამოვაჩენთ, რომ მაგარი დან*რეული გვაქვს. - ტუალეტში შევედი. ის ქალბატონი მაკიაჟს ისწორებდა. ერთხელ შემომხედა ეჭვისთვალით და ისე გააგრძელა სარკეში ყურება, თითქოს არაფერი. არადა, ხომ ვიცი, გვარიანად შეეშინდა. - გამარჯობა - მივესალმე ღიმილით. ეს ღიმილი ვინმეს რომ დაენახა, იტყოდა, რა საყვარელი გოგოაო. სინამდვილეში კი ნიღბად მქონდა აფარებული, როცა ვინმეს მკვლელობას განვიძრახავდი.
- გამარჯობა - მომესალმა ცოტათი შემცბალი.
- იცი, შეიძლება სხვამ არაფერი გითხრას, მაგრამ მე კეთილი ფერიას როლს ვითამაშებ და გაგაფრთხილებ, რომ სხვისი კაცების ყურება უზრდელობაა.
- ვერ გავიგე? - შემოტრიალდა სახეაშლილი - ფიქრობ, რომ შენი მამიკო მინდა? - მკითხა ირონიულად.
- აი, ეგეთი სიტყვების გამო ვკლავ ხოლმე დამპალ კა*პებს - აღმომხდა და სანამ საკუთარ თავს ვარწმუნებდი, კისერში არ სწვდე-თქო, მანამდე იარაღი ამოვიღე პატარა ჩანთიდან.
ლამის გაეპარა. ეგრევე ნიჟარას მიეკრო და სუნთქვა გაუხშირდა. ისეთი შესახედი იყო, გეგონება ჩემთან სექსისთვის ემზადებოდა.
- მე მას არ ვუყურებდი - დაიწყო თავის მართლება.
- დამშვიდდი. ტუჩსაცხია... - მოულოდნელად, შემეცოდა კიდეც. სარკეში ჩავიხედე. მხოლოდ სექსუალურ იარაღიან ქალს კი არა, ცივსისხლიან ადამიანს ვხედავდი, რომელიც პატარა წვრილმანებისგან უზარმაზარ სკანდალებს ჰქმნიდა. - მაპატიე, რომ ასე შეგაშინე. სხვათაშორის, ჩემს ბიოგრაფიას თუ გადახედავ, მიხვდები, რომ მუქარით იშვიათად შემოვიფარგლები, ეგრევე მოქმედებაზე გადასვლა მახასიათებს. ამიტომ, დღეს მადლობა გადაუხადე შენს მფარველ ანგელოზს, სახლში როცა მიხვალ. ახლა, წადი! - ვუთხარი და ღრმად ჩავისუნთქე, სანამ უკანმოუხედავად გარბოდა.
- რას დაემსგავსე ვივი? - მკითხა წითურმა ქალმა, რომელსაც ჩემს გვერდით ვხედავდი. სარკეში არ ირეკლებოდა მისი გამოსახულება.
- მე დამემსგავსა - დაუბრუნა პასუხი ქერა კაცმა. ალბათ ისევ ისეთი რბილი თმა ექნებოდა, როგორც ბავშვობაში. ერთხელ, ისე საბედისწეროდ მოვქაჩე, მეგონა ბუდიანად ამოვგლიჯე თითო ღერი. მაშინ 10 წლის იყო. ერთი წვეთი ცრემლი არ გადმოვარდნია, თუმცა მე ვიტირე გვარიანად, როცა გავაანალიზე, რომ ეტკინა.
- ვერ დაგემსგავსე ნიკ. ძალიან კი მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი - ჰაიდენთან დავბრუნდი. ღიმილით მიყურებდა, როგორ ვუახლოვდებოდი.
- იცი რა ვიფიქრე, შენი სიარულის მანერა რომ გამოვიკვლიე პირველად? - მკითხა ჩემმა ქმარმა.
- რა იფიქრე? - არც ვაციე, არც ვაცხელე და კალთაში ჩავუჯექი. თან ის ქალი წასული დამხვდა და უფრო ლაღად მოვეფერე ქმარს.
- ყოველთვის, როცა დადიოდი, გეგონებოდა ჯაზის ჰანგების ფონზე, ჰაეროვნად დააქანებდი თეძოებს. შენი ყველა მოძრაობა დახვეწილ ცეკვას ჰგავდა.
- გინდა გითხრა, მე როდის შეგამჩნიე პირველად? - გულახდილი საუბრის განწყობაზე დავდექი.
- როდის?
- საუნაში... ნიკთან საუბრობდი რაღაც თემაზე. აზრზე არ ვარ, საუნა რატომ იყო თქვენი საქმიანი საუბრის ადგილი, მაგრამ რამდენიმე წამით, კარი დაგრჩათ ღია. ოფლიანი იყავი და მხოლოდ წელზე გქონდა პატარა პირსახოცი აფარებული. ვიფიქრე, თუ ოდესმე კაცი გამეკარებოდა, შენზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.
- რას ამბობ? - გაოგნდა ჰაიდენი - შენ მანდ რა გინდოდა?
- მამაჩემის იყო სულელო. ორთქლის აბაზანებიდან გამოვდიოდი და მასაჟზე მივიჩქაროდი, როცა შემოვიჭყიტე. იმ საღამოს, მეგონა ცუდად გახდებოდი, ისე გაგჭორეთ მე და ჩემმა მეგობარმა.
- რაეები იჭორავეთ? - ასეთი აგხარებული ჰაიდენი, ბოლოს როდის ვნახე, არ მახსოვდა.
- შენი ბიოგრაფია გამოვიკლვიეთ. მერე განვიხილავდით, აქამდე რომ ცოლი არ მოგიყვანია, რამე დეფექტი ხომ არ გჭირდა.
- გეი გეგონე?
- არა, იმპოტენტი.
- უი, რამხელა ნუგეშია.
- იმ ღამით, ისეთი სიზმარი ვნახე, მეგონა თვალებში ვეღარასოდეს შემოგხედავდი.
- დაგესიზმრა, რომ შემომაცალე ის პირსახოცი?
- მაგაზე ბევრად უარესი. ყურშიც ვერ გეტყვი - ვუთხარი უმწიკვლო გამომეტყველებით.
- რამე ისეთი, რაც არასოდეს გაგვიკეთებია?
- არა საყვარელო, გაგვიკეთებია რა თქმა უნდა. მაგას მოვიკლებდით? ისე, გაუკეთებელი დარჩა რამე?
- არა თქვენო აღმატებულებავ, არ დარჩენილა და პირობას გაძლევთ, რომ თუ რამე ახალს გამოიგონებენ, პირველად ჩვენ ვიზამთ - მკერდზე მაკოცა სიცილით.
- და შენ რას მეტყვი ჰაიდენ? როდის დამინახე პირველად?
- უცნაური შეკითხვაა.
- ხო, მაგრამ ჩვენ ორივემ კარგად ვიცით, რომ სანამ გავიცნობდით, იქამდე კარგა ხნის შემჩნეული გვყავდა ერთმანეთი.
- რა თქმა უნდა. შენგან განსხვავებით, ჩემი შემთხვევა, სიყვარული იყო... სიყვარული, ერთი ნახვით.

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი spring

საშინელ ხასიათზე რო ხარ და საიტზე შემოსულს შენი საყვარელი გიჟი ქალი დაგხვდება.... იეეეეეეპ ❤❤❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

spring
საშინელ ხასიათზე რო ხარ და საიტზე შემოსულს შენი საყვარელი გიჟი ქალი დაგხვდება.... იეეეეეეპ ❤❤❤

ჩემო გაზაფხულო <3 მოხვედი დ აპირველი კომენტარით, გაზაფხული შემომიყვანე?? დიდი მადლობა <3

 


№3  offline წევრი L.eli13

მოდი და ახლა რომელიმეს დააბრალე ერთმანეთი არ უყვართო????

 


№4  offline მოდერი Moonlight17

ამათ უთხარი ჭკვიანად იყვნენ,უფრო მეტად დაუჯერონ ერმანეთს და შარს ერიდონ თორემ უკვე იცი, ვალენტინა ფორმაში მყავს :დდდ შენ კიდევ გყვარობ ენჯი, ძალიან ძალიან❤️

 


№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

L.eli13
მოდი და ახლა რომელიმეს დააბრალე ერთმანეთი არ უყვართო????

რა ვიცი, დააბრალებ? :დდდ

Moonlight17
ამათ უთხარი ჭკვიანად იყვნენ,უფრო მეტად დაუჯერონ ერმანეთს და შარს ერიდონ თორემ უკვე იცი, ვალენტინა ფორმაში მყავს :დდდ შენ კიდევ გყვარობ ენჯი, ძალიან ძალიან❤️

ენჯიც ძალიან გყვარობს <3
ვალენტინას ის საღამურები ჩააცვი და გაამზადე, მოვდივარ :დდდ

 


№6 სტუმარი alexaa

amastan elenastan da liliantan jgupuri :ddd daajaxe raa

 


№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

alexaa
amastan elenastan da liliantan jgupuri :ddd daajaxe raa

მაგისი წერა რო დავიწყო, ეჭვი მაქვს, გული დამარტყამს :დდ

 


№8 სტუმარი დიაბეტი

მკითხველები ვითხოვთ ლილიანის, ელენას და ვივიენის გრუპავოის!

 


№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

დიაბეტი
მკითხველები ვითხოვთ ლილიანის, ელენას და ვივიენის გრუპავოის!

ჰო, მაგრამ მეც ხო ადამიანი ვარ? ეგეთი სიცხელის დაწერას შეიძლება გადავყვეეეეეეეეეე

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.