შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრეა ჯონსი თავი 6


16-05-2019, 12:37
ავტორი Nevili
ნანახია 136

ფრეა ჯონსი თავი 6

შიმშილის გრძნობამ გამაღვიძა არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ მას შემდეგ რაც ბოლოს დედა დამემშვიდობა და პალატიდან გავიდა.ერთი კია შიმშილის გრძნობა მკლავდა.თვალები გავახილე და ჩემ წინ სავარძელში მჯდარი ალეკი დავინახე მისი დაკუნთული სხეული მკვეთრად ისახებოდა მის მოტკუცულ მაისურზე ისე საყვარლად ეძინა თვალს ვერ ვწყვეტდი უფრო და უფრო მიზიდავდა მისკენ რაღაც გაურკვეველი ძალა იყო მასში რაღაც მაგიური. ჩემი ყურადღება მიიქცია მისმა ხელმა რომელზეც არანაირი ვარსკვლავის სიმბოლო არ ქონდა გამოსახული. სამაგიეროდ დავინახე მისი წაწვეტებული ყურები რომელსაც აქამდე თავისი თმით მალავდა. გაოცებისგან შევყვირე ის ... ელფია?! ვერც კი გავიაზრე რომ ხმამაღლა წამოვიძახე. ალეკს გაეღვიძა და ჩემი დანახვის თანავე გაეღიმა და თვალები ეშმაკურად აუთამაშდა.
-ფრეა! უკეთ გამოიყურები.
(მე ვერაფერი მოვიფიქრე და ვუპასუხე)
-ხო?!
სახეზე ალმური მომედო ვგრძნობდი როგორ მეწვებოდა სირცხვილისგან სახე. არ ვიცი ჩემი წამოძახილი გაიგონა თუ არა, მაგრამ გადავწყვიტე არაფერი შემემჩნია.
-დედა სად არის?
ალეკი წამოდგა ჩემთან ახლოს საწოლზე ჩამოჯდა თავისი თვალის მომჭრელი ღიმილით გამომხედა და მიპასუხა:
-უკვე შუაღამეა ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ისევ გაითიშე ყოველ დღე საათობით თავით გეჯდა და გელოდა როდის გაიღვიძებდი.ძალიან გადაიღალა ბოლო სამი ღამეა არ ძინებია ბოლოს როგორც იქნა ანდრეამ დაითანხმა რომ ცოტა დაესვენა და მარტო არ დაგტოვებდით შენს გვერდით ხან მე ვიქნებოდი ხან ანდრეა.
(ანუ ალეკიც ჩემს გვერდით იყო მთელი ეს დრო? და მელოდებოდა როდის მოვიდოდი გონს?)
ამის გაფიქრებისგან უფრო მეტად დამეწვა კანი სიმხურვალისგან, თავის და სხეულის ტკივილიც სადღაც გამქრალიყო. როგორც ჩანს გამოძინებამ ჩემზე კარგად იმოქმედა.ისევ შევხედე ალეკს დაგადავწყვიტე მეკითხა რატომ არ ქონდა ხელზე ვარსკვალავის ნიშანი? სახე დაუსერიოზულდა.ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სახე მოულბა ჩვეული მომღიმარი სახით მიპასუხა:
-იმიტომ რომ მე ელფი ვარ. ელფებს კი არ გვჭირდება ვარსკვლავის ნიშანი რადგან ჩვენი ძალა ბავშვობიდან შეუზღუდავია, ცალ მხარეს თმა გადაიწია და ყურის დაბლა დავინახე ნამგალა მთვარის ფორმის მოლურჯო მბზინავი ნიშანი.მოსმენილისგან და ნანახისგან გაოცებულს ისევ შიმშილის ძლიერმა სპაზმა გამომაფხიზლა მუცელმაც არ დააყოვნა და მაღალი აკორდები აიღო...
-ალბათ გშია ხომ?
ჩვეული მომღიმარი სახით შემომხედა.
-კარადაში შენი ტანსაცმელია გარეთ დაგელოდები და რამე ვჭამოთ... გარეთ გავედი ალეკი იქვე მდგარ სკამზე ჩამომჯდარიყო და მელოდებოდა დანახვის თანავე ფეხზე წამოდგა ჩემსკენ გამოემართა.
-წავიდეთ?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. სასწავლებელში სიჩუმე სუფევდა საათს გავხედე რომელიც იქვე დერეფანში იყო დაკიდებული ღამის ორ საათს აჩვენებდა ასეთ დროს კი ჩვეულებრივ სკოლაში აღარავინ იქნება აქ ხომ სწავლება დღისით მიმდინარეობს ღამის სკოლისგან განსხვავებით. ალეკმა ეშმაკურად შემომხედა თვალი ჩამიკრა და მკითხა რას შევჭამდი. მორცხვად გავხედე და ვუპასუხე სულ ერთია მთავარია შიმშილის გრძნობა მომიკლასთქო. ალეკმა ხელით მანიშნა გავყოლოდი მეც უხმოდ გავყევი, სასწავლებლის ეზო გავიარეთ გაჩერდა მიიხედ მოიხედა და რომ დარწმუნდა ჩვენ გარდა არავინ იქნებოდა ჯიბიდან მუქი მოლურჯო მომწვანო ფერის კრისტალი ამოიღო .წაწვეტებული ფორმით სანთელს მაგონებდა.მაშინვე გაანთავისუფლა თავისი მაგიური კრისტალი და ამავე დროს მწვანე სუქმა ელვარება დაიწყო. მისი თმა უფრო გრძელი გახდა თვალებიც უფრო კაშკაშა გაუხდა ყურთან დახატულმა მთვარის ფორმის ნიშნებმა ჩვეულებრივზე მეტად დაიწყეს ელვარება მე კი ამ დროს გაოცებული ვიყავი და ვუყურებდი მწვანე სამოსში გარდასახულ ალეკს რომელსაც თმა ერთი ორად გაზრდოდა და ხელში მწვანე ფერის მანათობელი კვერთხი ეჭირა.გამიღიმა და მითხრა:
-ეს ჩემი მაგიის გამოვლინებაა, ელფების მაგიის.
ხელის ერთი მოძრაობით ჰაერში კაშკაშა სამკუთხედის ფორმის ფიგურა გაჩნდა. ესეც ერთ-ერთი ელფებისთვის დამახასიათებელი მაგიის სახეობაა, პორტალს ნებისმიერ ადგილას შეუძლია ჩვენი გადაყვანა. ხელი ჩამჭიდა და პორტალისკენ მიბიძგა მეც არ გავძალიანებივარ თვალის დახამხამებაში სრულიად ახალ გარემოში აღმოვჩნდით მიმოვიხედე და ნიუ-ორკი იყო. ასეთი დაუჯერებელი სისწრაფით ახალი ორლეანიდან აქ გაჩენა ჩემში უდიდეს აღტაცებას იწვევდა სიხარულისგან შევყვირე მაგარია!!! ერთ-ერთ ქუჩაზე გავედით სწრაფი კვების ობიექტის მსგავს კაფეს გავდა, იქამდე მაინც სანამ კაფეში შესულს გარშემო მჯდომი ხალხი არ მომხვდა თვალში ყველა ელფები იყვნენ! შესვლის თანავე მათი ინტერეს ნარევი მზერაც დავინახე. მალე ჩვენ მაგიდასთან მაღალი ცისფერთვალება გამხდარი ქერა თმიანი ელფი მოვიდა.
-ალეკ! რამდენი ხანია აღარ შემოსულხარ რას მივაწეროთ შენი აქ გამოჩენა?
ოფიციანტი ისე იქცეოდა თითქოს ჩემს არსებობას ვერც კი ამჩნევდა. ალეკმა თვალით ჩემსკენ ანიშნა. იმავე წამს ყურადღება ჩემზე გადმოიტანა აშკარად არ „მოვეწონე“. მისი გამანადგურებელი მზერა ცოტა მაფრთხობდა...
-მეგობარს მოშივდა და გადავწყვიტე ელფური სამზარეულოთი გავმასპინძლებოდი. მხიარულად უპასუხა ალეკმა.
ელფური სამზარეულო?ნეტავს რას მაჭმევენ? ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როგორც ჩანს ალეკი მალევე მიხვდა ჩემ ფიქრებს ჩაახველა და ოფიციანტს უთხრა როგორც ყოველთვის... ოფიციანტი უსიამოვნო სახით გაბრუნდა და მე და ალეკი მარტო დაგვტოვა. უხერხული სიჩუმე ისევ ალეკმა დაარღვია. ადრე ვხვდებოდით ჩემი ყოფილია და თვალით ოფიციანტზე მიმანიშნა,შენთან ერთად რომ დამინახა ალბათ იეჭვიანა. ისევ ისეთი უდარდელი ღიმილით შემომხედა. მე სახეზე ალმური მომედო.ვერაფერი ვუპასუხე ამასობაში ორი პორცია ჩემთვის უცნობი საჭმელი მოიტანეს.
-ეს რა არის? ვკითხე ცნობის მოყვარეობით ჩემ წინ მჯდარ ალეკს.
-ელფების საფირმო კერძია, ირმის ხორცი ელფების საიდუმლო ინგრედიენტებით... ეჭვის თვალით გავხედე ჩემ წინ მდგარ საჭმელს ბოლოს გავბედე და გავსინჯე... გასაოცარი გემო ქონდა მოტკბო მომჟავო მთლიანობაში ძალიან მომეწონა.წასვლისას ალეკი მხიარულად დაემშვიდობა ოფიციანტს ოფიციანტმა ისევ გამანადგურებელი მზერით შემომხედა.გარეთ გასვლისას ალეკს ვუთხარი:
- ადრე ბევრჯერ ვყოფილვარ ამ ქუჩაზე, მაგრამ ეს კაფე არასდროს მინახავს... ალეკს გაეცინა თვალით კაფის შესასველ კარების მაღლა გამოსახულ სიმბოლოზე მანიშნა ელფების მაგია ჩვეულებრივი ხალხი ამ კაფეს ვერ ხედავს მათ ვისაც ჯერ მაგიასთან არ ქონია უშუალო კონტაქტი. მეორე ქუჩაზე გადავედით ბრუკლინზე მთვარის შუქს მდინარე ირეკლავდა და ამის ფონზე ალეკის თვალები საოცრად ანათებდა ალეკი ჩემსკენ გადმოიხარა და ვერ მოვასწარი გაანალიზება რა ხდებოდა რომ უკვე მკოცნიდა... მთლიან სხეულში ჟრუანტელმა დამიარა ვენებს მდუღარე სისხლი მოაწვა და სადაცაა გული საგულედან ამომვარდებოდა რომ ალკმა კოცნა შეწყვიტა ჩამეხუტა და ყურში ჩამჩურჩულა დანახვის პირველივე მომენტიდან შემიყვარდი...
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.