შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ყვავილების თაიგულით 2 (ეძღვნება 20 ივნისის ღამეს)


28-07-2019, 17:47
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 002

20 ივნისის ღამიდან 3 დღის შემდეგ :
საავადმყოფოში მოვხვდით, ყველაზე შემაძრწუნებელ ადგილას რუსთაველის გამზირის შემდეგ. სანდროს რეზინის ტყვია პირდაპირ თვალში მოხვდა და თვალი გაუნადგურა. სამი დაგეგმილი და ორიც დაუგეგმავი ოპერაცია გადაიტანა ამ სამი დღის განმავლობაში და ფაქტობრივად არც გამოუღვიძებია და არ გვინახავს სანდრო. საავადმყოფოს ეზოში ვაღამებდი და ვათენებდი, სახლში იმ ღამის მერე არ წავსულვარ. ვიჯექი და გაუაზრებლად ვესაუბრებოდი სანდროს, რომელიც ჩემ გვერდით არ იყო, ვბუტბუტებდი და ღმერთს მის გადარჩენას შევთხოვდი. არასოდეს გამოვირჩეოდი რელიგიასთან სიახლოვით, მორწმუნეობით და არც ეკლესიის იატაკის ხეხვით ვიტანჯადი თავს მეტანიების გაკეთებისას. ღმერთი ყოველთვის გულში მყავდა და მუდამ თან დავატარებდი, მაგრამ იმ დღეებში ყველაზე მეტად ეკლესიაში ყოფნა მინდოდა. ვოცნებობდი მთის წვერზე პატარა ეკლესიაში შევყუჟულიყავი ბეღურასავით, საკმევლის სუნით გაჟღენთილ კედლებში გამოვკეტილიყავი და პატარა სანთლებით გამენათებინა ათობით ომგამოვლილი ეკლესიის შავი კედლები. მე კი ვიჯექი ჩემთვის და არ ვიკარებდი არავის. მესამე დღის დილით კი, როდესაც ექიმმა კიდევ ერთი შესაძლო ოპერაციის შესახებ სანდროს დედას აუწყა, მე ფეხზე ავდექი და მარიკა დეიდასთან (სანდროს დედასთან) მივედი. დიდხანს ვუყურე მის უმოძრაოდ ჩამოშვებულ ხელებს, რომლებმაც საყვარელი მამაკაცი აღმიზარდეს (და არამხოლოდ გამიზარდეს) და თვალს ვერ ვუსწორებდი, რადგან მისთვის ჩემი წასვლის შესახებ უნდა გამემხილა. სახლში არა, სადღაც ძალიან შორს, იქ სადაც ვერ მომწვდებონენ შავი, ყველაზე ბინძური ხელები.
-ელენე, მე შვილივით მიგიღე შენ, რადგან სანდრომ შენში იპოვა ყველაზე თბილი ნავსაყუდელი. მე არ გეტყვი, რომ ეს ცუდი საქციელია, ვერც დარჩენას გთხოვ ჩემი შვილის გასამხნევებლად და ვერც იმას გირჩევ რა სჯობს ამ მომენტში შენთვის. ეს შენი გადასაწყვეტია და თუკი თავი არ გეიმედება, წადი. მე არ ვერტვი სანდროს, რომ შენ მიატოვე, მე ვეტყვი, რომ ვერ გაუძელი. არ იდარდო, ჩემი სიტყვით მას არ შეძულდები, მაგრამ შენს ყოველ ნაბიჯზე თავად უნდა აიღო პასუხისმგებლობა. სანდრო კარგად იქნება მჯერა. წინ დიდი შოკი ელოდება, სიმართლე უნდა გაიგოს - საავადმყოფოს თვალი გაუსწორა და შემდეგ მე ყველაზე ნაღვლიანი თვალებით შემომხედა - როცა შემოიყვანეს გონზე იყოო ექიმმა, ყველაფერს გრძნობდა და იაზრებდაო, თურმე სამჯერ უკითხავს შენზე, რადგან მისი დარდი შენ გახდი უკვე მესამე წელია. ბავშვობაში რამეს რომ იტკენდა, მაშინვე დედას გაიძახოდა და ჩემთან მორბოდა, იცოდა, რომ მე მოვურჩენდი, ახლა კი სულ ელენე აკერია პირზე და ყოველთვის შენთან მორბის პრობლემების დროს. ახლაც შენ მოგიკითხავს პირველ რიგში, შენ გაახსენდები, შენ ეყოლები სიზმრებში და მოსვენებას არ მისცემს ის ფაქტი, რომ შენ ოცი ივნისის ღამეს იქ იდექი - უეცრად მარიკას ხელი ჩემს ბეჭზე ვიგრძენი - ვიცი, ძალიან რთულია, ამიტომ მე არანაირ ვალდებულებას არ გაკისრებ შენ და არც გკიცხავ. შეიძლება არ ხარ ძლიერი და ამისთვის საყვედურს ვერავინ გეტყვის.
გაუზრებლად მივაბიჯებდი ფეხებს და ვცდილობდი უკან არ მიმეხედა, მინდოდა სწრაფად გავცლოდი საავადმყოფოს და წყლის ჭავლის ქვეშ საათობით ვმდგარიყავი იმ ჭუჭყის ჩამოსარეცხად, რაც ამ დღეებში აგროვა ჩემმა ტანსაცმელმა და სხეულმა. ამ ჭუჭყსა და ტალახს კი ვერ ჩამორეცხავდა ასი ათასობით ტონა წყალი სახელმწიფოს კედლებიდან, რადგან მათ იმ ახალგაზრდების სისხლი მიეცხო, ვინც უნდა დაეცვა და არა დაესახიჩრებინა.
სახლში ისე მივედი გზა საერთოდ არ მახსოვს. წარმოვიდგენდი როგორ იწვა სანდრო საოპერაციო მაგიდაზე და ვინ იცის, იქნებ სიკვდილსაც კი ებრძოდა. არცერთი ინფორმაციის მიღება არ სურდა ჩემს ტვინს. არცერთი კადრის დანახვა არ მინდოდა ოცი ივნისის ღამიდან, არც პოლიტიკოსები მაინტერესებდა და არც აქტივისტების მოთხოვნები. არც ჩემი მეგობრების აურაცხელი მესიჯებისთვის დამიბრუნებია პასუხი. მხოლოდ მშობლებს ველაპარაკე და საწოლზე წამოვწექი.
„ელენე, უნდა გაიქცე. არ ვიცი სად და ვისთან, მაგრამ შორს, ისე შორს სადაც არ იქნება ტკივილი და სიკვდილი. ამ ქალაქში შენ ვეღარ გაჩერდები. სანდრო უკვე მიატოვე და გამოიქეცი, ახლა დროა მთელ ქალაქს გაექცე. ქალაქს, სადაც მთავარი გამზირი სიკვდილის გამზირად იქცა, სადაც 1989 წლის 9 აპრილიდან დღემდე 2019 წლამდე დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან თანამედროვენი. ქალაქს, სადაც ყველაფერს აკეთებენ, რომ უბედური იყო, ქალაქს, სადაც შურთ ბედნიერი თვალების. წადი სადმე, შორეულ სოფელში, იქ სადაც არასოდეს ყოფილხარ და დარჩი საკუთარ თავთან მარტო, ხომ ხედავ რაღაც ვერ შეძელი, სადღაც გაწყდა შენი შესაძლებლობების ძაფი. არ ყოფილხარ ძლიერი და არც ის ადამიანი, ვინც ყველა ტრაგედიას გადაიტანს საყვარელი ადამიანისთვის. მხდალი ყოფიხილხარ და ახლა მალვა მოგიწევს. მალვა საკუთარი თავისგან და გულსიგან, რომელმაც სანდრო სიცოცხლეზე მეტად შეიყვარა.“
ფიქრებიდან ლეპტოპში შემომავალმა ზარმა გამომაფხიზლა.
-გისმენ, დეიდა.
დეიდა თითქმის ერთადერთი ადამიანი იყო, ვისთანაც ყველაფერზე საუბარი შემეძლო. ყოველთვის გვერდში მედგა და აბსურდულად კი არ სჯეროდა ჩემი, არამედ გააზრებით. ყოველთვის ხაზს უსვამდა ჩემს ნაკლს და ცდილობდა გამომესწორებინა.
საუბრის პირველი ეტაპი ჩვეული და მოსალოდნელი კითხვბით დაიწყო.
-როგორ ხარ? რა ხდება საქართველოში? იყავი აქციაზე? და ა.შ
მე კი მხოლოდ ათი წუთის შემდეგ გავიაზრე, რომ დეიდაჩემი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და გაქცევისთვის იდეალური ვარიანტი იყო.
იმ დღესვე ჩავალაგე ბარგი, ყველაზე საჭირო ნივთებს მოვუყარე თავი და ჩანთაში დაახლოებით ნახევარ საათში მოვათავსე. მეშინოდა დროის გასვლის შემდეგ არ გადამეფიქრა და დარჩენა არ გადამეწყვიტა, მითუმეტეს, რომ ქვეყანა სადაც მივდიოდი რუსეთი იყო.
არცერთი ქვეყნის მიმართ არ გამაჩნდა განსაკუთრებული ნეგატიური განწყობა, არც არასოდეს მიფიქრია, რომ რომელიმე ერი რაიმე სახით უნდა გამომერჩია, მაგრამ მაშინ, იმ გადმოსახედიდან ჩემი რუსეთში წასვლა ქვეყნის და სანდროს ღალატად მევლინებოდა.
წავედი. ავტობუსით წასვლა გადავწყვიტე. მინდოდა ფიქრისთვის განსაკუთრებით დიდი დრო მქონოდა. მინდოდა გავქცეოდი ყველას და ყველაფერს, განსაკუთრებით ოცი ივნისის ღამეს და იმ მოგონებებს, რაც თვალწინ კადრებივით გადიოდა, თუმცა სწორედ ამ საშინელ დროს გამომიგზავნა დეიდაჩემმა იუთუბის ლინკი. „ოცი ივნისის შემზარავი კადრები“ - სახელიც კი ნათლად მახსოვს. არ ვიცოდი უნდა დამეჭირა თუ არა საკუთარი მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი, თუმცა მაინც გავბედე და თითი ეკრანს შევახე. ყველაფერი შემზარავი და სისხლისფერი იყო, თუმცა მეორმოცე წამზე სანდრო გამოჩნდა. ბიჭი, რომელთან შეხვედრაც იმ დღეს განსაკუთრებით მინდოდა. კამერას ზუსტად დაუფიქსირებია თვალში მოხვედრის მომენტი, თითქოს იცოდაო რა მოხდებოდა. თვალდაუხამხამებლად ვუყურე, ცრემლების ზღვას ვერ შევეწინააღმდეგე და გულამოსკვნილმა ამოვიკვნესე ვიდეოს დასრულებისას. სხვა მომენტები ვერ გაიაზრა თვალმა და გონებამ, მხოლოდ სანდრო მედგა თვალწინ. მიუხედავად იმისა, რომ მე მისი დაჭრა საკუთარი თვალებით ვნახე, თავიდან ამ ყველაფრის ყურება, თანაც ცივი გონებით საშინლად მტკივნეული აღმოჩნდა.



№1  offline წევრი sanikidzi

საერთოდ არ ვიცნონდი იმ ადამიამებს, ვინც მაგ სისხლიან ღამეს დაშავდა. არც იმათ ვიცნონდი ვინც თვალები დაკარგა. არც აქციაზე ვყოფილვარ. უბრალოდ ვიჯექი ტელევიზორთან და ვტიროდი. ისე ვტიროდი გეგონებოდა ჩემი "სანდროა" თითოეული და გული მტკიოდა. ახლაც ვიტირე. ორივე ნაწილი წავიკითხე და ცრემლები უბრალოდ ვერ შევიკავე((

 


№2  offline წევრი გაზაფხული

sanikidzi
საერთოდ არ ვიცნონდი იმ ადამიამებს, ვინც მაგ სისხლიან ღამეს დაშავდა. არც იმათ ვიცნონდი ვინც თვალები დაკარგა. არც აქციაზე ვყოფილვარ. უბრალოდ ვიჯექი ტელევიზორთან და ვტიროდი. ისე ვტიროდი გეგონებოდა ჩემი "სანდროა" თითოეული და გული მტკიოდა. ახლაც ვიტირე. ორივე ნაწილი წავიკითხე და ცრემლები უბრალოდ ვერ შევიკავე((

არც მე ვმდგარვარ აქციის მონაწილეებს შორის, სწორედ ეს მოთხრობა გახდება ჩემი პროტესტი! მადლობა შეფასებისთვის

სელენე
<3 ძალიან კარგად წერ <3 წარმატებებს გისურვებ <3

ძალიან დიდი მადლობა ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent