დაიჭირე წამი {სრულად}
საიტზე შექმნილი პრობლემის გამო ეს ისტორია წამეშალა ასე რომ თავიდან ვამატებ... ჩემი წინა ისტორია "ცა'მეტი" არის სრულად... თუ მოისურვებთ შეგიძლიათ წაიკითხოთ ........ დანამულ ქალაქს ნაცრისფერი მთვარე დანათოდა თავზე და ჩაბნელებულ ქუჩებს შეძლებისდაგვარად ანათებდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყველგან არ წვდებოდა მთვარის შუქი. ერთერთ ქუჩაზე, კუთხეში მიმალული გოგონა თავის გადარჩენას ცდილობდა იმ მხეცისგან, რომელიც უკვე რამდენიმე დღე იყო უკან დასდევდა. დაბნეული აცეცებდა თვალებს, რომ ვერავინ შენიშნა წამოდგა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მაშინვე იგრძნო მუცელზე ძლიერი მკლავის შემოხვევა პირზე აფარებულ ხელთან ერთად. გაკაპასებული ფეხებს იქნევდა, ბიჭმა ჰაერში ასწია მისი პატარა სხეული და უკან სვლით დაიძრა. -შჩჩ… -ყურში ჩასჩურჩულა, ჩაბნელებულ ადგილას მიიყვანა, ხელის სწრაფი მოძრაობით ზურგით კედელზე ააკრა, ხელი ისევ პირზე ჰქონდა მიდებული და გოგოს აწყლიანებულ თვალებს უყურებდა. -გაგიშვებ და არ იყვირო თორემ მეც დამერხევა და შენც კარგი? -ჩუმათ დაიჩურჩულა. თავი ოდნავ დაუქნია და მანაც მაშინვე გაუთავისუფლა პირი. ცალი ხელი გოგოს წვრილ წელზე ჰქონდა შემოხვეული, მეორე კი მისი თავის გასწვრივ ოდნავ მაღლა კედელზე ჰქონდა მიდებული და მასზე საკმაოდ დაბალს ზევიდან დაჰყურებდა. ფეხის ხმა რომ გაიგეს იგრძნო როგორ შეკრთა გოგო. -იმედია ამის გამო არ მომხვდება. -ქვედა ტუჩზე იკბინა და მაშინვე დაეწაფა მის ბაგეებს. -უკაცრავად ძმაო! -მისი ხმაც გაისმა. -თავი იქით შეაბრუნე. -გოგოს ყურთან დაიჩურჩულა და ბიჭს გახედა. -რა ხდება? -ჩემს ახლობელ გოგოს ვეძებ, ერთად ვიყავით კლუბში, წეღან გამოვიდა და ვეღარ ვპოულობ, ხომ არ დაგინახავს? ვნერვიულობ ხომ ხვდები? -არ ვიცი… -გოგოს თითების მოჭერა იგრძნო წელზე და მაშინვე მოეგო გონს. -არაა, ახლახანს გამოვედი გასართობად, არავინ შემიმჩნევია. -უდარდელად ჩაილაპარაკა. -კარგი ძმაო სპასიბა, ბოდიში ხელის შეშლისთვის. -ესღა თქვა და იქაურობას გაეცალა. -რა შარში ხარ ჟღალო, ასეთ დასი*ებულთან რა გინდოდა ტო? -ჩამოშლილი კულული უკან გადაუწია. -მადლობა რომ გადამარჩინე, მაგრამ უკან უნდა დავბრუნდე. -სად უკან გოგო? წამოდი სახლში წაგიყვან. -არ მინდა, ჩემი მეგობრები არიან შიგნით. -ტელეფონი გააქვს? -კი. -დაურეკე და უთხარი რომ წახვედი. -ისევ ზევიდან დაჰყურებდა არწივივით. -მისმინე… -შჩჩ… -ტუჩებზე მიადო საჩვენებელი თითი და გოგოს გაფართოვებულ თვალებზე ჩაიცინა.-გამაკეთებინე გმირობა ბოლომდე, ძალადობისგან გადაგარჩინე. ისე ჩემთან ვალში ხარ, კაროჩე უნდა გამომყვე. -უცებ მოშორდა და ხელები გაშალა. -ეგ რანაირი გმირობაა თუ ვალში ჩამაგდე? -აუ ჟღალო, რატომ არ მაცდი გამოვიჩინო ჩემი ჯელტმენობა და დაგეხმარო ბოლომდე ტო? -კარგი ჯანდაბას. -ხელი აიქნია და გაღიმებულ ბიჭს უკან გაჰყვა. -სხვათაშორის შენს გამო თავი გავწირე. -კმაყოფილი სახით გადახედა ზევიდა. -რატო შენზეც იძალადებდა? -ოჰ, მოხვედი ხასიათზე ჟღალო? -წარბაწეული უყურებდა. ხმა რომ არ გასცა ისევ განაგრძო ლაპარაკი. -მაგ ტიპს დანა დააქვს, ჩემი ძმაკაცი დაჭრა ორი თვის წინ. -ღმერთო შენ მიშველე. -სახეზე აიფარა ხელები და ისევ გადმოყარა ცრემლები. -მე გიშველე უკვე… მოიცა რა გატირებს ტო? -ხელები მოაშორებინა სახიდან და აწყლიანებულ მწვანეებში ჩააჩერდა. -არ ვიცი ვინ არის, მთელი კვირაა უკან დამყვება, მანიაკი ავიკიდე და როგორ ეგეც არ ვიცი. -წითურები ევასება უეჭველი. -სიცილით მოსწმინდა ცრემლები. -რატომ არავის უთხარი მერე? -ჩემს ძმას რომ ვუთხრა ჩემს აჩრდილად იქცევა, არსად არ გამიშვებს მარტოს, მერე შეიძლება მოკლას და საერთოდ არ მინდა ციხეში ჩემს გამო ჩაჯდეს. -რა სულელი ბავშვი ხარ. -ჟღალის კულული დაიხვია თითზე. -უთხარი, შენს სიკვდილს ჯობია ეგ იჯდეს ციხეში. -მანქანასთან მისულმა კარი გაუღო, ირგვლივ მიმოიხედა, მერე კი თავისი ადგილი დაიკავა. -აბა საით? -წარბაწეულმა გადახედა გოგოს. -იარე და გეტყვი. -უნდა დაგერეკა. -მანქანა დაძრა და ტელეფინზე ანიშნა თითით. -ჰო მართალია. -უცებ მოძებნა ძმის ნომერი და გადარეკა. -სად ხარ მარ? -მაშინვე გაისმა ანერვიულებული დეისაძის ხმა. -სახლში წავედი, გზაში ვარ ეხლა. -რაპონტში? -ისე რა დავიღალე. -რა ხმა გაქვს ე? რამე მოხდა? -არა მართლა, თქვენ მალე მოხვალთ სახლში? -ცოტახანში წამოვალთ. -კარგი წავედი მე. -აუ მარ… -რა? -სახლში რომ მიხვალ რამე გამიკეთე რა, მშია. -სპაგეტს მოგიხარშავ. -აუ კარტოშკა რომ შეწვა? -მეზარება რა, ძილი მინდა. -კაი კაი წავედი. -მიდი. -გაუთიშა და ტელეფონი ჩანთაში მოათავსა. ორი წამით გვერძე მჯდომს გახედა, გაღიმებული უყურებდა გზას, მანქანას ერთი ხელით ატარებდა და ზედ საჭეზე თითების მოძრაობით ჰყვებოდა მანქანაში დაბალ ხმაზე გავრცელებულ მელოდიას. მხოლოდ მაშინ იღებდა მარიამი ხმას როცა მითითებას აძლევდა საით უნდა შეეხვია. -აქ გამიჩერე. -ჯანდაბა! -გაოცებულმა თქვა ბიჭმა. -რა? -დღესვე უთხარი შენს ძმას ამ ტიპზე. -თითი სადარბაზოსთან მდგარ ბიჭისკენ გაიშვირა. -რა დავაშავეე? -სახეზე ჩამოისვა ხელები. -ასე მალე როგორ მოვიდა ნეტა. -სერიოზულად დაფიქრდა. -წადი პირდაპირ და მერე მარჯვნივ გადაუხვიე. -იქ რა გინდა? -ბებიაჩემთან ავალ. -მერე შენი ძმის საჭმელი? -იზავს რამეს მერავიცი. -ხელი აიქნია. ვერც იაზრებდა რამდენს ტლიკინებდა უცხო ადამიანთან, მაგრამ მაინც მშვიდად გრძნობდა თავს თავის გადამრჩენელთან. მაგ დროს აწკრიალდა ბიჭის მობილურიც. -ხო ნინ? -სად ჯანდაბაში ხარ? იცოდე ისევ თუ ვინმე ბო*ს *იმავ დავტოვებ ამ დახატულს მარტო და წავალ! -რა ხდება? -უცებ დაასერიოზულა სახე. -ტირის! ვერ გავაჩუმე! -საჭმელი ხომ დავტოვე მაანდ გოგო? აჭამე და გაჩუმდება! -არ ჩუმდება ადამიანო ა რ ა! -აუ შენ რანაირი ქალი ხარ ტო? ბავშვი რომ გეყოლება მერე რაუნდა ქნა? -ქმარი რისთვის მეყოლება? -კაი მოვალ ცოტახანში, ათი წუთი მოითმინე როგორმე! -გაუთიშა და სიჩქარეს უმატა. -აქ გააჩერე. -ნახვამდის ჟღალო. -გაღიმებულმა გადახედა. -ნახვამდის. -რაღაც დაგავიწყდა. -მადლობა. -ეგ მითხარი უკვე. -ეშმაკურად უელავდა თვალები. -მაკოცე. -ლოყაზე მიიდო თითი. -რაც გაკოცე გეყოს. -თვალები აატრიალა. -მალე თორე შენს სახლთან რომ ბიჭი დგას ვეტყვი შენს ადგილსამყოფელს. -არ ეტყვი. -მაკოცე და არ ვეტყვი. -ღმერთო ჩემო. -მისკენ გადაიხარა, უკვე ლოყაზე კოცნას აპირებდა თავი რომ შეატრიალა ბიჭმა და მეორედ შეეხო მის ბააგეებს. -ახლა კი ნახვამდის ტკბილო. -თვალი ჩაუკრა შოკირებულ გოგოს. -იდიოტი. -სწრაფად წავიდა სადარბაზოსკენ, უცებ აირბინა კიბეები და სახლში შევიდა. “ბებოსთან ავედი მე” წერილი გაუგზავნა ძმას, მაშინვე თავისი ოთახისკენ აიღო გეზი, ლოგინზე ვარსკვლავის ფორმაში გაწვა და თვალები ჭერს მიაბყრო. კიდევ არ ჯეროდა რომ ეს ყველაფერი მის თავს გადახდა. უცებ გაიხადა კაბა, იქვე მიაგდო და საწოლში შეწვა. … -ნინ მოვედი! -გასაღები იქვე დააგდო, ფეხსაცმელი შემოსასვლელში მიყარა და შიგნით შევიდა. -დავაძინე უკვე. -ხელებში ჰყავდა პატარა ბიჭი მოქცეული და ნელა არწევდა. -სულ შენი ბრალია ამხელას ისევ ხელში ძილი რომ უყვარს! მიაგდე ლოგინზე და დაიძინოს თავისით. -გოგო! -თვალები დაუბრიალა. -კარგი ხო რაიყო, ხომ იცი როგორ მიყვარს ეს მათხოჯი ჰა? შენ არ იცი რა სიმპატიური გაიზრდება. მერე შენნაირი ხისთავიანი და მოთამაშე გახდება. -ისე ნუ ლაპრაკობ თითქოს არ მოგწონვარ ასეთი. -მიყვარხარ მე შენ ნათლი. -ლოყაზე აკოცა. -ასეც ვიცოდი. -თავზე მიაწება ტუჩები და ტანსაცმლის გახდა დაიწყო. -ბიჭები არ ამოსულან დღეს? -შენი დეგენერატი ძმაკაცი იყო და გავაგდე! -რას ერჩი ლუკას ტო? -უცებ აფხუკუნდა. -თვითონ მერჩის მე რას ვერჩი? -არ გააღვიძო! -ფრხილად გამოართვა ბავშვი და მკერდზე მიიკრა. -რაო რა მინდაო? -ვითომ შენთან მოვიდა, მერე მე მომიშალა ნერვები და წავიდა. -როგორ? ყავა გააქვსო გკითხა და შენც ნერვები მოგეშალა ხო? -ჰო. -თან ეცინებოდა, თან სერიოზული სახის დაკერვას ცდილობდა. -აუ კარგი რა ალე… რატომ დამცინი? -უმიზეზოდ ეჩხუბები ტიპს, შენც გიჟდები და იმსაც აგიჟებ, ჩვეულებრივ რომ დაელაპარაკო არა? -ვერა. -ამოიოხრა და სავარძელზე გაწვა. -მინდა რომ სულ ნერვები ვუშალო. -როდის გამოტყდებიან თავის გრძნობებში ნეტა ჰა თოკუს? -ცხვირზე დაჰკრა თითი მძინარე ბავშვს. -დარჩები შენ ხო? -აბა ამშუაღამისას რა წამიყვანს სახლში. -ქაქანით წავიდა ოთახისკენ. თავისი ტანსაცმელი აიღო კარადიდან, სწრაფად ჩაიცვა და ალექსანდრეს შეუვარდა საძინებელში. -ჩემი ბიჭები ხართ. -მეორე მხრიდან მიუწვა ბავშვს, მერე ორივეს აკოცა ლოყაზე და დაიძინა. მიუხედავად იმისა რომ სანდროს ჟღალის ტუჩები არ ავიწყდებოდა და მისი მისამართიც იცოდა, მაინც დააიგნორა მომხდარი, უბრალოდ ჩვეულებრივ შემთხვევად ჩათვალა და გონებას დასვენების საშვალება მისცა. … დილით შესანიშნავ ხასიათზე გაიღვიძა ქალბატონმა, სამზარეულოში გავიდა და ბებოს უკნიდან ჩაეხუტა. -დილამშვიდობისა ლალ. -ლოყაზე აკოცა ქალს და ბლინების დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა. -აუ ბებო როგორ მიყვარხარ იციი? -ვიცი ვიცი. -გაიცინა ქალმა და ისევ განაგრძო თავისი საქმე. -ჩაიც გაგიკეთე და ჭამე მიდი. -გუშინ გაიგე რომ მოვედი? -მაგიდას მიუჯდა. -ჰო, რატი სად არის? -სახლში წავიდა. -დღეს ვაპირებდი გადმოსვლას, ბლინები უნდა გადმომეტანა. -პაპა სადაა? -მაღაზიაში გავუშვი, ალბათ იმ ლოთებთან დაჯდა, რომ წახვალ თუ შეგხვდება უთხარი ამოვიდეს. -კაი მაშინ. -ჩაიცინა, ჭამა დაიწყო, შემდეგ როგორც კი დაამთავრა ლოყაზე აკოცა ქალს და სახლიდან გავარდა. უკვე თერთმეტი საათი იყო, გარეთ შემოდგომის ცივი სიო უბერავდა. ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა გზას, პაპამისიც დაინახა მაგიდასთან ჩამომჯდარი, ყურადღებით უყურებდა ნარდის თამაშში გართულ კაცებს. -ოთარ! -უკნიდან მიეპარა და ყელზე მოეხვია. -ჩემო გოგო დამარტყავს ერთხელაც გული ეგრე. -ბებომ ამოვიდესო. -სიცილით უთხრა და ისევ სახლისკენ განაგრძო გზა. სადარბაზოსთან რამდენიმე ბიჭი იდგა, ყველას იცნობდა და ყველა იცნობდა მარიამ დეისაძეს, გიორგი დეისაძის ქალიშვილს. ვერავინ ბედავდა მისთვის ზედმეტი რამ ეთქვა, თუნდაც ცუდი თვალით შეეხედათ, იმდენად დიდ პატივს სცემდნენ უფროს დეისაძეს, არ შეეძლოთ მისი ქალიშვილის შეურაწყოფა. -გამარჯობათ! -გამარჯობა მარიამ. -ერთერთმა თქვა, სხვებმა კი უბრალოდ თავი დაუკრეს. სწრაფად ავიდა ბინაში, შიგნით ახალგაღვიძებული ტანს ზემოთ შიშველი ძმა დახვდა, ასევე დედა, რომელიც აქეთ იქით დარბოდა სახლში და რაღაცას გამწარებული ეძებდა. -მოვედი! -ყავა არ გინდა? -უცებ გადაკოცნა რატიმ და სამზარეულოსკენ წავიდა. -არა ჩაი დამალევინა ბებომ. დე რას ეძებ? -ჩემი ყელსაბამი დავკარგე, მთელი სახლი გადავატრიალე, არსად არ არის. -აბაზანაში იდო გუშინ. -მართლა? -ჰო. -სიცილით წავიდა საძინებლისკენ, უცებ გამოიცვალა და ისევ უკან დაბრუნდა. -რა ქენით გუშინ? -მაგიდიდან ვაშლი აიღო და ფანჯარასთან მდგომ ძმას გახედა, სიგარეტით ხელში იდგა თან ყავას წრუპავდა. -რავი მარ არაფერი ისეთი, მალევე წამოვედით. -თვალებმოჭუტუმა გამოხედა. -შენ რატომ წახვედი? -გეტყვი მერე. -დედისკენ ანიშნა თავით. -წავედი მე, დღეს მორიგე ვარ და ხვალ დილით მოვალ. -თმების სწორებით შევიდა სამზარეულოში. -მამა სად არის? -სანადიროდ წავიდნენ, ისიც ხვალ დაბრუნდება, ჭკვიანად იყავით თქვენ. -ხელი დაუქნია და გარეთ გავარდა. -მომიყევი. -ფანჯარას მიეყრდნო გულხელდაკრეფილი და წინ მჯდომი და შეათვალიერა. -კაროჩე ერთი კვირაა ვიღაც მანიაკი დამდევს, გუშინ ჰაერზე რომ გამოვედი ამეკიდა, მერე გავიქეცი, სიბნელეში ვიმალებოდი, ვიღაც ბიჭი გამოჩნდა და იმან გადამარჩინა, მერე სახლში წამომიყვანა, ის ტიპი სადარბაზოსთან იდგა და მაგიტომ წავედი ბებოსთან. -შენ ხოარ უბერავ გოგო? ახლა უნდა მეუბნებოდე ამას? -ვიცოდი რომ ასეთი რეაქცია გექნებოდა და მაგიტომ არ გითხარი. -მარიამ დაფიქრდი აბა რას მეუბნები? ვაბშე რა მოყევი გააზრებული გააქვს? -თვალები უელავდა დეისაძეს. -ვიფიქრე მეჩვენებოდა და მაგიტომ აღარ გითხარი. -იცნობ იმ როჟას? -არა, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის, იმ ბიჭმა მითხრა ჩემი ძმაკაცი დაჭრა ორი თვისწინო. -არც მაგ ბიჭს იცნობ? -არაა! -სადმე გასვლა თუ მოგინდება მე მითხარი. -აი ვიცოდი რა… -ხმაა! -დაუბღვირა, მერე უცებ გავიდა საძინებელში, უკან კი მაიკით დაბრუნდა, სწრაფად გავარდა სახლიდან და კიბეებს ელვის სისწრაფით ჩაუყვა. ფანჯრიდან გადაიხედა უმცროსმა დეისაძემ, დაინახა როგორ ელაპარაკებოდა ქვევით მდგარ სასტავს თავის ძმა და უკვე იციდა რაში იყო საქმე. ფანჯარა მიკეტა და დაქალს გადაურეკა. -შენ გოგო გააფრინე? ამდილაუთენია რა ნამუსით მირეკავ? -აუ ნუც მოდი რა. -რახდება? -არაფერი ისეთი, დღეს ჩემები არ არიან სახლში და ამოდი. -კაი მაშინ, თათუს და ეკუნასაც დავურეკავ. -ხო აბა. -სახლშია შენი ვირი ძმა? -აბა სად იქნება. -ჩაიცინა და ტელეფონი გაუთიშა. მალევე დაბრუნდა უკან რატი, გვერდი აუარა დას და სამზარეულოში შებრნუდა. -მარ სად წაიღე ჩემი ყავა? -გადავღვარე. -რატო გადააქციე ტო? -გაცივდა და მეგონა აღარ დალევდი, გაგიკეთო ახალი? -არა არ მინდა, კაროჩე წავედი მე და მოვალ ცოტახანში. -სად მიდიხარ? -გიორგიმ დამირეკა და ცოტა უნდა წავიმუშაო. -კარგი, გოგოები უნდა ამოვიდნენ ცოტახანში. -არსად არ გახვიდე მარტო იცოდე. -ნუ დაპანიკდი რა. -გოგო! ხომ გაიგე რა გითხარი? -კარგიი. -თვალები აატრიალა. -საღამოს მოვალ. -ლოყაზე აკოცა და სახლიდან გავიდა. მალევე ავიდნენ გოგოები დეისაძის ბინაში, კრეკერები წაიყოლეს ჩიფსებთან ერთად. მთელი დღე ჭორაობაში გაატარეს, ბოლოს კი ბიჭებიც წამოადგნენ თავზე. -რას შვრებიან ჩემი გოგოებიი? -გაკრეჭილი შევიდა სახლში მათე, მას კი უკან რეზი მიჰყვა. -ვჭორაობთ. -ხელიდან ააცალა სასმელი მარიამმა და ისევ სავარძელში ჩაჯდა. -რაიყო მარიამ, დავდებ და რამდენიც გინდა დალიე მერე. -რეზიკ შენ რას შვრები? -არაფერს. -ტელეფონში იყო მთლიანად ჩაფლული და ვიღაცას ემესიჯებოდა. -ვის წერ ეგრე გამწარებული? -ხელიდან ააცალა ტელეფონი თათამ და ისე შეკრა წარბები მაისურაძემ, თათამ რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა. -ნუ აცანცარდები ახლა. -ბიჭს რომ არ მიწერს ეგრე, მაგას რა ლაპრაკი უნდა. -თვალები აატრიალა ეკუნამ. -არ გაგვაცნობ რეზიკო? -თათ შემომაკვდები ერთხელაც და რა გინდა ტო? მაინცდამაინც ჩემი ხელით უნდა დაასრულოს სიცოცხლე? -ფეხზე წამოდგა და თათასკენ წავიდა. -აუ ეს რა იცით ხოლმე ტო მიეცი რა. -ხელი აიქნია მათემ. -ნუც დაიჭირე. -ფეხზე მდგომ დაქალს ესროლა ტელეფონი. რობაქიძემ უცებ დაიჭირა, კისკისით შებრუნდა უკან და მაშინვე ახლადშემოსულ რატის შეასკდა. -ოჰ, ისე მოგენატრე კარებში მხვდები? -ხელები მოხვია წელზე და ლოყაზე აკოცა. -გამიშვი! -სანამ ნუცა გაკაპასდებოდა მანამდე წაართვა ტელეფონი რეზიმ. -ჯერ მაკოცე. -ნუ ხარ იდიოტი. -ერთხელ გიკოცნია თუ ორჯერ ტო რაგჭირს. -სიცილით მიაწება ტუჩები ყელზე. -გცემ! -მუშტი მიარტყა გვერდში და რატიც დანებდა. -ისე ძალა კი გაქვს, გამოგვადგება. -თვალი ჩაუკრა რობაქიძეს და მის აწითლებულ ლოყებზე სიცილი ვერ შეიკავა. -რატომ გიყვარს რო ვწითლდები? -სახეზე ხელები ჩამოისვა და დაბღვერილმა შეხედა საყვარელ კაცს. -ვგრძნობ ხოლმე რომ გიყვარვარ. -იდიოტი ხარ. -ნუ რას ვიზავთ. -სავარძელში ჩაეშვა ფეხებგადაშლილი, მერე დას გახედა. უყურებდა მარიამს, უკვე 22-ს იყო და მაინც პატარა ეჩვენებოდა. წარმოდგენაც არ უნდოდა იმის რომ ვინმე ხელს დაადებდა, ან ზედმეტად შეეხებოდა. აქამდე არც კი დაფიქრებულა მარიამის გათხოვებაზე, ახლა კი მის წინ ლამაზი ანგელოზი იჯდა, რომელიც რამდენიმე წელში თავის სიყვარულს იპოვნიდა, როგორც თვითონ იპოვნა თავისი სიყვარული ნუცას სახით. -მარ. -ჰო. -მშია. -ნუც კვერცხს შეუწვავ? -დაქალს გახედა, მერე ისევ ძმას. -მე რატო? -მე მეზარება. -თვალებით უღიმოდნენ ერთმანეთს დაძმა. -კარგი ხო. -ბუზღუნით წამოდგა და სამზარეულოში შევიდა. ტაფაზე კვერცხს ასხავდა უკნიდან საყვარელი სხეული რომ აეკრა და წამსვე დაუარა ჟრუანტელმა. -იმედია რამეს არ გაურევ და არ მომწამლავ. -ყელში აკოცა, მერე მხარზე გადავიდა და გოგოს დამუხტული კანის დანახვისას ხელი მაიკის შიგნიდან მუცელზე აატარა. -ხომ ხარ ღირსი მართლა გავურიო რამე? -თავის საქმეს განაგრძობდა, მერე თავსაფარი დააფარა და მისკენ შებრუნდა. -რა გნებავთ ბატონო რატი? -ნუციკო მინდა. -ლოყაზე აკოცა, თან ეცინებოდა. მხოლოდ მასთან ხდებოდა ასეთი, მხოლოდ ნუცას კოცნიდა გამუდმებით და მხოლოდ მას ეხუტებოდა. არც მარიამს, არც თათას და ეკუნას, მხოლოდ ნუცას. -კიდე რა გინდა? -ხელები მოაშორებინა და კვერცხი გადმოიღო გასქურიდან. -აუ კარგი რა ნუციკო, როდის უნდა შემირიგდე ტო? ტყუილად იტანჯავ თავს და მეც მტანჯავ. -საერთოდ არ ვიტანჯები მე, ისედაც სულ ჩემზე ხარ აკრული. -მერე მე ცოდო არ ვარ ტო? მე მომენატრა ჩემი ნუცა რომ მაგიჟებდა, მეფერებოდა და ბევრს მკოცნიდა. -რატომ დაიბადე ასეთი ჰა? -ვეღარ გაუძლო ისე საყვარლად ბურტყუნებდა, მაშინვე დაეძგერა მონატრებულ ბაგეებს და მთლიანი ტანით აეკრო ზედ. -ჩემი გემრიელი. -ტუჩები გაილოკა და უკანალზე მოუჭირა თითები. -ჭამე მიდი. -ხელი მოაშორებინა და წინ დაუდო კვერცხი, თვითონაც დაჯდა სკამზე, თან გაღიმებული დააკვირდა საყვარელ კაცს. უყვარდა როცა უყურებდა და მის ყველა მოქმედებას სწავლობდა, ყველა დეტალს აკვირდებოდა, ზეპირად იცოდა უკვე მისი ყველა თვისება. -ვაიმე ცუდად ვარ! -მოულოდნელად დაიწყო ხველება რატიმ. -მართლა რამე გაურიე ტო?-სულ გადაუწითლდა სახე. -ვაიმეე რატიი! რატი.. შემომხედე! რა დაგემართა ბიჭო, უბრალო კვერცხი შევწვი. -სახეზე უტყაპუნებდა ხელებს, კივილი მორთო რატიმ თვალები რომ აატრიალა და წამებში ყველა იქ გაჩნდა. -ჩემო სიცოცხლე ნუ მაშინებ! რატი რა გჭიირს? -მთლიან სახეს უკოცნიდა თან ტიროდა. უცებ წამოიყვირა დეისაძემ და გოგო ადგილზე შეხტა. -ღმერთო! რა იდიოტი ხარ!-შუბლზე მიირტყა ხელი. -ჩემი შტერი ბავშვი. -ხარხარებდა, თან გაბრაზებულ ნუცას ეფერებოდა. მაშინვე გაბრუნდნენ ყველა უკან, წყვილი კი ისევ მარტო დატოვეს. -გამიშვი დეგენერატო! -ფართხალი დაიწყო. -როგორ დაიჯერე გოგო. -ისევ განაგრძობდა სიცილს. -ჩემი ბატი. -ყელში აკოცა. -დამანებე თავი რა! საერთოდ აღარ დაგელაპარაკები! -ცრემლები მოიწმინდა. -კაი ვიხუმრე პატარავ რაიყო ტო. -ხელები მოხვია და სახე თავის ყელში ჩააყოფინა. -ნუ ხუმრობ ეგრე! მე მეგონა მართალ რამე დაგემართა. -ყელში აკოცა რატის და ხელებიც მოხვია კისერზე. -სხვათაშორის კვერცხი გემრიელი იყო. -თავი ააწევინა და ტუჩებზე აკოცა. -მომენატრე. -მეც მომენატრე. -ანუ შევრიგდით ხო? -ლოყაზე მიაწება ტუჩები, მერე ყელზე და მხარზე. -კიდევ თუ წახვალ ვინმესთან აღარასდროს შეგირიგდები იცოდე! -გოგო რაზე ჭედავ კიდე ვერ ვხვდები ტო? ორი თვე შენს გამო სექსი არავისთან მქონია, ერთხელ მთვრალზე ვიღაც გავ*იმე და იმენა თავზე დამაფარე ყველაფერი ტო. -არ გეღალატა და… -არ არის ეგ ღალატი პატარავ. -ეხლა არ მითხრა გულს ერთი უყვარს თვალს ბევრიო თორე იმ ცხელ ტაფას დაგატყობ სახეზე. -გოგო! ნერვებს ნუ მიშლი! რაც ერთად ვართ სხვისკენ არ გამიხედავს, იმ ერხელ ისე გავ*იმე გოგო არც მახსოვს და რაზე ჭედავ შენ საერთოდ, რომელ ღალატზე მელაპარაკები? ერთად არ ვწევართ და არაფერი. ერთად რომ ვიყოთ ეგ იქნებოდა ღალატი, წესით უნდა გიკვირდეს ამდენი ხანი როგორ გავძელი და უნდა ხვდებოდე იმდენს რომ, რომ არ მიყვარდე მაგ ორ თვესაც არ მოვითმენდი. -ცხვირზე აკოცა და თავის კალთიდან გადასვა. -აი მე წავალ… -შჩჩ… -ტუჩებზე მიადო თითი. -არ დაამთავრო. -მოწყეტით აკოცა და მისაღებში გავიდა კმაყოფილი სახით. -აუ ეს რამდენს მესიჯობს ტო, გაგვაცანი ეგ გოგო შე ჩემა. -ტრა*ი დააყენეთ რა. -მგონი 20 წლის მერე აღარ გიმესიჯია მაგდენი ბიჭო. -მხარზე მიარტყა ხელი. -გახსოვს ის ნია რომ უყვარდა? -უცებ ახარხარდა მათე და რატიც აჰყვა. -აუ ბო*ისშვილივიყო მაგრად გცემ. -დაბღვერილმა ამოხედა ქვევიდან. -ისე ეგ გოგო გათხოვდა ხო? -ისევ განაგრძობდა მეგობრის ნერვებზე დაკვრას ონიკაშვილი. -მათე ტვინს ნუ ტ**ავ! -არა ეხლა დაინიშნა. -ხელი მიარტყა რატიმ. -აუ გაა*ვით რა. -ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა. -კაი შე ჩემა რაგჭირს ტო? ვღადაბთ ვერ ხვდები? -არ ვარ ხასიათზე თორემ განახებდით როგორ უნდა ღადაობა. -ხდება რამე? -მაშინვე დასერიოზულდა დეისაძე. -ანას სიმსიმე აქვს, მთელი დღეა მაგას ვჩხიკინობ და ვმესიჯობ. -თავზე გადაისვა ხელი. -რაა? ეხლა უნდა გეთქვა ბიჭო? -თავში წამოარტყა ხელი რატიმ. -როდის გაიგეთ? -ორი კვირის წინ და ეგრევე სამკურნალოდ გავუშვით უცხოეთში. -მაგიტომ არ ჩანდი ეს დღეები? -გაშეშებულმა უთხრა თათამ. -ჰო. -ისევ სავარძელში ჩაჯდა და სახე ხელებში ჩარგო. -რა ეტაპზეა? ანუ ხომ გამოკეთდება? -შანსები დიდიაო და რავი რა, მაგათ ვწერდი წეღან. -ბოდიში. -გვერძე მიუჯდა თათა და ხელები მოხვია. -რომ გეუბნები ნუ ცანცარებთქო არ მიჯერებ. -შუბლზე აკოცა. -გამოკეთდება ხომ იცი? მაგარია ჩვენი გოგო. -იმედია თათ. -გაუღიმა და ყველას მოავლო მზერა. … რამდენიმე დღის შემდეგ სავაჭრო ცენტრში წავიდნენ გოგოები, ზამთრისთვის ახალ ტანსაცმელს ყიდულობდნენ. -გუშინ დიტო შემხვდა. -თავისთვის ჩაილაპარაკა გიორგაძემ მაგრამ ყველამ გაიგო. -მერე რაო? -თვალების ტრიალით გახედა დაქალს თათამ. -ვიღაც გოგოსთან ერთად იყო. იცით როგორ უყურებდა და უღიმოდა? აი ადრე როგორც მე.-სახეზე აიფარა ხელები. -კარგი რა ეკუნა, რამდენი ხანი გავიდა. -ხელი აიქნია თათამ. -რა მნიშვნელობა აქვს თათა მაგას? შენ რომ ამდენი წელი რეზი გიყვარს გეუბნები რამეს? -რაა? -სამივემ ერთად შეხედეს დაქალს. -კაი რა, დავიჯერო ამდენი წელი ვერ ამჩნევთ რომ რეზი უყვარს? -მართლა თათ? -გაკვირვებულმა გახედა მარიამმა. -ხო მიყვარს! ვგიჟდები ისე მიყვარს და იმას რომ არ ვუყვარვარ ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო, ამ კუდიანმა როგორ შეამჩნია არ ვიცი. -დაბღვერილმა შეხედა დაქალს. -რა შემჩნევა მაგას უნდა, ისე გიბრწყინავს თვალები რეზის დანახვისას, შუქი რომ ჩავაქროთ შენ გაანათებ. -ხელი აიქნია, ერთი ნაბიჯი გადადგა და ბრახ! შუშას შეასკდა შუბლით, ინერციით უკან გადმოვარდა და რომ არა ძლიერი მკლავები მეტლახზე გაიშხლართებოდა. -ცუდად ვაარ! -ბოლო ხმაზე ხარხარებდა ნუცა. -აუუ! -მუცელზე იჭერდა ხელებს მარიამი, თათა კი რამის უკვე ძირს ხოხავდა. -აღარ შემიძლიაა! ის ყავა რამ დამალევინაა! ტვალეტი სად არის ააქ გოგო! -სიცილს ვერაფრით წყვეტდა თათა. -ჩავიფსავ ახლააა! -ჩუმათ თქვა და ისევ ახარხარდა. -ჩემიკაი ეს რაქნა ტიპმა. -რო წარმოვიდგენ ვერ ვჩერდები! -ძლივს ამოისუნთქა ნუცამ. -ვაიმე დედა ცუდად ვარ. -მუცელიი! -ძლივს გასწორა დეისაძე. -არ უნდა დაგეჭირა რა! -მხარზე მიუტყაპუნა ხელი ბიჭს თათამ და გადაწითლებულ დაქალს გახედა. -არ გასკდე შენ ფრთხილად. -თმები აუჩეჩა ეკუნას და რომ მიხვდა უნდა გაჩერებულიყო გაჩერდა. -მადლობა. -უცებ გასწორდა გიორგაძე, მერე გაუსწორა ბიჭს თვალი და იქვე გაქვავდა. -არაფრის რა მადლობა. -ქვედა ტუჩზე იკბინა სიცილის შესაკავებლად. -დაგინახე რომ ეჯახებოდი და.. -ძლივს იკავებდა თავს რომ არ გასცინებოდა. -ხოო შეჯახებას ვერა მაგრამ წაქცევას გადამარჩინე. -შუბლი მოიზილა თითებით. -აუ მეტკინა. -აი ეგ მაგის ბრალია ბევრს რომ ტლიკინებ! -საჩვენებელი თითი დაუქნია თათამ. -შენ თუარ გაჩუმდები რეზიკოსთან ვიტლიკინებ და მერე რაღას იზავ ვნახავთ. -თვალი ჩაუკრა დაქალს. -კარგი გოგოებო წავედი მე. -ტაში შემოკა გაღიმებულმა. -ნახვამდის! -ყურებამდე გაიკრიჭა სამივე. -კოტე მოდიხარ? -გოგოს ხმა გაისმა და ოთხივემ მას შეხედა. ბავშვების მაღაზიასთან იდგა. -კი ნინ, თუ დამაცდი. -სიცილით გააგრძელა გზა. მალევე ნაცნობი სახე გამოჩნდა პატარა ბიჭით ხელში და წამსვე მიტრიალდა თვალებგაფართოვებული მარიამი. -წავედით აქედან ჩქარა. -ხელკავი გამოსდო თათას. -რატომ რა ხდება! -მალე გავიდეთ და მოგიყვები. -ჟღალო! -მისი ხმაც გაისმა, ადგილზე გაშეშდა დეისაძე, გოგოებიც გააჩერა და ნელა შეტრიალდა ალექსანდრესკენ. უკვე მის წინ იდგა ჯაფარიძე. -რა საოცარი დამთხვევაა ჟღალო! -ისევ ჭინკები დახტოდნენ თვალებში. -გასაოცარი. -თავი დაუქნია ტუჩგადმობრუნებულმა. -როგორ ხარ? კიდევ დაგსდევ ის როჟა თუ უთხარი შენ ძმას? -რაზე ლაპარაკობს მარ? -გაკვირვებულმა გახედა ნუცამ. -ეს ზე სიმპატიური კაცი ვინ არის. -გაკრეჭილმა თქვა თათამ. -ალექსანდრე. -ხელი გაუწოდა გოგოს, თან მარიამს თვალს ვერ აშორებდა. ახლა სინათლეში უკეთ ხედავდა მის ნაკვთებს და დროს არ კარგავდა მისი სილამაზის შესაცნობად. -ვუთხქრი და აღარ გამოჩენილა. -მხრები აიჩეჩა დეისაძემ. -შენ როგორ ხარ? -შესანიშნავად. -თვალები უბრწყინავდა. -კარგიაა, ჩვენ… უნდა წავიდეთ. -თვალს ვერ აშორებდა სანდროს ლურჯ თვალებს. -ხო რათქმაუნდა. -გაიცინა. -შეხვედრამდე. -ხელი დაუქნია თათამ და დაქალი რასაც ქვია გაიტანა. -რამ დაგაშტერა გოგო. -ჩემთვის რომ ეგრე შემოეხედათ ხმის ამოღებას ვერ გავბედავდი და რას ეჩხუბები ამას. -ეგ რატისთან არ თქვა. -თავი გააქნია სიცილით. -ვინ იყო ეგ ალექსანდრე სანდრო, სად გაიცანი როგორ რანაირად და რეები იბოდიალა წეღან. -დამთხვევების გჯერათ? -საწყლად გადახედა დაქალებს. -ფაქტი გვაქვს სახეზე. -სახლში ავიდეთ და მოგიყვებით. … -ვინ იყო ეგ გოგო? -წარბშეკრულმა ახედა ნინიმ. -მგონი ეგ ჟღალია ჩემი ბედი ხოვიცი. -თავი გააქნია სიცილით და ბავშვი ხელში აიტაცა.-მგონი მალე დედიკო გამოგიჩნდება მა. -მოკისკისე ბავშვს აკოცა ლოყაზე. -არ გეუცნაურება ეგრე რომ ეძახი? -თვითონ მამას მეძახის და რაგავაკეთო? ვიქნები მამა. -უცებ გადაეკრა სევდა სახეზე. -თოკა, თქვი მამა. -მა მა. -მაშინვე გაიმეორა ბავშვმა. -ჩემი კაცი. -ყელში აკოცა და ღრმად შეისუნთქა “შვილი”-ს სურნელი. -მერე უნდა იმ ჟღალს შვილიანი კაცი? -მაგას მე მივხედავ. -თვალი ჩაუკრა. -აუ მე მაგის დაქალი დამევასა. -სიცილით თქვა კოტემ. -შუშას შეასკდა შუბლით. -შენნაირი გიპოვნია. -ჩემგან რა გინდა ნინიკო? -შენ არ იყავი ერთი წლის წინ ცეკვის დროს ფეხები რომ აგებლანდა ერთმანეთში და ძირს გაადინე ბრახვანი? -სიცილი აუტყდა კოტეს დაბღვერილ სახეზე. -მთვრალი ვიყავი სხვათაშორის მაგ დროს. -ხელი გადახვია ნინის და წინ მიმავალ მამაშვილს გაჰყვა უკან. -რაო ლუკიტომ? გნახა დღეს? -არ მინახავს დღეს კიდევკაი! იმედია არც ვნახავ. -მაგიტო ხარ დღეს ასე მოწყენილი? არა აშკარად გაკლია ჩვენი ლუკიტო. -მომშორდი კოტე თორემ მიგახრჩობ. -მეც მიყვარხარ ჩემო პატარ. -ლოყაზე აკოცა. -არა რაა, 28 წლისები ხართ და არცერთს არ გაქვთ ჭკუა. -თავი გააქნია დანანებით. -არა რა, ამ ოცი წლის გოგოებს რატომ გგონიათ თავი ყოვლის მცოდნეები ვერ ვხვდები. არ უნდა გამებლატავებინე პატარაობაში, ახლა კიარ დამაჯდებოდი თავზე. მატრაკვეცა ეს.-უკანალზე მიარტყა ხელი. -ბიჭო! ნუ შემაჩვიე ხელები შენ! -ოჰ რაიყო მარტო ლუკიტომ უნდა მიტყაპუნოსო? -კოტე მოგკლავ! -წინ გაქცეულს გაეკიდა. -ნახე მა რა გიჟები არიან, ამათ ხელში შენ უარესი გაიზრდები მგონი. -სიცილით შეხედა ბავშვს, სულ არ უსმენდა სანდროს, თავისთვის აწვალებდა მამის საროჩკის საყელოს. … -ღმერთოჩემო! -პირზე აიფარა ხელი შოკირებულმა ნუცამ. -აქამდე როგორ არ გვითხარი გოგო ჰა? -რავი რა. -ხელი აიქნია. -ისე ვაღიაროთ ძაან სიმპატიურია, გადაპარსული თმა აკვდება რასაც ქვია, და იმ გრძელ შავ წარბებში როგორ ლამაზად უჩანს ლურჯი თვალები. -თან როგორი ტანი აქვს, ღმერთო მაგის ტუჩები არ მავიწყდება. -თმაში შეიცურა თითები. -გაკოცა? -წარბები შუბლზე აუვიდა ნუცას. -მაგიტო გიყურებდა ეგრე? -პირველად კედელზე რომ ვყავდი აყუდებული მაშინ მაკოცა, მეორედ სახლთან რომ მომიყვანა. -ქვედა ტუჩზე იკბინა. -ძლივს კაცის ალერსი გეღირს და მაგას გვიმალავდი გოგო? -უცებ ახარხარდა ეკუნა. -მგონი შვილი ყავს. -ის ბავშვი? -ჰო. -მანქანაში მოსმენილი საუბარიც მოუყვა გოგოებს და იმ დასკვნამდე მივიდნენ რომ ან ვინმესგან ყავდა, ან თავისი არიყო. -მერე მინდა მე ბავშვიანი კაცი? -ნუ ა*რაკებ რა, ჯერ გაიგე მაგისია თუ არა. -ხელი აიქნია ნუცამ. -ღმერთო მე ვარ მგონი ტანჯვისთვით დაბადებული. ტიპი პირველად რომ დავინახე იმის მერე მიყვარს და თვითონ ვკ*დივარ. -ბალიშზე დაემხო სახით. -ზოგჯერ მინდა ვიტირო მაგრამ ვერ ვტირი. -გოგოებისკენ გადაატრიალა სახე. -მგონი ქალიშვილი მოვკვდები. -მეც ეგრე ვფიქრობ. -ნაცნობ ხმაზე ოთხივემ კარისკენ გაიხედეს, ჩარჩოზე იყო მიყრდნობილი მაისურაძე და გაღიმებული უყურებდა გოგოებს. -აქ იყავი? -თვალებდაჭყეტილმა თქვა დეისაძემ. -არა ეხლა მოვედი. -უცებ გასწორდა და საწოლისკენ დაიძრა, გაშტერებულ თათას მიუახლოვდა, ლოგინზე გაიშალა, თათას კალთაში ჩადო თავი და ხელი თმაზე დაადებინა.-რაო რას ლაპრაკობდით? -ღიმილს ვერ იშოვებდა სახიდან. -მგონი შინაბერა მოვკვდებიო თათამ. -სიცილით თქვა ეკუნამ. -ჰოო? რატო თათ? გათხოვება არ გინდა? -ქვევიდან ახედა და სულ დააბნია გოგო. მერე რომ მიხვდა ისევ ისე უნდა გაეგრძელებინა ყველაფერი გონებაც ჩართო. -არ გამოჩენილა ჩემი საბედო რეზი ა რ ა! -სიცილით თქვა, თან ერთი ხელით თმებზე ეთამაშებოდა. -ძალიან კარგი, შენ მაინც მეყოლები, აბა ესენი თხოვდებიან უკვე ხომ ხედავ. -ხელისგულზე აკოცა გოგოს და იგრძნო როგორ დაუარა ტანში ჟრუანტელმა. ყოველთვის იცოდა რომ თათას მის მიმართ გრძნობები ჰქინდა, მართალია კარგად მალავდა მაგრამ ყოველთვის როცა ერთად აღმოჩნდებოდნენ, როცა კოცნიდა და ეფერებოდა ყოველთვის გრძნობდა როგორ ეცველებოდა ემოციები სახეზე და ხედავდა როგორ ბურძგლავდა ტანზე. -ხო აი შენ მოსავლელად დავრჩები შინაბერა ზუსტად. -ხელი აიქნია. -შვილი მინდა მე, და სხვათაშორის უსიყვარულოდ თუ სიყვარულით მაინც გავაჩენ ბავშვს. -ი ეს ნახე რა. -წარბები ასწია. -არ წაგადო ეხლა. -თვალები დაუბრიალა და ბარკალზე უკბინა. -მეტკინა იდიოტო! -მომინდომა გოგომ ბავშვის გაკეთება. -უცებ მოეშალა ნერვები როცა გაიფიქრა რომ შეიძლებოდა თათა ვინმე სხვისი გამხდარიყო. -აუ კაი რეზი რაა, რა არის ეეს, ჩამილურჯდება ეხლა. -ტუჩები დაბრიცა და ხელი ნაკბენზე მოისვა. -საერთოდ არ გეცოდები რაა, უგოლო კაცი ხარ შენ. -მოიც. -ხელი მოაშორებინა და ნაკბენზე ისე აკოცა გოგო იქვე დადნა. -ჩემი პატარა. -ლოყაზე მიეფერა, შემდეგ გადატრიალდა, ორივე ფეხზე ხელები მოხვი, სახე ფეხებზე დაადო და თვალები დახუჭა. -დავიღალე. -როგორ არის ანა? -რავი თათ, იბრძვის. -ერთი ხელი ფეხზე აუსრიალა, როგორც კი თმაზე თამაში შეწყვიტა თათამ, მაშინვე მოაშორა ხელი. -არ გაჩერდე რა, მჭირდები თათ, მხოლოდ შენ მჭირდები და ახლა არ წახვიდე, არ მიმატოვო, უბრალიდ თმაზე მომეფერე და მაცადე შენით ტკბობდა.-თავისთვის ბურტყუნებდა, იმდენად ჰქონდა გადატვირთული გონება, მგონი ვერც იაზრებდა რას ამბობდა, მაგრამ… რეზი მაისურაძე არასდროს არაფერს იძახდა გაუაზრებლად. თვალებგაფართოვებულმა აიხედა გოგონებისკენ, არცერთი არ დახვდა ადგილზე. გაეცინა თავის თავზე და ისევ რეზის დახედა. -რა გაცინებს? -წასულან. -გაღიმებულმა თქვა და მეორე ხელით სახეზე მიეფერა. -ჰო ვიცი. -თათას ხელი თავისაში მოიქცია და თითებზე აკოცა. -დავიღალე თათ, ყველაფრით დავიღალე. -მიდი გასწორდი და დაიძინე თუ გინდა. -თუ გაწუხებ ავდგები. -ცალი თვალი გაახილა და ისე ახედა. -არა პროსტა მეგონა არაკომფორტულად იყავი. -შესანიშნავად ვარ. -ესღა თქვა და ცოტახანში ჩაეძინა. … გიორგის საქმეებით გადაღილილი სახლში გვიან მივიდა, ნუცას დანახვაზე სახე გაუბრწყინდა, სავარძელში იჯდა ქალბატონი და ფილმს მისჩერებოდა. -ბარემ აქ რომ გადმოცხოვრდე არა? -უცებ აიტაცა ხელში და კალთაში ჩაისვა. -მომენატრე. -ტუჩებზე აკოცა, მერე კი მკლავები მოხვია და ჩაეხუტა. -მეც. -ღრმად შეისუნთქა ნუცას სურნელი. ყველა დაღლილობა გაუქრო მისმა ჩახუტებამ, ყველაფერი გაუფანტა გონებაში მისმა სურნელმა და სიცოცხლის ხალისი შესძინა. -ჩვენც აქ ვართ. -ხელი დაუქნი ეკუნამ. -ცოტახანი მაცადე და დაგინახავ. -ნუცას ყელში ჩარგო სახე, თვალები დახუჭული ჰქონდა და მთლიანად შეიგრძნობდა რობაქიძეს. -დაიღალე? -თმებში შეუცურა თითები და საფეთქელზე მიაწება ტუჩები. -ძალიან. -მის ყელზე ამოილაპარაკა. -თავი მისკდებოდა მაგრამ გამიარა ეხლა. -ყელში აკოცა, მერე კი გასწორდა. -არ გინდათ სადმე გავიდეთ? -დას გახედა რომელიც სულ არ იყო ფიქრებით იმ ოთახში. -რავი წავიდეთ თუ გინდა. -მხრები აიჩეჩა ეკუნამ. -მარიამ! -თვალები დააწვრილა. -ჰო! -უცებ მოეგო გონს და თვალების ცეცებას მოჰყვა. -რა ხდება? -არაფერი, ჩავფიქრდი უბრალოდ. -თმებზე გადაისვა ხელები. -რა გინდოდა? -სადმე ხომ არ წავიდეთთქო? -არ მინდა. -თავი გაატრიალა გვერძე. -ხომ გითხარი მივხედე იმ ტიპსთქო. -მაინც არ მინდა. -ფეხზე წამოხტა უცებ. -შენ არასდროს არ მაქცევ ყურადღებას, არც გაინტერესებს სად ვარ ან რას ვაკეთებ, იმ დღეს შეიძლება ისე მოვმკვდარიყავი ვერც გაგეგო სანამ ვინმე არ მიპოვნიდა იქვე მიგდებულს! -ხმის ტონს საგრძნობლად აუწია და თვალებიც აუცრემლიანდა. -რისი თქმა გინდა რომ არ მაინტერესებს ჩემი და სად როგორ იქნება? -წარბშეკრულმა თქვა უფროსმა დეისაძემ. -იცი რაა? არ მჭირდება შენი ბიჭების სასტავი, რომელიც რატის სახელის გაგებისას მაშინვე მზერას იცვლიან და როგორც პატარა “დაიკო”-ს ისე მიყურებენ. არ მჭირდება ზედმეტი ხალხი რომელიც ჩემს ირგვლივ ტრიალებს! მე ძმა მინდა და არა ძმის “ძმაკაცები”! -ესღა თქვა და აცრემლიანებული გარეთ გავარდა. -მე წავყვები. -ფეხზე წამოხტა ეკუნა, უცებ ჩაიცვა და უკან გაჰყვა დაქალს. დაბლა ჩასულმა იქვე რამდენიმე ბიჭი შენიშნა. -უკაცრავად მარიამი საით წავიდა? -იქით. -ერთერთმა ანიშნა და მერე მიხვდა რაზეც გაამახვილა ყურადღება თავის ბავშვობის დაქალმა. თითქმის სირბილით გაუყვა გზას, მერე იქვე პარკში მჯდომი დაინახა, სკამზე იჯდა და ჩაფუთნულ ბავშვებს უყურებდა. მარიამისთვის წაღებული ქურთუკი უკნიდან მოახვია, შემდეგ კი გვერძე მიუჯდა. -ველოდებოდი როდის იფეთქებდი. -ვიცი რომ ეგეთია, ვიცი რომ არ შეუძლია გრძნობების გამოხატვა და არც არასდროს გამოუხატავს. ნუ ათაში ერთხელ თუ ჩამეხუტებოდა ხოლმე, ეგეც ცანცარის საათები როცა ჰქონდა. უბრალოდ აღარ შემიძლია რა, მწყინს ეგეთი უყურადღებობა, სხვა დაძმას რომ ვუყურებ ისეთი ურთიერთობა აქვთ ცოტა მშურს. -ცრემლები შეიმშრალა. -შენც ხომ იცი რომ ყველაზე მეტად მიყვარს, უარს ვერაფერზე ვეუბნები, რაღაცას რომ მთხოვს და არას ვეტყვი შინაგანად ვერ ვისვენებ, ორი წუთის მერე მაინც ვუსრულებ ყველაფერს. -ვიცი მარ. -ხელები მოხვია დაქალს და თვითონაც აეტირა. -აი ანას და რეზის სულ სხვანაირი დაძმობა აქვთ, საერთოდ არ ვითხოვ რატისგან მაგდენ ყურადღებას, უბრალოდ ხო შეუძლია ხანდახან მარტო იმიტო არ გავახსენდე რომ შია ან რამე უნდა. -ეგ რაარის, ადრე ვაბშე არ გაქცევდა ყურადღებას, ეხლა რომ გავიზარდეთ აქეთ იქით მაინც დაგვათრევს. -აუცილებლად რამე უნდა დამემართოს რო გავახსენდე ალბათ. -კაი ნუღარ იგრუზები, ხოიცი რო უყვარხარ და შენთვის მთებს გადადგავს. -სიცილით წამოდგა ფეხზე. -ოღონდ სხვისი ხელით. -მარიამიც წამოაგდო და მაგრად მოეხვია. -არ გინდა ბავშვობა გავიხსენოთ? -როგორ? -ვისრიალოთ. -სასრიალოებისკენ გაახედა. -ვერ ხარ შენ. -კაი წამო რა, რამოხდა მერე, არც ისეთი დიდები ვართ რომ ვერ გაგვიძლოს და ჩატყდეს. -ჯანდაბას წამოდი. -სიცილით გაიქცნენ სასრიალოსკენ და ერთმანეთს ასწრებდნენ ვინ დაეშვებოდა პირველი. … -ბიჭო ესენი შენი ჟღალი და თავის დაქალი არ არიან? -პარკის წინ გაჩერებულ მანქანაში ისხდნენ და გაკვირვებულები უყურებდნენ ბავშვებივით მოხტუნავე დაქალებს, გულიანად კისკისებდნენ და იქ მოთამაშე ბავშვებს სრიალის უფლებას აღარ აძლევდნენ. მერე საქანელისკენ გაიქცნენ ბავშვები აყარეს და თვითონ დაიწყეს ქანაობა. ყველა მათ უყურებდა, თვითონ კი ერთმანეთის გარდა არაფერი აინტერესებდათ. ატირებული ბავშვები ერთ ადგილზე იდგნენ და მოკისკისე დეიდებს უყურებდნენ. ალექსანდრე კი გაშტერებული უყურებდა ჟღალს, წითელი თმები დაბერილი ჰაერის მიმართულებით ეწეწებოდა. მერე გაქანებული საქანელიდან გადმოხტა და აიწონა დაიწონისკენ გაიქცა. ეკუნაც შეუერთდა და ერთმანეთს ჰაერში აფრიალებდნენ, თან სიცილს არ წყვეტდნენ ერთმანეთის წამოკივლებაზე. -ჰო ჩემი ჟღალია. -გაღიმებულმა ჩაილაპარაკა. -ეგ ის გოგოა დღეს მაღაზიაში შუშას რომ შეასკდა. -სიცილით თქვა კოტემ. … -დავიღალე! -კისკისით ადგა მარიამი და მაშინვე ძირს დავარდა ეკუნა. -ფუ შენი! ეს მინდოდა კიდეე? -ძლივს წამოდგა ფეხზე და *რაკის დაზელვას შეუდგა. -აუუ რა გაცინებს გოგო მეტკინაა! -ბოდიში რაა! -ხარხარით მიდიოდა უკან უკან. -არ უნდა გეთქვა რომ დგებოდი? -თვითინაც ეცინებოდა თავის თავზე. -დღეს ცუდი დღე მაქვს გეუბნები! -მოდი ჩაგეხუტო! -ხელებ გაშლილი წავიდა ეკუნასკენ და მაგრად მოეხვია.-მიყვარხარ! -მეც! -ლოყაზე აკოცა გიორგაძემ. -აუ მტკივა. -ნუ იტყუები, იმხელა დუნდულები გაქვს არ გეტკინებოდა. -უკანალზე მიარტყა ხელი და უცებ გაიქცა. -გოგოო! -აქეთ იქით მიმოიხედა იმ იმედით რომ ვერავინ დაინახა და დაქალს გაეკიდა. -ხო ხარ ღირსი აგიწითლო ეგ ტ*აკი ჰა? -კაი ვსო ვუახლოვდებით სახლს და ცოტა დასტოინად. -უცებ დასერიოზულდა მარიამი. -ერთი მაგათიც რა. -ხელი გადახვია გიორგაძემ და გზა ისე განაგრძო. -ამ სიცივეში რომ მცხელა ნოლმალურია? -რამდენიც ჩვენ ვირბინეთ კიდე კარგად ხარ. -წავიდეთ ბარში ან სადმე? -წავიდეთ. -აი ეს უკვე მომწინს. -ყურებამდე გაიკრიჭა და სადარბაზოში ისე შევიდა. სახლში მისულებმა არ შეიმჩნიეს იქვე მჯდომი რატი და ჩვეულებრივ გააგრძელეს კარგ ხასიათზე ყოფნა. -წავიდეთ? -ძმას გახედა, უჭირდა თავის შეკავება მაგრამ მაინც ჩვეულებრივ იქცეოდა. -მარიამ… -არ გინდა რა, ნუ გამიფუჭებ ხასიათს, წავიდეთ თუ არა? -ჩაიცვით. -ნუცა წამოაგდო თავის კალთიდან. -ისე რეზი და მათე სად არიან? -რეზის თათასთან ერთად სძინავს შიგნით, მათე არ ვიცი. -ვისთან ერთად? -გაკვირვებულმა თქვა დეისაძემ. -თა თა! -თვალები აატრიალა მარიამმა. -წავალ გავაღვიძებ. -მეც მინდა ნახვა. -გაღიმებული წავიდა საძინებლისკენ რატი და სამივემ მას გააყოლა თვალი. ჩუმად შეაღეს საძინებლის კარები და იქვე გაშეშდნენ. ერთმანეთზე იყვნენ მიხუტებულები, რეზის თათას წელზე ჰქონდა ხელი შემოხვეული თან მის თეძოს იყო ჩაფრენილი. თათას კი ნიკაპი რეზის შებლზე ჰქონდა მიბჯენილი და თითები მის თმებში ახლართული. -ამის დედაც. -გაოცებულმა თქვა რატიმ, გოგოები უკან გაყარა და კარები ძალიან ფრთხილად დაკეტა. -დღეს ამათ გარეშე ვგულაობთ. -მოიცა არ გავაღვიძოთ? -რა უნდა გავაღვიძოთ გოგო, ეგრე რომ მძინებოდა ნუცასთან და ვინმეს გავეღვიძებინე ყელს გამოვჭრიდი. -ხელი გადახვია რობაქიძეს. -მგონი ეშველათ არა? -გაკრეჭილმა თქვა ეკუნამ. -მგონი. -თმები აუჩეჩა რატიმ. -ესე წამოდით, სადმე ბარში დავჯდეთ და მათეს დავურეკოთ. -კაი. -მხრების ჩეჩვით გავიდა გარეთ გიორგაძე. … პირველს თათას გაეღვიძა, ისევ ნაცნობ სურნელში იყო გახვეული, იგრძნო წელზე შემოხვეული ძლიერი მკლავი და მაშინვე თვალები ჭყიტა, რომ მიხვდა რა პოზაშიც იწვა გული აუჩქარდა. უცებ მოაშორა ხელი თმიდან და ოდნავ უკან გაიწია მისი სახის დასანახად. თათას მოძრაობაზე რეზისაც გამოეღვიძა, თვალებდახუჭულმა, თეძოზე ჩაფრენილი ხელით დაბლა ჩასწია, თავისკენ მიიზიდა და შუბლზე აკოცა. -მოისვენე. -დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა და ადგილზე გააშეშა გოგო. იგრძნო როგორ დაუარა ტანში ჟრუანტელმა, მისი გახშირებული გულისცემაც ესმოდა და იმ მომენტში თავს ყველაზე მშვიდად გრძნობდა. -საათი მაინტერესებს. -ჩურჩულით ჩაილაპარაკა. უკანა ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა რეზიმ და ცალი თვალით შეხედა განათებულ ეკრანს. -თორმეტი დაიწყო. -უდარდელად ჩაილაპარაკა, იქვე მიაგდო მობილური და თავი ისევ თათას თმებში ჩარგო. -რეზი უნდა წავიდე. -სად? -სახლში. -გონებას ურევდა რეზის დაბოხებული ხმა. როცა მისგან პასუხი ვერ მიიღო თითები ისევ მაისურაძის თმებში ახლართა. -ისევ ჩამეძინება თათი ეგრე. -როგორ ამობობღდი აქ? -თუ ვიცოდე. -ჩაიღიმა და მერე ინება ორივე თვალის გახელა. -ხელი დამიბუჟდა. -თათას წელს შემოხვეული ხელი გაინთავისუფლა უხერხულობის გასაფანტად. -ნეტა ისინი სად არიან. -წავიდოდნენ სადმე. -ლოგინზე წამოჯდა, თმები აიჩეჩა და მერე ხელი გადაისვა გასასწორებლად. -მიდი წამოხტი და გაგიყვან სახლში. -გაღიმებულმა გადახედა ბალიშს ჩახუტებულ გოგოს. -კარგი. -უცებ წამოხტა ლოგინიდან და მაშინვე შებარბაცდა. კედელს მიეყრდნო ხელით თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, მერე კი თვალებდაჭყეტილ რეზის გახედა. -კარგად ხარ? -კი კი, სწრაფად რომ ავდექი თავბრუ დამეხვა. -ისევ დახუჭა თვალები ორი წამი იგივე პოზაში გაჩერდა, თავბრუსხვევამ როგორც კი გადაუარა კარებისკენ წავიდა, ჩუმათ გამოაღო და მისაღებისკენ დაიძრა. სავარძელზე მჯდარი წყვილის დანახვისას ინსტიქტურად უკან მიბრუნდა. -რამოხდა? -სიცილი ვერ შეიკავა თათას სახეზე. თვალები გასდიდებოდა, თან მთლიანი სახე შეფარკლოდა. -მგონი ვერ გავალთ დღეს აქედან. -კისკისით მივიდა ფანჯარასთან, გამოაღო და დაბერილ ცივ ჰაერზე მაშინვე დაეხორკლა კანი. -რატომ? -ბატონი გიორგი და ქალბატონი ელისაბედი სავარძელში სხედან და... ახალგაზრდობას იხსენებენ. -ქვედა ტუჩზე იკბინა. -სერიოზულად? -შეძლებისდაგვარად ჩუმად იცინოდა. -ჯანდაბა! პატარა ვარ ჯერ! საერთოდ არ მინდა ჩემი დაქალის მშობლების ვნებიან ხმებს ვუსმინო. -სახეზე აიფარა ხელები. -აი შენ არ ვიცი მაგრამ მე დამერხა. -რა ვქნათ ეხლა? -დოინჯი შემოირტყა. -დავიძინოთ. -მხრები აიჩეჩა. -მოიცა რატის დავურეკავ. -ლოგინზე მიგდებული ტელეფონი აიღო და ძმაკაცთან გადარეკა. -სად ხარ შე ჩემა? -ბარში ვზივართ რა იყო? -სახლში არ მოდიხართ? -ჯერ არა, ცოტახანში რა არისრო? -სიცილი ერეოდა ხმაში დეისაძეს. -ბიჭო მე და თათა ვერ გავდივართ, შენები მისაღებში რაღაცეებს ჩალიჩობენ, ხოდა მარიამი შენთან დააძინე რა. -რეებს ჩალიჩობენ? -ბოლო ხმაზე ხარხარებდა რატი. -რეებს მეკითხები ტო? ხო გაიგე რაგითხარი? -შენ რომ ჩემს ოთახში დაიძინო და თათამ მარიამთან არა? -სერიოზულად მეკითხები? -წარბები ასწია თითქოს დაინახავდა. -კაი ვღადაობ, მიდი მაშინ არაა პრობლემა, პროსტა ჩემი დის ოთახი არ დასვაროთ თორემ გამიგიჟდება მარიამი. -სიცილს არ წყვეტდა, ეტყობოდა რომ ნასვამი იყო. -გაა*ვი! -ტელეფონი გაუთიშა და თათას გახედა. -რეზი აღარ მეძინება. -მოდი. -ხელი დაუქნია და ისიც მალევე მიუახლოვდა. -მარიამის პიჟამოები გაჩითე, ჩაიცვი და დაწექი, ძილს მე მივხედავ. -შუბლზე აკოცა და ფანჯარასთან დადგა. ხმის ამოუღებლად მივიდა კარადასთან, დაქალის საღამურები აიღო, ჯერ რეზი შეამოწმა მიტრიალებული იყო თუ არა, მერე კი გახდა დაიწყო. ფანჯარა ოდნავ გვერძე გაწია რეზიმ და კარგად დაინახა შუშაზე არეკლილი თათას სხეული, თვალს ვერ წყვეტდა მის შიშველ ზურგს და საჯდომს, რომელსაც გამჭირვალე, ბადიანი საცვალი ამშვენებდა. -ჩაიცვი? -ჩაახველა, სიგარეტი მოისრილა და ფანჯარა მიკეტა. -კი. -საბნის ქვეშ შეწვა და მაშინვე მოიკუნტა. -თამარს მიწერე რომ აქ რჩები. -მაიკა გაიხადა, შარვალიც მიაყოლა და თათასგან მოშორებით დაწვა. უყურებდა როგორ ელაპარაკებოდა დედამის და თათას ყველა მიმიკას, რომელიც ათასჯერ ჰქონდა შესწავლილი, თავიდან სწავლობდა. -რა უაზრობაა უდედმამიშვილობა. -ტუჩებდაბრეცილმა ჩაილაპარაკა. -და ან ძმა მაინც მყავდეს, იმაზე გადაიტანდნენ ყურადღებას ჩემები. -ბალიშის ქვეშ შეყო ხელი და მუცელზე გაიშალა. -აუ მცივა. -ისევ ძველ პოზას დაუბრუნდა, გვერდულად დაწვა და მოიკუნტა. -ღადაოობ? ცხელა ამ ოთახში. -აი შეხედე, მბურძგლავს ისე მცივა. -ხელი ამოსწია ზევით. -მოდი მერე გაგათბო ტო რისთვის ვარ აქ. -წელზე მოკიდა ხელი და თავისკენ მისწია. -რა ცხელი ხარ. -ტალღამ დაუარა სხელულში მაისურაძის შიშველი სხეულის შეხებისას. მერე გაჩუმდა, გაირინდა და რეზის მკერდზე მიხუტებული სრულიად მოდუნდა. -გათბი? -თავზე აკოცა. -ჰო. -ჩუმათ ჩაილაპარაკა და მალევე ესტუმრა მორფეუსის სამყაროს. … -შჩჩ… -სიცილით შევიდა სახლში რატი, თან ტუჩებზე თითს იფარებდა. -ნუ ხარ არანოლმალური! შედი მალე რა გავიყინე. -დღეს ჩემთან იძინებ ქალბატონო. -როგორც კი მისაღები თავისუფალი დახვდა მაშინვე განუცხადა დას. -რატომ? -იმათ ისევ შენს საძინებელში სძინავთ. -ფხუკუნით მიიწევდა თავის ოთახისკენ. -ოო შენ ცუდი ძილი იცი! -რატო ვითომ? -ბოლოს შენთან ერთად სასტუმროს ოთახში მეძინა და მთელი ღამე მოძრაობდი. -გოგო მთელი ღამე საბანს გაფარებდი. -მცხელოდა! -გაჩუმდი და შემოდი. -თვალების ტრიალით შევიდა შიგნით, იქვე მიყარა ტანსაცმელი და საცვლებით შეწვა საბნის ქვეშ. მალევე მიუწვა რატიც, ორივე ერთმანეთის საპირისპირო მხარეს გადაბრუნდნენ და მაშინვე გაირინდნენ. -მარიამ… გღვიძავს? -ცოტახნის შემდეგ დისკენ გადაბრუნდა. -ჰო. -გადმობრუნებულმა თვალი გაუსწორა ძმის მწვანე თვალებს, თავი ბალიშზე უკეთ მოათავსა და ღრმად ჩაისუნთქა. -როგორ ხარ. -აპრეხილ ცხვირზე ჩამოკრა თითი. -ის ბიჭი როგორ იპოვნე? -ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება? -არა უბრალოდ არ მეგონა ეგრე თუ დაინტერესდებოდი. -აუ რეებს მებაზრები ტო? -იცი საერთოდ არ ვიყავი კარგად! მეშინოდა და თავისუფლად ვერ დავდიოდი ვერსად! -რატომ არ მითხარი გოგო მანამდე? -აზრი აღარ აქვს ვსო, ახლა კი დამაძინე რა. -ზურგი აქცია და მოიკუნტა. ცოტახანი გაუნძრევლად უყურებდა დას, მერე მისკენ მიიწია, უკნიდან მოეხვია და თავზე აკოცა. -ნუ მეხუტები გაიწიე. -შჩჩ.. დაიძინე. … -ნინიკო ნინიკო ნინიკოო, ამაო ყოფილა ის დროო. -ღიღინით შევიდა სახლში ჯაჭვლიანი და მაშინვე დაიწყო ნინის ნერვებზე დაკვრა. -არ არიან სახლში ისინი. -ბავშვს ეთამაშებოდა და საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას გარეგნულად, შინაგანად კი უკვე აფორიაქებული იყო. -ვიცი. -ხელში აიტაცა ბავშვი და სახე დაუკოცნა. -ჩემი პატარა კაცი. -თუ გეყოლება საჭმელს გავუკეთებ ალექსს. -შენს დასახმარებლად ამოვედი ზუსტად. -უკან აედევნა ბავშვით ხელში. -რამაგრად იცინი შენ ტო. -პირში ჩაუდო თითი. -მიკბინე აბა. -თქმა და პირის დაკუმვა ერთი იყო. -ბიჭო ბიჭო მომაჭამა თითი. -ნოლმალური ხარ შეენ? ჭუჭყიან თითებ ტენი პირში ბაავშვს? -ნუ დამყვირი გოგო თავზე! -მაშინვე შეკრა წარბები. -სუფთა მაქვს ჯერერთი, მერე კიდე რამდენჯერ გითხარი ნუ უწევ ხმას ჩემთანთქო? -წადი რა, რატომ მოხვედი საერთოდ? -აუ ნინი რაც მეტს გითმენ და გეღლაბუცები უფრო მეტად მითამამდები და თუ ამომასხა დავიკიდებ ყვეფერს იცოდე. -როგორ არ მაინტერესებს იცი? არ მინდა შენი დახმარება, წადი და დამანებე თავი რა. -ანუ წავიდე და დაგანებო თავი? -წარბაწეულმა დაუქნია თავი. -კი! -ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. -კარგი, ბავშვის ტანსაცმელი სად არის? -იმდენად ცივი გაუხდა ერთ წამში ლუკას ხმა, მთლიანი სხეული გაეყინა გოგოს. -რათ გინდა? -გავასეირნებ. -ზედ არც კი შეუხედავ, ისე ისვროდა სიტყვებ თითქოს ვინმე უცხსოს ელაპარაებოდა. გოგოს კი გული ეწურებოდა. -მოვიტან. -ოთახისკენ წასვლა დააპირა. -მითხარი და მე ჩავაცმევ. -მკლავში წვდა და უკან შეაბრუნდა. მკლავზე შეხებითაც კი ჟრუანტელმა დაუარა ნინის სხეულში, აღარ უნდოდა წასულიყო, მაგრამ როგორც კი ხელი გაუშვა ლუკამ, მაშინვე იგრძნო სიცივე, თვალი გაუსწორა ბიჭს და რამის მოკვდა მის თვალებში ის სხივი რომ ვეღარ დაინახა რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე ყოველი შემოხედვისას ხედავდა. -გასასვლელში ჟაკეტი კურტკა და ფეხსაცმელი დევს, კაშნი და ქუდი არ დაგავიწყდეს. -ნახვამდის! -იგივე ტონით ჩაილაპარაკა, ბავშვი ჩაფუთნა და სახლიდან გაიყვანა. ლუკას ნათქვამი “ნახვამდის” ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა ნინისთვის, მერე იფიქრა ბავშვს მაინც მოიყვანს, ხასიათზეც მოვა და ისევ ჩვეულებრივი ლუკა დაბრუნდებაო, გულის სიღრმეში იცოდა რომ ასე არ იქებოდა მაგრამ თავს იმშვიდებდა. საღამოს ალექსანდრე მოვიდა ბავშვთან ერთად, ჯერ თვითონ გაიხადა, მერე ბავშვს გახადა და შიგნით შეიყვანა. -ლუკა სად არის? -ბავშვი მე მომიყვანა და წავიდა, არ ვიცი. -მხრები აიჩეჩა. -მოხდა რამე? -ვუთხარი რომ თავი დაენებებინა და წასულიყო. -რა ქენიი? -ადგილზე გაშეშდა ჯაფარიძე. -ჯანდაბა! ხომ მოვა ისევ? -თვალები აუწყლიანდა. -ჩემთან შეიძლება, მაგრამ შენთან არა. -დაბღვერილმა აუარა გვერდი და სამზარეულოში შეაჭრა. -ხოდა თუ არც მოვა. -მაინც ვერ იშორებდა რქებს თავიდან. -წავედი მე სახლში, ხომ მიხედავ? -კი. -მარტო თქვენ მიყვარხართ. -ჯერ ნათლიას აკოცა, მერე თორნიკეს და სახლიდან გავარდა. -წამო მა ხელები დავიბანოთ და ვჭამოთ ხო? -მა მა. -ლოყაზე ორივე ხელი შემოსცხო. -აუ რას შვრები ტო მეტკინა. -სიცილით აკოცა ყელში. მერე ხელები დაბანა, სამზარეულოში გაიყვანა, თავის სკამში ჩასვა და თვითონაც გვერძე მიუჯდა. … 1 დეკემბერს, ყველა ერთად კლუბში აპირებდნენ წასვლას მარიამის დაბადების დღის აღსანიშნავად. საღამომდე კი ტელევიზორთან იჯდა იუბილარი და ყველა მოთხოვნას იღებდა. -მარიამ! -სახლში ახლად შემოსულმა გიორგიმ მისაღებში შეყო თავი. -ვა მამიი. -ფეხზე წამოხტა და ლოყაზე აკოცა. ჩვევად ჰქონდა პატარაობიდან, როგორც კი პირველად ნახავდა დღის განმავლობაში მამას მაშინვე ლოყაზე ჰკოცნიდა, ასევე დაღამებისას, თუ შემთხვევით მოჰკრავდა თვალს. -გილოცავ პრინცესა. -შუბლზე აკოცა. -მადლობა. -მალევე მოშორდა და ისევ ტელევიზორს ჩაუჯდა. -საჩუქარი არ გინდა? -არაა. -არ უყვარდა ძვირადღირებულ საჩუქრებს მაინცდამაინც დაბადებისდღეზე რომ სჩუქნიდნენ. -მარიამ! -ხვალ მაჩუქე. -გამომართვი. -პატარა ყუთი დაუდო წინ და სამზარეულოდან გამოსულ ცოლს მოეხვია. -მამა… -მაინც გახსნა და თვალები გაუბრწყინდა სასურველი საათის დანახვისას.-ძალიან დიდი მადლობა. -დივანზე ავიდა და ისე მოეხვია გიორგის. -სად იშოვნე ეეს მა! ღმერთო როგორ მინდოდა! -მაშინვე გაიკეთა ხელზე და თვალეგაბრწყინებული მიაჩერდა. -დიდი დიდი მადლობა. -ლოყაზე აკოცა კიდევ ერთხელ და ტელეფონი მოიმარჯვა ხელში. -რას მაჭმევ ძვირფასო? -წელზე მოხვია ხელი ცოლს და სამზარეულოში გაიყვანა. -შენი საყვარელი საჭმელი გავაკეთე. -მოვალ ეხლავე. -უცებ გაბრუნდა, უკან კი ხელში შავი ვარდებით დაბრუნდა. -როგორ არასდროს გავიწყდება. -ჩაიცინა და წვნიანი დაუსხა ჯამში. -ამ დღეს შენი წყალობით მეორედ გავხდი მამა, თან შენნაირი გოგო მაჩუქე. შენ ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის და შენს მერე ენიჭება სხვა დანარჩენს მნიშვნელობა. -მკლავზე მოკიდა ხელი და თავის კალთაში ჩაისვა. -დღეს სადმე ხომ არ გავსულიყავით ექიმო?-ყელში აკოცა, მერე ტუჩებზე და ჭამას შეუდგა. -სადაც გინდა წავიდეთ. -თმებში შეუცურა წვრილი თითები. -როგორ ვერ გადაეჩვიე ასე ჭამას? -ჩაიცინა და კისერში მიაწება ტუჩები. -დამაცადე ახლა. -სიცილით თქვა, თან კაბის შიგნით შეუცურა თითები, ნელნელა მაღლა მიიწევდა, თან ჭამდა და ეშმაკური თვალებით უყურებდა ცოლს. -ჯანდაბა! -მხარზე მოუჭირა თითები და ფეხები შეატყუპა. ცოლის რეაქციაზე გაეცინა ბატონ გიორგის და რამის მთლიან მაგიდაზე მოაფრქვია წვნიანი. ზეპირად იცოდნენ ერთმანეთის ყველაფერი, როდის რა უნდოდა, ან რა აწუხებდა, როდის იყო მოწყენილი, როდის დარდობდა რაღაცაზე და როდის იყო ბედნიერი. აი მაშინ კი მისი შეხებისგან ათუხთუხებულ ჰორმონებს და ვნებისგან არეულ ქალის თვალებს ხედავდა, ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა მასში ასეთი ცოლის დანახვა. პატარა გოგოს ემსგავსებოდა და გიორგისაც 25 წლის ასაკში აბრუნებდა. -მიყვარხარ. -ყურში ჩასჩურჩულა, მერე ბიბილოზე უკბინა, ქმრის კალთიდან წამოხტა თვალი ჩაუკრა და საძინებლისკენ წავიდა. ჯერ გაშეშდა უფროსი დეისაძე, მერე სიცილით გააქნია თავი, ჭამა დაამთავრა და ოთახში მომლოდინე ცოლისკენ დაიძრა. უკვე 11 საათი ხდებოდა რატიმ რომ შემოაღო კარები. -მაარ რას შვრები? -უცებ გადაკოცნა და ფეხზე წამოაგდო. -არაფერს შენ? -ჩაიცინა. -რავი, მიდი ჩაიცვი და წავიდეთ თორე დამთავრდა უკვე შენი დაბადების დღე. -მზად ვარ უკვე. -წარბები ასწია. -ესე მოდიხარ? -თავიდან ბოლომდე შეათვალიერა. -ჰო რაიყო. -სხვა კაბა ჩაიცვი. -რატი! -არ წავალთ თუ არ გამოიცვლი. -სერიოზული სახე დაკერა. ხმის ამოუღებლად შებრუნდა ოთახში, ოდნავ გრძელი შავი კაბა ჩაიცვა და უკან გაბრუნდა. -კარგია? -კი. -ხელი გადახვია და გარეთ ისე გაიყვანა. მალევე მივიდნენ ნაცნობ კლუბთან, იგრძნო როგორ დაეჭიმა სხეული მარიამს, მანქანიდან სწრაფად გადავიდა, კარები გაუღო დას, ისევ გადახვია ხელი და შუბლზე აკოცა. -ამჯერად შენთან ვარ… და კიდევ, ეს საჩუქარი ჩემგან.-ჯიბიდან წვრილი ოქროს ძეწკვი ამოაძვრინა. -მომეცი ხელი. -ორად გადაახვია მაჯაზე და მტევანზე აკოცა. -ეს სულ გეკეთოს და გახსოვდეს რომ სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის შენთან ვიქნები. -მტევანზე აკოცა, თან ქვევიდან ახედა. -მადლობა. -თითისწვერებზე აიწია და მაშინვე მოეხვია. -არ იტირო ეხლა. -ფრთხილად შეუმშრალა ცრემლები და შუბლზე მიაწებქ ტუჩები. -შევიდეთ. მალევე მოეკიდათ სასმელი, ბიჭები სავარძელში ისხდნენ და მოცეკვავე გოგოებს უყურებდნენ. ნუცა გამომწვევად აქნებდა უკანალს და რატის საშვალებას არ აძლევდა სხვისკენ გაეხედა. უცებ გადაკრა სასმელი, ჭიქა იქვე დადო და მოცეკვავე გოგოს უკნიდან აეკრა. მალევე თავისკენ შეატრიალა და მუსიკას ტანი ააყოლა. ნუცას ზურგზე დაატარებდა ხელებს, თან ყელში კოცნიდა, ტუჩებამდეც მიაღწია და მოწყურებული დააცრხრა საყვარელ ბაგეებს. სერიოზული სახით იჯდა ფეხებგადაშლილი, უკვე კარგად შეზარხოშებული. ვეღარავის ხედავდა თათას გარდა. ითმენდა, ეს მოთმინება კი დიდ ფასად უჯდებოდა. ნერვებს უკლავდა გოგოს ასეთი უყურადღებობა, მითუმეტეს წინა დღის გამოყოლილი ჩხუბი უარესად გრუზავდა. აი მერე, როდესაც თათას გარდა მის წინ მოცეკვავე ბიჭი გაარჩია, იქ გადაეკეტა. უცებ წამოვარდა ფეხზე, ხელი ჩაავლო თათას და ისე გაიყვანა გარეთ აზრზე მოსვლაც არ დააცადა. -რას აკეთებ რეზი? სად მიგყავარ? -ეხლა გაგახსენდა რეზი? -წარბშეკრულმა ჩატენა მანქანაში თვითონ კი მძღოლის ადგილი დაიკავა. -რას ბოდავ? რეზი გამიღე კარი! -გაჩუმდი! შენი ხმა არ გავიგო! -სულ გააფრინე ხო? რა დაგემართა ამიხსნი? -კი ცოტახანში. -სად მიგყავარ? -ნახავ. -გაღიმებულმა ჩაილაპარაკა. გული ამოვარდნას ჰქონდა, თითქოს იცოდა კიდეც სად და რისთვის მიდიოდა, მაგრამ არ ეშინოდა, არც ადარდება, მაშინ სიმთვრალეში ისე უნდოდა რეზისთან ყოფნა როგორც არასდროს. მალევე გასცდნენ ქალაქს, ცოტახანში კი ერთ ერთ სახლთან გააჩერა მანქანა, სწრაფად გადავიდა, თათას მკლავში ჩაავლო ხელი და სახლში შეიყვანა. -ერთს რომ გეუბნები რატომ არასდროს მიჯერებ? -მაშინვე კედელს მიანარცხა. -ათასჯერ გითხარი რომ შენ არანაირი უფლება არ გაქვს რამე ამიკრძალო! არ გაქვს ჩემზე უფლება! -ხელი ჰკრა მკერდზე, მთვრალი ადვილად მოიშორა და ოთახის ცენტრისკენ დაიძრა. -რომელ უფლებებზე მელაპარაკები გოგო? აუცილებლად ყველა უნდა მაცემინო ვინც მოგეკარება? -მკლავში სწვდა და თავისკენ შეატრიალა. -შენ თვითონ ვერ უნდა მიხვდე რომ ყველას არ უნდა მისცე უფლება შეგეხოს? -ნუ მიყვირი! შენი საქმე არაა ვისთან ვიქნები და ვისთან არა! -ესეიგი ჩემი საქმე არაა და შენზე არანაირი უფლება არ მაქვს. -ზუსტად! -თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და ნაპერწკლებს ყრიდნენ. -მაგასაც ვნახავთ. -ირონიული გაუხდა მზერა. -რომ გითხარი ასეთი მოკლე კაბა აღარ ჩაგეცვა არც ეგ იყო ჩემი საქმე ხო? -ორივე ხელი მკერდთან კაბაზე მოკიდა და ტანზე შემოახია. -რეზი… -უკან დაიხია, თან ხელებს მკერდზე იფარებდა. -არც იმის უფლება მაქვს ყველას დავამტვრიო ხელები ვინც შეგეხება ხო? -სწრაფად გაანთავისუფლა დაფლეთილი ნაჭრისგა, ცალი ხელი წელზე შეუცურა, მეორე კი უკანალზე მოუჭირა და კედელს მიანარცხა. ერთდროულად ამოუშვა პირიდან სიამოვნების და ტკივილის ხმები. -ხოდა დღეიდან მექნება! ყველაფერზე მექნება უფლება რაც შენ გეხება. -ეს თქვა თუარა მაშინვე დააცხრა თათას ტუჩებს, თავიდან ვერაფრის აზრზე ვერ მოვიდა თათა, მერე ყველაფერი დაი*იდა, თითები რეზის თმებში ახლართ და ფეხები წელზე შემოხვია. სწრაფად მოაშორა ბიუსჰალტერი, იქვე მიაგდო, შემდეგ კი საძინებლისკენ წავიდა. თათას ზევიდან იყო მოქცეული და მკერდს უკოცნიდა, ცოტახანში კი მთლიანი სახლი ქალის ხმამაღალმა კვნესამ და მამაკაცის ოხვრამ მოიცვა. … ყველა თავის სტიქიაში იყო, ვერც კი შეამჩნიეს წყვილის გაუჩინარება, მათემ როგორვ კი შენიშნა უამრავი თვალი, რომელებიც ეკუნასკენ იყო მიმართული, დაი*იდა ყველა გოგო და მისთვის ერთერთ ძვირფას ქალს ჩამოუდგა წინ. მიუხედავად იმისა რომ ცეკვა არ უყვარდა მაინც აჰყვა ცეკვაში. -არარსებოობს! -კისერზე მოხვია მკლავები და ლოყაზე აკოცა. -რას არ გაგაკეთებინებს სიყვარული. -აბა გოგო. -სხეულზე აიკრა. -ნუ ცეკვავ ეგრე, ყველს ვერ მოვერევი, მე კიდე არ მევასება რომ გიყურებენ ხომ იცი? -შუბლზე აკოცა, მერე მის გვერდით მდგომ მარიამს გახედა. თვალდახუჭული ცეკვავდა და საერთოდ არ ანაღვლებდა არავინ. -კლუბში გასართობად დადიან მათიკო. -უცებ აკისკისდა. -ნერვებს ნუ მიშლი. -თვალები დაუბრიალა, მერე კი ისევ მოცეკვავე გოგოებს მოავლო მზერა. -რეზი და თათა სად არიან? -ოო მგონი ეშველათ მაგათ, არ გითხარი? -არა. -წარბაწეულმა შეხედა. -ალბათ გაიპარნენ. -მხრები აიჩეჩა. -დორბლი მოიწმინდე რა. -ტუჩთან მოუსვა ცერა თითი და არარსებული სისველე მოსწმინდა. -ეგრე ხო? -ჰო. -ხოდა დორბლების ყრას ჯობია წავიდე და ეგრევე გავ*იმო ვინე არა? -გეთანხმები. -თავი დაუქნია სიცილით. -შეიძლება? -ნაცნობი სახე ჩაუხტა წინ ეკუნას. -არა, არ შეიძლება. -წარბები შეკრა მაშინვე მათემ კოტეს დანახვისას. -ნუ ქაჯობ, ვიცნობ ამ ბიჭს. -გაღიმებული უყურებდა კოტეს. -საიდან? -უარესად აეშალა ნერვები, კარგად იცნობდა კოტეს და პირადი უთანხმოებაც აკავშირებდათ ერთმანეთთან. -გადამარჩინა და მგონი ვალში ვარ. -ქვედა ტუჩზე იკბინა. -მიდი შენ მიხედე შენს თავს, რომ დაამთავრებ მოდი და წავიდეთ. -ეკა! -ნუ მეძახი ეკას და დამაცადე ადამიანთან ცეკვა. -ლოყაზე აკოცა, მერე კი კოტეს მოხვია მკლავები და მომაჯადოვებლად გაუღიმა. მოაჯადოვა კიდეც. -ბავშვობის მეგობარია.-ძველებურად უბრწყინავდა თვლები. -გასაგებია. -სიცილით წელზე მოხვია დიდი ხელები და მათ შირის მანძილი მინიმალურად შეამცირა. -როგორ გაქვს შუბლი? -შესანიშნავად, შენი წყალობით ყველაფერი კარგად მაქვს. -ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. -მიხარია. -ხელი შიშველ ზურგზე აატარა და იგრძნო როგორ დაეჭიმა სხეული გოგოს. -შენი სახელი არ ვიცი. -სახე უფრო ახლოს მისწია და სულ დაუკარგა თავდაჯერებულობა. -მე.. ეკუნა. -თავი დაბლა დახარა და კოტეს მკერდს მიაშტერდა. -თქვენს ნომერს მაღირსებთ ქალბატონო? -ცხვირის წვერი გაუსვა ლოყაზე, შემდეგ ყელისკენ წავიდა და ბოლოს ტუჩები მიაწება მფეთქავ არტერიაზე. ქალის თითები რომ იგრძნო თმებში უფრო გათამამდა, რამდენიმე სველი კოცნა კიდევ დაუტოვა ყელში და მოშიშვლებულ მხარზე, მერე კი ტუჩთან ახლოს აკოცა. -ჯერ არა. -ძლივს მოვიდა აზრზე, თმებზე მოქაჩა და თავი უკან გადააწევინა. -კარგი, მე თვითონ გავიგებ. -ერთი ხელი ნახევრად უკანალზე ედო, მეორეთი კი ყველა მოშიშვლებულ ადგილზე ეხებოდა. -როგორც გინდა. -გამოკვეთილ ყბის ძვალზე ნელა ჩეახო ტუჩები და კისკისით მოშორდა.-დროებით კოტიკო. -თვალი ჩაუკრა კმაყოფილმა გაშტერებულ ბიჭს. -ჰო მართლა… -მკლავში სწვდა და თავისკენ შეატრიალა. -ამის მერე აიწონა დაიწონასთან ფრთხილად იყავი, მეცოდება ეს უკანალი ტკბილო. -ხელი მიუთათუნა, ყურებამდე გაიკრიჭა, ლოყაზე აკოცა და ისე აორთქლდა აზრზე ვერ მოვიდა გიორგაძე. -იდიოტი! მაგას ვანახებ როგორ უნდა ხელების ფათური. -უცებ შეკრა წარბები და სავარძლისკენ წავიდა. მარიამი ისევ თავისთვის ცეკვავდა, არც არავინ აწუხებდა, მერე კი მუცელზე ნაცნობი ხელების მოხვევა და მამაკაცის სასიამოვნო სურნელი იგრძნო. არ დაბნეულა, იციდა რომ სანდრო იყო და მასთან არაფერი ემუქრებოდა, უაზროდ ენდობოდა, რაღაც განსხვავებულს გრძნობდა მის მიმართ, თითქოს იცოდა რომ ის იყო ვინც მის ცხოვრებას შეცვლიდა. უფრო საინტერესოს და სასიამოვნოს გახდიდა. -ბედისწერის გჯერა ჟღალო? -მარიამის ყურთან დაიჩურჩულა და მასაც მაშინვე დაუარა ტანში ჟრუანტელმა. -ზედმეტად ბევრი დამთხვევაა. -თავი მხარზე მიადო და მუცელზე მოხვეულ ხელებს თავისი დაადო. -რატომ მგონია რომ დღეს აღარ უნდა გაგიშვა? -ყურის ბიბილოსთან მიაწება ტუჩები, ისევ იგრძნო გოგოს ტანში დავლილი ჟრუანტელი. -აბა რის გაკეთებას აპირებ? -მისკენ შეტრიალდა და მკლავები კისერზე მოხვია. -რომ მოგიტაცო? -ოდნავ ეხებოდა ლოყით მარიამის ლოყას. -მე რომ არ მინდა? -ბოლოს მაინც ერთად ვიქნებით. -იქნებ უკვე მიყვარს ვინმე? -გაღიმებულმა შეხედა. -გადაიყვარებ. -ლოყაზე აკოცა ტუჩთან ახლოს. -შენ მხოლოდ ჩემი შეყვარების უფლება გაქვს მარიამ… -ალექსანდრე… აქ ჩემი ძმაა. -ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. -ვინ არის შენი ძმა? -რატი დეისაძე. -ძლივ ამოილაპარაკა. მაშინვე გასწია თავი უკან და მარიამი მთლიანად შეათვალიერა. -რატიკოს და ხარ? -იმდენი ემოცია დასთამაშებდა სახეზე ვერ მიხვდა უნდა გახარებოდა რომ იცნობდა თუ პირიქით. -ჰო. -სად არის ტო? რამდენი ხანია არ მინახავს. -ირგვლივ მყოფები მოათვალიერა. -ზუსტად ეხლა მოდის ჩვენსკენ. -მოცეკვავე ფერად სხივებში ძლივს გაარჩია ძმის სახე. -ვა სანდრო? -შეკრული წარბები მაშინვე გახსნა და მაღლა აზიდა. -რაო რატიკო? ჩემს საცემად მოდიოდი შე ჩემა? -თმები აუჩეჩა სიცილით, მერე კი მოეხვია. -როგორ ხარ? როდის ჩამოხვედი? ან რატომ არ მითხარი? -ამოისუნთქე რატიკო. -მხარზე მიარტყა ხელი. -წამომყევი. -რატიც თვალეგაბრწყინებული გაჰყვა. -არ მოდიხარ მარიამ? -უკან მიიხედა და გაშეშებულ გოგოს თვალი ჩაუკრა. ისიც მაშინვე გამოფხიზლდა და უკან გაჰყვა ორივეს. ისეთ ადგილას შევიდნენ სადაც მუსიკა ოდნავ ხმადაბლა ისმოდა. -დალევ? -ვისკის ბოთლი აუფრიალა რატის. -დაასხი. -ჯერ ალექსს უყურებდა, შემდეგ იქვე მჯდომ დას გახედა. -მარ ეკუნასთან და ნუცასთან რომ გახვიდე არა? -იყოს არაა პრობლემა. -მარიამის ყურების შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა. -პირველ რიგში მინდა გითხრა რომ მაგარი სი*ი ხარ. -რატო ტო? -წარბები შეკრა უცებ. -ნუ მებღვირები, მარიამი რომ შენი და იყო არ უნდა მცოდნოდა? ან იმ დღეს ყურადღება არ უნდა მიგექცია ვიღაც მ*რეველა რომ არ აჰკიდებოდა? -შენ რაიცი? -იქ ვიყავი. -თვალი ჩაუკრა რატის. -მერე დავინახე წითური, შეშინებული აცეცებდა თვალებს, ხოდა იმ ადგილას სხვა არაფერი ხდება რასაც მე ვაკეთებდი და ის *ლე რასაც გააკეთებდა მაგის გარდა. კაროჩე ჟღალი მე მივიყვანე სახლში. -სავარძელში გადაწვა და მარიამის გაფართოვებულ თვალებს გაუსწორა მზერა. -მეღადავები? -ნუ დაი*ლევებ ხოლმე თავს. -ხელი აიქნია. სამი წლით დიდი იყო რატიზე და ხშირად როგორც პატარა ძმას ისე ტუქსავდა ხოლმე. -აზრზე არ ვარ რა ვთქვა. -არაფერი, მადლობა და მსგავსი რაღაცეები არ არის საჭირო, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები ხომ იცი. -ჰო მაგრ… -არ გინდა. -შენ როგორ ხარ? იმის მერე როგორ ხარ? როგორ უძლებ? -ხმა ჩაეხლიჩა დეისაძეს, შეამჩნია ჯაფარიძემ როგორ აემღვრა თვალები რატის. მერე მარიამს შეხედა, ინტერესით უსმენდა ორივეს. -თოკას გამო ვუძლებ. -თვალს არ აშორებდა წითურს. -შენ გყავს? -ჰო, ჩემი სისხლი და ხორცია, ლელა ვერ დაიტოვებდა, ანას მშობლებმა ჩვენ შეგვტენეს ყველაფერი, ბავშვი დედის გარეშე დატოვეთო, ვერ გავუძლებ მის ყურებას, სულ ჩემი გოგო გამახსენდებაო, სი* მამამის ისედაც არ უხაროდა ჩვენი ბიჭის დაბადება, ხოდა ყველას გავა*მევინე, მე კიდე დავრჩი მარტოხელა მამა. -მამა? -წარბები შუბლზე აუვიდა რატის, მარიამს კი გულში რაღაც ჩასწყდა. -რომ გაიზრდება არ მინდა მშობლების სიყვარულს მოკლებული იყოს. -მხრები აიჩეჩა. -ოთხი თვე გავიდა. -ცოტაღა აკლდა ცრემლები არ გადმოსცვენოდა. -მომენატრა. -უცებ შეიმშრა თვალზე ჩამოგორებული წვეთი. -გავალ მე ეკუნასთან. -ფეხზე წამოხტა მარიამი და პასუხს არ დალოდებია ისე გავარდა ოთახიდან. სუნთქვა ეკვროდა, ჰაერი აღარ ყოფნიდა და თავს იმედგაცრუებულად გრძნობდა. -მეც მომენატრა. -კარიდან მზერა ისევ რატიზე გადაიტანა. -იმ დღეს მარიამმა რომ მომიყვა ყველაფერი მაშინ მივხვდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო რომ არა ვიღაც უცნობი, რომელმაც ჩემი საქმე გააკეთა. არ გამოვხატავ მაგრამ შენ მაინც ხომ ხვდები რომ მაგაზე მეტად არავინ მიყვარს. მარიამს რომ რამე დაემართოს მეც მოვკვდები. -კი, დედმამიშვილზე ძვირფასი არავინ არ გვყავს. -ელენე სად არის? -ჩემებთან ერთად შვედეთში. ცუდად არის, წესიერად ვერც აზროვნებს. -მომიკითხე რომ დაელაპრაკები. -აუცილებლად. -წავალ მე, დამითვრნენ გოგოები, რეზი და მათე მოტყდნენ. -მიდი მიდი. -ფეხზე წამოხტა და ისევ გადაეხვია. -თოკას სანახავად მოვალ. -როცა გინდა, ნინის ყავს ხშირად. -კარგი მაშინ. -მხარზე დაარტყა ხელი და გარეთ გავიდა. უკვე დაწოლას აპირებდა ტელეფონზე წერილი რომ მიუვიდა უცხო ნომრისგან. უცებ გახსნა და სწრაფად გადაიკითხა. “მაპატიე დღეს კოცნის გარეშე გაგიშვი, ტკბილი ძილი ჟღალო.” გვერძე წითელთმიანი გოგოს და მარიამის ფავორიტი გულის სმაილები ჰქონდა მიწერილი. უცებ აკრიფა შემდეგი წინადადება, “შენც.” და გააგზავნა. იქვე მიაგდო ტელეფონი და ბალიშს ჩაეხუტა. … დილით პირველს რეზის გამოეღვიძა, თავი საშინლად სტკიოდა, გამშრალი პირი გააწკლაპუნა, თვალდახუჭულმა ხელი საწოლის მეორე მხარეს გადადო, ქალის სხეულის შეხებისას სასიამოვნოდ გასცრა, ზურგზე იწვა გოგო, ხელი ააყოლა მუცლიდან და ცალი მკერდი მუშტში მოიქცია. მისკენ გადაიწია და ტუჩები მხარზე მიაწება, თვალი გაახილა და ორი დიდი ბურთის დანახვისას უკვე გაღვიძებული ჰორმონები უფრო მეტად გამოცოცხლდნენ. გოგო როგორც კი გაინძრა მაშინვე სახეზე ახედა, სწორედ მაშინ გაახილა თვალი თათამ და ერთმანეთის დანახვისას ორივემ იღრიალა. რეზი ლოგინიდან გადავარდა, თათამ ზეწარი მკერდზე აიფარა და საწოლის კუთხეში მოიკუნტა. -ჯანდაბა! -თავი წამოყო და ისევ თათას შეხედა. -მეჩვენები? თუ რა დედისტ**ნაა? -სახეზე ჩამოისვა ხელები. იქვე მიგდებული საცვალი ამოიცა და ფეხზე წამოდგა. -ჯანდაბა ასე როგორ დავთვერი! -კედელს მიარტყა ხელი და თვალებამღვრეულ თათასთან ჩაიმუხლა.-თათ მისმინე… -არ მინდა. -შემომხედე პატარავ. -ლოყაზე მოკიდა ხელები და თვალებში ჩახედა. მისი ცრემლების დანახვისას გაშეშდა. -ამის დედაც! -თმებში შეიცურა ხელი. -გაიწიე. -უცებ წამოდგა ლოგინიდან და მაშინ იგრძნო ტკივილი მუცლის არეში, ყველა კუნთი სტკიოდა და თავს ძლივ იკავებდა ისევ ლოგინზე არ გაშლილიყო. -სად მიდიხარ? -უკან აედევნა და სააბაზანოშიც შეჰყვა. თათას ხმა აღარ ამოუღია, დუშის ქვეშ დადგა და ცრემლებს გასაქანი მისცა. რეზიმ უნიტაზს თავსაფარი დააფარა, ზედ დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა. მალევე გასწია ფარდა თათამ, რეზიმაც უცებ შეხედა და მთელს სხეულზე ააყოლა თვალი. სიშიშვლე არ შეიმჩნია, პირსაწმენდი შემოიხვია და საძიებელში დაბრუნდა. -თათ დამელაპარაკე რა. -რა გითხრა? -ჩამქვრალი თვალები შეანათა და ადგილზე გაყინა მაისურაძე. -გტკივა რამე? -კი! გული მტკივა! -თათა… -თავი ჩახარა დასჯილი ბავშვივით. -ხომ გინოდა ჩემზე ყველანაირი უფლება გქონოდა, ხოდა აჰა! -ხელები გაშალა. -მიიღე რაც გინდოდა? -ისე ნუ მელაპარაკები თითქოს შენზე ვიძალადე, რომ არ გდომოდა კოცნის უფლებასაც არ მომცემდი, გამომაფხიზლებდი და აზრზე მომიყვანდი! -უცებ იღრიალა და ადგილზე გააშეშა თათა. -იცი რაა? პრობლემაც იმაში არომ საერთოდ არ ვნანობ წინა ღამეს! არ გაგაჩერე იმიტომ რომ არ მინდოდა გაჩერებულიყავი! საერთოდ დავიღალე უკვე გრძნობების მალვით, მიყვარხარ, რაც გაგიცანი იმის მერე მიყვარხარ! არასდროს ვინანებ შენთან ერთად გატარებულ თუნდაც წამს! არ მაინტერესებს რას ფიქრობ, დაივიწყე თუ გინდა ეს ღამე და… -საუბარი აღარ დააცადა მაისურაძემ. ტუჩები შეახო თათას ტუჩებს, მთელი გრძნობით კოცნიდა და ყველა იმ წამს ნანობდა რომლებიც მასთან ახლოს ყოფნის დროს შორს გაატარა. -რაც აქამდე ვერ გკოცნე, ამის მერე ავინაზღაურებ. -ისევ აკოცა, შემდეგ კი თვალებში ჩააშტერდა. -მაინც ხომ მოვიპოვე შენზე ყველანაირი უფლება. -ქვედა ტუჩზე მოსდო კბილები. -რეზი… რას ამბობ? ანუ შენ… -ანუ მეც მიყვარხარ და სხვა დანარჩენი მაგრად მკი*ია. -ლოყაზე აკოცა, უცებ მიტრიალდა, საწოლს ზეწარი გადააძრო და ახალი გადააფარა, მერე ისევ თათასკენ შებრუნდა ანთებული თვალებით. -რეზი… -შჩჩ.. თავი მტკივა და წამალი მჭირდება. -ერთი ხელის მოსმით მოაშორა პირსაწმენდი და ხელი სხეულზე ააყოლა. თათას შეფარკლულ ლოყებზე სულ გადაირია, ლოგინზე დააწვინა თვითონ ზევიდან მოექცა და თვალით ყველა დეტალის დამახსოვრებას შეუდგა. -როგორი ლამაზი და გემრიელი ხარ.-ნელა უკოცნიდა სხეულის ყველა ადგილს, შემდეგ კი ისევ გადაეშვნენ სიამოვნების მორევში. … -რატი! -დეისაძის საძინებელში დაუკაკუნებლად შეაჭრა ნუცამ. როგორც კი წელს ზემოთ შიშველი დაინახა მაშინვე გაშეშდა. -მერე მერე? -ტუჩებზე მიიფარა საჩვენებელი თითი და ნუცას გამომეტყველებით გამხიარულებული მისკენ დაიძრა. -ესეიგი ცოტახნით მარტო რჩებით. -ქვედატუჩზე იკბინა, ნუცას წელზე მოხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა. -დავაი მიხედე მაგას და ეგრევე ბავშვით არ დაგვადგეთ თავზე… კაი კაი მიდი. -სიცილით გაუთიშა ტელეფონი, იქვე ლოგინზე მიაგდო და ნუცას ტუჩებზე დააცხრა. -რატი.. მოიცა.. სად არიან? -თმებში ჩააფრინდა და თავი უკან გააწევინა. -ნუ აკეთებ ეგრე! -ხელი მოაშორებინა, მერე კი ყელზე მიაწება ტუჩები. -შენი დაქალი გუშინდელიდან მოყოლებული რეზისია. -ეგ როგორ? -თავისი ხმა ძლივს იცნო. -განახო? -ისევ განაგრძნობდა ნუცას ჰორმონებზე თამაშს, რომ არაფერი უთხრა გასწორდა და სახეზე შეხედა. რობაქიძის არეულ ყავისფერებს გაუსწორა თვალი და თვითონაც აერია გონება. კარი უცებ გადაკეტა, ნუცა ხელში აიტაცა და ლოგინზე დააწვინა. -რატი… -თვალები დახუჭა და კბილები ტუჩებს დააჭირა როგორც კი მაიკის შიგნიდან მკერდზე ცივი თითების შეხება იგრძნო. -რატი… -ნუ მეძახი ეგრე თორემ მხოლოდ მოფერებით არ დავკმაყოფილდები. -ყელზე მიაწება ტუჩები, შემდეგ მაიკა მკერდამდე აუწია და მუცელზე რამდენჯერმე აკოცა. -არა… არ შემიძლია. -სწრაფად წამოსწია თავი და სახეზე დახედა. -როცა ჩემს ქვემოთ ხარ თავის შეკავება მიჭირს. -ტუჩებზე აკოცა, გვერძე გადაწვა და ჭერს მიაშტერდა. -სად წავიდნენ? -გვერდულად დაწვა, იდაყვით ლოგინს დაეყრდნო, ხელის გულზე თავი მოათავსა და ზევიდან დახედა რატის. -სადღაც მთაში. -თავი მისკენ გადაატრიალა, ჯერ ნუცას ტუჩებს უყურებდა, მერე თავი ოდნავ მაღლა ასწია და თვალებში ჩახედა. -მიყვარხარ. -ცოტახნის სიჩუმის შემდეგ თქვა. -მეც მიყვარხარ. -დაიხარა და ტუჩებზე აკოცა. -ყველაზე მეტად მიყვარხარ. -თმებში შეუცურა თითები, მერე სახეზე ჩამოუსვა და ლოყაზე მიეფერა. -მიდი წამოხტი წავიდეთ. -სად? -ამ ბოლოდროს ყურადღება მოგაკელი, გავიდეთ და მოვიფიქრებ რამეს. -ლოგინზე წამოჯდა, კარადიდან სვიტერი გამოიღო და უცებ გადაიცვა. -ისე მშია იცი? -შენ სულ გშია რატი. -სიცილით მიუახლოვდა, წელზე მოხვია ხელები და ქვემოდან ახედა.-რომ დაგსვა და მთლიანი მაგიდა საჭმლით გავტენო ყველაფერს შეჭამ. -გოგო! -უკანალზე მიარტყა ხელი. -მაგრამ არ სუქდები, რანაირი ხარ რა, მე რომ მაგდენი ვჭამო ასი კილო გავხდები. -წავიდეთ. -ჯერ მაკოცე. -სახე მიუშვირა ტუჩებგამოწეულმა. -შემომეჭმევი ერთხელაც. -ვნებიანად დაუკოცნა ტუჩები, მერე ჩაიცვა და გარეთ გავიდა. მაშინვე დასერიოზულდა. სულ უკვირდა ნუცას როგორ შეეძლო ყველგან ისე მოქცეულიყო როგორც უნდოდა. სინამდვილეში კი მხოლოთ თვითონ იცნობდა ნამდვილ რატის, თბილს, მხიარულს, მისთვის საყვარელს და ყველაზე ძვირფასს. ბევრჯერ უთქვამთ “ეს უჟმური როგორ შეგიყვარდა”-ო, სინამდვილეში კი არ იცოდნენ როგორი იყო რატი დეისაძე. -სად ვჭამოთ? ან რა ვჭამოთ? -ჯერ დილაა საყვარელო, რამე მსუბუქით უნდა დაიწყო დღე. -უნდა დამეტოვებინე ჩემს საძინებელში და მსუბუქი ნუციკოთი დავიწყებდი დილას.-გაეცინა ნუცას აწითლებულ სახეზე, გიჟდებოდა ისე უყვარდა ნუცას წვალება, შემდეგ კი შეფარკლული ლოყების ჩაკოცვნა. -დაგეტოვებინე მერე. -ნერვები მოეშალა და პირდაპირ მიახალა. მაშინვე შეწყვიტა დეისაძემ სიცილი და გაკვირვებულმა გახედა საყვარელ ქალს. -ოჰო, შემოგიტიეს ჰორმონებმა პატარავ? -ქვედა ტუჩზე იკბინა. -აუ რატი კარგი რა… ხომ იცი რომც არ მცხვენოდეს მაინც მიწითლდება ლოყები და ნუ მეუბნები ეგეთ რაღაცეებს. -მაგიჟებ! -თითებზე ჩააფრინდა და სათითაოდ დაუკოცნა. მალევე გააჩერა მანქანა ნაცნობ კაფესთან, სწრაფად გადავიდა, ნუცაც გადმოიყვანა, შემდეგ მანქანა ჩაკეტა და შენობაში შევიდა. გაღიმებული მიაბიჯებდა ნუცა, უყვარდა ის კაფე, თავისი ადგილიც ჰქონდა ფანჯარასთან. პირველად აქ მოიყვანა რატიმ როცა სიყავრული აუხსნა. -ლილ ორი ყავა და რამე გემრიელი ნამცხვარი მოგვიტანე რა. -გაღიმებულმა გახედა გოგოს, მერე კი ნუცას შეანათა მწვანეები. -ახლავე! -აქედან სად წავიდეთ? -გააჩნია როგორ ხასიათზე ვიქნები, თუ ნამცხვარი მეყო შეიძლება ჩემს მეგობართან წაგიყვანო და გაგაცნო, თუ არ მეყო მოგვიწევს სხვაგან წასვლა და რამე გემრიელის ჭამა. -ეს ახალი ნამცხვარია, შენთვის ორი ნაჭერი. -სიცილით დაუდო წინ შოკოლადის ნამცხვარი რატის. -რატო დამცინით ტო. -თვითონაც გაეცინა. ერთი წლის წინ გაიცნეს ლილი და ხშირი ვიზიტების შემდეგ ორივეს გემოვნება ზეპირად იცოდა. -მადლობა ლილ. -არაფერს. -სწრაფად შებრუნდა და სხვა კლიენტებისკენ წავიდა. -აუ პილმენი მინდა. -ტუჩები გააწკლაპუნა. -ან ხინკალი, აუ ხინკალი ლუდთან ერთად. -როგორც მახსოვს ჯერ არ დამიორსულებიხარ. -თვალები მოჭუტა. -რა შუაში იყო ახლა ეს? -ღრმად ჩაისუნთქა. -აბა რა პილმენი ხინკალი და ლუდი? მოიცა რამე გავაკეთე და არ მახსოვს? გუშინ სად იყავი შენ? -რატიი! -კაი კაი ვღადაობ. -ჩაიცინა. -საღამოს ვჭამოთ. -ანუ მთელი დღე ჩემთან ხარ? -მთელი დღე შენი ვარ. -თვალი ჩაუკრა და ნამცხვრის დაგემოვნება განაგრძო. … მარიამთან ერთად იჯდა დედამისის კაფეში და წინა დღეს განიხილავდა. -შიგნიდან ვგრძნობ უკვე, არაფერი მაინტერესებს მასთან ყოფნის დროს, თითქოს ჩემთვის არის და ჩემია. -ჩანგალს დაატარებდა თეფშზე. -მგონი იმასაც დავივიწყებ რომ შვილი ყავს. -არ ვიცი რა გითხრა. -ლოყა ჰქონდა ხელისგულზე ჩამოდებული და დაქალს უყურებდა. -არაფერი, კოტემ რაო რა გითხრა? -არაფერი ისეთი, იდიოტია და მეორედ რომ ვნახო მივახრჩობ. -როგორც კი წინადადება დაამთავრა უცხო ნომრისგან შემოსულმა ზარმა ეკუნას მობილური გაანათა. -გისმენთ? -როგორ ხარ ტკბილო? -კოტეს ხმის გაგებისას მაშინვე დამუნჯდა, ტელეფონს დახედა, მერე ისევ ყურზე მიიდო. -შესანიშნავად! ჩემი ნომერი საიდან გაქვს? -ხომ გითხარი გავიგებთქო. -რა გინდა? -არ შემხვდები სადმე? -არა! -ჩემთან ვალში ხარ ტკბილო. -ნუ მეძახი ტკბილოს და რომელ ვალზე მელაპარაკები. -აი რომ გადაგარჩინე მაშინ. -გუშინ ხომ გავსწორდით. -ნწ.. ერთ საათში გელოდები, მისამართს მოგწერ. -უცებ გაუთიშა და დატოვა ხახამშრალი ეკუნა. -ეს ნახე რა. -წარბები შეკრა და მისამართიც მალევე მიიღო. -რაო? -თავხედი! ხომ არის ღირსი თავზე გადავალეწო რამე. -რა გითხრა ეგეთი. -სიცილი ვერ შეიკავა ეკუნას სახეზე. -მისამართი გამომიგზავნა და მოდიო. -მერე არ წახვალ? -არა! რა გონია მაგას თავი, ისკიარავარ მაგის დაკრულზე ვიარო! -რა არ ხარ? -უფრო უმატა სიცილს. -გოგო! ნერვებს ნუ მიშლი ეხლა, არ წავალ და ვსო. -არადა როგორ გინდა წასვლა, დიდი სიამოვნებით ნახავდი და ჩააკვდებოდი მკლავებში.-ქვედა ტუჩზე იკბინა და ეკუნას გაფართოვებულ თვალებზე ისევ ახარხარდა. -საერთოდ არა! -მე მაინც რას მატყუებ, წადი ნახე გოგო, იქნებ ბედი გაგეხსნა. -აღარ მინდა გულის ტკენები, ყველა კაცი ერთნაირი სი*ია ვსიო! -ყველა დიტოსნაირი ნუ გგონია, წადი და ნახეთქო! -კარგი ჯანდაბას. -ხელი აიქნია. -შენ რას იზავ? -მოვიფიქრებ რამეს. -ერთ საათში წავალ, მელოდოს და იყოს. -უდარდელად ჩაილაპარაკა, არადა გული ამოვარდნას ჰქონდა, სიგიჟემდე უნდოდა მისი ნახვა. -მიდი რა. -თავი გააქნია. -ჩემთან მაინც რატო მალავ? ამოუშვი და ვიმსჯელოთ რას გააკეთებ. -ძალიან მინდა ნახვა! -სახეზე აიფარა ხელები. -ვიცოდი! -გუშინ რომ მეხებოდა რამის ჩამოვდნი. -აი შენი ნომერი რომ გაიგო ეგ უკვე დიდი მიღწევაა. -ანუ ვაინტერესებ. -ზოგჯერ 17 წლის გოგოსავით იქცევი. -მე სულ ეგრე ვიქცევი. -გაღიმებულმა მოსვა ყავა. მართლა ერთ საათში წავიდა, ტაქსის მძღოლს მისამართი უკარნახა და მალევე აღმოჩნდა ნაცნობ მაგრამ მაინც უცნობ ადგილას. როგორც კი გადავიდა სიცივემ დაუარა ტანში. უკან მიიხედა და თბილისის ხედის დანახვისას თვალები გაუნათდა, მართალია ყველაფერს ნაცრისფერი ჰქონდა მოდებული, მაგრამ მაინც ავლენდა თავის სილამაზეს. -სპეციალურად დააგვიანე ხო? -ყურთან მიაფრქვია თბილი ჰაერი, გააჟრჟოლა, თვალები დაეხუჭა, მაგრამ უცებ გამოფხიზლდა და კოტესკენ შეტრიალდა. -მცივა და იმედია აქ არ დამაყენებ. -არა რათქმაუნდა. -ხელკავი გამოსდო და შენობისკენ წაიყვანა. -ეს ადგილი მეცნობა, მგონი ნამყოფი ვარ აქ. -კი ხარ. -ჩაიღიმა. -მართლა? -ჰო. -შიგნით როგორც კი შევიდნენ ესიამოვნა რესტორანში გავრცელებული ტემპერატურა. -ასეთ ადგილას თუ მოგყავდი ვერ მითხარი? ჩავიცმევდი წესიერად და ასე სახლის ფორმაში არ დაგადგებოდი. -რა მნიშვნელობა აქვს? -ერთხელ მე და მარიამი შევედით ესეთ ფეშენირებულ რესტორანში, ყველა კაბებით და შარვალკოსტუმებით ისხდნენ, ჩვენ კიდე… -გაეცინა გახსენებისას. -პიჟამოს თბილი მაიკები და ჯინსის შარვლები გვეცვა. -იქაურობა მოათვალიერა, ერთი მთლიანი კედელი შუშის იყო და მთელ ქალაქს დაჰყურებდა ზევიდან. -მერე? -მოეწონა ეკუნას აჭიკჭიკება. სანამ აივანზე გასასვლელ ფანჯარას მიუახლოვდებოდა მანამდე გადაუხვია სხვა ოთახისკენ, ეკუნაც გაიყოლა და ისეთ სილამაზეში ამოაყოფინა თავი სულ დაამუნჯა გოგო. -რა ლამაზია! -განათებულ ოთახს შეხედა, დიდი სავარძელი იდგა შუშის კედელთან, ისე რომ ირგვლივ ყველაფერს ხედავდი, თეთრი კედლები ოთახს მეტ მყუდროებას სძენდა, ერთ კედელზე წიგნების თაროები იყო დაკიდული, მეორე კედელი სახლის ყვავილებით გაფორმებული. ოთახის შუა კედელზე მთლიანად “Creation of Adam”-სის ხელები იყო დახატული. -დაჯექი. -იქვე სავარზელზე ანიშნა, მერე მიმტანს დაუძახა. -რას ინებებთ ქალბატონო? -არ ვიცი… -თავი გააქნია გამოსაფხიზლებლად. -სიმართლე გითხრა არ მშია, სანამ წამოვიდოდი ნამცხვრებით გავსკდი. -მაშინ ჩემს საყვარელ საჭმელს გაგასინჯებ, არ არის მძიმე. -თვალი ჩაუკრა და გოგოს ახედა. იმანაც თავი დაუქნია და იქიდან აორთქლდა. -რაო რას ყვებოდი? -გამოგვყარეს იქიდან. -მხრები აიჩეჩა. -კაი ტო მართლა? -წარბები შუბლზე აუვიდა. -სამწუხაროდ, არადა ძალიან გვშიოდა, სამაგიეროდ იქ აღარ მივსულვართ და დაკარგეს კლიენტი ჩვენი სახით. -ცუდია. -აქ როდის ვიყავი? -ორი წლის წინ, რატიმ მოგიყვანათ. მთელი რესტორანი დაკეტილი იყო და მაგიდების ნაცვლად მოცეკვავე ხალხი იდგა. -გამახსენდა! -თითქოს გონება გაუნათდაო. -შენ საიდან იცი? -მეც ვიყავი, გუშინ გამახსენდი. -ჩაიცინა. -სხვათაშორის მაშინ აივნიდან გადავარდნას გადაგარჩინე. -მოიცა შენ იყავი ის? -თვალები შუბლზე აუვიდა. -შენი გმირი ვარ ტკბილო. -ჯანდაბა. -სახე აუწითლდა და ფანჯარაში გაიხედა. -მაშინ როგორი მთვრალი ვიყავი!-ხელები აიფარა სახეზე. -აივანიდან რატომ ხტებოდი გახსოვს? -ქვედა ტუჩზე იკბინა სიცილის შესაკავებლად. -არაა… -უცებ შეხედა. -რომ გკითხე რას აკეთებთქო უნდა გავფრინდეო. -მაინც გაეცინა. -რა? -უარესად აუხურდა ლოყები. -ჰო გავფრინდები და მერე პარაშუტით ეგრევე თბილისის გულში ჩავეშვებიო. -უკვე ხარხარებდა მთვრალი ეკუნას გახსენებისას. -მატყუებ! -ვერ იჯერებდე, მაგრამ რაღაცეების გახსენებას მაინც იწყებდა ტვინი. -გეფიცები ეგრე იყო. -როგორ გადამაფიქრებინე? -ვერ გადაგაფიქრებინე. -აბა? -ტუჩებს იკვნეტდა უკვე. -მხარზე გადაკიდებული შეგიყვანე შიგნით, მერე აბაზანაში მთხოვე შეყოლა და ნახევარი საათი შენი შუბლი მეჭირა. -არ მჯერა! -პირზე აიფარა ხელები. -მერე ერთი ტიპი მოვიდა და წაგიყვანა. -თუ მახსოვდეს. -მაინც გაეცინა. -მადლობა. -არაფრის. -მზერა ეკუნადან კარებში მდგარ მიმტანზე გადაიტანა. -მოდი მარიამ. -ხელი დაუქნია, ისიც თავაწეული შეკაკუნდა, მაგიდაზე დაულაგა ყველაფერი და რამდენიმე წამი ეკუნას თვალიერებას მოჰყვა. -რაიყო? რამე მისვია თუ ეგრე რატომ მიყურებ? -გოგოს მზერა რომ დაიჭირა მაშინვე ჰკითხა კმაყოფილმა. -უკაცრავად. -უცებ მოაშორა თვალი. -შეგიძლია გახვიდე. -გაღიმებულმა ახედა გოგოს. -კოტე.. -ჰო -თავი ისევ ეკუნასკენ შეატრიალა. -შენია ეს რესტორანი? -კი. -მერე ეგრე რატომ მიყურებდა? პირველად მოიყვანე გოგო აქ თუ შენი საყვარელი იყო ეგ მარიამი და ერთი ადგილი აეწვა იმის წარმოდგენისას რო შენი ღირსება ავახიე? -არანოლმალური ხარ. -სიცილით გააქნია თავი. -შეიძლება ორივე ითქვას, ან არცერთი. -როგორი თავდაჯერებული ბრძანდებით. -წარბები ასწია გიორგაძე. -არ გასინჯავ? -შენი ხათრით. -კმაყოფილ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. -მართლა გემრიელია. -გმადლობთ. -და რა ღირს ახლა ეს? -ბევრი არა, ისე მაქვს გაკეთებული რომ ყველას შეეძლოს მოსვლა და გემრიელად დანაყრება. -ახალგაზრდები ვერ დავინახე. -დაბლა არიან. -ეს შენი ოთახია? -გახლავთ. -ხო სუფთაა ეს დივანი? თუ წამოვხტე უცებ? -სავარძელს ამოწმებ თუ მე? -გაეცინა ეკუნას დაბნეულ სახეზე. -უძლებს? -ხელი დაარტყა სავარძელს. -ვცადოთ? -ძალიან ერთობოდა ეკუნასთან ყოფნით, თავის ნება რომ ყოფილიყო მთელი დღით დაისვავდა და მის სისულელეებს მოისმენდა. -იდიოტი. -აწითლებული ლოყები არ შეიმჩნია, ფეხზე წამოხტა და ფანჯარასთან მივიდა. უყურებდა უკვე განათებულ ქალაქს და თვალებიც უნათდებოდა. უკნიდან მოეხვია კოტე, ნიკაპი მხარზე ჩამოადო და ეკუნას სურნელი შეისუნთქა. -მოგწონს ტკბილო? -ყელში აკოცა. -ძალიან. -უცებ მოლბა. -მთელი დღე შემიძლია აქ ვიჯდე და ქალაქს ვუყურო. -როცა გინდა მოდი, მე რომც არ ვიყო, როცა ფიქრი ან განმარტოვება დაგჭირდება მოდი. -მართლა? -უცებ შეტრიალდა და ხელები კისერზე მოხვია. -კი. -შენი არყოფნის დროს შენმა გოგოებმა რომ არ შემომიშვან? -ქვედა ტუჩზე იკბინა გაღიმებულმა. -მე გოგოები არ მყავს ტკბილო.. -ეკუნას ტუჩებზე ჰქონდა თვალები მიშტერებული. -შენ რომ გამიჩენ პატარა გოგოს ის იქნება ჩემი გოგო. -თვითონაც იკბინა ტუჩზე და თვალები ეკუნას ყავისფერებს გაუსწორა. -მეე? -ჰო შენ, შენნაირ ყავისფერთვალებას, ყავისფერი თმით და დიდი ტუჩებით. -ცერა თითი გადაატარა ტუჩებზე, შემდეგ ნელა დაიხარა და ფრთხილად შეეხო ეკუნას ბაგეებს. ნელა, სათუთად და ვნებიანად უკოცნიდა ორივე ტუჩს. სუნთქვა შეეკრა გიორგაძეს, ტალღამ დაუარა სხეულში და სულ გააბრუა. -კოტე... -თავი ჩახარა და შუბლი მკერდზე მიადო. -მე.. მეშინია. -რისი პატარავ? ბავშვის გაკეთების თუ გაჩენის? ჯერ არ ვაპირებ ნუგეშინია. -სიცილით აკოცა თავზე. -კოტე მე არ… -შემომხედე. -ნიკაპზე მოკიდა ხელები და თავი ააწევინა. ეკუნას სველი თვალების დანახვისას გული გაუჩერდა, მერე კი ჩვეულებრივთან შედარებით საკმაოდ გაუხშირდა. -რა გატირებს არ გამაგიჟო. -მე არ მინდა… არ შემიძლია, კიდევ ერთხელ ვერ გადავიტან საყვარელი ადამიანის დაკარგვას. რომ შემიყვარდე მერე რა ვქნა? -უნდა შეგიყვარდე. -მერე შენც მიმატოვებ, მე კიდე დავრჩები ისევ განადგურებული. -აუ შენ რაზე ფიქრობ ტო, ეგეთი სი*ი გგონივარ? -ლოყაზე მიეფერა, თან იღიმოდა. -დავიჯერო არავინ მიგიტოვებია? -ბევრი, ბევრი მიმიტოვებია, ბევრს ვატკინე გული, მაგრამ ამით საერთოდ არ ვამაყობ. თან მაშინ პატარა ვიყავი, მარტო სიამოვნებას ვიღებდი ქალისგან, იმათ ვუყვარდებოდი და რა ჩემი ბრალი იყო. -მხრები აიჩეჩა. -ხო ხედავ რა სიმპატიური კაცი ვდგავარ შენს წინ, ჯერ მარტო ჩემი გამოხედვით ვაყვარებ ხალხს თავს და ლოგინში რომ ჩამიწვებოდნენ მერე რა დაემართებოდათ წარმოიდგინე. -უცებ გამხიარულდა და ეკუნას გაცინებაც შეძლო. -ცუდი კაცი ხარ შენ! -ხელი მიარტყა მკერდზე. -მეუბნები ბევრს ვატკინე გულიო და შენი აზრით შენს ნდობას შევძლებ? -მენდობი უკვე ტკბილო. -თავისკენ მიიზიდა. -იმდენად მენდობი რომ ამ წამს ყველაფრისთვის მზად ხარ. -მიღალატებ. -აუ რეებს ჩითავ ტო? -სიცილი აუტყდა. -გარშემო სულ ქალები გახვევია თავს, მე კიდე მოვკვდები ვინმე რომ შეგეხოს. -კაცი ოფიციანტები ავიყვანო ტკბილო? -ნუ დამცინი კოტე! ის მარიამი ყოველ შემოხედვაზე თვალებით გაშიშვლებს! მე რომ ვინმემ ეგრე შემომხედოს... -შენ მხოლოდ ჩემი ხარ! რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს მაინც ჩემი იქნები! ორი წლის წინ გადაიხლართა ჩვენი გზები და ვეღარ გაასწორებ ვსო. თუ გინდა ხვალიდან აღარ გნახავ, მაგრამ რამდენიმე დღეში, ან თვეში, შეიძლება წლების შემდეგაც, ისევ გადაიკვეთება ჩვენი გზები, შენც იცი ეს. -გაიღიმა და ისევ აკოცა. -შენს გარდა არავინ მინდა, თუ დამაცდი დაგანახებ ყველაფერს სხვა ფერებში, იმასაც მიხვდები რომ არ ღირს ეჭვიანობა, თუ შემიყვარებ და გამხდი შენად, ისიც გეცოდინება რომ სხვისკენ არ კიარა, ვერ გავიხედავ. -შენ მხოლოდ ჩემი იქნები, როგორც მე ვიქნები შენი! -გულ აჩუყებულმა მხოლოდ ესღა თქვა, კოტეს სახე ხელებში მოიქცია და თავისი ინიციატივით აკოცა. ისევ დაემუხტა კანი, დენმა დაუარა კოჭებამდე და ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს აქ იყო მისი ადგილი, მასთან და არავინ სხვასთან. -ეს უკვე მომწონს. -გაიღიმა. -დღეს აქ მინდა დარჩენა. -საქმეები მაქვს, თუ დამელოდები ცოტახანში მოვალ. -ხომ მითხარი ნებისმიერ დროს შეგიძლია მოხვიდეო, ჩათვალე ისე მოვედი და გელოდები. -თუ რამე მოგინდება იმ ტელეფონით დარეკე და მაშინვე შენთან გაჩნდებიან. -მივხედავ თავს. -თმებზე გადაატარა ხელი. -მალე მოხვალ? -ვეცდები. -გაეცინა ეკუნას დაბრეცილ ტუჩებზე. -აუ რეები მაბაზრა ჩემიკაი, დამეტყო მგონი 28 წელი. -თავი გააქნია სიცილით. -ამდენი და ასეთი რაღაცეები არასდროს მითქვამს, მგონი არც გამიფიქრია. ჯადოქარი ეს. -უცებ აკოცა და ოთახი დატოვა. … პარკში იჯდა ნაყინით ხელში, გამვლელებს უყურებდა, ისინი კი ზამთარში ნაყინით მჯდომ მარიამს გაკვირვებულები ათვალიერებდნენ. -გაცივდები მარიამ.. -უკნიდან მოესმა ნაცნობი ხმა, მუცელში ჭიანჭველებმა დაიწყეს სირბილი. უცებ მიბრუნდა გაღიმებული, ტვინში ათასმა აზრმა გაუელვა, გადაპარსულ თავზე ქუდი ეფარა, ყელიანი ტანზე მომდგარი შავი სვიტერი ეცვა, რომელიც მკაფიოდ გამოკვეთდა მის დაკუნთულ სხეულს. ზევიდან შავი მანტო მოესხა, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო და ისე მიიწევდა მარიამისკენ. -არ გცივა გოგო? -არაა… -ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. -რა კარგ ხასიათზე ხარ. -გვერძე მიუჯდა და ტუჩთან დარჩენილი ნაყინი ცერა თითით მოწმინდა. მარიამის მიშტერებულ თვალებზე და მძიმედ გადაყლაპულ ნერწყვზე ჩაიცინა, ნაყინი ააცალა ხელიდან და თვითონ დაიწყო ჭამა. -გემრიელია. -კარგი რა… სანდრო დამიბრუნე! -იმის ყურებას თუ როგორ ჭამ ნაყინს, ამ ყინვაში მაინც მირჩევნია მე ვჭამო. -თვალი ჩაუკრა სიცილით. -აქ საიდან გაჩნდი? -მანქანით გამოვიარე აქეთ და დაგინახე შემთხვევით. -მხრები აიჩეჩა. -აა გავლის დროს გზის მაგივრად პარკში მჯდარ ხალხს უყურებ ხოლმე? -ჭამე… -პირში ჩატენა ნაყინი რომ აღარაფერი ეთქვა. სიცილი აუტყდა მარიამს და ჟღალის შემხედვარე ალექსანდრემაც ვეღარ შეიკავა თავი. ისეთი ლაღი და საყვარელი იყო მთლიან სხეულს უთბობდა. -აუ გავიყინე ტო, წამო სადმე წავიდეთ. -სად? -წამომყევი და ნახავ. -ხელი ჩაკიდა, ფეხზე წამოაყენა და მანქანისკენ წაიყვანა. მთელი გზა ჩუმათ ისხდნენ, ხანდახან აპარებდნენ ერთმანეთისკენ თვალს. მალევე გააჩერა ერთერთი ბარის წინ. მანქანის კარი თვითონ გაუღო, ხელი ჩაკიდა და ისე შეიყვანა შიგნით. -ალექსანდრე აქ რა გვინდა? -ხელზე მოუჭირა თითები. -ცოტახნით გონება მოვადუნოთ. -მტევანზე აკოცა. -ჯერ ადრეა, რა ვაკეთოთ? -ვჭამოთ და ვილაპარაკოთ. -მხრები აიჩეჩა. -კარგი მაშინ. -მაგიდასთან დასხდნენ და მიმტანს შეკვეთა მისცეს. -რატის საიდან იცნობ? -ჩემი ძმის ძმაკაცი იყო. -სკამის საზურგეს მიეყრდნო, ხელები გადაიჯვარედინა და ისე შეხედა მარიამს. -გასაგებია. -დაინახა როგორ ჩაუქრა თვალები ჯაფარიძეს ამიტომ აღარაფერი კითხა, თემა სხვა რამეზე გადაიტანა და ალექსანდრეც აიყოლა საუბარში. ნელნელა ივსებოდა ბარი, ხალხიც სასმლით გაბრუებულები დაკვრას ითხოვდნენ. თავიდან შედარებით წყნარი სიმღერით დაიწყეს და მაშინვე წამოაგდო სანდრომ ჟღალი, ხალხს შეერივნენ, მარიამს კისერზე შემოაწყობინა ხელები, თვითინ კი წელზე მოხვია. ტანზე ჰყავდა აკრული, თვალებში უყურებდა და ნელნელა მარიამის მწვანეებში იძირებოდა. -რას მიშვრები მარიამ… -დეისაძის ყურთან დაიჩურჩულა, იგრძნო როგორ გააჟრჟოლა მარიამს და ტუჩები ყბაზე მიაკრო. ცხვირის წვერით შეიგრძნობდა ჟღალის ნაზ კანს, თან მის სურნელს ისრუტავდა. შემდეგ ყელზე გადავიდა, სველი კოცნა დაუტოვა და ისევ ლოყაზე გადაინაცვლა. -ჭკუიდან მშლი.. -დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკი, მარიამი კი უკვე ვეღარ უძლებდა ასეთ სიახლოვეს, ან უნდა მოშორებოდა ან სულით ხორცამდე მისი გამხდარიყო. გონებაში მხოლოდ ერთი სიტყვა უტრიალებდა “დაიჭირე წამი”. კეფაზე მოკიდა ხელი ალექსანდრეს და თავისი ინიციატივით დააცხრა მონატრებულ ბაგეებზე. მარიამის მოქმედებამ სულ გაახელა ჯაფარიძე. იმდენად ვნებიანად უკოცნიდა ტუჩებს სულ ურევდა თავგზას გოგოს. იქამდე კოცნიდა, იქამდე ივსებოდა მარიამით სანამ ჰაერი არ გამოელია. -მხოლოდ ჩემი ხარ მარიამ… -ისევ ჩასჩურჩულა ყურში და იქვე აკოცა. არ ახსოვს რამდენ ხანს იყვნენ იქ, ან როგორ მივიდა სახლამდე, მხოლოდ ალექსანდრეს თითებს გრძნობდა თმაში, მაიკის შიგნით კანზე, ტუჩებს ყელზე, ლოყაზე, ტუჩებზე და ნიკაპზე. ყველა ადგილი ეწვოდა სადაც კი შეეხო. -მარიამ! -ჰო. -მერე მოეგო აზრზე და ირგვლივ მიმოიხედა, უკვე კორპუსის წინ იყვნენ. -მოვედით. -ცუდი კაცი ხარ შენ! გამომაშტერე ეს ჭკვიანი გოგო. -ხელი აიქნია. მერე რომ გაიაზრა რაც თქვა ლოყები აუწითლდა. -კარგი რაა სანდრო! რატომ დამცინი? -ტუჩები დაბრიცა. -მარტო კოცნით გამოგაშტერე და მთავარ სიამოვნებას რომ განგაცდევინებ მერე რა დაგემართება ნეტა. -უზრდელი. -წარბები შეკრა და მანქანიდან გადასვლა დააპირა, მაგრამ მკლავში სწვდა ალექსანდრე. -როგორ ხარ ასეთი საყვარელი გოგო? -სწრაფი მოძრაობით უცებ ჩაისვა კალთაში. -ალექსანდრე რას აკეთებ? ვინმე დაგვინახავს და მომიდებენ ჭორებს, ჯერ ისედაც სახლში რომ მომიყვანე არც მაგას დატოვებენ უყურადღებოდ, ჩემი წესიერებით ყველა აღფრთოვანებულია, შენ კიდე მაფუჭებ! -ერთმანეთს მიაყარა სიტყვები, იცოდა ჯაფარიძის ტუჩები რომ შეხებოდა ვეღარაფერს იტყოდა. -მე გაფუჭებ? -ჰო. -ყელზე იგრძნო ალექსანდრეს ტუჩები და ისევ აერია ყველაფერი. -სანდრო გეყოფა! უნდა წავიდე, ისედაც ვერ გავიგე როგორ გავიდა ამდენი დრო. -ერთს ამბობდა და მეორეს აკეთებდა. ჯაფარიძეს მაიკის შიგნით პრესზე აასრიალა ხელი და იგრძნო როგორ დაეჭიმა მის წელზე მოხვეული ხელები. -ჯანდაბა.. -ამოიოხრა და ტუჩებზე აკოცა. მარიამმა ქვედა ტუჩზე უკბინა და ისე უცებ გადახტა მანქანიდან ვერც გაიაზრა ალექსანდრემ. თავი სიცილით გააქნია და მანქანა დაძრა. სულ რამდენიმე წამი გაჰყვა ღიმილი სახეზე, მერე კი ისევ გადაეკრა დარდი, სევდა და ტკივილი. ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო და თორნიკე ჩაეკრა გულში. ჯერ ისევ მანქანაში დატრიალებული მარიამის სურნელი შეისუნთქა და გაზის პედალს ფეხი მიაჭირა. … რამდენიმე დღის შემდეგ ჯაფარიძის კართან იდგა და ადგილზე ცქმუტავდა. -სად ვართ? -გაკვირვებული უყურებდა რატის. ზარის დარეკვის შემდეგ მალევე გაიღო კარი და ნინიც გამოჩნდა. -რატი ბატი? -თვალები გაუფართოვდა გოგოს, ნუცა კი შოკში ჩავარდა ერთმანეთზე მიხუტებულ საყვარელ კაცს და სახლის ფორმასი გამოწყობილ გოგოს რომ შეხედა. -ნუ მეძახი ეგრე! -ლოყაზე აკოცა და მალევე მოშორდა. -ნინ გაიცანი ნუცა, ჩემი შეყვარებული. ნუცი ეს ნინია ჩემი ძველი მეგობარი. -სასიამოვნოა. -ხელი გაუწოდა ნინიმ. -ჩემთვისაც. -შემოდი რას დგახარ, გაიყინა სახლი, ბავშვი მყავს შიგნით! -კარები ფართედ გაუღო და ორივე შეატარა. -დალევთ რამეს? -არა, თორნიკეს ნახვა მინდა. -ხელები გაუხახუნა ერთმანეთს. -აქეთ არის. -მისაღებისკენ გაუძღვა. -სანი სად არის? -მაღაზიაში გავაგდე და ამოვა ეხლა. -თოკა! -ბავშვის დანახვისას სულ გადაავიწყდა ყველაფერი. -ლატიი… -ფეხზე წამოხტა და ბიჭისკენ გაიქცა. ოთხივე ადგილზე გაშეშდა, უცებ ააფრიალა ბავშვი და გულში ჩაიკრა. -გახსოვარ ჩემო პატარა? -ჰაერში ააგდო რამდენჯერმე, იმანაც კისკისი მორთო. -ჩემი ღიპუცა. -მაიკა აუწია და ტუჩებით მიუღუტუნა. -როგორ მომენატრე ტო. -ყველგან კოცნიდა ბავშვს. -ლატიი… -ლოყებზე უტყაპუნებდა ხელებს, მერე თავში ჩაარტყა. -აუ შენ რა ძალა გქონია ტო. -ისევ ააფრიალა და მხრებზე დაისვა. ალექსანდრე კარებში იდგა გაშეშებული, უყურებდა ბავშვს და პირველად ხედავდა ასეთ მხიარულს. -მამაშენიც მოსულაა… -თვითონაც ეუცნაურა ამის თქმა, ნუცას კი გაკვირვებისგან ტუჩები გაეპო. -მამა აი! -ისევ თავში ჩაარტყა ხელი. -რატო მირტყავ ტო? -კისრიდან გადმოსვა და ღიტინი დაუწყო. -არ გაგუდო ბავშვი შე ჩემა. -თვითონაც გაეცინა. -ნინ ესენი წაიღე რა. -ხელში მიაჩეჩა პარკები. -ეს გოგო საიდანღაც მეცნობა. -თვალები მოჭუტა. -სავაჭრო ცენტრში შევხვდით, მარიამის დაქალი ვარ ნუცა. -ხელი გაუწოდა. -ჰო გამახსენდა. -ჩემი შეყვარებულია. -ისევ სიცილით თქვა რატიმ. -გასაგებია, დაჯექი რატომ დგახარ? -სავარძელზე ანიშნა. -არაფერი გინდათ? -არა. -ბიჭო… -ისევ დაიწყო ლაპარაკი დეისაძემ. -მე ვახსოვარ და მამას შენ რატო გეძახის? -აზრზე არ ვარ, თავიდან არ მეძახდა, პირველად ორი თვის წინ დამიძახა. -მხრები აიჩეჩა. -არ ჯობია თავიდანვე იცოდეს? -მირჩევნია მე ვიყო მამამისი, რომ გაიზრდება მერე ვეტყვი. -ხო მაგრამ… -რა მაგრამ? ისე გავზარდო როგორც ბიძამ, წავართვა იმის შეგრძნება როგორია როცა გყავს მშობლები და ვათქმევინო ბიძამ გამზარდაო? მერე რომ გაიზრდება მეტყვის ჩემი ცხოვრება შენ არ გეხება, მადლობა რომ გამზარდე მაგრამ აე*ესლე ჩემი ცხოვრებიდანო, ან ნარკომანი გამოვა, ან ვიღაც სი*ი მ*რეველა როჟა. რა ჯობია დამიძახოს მამა და იყოს ჩემი შვილი თუ ძმის შვილი? -ნაპერწკლებს ყრიდა უკვე, მაშინ მიხვდა ნინი რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და რატომ აიყვანა შვილად. -მართალი ხარ, იზვინი, მაგაზე არ დავფიქრებულვარ, პროსტა თავს უცნაურად ვგრძნობ როცა ილოს მაგივრად შენ გეძახის მამას. -ილო აღარ არის, თორნიკე ჩემი შვილია და დამთავრდა ბაზარი. მივეჩვევით ყველა როგორმე, არც ჩემთვის არის ადვილი მკვდარი ძმის შვილის ჩემს შვილად შერაცხვა! -დედა არ უნდა? -სიტუაციის განმუხვტა სცადა რატიმ. იქ საერთოდ გაშრა ალექსანდრე, მაშინვე ნუცას შეხედა და ისიც მიუხვდა მზერას. -სანამ პატარაა იჩალიჩე რამე. -ცანცარა. -თავი გააქნია. -აუხსენით ამ გოგოს სიტუაცია თორე სულ აირია ხომ ხედავთ. -თვალები აატრიალა ნინიმ. -ნინი ჩემი ნათლულია ნუციკო და თორნიკეს გაზრდაში მეხმარება… თორნიკე ჩემი ძმის შვილია, ოთხი თვის წინ ავარიაში მოყვა ცოლთან ერთად და ორივე გარდაიცვალა. -ვწუხვარ. -მადლობა. -გაუღიმა და ერთმანეთში მოთამაშე ბიჭებს გახედა. -რატი და ილო ძმაკაცები იყვნენ, არ ვიცი იცნობდი თუარა მაგრამ შენი ბიჭი სულ ჩემ ძმასთან ეგდო და ბიჭებთან ლაპარაკის მაგივრად თორნიკეს ეთამაშებოდა, მაგიტომ ახსოვს ალბათ. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. -ილო? რატი ილო ხომ ის იყო ერთხელ დაბადებისდღეზე ვარდები რომ მომიტანა? -ჰო. -არ მიტრიალებულა მათკენ ისევ თამაში განაგრძო. -ერთი ვარდი ეხლაც შენახული მაქვს. -ჩაიცინა. -არ ვიცოდი, ოთხი თვის წინ ნაჩხუბარი ვიყავი ამ ვაჟბატონთან, სახლში არ მოდიოდა. -მოიცა ვარდი რატომ გაქვს შენახული? -წარბაწეულმა გახედა რატიმ და ყველას გაეცინა. -ღმერთოჩემო. -შუბლზე მიირტყა ხელი. -რაა გოგო? ჩემს ნაჩუქარ ვარდებს ყრიდი და სხვისი ნაჩუქარი შეინახე? მაგაზე მერე ვილაპარაკებთ. -ნეტა შენ რაიცი? -აირტყავ. -თვალი ჩაუკრა. -აუ მაგრად ასწორებს შვილი. -უცებ თქვა და თორნიკე მკლავზე გადაიწვინა. ნუცას შეხედა, მის გაფართოვებულ თვალებზე კი სიცილი აუტყდა. -ნუცა… -ეხლა არ მითხრა ბავშვი მინდაო თორემ ამ ფანჯრიდან გადაგაგდებ. -თითი დაუქნია სიცილით. -ცოლად გამომყევი. -არა. -სერიოზულად გეუბნები. -რა? -ან არა გადავიფიქრე, ადრეა ჯერ ჩემთვის დაქორწინება. -ისე ხომ მოგყვებოდი რას ამბობ. -დაეჯღანა, თან ხელები გადაიჯვარედინა, მერე მასზე მიშტერებულ ბავშვს შეხედა. -მოდი პატარავ ჩემთან. -ხელიდან ააცალა დაბღვერილმა და ბავშვთან თამაში დაიწყო. -აუ რა საყვარელია. -თვალს ვერ აშორებდა თორნიკეს, წარბშეკრული მთლიან სახეზე აკვირდებოდა. -ამის მერე იცოდეთ რომ თორნიკე ჩემი შვილია, ილო თოკას ბიძა. -როგორც იტყვი. -გაღიმებულმა შეხედა ნუცამ. -რატი არ წავიდეთ? -წავიდეთ. -რამდენჯერმე კიდევ აკოცა ბავშვს, მერე კი გასასვლელისკენ წავიდა. -ამის მერე ხშირად მოვალ და თორნიკეს მოგპარავთ ხოლმე. -ორივეს გადაეხვია, მერე ნუცა მიუშვა. -გამიხარდა თქვენი გაცნობა. -ჩვენც ნუციკო. -თვალი ჩაუკრა სანდრომ. როგორც კი წყვილი გააცილეს სახლში შებრუნდნენ და ნინიმაც ტირილი მორთო. -რა გატირებს გოგო. -ლუკა მომენატრა! რატომ არ მოდის? -ვისთან მოვიდეს? -შენთან. -მე ვნახულობ ისედაც. -ანუ ჩემს გამო არ მოდის აქ ხო ეგ იდიოტი? რას აკეთებს მაგით? თავს მანატრებს? -არა ნინი, შენს დავიწყებას ცდილობს. -რაა? -ადგილზე გაშეშდა. -ხომ უთხარი თავი დაენებებინა, ხოდა დაგანება. -ძალით ლაპარაკობდა უდარდელად, არადა ნერვიულობდა ორივეზე, ლუკა ნამდვილად არ იყო კარგ მდგომარეობაში, სულ სერიოზული სახე ეჭირა, იშვიათად იცინოდა და ყველაზე ჯავრს იყრიდა. -ღმერთო ჩემო! ეს კაცები ყველა ერთნაირი იდიოტები როგორ ხართ? არ იცით ქალი რომ გეტყვის არ მშიაო ესეიგი შია? რომ იტყვის აღარ მომწეროო უნდა მიწერო, რომ გეტყვის წადიო არ უნდა წახვიდე. -მე რა გავაკეთო მითხარი? -მოიყვანე, უთხარი საქმე მაქვს ამოდიო. -ლუკა 18 წლის ბიჭი ხომ არ გგონია ნინი? ტიპმა რამდენი გითმინა, ყველას აქვს აქ ძაფი.-შუბლზე მიიდო თითი. -თუ გაწყდა ვსოო მერე. ვერ დააფასე ლუკას შენდამინ დამოკიდებულება, ხოდა ღვარე ეხლა ცრემლები. -თან ეფერებოდა, თან ტუქსავდა. -გავგიჟდები ცოტახანში. -სანდროს ყელში ჩარგო სახე. … -ბებოსთან მივდივარ! -გრძელი ღია ყავისფერი მანტო ჩაიცვა, წითელი კულულები მხრებზე დაიყარა, მწვანე კაშნი მოიხვია და სახლიდან გავარდა. დეკემბერი მთავრდებოდა, გარეთ საკმაოდ ციოდა და მარიამიც ჩქარი ნაბიჯებით მიიწევდა სახლისკენ. უცებ აირბინ ორი სართული, კართან მობუზული იდგა და ელოდებოდა როდის გაუღებდნენ კარს. -მოხვედი ბებო? -კარები ფართედ გამოუღო ქალმა. -შემოდი გაიყინე უკვე. -ჩაი გამიკეთე რა. -მისაღებში შევიდა და იქვე მჯდომ კაცებს მიესალმა. -როგორ ხარ მარიამ? -ოთარის დიდი ხნის ძმაკაცი უღიმოდა, შვილიშვილები ათაში ერთხელ ნახულობდნენ და მთელ სითბოს მარიამზე აფრქვევდა. -კარგად თქვენ? -არამიშავს. -რამხელა გაიზარდა ტო, სულ არ გავს ახლანდელ გოგოებს. -ჩემი გოგო ყველაზე კარგი მყავს. -შუბლზე აკოცა ოთარმა. მერე დაიწყეს ლაპარაკი ერთსქესიანებზე, ლიბერალებზე და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ რომ ერთი სტალინი სჭირდებოდა ქვეყანას რომ დაეხვრიტა “პიდა*ასტები”. ასე დაასრულა ლაპარაკი გიამ, მერე სტალინიდან პოლიტიკას გადასწვდნენ, ბიძინას აგინეს და გული მოიოხრეს. მარიამი კი ლალისთან იჯდა სამზარეულოში და მოფუსფუსე ქალს ართობდა, უკვე ბინდდებოდა იქიდან რომ წავიდა, სახლში ასვლას აპირებდა მაგრამ გადაიფიქრა. ეკრანზე გამოსახულმა ნომერმა გული აუჩქარა, ჯერ გაშტერებული უყურებდა ტელეფონს, მერე უპასუხა და სულ გადაავიწყდა დეკემბერიც, ყინვაც და ქუჩაში გაშეშებული დგომაც. -როგორ ხარ ჟღალო. -კარგად შენ? -საკაიფოდ… გცალია? -კი. -მისამართს მოგწერ და მოდი. -გელოდები. -ტუჩზე იკბინა. მალევე მიიღო შეყტობინება და ტაქსით მივიდა ერთ ერთ კაფეში. სკამზე იჯდა ბავშვთან ერთად და რაღაცეებს ელაპარაკებოდა. ბავშვის დანახვაზე ჯერ გაშეშდა, მერე წელში გაიმართა და მყარი ნაბიჯებით მიუახლოვდა მამა-შვილს. -მარიამიც მოსულა. -უცებ წამოდგა ფეხზე და გადაკოცნა. -თოკუშ ეს არის მარიამი, თქვი აბა. -მალიი? -წარბები ასწია. -ყოჩაღ მა. -ლოყაზე აკოცა. -დაჯექი. -შენი შვილია? -გაღიმებული უყურებდა ბავშვს. შეეგუა იმ აზრს რომ ალექსანდრეს შვილი ყავს და იმდენად აღარ სწყდებოდა გული. -ნუცამ არ გითხრა? -წარბაწეულმა შეხედა. -რა? -არაფერი, ხო ჩემი შვილია. -თვითონაც არ იცოდა რატომ არ უთხრა სიმართლე, ალბათ აინტერესებდა მარიამის დამოკიდებულება თოკას მიმართ. -მოდი ჩემთან. -ხელი გაიშვირა თოკასკენ. ისიც უცებ წამოხტა ჯაფარიძის კალთიდან და მარიამს ჩაუსკუპდა. -რა ლამაზი თვალები გაქვს შენ?! -ყავისფერ თმებზე გადაუსვა ხელი.-მამას გავხარ თვალებით? -ხო. -თავი დაუქნია გახარებულმა. სიცილით ახედა მათზე მიშტერებულ ალექსანდრეს. -სანდრო… -რაიყო? -უცებ მოეგო გონს. -წავიდეთ სადმე, თოკაც რომ გაერთოს და ჩვენც ვილაპრაკოთ. -კარგი. -თვალებში უყურებდა და ხვდებოდა რომ ბევრი ლაპარაკი მოუწევდა. კაფიდან გავიდნენ და ალექსანდრეს მანქანით ბავშვების გასართობ ცენტრში წავიდნენ. ბევრი წყვილი ტრიალებდა იქვე ბავშვებთან ერთად. -მალიამ… -თმებზე მოკიდა ხელი თოკამ. -რაიყო? -შენ მეთა აშე ი? -კარგად ვერ წარმოსთქვამდა სიტყვებს და ნაწყვეტ ნაწყვეტ ამბობდა თავის სათქმელს. -არ შემომიშვებენ პატარავ მე, ნახე იქ ბავშვები არიან და იმათ ეთამაშე, ჩვენ მერე ვითამაშოთ ცალკე კარგი? -ხო. -თავი დაუქნია, უცებ ჩამოხტა მარიამის სხეულიდან და ბაჯბაჯით წავიდა ბავშვებისკენ. -არადა დიდი სიამოვნებით ჩამოვსრიალდებოდი იმ გრძელი სასრიალოდან, ან აი იქ ბურთებიანი ბატუტი რომ არის იქ ვიხტუნავებდი. -ტუჩი გადმოაბრუნა. ალექსანდრემ უბრალოდ გაიცინა და საფეთქელზე აკოცა. -ცოლი გყავდა? -უეცრად ჰკითხა. -არა. -ისევ გაეცინა. -დედა ყაავს? -გარდაიცვალა. -გიყვარდა? -უკვე აწყლიანებული ჰქონდა თვალები. -არასდროს არავინ მყვარებია მარიამ. -აბა თორნიკე… -სხვა დროს ვილაპარაკოთ მაგაზე კარგი? -კარგი. -თავი ჩახარა, მერე ისევ თოკას შეხედა. -ალექსანდრე! -მკლავში წაავლი ხელი. -ჯანდაბა. -სიცილით წავიდა თორნიკესკენ, ვიღაც ბაიჭს სათამაშოს ურტყავდა და სანამ მშობლები შეამჩნევდნენ მანამდე აიტაცა ხელში. -რას აკეთებ ტო? არ შეიძლება ეგრე მა. -მე ლო მი ალს? -რაა? -წარბები ასწია. -მე რომ მიყვარსო. -ხელიდან გამოსტაცა ისევ ბავშვი. -რა გიყვარს მითხარი აბა? -ცემა. -სახე მარიამის ყელში ჩამალა. -მგონი დამერხა. -სიცილით გადაისვა თავზე ხელი ჯაფარიძემ. -არ შეიძლება ეგრე თოკა, შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ? ტყუილად არავინ არ უნდა სცემო, თუ ღირსია მარტო იმ შემთხვევაში. -მელე ეგ ი ო ეგ… -რატო იყო ღირსი? -სიცილს ვერ იკავებდა თორნიკეს ლაპარაკზე. ალექსანდრე კი გაშეშებული უყურებდა მარიამს. -დოდოს ცაალტ ა. -თავზე დაარტყა ხელი მარიამს. -უფ მაშინ კი ყოფილა ღირსი. -ხელი აიქნია და სიცილით აკოცა ლოყაზე. -გინდა კიდე თამაში? -ხოო. -მიდი მაშინ და აღარავინ სცემო კარგი? -ხო. -თავი დაუქნია და ისევ გაიქცა. -როგორ იგებ რას ამბობს? -თვალს ვერ აშორებდა ჟღალს. -არ ვიცი. -მხრების ჩეჩვით მიუახლოვდა და წელზე მოხვია ხელები. -მაინცდამაინც ბავშვების წინ უნდა მაკოცნინო? -არ გაბედო. -სიცილით მიაწება ტუჩები ლოყაზე. მერე ალექსანდრეს ყელში ჩარგო სახე და იქაც აკოცა. უცებ კბილები ჩაარსო და მაგრად უკბინა. -ჯანდაბა! -ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეღრიალა, ჩუმათ ამოიგმინა და მარიამის ვნებიან თვალებზე სულ გადაირია. -რა გინდა მარიამ? რატომ მაგიჟებ? არ გეცოდები? -პატარა ბავშვივით აბურტყუნდა. ისე ეხვეოდა მარიამს თითქოს სადმე გაექცეოდა, მის სურნელს ისრუტავდა, უნდოდა მთლიანად მისი გამხდარიყო, პირველად ჰკლავდა ასე ქალთან ყოფნის სურნელი. მაგრამ მარიამი მისთვის უბრალოდ ქალი არ იყო, ნელნელა ყველაფერს მარიამის ფერი ედებოდა და ყველაფერს ალამაზებდა. -გამარჯობათ. -ახალგაზრდა გოგო წამოადგა თავზე ორივეს. -გამარჯობა. -ის ლურჯთვალება ბიჭი თქვენია? -კი. -თავი დაუქნია გაღიმებულმა დეისაძემ და ალექსანდრემ მაშინვე მას დახედა. -ძალიან საყვარელია, ასეთი პატარაა და უკვე როგორ ტიკტიკებს. -მადლობა. -ერთი ხელი ალექსანდრეს წელზე ჰქონდა მოხვეული, თავი კი მკერდზე მიადო. -დავინახე წეღან როგორ ურტყავდა სათამაშოს ბავშვს. -სიცილით გააქნია თავი. -ჩემს გოგოს ჩაარტყა იმ ბიჭმა. -ჰო მითხრა. -ქერათმიან გოგოსთან მოთამაშე თორნიკეს გახედა. -წაყვანა მინდა, მაგრამ ისე ერთობა ვერ ვუშლი ხელს, პატარა ქაჯანაა და ბევრთან ვერ თამაშობს. -იყვნენ კიდევ ცოტახანი, ჩვენც ვაპირებთ მალევე წასვლას, დღეს არაფერი უჭამია, თან ძილის დროც უწევს უკვე. -როგორ არ უჭამია, შენი აზრით მშიერს დავტოვებდი ბაავშვს? -დაბღვერილი უყურებდა. -დილით? -სიცილს ძლივს იკავებდა ალექსანდრეს შემხედვარე. -სანამ მოხვიდოდი მანამდე. -თვალები აატრიალა. -ეგრე ნუ მიყურებ შენ, შესანიშნავად ვუვლი ჩემს ბიჭს. -მე მინდა რომ კიდე ვაჭამოთ სანდრო! -თუ შენ გშია და ბავშვს იმიზეზებ. -ალექსანდრე! -წარბები შეკრა მაშინვე. -კაი ვხუმრობ. -შუბლზე მიაწება ტუჩები. -მამა! -თორნიკეს ხმაზე სამივე იქით შეტრიალდა. ქერა თმიანი გოგოსთვის ხელი ჩაეკიდა და მასთან ერთად მობაჯბაჯებდა. -ნახე მასო. -ყველაფრით მე რატომ მემსგავსები შვილო. -თავი გააქნია სიცილით. -რა ლამაზი გოგო ხარ მაშო. -თავზე გადაუსვა ხელი მარიამმა. ბავშვიც გაირინდა და დედამისს მიეკრო. -მეც მინდა გოგო მარიამ. -გაღიმებულმა ჩაილაპარაკა, მარიამს კი სახე აელეწა. -რაა? -აქეთ იქით აფახურებდა თვალებს, ცდილობდა სახეზე არ აწითლებულიყო. -ხო რაიყო, არ გინდა პატარა და მა? -ხელში აიტაცა თორნიკე. -მიდა. -ტაში შემოკრა. -ალექსანდრე! -თვალები დაუბრიალა. ჯაფარიძე კი წარმოუდგენლად ერთობოდა მარიამის მიმიკებზე. -უნდა. -მხრები აიჩეჩა უდარდელად. -წავედით ჩვენ. -გაღიმებულმა შეათვალიერა წყვილი. -თქვენი სახელი? -სალი. -შეხვედრამდე. -ღიმილით ჩაილაპრაკა დეისაძემ. თოკამ თავი დაადო მხარზე მამას და ისე გააყოლა გოგოს თვალი. -არა მე რა შუში ვარ შენ თუ გოგო გინდა? -შენს გარდა შვილი არავისთან მეყოლება ჟღალო. -ხომ გყავს უკვე. -ეს შენამდე იყო. -თმები აუჩეჩა თორნიკეს. -წავიდეთ. -ხელიდან გამოგლიჯა თოკა. მკერდზე მიიხუტა და გარეთ გავარდა. -მალე გააღე კარები არ გაცივდეს. -როგორც მიბრძანებთ. -უკანა კარი გაუღო და თვითონ საჭესთან მოთავსდა. უცებ ჩასვა თავის სკამში ბავშვი, თვითონ წინ დაჯდა, ღვედი შეიკრა, თოკას შეხედა და მერე ალექსანდრეს გაბრწყინებულ თვალებს წააწყდა. -რა იყო? -ყოველ წამს მაოცებ. -მტევანზე აკოცა და მანქანა დაძრა. -სახლში მიგიყვანო? -ჰო. -მადლობა. -რისთვის? -დღევანდელისთვის. -თუ იმას გულისხმობ რომ თორნიკე იმ ქალთან ჩემს შვილად შევრაცხე, მაგაში სამადლობელი არაფერია, რატომ უნდა დამეწყო ვიღაც უცხოსთვის ახსნები. -მხრები აიჩეჩა უდარდელად. -თან უცებ შემაყვარა თავი, შენი თვალები აქვს და ისე მიყურებს უბრალოდ ვერ დავტოვებ მის გამოხედვას უგრძნობლად. -ანუ ჩემს თვალებსაც ვერ ტოვებ უგრძნობლად ქალბატონო? -კმაყოფილი სახით გადახედა. -ეგ ეხლა გაიგე? -ოჰ, როგორ გამითამამდი ჟღალო? თოკუნას დედის სტატუსმა თავდაჯერებულობა შეგმატა? -მალი ცემი დედაა? -ბავშვის ხმამ ორივე გონს მოიყვანა, ერთმანეს გადახედეს, ორივეს გული ამოხტომას ლამობდა. -ჯერ არა მა, ცოტახანში გახდება. -ხოო? -ხო მამი. -თვალს არ აშორებდა მარიამის დაჭყეტილ მწვანეებს. ხმა აღარ ამოუღიათ ისე მივიდნენ მარიამის კორპუსამდე. თორნიკეს უკვე ეძინა. -დროებით. -გაღიმებულმა გახედა. -ეგ არ მეყოფა, ისედაც მომენატრა უკვე შენი ტუჩები. -ხელი კეფაზე მოკიდა, თავისკენ მოქაჩა და ტუჩებზე დააცხრა. ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა, მოშორდა, ლოყაზე მიეფერა და შუბლზე აკოცა. -დროებით ჟღალო. -კიდევ ერთხელ დაეპატრონა მარიამის ტუჩებს, შემდეგ კი გაუშვა. სახლში შესულს აფთარივით გადაეღობა წინ რატი. -სად იყავი? -შენი საქმე არაა. -ალექსანდრეს მანქანაში რა გინდოდა? -წარბშეკრული მიჰყვებოდა ოთახისკენ. -რატი რა კითხვებია? -მიპასუხე! -შემთხვევით შევხვდი და სახლამდე მომიყვანა. -წყნარად ლაპარაკობდა, თან ტანზე იხდიდა ნელნელა. -შემთხვევით? -ჰო შემთხვევით, ბავშვთან ერთად იყო. -კარგი. -თავი დაუქნია. -ამის მერე ეცადე შემთხვევით აღარ შეხვდე ხოლმე. -რატი რა გინდა? რა გაწუხებს? -არ მინდა რომ სანდროსთან ურთიერთობა გქონდეს. -და როდის იყო შენი მინდა ჭრიდა ეგეთ საკითხებში? -რაა? მარიამ მითხარი რას მალავ! -არაფერს არ ვმალავ, ალექსანდრე ჩემთვის უბრალო გამვლელი არ არის და ისეთ რაღაცას ნუ მომთხოვ რასაც არ გავაკეთებ! თუ მომინდება ალექსანდრესთან კიარა გიასთან და ვაჟასთან მექნება ურთიერთობა! დაფიქრდი ცოტა და მიხვდები რომ გავიზარდე და ვერ მიადგები ყველას და ვერ გაუერთიანებ სიფათს ვისთანაც ურთიერთობას მოვინდომებ. -მე გითხარი, სანდროსგან თავი შორს დაიჭირე თორემ… -თორემ რა? რა მიპასუხე? სცეემ? გაებუტები? თუ მე გამებუტები? ნუ იქცევი ბავშვივით.-ხელი აიქნია მობეზრებულმა. -ხანდახან როგორ მაკვირვებ ხოლმე. -გოგო სანდრო ჩემი ძმაკაცია! შენ კიდე ჩემი და… -და ძმაკაცმა ძმაკაცის დას სხვანაირად არ უნდა შეხედოს? -დიახ. -სანდრო იქამდე გავიცანი სანამ გავიგებდი თქვენი ურთიერთობის შესახებ. -მარიამ მისმინე. -ახლოს მივიდა დასთან, სახეზე მოკიდა ხელები და თვალებში ჩახედა. -არ მინდა გული გეტკინოს, ასევე არ მინდა ჩემი ძმაკაცის ქალი იყო გესმის? -იცოდა რომ მარიამთან თბილი ლაპარაკი უფრო ჭრიდა ვიდრე მკაცრი. -შენი ძმაკაცის ქალი რას ქვია ვერ გავიგე? ისე უბრალოდ არავის ქალი არ გავხდები! უნდა იცოდე ეს! -ხელები მოაშორებინა სახიდან და კარადისკენ შებრუნდა. -შენი ნება რომ იყოს დამისვავდი სახლში მზითვში გამოყოლილ საგნად და მიყურებდი როგორ მომემატებოდა წლები. -თავისთვის ბურტყუნებდა, რატი კი დოინჯშემორტყმული უყურებდა ნახევრად შიშველ დას. -არასდროს მიფიქრია დაოჯახებაზე, მაგრამ შენც უნდა გაიაზრო ის რომ ერთხელ მეც შემიყვარდება ისე როგორც შენ გიყვარს ნუცა, მეც მექნება ოჯახი, მეყოლება ქმარი და შვილი, შენ კიდე უნდა შეეგუო იმ აზრს რომ შენ დასაც მიისაკუთრებს ვიღაც ისე, როგორც შენ გყავს მისაკუთრებული ნუცა. -მაინცდამაინც შვილიანი ქმარი გინდა? -გეყოფა! შენ არაფერი იცი ჩემი და ალექსანდრეს ურთიერთობის შესახებ! ნუ დაიბრმავებ თვალებს და მოდი აზრზე. -ხოდა ამიხსენი მარიამ! -არ შეიძლება უბრალოდ ადგე და გახვიდე ჩემი ოთახიდან? -როცა ვხედავ როგორ უჩნდება ჩემს დას ჩემი ძმაკაცის მიმართ გრძნობები, არა! არ შემიძლია გესმის?! -რა არ შეგიძლია? აქედან გასლა თუ ჩემი და სანდროს ყურება? -მარიამ ნერვებს ნუ მიშლი! მოდი აქ! დაჯექი და მითხარი ყველაფერი! -ხელი ჩაკიდა, ლოგინზე დასვა და თვითონაც ჩამოჯდა. -ყველაფერი? -ჰო. -გაკვირვებულმა გახედა, არ ეგონა ასე ადვილად თუ დათანხმდებოდა. არასდროს ულაპარაკია მსგავს თემაზე დასთან. -იცი როგორ ვარ? -დასჯილი ბავშვივით დაიწყო საუბარი, რატი გაშტერებული უყურებდა დის ასეთ ცვლილებას და არ იცოდა რა ეფიქრა ან ეგრძნო იმ დროს. -როგორ? -როცა ვხედავ, აი უბრალოდ ჩემს წინ რომ დგას და მიყურებს თავისი ლურჯი თვალებით, სხვა ყველა და ყველაფერი ქრება. როცა მის ლურჯებს ვუსწორებ თვალს, მათში ვიძირები. როგორცკი ოდნავ შემეხება და მის თითებს ჩემს კანზე ვიგრძნობ, ვქვავდები. ერთ ადგილს ვეყინები და ვეღარ ან აღარ ვინძრევი. რომ მეხუტება მინდება რომ აღარ გამიშვას და სულ მკლავებში ვყავდე მომწყვდეული. როდესაც შუბლზე ან ლოყაზე მკოცნის თავისი დიდი ტუჩებით იქ საერთოდ მეკეტება. მერე კი ყველა ის ადგილი მეწვის სადაც თითებით ან ტუჩებით შემეხო. რომ ვუყურებ ვგრძნობ ის არის ვისთან ყოფნაც მინდა, მდლომებია ან მომინდება. თითქოს მხოლოდ ჩემია და მე მისი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დრო გავა, მე უბრალოდ ვერ შევძლებ სხვისკენ გახედვას. იმდენად არის ჩემს ორგანიზმში მოდებული სენივით, მოშორება შეუძლებელია. ყველა ჩემს უჯრედს უყვარს და მის გარდა არავინ სურს. არ ვიცი ეს რა არის, სიყვარული თუ სხვა რამ, მაგრამ ვიცი რომ მის გარეშე ვეღარ ვისუნთქებ, თუ ალექსანდრე არ იქნება, თუ მის სურნელს და ტუჩების შეხებას ვეღარ ვიგრძნობ უბრალოდ მოვკვდები. -მარიამ… -გაოცებული უყურებდა დას, პირველად ხედავდა ასეთს. -არ მითხრა რომ ალექსანდრესთან ურთიერთობა გავწყვიტო, არ ვარ იმდენად ძლიერი რომ მის გარეშე გავძლო. წესით უნდა გესმოდეს ჩემი. -მოდი ჩემთან. -უცებ ჩაისვა კალთაში და ხელები მაგრად მოხვია. -ჯანდაბა მარიამ… ვეღარ გეწინააღმდეგები, ასე როგორ გადაგრია იმ ჩემი*ამ? ასე მცირე დროში. -სხვა არც არავინ მყვარებია, ალბათ მის გამოჩენას ველოდი, ალბათ იმ დღეს, როცა შევხვდებოდით. -ჯანდაბა რა გავაკეთო. -თავზე მიაწება ტუჩები. -ნუ იქნები ქაჯი, გადადე შენი პრინციპები შენი ერთადერთი დის გამო და მიეცი საშვალება იყოს ბედნიერი. -გაიღიმა და ყბილს ძვალზე მიაწება ტუჩები. -მარიამ რას მეუბნები საერთოდ ხვდები? -შენ ხომ მითხარი თუ ვინმე შეგიყვარდება მირჩევნია შენ თვითონ მითხრა ვიდრე სხვისგან გავიგოო, შენ თუ მეტყვი არ ჩავერები თქვენს ურთიერთობაშიო. -ეგ რვა წლის წინ გითხარი მარიამ. თან ჩემი ძმაკაცები არ მოგწონდა. -ნუ ჩაიხვევ ახლა რა. -თორნიკე გაიცანი? -რა საყვარელი ბავშვია გამაგიჟა, თან როგორ ლაპარაკობს. -გაეცინა ბავშვის გახსენებაზე. -ყველაზე მეტად მე ვუყვარვარ. -შენ? -ჰო, სულ ვეთამაშებოდი ხოლმე. -რატი… -რა? -ძმის შვილი მინდა მე. -ქვევიდან ახედა. -მეც მინდა შვილი, მაგრამ ქალბატონს არ უნდა აშკარად. -საიდან დაასკვენი? რით ვერ გაიცანი ნუცა ბოლომდე? არ იცი რომ შენთან ყოფნის გარდა არაფერი უნდა? შენ ხარ ვირი და აწვალებ გოგოს, წამოაცვი ბეჭედი თითზე, თქვენც დაისვენებთ და ჩვენც დაგვასვენებთ. როდემდე უნდა იხეტიალოთ ორივემ ცალცალკე. -ნუ მტუქსავ პატარა ბავშვივით. არ მინდა ჯერ ეს ცოლი და რა გავაკეთო ტო? ის უფრო მისწორდება რომ ვაწვალებ ხოლმე. -ბიჭოო! -თავში წამორტყა ხელი. -ისე მაინც გამიკეთეთ ძმიშვილი. -ხომ იცი რომ სანამ ქორწილი არ მექნება ნუცას არ მივეკარები. -რა გაწუხებ სინამდვილეში რატი? -მეშინია. -ამოიოხრა და ნიკაპი თაზე დაადო. -რისი? -მეშინია რომ თუ იმას მივიღებ რაც ამდენი ხანია მინდა, ინტერესს დავკარგავ, მეშინია ქორწილის მერე არ გაქრეს ის ყველაფერი რასაც ახლა ვგრძნობ და რაც მაქვს. კიდევ იმის მეშინია რომ ვუღალატებ და გულს ვატკენ, ყველაზე მეტად კი ეგ არ მინდა. იმისიც მეშინია რომ ვერ ვიქნები კარგი ქმარი და მამა. -რატი.. ამდენი წელია გიყურებთ, ამდენი წლის მანძილზე უფროდაუფრო გიყვარდებოდა ნუცა, იცი ხანდახან მშურდა ნუცასი, მასთან ისეთი იყავი როგორიც ხარ. აქამდე ელოდებოდი როდის დაამთავრებდა სწავლად და ახლა რაღას ელოდები? წლებს კარგავ რატი და ვერ ხვდები. -კარგი, ძმიშვილზე ვიმუშავებ, მაგრამ გთხოვ მარიამ, შვილზე ჯერ არ იფიქრო. -ხმა ჩაუწყდა რატის. მიხვდა რაზეც გაამახვილა ყურადღება თავის ძმამ, მიხვდა რამხელა ადგილი ეჭირა რატის ცხოვრებაში, იმასაც ხედავდა როგორ უჭირდა ყველაფრის გააზრება. ჯერ ჩუმად იჯდა მერე კი სიცილი აუტყდა. -რა გაცინებს მარიამ? სერიოზულად გეუბნები. -თქმა არ მჭირდება რატიი, ადექი ეხლა და გაბრძანდი შენს ოთახში. -ძმის ფეხებიდან წამოხტა და რატიც წამოაგდო. -ძალიან ნუ გამითამამდები მარიამ, რომ არ ვჩხუბობ და არ ვიგინები იმას არ ნიშნავს რომ შენი და სანდროს ურთიერთობის მომხრე ვარ. -უკვე კარებთან იყო მისული უკან რომ შებრუნდა. -არ მჭირდება მომხრეები. -ნუ გამაბრაზებ, ნუ დამაკ*დებინებ შენს გრძნობებს. -ძილინებისა. -გაუღიმა და საბანში შეძვრა. … რამოდენიმე კვირა იყო მას შემდეგ გასული რაც წყვილი მთაში განმარტოვდნენ. ერთმანეთით ტკბებოდნენ და უაზროდ დაკარგულ დროს ინაზღაურებდნენ. დილით გაღვიძებულს საყვარელი კაცის დანახვისას ჩაეღიმა, ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია მძინარე რეზის ყოველ დილით ხილვას. ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა, მერე კი ფეხზე წამოდგა. უკვე კარებთან იდგა რეზის დაბოხებული ხმა რომ გაიგო. -სად გარბიხარ? -ბალიშს მოხვია ორივე ხელი და ცალი თვალით შეხედა. -ყავას გაგიკეთებ და მერე გარეთ გავიდეთ. -მოდი რა თათ… -ხელი დაუქნია გაღიმებულმა. -არა! შენ ხომ დამპირდი რომ თოვლში გამიყვანდი? -მოდი თორემ მე მოვალ! -მაშინვე აუთამაშდნენ თვალებში ჭინკები. -რეზი კარგი რაა, კვირებია უკვე… -ლაპარაკი არ დააცადა ისე დააცხრა ტუჩებზე, კარები მიხურა და ზურგით ააკრა. -რეზი.. -ვერ ვძღები შენით რა ჩემი ბრალია? -თავისი მაიკა გახადა და მკერდზე მიაწება ტუჩები, -ჯანდაბა რეზი! -თმებზე მოუჭირა თითები, ფეხები წელზე შემოხვია და საშვალება მისცა ისევ დაპატრონებოდა მის სხეულს… -ჯანდაბა… -ამოიგმინა და უკანალზე ძლიერად ჩაფრენილი თითები ოდნავ მოადუნა. მალევე მოწესრიგდნენ და გარეთ გასასვლელად ჩაიფუთნენ. მთაში უკვე კარგად იდო თოვლი, ზოგ ადგილებში მუხლებამდეც წვდებოდათ. მანამდე მთელ დღეებს სახლში ატარებდნენ, მართალია ერთმანეთს აქამდეც კარგად იცნობდნენ მაგრამ ამ დროში უფრო მეტი რამ გაიგეს ერთმანეთზე, უფრო მეტი გრძნობა გამოხატეს და უფრო მეტად შეიყვარეს. -რეზი თოვლის პაპა გავაკეთოთ რა?! -თოვლის კაცი? -სიცილით შეკრა გუნდა და გათეთრებული მთები მოათვალიერა. -რა მნიშვნელობა აქვს? -ჩაიცინა და სახეში გაუქანა გუნდა. -უი, არ მინდოდა. -თვალები აუფახურა, გამოქანებული რეზის დანახვისას კისკისით გაიქცა, თან კიოდა როცა გუნდა ხვდებოდა ხელზე ან ფეხე. მაინც დაიჭირა მაისურაძემ და მთლიანად თოვლში ჩამალა. მერე გაყინული სახიდან თოვლი მოაშორა და ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა. -ჩემი პატარა. -ცხვირზე უკბინა, უცებ წამოდგა და თათაც წამოაყენა. -გავაკეთოთ თოვლის პაპა. -კიდევ ერთხელ აკოცა ტუჩებზე. -რეზი… -რაიყო? -უკვე შეკრულ გუნდას ნელნელა ადიდებდა. -ჩვენებს დავურეკოთ და ამოვიდნენ, ტყუილად იყინებიან იქ, აქ კიდე თოვლი მაინც არის. -დავურეკოთ. -გაღიმებულმა შეხედა. -მართლა? -ჰო ოღონდ ჯერ ეს კაცი ავაწყოთ, მიდი შენ შედარებით პატარა გუნდა გააკეთე… მოერევი? -ამ დღეებში მგონი ძალები მომემატა, შესაბამისად გუნდასაც გავაკეთებ. -ქვედა ტუჩზე იკბინა, რეზის ჯერ თვალები გაუშტერდა, მერე მიატოვა თავის საქმე და თათას ტუჩებს ეცა. -მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. -ლოყაზე აკოვა და მაშინვე მოშორდა. -მიდი მიხედე მაგას. -გამომწვევად უღიმოდა და სულ გადაჰყავდა კაცი ჭკუიდან. ბოლოს ორივე გაღინულები შეჰყურებდნენ თავის ნამუშევარს. -სტაფილოს გამოვიტა! -სახლში შევარდა, იქიდან კი სტაფილოებით ხელში დაბრუნდა. -მაგდენი რად გინდა პატარავ, ერთი ცხვირი უნდა გავუკეთოთ. -შენ ხელები გაუკეთე მიდი. -ერთი სტაფილო პირში გაიქანა, მეორე კი თოვლის კაცს დაარჭო. ხელი გადახვია რეზიმ და აივნის წინ მდგომ თოვლის კაცს შეხედა. -აუ რა მაგარია რეზი! -ტაში შემოკრა. -აუ ხელები გამეყინა, აუ სახეც და მეწვის უკვე. ნახე თმებში სულ თოვლი მაქვს. -სიცილით შეხედა თმებზე მიწებებულ თოვლს. -შევიდეთ და მერე დავურეკოთ იმათ. -ტუჩებზე აკოცა და შიგნით შეიყვანა. -ნახე როგორ გამიწითლდა… -ორივე ხელი წინ გაუწია, რეზიმ კი მტევნებზე აკოცა და აბაზანაში შეაგდო. -შედი, მე ტანსაცმელს შევყრი მანქანაში. -ელოდებოდა როდის გაიხდიდა თათა, ჯერ მისი შიშველი სხეული აათვალიერა, მერე ტანსაცმელი აკრიფა და თავისებთან ერთად სარეცხის მანქანაში შეყარა. უკვე დარეგულირებული ჰქონდა ტემპერატურა თათას ფარდა რომ გასწია რეზიმ და ისე ჩამოუდგა წინ გოგოს თითქოს იქ არც იყო. წელზე მოხვია გაყინული ხელები, თავისკენ მიიზიდა, თათასაც მაშინვე დაბურძგლა და თვალებზე ბინდი გადაეკრა. ვერ ძღებოდა თათათი, სანამ დრო ჰქონდა მთლიანად შეიგრძნობდა. იცოდა თბილისში დაბრუნების შემდეგ ამდენ დროს ვეღარ გაატარებდა თავის საქმეების გადამკიდე და მაქსიმალურად ცდილობდა ყველა წამი გაელამაზებინა საყვარელი ქალისთვის. ბოლოს ოხშივარს შერეული დანამული კანი და გახშირებული სუნთქვის ხმები იყო გამეფებულიყო აბაზანაში. ტანზე შემოახვია პირსაწმენდი თათას, თვითონ წელზე დაიმაგრა და სარკის წინ ჩამოდგა. -გაგიშრო თმა? -სიცილით ჰკითხა როცა თათას აკანკალებული ხელი დაინახა. -კი რა. -სარკიდან შეხედა გაღიმებულმა. -ნუ დამცინი იდიოტო! -არ დაგცინი პატარავ, გეხმარები უბრალოდ. -ყელში აკოცა და თმის შრობა განაგრძო. -ვეღარ დავივარცხნი რეზი! -ახარხარებულ მაისურძეს ვერ აჩერებდა, რომელსაც თავის თმა ჩიტის ბუდეს დაემსგავსებინა. -მომეცი რაა მე გავიშრობ. -კაი კაი მოიც. -ხელით ვარცხნიდა თან უშრობდა, სიცილს კი მაინც ვერ იკავებდა. -გაშრა მგონი, ეყოფა რა. -მადლობა. -ტუჩებზე აკოცა და საზინებელში გავიდა. -დავურეკოთ ხო? -რატის დაურეკე. -თმის მშრალებით შეყვა შიგნით, მერე უცებ მოიშორა წელზე შემოხვეული პირსაწმენდი და თათაც დამუნჯდა, ნერწყვი ხმურით გადაყლაპა და ტელეფონი ხელში გაუშეშდა. -არ დაიხრჩო პატარავ. -ქვედა ტუჩზე იკბინა, თან თვალი ჩაუკრა და საცვალი ამოიცვა. -იდიოტი. -სიცილით გააქნია თავი. მალევე მოწესრიგდნენ და დაბლა ჩავიდნენ. თათა საჭმლის კეთებაში იყო გართული, რეზი კი რატის ელაპარაკებოდა. -ცოცხლები ხართ? -ფხუკუნს ვერ წყვეტდა დეისაძე. -ჩამოხვალთ თუ არა? -კიი ტო აბა რას ვიზავთ, ავყრი გოგოებს ცოტახანში, ბიჭო პროსტა ეკუნა არ ვიცი რას იზავს. -რაპონტში? -ჩვენი გიჟი გოგო ერთმა როჟამ მოსვა. რომ ჩამოვალ მოგიყვები. -კაი. -გაუთიჩა თუარა მაშინვე მისაღებში გავრდა რატი. -აბარგდით რეზისთან მივდივართ. -რაა? -თვალები ჭყიტა მარიამმა. -მარიამ, ადექი ჩაიცვი, ჩაალაგე ჩანთა და მივდივართთქო, ერთი კვირა გაძელი ჯაფარიძის გარეშე. -დაბღვერილმა ჩაილაპარაკა და ნუცა თავის ოთახში შეიყვანა. -რანაირად ელაპარაკები? -შენ ნუ ერევი, მაკოცე რომ დავმშვიდდე. -უხეშად მაგრამ მაინც მთელი ვნებით უკოცნიდა ტუჩებს, მერე მოშორდა და მაგრად მოეხვია. -რატი ლაპარაკი გინდა? -თმებში შეუცურა თითები და ყელში აკოცა. -სხვა დროს. -უცებ მოშორდა, ზურგჩანთა გამოიღო კარადიდან და ტანსაცმლის ჩალაგებას შეუდგა. -შენ დაქალს მიეხმარე, მერე გაგიყვნთ შენ და ეკუნას და აიღებთ თქვენს ნივთებს. -კარგი. -წარბშეკრული გავიდა ოთახიდან. მარიამის საძინებელში იყვნენ, ჩანთას ალაგებდნენ თან საუბრობდნენ. უფრო სწორედ მარიამი ალაგებდა, ეკუნა ლაპარაკობდა, ნუცა კი ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს. -მიყვარს! -უცებ თქვა ეკუნამ. -მივხვდით მაგას უკვე ეკუ. -სიცილით გააქნია თავი ნუცამ. -ჯანდაბა, ჭკუიდან გადავყავარ, რომ მეხება რა მემართება იცით? -ვიცით. -გაღიმებულმა ახედა მარიამმა. -ალექსანდრე სანდროს არ უნდა მიწერო? -მივწერ მერე. საღამოს უკვე ყველა რატის მანქანაში ისხდნენ და რეზის სახლისკენ მიემართებოდნენ. მარიამი მაინც ჯაფარიძეზე ფიქრობდა, წინა დღეს იხსნებდა და უნებურად ეღიმებოდა. მანამდეც გასულა კვირები ისე რომ ალექსანდრე არ ენახა, მაგრამ იმ დროს სულ სხვანაირი გრძნობა ჰქონდა, სხვანაირად ენატრებოდა. ისეთ დროს მიდიოდნენ რომ ახალი წლის შეხვედრა მთის სახლში უწევდათ, მარიამი კი იმას დარდობდა როგორ გაიწელებოდა ეს ერთი კვირა, კიდევ რამდენ წუთს, საათს და დღეს გაატარებდა ალექსანდრეს გარეშე, რომელიც მთელ სხეულში იყო მოდებული და მის გარეშე სუნთქვის საშვალებას არ აძლევდა. ღამით დაადგნენ წყვილს თავზე, ისე გაუხარდა თათას მეგობრების დანახვა სიხარულისგან დაფრინავდა. -როგორ მომენატრეთ! -სათითაოდ ჩაკოცნა ყველა. -როგორ გალამაზებულხარ გოგო? მოგიხდა რეზიკო? -წელზე მოხვა ხელები მათემ და ჰაერში დაატრიალა. -ოო კარგი ეხლა რა, ნუ დაიწყებთ ჩემს აწითლებას. -ლოყაზე აკოცა ბიჭს, მერე კი ისევ რეზის ამოუდგა გვერძე. -რა კარგად გამოიყურებით ერთად ე? ბრწყინავთ ბო*ისშვილივიყო. -წარბები ასწია მათემ. მერე დანარჩენებს გადახედა. -ნუ ეს სიყვარული როგორ აშტერებს რა, მარა ვაღიარებ ალამაზებს. -სიცილით მოხვია ხელი მარიამს და შუბლზე აკოცა. -ხვალ ვიგუნდაოთ ხო? -ტაში შემოკრა ეკუნამ. -ჩემი თოვლის პაპა ვერ დაინახეთ? -თოვლის კაცი? კიი დავინახეთ და მოგვეწონა. -სიცილით თქვა რატიმ. -ჩაის გავაკეთებ. -სამზარეულოში წავიდა და გოგოებს ანიშნა უკან გამომყევითო. … სახლში იჯდა მოწყენილი და კინოს უყურებდა. ცრემლებს აფრქვევდა, ბავშვი კი გაკვირვებული უყურებდა. სათამაშოებს თავი დაანება, ნინისკენ წაბაჯბაჯდა და მის კალთაზე აბობღდა. თორნიკეს სახის დანახვისას უცებ შეიმშრალა ცრემლები, ხმას არ იღებდა, თოკაც ლოყაზე ეფერებოდა პატარა ხელებით. მერე სახე მკერდზე მიადო და ჩაეხუტა. გაოცებული იყო ნინი, შემდეგ თვითონ ჩაიკრა ბავშვი გულში, ცოტახანი ასე ისხდნენ, მერე კარების ხმა გაიგეს და მალევე გამოჩნდა ნაცნობი სილუეტიც. თვალები დაუმრგვალდა ლუკას დანახვისას, უყურებდა საყვარელ კაცს, უფროდაუფრო გრძნობდა მონატრებას. იმის მაგივრად რომ მისულიყო და მთელი ძალით მოხვეოდა, თვალი აარიდა და ისევ ტელევიზორს შეხედა. -თოკა უნდა წავიყვანო. -ისევ ისეთი გამყინავი ხმით ჩაილაპარაკა როგორიც ბოლოს ჰქონდა. ტანში დაუარა ჟრუანტელმა ლუკას ხმის გაგებისას. ასეთი ხმაც კი ენატრებოდა. -სად? -შენი საქმე არაა, ჩააცვი ან მე ჩავაცმევ. -მოვალთ ეხლავე. -სწრაფად წამოხტა სავარძლიდან და ოთახისკენ წავიდა. ცრემლები სცვიოდა და ისე აცმევდა თოკას. -იდიოტი, ღმერთო როგორ მომენატრა. -ცრემლები შეიმშრალა. ბავშვი ხელში აიტაცა და მისაღებში გავიდა. -რატომ ტირი? -მაინც ვერ გაუძლო, მაინც კითხა ხმაში შეპარული სითბოთი. ვერ იტანდა ნინის ცრემლებს, რაც ყველაზე მეტად აგიჟებდა და სულს უხუთავდა მისი ცრემლები იყო. -კინოს ვუყურებდი და… -ბავშვი მიუყვანა, სულ წამით შეეხნენ ერთმანეთის ხელებს და იმხელა მუხტის დარტყმა განიცადეს ორივე ერთმანეთს მიაშტერდა. თვალი მოაშორა ლუკამ, ვერ უძლებდა ნინის აწყლლიანებული თვალების ყურებას, რისგანაც არ უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ერთი ის დანამდვილებით იცოდა რომ თვითონ აღარ გადაგავდა მისკენ პირველა ნაბიჯს, ნინის ელოდებოდა, კარისკენ შეტრიალდა და ბოლო წუთამდე ელოდა მისგან რამის თქმას. უკვე კარები გამოაღო და გასვლა დააპირა როცა ნინის წკრიალა ხმამ საკუთარი სახელი წარმოთქვა. -რა? -უცებ მიტრიალდა უკან. -შენ მოიყვან თუ რატი? -თვალები დახარა. -რატი. -იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა და კარები გაიხურა. ნინი კი სავარძელში ჩაეშვა, ამჯერად კი ლუკას მონატრებისგან და თავისი სულელური საქციელისგან ატირდა. მაინც როგორი ჯიუტი იყო, მაინც როგორ უყვარდა და თავისი სიჯიუტის გამო არაფრის დიდებით არ დგავდა ნაბიჯს ლუკასკენ. არადა იცოდა, იცოდა თუ ამ ერთხელ დათმობდა თავის სიჯიუტეს და პრინციპებს, მთლიანად ლუკასი გახდებოდა, თვითონ მოიქცევდა კლანჭებში ლუკას და აღარასდროს გაუშვებდა. ნეტავ დაქალი ჰყოლოდა გვერდით, დაქალი რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა და ყველაფერს ეუბნეოდა. ნეტავ ისევ ცოცხალი ყოფილიყო ანა, როგორ აკლდა თავისი გიჟი ქცევებით რომლებსაც ილომაც ვერაფერი დააკლო. როგორ უჭირდა ზოგჯერ მისი არ ყოფნა, როგორ ჭირდებოდა მისი დარიგებები რომლებსაც დიდად არ უგდებდა ყურს. ვინმე რომ ჰყოლოდა, ვინმე ვინც დაეხმარებოდა მარტობის გადალახვაში, იქნებ მიეცა კიდეც საკუთარი თავისთვის შანსი. … ბუხრის წინ ისხდნენ ყველანი, ძველ ამბებს იხსენებდნენ და ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ. ნუცა რატის კალთაში იყო მოთავსებული, თათა კი რეზის ფეხებზე და თითებს რეზის თმაში დაათამაშებდა. ერთი საათი იყო ახალწლამდე დარჩენილი, ისინი კი ძველებურად ერთად ხვდებოდნენ პირველ იანვარს. გარეთ ძალიან ციოდა, იმ დროს არც არავინ იყო მთაში, იქაურებიც კი დაბას აფარებდნენ თავს დიდთოვლობის გამო. მხოლოდ აქაიქ ენთო სინათლე, მხოლოდ იმ სახლებში სადაც სხვებთან შედარებით კომფორტი ჰქონდათ შექმნილი და საერთოდ არ აწუხებდათ სიცივე ან თოვლი. -დედას დავურეკავ. -ფეხზე წამოხტა მარიამი და ზუსტად იმ დროს დარეკა ქალბატონმა ელისაბედმა. -ეხლა უნდა დამერეკა შენთვის დე. -რას შვრებით ბავშვებო? კარგად ხართ? -კი კარგად ვართ, ბუხართან ვზივართ და ვლაპარაკობთ. -რამ გაგაგიჟათ, ამ სიცივეში მანდ როგორ რჩებით? დიდი თოვლია როგორც ვიცი და როგორ დაბრუნდებით? -კარგი რა დე, ყველაფერზე ნუ ნერვიულობ, ჩამოვალთ ამ დღეებში. -მალე ჩამოდით, მომენატრეთ უკვე. -ჩვენც, ჩემს მაგივრად აკოცე მამას... და კიდე გილოცავ დამდეგს დედიი! -მეც ჩემო პატარა! ამ წელს მაინც მაღირსოს შენმა ძმამ შვილიშვილი უთხარი! -კარგი დე, მიმიხედე გიორგის. -გაუთიშა და ძმას გახედა. -ელისაბედმა შვილიშვილი მინდა ამ წელსო! -ხომ ხედავ ნუცი რამდენი ოცნებობს ჩვენს შვილზე, ხოარ ჩავსახოთ ჰა? -ლოყაზე აკოცა გოგოს და სულ ააწითლა. -მე რას მეკითხები, შენ თუ არაფერი გააკეთე ჰაერში კიარ დავორსულდები. -თვალები აატრიალა და ყველას სიცილი აუტყდა, რატი კი წარბაწეული, შეპარული ღიმილით უყურებდა. -ეს ნახეთ რა, აღარ გრცხვენია ჩემი და გამითამამდი? -იმდენჯერ მეხუმრე მაგ თემაზე და ამიწითლე ლოყევი, მივეჩვიე ძვირფასო, პასუხები თავისით მოდის. -ტუჩებზე აკოცა, მერე კი უცებ წამოხტა რატის კალთიდან. -მოვალ ეხლავე. -სად მიდიხარ? -უკან აედევნა დეისაძე. -ეს რა არის ვერგავიგე, ჯერ მაგიჟებ და მერე მტოვებ? -მე არ გაგიჟებ საყვარელო, შენ გიჟები უკვე ისე გინდივარ, მაგრამ შენს იდიოტურ პრინციპებს მაინც არ ღალატობ. -თვალი ჩაუკრა და აბაზანაში შევიდა. -ამას უყურეთ ერთი, გამიღე კარები! -დამაცადო იქნებ. -გამიღე_მეთქი! -წარბშეკრული იდგა, მაშინვე გაუღო, რატიც შიგნით შეხტა, კარი მიკეტა და ზედ კარებზე ააკრა ნუცა. -რაო რას ამბობდი? -მომშორდი ახლა, მშვენივრად გაიგე რაც ვთქვი. -მშვიდად საუბრობდა, რატის კი უფრო და უფრო აგიჟებდა. შინაგანად იწვოდა, როგორც ყოველთვის ნელნელა ფერფლავდა რატის შეხება. -ესეიგი მე მინდიხარ ხო? -ერთი ხელი მაიკის შიგნით შეუცურა, ლიფი გაუხნსა და თითები მკერდძე მოუჭირა, თან ყელში უტოვებდა სველ, გასაგიჟებელ კოცნებს. -ჰო… -ხმა ჩაეხლიჩა და ნერწყვი ძლივს გადააგორა. მაინც არ ნებდებოდა რობაქიძე, თვითონ პრესზე ააყოლა თითები, მერე საცვლის ზოლზე გადაატარა და ყურის ბიბილოზე მოსდო კბილები. -ჯანდაბა! -ამოიოხრა და უკანალზე წაავლო ხელი, იმდენად ძლიერად მოუჭირა ხმა ვეღარ გააკონტროლა ნუცამ და კვნესა წასკდა პირიდან, მერე კი ყელზე ჩაავლო კბილები. ხელებს არ აჩერებდა, ხან რატის წელზე დააცურებდა, ხან ზურგზე, ხანაც პრესზე. -გაჩერდი ნუცა. -იმდენად დაბოხებული ჰქონდა ხმა გააჟრჟოლა გოგოს. -ნუცა ვეღარ გავჩერდები იცოდე… ნუცა… -ვის ანაღვლებდა რატის სიტყვები? სრულიად დარწმუნებული იყო ნუცა მის გრძნობებში. რატი კი თავს ვეღარ იკავებდა, ისედაც ერთ თვეზე მეტი იყო გასული ბოლო სიამოვნების მიღების შემდეგ, ახლა კი ის ქალი რომელიც ყველა სიყვარულზე მეტად უყვარდა, თავს აკარგვინებდა, ყველა მოთმინების უნარს უქვეითებდა, არ აძლევდა საშვალებას გონს მოსულიყო და ყველა გრძნობას თუ ჰორმონის მოზღვავებას აორმაგებდა. ბინდგადაკრული თვალებით უკვე ვეღარაფერს ხედავდა, თვალებს ახამხამებდა რომ მისი სახე გაერჩია, მაგრამ მონატრებული ალერსი და საყვარელი ქალის დაპატრონების სურვილი გამოფხიზლების საშვალებას არ აძლევდა. -ჯანდაბა! გახდები ჩემი ცოლი ნუცა? -ყბის ძვალზე მიაწება ტუჩები. -ჯანდაბა მითხარი კი ან არა თორემ გავგიჟდები! -წელზე შემოისვა და კარს მთელი ძალით მიანარცხა. -კი! -თმაში შეუცურა თითები, ძლიერად მოქაჩა და ტუცებზე დააცხრა. ისე სწრაფად გააღო კარი და ისე სწრაფად შევიდა თავის საძინებელში ვერც გაიაზრა. ისევ წელზე ყავდა შემოსმული, კედელს ააკრა ზურგით, მაიკა გადააძრო ნუცას, უკვე გახსნილი ლიფი თავისუფლად მოაშორა და ტუჩები მკერდზე მიაწება. თვალებმინაბულმა თავი კედელს მიადო, მერე რატის მაისურს ჩაებღაუჭა, წინააღმდეგობა არ გაუწევია ისე მოიშორა მაიკა, უცებ შეტრიალდა და საწოლზე დააგდო, ქამარი გაიხსნა და იქ მიხვდა ნუცა რომ სამუდამოდ მისი ხდებოდა. არაფერი ანაღვლებდა იმ წამს, მხოლოდ რატისთან ყოფნა სურდა, მხოლოდ ის სჭირდებოდა, სხვა არავინ. მაშინ გაახსენდა მარიამის ნათქვამი “დაიჭირე წამი”, მიხვდა რას გულისხმობდა თავის დიდ დიალოგში, რომლისთვისაც წესიერად არ მოუსმენია, იმ წამს კი გაახსენდა ყველა ის სიტყვა რომელიც მარიამმა წარმოთქვა… იმ ღამით გახდა რატი დეისაძის ქალი, იმ ღამით შეიგრძნო რეალური სიამოვნება კაცისგან რომელიც არაამქვეყნიურად უყვარდა, იმ კაცის ქალი გახდა, პირველივე დანახვისას, პირველივე შეხებისას რომ შეუძვრა ორგანიზმში, პირველი გამოხედვისას რომ დაატყვევა. პირველად რომ თქვა ჩემი გოგოა-ო მაშინ გახდა სულით და გულით რატისი. აი იმ ღამეს, როდესაც ნუცას ყურთან დაიჩურჩულა, “ჩემი ბედნიერება, ჩემი ერთადერთი სიყვარული და ჩემი, მხოლოდ ჩემი ქალი ხარ”-ო, მაშინ საბოლოოდ გახდა დეისაძის ქალი… -რა გინდა მარიამ მეტი? ერთი ოცნება ხომ აგიხდა, ცოტახანში მამიდა გახდები.-გაუჩერებლად ფხუკუნებდა მათე. -მაინც გადაუბრუნა ტვინი ჩემმა გოგომ იმ შეუგნებელ არსებას. -კმაყოფილმა ჩაილაპარაკა დეისაძემ. -კოტე მირეკავს. -გახარებულმა თქვა ეკუნამ და ფეხზე წამოხტა. -გისმენ. -როგორ ხარ ტკბილო… -კოტეს ხმის გაგებისას მაშინვე თვალები მინაბა. -კოტე… -რაიყო ტკბილო? -სავარძელში იჯდა და განათებულ ქალაქს უყურებდა. -რას აკეთებ? -შენს ადგილზე ვზივარ, თბილისის ხედით ვტკბები და ველოდები ახალ წელს. -მონატრება ერეოდა კოტეს ხმას, ეკუნა კი უკვე ტირილის ზღვარზე იყო. -იცი რა ლამაზად ჩანს აქედან განათებული ცა? -ულამაზესი იქნება. ბიჭებთან რატომ არ ხარ? -აქ არიან თვითონ… -ცოტახნით გაჩუმდა, მერე კი ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა. -თითქოს შენც აქ ხარ. -ამიღწერე, მითხარი… -შენს სავარძელში ზიხარ, შავი მოკლე კაბა გაცვია, მე გეჩხუბები უფრო მოკლე ვერ ჩაიცვითქო? -ორივეს ჩაეცინა, ის დღე გაახსენდათ ეკუნა რომ გამოეცხადა მოკლე გაშლილი ქვედაბოლოთი და სულ გადარია კოტე. -მერე? -შენ მოდიხარ და მკოცნი, მეუბნები “მხოლოდ შენთვის ჩემო ბრძანებელო”-ო, მერე ფანჯრებთან მიდიხარ, ზევიდან დაჰყურებ თბილის, როგორც იცი ხოლმე ისე, უკნიდან გეხუტები და გეუბნები რომ მიყვარხარ, შენ ჩემსკენ ტრიალდები შენი სასწაული ღიმილით და გემრიელ ბაგეებს მაკრობ ტუჩებზე. შენ რომ იცი ისე გასაგიჟებლად მკოცნი, ტვინს მირევ, დაუკითხავად ძვრები ჩემს გონებაში, გულში და მთლიან ადგილს იკავებ, ისე რომ შენს გარდა იქ ვეღარავინ დაეტიოს… -კოტე… -ცრემლები სცვიოდა, მერე შეამჩნია რომ არ სუნთქავდა, ერთ ადგილას გაშეშებული იდგა და იაზრება რომ საყვარელმა კაცმა იმ წუთებში სიყვარული აუხსნა. -მომენატრე ტკბილო… -ამოიოხრა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. -დამელოდე, დაგირეკავ. -ტელეფონი გაუთიჩა და აცრემლიანებული შევარდა მისაღებში.-მანქანის გასაღები მომეცით! -სად მიდიხარ? -გაკვირვებულმა შეხედა მათემ. -ჩემს კაცთან მივდივარ! უნდა ვუთხრა რომ მიყვარს! -მოიცადე გოგო, ხვალე წადი ეხლა სად... -შჩჩ… -ტუჩებზე მიიფარა თითი, მანქანის გასაღებს ხელი დასტაცა და კარებისკენ გაექანა. უცებ გაჩერდა და მარიამისკენ შეტრიალდა. -დაიჭირე წამი! მიყვარხარ მარიამ. -ფრთხილად იარე! -ამის თქმაღა მოასწრო დეისაძე, აკისკისებულმა ტელეფონს დაავლო ხელი და ალექსანდრეს გადაურეკა. -მარიამ… -ჯაფარიძის ხმის გაგებისას სასიამოვნოდ გასცრა. -გილოცავ! -ჯერ ადრეა ჟღალო. -მერე რა! -მეც გილოცავ მაშინ… -ალექსანდრე მე… -შჩჩ… არაფერი თქვა, ახლა არა… იცი რა ქენი? -საუბარი გააწყვეტინა. -რა? -ფანჯარასთან მიდი… -რატომ? -მიდი_მეთქი. -თვითონაც ეცინებოდა. -მიხვედი? -ჰო. -ვარსკვლავები ჩაანს? -არა სანდრო, მოღრუბლულია რანაირა გამოჩ… კიი ჩაანს სანდრო! -გახარებულმა წამოიყვირა. -ჩემი პატარა. -ეცინებოდა მარიამის შეცხადებაზე. -მაგ ვარსკვლავს უყურე და წარმოიდგინე რომ შენთან ვარ. -ვერ… -თვალები დახუჭე… დახუჭე? -ჰო. -მოდუნდი, წარმოიდგინე რომ ახლა გეხები… ჩემსკენ გიზიდავ და ზევიდან გიყურებ. -სანდრო… -ხმა ჩაუწყდა. -შჩჩ.. ახლა ყელში გკოცნი, ხელებს კისერზე მხვევ და ტანზე მეკვრი. ტუჩებზე გკოცნი, შენც მყვები და თითებს ჩემს თავზე დაატარებ. -ნელა, ვნებიანად ესაუბრებოდა, ისე თითქოს მართლა ეხებოდა თვალდახუჭულს. -გრძნოობ? მგრძნოობ მარიამ? -გგრძნობ ალექსანდრე… -დახშული ხმით ჩაილაპარაკა. -მომენატრე მარიამ. -მეც მომენატრე. -იმდენად განსხვავებულად თქვა მარიამის სახელი, ჟრუანტელთან ერთად ცრემლები გადმოსცვივდა. -ნუ ტირი ჟღალო. -არ ვტირი. -როდის ჩამოხვალ? -ხვალ.. აქ ვეღარ გავჩერდები. -ესეიგი ხვალ გნახავ. -ჰო. -კარგი პატარავ, წავედი მე ბიჭები მეძახიან. -მიდი. -მარიამ… -რა? -გული აუჩქარდა, სუნთქვაც კი შეეკრა მის მოლოდინში. ალექსანდრეს გახშირებული სუნთქვა ესმოდა, თითქოს ღელავდა, მერე კი სუნთქვაც დაუმშვიდდა. -არაფერი, მერე გეტყვი. -კარგი. -გაუთიშა. ვარსკვლავს გახედა, ღრმად ჩაისუნთქა და ბუხართან დაბრუნდა. მათეს ჩაუჯდა კალთაში, ლოყის ცენტრში აკოცა და ლოყა შუბლზე მიადო. -რა ხდება ჩემო ლამაზო? -სიყვარულისგან ვიწვი მათიკო. -შეენც ტო? მარიამ შეენ? არ მჯერა! -გაოცებულმა შეხედა. -ვინ არის ის უბედური ბედნიერი ჰა? -ჯანდაბა. -სახეზე აიფარა ხელები, მერე რეზის გახედა, ჩაის წრუპავდა, თან ინტერესით უყურებდა მარიამს. -ალექსანდრე ჯაფარიძე. -რაა? -პირიდან გადმოასხა ჩაი მაისურაძემ და გაოგნებულმა ახედა მარიამს. -იცის იმან. -და რას ამბობს? -დაძაბულობა დაეტყო მათეს. -ეგუება ნელნელა. -შანსი არ არის. -წარბები შეკრა მათემ. -ძალიან გთხოვთ ნუ დამაწყებინებთ ახსნებ და იმის მოყოლას როგორი ურთიერთობა მაქვს ჯაფარიძესთან. რას ვგრძნობ, როგორ, რატომ და რანაირად შემიყვარდა. -კარგი მარიამ უბრალოდ… ჩვენ… -რეზის გადახედა, მერე ისევ მარიამს გაუსწორა თვალი. -ალექსანდრესთან ხომ კარგი ურთიერთობა გაქვთ? -ჩვენ ისე რა, რატის კი. -რატო? -გრძელი ამბავია, დაივიწყე. -ხელი აიქნია რეზიმ. -უბრალოდ იცოდე რომ რაც არ უნდა იყოს ჩვენ შენთან ვართ. -ვიცი. -გაიღიმა. … გიჟივით მიაქროლებდა მანქანას, ერთ საათში უკვე თბილისში იყო, კოტეს რესტორნის წინ გააჩერა, უცებ გადახტა, მერე გაახსენდა რომ თბილი ჯემპრით იყო წამოსული, რომელზეც გრინჩი ეხატა და კიდევ თბილი პიჟამოს შარვალი ეცვა ირმებიანი. თავი სიცილით გააქნია, კარებთან მივიდა, უცებ გამოაღო და შიგნით შევარდა, ბევრის ყურადღება მიიქცია ეკუნას ჩაცმულობამ, მერე კი არსაიდან ალექსანდრე გამოხტა. -აქ რა გინდა ეკუნა? -უცებ გადაკოცნა, ხელი გადახვია და კოტეს ოთახისკენ წაიყვანა. -ჩამოვაკითხე ვაჟბატონს. -გილოცავ ახალ წელს. -მეც. -იქაურობა მოათვალიერა, უამრავი თვალი უყურებდა გიორგაძეს და მერე მიხვდა რატომ მიიყვანა ხელგადახვეულმა. -შენ წესიერად მოიქეცი თორემ მარიამს ვეტყვი! -როგორც მიბრძანებთ. -ისედაც აბურდული თმები უარესად აურია. -წაიდი ახლა, უნდა დავურეკო. -ხელი ჰკრა, სანდროც გაღიმებული მოშორდა და მალევე მიეფარა თვალს. ტელეფონი მოიმარჯვა და კოტეს გადაურეკა. -რომ გირეკავ რატომ არ მპასუხობ? -არ მეცალა გოგოებს ვეხმარებოდი… რაზე გავჩერდით? რას ამბობდი? -რას ხლართავ ტკბილო? -მითხარი რა, აღარ მახსოვს… -ბავშვივით აწუწუნდა, ჩუმათ შეაღო კარები და ფანჯარასთან მდგომი სილუეტის დანახვისას მთლიანი სხეული გაუთბა. -მომენატრე ტკბილო! სიგიჟემდე მომენატრე! ჩემი ოთახი ისეთი ლამაზი აღარ არის უშენოდ, რატომ არ მეუბნები მისამართს? ჩამოვალ და გნახავ მაინც ტო… სად ხარ გოგო? -მეც მომენატრე… -ეკუნას ხმის გაგებისას მაშინვე უკან მიბრუნდა, როგორც კი დაინახა ტელეფონი გაუშეშდა, თვალები გაუბრწყინდა და ენერგიით დაიმუხტა. -სიგიჟემდე მომენატრე, კიდევ მინდა იცოდე რომ მეც მიყვარხარ, სასწაულად, უსაზღვროდ მიყვარხარ, უკუნითი უკუნისამდე! -ტელეფონი იქვე მიაგდო და ზედ შეახტა გაშეშებულ კოტეს. ეკუნას სხეული რომ იგრძნო მერე მოეგო გონს, ხელები მოხვია და მთელი ძალით ჩაეხუტა. -ჩემო პატარა! ჩემო ტკბილო აქ ხარ? მართლა აქ ხარ! აქ რა გინდა? როგორ მოხვედი ან როდის? -მთლიან სახეს უკოცნიდა, ბოლოს ტუჩებზე აკოცა და ცოტა ხნით სუნთქვაც კი შეწყვიტა. ბედნიერების ცრემლები მოსდიოდა გიორგაძეს, კოტეს ტუჩებს შეიგრძნობდა და თვალები ნელნელა ებინდებოდა. -რომ მითხარი მომენატრეო გადამეკეტა… ხომ იცი რა გიჟი ქალი გყავს? -კოტეს სხეულიდან ჩამოცოცებული მის სახეზე დაატარებდა თითებს. -აქამდე მაინც მეთქვა. -ჩაიცინა და კიდევ აკოცა. -რაო რა მითხარი? მიყვარხარო? -უცებ მოშორდა და ჭინკებათამაშებული თვალებით შეხედა ვნებაარეულ ქალს. -ჰო მიყვარხარ უსაზღვროდთქო. -თმებში შეუცურა თითები და თავისკენ მოქაჩა. კოტეს ხელები რომ იგრძნო შიშველ წელზე, დენმა დაუარა თავიდან ფეხის ფჩხილეებამდე. შემდეგ თვითონ დაეჯაჯგურა კოტეს მაისურს, უცებ გახადა და ქვევიდან ახედა. -დავტესტოთ შენი დივანი? -დარწმუნებული ხარ? -იცი ახლა საერთოდ არაფერი არ მაინტერესებს შენს გარდა, არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება შემდეგ, მე შენთან მინდა, მე შენ მიყვარხარ, მე მხოლოდ შენი ვარ და შენი გრძნობა რეალური რომც არ იყოს, ხვალ იქნება, ერთი თვის თუ ერთი წლის შემდეგ ამ ღამეს მაინც არ ვინანებ. -ჩემი გრძნობა იმაზე რეალურია ვიდრე შენ გგონია ტკბილო. -წამებში გააშიშვლა მისთვის ყველაზე სასურველი და ნანატრი სხეული. სავარძელზე მიაწვინა და მის ფეხებს შორის მოთავსდა. თითებს დააცოცებდა მთლიან სხეულზე, თან კოცნიდა, ეფერებოდა, თითის ბალიშებით შეიგრძნობდა ეკუნას სხეულის ყველა ნაწილს. ჭკუას აკარგვინებდა აკრუტუნებული გიორგაძე და კიდევ მისი ხელები, რომლებიც უგზოუკლოდ დაეხეტებოდნენ კოტეს ზურგზე, მხრებზე და მკლავებზე. კოტეს თმებში ახლართულ თითებს და ტუჩზე ჩაფრენილ კბილებს პირველი ბიძგი მოყვა, ამას ჯერ თვალთან გაბრწყინებული ცრემლი მოჰყვა, შემდეგ კი სიამოვნების ხმები, რომლებმაც მთელი ოთახი მოიცვა… -მიყვარხარ, ჩემი ბედნიერება ხარ. -თავის მკლავებში მოქცეულ ქალს ჩუმათ ჩასჩურჩულა ყურში, რომელიც უკვე ორ სამყაროს შორის იყო გაჭედილი. -გილოცავ ახალ წელს ტკბილო, ამ წელს ჩემი გახდი და სამუდამოდ ჩემი იქნები. -შუბლზე აკოცა და საშვალება მისცა მორფეუსის სამყაროში გადასულიყო. … დილით სიცივემ გამოაღვიძა, საბანში ჩაფუთნული მოკუნტული იწვა, წრიალი დაიწყო როცა ვერაფრით გათბა, მერე კი დიდი, ცხელი მკლავების მოხვევა იგრძნო. ჟრუანტელმა დაუარა, რატის მკერდს ზურგით უფრო კარგად აეკრო, შემდეგ სითბოში გახვეული მთლიანად მოდუნდა და საყვარელი სურნელით გაბრუებულს მალევე ჩაეძინა. თვალი რომ გაახილა და ნუცა დაინახა თავის მკერდზე აკრული უნებურად გაეღიმა, სახეზე ჩამოყრილი თმები ყურზე გადაუწია, შემდეგ საჩვენებელი თითით ლოყაზე მიეფერა, ნიკაპზე გადავიდა და ცერა თითი ტუჩებზე გადაატარა. უყურებდა საყვარელ ქალს და უფრო მეტ სიყვარულს გრძნობდა, მეტ ბედნიერებას. ჯერ წარბებზე გადაატარა თითი, მერე აპრეხილ ცხვირზე ჩამოკრა და ისიც შეიშმუშნა. ტუჩები გამობუშტა, წარბები შეკრა, მერე ნაცნობი ტუჩების შეხება რომ იგრძნო ტუჩებზე მოდუნდა, გაიღიმა და თვალების გახელაც ინება. გაღიმებული რატის დანახვისას ლოყები აუწითლდა და საბანი თავზე გადაიფარა. -ჩემი გრცხვენია პატარავ? -მაშინვე ახარხარდა დეისაძე. -მოკეტე! -ამოძვერი მაგედან. -საბანს დაეჯაჯგურა მაგრამ ვერაფერს გახდა. -არა! -ჩემი პატარა.. -თვითონ ჩაძვრა და სახე ახლოს მიუტანა. -მიყვარხარ! -ტუჩებზე აკოცა, მერე ყელზე და ქვევიდან ეშმაკურად ამოხედა, მართალია საბნის ქვეშ სიბნელე იყო მაგრამ სულ ოდნავ მაინც აღწევდა მზის სხივები. მკერდზე კოცნიდა და ეფერებოდა, ნუცა კი ვეღარაფრის თქმას ვეღარ ბედავდა. საბანი გადასწია რატიმ და შიშველ ქალს ზევიდან დააშტერდა. -აუ რატი მცივა რა. -საყვარლად დაბრიცა ტუჩები, დეისაძე კი სულ გადარია. -გავთბეთ მერე პატარავ. -ქვედა ტუჩზე იკბინა, ისეთი ლამაზი იყო შეეძლო უბრალოდ ეყურებინა. უცებ დაიხარა და ტუჩებზე აკოცა, ხელი ფეხიდან მუცლამდე ააყოდა, ცოტახანში კი სხეულის ტემპერატურა საგრძნობლად გაზარდა… … -რას მიკეთებს ჩემი გოგო? -უკნიდან ჩაეხუტა რეზი, ყელში აკოცა გასქურასთან მოფუსფუსე თათას, შემდეგ თავისკენ შეატრიალა, პასუხის გაცემა არ დააცადა მაშინვე ეცა საყვარელ ტუჩებს. -მამალოებს ვწვავ. -გაღიმებული უფრო მეტად აეკრო სხეულზე, თან მის თმაში დაატარებდა თითებს. -ყიყლიყოებს? -ჩაიცინა თათას თვალების ტრიალზე. -მერე კვერცხიანი ხელებით მეთამაშები თმაზე? -სწრაფად მოშორდა, თავზე გადაისვა ხელები და წარბშეკრულ თათას უკანალზე უბწკინა. -მეტკინა იდიოტო! -მხარზე მიარტყა ხელი, შემდეგ თავის მამალოებს მიუბრუნდა. -აუ ერთცალს ავიღებ რა. -ისევ მუცელზე მოხვია ცალი ხელი, მეორე კი ყიყლიყოსკენ გაიშვირა. -არა! -მაშინვე დაარტყა მტევანზე. -ეე კაი რა.. -არა_მეთქი, იმათთან ერთად ჭამე. -თათი… -ყელში აკოცა, მუცელზე მოხვეული ხელი ელასტიში ჩაუცურა და უფრო ქვევით განაგრძო სვლა, თან გაღიმებული უკოცნიდა ყელს. -რეზი მოიცადე… -უკან გასწია უკანალი და მაშინვე მაისურაძის ღირსებას შეაჯახა. -ოჰო… -ქვედა ტუჩზე იკბინა. -ჯანდაბა ჭამე! -სიცილით მოაშორებინა ხელი, აკანკალებული ხელით თმა უკან გადაიწია, მერე კი ტაფის სახელურს ჩაებღაუჭა. -ჩემი გოგო ხარ. -ლოყაზე აკოცა სწრაფად, ერთი ყიყლიყო ააცალა, მეორე ხელი უკანალზე მოუჭირა, შემდეგ კი სამზარეულოდან გავიდა. -დღეს სახლში მივდივარ! -მაგიდასთან ისხდნენ ყველა და თათას გაკეთებულ ყიყლიყოებს აგემოვნებდნენ. -რითი? -ჩაიცინა რატიმ და ჩაი მოსვა. -შენს დაქალს დაურეკე და უთხარი ამომიყვანოს მანქანა, უკან კიდე თავისი ბიჭის მანქანით წავიდეს. -ირონია შეაპარა ხმაში. -რა ლაპარაკია? -წარბები შეკრა მარიამმა. -რადგან გუშინ წავიდა მაგის გამო უნდა ენაგლო? -მოიცა რა. -ხელი აიქნია. -არა მართლა მაინტერესებს რატომ იქცევით სამივე ეგრე, მაინცდამაინც სამეგობროში უნდა შეგვყვარებოდა ერთმანეთი თუ რაარის ვერ გავიგე? რას ვერ ეგუებით? -რა შუაშია მარიამ… -სიტუაციის განმუხტვას შეეცადა მათე მაგრამ მაინც გააჩუმა დეისაძემ. -აბა რა არის ვერ გავიგე? -გააჩნია ვინ გიყვარდება. -თვალი ჩაუკრა რატიმ. -არ ჯობია ის მიყვარდეს ვისაც იცნობ და იცი შენს დას გულს არ ატკენს, ვიდრე ვიღაც უცხო? -რატომ ხარ დარწმუნებული რომ სანდრო არ გატკენს? -თვალებმოჭუტულმა თქვა რეზიმ, თან სიგარეტს მოუკიდა. -ვენდობი, შენ აქ იყავი იმ პერიოდში როცა დავუახლოვდი, ასე რომ ხმას ნუ იღებ საერთოდ. -ენდობი? -წარბები ასწია მათემ. -ასე მარტივად, ასეთ მცირე დროში, როგორ ან რატომ? -აი ასე უბრალოდ. -ფეხზე წამოხტა და საძინებლისკენ წავიდა. -ყოჩაღ რა. -დაბღვერილმა შეხედა რატის, ნუცაც წამოდგა და დაქალს გაყვა უკან. -რა გინდათ ამ ბიჭებისგან ვერ გავიგე? თქვენ რომ გაისწორეთ თქვენი კარგია? -თათ შენ ვერ ხვდები… -რას რატი? ძმა არ ხარ ჩემი? თუ მხოლოდ დის დაქალი ვარ შენთვის, ან სულაც ძმაკაცის შეყვარებული თუ რაც ვარ… -რას ამბობ თათ ტო? არ იცი როგორც და ისე რომ მიყვარხარ? -მაშინ რატომ არ გქონდა რეაქცია როცა ამ გარყვნილ მექალთანეს ჩავუგორდი ლოგინში? თუ ისე დარდობ ჩემზე, როგორც დაზე რატომ არ ამოიღე ხმა? ესეც ძმაკაცი არ არის? არ იცი იმ სანდროზე უარესი როა? მაშინ ფარსია შენი სიტყვებიც და შენი სიყვარულიც, ზიხარ აქ სამეგობროში კმაყოფილი სახით, იმის გამო რომ გუშინ შენი საყვარელი ქალი გა*იმე და შენი გახადე, იმდენს კი ვერხვდები რომ ნუცასაც ყავს ძმა, დიდად არც იმას ახარებდა ის ამბავი რომ ერთხელაც თავისი და სხვისი გახდებოდა. შენ კიდე შენს დას ხან ისე ექცევი თითქოს შენი საკუთრება იყოს, ხან კიდევ სულ უცხო! მარიამი დიდია, თვითონ გადაწყვეტს ყველაფერს, შენ არ უნდა ჩაერიო სულ რომ შეცდომას უშვებდეს, რადგან ზუსტად შეცდომების დასაშვებად ვცხოვრობთ! გოგომ თავის გრძნობებზე გიამბო, ის გითხრა რაც ჩემთვისაც კი არ უთქვამს, პირველად შეუყვარდა და მაშინაც შენ გითხრა, შენ კი იმაზე არც კი დაფიქრებულხარ რას გრძნობდა იმ წუთებში, შენ ადვილი გგონია ძმას ვინმე ბიჭზე ესაუბრო? შენი გრძნობების შესახებ ისეთ ძმას ესაუბრო როგორიც შენ ხარ? ძმას რომელიც სხვებს უფრო მეტ ყურადღებას აქევს ვიდრე საკუთარ დას, ათაში ერთხელ გეხუტება და მხოლოდ მაშინ გამოხატავს სითბოს როცა შია, ან რამე სჭირდება... იმ ძმას მოუყვა ყველაფერი რომლის გამოც პატარაობაში ჩემზე მოხუტებულს ტირილში ჩასძინებია, იცი რატომ? რატის არ ვუყვარვარო მეუბნებოდა… შენ ვერაფერს ხვდები, ან არ გინდა მიხვდე, ამიტომ ნუ მოსთხოვ იმას რისი უფლებაც არ გაქვს! -გეყოფა. -წარბშეკრულმა გამკაცრებული ხმით უთხრა რეზიმ. -შენ გაჩუმდი საერთოდ! სამივე ერთნაირები ხართ, საკუთარი თავის გარდა არავინ გაინტერესებთ, ფეხებზე გკ*დიათ სხვისი გრძნობები, ლიჟბი თქვენ იყოთ კარგად, გარშემო არ იხედებით, არ უყურებთ ვის რა აწუხებს, მერე მოდიხართ და პრეტენზიას გამოთქვამთ იმაზე თუ რატომ არ ვითვალისწინებთ თქვენს აზრს. მხოლოდ მაშინ გეხსნებათ ეგ გამოშტერებული ტვინები როცა საქმე ბიჭს ეხება. საკუთარ თავზე რომ იღებთ ჩვენს მიმართ ვალდებულებებს ნება იბოძეთ და ადამიანურად მიუდექით ყველა ჩვენს გადაწყვეტილებას, არ გაიხსენოთ თქვენი “პატარა” მხოლოდ მაშინ როცა ვინმეს გვერდით დაინახავთ. ამ მოსაწევის დოზას კიდე მოუკელით ცოტა, ვეღარ აზროვნებთ უკვე ხომ ხედავთ. -თათა! -იძახე ახლა თათა, იმედია რამე მაინც გაიგეთ და ტყუილად არ მალაპარაკეთ ამდენი! -უცებ შებრუნდა და მარიამის ოთახისკენ წავიდა. -რა მიგვა*ვა… -ჯერ ისევ შოკში იყო მათე. რატი ხმას არ იღებდა, თვალებჩაწითლებული იჯდა და ერთადგილს მიშტერებოდა. რეზი ძმაკაცს უყურებდა, თან თათას სიტყვები უტრიალებდა თავში. -დალევთ რამეს? -კი. -დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა დეისაძემ. … ძილი ტელეფონის ზარმა დაუფრთხო, მანამ გადაცოცდა კოტეს სხეულიდან და ტელეფონს გიჟივით დასწვდა, სანამ კოტე გაიღვიძებდა. -რა ჯანდაბა გინდა ამდილაუთენია? -თორმეტი საათია! -რა გინდა მარ? -რატიმ მანქანა ჩამომიყვანოსო, შეგიძლია წამოხვიდე და შენი კაციც ჩამოიყვანო? ოღონდ კოტე თავის მანქანით წამოვიდეს რომ უკან დავბრუნდეთ. -კი შემიძლია ოღონდ დამაცადე ცოტახანი. -მიდი მიყვარხარ. -მეც. -ისევ სავარძელზე მიაგდო ტელეფონი, შემდეგ მძინარე კოტეს გახედა, ნელა მიუახლოვდა და სახეზე დააკვირდა, ძილის დროსაც ღიმილი ჰქონდა გაპარული ტუჩის კუთხეში, ფრთხილად მიუწვა მძინარე მამაკაცს, ხელი მოხვია და სახე მკერდზე მიადო. -გაიღვიძე ტკბილო? -ნამძინარევი ხმით ჩაილაპარაკა და შუბლზე აკოცა. -ჰო. -როგორ ხარ? -თვალები დახუჭული ჰქონდა ისე ელაპარაკებოდა, თან თმებზე ეთამაშებოდა. -შესანიშნავად. -რამე ხომ არ გტკივა? -ოო კოტე რეებს მეკითხები. -ლოყები აუწითლდა და ზუსტად მაშინ გაახილა თვალები. -ვგიჟდები რომ წითლდები. -ლოყაზე უკბინა, შემდეგ აკოცა და შიშველ სხეულზე ააყოლა ხელი. -ამხელა როგორ დაეტიე ჩემთან ერთად ამ დივანზე. -ნახევრად ზედ მეწექი და როგორ ვერ დავეტეოდი… ისე რა ქნა გაძლო? -თავი წამოსწია ოდნავ და იქაურობა მოათვალიერა. -კოტეე! -რაიყო? -მგონი ახალი უნდა ვიყიდოთ… -რატომ? -დავსვარე. -ცხვირი შეჭმუხნა, მერე კი სახე მის ყელში ჩამალა. -ჩემი პატარა. -ჩაიღიმა, თავზე აკოცა, სახე ააწევინა და ტუჩებზეც შეეხო. -გამოვცვალოთ მერე რა პრობლემაა. -ისევ კოცნიდა, უცებ ზევიდან მოექცა და ყელიდან მკერდამდე ჩავიდა. -კოტე ერთიწუთი… -რა ხდება? -უცებ ასწია თავი და თვალებში ჩააშტერდა. -ჩემებთან ამიყვან? იქიდან შენი მანქანით რომ დავბრუნდეთ. -წესიერად ვერ დაალაგა სიტყევბი იმდენად იყო არეული. -კი. -მოწყვეტით აკოცა და თავის საქმეს მიუბრუნდა… საღამოსკენ უკვე მთის სახლში იყვნენ, შიგნით შესულებს ყველა ასეთუისე კარგად დახვდათ. მაინც იგრძნო უცნაური დაძაბულობა ეკუნამ და ყველა დაკვირვებით შეათვალიერა. -რა ხდება? -ვეღარ მოითმინდა და მაინც იკითხა. -შენმა დაქალმა მაგრად გამოგვლანძღა, სამივეს ჩა*ვაჯმევინა, მიწასთან გაგვასწორა და დიდი საფიქრალი დაგვიტოვა. -თათამ? -აბა სხვა ვინ გვყავს შენნაირი ტლიკინა. -შუბლზე აკოცა, მერე ჩუმათ მჯდომ კოტეს გახედა. -დარწმუნებული ვარ ყველაფერს მართალს ილაპარაკებდა. -თვალი ჩაუკრა მათეს. -რა გჭირს რატიკო შენ? დავიჯერო შენი დუმილიც თათას დამსახურებაა? -შენი გაუჩერებელი ლაპარაკი კოტეს დამსახურება იქნება. -ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა. -როგორი მიხვედრილი ხარ ნუ… -ენა გამოუყო. მაშინვე გაშეშდა, ჯერ ეკუნას შეხედა, მერე კოტეს. -სიგარეტი გინდა? -კოტეს ანიშნა გასულიყო. -კი. -ფეხწე წამოდგა და გარეთ გაყვა. -ყინავს. -ხალათით იდგა, გათეთრებულ მთებს უყურებდა, მერე დიდი ნაპასი დაარტყა და თვალებმოჭუტულმა კოტეს გახედა. -გიყვარს? -მაგას ახლა მეკითხები? -ჩაიცინა. -ეგ ერთი სიტყვა არაფერია იმასთან შედარებით რასაც მე ეკუნას მიმართ ვგრძნობ. უკვე ჩემია, სულითხორცამდე და არასდროს მივცემ ჩემგან წასვლის უფლებას. -მაგარი რთული თემაა დების ყოლა ტო. -თავი ჩახარა, მერე ისევ თვალის მომჭრელ სანახაობას გახედა. -ჰოო, ხომ იცი ელენე ერთადერთი გვყავს და მეც იგივე რეაქცია მექნებოდა ალბათ. -არ აპირებს ჩამოსვლას? -ძმის, თან ტყუპისცალის სიკვდილი ადვილი გადასატანი არ არის რატიკო. ჩვენ ვერ შევეჩვიეთ, ჩვენ ძლივს ვუძლებთ და ის როგორ იქნება ხომ წარმოგიდგენია. -მარიამზე და სანდროზე შენც იცი? -შენ საიდან გაიგე? -გაიღიმა. -მარიამმა მითხრა. -აა, იქაჯე და მაგიტომ მიგასვა თათამ? -დაახლოვებით. -ეგ შენი და ალექსანდრეს საქმეა, მე ვერ ჩავერევი. ერთს გეტყვი, სანდრო თავის თავს უბრუნდება, მარიამის გახსენებაზე ან დანახვაზე სახე სხვანაირად უბრწყინავს, მის გარეშე ისევ ყველაფერი ქრება. ვგონებ მარიამია სანდროს ნათელი წერტილი, ის ვის გამოც იღიმის და ცხოვრებას აგრძელებს. -არეული ვარ. -სახეზე ჩამოისვა ხელი. -ვიცი მაგრამ მოგიწევს შეჩვევა… -მხარზე დაარტყა ხელი. -წავედი ახლა წავიყვან იმათ. -მიდი ხო. -სიგარეტი მოისროლეს და სახლში შევიდნენ. -წავედით? -ხო. -ფეხზე წამოხტა ეკუნა, ყველა გადაკოცნა და მარიამთან ერთად მანქანისკენ წავიდა. -მეც გამოგყვებით რა. -უკან აედევნა მათე. -მოდი ჩემო სიცოცხლე. -სიცილით დაუქნია ხელი და კოტეს შეკრულ წარბებს თვალი აარიდა. … -ვაა პრინცესა დაბრუნდი? -ხელები მოხვია გიორგიმ და თავზე აკოცა. -ხო, დედა სად არის? -გამოიძახეს და გავარდა. -როგორ უძლებ ამდენი წელი. -გაღიმებული უყურებდა ტელევიზორის წინ სავარძელზე გაშლილ მამას. -ჩვეულებრივად. -თვალი ჩაუკრა შვილს. -გამოვიცვლი და უნდა გავიდე. -სად? -მაინც წამოსცდა, ყოველთვის ცდილობდა არ ჩარეულიყო შვილის საქმეში მაგრამ ხანდახან მაინც ავიწყდებოდა თავშეკავებულობა. -მეგობარი უნდა ვნახო. -ვა… გოგოა თუ ბიჭი? -ბიჭი და აღარაფერი მკითხო. -ლოყაზე აკოცა და საძინებელში გავარდა. სხეული გაეყინა გიორგის, გაშეშდა, იქამდე იჯდა ასე სანამ მარიამი არ გამოვიდა ოთახიდან. თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა, შარვალმა და სქელმა სვიტერმა ცოტა დაამშვიდა, მაგრამ რა დაამშვიდებდა, თავის გოგო უკვე გაზრდილი იყო, გრძნობდა ახლოვდებოდა ის დღე როცა თავის პატარა გოგო თავისი აღარ იქნებოდა. არ იცოდა რა ეთქვა, რა ემოცია გამოეხატა, უბრალოდ იჯდა და მიშტერებული უყურებდა 23 წლის ქალიშვილს, რომელიც ამ წამამდე კიკინებიანი გოგო ეგონა. -მარიამ… -არაფერი ისეთი. -თვალი ჩაუკრა. -უი ხო მართლა, შენმა შვილმა ნუცას ცოლობა სთხოვა.-ყურებამდე გაეკრიჭა და სახლი დატოვა. ეგრევე გადაურეკა ალექსანდრეს, თითქოს ისიც ზუსტად მის ზარს ელოდებოდა, მაშინვე უპასუხა. -სად ხარ მარიამ? -მითხარი შენ სად ხარ და მანდ გავჩნდები. -სახლში ვარ, მისამართს მოგწერ და ამოდი, თან ვიღაცას გაგაცნობ. -კარგი. -გულაჩქარებულმა გაუთიშა და ტაქსი გააჩერა. მალევე მივიდა კორპუსთან, ექვსი სართული აირბინა, ბინის კართან გაჩერდა, კარი კი ნინიმ გაუღო და მაშინვე თვალები გაუფართოვდა. -შემეშალა? -ვისთან მოხვედი გააჩნია. -მხრები აიჩეჩა გაკრეჭილმა. -ალე… -მარიამ! -ხელით გასწია ნინი და მაშინვე სხეულზე აიკრა დეისაძე. მარიამის სურნელი შეისუნთქა, მერე სახე დაუკოცნა და ბოლოს ტუჩებთან გაჩერდა. -ჯანდაბა როგორ მომენატრე… -თვალები უბრწყინავდა ჯაფარიძეს, მერე კიდევ ერთხელ ჩაეხუტა. -შიგნით რომ შემოხვიდეთ არა? -თვალებდამრგვალებული უყურებდა წყვილს ნინი. -ჰო რათქმაუნდა. -შიგნით შეიყვანა მარიამი, ისევ არ უშვებდა ხელს და მონატრებულს ტანზე ეკვროდა. -მალიი! -გახარებულმა წამოიძახა თორნიკემ, ფეხზე ძლივს წამოდგა და დეისაძისკენ გაექანა. -ჩემი ბიჭი! -ჰაერში ააფრიალა და ლოყები დაუკოცნა. -მგონი ცოტა გაიზარდე არა?-მუცელზე მიუღიტინა და ისიც მაშინვე აკისკისდა. -სანი არ გამაცნობ ამ გოგოს? -მარიამ გაიცანი ნინი, ჩემი ნათლული და ჩემი ყველაფერი. -სასიამოვნოა. -გაღიმებულმა გაუწოდა ხელი დეისაძემ. -ჩემთვისაც. დალევ რამეს? -ჩაის.. -ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. -ახლავე. -უცებ გავარდა და წყვილი თორნიკესთან ერთად დატოვა. -მე ამასები? -ლოყებზე მოკიდა ხელი თორნიკემ. -ჰო აბა. -მოიცადე მა, ჯერ მე მეთამაშება და მერე შენ კარგი? -ხელიდან ააცალა ბავშვი, ძირს დასვა და მარიამს მიეკრო ისევ. -ხო. -თავი დაუქნია და სათამაშოებს მიუბრუნდა. -სანდრო! -გაჩუმდი, რომ წახვედი ერთი კვირით და მიმატოვე კარგი იყო? -თითებით ეფერებოდა სახეზე. -ნუ გამაგიჟებ ახლა. -მერე გაგაგიჟო? -აფხუკუნდა და ტუჩებზე აკოცა. -სანდრო გეყოფა! -მერე ვილაპარაკოთ. -ცხვირზე ჩამოკრა თითი და სავარძელში ჩაეშვა… -სამი ჩაგიყარე შაქარი, იმედია ბევრი არაა. -მაგიდაზე დაუდო ჭიქა და გაღიმებულმა შეხედა. -არა ასეთი მიყვარს. -აბა როგორ გამოაცოცხლე ჩვენი სანდრიკო? -ნინი ცოტახნით რომ დადუმდე არა? -რას გიშლი? შენ მაინც უბრალოდ უყურებ. -მხრები აიჩეჩა. -გოგო! -კარგი ხო… -თვალები აატრიალა. მაინც გააგრძელა საუბარი, უამრავ თემაზე ესაუბრა მარიამს, ბოლოს სანდრო მაღაზიაში გააგდო, თვითონ კი ლუკაზე საუბარი დაიწყო… თითქოს მარიამი იყო ის ვინც სჭირდებოდა, გრძნობდა რომ ის იყო, უნდა მოეყოლა, უბრალოდ ვინმესთვის უნდა ეთქვა ის ყველაფერი რასაც გრძნობდა, მან კი მარიამი ამოირჩია… -სანდრო ჩემი მფარველი ანგელოზი იყო თავიდანვე, ასე რომ ვთქვათ. სულ ჩემთან იყო, არასდროს მივუტოვებივარ. პირველად რვა წლის ასაკში შევხვდი, არ ვიცი რატომ მოინდომა პატარა ქაჯი გოგოს დახმარება, მაგრამ იმ დღის მერე სულ თავზე დამტრიალებდა. მეთერთმეტე კლასელები ფულს გვართმევდნენ მე და ჩემს მეგობრებს, მერე სანდრო გამოჩნდა, ყველას გაუიასნა ჩემი პატარა და არისო. მანამდე არც მყავდა ნანახი, შეიძლება მყავდა კიდეც მაგრამ ჩემს მეხსიერებას არ ახსოვს. ერთი სიტყვით გავხდი სანდროს პატარა და. ერთხელ მეთორმეტე კლასში იყო, ვიღაც სი*ი ტიპი მომადგა ამ ათი წლის ბავშვს საუბარი დამიწყო, მაშინ ვერც ვხვდებოდი რა უნდოდა, მერავიცოდი 17 წლის ბიჭს 10 წლის გოგო თუ დავევასებოდი. დიდად სიმპატიურობით არ გამოირჩეოდა, სიმართლეს გეტყვი საშინელი შესახედაობა ჰქონდა, ვერავის კერავდა და მე მომადგა ალბათ. სანდრომ რომ გაიგო ჯერ აუხსნა რომ თავის და ვიყავი, იმ ჩერჩერტმა ვიცი რომ შენი და არ არისო, კიდევ რაღაც ისეთები ილაპრაკა რაც იმდროს აზრზე არ ვიყო რას ნიშნავდა, ხოდა ჯერ მუშტი ხია სახეში, მერე დირექტორმა დაიბარა, ისედაც არ იყო წყნარი ტიპი, სულ შარში ეხვეოდა, სულ ვიღაცას უტყაპუნებდა. მაშინ გაიცნო ჩემი მშობლები, მერე მოუნათლავი ბავშვი მომნათლა და გახდა ჩემი ნათლია. მაგის მერე აღარავინ მომკარებია, ნუ თუ მომეკარებოდა მეორე დღეს დალურჯებებით მეჩითებოდნენ. მალევე წავიდა საზღვარგარეთ, შვედეთში დედამისთან და სწავლა იქ გააგრძელა, მე დავრჩი აქ ნათლიის გარეშე მაგრამ ძმაკაცები რას უკეთებდნენ, მთელი ოთხი წელი მატერორებდნენ, ახლოს არ მოდიოდნენ მაგრამ შორიდან მაკვირდებოდნენ. პირველად კოტე გამაცნო და კოტემ დაიკავა ალექსანდრეს ადგილი. ალექსანდრე რომ დაბრუნდა უკვე თხუთმეტის ვხდებოდი, ჩამოიყოლა თავის ძმაკაციც და იმ დღიდან დაიწყო ჩემი ნერვების წყვეტვა, გულის აჩქარებები მისი დანახვისას, თვალის გაშტერებები, ერთ ადგილზე გაშეშებები და საერთდ მას მერე ვგრძნობ რომ ქალი ვარ და ვიღაცას ვუყვარვარ. ლუკა გაცნობის წამიდან მიყვარს, ყველდღე ვერა მაგრამ კვირაში რამდენჯერმე ვხედავდი, ხან ისეც ყოფილა რომ რამდენიმე კვირის მერე გამოჩენილა, ჩემი დანახვისას იღიმოდა, ლოყაზე მკოცნიდა და მაგის მერე ყურადღებას აღარ მაქცევდა. თითქოს ჩვეულებრივი კოცნა იყო მაგრამ ისეთებს მმართებდა.. გულს მიჩერებდა. თვითონ სულ ყავდა ვიღაც, ხან ქერა, ხან შავგვრემანი დიდი მკერდით, ხან დიდი საჯდომით. მეც მჩუქნიდნენ ვარდებს, მპატიჟებდნენ კინოში, ნაყინზე და კიდევ ბევრ ადგილებში, ლუკა მიყურებდა, მაკვირდებოდა რას ვიზავდი, არაფერს ამბობდა, ყოველთვის ქცევით გამოხატავდა ყველაფერს და ისე გაგრძნობინებდა რამხელა ადგილი გეჭირა მის ცხოვრებაში. ბევრჯერ მინახავს ვიღაც ქალებთან ერთად, გული მეხლიჩებოდა მასთან რამდენიმე დღეზე მეტს თუ გაატარებდა. ყოველთვის დისტანციას იჭერდა ჩემთან, მერე კი… ბანკეტის კაბაში გამოწყობილი რომ დამინახა მერე მიხვდა მგონი რომ პატარა აღარ ვიყავი, ისეთი თვალებით მიყურებდა, ისე მათვალიერებდა განძრევას ვეღარ ვბედავდი. არაფერი უთქვამს, უბრალოდ გაიღიმა, თვალი ჩამიკრა და იქიდან გაქრა. თვალის ჩაკვრები სულ იცოდა, როგორც კი თვალს გავუსწორებდი, დადუმებული მიყურებდა, მერე თვალს მიკრავდა და გვერძე იხედებოდა ხოლმე, მგონი ხვდებოდა მისი თვალის ჩაკვრები სუნთქვას რომ მიკრავდა. ღამით დარბაზში მომივარდა, ჩემს კლასელს ვეცეკვებიდი რომელსაც ჩემზე მზედამთვარე ამოსდიოდა, ყველამ იცოდა მაგრამ ურთიერთობა მაინც კარგი გვქონდა. ლუკა რომ დავინახე სხეული დამეჭიმა, გაღიმებული ნელი ნაბიჯებით მოიწევდა ჩემსკენ, ხელის ერთი მოძრაობით მომიქცია თავის მკლავებში და ზევიდან დამაშტერდა. “ჩემი ლამაზი ნინაჩკა”-ო თქვა, თმები ყურზე გადამიწია და ლოყაზე მაკოცა. ვგრძნობდი ყველა ჩვენ გვიყურებდა, ის კი თავისი დამატყვევებელი ღიმილით დამყურებდა ზევიდან. მერე მაკოცა, იცი რა დამემართა? მაგდენი გრძნობა ერთად არასდროს მიგვრძვნია. ყველა შოკში იყო ჩემთან ერთად. მერე მომშორდა, ჩემს გაფართოვებულ თვალებზე ჩაიცინა, ისევ ჩამჩურჩულა “ყოველთვის ჩემი იყავი, ხარ და იქნები”-ო შუბლზე მაკოცა და ისე გაქრა როგორც გამოჩნდა. ერთ ადგილას გაშეშებული ვიდექი, ტუჩებზე გაუაზრებლად მივიდე თითები, მერე გონს მოვეგე, თითქოს მის სიტყვებმა თავდაჯერებულობა შემმატა, წელში გამართული წავედი ჩემი ადგილისკენ, იმ წამიდან ყველამ იცოდა რომ ლუკა ჯაჭვლიანის გოგო ვიყავი, მეც მიღებული ნანატრი კოცნისგან ბედნიერებას ვასხივებდი. მეგონა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ პირიქით წავიდა. არ ვიცი რატომ მაგრამ სულ ნერვებს ვუშლიდი, სულ ვენაგლებოდი პატარა გოგოსავით და ახლაც ეგრე ვაკეთებ. ერთი თვის წინ გავუშვი, აღარ მოდის, აღარ დამცინის, აღარ მიშლის ნერვებს, მეც ვერ ვუშლი, ვერ ვხედავ და ნელნელა ვკვდები. ის კოცნა პირველი და უკანასკნელი იყო, შემიძლია ყველაფერი შევცვალო მაგრამ არაფერს ვაკეთებ, ვზივარ სახლში და ვქვითინებ. -რატომ არაფერს აკეთებ? -გაოგნებული უყურებდა მარიამი. -შენ ნოლმალური ხარ? ბოდიში მაგრამ თუ ასეთ რამეს მიყვები მოგიწევს ჩემი ლანძღვის ატანა. -ავიტან, ეგ მჭირდება ზუსტად. -ჩაიცინა. -გელოდება იცი? -შენ რაიცი? -ვიცი! შენს მოქმედებას ელოდება, შენ შენთავზე შეყვარებული გატუტუცებული გოგო ხარ რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, ლუკასგან ყველაზე მეტ ყურადღებას გრძნობდი, ახლა რომ ვეღარ გრძნობ ეგ გაგიჟებს. იცი თავისუფლად შეგიძლია მიხვიდე, უბრალოდ ჩაეხუტი და ყველაფერი მაგით მოგვარდება. -არ შემიძლია. -სახეზე აიფარა ხელები. -რატისი რა ხარ? იმანაც კი ისწავლა დათმობაზე წასვლა, შენ კიდე არაფერს აკეთებ. -რატი სხვა თემაა. -ხელი აიქნია. -იცი რას ნიშნავს “კარპედიემ”? -არა მარიამ. -არ ვიცი ეს სიტყვა რატომ მოქმედებს ასე ჩემზე, მაგრამ ვცდილობ სხვებსაც მოვახვიო ჩემი წარმოდგენა ამ ერთ სიტყვაზე. “კარპედიემ” ანუ “დაიჭირე წამი” ბევრი ისეთი ნაბიჯის გადადგმაში მეხმარება რომელსაც ასე თავისუფლად ვერ გადავდგავდი. უბრალოდ უნდა ჩასწვდე სიტყვის არსს, დაფიქრდი, ყველაფერზე ერთად, დაფიქრდი რა მოხდება თუ შენ ამ წამს ხელიდან არ გაუშვებ და იმას გააკეთებ რაც მთელი გულით გინდა. დაივიწყე, ყველაფერი ჯანდაბაში გაუშვი, გამოიყენე ეს წამი და გააკეთე ის რაც აქამდე უნდა გაგეკეთებინა. -გაღიმებული უყურებდა დეისაძე, ნინი კი ჩუმათ იჯდა, მარიამის სიტყვებზე ფიქრობდა, მერე თითქოს ნათურასავით გაუნათდა გონება, ფეხზე წამოხტა და გასასვლელისკენ გავარდა, უცებ ჩაიცვა, ისევ მარიამს მიუბრუნდა ლოყაზე აკოცა და მაგრად მოეხვია. -მადლობა მარიამ, სასწაული ხარ პირდაპირ! -სად მიდიხარ? -კარებში მდგომი გაშეშებული უყურებდა მოკისკისე ნინის მარიამს რომ ეხუტებოდა. -გაიგებ ცოტახანში, ეს გოგო სასწაულია და რამე რომ შეგეშალოს ხორცის საჭრელი დანით დაგჭრი! -სწრაფად აკოცა ჯაფარიძეს, შემდეგ კი აჟიტირებული გარეთ გავარდა. -რა დამართე იმას მარიამ? ბოლოს როდის იყო ასეთი ბედნიერი აღარ მახსოვს. -ლუკასთან გავუშვი. -არარსებობს. -კარგად ვერ მაფასებ ბატონო ალექსანდრე. -კისერზე მოხვია ხელები, თავისი ინიციატივით აკოცა ტუჩებზე, ჯაფარიძე კი ჭკუიდან გადაიყვანა. ყოველთვის აკვირვებდა მარიამის უეცარი გარდაქმნები, ხან საყვარელი მორცხვი გოგო იყო, ისეთი ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ რომ გაკოცებს პირველად. ზოგჯერ კი ისეთი თამამი, თითქოს მთელი ცხოვრება მასთან ჰქონდა გატარებული და ჩვეულებრივი მოვლენა იყო მისი ასეთი ქცევა. -მაგიჟებ! ნელნელა ჭკუიდან გადაგყავარ მარიამ… -უსუსურ ბავშვად გრძნობდა თავს, თოთქოს აქამდე ქალთან ურთიერთობა არ ჰქონოდა ისე იბნეოდა, ისე ურევდა გონებას აზროვნება აღარ შეეძლო. -რა გინდა ჟღალო? -შენი გაგიჟება! -გინდა ნახო როგორი ვარ გაგიჟებული? -წარბები ასწია, მაშინვე აუთამაშდნენ თვალში ჭინკები. -ყველანაირი მინდა გნახო. -თავიდან ლოყაზე გადმოიტანა ხელები, საჩვენებელი თითი ყელამდე ჩამოასრიალა, მერე თითისწვერებზე აიწია, სხეულზე აეკრა და მფეთქავ არტერიაზე მიაწება ტუჩები. -ნუ ცდი ჩემს მოთმინებას ჟღალო, არ ვარ კარგი ბიძია. -გაიღიმა, მოშორდა და სამზარეულოში გავიდა. მარიამს გაეცინა, შემდეგ კი თორნიკესთან მივიდა სათამაშოდ. … ლუკას კართან იდგა, გაოფლიანებულ ხელებს შარვალზე ისმევდა, ბოლოს გაბედა და კარებზე რამდენჯერმე დააკაკუნა. სუნთქვაშეკრული იდგა და ელოდებოდა როდის გამოვიდოდა ჯაჭვლიანი. ათასი აზრი უტრიალებდა, იმასაც კი ფიქრობდა რომ კარს ვინმე შიშველი ქალი გაუღებდა. მალევე გაიღო კარი და სპორტულ შარვალში გამოწყობილი წელს ზემოთ შიშველი ჯაჭვლიანი გამოჩნდა. აბურდული თმები და ჩაწითლებული თვალები ჰქონდა. -ნინი. -თვალები გაუფართოვდა, ნამდვილად არ ელოდა მის იქ დახვედრას. თვალები დახუჭა, შემდეგ კი ისევ გაახილა, ხომ არ მელანდებაო გაიფიქრა. -მაპატიე რა, ყველაფერი მაპატიე, მე უბრალოდ… არ ვიცი ასე რატომ ვიქცეოდი, მე... მე არ შემიძლია შენს გარეშე, ეს ერთი თვე ნაწილებად ვიშლებოდი, შენი ხმა რომ არ მესმის საერთოდ, რომ ვერ გხედავ და შენს სურნელს ოდნავ მაინც ვერ ვგრძნობ ვკვდები… არ შემიძლია სუნთქვა შენს გარეშე, იმ დღიდან მიყვარხარ როცა პირველად დაგინახე… ჰო მიყვარხარ, სიგიჟემდე მიყვარხარ და მეც გავგიჟდი უკვე… დავიღალე, აღარ მინდა ამ გრძნობის დამალვა, არც შენს გარეშე მინდა... შენს გარდა არავინ შეხებია ჩემს ტუჩებს, ახლაც მახსოვს პირველად რომ მაკოცე იცი? ის შეგრძნება ახლაც ჟრუანტელს მგვრის… და მე არ შემიძლია ვიცხოვრო შენს გარეშე, მაპატიე იმ დღეს რომ გითხარი წასულიყავი, არ მინდოდა მართლა, მეგონა არ წახვიდოდი… ისე შენი ბრალია იცი? ყოველთვის ვბრაზობდი როცა სხვა ქალთან გხედავდი, ვერ ვიტანდი როცა სხვას ეხებოდი… მე შენი ვიყავი ყოველთვის, შენც იცოდი ეს მაგრამ მაინც არაფერს აკეთებდი… ეს მაგიჟებდა და ახლაც ჭკუიდან გადაგყავარ… -ვეღარაფრის თქმა ვეღარ გააგრძელა, ლუკას ტუჩებმა დაიკავეს მისი ბაგეები და ენა. მკლავებს ძლიერად ხვევდა წელზე, კოცნიდა მთლი სიბრაზით, სიყვარულით, მონატრებით და ვნებით. ჰაერის არასაკმარისი რაოდენობის გამო კოცნა შეწყვიტა, სხეულზე უფრო მეტად აიკრა და ცხვირი ნინის ყელში ჩარგო. საყვარელ სურნელს ისუნთქავდა, საყვარელ სხეულს ეხვეოდა და იმ მომენტში ყველაზე ბედნიერად გრძნობდა თავს. -ნინაჩკა, ჩემო პატარა… -თმებზე ეფერებოდა, ჯერ ყელში აკოცა, შემდეგ ლოყაზე, მისი სახე ხელებში მოიქცია და კიდევ ერთხელ დაეპატრონა მის ტუჩებს. -მომენტარე… -ამოიკნავლა და მისკენ უფრო ახლოს მიიწია. -მეც ნინაჩკა. -ცხვირზე აკოცა, მერე კარები მიკეტა, სახლში შეიყვანა და სავარძელში მასთან ერთად ჩაჯდა. -ხომ აღარ წახვალ? იცოდე ჩემი დავიწყება კიდევ რომ სცადო მოგკლავ! მერე თავს მოვიკლავ, აბა აქ შენს გარეშე რა მინდა… მერე იქაც შეგხვდები და არც იქ მოგასვენებ. -შენი დავიწყება როგორ შეიძლება ნინი. -ქვედა ტუჩზე იკბინა და გოგოს ტუჩებს დააკვირდა. -იდიოტი კაცი ხარ! აქამდე რომ გეკოცნა სულ ისე ჩაგადნებოდი ხელებში, ასე კი არ მოგიშლიდი ნერვებს. -ხელი მიარტყა მხარზე, რომ გაიაზრა რაც თქვა თვალი გაუსწორა, შემდეგ ლოყებზე სიმხურვალე იგრძნო და მაშინვე ლუკას ყელში ჩამალა სახე. -ვაა მართლა? -სიცილით აკოცა ლოყაზე. -ისე რამ გადაგიბრუნა ტვინი? -მარიამი იცი? -ალექსანდრეს მარიამი? -ჰო, მაგან გადამიბრუნდა ტვინი, უფროსწორედ გადმომიბრუნა. -სახეზე მიეფერა, მერე ლოყაზე აკოცა. -მადლობა მარიამს… დარჩები აქ? -ჰო აბა, რომ მოვედი შენ გგონია ასე ადვილად მომიშორებ? ვერ ეღირსები ჯაჭვლიანო, აღარასდროს გაგიშვებ რაც არუნდა მოხდეს. -ეს უკვე მომწონს. -ჩაიცინა, ხელები უკანალზე მოუჭირა, ნინის შეკრულ სუნთქვაზე გაღიმებულმა მოაშორა ორივე ხელი და საძინებელში ხელში აყვანილმა შეიყვანა. -მე მელოდებოდი ხო? -აქამდე რომ მოვსულიყავი ამას არასდროს მეტყოდი, ისევ ისე იქნებოდი და იქამდე გავარგრძელებდით ერთმანეთისთვის ნერვების შლას სანამ ერთხელაც არ გადამეკეტებოდა და ეგრევე არ ჩავსახავდი ბავშვს. -მოიმიზეზა ახლა ბავშვი. -ხელი მიარტყა მხარზე, მერე თავი მკერდზე დაადო, მარცხენა ხელი თმებში შეუცურა და ლუკას სურნელით გაჟღენთილი ჰაერით ფილტვები გატენა. -არაუშავს, შენ წლები მალოდინე, მე ერთი თვე. -მელოდებოდი? -ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. -მე მეგონა ბანკეტის მერე რაღაცეები შეიცვლებოდა, შენ კიდე ვიღაც ბო*ანდარა გოგოსთან ერთად გაიჩითე. -საყვარლებზე ეჭვიანობდი ჩემო პატარა? -ნუ დამცინი თორემ წავალ. -წადი. -ხელები მოაშორა. -სამაგიეროს მიხდი? -თავი წამოსწია და ზევიდან დახედა. -არა, უბრალოდ სადავეები ახლა ჩემს ხელშია, შენი ხელით გადმომეცი ყველაფერი რასაც აქამდე შენ მართავდი პატარავ, ახლა ყველაფერთან ერთად შენც ჩემს ხელში ხარ. -დღეს ავიტან ყველაფერს, ხვალიდან ომს დავიწყებ ჩემი ტახტის და… -ისევ გააწყვეტინა საუბარი ლუკამ, ტუჩებზე აკოცა, წელზე მოხვეული ხელი მაიკის შიგნით შეუცურა, ზურგზე ააყოლა, ლიფის შესაკრვი გაუხსნა და თავისკენ უფრო მეტად მიიზიდა. უცებ ნინის ზევიდან მოექცა, ყელში მიაწება ტუჩები. მისი აჩქარებული სუნთქვა, კრუტუნი და გული, რომელიც გაორმაგებულად მოძრაობდა მოდუნების საშვალებას არ აძლევდა ჯაჭვლიანს. ეფერებოდა, კოცნიდა, მაგრამ თავს ზედმეტის უფლებას არ აძლევდა. -ამ ომში ყოველთვის მე დაგამარცხებ პატარავ. -ჩუმათ ჩასჩურჩულა ყურში, იქვე აკოცა, შემდეგ მაიკა გახადა, მისი შიშველი სხეული ტანზე აიკრა, ცხვირი ნინის თმებში ჩარგო და თვალები დახუჭა. ვეღარაფერი თქვა ქალბატონმა, სახეაწითლებულმა ხელები ძლიერად მოხვია და ლუკას სურნელით გაბრუებულს მალევე ჩაეძინა. … თორნიკეს ეთამაშებოდა, თან თვალს სავარძელში მჯდომი ჯაფარიძისკენ აპარებდა, რომელიც გაღიმებული შესცქეროდა ორივეს. მერე აწკრიალებულ ტელეფონს დასტაცა ხელი, გიორგის სახის დანახვა ცოტა გაუკვირდა მაგრამ მაშინვე უპასუხა. -ხო მა? -მალე მოხვალ? -მაშინვე მოუდუნდა სხეული როგორც კი ქალიშვილის წყნარი ხმა გაიგო. -რა იყო მამი? ვეღარ ისვენებ? -ნუ მეღადავები მარიამ, მოდი მალე. -ნუ გამახსენებ ბავშვიბას მა, ხომ იცი ძალაუნებურად შენი ნათქვამის საპირისპიროს ვაკეთებ. -მოხვალ სახლში? -ნუ ღელავ რა, ხომ იცი როგორი შვილი გყავარ? -ვიცი მარიამ… -ხოდა ვსო, როცა მოვალ მოვალ, შეიძლება არ მოვიდე. -ნუ გამიგიჟებ ელისაბეტს. -ოჰ რაიყო ეგ არ რჩებოდა ხოლმე შენთან? ჩვენ ოცდამეერთე საუკუნეში მაინც ვცხოვრობთ, თქვენ კიდე კომუნისტობის დროს ისეთებს აკეთებდი რასაც მეარვაკეთებ. -გავიზარდეთ და ვეტლიკინებით მამიკოებსო? -მე შენ ყოველთვის გეტლიკინებოდი, წავედი ეხლა და ღამის ორ საათზე ნუ დამირეკავ ჩემი ქალიშვილობის შესამოწმებლად, არაფერს ვაპირებ ჯერ. -ქვედა ტუჩზე იკბინა და თვალებგაფართოვებულ ჯაფარიძეს გაუსწორა თვალი. -ჯერ? მარიამ მგონი მიიტყიპები შენ. -მაგას მეუბნები 22 წელია უკვე მამა. -ჩაიცინა. -ჭკვიანად. -კარგიი. -ტელეფონი გაუთიშა, მერე კი ალექსანდრესკენ დაიძრა. -ჯერ? -წარბები ასწია სიცილით. -ვნახოთ. -მხრები აიჩეჩა, კალთაში ჩაუჯდა და ხელები კისერზე მოხვია. -დარჩები? -თეძოებზე ჩაავლო ხელი და თავისკენ მისწია. -ჯერ ბავშვი დავაძინოთ. -ტუჩთან ახლოს აკოცა და სანდროს ფეხებიდან წამოხტა. თორნიკეს რომ შეხედა გაეცინა, სავარძელზე იყო აბობღებული, მუცლით იწვა ცერა თითი ტუჩებს შორის მოექცია, წუწნიდა და თვალებს თანდათან უფრო მეტად აახლოვებდა. -მაგიჟებს ეს ბავშვი. -ხელში აიყვანა ფრთხილად. -სად სძინავს? -აქეთ წამოდი. -გაღიმებული გაუძღვა წინ. -საღამურები მომიტანე. -ნელა გახადა ყველაფერი, მერე პიჟამოები ჩააცვა, ლოგინზე მიაწვინა და ლოყაზე აკოცა. -თითის წოვას ვერ გადავაჩვიე. -გადაეჩვევა ცოტა კიდევ რომ გაიზრდება, ისე ჩემი ბიძაშვილის შვილი ოთხ წლამდე წოვდა. -გკითხულობდა ამ დღეებში. -ხელი გადახვია და ოთახიდან გაიყვანა. -მართლა? -გულწრფელი ღიმილი აიკრა სახეზე. -რას ამბობდა? -კარგად არ მესმოდა მარა მალის რომ ამბობდა მაგედან ვხვდებოდი რომ შენზე ლაპარაკობდა. -შვილის ლაპრაკი როგორ არ გესმის. -თავი გააქნია. -შენ ხომ გესმის რაც მთავარია? -ისევ სავარძელში ჩაჯდა, მარიამიც ფეხებზე დაისვა და წითელ თმებზე დაუწტო თამაში. -მერე მე სულ აქ ხომ არ ვარ? იქნებ რამე ტკიოდეს და შენ ვერ იგებდე. -მაგდენის ლაპარაკი შეუძლია მარიამ, რამდენიმე თვეში ორი წლის გახდება, შენ რაც შეგეხება უფრო ხშირად მოდი და თუ რამე ასტკივდება გაიგებ. -კეფაზე მოკიდა ხელი და თქვისკენ მისწია. -ზუსტად ეგ უნდა კიდევ რატის, შენთან ვიარო და დავრჩე ხოლმე. -უთხარი? -კი. -მერე რაო? -თავიდან გაჭედა, ჩემი ძმაკაციაო მაგრამ მერე დავამშვიდე. ეგ იმის გამო უფროა აფოფრილი რომ ბიჭია ჩემს გვერდით, მაგას ვერ ეგუება თორემ შენზე იმდენად არ ამახვილებს ყურადღებას. -ვიცნობ რატის ჟღალო, ფაქტიურად ჩემს ხელშია გაზრდილი, შენ არ იდარდო მაგაზე, მოვიყვან აზრზე. -როგორც იტყვი. -უცებ ეძგერა ტუჩებზე, ყბის ძვალზე მოკიდა ხელი და მთლიანი სხეულით აეკრო ზედ. -მითხარი რომ დარჩები! -მარიამის ტუჩებზე ამოილაპარაკა, მერე ყელზე გადაინაცვლა, თეთრ ნაზ კანზე დააცოცებდა ტუჩებს, თან მის სურნელს ისრუტავდა, ხელები სვიტერის ქვეშ შეუცურა, ზურგზე აატარა და მოკლე სვიტრის ბოლოებიც თან გაიყოლა. -ვერ გაგიშვებ მარიამ… -ხმა ჩაეხლიჩა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, შემდეგ მაისური გადააძრო და ტუჩები სავსე მკერდზე გადაიტანა. ზურგზე მოხვეული ხელებით თავისკენ მისწია, მკერდის ძვალზე აკოცა. მარიამმა თავი უკან გადასწია, თითებს ჯაფარიძის მოტვლეპილ თავზე დაატარებდა, მერე მის მაიკას დაეჯაჯგურა, წამებში გახადა და წვრილი თითები სხეულზე ჩამოატარა. გაპობილი ტუჩებიდან ნახშიროჟანგს უშვებდა, თვალებს ვეღა იმორჩილებდა, იმდენად ჰქონდა გონება დაბინდული, თვალებიც ებინდებოდა. ყველა შეხება მასში ახალ ტალღას, კანის დახორკვლას და სხვა სასიამოვნო გრძნობებს იწვევდა. უცებ სავარძელზე გადააწვინა, შიშველ მუცელზე ხელი ააყოლა, ლიფი მოაშირა, თითები ძუ*უს თავზე მოუჭირა, მეორე ხელი წელზე მოხვია და მუცელზე მიაკრო გახურებული ტუჩები. ყრუ კვნესა წასკლდა მარიამს, მაშინვე ახედა ქვევიდან გაღიმებულმა, უფრო დააბნია თავის ლურჯი თვალებით. მოულოდნელად აიტაცა ხელში და საძინებელში შეიყვანა. ლოგინზე გადააწვინა, თვითონ მის ფეხებს შორის მოთავსდა, გამოკვეთილად ეტყობოდა მარიამის თეთრ ლოყებს სიწითლე, მაგრამ მაინც არ იხევდა უკან. -ჯანდაბა… -ღრმად ჩაისუნთქა და მარიამს მაღალწელიანი შარვლის შესაკრავი გაუხსნა, ის უფრო აგიჟებდა რომ არ ეწინააღმდეგებოდა. სწრაფად მოაშორა ჯინსი, შიშველ ფეხზე ხელი ააყოლა, ხვდებოდა რამდენად რიაგირებდა მარიამის სხეულზე და თვითშეფასება უფრო უმაღლდებოდა, იმის გამოც რომ ის სასწაული ქმნილება რომელიც მის ქვემოთ იყო მოქცეული მას ეკუთვნოდა. ყველა წერტილს ეხებოდა, ისე ნაზად ექცეოდა, თან ამავდროულად უხეშად, გონებას აკარგვინებდა მარიამს. არცერთ ქალს არ მოფერებია ასე ნაზად, თითის ბალიშებით შეიგრძნობდა მარიამის კანს, იცოდა რომ მის გარდა ვეღარავის გაეკარებოდა, როგორ შეიძლება დეისაძის მსგავსი ქალი გყავდეს გვერდით და სხვასთან მიდიოდე. ქამარი გაიხსნა და იქ ჩაერთო გათიშული გონება მარიამს. თვალები ჭყიტა, მერე უცებ მოდუნდა, ფეხები წელზე შემოხვია, ოდნავ წამოიწია და ყელში აკოცა ჯაფარიძეს. შემდეგ კბილები ჩაარსო და მაშინვე გაიგო კაცის გმინვა, ნაკბენ ადგილზე ენა აუსვა და სულ გადარია ალექსანდრე. -მარიამ გეყოფა გამიშვი… -ძლივს ამოილაპარაკა, შეეცადა თავი დაეღწია ამ ვითომ წყნარი გოგოსგან, რომელსაც ათასი გარყვნილი ფანტაზია უტრიალებდა გონებაში, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. -ამისთვის სხვა დროს დაგსჯი, ახლა დამელოდე მალე მოვალ. -ტუჩებზე აკოცა და აბაზანაში შევარდა, იქიდან კი დამშვიდებული დაბრუნდა. სახე უხურდა მარიამს, მაგრამ სიბნელის დამსახურებით დიდად არ ეტყობოდა. გვერძე მიუწვა, ერთი ხელი კისრის ქვეშ ამოუდო, მეორე წელზე მოხვია და მთლიანად ჩამალა თავის მკლავებში. -ტყუპი და ძმა მყავდა… -ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ჯაფარიძემ აიღო თავის თავზე სიჩუმის დარღვევა. -ილო ხუთი თვის წინ დაიღუპა ავარიაში, თავის ცოლთან ერთად. -ხმა ჩაუწყდა, ღრმად ჩაისუნთქა, ჩაახველა და საუბარი განაგრძო. -ელენე შვედეთშია, არც კი ვიცი ჩამოვა თუ არა. ჩემები დაკარგულ შვილს გლოვობენ, სადღაც მთაში არიან გადახვეწილები, ელენე თავის ბინაშია, გარეთ იშვიათად გადის, ჩაიკეტა, არავინ და არაფერი ანაღვლებს. მესმის, ტყუპისცალის დაკვარგვა ორმაგად მტკივნეული, შენს ნაწილს კარგავ, უბრალოდ… -დაიღალე. -ლოყაზე მიეფერა, თავი ასწია და თვალებში ჩახედა. -ხუთი თვეა ტვინი არ გამითიშია, ის დღეები არ მახსოვს, დაპროგრამებულივით ვმოძრაობდი. ყველაფერი მე გავაკეთე, მე და ბიჭებმა, მაგრამ მაინც ვერ გამოვიგლოვე ჩემი ძმა. დები სხვანაირად გამოხატავთ ძმის დაკარგვას, ძმები სხვანაირად. არ მიტირია მაგრამ იმ დღეს, როცა ჩემი ძმა ჩავდე მიწაში, მაშინ მასთან ერთად მეც დავიმარხე. ვერავინ გრძნობს ჩემს მდგომარეობას კოტეს და ლუკას გარდა. ზოგჯერ უბრალოდ მიყურებენ და მათ თვალებში ვხედავ რომ ილოზე მეტად მე ვენატრები. იმ ღამეს შენ რომ შეგხვდი, მგონი პირველად გავიცინე, გამოჩნდი და ისევ დამიბრუნე სიცოცხლის ხალისი. -შუბლზე აკოცა, მერე ისევ მარიამის თმებში ჩარგო სახე. მოულოდნელად გამოეცალა ხელიდან მარიამის სხეული და მის ზემოდან აღმოჩნდა. უბრალოდ ზევიდან ეწვა და თვალებში უყურებდა.-შენთან ყველაფერი სხვანაირია მარიამ, ყველაფერს აქრობ და ვრჩებით მხოლოდ მე და შენ. -თოკაც. -გაიღიმა და ტუჩებზე აკოცა. -როგორ შეგიყვარდა ასე, ალბათ შენ რომ შვილი გყოლოდა ადვილად ვერ შევეგუებოდი. -მე შენ მიყვარხარ, რაც შენია ყველაფერი მიყვარს, თორნიკეს ვერ ამოვშლი შენი ცხოვრებიდან, არც მინდა ამოშლა. სხვა შვილები რომ გყავდეს იმათაც შევიყვარებ რადგან შენი ნაწილები არიან, მე კიდე ყველა შენი უჯრედი მიყვარს. -მარიამ… -მომენტალურად აენთო თვალები, ისე უბრწყინავდა მარიამისთვის ყველაფერს ანათებდა. -მაბედნიერებ. -ტუჩებზე აკოცა, შემდეგ ძველ პოზაში დააბრუნა, ხელი უკანალზე ჩაუსრიალა საცვლის შიგნით და ჭორფლიან ცხვირზე აკოცა. -ვგიჟდები შენს ჭორფლებზე. -სანდრო კარგი რა… -რა? -ხელი.. ვერ დავიძინებ ეგრე. -სუნთქვა ეკვროდა, ჯერ ისედაც მასთან ასეთი სიახლოვისგან გამოწვეულ გრძნობებს ძლივს აოკებდა. -ისედაც ვერ დაიძინებ. -ჩაიცინა და ქვედა ტუჩზე იკბინა. ისევ დააგემოვნა მარიამის რბილი ტუჩები, თითები უკანალზე მოუჭირა და თავისკენ უფრო ახლოს მიიზიდა. -მგონი ჯობია სახლში წახვიდე ჟღალო. -დეისაძის ჩუმ კვნესაზე ისევ აერია თავში ყველაფერი. -რა? -გაოცებულმა შეხედა. -ჯერ არ მეძინება და რომ არ დავიძინო ვფიქრობ ბრძოლას წამოვიწყებ, ბევრი სისხლი დაიღვრება და შენც წაგებული დარჩები. -სიცილს ვერ იკავებდა მარიამის გაფართოვებულ თვალებზე. -ნუ აფახურებ ეგრე თვალებს! -ხო ხარ ღირსი მართლა წავიდე. -ვერ წახვალ, მოისვენე ეხლა. -აკოცა, მერე შუბლზე მიადო ლოყა და მალევე გადაეშვა სიზმრებში. … ბართან იჯდა, სასმელს წრუპავდა და მოცეკვავე სხეულებს უყურებდა. ცოტახანში საპირფარეშოში იდგა შავთმიანი გოგოს უკან, მისი თმები მაჯაზე ჰქონდა დახვეული, იმ წუთებში არაფერზე ფიქრობდა, ბოლოს მოიშორა ქალის სხეული და ზევიდან დააკვირდა. -ჯანდაბა! საოცრება ხარ. -ძლივს ამოილაპარაკა გოგომ. -ჰო ხშირად მეუბნებიან მაგას. -თვალი ჩაუკრა, შარვალი გაისწორა, შემდეგ ხელები გადაიბანა და ფეხზე მდგარ გოგოს მიუახლოვდა. -არც შენ ხარ ცუდი. -გაიცინა, ნიკაპზე თითი ამოკრა და იქაურობა დატოვა. გარეთ ყინავდა, უკვე 1 ხდებოდა, ერთი ხელი კურტკის ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი, მეორეთი ჩქარა ეწეოდა სიგარეტს. ძირს იყურებოდა და ვერ შეამჩნია წინ მომავალი სხეული რომელიც მთელი ძალით მკერდზე შეასკდა, გაკვირვებულმა დახედა ძირს გაშოტილ გოგოს, ჯერ გაეცინა, პირზე ჩამოისვა ხელი და უცებ წამოაყენა. -ბოდიშით ვერ დაგინახეთ. -შარვალს იწმინდავდა, თან ლაპრაკობდა. -სწრაფად მივდიოდი და… -ქვევიდან ამოხედა და მაშინვე გაჩუმდა. -რატომ დამცინით? თქვენ რომ წაქცეულიყავით უნდა მეცინა? -თქვენობით რატომ მელაპარაკები? -მე რას ვეუბნები და ეს რას მპასუხობს. -გვერძე გაიხედა. -ეგრე ადვილად თუ გადახვიდოდი შენობითზე არ მეგონა. -სიცილს ძივს იკავებდა. პატარა გოგო იყო, დაახლოვებით 18ის იქნებოდა, თხელი კურტკა ეცვა, არც ქუდი ეფარა არც კაშნი, თმები წინ ჩამოშლოდა და წამდაუწუმ უკან იწევდა. -ღმერთო ეს კაცები ყველა ერთნაირი იდიოტი რატომ გააჩინე. -მაღლა აიხედა, თავისთვის ჩაიბურტყუნა მაგრამ მაინც გაიგო მათემ. -რა თქვი? -წარბები ასწია. -არაფერი. -ისევ გაუშეშდა თვალები მათეს სახეზე. -კარგი პატარა გამატარე -გვერდი აუარა. -მოიცადე სად მიდიხარ. -უაკან აედევნა. -უკაცრავად? -გაკვირვებულმა გადახედა ერთი თავით დაბალს, გვერდით მისდევდა ჩქარი ნაბიჯებით და ისევ დაბლა იყურებოდა. -ესე ადვილად მიდიხარ? -აბა რა გავაკეთო? -კარგი რა, რომანტიკას კლავ… -უცებ ჩაავლო ხელი მათემ და გვერძე გასწია. -ჯობია წინ იყურო ბავშვო, რომანტიკა ადრეა ჯერ შენთვის. -ხეზე ანიშნა, რომელზე შეჯახებას რამდენიმე წამის წინ გადაარჩინა. -ო კარგი რა, ასე უბრალოდ ხოარშეგეჯახებოდი, აშკარად ბედისწერაა ჩვენი შეხვედრა.-მხარზე დაადო ხელი. მათემ ჯერ გოგოს ხელს დახედა, მერე მის გაღიმებულ სახეს შეხედა და თავი სიცილით გააქნია. -ყველა არანოლმალური მე რატომ უნდა გადამეყაროს. -საერთოდ არ ვარ არანოლმალური, უბრალოდ დამთხვევების მჯერა, ისევე როგორც ბედისწერის. აი უეჭველი ვიცი ბოლოს ერთად ვიქნებით. -შენ ყველაფერში დამთხვევას და რომანტიკას ეძებ პატარა ქალბატონო, ვისაც შეეჯახები ყველას შენს ბედად ნუ აქცევ. -სხვათაშორის პირველად შევეჯახე ადამიანს… -აქამდე ხეს, ასვალტს და კედლებს ეჯახებოდი? -სხვათაშორის… -ახარხარებული კაცის დანახვისას წარბები შეკრა. -არაფერს ვეჯახები მე, ეხლა ცივა და მაგიტომ მოვდიოდი ასე. -მისმინე ბავშვო. -თავისკენ შეატრიალა, თავის კაშნი მოიხსნა, ყელზე მოახვია და ლოყები გაუწელა. -წადი სახლში ამ დროს ბევრი მთვრალი დადის, მითუმეტეს ამ ტერიტორიაზე, გმირობის სურვილი ნამდვილად არ მაქვს და არც ხელების დასისხლიანება მინდა. მტკივა ხოლმე მერე. -გაღიმებული უყურებდა მის ცისფერ თვალებს. -წადი და მეორედ თუ შევხვდით ბედისწერაზე მერე ვილაპარაკოთ. -აი ნახავ. -თითი დაუქნია და უკან მიბრუნდა. თვალი გააყოლა მათემ, მერე გაეცინა და გზა გააგრძელა. … ნუცასთან ერთად იჯდა ტელევიზორის წინ, ფილმს უყურებდა, თავი ნუცას კალთაში ედო და ვერაფრით იშორებდა თავიდან თათას ნათქვამს. გიორგის აგარაკზე იყვნენ ასულები, ხშირად მიდიოდნენ იმ სახლში ყველა ერთად. -ნუც. -ქვევიდან ახედა. -რა? -თმებზე გადაატარა ხელი გაღიმებულმა. -მართლა ეგეთი ვარ? -როგორი? -ხომ გაიგე რაც თქვა თათამ? მართლა ეგეთი ვარ? -არ გამიგია. -თვალი მოაშორა რატის, ისევ ტელევიზორს გახედა, მაგრამ თმებზე თამაში არ შეუწყვეტია. -მითხარი! -ჰო ეგეთი ხარ, ვერასდროს ვერაფერს ამჩნევ თუ არ გითხრეს და ძალით არ დაგანახეს. ვიცი რომ არ შეგიძლია გრძნობების გამოხატვა, მარიამმაც იცის, მაგრამ მაინც სწყდება გული. ზოგჯერ მეშინია რომ შენი შვილების მიმართაც ეგრე იქნები. -ჩვენი შვილები ყველაზე მეტად მეყვარება ხომ იცი? -ეგ თავისთავათ, მაგრამ ბავშვებს სითბო სჭირდება, ისინი დანახულიდან გამომდინარე ფიქრობენ. ხანდახან საჭიროა უბრალოდ ჩაეხუტო, აგრძნობინო სითბო რომელიც შენგან მოდის, მხოლოდ მე არ უნდა ვგრძნობდე ამას, მხოლოდ მე არ უნდა მიზიარებდე ყველაფერს როცა უამრავი საყვარელი ადამიანი გყავს გვერდით. ზოგჯერ გიორგისაც სჭირდება შვილისგან წამოსული სითბოს შეგრძნება. მარიამი სულ კოცნის, ეხუტება.. გოგოები სხვანაირად ვექცევით მამებს, შეიძლება სულ ვეკინკლაოთ მაგრამ ერთი კოცნა ლოყაზე და მაშინვე ყველაფერი ავიწყდებათ. იციან რომ თავისი გოგოები ყოველთვის თავისები იქნებიან.. შენ არ დაკვირვებულხარ გიორგის გამომეტყველებას როცა მის წინ ჩაგივლია და არაფერი გითქვამს. ვაღიარებ ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ ის სიამაყით სავსე თვალები რომელიც შენი დანახვისას ბრწყინავს არასდროს გამომპარვია. არც ელისაბეტის მწვანეები, შენი დანახვისას სულ რომ ელოდება როდის მიხვალ და მოეხვევი. რომ ვუყურებ ჩემი და ნიკოლოზის ურთიერთობას, შენი და მარიამის ურთიერთობისგან ძალიან შორს არის. ნიკა ჩემზე გიჟდება, ზოგჯერ აუტანელიცკია მისი მოფერება ჩახუტება და კოცნა. შეიძლება მოვიშორო, მაგრამ ყველაზე მეტად მისი სიახლოვე მაბედნიერებს. -ბევრი გოგო უნდა გაგაჩენინო ნუცა. -ხელისგულზე აკოცა. -გაიგე რა გითხარი? -კი. -მე ბიჭი მინდა. -ბიჭიც რათქმაუნდა. -მიყვარხარ. -ტუჩებზე აკოცა. -მეც ნუცი. -უცებ წამოდგა, ჰაერში აიტაცა რობაქიძე, საძინებელში შესულმა უცებ გააშიშვლა და ნუცას სუსტ სხეულს ზევიდან მოექცა… … სწრაფად გადიოდა დრო, ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს. რატიც შეეჩვია იმ აზრს რომ მარიამი ალექსანდრესთან იყო. მათ ერთად ყურებასაც შეეჩვია, თავიდან რომ სუნთქვა ეკვროდა და ბრაზი ახრჩობდა, თვეების შემდეგ გაღიმებული ხვდებოდა წყვილს. ხედავდა როგორც უყურებდა ალექსანდე მარიამს, სხვა არაფერი უნდა იმის გარდა რომ თავისი და ბედნიერი ყოფილიყო. უკვე ივნისის შუა რიცხვები იყო, თბილისში ყველაფერს წვავდა მზე. მარიამი ალექსანდრესთან იყო მისული, სახლში ძიძა დახვა, ქალბატონი ნინი ლუკასთან გადაცხოვრების შემდეგ თორნიკესთვის ვეღარ იცლიდა. ძიძა გაუშვა და თვითონ დარჩა ბავშვთან. -მალი იცი ლა მინდა? -კალთაში ჩაუჯდა და ლოყაზე მოკიდა ხელები. -რა გინდა ცემო სიცოცხლე? -თმები გადაუწია შუბლიდან და ლოყაზე გემრიელად აკოცა. -აი შენ ლო გააკეთე მაშინ მგვალი ბლინი. -გავაკეთოთ? -ხოო! -ტაში შემოკრა გახარებულმა. ხელში აიტაცა და სამზარეულოში შევიდა, სკამზე დასვა თორნიკე, თვითონ მასალების მოგროვება დაიწყო. მაცივარში იყურებოდა, უცებ ბრახუნის ხმა გაიგო და ისიც წამსვე შებრუნდა. მაგიდაზე დაეყარა ვაჟბატონს ფქვილი და სახეზე თეთრად თითები ეტყობოდა. -უი.. -პირზე აიფარა ხელები, ეშმაკურად იცინოდა და ლურჯი თვალებით უყურებდა მარიამს. -უხ შე მაიმუნო. -თვალები დააწვრილა მარიამმა, მაწონი მაგიდაზე დადო, ფქვილი სწრაფად ჩაყარა ჯამში და ამოფრქვეული ნაწილი სახეზე შეეყარა. თორნიკე კისკისებდა, მარიამი დაბღვერილი უყურებდა, მერე თვითონაც გაეცინა, ფქვილი მუჭით ამოიღო და ჰაერში აყარა. გახარებული თორნიკე მაგიდაზე აძვრა და მუხლებზე მდგომი ეხმარებოდა მარიამს, თან ფქვილს აყრიდა დეისაძეს, ნახევარს კი შემთხვევით თავზე იყრიდა. სიცილს ვერ იკავებდა მარიამი, ლოყას მიუშვერდა თორნიკეს და ისიც მაშინვე კოცნიდა. ისე იყვნენ გართულები, ვერ შეამჩნიეს სამზარეულოს შესასვლელში მდგომი ალექსანდრე შოკირებული სახით. -მამა მოვიდაა! -უცებ დაიყვირა პატარა ჯაფარიძემ და ხელები გაშალა. -რას გავხარ მამი რა არის ტო? -მარიამის დაჭყეტილ თვალებზე სიცილი ვეღარ შეიკავა. -მე მალის სიმპატიული ბიჭი ვალ. -ვა მართლა? -პიჯაკი იქვე დაკიდა, საროჩკის მკლავები აიკეცა და ჯერ თორნიკე ჩაკოცნა, მერე მარიამის ტუჩებს მისწვდა. -ხოო. -გაღიმებული უყურებდა წყვილს. -რას მიკეთებთ? -ბლინებს ვუკეთებ ჩემს ბიჭს. -მეც რომ შემოგიერთდეთ? -თორნიკე აიყვანა ხელში და ისევ აკოცა. ეს ორნი იყვნენ ისინი ვინც ალექსანდრეს მთელ დაღლილობას უქრობდნენ. ეს ორი აბედნიერებდა ყველაზე მეტად. -გვინდა. -მა გინდა მარიამი შენი დედიკო გახდეს? აქ იცხოვროს და სულ ჩვენთან იყოს?-გაღიმებული უყურებდა მარიამის დამრგვალებულ თვალებს. -კიი! -მაშინვე გაუბრწყინდა თვალები. -გადმოხვალ ჩვენთან მარიამ? -მარჯვენა ხელი ჩაკიდა, ნიშნობის ბეჭედს შეხედა, მერე მტევანზე აკოცა და თვალი გაუსწორა. -ხო მაგრამ… -ჯვარი დავიწეროთ, ვიცი გინდა ქორწილი, თეთრი კაბა და ასე შემდეგ, მაგრამ არ შემიძლია, აღარც შენს გარეშე შემიძლია. -არ მინდა არაფერი შენს გარდა სანდრო. -ცრემლები გადმოსცვივდა, მაშინვე ჩაეხუტა და ტუჩებზე აკოცა. -მიყვარხარ, ორივე მიყვარხართ. -ჯერ ბავშვს აკოცა ლოყაზე, მერე ალექსანდრეს. -ანუ გადმოხვალ. -თვალები გაუბრწყინდა ჯაფარიძეს. -როდის დავიწეროთ ჯვარი. -მოწესრიგდი, მაღაზიაში გავიაროთ, კაბა ვიყიდოთ და წავიდეთ. -დღეეს? -ჰო. -სერიოზულად? -აბაზანაში შედი, მე ამას მოვაწესრიგებ. -უკანალზე მიარტყა ხელი სახეგაბრწყინებულ მარიამს, სააბაზანოსკენ უბიძგა, თვითონ კი თორნიკეს საძინებლისკენ წავიდა. თან ბავშვს აცმევდა, თან ტელეფონზე ლაპარაკობდა, ყველაფერი მოაგვარა, შემდეგ კოტესთან გადარეკა.-სად ხარ შე ჩემა? -რესტორანში, რახდება? -ეკუნაც მანდ გყავს? -კი. -მე და მარიამი ჯვარს ვიწერთ, მამადავითს დავურეკე გველოდება. დაახლოვებით ორ საათში იქ იყავით, სხვებსაც გადურეკე. -მართლაა? -სიხარულისგან წამოიყვირა კოტემ. -ჰო, ჩემი მეჯვარე შენ ხარ ხომ იცი? -იასნია, კაი მიდი, ორ საათში იქ ვართ ყველა. -დავაი. -როგორც კი გაუთიშა ოთახიდან გავარდა ბავშვით ხელში. მარიამი ბედნიერებას ასხივებდა, ვეღარაფერს ამჩნევდა იმ ორი კაცის გარდა რომლებიც მის წინ იდგნენ. მანქანის გასაღები აიღო და სახლიდან გავიდა. ჯერ მარიამის კაბაზე იარეს, თან თორნიკეს დაატარებდნენ, ალექსანდრე კი სურათებს უღებდა ორივეს. ბოლოს აარჩიეს თეთრი მუხლს აცდენილი კაბა. სალონშიც მიიყვანა, ბოლოს ეკლესიამდეც მიაღწიეს, ყველა იქ დახვდათ, შოკირებული სახეებით უყურებდნენ წყვილს. -რამ გადაგრიათ? -სიცილით მოეხვია ეკუნა. -რა მნიშვნელობა ჰქონდა როდის დავიწერდით ჯვარს, დრო გადის გენაცვალე, რატომ უნდა გავუშვა ხელიდან ყველა ის წამი რომელიც შემიძლია ალექსანდრესთან გავატარო? -ლოყაზე აკოცა ჯაფარიძეს. -მოიმიზეზა ეხლა დრო. -თვალები აატრიალა თათამ. -რა გინდათ ვერ ვხვდები? თქვენ რომ გულაობთ კარგია? -არ შევიდეთ? -ყველას გადახედა რატიმ. უცებ შევიდნენ ეკლესიაში, ჯვარი დაიწერეს, სურათები გადაიღეს, ცალცალკე, ყველამ ერთად და ასე შემდეგ... შემდეგ კოტეს რესტორანში წავიდნენ. თორნიკე კოტეს ოთახში შეიყვანეს, თვითონ კი გართობა გააგრძელეს. ბედნიერებას ასხივებდნენ ორივე, მათი ბედნიერება კი სხვებსაც ედებოდათ, მხოლოდ მათე ყავდათ მარტოხელა როგორც ყოველთვის. უკვე კარგად შეზარხოშებულები ერთმანეთს ლოცავდნენ, მერე დაი*იდეს სადღეგრძელოოები, ყველა თავისთვის სვავდა. ცეკვა დაიწყეს, ბევრი ცეკვის შემდეგ რატის მკლავებში ამოყო თავი მარიამმა. -ბედნიერი ხარ? -ვერ ხედავ? -მხარზე ჩამოადო ნიკაპი. -მაპატიე მარიამ, ხომ იცი რომ მიყვარხარ? ხომ იცი რომ შენს ძმას ყველაზე განსხვავებულად უყვარხარ, ისეთი სიყვარულით შენს გარდა არავის მიმართ რომ არ გძნობს. -ვიცი რატი. -გაიღიმა და ლოყაზე აკოცა. -მეც მიყვარხარ. -ჯანდაბა, მაინც როგორ მიჭირს ეს ყველაფერი. -ღრმად ჩაისუნთქა და მარიამს გაუსწორა თვალი. -ბედნიერებას გისურვებ ჩემო პატარა. -შუბლზე აკოცა და ცოლისკენ წავიდა. -ხალხო მისმინეთ! -მუსიკა გამორთო ნუცამ და ყველას ყურადღება მიიქცია, ქმარს თავისკენ უხმო, გვერძე ამოიყენა გაკვირვებული და ტუჩებზე აკოცა. -ორსულად ვარ! -ხმამაღლა გამოაცხადა და მაშინვე ატყდა წივილკივილი. -მიყვარხარ! -ჰაერში ააფრიალა გახარებულმა, მერე ბევრი კოცნა და მუცელზე ეფერა. -ნუც მიყვარხარ, ჩემი ბედნიერება ხარ. -იმ დღეს სხვანაირად ბედნიერი იყო ყველა.. ერთმანეთი ახარებდათ და აბედნიერებდათ. გვიან დაიშალნენ, თოკა წაიყვანეს და სახლში წავიდნენ. როგორც კი თავის ლოგინში ჩააწვინეს, ხელში ააფრიალა მარიამი და საძინებელში შეიყვანა. კაბას ნელა ხდიდა, ყელზე კოცნიდა, მხარზე და მის მოქმედებებს აკვირდებოდა. ორივე ბრეტელი მოაშორა მის სხეულს და მაშინვე გაიშალა კაბა იატაკზე. არც მარიამი იდგა უმოქმედოთ, სწრაფად ათავისუფლებდა ალექსანდრეს სხეულს ზედმეტი სამოსისგან, ბოლოს ორივე საცვლებით იდგნენ. მარიამის ხელები რომ იგრძნო ტანზე ჩაიღიმა, უცებ გადააწვინა ლოგინზე, თვითონ ზევიდან მოექცა. -მოდუნდი მარიამ. -ყურთან ჩასჩურჩულა და იქვე აკოცა. ყელზე მიაწება ტუჩები, შემდეგ მკერდის ძვალზე და მკერდამდეც მიაღწია. მარიამი ხელებს ვერ აჩერებდა, ჯერ მხრებზე დაატარებდა თითებს, შემდეგ კისერზე, თავზე, და ისევ მხრებს უბრუნდებოდა. მუცელზე აკოცა, შემდეგ სწრაფად მოიშორა ზედმეტი მატერია და ისევ მიუბრუნდა ქალის სხეულს. მკერდზე კოცნიდა, მკერდიდან ტუჩებამდე მიაღწია და პირველი ბიძგისგან ამოსული ხმები ტუჩებით ჩაუხშო… მთელს ოთახში ორი ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებული ადამიამის სიამოვნებისგან წარმოქმნილი ხმები ისმოდა. ბოლოს ალექსანდრეს მკლავებში მოქცეული მინაბული თვალებით სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. იმ დღეს გახდა საბოლოოდ ალექსანდრე ჯაფარიძის ქალი. მანამდეც მისი იყო, გაცნობამდეც და გაცნობის წამიდან. უყვარდათ მთელი გულით და სულით, არავინ არ უნდოდათ ერთმანეთის გარდა, ერთმანეთს ავსებდნენ, ორი არაიდეალური ადამიანი ერთად იდეალურობას ქმნიდნენ. … დილით საოცარ განწყობაზე გაეღვიძა, მის გვერდით მძინარე ჟღალს დახედა, ჯერ ნაზად აკოცა, აბაზანაში შევიდა, ჯაკუზი ცხელი წყლით გაავსო და ისევ უკან დაბრუნდა. ცდუნებას ვერ გაუძლო, ხელი აატარა სხეულზე, უკანალზე მაგრად მოუჭირა თითები და ქალბატონიც გამოაღვიძა. ტკივილისგან ამოიკნავლა, თავი გვერძე გადაატრიალა, თვალები გაახილა და გაღიმებული ალექსანდრეს დანახვისას თვითონაც გაეღიმა. იგრძნო როგორ წამოუწითლდა სახე და თავზე ბალიში დაიფარა. -ეხლა არ მითხრა მცხვენიაო თორემ გავგიჟდები მარიამ. -ბალიში მოაშორა, თავისკენ მისწია და ტუჩებზე აკოცა. -დილამშვიდობისა, მეც კარგად მეძინა, არაფერი არ მტკივა და სართოდ შესანიშნავად ვგრძნობ თავს. -ზევიდან დააწვა, ხელები ლოყებზე მოკიდა და ტუჩები დაუკოცნა. -ჯანდაბა, კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ჩემი ხარ. -სხვისი არც არასდროს ვყოფილვარ. -ქვედა ტუჩზე უკბინა, მერე უცებ წამოხტა, იგრძნო კუნთების ტკივილი და ძლივს გადადგა ერთი ნაბიჯი. -არაფერი სტკივა გოგოს. -უკანალზე მიარტყა ხელი და მაშინვე ახარხარდა. მხარზე გადაიგდო წამებში და აბაზანისკენ წავიდა. -რას აკეთებ ალექსანდრე დამსვი! -კისკისებდა, თან ჯაფარიძის შიშველ უკანალს თვალს არ აშორებდა. -ღმერთო სულ გაგიჟდა. ბავშვია სახლში სანდრო! -უცებ წამოიყვირა თორნიკეს გახსენებაზე. -ბავშვი მანჩომ წაიყვანა, მოისვენე, ნუ ფართხალებ თორემ დამივარდები. -უკანალზე მიარტყა ხელი. -იცი ყოველთვის მოხიბლული ვიყავი კაცების უკანალით. -ორივე ხელი მოუჭირა ალექსანდრეს და ისიც მაშინვე გაშეშდა. -რას აკეთებე გოგო? -მთელი სახლი მათ სიცილკისკისს მოეცვა, ისევ ტრიალებდა ბედნიერება ჯაფარიძეების ბინაში. ქაფიან წყალში ჩასვა, თმისსამაგრით კოსა შეუკრა, თვითონ კი უკნიდან მიუჯდა. -ხომ ცხელა, მაგრამ საშინლად მსიამოვნებს ცხელი წყალი. -გინდა ზღვაზე წავიდეთ? -ზურგით ჰყავდა აკრული, მკერდზე ეთამაშებოდა და დროდადრო კისერზე კოცნიდა. -მართლა? -სანდროსკენ შებრუნდა ნელა, ფეხები წელზე მოხვიადა და მისკენ უფრო ახლოს მიიწია. -ჰო. -მე, შენ და თორნიკე! -ხვალ წავიდეთ. -გაღიმებულმა ჩაილაპარაკა და ხელი ფეხებ შორის შეუცურა. სუნთქვა შეეკრა მარიამს, თითები მკლავზე მოუჭირა, მერე კი ალექსანდრეს სიცილზე თვითონაც გაეცინა. -მოდი ააქ. -თავისკენ მისწია. მალევე იგრძნო გამაგრებული სხეული ორგანიზმში და სიცილს სხვა ხმებიც შეერია. … -როგორ თუ ჯვარი დაიწერეს? -ბოლთას სცემდა ელისაბედი, გიორგი გაღიმებული უყურებდა, თვალს ადევნებდა აფორიაქებულ ცოლს და არაფერს ამბობდა. -აუ კაი დედა რა, ხომ ითხოვა ოფიციალურად ხელი, ისედაც იცოდით რომ ქორწილს არ აპირებდნენ, რა განერვიულებს ვერ ვხვდები. -ბიჭოო! -ადგილზე გაჩერდა დოინჯშემორტყმული და შვილს გაუსწორა თვალი. -ჩემი გოგოს ჯვრისწერაზე არ ვიყავი, ისე წახვედით არაფერი თქვით, ხვდები ეხლა რა მაგიჟებს? -ხელის მოწერაზე იქნები დე არაუშავს. -ლოყები გაუწელა რატიმ, მერე აკოცა, ჩაეხუტა და მისი სურნელი ღრმად ჩააისუნთქა. -გიორგი ამოიღე ხმა, მითხარი რამე, ხომ ხედავ ვერ ვჩერდები. -ქმარს ჩამოუდგა ტუჩებდაბრეცილი. გაეცინა დეისაძეს, ხელი ჩაკიდა და კალთაში ჩაისვა. წლები ემატებოდათ მაგრამ მათი სიყვარული არაფერს იტყობდა. ისევ ისე იქცეოდნენ ერთმანეთის მიმართ როგორც ახალგაზრდობაში. -გახსოვს რა გითხარი როცა გავიგეთ რომ გოგო გვეყოლებოდა? -მტევანზე აკოცა, თან ღრმად ისუნთქავდა საყვარელი ქალის სურნელს. -რავიცი, რამდენი რამ მითხარი? ის კი მახსოვს რომ არ გინდოდა გოგო. -გითხარი ჩვენი გოგო რომ გაიზრდება ისე ამახევს ვიღაც სი*ი როგორც მე ავახიე მამაშენს შენი თავითქო. -ბოლო წუთამდე იმას გაიძახდი ბიჭიაო. -გაეცინა ელისაბედს და ლოყაზე აკოცა ქმარს. -სამაგიეროდ ხელში რომ დავიჭირე, მისი წითელი თმების დანახვისას გული გამიჩერდა, აი ხელს რომ მიჭერდა თითზე, იქ მივხვდი რომ სამყარო ჩემს გარშემო ბრუნავდა, მას მერე ორი საყვარელი ქალი მყავდა, ახლა ისევ მე და შენ დავრჩით ჭორფლიანო, სულ ასე იქნება რაც არ უნდა მოხდეს, ბოლოს მაინც მე და შენ ვიქნებით ერთად მარტოები. ჩვენი გოგო ნახევრად ისევ ჩვენია, ჩემი და შენი სიყვარულის ნაყოფი, რომელიც თავის სიყვარულთან არის, ისიც გააზიარებს ჩვენს სიყვარულს. კიდევ ის პატარა, ჩვენი ნუციკოს მუცელში რომ არის. ჩვენ ისღა დაგვრჩენია დავტკბეთ სიბერით და შვილიშვილები ვზარდოთ. -ერთმანეთზე მიხუტებულ ცოლქმარს გახედა, ხედავდა როგორ უყურებდა რატი ნუცას და სიამაყით ივსებოდა. -დაწყნარდი ჩემო ერთადერთო? -წითელ თმაზე გადაატარა ხელი, მერე ბავშვივით დაბრეცილი ტუჩები დაუკოცნა და ისიც წამსვე მოვიდა ხასიათზე. -შენ ყოველთვის იცი რა მჭირდება. -ჭაღარა წვერზე ჩამოატარა ხელი. -ეს კიდე გაიპარსე გაბერებს. -რა დამაბერებს გოგო მე? შემომხედე ერთი, ღიპიც კი არ მადევს. -ამ ახალგაზრდებს გადავუჯოკრავთ ჩემო ქმარო ვიცი მე. -უცებ აკისკისდა. -გახსოვს რატი რომ იბადებოდა რადღეში ვიყავი? -გაღიმებულმა ჩაილაპარაკა და მაშინვე მიიქცია ცოლქმრის ყურადღება. -ჩემზე მეტად მგონი შენ ნერვიულობდი. -იცინოდა, თან შვილს უყურებდა. -დღეს მთელიდღე რაც გიყურებთ სულ ჩემი პირველი ორსულობა მახსენდება. პირველად რომ ვუთხარი ოსულადვართქო შოკში ჩავარდა, მერე ყველა ნაბიჯში დამყვებოდა და მეკითხებოდა რამე ხომ არ გინდაო. -არაფერია იმზე მაგარი როცა შენს შექმნილ არსებას იჭერ ხელში. ჯერ ისე ნერვიულობ სხეული გეყინება, მერე ბავშვის ხმას რომ იგებ ყველა და ყველაფერი ქრება. -მართალია რომ ამბობენ პირველი შვილი უფრო მეტად უყვართო? -მთლად ეგრეც არ არის ნუციკო, უბრალოდ პირველი შვილი მაინც განსხვავებულია, პირველია, პირველი სიხარული, ყველა გრძნობას პირველად გრძნობ, არ იცი როგორ უნდა მოიქცე, ჯერ კიდევ წერტილს თვალისჩინივით უფრთხილდები… მერე პირველად რომ იგრძნობ მოძრაობას მუცელში დაუტეველ ბედნიერებას გრძნობ. პირველად რომ დამარტყა ფეხი ვიტირე, გიორგი გაგიჟებული მიყურებდა სანამ ბოლოს არ ვუთხარი ფეხი მომარტყათქო. ყველაფერი მახსოვს, ყველა გათენებული ღამე, პირველად როდის გაიარა, პირველი კბილი როდის ამოუვიდა, აბსოლიტურად ყველაფერი მახსოვს. -ორზე არ უნდა გავჩერებულიყავით ელისაბეტ, ისეთი შვილები გამოგვივიდა, სამი ასეთი კიდე უნდა გაგვეკეთებინა. -არ ჩაისახა თორე მაგის მეტს რას ვაკეთებდით. -ისევ აკისკისდა. ვერ უძლებდა გიორგი ცოლის კისკისს, უმოქმედოთ ვერ ტოვებდა… ცოტახანში საძინებელში შეიყვანა ნუცა, ლოგინზე დააწვინა, თვითონაც დაწვა, თავი მუცელზე დაადო და ორივე ხელი მოხვია. სრულ სიმშვიდეს გრძნობდა იმ წამებში. -კარგად ხარ? -თმებში შეუცურა თითები. -გოგო არ მინდა. -თავისთვის ჩაიბურტყუნა. -არ გეწყინოს მა თუ გოგო ხარ მანდ. -თითი დაარტყა რამდენჯერმე, მერე მუცელზე აკოცა. -შენც დაიწყე? -ჩაიცინა. -მე დას ვერ ვთმობდი ბოლო წუთამდე და შვილი როგორ უნდა დავთმო? გიორგისნაირი არ ვარ მე, ვერ ავიტან ჩემს გოგოს ვინმე რომ შეეხოს. -მე პირველი ბიჭი მინდა. -შევთანხმდით ანუ? მეორე გოგო იყოს. -ჯერ პირველი გამაჩენინე, იქნებ ვკვდები. -შენ გოგო ხოარ უბერავ. -უცებ წამოენთო. -მეორედ ეგეთი რაღაც აღარ თქვა თორემ მაგრად ვიჩხუბებთ. -კაი რა ვთქვი ეგეთი. -გაეღიმა, ეგოისტურად სიამოვნებდა როცა ასეთ რატის ხედავდა. -ნერვებს ნუ მომიშლი. შენს გარეშე ვერ ვიცხოვრებ და საერთო ახლა ძალიან დაგსჯი… კიდევ იტყვი მსგავს სიდებილეებს და კვნესით ამოგხდი სულს. -მაიკა აუწია, ჯერ მუცელზე აკოცა, რაღაც დაიჩურჩულა იქვე, შემდეგ მკერდზე გადაინაცვლა… არ ბეზრდებოდა, არ ჰყოფნიდა, დაუკმაყოფილებელი იყო გამხდარი, ვერაფრით ერეოდა თავს როცა ნუცასთან იყო… … დილიდან სამზარეულოში იდგა, იუთუბში ვიდეოს უყურებდა და რეზისთვის გემრიელი ვახშმის მომზადებას ცდილობდა. კარზე კაკუნმა აიძულა მოსწყვეტოდა საქმეს და სამზარეულოდან თავი გაეყო. კარები გამოაღო, რეზის დანახვაზე გაიღიმა, კარებში შესვლა არ დააცადა ისე აეკრო სხეულზე. -მომენატრე. -მის კისერში ჩაყო ცხვირი, საყვარელი სურნელი რომ ვერ იგრძნო უცებ მოშორდა კაცს. -ჯანდაბა რეზი არ ხარ! არა რეზი ხარ მაგრამ არ ხარ…-თვალებგაფართოვებული უყურებდა. -ვინ ხარ? -უყურებდა საყვარელ კაცს მაგრამ ზუსტად იცოდა რომ ის არ იყო. ხელზე შეეხო მაგრამ ვერაფერი იგრძნო, ვერ იგრძნო ის, რასაც რეზის შეხებისას გრძნობდა. -მე… საბა მქვია. -დაბნეულმა მიმოიხედა. -კიდევკარგი რეზი არ ხარ თორემ, უკვე იმას ვფიქრობდი რომ გადამიყვარდა… -ბოლოს გაჩუმდა და თვალები ჭყიტა, მთლიანად შეათვალიერა მის წინ მდგომი მამაკაცი, მერე სახეზე დააკვირდა, ვერაფერს პოულობდა რითაც რეზისგან განასხვავებდა, ბოლოს ის შეამჩნია რომ წარბზე შრამი ჰქონდა და რეზისგან ოდნავ განსხვავებულად ეცვა. -ვინ ხარ?-ისევ დასვა კითხვა, რომლის პასუხი თვითონაც იციდა, მაგრამ ვერ იჯერებდა. -შეიძლება შიგნით ვისაუბროთ? -ჯანდაბა! -ხმაც კი რეზისნაირი ჰქონდა, კარები ფართედ გააღო და შიგნით შეატარა. -მე ვამბობდი ჩემი კაცის მსგავსი მეორე არ დადისდთქო… შენ კიდე… კარგი.. ყავა ჩაი? -ცივი ყავა თუ არ გეზარება. -გაიღიმა და სავარძელზე მოთავსდა. -რაღაც ისე მოშინაურდი.. ბარემ სამზარეულოში წამომყევი. -ხელი დაუქნია და საბაც გაიყოლა. -მთელი დღეა ვცდილობ რამე მოვამზადო, მაგრამ ვერაფერი ვიპოვნე, რამე უცხოური საჭმელის გაკეთება მინდოდა. -პლანშეტი გვერძე გადადო და ყავის მომზადებას შეუდგა. -გასაგებია. -თავი დაუქნია გაღიმებულმა, თათა კი თვალს ვერ აშორებდა. -ჯანდაბა მაპატიე რომ გაშტერდები, უბრალოდ ღიმილიც რეზისნაირი გაქვს და… ეგ ღიმილი მაშტერებს. -არაუშავს. -ხო მართლა, თათა. -ხელი გაუწოდა. -სასიამოვნოა. -ღმერთო აღარ შემიძლია… -ღრმად ჩაისუნთქა, კოვზი მაგიდაზე დადო, ორივე ხელით ზედ დაეყრდნო და თვალებში ჩახედა. -რეზის ტყუპისცალი ხარ? -კი. -ჯანდაბა! -სახეზე ჩამოისვა ხელები. -შენ ხარ! ნეტა აქამდე მეთქვა. -რას გულისხმობ. -ორი წლის წინ გნახე, ბარში იყავი ვიღაცეებთან ერთად, გვერძე გაგიარე და არაფერი მითხარი, ზედაც არ შემოგიხედავს, ისე მომეშალა ნერვები მაგის გამო ხმას აღარ ვცემდი რეზის ერთი თვე. რომ ვუთხარი რაზეც ვესწერვებოდი მიმტკიცებდა მაგ ბარში არასდროს ვყოფილვარო, მოლანდებები დაგეწყოო, მერე იმაზე იჩხუბა მარტო რატომ წახვედი ბარშიო.-ჩაიცინა და ისევ საბას გახედა. -ღმეთოჩემო ძმა ყავს! -ტაში შემოკრა გახარებულმა, უცებ მივარდა თვალებდამრგვალებულ ბიჭს და ხელები მოხვია. -როგორ გაიგე მომიყევი რა, ყველაფერი მაინტერესებს. -გინდა მე დაგეხმარები საჭმლის მომზადებაში და მანამდე შენ მომიყევი რაღაცეები, შენი ქმარი რომ მოვა მე მერე მოგიყვებით. -იცი გაკეთება? -კი, უცხოეთში ვხოვრობდი. -მხრები აიჩეჩა და გვერძე ამოუდგა. მერე მასალები მოატანინა და წვნიანთან ერთად სალათის მომზადებას შეუდგა. -აბა? დიდიხანია დაქორწინდით? შვილი გყავთ? -ცოლქმარივით კი ვცხოვრობთ მაგრამ დაქორწინებულები არ ვართ, რეზის წლებია ვიცნობ, ჩემი დაქალის ძმის ძმაკაცია, დაახლოვებით შვიდი თქვის წინ გამოვუტყდი სიყვარულში. -შეენ? -ჰო, ნუ ეგ მაგის დამსახურებაა, ისედაც იცოდა რომ მიყვარდა, მაგრამ არაფერს აკეთებდა, შეირგო წლები ბიჭმა და სანამ ოცდაათწელს მიაღწევდა მანამდე ივაჟკაცა. -რაკაი ტიპი ხარ. -სიცილით გადახედა. -ისე საუბარში გავხარ, უფროსწორედ ყველაფერში გავხარ… აქამდე გინახავს? -პასუხის გაცემას აპირებდა მაგრამ რეზის ხმა გაიგეს და საბამაც მაშინვე თვალები ჭყიტა, გული აუჩქარდა, გაშეშდა და თვალები სამზარეულოს შემოსასვლელისკენ მიაბყრო. -თათ მოვედი! -პერანგის შესაკრავებს იხსნიდა, თან სამზარეულოსკენ მიიწევდა. -სახლში ხარ? -ჰო აქ ვარ. -რას მიკეთ… -სიტყვა გაუწყდა როგორც კი თათას გვერძე თავის მსგავსი დაინახა, კარებში გაშეშდა და სუნთქვა შეწყვიტა. -მე და საბა გიკეთებთ საჭმელს. -მხრები აიჩეჩა, რეზისკენ დაიძრა, ხელები შეხსნილ პერანგში შეუცურა, ყელში აკოცა და ნაცნობი სურნელის შეგრძნებისას მთლიანად მოდუნდა. თათას შეხებამ მოიყვანა გონს, შუბლზე აკოცა მაგრამ საბას მაინც ცერ წყვეტდა თვალს, ერთმანეთს ათვალიერებდნენ, თან ადგილიდან ვერ იძვროდნენ. -გამარჯობა. -ძლივს ამოიღო ხმა საბამ, რეზი კი შეკრთა. თათას თითების მოჭერა იგრძნო წელზე და მაშინვე გამოფიხზლდა. -გამარჯობა?! -თვალები დააწვრილა. -ვინ ხარ? -კარგი რა, შენ თვითონაც ხვდები ვინ ვარ, სახელი კი იცი უკვე. -ჩაიცინა საბამ და სკამზე ჩამოჯდა. ფეხებგადაშლილი, გაღიმებული უყურებდა ძმას. -შანსი არ არის… -პირზე ჩამოისვა ხელი, ჯერ თათას შეხედა, მერე საბას. სკამი გამოსწია და მის პირდაპირ დაჯდა. -ტყუპისცალი მყავს და არ ვიცი? -სიმწრით გაეცინა. -იქნებ უბრალოდ ორეული ხარ. -საქართველოში? -საბამაც ჩაიცინა. -ორეული? სერიოზულად შოკში ხარ ძმაო. -საიდან გაიგე? -დედაჩემმა მითხრა. -ანუ? -რა სიტყვაძუნწები ხართ ორივე რაუბედურებაა, ერთმანეთს ეჯიბრებით რომელი უფრო ცოტა რამეს იტყვის თუ რაარის? ამოღერღე ყველაფერი რა. -ნერვებმა უმტყუვნა თათას, ორივემ მას გახედა, თათა ისევ გაშეშდა. -მე არაფერი მაქვს სათქმელი, აზრზე არ ვიყავი ამ წამამდე ტყუპისცალი თუ მყავდა. -მხრები აიჩეჩა რეზიმ, თან თვალს არ აშორებდა ძმას. -ორი თვის წინ დავმარხე ქალი, რომელსაც დედას ვეძახდი. კიბო ჰქონდა. სანამ სულს განუტევებდა მანამდე მითხრა რომ ტყუპი მყავდა, სიმართლე გითხრა იმ მომენტში მაგრად მეკ*და ყვეაფერი, არ მაინტერესებდა ძმა მყავდა თუ და. მერე ყველაფერი რომ მიწყნარდა ჩემმა ძმაკაცმა მაიძულა შენი მოძებნა, თავიდან ვეწინააღმდეგებოდი, ვიცდი სადღაც ახლოს, ამ პატარა ქალაქში ჩემნაირი დადიოდა, მაგრამ მაინც არ მინდოდა შენს ცხოვრებაში გამოჩენა, ვიცოდი რომ შენი ცხოვრება გქონდა და მაგრად გეკიდა სხვა ყველაფერი. შემდეგ მაინც ვერ გავძელი, გავიგე რომ რეზი გერქვა, მერე ყველაფერი შევიტყვე შენს შესახებ. ერთხელ ქუჩაში გნახე, თვალებს ვერ ვუჯერებდი, იმდენად ჩემნაირი იყავი მეგონა შენს ადგილას მე ვიყავი. ისევ მომინდა შენი ნახვა და გნახე კიდეც, დაახლოვებით 20 წლამდე გოგო გეჭირა ხელში, ატრიალებდი და ისიც კისკისებდა. კიდევ ლამაზად ჩაცმული ქალი იყო თქვენთან ერთად, თქვენი შემხედვარე თვითონაც ეცინებოდა, თან იძახდა არ დაგივარდესო, თან აქეთ იქით იყურებოდა, თითქოს ვიღაცას ეძებდა, ან ელოდებოდა. შენობაში შესვლამდე უკან მოიხედა რამდენჯერმე, თითქოს იცოდა რომ იქ ვიყავი -ანა ჩამოვიყვანეთ მაგ დღეს. -თავიდან მეგონა ცოლი იყო, მერე გავარკვიე რომ და ყოფილა. მგონი ტყუპისცალზე მეტად ის გამიხარდა რომ და მყავდა. -ჩაიცინა, თავი ჩახარა და ქვევიდან ახედა რეზის. -რომ ვიხსენებდი მის სიცილს მინდოდა მოვსულიყავი და გულში ჩამეკრა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე შენ დაგდგომოდი, ახლა კი აქ ვარ. -ხელები გაშალა, მერე კი ფეხებზე დაილაგა. ჩუმათ მჯდომ ძმას შეხედა, ფეხზე წამოდგა და წვნიანთან მივიდა, ამოურია, ისევ თავის ადგილზე აპირებდა დაჯდომას, მაგრამ რეზი წამოხტა და ხელები მოხვია. ჯერ გაშეშებული იდგა საბა, მერე თვითონაც მოეხვია, ზურგზე უჭერდნენ ხელებს, თითქოს ერთმანეთის შეგრძნებას ცდილობდნენ. თათა კი იდგა და აცრემლიანებული უყურებდა ძმებს. -მე… არ ვიცოდი მართლა, რომ მცოდნოდა მოგძებნიდი. -ვიცი. -ხელი მიარტყა ზურგზე და მოშორდა. -რაღაც მაინტერესებს. -გისმენ. -დაახლოვებით ორი წლის წინ რამე ხომ არ შეგემთხვა? ან ოთხი წლის წინ. -ოთხი წლის წინ ავარიაში მოვყევით მე და ჩემი ძმაკაცი მოტოთი, ორი წლის წინ მანქანით გადავვარდით ხევში, ძლივს გადავრჩით, მაგის მერე აღარ მივლია ჩქარა, რატომ მკითხე? -მაგ პერიოდში ყველაზე ცუდად ვიყავი, უაზროდ ვნერვიულობდი, ვერ ვსუნთქავდი და არვიცოდი რისი ბრალი იყო. -გაღიმებული უყურებდა თვალებდამრგვალებულ ძმას. -მახსოვს! -ძლივს ამოიღო ხმა თათამ. -ორი წლის წინ ნერვიულობისგან ცუდად გახდა, რამდენიმე დღე არავის იკარებდა ჩემს გარდა. -დაწვრილებით ნუ მოყვები პატარავ. -ხელი გადახვია და ტუჩებზე აკოცა. მაშინვე იგრძნო სრული სიმშვიდე, თითქოს ჰაერიც გაიწმინდა და სუნთქვა უკეთესად შეძლო. -ჩემი წამალი ხარ. -ისევ აკოცა, მერე კი საბას გახედა. -რა საყვარლები ხართ. -თვალები დაახამხამა საბამ. -ეს ნახე რა… -რა უნდა რძალო? -არ ვარ რძალი. -ხო იქნები რამნიშვნელობა აქვს. -მხრები აიჩეჩა. -ხომ იქნება რეზი? ტყუილად არ შემაყვარო ამის თავი. -ჩემია, ჩემი იქნება ყოველთვის და შენ რაც გინდა ის დაუძახე. -თვალი ჩაუკრა ძმას. -არ გინდა დედას ნახვა? -მე… -უცებ დაიბნა, ხან ტყუპისცალს უყურებდა, ხან თათას. არ იცოდა რა უნდა ექნა, როგორ უნდა შეხვედროდა დედას, რა უნდა ეთქვა, რა გაეკეთებინდა როცა დაინახავდა. -მე არ ვიცი… -რა არ იცი? შენი აზრით დედაჩვენი გაგაშვილებდა? -არა პროსტა… არ ვიცი როგორ მოვიქცე. -ჯერ შენ შეხვალ, მაინტერესებს თუ მიხვდება. -ვერა. -კარგი რა, ჩემი ძმა ხარ, უბრალოდ შეაჭერი სახლში და დაიყვირე “დე მოვედი”, სხვა ვარიანტში მიხვდება რომ შენ მე არ ხარ. -კარგი. -ანას რაც შეეხება, სიმსიმნე ჰქონდა. -რაა? -სუნთქვა შეეკრა. -ჰო ქონდა, ახლა კარგად არის, ჩემი პატარა მაგარი გოგოა, ხვალ ხდება ოცი წლის. -ხვაალ? -ხო და საჩუქარიც გამომდის. პატარავ შავი მაიკა მომიტანე რა. -შუბლზე აკოცა. -ახლავე. -სწრაფად გაიქცა, უკან მაიკით ხელში დაბრუნდა და როგორც კი ორივე ერთნაირად ჩაცმული დაინახა პირი დააღო. -ალბათ ეს შრამი რომ არა ვერ გაგარჩევდით. -ტყუილია, რომ ჩამეხუტე ხომ მაშინვე მიხვდი რეზი რომ არ ვიყავი? -წარბები აუთამაშა. -კარგი ჰო, რეზის შეხება მადნობს, შენზე ვერაფერი ვიგრძენი, თან ჩემს კაცს სხვანაირი სუნი აქვს. -ტუჩებზე აკოცა და გასასვლელისკენ წავიდა. -უკვე ვგიჟდები ამ გოგოზე. -სიცილით გაჰყვა უკან. -მე იმდენი ხანი მაგიჟებდა ბოლოს გადამეკეტა და ეგრევე მოვსვი, თუ მომსვა ეგ არ ვიცი. -საყვარელია. -შენ არავინ გიყვარს? -არა. -ზიზღით ჩაილაპარაკა. -გეი ხომ არ ხარ? -შიგ ხომარგაქვს? -წარბაწეულმა გახედა. -ისე ვთქვი… -ძველი სიყვარულის ამბები. -ხელი აიქნია. მალევე მივიდნენ მანქანით სახლამდე. ორივე უცნაურად გრძნობდა თავს, რეზის ბოლომდე კიდევ არ ჰქონდა გააზრებული, გვერძე თათა ეჯდა, მის ხელს იყო ჩაბღაუჭებული, ხან კოცნიდა, ხან ეფერებოდა. მეტ სიახლოვეს გრძნობდა როცა მას ეხებოდა. რეზის გულში რა ხდებოდა მხოლოდ ღმერთმა იცოდა, ისე უცემდა, ისე როგორც არასდროს. -მიდი და ხუთ წუთში მეც მოვალ. -უკან მიტრიალდა, სახეზე შეათვალიერა, გაუღიმა და კარებისკენ ანიშნა თავით. -მადლობა. -როგორც კი თქვა მაშინვე გადავიდა და სახლისკენ წავიდა. -ტყუპი მყავს თათა! -სახეზე ჩამოისვა ხელები. -როგორ მგავს ხედავ? -ვხედავ. -გაიღიმა და უკანა სავარძელზე გადაბობღდა. -მოდი. -ხელი დაუქნია სიცილით. -უნდა გადავიდეთ მალე თათ… -ხუთი წუთი ვერ გაძლებ ეგრე. -ვნებიანი თვალებით უყურებდა. -დაგვინახავენ, ხალხი დადის. -უკვე უკან იყო ნახევარი ტანით გადაწეული და ტუჩებს უკოცნიდა ქალს. -თუ არ შემოიჭყიტეს ვერავინ დაინახავს, ბნელა უკვე. -ქამარი გაუხსნა და რამის ძალით გადაიყვანა უკან. -თათ… -ყელს უკოცნიდა, უცებ გადაისვა კალთაში, ხელები უკანალზე წაავლო, რომ გაანალიზა საცვლის გარეშე იყო სულ გადაირია. ამოიოხრა და მალევე შეუერთდა ქალის სხეულს.. -დეე მოვედი! -ხმა ჩაუწყდა, მაგრამ ისე თქვა როგორც რეზიმ დაარიგა. -სამზარეულოში ვარ დედი მოდი! -იქიდან გამოსძახა გახარებულმა ქალმა. თავიდან გაშეშდა, ხმას ვეღარ იღებდა, მალევე იგრძნო ტანზე მიკრული სხეული და სურნელი რომელმაც გააბრუა. ქალის სუსტ სხეულს მოხვია ხელები, სახე მის ყელში ჩაყო და დედის სურნელი შეისუნთქა. -ანა სად არის? -ტელევიზორთან წევს. -მალევე მოშორდა, უცებ მოავლო თვალი შვილს და სამზარეულოში გაბრუნდა. -ჩაეძინა მგონი, გაიღვიძებს ცოტახანში, წამოდი შენ, შენი საყვარელი სალათი მოგიმზადე, ვიცოდი რომ მოხვიდოდი. -წინ წავიდა ტანის რხევით, ბოლო წინადადება კი ორაზროვნად ჩაილაპარაკა. -მართლა? მშია მაგრად. -თვალებგაბრწყინებული უყურებდა. -ხოდა აჰა შენ ქათმის სალათი. -წინ დაუდო, მერე მაცივრისკენ მიბრუნდა. გაოცებული უყურებდა საბა საყვარელ სალათს, მერე ისევ ქალს შეხედა, ბედნიერი სახით აკეთებდა ცივ ყავას. -ძმაო ჩემო მოხვედი? -უკნიდან, ყელზე მოეხვია წვრილი ხელები, ძმას კისერში აკოცა, მერე ლოყაზე და კალთაში ჩაუსკუპდა. -როგორ ხარ? -შესანიშნავად. -თვალებგაბრწყინებულ დედას გახედა, ისე დაფრინავდა თითქოს ოცი წლის გოგო იყო. -დედა ნახე რა, ჩემზე კარგად გამოიყურება. -იდაყვი მიარტყა საბას, ორივეს გაეცინა და ქალბატონი ნინოს ყურადღებაც დაიმსახურეს. -ადექი გოგო მაგედან! დაამტვრიე ბავშვს ფეხები. -სიცილით წამოაგდო ქალიშვილი და თვითონ ჩაუჯდა კალთაში საბას. გაოცებას ძლივს მალავდა ბიჭი, ანას ხარხარზე თვითონაც გაეცინა, მაგრამ ნინოს ხელები რომ იგრძნო სახეზე მაშინვე გაჩერდა. -ჩემი ბიჭი, ჩემი პატარა. -სიხარულის ცრემლები მოსდიოდა, თან მოფერებას არ წყვეტდა. -ჩემო სიხარულო, ჩემო ტკივილო, მაპატიე დე… -ტირილს უმატა, პატარა გოგოსავით ქვითინებდა და ეფერებოდა ყველგან. მის ყველა ნაკვთს სწავლობდა, მერე თითი შრამზე გადაატარა, ლოყები დაუკოცნა, ხელები მოხვია და მალევე მისმა ტირილმა მოიცვა მთელი ოთახი. ანა გაშეშებული იდგა, ვერაფერს იგებდა, უყურებდა ძმას და დედას, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივ იყო, მაგრამ მაინც განსხვავებული. -მაპატიე რომ ვერ გიპოვნე, მაპატიე რომ დავნებდი, ხომ მაპატიებ? ღმერთო! ჩემი ბიჭი, ჩემო პატარა როგრო მჭირდებოდი, როგორ მაკლდი იცი? ოცდაცხრა წელი იმის იმედით ვიცხოვრე რომ გამოჩნდებოდი… გგრძნობდი დე, ჩემო სიხარულო. ერთი წამი არ შემპარვია ეჭვი რომ ცოცხალი იყავი ჩემო პატარა ბიჭო. რეზი რომ ცუდად იყო მე ვხვდებოდი მიზეზს, ვიცოდი რატომ ხდებოდა ცუდად, ყოველ ჯერზე თავიდან ვკვდებოდი და ვცოცხლდებოდი. ხომ აპატიებ დედაშენს? ხომ მისცემ შანსს, შენი ყურებით დატკბეს? -ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი შეუმშრალა შვილს, ორივე თვალი დაუკოცნა, თვითონ კი ისევ განაგრძობდა ტირილს. -ამ სალათს თუ ხშირად გამიკეთებ კი. -გაიცინა და ცრემლები მოწმინდა ქალს. -ღმერთო მადლობა! -მაღლა აიხედა, მერე კი ისევ შვილს შეხედა. -დე რა ხდება? -გაშეშებული იდგა ანა. -ჩემი პატარაა! -უცებ აღმოჩნდა ჰაერში. -დამსვი ბიჭო! -მაინც აკისკისდა როგორც კი ძმის თითები მოხვდა მუცელზე. -მოგკლავ იდიოტო! -ჯერ ჯანზე მოდი პატარავ. -ლოყაზე აკოცა და დედაშვილს გახედა. -გაიცანით საბა? -მოიცა. -თვალები ჭყიტა ანამ, ჯერ რეზის უყურებდა, მერე საბას, რამდენჯერმე გახედა ორ ერთნაირს, შემდეგ თვალი თათაზე გაუშეშდა. -ისევ დამრჩა რამე? -აცრემლიანებულმა ჩაილაპარაკა. -ისევ დამეწყო მოლანდებები, მაინც ვერ გავინკურნე? -ქვითინებდა და მთელი ტანით ცახცახებდა. -არა პატარავ შემომხედე. -თავი ააწევინა, ცრემლები შეუმშრალა და შუბლზე აკოცა. -არ გითხარი აღარ იტიროთქო? სრულიად ჯამრთელი ხარ ტო, ჩემი გოგო ხარ, ჩემი სიცოცხლე რომელმაც ჩვენთვის იბრძოლა და ის დედამო*ყნული დაავადება დაამარცა, ჩემი პრინცესა ხარ, ვერ ვიტან შენს ცრემლებს და მეორედ ნუღარ დამანახებ გთხოვ. საბა ჩვენი ძმაა, ჩემი ტყუპი ფერია. ვიცი მგავს, მაგრამ მაინც მიტყდება რომ ვერ გაგვარჩიე. -თან კოცნიდა, თან ეცინებოდა. -არარსებობს! -პირზე აიფარა ხელი და საბას გახედა. -შენ როგორ მიხვდი დე? -გაღიმებულმა შეხედა ნინოს. -შენ გგონია ჩემს შვილს ვერ ვიცნობდი? სახეზე არ შემიხედავს, რომ ჩავეხუტე მაშინვე ვიგრძენი რომ ჩემი მეორე ბიჭი იყო, ჩემი პატარა, ჩემი სიცოცხე და სიხარული. -რა პატარა დე, შენ უზიხარ კალთაში ის კიარა. -სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა რეზი, თვითონ კი შინაგანად აფორიაქებული იყო. -მეორე ძმა მყავს! -ისევ შოკში იყო ანა. -მეორე რეზის მსგავსი, ჯანდაბა ორს რა გაუძლებს ეხლა. -თავისთვის ჩაილაპრაკა, მაგრამ მაინც გაიგეს. -გოგო! -თვალები დაუბრიალა რეზიმ. -ადექი ერთი დამენახე. -ხელით ანიშნა ანამ და ისიც მაშინვე წამოხტა. -მეორე ძმა მყავს ხალხო! -გახარებულმა წამოიყვირა და ზედ შეახტა საბას. გაბადრული იდგა საბა, წელზე ხვევდა ხელებს დას, ის კი სახეს უკოცნიდა. -როგორ მიხარიხარ იცი? ნეტა აქამდე მცოდნოდა შენზე, რეზის გავხარ მაგრამ უფრო გიჟი მგონიხარ, ჩემი ძმა! კიდე ვერ ვიჯერებ! დედა რატომ არ გვითხარი, აქამდე მოვძებნიდი, ან აქამდე როგორ ვერსად შეგხვდი, რა დაუნდობელია ცხოვრება. როგორ დაგვტანჯა ძმაო, რატომ არ უნდა გავზრდილიყავი შენთან ერთად ჰა? -ბედნიერებისგან ტიროდა, თან თვითონაც ვერ იაზრებდა რას ამბობდა. მერე მაგრად მოეხვია ყელზე. -საბა ხომ აღარ წახვალ? მინდა გაგიცნო, ჩემთან იყო, ჩემთან ერთად იარო საყიდლებზე, კლუბში და ყველგან სადაც შენი იდიოტი ძმა არ დამყვება. -ყველგან გამოგყვები ჩემო პატარა. -იმდენ ბედნიერებას გრძნობდა, ვეღარ იტევდა, ცოტაღა აკლდა არ აფეთქებულიყო. -როგორ მიყვარხართ ჩემო პატარებო. -ორივეს მოეხვია ნინო და ისევ ცრემლები გადმოსცვივდა. -მე მარტო შენ გიყვარვარ თათ. -ტუჩებზე აკოცა და ორივე ხელი მოხვია. -რა ამბავია? რატომ ყვირის ჩემი პრინცესა? -უფროსი მაისურაძის ხმაც გაისმა და ყველა გაჩუმდა. ყველას გული გაორმაგებულად მოძრაობდა იმ წამს. -რძალო როგორ ხარ? -თათა გადაკოცნა, შვილს თვალი მოავლო, შემდეგ კი ისე უცებ იგრძნო საყვარელი ქალის ტუჩები თავის ბაგეებზე გააზრებაც ვერ მოასწრო. -ოჰო? რა უხარია ასე ძალიან ჩემს დედოფალს?-ქალის სხეული მთლიანად აიკრა ტანზა, ზევიდან უყურებდა და მის ამღვრეულ თვალებში იძირებოდა, უფროსწორედ ჩაძირული იყო უკვე, ფსკერზე იწვა და იქიდან ამოსვლას საერთოდ არ აპირებდა. -ჩვენმა ბიჭმა გვიპოვნა. -კიდევ ერთხელ აკოცა გაღიმებულმა და საბას გახედა. -რას… -ხმა ჩაუწყდა საბას დანახვისას, ჯერ რეზის გახედა, მერე ისევ საბას და ცოლს ხელები გაუშვა. მომენტალურად აუწყლიანდა თვალები, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა შვილისკენ, მერე კი გაშეშდა. ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, არასდროს ყოფილა ასეთ დღეში. პირველად მაშინ იტირა როცა ერთი შვილის დაკარგვის შესახებ გაიგო, ახლა კი მის გამოჩენაზე ტიროდა. მთასავით კაცი უცბად გადაიქცა პატარა კაცად, ისე დაპატარავდა, ისე უსუსურად იგრძნო თავი, როგორც მაშინ პირველად. ხელით კედელს მიეყრდნო, თავი დაბლა დახარა და ცრემლებს გასაქანი მისცა. თავს ვერ იკავებდა, არც უნდოდა შეკავება. ატირდა... მთელი გულით ტიროდა, არავინ უშლიდა ხელს, უბრალოდ იდგა და ტიროდა, მერე კი მუხლებზე დაეცა. პირველად ხედავდნენ შვილები მამის ცრემლებს, კაცი რომელიც ამდენი წლის მანძილზე ქვის ეგონათ, ეგონათ ვერასდროს ვერავინ და ვერაფერი ჩააგდებდა ბატონ გაგას ასეთ მდგომარეობაში, შეუდრელეკი მამა მათ თვალწინ უსუსურ არსებად გადაიქცა. მაშინ მიხვდნენ რომ გაგას ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასები თვითონ იყვნენ. მკლავებში რომ სწვდა ძლიერე ხელები მერე ახედა შვილს, არაფერზე დაფიქრებულა ისე მოეხვია, გულში ჩაიკრა შვილი, ისე როგორც პატარაობაში რეზის იხუტებდა. ორივეს სიყვარულს რეზის მიმართ გამოხატავდა. საბა კი პირველად გრძნობდა თავს ასე ბედნიერად, თვითონაც არ იცოდა როგორ დგავდა თითოეულ ნაბიჯს, ვერ ხვდებოდა იმათმა როგორ შეძლეს ასე ლაღად მიღება. აი ის კაცი რომელსაც იმ წამებში ეხუტებოდა, მის თვალში ყველაზე ძლიერი გამოჩნდა იმ დროს. სიამაყით ივსებოდა რადგან მათი სისხლი ჰქონდა, რადგან მაისურაძეების ოჯახის წევრად ითვლებოდა. -არაფერს გკითხავ… -ძლივს ამოიღო ხმა გაგამ. -უბრალოდ იცოდე რომ მიყვარხარ, ყოველთვის მიყვარდი, იმ წამიდან როცა გავიდე რომ ჩემი ქალის მუცელში იყავი. შენ ჩემი შვილი ხარ! ჩემი შვილი და არ მოგცემ უფლებას წახვიდე. თქვენ სამნი ხართ ჩემი სუსტი წერტილი, თქვენს გამო შემიძლია ყველაზე და ყველაფერზე უარი ვთქვა. მე ოცდაცხრა წელია ჩემს საყვარელ ქალს ვუყურებ, თქვენ ვერ ხედავთ მაგრამ მე ზეპირად ვიცი ყველა მისი გამომეტყველება. ვხედავდი როგორ იტანჯებოდა, ვერაფრით გავუქრე ის იარა რომელიც შენი დაკარგვის შემდეგ დარჩა. ახლა კი აქ ხარ, ვხედავ მის გაბრწყინებულ სახეს, ისევ ისეთია როგორიც ოცდაცხრა წლის წინ იყო. შენ თუ მოგინდება, შენ თუ გინდა რომ ვიყოთ შენი ოჯახი, თუ შეძლებ და დამიძახებ მამას, ვიქნები მამა. -უნდა, როგორ თუ არ უნდა? -უცებ წამოიძახა ნინომ. -შჩჩ… ჩვენ მერე ვილაპარაკოთ დედოფალო. -შვილს არ აშორებდა თვალს, უკვე ფეხზე იდგნენ პირისპირ და ერთმანეთს ერთნაირ თვალებში უყურებდნენ. -მინდა. -თავდაჯერებულმა ჩაილაპარაკა და მაშინვე გაუბრწყინდა სახე ყველას. -არა აღიარეთ ჩემზე კარგი მაინც არავინ გყავთ. -სიცილით მიეხუტა საბას ანა. -მგონი შენს გამო უფრო მოვედი აქ. -ყურში ჩასჩურჩულა ანას და ლოყაზე აკოცა. -უკვე მიყვარხარ. -ღმერთო რა ბედნიერი ვარ. -ღრმად ჩაისუნთქა ნინომ, შემდეგ ქმარს მოეხვია და შვილებს თვალი მოავლო. შემდეგ რეზიზე აკრულ თათას შეხედა. -შვილები ჩემთან მყავს, ახლა შვილიშვილიც მინდა. -გაეღიმა თათას გაფართოვებულ თვალებზე. -ნუ მიწითლებ გოგოს. -შუბლზე აკოცა რეზიმ. -ეგ თქვენს შვილს უთხარით. -მაინც გაიცინა თათამ. -აუ აგარაკზე წავიდეთ რა, აქ ცხელა, თან ჩემს ძმას უკეთ გავიცნობთ. -გახარებულმა თქვა ანამ, თან საბას არ შორდებოდა. -გთხოვ რა მა, წავიდეთ ყველა ერთდა. -ხვალ საღამოს წავიდეთ პრინცესა. -თბილად გაუღიმა გაგამ, მერე კი საბას შეხედა. -ხომ წამოხვალ? -რათქმაუნდა. -გაღიმებულმა აკოცა შუბლზე ანას. -დღეს დარჩი გთხოვ, ჩემთან დაიძინე, შენი ძმა ყველანაირად რძალმა ამახია. -მეწყინა. -ტუჩები დაბრიცა თათამ. -ვუაიმე გოგო, როგორ უძლებს ჩემი ძმა ასეთს რომ გხედავს ნეტა. -საბას მოშორდა და თათას მოეხვია. -ვერ უძლებს. -ყურში ჩასჩურჩულა ანას და ჭინკებათამაშებული თვალებით ახედა რეზის. -თათას მოხვდება. -თვალი ჩაუკრა მაისურაძემ. -საბა დარჩები? -დავრჩები პატარავ. -გაიღიმა. ამდენი სითბო არასდროს უგვრძვნია საბას, ეს ყველაფერი იმდენ ემოციას უგროვებდა აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, ჯერ მაინც ვერ გრძნობდა თავს სახლში, მაინც უცნაურად იყო, მაინც უჭირდა ყველას ასე სწრაფად მიღება და დაახლოვება. მაგრამ ის ქალი, თვალებამღვრეული რომ უყურებდა, ყველა აზრს უქრობდა. კიდევ უნდოდა ჩახუტებოდა, თითქოს შვილის თვალებში წაიკითხა ყველაფერი ნინომ, ყველაფერი იგრძნო რასაც საბა გრძნობდა. ნელა მოშორდა ქმარს და საბას მოეხვია. -ვიცი გიჭირს, ვიცი არ არის ადვილი ჩვენი ასე ადვილად მიღება მაშინ როდესაც შენი ცხოვრება გაქვს, ვიცი დიდი დრო დაგჭირდება ჩვენს გასაცნობად და შესაგუებლად, მაგრამ იცოდე რომ მე უკვე გიცნობ, ყველაფერს ვხედავ შენში, მხოლოდ ის არ ვიცი როგორ გაიზარდე, გყავს თუ არა დედა, შეიძლება ის ჩემზე მეტად გიყვარს. -ჩუმათ ელაპარაკებოდა, მხოლოდ გაგა უსმენდა, დანარჩენები ლაპარაკში იყვნენ გართულები. ცრემლი ჩამოუგორდა თვალზე ნინოს და ისე ჩახედა თვალებში. -მაგრამ იცოდე რომ მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. შენ ჯერ არ იცი რას ნიშნავს შვილის სიყვარული, ვერავინ შეგიყვარებს ისე როგორც მე და მამაშენს გვიყვარხარ. გეფიცები გეძებდით, მაგრამ თხუთმეტი წლის მერე შევწყვიტეთ შენი ძებნა. ხელი არ ჩაგვიქნევია, ვიცოდით ორივე გგრძნობდით, მხოლოდ ის ვიცოდით რომ საქართველოში ნამდვილად არ იყავი. ამ კაცის ცრემლები მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი, ისიც შენი დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილის გამო. ახლა მეორედ ვნახე მის თვალზე ცრემლები ჩვენი ერთად ყოფნის მანძილზე და ვიცი რომ მეტჯერ აღარ მინდა ამის ნახვა, მე მას ვაღმერთებ რადგან მისი წყალობით არსებობთ თქვენ. თქვენ გარდა ჩვენთვის არაფერს აქვს აზრი. შენ ჩვენი შვილი ხარ, ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, ისევე როგორც რეზი და ანა, არ ვიცი რატომ მაგრამ ვერ შევძელი შენი პატარაობის ნახვა. ვიცი ახლა რა ფასად გიჯდება აქ დგომა, ჩემი სიტყვების მოსმენა და თავის შეკავება ღრიალისგან, უბრალოდ მინდა იცოდე რომ მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ვიგრძნობ იმას თუ შენ რას გრძნობ. თუ მოგინდება ლაპარაკი, ნებისმიერ დროს შეგიძლია დამელაპარაკო. -ლოყაზე მოკიდა ხელი, აკოცა და ისევ მოეხვია. -მადლობა. -დედის ყელში ჩარგო სახე. … დილიდან დაიწყეს მომზადება, მარიამმა ბიჭებს ჩემოდნები ჩაულაგა, შემდეგ სახლში წავიდა, არავინ დახვა, ამიტომ სწრაფად წამოკრიფა თავის ტანსაცმელები და ქმართან ერთად ზღვაზე წავიდა. თორნიკე უკანა სავარძელზე იჯდა, თავის სკამში და მშვიდად ფშვინავდა, ხშირად ატრიალებდა მისკენ თავს მარიამი, მერე კი ისევ ქმარს უყურებდა. ფეხები ალექსანდრეს ფეხებზე ჰქონდა გადალაგებული, შიშველ ტერფებს უბესთან ახლოს დაატარებდა და სულ ურევდა გონებას. -მარიამ ავილეწებით… -ფეხზე წაავლო ხელი. -ეს სავარძელი სველი იყო? -ქვედა ტუჩზე იკბინა მარიამმა, თან თვლას არ აშორებდა ჯაფარიძეს. -რა? რას ბოდავ მარიამ? -საცვალზე სისველეს ვგრძნობ, მეგონა სავარძელი იყო სველი და დამისველდა. -იცინოდა და თვითონაც არ იცოდა საიდან ჰქონდა ამდენი სითამამე და გარყვნილი აზრები. -ჯღალო… -გაკვირვებულმა გახედა ცოლს, ისეთი თვალებით უყურებდა ჭკუიდან გადაყავდა. თამაშში აჰყვა, რის ალექსანდე იყო. ხელი ფეხზე ააყოლა, კაბის შიგნით შეუცურა და საცვალში ჩაძვრა. მართლა რომ იგრძნო სისველე ვეღარ გაუძლო, მანქანა გზიდან გადაიყვანა, ისეთ ადგილზე გააჩერა სადაც ვერავინ დაინახავდა და მარიამი ფეხებზე გადაისვა. სწრაფად შეიხსნა ქამარი და როგორც კი მარიამის სხეულს შეურეთდა თვალები მიენაბა. ყელზე კბენდა, თითებს უჭერდა და ხმების ჩახშობას ცდილობდა. უკვე უკონტროლო რომ გახდა პირზე ააფარა ხელი ალექსანდრემ. ბოლოს მარიამის აკანკალებული სხეული ჰყავდა გულზე აკრული. -ჯანდაბა, ვგიჟდები შენზე. -ქვედა ტუჩზე უკბინდა და თავის ადგილზე გადაბობღდა. -წინ საინტერესო ამბები გველოდება. -ეშმაკურად იღიმოდა ჯაფარიძე. მანქანა დაძრა და გზაზე გადავიდა. მთელი გზა ლაპარაკობდა მარიამი, შეპარვებით იმფორმაციას აცლიდა ჯაფარიძეს. უყურებდა საყვარელ კაცს, მის მიმიკებს სწავლობდა, როგორ ლაპარაკობდა და რა გამომეტყველებას იღებდა კონკრეტული სასაუბრო თემის დროს. უყურებდა და ხვდებოდა რომ სიგიჟემდე უყვარდა ის კაცი რომელიც მის გვერძე იჯდა. ზოგჯერ უბრალოდ უსმენდა და არაფერს ამბობდა. დროდადრო გახედავდა ხოლმე ცოლს, როცა მის მზერას იჭერდა ეღიმებოდა, ისე თითქოს მოსწონდა რომ ათვალიერებდა. მარიამი ალექსანდრეს ღიმილს ვერ უძლებდა, უცებ გადაიწეოდა და ტუჩებზე კოცნიდა. უბრალოდ სულითხორცამდე უყვარდა ის ქალი რომელიც მის გვერდით იჯდა და თვალებით აშიშვლებდა. საღამოს ჩავიდნენ ქობულეთში, სანაპიროსთან ახლოს ჰქონდა ბინა ალექსანდრე ჯაფარიძეს. ბარგი ალექსანდრემ შეიტანა, ენერგიაზე მოსული თორნიკე კი მარიამმა შეიყვანა სახლში. -ჯერ მივალაგოთ და მერე გავიდეთ სანაპიროზე. -დღეს ყველაფერი დავალაგოთ, მერე სადმე ვივახშმოთ, სახლისთვის რაც გვჭირდება ყველაფერი ვიყიდოთ და ხვალ დილით გავიდეთ სანაპიროზე. -ტუჩებზე აკოცა და თორნიკე ძირს დასვა. -ნახე მა დედიკო გვაჩმორებს. -თმებზე გადაუსვა ხელი და მარიამს ანთებული თვალებით გახედა. -ხომ მომეხმარები? -წელზე მოხვია ხელები, ქვემოდან ახედა, ჯერ ნიკაპზე აკოცა, შემდეგ ყელზე. -იმ შემთხვევაში თუ გადამიხდი. -ლოყებზე მოკიდა ხელები და ცხვირზე უკბინა. -მეტკინა. -ხელი მოისვა და მუცელში მიარტყა მუშტი. -მაგაზე ღამე ვილაპარაკოთ. -თვალი ჩაუკრა გაღიმებულმა. დიდი დრო დასჭირდა სახლის მთლიანად გასასუფთავებლად, პატარა თორნიკეც ეხმარებოდათ, ცოცხი ეჭირა ხელში და აქეთ იქით დაბაჯბაჯებდა. უამრავი სურათი და ვიდეო გადაიღო მარიამმა, ბოლოს კი ისეთი დაღლილები იყვნენ ჭამის არც სურვილი ჰქონდათ, არც თავი. დივანზე იწვა ალექსანდრე, მარიამი ზევიდან ეწვა და გახელილ თვალებს ძლივს ინარჩუნებდა. -დედა… -სახეზე მოკიდა ხელი თორნიკემ, გაოცებულმა შეხედა მარიამმა, პირველად დაუძახა დედა და ცოტა ეუცნაურა კიდეც, მაგრამ ამავდროულად დიდი სითბოც იგრძნო. -ხო დე? -ალექსანდრეს სხეულიდან გადაძვრა, იქვე ჩამოჯდა და თორნიკეც კალთაში ჩაისვა. -გშია? -ხო. -ორივე ხელი ლოყაზე მოკიდა და გაიღიმა. -წამოდი ჩავიცვათ და წავიდეთ. -უცებ წამოხტა, მომღიმარ ჯაფარიძეს შეხედა და ხელით ანიშნა გამომყევიო. შორტი და მოკლე მკლავიანი მაიკა ჩააცვა, ფეხზეც ამოაცვა, მერე თავის ოთახში გავიდა, ბავშვი ლოგინზე დასვა და თვითონაც დაიწყო გამოცვლა, უცებ გადაიცვა ჭრელი სარაფანი, თმები აიწია, შემდეგ ალექსანდრეს მიუბრუნდა. -ეგრე წამოხვალ? -ცოლი მცემს თორე მე პრობლემა არ მაქვს. -მხრები აიჩეჩა და მარიამის გადაგდებული მაისური უცებ დაიჭირა. -ეჭვიანია არ ვარ. -სამაგიეროდ მე ვარ და ეგ კაბა არ მომწონს. -მე მომწოს. -ხელი ჩაკიდა თორნიკემ მარიამს და მამამისს ისე შეხედა. -მამი შენ ჩემი მხარე უნდა დაიჭირო ხოლმე. -წარბაწეულმა შეხედა. -ბიჭებს დედები უფრო უყვართ. -თვალი ჩაუკრა მარიამმა, ქვედა ტუჩზე იკბინა და თირნიკესთან ერთად დაბლა ჩავიდა. სიცილით გაჰყვა უკან ჯაფარიძე, გასვლამდე მარიამს უკანალზე მოუჭირა ხელი და წინ გავარდა. ვახშმობის შემდეგ სახლში დაბრუნებულები ისევ უკან გაბრუნდნენ, ფეხით დასეირნობდნენ ბულვარში, თორნიკე მიშვებული ჰყავდათ, აქეთ იქით დარბოდა ნაყინით ხელში, თვითონ ხელჩაკიდებულები მისეირნობდნე მის უკან, ლაპარაკობდნენ, თან თორნიკეს ადევნებდნენ თვალყურს. -ვსო მა გვეყო სირბილი. -ჰაერში აიტაცა და მხრებზე დაისვა. ისიც მაშინვე აკისკისდა, ხელები ყელზე მოხვია და ნიკაპი თავზე ჩამოადო. სახლში მისულებმა ჯერ თორნიკე დააძინეს, მერე თავის საძინებელში გადაინაცვლეს. -დამღლელი დღე იყო. -ლოგინზე გადაწვა მარიამი და კარებში მდგომს ისე შეხედა. -გახდა მეზარება, ხომ ვერ დამეხმარები? -სიამოვნებით. -საწოლის ბოლოდან აძვრა, ხელი ააყოლა ფეხზე და კაბის ბოლოებიც აიყოლა. მუცელზე აკოცა, ქვევიდან ახედა თვალებანთებულმა, სწრაფად გახადა კაბა, მოშიშვლებულ მკერდზე ტუჩები მიაწება, კოცნით ჩაუყვა დაბლა და საცვალიც ჩაიყოლა. ცოტახანში კი მარიამის ხმამაღალი კვნესა ისმოდა ოთახში. -ალექს. -ჯაფარიძის მკლავზე ედო თავი, გადასაფარებელი მხოლოდ ქვედა ნაწილს უფარავდა, ჭერს უყურებდა და ალექსანდრეს თითებს ეთამაშებოდა. -ჟღალო? -გაეცინა. -ელენეს ბოლოს როდის დაელაპარაკე. -არ მახსოვს, არ მელაპარაკება, კვირაში ოთხჯერ მწერს რომ კარგად არის, მეც იგივეს ვწერ და ვსო. -ჩემი აზრით ყველა ერთად უფრო ადვილად გადაიტანდით ვიდრე ცალცალკე. -ძალით ვერ ჩამოვიყვან, ვერაფერს დავაძალებ, ხისთავიანი და მყავს. -იცის რომ დავქორწინდით? -გუშინ მივწერე, ბედნიერება გვისურვა. -სიმწრით ჩაიცინა. -ზოგჯერ ვეღარ ვუძლებ ამ ყველაფერს, მინდა დავიკიდო ყველა და ყველაფერი, მხოლოდ შენ მჭირდები, შენთან ყველაფერი სხვანაირია. -მარიამისკენ გადაატრიალა თავი და შუბლზე აკოცა. -ნეტა ძმიშვილი მაინც არ ენატრება? თორნიკეთი უფრო ადვილად გადაიტანდა, ბოლობოლო ილოს შვილია. -ვითომც არაფერი ისე ჩაილაპარაკა, ალექსანდრეს კი სუნთქვა შეეკრა, მარიამის თითებში მოთამაშე ხელიც გაუშეშდა. -საიდან გაიგე? -თვალი გაუსწორა მარიამს. -ანუ ილოს შვილია? -ვერ გავიგე… -ასეც ვფიქრობდი, გგავს, ძალიან გგავს, მაგრამ ვხვდებოდი რომ ილოს შვილი იყო. -თორნიკე ჩემი შვილია! აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი აღარასდროს, მითუმეტეს თორნიკესთან ერთად. არ გავზრდი ისე როგორც ძმის შვილს, დაბადების მოწმობაში ჩემი სახელი წერია, მე ვარ მამამისი და შენ თუ არ გინდა იყო თორნიკეს დედა არ გაძალებ. -ხელი მოაშორა და მეორე მხარეს გადაბრუნდა. ჩუმათ უყურებდა მარიამი, მერე ფეხზე წამოდგა, ლოგინს შემოუარა, ალექსანდრეს წინ სახით მისკენ დაწვა, მკერდზე აეკრა, ხელი ლოყაზე დაადო და ტუჩებზე აკოცა. -მიყვარხარ, აღარასდროს მითხრა რომ თორნიკეს დედობა არ მინდა, პირველი დღიდან მიყვარს, პირველი დღიდან ვთვლი ჩემად, თუ შენ ხარ მამა, მე დედა ვარ. მე მიყვარს თორნიკე ისე როგორც მეყვარებოდა ჩვენი შვილი. თოკაც ჩვენი შვილია, ჩემი და შენი. არასდროს მითხრა მსგავსი რამ თორემ გაგეყრები. -კარგი. -წელზე მოხვია ხელი, ტუჩებზე აკოცა და ჩაიხუტა. დილით სიცხის მიუხედავად ცოლქმარს მიხუტებულებს ეძინათ, თხელი გადასაფარებელი უფარავდათ სხეულებს, ვერც გაიგეს როგორ შებაჯბაჯდა თორნიკე მშობლების ოთახში და ლოგინზე აბობღდა. ჯერ ზევიდან უყურებდა ორივეს, მერე მარიამს ტანზე გადააჯდა და მანაც მაშინვე გამოიღვიძა. -გაიღვიძე ჩემოსიცოცხლე? -ლოყაზე აკოცა და მკერდზე მიიხუტა. -ხო. -თვითონაც მიაწება ლოყაზე ტუჩები. -ცხელა? -ტუჩები გამოსწია, წარბები ასწია და თავი დაუქნია. -ხო მცხელა. -გაეცინა, მერე მიხვდა რომ ისევ შიშველი იწვა, არ შეიმჩნია და თოკას ღიტინი დაუწყო. -ამას აქ რაუნდა? -თვალები გაახილა ალექსანდრემ და თორნიკეს გაღიმებულ სახეზე თვითონაც გაიღიმა. -გაიღვიძა და მარტო ხომ არ იქნებოდა. -არ შეიძლება მამი ეგრე შემოსვლა, უნდა დააკაკუნო ხოლმე. -მკერდზე დაიწვიან და ცხვირზე აკოცა. -ლატო? -იმიტომ რომ… -ტუჩებმოკუმულმა ახედა მარიამს. -აი დედიკო შიშველია. -მე ლო ვალ ხოლმე შიშველი და დედა მოდის მელე ლა? -ალექსანდრეს სხეულიდან გადაცოცდა და ისევ მარიამს მიეკრო. -თან დედას ბულთები აქ აი. -თითი მიაჭირა მკერდზე და ორივეს სიცილი აუტყდა. -შენ ალ გაქ. -თავი დაადო მარიამს. -მოგწონს მა ბურთები? -პირზე ჩამოისვა ხელი თორნიკეს შეკრულ წარბებზე. -ხო. -ეგ ჩემებია მა, შენ რო გაიზრდები მერე ბევრი ეგეთი ბურთები გექნება. -მათლა? -გახარებულმა წამოსწია თავი. მაინც ვერ შეიკავა სიცილი და ისევ ახარხარდა ჯაფარიძე. -ხო მამი მართლა, მაგაზე დიდებიც, უფრო გაბერილები. -ოჰ მოინდომა ეხლა გაბერილები, რაც მაქვს ვერ გაკმაყოფილებს? -წარბები ასწია დეისაძემ. -ხომ იცი შენი ძუ*უები როგორ მიყვარს? -ჩაიცინა, ოდნავ მოშიშვლებულ მკერდზე ტუჩები მიაკრო და ხელი შეუმჩნევლად აატარა ფეხზე. -მომინდობა გაბერილები. -ხელი დაარტყა ხელზე მაგრამ ალექსანდრეს რიაქცია არ ჰქონია, ისევ განაგრძო ხელის მოძრაობა და მარიამმა ფეხები ერთმანეთს მიაჭირა. -ალექსანდრე გეყოფა! -რაზე ამბობ? სულ გაგიჟდა დედაშენი. -ქვედა ტუჩზე იკბინა, თან თითები ბარძაყზე მოუჭირ. -გამიშვი უნდა ავდგე, მოვწესრიგდეთ და სანაპიროზე გავიდეთ. -თოკა მა მიდი შენს ოთახში წადი და მოვა დედა მალე კარგი? -ხო. -თავი დაუქნია და ლოგინიდან ჩაბობღდა, როგორც კი ოთახიდან გავიდა მაშინვე მოიქცია ქვემოდან ლოგინზე წამომჯდარი მარიამი. -სანდრო მოიცადე! -ძლივს თქვა როცა ჯაფარიძის ხელი მოხვდა მგრძნობიარე ადგილას. -ჯანდაბა… -ხელები მოუჭირა მხრებზე. -სანდრო… -ლაპარაკი ვეღარ გააგრძელა როცა ფეხებს შორის ალექსანდრეს ღირსება იგრძნო. პირზე ააფარა ხელი ჯაფარიძემ, სულ გახელდა მარიამმა ხელისგულზე რომ უკბინ… -ეხლა წავედით. -უკანალზე მიარტყა ხელი და ლოგინზე წამოჯდა. -ჩავიცმევ და ჩამოვალ. -მალე ქენი. -მოწყვეტით აკოცა, შორტი ამოიცვა, მაიკა მხარზე გადაიკიდა და თორნიკეს საძინებელში გავიდა. დაბლა რომ ჩავიდა უკვე მზად დახვდნენ მამაშვილი, მხრებზე ჰყავდა შემოსმული და მარიამს ელოდებოდა, წელს ზემოთ ორივე შიშველი იყო, ალექსანდრეს სათვალე ეკეთა და მომღიმარი უყურებდა ცოლს, თორნიკეს ქუდი დააფარა და პირველი თვითონ გავიდა. უამრავი სურათი გადაუღო მამაშვილს, მერე მარტომ გადაიღო თორნიკესთან და საერთო ფოტოც გადააღებინეს იქვე მყოფებს. აბედნიერებდა იმის ყურება როგორ ჰყავდა წყალში შეყვანილი თორნიკე, მუცელზე ჰქონდა ჩავლებული ხელები, აცურავებდა, ისიც კისკისებდა. რომ ვეღარ გაძლო თვითონაც გაცურა მათკენ. -შორიდან არ შემიძლია თქვენი ყურება. -ტუჩებზე აკოცა ალექსანდრეს. გაიცინა ჯაფარიძემ, თორნიკეს წელზე მოხვია ხელები და მარიამს თვალი ჩაუკრა. -მა შენ ხო მაგარი ბიჭი ხარ? -ხო. -ეხლა ჩავყვინთოთ და უცებ ამოვყვინთოთ კარგი? სუნთქვა შეიკავე აბა? -ალექსანდრე გაგიჟდი? -ხელებში სწვდა, მაგრამ უკან დაიხია ჯაფარიძემ. -მიდი მა. -ესე? -ხო ყოჩაღ, აბა ჩავყვინთოთ, ერთი ორი და სამიი. -უცებ ჩაყვინთა და ამოყვინთა, ისე ჰქონდა თვალები დაჭყეტილი თორნიკეს, სიცილი ვერ შეიკავა მარიამმა. -წყალი ხოარყლაპე მა? -ალა. -თავი გააქნია და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა. -ავიდეთ ეყოფა, დიდიხანია წყალში ხართ. -ავიდეთ მა? -კისერზე შემოისვა თორნიკე. -ალა. -თავი გააქნია და საყვარლად გაიღიმა, ლოყა ეჩხვლიტებოდა და მარიამს სულ აგიჟებდა. -ღმერთო რა ვუყო ამ ბავშვს. -ფეხებზე აკოცა. მერე უკბინა, თორნიკე იცინოდა და თავზე ურტყავდა ხელებს ალექსანდრეს. ნაპირზე გავიდნენ და ქოლგის ქვეშ, შეზლონგზე გაწვნენ. -მარიამ დაიწვები. -გვერძე მიუჯდა, მხარზე აკოცა, მერე კი დამცავი კრემი წაუსვა ზურგზე. -დავიწვი უკვე და დღეს ზურგზე ვერ დავწვები. -ტუჩები გამობუშტა. -მშვენიერია. -დილიდან მხიარულად იყო ჯაფარიძე, ყურებამდე გაიღიმა და დაბუშტული ტუჩები დაუკოცნა. -გარყვნილო! -მხარზე მიარტყა ხელი, თვითონაც ეცინებოდა, თან თორნიკეს უყურებდა. უბედნიერესად გრძნობდა თავს, ამ ორი ადამიანის გარდა სხვა არავინ სჭირდებოდა. პირველი ხდებოდა, მზემ ძალიან დააჭირა და აწითლებული თორნიკე ხელში აყვანილმა მიიყვანა სახლამდე. მაშინვე აბაზანაში შევარდა მარიამი, ალექსანდრეც უკან შეჰყვა თორნიკესთან ერთად. -ჩვენც შენთან ერთად ვბანაობთ დედიკო. -თვალი ჩაუკრა ალექსანდრემ, ჯაკუზი გრილი წყლით გაავსო და თორნიკესთან ერთად შიგნით ჩახტა. -რას დგახარ მანდ? -კუპალნიკებით მდგარ ცოლს ახედა. -მოდი დე. -ხელი დაუქნია თორნიკემ, ყურებამდე გაიღიმა და მაშინვე შეუერთდა მამაშვილს. -მარიამ ნერვებს მიშლი. -სიცილით შეხედა ცოლს, თან საჩვენებელი თითი დაუქნია. -ლატო? -მარიამს მიეყრნო ზურგით და ალექსანდრეს გახედა. -მეღადავებით ხო? -წარბები ასწია. -მამა ეჭვიანობს დე. -ჭინკები დაუხტოდნენ თვალებში მარიამს, ამ გამოხედვით სულ აგიჟებდა ალექსანდრეს. -ეგ ლა ალი? -თავი მკერდზე მიადო, მაღლა აიხედა და მარიამს წითელ თმაზე მოქაჩა. -უნდა რომ მარტო მაგას დავუჯერო, მარტო მაგას ვაკოცო და მოვეფერო. -მელე მე? -ისევ ალექსანდრეს გახედა. -ეს ბავშვი მართლა მე მგავს. -მე შენი გოგო ვარ ჩემო პატარა, მამიკომ რაც უნდა ის ქნას. -ლოყები დაუკოცნა ბავშვს. -ხოო? -თვალებგაბრწყინებულმა შეხედა. -ხო. -იცინოდა, თან ალექსანდრეს უყურებდა. -დღეს ვიღაცას მუხლებზე მოუწევს დადგომა. -ნიშნისმოგებით შეხედა მარიამს და მასაც სახე გაეყინა. -არც იოცნებო. -ზურგზე ვერ დაწვები პატარავ, დამწვარი ხარ. -თვალი ჩაუკრა შოკირებულ ცოლს, ფეხზე წამოხტა, წყალი გადაივლო, თორნიკეც დააყენა დუშის ქვეშ, პირსაწმენდი შემოახვია და აბაზანიდან გავიდა. მალევე მოწესრიგდა დეისაძე, ოთახში გავიდა, ჩაიცვა, შემდეგ კი დაბლა ჩავიდა. თორნიკეს თავის ადგილი მიუჩინეს სათამაშოებში, თვითონ სამზარეულოში გავიდნენ. -რას ამბობდი ვისი ვარო? -უკნიდან მოეხვია და კისერში აკოცა. -ხომ იცი რომ ყველანაირად შენი ვარ. -ჯაფარიძისკენ შებრუნდა, ხელები კისერზე მოხვია და ტუჩებზე აკოცა. -მაგრამ თოკას გოგოც ვარ. -მაგიჟებ. -უკანალზე მოუჭირა ხელები და ტუჩებში აკოცა. … რამოდენიმე დღე იყო გასული, ყველა თავის სტიქიაში იყვნენ, ერთმანეთს ურეკავდნენ მაგრამ შეხვედრით დიდად აღარ იწუხებდნენ თავს. ანამ კლანჭებით დაიჭირა საბა და აღარსად უშვებდა, ასეთი ბედნიერი როდის იყო მაისურაძეების ოჯახი თვითონაც არ ახსოვდათ. ალბათ თბილისში ამოიხრუკებოდნენ ალექსანდრეს რომ არ დაერეკა და თავისთან წასვლა არ შეეთავაზებინა. საბას გაცნობა უნდოდა ყველას, ვერ წარმოიდგნენ რეზისნაირ მეორეს. ბოლოს ყველა ჯაფარიძის სახლში მისაღებში ისხდნენ და სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ. -მართლა როგორ გავხართ ეე. -თვალს ვერ აშორებდა მათე. -ნეტა მეც გამომიჩნდეს ეგრე ტყუპი. -სახე ხელებში ჩარგო ეკუნამ. -თქვენ რას შვრებით? -ერთმანეთზე მიხუტებულ წყვილს შეხედა რეზიმ. -რავი მარიამი ხშირად მაბრაზებს მაგრამ ვუთმენ. -შენ თუ ეჭვიანობ რა ჩემი ბრალია? სანაპიროზე კოჭებამდე კაბით ვერ დავჯდები, ვერც კაცებს ავუხვევ თვალებს. -ყელში აკოცა და გაეცინა სანდროს კანი რომ დაეხორკლა. -პუტკუნა ცოლი უნდა მოგეყვანა და მერე ბევრი აღარ შეხედავდა. -თვალი ჩაუკრა თათამ. -ხო აბა რომ მოინდომე ეს ტანწერწეტა გოგო ნება იბოძე და გადამალე შენი ეჭვიანობები. -ნიშნის მოგებით გადახედა ნინიმ. -ჩემი პატარა იზრდება? -მუცელზე მოუსვა ხელი ნუცას. -აბა რას იზავს. -ჩაიცინა და რატის გახედა. მთელი საღამო ჩუმათ აკვირდებოდა მარიამს და ალექსანდრეს, ეცინებოდა ქმრის ასეთ ქცევაზე. მაინც როგორი იყო რატი დეისაძე, მესაკუთრე? ეგოისტი? არა, უბრალოდ მარიამი უყვარდა, თავის და უყვარდა სიგიჟემდე და უნდოდა ბედნიერი ყოფილიყო, ვერავის ჩათვლიდა მარიამის ღირსად, რომ უყურებდა თავის დას როგორი ბედნიერი იყო გულის სიღრმეში უხაროდა, მაგრამ მაინც აწუხებდა ის აზრი რომ თავის და უკვე გათხოვილი იყო და ქმართან ერთად ცხოვრობდა. თორნიკემ რომ დედა დაუძახა მარიამს ყველამ გაკვირვებული სახე მიიღო, მარიამმაც შეამჩნია მათი მზერა მაგრამ დააიგნორა. მერე კი ყველა გააფრთხილა რომ არავის არაფერი ეთქვა ამ თემასთან დაკავშირებით. იმდენად შეეჩვია თორნიკეს დაძახებულ “დედა”-ს თავი მართლა დედა ეგონა. გახდა კიდეც დედა და თორნიკეს ისე ექცეოდა თითქოს გაჩენილი შვილი მოპარეს და ორი წლის შემდეგ დაუბრუნეს. -სასმელი თავდება. -შუშის ბოთლი გახსნა მათემ და სავარძელზე გადაწვა. მაშინვე გაისმა კარზე კაკუნი და ყველამ ერთმანეთს გადახედა. -გავაღებ. -ფეხზე წამოდგა ჯაფარიძე და კარისკენ წავიდა. -აუ კოტიკ გასაღები წამოიღე და წამო რა მაღაზიაში. -ლაპარაკით გააღო კარები და წინ მდგომს ქვევიდან ახედა. მაშინვე გაშეშდა, თვალები გაუბრწყინდა და ყურებამდე გაიღიმა. -ელენე! -გაოგნებულმა ჩაილაპარაკა და სხეულზე აკრულ დას ხელები ძლიერად მოხვია. -ჩემო პატარა. -შუბლზე აკოცა. იგრძნო ყელზე დის ცრემლები და მაშინვე თავი ააწევინა. -ნუ ტირიხარ ჩემო ლამაზო. -ცერა თითებით შეუმშრალა სისველე, ორივე თვალი დაუკოცნა, მერე ისევ ჩაიკრა გულში. -მაპატიე რა, ხომ მაპატიებ? -თავისთვის ბურტყუნებდა, თან ცრემლებს ვერ აჩერებდა. -მომენატრე, ღმერთო როგორ მომენატრე. -ლოყაზე აკოცა. -მეც ჩემო პატარა. -ჩემი გოგო ჩამოვიდაა? -გახარებულმა წამოიყვირა კოტემ. ისიც უცებ მოშორდა ალექსანდრეს და კოტეს ზედ შეახტა. -ღმერთოო! -წამოიკივლა და მთლიანი სახე დაუკოცნა ბიჭს, ეკუნა კი გაოცებული უყურებდა. -რატიი! -თვალები დაუმრგვალდა დეისაძის დანახვისას, ორივე გაშეშებული იდგა და ერთმანეთს უყურებდა, უცებ დაბრიცა ტუჩები, თვალები აუცრემლიანდა და რომ არა რატის ხელები იქვე ჩაიკეცებოდა. -შჩჩ… ნუ ტირი ელ. -შუბლზე აკოცა, მაგრად ეხვეოდნენ ერთმანეთს და ერთმანეთის ტკივილს იზიარებდნენ. ყბები დაეჭიმა დეისაძეს, თვალები აემღვრა და ძლივს იკავებდა თავს იმ ცრემლების გადმოშვებისგან რომელიც კლავდა. -მე… მაპტიე რა, ხომ მაპატიებ… -ქვევიდან ახედა, გულამოფსკვნილი ტიროდა, ხელებს მაგრად ხვევდა და თვალებში უყურებდა დეისაძეს. -ჯანდაბა მჭირდებოდი! ძალიან მჭირდებოდი… -დაწყნარდი პატარავ, გაპატიე უკვე. -შუბლზე აკოცა ისევ. გაკვირვებულები უყურებდნენ გოგოები, ნუცასაც კი არ უნახია ასეთი რატი, ვერაფერს იგებდა მათ ურთიერთობაში, მაგრამ იმაში დარწმუნებული იყო რომ რატის უყვარდა, სხვა დანარჩენს კი მნიშვნელობა არ ჰქონდა. -მიყვარხარ… -ყელში აკოცა და ისევ ჩაეხუტა. -მეც ელ. -თმებზე ეფერებოდა თვალებდახუჭული. ცოტახანი იდგნენ ასე, მერე მოშორდა ელენე და ლუკას ჩაეხუტა. მერე უკან გაიწია, დაქალის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. ლუკას გვერდით იჯდა და ცივი გამომეტყველებით უყურებდა ელენეს. -თქვენ ერთად ხართ? -კი, გამომიტყდა სიყვარულში ქალბატონი. -შუბლზე აკოცა ნინის. -როგორ არის ეს შესაძლებელი? -შენი რძლის დამსახურებაა. -თვალი ჩაუკრა ლუკამ. -ხო რძალი. -უკან მიტრიალდა და მარიამიც დაინახა გაღიმებული სახით მჯდარი. უცებ წამოდგა ფეხზე და ელენეს მიუახლოვდა. -სასიამოვნოა შენი გაცნობა. -გადაეხვია და ყურში ჩუმათ ჩასჩურჩულა. -მადლობა. -ჩემთვისაც. -გაიღიმა მარიამმა და ქმარს ამოუდგა გვერძე. -ნინი. -ნუ მელაპარაკება უთხარით. -სერიოზული ჩანდა ქალბატონი. -ნინი კარგი რა. -ხელზე მოკიდა ხელი, მან კი უხეშად მოიშორა და ამღვრეული თვალებით შეხედა. -არ გინდა. -უკან დაიხია და თავი დახარა. -არ ვიბუტები, უბრალოდ არ მინდა ეხლა გელაპარაკებოდე და გხედავდე. -აცრემლიანებულმა შეხედა დაქალს, ელენე ტიროდა მაგრამ არ ადარდებდა. გვერდი აუარა და საძინებელში ავიდა, ლუკაც მას გაყვა. -რა გჭირს ტო? -ლოგინზე მოკუნტული ზურგზე გადაატრიალა, ზევიდან მოექცა და წარბშეკრული დააკვირდა. -დამანებე თავი. -სახეზე აიფარა ხელები, ლუკამ ორივე ხელი ლოგინზე დააწყობინა და თავს ზემოთ გაუკავა. -ლუკა გთხოვ. -ტუჩები დაბრიცა და მაშინვე ცრემლები გადმოსცვივდა. -მითხარი. -ნაწყენი ვარ, გაბრაზებული და საერთოდ არ მინდა ელენეს დანახვა, არ მაინტერესებს რითი გაიმართლებს თავს, ფაქტიურად ორი დაქალი წამართვა, ეგოისტია, წავიდა და მიმაგდო აქ, მესიჯზეც არ მპასუხობდა, ეკიდა როგორ ვიყავი, მხოლოდ თავისი თავი აინტერესებდა ყოველთვის და ახლაც ეგრეა. ის თუ ეგონა რომ ჩამოვიდოდა და ხელებგაშლილი დავხვდებოდი შეცდა, იყოს ეხლა ეგრე. -თავი წამოსწია და ტუჩებზე დააცხრა ლუკას. ხელები გაუნთავისუფლა ჯაჭვლიანმა, უფლება მისცა თითები მის თმებში აეხლართა. სარაფანი აუწია, საცვალი შემოახია და ხელით განაგრძო ნინის აღზნება. შემდეგ ქამარი გაიხსნა და ისევ დაეპატრონა ქალის სხეულს. ეფერებოდა, კოცნიდა და სრულიად გაჰყავდა დედამიწიდან… … ყველაფერი აუხსნეს ელენეს თორნიკეზე, არაფერი უთქვამს უბრალოდ ბავშვს ეთამაშებოდა. ცოტახანში ყველა საძინებლებში დაბრუნდნენ, ელენე ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. იქ კი ტყუპი დახვდა წელს ზემოთ შიშველი, წყლით სავსე ჭიქით ხელში. -მეც მინდა. -მაგიდას დაეყრდნო ხელებით. საბამ ჯერ გაკვირვებულმა შეხედა, მერე ჭიქაზე გადაიტანა თვალები. ცოტა მოსვა და თავის ჭიქა წინ დაუდო. -ეს შენია. -თუ გინდა დალიე, თუარადა გამოიღე ახალი ჭიქა და დაისხი. -მხრები აიჩეჩა უდარდელად, ფანჯარასთან მივიდა და სიგარეტს მოუკიდა. უხმოდ დალია წყალი, მერე წინ ჩამოუდგა მაისურაძეს, სიგარეტი ხელიდან აცალა და ტუჩებს შორის მოიქცია. ირონიული ღიმილი აჰკვროდა სახეზე საბას და ზევიდან ისე დაჰყურებდა. -მეც მყავდა ტყუპი. -სახეზე მიაფრქვია ბოლო. -ვიცი, გავიგე. -კიდევ რა გაიგე? -ნაპაზი დაარტყა ელენემ, ახლოს მიიწია მის ტუჩებთან და გამოშვებული ბოლი საბას შეასუნთქებინა. -დიდად არ ვინტერესდები იმათი ცხოვრებით ვინც არ მაინტერესებს. -ცხვირიდან გამოუშვა ბოლო, ელენეს ტუჩებს თავისი სულ ოდნავ შეახო, თან თვალებში უყურებდა და ხედავდა როგორ იზიდავდა ქალს. ხელი მკერდისკენ წაიღო და თითები მოუჭირა, ელენე კი სუნთქვაშეკრული იდგა და განძრევას ვერ ახერხებდა. -როგორ გინდივარ პატარავ. -ქვედა ტუჩზე მოუჭირა კბილები. -თავხედი ხარ. -უცებ მოშორდა წარბშეკრული. -მე? -საჩვენებელი თითი მკერდზე მიიდო თან ჩაიცინა. -რა სისულელეა. -უკანალზე მოუჭირა ხელი და სამზარეულოდან გავიდა. გახევებული იდგა ერთ ადგილზე ჯაფარიძე, მერე ეშმაკური ღიმილი აიკრა სახეზე. არ იცნობდა საბა ელენეს, მხოლოდ შინაურებმა იცოდნენ როგორი იყო სინამდვილეში, ისიც იცოდნენ რომ მასთან თამაში არ ღირდა, არადა ძალიან უყვარდა თამაშები ელენეს. -აბა? როგორ მოხდა რომ ჩამოხვედი? -სავარძელში იჯდა ჯაფარიძე, კალთაში მარიამი ჩაესვა და ხელებს ისე ხვევდა თითქოს ძალით აკავებდა დეისაძეს. -მარიამმა დამირეკა შენი ნომრიდან, არ ვუპასუხე, სამი ზარის მერე ვიფიქრე რომ რამე დაგემართა და ვუპასუხე. მითხრა ვინც იყო, რატომ მირეკავდა, მერე სიტყვებში ლანძღვა შეაპარა, ბევრი მეტლიკინა, ტვინი გადმომიბრუნდა და ბოლოს იმდენი ქნა ბილეთი ავიღე და ჩამოვედი. -ჩვენი რძალი სასწაულებს ახდენს. -თმები აუჩეჩა მარიამს კოტემ. -დაძინება მინდა და ჩემი ოთახი თავისუფალია? -კი. -წავალ მაშინ. -უცებ წამოხტა უთქმელად აიარა კიბეები. -ჩვენც დავიშალოთ მაშინ. -ფეხზე წამოხტა კოტე. ყველა ოთახში დაბინავდა, თორნიკე ალექსანდრემ და მარიამმა შეიყვანეს თავისთან და მისი ოთახი წყვილებს დაუთმეს. შუაში იწვა შუა ძილში მყოფი, ალექსანდრე მარიამს უყურებდა თვალებგაბრწყინებული და ვერაფრით გამოხატავდა იმ სიყვარულს რასაც ამ ქალის მიმართ გრძნობდა. -მოდი ჩემთან. -ხელზე მოქაჩა. ფრთხილად გადააწვინა ბავშვი თავის ადგილას, თვითონ კი ალექსანდრეს გულზე მოთავსდა. -მიყვარხარ მარიამ. -წითელი კულული ყურზე გადაუწია და თვალებგაბრწყინებულს ტუჩებზე აკოცა. პირველად უთხრა ალექსანდრემ ეს სიტყვა, ისედაც იციდა მარიამმა მისი გრძნობების შესახებ, მაგრამ ამ სიტყვამ უფრო მეტი თავდაჯერებულობა, ბედნიერება და სიხარული შემატა. -მეც მიყვარხარ. -ხელით მიეფერა სახეზე, ნელა კოცნიდა ყველა ადგილას, ბოლოს ისევ ტუჩებთან გაჩერდა. თავი მკერდზე დაადო და თორნიკეს შეხედა. -მართლა გინდა გოგო? -რა? -ხომ მითხარი რომ პატარა გოგო გინდოდა. -მინდა. -ჩაიღიმა და თითები თმებში შეუცურა. -გოგოც და ბიჭიც, საერთოდ ბევრი ბავშვი უნდა გაგაჩენინო, შენნაირი ჟღალები. -არ მომწონს მე რიჟა ბიჭები. -ჩვენი შვილი რიჟაც საკაიფო ტიპი იქნება. -მე მინდა რომ ყველა შენ გგავდეს. -ტუჩები მიაწება მკერდზე. -როგორ არ ვიცი მაგრამ თორნიკეც შენ გგავს, ჩვენი მეორე ბიჭიც მინდა შენ გგავდეს. -პირდაპირ ტყუპები რომ გავაკეთით არა? გოგო და ბიჭი. -მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, დავიძინოთ ახლა რა, დავიღალე დღეს. -დაიძინე ჩემოპატარა. -თავზე აკოცა და თმაზე ფერება განაგრძო, იქამდე ეფერებოდა სანამ მარიამის მშვიდი სუნთქვა არ გაიგო, მერე კი თვითონაც დაეძინა. … აბაზანიდან საძინებელში შესულ ელენეს საბა დახვდა ლოგინზე წამოკოტრიალებული, თავიდან შეკრთა, შემდეგ ღიმილი აიკრა სახეზე და ვითომც ვერ შეამჩნია ისე გააგრძელა გზა. განსხვავებულად იზიდავდა მაისურაძე, დანახვისთანავე უცნაური შეგრძნებები გამოიწვიეს მისმა თვალებმა. კარადასთან მივიდა და პირსაწმენდი მოიშორა, ზურგით იდგა რეზისგან, კანი ეწვოდა, ხვდებოდა რომ უყურებდა და საერთოდ არ იმჩნევდა. ბიჭებთან საცვლებში დგომას მიჩვეული იყო, ხშირად უწევდა შედარებით პატარა ასაკში კონცერტებზე ბიჭებთან ერთად გამოცვლა, მაგრამ სრულიად შიშველი ჯერ არავის წინ არ მდგარა. თვითონაც არ იცოდა რას აკეთებდა, უბრალოდ იმ წამებს იყენებდა. სიგიჟემდე უნდოდა შეხებოდა, ყველაფრისთვის მზად იყო იმ წამს. იგრძნო კიდეც საბას თითები მუცელზე. გააჟრჟოლა და კანიც დაემუხტა. -საშიში ქალი ხარ. -ყურჩი ჩასჩურჩულა, შემდეგ ყელში აკოცა, თავისკენ შემოატრიალა და თვალებში ჩააშტერდა. ხელი უკანალზე მოუჭირა, ელენელს კი სუნთქვა შეეკრა და თავი დაბლა დახარა. საბას ჩაცინებაზე უცებ ასწია თავი, თითები მაიკის ქვეშ შეუცურა და მაღლა, მკერდამდე აუწია. ტუჩები მის ტუჩებთან ახლოს მიიტანა, თან თვალს არ აშორებდა საბას სფეროებს. -ასე ფიქრობ? -წვრილ თითებს დაატარებდა საბას სხეულზე და მოთმინებას უკარგავდა კაცს. მაისურაძეს ტუჩები რომ იგრძნო ყელზე თავი გვერძე გადახარა. კბილები ჩაავლო, მერე კი ენა გადაატარა. სუნთქვა გაუხშირდა ჯაფარიძეს, მაიკა გახადა და სხეულზე უფრო მეტად აეკრა. -გარყვნილი ელენე. -თმებში წაავლო ხელი, უკან გადააწვევინა და ტუჩებზე დააცხრა. პირველად იგრძნო მსგავსი შეგრძნება ჯაფარიძემ, არავის არასდროს მიუზიდია ასე, არავინ მოსწონებია ისე როგორც საბა. აკანკალებული თითებით ქამრის შესაკრავი გაუხსნა, საბამ მენჯებში წაავლო ხელი და წელზე შემოისვა. მკერდის ძვალზე მიაწება ტუჩები, შემდეგ მკერდზე გადაინაცვლა, უკბინა და ელენეს კვნესამაც არ დააყოვნა. ფეხებ შორის სიმხურვალეს გრძნობდა, მთელი სხეულით უნდოდა მისი გამხდარიყო. შიშველ სხეულზე დაატარებდა ხელებს მაისურაძე და ისე უნდოდა ელენეს სხეულს დაპატრონებოდა ყველაფერი ეწვოდა. არცერთი ქალი არ სდომებია ისე როგორც ელენე. ქალის სისველე რომ იგრძნო თავი ვეღარ გააკონტროლა. -ჯანდაბა! -ამოიოხრა და მაშინვე ლოგინისკენ დაიძრა. ყველა ადგილს სწავლობდა თითებით, უხეშად ეფერებოდა, მაგრამ მაინც იგრძნობოდა მის მოძრაობებში სინაზე. სწრაფად გაიხადა შარვალი საცვალთან ერთად, ფეხები გადააწევინა და მათ შორის მოთავსდა… ღონემიხდილს საბას მკერდზე ედო თავი, თვალებდახუჭული ღრმად სუნთქავდა, თან მაისურაძის აჩქარებულ გულისცემას უსმენდა. -არ ვიცოდი… -ქალიშვილი თუ ვიყავი? -ქვევიდან ახედა. -ჰო. -შუბლზე აკოცა. -რომ გცოდნოდა არ გამ*იმავდი? -ჩაიცინა და გვერძე გადაწვა. -უკვე გაგ*იმე და მაგაზე პასუხი არ მაქვს… მოდი აქ! -თავისკენ გადააბრუნა ისევ და თავის მკლავებში მოიქცია. -გამიშვი მცხელა. -დაგცხება აბა რა იქნება ისეთი კაცი გიწევს გვერდით. -ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა. -სად აბა? ვერ ვხედავ. -თავი წამოყო და აქეთ იქით მიმოიხედა. -ტრ*კს ნუ ათამაშებ პატარავ, მთელი ღამე ჩემი ხარ, მე კიდე ცუდი ბიძია ვარ და შეიძლება ჩემმა ჰორმონებმა კიდევ მოინდომონ შენი ცხელი ვა*ინა. -ხელი ფეხებშორიშ შეუცურა და ტუჩებზე აკოცა. -ან სულაც მაგ უკანალს დავსჯი თამაშისთვის. -ელენეს გახშირებულ სუნთქვაზე ჩაიცინა. ხელი საჯდომზე მოუჭირა და თავისკენ მისწია. -ველური ხარ. -ტუჩები გამობუშტა, საბამაც წამსვე დაუკოცნა დასიებული ტუჩები. -შჩჩ… დაიძინე ეხლა. -ქვედა ტუჩზე იკბინა, თან ზევიდან უყურებდა მის შიშველ სხეულს. მერე მოეხვია, მკლავებში ჩამალა და თმებში შეუცურა თითები. ხმა აღარ ამოუღია ჯაფარიძეს, თვალები დახუჭა და მალევე ჩაეძინა. … დილით თვალები ნელა გაახილა, მის გვერძე მწოლიარე საბას გახედა, მერე ისევ დახუჭა და ლოგინზე წამოჯდა. ცრემლები გადმოსცვივდა, სახეზე აიფარა ხელები და მთელი ტანით აცახცახდა. მის მოძრაობაზე საბასაც გამოეღვიდა, ასლუკუნებული ელენე რომ დაინახა გული შეეკუმშა, რამის თავი შეზიზღდა. -ელენე… -ხელი ასწია შესახებად მაგრამ ვერ გაბედა. -ამის დედაც… არ მითხრა რომ… -ჩამეხუტე რა. -სხეულზე მიეკრო და სახე საბას ყელში ჩაყო. -რა გატირებს პატარავ? -სხეული მოუდუნდა, თმებში შეუცურა თითები, ეფერებოდა და ნელნელა ელენეც მშვიდდებოდა. -დამესიზმრა. -უკვე დამშვიდებულზე ამოილაპარაკა. -ამდენი ხნის შემდეგ პირველად დამესიზმრა. -თვალები ერთმანეთს დააჭირა. -როგორც იცოდა ხოლმე სკამის ნაპირზე იჯდა ფეხებ გადაშლილი, ხელში სანთებელას ათამაშებდა და მომღიმარი მიყურებდა. უბრალოდ იჯდა და მიყურებდა, რომ ველაპარაკებოდი არ მპასუხობდა. ღმერთო როგორ მომენატრა მისი გამოხედვა. -ისევ გადმოსცვივდა ცრემლები, ტუჩები მოკუმა და ღრმად ჩაისუნთქა. -როგორ მინდა ისევ ჩამეხუტოს და ყველა ტკივილი მომაშოროს. უბრალოდ მომხვევდა ხოლმე ხელებს და შინაგანად მამშვიდებდა, ყველაფერი ქრებოდა. როგორ გაგიმართლა რეზი რომ ჯამრთელი გყავს შენ არ იცი. -ვგრზნობდი. -ჩუმათ თქვა, ელენეც მაშინვე გაჩერდა. -ყოველთვის ვგრძნობდი როცა რამე უჭირდა. შენც ხომ იცი, სიცხე რომ ჰქონდა მე კიარ მქონდა, უბრალოდ გული მიჩქარდებოდა, ან სი*ული გამომეტყველებით დავდიოდი. ვერ ვიგებდი რა ხდებოდა ჩემს თავს. ვხვდები როგორ ხარ, როგორ გტკივა. სულ სხვანაირი შეგრძნებაა, სხვა გრძნობა და სხვა ტკივილია. ჩემი და ერთ დღეში ჩემთვის ყველაფერი გახდა, მაგრამ რეზის რომ ვუყურებ ისე ვგრძნობ თავს თითქოს ყოველთვის ჩემში იყო, ანა მიყვარს, რეზის ვგრძნობ. -რა კარგია როცა ვიღაცას შენი ესმის. -ღრმად ჩაისუნთქა საბას სურნელით გაჟღენთილი ჰაერი. -ვსო აღარ იტირო. -საწოლზე გადააწვინა, ზევიდან დახედა, ცრემლები შეუმშრალა ცერა თოთით და ტუჩებზე აკოცა. -ბუნებრივად დაგიბერე ტუჩები. -ქვედატუჩზე უკბინა გაღიმებულმა, თან ქვევიდან ახედა. -ისედაც არ მაქვს პატარა. -ლოყაზე აკოცა და ფეხზე წამოხტა. -ჯანდაბა! -წვა იგრძნო მუცლის არეში და ცოტახანი ერთ ადგილას გაჩერდა. -რა გაცინებს იდიოტო? ვაჟიშვილობა რომ დაკარგე რა გჭირდა დაგავიწყდა? -სხვათაშორის ისეთი არაფერი არ მჭირდა. -ეცინებოდა ელენეს მწვანე თვალების ბრიალზე. -ადექი და გადი აქედან სანამ ყველა გაიღვიძებს. -საიდუმლო საყვარელი უნდა გავხდე? -ლოგინიდან წამოდგა, საცვალი ამოიცვა და ელენესკენ წავიდა. -რატომ გგონია რომ შენთან კიდევ დავწვები. -სხვასთან ვეღარასდროს დაწვები. -ტუჩებზე აკოცა და ხელი შვიშველ ტანზე ააყოლა. -შანსი ხელიდან გაუშვი გუშინ, არადა შეგეძლო ოთახიდან გაგეგდე. დღეიდან მარტო ჩემია ეს სხეული. -კიდევ ერთხელ დაცხრა ბაგეებზე, მერე კი გაღიმებული მოშორდა. გონებას ურევდა საბას ღიმილი, ტუჩის კუტხეში ნაჩხვლეტები უჩნდებოდა და თვალები უელავდა. უცებ ჩაიცვა ტანზე, ელენე კი ისევ შიშველი იდგა და ყურადღებით აკვირდებოდა ყველა მის მოძრაობას. -დღეს ღამე თვითონ მთხოვ რომ გაგ*იმო. -თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა. თავიდან წარბები შეკრა ჯაფარიძემ, მერე გაეცინა და აბაზანაში შესასვლელად მოემზადა. … -რატომ მგონია რომ ჩემთან საუბარს გაურბიხარ? -ზევიდან მოექცა რატის და თვალებში ჩააშტერდა. -გეჩვენება. -მხრები აიჩეჩა, თავი წამოსწია და ტუჩებზე აკოცა. -თუ რამის კითხვა გინდა მკითხე. -ზევიდან მოექცა და ლოყიდან მკერდამდე ჩავიდა კოცნით. -ელენესთან როგორი ურთიერთობა გქონდა? -ძლივს გადააბა სიტყვები. -მაპატიე მა. -მუცელთან დაიჩურჩულა და ისევ მაღლა ავიდა. -მარიამზე ნაკლებად არ მიყვარს. -სახეს უკოცნიდა ნელა. -თუ პირიქით? -რა პირიქით? -ხელებით დაეყრნო ლოგინს და ზევიდან დააშტერდა წარბშეკრული. -მარიამი არ გიყვარს ელენეზე ნაკლებად. -ნერვებს რატომ მიშლი? -წამსვე აენთო თვალები, უკანალზე წაავლო ხელი, ძლიერად მოუჭირა და ტკივილისგან წამოსულმა ბგერებმაც არ დააყოვნა. -რატი… -მხრებზე ჩააფრინდა თითებით როგორც კი პირველი ბიძგი იგრძნო. -ძალით მაბრაზებ ხო? -თვალებდაბინდული უხეშად ეფერებოდა, თან კოცნიდა. -რატი… გეყოფა! -ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან. -მიყვარხარ! -ტუჩებით შეუმშრალა მარიალიანი სითხე. -შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად… -ყელში უკბინა, შემდეგ ტუჩებზე გადაინაცვლა. ბოლოს ღონემიხდილი ზევიდან დააწვა ნუცას, მუცელზე აკოცა, მერე კი თავი დაადო. -იცოდე რომ შენს გარდა არავინ მყავრებია და არც შემიყვარდება. იმაზე მეტი ხარ ჩემში ვიდრე წარმოგიდგენია. ისედაც ხედავ ყველაფერს, ხედავ ვინ როგორ მიყვარს და ვის რამხელა ადგილი უჭერია ჩემს გულში. მთავარია იცოდე შენი ადგილი რამხელაა, სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. შენი და ჩვენი პატარას გარდა არავინ მინდა. -ისევ აკოცა მუცელზე. -მეც მიყვარხარ. -თმებში შეუცურა თითები. -უბრალოდ ცოტახნით ჩამარხე შენი სიველურე, შვილი რომ გინდა მოუფრთხულდი ცოტა, გამოვა მერე შენნაირი ველური. -ძალიან კარგი. -ჯანდაბა, შენ თავზე შეყვარებული იდიოტი რომ ხარ იცი? -მიყვარს და რა გავაკეთო? -თავი წამოსწია და ზევიდან დახედა. -როდის გაიბერები ნეტა… მალე გაიზარდე რა მა, გამისწორდება გაბერილი დედაშენის ყურება. -არანოლმალური. -გაეცინა ქმრის შემხედვარე. … მისაღებში ისხდნენ ყველა ერთად, მხოლოდ მარიამს ეძინა, ერთმანეთს უსმენდნენ, იცინოდნენ და ძველ ამბებს იხსენებდნენ. ნინი ისევ ისეთი სახით უყურებდა ელენეს, ყურადღებას არ აქცევდა, ცოტაღა ეკლდა ჯაფარიძეს არ წამომხტარიყო და არ მოხვეოდა. -აუ აღარ შემიძლია რაა! -უცებ თქვა ელენემ. -ვაა მართლა? -მიხვდა ნინი რაზეც ამბობდა და მაშინვე ჩაერთო ლაპრაკში. -ხომ გიყვარს მარტო ყოფნა, ყველაფრის მარტო გაკეთება, ხოდა წადი აქედან, რა გინდა ჩვენთან? ბევრნი ვართ ხომ ხედავ, არაფერი მოგვაკლდება. ისე იქცევი თითქოს ხუთი თვით არ გადახვეწილხარ ყველასგან შორს, და რის გამო? აქ რომ ყოფილიყავი მოხდებოდა რამე? თუ არავის ნახვა გენდომებოდა ისედაც არ გნახავდით. საერთოდ შენი წყალობით ორი დაქალი დავკარგე! ორი საუკეთესო მეგობარი რომლის გარეშეც ერთ დღესაც ვერ ვძლებდი. რა მნიშვნელობა ჰქონდა შენს ცოცხლად ყოფნას? მაინც ვერ გხედავდი, ვერ გელაპარაკებოდი, დამტოვე აქ და წახვედი, შენ გგონია მე არ მტკიოდა? თუ ფიქრობ რომ შენ სხვებზე მეტად გეტკინა ძალიან ცები! შენზე ნაკლებად არავის ყვარებია არც ანა არც ილო. -ხმამაღლა ლაპარაკობდა, ყველა გასუსული უსმენდა, ელენე ცრემლებად იღვრებოდა და მიშტერებული უყურებდა დაქალს. -უბრალოდ ეგეთი ხარ! შენი თავისთვის კომფორტის მოსაწყობად ყველაფერს იკი*ებ! მთავარია შენ იყო კარგად და სხვა არავინ გაინტერესებს. სად იყავი როცა მჭირდებოდი? სად იყავი როცა ლაპრაკი მინდოდა ვინმესთან, ჩემი გრძნობების, ჩემი ტკივილის ვინმესთვის გაზიარება? შენს თავზე შეყვარებული ძუ*ნა ხარ და მე… მე ძალინ გაბრაზებული ვარ! -ბოლოს ამოიტირა და მასთან წამებში გჩენილ დაქალს მთელი ძალით მოეხვია. -ვერ გიტან! -ერთმანეთის ყელში ჰქონდათ სახე ჩარგული და ისე ქვითინებდნენ. -მეც მიყვარხარ. -ცრემლები შეიმშრალა და ისევ ჩაეხუტა. -საშინელი დაქალობა იცი. -ვიცი მაპატიე. -ლოყაზე აკოცა. -როგორ მომნატრებიხარ. -რანაირები ხართ ეს ქალები კაროჩე რა. -სიცილით გააქნია თავი მათემ. -დილამშვილობის?! -გაღიმებული შევიდა მისაღებში მარიამი. -საღამომშვიდობის მარიამ. -სიცილით გახედა კოტემ. -ცემი გოგო გაიღიძაა?! -გახარებული წამოხტა თორნიკე და მარიამისკენ გაიქცა. ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან დეისაძე, ყოველთვის პოზიტიურ განწყობას უქმნიდა ეს პატარა მობაჯბაჯე არსება. -ხო ჩემო სიცოცხლე. -ხელში აიტაცა და ლოყები დაუკოცნა, ბავშვიც იცინოდა და სხვებსაც ღიმილს ჰგვრიდა სახეზე. -შიაა? -თავი დაუქნია წარბებაწეულმა. სულ ასე იცოდა ხოლმე როცა რამეს კითხულობდა, წარბებს აწევდა, ტუჩებს გამოწევდა და კითხვისნიშნის თვალებით თავს უქნევდა. -კი მშია. -თითებზე აკოცა. -მეც. -უცებ გაიღიმა, ტუჩები მოკუმა და ლოყაზე ნაჩხვლეტიც გაუჩნდა. -შემომეჭმევი. -ბევრი კოცნა, მერე გაღიმებულ ქმარს შეხედა, რომელიც ორივეს სიყვარულით უყურებდა. -შევჭამთ ჩვენ, მომიკალით ბავშვი შიმშილით. -ყველას მოავლო თვალი. -წეღან ვკითხე და არ მშიაო. -გაკვირვებული იყურებოდა ეკუნა. -ეხლა მოშივდა, ხო ჩემო პატარა. -შუბლზე აკოცა. მერე მუცელზე მოუღუტუნა და სამზარეულოში გაიყვანა. უდიდეს სიყვარულს გრძნობდა თორნიკეს მიმართ, უბრალოდ არ შეეძლო აღწერა რამხელა სიყვარულს უღვივებდა ეს ბავშვი. -თქვენ ორნი ერთად უდიდეს ბედნიერებას ქმნით ჩემში მარიამ. -ზურგიდან აეკრო, ყელში აკოცა, მერე კი თორნიკეს შეხედა. -ვიცით რომ შენთვის ყველაზე ძვირფასები ჩვენ ვართ. -უცებ შეტრიალდა, ტუჩებზე აკოცა, მერე კი თორნიკე თავის სკამში ჩასვა. -იყავით გასულები? -კი დილით. -აქამდე როგორ მეძინა, რატომ არ გამაღვიძე. -ვერ გაგაღვიძე. -ისევ აკოცა. -დღეს ციცინათელაში მივდივართ. -მართლაა? რაკარგიაა! -ტაში შემოკრა გახარებულმა. -ვგიჟდები ესეთი წვრინმალები უფრო რომ გახარებს. -ბედნიერება წვრილმანებშია. -ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და თორნიკეს მიუბრუნდა. -მე ვაჭმევ, შენ შენსას მიხედე. -თავზე მიაწება ტუჩები, მერე გვერძე მიუჯდა თორნიკეს და თეფში ხელში მოიმარჯვა. ყურადღებით აკვირდებოდა საბა ელენეს ქცევებს. ეღიმებოდა როცა ელენეს მზერას დაიჭერდა და ლოყები ეფარკლებოდა. თან არც იმჩნევდა, “როგორ ცხელა”-ო ამბობდა და სახეზე ხელებს იდებდა. ღამით ციცინათელაში წავიდნენ, მარიამი თორნიკესთან ერთად იჯდა ცხენებზე, მერე ალექსანდრეს აუფახურა თვალები და ისიც დაჯდა, ყველა სხვადასხვა ატრაქციონზე იჯდა, მათე კი სიგარეტს ეწეოდა და მეგობრებს უყურებდა. -არა აშკარად შენი ბედი ვარ. -გვერძე ამოუდგა დოინჯშემორტყმული გოგო. ნაცნობ ხმაზე უცებ შეტრიალდა თვალებგაფართოვებული. უყურებდა ნაცნობ ცისფერ თვალებს და ვერ იჯერებდა რომ მართლა მის წინ იდგა. -აქ რა გინდა ბავშვო? -ყურებამდე გაიღიმა. -ფეხებმა შენამდე მომიყვანეს თავისით. -ჩაიკისკისა. გაოცებული უყურებდა მათე, მთლიანად ათვალიერებდა მის ყველა ნაკვთს. -ხომ გითხარი შევხვდებითთქო. -ხელი მიარტყა გაღიმებულმა. -არ მჯერა. -პირზე ჩამოისვა ხელი. -გაზრდილხარ ცოტა ხოიცი. -უცებ აიკრა ღიმილი სახეზე, თან თმები აუჩეჩა. -ნუ გაზრდის რა გითხრა მაგრამ პირველი სემესტრი დავხურე. -ყოჩაღ შენ. -ქვედა გუჩზე იკბინა სიცილის შესაკავებლად. -აბა? -რა? -მარტო ხარ აქ? თუ შეყვარებულთან ერთად ხარ და მომიწევს დაგაშორო იმიტომ რომ ბედისწერის მჯერა და შენ ჩემი ბედი ხარ. -ღმერთოჩემო. -უცებ ახარხარდა. -დიდი ბიძიები მოგწონს პატარავ? -საერთოდ არავინ არ მომწონს. -მხრები აიჩეჩა, ისე ლაპრაკობდა ვითომც არაფერი, თითქოს დიდი ხნის ნაცნობი იყო. -ერთი ნახვით შეგიყვარდი და ხუთი თვე ელოდი ჩემთან შეხვედრას? -წარბები ასწია, თან ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. -სხვათაშორის არც გამხსენებიხარ. -თვალი ჩაუკრა. -დაგინახე, მოვედი და გნახე. -გასაგებია. -მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ ჩამოსული. -ცოტახნის სიჩუმის შემდეგ თქვა. -მეც. -გაღიმებულმა გადახედა ზევიდან. -ისე რამდენი წლის ხარ? -მომხედე ბავშვი. -ნიკაპი ააწევინა და ცისფერ თვალებში ჩახედა, ისე უელავდნენ თვალები ვეღარაფრის თქმა ვეღარ გაბედა. -გიყურებ. -ქვედა ტუჩზე იკბინა, მათემაც ისტიქტურად შეცვალა მხედველობის არეალი, მერე გონს მოეგო და ისევ თვალებს დაუბრუნდა. -შენნაირი პატარა გოგოები არ მიზიდავს. -დაჟეე? -წარბები ასწია სიცილით. აგიჟებდა მათეს მისი ასეთი მხიარული ხასიათი. -აბა როგორები გიზიდავს, დიდი ძუ*უებით და საჯდომით? -დაახლოვებით. -ჩაიცინა. -ნუ შესანიშნავ ტანზე ხარ, პროსტა პატარა ხარ ჩემთვის, ერთი ორი წლით დიდ ბიჭებს დაეჩალიჩე მაინცდამაინც ვინმე თუ გინდა. -თვალი ჩაუკრა. -პირდაპირ გეტყვი, პედოფილი არ ვარ, ბავშვებზე არ მი*გება. -ცხვირი შეჭმუხნა და გოგოს გაფართივებულ თვალებზე ჩაიცინა. -ფუ, უზნეო. -ხელი მოაშორებინა. -არც მე მიზიდავს გორილები. -დაეჯღანა და წასასვლელად შეტრიალდა. -მესამეთ თუ შევხვდით იმედია მერე მაინც მიხვდები რამეს. -უკანმოუხედავად თქვა და წავიდა. თვალი გააყოლა გაღიმებულმა, მერე თავი გააქნია სიცილით და რეზისკენ წავიდა. … ბევრი გართობის და სიგიჟის შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ, დაუბრუნდნენ ჩვეული ცხოვრების რიტმს. დღეები გადიოდა, თვეები ერთმანეთს მიჰყვებოდა, ნუცა იბერებოდა, სხვები კი ბედნიერებით ივსებოდნენ ცოლქმრის შემხედვარე. ყველას ჰქონდა დაძაბული დღეები, როცა რაღაცაზე იჩხუბებდნენ და ორი დღეც ვერ ძლებდნენ ერთმანეთის გარეშე. -ვერ გიტან. -საბას მკერდზე ედო თავი და სწრაფად სუნთქავდა. -ვეღარ გშორდები! შენს გარეშე რომ ვერ ვძლებ იცი? -ქვევიდან ახედა და ტუჩებზე აკოცა. -ვიცი პატარავ. -უკანალზე მოუჭირა თითები. -ჯანდაბა რა გამიკეთე? შენი ბრალია ასე რომ ვარ, იმ დღის ბრალიც პირველად რომ დაგინახე. -და ეგრევე ლოგინში ჩამიგორდი. -შემიტყუე! -პირიქით, ჩამომიდექი შიშველი იქ, მშვენივრად იცოდი რომ გაგ*იმავდი. -ვიცოდი! -ჩაიცინა და ზევიდან გადააწვა. -გახსოვს როგორ მეხვეწებოდი? -საშინელი კაცი ხარ. -ლავიწზე უკბინა. -როგორ ამბობდი? გთხოვ საბა… ნუ მაწამებ საბა… -მოკეტე! -ყელზე უკბინა და სიცილი აუტყდა. -ღმერთო ეგ რაიყო… ჯერ ციცინათელაზე დამტანჯე ისეთებს მიკეთებდი, სახლში კიდე სანამ საძინებელში არშემოგივარდი, ლოგინში შიშველი არ ჩაგიხტი და არ გეხვეწე იქამდე არ მაღირსე შენი ღირსება. -ლოყებზე მოუჭირა ხელი და ამოწეულ ტუჩებზე უკბინა. საბა კი უყურებდა და ბედნიერდებოდა იმით რომ ელენე თავისი იყო, გიჟი ვნებიანი და ყველასგან გამორჩეული ქალი, რომელიც მას ეკუთვნოდა, მის გარდა ვერავის ხედავდა და არც არავინ სჭირდებოდა. ყოველ დღეს ულამაზებდა, აბედნიერებდა ყველაფრით ისე რომ თვითონ ვერ ხვდებოდა. -იცი რა მიყვარს და ყველაზე მეტად რა მაგიჟებს? -ქვედა ტუჩზე იკბინა, საჩვენებელი თითი ტუჩებზე გადაატარა, თვალი კი მის თვალებს გაუსწორა. -რა? -რომ გაბრაზებ, ნაპერწკლებს ისვრი ხოლმე თვალებიდან და ხანდახან მგონია რომ მიმახრჩობ, მერე კი შენი ჭკუით მსჯი და რასაც ქვია მაგრად მხმარობ. -ჩაიცინა და ტუჩებზე აკოცა. -არანოლმალური ხარ. -სიცილი წასკდა მაისურაძეს, თმებში წაავლო ხელი და ტუჩებზე დააკვდა. -შენ არ იცი რა ბედნიერი ვარ რომ არსებობ. -სახეზე ჩამოატარა თითები. -შენ რომ არ გამოჩენილიყავი ჩემი ცხოვრება ისევ ისეთი უფერული იქნებიდა როგორიც შენს გამოჩენამდე იყო. -ელენიკო სიყვარულს მიხსნის? -ზურგზე აატარა ხელები -ისედაც ხომ იცი რომ მიყვარხარ? რომ არ მიყვარდე შენთან არ ვიქნებობი. -ვიცი. -ჩაიღიმა, წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაუწია და ლოყაზე აკოცა. -მიხარია რომ მაშინ ის გავაკეთე რაც მინდოდა, უბრალოდ დავი*იდე ყველაფერი და გავხდი შენი. დავიჭირე ის წამი და გამოვიყენე იმისთვის რაც ვიცოდი რომ გამაბედნიერებდა. -მე შენ გგრძნობ ელენა. -ტუჩები მიაწება ტუჩებზე გაღიმებულმა. -ვგიჟდები ელენას რომ მეძახი, არავის დაუძახია არასდროს ასე. -თავი მკერდზე დაადო და ცოტახანში გაითიშა. … -მარიამ სად ხარ? -ბედნიერი სახით შეაბიჯა სახლში. -აქ ვარ. -მისაღებიდან გასძახა. როგორც კი ცოლი დაინახა გაეღიმა მის ბედნიერ სახეზე. -ჩემი გოგო ბრწყინავს, რამე მოხდა? -კალთაში ჩაისვა და ტუჩები დაუკოცნა. -კი. -ლოყაზე მოეფერა. -აბა გამოიცანი კიდევ ერთხელ ვინ ხდება მამა? -კოტე? თუ რეზი? რავიცი მარიამ რამდენნი არიან. -ოო ალექსანდრე. -ხელი აიქნია. -კიდევ ერთხელთქო. -მარიამ! -თვალები გაუფართოვდა, მერე გაუბრწყინდა, უკან გასწია და მუცელზე დააშტერდა. -მართლაა? -ძლივს ამოიღო ხმა. -ჰოო! ან გოგო გვეყოლება ან ბიჭი! -ამის თქმა და ალექსანდრეს სიხარულისგან აფეთქება ერთი იყო. მთლიანი სახე დაუკოცნა მარიამს, მერე ჰაერში აფრიალებდა, იმხელა ბედნიერებას გრძნობდა ვეღარ იტევდა, მთლიანად უნდოდა დაცლილიყო. -როგორ მიყვარხარ მარიამ… -მუცელზე ეფრებოდა, ტუჩებზე კოცნიდა და ერთი წამით არ აძლევდა მოშორების უფლებას. -ღმერთო როგორ მაბედნიერებ… -ლა ხდება? -სირბილით მივიდა თორნიკე. -მოდი დე ჩემთან. -ხელი მოკიდა და სავარძელზე დასვა. -ნუ წევ მარიამ! გაიზარდა უკვე და დამძიმდა. -ხო დე, ხო მითხალი დიდი ბიჭი ხალო. -თავი დაუქნია. -მამი და ან ძმა გინდა? -ლაა? -თვალები მოჭუტა და ისე ახედა. -და ან ძმა. -ეგ ლაალი? -თან ფიქრობდა თან მომლოდინე სახით აკვირდებოდა ალექსანდრეს. -პატარა ბავშვი მა, შენზე პატარა იქნება და შენ უნდა მიხედო ხოლმე. -მათლაა? -გახარებულმა ჭყიტა თვალები. -ხო მამი, აი აქ არის შენი პატარა დაიკო. -ხელი მიადებინა სწორ მუცელზე და ბავშვს მაშინვე გაუფართოვდა თვალები. -ლოგოლ? -რა როგორ შვილო რა კითხვები გაწუხებს. -ჩაიცინა. -რომ გაიზრდები მერე გეტყვი. -მე ხო დიდი ვალ. -ცოტა კიდე მა. -აქ ალი? -ხელით მიეფერა თვალებგაბრწყინებულ მარიამს. -ჰო დე. -აბა? -მაიკა აუწია და მუცელზე დახედა. -ლო ალ ალი? -ჯერ პატარაა მამი, მერე გაიზრდება, დედიკოს დიდი მუცელი ექნება და ბურთივით იგორავებს. -მეც აქ ვიყავი? -მარიამს ახედა. -ხო დე, შენც ესეთი პატარა იყავი, მერე ნელნელა გაიზარდე. -და ლოგოლ უნდა გამოვიდეს აქედან? ალ გაიგუდება? -არა დე, არ გაიგუდება. -სულ აკვირვებდა თორნიკეს გამჭრიახი გონება, ზოგჯერ ისეთ რაღაცას ჰკითხავდა ვერ ხვდებოდა საიდან აფიქრდებოდა. -მამი მომხედე. -ნიკაპ ქვეშ ამოსდო თითი. -შენი პატარა და რომ გაჩნდება ხომ მიხედავ? -ლოგოლ? -რომ გაიზრდები დიდი ბიჭი, შენი დაც გაიზრდება შენთან ერთად, მერე ბიჭები დაუწყებენ ჩალიჩს და ყველა უნდა სცემო. -ხოო? -გახარებულმა წამოიყვირა. -რატო უყვარს ამ ბავშვს სხვების ცემა? -გაკვირვებულმა შეხედა მარიამმს. -ყველაფერში მე როგორ დამემსგავსა. -გენები თავისას შვრება. -მხრები აიჩეჩა სიცილით. -ხომ მპირდები მა რომ შენს დას ან ძმას სულ დაიცავ. -გპილდები! -თავი დაუქნია. -მამას კაცი ხარ შენ. -ლოყები დაუკოცნა. ბედნიერები იყვნენ ერთმანეთით. მთავარია გიყვარდეს და უყვარდე, ბედნიერებისთვის სხვა არაფერია საჭირო. ორმა სულმა ერთმანეთი იპოვნა და ერთ მთლიანობად იქცა. ამისთვის კი მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, მხოლოდ ერთი წამის გამოყენება. … რეზისთან და რატისთან ერთად იჯდა ბარში, რაღაცაზე გაუჩერებლად საუბრობდნენ, თან იცინოდნენ. -ხოდა დავრჩი რა, რა უნდა მეკეთებინა… -ხმა ჩაუწყდა როგორც კი მის წინ ისევ ის ნაცნობი თვალები დაინახა. -ბო*იშვილი ვიყო დამენ*რა. -ბოლოხმაზე ახარხარდა. -ამ გოგოს თქვენც ხედავთ თუ იმდენი დავლიე ჰალუცინაციები დამეწყო. -ვხედავთ. -წარბაწეულმა გადახედა ძმაკაცს რატიმ. -ვინარის ეს გოგო მათიკო? -სიცილით მიჰკრა იდაყვი რეზიმ. -უკან დამდევ პატარავ თუ ბედი მეღადავება? -მკლავში წაავლო ხელი და მაშინვე მუხლებზე დაისვა. გაკვირვებულებმა შეხედეს ჯერ ძმაკაცს მერე კი ერთმანეთს. -მეტი საქმე არ მაქვს უკან გსდიო. -თვალები აატრიალა, თან ფეხები გააქნია და გაკვირვებულ ბიჭებს თვალი მოავლო. -დავიჯერო აქაც შემთხვევით შეგხვდი? -თმები გადაუწია ყურზე და სახეზე კარგად დააკვირდა. -როგორც ჩანს. -რა გჭირს შენ? ცუდად ხომ არ ხარ? -შუბლზე მიადო ხელი სიცილით. -ცუდად რატომ უნდა ვიყო? -არ ლაპარაკობ და მეშინია უცებ არ გაითიშო. -ქვედა ტუჩზე იჭერდა კბილებს რომ არ გასცინებოდა. -ხო არ ვარ ხასიათზე. -ფეხზე წამოდგა. -უნდა წავიდე. -ასე უბრალოდ მიდიხარ? -მისი ნათქვამი გაიმეორა გაკვირვებულმა. -ვიცი ისევ შეგხვდები. -მხრები აიჩეჩა უდარდელად, არდა ყველაფერი აუფორიაქდა სხეულში როდესაც გაანალიზა რომ მათი პირველი საუბარი სიტყვასიტყვით ახსოვდა. -ხელს არ შეგიშლით… შეხვედრამდე. -გაიღიმა და შეტრიალდა. -მოიცადე! -ფეხზე წამოხტა, მკლავში წაავლო ხელი, თავისკენ შეატრიალა და ტანზე აიკრა. მაშინვე გაუფართოვდა ცისფერი თვალები. -აღარ გაგიშვებ, ვეღარ დაველოდები სამ, ოთხ ან ხუთ თქვეს. -სახეზე მიეფერა, მერე დაიხარა და ფრთხილად შეეხო ტუჩებზე. მაშინ იგრძნო ის რაც არასდროს უგრძვნია ქალთან ყოფნის დროს. არც გოგოს ტანში დავლილი ჟრუანტელი გამოპარვია, ხელი წელზე მოუჭირა, მინიმალურად შეამცირა მათ შორის ადგილი. მთლიანად სხეულზე ჰყავდა აკრული, ნელა, ვნებიანად უკოცნიდა ტუჩებს. მერე მოშორდა, ზევიდან დახედა და ჩაეღიმა მის შეფარკლულ ლოყებზე. -მგონი მართლა ჩემი ბედი ხარ. -ლოყაზე ჩამოატარა თითები. -გითხარი მე შენ და არ დამიჯერე. -მხრები აიჩეჩა უდარდელად. -როგორი ხარ. -თვალები მოჭუტა და ცისფერებში ჩახედა. -იწვი, ვგრძნობ როგორ მადნები ნელნელა მკლავებში და მაინც ის არანოლმალური გოგო ხარ პირველად რომ შემეჯახა. -მახსოვს შენ ბავშვებზე არ გიდგ*ბოდა. -თვალები მოჭუტა. -გაზრდილი ხარ. -მხრები აიჩეჩა უდარდელად. -აუ ეხლა ისეთი კითხვა უნდა დაგისვა… -კატო. -თვალებით უღიმოდა. -გაიცანით კატიუშა. -უცებ მიუბრუნდა ბიჭებს. -ჩემი ბავშვია იმ დღიდან პირველად რომ შემეჯახა, პროსტა დღეიდან იმენა ჩემია. -თავზე აკოცა. -ნუ ადიდებ ეგრე თვალებს გოგო თორე სახლში დაგისვავ, ხელს ვერ დაგაკარებ შენი ბავშვურობის გამო, მეც დამენ*რევა, შენც და ჩვენს ჰორმონებსაც. -ვერ ხარ შენ ხო? -წარბები ასწია. -ესენი ჩემი ძმაკაცები არიან, რეზიკო და რატიკო. -სასიამოვნოა. -ჩვენთვისაც. -ეხლა წავედი, ბავშვს უნდა მივხედო. -ხელი ჰქონდა გადახვეული კატოზე, თან ოდნავ ბარბაცობდა. -მთვრალი ხარ მათე, წადი სახლში და შეეშვი ამ გოგოს. -სახლში მივდივარ და კატიუშაც მიმყავს. -შუბლზე მიაწება ტუჩები. -მთვრალი ხარ შე*ემა. -წარბები ოდნავ დაახლოვა დეისაძემ. -მერე რა ტო? არ მიცნობდეთ მაინც, მ*რეველა როჟა ხოარვარ ტო რამე რომ დავუშავო. შეხედე, ნახე რა პატარაა, ამას ვაბშე როგორ უნდა ვაწყენინო რამე, დაამრგვალებს მერე ამ ცისფერ თვალებს, გადმოყრის ცრემლებს და მეც ისე შემიყვარდება სულ ავატირებ ხოლმე. -კატო თუ არ გიდნდა შემიძლია მოგაშორო. -გაღიმებულმა ახედა რეზიმ. -ვენდობი. -მხრები აიჩეჩა გოგომ, მათემ ზევიდან დახედა გაოცებულმა. მერე ბიჭებს გადახედა, დაემშვიდობა და ბარი დატოვა. -მგონი პირველად რომ ამეკიდე მაშინ შემიყვარდი. -ქუჩაში მიდიოდა კატოზე ხელგადახვეული და ისე ლაპარაკობდა. -მთვრალი ხარ და მაგას ამიტომ ამბობ. -შენ არ იცი სიმთვრალეში სიმართლეს რომ ლაპარაკობენ? -სიცილით გადახედა. -თან მე გითხარი მგონითქო. -მთელი გზა ენა არ გაუჩუმებიათ, მერე სახლში ავიდნენ, ეგრევე საძინებლისკენ წავიდა მათე და კატოც უკან გაჰყვა. ლოგინზე გაწვა, მხოლოდ მაიკის გახდა შეძლო, ფეხსაცმელი ფეხებით გაიძრო და მთლიან საწოლზე გაიშალა. კატო ფანჯარასთან დადგა, უყურებდა თვალებდახუჭულს და ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. -კატო… -უცებ წამოიძახა. -კატიუშა… -ხმა რომ არ გასცა თვალები ჭყიტა. ირგვლივ მიმოიხედა, ვერსად დაინახა და ისიც კი გაიფიქრა რომ მოელანდა. თვალები დახუჭა ისევ და მალევე იგრძნო სახეზე თითების შეხება. -თვალები რომ გავახილო ხომ არ გაქრები? -ხელისგულზე აკოცა. -ვნახოთ, ჯერ გაახილე. -ჩაიღიმა. -მოდი აქ. -წელზე მოხვია ხელი და თავის გვერძე მიიწვინა. -არცერთი წამის დაკარგვა არ მინდა ბავშვო, არ ვიცი როგორ მაგრამ ფაქტია ჩემზე საშინლად მოქმედებ. ისე მოქმედებ მზად ვარ ეხლავე ცოლად მოგიყვანო და მთელი ჩემი ცხოვრება შენ მოგიძღვნა. -არც კი მიცნობ. -ძალიან ახლოს ედო სახე, თითქმის ცხვირით ეხებოდა ცხვირზე, თვალებში უყურებდა და წარბზე დაატარებდა საჩვენებელ თითს. -მერე რა. -გაიღიმა და ტუჩებზე აკოცა. -რა კარგი ხარ. -მის ტუჩებზე ამოილაპარაკა, შემდეგ ლოყაზე გადავიდა, ლოყიდან ყელზე გადაინაცვლა, უცებ მოაშორა მაისური და მკერდზე აკოცა. -მათე… -არაფერს ვიზავ გპირდები. -თან კოცნიდა თან საუბრობდა. -ხომ გჯერა, ხომ მენდობი? -კი. -რატომ? -არ ვიცი. -თვალები ენაბებოდა, მათე კი ისევ განაგრძობდა კოცნას. -მინდა ჩემთან იყო, ჩემი იყო. -შენთან ვარ და შენი ვარ. -ასე უბრალოდ? -ასე უბრალოდ. -თვითონ აკოცა ტუჩებზე, მათე მოეხვია, უბრალოდ ხელები შემოხვია და ყველანაირად თავის მკლავებში მოიქცია. … “კარპედიემ”-დაიჭირე წამი… გააკეთე ის რაც არ შეგიძლია გააკეთო, გააკეთე ის რაც გინდა რომ გააკეთო. უბრალოდ დაიჭირე წამი. არის რაღაცეები რაზეც ზედმეტი ფიქრი საჭირო არ არის, უბრალოდ გადადგი ნაბიჯი იმისკენ რისკენაც მიისწრაფი, არ დაფიქრდე რა მოჰყვება ამას, ზოგჯერ ასეთ გადადგმულ ნაბიჯებს უფრო დიდი ბედნიერება მოაქვთ, ზოგჯერ კი უბედურებაც, ან უბრალოდ არაფერი გამოდის. დაუშვი შეცდომები, ჩვენ ხომ ამისთვის ვცხოვრობთ… უშეცდომო არავინ არის, სხვის შეცდომაზე ვერ ისწავლი, ისევ შენ უნდა განიცადო, ისევ შენ უნდა იგრძნო ის ტკივილი თუ ბედნიერება. იდეალური არავინაა, არც არის საჭირო ბრძოლა იდეალურობისთვის. აუცილებლად გამოჩნდება ის ადამიანი შენს ცხოვრებაში ვინც არაიდეალურს მიგიღებს და ერთად შექმნით იდეალურობას, ამისთვის კი საჭიროა დაიჭირო წამი, ჩაკიდო იმ ადამიანს ხელი და გახადო შენი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.