შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემდეგ...(7)


30-06-2019, 01:02
ავტორი Stranger things
ნანახია 794

შემდეგ...(7)

სწრაფად შევხსენი კიროვას კაბინეტის კარი და ანალიზებს აუღელვებლად მოვაშორე თვალი, ნანახისგან ადგილზე გავიყინე, იმ წამს სუნთქვაც კი დამავიწყდა იმდენად მოულოდნელი იყო ჩემ წინ გადაშლილი სცენა.
------------------------------

კიროვას ხელი შემოეხვია მისი მხრისთვის და თბილი მზერით აჰყურებდა.
-თეკლა.-კიროვამ როგორც კი დამინახა მაშინვე გამიღიმა და ანალიზების ფურცლები ჩამომართვა.-ახლა ვაპირებდი შენთვის დაძახებას...ამ სიმპატიური ბიჭის შეწუხება რა საჭირო იყო, შენ თვითონ გეთხოვა რა პრობლემაა, ისედაც გაგიშვებდი.
-არა დინა დეიდა, თეკლამ არც კი იცის სად მიმყავს.-მისმა ბუბუნა ხმამ კიდევ უფრო მეტად გაართულა ადგილიდან განძრევა, დაჰიპნოზებულივით შევხედე... „დინა დეიდა?“
-ოჰ ეს ახალგაზრდები.-თავი გააქნია და ისევ ბიჭს ახედა.- ისე არ უნდა შემომიარო ხოლმე არაა?
-ხომ იცით არაა როგორი დაკავებული ვარ.
-ვიცი შვილო ვიცი, ჩემი შვილიც შენსავით უნდა იყოს წესით დაკავებული მაგრამ კი ვიცი იქ ტყუილად რომ გყავს წამოჭიმული პარტნიორად.
-სხვათაშორის დამიანე პროფესიონალია დინა დეიდა და თქვენც კარგად იცით.- სწრაფად გაუღიმა ქალს.-ახლა უნდა წავიდეთ, უკვე გველოდებიან.
კიროვა ....სიმკაცრის განსახიერება ახლა კეთილ დეიდად ქცეულიყო, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მოულოდნელი ჩემთვის მეორე პიროვნების აქ ხილვა იყო განსაკუთრებით ესეთ სიტუაციაში.
-კარგად იყავით, გაერთეთ.-გვითხრა და გამიღიმა...გამიღიმა?!
ისევ დამუნჯებულს მომავლო დემნამ წელზე ხელი და ოთახიდან გამიყვანა, დერეფანში სწრაფად მიაბიჯებდა და ექიმებს ესალმებოდა, რამდენიმე წამში გასახდელთან ვიდექით.
ვუყურებდი და ერთიანად მიტევდა მონატრება, ხარბად ვსუნთქავდი მის სასიამოვნო სურნელს, იმდენად ახლოს იყო საავადმყოფოს სურნელსაც რომ ფარავდა, ვაკვირდებოდი გამოქანდაკებულ სახეზე და სუნთქვა მეკვროდა...ჯანდაბა თეკლა შენ თავს... ამხელა ექიმი...ნუ კარგი მომავალი ექიმი...რამ გამოგაშტერა?!
-გამოიცვალე და მივდივართ.
-მოიცა...მოიცა.-აჰაა გამოფხიზლდი, ძლივს.-საერთოდ რა გინდა? ან სამსახურიდან რატო დამითხოვე?
-შენთან მივდივართ სოფელში.-მითხრა მთელი სერიოზულობით.
-ჩემთან...-დავიბენი.-იქ რა გვინდა?
-შენი მშობლები უნდა გავიცნო.
გაოგნებისგან თვალები დავჭყიტე მაგრამ ირონიულმა გამომეტყველებამ მიმანიშნა რომ ხუმრობდა.
-მაკოს არ მოუწერია?-წარბი აწია და დაუკითხავად ამომაცალა ჯიბიდან ტელეფონი...თავხედი, თვალები მოვჭუტე და იმ წამს ჩემკენ შემობრუნებულ ეკრანს დავხედე, მაკოს შეტყობინება იყო.
მწერდა რომ გადაიფიქრეს აქ შეკრება და რამდენიმე დღით სოფელში აპირებდნენ წასვლას, მოკლედ რომ ვთქვათ ქვეტექსტეულად „სამსახური არ გამაგონო“ იკითხებოდა.
დემნას ავხედე რომელიც ზედმეტად იყო გართული ჩემი თვალიერებით...რას მიყურებს დავათხვარო თვალები?!..თეკლა, თეკლა ნუ ღიზიანდები...არადა რა ლამაზი თვალები აქვს...უხმოდ ამოვიოხრე.
-შენ რატო გამოგიშვეს? ჩემით ვერ გამკვეტეოდი?-თავლებდაწვრილებულმა ავხედე.
-ტანსაცმელიც ვერ გამოგაცვლევინე, დამაწყვიტე ნერვები და რომელ მარტო წამოსვლაზეა ლაპარაკი?
-კიდე მე დაგაწყვიტე ნერვები?. არსადაც არ წამოვალ, წადი შენ მე კიდევ მაკოსთან...
წინადადების დასრულება არ მაცალა, სწრაფად მომკიდა ხელი, გასახდელის კარი შეხსნა, მიხურა და ზედ ამაკრო...სულ ასე რატო აკეთებს..? რამდენიმე წამის შემდეგ, ძალიან ახლოს რომ ვიგრძენი მისი სუნთქვა მივხვდი რომ მთლად ყველაფერი ვერ მქონდა რიგზე.
-როგორი თხა ხარ, მონატრების საშუალებასაც არ მაძლევ..-გამიღიმა და თმებში შემიცურა ხელი, მოვდუნდი და ადგილზე მოვინაბე, ჩემ რეაქციაზე ჩაიცინა “ახლა რომ თხას გეძახის გული გიფართხალებს და ამან რამე ნორმალრი რომ დაგიძახოს ხომ სულ გამოშტერდი“...შენ ჩუ...გონება დავადუმე.ის ოდნავ მომშორდა და ჩემი კისრისკენ დაიხარა, არ მკოცნიდა არც მეხებოდა,მე კი ერთიანად მაჟრჟოლებდა, ხელები ჩემი მაისურისკენ წაიღო და გონებამაც მაშინვე საპასუხო რეაქცია მოახდინა, უკან დახევა ვცადე მაგრამ ზედმეტად ვიყავი კართან ახლოს, დემნამ უცებ მოკიდა მაისურს ხელი და თავზე ისე გადამაძრო ბოლომდე სიტუაცია ვერც კი გავიაზრე.
-რას აკეთებ?!-წამოვიკივლე, მაისური ხელიდან წავგლიჯე და სწრაფად ავიფარე.
-გიცვლი.-ამოიოხრა და იქვე იისფერ ჩანთას დასწვდა.-ესაა ხო შენი?
გაშტერებულმა დავუქნიე თავი, ვუყურებდი როგორ გახსნა ჩანთა იქიდან კი ჩემი ტანსაცმელი ამოიღო, მომიახლოვდა წარბ აწეულმა დახედა ჩემ ხელებში ჩაბღუჯულ მაისურს, რამდენიმე წამით უყურა ,მხრები აიჩეჩა და ახლა მე ამომხედა, წამის მეასედში მაისური აღარ მეჭირა, ახლა ბოლომდე გამოვფხიზლდი და შეტევისთვის მოვემზადე...როგორ ბედავდა?!...წამი და ახლა უკვე სხვა მეცვა.
-შარვალიც გავიხადოთ...-დაიწყო და უკვე სკამისკენ მივყავდი, სახეზე შევატყვე რომ ეცინებოდა.
-დემნა...
-რაო?-უცოდველი სიფათით დამხედა...ეხლა მაცადე!
-ახლა აქედან თუ არ გახვალ, ისედაც სოფელზე ბებიაჩემი გამახსენდა და ისეთს მიგაწყევლი საშვილიშვილოდ მიგყვება.-თვალები დავუბრიალე, რამდენიმე წამი მიყურა და ისეთი სიცილი აუტყდა ბოლოს მეც ამიყოლა, არა მაინც რა საყვარელი იყო, თან ასე არასდროს გაუცინია ისეთი მხიარული ჩანდა... მაგრამ მე რას დამაჯერებდა ამისი ხასიათის მსხვერპლი ვიყავი მთელი ერთი კვირა!
-მომეცი ეგენი აქ!-ტანსაცმელი წავართვი და კარისკენ ვუბიძგე
სწრაფად გამოვიცვალე და გარეთ წავედი, კედელზე იყო მიყუდებული, ტელეფონი ეჭირა და რაღაცას დაჟინებით უბღვერდა.
-მასე თუ გააგრძელებ ეკრანი გაიბზარება.-ვუთხარი და არც კი შემიხედავს ისე დავიძარი გასასვლელისკენ.
-ჯერ სახლში ტანსაცმელისთვის და მერე სოფელში.-მითხრა როგორც კი ჩავსხედით და მანქანა დაძრა.
ტელეფონმა დარეკა და მეც ისე ვუპასუხე არც დამიხედავს ვინ რეკავდა.
-გისმენთ.
-ჰა აბა არ მოდიხართ?-მაკო იყო.
-მივდივართ, თქვენ რას შვრებით?
-აუ რა ვიცი ცოტა ადრე მოგვიწია წამოსვლა და ცოტაც და უკვე სახლში ვიქნებით.
-ნათლიას აკოცე ჩემ მაგივრად.-უცებ გავიაზრე რომ სოფელში მივდიდოდი და აღტაცებაში მოვედი ,ოსე მომენატრა ყველა ,ქორწილში ნორმალურადაც კი ვერ ვნახე ვერავინ.-ჩემებთან შეივლი ხო ჯერ?
ბავშვობიდან ორივეს ორი სახლი და ჯამში ოთხი მშობელი გვყავდა, ისე გავიზარდე რომ ნათლია მამაჩემისგან არ განმისხვავებია და ლილი კიდევ დედაჩემისგან, და სადაც ახლოს ვიყავით იმ სახლში ვრჩებოდით , მნიშვნელობა არ ჰქონდა ვისი ტანსაცმელიც მოგხვდებოდა ის უნდა ჩაგეცვა, მე და მაკოსთვის ჩემი და შენი არ არსებობდა, ხშირად დებიც ვეგონეთ, თუ კიდევ უფრო გაგვიმართლებდა და მაღალი წარმოსახვის მქონე საზოგადოებაში მოვხვდებოდით იმასაც ასკვნიდნენ რომ ჩვენი დედ-მამა გაშორებულები იყვნენ , ჩვენი პირადი ოჯახები ახლა მათი ახალი ოჯახები იყო და საერთოდაც ჩვენ კიდევ ერთმანეთს დაშორებულ დებად გვრაცხავდნენ ... მაგ ხალხს რას გაუგებდი, ახლა ნათლია და მამაჩემი აღადავდებოდნდნ და იწყებოდა ტყუილის ბუშტის გახეთქვა და პარალელურად ხალხის გულებისაც. საბოლოოდ დაფრთხვენილ ხალხად ვირაცხებოდით და ქმრების სახეებზე ახლა დედაჩემი და ლილი კვდებოდნენ სიცილით...მოკლედ რომ ვთქვათ იდეალური ბავშვობა მქონდა, ანანო კიდევ მგონი სამი თვიდან ქალობდა და სულ სერიოზული სახით მოძრაობდა, ასე რომ ოჯახში ორი ტყუპი, მაკოს ძმა გოგა, ერთი ბავშვ-ქალა, ორი ზრდასრული მამა-ბავშვი(როგორც ლილი ეძახდათ) ლილი და დედა ირიცხებოდნენ.
ტანსაცმელი ისეთ მინაფრენში ჩავალაგე თვითონაც გამიკვირდა, ნახევარი გზა ჩხუბის და ერთმანეთის კბენის გარშე გავლიეთ , სამაგიეროდ თითქმის უკვე მისულებმა რაღაც მუსიკალურ ჯგუფზე დავცხეთ...მგონი მე დავიწყე, მაგრამ რა მნიშვნელობა ქონდა?! სამაგიეროდ თვითონ გააგრძელა და ის იყო დამნაშავე !
სახლში მისულს ისიც კი სულ დამავიწყდა საერთოდ რომელ ჯგუფზე ვიჩხუბე ისეთი მონატრებული ვიყავი სათითაოდ დავიარე ყველა ოთახი, დემნა მამას ყავდა გამოჭერილი და დალევაზე კერვადა...დემნას სახეზე მივხდი რომ მამაჩემს წინსვლა ქონდა, როგროც გავიგე ჯერ კიდევ ჩვენ დაბადებამდე ქონიათ გადაწყვეტილი მამას და ნათლიას რომ სიძე პირველზევე ჩამოსვლაზე ისე დაეთროთ რომ ფეხზეც ვერ ამდგარიყო...ეჰ გოგა დაგერხა!-ჩავიხითხითე და ლოდინისგან შეწუხებული მანქანაში ჩავჯექი...იქნებ მიმხვდარიყვნენ რომ ნათლია მომენატრა და დროზე წამოსულიყვნენ. რამდენიმე წუთში დემნა მომიჯდა გვერდით.
-ბავშვი ხარ რაა.-გაეცინა ჩემ საქციელზე და დაელოდა სანამ დედა და მამა მანქანაში მოთავსდებოდნენ, ერთი მანქანით მივდიოდით რაც იმას ნიშნავდა რომ უკან მე მომიწევდა ამათი წამოცუნცულება...ეეე საწ....ბი!-ჩავიცინე და როგორც კი მანქანა გაჩერდა მაშინვე ნათლისაკენ გავექანე და ხელები მოვხვიე. ელენე და ირაკლიც იქ დაგვხვდნენ და ბევრი მსმელის ნახვით გახარებული ნათლიაც შემართებით ამოწმებდა ღვინო ცივდებოდა თუ არა.
მამაჩემმა და ნათლიამ ნამდვილად არ დაარღვიეს სიტყვა და რამდენიმე საათში გოგა ამდენი ხალხის წინ უხსნიდა მაკოს...არა სიყვარულს არა...უხსნიდა რატომ უნდა ეყიდათ ერთი კატა მაინც, მაკოს კიდე პატარაობიდან არ უყვარდა კატები და ყოველ მის თხოვნას უარით ისტუმრებდა. მერე ლილიმ და ნათლიამ დაიწყეს მაკოს ბავშვობის ამბების მოყოლა და ჩვენც სიცილისგან ვერღარ ვჩერდებოდით, მაკოს კიდე აწითლებულ სახეზე აშკარად ეტყობოდა ერჩივნა კატის თემას დაბრუნებოდა.
-მაკოს ბავშვობა არაფერია თეკლასთან შედარებით.-დაიწყო ნათლიამ სიცილით.-ეს რომ დაიწყებდა ის უბრალოდ ყვებოდა.-თქვა და ჩემზე ანიშნა... დემნას დაინტერესებულ სახეს გავხედე და ერთიანად ავწითლდი... საკუთარი ნათლია რო ესე გაგწირავს...სახე მოვმანჭე და ბნელი წარსულის მოსასმენად მოვემზადე.-მოკლედ, პატარაობიდან ყველაფერს ურევდა, წიწილები უყვარდა, ჩვენ კიდევ არ გვყვავდა და სულ მეზობლებთან იყო ხოლმე , დარბეული ყავდა საწყალი ხალხი, პატარა ტერორისტი მოვიდაო იძახდნენ ხოლმე ეს რომ გამოჩნდებოდა სადმე.-ნერვიულად გავიცინე და თვალებდაქაჩულმა მოვსვი წვენი.-ერთხელაც ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი მეუბნება თეკლა რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა წიწილების სანახავად და ხო არ იცი რა ხდებაო, წავედი ამის მოსაძებნად და რას ვხედავ, საბნები აქ ერთმანეთში გადახვეული და აწევს ზევიდან მოხვეული შუა აგვისტოში...თურმე მაცივრიდან კვერცხვები მოუპარავს და გაიძახოდა წიწილები უნდა გამოვჩეკოო, მარტო ისე საბნებით არ თბებაო და ძლივს ავაწიწკნეთ იქიდან.-სიცილით დაამთავრა და როგორც კი ხალხმა სიტუაცია გაიაზრა ისეთი სიცილი ატეხეს მიკვირს მეზობლები არ დაგვადგნენ ვის აწამებთო.
თედო პაპაც დაპატიჟა ,ჩვენი მეზობელი და როგორც კი მოიცალა შემოგვიარა, ისე გამიხარდა , მთელი ბავშვობა მისი ალუჩის ხეზე მქკნდა გატარებული, ცოტა ხანს ჩვენი თხოვნით დარჩა კიდეც და კარგად გაგვახალისა სოფლის სასაცილო ისტორიებით.
.-შენ როგორ ხარ პატარა ქაჯანა? რა ხანია აღარ გვსტუმრებიხარ, სულ გაფუჭებთ ამ ახალგაზრდებს ქალაქი და იქაური ცხოვრება.-თავი გააქნია და მე შემომხედა.-არ მოგენატრეთ მაინც.
-ხო იცით არაა მე სულ მენატრებით.-ვუთხარი და გადავეხვიე.
-ეჰ ლევანიც სულ წავიდა ხელიდან.-ლევანი მისი შვილიშვილი იყო.- არ ხვდებით ხოლმე? რა კარგად იყავით, როგორ უყვარხარ, შენი წასვლის მერე თავის თავს აღარ გავს, არადა მე ბოლომდე მეგონა რომ თქვენ შვილებს ავიყვანდი ხელში.-თავი გააქნია, თვალები დავჭყიტე მაგრამ მივხვდი რომ არავინ გვისმენდა, მაგიდის წევრებს თვალი მოვავლე... ერთიანად დაჭიმულ სხეულზე გავაჩერე მზერა, დემან ისე მიყურებდა მეგონა ცოტაც და აფეთქდებოდა... ოღონდ ეს არა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი დარინა

არ მეყოოო, დემნაზე ვგიჟდები იმედია მალე მოარჯულებს ამ ქაჯს, მაგრამ ცოტაც აკლია. შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდები.

 


№2  offline წევრი Stranger things

დარინა
არ მეყოოო, დემნაზე ვგიჟდები იმედია მალე მოარჯულებს ამ ქაჯს, მაგრამ ცოტაც აკლია. შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდები.

ვეცდები მალე დავდო ♥️♥️

 


№3 სტუმარი თეკლა ვარ ეს პერსონაჟი????

ჰა გოგო წავიკითხე უკვე ველოდები ჩემი ისტორიის შემდეგ თაავსს გეელი გეელი მოგეელიი????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent