სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.მესამე ნაწილი 2 თავი.
დილა გოგაბერიშვილების ოჯახში მარიამის არაჩვეულებრივი საუზმით დაიწყო,სამზარეულოში რუსუდანიც იყო მარიამთან ერთად,გიორგის შესვლაზე რუსოს გული აუფრიალდა,ვერ მოითმინა მივიდა და შვილს ჩაეხუტა. -ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც კი გამაჩნია, შენ ხარ გიორგი.გიორგიმ გაოცებულმა შეხედა ჯერ მარიამს და შემდეგ დედას უთხრა. -დედა,კარგად ხარ? -კარგად ვარ შვილო,ჩემი სურვილი ვერ დავფარე და მოგეფერე,გეუცნაურა დედის მოფერებას გადაჩვეულს? -ყოველთვისვ გრძნობ შენს უთქმელ სიყვარულს დედა,ახლა კი მოდი მაგრად ჩამეხუტე დღეს რომ მეყოს შენი სურნელი ჩემო დედიკო.რუსომ უფრო გაბედულად მოხვია ხელები გიორგის და რამდენიმე წუთი ასე იყო დედა-შვილი ერთმანეთზე ჩახვეულები. -ჩემი მკაცრი,ხმაურიანი და ქოთქოთა შვილი,მაგრამ გულჩვილი. -ფრხილად დედა,არ გამაბრაზო. -ოხ,ოხ,როგორ უნდა შემაშინოს თავისი სიმკაცრით.გიორგის გაეცინა, თავზე აკოცა დედას და სასაუზმოდ მაგიდას მიუჯდა,მარიამს შეხედადა უთხრა. -შენ არ ისაუზმებ? -მოვალ ახლავეს,მამა რატომ არ მოვიდა წავალ დავხედავ. -აქ ვარ შვილო,მოვედი.გოგიც მიუჯდა მაგიდას და ოჯახმა ერთად ისაუზმა. -მე წაგიყვან დღეს სამსახურში,გზა იქეთ მაქვს. -მე ორი საათისთვის მივდივარ,დღეს მეორე სმენა ვარ. -კარგი,თუ რამე დაგჭირდეთ დამირეკეთ.თავისი ჩვეული ღიმილით შეხედა მშობლებს და სახლიდან გავიდა.კომპანიაში მისულს ანას ხმა შემოესმა და მის კაბინეტში შევიდა. -რა მოხდა,ისევ ჩხუბობთ? -აი მოვიდა გიორგიც და უთხარი ეს სერიოზული თემაა.უთხრა ბექამ ანას და კაბინეტი დატოვა. -რა მოხდა ანა.გიორგიმ შეხედა თუ არა ანას მიხვდა,რომ მას რაღაც აწუხებდა. -გიორგი არ ვიცი მეჩვენება,არ ვიცი ეს რეალურად ხდება,მაგრამ ეს რამდენიმე დღეა ვამჩნევ ვიღაც მითვალთვალებს,ბექასაც ამ საკითხზე ვესაუბრებოდი. -შეხედე სახეზე ვინ არის? -არა, დაბურული აქვს მინები,მაგრამ დარწმუნებული ვარ რაღაც ხდება გიორგი ვიღაცამ თვალი დაგვადგა და ჩინლებმაც თავი შეიკავეს. -შეხვედრის ჩაშლამ მეც გამაოცა,დიდი ხანია არავის არ შეუწუხებივართ.შენ დამშვიდდი და მარტო არ გახვიდე კომპანიიდან,დაველოდოთ რა მოხდება.ყოველ შემთხვევაში მე არ მეშინია ყველაფერი კანონის მიხედვით ხდება ჩვენთან უკანონოს არაფერს არ ჩავდივართ და საშიშიც არაფერია,თუ........ -თუ ბოროტებას არ აქვს ადგილი.გიორგის ტელეფონმა დარეკა და მარიამის ნომერი რომ დაინახა სასწრაფოდ უპასუხა. -გისმენ მარიამ. -გიორგი საავადმყოფოში ვართ. -რაააა,უკვე? -არა,არა მარიამი კარგად არის,დედა გახდა ცუდად და სასწრაფო გამოვიძახე. -კარგი გიქნია,მოვდივარ. -რა მოხდა გიორგი.შეშინებულმა შეეკითხა ანამ. -დედა წაუყვანიათ საავადმყოფოში და მივდივარ. -მეც მოვდივარ. -არა,აქ დარჩი და ყველაფერი აკონტროლე,ბექას მე დაველაპარაკები.გიორგიმ ჩქარი ნაბიჯით მიაგნო რუსოს პალატა და აღელვებულმა შორიდან დაუწყო საუბარი მარიამს. -როგორ ხართ,დედას რა დაემართა მარიამ. -რასაც ვეჭვობდი და მეშინოდა ის აღმოაჩნდა გიორგი. -შეუძლებელია. -მაგრამ ეს სიმარლეა,შაქარი აქვს ძალიან მაღალი. -არასდროს არ შემპარვია ეჭვი,დედას დიაბეტი? -მადლობა ღმერთს რომ გავიგე და აღარ გადავდე,სასწრაფო გამოვიძახე და წამოვიყვანე. -კარგად მოიქეცი,ექიმმა რა თქვა. -სანამ არ დადგება შაქარი ნორმაზე,აქ იქნება. -დაღლილი სახე გაქვს, მარიამ ისაუზმე დილით? -კი,კი ვისაუზმე,შენ ყავა გინდა მოგტანო? -მინდა,მაგრამ მე წავალ. -არა,შენ აქ იყავი და მე მოგიტან იქნებ გაიღვიძოს და რომ დაგინახავს გაუხარდება.მარიამი წავიდა და გიორგი საწოლს მიუახლოვდა,თმები გადაუწია დედას შუბლზე და აკოცა,შემდეგ კი იქვე ჩამოჯდა რუსოს ხელი ხელში აიღო და დაიჩურჩულა. -დედა ჩემი გესმის? -მესმის შვილო,შენს ხმას მკვდარიც რომ ვიყო გავიგონებ. -დედა შენ ხომ მხოლოდ სითბოს და სიტკბოს სცემ,გაწყინა უკან მიღებულმა სიტკბომ და ორგანიზმა ზედმეტად ჩათვალა? -გიორგი დამცინი? დავბერდი შვილო და სიკვდილიც ნელ-ნელა მიახლოვდება,მეც ასაკი მაქვს,გასაკვირი არაფერია დროც მოვიდა ჩემი წასვლის,მაგრამ მამაშენზე ვნერვიულობ. -ვინ გიშვბს,ან ასე ძალიან წასვლას რატომ ჩქარობ ჩვენთან თავს ცუდად გრძნობ? -ჩემი ნება რომ იყოს მე არასოდეს წავიდოდი თქვენგან,თქვენ ჩემი ცხოვრების დიდი სიამაყე და სიმდიდრე ხართ,მაგრამ ჩემი წასვლა არც შენზეა და არც ჩემს ნებაზეა შვილო.ცოტა წყალი მომეცი,პირი გამიშრა.გიორგიმ თავი წამოუწია რუსოს და წყალი თავის ხელით დაალევინა. -ტკბილი ხარ დედის ერთადერთო და მადლობა შენს ხელებს, სული მომიბრუნე. -მარიამმა ექიმს ესაუბრა და თქვა,რომ გარკვეული დრო აქ მოგიწევს ყოფნა რადგან აქ ექიმებია და მათი ყურადღება გვჭირდება. -გიორგი შაქარით კვდება ადამიანი? -მომისმინე,თუ კარგად დაიცავ დიეტას და რეგულარულად წამლებს მიიღებ,ექიმების ყურადღების ქვეშ იქნები,არა დედა. -მახსოვს მამას ჰქონდა შაქარი. -მე კი როგრც ვიცი ბაბუა გულით გარდაიცვალა დედა. -გულიც აწუხებდა და სივდილამდე ბოლო სამი წელი შაქარმა დატანჯა. -აი ყავაც მოგიტანე საყვარელო. -მადლობა შეგაწუხე,სუნმა მომაბრუნა და უკვე კარგად ვარ.შენ არ მიდხარ,დაგაგვიანდება. -მარიამ წადი შვილო,მე უკეთ ვარ და შენ კი სამსახურში გაგვიანდება. -როგორ წავიდე,ვერ დაგტოვებ. -წადი,ექთანს ავიყვან და ის დარჩება დედასთან მე სახლში წავალ მარიამსაც ვერ დავტოვებთ მარტო ისეთ მდგომარეობაში, უკვე პატარას მოლოდინში ვართ. -გაუგონე შვილო გიორგის ის ყველაფერს მოაგვარებს. -კარგი,მაგრამ ტელეფონზე დაგირეკავ და მიპასუხე,იცოდე ვინერვიულებ. რუსოს გაეცინა და მარიამის წასვლის შემდეგ გიორგის უთხრა. -ბედნიერებაა მარიამისნაირი ადამიანის ყოლა ოჯახში,მადლობა უფალო რომ დამიბრუნე ცოცხალი და ჩემი შვილის სახეზე ისევ ბედნიერების ნათელი სხივი დავინახე.რამოდენიმე დღე დაჭირდა რუსოს ექიმის ყურადღება და სახლშიც გამოწერეს,ერთ დღეს ანამ დაურეკა მარიამს სასრაფოდ მასთან მისულიყო,რადგან მარიამიდან თანხმობა მიიღო ყველას დაურეკა და 5-ი საათის შემდეგ დაიბარა ყველა,მარიამი ხელცარიელი არ მივიდადა თავისი გამომცხვარი კექსით დაიმშვენა ხელი.ყველამ რომ ერთმანეთი მოიკითხა,ანა ფეხზე წამოდგა და მკაცრი ხმით თქვა. -მინდა ეს საღამო ჩვენი იყოს,დღეს ვსვამთ და უარს არ მივიღებ.მარიამმა გაოცებულმა შეხედა და კითხა. -ანა კარგად ხარ? -კარგად ვარ,მინდა ერთი დღე ჩვენ გვეკუთნოდეს.კარინამ ანას შეხედა და თქვა. -დავლიოთ,ხასიათის გამოსწორება მეც მჭირდება გოგოებო ძალიან გადავიღალე. -დავლიოთ,მხოლოდ ჩვენმა კაცებმა უნდა შეიკრიბოს და დალიოს და მერე მთვრალებს ვეფეროთ? აწი მათმა გვეფეროს და კვირაში ერთ დღეს აიტანონ ჩვენი სიმთვრალე.თქვა ალექსანდრამ და ანას შევსებული ჭიქები ერთმანეთს მიუჭახუნეს.რამოდენიმე ჭიქის შემდეგ ქეითმ უმიზეზო სიცილი დაიწყო,მას ალექსანდრე და კარინა აყვა,ანა კი ეერ ჩერდებდა და გოგოებს ჭიქებს ბოლომდე ათეთრებინებდა,მარიამი კი დინჯად იჯდა,თუმცა ისიც კარგად იყო.სახლში მისულმა ბექამ ჯერ გაოცებულმა შეხედა ანას და მარიამმა თქვა. -უკვე წასვლის დროა,ოჯახის უფრსი დაბრუნდა.ბექას გაეცინა და სათითაოდ დაურეკა მეგობრებს.გიორგიმ მარიამს რომ ვერ შეხედა უნდოდა ეკითხა სად იყო,მაგრამ რუსომ უთხრა. -მარიამი სახლში არ არის. -სად არის,საავადმყოფოში წავიდა? -არა,ანამ დაურეკა დარწმუნებული ვარ რაღაც აქვს ჩაფიქრებული,ის ხომ ანაა ჯერ კიდევ დაუშუშებელია ეს გოგო. -ცოტა ხანში წავალ და მოვიყვან.თქვა გიორგიმ და ბექამაც დაურეკა. -რა ხდება ბექა ახლა არ დავცილდით ერთმანეთს? -რამდენი ხანია მარიამი მთვრალი არ გინახავს. -სვამენ? -მოდი,მაგრა ვხალისობ.გიორგის გაეცინა,მანქანის გასაღები აიღო და წავიდა.გიორგი ვითომ გაბრაზებული იყო,მაგრამ მარიამის თავშეკავებაზე,რომ არ იმჩნევდა სიმვრალეს გაეცინა,ყველამ თავიანთ ცოლებს მოკიდეს ხელი და წაიყვანეს.ანამ თვალი მოავლო სახლს და ბექას გაუღიმა.00000000 -მარტო დავრჩით ჩემო განუეორებელო და განსხვავებულო ქმარო.ბექას გაეცინა და ანას უთხრა. -სწორედ ახლაა ჩემი დრო,რომ ფერებაში დაგახრჩო.შენ ჩემი ხარ,ჩემი გიჟი ცოლი ვინც მე მაგიჟებს და ჭკუიდან გადავყავარ. -ჰოდა მაჩვენე შენი გიჟური სიყვარუილი,ჩემი ბედნიერება ხარ და ვიცი რომ არასოდეს მოგბეზრდები. -მართალი ხარ,ჩემი ცხოვრების თილისმა ხარ ანა.ბექამ საძინებელში შეიყვანა ანა დააწვინა და ისევ გიორგის დაურეკა. -როგორ ხართ,მიდით სახლში? -მივედით,მაგრამ მანქანიდან არ გადმოდის. -რატომ? -ტრიალებს ყველაფერიო.ბექას გაეცინა და გიორგის დაემშვიდობა. -კარგ ღამეს გისურვებ ძმაო.ბექამ ტელეფონი გათიშა და გიორგიმ მარიამს შეხედა. -არ შევიდეთ სახლში საყვარელო? -ჯერ მითხარი,გიორგი სახლი რატომ არის თავდაყირა,მიწისძვრა იყო? -რემონტი გვაქვს და ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. -ხოოოო? მაგრამ სახლი გვერძე გადაიხარა. -შენ დამშვიდდი ჩვენ უკანა მხრიდან შევიდეთ და იქედან ყველაფერი კარგადაა,ეს წინა ხედი შეიცვალა მხოლოდ. -ხოოოოო? კარგი წავიდეთ.გიორგიმ ხელში აყვანა მარიამი და ასე შეიყვანა სახლში,გაოცებული უცქერდა ყველა,მაგრამ თვალით ანიშნა მათ ხმა არ ამოიღოთო და თავადაც გაეცინა,დილით კი სახლი ისევ ტრიალებდა და ყველაფერი ტკიოდა.მარიამმა თვალი გაახილა და გიორგი გააღვიძა. -რა მოხდა,ისევ ტრიალებს სახლი თუ თავდაყირა დგას საწოლი. -გიორგი თავი მისკდება. -გაგივლის საყვარელო.უთხრა ღიმილით გიორგიმ და დილის გემრიელი კოცნაც კი აჩუქა. -ჯერ კიდევ ღვინის გემო აქვს შენს ტუჩებს,ამიერიდან ხშირად უნდა დაგაძალო და დაგალევინო რდგან ძალიან დამყოლი ხარ მთვრალ მდგომარეობაში.. -ანა მოგკლავ,ეს რა მიქენი გუშინ.ანა უარეს დღეში იყო,თვალი გაახილა და ძლიერი თავის ტკივილისგან წყნარად იყო,მაგრამ ის ხომ სიმშვიდეს დიდი ხნით ვერ ინარჩუნებს და მძინარე ბექას ხელი კრა. -რა მოგივიდა,რატომ არ ისვენებ ანა. -წუხელ რა მოხდა გახსოვს? -არ ვიცი შენ რა გახსოვს,მაგრამ მე წუხელ ცეცხლოვანი და არაჩვეულებრივი ღამე მქონდა ერთ არაჩვეულებრივ ქალან ერთად. -ღმერთო ასე რამ გამაგიჟა გუშინ. -რა გიკვირს,განა ეს პირველი სიგიჟეა რაც კი შენი ცხოვრების მანძილზე ჩაიდინე? -ბექა გაჩუდი თავი მტკივა. -არა ისე გაიკვირვე,სხვას ეგონება,რომ ისთი წყნარი ხარ, რომ დადიხარ ვერავინ ვერ გამჩნევს. -ნუ მიშლი ნერვებს ბექა. -რომელი საათია. -არ ვიცი,ადექი და ნახე. -ისე გეჩქარებოდა წუხელ ჩემთან დაწოლა საათის მოხსნაც დაგავიწყდა,დაიხედე ხელზე და მითხარი რომელი საათია. -სად გეჩქარება ჯერ ადრეა.ანამ საათზე დაიხედა და ბექას უთხრა. -9 საათია,დღეს ხომ შაბათია რა გჭირს. -ლაშას და ქეთის მივყვეით სოფელში,წამოხვალ? -არა,ვერ ავიტან მგზავრობას ისედაც თავი მტკივა. -კარგი,მე წავალ და შენ კი შენს კივილებს თავად უმკურნალე.ნაბეღლავი,ბორჯომი და ლიკანიც მაცივარშია. -მოხვალ დღეს ხომ? -დღეს? არ ვიცი,მაგრამ ხვალ საღამოს აქ ვარ. -ბექა შეეცადეთ დღეს დაბრუნდეთ. -რომ გითხრა შევეცდებითქო უნდა დაგაიმედო,ხომ იცი მეც არ მიყვარს შენთან განშორება,ამას ყველაზე მეტად ვერ ვეგუები,მაგრამ გიორგიც მოდის და კარგად იცი მას როგორ უყვარს სოფელი. ხვალ საღამოს აქ ვიქნები,ამას გპირდები მხოლოდ. -კარგი,კარგი წადი.ბექამ ბინიდან გავიდა და ტელეფონმაც დარეკა. -მოვდივარ. -სად ხარ გელოდებით ამდენი ხალხი. უსაყვედურა გიორგიმ ბექას და მის გვერდით დაისვა მეგობარი. -რატომ იღრინები ამ დილა ადრიან,ცოლს დავემშვიდობე და ისე წამოვედი. -დაემშვიდობე? შეეკითხა ლაშამ და თან იცინოდა. -ძმაო არ ვიცი სად მივდივარ რომელ მხარეში და არც ის ვიცი როდის დავბრუნდები უკან. -რა მოგივიდა,ომში მიდიხარ? გიორგის გაეცინა თავი გააქნია და ქეთის უთხრა. -ქეთი შენმა ქმარმა იცის სოფის გზა,მიაგნებს მამიდაშენის სახლს თუ განზრახული აქვს ჩვენი დაკარგვა. -სოფელი იცის,სახლი არა მაგრამ მე აქ არ ვარ? ნუ ნერვიულობ,არ დავიკარგებით. -კარგი შენ გენდობით,შენს ქმარს არა.მხიარულად მიდიოდნენ,მღეროდნენ და იცინოდნენ რომ უეცრად ქეთიმ იყვირა. -აი ჩემი სოფელი, უკვე აქედან იწყება და სულ რააც 100 მეტრში კი მამიდას სახლია.გული ამიფრიალდა,პირდაპირ წადი და აი ხედავ იმ ლურჯ კედელს? იქ მამიდას ფარეხი აქვს,აი სახლიც გამოჩნდა,იმ ფინურ სახლთან გააჩერე მოვედით.ლაშამ მანქანა ეზოში შეიყვანადა სტუმრებს საოცრად მსუქანი ქალბატონი შემოეგებათ წინ მხიარული სახით.ქეთიმ მამიდას მიუახლოვდა და მის მკლავებში ჩაიმალა. -მოენატრე მამიდას ჩემო ლამაზო,აქამდე რატომ არ მოდი ქმარმა არ გამოგიშვა? -მეც მომენატრე,სამსახური არ გვიშვებს მამიდა დრო არ გვაქვს. -მამიდა როგორ ხარ,გაიცანი ჩემი საძმაკაცო. -კარგია შვილო დამხმარე მუშა ხელი მჭირდებოდა. -რა მუშახელი მამიდა გაგიჟდი? -მე ვიცი რასაც ვამბობ,ენდე მამიდაშენს შენ ნურაფერს ნუ ინერვიულებ. -რა ჩაიფიქრე არ ეტყვი? -არა,თავად დაინახავ.გაუცინა ძმიშვილს მედეამ და შემდეგ სტუმრებს მიუბრუნდა. -დღეს სტუმრები ხართ,ხვალ კი მომეხმარებით. -რას ამბობს ეს ბომბივით ქალი გიორგი,მარიამის სოფელში კვირაობით ვრჩებოდით მაგრამ აზრად არავის მოფიქრებია რომ ჩვენ იქ გვემუშავა ხელებ დაკაპიწებულებს. -ღმერთო რა სილამაზეა,ძალან მომწონს აქაურობა.თქვა ალიკამ და გიორგიმაც დაემოწმა. -გეთანხმები,ძალიან ლამაზია აქაურობა,მაგრამ ჩემი მარიამის ალვის ხეეებს მაინც ვერ ჯობია. -არ შეადარო გიორგი ის ადგილი ამ ადგილს,რადგან ის შეუდარებელია ამ ყველაფერთან,ერთადერთია და განუეორებელი. -მართალია და ამიტომაც ამაყობს მისი ალვის ხეებით მარიამი.აქეთ მობრძანდით ჩრდილში დასხედით.ეზოს შუაგულში მიიპატიჟა მედეამ სტუმრები,გიორგიმ კი ფხზე გაიხადა და ფეხშიშველმა გაიარა მიდორზე,ბექამ შეხედა და ხმამაღალი ხმით თქვა. -,,ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველმა არ გაიარე,რაა მამული?!'' -ნუ გველობ ბესარიონ.უთხრა გიორგიმ სიცილით. -აქ ამ ჭადრის ძირში დაისვენეთ,კარგი ჩრდილია. -ქეთი შვილო ჩვენი ეზოს ხილი გამოიტანე,ქლიავის არაყიც მაქვს იქნებ გესიამოვნოთ. -გენაცვალე აი რატომ არის სოფელი კარგი, სტუმრის ფასი სოფელში იციან ყველაზე კარგად.თქვა ლაშამ. -თან რა სუნია გრძნობთ? -რა სუნია,სოფელია ბექა და ბუნების სურნელია ირგვლივ,მინდვრის ყვავიების სურნელია გამეფებული ყველგან.ალიკა მიუახლოვდა ბექა და უთხრა. -არ გაინძრე ადგილიდან.ბექას შეეშინდა და ადგილზე გაშეშდა,თან შიშნარევი ხმით უთხრა ალიკას. -რა,რა,რა მო,მოხდა,რამე შეამჩნიე? ბექამ თვალები დახუჭა ცუდის მოლოდინში,მაგრამ ალიკამ ახლოს მივიდა და უთხრა. -გიორგის ბუნების სურნელი ათრობს და შენ ფულის სუნი,ვერ იგრძენი სად ჩააბიჯე ფეხი? ბექამ ძირს დაიხედა და იყვირა. -აქ გაიარე ყველამ და მარტო მე ვნახე ეს აყროლებული ნაკელი? -ფული იცის ფული, უნდა გიხაროდეს.ეზოში შუა ასაკის მოხდენილი მანდილოსანი შემოვიდა და ყველას მიესალმა,განსაკუთრბით ალიკას დაადგა თვალი. -როგნეტა სტუმრები ლაშას სამეგობროა,მაგრამ გაფრთხილებ ყველა დაქორწინებულია. -როგნეტა მოგწონს ის შავი მაისურიანი? ბექაზე მიუთითა ლაშამ და თან იცინოდა,როგნეტამ შორიდან შეათვალიერა ბექა და ლაშას უთხრა. -კი,მომწონს. -ის არის თავისუფალი,დაუახლოვდი იქნებ გაგიმართლოს.გიორგიმ ბექას შეხედა და სიცილით უთხრა. -ცუდადაა შენი საქმე მეგობარო. -რატომ? -სტუმარმა თვალი დაგადგა,ნახე მოდის და შენსკენ იხედება.რონტა მიუახლოვდა ბქას და განაზებული ხმით შეეკითხა. -მართლა თავისუფალი ხართ? -კი თავისუფალი ვარ,მაგრამ მე ქალები არ მაინტერესებს. -რააააა? თვალები გაუფართოვდა როგნეტას გაოცებისგან. -გაგიკვირდა? ყველას უკვირს,რადგან სიყვარულში არ გამიმართლა,ვთქვი რომ აღარასოდეს შევიყვარებ ქალს,არასოდეს. -არა,არა ასე ნუ ამბობ და ნუ ჩაიქნევ ხელს,აუცილებელია მამაკაცს მეგობარი ქალი ყავდეს გვერდით. -გეთანხმებით,მაგრამ მე არ მჭირდება.მე,მე,როგორ გითხრათ მე,მე ......... -შენ კაცებთან წვები? -მე არ ვარ დამნაშავე,ცხოვრებამ დამსაჯა. -შენი საცოდავი მშობლები,ჰგონიათ რომ სიმპატიური შვილი ყავთ,რა საცოდაობაა. სხვები იცინოდნენ,მაგრამ ბექა უკვე ცუდ დღში იყო და უნდოდა გაცლოდა როგნეტას მაგრამ ის ფეხ და ფეხ დაყვებოდა. -როგნეტა დაასვენე ადამიანი,მოდი ჩემთან მოხმარება მინდა. დაუძახა მედეამ და ბექამაც ამოისუნთქა.ალიკამ მიუახლოვდა ბექას და უთხრა. -შენ კაცები გიზიდავს,კაცებთან წვები? -მომწყდი თავიდან მასხარა ხარ,ჩემს გარდა სხვას რატომ არ დაგადგათ თვალი. -ალიკას ეკეკლუცებოდა,მოეწონა მისი ნავარჯიშები მხარ-ბეჭი,მაგრამ ლაშამ შენთან გამოუშვა. -რატომ იდიოტო ჩემგან რა გინდოდა. -ქორწინებაში რომ ხარ ბეჭედი უნდა ატარო და არ გაეხვევი არანაირ შარში.უთხრა ალიკამ და მედეამაც დაუძახა სტუმრებს. -მობრძანდით ჩემო სტუმრებო.გვიან ღამემდე ისმოდა მხიარული შეძახილები მედეას ეზოდან და შუაღამე გადასული იყო დასაწოლად რომ წამოიშალნენ. -მედეა დეიდა ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი,მადლობა.უთხრა გიორგიმ მედეას და გაუღიმა. -ქეთი აჩვენე ყველას ადგილი სად უნდა დაისვენონ და ეს ქალ-კაცა შენს ძველ ოთახში დააწვინე შვილო.გიორგი გაიგონა ქალ-კაცაო და სიცილისგან კიბეზე ჩაიკეცა და იმდენი იცინა სანამ ცრემლები არ წამოუვიდა,არც სხვები იყვნენ უკეთეს დღეში,ალექსანდრე ძირს გაწვა მინდორში ალიკასთან ერთად და ისე იცინოდნენ.ბექა თავის როლში შეიჭრა და ქალის ხმით დაიწრიპინა -მე მარტო უნდა დავიძინო,არ მინდა ვინმემ შემაწუხოს. -მე ვიქნები შენთან ერთად.უთხრა როგნეტამ მაგრამ ბექამ შეხედა და უთხრა. -არა,არა მე და ჩემი მარტოობა ვიმარტოვებთ მხოლოდ.როგნეტა თითქოს გულდაწყვეტილი წავიდა და გიორგიმ თქვა -მეცოდება ეს ქალი,კარგი დავისვენოთ.ყველამ მოისვენა და როგორც იქნა სახლი ჩაწყნარდა,სიჩუმეში ფეხის ხმა შემოესმა გიორგის და ალიკას ხელი კრა. -რა არ გასვენებს გიორგი. -თქვენც გაიგონეთ ფეხისხმა? ალექსანდრემ თავი ასწია და დააყურადა შემდეგ კი თქვა. -ნუთუ? გორგიმ საწოლიდან წამოიწია და კარის ჭრიალთან ერთად ჩურჩულიც მოესმათ. -რატომ,რატომ დაუშვი ეს მომხდარიყო,რად გინდა მამაკაცი,ნახე შემხედე რა ქალი ვარ დაგავიწყებ ყველაფერს.ფრთხლად მიუახოვდა საწოლს,საბნის კუთხე ასწია და ბექას გვერდით ფრთხილად დაწვა.გული უფრიალებდა სიხარულისგან,როცა ბექამ წელზე ხელი გადაადო და მოულოდნელად მისმა ყვირილმა როგნეტაც კი შეაშინა. -მიშველეეეეეთ. -გაჩუდი,გაჩუდი აქ იმიტომ ვარ რომ გიმკურნალო დარწმუნებული ვარ მოგარჩენ,მაგრამ ნუყვირიხარ სხვები გაიგონებენ და ხელს შეგვიშლიან.პირზე აფარებდა ხელს და ბექას გაჩუმებას ცდილობდა.ბექა ცუდ დღში იყო,მაგრამ სხვები ისე იყო სიცილის თავიც აღარ ჰქონდათ. -ცუდად არის ბექას საქმე,ლაშას ეს რა გააკეთე შენ მოგეცა მისი ცოდვა. -როგნეტამ თვალი დაადგა და აღარ მოეშვება.თქვაალექსანდრემ. -მიშვლეეეეთ,მიშვლეეეეთ ახლოს არავინ არ ხართ? -გაჩუმდ ნუ ყვირიხარ,ამიერიდან ქალებან წახვალ. -არა,არა არ მინდა მე პრობლემები მაქვს. -ცოდვაა გავალ,ვითომ შემთხვევით შევედი მასთან.თქვა გიორგიმ და ადგა ,ბექას ოთახის კარზე დააკაკუნა და შემდეგ შეაღო. -გიორგი,გიორგიიიიი მიშველეეეეეეე. -ააააა,ბოდში გააგრძელეთ თქვენი საქმე. -არა,არა,არ წახვიდე გიორგი.გიორგის მართლა შეეცოდა ბექა და აღარ გავიდა ოთახიდან,როგნეტა ადგა და ბექას უთხრა. -თუ გადაიფიქრებ დაუსტვინე და მე მოვალ.როგნეტა კარებში ალიკას და ალექსანდრეს შეეჩეხადა და თქვა. -ჩემთან დაწოლაზე უარი თქვა და ამდენ მამაკაცს რომ მოემსახურება ქალისკენ როგორღა გახედავს,უტვინო.სამივემ გულიანად იცინა და-ბექას საერთოდ არ ეცინებოდა,გიორგიმ სული მოითქვა ცოტა,ბექას მიუბრუნდა და უთხრა. -ანიჩკას ხო უნდოდა განქორწინება,აი მეორე შანსი ძმაო,ეს ქალი ხელის გულზე დაგისვამს ისე შეგინახავს. -შენ არაფლის მიტანა არ დაგჭირდება,მას მხოლოდ შენი ღირსება უნდა. -წადით მომწყდით თავიდან,მოგეცათ სალაპარაკო.ბექამ თვზე გადაიფარა პლედი და მეგობრებს ზურგი აქცია. -გეფიცები საუკეთესო ვარიანტია,სულ მთლად შენი შესაფერისია.თქვა ალიკამ და ისევ გულიაად გაიცინა. გიორგიმ კარი გააღო და ოთახიდან გადიოდნენ ბექა რომ გადმობრუნდა და გიორგის უთხრა. -მართა მიდიხართ და მარტო მტოვებთ? -გინდა მე დავრჩები ფისო.უთხრა ალიკამ და მათ ხარხარს ბოლო არ უჩანდა,მაგრამ ოთხივე ერთად დაწვა იმ ღამით.დაღლილებმა როგორც იქნენ ჩაწყნარდნენ და დილით სოფლის ხმაურმა გააღვიძათ,თხების ხმა,მამლის ყივილი და დედლების კაკანი საოცრად სასიამოვნო მოსასმენი იყო ქალაქელებისთვის. -ქეთი მე თხებს დავწველი შენ საუზმე გაამზადე და რძესაც მოვიტან.ალექსანდრემ შეხედა მორიდებულად მედეას და უთხრა. -შეიძლება გიყუროთ? მედეას გაეღიმა და უთხრა -რადგან ასე განტერესბს აიღე ეს პატარა ვედრო და წამომყევი.ალექსანდრემ სიხარულით გაყვა და მედეამ ხელით აჩვენა.-ხედავ იქ თხებს? -ვხედავ. -წადი შენ ისინი დაწველე და საუზმეზე ახალი რძე გვექნება.ალექსანდრე წავიდა და მედეა კი იცინოდა,ერთი საათი ეწვალა ალესანდრემ მაგრამ ერთი წვეთი რძე ვერ გამოუღო ვერცერთს,საუზმეზე კი ყველა ალექსანდრეს ელოდა.ბექა ადგა და გიორგის უთხრა. -წავალ ვნახავ სად არის,რატომ დააგვიანდა.ალექსანდრემ დაინახა თუ არა ბექა ყვრილით გაიქცა მისკენ. -მიშველე ბექა. -რა მოხდა,ვერ დაწველე? -ვერა,ყველა დამშრალია რძე არცერთს არ აქვთ. -წამოდი ვნახოთ.ბექამ შეხედა თხებს და გულიანად გაეცინა,შემდეგ კი ალიკას უთხრა. -ამათი დაწველა გინდოდა? -ხო,მედეამ ამათთან მომიყვანა. -შე ბოთე,ესენი ხომ ყველა მათგანი ვაცია და რძეს როგორ მოგცემდნენ. -მართლა? მედეამ გამაცურა და დარწმუნებული ვარ დამცინის ახლა. -წამოდი,წამოდი წავიდეთ ყველა შენ გელოდება.ბექა სიცილით მიდიოდა და ახლა ალექსანდრე იყო გაბუტული,რომ მედეას ხმამ შეაშინა. -სტუმარო რძე არ მოიტაე? ისევ ისე მხიარულად დაიწყო დღე და ისევ ესტუმრათ შეშლილი როგნეტა,ბექამ შეხედა თუ არა ეზოში შემოსულ გაპრანჭულ ქალს გიორგის უთხრა. -გიორგი წავიდეთ რა გთხოვ. -არ მინდოდა საღამომდე წავსულიყავით,მაგრამ ვხედავ ამ ქალს ძალიან მოეწონე და სანამ წამართევს შენს თავს წავიდეთ.უთხრა სიცილით გიორგიმ და ფეხზე წამოდგა. -უკვე მიდიხართ? გულდაწყვეტილი უცქერდა ბექას როგნეტა. -უნდა წავიდეთ,რადგან საქმეები გველოდება.მედეას დაემშვდობნენ,მადლობაც მოუხადეს და ქალაქის გზას დაადგნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.