სულში ჩაიარა... (სრულად)
არის ხოლმე ცხოვრებაში შეგხვდება ადამიანი რომელთან გატარებულმა მცირე პერიოდმა შესაძლოა იმაზე მეტი დაგიტოვოს ვინემ წლობით ურთიერთობამ ეს ნაკვალევია რომელსაც დრო ვერ შლის... ახლა ღამეა, ცაზე მოკიაფე ვარსკვლავები ციცინათელების მსგავსად კაშკაშებენ და აი ეთი მათგანი ცას სწყდება, სხივივით იელვებს და მაშინვე საყვარელ მოგონებას ახმაურებს... მისი მონატრების ფერი მედება, თვალებს ვხუჭავ და ვიხსენებ განვლილს... √ ეს ორი წლის წინ იყო, სამსახური ძალიან მჭირდებოდა, ერთადერთი რაც შემომთავაზეს ვიღაც ყოფილ მხატვართან, დამხმარედ მუშაობა იყო(ყოფილი იმიტომ რომ თავად აიღო ხელი დაავადების გმო ამ საქმეზე) მითხრეს ავადმყოფობა ორ თვეზე მეტი ხნის სიცოცხლეს არ პირდებაო. იმ ხანად ამ სიტყვებს არ ავუღელვებივარ, თითქოს ადამიანის სიცოცხლეს სულაც არ ეხებოდა საქმე... პირველი გაკვირვების ტალღა ის იყო რომ ტყის განმარტოვებულ ქოხში უნდა მევლო,მაგრამ ვინაიდან სხვა არჩევანი არ მქონდა უარის თქმაც არ შემეძლო... როცა მიმიყვანეს მეგონა ხანშიშესულ პიროვნებასთან მომიწევდა მუშაობა, თუმცა ძლიერ გაოცებული დავრჩი, როდესაც სულ რაღაც ოცდაათი წლის ახალგაზრდა მამაკაცი შემომეგება, ერთი შეხედვით არაფერი ეტყობოდა "დღეებდათვლილი ადამიანის". პირველმა რამდენიმე დღემ ისე გაიარა თითქმის არც გვისაუბრია, მე წამლები მიმქონდა ის კი ზარმაცად სვავდა... სულ უფრო ვრწმუნდებოდი რომ საკვირველი ვინმე იყო, პირველად მის ქცევებზე დაკვირვება მაშინ დავიწყე როდესაც მის მიერ სანახევროდ დახეული ნახატების ასაკრეფად დავიხარე, (აქვე დავძენ, რომ ძალიან დამთრგუნველ სურათებს ხატავდა, რაღაცნაირად შიშის გრძნობას იწვევდა...) უცებ მომიტრიალდა და მითხრა: -ეყაროს მე ასე მომწონს! -კიმაგრამ, მე ხომ აქ წესრიგისთვის ვარ? -ეს წესრიგია... (პაუზის შემდეგ დაამატა) ნება გაქვს გადაიარო ჩემს წარმოსახვაზე, ფეხით გათელო არშემდგარი "ცხოვრების ისტორიები"-ერთ დროს იდეალური მხატვრის შედევრები. არაფერი მიპასუხნია, სტრესის ბრალიათქო ვიფიქრე... ოთახიდან გამოსულმა გულდასმით გადავავლე თვალი სახლის დანარჩენ ორ ოთახს, ყოველთვის მიყვარდა სახლი რომელშიც სიძველის შეგრძნება იყო, აქაც სწორედ ისეთი გარემო სუფევდა სითბო ჩაგეღვრებოდა სხეულში... ფაქტი რამაც გამაკვირვა ის იყო რომ არც საათი ჰქონდა და არც კალენდარი... ისევ სასტუმრო ოთახს დავუბრუნდი ღია კარის წინ კედელს ავეკარი და მისი შესწავლა დავიწყე… თვალებდახუჭული უჯდა წინ დასახატად გამზადებულ დაფას, ფუნჯიან მარცხენა ხელს ჯერ ჰაერში დაატარებდა შემდეგ კი ჰაერში შესრულებული ნახატი ფურცელზე გადაჰქონდა, გრძელი, ვიწრო თითები ჰქონდა, საჩვენებელ თითზე ერთადერთი სვირინგი ფუნჯი ეხატა(ჰორიზონტალურ ხაზებად დაყოფილი, რომელსაც შვიდი სხვადასხვა ფერის ზოლი დაყვებოდა) საოცრად უხდებოდა გამოკვეთილი ყვრიმალები, ვიწრო თვალის ჭრილიდან კი იდუმალი მზერით იყურებოდა მისი სევდისფერი თვალები. ერთ საღამოს ქოხის წინ სავარძელში იჯდა, ზეცას შეჰყურებდა, ფრთხილად მივუახლოვდი და მის გვერდით ჩამოვჯექი, ვერ ვბედავდი რაიმეს თქმას, უცებ თავი ჩემკენ მოაბრუნა: -გისმენ, რახდება... -იცით, რაც აქ ვარ სულ მინდოდა მეთქვა, რო მხატვრობა მეც ძალიან მიყვარს, სამწუხაროდ თავად არ შემიძლია... -გიცდია? -არა მაგრამ, ნიჭი რომ მქონდეს ეს ხომ თავისთავად გამოამჟღავნდებოდა -ჩვენ დღეს დავხატავთ. მიპასუხა გადაჭრით. ვერაფერი გავაწყვე, დიდი თეთრი თაბახი გააკრა კედელზე, წინ საღებავები გაშალა, თაბახი შუაში გაყო და მითხრა: -მარჯვენა მხარეს შენ დახატავ, მერცდენა მხარეს კი მე -მაგრამ... მე, არასდროს მჭერია ფუნჯი წარმოდგენა არ მაქვს... მეტის თქმა აღარ მაცალა -როგორც შეძლებ ისე დახატე, რაც გინდა გააკეთე თუ გინდა ჯღაბნე, გონება დაძაბე... ახლა კი მითხარი შენი ყველაზე ლამაზი სიზმარი და მე მას დავხატავ. -ერთხელ მესიზმრა, რომ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ მჯდომმა ცაზე გაელვებულ ვარსკვლავს სურვილი ჩავუფიქრე,ვთხოვე მინდა ჩემი ცხოვრება წიგნის ფურცლებზე ამოკითხული ამბების მსგავსი გახდესთქო... -მშვენიერია! მე მინდა დახატო ბილიკი, შავებში მოსილი მოხუცი ქალი და ჩალისფერი ლეკვი ამ ბილიკზე მიმავალი. მერე გაჩუმდა, როგორც სჩვეოდა ჯერ თვალები დახუჭა, მერე კი ხატვას შეუდგა... მე ვჯღაბნიდი/ის ხატავდა, საერთო ჯამში კი ორივე ვხატავდით, ეს ამაღელვებელი იყო... სამარისებურ სიჩუმეში ხანდისხან მოისმოდა ჭრიჭინების სტვენა, ოთახში კი თაბახზე ჩამოსმული ფუნჯების ფხაჭუნი ხმაურობდა. ხატვას მოვრჩით, მან ჩემსკენ გადმოიხედა -ხედავ არც ისეთი საშინელებაა (პირველად გამიღიმა) ათრთოლებული ხელით დახატულია და ეს მომწონს რათქმაუნდა ჩემი "ნახატი" არ იყო ის რასაც კარგს დაარქმევდი, თუმცა რაღაცას მართლა გავდა, რაც შეეხება მის შედევრს მე ემოცია ვერც კი გამოვხატე, ეს ისე ცხადად ჰქონდა შესრულებული აღვფრთოვანდი. ჩვენმა ნახატმა საპატიო ადგილი დაიკავა მთავარ კედელზე, ყოველ დღე იქ მისულს გაორებული გრძნობა მეუფლებოდა ერთ მხრივ მიხაროდა, რომ ჩემი ნაჯღაბნი დიდებული ნახატის გვერდით იყო, მეორე მხრივ კი ამავე მიზეზით მერიდებოდა. ორმა კვირამ სწრაფად გაიარა... ბოლო ხანში უფრო დავახლოვდით, ხშირად მეძახდა, მესაუბრებოდა -მას მსმენელი სჭირდებოდა და მეც ვუსმენდი... ერთ დღეს ისევ მოაფინა სანახევროდ დახატული სურათები იატაკს, მათ შუაში ჩაჯდა და მეც მასთან მიმიხმო -იცი ახლა შენ ჩემს წარმოსახვას ხედავ, რას გრძნობ მათი შემყურე? -მე... მე, ცოტა არ იყოს ზოგი მათგანი მთრგუნავს. (ისევ გაიღიმა, ცოტა სევდანარევმა) -შენ მათიყურება გთრგუნავს, მაშ მე რაღა მეთქმის ჩემს შიგნით რომ ცხოვრობენ... გაჩუმდა, ცოტა ხანში შემომხედა ფუნჯიანი საჩვენებელი თითი ჩვენი ნახატისკენ მიმართა და მითხრა: -შეხედე ჩვენს ნახატს, როგორ ფიქრობ მე რომ ახლა ვთქვა ეს მთლიანი სურათი მე მეკუთვნისთქო ვინმე დაეჭვდება ამაში? -რათქმაუნდა, განსხვავება ცხადია სად ჩემი და სად თქვენი... -არა, არა ვერ დაეჭვდება, ეგონება განძრახ გავაკეთე და დაუფიქრებლად იყიდის, ხედავ რეპუტაცია რამდენს ნიშნავს, თუმცა მე ეს არაფრად მიღირს კარგა ხანია რაც ნახატებს აღარ ვყიდი, ასე მირჩევნია ჩემთვის ვხატო... გავეცალე ყველას და მათაც მიმივიწყეს, რაც აქ ხარ რამდენმა ადამიანმა მოგვაკითხა, ოჯახის წევრებს არ ვგულისხმობ რათქმაუნდა, მე უცხოებზე გესაუბრები აი იმათზე ვინც როგორც თავად იძახდნენ "მაღმერთებდნენ" სად არიან -გაქრნენ. ვერ ვიტან თვალთმაქცებს და სამწუხაროდ უმეტესობა ასეთია... მე ვდუმდი როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდებოდა, ის კი მოზღვავებულ გრძნობებს აპირქვავებდა, დაუწერელ ემოციების წიგნს გავდა. (დრო და დრო მძიმედ სუნთქავდა, ცოტახნით ხმა დაასვენა და მერე ისევ განაგრძო) -ჩემთვის ახლა ყველაფერი სულ ერთია, იცი შეამჩნევდი კალენდარი არ მაქვს მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ დრო შევაჩერე, არც საათი წიკწიკებს ჩემთან მაგრამ არც ეს აფერხებს დროის სვლას ეს რაღაც ჩემი თავისთვის გამოვიგონე... ხვდები რას ვგულისხმოობ? მეგონა შევეგუე ამ სენს რომელიც შიგნიდან მჭამს, მაგრამ არ ყოფილა ასე მარტივი -სამწუხაროა რომ რეალობა ხშირად ასეთი სასტიკია! -არვიცი... იქნებ ეს კარგიც არის...( თქვა და ისევ ჩვენს ნახატს დააშტერდა) მე რაც დაგახატვინე, იცი რას გულისხმობს?... შვიდის რომ ვიყავი ბებიას საყვარელი ლეკვი დაეღუპა, მარტო ცხოვრობდა და მისთვის ეს ძაღლი ბევრს ნიშნავდა, სულიერივით ესაუბრებოდა, წარმოგიდგენია"ჩემი სიცოსხლე ხარ" ასე უძახდა ხოლმე, როცა დაეღუპა მშობლებმა ახალი ლეკვი მიუყვანეს, მასაც ისევ ისე დაუწყო მოპყრობა როგორც ძველს, მე მაშინ ვიფიქრე ადამიანები საყვარელი არსების დაკარგვას მარტივად შეეგუებიან თუ კი ახლით ჩაუნაცვლებთქო, მაშინ ვერ გავაცნობიერე რომ ბებიამ იმ ახალ ლეკვზე ძველის სიყვარული გადაიტანა... ახლა მე ვტოვებ იმათ ვინც მიყვარს, გამიადვილდებოდა გეფიცები რომ ვიცოდე... რომ სხვა ჩემს დანაკლისს შეუვსებს მათ! მაგრამ ვიცი რომ ეს შეუძლებელია-ამ ნახატსაც ასე ერქვას "ჩანაცვლება შეუძლებელია". ის დიდხანს იყო გაჩუმებული, მისი მძიმე სუნთქვა ჰაერს ერწყმოდა, მე კი თვალებში ცრემლებ ჩაგუბებული ვუჯექი წინ. მეორე დილით მისული უკან დამაბრუნა, არ მინდოდა წასვლა მაგრამ ვერ შევეწინააღმდეგე... რამდენიმე ხანში მისმა ოჯახის წევრებმა მომაკითხეს ჩემი სამწუხარო წინათგრძნობა გამართლდა. ხომ ვიცოდი რომ ეს დღე დადგებოდა, მაგრამ როცა ფაქტის წინაშე დავდექი რეალობას სხვაგვარი, ბევრად უფრო მძიმე ელფერი ჰქონდა... ... ხშირად ვაკითხავ ქოხს, კარები ყოველთვის ჩაკეტილია მაგრამ საათობით ვზივარ მის წინ, თაბახს ვიჭერ და რაღაცეებს ვჯღაბნი... არვიცი, როგორ მაგრამ რომ იტყვიან ჩემს სულში ჩაიარა, ბევრი რამის სხვაგვარად შეფასება მასწავლა... უცნაური იყო ჩემი მასთან შეხვედრა და კიდევ უფრო უცნაურია ის რომ მე მენატრება. მე მას დიდების დროს არ შევხვედრივარ, გული წყდებოდა რომ მაშინ გაცნობილმა ადამიანებმა მიივიწყეს, მე მინდა მახსოვდეს... და მემახსოვრება კიდეც ყოველთვის... ჩვენი ნახატი წამოვიღე და ოთახში საპატიო ადგილს იკავებს წარწერით "ჩანაცვლება შეუძლებელია". ... მეც ვჯღაბნი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.