შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.მესამე ნაწილი,11 თავი.(დასასრული)


11-08-2019, 01:30
ავტორი zia-maria
ნანახია 3 977

-არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს რაც ჩემში ხდება, ზოგი ცხოვრებაში გამართლებას ეძახის, ზოგი იღბალს, ზოგიც დამსახურებულ მონაპოვარს, თუმცა ეს არაა მთავარი,მთავარი ისაა რომ გიორგი მართალი და სამართლიანი ადამიანია.მთელი ღამე ვიფიქრე შენს სიტყვებზე ანასტასია და გადავწყვიტე სიმართლე ვუთხრა გიორგის. არ აქვს მნიშვნელობა რომელ გიორგის შევხვდები უფროსს თუ უმცროსს,მაგრამ უფროს გიორგის მე თვალებში ვერ შევხედავ,კარგი იქნება უმცროს გიორგის შევხვდე.
-კარგად დაფიქრდი? ხომ იცი მიხაილი ანუ მიხო ძალიან ცუდი ადამიანია და არ გაპატიებს.
-შენ მითხარი როგორ ვნახოთ გიორგი და როგორ უნდა ავუხსნათ ის რაც ხდება,რაც მოხდა და წინ რა გველოდება.
-დაურეკე და თავად დაელაპარაკე.
-დავურეკავ,მაგრამ დაიჯერებს? ალბად იფიქრებს, რომ რამე ხაფანგს ვუწყობ.
-შენ დაურეკე და აუხსენი.დაუჯერა მაქსიმ ანასტასიას და გიორგის დაურეკა,გიორგიმ უცხო ნომერს უპასაუხა და გაოცებულმა შეხედა ლუკას.
-გისმენთ.მაქსმა აუხსნა რაც უნდოდა და შეხვედრა სთხოვა.
-ეს ხაფანგის დაგების ახალი წესია? მოდი რა ვაჟკაცურად შევხვდეთ ერთმანეთს და ვისაუბროთ.უთხრა გიორგიმ და შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
-გიორგი არ უნდა დათანხმებულიყავი,ხაფანგი არ იყოს.
-არა,ანასტასიამ მითხრა მაქსი არ არის ბოროტი ადამიანი,ის მეორე არის დაუნდობელიო.
-მაშინ წავიდეთ და ვნახოთ რა უნდა,მოვუსმინოთ.სამივე ერთი მანქანით წავიდმნენ,გიორგოიმ ბექას დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა.ბექაც მივიდა და შემდეგ გელა ნახეს,აუხსნეს საქმის არსი და ყველამ ბათუმისკენ გზას დაადგნენ,ყველა ცალ-ცალკე ფიქრობდა თუ რა მოყვებოდა მათ შეხვედრას.მივიდნენ დათქმულ მისამართზე და ვახომ მოათვალიერა იქაურობა,მაგრამ სიბნელიდან გამოსულმა შავმა ლანდმა მკაცრად უთხრა.
-აქ სროლა არ გაბედეოთ,მხოლოდ მე და ანასტასია ვართ.
-აქ სროლა არ მოხდება, მაქი თქვენ ხართ?
-მე ვარ,ანასტასია სახლშია იქ ვილაპარაკოთ უფრო დაცული ვიქნებით.
-მოვდივართ მაქს და შენს სიტყვას ვენდობით.უთხრა ლუკამ და სამივე მას გაყვა უკან.ორი გული ერთმანეთის მოლოდინში ძლიერ ფეთქავდა,გიორგიმ თავაზიანად მიესალმა ანასტასიას და ხელის ჩამორთმევისას ხელზე ხელი მოუჭირა,რაზედაც ანასტასიას გულის ფეთქვა გაასმაგდა.ხუთივე შემოუსხდა მაგიდას და საუბარი მაქსმა დაიწყო,ყველაფერი მოყვა მათ შორის რაც მოხდა და ახლა რაც უნდოდა მიეღო მიხაილს.გაოცებული უსმენდა სამივე მაქს და გიორგიმ თქვა.
-მოიცადე,მოიცადე ანასტასია გამოიყენა რომ ჩვენ გაგვანადგუროს და მამაჩემი მოკლას იმ ახვარმა?
-ასეა გიორგი და ჩვენ ერთმანეთს დავდევთ, ამ დევნაში კი უდანაშაულო ადამიანები დაზარალდნენ,შესაძლებელია ჩვენს სხვისმა ნასროლმა ბრმა ტყვიის მსხვერპლი გავხდეთ,ან ვითომ შემთხვევით ავტო-ავარიამ შეგვიწიროს.ამიტომ მე გადავწყვიტე წერტილი დავუსვა ამ ყველაფერს და სიმართლის მხარეს დავდგე.გიორგიმ ანასტასიას შეხედა და უთხრა.
-შენი ძმის ვალები? ვინ გადაიხდის მის ვალებს.
-არავითარი ვალი არ არსებობს,პირიქით მას ძალიან დიდი თანხა გადაუხადეს ანასტასია გამოეყენებინათ.ლუკამ ფეხზე დადგა და გაოცებულმა თქვა.
-და გაყიდა ფულის გამო?
-და გაყიდა,მაგრამ ის ფულის გამო ყველაფერზეა წამსვლელი.ახლა უარესი,ანასტასიას დედა მიხაილთან არის,ყველაზე ცუდი ისაა რომ ანასტასია ვერსად ვერ იტყვის,მის გვერდით თითქმის ყველა მაღალჩინოსანი დგას და ზურგს უმაგრებს,არ ვიცი როგორ დავიხსნით დედას მისგან.ესაა რაც გითხარით,თუ გინდათ ერთად დავსახოთ გეგმა და ერთად გადავწყვიტოთ რას გავაკეთებთ.
-აქ უბრალოდ ფიქრი არ გვინდა,კარგად უნდა მოვიფიქროთ და გავაანალიზოთ,როგორ დავიხსნით თავს იმ არამზადა ადამიანისაგან.
-ანასტასიასგან რა უნდათ ეს ვერ გავიგე,რატომ ყავთ დაკავებული.
-მისი სილამაზე.შენ არ უნდა შეგყვარებოდა ანასტასია.გიორგიმ მაქს თვალებში შეხედა და მაქს ჩაეცინა.
-არ მითხრა რომ სწორად ვერ გამოვიცანი,ხო ასეა,შენ არ უნდა შეგყვარებოდა ანასტასია,ის გიორგის ანუ მამაშენს უნდა შეყვარებოდა.
-შეუძლებელია გიორგის სხვა თვალით შეეხედა მისი შვილის ასაკის გოგონასათვის,მე კარგად ვიცნობ ნათლიას ის ამას არასოდეს არ გააკეთებდა.მაქსის ტელეფონმა დარეკა და მიხოს ნომერი დაინახა,შემდეგ ბიჭებს შეხედა და თქვა.
-მირეკავ,აინტერესებს სად ვარ.
-მშვიდად დაელაპარაკე,არაფეროი შეიმჩნიო.მაქს არც უფიქრის ადგომა და გვერძე გასვლა ტყელეფონი სპიკერზე ჩართო და უპასუხა.
-გისმენ მიხო.
-მე ველოდებოდი შენს ზარს,მაგრამ ისევ მე დაგირეკე რადგან დაგაგვიანდა.
-შესაძლებელია ბევრი ლოდინიც დაგჭირდეს.
-შენ არ დაუშვებ ანასტასიამ დაკარგოს საყვარელი ადამიანები,ხომ ასეა მაქს.
-რა გინდა თქვი და მორჩი მუქარას.
-მინდა ანასტასიამ გაანადგუროს გოგაბერიშვილების კომპანია.
-ვერ შეძლებს,ის სუსტია ამ საქმისთვის.
-უთხარი რომ მისი ოჯახი ჩემთან არის,მათი სიცოცხლე ჩემს ხელთაა,ჯერ-ჯერობით კარგად ვუვლით ცივ ნიავს არ ვაკარებთ,მაგრამ .......................ტელეფონი გაითიშა და ლუკამ თქვა.
-რატომ ამოდენა ზიზღი
-იმიტომ რომ მე ის კომპანიას ჩამოვაშორე,იმიტომ რომ არ ვაპატიე იმ ბორდელის შექმნა როგორც ჰქონდა ჩემი კომპანია და მას მხოლოდ თანამდებობა და სკამი აინტერესებდა რაზედაც იჯდა და ყველას ზემოდან დაჰყურებდა.ჭექა ქუხილივით გაისმა გიორგის ხმა და ყველა ფეხზე წამოდგა და გაოცებულევი უცქერდნენ მათ წინ მდგარ ხუთ მეგობარს.
-მამა? ერთხმად დაიძახა გიორგიმ,ლუკამ და ვახომ.
-კარგია როიმ გვიცანით შვილო.თქვა ალიკამ და ვახოს გაბრაზებულმა შეხედა.
-როგორ იფიქრეთ,რომ აქ თქვენ სამს მარტო გამოგიშვებდით.თქვა ალიკამ და ვახოს მხრებზე ხელი მოხვია,გიორგის შეხედა და უთხრა.
-ჩვენ ერთი გუნდი ვართ შვილო,არც იფიქროთ ჩვენი მოტეხვა არანაირი საქმიდან.ახლა კი რას ვაკეთებთ,ვიმოქმედოთ თუ ჯერ გავიგოთ რას დავგეგმავთ.ანდა მოდი ეს საქმე ჩვენ მოგვანდეთ ბიჭებო,თქვენ განზე გადექით და დანარჩენს ჩვენ მოვაგვარებთ.
-მამა ანასტასიას ემუქრებიან მისი ოჯახით,მათი სიცოცხლე საფრთხეშია.ანასტასია გიორგის მიუახლოვდა და უთხრა.
-არ შემეძლო თავიდან სიმართლე მეთქვა,მაგრამ უნდა გამებედა,არ უნდა შემშინებოდა,მაპატყიეთ.
-შვილო ყველაზე მეტად შენ დაზარალდი და შენ გატკინეს სრულიად უდანაშაულოს.
-სწორედ ეს შიში მინდა მაპატიოთ,თქვენს გვერდით არ მეშინია და არ დავუშვებ თქვენ და თქვენს ოჯახს რამე დაგიშავდეთ.
-მადლობას გიხდი მაქს რომ ბოლოს და ბოლოს სიმართლე აღიარე და ბოლომდე დაიცალე,ამიერიდან ეს ჩვენი საქმეა.თქვენ ანასტასია საიმედო ადგილზე წაიყვანეთ და დატოვეთ მანამ,სანამ ყველაფერი არ დასრულდება.ანასტასია საიმედო ადგილზე წაიყვანა ლუკამ და გიორგიმ,მაგრამ რამოდენიმე დღეში ისევ მათ ჩაუვარდა ხელში.აღარ ეშინოდა,რადგან მის გვერდით საიმედო ადამიანი იყო,არ იცნობდა მას,მაგრამ გრძნობდა.ის ერთ-ერთ სასტუმროში მიიყვანეს,რამოდენიმე დღეში ერთ საღამოს კარზე დაუკაკუნეს და ყვავილების დიდი უზარმაზარი თაიგული მიართვეს.ჭაღარა და ძალიან სიმპატიურმა მამაკაცმა ანასტასიას გაუღიმა.
-უფრო ლამაზი ყოფილხართ ახლოდან ვიდრე მითხრეს,შეგხედე და დავრწმუნდი.
-ვინ ხარ,აქ ვინ გამოგაგზავნათ.
-თაიგული მოგიტანე მშვენიერო და თუ არ გაითვალისწინებ რაღაც-რაღაცეებს უკეთესი თაიგულით შენს დასაფლავებაზე მოვბალთ.
-ვინ ხარ,ჩემგან რა გინდათ.
-ვინ ვარ? მოდი ასე ვთქვათ,ერთი უბრალო ადამიანი და რაც შეეხება იმას თუ რა უნდათ შენგან არ ვიცი,მე მხოლოდ რაც მითხრეს ის გადმოგეცი.
-გაფრთხილება მიღებულია,მიბრძანდით.მკაცრად უთხრა ანასტასიამ და კარისკენ მიუთითა,მამაკაცმა ნელა-ნელა მიუახლოვდა და უნდოდა ეკოცნა,მაგრამ ანასტასიამ სახეში გაარტყა და ზიზღით უთხრა.
-ამაზრზენი ხართ,მეზიზღებით.მამაკაცი გაბრაზდა და ძლიერად მოქნეული ხელი გაარტყა ანასტასიას,ანასტასიამ წონასწორობა დაკარგა,თავი ვერ შეიმაგრა და ძირს დაეცა,თავი მაგიდის კიდეს ჩამოარტყა და თავიდან სისხლმა იწყო დენა.უცნობ მამაკაცს შეეშინდა და ანასტასია უგრძნობ მდგომარეობაში მიატოვა სისხლის გუბეში.თითქმმის ერთმა საათმა გაიარა და ანასტასიას ნომრის კარი სასტუმროს დამლაგებელმა გააღო და შიშისგან შეჰკივლა,ყველამ იქ მოიყარა თავი,სასტუმროს დირექტორმა საავადმყოფოში გადაიყვანა ანასტასია.გიორგიმ შემთხვევით გაიგო ანასტასიას მდგომარეობა და სხვებსაც დაურეკა,მაქსი შეშინებული იყო გრძნობდა რომ რაღაც ცუდი უნდა მომკხდარიყო და მოსვენება დაკარგა.ერთ საღამოს ტელეფონზე შეტყობინება მიიღო.
-ვიცი რომ ბათუმში ხარ, გელოდები სკვერში.მაქსი შესახვედრად წავიდა და უკვე შებინდებული იყო შეხვედრის ადგილზე კი არავინ არ დახვდა.მაქსი ელოდა,ელოდა და გადაწყვიტა წასულიყო,მაგრამ მოულოდნელად მის წინ მიხეილი დადგა.
-იმედია სტუმრებს მიიღებ მეგობარო.მაქსი გაშეშდა და შუბლზე ოფლმა დაასხა.
-მიხო? როგორ მომაგენი,როგორ გაიგე რომ აქ ვიყავი.
-გეგონა შორს წახვიდოდი ჩემგან და მე ვერ შევძლებდი შენს პოვნას? მაქს სადაც არ უნდა წახვიდე,ყველგან შენს წინ დავდგები,მხოლოდ იქ ვერ წამოგყვები,მაღლა.
-რას გინდა მიხო რა არ გასვენებს,ხომ იცი გიორგი როგორია ყველგან მოგვაგნებს.
-ამიტომ გადავწყვიტე სანამ შენ გიპოვის და ყველაფერს დაფქვავ,მანამდე სტუმრად გაგიშვა.
-სად მიშვებ.
-ილოცე,რომ მშვიდად განისვენო.უთხრა მიხომ და მაქს ესროლა.გიორგი და ბექა მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადებოდა,გელას მიუბრუნდა და უთხრა.
-ყურადღებით იყავი,დღეს უნდა დასრულდეს ყველაფერი და არავინ არ უნდა გაგექცეთ,პატარა უდანაშაულო გოგონას წვალებისთვის ყველამ უნდა ასგოს პასუხი გელა.
-ფრთხილად იყავი,გახსოვდეს რომ ჩვენ შენთან ახლოს ვართ.გიორგი წავიდა იმ სასტუმროში სადაც ანასტასია ყავდათ,ერთ-ერთ კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
-მობრძანდით,ღიაა.გიორგიმ კარი შეაღო და მის წინ ზურგით მდგარ მამაკაცს უთხრა.
-არ მეგონა ჩემამდე მოსასვლელად პატარა გოგონების გამოყენებაზეც თუ უარს არ იტყოდი,მაგრამ ადამიანი ვინც სინდისს კარგავს,ის ყველაფერზეა წამსვლელი.
-ოოოო,ქედმაღალი გიორგი გოგაბერიშვილი,გათეთრებულხარ მეგობარო.
-ჩვენი მეგობრობა იმ დღეს დასრულდა,როცა ჩემი კომპანიის კარი დაიხურა შენთვის.
-რას დალევთ,რა მოგართვათ.ნაძალადევი ღიმილით უთხრა მამაკაცმა გიორგის.
-მე არაფერი არ მინდა,აქ დასალაპარაკებლად მოვედი და არა დასალევად.
-დაბრძანდი და გისმენ.
-შენ არ მისმენ,მე გისმენ მიხაილ.
-გამბედავი ხარ და ეს მომწონდა ყოველთვის შენში,თავიდან ასეთი პირდაპირი იყავი.
-ბოს,ბოს მაქსი,მაქსი იპოვეს სკვერში მკვდარი.
-რააააა? ფეხზე წამოდგა გიორგი და შემდეგ ურეაქციოდ მდგარ მიხაილს შეხედა.
-შენ,შენ მოკალი მაქსი.
-სტუმრად გავუშვი,დასასვენებლად.გაიცინა მიხაილმა
-შენ,შენ რა ადამიანი ხარ.ასე როგორ დაეცი და როგორ შეიცვალე,მაქსზე ხელი როგორ აწიე.
-ვინც მე მღალატობს ყველა უმაღლესს სასჯელს იღებს.გიორგის ცრემლი მოერია,თავი შეიმაგრა და უთხრა.
-რას ერჩი და რა გინდა ანასტასიასგან.
-შენამდე მოსვლა და შენი ნახვა.
-მერე? უდანაშაულო გოგოს გამოყენება იყო საჭირო? არა,არ იყო საჭირო იმ პატარა გოგონას გაუბედურება,ეს რატომ გააკეთე.
-შენ არ გეშინია აქ რომ ხარ?
-არა,არ მეშინია და უნდა გითხრა დიდი სიხარულით შევხედავ შენს გაოცებულ და განადგურებიულ სახეს როცა მოისმენ იმას რის სათქმელადაც მოვედი.
-რა გარანტიას გაქვს აქედან ცოცხალი გახვალ გიორგი.
-გავალ მიხო და იცი რატომ?
-რატომ? მაინტერესებს რას იტყვი,გისმენ.
-10 წუთში თუ აქედან არ გავედი,გარეთ პოლიცია დგას.
-პოლიციით მოდი?
-სხვაგვარად შენი შეჩერება შეუძლებელია.
-რა გინდა.
-რა მინდა? დიდი ხანია შენით არ დავინტერესებულვარ,მაგრამ როცა გავიგე ამ საქმის უკან შენ იდექი,შენზე ყველა ინფორმაცია მოვიძიე.
-ვინ მოგაწოდა ჩემზე ინფორმაცია.
-სანდო წყაროებიდან,გგონია გვერდით ერთგული ხალხი გყავს? ყველას ეზიზღები მიხო და ეს ზიზღი ძალიან დიდია.
-თქვი რა გინდა.სიბრაზეს ვეღარ ფარავდა მიხაილი რადგან გიორგიმ აქაც დაამარცხა.
-გავიგეთ და ვიცით,რომ უკანონი ბორდელები გაქვს გახსნილი სხვადასხვა ქალაქებში და 15-16 წლის გოგოებს ყიდით უცხოელებზე,არ დაჯერდი ამ საქმეს და ყიდი ნარკოტიკს და ასევე მოტყუებით გადაგყავთ ახალგაზრდა ქალბატონები სხვა ქვეყნებში,იქ კი ბორდელებში შეგყავთ და ამუშავებთ.
-დახვეწილხარ რაც ასაკში შესულხარ.
-ვიღაცის იმედოი გაქვს,ვიღაცა გმფარველობს,მაგრამ პოლიციამ ყველაფერი გააკეთა ჩემთან ერთად რომ ეს ბორდელები დაიხუროს და შენ კი შენი ადგილი გელოდება სქელ და ცივ ნესტიან კედლებში და კიდევ,ამ ყველაფერს მაქსის მკვლელობაც დაემატა.
-რამდენი გინდა.
-შენთან მხოლოდ იმიტოიმ მინდოდა შეხვედრა,რომ ანასტასია და მისი ოჯახი გაგეშვა.
-არა,არ გავუშვებ და არც არავინის თხოვნას არ გავითვალისწინებ.
-შენგან თხოვნის აღება არც მჭირდება.
-როგორ?
-როგორ და აი ასე სულ უბრალოდ,ისინი თავისუფლები ასრიან.
-რააააა,როგორ.
-ანასტასიას მოკვლას შეეცადე,მაგრამ გადარჩა ჩვენდა საბედნიეროდ და შენდა სამწუხაროდ,რადგან მას ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლი გამოძიებისდათვის.მიხო აწრიალდა,წამოენთო და გიორგის თვალს არ აცილებდა,უნდოდა ადგილზე მოეკლა ისიც როგორც მაქსი,მაგრამ მის ნომერში შეიარეღებული პოლიციელები შევიდნენ.
-სწორედ ამ შენი განადგურებული სახის და არაფლის მთქმელი თვალების დანახვა მინდოდა.მინდოდა იმ დროს მენახე,როცა შენი მეფობა დაემხობოდა.დღეს ყველაფერს ნათელი მოედება,ყველაფერი გამოაშკარავდება და შენით უამრავი ნაცნობი სახე გაიშიფრება.ახლა კი იფიქრე რას ეტყვი გარეთ მყოფ ჟურნალისტებს.
-დღეს ისევ გაიმარჯვე გოგაბერიშვილო,მაგრამ ჩემი დღეც დადგება.
-არ დაგავიწყდეს რომ, ,,ისევ'' დამარცხდები და მე ,,ისევ'' გავიმარჯვებ.მიხაილს ხელები გადაუგრიხეს და მასთან ერთად იქ მყოფი მისი ლაქიებიც წაიყვანეს,გიორგიომ მეგობრებს შეხედა და თქვა.
-მეწყინა მაქსის სიკვდილი,მაგრამ მსხვერპლის გარეშე ვერ დავასრულეთ,თუმცა ჩვენ შევეცადეთ ეს არ მომხდარიყო.გელა მეგობარო,ძალიან დაგვეხმარეთ შენ რომ არა,ვერ შევძლებდით ამ საქმის დახურვას.
-ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ.გიორგიმ ტელეფონი ამოიღო უნდა დაერეკა,მაგრამ ეკრანი განასთდა და უპასუხა.
-გისმერნ შვილო,როგორ არის ანასტასია.
-გონს მოვიდა,უკეთესად არის.
-შეუძლია დამელაპარაკოს?
-არა,ვერ შეძლებს.
-კარგი შვილო, მოვდივარ მეც შენს გვერდით ვიქნები.გიორგი და სხვებიც საავადმყოფოში წავიდნენ და ბიჭების ღიმილიანი სახის დანახვაზე მიხვდნენ,რომ ანასტასია ბევრად უკეთ იყო,მაგრამ მაინც გადაწყვიტა ექიმის ნახვა.
-როგორ არის ექიმო ანასტასია.
-მობრძანდით გიორგი მიხარია თქვენი ნახვა,რაც შეეხება პაციენტს მინდა გითხრა,რომ კარგად არიან ორივე დედაც და შვილიც.გიორგიმ გაოცებულმა შეხედა ექიმს,შემდეგ ბექას და ენის ბორძიკით თქვა.
-ვფიქრობ პაციენტი შეგეშალათ,მე...........
-არა,არა არ შემშლია,ორივე კარგად არიან.ჯერ ნაყოფი ძალიან პატარაა და შესაძლებელია მისი არსებობა თვით დედამაც არ იცოდეს.მეც ახლახანს მივიღე ანალიზების პასუხი და მათთან მივდიოდი ამ სასიხარულო ამბის სათქმელად.
-ნება მომეცით მეც თქვენთან ერთად ვიყო.
-წამობრძანდით.გიორგი ექიმთან ერთად შევიდა ანასტასიასთან და ღიმილით შეხედა ერთმანეთზე თავმიდებულებს როგორ მშვიდად ჩასძინებოდათ.ექიმმა მსუბუქად ჩაახველა და გიორგიმაც თვალი გაახილა,შეხედა თუ არა ექიმს და მის გვერდით მდგარ გაღიმებულ უფროს გიორგის ფეხზე წამოდგა.
-მაპატიეთ რომ გაგაღვიძეთ,მაგრამ მნიშვნელოვანი რამ მინდა გითხრათ.
-ექიმო ხომ კარგად იქნება ანასტასია.შეეკითხა გიორგიმ ექიმს და იმედით სავსე თვალებით შეხედა.
-კარგად იქნება ძალიან კარგად,მასთან ერთად შენც კარგად იქნები და თქვენი შვილიც.
-რააააა? გაოცებული უცქერდა გიორგი ექიმს.
-ასეა,8 თვის მანძილზე მოგიწევს მისი კაპრიზები აიტანო,გული არ ატკინო და არ ანერვიულო.უთხრა გიორგიმ შვილს და ცრემლიანი თვალებით შეხედა.
-ეს,ეს,ეს. დავიბენი,ვერ გავიგე რა ხდება,ეს..................გიორგი დაბნეულ და აფორიაქებულ შვილს ღიმილით უცქერდა და ბოლოს უთხრა.
-გილოცავ,8 თვეში მამა გახდები.
-მამა,მე მამა გავხდები? შემდეგ ანასტასიას შეხედა და უთხრა.
-შენ იცოდი,რომ ჩვენ....................
-არა,არ ვიცოდი გეფიცები.
-ხდება ასე რომ დედა ზოგჯერ გვიან გებულობს,მეც გილოცავთ თქვენ მალე მშობლები გახდებით.ბატონო გიორგი რამდენიმე ანალიზი კიდევ გაუკეთდება პაციენტს და შემდეგ გეტყვით როდის შეძლებთ მის წაყვანას.ექიმი გავიდა და გიორგი ფანჯარასთასნ მივიდა,შემდეგ ისევ საწოლთან დაბრუნდა და გიორგის უთხრა.
-სამყაროს რომ გაექცე და ყოველდღიურობას მოწყდე,შენ მაინც შენს იდუმალ სივრცეში დარჩები,მაგრამ შენი სივრცე და შენი სამყარო შენს გვერდით არის სადაც შენი სიხარულის და შენი ბედნიერების სკივრს ერთად შეავსებთ.თქვენში სიყვარული ჯერ კიდევ იდგამს ფესვებს და ცდილობს მყარად დადგეს.არ გაბედოთ და თქვენში გაჩენილ გრძნობას არ მისცეთ გახუნების საშუალება.თქვენ თქვენი სიყვარულით შეგიძლიათ შექმნათ ის წიგნი რომელიც ნელა-ნელა დაიწერება,დღითი-დღე მოემატება სიტყვები,ფურცლები შეივსება და ასე შეიქმნება თქვენი ცხოვრების ისტორია ტანჯვით და ცრემლით დაწყებული და სიყვარულით დაგვირგვინებული.
-მამა..............
-არ დამისრულებია ჯერ ჩემი სიტყვა გიორგი და ახლა რაც შეეხება ნაცნობ თემას,მინდა გახაროთ რომ................ისტორია დასრულდა,თავისუფლები ხართ.
-კარგია თუ დასრულდა,ყველაფერი უკანონოდ ხდებოდა და უნდა დაისაჯონ ამ უკანონიბისთვის.
-ხდებოდა,მაგრამ დასრულდა.ანასტასია ეს იმას ნიშნავს რომ შენ და შენი ოჯახი თავისუფლები ხართ შვილო და ნუღარ ჩაუღრმავდები სხვას,არსებობს რაღაცეები რომლებსაც მხოლოდ კანონი ერევა და ჩვენ დაველოდოთ ამ კანონის აღსრულებას.ასე რომ,თავისუფლები ხართ და ესაა მნიშვნელოვანი,შენ შეგიძლია დაუბრუნდე ოჯახს,იქ სადაც შენი ადგილია,სადაც შენი ხალხია.რაც შეეხება დამნაშავის დასჯას, ის აუცილებლად დაისჯება და ამ სასიხარულო ამბებთან ერთად მინდა ერთი ცუდი ამბავიც გითხრათ,მზად ხართ? გიორგიმ და ანასტასიამ ერთმანეთს შეხედეს და შემდეგფ გიორგის მიუბრუნდნენ.
-მაქსი გარდაიცვალა,ის მოკლეს წუხელ ღამით სკვერში ჩვენს მისვლამდე.
-მაქსი მოკლეს? ცრემლი მოერია ანასტასიას.
-ვიცი ძნელია შენთვის,მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით უმსხვერპლოდ ამ საქმის დასრულება.
-მან იცოდა ეს რომ მოხდებოდა,და ყოველ წუთს ელოდა მასზე თავდასხმას.თქვა გიორგიმ და ოთახში შემოსულ ბექას შეხედა.
-გიორგი,გიორგი ანამ მერამდენედ დამირეკა.
-მერე უპასუხე,დაელაპარაკე.უთხრა გიორგიმ და გაეცინა.
-რა გაცინებს იდიოტო,რა ვუთხრა სად ვართქო.
-საყვარელო სასწრაფოდ გავედი ქალაქიდან და შენი გაფრთხილება ვერ მოვასწარითქო.
-მართლა მასე ვუთხრა? ხომ იცი ახლა ყველა გადამოწმებული ეყოლება და აღმოაჩენდა,რომ სახლში არცერთი არ ვართ.
-ხო სამძებრო ბიურო ჩართულია,ამ ინფორმაციის გათვალისწინება დამავიწყდა.გიორგი და ანასტასია იცინოდნენ.
-აი კიდე დარეკა.
-უთხარი სადაც ხარ,ანასი გეშინია?
-არ მეშინია,ხომ იცი ბოლომდე ამომწურავი პასუხები უნდა ყველაფერზე.გისმენ ანა საყვარელო.გიორგიმ გულზე დაიდო ხელები და უთხრა, უთხარი ვისვენებთქო,რაზედაც ბექამ თვალები დაუბრიალა.
-გუშინ საღამოს სასწრაფოდ გავარდი სახლიდან და ჯერაც არ დაბრუნებულხარ,სად ბრძანდები ბესარიონ სად უნდა გეძებო?
-ნუ ნერვიულობ,სადაც შენი შვილია მეც იქ ვარ.
-ლუკაც შენთან ერთად არის?
-კი მაგრამ ამ წუთებში ჩემს გვერდით არ არის.
-გასაგებია,მოლაპარაკებულები ხართ და აზრი არ აქვს მასთან დარეკვას.სადილზე მობრძანდებით?
-არ ვიცი,შესაძლოა კი შესაძლოა არა.
-მე კი მინდოდა დღეს ოჯახს გემრიელად გვესადილა.
-რა მოგვიმზადე.
-სახლში თუ არ მობრძანდები,სადაც ხარ იქ ისადილე და ნუ კითხულობ რა მოვამზადე,გვაწყინოს მე და ჩემს ღიპუცა რძალს გემრიელი სადილი.
-ღმერთო ასეთი სასჯელი რატომ მმოივლინე,ეს ქალი ჩემი ცხოვრების მეგზურად რატომ ამირჩიე.ჩაილაპასრაკა ბექამ და ანამ უკივლა.
-რაო რა თქვი? ვერ გავიგონე,გაიმეორე.
-არაფერი საყვარელო,გემრიელად მიირთვითმეთქი.გიორგის და ანასტასიას სიხარული ყველამ გაიზიარა და კიდევ ერთი პატარას დაბადებას ელოდნენ.სულ მალე გაირბინა დრომ,ლუკას და ვახოს ვაჟკაცებმა ისევ ისე ერთ დღეს შემოსძახეს ყიჟინა როგორც თავიანთმა მამებმა,მათ მესამე პატარაც მიყვა კობას ვაჟკაციც და რამდენიმე თვეში გიორგის მეორე შვილიშვილიც მოევლინა სამყაროს. ოჯახის ბურჯი გაძლიერდა,როცა უთხრეს.
-მამა დაიბადა გოგი გოგაბერიშვილი.გოგის სიხარულს საძღვარიო არ ჰქონდა და ამდენ ბიჭებში პრინცესად დარჩა პატარა რუსო რომელიც ახალ ფეხადგგმულო იყო და უკვე ვერ იტანდა და ძალიან აღიზიანებდა პატარა გოგის ტირილი.რუსკა წამოიზარდა და მას უფროსმა გიორგიმ მაფიის დედოფალი დაარქვა და ყველა მისი ეშმაკობის მასწავლებელი ანა იყო.
-ანა რა ასწავლე რუსოს,ეს რა არის.მოესმა ანას გიორგის ხმა,რომელიც გაბრაზებული მოდიოდა და მისი ფეხსაცმელები ანას წინ დაუყარა.
-ეს რა არის გიორგი.
-ჯერ ხომ თასმები ამოუცლია,შემდეგ მაკრატელით ამოუჭრია.თქვა გიორგიმ და ანას თვალს არ აცილებდა.
-მე რატომ მიყურებ გაბრაზებული,მე გავაკეთე?
-შენ ასწავლე.
-არა,სცდები.
-ნუ მეკამათები დარწმუნებული ვარ.
-ანა სიმართლე თქვი,ისევ ის სისულელები გაწუხებს როგორც რამდენიმე წლის წინ?
-რა სისულელეებს ამბობ თავად ხვდები?
-გაფრთხილებ,ბავშვები არ გაასულელო თორემ ვერ გადამირჩები.
-ბევრს ლაპარაკობ ძალიან,დავბერდი და ასაკში ვარ,დავსერიოზულდი.გიორგიმ ანას შეხედა და გაეცინა.
-იცინე,იცინე მალე დაინახავ ჩემს სერიოზულ სახეს მაგიდაზე განცხადებას რომ დაგიდებ კომპანიიდან წასვლის თაობაზე.
-ჯერ არა ანიჩქა,ჩვენ ერთად დავტოვებთ კომპანიის კედლებს და იქ ჩვენი შვილები დარჩებიან.
-არ ვიცი,უკვე ვფიქრობ ამ საკითხზე.
-იცი მე რას ვფიქრობ? ლუკას ვუთხრა ჩვენი ბიჭი წამოიზრდება თუ არა ბოქსში შევიყვანოთ.
-არააააა.იყვირა ანამ და ბექას გაბრაზებულმა შეხედა.
-რატომაც არა,ვერავინ ვერ მოერევა.
-არა,რომ ვამბობ არა.გაუტეხავენ ამ ლამაზ ცხვირს ჩემს ბიჭს და დაკარგავს მის სილამაზეს.
-ბექას გაეცინა და სახლიდან გავიდა,ის საღამო მეგობრებთან ერთად გაატარა.ვეღარ ჩერდებოდნენ ოჯახის გარეთ,ყველა სახლისკენ მიიჩქაროდა რადგან ცდილობდნენ მეტი დრო თავიანთი საყვარელი შვილიშვილებისთვის დაეთმოთ.ოცნებობდნენ როდის დაიჭერდნენ ხელში და სასეირნოდ გავიდოდნენ.ერთ მშვენიერ დილას გიორგის ტელეფონზე უცხო ზარი დაფიქსირდა და სერიოზული ხმით უპასუხა.
-გისმენთ.
-ბატონი გიორგის მინდა დაველაპარაკო გოგაბერიშვილს.
-მე გახლავართ,გისმენთ.
-ქალბატონი ნონას თხოვნით დაგირეკეთ,უნდა მობრძანდეთ მას ვთქვენი ნახვა სურს.
-დიახ,დიახ ახლავეს მოვალ.
-მაგრამ არა სახლში,საავადმყოფოში ვართ.მთხოვა თქვენთვის დამერეკა გიორგიმ ჯერ არაფერი არ იცის.
-გასაგებია,უკვე გამოვდივარ.
-სად მიდიხარ გიორგი.შეეკითხა მარიამმა და გიორგიმ ჩუმად უთხრა.
-წამოდი წავიდეთ,გიორგის ბებია ყოფილა საავადმყოფოში და ჩემი ნახვა უნდა.
-მერე გიორგი?
-ჯერ ჩემთან უნდა შეხვედრა,გავედით ვგრძნობ რაღაც ცუდი მოხდება.გიორგი და მარიამი ყველაფრის აუხსნელად გავიდნენ სახლიდან და საავადმყოფოში მისულმა,შეხედა ნონა ბებო უკვე უკანასკნელ წუთებს ითვლიდა.ეწყინა,ცრემლი მოერია პირველად ის გაიფიქრა როგორ ეტკინებოდა გიორგის ბებიას დაკარგვა,გული გაიმაგრა და საწოლს მიუახლოვდა.ნონამ თვალი გაახილა და მის გვერდით ცრემლიან ქალბატონს უთხრა.
-ჩემო მარინა ესაა ჩემი გიორგის მამა და მე ბედნიერი მივდივარ,რომ ასეთი ხალხის გვერდით ვტოვებ ჩემს შვილიშვილს.
-რას ამბობ, დეიდა ნონა ექიმს დაველაპარაკებიო ახლავეს და ყველაფერს გავაკეთებ გამოჯამრთელდე.
-არა შვილო,წვალებად აღარ ღირს მე ასაკიც მაქვს 90 წელს მივაღწიე.ჩემმა ტკივილიანმა წლებმა მომტეხა თორემ 100-მდე მივაღწევდი,მაინც მადლობა უფალს.შენთან,თქვენთან ჩემი უკანასკნელი თხოვნა მაქვს სათქმელი შვილებო.
-გისმენთ ნონა დეიდა.მარიამმა მისი ხელი აიღო ხელში და მოეფერა ცრემლებს კი ჩუმად ყლაპავდა.ნონამ ხელი ასწია,მარიამს მოეფერა და უთხრა.
-იტირე შვილო,ცრემლს უკან ნუ დააბრუნებ გულზე დაგიგროვდება.მარიამმა ვეღარ გაუძლო და სახეზე დაედინა ცრემლი.
-ვიცი თქმა არ უნდა გამებედა,მაგრამ გიორგის თქვენ გაბარებთ.თუ კიდევ გაუჩნდეთ შვილი,გთხოვ გიორგი მარგარიტას სახელი გააცოცხლოს.
-აუცილებლად,აუცილებლად შეგისრულებთ ამ თხოვნას.გიორგიმ ტელეფონი აიღო და მარიამს დაურეკა სახლში.
-გისმენ მამა.
-მარიამ გიორგის წამოყევი და საავადმყოფოში მოდი ბებია ნონა ცუდად არის შვილო.
-კარგი,ვეტყყვი.მარიამმა გიორგის ოთახში შევიდა და სევდიანად შეხედა.
-რა მოხდა მარიამ.
-მამამ დარეკა,საავადმყოფოშია.გიორგი ფეხზე წამოდგა და შეშფოთებულმა შეეკითხა.
-რატომ,მარიამ მამას რა მოუვიდა.
-მამას არაფერი,ნონა ბებო......................
-სად,რომელ საავადმყპოფოშია.გიორგიმ პიჟაკს დაავლო ხელი და სახლიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა.
-ანასტასია გთხოვ რუსოს მიმიხედე.თქვა და უკან გაეკიდა გიორგის,მაგრამ საავადმყოფოში მისულს ვერ მიუსწრო ბებოს ის უკვე დადგომოდა მარადისობის გზას.გაუჭირდა გიორგის ბებოსთან გამოთხოვება,მაგრამ მეგობრების და გიორგის გვერდით დგომით უფრო ადვილად გადაიტანა ტკივილი.არ ტოვებდა მარტო ბებიას და დედას საფლავს და ხშირად დადიოდა,რამოდენიმეჯერ ანასტასიაც მიიყვანა.ეტკინა,იტირა,განიცადა,მაგრამ დრო არ ჩერდება და ცხოვრება გრძელდება.რუსო უკვე კარგად დადიოდა ფეხზე,ბიჭებიც წამოიზარდნენ და ისევ გიორგის ეზოში დიდი ჭადრის ძირში იყრიდნენ თავს.ზაფხულის ერთ სიცხიან დღეს ბექამ და გიორგიმ საცურაო ტრუსები ჩაიცვეს და რამდენჯერმე გასცურეს აუზში,პატარა რუსომ ჯერ შორიდან უცქირა ბექას და შემდეგ გიორგის მიუახლოვდა,მის ფეხებზე აძვრა და კარგად მოკალათდა,შემდეგ კი გაბედულად უთხრა.
-ბაბუ,ბაბუ.
-გისმენ ბაბუ.სიხარულით ივსებოდა რუსოს დაძახებულ ბაბუზე გიორგი.
-ლატომ აქშ ბექა ბაბუს უფლო დიდი მთმები ტალზე და შენ ლატომ ალ გაქვს? გიორგიმ ბექას შეხედა და შემდეგ რუსოს სიცილით უთხრა.
-იმიტომ რომ ის ადამიანი არ არის ბაბუ.
-ამდამიანი ალ ალის? ეშ ლოგოლ,აბა ვინ ალის ბაბუ? გაკვირვებულმა შეხედა ბავშვმა გიორგის.
-არ ვიცი რა ცხოველია ბაბუ,მაგრამ მე მაიმუნს ვამსგავსებ,კი ის მაიმუნია ბაბუ.
-მაიმუნი? ზოოპალკში ლომ მანაქა ანა ბებომ,იმ მაიმუნს ალ გავს და ლოგოლი მაიმუნია? გიორგიმ გულიანად გაიცინა და ბექამ უთხრა.
-რას ეუბნები ბავშვს იდიოტო,თავად ხარ მაიმუნი. რუსო ჩამოცოცდა გიორგის ფეხებიდან და სახლისკენმ წავიდა,გიორგიმ თვალი გააყოლა და იქვე მდგარ მომღიმარ მარიამს უთხრა.
-მარიამის პატარაობაა,ვხედავ და ასე მგონია წლები დაბრუნდა,მარიამი დაპატარავდა.ანამაც ღიმილით გააყოლა თვალი პატარას და თქვა.
-წლები გაფრინდა,მაგრამ არ გვინდა შევიმჩნიოთ,გვგონია ისევ ცისარტყელას ფერებია ჩვენს გარშემო და სურვილი გვაქვს,გვინდა ისევ ის სიგიჟეები გავიმეოროთ,ის სიგიჟეები რომლებიც ჯერ კიდევ ჩვილი ბავშვოივით გვიღიმის და სწორედ ეს ღიმილია მაცდუნებელი.ეს ის ღიმილია რომელიც წლების შემდეგ ტკბილ მოგონებად გადაიქცა და სულიც აკივლდა.მარიამმა გიორგის გვერდით დადგა,შემდეგ იქვე მდგარ ანას და ბექას გადახედა და თქვა.
-რა გრძნობაა სიოყვარული? ბევრს ვერ გაუგია ამ გრძნობის გემო ისე წასულა,ბევრსაც არ უგემია და გაუბედია ეს კითხვა სხვებისთვის დაუსვამს.არსებობს კი სიყვარული? ან რა არის სიყვარული? არ ვიცი,მაგრამ ის ვიცი,რომ სიყვარული არის ის რასაც გრძნობ ამ წუთში და ვერ ხსნი.ის რაც თავბრუს გახვევს და ცხოვრებას გიცვლის.ადამიანები ხშირად ვეუბნებით ერთმანეთს ,,მე შენ მიყვარხარ'', ,,მე შენ მჭირდები'', ,,მე შენ გაღმერთებ'',მაგრამ რამდენად მართალია ყოველი ფრაზა?
-შენ არ გიყვარს ის ვისაც პირველად ეტყვი ამ სიტყვებს,შენ გიყვარს ის ვინც შეგაგრძნობინა ამ სიტყვების აზრი.თქვა გიორგიომ და მარიამს თვალებში ჩახედა.
-და შენ? თვალი მარიამმაც გაუსწორა და უცქერდნენ ერთმანეთს.
-რა მე.
-შენ შეიგრძენბი აზრი ამ სიტყვების?
-შევიგრძენი,შენ ხარ ჩემი ნათქვამი სიტყვების დიდი აზრიც და შინაარსიც,შეხედე ჩვენს პატარას რა საყვარლად მოდის ჩვენსკენ,სწორედ ის არის.............
-გეთანხმები,ის არის ჩვენი ცხოვრების აზრი.
-ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე ჩემო გიორგი და ცხოვრების თითოეული წამიც დიდი მოულოდნელობაა მოკვდავთათვის.ადამიანების ცხოვრებაში ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც კი საოცრებებს გვიტოვებს,საოცარია და ბევრისთვის დაუჯერებელი ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობა,შემდეგ ჩვენგან ჩვენმა შვილებმა აიღო მაგალათი და ისინიც მეგობრობენ,ახლა კი შვილიშვილებს შევხარით.მე მაბედნიერებს ამ წლების თითოეული წუთი და მაბედნიერებთ თქვენ.გიორგიმ ბექას ხელი გადახვია და ანას უთხრა.
-ჩვენს ცხოვრებაში და მეგობრობაში ანა ყველაზე მხიარული სცენარი შენ დაწერე,მე არ ვიცოდი და არ მჯეროდა წლები თუ გაუძლებდა ჩვენს მეგობრობას,მაგრამ როგორც ხედავთ გაუძლო.ჩვენ უერთმანეთოდ ვერ ვძღებით,ისე როგორც ჩვენი შვილები.ვფიქრობ დრო მოვიდა უარი თქვა სცენარისტობაზე,ჩვენ ვეღარ ვიქნებით კარგი რეჟისორები ძვირფასებო რადგან ჩვენ უკვე ასაკში ვართ,მაგრამ უნდა დამეთანხმოთ,რომ ჩვენი განვლი გზა რომელმასც აქამდე მოგვიყუვანა ტკბილი იყო.ახლა ჩვენს შეწყვეტილი გზა შვილებმა უნდა გააგრძელოს და ისინი იქნებიან რეჟისორერბიც,მსახიობებიც და სცენარისტებიც.ჩვენი ცხოვრების ისტორია კი დროა მწერალო აქ დაასრულო,ჩვენ დავსხდებით და დავტკბებით ამ პატარების ყიჟინით.
-ტკივილზე არაფერს იტყვი გიორგი?
-ვიტყვი,იყო წლები მარიამმა სულის ტკივილი დამიტოვა,მაგრამ წლები შემომიბრუნდა,თითქოს დრო გაჩერდა და ტკივილი სიხარულმა და უფრო დიდმა სიყვარულმა ჩაანაცვლა.ჩემი სიყვარუილი დამიბრუნდა და ერთად შევხარით შვილებს და შვილიშვილებს.არის ზოგჯერ ისეთი რამ,რომ გინდა შეცვალო,ცხოვრება თაქიდან დაიოწყო,მაგრამ მე პირადად არაფერსა არ შევცვლი და რომ შემეძლოს ყველაფერს თავიდან გავივლი,თუმცა მინდა ვაღიარო ზოგჯერ თქვენგან მინმდა გაქცევა,მაგრამ უთქვენოდ მე სადაც არ უნდა წავიდე არავინ და არაფერი ვარ.ეზოში ხმაურით შემოვიდნენ ლუკა,ვახო,გიორგი და ანდრეა,ბექას გაეცინა და თქვა.
-აი ვის გამო ვცხოვრობთ და ვცოცხლობთ,ეს ის ხალხია რომლებსაც უნდა გადავაბაროთ ჩვენი საქმეები.
-თქვენ რა გადაწყვიტეთ უკვე პენსიაში გახვიდეთ? თქვა ანამ გაოცებულმა.
-ჩვენ უფრო დიდ და მნიშვნელოივან საქმეს გავაკეთებთ საყყვარელო.
-მაინც რას?
-შვილიშვილებს გავზრდით,ამაზე მეტი კარგი რა უნდა გავაკეთოთ.
-ნუთუ დრო მოვიდა? მე კი არ მინდა კიდევ მომემატოს ასაკი,არ მინდა დავბერდე.ხმა აუკანკალდა ანას და ბექას შეხედა.
-ვიცი რომ ზოგჯერ გაუზრდელი ბავშვი ხარ,ზოგჯერ აფრენ კიდეც და ვერ ხარ დალაგებულ აზრზე,ზოგჯერ დემონი ხარ,ზოგჯერ უჟასი,ზოგჯერ ისე მიჭამ ტვინს მინდა მოგგუდო და სადაც ვიქნები იმ წუთში იქვე დაგმარხო და ზემოდან ბეტონი დაგასხა რომ არ ამოხვიდე ზემოთ,დროა გაიაზარო რომ ეს ბავშვური წლები დიდი ხანია დასრულდა,ასაკში ვართ.ჩემო ანა დრომ ძალიან სწრაფად,იმაზე სწრაფად გავიდა ვიდრე ველოდით,ჩვენ კი ერთ სამყაროს ვეკუთნით,რადგან ერთმანეთს ვავსებთ დღეები კი მიედინება და დღეთა დინებას მიჰყვება ჩვენი ყოველდღიურობა.
-ბაბუუუ,ბაბუუუუუ.
-რა მოხდა ბაბუუუ.ხელებ-გაშლილი შეხვდა გიორგი პატარა რუსოს.
-დედამ გამომადო გალეთ,წადი ბაბუასთანო.გიორგის გაეცინა,პატარა ხელში აიყვანა და სიცილით უთხრა.
-მოდი ბაბუყ,ალბად ძამიკო უნდა მოგიყვანოს დედამ და მამამ მაღაზიიდან.



დასასრულიიი.
08/10/2019.
12,30



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

მადლობა ამ სითბოსა და სიყვარულისათვის, გელოდები თქვენც და ბუმერანგსაც.

 


№2  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მანანა
მადლობა ამ სითბოსა და სიყვარულისათვის, გელოდები თქვენც და ბუმერანგსაც.

unamused ბუმერანგს ცოტა დააგვიანდება,მეც ვერ ვხვდები რატომ,მაგრამ სულ მალე სრულად დავდებ ახალ ისტორიას,აღარ მინდა გავაწამო მკითხველი და უკეთესია სრულად გასიამოვნოთ. kissing_heart kissing_heart

 


№3  offline წევრი იზუკა

ცრემლი მომერია :( ეს ისტორია იყო მეგობრობის,სიყვარულის,ერთგულების ნათელი მაგალითი! პირველივე თავიდან მოყოლებული დასასრულამდე,დიდი სიხარულით ველოდებოდი ახალი თავის დამატებას..საუკეთესო ისტორია იყო თავისი პერსონაჟებით..გიორგი-ეს ადამიანი არ ვიცი უბრალოდ რა სიტყვებით უნდა დავახასიათო..ყვაზე საყვარელი და ტკბილი ბაბუ იქნება შვილიშვილებისათვის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა..წარმატებები მინდა გისურვოთ..

 


№4  offline მოდერი zia-maria

იზუკა
ცრემლი მომერია :( ეს ისტორია იყო მეგობრობის,სიყვარულის,ერთგულების ნათელი მაგალითი! პირველივე თავიდან მოყოლებული დასასრულამდე,დიდი სიხარულით ველოდებოდი ახალი თავის დამატებას..საუკეთესო ისტორია იყო თავისი პერსონაჟებით..გიორგი-ეს ადამიანი არ ვიცი უბრალოდ რა სიტყვებით უნდა დავახასიათო..ყვაზე საყვარელი და ტკბილი ბაბუ იქნება შვილიშვილებისათვის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა..წარმატებები მინდა გისურვოთ..

heart_eyes მადლობააა,მიხარია რომ ასე ძალიან მოგეწონათ ისტორია. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent