შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით მოგებული ბრძოლა(თავი 4)


13-07-2019, 00:00
ავტორი მმარიამმი
ნანახია 1 644

.....................................
თავი 4
[დეა]
თვალებს ძლივს ვახელ,ვგრძნობ როგორ მტკივა ყველა ძვალი,ყველა კუნთი.თავბრუ მესხმის.გამომშრალ ტუჩებს ძლივს-ძლივობით ვაცალკევებ და დათას სახელს ვამბობ.ისიც მაშნვე დგება და ექიმს უძახის.ისიც მალევე შემოდის.თვალებზე ფანარს მანათებს.ფეხებზე პატარა ჩაქუჩს მირტყამს და ამოწმებს დაკარგული მაქვს თუ არა მგრძნობელობა.მალევე ამთავრებს თავის საქმეს და იღიმის.
-საოცარი შედეგია.-დათას ეუბნება და გვტოვებს.დათაც ას მიყვება და რამდენიმე წამში იოსთან ერთად ბრუნდება პალატაში.იო მიახლოვდება.შუბლზე მაგრად მკოცნის და ჩურჩულს იწყებს.
-ერთადერთი ხარ ვინც მყავს და შენც რომ დამეკარგე მოვკვდებოდი დეა.
ისევ ვერაფერს ვერ ვამბობ.განძრევის თავიც კი აარ მაქვს.მალევე მარტო ვრჩები და წყვდიადში ვეშვები.
არ ვიცი რამდენ დრო გავიდა რაც მეძინა.თვალებს ვახელ და ისევ მას ვხედავ.
-დეა ორ დღეში გაგწერენ,როგორც ექიმმა თქვა ახლა შესაძლოა გამოფიტული იყო,მთელი ერთი კვირა კომაში იყავი და ეს არც არის გასაკვირი.
-რა?რამდენი ხანი?-ძლივს ვამბობ ამ სამ სიტყვას და ენას ტუჩებზე ვისვამ.
-ჰო 1 კვირა.
ღმერთო ჩემო ეს რა დამემართა?
2 დღის შემდეგ საავადმყოფოდან გამომწერეს.ჩემი დაჟინებული თხოვნით სახლში მარტო დამტოვეს და სამსახურს დაუბრუნდნენ.აი აქედან დაიწყო ყველაფერი.
.........................
ვხედავ როგორ მოდის ჩემთა,ჯერ სახეზე ნაზად მეფერება,მერე სკამს სწევს,მასზე მაჯენს და სადღაც ქრება.მე ისევ ასე გაშეშებული ვზივარ,თითქოს ვიღაცამ ყველანაირი უნარი შემიზღუდა.მალევე გამოდის ჩემი ოთახიდან.ხელში ოქროსფერი სავარცხალი უჭირავს.აი ის სავარჩხელი ბავშვობაში გაბრაზებულმა რომ მესროლა და გატყდა.მოდის თმას მიშლის და ნაზად მივარცხნის აი ისე იქცევა,როგორც ყველა დედა.თმას მივარცხნის და სავარცხალს ისევ ისე ისვრის როგორც წლების წინ ისროლა.ისევ ისე ტეხავს ჩემს გულს როგორც ღრმა ბავშვობაში გამიტეხა.ისტერიულ სიცილს იწყებს მიახლოვდება და ხელებს კისერზე მიჭერს.სუნთქვა ეკვრის..
-რაოო რა გეგონა,ისევ ისე მოგეფერებოდი?ხომ არ გეგონა რომ შეგიყვარე?-ისევ იცინის,ხელს წამითაც არ მიშვებს.-ჩემი ცოდვა ხარ და როგორ სეგიყვარებ?-ისეთი ბოროტული სიცილი აქვს როგორიც არავის.თავისი დამპლური სიციილით იცინის.მესმის როგორ იღება კარი და ის ქრება,ქრება სკამიც,სავარცხალიც,მისი ყინულივით ცივი სიციიც.მხოლოდ მე ვრცები,კუთხეში ჩაკეცილი და მიმტირალი.
-დეა,დეა რა გჭირს.-გიჟივით მორბის იო და მეფერება.-დეა რა გატირებს?დეაააა-ბოლოს მოთმინება გამოლეოული ძალიან ხმამაღლა ყვირის ჩემს სახელს და მეც ვფხიზლდები.
-ის,ის დაბრუნდა იო,დაბრუნდა.ისე მახჩობდა როგორც საკუთარი ტავი დაიხჩო.-ძლივს ვლუღლუღებ და ისევ ტირილს ვიწყებ.ის არ ჩერდება.ისევ ძლიერად მკოცნის შუბლზე და მეფერება.
-მორჩა დეა,ყველაფერი მორჩა.-ოთახში შევყავარ,საწოლზე აწვენს და მეც ტკბილად ვიძინებ.
.........................................
დილას ადრე გავიღვიძე,საპირფარეშოში შევე.თავი დავხარე წყალი შევისხი და სარკეში ჩავიხედე.ისევ მისი ლანდი შევნიშნე.უკან მივბრუნდი მაგრამ ის ისევ გაქრა.როგორი დედაა?მოკვდა მაგრამ მაინც არ მასვენებს.აღარავის აღარ ველაპარაკები,არც სამსახური არარ არსებობს ჩემთვის,არც ძმა და არც მეგობრები.ვეხედავ როგორ მოდიან ჩემთან ყოველ სარამოს ჩემი „ჭირისუფლები“ და წინასწარ ტირიან ჩემს მომავალს.
............................
სახლში ისევ მარტო დავრჩი.ტელეფონი მოვიმარჯვე,ყურსასმენები გავუკეთე და გადავწყვიტე მუსიკების მოსმენით მეპოვა შვება.ყურსასმენები გავიკეთე და ისევ მისი ხმა მოსწვდა ჩემს სმენა.მისი ისტერიული სიცილი,რომელსაც ჩემი განწირული კივილი შეერია.სწოერედ მაშინ შემოაღო კარი იომ,ოთახში შემოვიდა და მომიახლოოვდა.დავინახე მის უკან მომავალი დათა.
-დეა რა გემართება?
-მგონი ჯობია ექიმს დავურეკოთ.-დათა ჯიბიდან ტელეფონს იღებს და რეკავს.
დაახლოებით ნახევარ საათში ბატონი დემეტრე შემოდის.და მთხოვს ყველაფერი მოვუყვე.მეც მის ნებას ვემორჩილები და ჩემი ამბის მოყოლას ვიწყებ.მასაც მალევე გამოაქვ დასკვნა.
-შიზოფრენია.-ნელა ამბობს და ხელს მოზრდილ წვერზე ისვამს.
-რა?რა შიზოფრენია?-ამჯერად სიჩუმეს იოანეს ბარიტონი არღვევს.
-ჰო შიზოფრენია.აი ასე ჰქვია მის დაავადებას.შიზოფრენია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა.ძირითადად მისი განვითარებაში წამყვანი როლი მემკვიდრეობას მიუძღვის.გყავთ,ან გყავდათ გენეტიკაში ვინმე ასეთი დაავადების მქონე.
-დედა.-ჩამწყდარი ხმით ამბობს იო.აი მე კი არაფრის თქმის ტავი არ მაქვს.აი ასე ყველას წინაშე ურცხვად ვტირი და სიტყვასაც ვერ ვამბობ.
-ჰო.-თავს აქნევს დემეტრე.
-და არსებობს განკურნების შანსი?-ახლა კი აქამდე ჩუმად მყოფი დათა იწყებს ლაპარაკს.
-კი როგორ არა.დეას დაავადება ჯერ-ჯერობიტ საწყის ეტაპზეა.ახლავე გამოგიწერთ წამლებს.ნაცნობი ფსიქოლოგის სახელსაც დაგიწერთ ძალიან კაგი იქნება თუ მასთან გაივლით კონსულტაციას.ეს აუცილებლად უშველის.თუ თვითონაც მოინდომებს ერთ თვეში ხალისიან დეას დაიბრნებსთ.-ეს თქვა გამომხედა და გამიღიმა.-ამ დაავადებას ტან ახლავ ჩაკეტილობა,დეპრესია,ადამიანების სიძულვილი და მომენტალლურად ჰალუცინაციები.მოკლედ რასაც გეტყვით ყველაფერი უნდა გააკეთოთ.
-რათქმაუნდა.-ძლივს იღებს ხმას დათა და აქეთ-იქით სიარულს წყვეტს.
-რატომ მაინც და მაინც მე,რატომ.-ძლივს ამოვიღე ხმა და ისევ ავქვითინდი.
-ყველაფერი მოგვარედება დეა,გესმის?-მაწყნარებს იო და ისევ თმაზე მეფერება.

[დათა]
დემეტრე მე გავაცილე.სახლში შევბრუნდი.იო ადგა და ჩემსკენ მოიწია.
-მე სამსახურში მიწევს წასვლა და შეგიძლია დარჩე.
-კი როგორ არა.-გადავუჩურჩულე.
იოანემ მალევე დაგვტოვა.
-ყველაფერი მე რატომ უნდა დამემართოს,ჰა?ჯერ იყო და თავი მოიკლა,ახლა იქიდანაც არ მასვენებს.რატომ?რადავუშავე?ვერ დაატანა ტვინი თავის საქციელს?რა,რა დავაშავე?აღარავინ მყავს,მხოლოდ იო და მასაც დავკარგავ.-ისტერიულ ტირილს მოჰყვა და ხელები თავში დაიშინა.იმდენად ძიერი და ამავდროულად სუსტი იყო რომ მისი შეჩერება ძალიან გამიჭირდა.
-მისმინე დეა,შენ ცხოვრებამ ბრძოლა გამოგიცხადა და ღირსეულ მეტოდექდ აგირჩია,ამიტომაც უნდა იბრძოლო,ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ.ნუ ამბობ რომ არავინ გყავს.რატომ რატომ ამბობ ამას?აბა იოანე ვინ არის,ან ტასო და ილია?ისინი შენთან არიან,ისინიც და მეც.ვიცი ახლა ამის დრო არ არის მაგრამ შეიძლება დაგეხმაროს.ჰო მინდა ახლა გითხრა რომ ძლიან მიყვარხარ.მე ვიბრძოლებ სენტან ერთად დეა.,მე.
დადუმდა.მისმა ცრემლებმაც შეაჩერესსვლა.აი ამ წამს გააკეთა ის რასაც არ ველოდი.პირდაპირ კისერზე შემომახტა.
-მართლა იბრძებ?
სიცილი ამიტყდა.
-გოგო ისიც არ გითქვამს მეც მიყვარხარო.-ვითომ ნაწყენმა ვუპასუხე.
-და მაგას თქმა უნდა?-ძალიან მკრთალად გამიიღიმა.-„ნებისმიერი საზოგადოების ყველაზე სახიფათო ქმნილება არის ადამიანი,ვისაც არაფერი აქვს დასაკარგი“.არ მინა მეც სახიფათო ვიყო.-კვლავ გაიკვალეს ცრემლებმა მის შეფაკლულ ღაწვებზე გზა.-იბრძოლებ?
-გპირდები დეა,ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ.
-ოთახში გავალ კარგი?
-კარგი,მაგრამ თუ რაიმე დაგჭირდა დამიძახე რა.
-ოკ.-ეს თქვა და დამტოვა.
................................
[დეა]
„სიყვარული ცხოვრების გვირგვინია,იგი მოიცავს ყველფერს“
მითხრა რომ ვუყვარვარ.აი ასეთ სიტოაციაში გავიგე რომ ვიღაცას ვუყვარვარ და ჩემშიც გაიდგა ფესვები ამ გრძნობამ.
ოთახში შევედი,საეოლზე ჩამოვჯექი და მას დაველოდე.ვიცოდი ისევ მოვიდოდა,მაგრამ ბოლოჯერ.მე ის უნდა გამეგდო.
-რაო შეგიყვარდა?შენ არ ხარ ამის ღირსი.მე თუ მიყვარდა და მასთან თქვენს გამო არ ვიყავი,ვერც შენ იქნები შენს სიყვარულთან.ჩემს გამო.
-რა?-ირონიულად ჩავიღიმე.-მე ვინც ვარ დათა მშვენივრად იცის,ისიც იცის როგორი დედაც მყავდა.“ყველა მოგონება ფასეულია,ცუდიც კი“.ჰოდა მე შენტან დაკავშირებულ მოგონებებს კარგად შევინახავ,რადგან გავიხსენო რა გზა განვლე.მე შენს გამო მეშინია.“სიყვარულიც ხომ შიშივიტაა-ვერც შეეცები,ვერც დაინახავ.სიყვარული,ხომ მთლიანად შენში ცხოვრობს,როგორც უხილავი და განა ასეთს შეუძლია ყველაფერი შეცვალოს?“არ ვიცი რისი მეშინია-სიყვარულის თუ სიკვდილის.მაგრამ სიკვდილის რატომ უნდა მეშინოდეს?არ ვიცი შეიძლება უნდა მეშინოდეს კიდეც რადგან შესაძლოა სიყვარული სიკვდილს თან დაატარებდეს.მაგრამ სიყვარული ხომ ყველაზე ლამაზი შიშია.-ბოლო ხმაზე დავიყვირე ბოლო ფრაზა.ის გაქრა.მგონი სამუდამოდ გაქრა,მაგრამ მის ადგილას დათა დადგა,ნამდვილი დათა.
-ისევ ის?-ჩამწყდარი ხმით მკითხა.
-ჰო,მაგრამ წავიდა.სამუდამოდ.-მტკიცედ ვუპასუხე და შეძლებისდაგვარად გავუღიმე.
-რა იცი რომ სამუდამოდ წავიდა?
-მე ვიბრძვი დათა,შენი წყალობით ვიბრძვი.მე მას ვეჩხუბე,ცხოვრებაში პირვეად ვეჩხუბე და დავუმტკიცე რომ ძლიერი ვარ.ხომ გესმოდა რაც ვუთხარი?
-კი მესმოდა,მესმოდა და დავრწმუნდი რომ ქვეყნად ყველაზე ძლიერი ადამიანი შევიყვარე.შიში მქონდა იმისა რომ შენც თავს მოიკლავდი,შენც დამტოვებდი.
-მეც?-გავიკვირვე და თვალებში შევხედე.-კიდევ ვინ მოიკლა თავი.მოიცა,მოიცა.-უცებ ილიას ნათქვამი გამახსენდა.-რატომ?რატომ მოიკლა შენმა დამ თავი.
-საიდან იცი რომ...-სიტყვა ვეღარ გააგრძელა.
-ილამ მითხრა.აღარ მეტყვი?
ყველაფერი მომიყვა და მეც პირი დავაფჩინე.
-მე არ მიგატოვებ.ჩვენ ვიბრძოლებთ.-ჩავეხუტე და ხელი ჩავჭიდე.ამ წამს დავიფიცებ რომ ხელს აღარასოდეს გავუშვებ.
-სულ ასე გატარებ დეა.არასოდეს გაგიშვებ ხელს.-მითხრა და შუბლზე ნაზად მაკოცა.
-ჩვენ სიყვარულით მოვიგებთ ბრძოლას.-ვუთხარი და გულწრფელად გავუღიმე.
„ბედნიერება არის ის როცა გიყვარს და შენც უყვარხარ.“ახლა ვხვდები რომ ამ წამს ბედნიერება ვიპოვე და მას არასოდეს გავუშვებ,არასოდეს.



№1  offline წევრი BleckHeartMIA

ცოტა მემშრალა რატომრაც :/ მაგრამ ველოდები შემდეგ თავას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent