შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებშია თავისუფლება! (14,15) ტკივილი


14-08-2019, 04:33
ავტორი truelove
ნანახია 3 254

მთელი გზა თვალი ვერ მოვხუჭე,ვცდილობდი გზა დამემახსოვრებინა აქეთ–იქით ვიყურებოდი და ამ ზღაპრული ადგილის დამახსოვრებას ვცდილობდი,მეგონა,რომ მშვენიერი სიზმრიდან რეალურ ცხოვრებაში დიდი უროს ჩარტყმით დამაბრუნეს,გზას ოდნავ თვალს თუ მოვაშორებდი ნერსეს სახეს ვხედავდი,მის გამოკვეთილ სახის ნაკვთებს,სქელ წარბებს და გრძელ წამწამებს მეგონა,რომ მისი სახე ხელებში მეჭირა და თვალებში ჩავყურებდი,დაუმორჩილებელ თვალებში,რომელიც არავის ჰქონდა მის გარდა,დავინახე როგორ ჩამოვიტოვეთ ქალაქი,ამ ქალაქში ჩემი გულის სამიმეოთხედი დავტოვე. ვსუნთქავდი,მაგრამ ჰაერს ვერ ვგრძნობდი,სისხლი მიჩქეფდა,მაგრამ მთელი სხეული მეყინებოდა,გამოსახულებებს ვხედავდი თვალებით,მაგრამ ვერ აღვიქვავდი,მინდოდა ცრემლებად დავღვრილიყავი,მაგრამ თვალები ამომშროდა,არანაირი მიზეზი აღარ მქონდა იმისთვის,რომ მეცოცხლა..სუნთქვა შემეკრა,თითქოს იმ ცრემლებით ჩემი ფილტვები აივსო და საშუალებას არ მაძლევდა მესუნთქა, სიყვარული,რომელიც მაიძულებდა ამ ადგილას დარჩენას ახლა ყელში მიჭერდა.
–მანქანა გააჩერეთ!–ვიყვირე და ხელი ყელზე მოვიხვიე,რომ ჩაკეტილი სასუნთქი გზები რამენაირად გამეხსნა.
მანქანა რესკადდ გაჩერდა,გადმოვედი და შუა გზატკეცილიდან მთებს გადავხედე,ვერ ვსუნთქავდი,შეინაგად მოვკვდი,ახლა მხოლოდ ხორცის გროვა ვიყავი სხვა აღარაფერი. აღარანაირი ემოცია,აღარანაირი სევდა,სიყვარული,ბედნიერება,ტკივილი..ყველაფერი გაქრა,აი ასე უბრალოდ ვიგრძენი როგორ გაქრა ჩემში ყველაფერი..
–ქალბატონო კარგად ხართ?
მინდოდა მისთვის რამე მეთქვა,მაგრამ ვერ ვეუბნებოდი..რამდენიმე საათი გავატარე ალბათ ასეთ მდგომარეობაში,უკვე ღამის პირველი საათი იქნებოდა ფრთხილად,რომ მომიახლოვდა მამაჩემის ხელქვეითი ბესო.
–ქალბატონო რამე მაინც მოცვით გაცივდებით ცივა.
ოდნავ გადავხედე,სიცივისგან ყბა უკანკალებდა,უცნაურია ამხელა კაცი კანკალებდა მე კი ვერაფერს ვგრძნობდი,ჩემს შიშველ მკლავს დავხედე სიცივისგან ეკლები მეყარა,თუმცა შიგნით ვერც სიცივეს ვგრძნობდი და ვერც სხვა რამეს,ერთადერთი რაც ზუსტად ვიცოდი ის იყო,რომ შიგნიდან მთლიანად ცეცხლი მეკიდა,ვიწვოდი შინაგანი ცეცხლი მწვავდა და თან იწირავდა ჩეს ყველა გრძნობას.
–ქალბატონო არგცივათ?–მორიდებით მკითხა და ქურთუკის მოსახვევად გამოიწია,ხელი ავწიე და ვანიშნე,რომ შეჩერებულიყო.
–არმცივა,გზა განვაგრძოთ–უემოციოდ ვუთხარი და მანქანაში დავბრუნდი.
გზას თვალს ვადევნებდი ჩემს ტვინს დასვენება ესაჭიროებოდა,თუმცა ახლა არანაირი ძილი არ შემეძლო,თბილისში დილის ცხრა საათისკენ ჩამოვედით გრძელ კორპუსთან გაჩერდა მანქანა.
–სად ვართ?–ვკითხე ჩახლეჩილი ხმით.
–მესამე სართულზე თეთრიკარია იქ თქვენი და ცხოვრობს,ჯობია მასთან დარჩეთ რამდენიმე დღით..ჩემოდანს ჩვენ ამოგიტანთ.–მანქანიდან გადვაიდა და ჩემი კარი გააღო.
–მადლობა–მანქანიდან გადმოვედი,თუმცა საშინელი სისუსტე ვიგრძენი,ალბათ წავიქცეოდი,მაგრამ ბესომ მკლავში ძლიერად მომკიდა ხელი.
–ქალაბტონო ანასტასია კარგად ხართ?
–მადლობა,ბესო კარგად ვარ–ორიენტაციის უნარი დავიბრუნე და ბარბაცით შევედი სადარბაზოში.–ლიფტის ღილაკს თითი დავაჭირე და დაველოდე..ჩემს წინ დიდი შავი ყუთი გაიხსნა,როგორც ჩანს ნათურა იყო გადამწვარი..ცხოვრებაში ცხენზე მეტად ერთი რაღაცის მეშინოდა და ეს დახურული სივრცე იყო..ცხენის გასენებაზე ნერსე ამომიტივტივდა თავში..გამახსენდა ყველა მომენტი..
–აქ ვერ შევალ–ჩავილაპარაკე ჩემთვის და კიბისკენ ავიღე გეზი.
ნელა ავდიოდი კიბეებზე,თან თავბრუ მეხვეოდა და თვალებში მიბნელდებოდა,როგორ იქნა მივაღწიე ჩემოდანი უკვე კართან იდო..ძლაა მოვიკრიბე და აკანკალებული ხელით რამდენჯერმე დავაკაკუნე,რამდენიმე წუთში კარი გაიღო და კესოს გაოცებულ სახეს გადავაწყდი,ერთ მზერაში დავიჭირე მისი ემოციები,ოდნავ გავუღიმე და მის დანახვაზე გული ამომიტრიალდა მთელი ემოციები ერტად მომეძალა და მის კარში ავტირდი,გაყინული იდგა და შეშფოთებული სახით მიყურებდა,უცბად ხელები შემომხვია.
–სად იყავი ტასო? იცი რამდენი ვინერვიულე? რა დაგემართა ჩემო პატარა დაიკო..–ატირდა ისიც.
–აღარშემიძლია კესო,ვეღარ ვსუნთქავ–მოგუდული ხმით ვთქვი და ხელები მთელი ძალით მოვხვიე.
–ვინ ჩაგაგდო ესეთ დღეში,შენ უბრალოდ სახელი მითხარი.
ხელი მომხვია და სახლში შემიყვანა,დივანზე ჩამოვჯექი,კესომ ყავა მომიტანა და შუბლზე ხელი მომადო.
–იწვი ანასტასია,დალიე ეს დამშვიდდი და მომიყევი ყველაფერი.
ხელის კანკალით მივიტანე ჭიქა პირთან და ოდნავ მოვსვი,სიცხის ელექტრონული საზომი მომადო შუბლზე,თვალები დააჭყიტა.
–ოცდათვრამეტი და რვა–თავი გაიქნია და წამლებით ხელში დაბრუნდა.
–არმინდა რა..–დავიწუწუნე და ჭერს ავხედე.
–რასქვია არგინდა,დალიე ახლავე..
წამალი დავლიე და ჭიქა მაგიდაზე დავდგი,გვერძე მომიჯდა და ხელი მომხვია.
–მომიყევი ეხლა რამოხდა.
–ყველაფერი კესო,ყველაფერი მოხდა.–თავი გავიქნიე და დივანს მივადე.
–არმეჩქარება,მოვისმენ.
ყველაფერი მოვუყევი დაწყებული კოკას გარიგებით დასრულებული ბესოს ინფორმაციით.
გაშტერებული მიყურებდა..ხუთი წუთი დუმდა და ოთახში აქეთ–იქით დადიოდა.
–მე არცკივიცი რავტქვა ანასტასია,რამდენი რაღაც გადაგიტანია მე კი არაფერი ვიცოდი,რატომ არ დამირეკე? საერთოდ ზედ არ სევხედავდი კოკას აქამდე,რომ მცოდნოდა ღირსია რაც დაემართა იმედიმაქვს მალე მოკვდება.–მართალია ორივეს რთული ხასიათი გვქონდა,თუცა კესო ბევრად მკაცრი იყო,მე უფრო იმპულსური ვიყავი,თუმცა არშემეძლო დიდხანს გაბრაზება..ბავშვობიდან ასეა,როდესაც მაწყენინებდა ორ წუთში არ მახსოვდა მეთუ ვაწყენინებდი ერთი თვე მაწვალებდა შერიგებაზე.
–ასე ნუიტყვი კესო,ის მამაჩვენია ყველაფრის მიუხედავად.
–მამაჩვენი? ანასტასია შენს თავს შეხედე,შენი ასეთი მდგომარეობა მისი ბრალია.
–ვიცი...–თავი ჩავხარე.
–და ნერსე? შეგიყვარდა ხო? იმიტომაც განიცდი ასე..
მას შევხედე და თვალებიდან ცრემლები გადმოცვივდა,ოდნავ დავუქნიე თავი..მძიმედ ამოიხვნეშა და ჩამეხუტა.
–კარგი,დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება,ახლა რასაც გეტყვი არიფიქრო,რომ ამით შენი დამშვიდება მინდა,მაგრამ ჩემი აზრით იმ ბიჭს უყვარხარ.
თავი გავაქნიე.
–არა,კესო ასე,რომ ყოფილიყო ახლა აქ არ ვიჯდებოდი.
–ანასტასია დაფიქრდი,რომელი ბიჭი გააკეთებდა ამდენ რაღაცას იმ გოგოს გამო,რომელიც არუყვარს?
–ამას იმიტომ აკეთებდა,რომ მისი ღირსება შეენარჩუნებინა ჩემი სახით.
–ნუ გადამრიე ტასო,იმ ტყუილის გჯერა,რომელიც თავისითავის მოსატყუებლად შექმნა.
–არგინდა კესო,არგინდა გთხოვ,ახლა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ,მაგრა ნერსეს ვიცნობ,საკმარისად,რომ ვყვარებოდი იბრძოლებდა ჩემთვის,მაგრამ უარი თქვა და ხელი გამიშვა.
–ანასტასია მეტი რა ბრძოლა გინდა გაწყვიტა ნახევარი ქალაქი შენს გამო,ყველაფერთან ერთად კიდე მთავარს დაუპირისპირდა.
–რატომ არ გესმის კესო? ეს მისი ღირსებისთვის გააკეთა–ტონს ავუწიე და თავი ხელებში ჩავრგე.
–კარგი,მაპატიე..–ხელი გადამისვა თავზე.
თავი მუხლებზე დავადე და ვტიროდი,თმაზე ხელს მისვავდა და მაწყნარებდა,ტირილისგან და დაღლილობისგან გაბრუებულს ჩამეძინა კიდეც.

თვალი მძმედ გავახილე და მიმოვიხედე საწოლზე ვიწექი..საათი ხუთს უჩვენებდა,ფანჯარასთან მივედი და ფარდა ოდნავ გადავწიე,მზემ თვალი მომჭრა და თავდაპირველ მდგომარეობაში დავაბრუნე ფარდა,სამზარეულოდან ჩურჩულის ხმა მოისმოდა,ისე გამიკვირდა იქიდან საძინებელში როგორ აღმოვჩნდი...კარი ფრთხილად გამოვაღე,კესო და მისი საქმრო ყავას სვავდნენ და რაღაცაზე გამწარებულები ბჭობნენ ეს რაღაც კი მე ვიყავი..გიორგიმ შემომხედა და გამიღიმა.
–გამარჯობა კესო..
–გამარჯობა–უხერხულად შევიშმუშნე.
–როგორ ხარ..–ალბათ ამაზე პასუხის გაცემას ახლა აზრი არ ქონდა.
კესო ჩემსკენ წამოვიდა და შუბლზე ისევ ის თერმომეტრი მომადო.
–ოცდაჩვიდმეტი და ორი,შედეგი ნამდვილად გვაქვს,პირი გააღე–მითხრა და პირში წამალი ჩამტენა.
–კესო,მამას ნახვა მინდა–ვთქვი და მის რეაქციას დაველოდე.
–რა ჯანდაბად გინდა მაგ არაკაცის ნახვა.
–პასუხები მჭირდება.
–კარგი რა ანასტასია დამ...
–გეყოფა კესარია–თვალები დაუბრიალა გიორგიმ–ამის სრული უფლება აქვს,თუ გინდა მე გაგიყვან.
–თუარშეწუხდები..–ოდნავ გავუღიმე და ოთახში დავბრუნდი.
აბაზანაში შევედი და ცხელი შხაპის ქვეშ დავდექი,სხეული მეწვოდა ცხელი წყლისგან,თუმცა ფიზიკური ტკივილი სულიერ ტკივილს მიმსუბუქებდა.
ოთახში დავბრუნდი და პირველი რაც ხელში მომხვდა ისინი ჩავიცვი,თმაც კი არ მოვიწესრიგე ისე გამოვედი ოთახიდან.
–წავიდეთ–ვუთხარი გიორგის და ფეხსაცმელი ამოვიცვი.
–შენ რას იზავ?–კესოს გახედა გიორგიმ.
–კომა ვერ უშველის,მე იმ არაკაცთან არმივალ სულ,რომ მოკვდეს.
–მერე ვილაპარაკოთ–უთხრა გიორგიმ და კარი გამოიკეტა.
საავადმყოფომდე ხმა არცერთს ამოგვიღია..საავადმყოფოში შევედი და მისი პალატის კართან გავჩერდი.რამდენიმე წუთით შევყოყმანდი,მაგრამ კარი მაინც შევაღე..დავინახე ათას შნურში ახლართული სხეული,გულის აპარატის წკაპუნი გაისმოდა ოთახში..მივუახლოვდი და თავზე დავადექი..დავხედე მის უსიცოცხლო სხეულს.
–არვიცი ჩემი გესმის თუარა,აგრა მოვიტხოვ,რომ ახლავე გაიღვიძო–ვუთხარი და რამდენიმე წამი ამოვისუნთქე,სიტყვები ყელში მეჭედებოდა–გესმის? ახლავე გაიღვიძე შე არაკაცო! არგაქვს უფლება გათიშული იწვე ჩემს წინაშე,მინდა თვალებში ჩამხედო! მინდა დავინახო როგორ მისწორებ შენს ბინძურს თვალებს!–ხელები მკერდზე მსუბუქად დავარტყი–გაიღვიძე შე ნაბი**რო!–ცრემლები გადმომცვივა და თავი მის მკერდზე დავდე–უბრალოდ გაიღვიძე!–პირველად ავტირდი მამაჩემის მკლავებში,საერთოდ პირველად ვიყავი მასთან ასე ახლოს.
ტირილიტ გული,რომ მოვიოხე პალატიდან გამოვედი და გიორგის ისე ჩავუარე,თითქოს ვერ ვხედავდი.
–ანასტასია,წავიდეთ?–წამომეწია.
–გიორგი შენ წადი მე ცოტახანს გავივლი..
–დარწმუნებული ხარ?
–კი,
–კარგი როგორც გინდა.–ფრთხილად მომშორდა.
მიმღებში შევედი და ექთანთან მივედი.
–უკაცრავად.
–დიახ გისმენთ–შემობრუნდა და შემომხედა.
–თუ შეიძლება რაიმე სიახლის შემტხვევაში კოკა არაბულთან დაკავშირებით პირველი ამ ნომერზე შემატყობინეთ.–ფურცელი გავუწოდე.
–ოჯახის წევრი ბრძანდებით?
–დიახ,ასეც შეიძლება ითქვას–ვთქვი სარკაზმულად.
–რათქმაუნდა,შეგატყობინებთ.
–მადლობა.
–ნახვამდის..
საავადმყოფოდან გამოვედი და ქუჩას გავუყევი,არაფერი არ ხდებოდა,სრული სიმშვიდე სუფევდა,თუმცა იმ ადგილის მერე აქ სუნთქვა მიჭირდა,ჩახუთულობა იყო,თითქმის მტელი ქალაქი მოვიარე ღამის ათი საათი იქნებოდა კესომ,რომ დამირეკა.
–ანასტასია სად ხარ?–შეშინებული ხმა ქონდა.
–მონატრებულ ქალაქს ვესიყვარულები.
–რამდენ ხანში მოხვალ?
–არვიცი კესო დაიძინე,ნუ გეშინია თავს არ მოვიკლავ.
–რა სისულელეს ამბობ უბრალოდ დაღამდა და ვინერვიულე.
–არ ინერვიულო და არ დამელოდო.
მობილური გავთიშე და უცხო ქუჩაზე შევუხვიე,ხალხის ჯგუფი მოგროვებულიყო,ალბათ რამე აქციაა ისევ,თბილისი ხომ ამით გამოირჩევა..დამაინტერესა და ბრბოში გზა გავიკვალე,კლუბთან აღმოვჩნდი, რახდება ნეტა ასეთი..საქმე მაინც არმქონდა,ყველგან ნერსეზე ვფიქრობდი,დალევა არ მაწყენდა..ზუსტად ვიცი,რომ მაკვირდება და ვიღაცეებს მიგზავნის სათვალთვალოდ..ხოდა მითვალთვალე ბატონო ჯიშკარიანო,მითვალთვალე და ნახავ როგორ მოვიქცევი..არა,აშკარად ვგიჟდები რატომ ვებღაუჭები იმ აზრზს,რომ მისთვის რაღაცას ვნიშნავ..რატომ მგონია,რომ ვიღაცას გამოაგზავნიდა მე ხო სულ ფეხებზე ვკიდივარ..ჩემს გონებაში ორი სხვადასხვა აზრი ებრძოდა ერთმანეთს,თუმცა ბოლოს ერთ გადაწყვეტილებამდე მივედით,ამ საღამოს აუცილებლად უნდა დამელია ისე,რომ ამ სამყაროს ერთი დღით მოვწყვეტოდი..კლუბის კარი შევაღე და მაშინვე მეცა ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი,ლაზერებმა თვალები ამიჭრელეს,დახუთული სივრცე გონებას მიბინდავდა,ბართან გავიკვლიე გზა და დავჯექი.
–რას ინებებთ?–ჩამყვირა ბარმენმა.
–ერთი ბაქარდი 151.
ბარმენმა თვალები ჭყიტა.
–ძალიან ძლიერია,თანაც მაგის გამოშვება უკვე შეწყდა და ძალიან ძვირი ღირს.
–ეგ დაიკიდე–დავუყვირე და მოსაცმელი გავიხადე.
მხრები აიჩეჩა და წინ ჭიქა დამიდგა,ამ სასმელზე ბევრი არაფერი ვიცოდი გარდა იმისა,რომ საშინლად ძლიერი იყო,თუმცა გასინჯვა ყოველთვის მსურდა..ჭიქა მაღლა ავწიე.
–ჩემს საცოდავ სიცოცხლეს გაუმარჯოს–გადავკარი და ლიმონი მივაყოლე,ყელი საშინლად ჩამწვა,თუმცა ნამდვილად კარგი იყო,სასმელები ყოველთვის მიყვარდაგანსაკუთრებით ვისკი.
–კიდევ ერთი!–ავუქნიე ხელი.
–იქნებ არ ღირს?
–ე..ე პატარა ბიჭი შენ მე ნუ მასწავლი რა ღირს და რა არა..–ღმერთოჩემო ეს რამ მათქმევინა? ასე ცხოვრებაში არავისთვის მიმიმართავს,თავი ხელში უნდა აიყვანო ტასო თორემ ქუჩის ლოთ ძველ გოგოებს ემსგავსები ჩამძახა ჩემმა საღად მოაზროვნე ნაწილმა..კარგი რა! დღეს ყველაფერი შეიძლება,ხომ გახსოვს ანასტასია..გამომიწვია მეორე ხმამ..მართალია! დღეს ყველაფერი შეიძლება.
კიდევ ერთი ჭიქა დამიდგა,კვლავ ავწიე..
–ამ ჭიქით პატიებას გთხოვ ბიჭუნა–ესეც გადავკარი,წლოვანებით ბათუს ტოლი იქნებოდა..ბათუ გამახსენდა და მობილურზე მივწერე..
–„მომენატრე მასხარა“
გავიღიმე და პასუხს დაველოდე.
–„მეც მომენატრე,ალქაჯო,როგორხარ?“
–„როგორც თევზი ხმელეთზე“
მინდოდა ნერსეზე გამეგო რამე,თუმცა ბათუ პასუხს არ ჩქარობდა.
–„თქვენზე იდიოტი ადამიანები ჯერ არ მინახავს“
–„ვინ ჩვენზე?“
ისე მივწერე თითქოს არ ვიცოდი.
–„იცი რაზეც გელაპარაკები,უნდა წავიდე ძილინებისა“
–„კარგი,ძილინებისა“
მობილური ჩავაქრე და თვალები ამიცრემლიანდა,უკვე მენატრებოდა იქაურობა,ბათუ,მარინე,ლილე,ზურა,ვაჟა და....
–კიდევ გნებავთ რამე?–მომიტრიალდა ბარმენი
ბარმენის სახე გაქრა და ნერსეს სახე მიიღო,მკაცრად მიყურებდა,როგორც ჩვევია.
–არგინდა ნასია,სახლში წადი.–მითხრა წარმოსახვითმა ნერსემ
–შენ აღარანაირი უფლება აღარგაქვს რამე მიმითითო.
–უკარავად? მითხარით რამე?–მკითხა ბარმენმა.
–კიდევ ერთი ჭიქა–ვუთხარი და ცრემლი მოვიწმმინდე.
ჭიქა წინ დამიდო.
–ლევან,კლიენტებს ეს დაურიგე–ფლაერები გადასცა ვიღაც ქალმა ბარმენს.
–კარგი,ქალბატონო მაკა–გამოართვა და ბარში შეინახა.
ქალი წავიდა,ჭიქა ავიღე,გულში კარგად შევიკურთხე ჩემს მდგომარეობაზე და გადავკარი.
–შეგძლია ფლაერი მაჩვენო–გავუღიმე და ხელი გავუწოდე.
–რათქმაუნდა–ფლაერი მომაწოდა,ასოების გარჩევა მიჭირდა,მგონი ვაკანსია იყო.
–რის პოზიციაზე არისო?–თვალები მოვჭუტე.
–ოფიციანტი.
–ვააა..ხელფასი?
–1000 ლარი.
დიდხმაზე გავიცინე.
–კარგი ხუმრობა იყო.
–არა არ ვხუმრობ,ჩვენთან მაღალი ხელფასებია.
–და რატომ? წინა წელს სამსახურს,რომ ვეძებდი 300 ლარზე მეტს არავინ იხდიდა.
–ეს განსაკუთრებული კლუბია–თვალი ჩამიკრა.
–რას იტყვი ვცადო?
–რატომაც არა?!
–ვისთან მივიდე?
–იმ ქალთან ვინც ფლაერები მომაწოდა.
–კარგი მოვალ ცოტახანში.
სკამიდან ჩამოვხტი,ცოტა ვბარბაცებდი მაგრამ ჯერ ალკოჰოლს ისე არ უმოქმედია,როგორც ველოდი.
იმ ქალთან მივედი.
–გამარჯობა..–მაღალ ხმაზე ვუთხარი,რომ მუსიკის ხმა გადამეფარა.
–გამარჯობა–გამიღიმა ქალმა.
–ვაკანსიაზე ვარ–ფლაერი ვაჩვენე.
თავი დამიქნია და წამომყევიო მანიშნა..ბარის უკან რაღაც კარი გააღო,რომელსაც წარწერა მხოლოდ თანამშრომლებისთვის ეწერა,დერეფანს გავუყევით და რაღაც კაბინეტში შევედით.
–დაბრძანდით–სინათლემ თვალი მომჭრა.
–სკამზე დავჯექი–ზუსტად ვიცოდი არ ამიყვანდნენ უბრალოდ ვერთობოდი,სხვა რაუნდა მეკეთებინა რაღაცაზე,რომ არგადამეტანა ყურადღება ალბათ მართლა მოვკვდებოდი.
–სივი გაქვთ?
–მეტყობა რამე?– გამეცინა და ფეხი ფეხზე გადავიდე.
–ვფიქრობ ახლა შესაბამის მდგომარეობაში არ იმყოფებით გასაუბრებისთვის.
–ნამდვილად–სიტყვა გავწელე და თავი უკან გადავაგდე.
–იცი მომწონს შენი თავდაჯერებული,ოდნავ „პოხუისტი“ ტონი,სახეზეც მშვენიერი გოგო ხარ უბრალოდ ახლა ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვს ალბათ..
–და ეს ახლა დაასკვენით?–გამეცინა მენეჯერის სიტყვებზე
–მე პროფესიით ფსიქოლოგი ვარ.
–ააა..–წარბები ავწიე.
–საკონტაქტო ინფორმაცია დამიტოვე და ხვალ დაგიკავშირდები.
–იცით რა მაინტერესებს? ამ პოზიციაზე ამხელა ხელფასით ყველა დაგთანხმდებათ ჩემი დამოკიდებულებაც ნათლად გამოვხატე ამ სიტუაციაზე,მაინცდამაინც მე რატომ მიყვანთ?
–ჩვენ ყველას ვაძლევთ შანსს.
–ვინ თქვენ?
–კლუბის სტაფი.
–კარგი,ვნახოთ რაიქნება..
ნამდვილად არ მოველოდი ასეთ დასასრულს..ნომერი დავუტოვე..
–მოდი იცი რავქნათ? მოწესრიგდი..გამოიძინე,მოიშორე თვალიდან ეს შავი ფანქარი და ხვალ 12 საათზე გელოდები.
–კარგი..
გაოცებული გამოვედი კაბინეტიდან და დერეფანს გავუყევი,გავდიოდი ყვირილი,რომ მომესმა.
–მოკალით ეს ნა***რი
სასწრაფოდ უკან მივტრიალდი და დერეფნის ბოლოსკენ გავიქეცი კარი ოდნავ იყო ღია მეც შევიხედე.
ვიღაც კაცი მუხლებზე იდგა მეორე კი იარაღს უმიზნებდა..კუთხეში სიბნელეში სიგარეტის კვამლი ჩანდა..სასხლეტისთვის თითი უნდა გამოეკრა უკვე..რაუნდა გამეკეთებინა ადამიანის სიცოცხლეს ხომ ვერ გავწირავდი ასე უბრალოდ.
–რას აკეთებთ?–კარი შევგლიჯე და ვიყვირე.
ყველამ მე გამომხედა.
–არმიყვარს მოულოდნელი სტუმრები–ისეთი ცივი ხმა ჰქონდა ტანში გამცრა,სიბნელიდან გამოვიდა და მისი სახის დანავისას ადგილზე გავიყინე.
მისი სახის დანახვისას ადგილზე გავიყინე,თვალები იმდენად შავი ჰქონდა მეგონა შემითრევდა და სამუდამოდ ჩავიძირებოდი მის თვალებში.
მკლავზე უხეშად მომქაჩა და ოთახის ცენტრში გამათრია,მუხლებზე დამაჩოქა და იარაღი დამიმიზნა.
–აბა..იტყვი ვინხარ და აქ რაგინდა თუ?
შიშისგან ვკანკალებდი.
–თქვენ ადამიანის მოკვლა გსურდათ,თქვენი შეჩერება მინდოდა.
–საყვარელი..ხედავ ამ ლამაზმანმა შენი სიცოცხლე იხსნა–ფეხი მიარტყა მუცელში იმ ტიპს,მისმა ყვირილმა სმენა დამიხშო,შემდეგ ჩემსკენ დაიხარა და ნიკაპზე მომკიდა ხელი და თავი ამაწევინა..
–რა გქვია საყვარელო?
–ანასტასია–თავი გავაქნიე და ხელი გავაშვებინე.
–ნასია რამდენი წლის ხარ.
ნასიაზე ნერსე გამახსენდა მის გარეშე ისე დაუცველად ვგრძნობდი თავს,ნეტავ აქ იყოს,ზუსტად ვიცი,რომ არცერთ მათგანს არ აცოცხლებდა,მაგრამ არარის,ის ჩემს გვერდით არარის და ამიტომ ვარ ასეთ მდგომარეობში..უცბად ისტერიული სიცილი დამეწყო,კაცმა გაკვირვებულმა შემომხედა..ალბათ ალკოჰოლი მოქმედებდა,თავბრუ უფრო დამეხვა და სიცილს უფრო ვუმატებდი ბოლოხმაზე ვიცინოდი.
–რა გაცინებს?!–დასერიოზულდა კაცი.
–იცით? ძალიან სასაცილოდ გამოიყურებით ამ იარაღით დაუცველ გოგოს მაშინებთ და გგონიათ,რომ რამეს წარმოადგენთ..თუმცა მეთქვენი არ მეშინია შეგიძლიათ ახლავე დამახალოთ ეგ ტყვია შუბლში,ჩემთვის მაინც სულერთია დასაკარგი არაფერი მაქვს.
–დაჩი ვინარის ეს გოგო?!–უკნიდან კითხვა დაუსვა.
ფეხზე წამოვდექი.
–ანასტასია არაბული–რევერანსი გავაკეთე და „დაჩის“ მივუტრიალდი.
იარაღიანიხელი ჩემს შუბლთან მოვატანინე.
–მიდი,გააკეთე ეს და ამომასუნთქე.
–გიჟი ხარ?
–მე? შეიძლება–მხრები ავიჩეჩე.
–დაგვტოვეთ–თქვა დაჩიმ–მაგ ნაბ**რს მერე მივხედავ.
თვალებში მიყურებდა,მისი იარაღი ჩემს შუბლთან იყო..
–რა დაგემართა?–იარაღი მომაშორა,ოდნავ წავბარბაცდი სასმელისგან ხელი წელზე შემომხვია და დამიჭირა.
–ვერც კი დაიჯერებ–გავიცინე და მოვშორდი.
–ახალგაზრდა ლამაზი გოგო ხარ სიკვდილი რატომ გინდა აქამდე ვინ მიგიყვანა?
ჩავიცინე და ცრემლები მომადგა.
–საკუთარმა თავმა,იცი ერთ რაღაცს გეტყვი ჩემი გამოცდილებიდან..როდესაც ადამიანს რაღაც ცუდი ემართება ყოველთვის სხვას,რაღაც მოვლენას ან ღმერთს ადანაშაულებს,რეალურად კი ჩვენ ვართ დამნაშავეები,აბა წარმოიდგინე მე მთელი ჩემი გეგმები ოცნებებზე ავაწყვე შემდეგ კი ვიღაცამ მწარე რეალობაში დამახეთქა და ახლა ასე ვარ,გეკითხები ვისი ბრალია? ღმერთის? სხვების? არა..მე თავად მივეცი ჩემს თავს ტყუილი იმედები და ოცნებები,აი ამიტომ დამემართა ეს..ასე,რომ ახლა სიცოცხლე იმდენად საშინელია ჩემთვის,რომ სიკვდილი შვებაა.
–არასწორი მიდგომაა ჩემი აზრით..სიცოცხლე საკუთარი თავის გამო უნდა გსურდეს და არა ვიღაცისგამო.
–შენ ალბათ არცკიიცი რას ნიშნავს წამში დაკარგო საყვარელი ადამიანი.
დაჩიმ ჩაიცინა და კედელს მიაშტერდა.
–სასმელი არგაქვს?
–კი რათქმაუნდა,თუმცა მგონი საკმარისი დალიე.
–ნუთუ? გამომიყვანე უკვე შენი ქცევის გამო..–სკამზე ჩამოვჯექი და ფეხები მაგიდაზე შემოვალაგე.
–კარგი დავლიოთ–ვისკი დაასხა და ჭიქა მომაწოდა,შემდეგ კი წინ დამიჯდა.
–შენ ვინხარ..–ვკითხე და გამომწვევად შევხედე,
–დაჩი ონიანი..
–სასიამოვნოა,აქ რას აკეთებ.
–ჩემი კლუბია,მამაჩემმა გადმომცა.
–აჰა,აი თურმე რახდება.
–რატომ?
–ახლა გასაგებია ამდენს რატომ ბედავ ფულიანი მამიკოს შვილი–ჭიქა ავწიე და სასმელი გამოვცალე.
სიგარეტს მოუკიდა.
–ერთი ღერი მეც მომეცი თუ შეგიძლია.
სიგარეტი გამოვართვი მომიკიდა და მეც ნაფაზი დავარტყი.
–მითხარი ანასტასია,შენ რამ მოგიყვანა ასეთ ადგილას?
–ფეხებმა.
სიგარეტს ვეწეოდი და მოჭუტული თვალებით ვუყურებდი დაჩის.
–იცი,შენთან მეგობრობა მინდა თუ შეიძლება.
–ნწ,არშეიძლება.
–რატომ?
–თავისი ფასი აქვს–გავუღიმე.
–რა ფასი?
ჭიქა დავუდგი მინიშნებად.
–შენ რა ალკოჰოლიკი ხარ?–სიცილით მოხსნა ბოთლს თავი და დამისხა.
–დღეს ალკოჰოლიკიც ვარ,გიჟიც და ყველაფერი,რაც ჩემს შესაძლებლობებს არ აღემატება.
–რატომ დღეს?
–იმიტომ,რომ ასე მინდა.
–კარგი...–საათს დახედა და ფურცელზე რაღაც დაწერა..შემდეგ კი გამომიწოდა.
–ხელი მოაწერე.
–ეს რაარის?–სიცილით დავხედე.
„10 აგვისტო 12:26 წუთი ხელშეკრულება მოიცავს დაჩი ონიანისა და ანასტასია არაბულის მეგობრობის დოკუმენტს,თანხმობის შემთხვევაში ხელი მოაწერეთ ქვემოთ მარჯვენა კუთხეში.


დ.ონიანი –––––––––––––––––––
ა.არაბული––––––––––––––––––

–იცი,რომ საშინელი იურისტი გამოხვიდოდი?–გავიცინე და „ხელშეკრულებას“ ხელი მოვაწერე.
–მაგიტომაც არვარ იურისტი–გაიცინა და ხელშეკრულება შეინახა.
–ასეთ უცნაურ სიტუაციაში პირველად ვარ,მეგობრები არასდროს მყოლია,მხოლოდ ერთი–ბათუს გახსენებისას ღიმილი მომერია.
–ხოდა ახლა გყავს–ხელი გამომიწოდა.
გავიცინე და სიგარეტი საფერფლეში ჩავწვი.
–რა უცნაურია არა? რამდენიმე წუთის წინ ჩეი მოკვლა გინდოდა.
–ისე,როგორც აღნიშნე დაუცველ გოგოებს არ ვკლავ.–გაიღიმა–იცი რაღაც აზრი მომივიდა.
–აბა გამოუშვი.
–წამოდი ეხლა და ჩვენი დამეგობრება ავღნიშნოთ,მთელი ღამე კლუბებში ვიაროთ,ვსვათ,ვიცეკვოთ და გავერთოთ რა!
–ჰმმმ...–პრინციპში არაფერი მქონდა დასაკარგი.
–მიდი რა მეგობარო.
–კარგი,წავიდეთ.
კაბინეტიდან გავედით და კლუბის დარბაზი გავიარეთ..ქუჩაში გავედით.
–აი ამ ქუჩაზე სულ კლუბებია თითქმის,ეხლა წამო დავუყვეთ და ყველგან დავლიოთ.
–წამო.
მთელი ღამე ვსვით ბოლოს გათიშული მთვრალები რაღაც უცნაურ კლუბში შევედით,ნორმალურად ვერაფერს ვხედავდით წარწერებსაც ვერ ვარჩევდით..ბართან მივედით და სასმელი შევუკვეთეთ დაჩის გვერძე ვიღაც გოგო მიუდგა და პიჯაკზე თითი გამომწვევად ჩამოუსვა..
–ცოტახნით ხოარგავიდეთ?–უთხრა და თითი პირში ჩაიდო,გულისრევის რეფლექსებისგან თავი ძვლივს შევიკავე.
დაჩიმ გამომხედა წარბები ამითამაშა და ისევ გოგოს შეხედა..
–წამობრძანდით–ხელი მოკიდა და ტუალეტისკენ წაიყვანა,ჩავიცინე და ვისკი მოვსვი.
რამდენიმე წამში მესმის დაჩის ღრიალი,გავიხედე და ჩემსკენ მორბოდა.
–ანასტასია წავედით მალე!!!–იღრიალა ხელი მომკიდა და ისე გავიქეცით.
–რა ჩაიდინე მოკალი?–ვუყვირე და კარი გავაღეთ.
–ნეტა მომეკლა..ტრანსგენდერი აღმოჩნდა ეგ დედამოტ**ული–ღრიალებდა და ქუჩაში მივრბოდით კუთხეში შევუხვიეთ და ჩიხში შევედით,დაჩი იფურთხებოდა მე სიცილით ვკვდებოდი.
–რა გაცინებს გოგო რააა!!
–როგორ ვერ შეამჩნიე,რომ ტრანსგენდერი იყო.–დავცინოდი.
–შენ შეამჩნიე?! მოვიდა ვირაც ნაშა,გამომიწვია მეც მეტი რამინდოდა შევყევი და ფუუ მაგის–გადაიფურთხა.
–უფრო ამიტყდა სიცილი.
–საერთოდ არარის სასაცილო..
–კარგი რა,ძალიან სასაცილოა–ვიფხრიწებოდი სიცილისგან.
–განანებ იცოდე–თითი გამომიშვირა.
–კარგი,მანანე ოღონ მერე ერ მაცადე.
ბოლოს თვითონაც გაიცინა,მთელი ქუჩები ფეხით გავიარეთ და სიცილით ვსკდებოდით,ალბათ მთელი უბანი გავაღვიძეთ დილის შვიდი საათი იყო სახლთან,რომ მივედით.
–მოკლედ დაჩი ასეთი ხალისიანი დრო ჯერ არავისთან არ გამიტარებია,ამისთვის მადლობა.
–პირიქით–გაიცინა დაჩიმაც.
მოვტრიალდი წინ წავედი წავბორძიკდი და ძირს ვეცემოდი,დაჩიმ ჩემი დაჭერა ვერ მოასწრო ფეხბი აგვეხლართა და ორივე ასფალტზე დავენარცხეთ.
–ვაიმე დედა წელი–ხელი მოვიკიდე წელზე.
–ჯანდაბა კუდუსუნი–იყვირა დაჩიმ.
–ნუ ღრიალებ სირცხვილია–ხელი მივარტყი.
–შენი ბრალია,რამდენი კილოხარ,რომ ჩამამტვრიე ყველაფერი.
–ეეე,მე ჩემს წონას არ ვუჩივი.
ნელა წამოვდექით..და ორიენტაციის უნარი დავიბრუნეთ.
–ვსო,,წავედი ეხლა.
–აბაშენიცი.
კიბეებზე ბარბაცით ავედი,ჩანთაში გასაღებს დავუწყე მოძებნა,კარებში შევარჭე და ვეჭიდავებოდი,რომ გამეღო,მაგრამ შიგნიდან ვიღაცამ გააღო,წინ ხალათიანი დაბღვერილი კესო დამხვდა.
–ვაიმე ჩემი დაიკო–ვთქვი და შემოვეხვიე.
–ეს ნორმალურია ეხლა?! რამის პოლიციაში დავრეკე მობილურს რატომ არიღებ? მთელი ღამე გავათენე!
–კარგი რა კესო,რა პოლიცია.
–მეშინოდა,რომ საკუთარ თავს რამეს დაუშავებდი,თუმცა მეტი რაღა უნდა დაუშაო რას გავხარ,ალკოჰოლის სუნად ყარხარ.
–სამაგიეროდ სამსახური და მეგობარი ვიპოვნე კესარია!–ხელი ავიქნიე და საძინებლისკენ წავედი,საწოლზე გადავეშვი და წამში გავითიშე.

თვალი,რომ გავახილე სამი საათი იყო,თავი მისკდებოდა,ეგრევე ნერსეს სახე ამომიტივტივდა,ჯანდაბა ოღნდ პახმელია და მისი სახე ერთად არა,თორემ ჩემი თავი ვერ გაუძლებს,ხელი საფეთქელზე მივიდე..ფუ შენი..პირველდღესვე როგორ დავაგვიანე,ან გუშინ ამდენი რა დამალევინა.
აბაზანაში შევვარდი ვიბანავე კბილები გავიწმინდე და ალკოჰოლის სუნის გასაქრობად საღეჭი რეზინი ჩავიდე პირში..სწრაფად ამოვიცვი ტანსაცმელი და შემოსასვლელში გავვარდი.
–სად მიდიხარ?–მკითა კესომ–გუშინდელზე ჯერ არ დამისრულებია–თითი გამაფრთხილებლად ამიწია.
–ეხლა გამიშვი და მერე თუგინდა მთელი საღამო მლანძღე.
–კარგი,მაწყობს..და მაინც სად მიდიხარ?
–სამსახურში,პირველი დღე მაქვს ხო გითხარი გუშინ?
–სად დაიწყე.
–კლუბში ოფიციანტად.
–შენ გადაირიე გოგო? შენი შარიანობის ამბავი,რომ ვიცი ვიღაცას უნდა გადაეყარო.
–დამიჯერე ნერსეზე უარესი არცერთი იქნება.–ხელი მხარზე დავადე გადავკოცნე და სახლის კარი გამოვიჯახუნე.
კლუბის გზას ვიხსენებდი და კიბეებზე ჩავრბოდი,სადარბაზოდან გამოვედი ქუჩას გავუყევი,შავმა მანქანამ,რომ დამისიგნალა.
–მიგისიგნალებ სიფათს იდიოტი!–ჩავიბურტყუნე ჩემთვის.
–ტასოო!–დაჩის ყვირილი მომესმა იმ შავ მანქანაში იჯდა.
- ცოტა ადრე ვერ დამიძახე? კარგად მიგალანძღე გულში.
–სამსახურში რატომ იგვიანებ? უფროსი,რომ გაგიბრაზდება არიცი?
–ნწ არგამიბრაზდება.
–რატომ?
–თუ გამიბრაზდება თანამშრომლებში მისი და ტრანსგენდერის თავგადასავალს მოვყვები.
–კარგი,დაჯექი მიგიყვან.–გამეცინა და მანქანაში ჩავჯექი.
მობილურმა დამირეკა ბათუ იყო.
–ხო ბათუ
–კარგად თქვენ როგორხართ? მარინე ლილე..
–ძალიან კარგი..
–რავიცი სამსახური დავიწყე.
–გეტყვი ოღონდ არ დაიწყო რაღაცეები.
–კლუბში მიმტანად.
–არმაინტერესებს რას იფიქრებს
–ბათუ მან მე მიმატოვა,არვარ ვალდებული ანგარიში ვაბარო.
–უნდა წავიდე,კარგად
მობილური გავთიშე და ხელი თავზე შემოვიდე.
–არგკითხავ ვინიყო–მითხრა დაჩიმ და მანქანა კლუბის წინ გააჩერა.
კლუბში შევედი და მაკა დავინახე..მასთან მივედი.
–ბოდიში დამაგვიანდა..არგამომივიდა სწორად.
–არაუშავს,თუმცა ეცადე არ დააგვიანო.
–კარგი.
–მიდი ფორმა ჩაიცვი და დარბაზში გამოდი.
გასახდელში შევედი და ფორმა ჩავიცვი,დარბაზში დავბრუნდი და მაკასთან მივედი.
–მაგიდები გადაწმინდე და საფერფლეები დაალაგე,ბარმენს გამოართვი.
–კარგი.
მაგიდები გადავწმინდე და ბარმენს საფერფლეები გამოვართი დაჩი ბართან იჯდა და ვიღაცას ელაპარაკებოდა.
საფერფლეები დავალაგე და მაკასთან მივედი.
–კარგია,ახლა მენიუს გადახედე და დღის სასმელის შემადგენლობას გაეცანი.
–კარგი.
მთელი დღე რაღაცეებს ვაკეთებდი აქეთ–იქით დავდიოდი მომწონდა რასაც ვაკეთებდი,მაგრამ თან ვიღლებოდი განსაკუთრებით ღამე,როცა დიჯეი მოვიდა მუსიკა ბოლოხმაზე იყო,ჰაერიც ჩახუთული,თამბაქოს სუნი თავს მატკივებდა,თან რამდენიმე უსიამოვნო ტიპის მოშორებაც დამჭირდა..ბოლოს დაღლილი ჩამოვჯექი ბართან,დაჩი მოვიდა და ყურში ჩამყვირა.
–დაიღალე?
თავი დავუქნიე.
–წამო ვიცეკვოთ–ხელი მომკიდა,მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი ფეხზე ვე ვდგებოდი.
–აუ არაა რა!
–მიდი ადექი!–ხელი მომკიდა და ძალით წამომაგდო.
საცეკვაოდ გავედით უცბად ელექტრონული მუსიკა გამოირთო და ვალსი ჩაირთო,დაჩიმ წელზე ხელი შემომხვია და ნელა დაიწყო მოძრაობა.
–დაჩი რას აკეთებ?–შევიშმუშნე.
–ვცეკვავ.
–კლუბში ვალსს–ავღნიშნე.
–მერე რა,ჩემი კლუბია.
დამატრიალა ხელი გამეშვა და ვიღაცის მკლავებში აღმოვნდი.
–მაპატიეთ..–ჩავიბურტყუნე და უცნობის სახეს ავხედე.
ნერსეს სახე მედგა წინ,გაბრაზებული მომშტერებოდა თვალებში..მკლავზე ხელი მაგრად მომკიდა და ჩემი გაყვანა უნდოდა დაჩი,რომ მოვიდა.
–რამე პრობლემაა ძმაო?–უთხრა დაჩიმ და მეორე ხელზე მომკიდა ხელი.
ნერსემ მის ხელს შეხედა და მზერა თვალებზე გადაიტანა.
–მე შენი ძმა არვარ..–უთხრა წყნარად და ხელი გააშვებინა–და არც შენხარ ჩემი ძმა.
მკლავზე ხელი გამიშვა, ჩემი ხელი მისაში მოიქცია და გასასვლელისკენ წავიდა. ვერ ვეწინააღმდეგებოდი მეგონა,რომ ეს ყველაფერი მესიზმრებოდა..ზომბივით ვუყურებდი ხან ნერსეს ხან დაჩის.
ქუჩაში გავედით,იქვე მანქანა იდგა მასთან მიმიყვანა და კარი გააღო,აზრზე მოვედი ხელი გავაშვებინე და მანქანის კარი მივკეტე.
ბრაზი მახრჩობდა.
–როგორ გაბედე აქ მოსვლა?!–ვუყვირე და უკან დავიხიე.
–მანქანაში ჩაჯექი ნასია.–მითხრა წყნარად.
–ნუ მეძახი ნასიას! საერთოდ არ ახსენო ჩემი სახელი!–ცრემლები გადმომცვივდა და ბოლო ხმაზე ვყვიროდი.
–მანქანაში ჩაჯექი მეთქი!–თვითონაც აუწია ტონს.
–შენ რა აქეთ მიყვირიხარ?! ნერსე რა ადამიანი ხარ?! მიმატოვე და ახლა ისე მოხვედი თითქოს მე ვიყო დამნაშავე..საერთოდ რატო მოხვედი?! გეკითხები რატომ?!
–ათანასია ჩაჯექი მანქანაში!–უკვე ყვირილზე გადავიდა
–რომ არ ჩავჯდე რა?! ძალით წამათრევ?
–თუ არგინდა არსად არ წახვალ–ჩვენს საუბარში დაჩი შემოიჭრა.
–ის,რომ ერთხელ შენი არსებობა გაგიტარე იმას არნიშნავს,რომ მეორეჯერ თავს შევიკავებ.–ნერსემ მკაცრად უთხრა დაჩის.
–ანასტასია არსად წამოვა.
ნერსემ უცბად მუშტი დაარტყა,დაჩი ძირს დაეცა ცხვირიდან სისხლი წასკდა.
–ნერსე რას აკეთებ!–ვიყვირე და დაჩისკენ დავიხარე.
–მე ერთხელ გავაფრთხილე.
–რა გემართება?!–ნერსესთან მივედი და მუშტები მკერდზე მივარტყი.–რა გემართება ნერსე?! ასე რატომ იქცევი! დავიღალე გესმის?! ნუ მტანჯავ ნერსე! აღარშემიძლია გესმის?! აღარ! რატომ მოხვედი?! ხომ მიმატოვე?! ახლა რატომ დაბრუნდი და ჩემს ცხოვრებაში რატომ ერევი.
–ნასია მე დავიფიცე,რომ შენ მე მეკუთვნი მე კი შენ.,
–მართლა? ეგ ფიცი მაშინ რატომ არ გახსოვდა,რომ მიმატოვე?!–ვიყვირე და ცრემლების ახალი ნაკადი წამოვიდა–რატომ არგახსოვდა ეგ ფიცი მაშინ,როცა ამბობდი,რო შენთვი მხოლოდ ღირსება ვარ!
–შენი გაშვება ჩემს სიცოცხლეში ყველაზე მტკივნეული რამ იყო,თუმცა ამის მიზეზი მქონდა. ახლაკი შენსთავს კარგავ ამის უფლებას ვერ მოქცემ.
–გეყოფა ნერსე! გეყოს კაცობა და პირდაპირ მითხარი! მითხარი,რომ არც არასდროს გყვარებივარ,მითხარი,რომ მხოლოდ ღირსება ვარ! მითხარი ეს დაწყევლილი სიტყვები.
–არარის ეგრ..
–ეგრეა ნერსე! შენი საქციელი უკვე მახრჩობს,ნერსე მახრჩობ გესმის?!–ხელები ყელზე შემოვიხვიე–შენ მე მკლავ ნერსე!
ნერსეს სახე აელეწა მიტრიალდა და სვლა დაიწყო.
–ნერსე თუ ახლა წახვალ გეფიცები,ყველა წმინდანს ვფიცავ ყველა გრძნობას ჩავიკლავ რასაც შენს მიმართ ვგრძნობ! ნერსე დარჩი და მივხვდები,რომ გიყვარვარ და ყველაფერს გაპატიებ ოღონდ ახლა არ წახვიდე,გთხოვ,თუ წახვალ ყველაფერი დასრულდება,შენთავს გეფიცები დაგივიწყებ,გეფიცები გადაგიყვარებ,თუ ახლაც მიმატოვებ ჩემს ცხოვრებაში ვეღარასდროს დაბრუნდები.–ბოლომდე ვებღაუჭებოდი იმედს,იმედს,რომ ის შემოტრიალდებოდა გამოიქცეოდა ხელში ამიტაცებდა და გულში ჩამიკრავდა...
გაშეშებული იდგა ქუჩაში,თითქოს ჰაერი გაჩერდა და ირგვლის ყველაფერი გაიყინა,მხოლოდ ის და მე ვიყავით..იდგა და დუმდა,ბოლოს მარჯვენა ფეხი აამოძრავა.

და წავიდა.

პ.ს დიდი დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის,მაგრამ მუზა საშინლად დამიქვეითდა და არმინდოდა ცუდი გამომსვლოდა იმედიმაქვს მოგეწონებათ დანაშაულის გამოსასყიდად ორ თავს ვამატებ <3 ველი შეფასებებს



№1 სტუმარი სტუმარი ანი ანი

რამდენი ხანი ველოდე რაა...
იმედია შემდეგს მალე დადებ...
ეს გოგო დებილია რააა... რა უაზრო ფიქრები აწუხებს...
ჯობია დას მოუსმინოს....
სულელი რეებს ფიქრობს რო დაჯდეს და გაიაზროს უკეთესი იქნება....
ძალიააან გთხოვ დაჩის არ შეუყვარდეს და ეს სულელური სასიყვარულო სამკუთხედები არ ქნა რა ძალიააან გთხოვ... არაჩვეულებრივი მეგობრები იქნებიან მაგრამ მათშორის სიტვარული უაზრობა იქნება
მალე დადე შემდეგი...

 


№2 სტუმარი მაკ

როდის დადებ შემდეგს?

 


№3  offline წევრი Maia G.

ვაიმე დედა,რა იყოს ეს ააა????
რა ქნა ,სად წავიდა,რატო წავიდა,რას ანერვიულებს ამ გოგოს,ან ეს ჩურჩუტი და გადარეული რა ნერვებს უშლის?მოკლედ დამაწყდა ნერვები რაა :D
დაჩი მხოლოდ მეგობრად წარმომიდგენია,თანაც ძალიან კარგ მეგობრად,რავიცი,შენი გადასაწყვეტია რას იზავ ❤❤❤ ველი შემდეგ თავს,არ გვალოდინო რა ❤❤❤❤❤❤

 


№4 სტუმარი ნანს

შემდეგ თავს დადებ მალეეეეეეეე

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

გვაღირსეეებ?

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

აღარ აგრძელებ?

 


№7 სტუმარი ცჰ ჯ

უკვე ძალიან უპასუხისმგებლო საქციელია მკითხველის მიმართ რაააა -_-
მიზეზი მაინც დაწერე რატომ ვერ დებ ან რავიცი... ასე შეიძლება?

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

თუ აღარ დებ უნდა დაწერო, როგორ შეიძლება ასე ..

 


№9  offline წევრი truelove

ბავშვებო მაპატიეთ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოვახერხე ინტერნეტიც არმქონდა რამდენიმე დღეში სრულად ავტვირთავ ბოდიშით ????❤️

 


№10  offline წევრი არავის გოგო

დიდად არ გამოვირჩევი კომენტარის დაწერით მაგრამ მინდა გითხრა რომ საუკეთესოა და ძალიან საინტერესო^_^
იმედია მალე დადებ ♡♡ ველოდები ახალ თავს

 


№11  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

იმედია მალე იქნება

 


№12  offline წევრი truelove

მთელი ორიდღეა ვწერ ცოტახანიც უნდა მოითმინოთ არმინდა სისწრაფისგამო მივაფუჩეჩო <3 <3

 


№13  offline წევრი anako

ესეიგი ნერვები ხომ არ მქონდა მწყობრში ხოდა ამ ნერსემ უარესად დდამაწყვიტა
მოკლედ რააა ამათი გამოსწორება არ იქნება
მე მაპატიე ცოტა მოგვიანებით რომ ვკითხულობ ლონდონში ვარ და ხო გესმის იმდენი ხანია კომპიუტერი ხელში არ მჭერია წერა დამავიწყდა
დაჩი სახელი მომწონს ძაან მათე და მიშო მაგარი სახელებია და რა ვქნა
ნასია შემეცოდა ძაან ცოდოა ეგ გოგო
და ბოლოში რო გიწერია წავიდაო ისე გავბრაზდი ჩემ დას ვეცი კინაღამ ნერსე წავიდა და შენ გადაგაგდებ მერვე სართულიდანთქო
დამაწყვიტეს ნერვები მოკლედ რაა
მარა მაინც ძალიან რომ მომწონს რა ვქნა მიყვარს ყველანი და დაჩუნიაც კიდო
ახალ თავს ველოდები აბა ჰეეე

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინა

აუ ეს ისტორია რატომ აღარ იდებააა????????????????

 


№15 სტუმარი ანკ

როდის დადებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent