შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ყვავილების თაიგულით 4 (ეძღვნება 20 ივნისის ღამეს)


1-08-2019, 16:50
ავტორი გაზაფხული
ნანახია 945

20 ივნისი - ტრაგედიის წუთები:
ვიღაც უცხო ბიჭს მკლავში ხელგამოყრილი მივყავდი წინ. ნაბიჯებს ისე ვდგამდი ვერც კი ვიაზრებდი, თუმცა ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ პარლამენტს ვუახლობდებოდი. თვალებსა და ყურებში მხოლოდ ქაოსი იბეჭდებოდა. გინების, ყვირილის, ტკივილის ხმები ერთმანეთში ირეოდა და ერთიან ბურთს ჰქმნიდა. ბურთს, რომელსაც შეეძლო გაესრისე, გაენადგურებინე შიგნით, მთელს სხეულში დაგორავდა შავი, სისხლის გამხმარი ლაქებით დასვრილი ბურთი.
-სანდრო - გაუაზრებლად დავიწყე ამ სიტყვის წარმოთქმა და ყველა მხარეს ვაწყდებოდი, სადაც კი ხალხს დავინახავდი - სანდრო სად ხარ? - უკვე ხმამაღლა და შეშინებულმა წამოვიძახე და ერთ ადგილას თავში ხელებწაშინებული დავტრიალდი - სად ხარ, სადნრო, სად?
უეცრად ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. მანამდე არც კი ვიცოდი ეს რა იყო. მხოლოდ ტელევიზორში თუ მენახა და როდესაც ყველამ ცხვირზე აიფარა ხელი, მეც მაისურში ჩავრგე თავი ინსტიქტურად. ხალხი აქეთ-იქით დარბოდა და ერთმანეთს შველას სთხოვდა. ზოგი სპეცრაზმელების წინ იდგა და ხელებაწეული თხოვდა შეჩერებას.
შიშველი ხელები, რომლებიც ყველაზე სუფთა მომეჩვენა იმ წამს. ხელები, რომლებიც საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებდნენ. ხელები, რომლებიც შვილების დასაცავად აღმართულიყო. ხელები, რომლებსაც ერთმანეთს ჰკიდებნენ, რათა ხალხის ძალა ეჩვენებინათ. ხელები, რომლებიც წიხლებით ჩაქოლეს, გადაუარეს, გადათელეს, დააზიანეს, შვილები გამოსტაცეს. ხელები, რომლებსაც ტყვიები ესროლეს, მიწამდე ჩამოაწევინეს და ზედ ფეხებით შედგნენ.
სანდრო იქ უნდა მდგარიყო, შიშველი ხელებით ცამდე აპყრობილი. ვარსკვლავებს უნდა შესთამაშებოდა, უნდა ჩამოეტანა და ოცი ივნისის შემზარავი ღამე გაენათებინა, მაგრამ იქ არ იყო. მუხლებზე დაცემულ ხალხსაც შევავლე თვალი, ტყვიების ცეცხლში მოყოლილ ხალხსაც, მაგრამ არც იქ აღმოჩნდა.
უეცრად ძალიან დიდი ხმაური გავიგონე. გოგონების შეკივლება და ბიჭების გინება. მეც ინსტიქტურად იქეთ გავიხედე და ჩემ წინ სანდრო დავინახე. ასი მეტრი თუ გვაშორებდა ერთმანეთს. წამიერად ორივე გავშეშდით და ვერც კი მოვიფიქრეთ ერთმანეთისკენ გაქცევა, როდესაც საიდანღაც ტყვია გამოფრინდა და სანდროს პირდაპირ თვალში მოხვდა. სანდრომ იმხელაზე დაიღრიალა, რომ ყველა მასთან მიცვივდა. თვალი აღარ მაქვსო ყვიროდა და უეცრად, ერთიანად დაწყნარდა. ყველა მიმოიფანტა და მხოლოდ ორი ბიჭიღა დარჩა მის გვერდით. გავშეშდი, ვერა და ვერ გადავდი წინ ნაბიჯი, თითქოს მივიწებეო ასფალტს. შუა ტროტუარზე ვიდექი და სანდროს ვუყურებდი.
ჩაიკეცა, თუმცა საკუთარ თავში კიდევ მონახა ძალა და მე ზურგი მაქცია. მივხვდი, ამარიდა ეს ყველაფერი საკუთარი თვალით მენახა, თუმცა უკვე გვიანი იყო. მე ვხედავდი როგორ სტკიოდა, როგორ იტანჯებოდა ტკივილისგან და ვერ ვშველოდი. მეტიც, ახლოსაც კი ვერ მივდიოდი.
ღებინება ამიტყდა. არ ვიცი შიშის გამო თუ ამდენი სისხლის შემედვარე, მაგრამ სანდროს ვერც კი გავეკიდე. სწორედ ამ დროს დავინახე მომავალი რაზმი, რომელმაც საკუთარი ორი მოქალაქე, ის მოქალაქე, რომელიც უნდა დაეცვა წიხლებით გადათელეს და გადაუარეს. ვუყურებდი ამ ყველაფერს და თვალებს ვერ ვუჯერებდი. ფულის და ხელფასის გამო მათ გადათელეს, ფეხქვეშ გაიგდეს ორი აქციის მონაწილე, რომელიც იჯდა და მათ შეჩერებას ამ სახით აპირებდა.
გავიქეცი. არ შემეძლო ამ უსამართლობისთვის მეყურებინა. ყოველგვარ შოკს დაემატა სანდროზე ფიქრები და ერთ-ერთ სასწრაფოს მანქანას მივვარდი.
-ბიჭს თვალში ტყვია მოატყეს ცოტა ხნის წინ და სად გადაიყვანეს? - სასწრაფოს ექიმს ფორმაზე მოვქაჩე და სანამ ყურადღება არ მომაქცია ხელი არ გამიშვია - სად წაიყვანეს მეთქი - ძაღლადაც არ მაგდებდა ექიმი, რომელიც მეორე ექიმს რაღაცაზე ელაპარაკებოდა - სად წაიყვანეს მეთქი - ვეღარ მოვითმინე და ხელში მოვქაჩე.
-არ ვიცი, რას შემაწუხე, გოგო - ეს იყო პასუხი სასწრაფოს ექიმის, რომელიც აქციაზე დაშავებულ ადამიანს ფეხებზე იკიდებდა.
მეორე სასწრაფოს ბრიგადა მოშორებით იდგა და მეც იქეთ გავიქეცი.
-სად გადაიყვანეს სანდრო? - იმხელაზე ვიკივლე, რომ საკუთარი თავისგან გამიკვირდა.
-ვინ არის, შვილო, სანდრო? - ძალიან თავაზიანად და თბილად დაიწყო საუბარი ექიმმა.
-თვალი დაუზიანეს, თვალი, თვალი ... - ბევრჯერ გავიმეორე ეს სიტყვა და ვგრძნობდი როგორ მეცლეობდა ძალა მუხლებში და ერთიანად ჩავიკეცე.
-ააყენეთ ბიჭებო და მანქანაში შეიყვანეთ - სასწრაფოს ექიმი დახმარებას აქციის მონაწილეებს სთხოვდა.
-სანდროსთან წამიყვანეთ, გთხოვთ, სანდროსთან - ჩემთვის ვლუღლუღებდი და თან ექიმს ვებღაუჭებოდი.
-აშკარად ფსიქოლოგიური ტრამვაა, მიდი გაიგე სად გადაიყვაეს ის ბიჭი - უთხრა ექიმმა მძღოლს და სასწრაფოს სირენების ხმის თანხლებით გავეცალე რუსთაველის სისხლიან და უსამართლო გამზირს.

სანქ-პეტერბურგი. დღე პირველი
ოცდაათსაათანი მგზავრობა ხუთი საათით კიდევ გაიწელა და სანქ-პეტერგურგში ჩასულს ძილის გარდა არაფერისთვის ძალა არ მყოფნიდა. მაშინვე საშხაპეს და შემდეგ ლოგინს მივაშურე. ახალი ჩაძინებული ვიყავი, როდესაც ტელეფონის ხმამ შემოაღწია გაურკვეველ სიზმარში. მეც ინსტიქტურად გადავწიე ხელი ტელეფონისკენ და ლუკას მესიჯი დამხვდა.
„ჩახვედი, ელე? ძალიან ვღელავ შენზე.“
ძილი გამიტყდა და ლუკას იმ ამბის მოყოლა ვთხოვე, რის შესახებ თქმასაც ჩემი გამოძინების შემდეგ აპირებდა.
„რადგან არ იშლი მოგწერ, თუმცა მერჩივნა ჯერ კარგად გამოგეძინა და ძალები აღგედგინა.
მოკლედ, რამდენიმე საათის წინ დამირეკა გიორგიმ. ჯერ ვერ ვიცანი, ნომერი მე არ მქონდა და ხმაზეც არ მეცნო და მოკითხვის მერე მითხრა სანდროს ძმა ვარო. სანდროს უნდა შენი ნახვა და თუ დრო გაქვს გამოდი ისევ საავადმყოფოში ვართო. მე უკვე კიკეთში ვიყავი ბებიაჩემთან ასული, მაგრამ ვიცოდი შენთვის როგორი მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს საუბარი და ისევ ქალაქში ჩავბრუნდი. ეზოში გეგი დამხვდა და კარგი ნაცნობივით გადამკოცნა. სანდროს დედაც კარგად შემხვდა. შენზეც მკითხა როგორააო და რაღაცები რა. ნახვის საათები ათ წუთში იწყებოდა. ვიფიქირე, ჯერ დედამისი შევათქო, მაგრამ აშკარად ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდოდა ლაპარაკი, რადგან ოჯახის ყველა წევრმა მე დამითმო გზა.
პალატაში რომ შევედი ექიმიც იქ იყო. სანდრომ სკამზე მიმითითა და დაჯდომა მთხოვა.
-ლუკა, როგორ ხარ? - საუბარი მაშინვე წამოიწყო, როგორც კი ექიმი გავიდა - ცუდ დროს ხომ არ დაგირეკეს? იმედია საქმეებს არ მოცდი ჩემ გამო.
-არა, რას ამბობ. კი გამიკვირდა ჩემი ნახვა რომ გადაწყვიტე, მაგრამ ახლა აქ ვარ და გისმენ.
-პირველ რიგში ელენე როგორ არის? - ისე დარცხვენით იკითხა, შემეცოდა რაღაცნაირად.
-ვერ არის კარგად, ძმაო. წავიდა და ისევ უკან უნდა დაბრუნება, მაგრამ მე ვაძალებ ცოტა ხნით დაისვენოს და მოწყდეს რეალობას. ვეღარ გაიგო რა სჯობს და რა არა, მაგარ გაურკვევლობაშია.
-მთელი ეს დროა ვცდილობ ეგოისტური ფიქრები თავიდან ამოვიგდო და თავი ელენეს ადგილას წარმოვიდგინო. საშინლად რთულია, როდესაც იაზრებ, რომ შენმა საყვარელმა ქალმა სწორედ მაშინ დაგტოვა, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებოდა და არსებულ პრობლემას, რასაც უთვალობა ჰქვია, უელენეობა შეემატა. არ ვხუმრობ, მართლა უკანა პლანზეა ჩემი მხედველობის პრობლემები, რადგან ისეთ პრობლემას შევეჭიდე, რაზეც არც კი მიფიქრია, გონების ერთ პატარა ნაწილშიც კი არ დამიშვია ელენეს წავსლა და გაქრობა ჩემი ცხოვრებიდან.
-მე ვერ დაგაძალებ გაუგე და დაბრუნებული უკან მიიღეთქო. რთულია ვიცი, მაგრამ მისიც მესმის და მინდა, რომ შენც გააზრებულად იცოდე რას გაექცა ის.
-ის მე გამექცა - თავი ჩაღუნა და მისგან უჩვეულოდ მშვიდად და გულდაწყეტილად მითხრა - ის ულამაზესია, საოცრებაა, ჩემთვის მზის სადარი ქალია და რად უნდა ცალთვალა, ინვალიდი მეორე ნახევარი?!
-აი, სწორედ მანდ მივდივარ მე - სულ ტყუილად ვცდილობდი თურმე სწორი აზრის მიწოდებას, ელე - ეგ მიზეზია ის, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქრო. შენ ამით ელენეს სიყვარულში შეგაქვს ეჭვი. გასაგებია, რომ რთული გასააზრებელია, თუმცა მე გირჩევ თავად მას ელაპარაკო. ელენე თავად უკეთ გეტყვის რატომ წავიდა, რა მიზეზით გადადგა ეს ნაბიჯი და საერთოდ რატომ მოიქცა ასე.
-მიყვარს, ლუკა, სიგიჟემდე მიყვარს. - ერთი ამოიკვნსა და მუხლზე ხელი დამადო. ვიგრძენი, რომ გრძნობების გამოხატვა უნდოდა და მეც მის გვერდით დავდექი - იცი როგორ მაკლია? გულს და სულს აკლია, თვალს აკლია. ფიქრებში სულ მასთან ვარ და კოშმარია, როცა ჩემს ერთადერთ თვალს ვახელ და მას ვერ ვხედავ. ჩემ გამო ქუჩაში ასობით ადამიანია გამოსული, მე კი ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულს მივტირი. მინდა აქ იყოს, თავისი პატარა ხელი ჩამკიდოს და მითხრას, რომ ჩემთანაა. სწორედ მაშინ ვიქნები ყველაზე ძლიერი, სწორედ მაშინ დამიბრუნდება ყველანაირი ძალა და სურვილი გადარჩენის. მიყვარს, მიყვარს და ვერავისთან ვამბობ ამას. ყველას ჩემი ჯანმრთელობა აღელვებს, მე კი გულში მაქვს უდიდესი ბზარები. იმ საბედისწერო ღამეს არც კი მიფიქრია პროტესტი გამომეთქვა რამისთვის და ვინმესთვის, რადგან ჩემი გოგო უნდა მენახა. ყვავილებით ხელში ფრენა-ფრენით მივდიოდი მასთან, როდესაც დავინახე ეს ყველაფერი. გზად მოვხვდი და მაინც მე გამიმეტეს, მაინც მე მომარტყეს, მაინც მე ჩამქოლეს და თვალი არა, სიყვარული წამართვეს. ვის ვაპატიო ეს, პოლიციელს თუ ელენეს? გაჩერება და კითხვაც არ მინდოდა რა ხდებოდა. მცირე ინფორმაცია მეც მქონდა, თუმცა იქვე დავინახე ვიღაც გოგო, რომელსაც თავიდან სისხლი მოსდიოდა. ის რომ ელენე ყოფილიყო რა დამემართებოდა ხომ წარმოგდგენია? ის გოგოც ვიღაცის შვილი, და, მეგობარი და შეყვარებული იყო. ვიღაცის ნაწილი იყო, როგორ დამეტოვებინა ისე, რომ ხელიც არ წამეშველებინა?! ელენეს კი ტელეფონში ბოლო ხმაზე ვუყვიროდი იქ არ მოსულიყო. მოვკვდებოდი ელენე, რომ გამზირზე დამენახა, მაგრამ ვერ წავედი. ვერ გავაღწიე მისკენ. მივრბოდი და გზად ხალხს ვეხმარებოდი. მივხვდი, რომ ელენე სახლში არ წავიდოდა და ჩემკენ გამოიკვლევდა გზას, ამიტომ ყველგან მისი ძებნა დავიწყე. ვაიმე, ლუკა, ეს იყო ყველაზე დიდი კოშმარი ჩემი ცხორებისა. ელენეს ხმას ვერ ვაწვდენდი, სად წავსულიყავი, რომელ კუთხეს მივწყდომოდი არ ვიცოდი. გიჟივით დავდიოდი აქეთ-იქით და ამასობაში კიდევ უფრო უმატეს ტყვიებს და გაზს და აი, როდესაც უკვე დავინახე და გულს სიმშვიდე მოედო, სწორედ მაშინ, იმ წამს დაბნელდა ყველაფერი. სწორედ იმ დროს გაქრა ყველაფერი რაც კი მარცხნივ იყო. მხოლოდ ელენეს ვუყურებდი და არ მინდოდა მას ასეთი ვენახე. არ მინდოდა მასაც სტკენოდა. სასწრაფოდ ვაქციე ზურგი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ჩემივე ყვირილი ყურებში ზარივით ჩამესმოდა და მყინავდა. ლუკა, ნეტა იცოდე რამდენად არ მინდოდა ეს ყველაფერი ელენეს ენახა. ყველაზე ცუდ კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ამ ყველაფერს. ახლა კი ეს რეალობაა და ყოველ წამს მახსენდება. კიდევ იცი რა მახსენდება? მთაწმინდაზე ვიყავით რაღაც კონცერტზე. ის კი პეპელასავით ცეკვავდა. ათობით ბიჭში მარტო მე მეფლირტავებოდა და ყველაზე დიდ საჩუქარს, ღიმილს მჩუქნიდა. სწორედ ამ დროს ავიტაცე ხელში და დავაბზრიალე. კისკისით აიკლო იქაურობა. ყველა ჩვენ გვიყურებდა, ელენე კი კისკისებდა და კისკიდებდა. მაშინ ყველაზე ბედნიერ მამაკაცად მივიჩნიე თავი. მაშინ ყველაზე ღირებული გვერდით მყავდა. ახლა კი ვზივარ ამ ოთხ კედელში და დაბნელებულ რეალობას მარტოობაც ემატება. ნეტა ოდესმე თუ დავინახავ იმ სამყაროს, რასაც სულაც არ სჭირდება ორი თვალი.
სიტყვები გამიქრა, ელენე. რაღა უნდა მეთქვა და როგორ გამემხნევებინა ის. ვიჯექი ჩემთვის და ცრემლები თავისით მომდიოდა. კაცისთვის კი შეუფერებელია ტირილიო ამბობენ. მე კი ვერ ვიკავებდი თავს და თვალები ყოველ წამს უფრო მისველდებოდა. გემუდარები, დაურეკე როგორც კი ამას შეძლებ. მიყვარხარ და გკოცნი.“
ჩემი გრძნობების აღწერას ნამდვილად არ დავიწყებ. ალბათ ყველასთვის გასაგებია რა ვიგრძენი ლუკას მესიჯის წაკითხვისას და ბრძნოლა იმ მომნტიდან გადავწყვიტე. ბრძოლა სიყვარულისთვის და სამართლიანობისთვის.
სიმამაცე სადღაც ბნელი კუნჭულიდან გამოვარდა და მთელი სხეული წამებში დაიარა. ვგრძნობდი ამ მუხტის გადაადგილებას და ყოველი მცირე ძალის მომატებასაც კი. გული უფრო გამბედავად და ძლიერად ურყამდა და მახსენებდა, რომ ცოცხალი ვარ, რომ ღირს ბრძოლა, ბრძოლა წესების გარეშე. მაშინვე მოვიმარჯვე ლეპტოპი და სანდროს სასაუბროს ფანჯარა გავხსენი, თუმცა გავიყინე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent