შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.მესამე ნაწილი 10 თავი.


9-08-2019, 04:10
ავტორი zia-maria
ნანახია 2 733

რა არის სიყვარული? შეძლებს სიყვარულის ღვთაებრივი ენერგიის შესაძლებლობის მქონე მამაკაცი იმ ბრძოლის ველის გარღვევას რაც ელოდება წინ? ვიცი რომ სიყვარული არასოდეს მთავრდება,მაგრამ ბოროტებაც რომ არ მთავრდება? ყველამ თავისი როლი გაინაწილა,მთავარი როლები ვახოს,ლუკას და თავად უმცროს გიორგის შეხვდა.ძალიან უნდოდა მარიამსაც მათ გვერდით ყოფილიყო, მაგრამ უმცროსმა გიორგიმ ისეთი თვალებით შეხედა,მარიამი მხრებში მოიხარა და უხმოდ გაეცალა მათ,ლუკამ გაოცებულმა შეხედა გიორგის და უთხრა.
-შენ ახლა რა გააკეთე.
-რა გავაკეთე,არაფერიც არ გავაკეთე.
-ხოდა შენმა არაფერმა ის გააჩუმა,გესმის? შენ ერთი გახედვით ის გააჩუმე,ჩვენ ეს ვერასდროს ვერ შევძელით და შენ ყოჩაღ ძმაო.
-ლუკააააააა.
-მარიამ ბავშვს მიხედე.მკაცრი იყო ანდრეას ხმა.
-მივდივარ.მარიამმა გაბრაზებულმა აიარა კიბეები და ბოლო საფეხურზე მყოფმა ლუკას მოუხედა,ლუკამ თვალი ჩაუკრა და მანაც ორი თითი ყელზე მიიდო,ეს იმის ნიშნად ჩემგან ელოდე სიკვდილსო,რაზედაც ლუკას ჩაეცინა.
-ლუკა შეეშვი მარიამს და ჩვენ მოგვისმინე.შენიშვნა მისცა ვახომ ლუკას.
-გისმენთ,რას ვაკეთებთ.
-გეგმა ასეთია,ხვალ მე და ლუკა წავალთ იმ ბორდელში თუ კაბარეში რაც ჰქვია იმ ადგილს.
-მარტო თქვენ?
-მე და ლუკა,რადგან ჩვენ არავინ არ გვიცნობს.იქ გადავხედავთ რა ხდება და მის მიხედვით ვიმოქმედებთ.
-კარგი,მაგრამ ზარს ველოდებით მეც და ანდრეაც,ჩვენ მზად ვიქნებით დასახმარებლად.გეგმა შეადგინეს და მეორე დღეს სამუშაო საათების შემდეგ ვახო და ლუკა წავიდნენ კაბარეში.
-საუკეთესო მომსახურეობა უცხო სტუმრებს,სცენაზე იხილავთ ცეცხლოვან ქალს.ისიამოვნეთ მეგობრებო, საოცრებებით სავსე ღამე ჯერ კიდევ წინ არის.გაისმა ხმა და სცენაზე გამოვიდა გრძელი თმებით ქერა გოგონა და ნიღბით ანასტასია.მხოლოდ ლუკამ და ვახომ იცოდა რა დიდი ძალის მოკრება დასჭირდა მას იმ სცენაზე გამოსასვლელად,ლუკამ და ვახომ ერთმმანეთს შეხედეს,ცოტა ხანში შუქიც გაითიშა და ანასტასია სცენიდან გაიყვანა ვიღაცამ.დარბაზი ახმაურდა და სულ ორი წუთში ისევ განათდა ყველაფერი,მაგრამ სცენიდან გაქრა ანასტასია.ყველა ერთმანეთში აირია,მაგრამ მოცეკვავის კვალს ვერავინ ვერ მიაგნო.ის ვსხომ და ლუკამ გაიყვანა იმ საშინელი ადგილიდან.
-ლუკა დაურეკე გიორგის და ანდრეას აქ არ მოვიდნენ,უთხარი სადაც მივდივართ.
-ტასო მანდ ჩანთაში ტანისამოსია და ჩაიცვი,ეს ახალი პასპორტია ჩვენ ყველაფერზე ვიზრუნეთ.
-მიხარია რომ იმ საშინელი ადგილიდან გამომიყვანეთ ამდენი წვალების და ტანჯვის შემდეგ,მადლობა თქვენ და მინდა გითხრათ თქვენ ხართ გიორგის ნამდვილი მეგობრები,მაგრამ არ მინდა თქვენც გაერიოთ მათ ბინძურ გეგმებში.
-ჩვენ მაგარი გუნდი ვართ ტასო და ვერავინ ვერ მოგვერევა,ახლა საიმედო და დაცულ ადგილზე მიგიყვანთ და წასვლამდე იქ იქნები,მხოლოდ კარი არავის არ გაუღოთ.
-მარტო ვიქნები სახლში?
-გიორგიც მოვა,მაგრამ მის მოსვლამდეც არ იქნები მარტო.ვახომ მანქანა ერთ დიდ სახლთან გააჩერა,რომელზედაც დიდი ქვის გალავანი შემოერტყათ,ისე მაღალი იყო ეს გალავანი ჩიტიც ვერ შეძლებდა ადვილად ზედ გადაფრენას,ანასტასია მორჩილად გაყვა ბიჭებს უკან და ყველაფერს დაკვირვებულად ათვალიერებდა.კარი გაიღო და 16-17 წლის გოგონა ღიმილით შეხვდა სტუმრებს.
-ნინიკო,ნინიკო წუხელ შენთან ვინ იყო? ვახო მოეფერა გოგონას და ორივე ხელ-გადახვეული შევიდნენ სახლში.
-შემოდით,შემოდით მამამ მითხრა რომ მოხვიდოდით და აბა თუ იცით რა მოგიმზადეთ?
-ვიცი,ჩემი საყვარელი................
-კოქტეილიიიი. დაასრულა ლუკამ ვახოს წინადადება.
-კოქტეილი მერე დავლიოთ ერთად,ახლა მომისმინე.
-რა ვხდება?
-ხდება რაღაც,მაგრამ ნინიკო ჩვენ უნდა წავიდეთ,იცოდე ვიცი რომ მამაცი ხარ და ხომ ამბობ პოლიციელი მინდა გავხდეო,აბა შენ იცი უნდა დაიცვა შენი სტუმარი და ვნახავთ რა შეგიძლია.
-მეხუმრებით? ნინიკომ თვალებ აციმციმებულმა შეხედა ლუკას და ვახოს.
-არა არ ვხუმრობთ საყვარელო,კარი ჩაკეტე შიგნიდან და არავის არ გაუღო.
-ჩვენი ნომრები გაქვს თუ რამე გვირეკავ,კარგი?
-კარგი, შიგნიდან ჩავკეტავ კარს.
-გიორგიც მოვა,მაგრამ ის ტელეფონზე დაგირეკავს ისე არ გააღო კარი.
-გასაგებია,შუქსაც არ ავანთებთ გიორგის მოსვლამდე. მკაცრი გაფრთხილების შემდეგ ლუკა და ვახო წავიდნენ,ნინიკომ და ანასტასიამ ისაუბრეს და ერთმანეთი უფრო ახლოს გაიცვნეს,მოშივდათ და ტოსტები გაიკეთეს,შემდეგ შუქები ჩააქრეს და ფილმს უყურებდნენ კარზე ზარი რომ იყო.
-გიორგი მოვიდა.წამოხტა ფეხზე ნინიკო და კარისკენ წავიდა,მაგრამ ანასტასიამ შეაჩერა.
-არ გააღო კარი.
-რატომ,გიორგი მოვიდოდა.
-ლუკამ თქვა გიორგი ტელეფონზე დარეკავსო,ტელეფონზე არაფერი არც მოუწერიათ და არც დაურეკიათ.არ გააღო კარი ან ვკითხოთ ვინ არის.
-ნახე გიორგის სასაცილოდ არ ვეყოფით ანასტასია.თქვა ნინიკომ და კარი გააღო,კარის ოდნავ გაღება და სახლში ოთხი უცნობი მამაკაცი შემოცვივდნენ,ორმა ნინიკოს წაავლო ხელი და ორმა ტასოსთან მივიდნენ.სახლში მეხუთე შემოვიდა და ანასტასიას გაბრაზებულმა ხელი მოუქნია და სახეში გაარტყა,ანასტასიას ტუჩიდან სისხლმა იფეთქა,მაგრამ ვითომ აქაც არაფერი.
-ჩაალაგე შენი ნივთები და წამოდი.
-არა,არ წახვიდე ანასტასია.იყვირა ნინიკომ და შეეცადა გაქცეოდა მათ,მაგრამ ერთ-ერთმა სახეში დაუნდოიბლად დაარტყა და უთხრა.
-არ ხარ ისეთ მდგომარეობაში ხმას იღებდე.
-ხელი გაუშვით რას აკკეთებ ახვარო,ის სულ ბავშვია.
-ბავშვია? კი როგორ არა ბავშვია, მაგრამ გემრიელი ლუკმაა.
-გაუშვით ის თქვენ არ გჭირდებათ,მე გჭირდებით და აქ ვარ.
-შენზეა დამოკიდებული რას ვუზამთ ამ მშვენებას,თანვე წავიყვანთ და გამოვიყენებთ თუ აქვე მივიღოთ ბიჭებო სიამოვნებას.
-არ გჭირდებათ თქვენ ნინიკო,ის უდანაშაულოა და გაუშვით,მე წამოვალ თქვენთან ერთად.
-ანასტასია არსად არ წახვალ,ამას არ გააკეთებ.შენ...................
-დამშვიდდი,არ დავუშვებ ამ ღორებმა რამე დაგიშავოს და ჩემით სიცოცხლე ჯოჯოხეთაგ გიქციონ.ნინიკოს ერთ ერთთმა მათგანმა ტანზე შემოახია თეთრი მაისური,ხარბად დააჩერდა მის ქორფა სავსე გულ-მკერდს და ტუჩები ენით დაისველა.ხელით სახე დაუჭირა და საკოცნელად წაიწია,მაგრამ ანასტასიამ მთელი ხმით უყვირა.
-არ გაბედო,ხელი არ ახლო თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.ცივად გაუშვა ხელი შეშინებულ და აცახცახებულს და მისი მოქნეული ხელი სახეში გაარტყა,ნინიკოს თვალთ დაუბნელდა,გონს რომ მოვიდა გიორგი ადგა თავზე და სახიდან სისხლს წმენდდა.
-წაიყვანეს,გიორგი ის ჩემს გამო წაყვა მათ.
-როგორ შენს გამო,შენ რა შუაში ხარ.
-ან გავაპატიურებთ ან წამოხვალო,ის არჩევანის წინაშე დააყენეს და ანასტასიამ წასვლა აირჩია.
-რამდენი იყვნენ.
-ხუთნი იყვნენ,არ უნდოდა წასვლა მაგრამ შეეშინდა,ჩემი შეეშინდა.
-დამშვიდდი,ვიპოვით და დავიხსნით ანასტასიას მათი ბინძური ხელებიდან.
-ჩემი ბრალია,მე რომ არ გამეღო კარი ისინი ვერ შემოვიდოდნენ.
-ნინიკო სახელებით ხომ არ მიუმართავთ ერთმანეთისთვის.
-არა,უხმოდ მოქმედებდნენ,მხოლოდ ის ერთი ლაპარაკობდა ვინც დამარტყა.
-კარგი შენ დაისვენე,მე ბიჭებს დავურეკავ.გიორგიმ ვახოს და ლუკას დაურეკა და უთხრა.
-არ წამოხვიდეთ,ნინიკოს არ დავტოვებ აქ თან წამოვიყვან.
-მეც უნდა წამოვიდე? შეხედა გიორგის გაოცებულმა.
-მათმა იციამ რომ სახლში მარტო ხარ,მეშინია საყვარელო ვერ წავალ და ვერ დაგტოვებ უყურადღებოდ,ამიტომ ჩემთან წაგიყვან.
-მამა?
-მამას დაურეკავ ძია გიორგი და ეტყვის,შეგიძლია ნივთები ჩაალაგო?
-ჩავალაგებ,მაგრამ.....
-მაგრამ ვიცი რომ მამასი რიდი გაქვს.ხომ გითხარი ძია გიორგი დაურეკავს მამას და ხვიჩაც ჩვენთან ერთად იქნება.
-მართლა?
-მართლა,ხომ იცი ის შენ არ დაგტოვებს.
ღმერთო როგორ დაბნელდა,სულ ახლახანს ხომ დღე იყო.სულ მარტო დავრჩი და ეს სიმარტოვე მაშინებს.ღმერთო ასეთი შავი რატომ არის ცა,რატომ არ იძვრის ცაზე ღრუბელი,მაგრამ გათენდება და ცაც მისი ფერს დაიბრუნებს და მზე ამოვა,რა საოცრად თბილია შენი სხივები მზეო.გაეღიმა,უნდოდა თვალი გაეხილა,მაგრამ ვერ შეძლო,მხოლოდ იგრძნო,რომ მანქანა დიდი სისწრაფით მიჰქროდა გზატკეცილზე.მიხვდა რომ თვალები ახვეული ჰქონდა,ხელები შეკრული და ასე ეგდო მანქანის უკანა სიდენიაზე.ხმას არ იღებდა და დროც უსასრულოდ გაიწელა,რამდენიმე საათი მდუმარედ მყოფმა წყლის ხმა გაიგონა,ტალღების შრიალი და როგორც იქნა მანქანამ სვლა შეანელა,გაჩერდა და უცხო ხმა გაიგონა.
-მოვედით.
-წაიყვანე და წადი,მე არ გიცნობ და არ ვიცი ვინ ხარ.
-მადლობა მეგობარო.მამაკაცმა უკანა კარი გააღო და ტასოს მკლავზე ხელი მოკიდა
-გადმოდი,დაგეხმარები გადმოსვლაში უკვე ადგილზე ვართ.ვერ ხედავდა,მაგრამ ირონია არ დააკლო მის სიტყვებს.
-სადაც არ უნდა წამიყვანო,მაინც გვიპოვნიან.
-იოცნებე,მაგ დროსაც დაველოდოთ.შეკრული ხელები შეუხსნა და თავისი დახმარებით აიყვანა გემზე,შემდეგ ტასოს წინ დადგა და ღიმილით უთხრა.
-ხედავ სად ვართთ? საინტერესოა ვისი იმედი გაქვს სულ მალე აქედან ძალიან შორს ვიქნებით,მხოლოდ მე და შენ,გესმის? ჩვენ ორნი ვიქნებით მარტო, ყველასგან და ყველაფრისგან შორს.კაპიტანი მიუახლოვდა წყვილს და უთხრა.
-მაპატიეთ რომ გაწუხებთ,მაგრამ პრობლემა გვაქვს.
-რა პრობლემა გვაქვს კაპიტანო.
-ბრძანებაა დღეს ვერ გავდივართ,ორი დღე უნდა გავჩერდეთ,ეს უფროსობის ბრძანებაა და მე არ მაქვს უფლება წავიდე.თუ გადაიფიქრებთ სხვას გაყევით,თუ არა ერთად დაველოდოთ ბრძანებას.
-ეს არ მაწყობს,ჩვენ დღეს აუცილებლად უნდა გავიდეთ ზღვაში კაპიტანო.
-მაპატიეთ,ეს არ შემიძლია.ტასო უსმენდა მათ საუბარს და გულში ჩაიცინა და გეგმაც კი დასახა,მაგრამ ჯერ ლივლივა ზღვის ზედაპირმა მონუსხა,სურვილი გაუჩნდა შეხებოდა წყალს ან ლურჯი ბარხატის ზედაპირი ფეხით გადაევლო.თვალები დახუჭა,შემდეგ ზეცას ახედა და ყელი ოქროსფრად ჩამავალმა მზის სხივებმა შეუღება,მის უკან მდგარ მამაკაცს მიუბრუნდა და ზიზღით უთხრა.
-თუ შენგან თავი ვერ დავიხსენი,გადავწყვიტე ჩემი სამუდამო სახლი ზღვის ფსკერი გახდეს.
-ნუ მიყურებ ასეთი ზიზღით ანასტასია.
-ვნატრობ დადგეს ოდესმე ის წუთები,როცა შენს თვალებში სინანულს დავინახავ,ვიცი გამიჭირდება,მაგრამ შეიძლება გაპატიო კიდეც ჩემი ასე წამება.
-მე კი დაგელოდები როდის გალღვება შენში ეს ზიზღი და შემომხედავ სიყვარულით.
-მაშინ მინდა აქედანვე იცოდე,რომ ეს დღე და ეს წუთები არასოდეს არ დადგება.ანასტასია განმარტოვებით დაჯდა და ზღვას გაჰყურებდა,17 წლის გოოგონა გაიცნო და მისი ტელეფონის დახმარებით გიორგისთან დარეკა.
-გისმენთ.მოესმა გიორგის ხმა და გული აუფრიალდა,მაგრამ ფეხის ხმა გაიგონა და იძულებული გახდა ტელეფონი დაემალა,გოგოებს გაღიმებული მაქსი მიუახლოვდა.
-ძალიან ლამაზია ბათუმი.უთხრა ანასტასიამ და ცდილობდა ტელეფონი არ გაეთიშა.
-სტამბულში ნამყოფი ხარ?
-არა,არ ვყოფილვარ.
-ნამდვილი სილამაზე იქ ნახე და რომ ჩავალთ სტამბოლში გაგასეირნებ საუკეთესო ადგილებში.უთხრა მაქსიმ ანასტასიას.
-სტამბოლში უნდა გავჩერდეთ?
-არა ძვირფასო,სტამბოლში სხვა გემში გადავჯდებით და ჩვენ წავალთ ულამაზეს კუნძულზე აქედან ძალიან შორს სადაც ვერავინ ვერ მოგვწვდება.
-კიდევ დიდი ხნით ვიქნებით გაჩერებული?
-ორი დღითო და არ ვიცი,ვნახოთ.
-მე წავალ დავისვენებ,ძალიან დაღლილი ვარ.თქვა ანასტასიამ და გოგონას მაქსის შეუმჩნევლად ტელეფონი მისცა.
-ბათუმში არიან,ნიშანი მომცა ბათუმში არიან და ორ დღეში თურქეთში გადავლიან,იქედან კი არ თქვა სად წავლიან.გიორგიმ გასაღები აიღო და სახლიდან გადიოდა გიორგის მტკიცე ხმამ რომ ნაბიჯიც ვერ გადაადგმევინა წინ.
-მარტო არ წახვალ გიორგი.
-იქ ბევრი ვერ წავალთ,მეც შევძლებ გავუმკლავდე იმ არაკაცს.
-არა,მარტო არ წახვალ მეც წამოვალ და ჩვენ ორნი წავალთ.გიორგის ვახო ამოუდგა გვერდით,მაგრამ არც ლუკამ დაიხია უკან და ისიც თან გაყვა მეგობრებს.
-ჩვენ წავალთ,არ ინერვიულო ჩვენზე ნათლი ყველაფერს შეგატყობინებ.უთხრა ვახომ გიორგის და უმცროსი გიორგისთან ერთად სახლიდან გავიდნენ.მაქსმა უამრავი წლების უნახავი მეგობარი ნახა ბათუმში და მისი დახმარებით ანასტასიასთან ერთად ერთ კომფორტულ ბინაში შევიდნენ.
-აქ რა გვინდა,რატომ გემზე არ დავრჩით.
-ანასტასია მომისმნინე,იმ ბარიდან შენი გამოყვანა არ ყოფილა შემთხვევითობა,ეს მიხაილმაც იცოდა.
-არ მჯერა,მიხაილს ეს რომ სცოდნოდა,როგორ გამოვიდოდი იქედან.
-გინდა დაიჯერე,გინდა არა, მაგრამ ეს სიმართლეა მას გიორგი ჭირდებოდა,მაგრამ გიორგი იქ არ მოსულა იმ ღამით,შენ სხვებმა გამოგიყვანა იქედან.
-რას ერჩით იმ ადამიანს,რა გინდათ მისი ოჯახისგან,რატომ ემტერებით.
-უმცროს გიორგის არაფერს,უფროს გიორგისთან გვაქვს ჩვენ გასარკვევი ძველი ანგარიშები.ჩვენ ერთად ვმუშაობდით და მიუხედავად უამრავი წლები გვაკავშირებდა ერთმანეთთან,შეცდომა არ გვაპატია და სამსახურიდან დაგვითხოვა.
-იქნებ უპატიებელი იყო შეცდომა,შეცდომაზე ხომ პასუხი ყველამ უნდა აგოს და მათ შორის თქვენც.
-ჩვენ მეგობრები ვიყავით და შეძლო ეპატიებინა.
-ამდენი წლის შემდეგ იმიტო გამოჩნდით,რომ გაამწაროთ და კომპანია წაართვათ? არ მჯერა,ვერ ვიჯერებ ასეთ სისასტიკეს მე როგორ მაკეთებინებთ.
-ასეა,შენით მათი ყველა ნაბიჯი ვიცოდით.
-როგორ.
-შენს ტელეფონში მოსასმენი არის დამონტაჟებული.
-გიორგის რამეს დაუშავებთ?
-მხოლოდ მაშინ დასრულდება ჩვენს შორის ომი,როცა უფროს გიორგის შევხედავ განადგურებულს.
-რაც გინდა მთხოვე,მაგრამ ამას ნუ გააკეთებ.ვიცი მიხაილი რა ცუდი ადამიანია,მაგრამ შენ არ ხარ მასავით ცუდი,თუ მოინდომებ შანსი გაქვს გიორგისთან გამოასწორო თქვენი ურთიერთობა.
-ეს მეც ვიფიქრე,მაგრამ მიხაილი დაუნდობელია ჩვენც მოგვკლავს.
-გთხოვ,გთხოვ გადავარჩინოთ ეს ხალხი და სადც მთხოვ წამოსვლას წამოგყვები.ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა.მაქსი დაფიქრდა,ანასტასიას შეხედა და უთხრა.
-მართლა გააკეთებ იმას რაც თქვი?
-გეფიცებვი,რაც შენ გინდა და როგორც შენ გინდა ყველაფერი ისე იქნება.



№1 სტუმარი იზა ფერაძე

რაც კარგია კარგია ჩემო კარგო

 


№2 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაიმე ეს უტვინო ნინიკო მომაშორეთ ,როგორ გამაბრაზააა ???? გააფრთხილეს და მაინც შეცდომა დაუშვა :(

 


№3 სტუმარი სტუმარი მანანა

ქალბატონო მზია, როგორც ყოველთვის სასიამოვნო წასაკითხი, წარმატებები .

 


№4 სტუმარი Alvaro

I go to see day-to-day a few websites and sites to read posts,
however this weblog provides feature based articles.


Here is my web-site :: vpn coupon code 2024

 


№5 სტუმარი Ahmad

Hello, Neat post. There's an issue along with your site in web explorer,
may test this? IE still is the marketplace chief and a
big element of other people will leave out your excellent writing because of this problem.


My site vpn special code

 


№6 სტუმარი Debra

Magnificent goods from you, man. I've understand your stuff previous to and you're just too excellent.
I actually like what you've acquired here, certainly like what does vpn do you're stating and the
way in which you say it. You make it entertaining and you still care for to
keep it sensible. I can't wait to read far more from you.
This is actually a tremendous site.

 


№7 სტუმარი Herbert

At this moment I am going to do my breakfast, when having my breakfast
coming yet again to read other news.

Feel free to visit my site: vpn special coupon code

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent