შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.მესამე ნაწილი 4 თავი.


31-07-2019, 15:38
ავტორი zia-maria
ნანახია 3 121

-დედა დღეს არაჩვეულებრვად უნდა გამოიყურებოდე,მამას მეორედ უნდა გაუჩნდეს შენზე დაქორწინების სურვილი.
-ლუკა ურალოდ ვივახშმებთ,სულ ესაა.
-კარგი,აღარაფერს გეკითხები იმიტომ რომ ხვალ თავად იტყვი როგორი უბრალო ვახშამი მიირთვით.ანა ეკატერინეს დახმარებით გამოეწყო და ნერვიულად ელოდა ბექას ზარს.როგორც იქნა ტელეფონის ხმა გაიგონა,მაგრამ ეს ლუკას ტელეფონი იყო და ისიც ღიმილით საუბრობდა.დაასრულა თუ არა საუბარი,მის წინ მდგარ ორ მშვენიერ ქალბატონს შეხედა და უთხრა.
-ტაქსი გველოდება,წავედით.სამივემ ბედნიერი ღიმილით დატოვა სახლი და ტაქსის მძღოლს მისამართი უთხრა,ანამ თვალები დახუჭა და ბედს მიენდო,სულ მალე კი მძღოლის ხმა გაიგონა
-მოვედით მეგობარო.ლუკამ ფული გადაიხადა მანდილოსნებს დაეხმარა და რესტორნის წინ მდგარ ბექას დედის ხელი გადასცა.
-ბატონო მე უფლებას გაძლევთ დღეს თქვენი იყოს ეს მშვენიერი ქმნილება,წაიყვანეთ.ბექამ თვალი ჩაუკრა ლუკას და ანას ხელ-მკლავი გამოსდო,ლუკამ კი ეკატერინესთან ერთად ისევ იმ ტაქსს გაჰყვა,ანამ კი გაოცებულმა მიმოიხედა გარშემო და ნაცნობი სახეები ვერ დაინახა,უკან მიიხედა და აღარც ლუკა და კატერინა იყო მის სიახლოვეს,ბექას შეხედა გაოცებულმა და შეეკითხა.
-აქ მხოლოდ მე და შენ ვართ? სხვები სად არიან ბექა.
-დღეს მხოლოდ აქ მე და შენ ვართ,დროებით უნდა დაივიწყო სხვები.ორ კაცზე ულამაზესად გაწყობილ მაგიდასთან დასხდნენ და ერთმანთს თვალებში შესციცინებდნენ,მაგიდასთან წითელი ვარდების ულამაზსი თაიგული მიართვეს ანას.საუბრბდნენ და იხსნებდნენ წარსულს.
-დღეს ჩვენი საღამოა და მინდოდა მხოლოდ ჩვენ ორნი ვყოფილიყავით განმარტოვებულად და ჩვენს განვლილ გზებს,მხოლოდ ჩვენ ორმა გადავხედოთ ერთად,მგონი ჩემი იდეა არცისე კარგად მოგეწონა,არხარაღფრთოვანებული ასეა?
-არა,არა მომეწონა საყვარელო,მაგრამ სიმართლე გითხრა მეგონა სხვებიც იქნებოდნენ როგორც ყოველთვის.
-დღეს გამონაკლისი დავუშვი.ბექა ფეხზე წამოდგა და ანას ღიმილით გაშორდა,მაგრამ უეცრად შეჩერდა ღიმილი სახიდან გაუქრა,ის დაჟინებით უცქერდა უცნობ მამაკაცს რომელიც მაგიდასთა განმატოვებით იჯდა და ვახშმობდა.გაუბედავად მუახლვდა,მამაკაცმა გაკვირვებულმა შეხედა და შეეკითხა
-გისმენთ,გინდათ რამე შემეკითხოთ?
-მინდა შეგეკითხო,მაგრამ არ ვიცი როგორ მიიღებთ ჩემს კითხვას.
-გისმენთ,რაც არ უნდა უცნაურად მომეჩვენოს კითხვა,პასუხს შეძლებისდაგვარად გაგცემთ.ბექას გული აუფრალდა და გაიფიქრა.
-ღმერთო,ხმაც რომ მისი აქვს,ნუთუ ეს სიმართლეა?
-გისმენთ ძია.უცნობის ხმამ გამოაფხიზლა ბექა და გაუბედავად კითხა.
-გიორგი გოგაბერიშვის იცნობთ?
-არა,არ ვიცნობ.
-რამდენი წლის ხარ შვილო.
-25 წელი შემისრულდება მალე,რატომ მეკითხებით შეიძლება გავიგო?
-შეიძლება თქვენი ნომერი მომცეთ?
-რატომ? გაუკვირდა უცნობს.
-გეტყვით რატომ მინდა თქვენი ნომერი,მაგრამ ახლა ვერ დაგელაპარაკებით.
-კარგით,აი ეს ჩემი სავიზიტო ბარათია და დამირეკეთ.ბექა გაოგნებული დაბრუნდა ანასთან და რამდენიმე წუთი უხმოდ ჯდა,ის მხოლოდ ანას უცქერდა,თქმით კი ვერაფერს ამბობდა.
-სად იყავი ბექა.
-მე,მე,მე გავიარე.
-როგორ გაიარე ვიღაც უცნობს ელაარაკებოდი და მერე რაღაც გამოართვი,რა ჩაიფიქრე ბექა ან ეს რა სახით დაბრუნდი უკან,თითქოს მოჩვენება დაინახე.
-არავინ,არავინ არ იყო.
-ბექა რაღაცას მიმალავ.
-დამშვდდი,მეც უნდა დავმშვიდდე რადგან ახლა სიმშვიდე ძალიან მჭირდება.
-ბექა რა მოხდა, შენ რამე საიდუმლო გაქვს და მიმალავ? როდისმეერე ვუმალავთ ჩვენ ერთმანეთს ჩვენს პრობლემებს და შეხედულებებს.
-არ ვიცი როგორ გაიგებ,მაგრამ უნდა გითხრა იმ ახალგაზრდა უცნობ მამაკაცს გვერდი ვერ ავუარე,რადგან მისკენ მიმიზიდა,ვგრძნობ რომ ის ჩვენიანია.
-რას გულსხმობ,რას ჰქვია ჩვენიანია თქვი გული მაქვს უკვე ცუდად.
-რომ შევხედე 20-25 წლით კან დავბრუნდი და ჩემს გონებაში აღვიდგინ გიორგი იმ წლებში,ის გიორგის ახალგაზრდბაა ანა.
-როგორ,შესაძლებელია რომ ..................
-შენც იგივე გაიფიქრე რაც მე? ანა ის 25 წლისაა,ეს ისწლებია როცა გიორგი ძალიან ცუდად იყო,შესაძლებლია რამე ისეთი მოხდა მის ცხოვრებაში მას არც კი ახსოვდეს.მამაკაცია,წუთიერი სისუსტით ვერ შეიკავა თავისი თავი და თუნდაც ერთხელ გაიარა და სწორედ იმ ერთხელ მოხდა მოსახდენი,ანა დაფიქრდი ეს რომ გიორგის შვილი იყოს.ანამ ბექს შეხედა,ორივე ხლები მაგიდაზე დააწყო ფეხზე ნელა ნლა წამოიწია და თქვა.
-უნდა ვნახო,უნდა დაველაარაკო.გიორგის 20 წლიდან ვიცნობ,თუ ის გიორგის შვილია შეუძლებელია მეც არ შევამჩნიო რამე მისი ახალგაზრდბიდან მის სახზე.
-სად მიდიხარ,ანა რას აკეთებ.
-უნდა დაველაპარაკო.
-არა,არა რამეს იეჭვებს.
-იეჭვოს სსაქმეს კიდევ უფრ გამიიოლებს და კიდევ,დღეს ჩემი დღეა და დღეს უნდა გავაკეთო ის რაც მე მომესურვება,ბექა ნუ შემაჩერებ.
-ანა გთხოვ არ გინდა.........................
-ბექა ნურაფერს ნუ მთხოვ,კარგად მიცნობ და იცი თუ რამე ვთქვი,იმას აუცილებლად ვასრულებ.ბექამ ვერ შეაჩერა ანა და თავი მის ხელებში ჩარგო,არ იცოდა თავად როგორ მოქცეულიყო.რამდენიმე წუთი ელოდა ბექა ანას მაგრამ შემდეგ გაიხედა და შეხედა ანა დაძაბული იჯდა ჯერ კიდვ მათთვის უცნობი მამაკაცის წინ.ადგა და თავადაც მივიდა მათთან.
-მაპატეთ რომ ასე დაუკითხავად მოვედი,მაგრამ უნდა მენახეთ,უნდა გამცანით.მინდა გავიგო ვინ ხართ,რა გქვიათ.მამაკაცმა ანას შეხედა,სალფტტკი აიღო პირი მოიწმინდა და თავაზიანად უთხრა ანასთან მის ბაღეებს ღიმილი შეეპარა, სწორედ ის ღიმილი იყო გიორგის სახეზე ბევრჯერ რომ შეუმჩნვია.
-ასე გაკვირვბული რატომ მიყურებთ ქალბატონო,თუმცა ვიცი და დამალვას აზრი არ აქვს.
-რა გინდოდა დაგემალა,ანდა თუ აზრი არ აქვს დამალვას მითხარი რისი თქმა გინდა შვილო.ანას გული აუკანკალდა ასუხის მლოდინში და ოცნებოდა გულში ის ეთქვა რაც ყვლაზე მეტად უნდდა.
-ასე რომ დაინტრედსდით ჩემით,მიმამსგავსეთ ვინმეს?
-კი,მიგამსგავსე.არა,კი არ მიგამსგავსე ვფიქრობ რომ მისი ნაწილი ხარ და მინდა გავიგო ეს როგორ და როდის მოხდა.
-პირდაირი ხართ და მოდი მეც პირდაპირ შეგეკითხებით,გიორგი გოგაბერიშვილს იცნობთ,ვინ არის ის ადამიანი თქვენთვის.
-გიორგი? ჩემი გიორგიზე მეკითხები იცნობ მას? ბექა ის გიორგის იცნობს.
-არა,არ ვიცნობ და არც არასოდეს დავმდგარვარ მის წინაშე,მე მხოლოდ მისი სახელი და გვარი ვიცი.
-საიდან და როგორ იცნობ მას,მითხრი ყველაფერი.
-დედამ,დედამ მითხრა მასზე ის რაც თავადაც იცოდა.
-ახლა გავგიჟდები,ბექა უკვე ცუდად ვარ.
-დამშვიდდი,მოდი ყველაფრი გავარკვიოთ.ბექამ უცნობს მიუბრუნდა და უთხრა.
-მომისმინე შვილო,გიორგი ჩვენი ახლო მეგობარია,უფრო სწორად რომ ვთქვა ჩემი ძმაა.თუ ის ეჭვი რაც ჩემშია სწორია და გამართლდა დარწმუნებული ვარ მან არაფერი არ იცის შენს შესახებ,რადგან ის მშვიდად არის.ის სამყაროს გადაატრიალებდა და გიპოვნიდა,რომ იცოდეს შენი არსებობის შესახებ.
-ვიცი რომ არ იცის,მე თავად მინდოდა ის მენახა,თითქმის ახლოს მივდიოდი ჩემს მიზანთან და ყოველთვის ვიხევდი უკან,არ ვიცი რატომ იქნებ შემეშინდა? იქნებ არ მიმიღებდა და ავერიდე იმ გულის ტკივილს რაც წინ მელოდა? იქნებ არ მინდოდა მისი მყუდრო ცხოვრება დამერღვია,მაგრამ უამრავჯრ მიფიქრია იქნებ და ან ძმა მყავს,მე მხოლოდ მათი გაცნობა მინდა.
-დედა? შეიძლება დედას დაველაპარაკო,მასთან მინდა შეხვედრა.
-სამწუხაროა რომ თქვენი შეხვედრა ვერ შედგება.
-რატომ?
-ის აღარ არის ჩემს გვერდით,18 წლის ასაკში დავკარგე დედა,მაგრამ სიკვდილის წინ მან ყველაფერი მიამბო.
-როგორ,ავადმყფობდა? ცრემლი მოერია ანას და შეკავებული ტირილისგან სახე აუკანკალდა.
-მას სიმსივნე ჰქონდა,ბებიამ ყვლაფერი გაიღო მისთვის,მაგრამ ყველა მისი მცდელობა შვილის გადარჩენისთვის უშედეგოდ დასრულდა,ვერ ვუშველეთ.ბოლოს სახლის გაყიდვაც იფიქრა,მაგრამ თავად დედამ შეაჩრა,რადგან მიხვდა ესეც უშედეგოდ დასრულდბოდა.
-დედას მეუღლე არ ჰყავდა?
-არა,დედამ როგორც შეძლო მიამბო მისი ისტორია,მაგრამ მისი სიკვდილის შემდგ მე ვნახე მისი ხელთ ნაწერი დღიური და იქ ყველაფრი ეწერა დაწვრილებით.
-და ისიც,თუ...................
-და ისიც თუ როგორ გავჩნდი მე მის ცხოვრებაში ერთადერთი ნათლი წერტილივით.
-რა იგრძენი წაკითხვის შემდეგ.
-დავხურე დღიური და სივრცს შევხედე,მეგონა დედა იქედან მიყურებდა,მინდდა მას წაეკითხა ჩემს სახეზე,რომ ერთი წუთით არ მიგრძვნია მის მიმართ ზიზღი,არც დამიდანაშაულებია,რადგან ის არასოდეს არ ნანობდა მის შეცდმას,არც თვლიდა ჩემს არსებობას შეცდომად,რადგან ჩემით ყოვლთვის ამაყობდა.
-შენ რომ იცოდე,როგორი კარგი მამა გყავს იმითაც იამაყებდი,უნდა იცოდე რომ დღეს და ხვალ თუ არა,ზეგ ჩვეს სამყაროში შემოხვალ და არასოდეს,არ ინანებ ჩვენს გაცნობას.
-დარწმუნებული ვარ,რომ ასე იქნება მაგრამ როგორ მოვიქცეთ ახლა.
-ზოგადად უკვე გავიცანით ერთმანეთი,შენი კოორდინატები გვაქვს და გპირდები ჩვენ დაველაარაკებით გიორგის და მინდა გთხოვო დედას დღიურები გადმომცე წავიკითხო,თუ ნებას მომცემ მეც შევიდე მის წიაღში,მის სამყარში.
-აუცილებლად,ახლა თუ ნებას დამრთავთ ქალბატონო ანა და ბატონო ბექა მე წავალ რადგან სახლში მოხუცი ბებია მელოდება.
-ჩვენი სახლები იცი?
-მე ყველა თქვენთაგანს ვიცნობ,მგრამ ამის შესახებ შემდეგში.მამაკაცი ფეხზე წამოდგა და ბექას ხელი ჩამოართვა ბექამ კი არ იკმარა ხელის ჩამორთმევა და გადაეხვია მას.შემდეგ ღიმილით შეხდა ორივეს და თქვა.
-მეც გიორგი მქვა,დედამ ასე ისურვა.თქვენგან ზარს ველოდები,ბედნიერი ღამის გაგრძელებას გისურვებთ,შეხვედრამდე.ანამ გაოცებულმა შეხედა მის წინ მდგარ უმცროს გიორგის და ცრემლი მოერია,ბექას დაეყრდნო და უთხრა.
-სიარულიც რომ გორგის აქვს,ხმაც და თუ დააკვრდი მარჯვენა ხელის თითებს როგორც გიორგიმ იცის საუბრის დროს ხშირად ისობს ნიკაპზე.
-ისე როგორც მისი ჩაცინება, გვერდულად.საოცარი მსგავსებაა და მიკვირს ასე რატომ არ მგავს ჩემი შვილი მე ანა.
-28 წლს მერე დაეჭვდი? გაეცინა ანას და ბექას სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა.იმ ღამით არცერთს არ დაუძინია,ოდნავ ინათა თუ არა ანა ადგა ყავა მოადუღა და ფიქრობდა,ბექამ რომ დაუჯდა გვერდით და ყავის ფინჯანი აართვა ხელიდან თან უთხრა.
-რაზე ჩაფიქრდი ანა.
-უნდა ვუთხრათ გიორგის ბექა.
-ახლა?
-ახლა,სწორედ ახლაა დრო.მარიამი უკვე ამდგარი იყო და ანას და ბექას ნახვამ ძალიან გააკვირვა.
-რა მოხდა,ჯრ არ გათენებულა კარგად ხართ? ისევ იჩხუბეთ?
-მადლობა მითხარი,რომ წუხელ არ დაგადექით თავზე.
-რა მოხდა.მარიამმა ბექას მიუბრუნდა,რადგან ანასგან ვერ გაიგო ვერაფერი
-გააღვიძე შენი ქმარი და ჩამოვიდეს დაბლა,კაბინეტში დაელოდებით.მარიამმა მიხვდა,რომ რაღაც სერიოზული მოხდა და გიორგი გააღვიძა.
-რა მოხდა,რატომ მაღვიძებ ან ასე ადრე რატომ ადქი მარიამ.
-ადექი რაღაც სერიოზული მოხდა,ბექა და ანა კაბინეტში გელოდება.
-რა მოხდა,ხუმრობენ?
-არა,არა არ ხუმრობენ ბექას ძალიან სეროზული სახე აქვს და თვალები დაწითლებული ნერვიულობისგან.
-რა მოხდა ასეთი გათენებას რომ არ დაელოდნენ.გიორგი ადგა და ისე საღამურებით შევიდა კაბინეტში ორივეს გადახდა და მარიამს უთხრა.
-ესენი მაინც გამმაფხიზლებენ,მაგრამ ყავა მაინც დამჭირდბა,ყველასთვის გააკეთე და შენც შემოდი. გიორგიც ისეთივე წყნარად იდგა როგორც ბექა და ანა და შემდეგ თქვა.
-რამე ისთი მითხარით,რომ მიზეზი სამართლიანი იყოს თქვენი აქ მოსვლის.
-სწრედ ესაა რომ არ ვიცით საიდან დავიწყო და როგორ გითხრა ჩემი სათქმლი,მაგრამ შენ სიმართლე უნდა გაიგო.
-რა სიმართლე,რა არის ასეთი თქმა რომ გიჭირს ბექა.
-გიორგი სანამ მთავარ სათქმელს გეტყვი,ერთ კითხვაზე უნდა მიპასუხო,მხოლოდ სიმართლე მინდა გავიგონო და სიმართლე კი შენს პასუხზეა.
-გიორგი ნუ გვიყურებ გაოცბული,გთხოვ სწორი პასუხი გვითხარი,რადგან შენს სწორ პასუხზეა დამოკიდებული ამ კითხვის სიმართლე.გიორგი ხან ანას უცქერდა და ხნამ ბექას და უკვე ხვდებოდა,ის რაც მათ ჰქონდათ სათქმლი ეს ძალიან პირადული იყო.
-ბექა უკვე მეეც ავნერვიულდი,რადგან ვხედავ მგონი მართლა სერიოზულ თემასთან გვიწევს საუბარი,ამიტომ არ გაბედო და არაფერი არ დამიმალო კომპანიას ეხება? გაფლაგვაა და იცით ვისგან ვკოტრდებით თუ პირადულია.
-პირადულია და ამიტომ მიჭირს პირდაპირ თქმა.
-უნდა მითხრა,რადგან აქამდე მოდი და დაიწყე ბოლოშიდაც გადი,გისმენ.ბექამ ჩაახველა,თავზე ხელი გადაისვა და დაიწყო.
-გიორგი ვიცით ყველამ რაც გადაიტანე,რა მძმე დღეები და წლები მოიტოვე უკან და ისიც კარგად ვიცი მთელი ეს წლები შენი გულის სიღრეში ვერავინ ვერ შეაღწია,ალბად გრძნობდი მარიამის დაბრუნებას,მაგრამ მამაკაცი ხარ და ბუნებრივია რომ გაივლიდი,დაფიქრდი კარგად,გახსოვს რამე განსაკუთრებული წუთები იმ დღეებში? გიორგი დაფიქრდა,მარიამს შეხედა და თქვა
-იყო ერთხლ,მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა და აღარ განმორებულა,მაგრამ მეც გამიკვრდა ეს როგორ დავუშვი.ის ქალი პირველად აქ შვამჩნიე საქართვლოში,ჩემი ტკივილი ჯერ კიდევ სულ ახალი იყო,იარებიდან სისხლი მდიოდა და მარიამის ტირილს ვერ ვიტანდი,ამიტომ თუ ვიყავი ჩაკეტილი ან თუ გავიდოდი და სადმე დავჯდებოდი რომ მისი ხმა არ გამეგონა.ერთ საღამოს ჩემთან ახლოს ქალი დავინახე ტიროდა და ვერც მისი ტირილი ავიტანე,ავდექი და სახლში წამოვედი,შემდეგ არ ვიცი როგორ და რანაირად,მაგრამ რამოდენიმე კვირაში საქართველოდან რომ წავედი ჩვენ ერთმანეთი დავინახეთ,ყურადღება არ მივაქციე,მაგრამ მეც რომ არ ვიცი როგორ ერთ დილით მასთან ერთად სასტუმროში გავიღვიძე,მახსოვს თქვენ გელაპარაკეთ იმ დღეს,მარიამი ტიროდა და მისმა ტირილმა ჩემზე ძალიან იმოქმედა,დავლიე იმ საღამოს,ჩემს თავს ვიტანჯავდი და ვტიროდი,არც მიცდია ცრემლი დამემალა.დილით გავიღვიძე თუ არა,მივხვდი რომ შეცდომა დავუშვი და წასვლისას წერლი დავუტოვე,რომ ეს აღარ განმეორდბოდა,სულ ეს იყო რაც ჩემი ძალიან პირადულია,ისიც რომ მარიამი არ იყო ჩემს გვერდით.ყველა ჩუმად იჯდა და მხოლოდ მათი სუნთქვის ხმა ისმოდა,გიორგიმ თავი ასწია და მარიამს შეხედა და გული საშინლად ეტკინა მის თვალებში სევდა რომ შენიშნა,დამნაშავედ იგრძნო თავი და თქვა.
-მაპატიე საყვარელო,ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა.
-საპატიებელი არაფერი გაქვს,მე არაფრს ვამბობ.მესმის და ვიცი შენ იმ პერიოდში ძალიან ცუდი მდგომარეობა გქონდა,მაგრამ არ შემძლია არ ავღიშნო როგორი ძალიან ვამაყობ შენნაირი ქმარი რომ მყავს,სხვა შენს ადგილზე ოჯახს შექმნიდა და შვილებს გააჩენდა და ჩემი ადგილი დღეს აქ შენს გვერდით არ იქნებოდა.მარიამს სხვა დედა არ მოუყვანე,იმ ერთი ღამისთვის როგორ მივცემ ჩემს თავს უფლებას გისაყვეურო და პანიკა შევქმნა.
-მოდი სათქმელი ბოლომდ დავასრულოთ,გიორგი როგრც შენ და მარიამს გყავთ საერთო შვილი მარიამი,იმ ღამეს,იმ ერთადერთხელ ღამის შემდეგ გაჩნდა მეორე შვილი გიორგი.
-რაააააააააა.ფეხზე წამოხტა გიორგი და ბექას უცქერდა გაოცებული.
-დამასრულებინე,რაც არ უნდა გაგიკვირდეს შენ შვილი გყავს იმ ერთხელ გავლით სახელად გიორგი და ის სულ მალე 25 წლის გახდება.
-ბექა რას ამბობ.
-ასეა ძმაო,აი ხომ გაინტრესებდა ჩვენი მოსვლის მიზეზი,სწორედ ამ სერიოზულმა თემამ მოგვიყვანა დღეს 7 საათზე შენთან.
-დარწმუნებული ხარ,რომ ის ჩემი შვილია?
-ისე ძალიან როგორც ვიცი,რომ მარიამი თქვენი საერთო შვილია.
-თქვენ,თქვენ ეს როგორ გაიგეთ.
-ჩვენ ის წუხელ გავიცანით და უფრო მტიც,ის ჩვენ ყვლას გვიცნობს შორიდან.
-გაიცანით,ელაპარაკეეთ,მან იცის რომ მე მისი მამა ვარ და ჩემამდე არ მოვიდა?
-იცის გიორგი,მან სიმართლე 18 წლის ასაკში გაიგო დედისგან.იცის რომ მისი მამა ხარ და არ მოვიდა შეგნებულად შენამდე იცი რატომ? მან არ იცოდა როგორ მიიღებდი,არ უნდოდა შნენი ოჯახური სიმყუდროვე დაერღვია შენთვის.არ ვიცი რა განათლბა მიიღო,მაგრამ უმაღლსი განალებითაა.
-ნახე სავიზიტო ბარათი ხომ მოგცა.ბექამ ხელი მოისვა შარვალზე,მაგრამ გულდაწყვეტილმა თქვა.
-საფულეში ჩავდე და სახლში დამიტოვბია სიჩქარეში საფულე.
-კარგი მერე ვნახავ,დედა? დედა არ გითხრათ ვინ არის?
-ვინ არის დედა,ამას ყველა ერთად გავიგებთ მაგრამ დედა მას ცოცხალი არ ჰყავს,ის 18 წლის ასაკში დაობლდა,მხოლოდ მოხუცი ბებია ყავს სახლში რომელიც დიდი მოლოდინით ელოდება ყოველ საღამოს მის დაბრუნებას.
-სად უნდა ვნახო,ან რგორ ვნახო,იცით სად ცხოვრობს?
-ის ჩვენს ზარს ელოდება,გიორგიმ დედის სიკვდილის შემდეგ ნახა მის ნივთებში ხელთ ნაწრი დღიური და იქედან გაიგო ძალიან ბევრი რამ დედას შესახებ და ისიც,თუ ვინ მიიყვანა იმ ზომამდე რომ ის სხვა მამაკაცთან დაწოლილიყო,ის არ კიცხავს დედაა და არც ეზიზღება. არა,პირიქით ის ამაყობს მისი დედით.
-რა ვქნა,ეს ისეთი მოულოდელი და დაუგეგმავი რამ არის არ ვიცი როგორ მოვიქცე,რა გავაკეთო,შენ რას მირჩევ მარიამ.
-გიორგი უნდა იმოქმედო,უმოქმედოდ ვერ გაჩერდბი ის თუ შენი შვილია.პირველ რიგში უნდა აღიარო შვილად და გვარი მისცე,მაგრამ ეს ჩემი აზრია,შენ რა გინდა ეს თავაად უნდა გითხრას შენმა გულმა,უნდა დამშვიდდე და ისე უნდა დაფიქრდე.გიორგი გაოგნებული დადიოდა,მარამს ეწყინა,მაგრამ მან ვერაფერი თქვა,რადგან იმ პერიოდში ის ხომ ყველასათვის მკვდრად ითვლებოდა.



№1  offline წევრი mia miako 15

ძალიან გამიხარდა რომ დავინახე შენი ისტორია.❤ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent