შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული თაობა 2


16-07-2019, 22:59
ავტორი ნიანო
ნანახია 1 769

„11 საათზე, ეკლესიის ჩასახვევთან.. მოდი თორე მე მოვალ“’

ერთ ადგილზე გავიყინე, არ ვიცოდი რა უნდა მექნა.. ნაბიჯს ვერ ვდგამდი.. მეშინოდა როგორც წასვლის, ისე წაუსვლელობის.. ბოლოს სკოლაში შევედი და მთელი დრო საათს ვუყურებდი.. თერთმეტს რომ გადაცდა და გიორგი არ გამოჩნდა, ამოვისუნთქე.. -გადავრჩი_ გავიფიქრე გონებაში. ამ დროს კლასის კარზე დააკაკუნეს
-მასწავლებელო, ასათიანს ბებიამისი ელოდება, თუ შეიძლება გამოვიდეს
შეშინებული გავვარდი გარეთ, ბებიაჩემი, თანაც სკოლასთან. თავში არანაირი იდეა არ მომდიოდა.. კალდორში ვიღაც წამომეწია და ხელი ჩამავლო..
-ხომ გითხარი მოდი თორე მე მოვალ მეთქი_ კედელთან ამაკრო ნაკაშიძემ
-რა გინდა?!_ძლივს ამოვიდგი შიშისგან ენა..
-რატომ არ მოხვედი , როცა გითხარი რომ უნდა მოსულიყავი
-არ მინდოდა
-რატომ?_წარბები მაღლა აზიდა.
-ცოლიან ბიჭებთან მე არ მაქ საქმე.. გამიშვი_ვეცადე ხელიდან დავსხლტომოდი
-არ გაგიშვებ_უფრო მაგრად მომიჭირა ხელი
-მტკივა
-არაუშავს გაგივლის..წამოდი
-სად მიმათრევ.. გამიშვი თორე მთელ სკოლას შეგიყრი
-აბა შენ იცი_ ჩაიცინა ირონიულად. მეც არ ვიცი რატომ არ დავიყვირე და ცხვარივით რატომ გავყევი.. სკოლიდან გამიყვანა და გაურკვეველი მიმართულებით ჩაუხვია.
-ჩაჯექი_ მიმიყვანა მანქანასთან
-ამაში არ ჩავჯდები.. ან შენ რატო უნდა ჩაგიჯდე მანქანაში?
-ძალით ჩაგსვამ იცოდე_ ვიცოდი რომ გამკეთებელი იყო, ამიტომ ჩემი ნებით უკანა სავარძელში
-მე შენი მძღოლი არ ვარ, წინ გადმოდი
-უბანს საჭორაო თემას არ მივცემ
-უბანში არც მივდივართ, გადმოდი
...
მანქანა ქალაქიდან გაიყვანა .. ნელ-ნელა პანიკური შიში მეწყებოდა..
-სად მიგყავარ? _ვუყვირე , მაგრამ წარბიც არ შეხრია სახეზე
-გიტაცებ_ჩაიცინა ისევ ირონიულად
-მოაბრუნე მანქანა..
კახეთისკენ მივდიოდით.. ისტერიკული ტირილი ამივარდა.. თავიდან ჩუმად ვტიროდი არც დავუნახივარ.. ბოლოს კი თავს ვეღარ ვიკავებდი.. გაოცებულმა გამომხედა და მანქანა გააჩერა.. მანქანიდან გადავედი და გავიქეცი, მაგრამ წავიქეცი.. ტკივილმა და უმწეობის განცდამ საბოლოოდ დამანგრია, თავი ხელებში ჩავრგე და ბოლო ხმაზე ავღრიალდი.. ბოლომდე ახლაც არ ვიცი რა მატირებდა..
მოვიდა და უკნიდან მომეხვია
-ძალიან გტკივა?_ ხმა არ გამიცია.. ქვიშიანი ფეხი ხელით დამიფერთხა და სული შემიბერა..
-ადექი წავიდეთ_ადგილიდან არ გავნძრეულვარ.. რამდენიმე წამის შემდეგ ხელში ამიყვანა და ისე მიმიყვანა მანქანასთან.
-სად მივდივართ_ვკითხე ჩამწყდარი ხმით
-სად გინდა რომ წავიდეთ?!
-მე სახლში. შენ ცოლთან...
-ცოლი არ მყავს მე
-როგორ არა, გუშინ შენს ქორწილში ვიყავი, გყავს
-ერთი მაგის დედაც... ძალიან მალე გავშორდები
-მაშინ რატომ მოიყვანე
-ასე იყო საჭირო _ ჩაილაპარაკა სინანულით
-ორსულადაა არა?_ სახე გაეყინა
-შენ რა იცი?!
-ვიცი...
ხმა არ ამოუღია.. დიდხანს ვიდექით მანქანაზე მიყუდებულები..
-მე არ ვაპირებ შენი საყვარელი ვიყო_ძლივს ამოვიღე ხმა
-არც გთხოვ... შენ ჩემი ცოლი იქნები..
-არ ვიქნები.. არ მინდა არავის ცოლობა
-ვიცი
-სახლში წამიყვანე_ ვცადე ბედი.. ვიცოდი რომ მაინც არავინ მომძებნიდა. ბებიაჩემის და ბიძაშვილის გარდა, რომელიც ციხეში იჯდა, არავინ მყავდა.
-ვერ წაგიყვან.. გიტაცებ..

....
-მაშინ ვერ ვხვდებოდი რის ფასად შეიძლება დამჯდარიყო ჩემი „გატაცება“ , დუმილი, გიორგი ნაკაშიძის სიყვარული. საკუთარი თავი მძულდა და ამავდროულად ვამაყობდი იმ პიროვნებით რადაც ვიქეცი.. ჩემი თაობა იკარგებოდა, იკარგებოდა გაურვევლობაში, რეფორმებში , აბსურდსა და მარაზმში.. არ მინდოდა ჩემითაობის ნაწილი ვყოფილიყავი, მინდოდა საკუთარი თავი რეალიზება მომეხდინა და სამყაროს ფართო ასპარეზზე გავსულიყავი.
-მეტი კითხვები ამ ეტაპზე აღარ გვაქვს. შეიძლება სტატიისთვის სურათი გადაგიღოთ?
..
ჟურნალისტი გავაცილე, ნივთები ავიღე და კაბინეტის კარი გამოვიკეტე..
-მაგდა, ხვალ დასვენების დღეს ვიღებ, ყველაფერი გადადეთ და არავინ შემაწუხოს..
მანქანა სამსახურის ავტოსადგომზე დავტოვე და ჭავჭავაძეს ფეხით გავუყევი.. დღეს წლების წინ მიყენებული , მაგრამ შეხორცებული იარები თავიდან გამეხსნა.სტატიაში „ქალთა უფლებები ახლა და გასულ საუკუნეში“ თითქოს ძლიერ და დამოუკიდებელ ქალად ვჩანდი, რომლის ისტორიაც მაგალითი უნდა ყოფილიყო ყველასთვის, მაგრამ ჩემთვის ეს იყო საკუთარი თავის დაკარგვა.. ისტორიმ, რომელსაც ჟურნალისტს ვუყვებოდი 20 წლით უკან დამაბრუნა..
...
-კახეთში მივდივართ?
-ყოჩაღ , ჭკვიანი გოგო ხარ..
-იქ რა გვინდა?
-ჩემი ძმაკაცის სახლლია, იქ გიტაცებ
-შენ რა სერიოზულად იძახი?_წარბები ავწიე მაღლა
-აბა ცანცარის რამე შემატყვე?!_იმდენად სერიოზულად მიპასუხა, ზედმეტად შეევშინდი..
ხმა ვერ ამოვიღე, ვერც ვიკივლე ვერც ვიტირე, აზრიც არ ქონდა.. ნამდვილი ქვა იყო..
პატარა ერთსართულიან სახლთან გავჩერდით, დიდი აივნითა და ეზოთი.. იქაურობა თბილისის ფონზე ძალიან ლამაზი იყო.. გაზაფხულმა მაინც თავისი ქნა, წამით დამავწყდა ის შიში რასაც მანქანაში განვიცდიდი.. ხეებს კვირტები დასკდომაზე ქონდათ, ეზოში სასიამოვნო სუნი იდგა.. გიორგიმ მანქანა დააყენა და სახლში შემიძღვა..
-ხოარ გცივა, ბუხარს ავანთებ
-არა არ მცივა..უბრალოდ რამე ცხელი მინდა
-ვნახოთ რა გვაქვს... ცხელი ჩაი შემიძლია შემოთავაზო
-მადლობა.. აივანზე გავედი , აკანკალებული ხელებით სიგარეტს მოვუკიდე.. ვფიქრობდი რა შეიძლება გამეკეთებინა.. ბიჭს რომელსაც მეორედ შევხვდი, რომლის ქორწილშის ჯერ კიდევ გუშინ ვიყავი, ასე უცერემონიოდ ვყავდი წამოთრეული კახეთში და ისიც არ ვიცოდი სად.
ბებიაჩემი გამახსენდა.. საწყალ ქალს გულიც გაუსკდებოდა სახლში რომ არ მივიდოდი..
-მოწევას თავი უნდა დაანებო_ჩაის ჭიქით ხელში გამოვიდა გიორგი აივანზე
-რატო გადამიწყვიტე?
-არ მინდა ჩემი ცოლი სიგარეტს ეწეოდეს
-შენი ცოლი ვერც მოწევს_წამში შეეცვალა გამომეტყველება
-ეს დედამო***ული სულ უნდა მახსენო?_ჭიქა აივანზე დააფშვნა და იქვე ჩაჯდა
-..._ ვერაფერს ვეუბნებოდი.. თავი მუხლებში ქონდა ჩარგული..ჭიქის ნამსხვრევები ავკრიფე და მაგიდაზე დავალაგე..ხმა არ ამომიღია, ველოდებოდი როდის დაიწყებდა ლაპარაკს.. არ მახსოვს რამდენ ხანს იყო ჩუმად, ბოლოს თავი აწია და დაიწყო..
-ახალ წელს ბათუმში წავედი და იმის მერე იქ გავჩერდი, ერთი გოგო გავიცანი, ვერაფრით ვიცილებდი, ნაშის პონტშიც არ მინდოდა ამეგდო.. თბილისში ჩამოსვლა და სხვა გოგოს მოყვანა მინდოდა_თვალი თვალში გამიყვარა , ცოტახანი ისევ დადუმდა - თებერვალში წამოსვლას ვაპირებდი, ძმაკაცებმა გაცილება მომიწყვს, ბევრი დავლიეთ , ძალიან ბევრი, ეს გოგოც იქ იყო... ზედმეტად ახლოს იყო ჩემთან მერე კარგად იცი რაც მოხდა.. გუშინ ქორწილი მქონდა, შვილს გააჩენს და წავა..
-გინდა ჩაი გაგიკეთო?_ამომხედა აწითლებული თვალებით და ჩაიცინა
-მინდა..
...
ის ღამე ჩემთვის ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედური იყო. თითქოს თავიდან დავიბადე.. აივანზე დიდხანს ვიდექით და ვლაპარაკობდით.. ვუყვებოდი ჩემს ბავშვობაზე, როგორ გამიჭირდა თბილისში გადმოსვლა , როგორ გადავიტანე მშობლების დაღუპვა და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ქუთაისში დაბრუნება.იმ ღამეს არც კი მომკარებია, იქვე აივანზე ჩამეძინა, ხელში აყვანილმა ტახტზე გადამიყვანა და კარი გაიხურა..შუაღამეს ხმაურმა გამაღვიძა..
-გიორგი გამოდი.._ღრიალებდა ვიღაცა ეზოდან..-გიორგი ნაკაშიძე, გამოდი გარეთ
გიორგი შემს ოთახში შემოვარდა
-რა ხდება ?!
-თათა გთხოვ აქ დარჩი, ფეხი არ გამოადგა გარეთ.. კარადიდან რაღაც აიღო და გარეთ გავიდა..
გავიდა ერთი წუთი
ორი..
ათი..
ეზოდან ბიჭების ხმაური მესმოდა.. რაღაცაზე ცხარედ კამათობდნენ.. ფანჯარასთან მისვლას ვერ ვბედავდი.. შუა ოთახში გაყინული ვიდექი და გიორგის შემოსვლას ველოდებოდი...გასროლის ხმა..
ერთი..
ორი..
ადგილზე ჩავიკეცე..
მერე ვიღაცა შემოვიდა..
ვიღაცა არა, ვიღაცები..
-გიორგი.._ვჩურჩულებდი ჩემთვის..
-შენ ხარ ესეიგი_კარი უცნობმა ბიჭმა შემოაღო.. ლოყის ზემოთ დიდი იარა ქონდა, ალბათ დანის.. საშინელი და მკაცრი გამომეტყველება ქონდა.. იატაკზე ჩაკეცილი კიდევ უფრო ჩავიკეცე..
-კი ეს გოგოა, თათა ასათიანი..
-არ მომეკაროთ_ვუთხარი ინსტიქტურად და ფეხზე წამოვხტი-გიორგი
-მიდი მიდი ეძახე, იქნებ გააგონო.. აქ არავინაა თათა, მხოლოდ ჩვენ სამნი_ჩაიცინა დამცინავად
-ვაჟა შენ დაიწყებ თუ მე? კაი გოგოა არა?!
-შენ დაიწყე, გამზადებული მირჩევნია..
-არ მომეკაროთ მეთქი..
...
თავში ყველაფერი ამერია..
ყველაფერი მტკიოდა..
აივანზე ძლივს გამოვედი.. ეზოში დაგდებული გიორგი დავინახე..
მკვდარს გავდა.. უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და მასთან მივედი
-გიორგი_ვიკივლე ბოლო ხმაზე და იქვე ჩავიკეცე.. გონება დავკარგე.. სიზმარში გიორგის ვხედავდი.. ერთად მივდიოდით.. გაზაფხულის მზე ისევ ორივეს გვათბობდა.. მერე უეცრად აცივდა.. აცივდა ყველაფერი განაცფრისფერდა... მერე გაშავდა.. უაზრო ფერადი კუბიკები მეჩვენებოდა.. ბოლოს ყველაფერი გაქრა..



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

რა მძიმე წასაკითხი იყო, გული დამეწვა. და ძალიან ცუდ ადგილზე შეწყდა. იმედია დიდი ხანი არ მომიწევს ლოდინი და ახალ თავს დადებთ

 


№2  offline წევრი ნიანო

სტუმარი ქეთი
რა მძიმე წასაკითხი იყო, გული დამეწვა. და ძალიან ცუდ ადგილზე შეწყდა. იმედია დიდი ხანი არ მომიწევს ლოდინი და ახალ თავს დადებთ

ხვალ დაიდება ახალი თავი ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent