შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.მესამე ნაწილი 9 თავი.


8-08-2019, 03:31
ავტორი zia-maria
ნანახია 3 158

ყველაფრის ტკივილი ძალზედ აუტანელია,მაგრამ სულის ტკივილი ყველაზე რთული ტკივილია,რთული და გაუსაძლისი ტკივილია რომ ვერ უმკლავდები.გულ-მკეერდის არეში ქრონიკულად რომ იღებს ტკივილს და გაუსაძლისია ყოფა.იმდნად აუტანლი გახდა ტკივილი,რომ სულ ძაგძაგებდა და უნდოდა მთელი ხმით ებღავლა რომ დაგროვილი ბოღმა გარეთ გამოედევნა.სულიერი სიმშვიდე დაერღვა,მაგრამ თავს იკავებდა.მანქანა მისთვის უცნობ ადგილზე გაჩერდა,მძღოლმა მხოლოდ მაშინ შეხედა ანასტასიას და უთხრა.
-გადმოდი.ანასტასია ფეხათრევით გაყვა მძღოლს და 30 წლამდე მამაკაცს თვალცრემლიანმა შეხედა.
-ასე როგორ გამიმწარე სიცოცხლე,ნეტავ ჩემი ძმა შენ არ იყო და არ დაგხმარებოდი.პაატამ თავი დახარა და დას თვალებში ვეღარ შეხედა,ანასტასიამ კი ტირილისგან აკანკალებული შევიდა ოთახში.
-პასუხს შენ მოგთხოვ თუ დარტყმისგან სხეულს დაუზიანებ,მან საღამოს სცენაზე უნდა იცეკვოს.მოესმა ხმა ანასტასიას და კარიც მიიხურა,მაგრამ ოთახში ერთიანად შეღებილი ქალბატონი დახვდა და უთხრა.
-ტირილის დრო არ არის,მალე სცენაზე უნდა იცეკვო და ჩაიცვვი.
-არ მინდა იქ გასვლა.თქვა და ხმით ატირდა.
-სულელო რა გატირებს,აქ ხომ ფულს,უამრავ ფულს შოულობ.ასეთი სხეულის პატრონი მე შენს ადგილზე უამრავ ფულიან მამაკაცს დავაბავ.ანასტასიამ კალთაში ჩაუდო შეღებილს თავი და უთხრა.
-მიშველე,გთხოვ აქედან გამიყვანე.
-ადექი დღეს მათ დაუჯერე,ნდობა მოიპოვე მათი შვილო და აქედანაც დააღწევ თავს.
-ვერ დავაღწევ,მათ ვერასოდეს ვერ დავაღწევ თავს.
-ვხედავ რომ ძალის გამოყენებით მოგიყვანეს,გპირდები აქედან გასვლაში მე დაგეხმარები,მაგრამ დღეს უნდა იცეკვო შვილო.
-მეტი რომ მომთხოვონ?
-მე ვარ აქ,მე დაგიცავ.ანასტასია სწორედ ისე მოიქცა,როგორც შეღებილმა დაარიგა,მთელი ღამე ცეკვავდა,ცეკვავდა დაღლამდე გაუჩერებლად და ძმას თვალებში უცქერდა, ძმა რომელიც თვალს ვერ უსწორებდა.რამოდენიმე საათის შემდეგ სწორედ ძმის თვალებში ამოიკითხა თხოვნა რომ საკმარისი იყო ცეკვა და უნდა დაესრულებინა,მაგრამ მამაკაცები ხარბად უცქერდნენ ანასტასიას როცა მან მხოლოდ ტრუსით დარჩა სცენაზე,ყველა ფეხზე დადგა და უამრავ ფულკს იხდიდნენ ანასტასია არ წასულიყო.უფრო მეტიც, უნდოდათ დრო გაეტარებინათ მასთან.როგორც იქნა დაასრულა და ოფლით სველმა დატოვა სცენა,ოთახში შევიდა და წყალი გადაივლო,მაგრამ რამდენიმე საათში კარზე ძლიერი ბრახუნი ატყდა და შიშისაგან მოიკეცა.
-გოგონას ვერავინ ვერ შეაწუხებს.გაიგონა შეღებილის ხმა და შიში გაუქრა.
-სხვა არ ვიცი,არც მაინტერესებს სხვა და მე შევაწუხებ.
-ვამბობ მეორედ,გოგონას ვერ შეაწუხებ.
-რატომ,შენ დამიშლი?
-ორჯერ ვთქვი და მესამედ არ გავიმეორებ.მამაკაცმა უკან დაიხია და კარებს ორივე ხელი დასცხო.
-ვიცი აქ ხარ,გამოდი თორემ კარს შემოვამტვრევ.
-ქართული არ გესმის შვილო?შენ რითინ ხარ სხვაზე განსხვავებული იქ რომ შეგიშვა.შეღებილმა გაბრაზებულმა და წარბებ აწეულმა შეხედა უცნობს,მაგრამ გაოცებული დარჩა როცა გულზე ხელი მიადო მამაკაცმა და კარებს მოაშორა,შეღებილმა დაინახა კარებს მიღმა ანასტასიას გაოცებული თვალები და უთხრა.
-ვერ შევასრულე პირობა,მაპატიე შვილო.მაგრამ ვერაფერი ვერ გაიგო რა მოხდა,გაოცებული უცქერდა ჯერ ანასტასიას და შემდეგ უცნობ მამაკაცს.
-გიორგი? აქ როგორ მომაგენი.
-გგონია ძნელი იყო?
-წადი,გთხოვ წადი აქ არ დაგინახონ.
-ჯერ ამიხსენი,მაგრამ ახსნა ისეთი უნდა იყოს რომ დავიჯერო.
-სიმართლე რომ გაიგო წახვალ და აღარ მოხვალ?
-შენ შეეცადე სიმართლე მითხრა,აქედან წასვლა და აღარ მოსვლა ეს ჩემი გადასაწყვეტია.
-ეს ყველაფერი,შენი გაცნობა,შენს სახლში მოხვედრა ყველაფერი ერთი ადამიანის დაგეგმილი გეგმა იყო.წადი მამაშენი და მისი კომპანია გადაარჩინე.ყველაფერი შეიცვალა,მე წავედი მაგრამ შორს ვერ გავასწარი, განრისხებულებმა ასე დამსაჯეს აქ მომიყვანეს და როგორც ხედავ არ შემიძლია თავი დავაღწიო მათ მრისხანებას,მაგრამ ვეცდები გავიდე და შორს,ძალიან შორს წავიდე აქედან,ისე შორს რომ ვეღარავინ ვეღარ მომაგნოს ვერც ჩემმა საკუთარმას ძმამ.
-სიმართლეს ამბობ,შევძლო რომ დაგიჯერო?
-სიმართლეს ვამბობ,მე ყველაფერი შენს მეგობარს ველაპარაკე.
-ვიცი მან მითხრა რაც უთხარი.
-წერილი,წერილიც მოგცა?
-არა,წერილი არ მინახავს.
-მე იმ წერილში ყველაფერი სიმართლე დავწერე,რასაც ვგრძნობდი და რისი ან ვისი მეშინოდა.
-გავარკვევ,მაგრამ დამიჯერე აქ არ დაგტოვებ.გიორგი წავიდა,შეღებილ ქალბატონს მხარზე ხელი დაადო და ოთახი დატოვა.იდგა და გაოცებული უცქერდა ანასტასიას შემდეგ კი უთხრა.
-ეს,ეს,ეს მამაკაცი ვინ იყო.ანასტასიას გაეღიმა და შეღებილიც მიხვდა.
-გასაგებია,მაგრამ დარწმუნებულიო ვარ ის აქ არ დაგტოვებს.რამდენიმე დღე გარეთ არ გასულა და ერთ დღეს ითხოვა გასვლა რადგან თავის თავისთვის შოპინგი მოეწყო,უეცრად იმ სასტუმროსთღან აღმოჩნდა სადაც ზურაბი გაიცნო და გადაწყვიტა ის ენახა.
-შეიძლება ბატონი ზურაბის ნახვა?
-შეგიძლიათ,მაგრამ შევეკითხები.გოგონა ადგა და ფრთხილად მიაკაკუნა კარზე.
-ბატონო ზურაბ თქვენი ნახვა სურთ.
-ვინ არის,შემოუშვი.გოგონამ კარი გააღო და ანასტასიას გზა დაუითმო,ზურაბი არ ელოდა ანასტასიას ნახვას და გაოცებულმა შეხედა.
-გამარჯობათ.
-გამარჯობა ანასტასია,შენ გუშინ.........
-ვერ მოვასწარი წასვლა მომაგნეს,აქ მადლობის სათქმელად მოვედი და ვალიც მოგიტანეთ,არ მინდა თქვენთან ვალში ვიყო,ეს თქვენია.ანასტასიამ ფული მაგიდაზე დადო და ზურაბს შეხედა.
-კარგი გასაგებია,კიდევ გინდა რამე?
-კი მინდა,მინდა ის რაც ჩემია და ვალდებული ხართ უკან დამიბრუნოთ.
-ვერ გავიგე,რა უნდა დაგიბრუნოთ უკან.
-წერილი,რომელიც გიორგისთვის დავწერე,მაგრამ მისთვის არ მიგიციათ.ზურაბი ფეხზე წამოდგა და ანასტასიას წინ დადგა.
-წერილი აღარ არის და ვფიქრობ ეს თამაში დროა დაასრულო.
-არ მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ,მხოლოდ მე ვიცი როგორ ვეწამე აქამდე მოვსულიყავი.მე თქვენ გული გადაგიშალეთ და გენდეთ,თქვერნ კი რა გააკეთეთ ნდობა ნაგავში მოისროლეთ.თქვენ ვერ გაიგებთ მე რა დავწერე და როგორ დავწერე ის წერილი,იქ დაწერილი თითოეული სიტყვა ჩემი გულივით იწვის და ფეთქავს,ახლა კი მინდა დამიბრუნოთ უკან თქვენთვის ერთი უბრალო ქაღალდის ნაგლეჯი,ჩემთვის კი ჩემი სამყარო.
-წერილი აღარ არსებობს, მე ის გავანადგურე ისე რომ არც წამიკითხია.
-გაანადგურეთ,რატომ?
-ჩავთვალე რომ ასე იყო საჭირო.
-გიორგი თქვენ მეგობარს გიწოდებთ,მას ჰგონია მისი მეგობარი ხართ უფროსი მეგობარი,მაგრამ ძალიან სცდება, თქვენ არ იცით რა არის მეგობრობა.თქვენ მას თავს აჩვენებთ რომ მასზე ზრუნავთ,მაგრამ ყველაფერი ნათელია თქვენ მისი გშურთ.გშურთ მისი წარმატებების და გშურთ მისი ყველაფერი.თქვენ ის წერილიც შეგშურდათ და არ გინდოდათ წაეკითხა გიორგის მაგრამ და ამიტომ არ მიეცით,იქ მე ჩემს სიმართლეს ვწერდი თუ როგორ მოვედი აქამდე,ვფიქრობ უნდა წაგეკითხათ ვინ იცის იქნებ ჩემი განვლლილი გზაც შეგშურებოდათ.ანასტასია წავიდა,მაგრამ ზურაბი გაშეშებული იდგა და ანასტასიას წასვლის შემდეგ ვერ შეძლო გონებიდან ამოეგდო მისი შეშინებული და ცრემლით სავსე თვალები.წავიდა ანასტასია გავიდა რამდენიმე კვირა და მისი არსებობა დავიწყებას მიეცა და ყველა ჩაწყნარდა,რამდენიმე თვეში ყველა მოდუნდა,რადგან ეგონათ ყველა საშიშროებამ გაიარა.
როგორც იქნა მშვიდი დილა გათენდა გოგაბერიშვილების ოჯახში,მარიამის ოთახიდან პატარა რუსოს ტირილმა გააღვიძა ყველა,მოშივებოდა ჭამის მინისტრს და გიორგი დაფეთებული შევიდა მათ საძინებელში.
-რატომ ტირის,რატომ ანერვიულებ ბავშვს მარიამ.
-ერთი საათიც არ გასულა რაც ვაჭაწმე და ისევ ითხოვს.
-მერე? არ გვაქვს საჭმელი ვაჭამოთ?
-ორი საათი კიდევ უნდა დაელოდოს და ვაჭმევ.
-რააა,კიდევ ორი საათი ასე უნდა იტიროს?
-ვერ ვაჭმევ მამა გაღორდება ბავშვი.
-მარიამ შენთვის საჭმელი რომ არ მოგვეცა შენ გაიზრდებოდი?
-მამა............
-რა მამა გოგო ბავშვი გააჩუმე ახლავეს.დაბლა ჩავიდა გაბრაზებულმა და რუსო გაზეთს ათვალიერებდა,მარიამი კი რაღაცას დიდი დაკვირვებით ანგარიშობდა,დააინტერესდა და მასთან მივიდა.
-რას ანგარიშობ საყვარელო?
-ვფიქრობ ჩემი ხელფასით გადასახადები დავფარო და ცოტა მაინც შეგიმსუბუქო მდგომარეობა,ახლა ხომ მეც მოსამსახურე ვარ.გიორგის ჩაეცინა,მაგრამ სერიოზული სახე მიიღო და უთხრა.
-თუ გინდა გადასახადები გავიყოთ და ნახევარ-ნახევარი გადავიხადოთ.
-არა,ეს მე უნდა გავაკეთო.
-კარგი როგორც გინდა,არ შეგედავები,როგორც შენ გინდა,მაგრამ ხელფასის აღებამდე იქნებ მეც მათხოვო რასაც შეძლებ.მარიამმა გიორგის შეხედა და გაბრაზებულმა უთხრა.
-გიორგი მეხუმრები ხომ?
-არა,დღეს უფულოდ ვარ და რამდენს მომცემ.
-სერიოზულად ამბობ?
-თუ გინდა ჯიბეები ნახე,არ მაქვს დღეს ფული.გიორგიმ იცოდა,რომ მარიამი მის ჯიბეებს არ ნახავდა.
-ბენზინი გაქვს?
-ესაა პრობლემა,რომ ბენზინიც არ მაქვს.
-ოხ,აიღე 50 ლარი.
-კარგი საყვარელო,კიდევ კარგი რომ დამეხმარე დედას ფულს ვერ ვთხოვდი.აიღო 50 ლარი მარიამს აკოცა და ოთახში ავიდა,მარიამის მიცემული ფული სათუთად შეინახა საფულეში,ჩაიცვა და სახლიდან გავიდა,მანქანაში ჩაჯდა თუ არა გულიანად გაეცინა,მაგრამ უეცრად გაჩუმდა ეზოში გოგი რომ შემოვიდა ქრიზანთელების თაიგულით,ჯერ ეზო დაზვერა და შემდეგ სახლში შევიდა.რუსომ სათვალე გაიკეთა და ისე შეხედა უკვე მოხუცებულ ქმარს და უთხრა.
-გიორგი წავიდა დაავიწყდა თქმა რამე დღესასწაული გვაქვს და უნდა მოვემზადოთ?
-ყვავილები რომ მოგართვა,მხოლოდ და მხოლოდ დღესასწაული უნდა იყოს?
-არ ვიცი,გამიკვირდა რადგან აღარც კი მახსოვს როდის მომართვი ბოლოს ყვავილები.გოგიმ შხედა რუსოს და სევდიანად უთხრა.
-დაგავიწყდა ეს პერიოდი?
-აააა,გამახსენდა ქრიზანთელების პერიოდია არ დაგვიწყებია საყვარელო,მადლობა.
-შენ კი დაგვიწყებია როდის მომქონდა შენთვის ყვავილები.
-არა,არ დამვიწყებია მე ის მახარებს რომ ჯერ კიდევ გახსოვს.სეზონის მიხედვით მოგქონდა ყვავილები,ეს როგორ დავივიწყო.
-მამა? ვზეიმობთ რამეს? შეეკითხა მარიამმა გოგის და რუსოს თვალი ჩაუკრა.
-არა,ერთი პატარა ბიჭი ყიდდა და სევდიანი სახე ჰქონდა,შემეცოდა მისი ასაკის ბავშვებს ამ დროს ჯერ კიდევ სძინავთ,ის კი ქუჩაში იდგას და ვერ ჩავუარე გულგრილად გვერდი,ერთი შეკვრა ვიყიდე,თან ჩემი მოხუციც გავახარე.
-მადლობა ჩემო ქმარო,მაგრამ შენ რაღაც გააფუჭე და ყვავილებიც იმიტომ მიყიდე?
-რუსო ეს როგორი თქმაა,უკვე ვნანობ რომ ვიყიდე და მოგიტანე თაიგული.გაბრაზდა გოგი და რუსოს გაეცინა.
-ჩემი ბუზღუნა მოხუცი,დაიბანე ხელები და ისაუზმე.
-შენ?
-მე არ მინდა.გოგიმ გაკვირვცებუილმა გააყოლა თვალი მიმავალ რუსოს და მხრები აიჩეჩა ეს პირველი შემთხვევბა იყო რუსომ რომ არ ისაუზმა გოგისთან ერთად,ცოტა ხანში შეხედა ჩაცმული და გამოწყობილი.
-სად მიდიხარ რუსო.
-გუშინ უცნაური ზარი შემოვიდა ჩემს ტყელეფონში.
-მერე?
-მერე მეც ვუპასუხე და შეხვედრაზე დავთანხმდი.
-ვინ დაგირეკა,ვინ იყო ან ვის დაპირდი შეხვედრას,უცხოს უნდა შეხვდე? აღელდა გოგი.
-გოგი,გოგი ნუ ნერვიულობ რადგან დაბერდი გგონია გღალატობ? მისი ჩვეული გულიანი სიცილით გაიცინა რუსომ.
-სად მიდიხარ აღარ იტყვი?
-არ დაუჯერო ბაბუ, ამ სიბერეში შენ რომ აღარ შეგიძლია გადაწყვიტა გიღალატოს.
-მარიამ................
-რა მარიამ,იცოდე ქალბატონო რუსუდან არასოდეს გაპატიებ თუ ბაბუს გულს ატკენ.
-დედა გახდი,მაგრამ შენ მაინც არ დასერიოზულდი.შენ კიდევ ცალი ფეხი აქ რომ გაქვს და ცალი ფეხი იქ ზემოთ მაღლა,მალე მოვალ მარინასთან მივდივარ.გოგიმ საუზმე მიატოვა და გაბრაზებულმა თავის სავარძელში ჩაჯდა და გაზეთების კითხვა დაიწყო,რუსოს კი ჩუმად გააყოლა თვალი.მოვიდა შუადღე და რუსო არ ჩანს,ნელა-ნელა სახლი შეივსო სამსახურიდან დაბრუნებული ოჯახის წევრებით,რუსო კი ისევ არ ჩანს.როგორც იქნა კარი გაიღო და რუსო შემოვიდა.
-წავედი სავარძელში დამჯდარი დაგტოვე და ისევ ამ სავარძელში დამხვდი ადამიანო?
-მოაგენი სახლის გზას?
-მე სახლი მოვაგენი,მაგრამ შენ ადექი და მუხლი გამართე დილიდან დაღამებამდე ერთ ადგილზე ზიხარ, დაიღლებოდი.გოგიმ გიორგის შეხედა და უთხრა.
-დედაშენი ცუდ ხასიათზე დაბრუნდა, უკეთესია არ გამოვყვე წავიდე და დავწვე.
-სიყვარულით გსასყვედურობს მამა განა გეჩხუბება?
-სიყვარულით? დამავიწყდა ბოლოს როდის მითხრა ეს სიტყვა.ჩაილაპარაკა რუსომ და გოგის გაასწრო წინ.გიორგიმ სიყვარულით გააყოლა თვალი მშობლებს და მარიამს უთხრა.
-დამიბერდა მშობლები მარიამ მაგრამ მათი ეს ძლიერი სიყვარული არ დაბერდება.მარიამმა არ უპასუხა და გიორგიმ გაოცებულმა შეხედა.
-რა მოგივიდა,რამე გჭირს?
-.................
-მარიამ რა დაგემართა.
-რააააა?
-რაზე ფიქრობ,რამე გჭირს და არ მიმხელ?
-გიორგი რაღაც მინდა გითხრა.
-გისმენ საყვარელო, მითხარი.
-დღეს ჩემმა უფროსმა.................
-რას შენმა უფროსმა,რა გაგიბედა რამე გკადრა? ახლავეს წავალ და პასუხს მოვთხოვ,მაგრამ ჯერ ბექას დავურეკო.
-გაგიჟდი? დამასრულებინე ჯერ რისი თქმა მინდა.გიორგი ცოტა დამშვიდდა და მარიამს შეხედა.
-დღეს დამოუკიდებლად გავაკეთე ორი ოპერაცია და უფროსმაც შემაქო,პრაქტიკაზე მოსულ სტუდენტებს თავად მიხედეო.
-მხოლოდ ეს?
-მხოლოდ ეს? დიახ მხოლოდ ეს და ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა.
-გეთანხმები საპასუხისმგებლოა,მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ შეძლებ?
-ცხოვრებაში ურისკოდ არაფერრი არ ხდება გიორგი და გადავწყვიტე მეც რისკზე წავიდე.
-როგორც უკეთესად ჩათვლი ისე გააკეთე.მარიამი კიბეზე იდგა და წყნარად მოსაუბრე მშობლებს ეშმაკურად გადახედა,ანდრეამ ნელა შეეხო და უთხრა.
-რას უცქერი,რა ჩაიფიქრე არ მომწონს ასე რომ იცინი მარიამ.
-თუ არ დამეხმარები მოგიწევს იატაკზე დაიძინო.
-კარგი რა გავაკეთო,გინდა დაურეკო ყველას?
-დიდი ხანია არაფერი სიგიჟე არ ჩამიდენია ანდრეა.ტელეფონი აიღო და ბექას დაურეკა.
-მარიამ? რა მოხდა, უკვე ვწვებოდი.
-რა დროს დაწოლაა,ლუკა წამოიყვანე და წამოდი.
-რატომ, რა მოხდა.
-ერთი ვინმე უმნდა ვცემოთ.
-რააა? მე და ლუკამ? ან რატომ უნდა ვცემოთ,შენ გაგიჟდი?
-არა,სიმართლეს გეუბნები.
-მარიამ მშობიარობის პრობლემებმა ახლა იჩინა თავი?
-დროზე გამოდი,მამამ არაფერი არ გითხრა ნაცემი მოვიდა ვიღაც დახვდა გზაში.
-რააააააააა? იყვირა ბექამ და ლუკაც მის ოთახში გაჩნდა.
-რა მოხდა მამა.
-ჩაიცვი გავდივართ და დაურეკე ალიკას და ვახოს.ლუკამ დაურეკა გელას,ალექსანდრეს,ალიკას და ვახოს და გიორგი უკვე წვებოდა,რომ ყველამ ერთად შეშინებულები შევიდნენ სახლში.ლუკას უმცროსი გიორგისთვის დაურეკია და ისიც შეშინებული მოვიდა და გაოცებული იდგა თვით გაოცებული უფროსი გიორგის წინ.
-მამა კარგად ვხარ? გიორგის გული აუფრიალდა,ჩაახველა მხარზე ხელი დაადო შვილს და სხვებსაც გადახედა.
-რა მოხდა ასე ერთიანად რომ მოდოით და ყველას თვალებში შიშის რატომ ვხედავ,რამ შეგაშინათ.ლუკამ მიხვდა ვინ ააფორიაქა ისინი,ვინ იყო მათი შეშინების მიზეზი და თქვა.
-მარიამის მორიგმა ტყუილმა მოგვიყვანა ძია აქ.შემდეგ კიბეზე მდგარ მარიამს შეხედა მან კი ხელი დაუქნია იქედან და თქვა.
-დიდი ხანია ასეთები არ მინახიხართ და მომენატრეთ ჩემებოოოოო.
-გოგო გათხოვდი ვერ დასერიოზულდი,დედა გახდი და მაინც ისეთი სულელი ხარ,
რომ დაგჭირდეს დახმარება არ უნდა დაგიჯეროთ?
-ჩემი ბუზღუნა ნახეთ როგორ დუდღუნებს,რას ჯავრობ ძმაო ღამე რომ გაგიცდა? ნუ ჯავრობ პატარა უკვე ადგილზეა და ნელა ნელა მოვა ჩვენამდეც.
-გიორგის გაეცინა,მაგრამ მარიამს გაბრაზებულმა შეხედა.
-მარიამ..............
-მამა გახსოვს ბოლოს ასეთები როდის ნახე ესენი,უჰ რა ლომები მყავხართ,როგორ ვამაყობ თქვენით.თქვა და გულიანად გადაიკისკისა.გიორგიც და სხვებიც იცინოდნენ და გიორგიმ ისევ ახედა მარიამს.
-ოხ მარიამ,ოხ მარიამ როდის უნდა დასერიოზულდე შვილო,როდის.
-წყნარად იყავით ბავშვი არ გამიღვიძოთ.
-კიდევაც რომ ბედავს და გვაჩუმებს ეს ეშმაკის მოციქული.თქვა ვახომ და სხვებსაც გადახედა,ბექამ უკვე დაწყნარებულ უმცროს გიორგის შეხედა და უთხრა.
-შენსკენ რა ხდება ჩაწყნარდა ყველაფერი ხომ?
-მეც არ ვიცი რა ხდება,იტალიაში წავიდაო ზურაბიმ მითხრა და გუშინ ბორდელში ვნახე,იქ ცეკვავდა.მოვახერხე და ვნახე დაველაპარაკე,მაგრამ შევატყვე რომ ეშინია,თავადაც მითხრა სასწრაფოდ დამეტოვებინა ის ადგილი,მე გავჯიუტდი სიმართლე მითხარითქო და მითხრა.წადი მიხედე შენს თავს და მამაშენსო.
-მამაშენს მიხედეო,გიორგი აქ რა შუაშია.
-არ ვიცი,მხოლოდ რამდენიმე წუთით ვისაუბრეთ და მითხრა,რომ ჩემს ხელთ აღარაა ჩემი სიცოცხლე,დაიმახსოვრე სიმართლეს გეუბნები დაგეგმილია ეს ყველაფერი და თქვენი განადგურება უნდათ გთხოვ მამაშენი მარტო არ დატოვო,მისი განადგურება უნდათ,სულ მის სიახლოვეს იყავი.
-ვიღაცას არ უნდა გამოჩნდეს და ახლა დავრწმუნდიო ამ გოგოს მეშვეობით უნდა რომ გაიგოს სად ვართ და რას ვაკეთებთ.
-გიორგი ვფიქრობ ეს გოგო უნდა დავიხსნათ იქედან.
-როგორ მამა,მეც ვფიქრობ მაგრამ როგორ დავიხსნით იქ ბორდელია და ყველა კუთხეში დაცვა ყავთ.
-ბებერო მიიწი მეც მინდა დავწვე ნორმალურად.
-დღეს ისე გასუქდი ვეღარ ეტევი თუ იყავი მსუქანი და მე ვერ გამჩნევდი.
-რა ხდება გოგი ყვირის? ბექამ შეხედა გიორგის და ორივემ სულმოუთქმელად აიარა კიბეები და მშობლების საძინებლის კარი დაუკაკუნმებლად შეაღო.
-რა მოგივიდა მა.....................შეხედა გაბრაზებულ რუსოს რომელიც დოინჯებ შემოწყობილი იდგა საწოლთან,ხმა ჩაიწმინდა გიორგიმ და ამჯერად რუსოს შეეკითხა.
-რა მოხდა დედა,რა გაყვირებთ.
-დედაშენი ვერ ეტევა საწოლზე.
-დღემდე თუ ეტეოდით,დღეს რა გჭირთ.
-დღეს ბოღმისაგან გასიებული დაბრუნდა სახლში.
-გოგი.იყვირა რუსომ და გოგის შეხედა.
-რუსო. გოგიმაც შეხედა რუსოს გაბრაზებულმა.
-გრცხვენოდეთ 16-17 წლის შეყვარებულებივით იქცევით და კამათობთ.მთელი ცხოვრება ერთმანეთის გვერდიგვერდ გძინავთ და ხმა არ აგიწევიათ ერთმანეთისთვის.
-ხედავ რა გააკეთე? ჩემი შვილი გააბრაზე ბებერო.
-ის ჩემი შვილია,მალე გადაუვლის წყენა.ჩაილაპარაკა გოგიმ და გვერდი იბრუნა.როგორ უნდოდა გიორგის მისულიყო და ორივე ჩაეკოცნა,მაგრამ ვითომ გაბრაზებულმა გავიდა ოთახიდან და პირზე ხელი მიიფარა.რომ მათი სიცილის ხმა არ გაეგონათ.მარიამმა შეხედა ორივეს და უთხრა.
-ზოგი თვლის რომ ბედნიერებისათვის უამრავი ფულია საჭირო,მაგრამ ამ სახლში სწორედ ამ მოხუცების ბუზღუნი მაბედნიერებს.მათი სიყვარული ხომ წლებს ითვლის და ისე უყვართ დღემდე ერთმანეთი თითქწოს არასოდეს ტკენიათ,არასოდეს უტირიათ.ერთმანეთის წინ გაუთეთრდათ თმები,სახეზე ღარები გაუჩნდათ,მაგრამ ის რაც მათთვის უმთავრესია,არასოდეს არ იცვლებიან.იცით რატომ? იმიტომ რომ მათი სიყვარული არასოდეს,არასოდეს არ წაიშლება და ჩვენ მაგალითად გვექნება.გიორგიმ სიყვარულით შეხედა მშობლების საძინებლის კარს და მეგობრებს შეუერთდა.
-რას ვაკეთებთ,როგორ დავიხსნათ ტასო იმ ბორდელიდან.იკითხა ლუკამ.
-რამერს მოვიფიქრებთ,იქნებ შევძლოთ გავიგოთ ვინ არიან,რა უნდათ შენგან გიორგი ან ასე ჩუმად რატომ გვებრძვიან,ვფიქრობ რაღაცას,მაგრამ არ ვიცი რამდენად სწორია ჩემი ფიქრი.
-თქვი,ვინმეზე გაქვს ეჭვი?
-ვფიქრობ შენი ძველი მეგობრები ხომ არ იქნებიან,ლონდონში.
-არ ვიცი,მაგრამ გიორგი შვილო მე არასოდეს არ ჩავერევი შენს პირადულ ცხოვრებაში,მაგრამ აქ ჩუმად გვებრძვიან მეც და შენც.
-მე არა,მამა შენ გებრძვიან,მე არ იციან ვინ ვარ რადგან ფიქრობენ რიგითი თანამშრომელი ვარ.
-მაშინ მე დავრჩი და ამ ქალის საშუალებით ფიქრობენ გამანადგურონ.ჩემი კომპანია წლებს ითვლის,მამაჩემი იმ სკამზე დაბერდა ისე როგორც სულ რამდენიმე წელიწადში მეც მომიწევს გადავულოცო ჩემი სკამი ჩემს მემკვიდრეს და დავასრულებ ჩემი ბიზნესის კარიერას,მაგრამ უნდა გავიგოთ ვინ არის და ვინ გვესხმის თავს,რომ ჩვენ მეორე მხრიდან დავარტყათ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent