შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბლაბუდა (მეთხუთმეტე თავი)


14-08-2019, 18:48
ავტორი murachashvili
ნანახია 2 765

მახსოვს მიუხედავად ნოემბრის თვისა, ნაადრევად დაზამთრდა თბილისში. ცხელ ყავას მეუღლესთან ერთად სამზარეულოში მივირთმევდი და ფანჯრიდან ვუმზერდი გარეთ მოფარფატე მსხვილ ფანტელებს.
- წელს ცივი ზამთარი გველოდება. - იმ წუთას ადუღებული ჩაიდნიდან ქაფქაფა წყალი ჩამოასხა დედამთილმა ფინჯანში და პიტნის ჩაის მოურია.
- რამდენი წელია თბილისს თოვლი არ ღირსებია. გახსოვს, როგორ ნატრობდა ნიკუშა? - ხმაში სითბო შეერია.
- კი, ის გახსოვს პირველად რომ თოვლი ნახა? - მოგონებებისგან სახე გამებადრა.
- რამხელა ხმაზე კიოდა, ფეხსაცმელი დამესვარაო! - მხიარულად იცინოდა ჩემი მეუღლე.
- ენეცვალოს, ბებო. ბავშობიდანვე ასეთი პეწიწი იყო, შენსავით მოწესრიგებული. - ისე მიეფერა თითქოს ისევ ხუთი წლის ბიჭი იყო.
ღიმილით გავხედე მაგიდასთან მჯდომ მეუღლეს, თმა აშკარად შესაჭრელი ჰქონდა, პირი გასაპარსი. ოდნავ მოშვებული წვერი, შედარებით გამხდარს კი აჩენდა, თუმცა მაისურზე შემოცმული ადიდასის ფირმის სპორტული ქურთუკი ღიპზე აღარ ეკვროდა.
თვალი ავარიდე და ისევ ფანჯარაში მოფარფატე ფიფქებს დავაკვირდი. თითქოს ჯავრი იყარაო ამინდმა, წლების განმავლობაში რაც თოვლი არ მოსულა აშკარად მაშინ დადო. იყო დრო, ვგიჟდებოდი თოვლზე, ბავშვებთან ერთად გუნდაობაზე. არ მადარდებდა არც ყინვაში დასველება, არც გაშრობა. ვინ მოსთვლის რამდენჯერ ზედვე შემშრობია სველი ჩექმები, მაგრამ იმის შიშით, რომ ბავშვებში სათამაშოდ აღარ გამიშვებდნენ, სახლში არ შევსულვარ. მახსოვს მთელი უბნის ბავშვები დილიდან საღამომდე დავახრიგინებდით ძველ, ერთად-ერთ, საზიარო ციგას, რომელსაც სკამის ნაცვლად ერთი უბრალო ფიცარი ეკრა. დავეშვებოდით ტაშკენტის ქუჩიდან და სრიალ-სრიალით ჩავდიოდით ნუცუბიძის ქუჩამდე. შემდეგ უკან ვბრუნდებოდით. მიუხედავად მოლიპული გზისა, მაინც არ გვეზარებოდა არც ციცაბო აღმართლზე ატანა და არც იქიდან ხელახლა დაშვება.
ყველაზე მოუთმენლები, უბრალო ცელოფნის პარკებზევე თავსდებოდნენ და ისე ეშვებოდნენ. გვიხაროდა რაც უფრო მოიყინებოდა და მოილიპებოდა გზა, ვინ იცის რამდენჯერ შლანგებითად კი გვისხია ცივი წყალი, მეორე დილას უკეთესი ყინული რომ დაგვხვედროდა. თუმცა ვინ გვაცდიდა?! ამ ცხოვრებაზე „გაბოროტებული“ უფროსები საკუთარი სახლების წინ მონდომებით ყრიდნენ მარილს და მეორე დილას თოვლისა და ყინულის ნაცვლად გვხვდებოდა ჭყაპი და წუმპები.
- ჩვენც ასე ვიყავით! - ხელი ფეხისკენ გამექცა და წვივზე დღემდე არსებული ბავშვობის დროინდელი იარა მოვისინჯე - დღემდე მახსოვს ციგიდან გადმოვარდნის გამო ტრავმატოლოგიურში რომ ამოვყავი თავი.
- მსგავსი შემთხვევები ჩვენც ხშირად გვქონდა, თუმცა დიდად არ განვიცდით. -წამიერად სახეზე თბილმა ღიმილმა გადაუწბინა - თუმცა, წლებთან ერთად გავიზარდეთ, დავსერიოზულდით, გავიფანტეთ, მოვედეთ ათას ქვეყანას და აღარაფერი დარჩა იმ უდარდელი ბავშვობისგან. ზოგჯერ ისევ ფეისბუქ გვერდზე თუ ამომიგდებდა, რომელიმე მათგანის ფოტოს, ან ისევ გიოსთან საუბარში გავიხსენებდით წარსულს. ხომ ბევრი არაფერი? ერთი ჩვეულებრივი მოგონება, მაგრამ აშკარად ტკბილად გვახსენდებოდა ის, ერთ დღიანი თბილისური ზამთარი.
ჩემი დედამთილი და მეუღლე ისევ იმაზე მსჯელობდნენ, ვის გავდა ნიკუშა.
მათი მშურდა კიდეც, მოგონებები - მოგონებებად, მაგრამ მე ახლა სულ სხვა საფიქრალი მიტრიალებდა თავში. დილაუთენია თოვლი დავინახე თუ არა დაფეთებული წამოვვარდი და ეზოში გავვარდი ავტომობილის დასაქოქად. იმის მოლოდინში, რომ ჩემი შიში არ გამართლდებოდა, გულისფანცქალით გადავწიე საქოქში გასაღები, თუმცა არ გამიმართლა. ისე საცოდავად დაიფხაკუნა „სტარტერმა“, შემეცოდა კიდეც, რამდენიმეჯერ კიდევ ვცადე, თუმცა უშედეგოდ, სულ ოდნადღა ბჟუტავდა „ტორპედოზე“ ელექტრო მოწყობილობები.
გავჩერდი, წამებს ვითვლიდი იმის იმედით, რომ აკუმულატორი დაიმუხტებოდა, თუმცა უშედეგოდ, მორიგი მცდელობისას ავტომობილს აგონიაში მყოფი ავადმყოფივით რამდენიმეჯერ გააძაგძაგა და გარდაიცვალა კიდეც.
- ჯანდაბა, ჯანდაბა... - სიმწრისგან ცრემლებიც ვეღარ შევიკავე.
- ასეთ დისკომფორტს გიქმნიდათ ფეხით სიარული?
- ნორმალურ ამინდში ნამდვილად არ შემაწუხებდა, მაგრამ ახლა პირველივე რაც თავში მომივიდა ის იყო, რომ ჩექმებში წყალი შემდიოდა.
- დამჯდარი აკუმულატორების დამუხტვაც ხომ ხდება?! ჩემი თვალით მინახავს ელექტრო ენერგიის გადამყვანებით, როგორ ქოქავენ...
- ეგეც მართალია, ელექტრო ენერგიის გადამყვანები მუდმივად მედო საბარგულში მოულოდნელად რომ ვერ დამექოქა, მინდა გითხრა რამდენიმეჯერ საკმაოდ დროულად დამეხმარა. მაგრამ ჯინაზე მაინც და მაინც მაშინ გაკრეფილიყო დილიდანვე მთელი სამეზობლო, ავტომობილიანი არავინ ჩანდა რომ დამხმარებოდა. თუმცა რომც დამექოქა, ასე მხოლოდ აკუმულატორის გადარჩენას მოვახეეხბდი, რეალურად ავტომობილით ვერ წავიდოდი, მართალია საბურავები ყველა სეზონზე იყო გათვლილი, მაგრამ პროტექტორები იმდენად იყო დამჯდარი, რომ ყინვაში კი არა, ნაწვიმარზეც საშიში იყო მოძრაობა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, აშკარად არ იყო ჩემი დღე.
ტირილამდე მისული უხალისოდ ავბრუნდი სახლში. ახლაც ფანჯარასთან მდგომი ისევ და ისევ იმაზე ვფიქრობდი, როგორმე არ დავსველებულიყავი. თავში უცებ ყველა გიჟური და ავანტიურისტული იდეა მომივიდა, საშრობის გასაღები ავიღე და გარეთ გავვარდი, რამდენიმე წუთიანი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა მივაგენი ყუთში საგულდაგულოდ შენახულ ბოტებს და კმაყოფილი შევბუნდი უკან. დიახ, არ მოგესმა, სხვა გზა მაინც არ მრჩებოდა, კლასიკური ტანისამოსის ნაცვლად, ფეხზე რეზინის ბოტები უნდა ჩამეცვა. იმის გათვალისწინებით რომ საზიზღარი ამინდი იყო, დიდი ალბათობით საქმიანი შეხვედრებიც არ მექნებოდა, შესაბამისად სიგიჟის უფლებაც მივეცი საკუთარ თავს. ვიწრო ლეგინსებთან ერთად წლების წინ ხალიჩების სარეცხად შეძენილი ჩუპა-ჩუპსიანი, წითელი ბოტებიც ამოვიცვი.
- შენიშვნას ხომ არ მოგცემენ? - გაოცებული მიმზერდა ჩემი მეუღლე.
- ისეთი საზიზღარი ამინდია, არამგონია ჩემმა ბოტებმა ვინმე გააოცოს. - თავი დავიიმედე და სახლიდანაც გავედი.
- გაამართლა თქვენმა მოლოდინმა?
- არა რა გაამართლა, ბედის ირონია ხომ გაგიგია?! - სიცილი ვერ შეიკავა ახვლედიანმა - თითქოს ჯიბრზე, სწორედ მაშინ ჩამოვიდნენ სამსახურში უცხოელი სტუმრები და ჩემს დირექტორსაც მაშინ გაუჩნდა სურვილი მათთვის იურიდიული განყოფილების უფროსი გაეცნო.
- მგონი თქვენ უფრო გქონდათ თქვენი ჩაცმის გამო დისკომფორტი, არამგონია უცხოელებს თავისუფალი ჩაცმის სტილი გაჰკვირვებოდათ.
- სიმართლე გითხრა შეხვედრაზე კომპანიაში შექმნილ ფინანსურ პრობლეებს განვიხილავდით და ჩემი ჩაცმის სტილი არავის აღელვებდათ. დამფუძნებელი პარტნიორი შესაძლო გამოსავლის რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობდა, სხდომას ესწრებოდა მთავარ ბუღალტერიც, რომელიც მისი მხრიდან გვაძლევდა რჩევას, შემოთავაზებული ვარიანტებიდან ფინანსური თვალსაზრისით რომელი უფრო მომგებიანი იქნებოდა კომპანიისთვის.
თუმცა ბუღალტრისთვის მისაღები ვარიანტები მე პირადად საკმაოდ ავანტიურისტულად და გაუმართლებლად მიმაჩნდა, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საგადასახადო კანონმდებლობასთანაც პრობლემას შეგვიქმნიდა.
საკმაოდ ხანგრძლივი კამათის შემდეგ, როგორც იქნა დავაჯერე ადმინისტრაციაც და გაჯიუტებული ბუღალტერიც, რომ მსგავს რისკზე წასვლა არ ღირდა. თუმცა დამიჯერე მათი გადარწმუნება სულაც არ იყო ასეთი მარტივი საკითხი. სხდომიდან საოცრად გამოფიტული და დაღლილი გამოვედი, იმის იმედით რომ ცოტახნით მაინც დავისვენებდი ფეისბუქს მივუჯექი.
ჩემ მეჯვარეს მოეწერა, რომ დამერეკა.
- რაი იყო ადამიანო, ვინ არ ყოფილა დაკავებილი, მაგრამ ასეთი „ბიიიიიზიიიიი“? - მისალების ნაცვლად მეტიჩარა ხმით გამეწელა ტელეფონში.
- გადარეულო, ვერ გაიზარდე! - სოფიო ერთ-ერთი იყო იმ მცირე რაოდენობის ადამიანებში ვინც ჩემს გარშემო ტრიალებდა და მუდამ პოზიტიურსა და დადებით განწყობაზე მაყენებდა - შეხვედრაზე ვიყავი, უკაცრავად თუ მაშინვე ვერ გიპასუხე.
- ჩვენ ბოდიში, ეხლაც გაცდენ?!
- არა, არა, გისმენ.
- გოგონი, ერთ ჩემს ახლობელს... - ორიკანა ხმით წამოიწყო, თუმცა არ დავაცადე.
- ჭკუას ვერ სწავლობ ხომ? როდემდე შეიძლება სხვისი პრობლემების მგვარებელი გერქვას?
- აი, სულ ასეთი სულსწრაფი და მოუთმენელი იყავი, - აშკარად ეწყინა - იქნებ დამაცადო და მომისმინო?! დასახმარებელი ობიექტი სულაც არაა მამაკაცი, ქალია, უფრო სწორედ გოგო. დაოჯახებულია და რვა წლის ბავშვი ყავს.
- პირად მონაცემებზე ანკეტა სრულად შეგივსია, ყოჩაღ. - ირონიულად დავცინე - მე რით შემიძლია დახმარება?
- ბინა აქვთ ბანკში იპოთეკით ჩადებული, ვალს ვეღარ იხდიან და აუქციონზე გააქვთ. მოკლედ კვალიფიციური იურისტის დახმარება სჭირდება, მსგავს საქმეებზე მუშაობა კი შენზე კარგად ვინ იცის?
- მე რით დავეხმარო, ვალი გადავიხადო?! - საბოლოოდ მოახერხა ჩემი გაღიზიანება - სოფ, ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ ახლა სამსახურში ისეთი ცუდი პერიოდი მაქვს იქეთ ვარ დასახმარებელი, მართლა არ მცალია.
- გეხვეწები, უარი არ მითხრა. ჩათვალე რომ იმ გოგოს ნაცვლად მე მეხმარები, განა შენს ბავშვობის დაქალს უარს ეტყოდი?! - მართალია არ დამინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახლა ცრემლებსაც კი იწმენდდა.
ხომ ვიცოდი რომ ამ ყველაფერს ჩემს მოსათაფლად აკეთებდა, მაგრამ ვერა და ვერ ვისწავლე ჭკუა, ისევ წამოვეგე მის ანკესზე:
- დედას გეფიცები თავისუფალი დრო არ მაქვს. - უსუსურად ვცადე წინააღმდეგობის გაწევა.
- ელე, გთხოვ რა!
- ჯანდაბას შენი თავი. შევხვდეთ და დავილაპარაკოთ.
- ვიცოდი, აი, ზუსტად ვიცოდი, იმედს რომ არ გამიცრუებდი! - აღტაცებულმა ტაშიც კი შემოჰკრა. მაშინ დღეს საღამოს ჩვენს კაფეში გელოდებით.
- არა, სოფ... დღეს საღამოს არ გამოვა.
- რატომ ვითომ?
- ფეხით ვარ, მანქანა სახლში დავტოვე.
- ჩემი შუმახერა, ეს რა დაგმართნია, - მხიარულად აკისკისდა - ეგ რა რობლემაა, ჩვენ გამოგივლით და ერთად წავიდეთ.
- კარგი გადარეულო, გელოდებით.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ დღეს კიდევ ფინანსთა სამინისტროში და შენ წარმოიდგინე უზენაეს სასამართლოშიც კი მომიწია მისვლა. ჩემი ლეგინსები და ჭრელი ბოტები უყურადღებოდ ნამდვილად არ რჩებოდნენ, უზენაეს სასამართლოს დაცვის თანამშრომელმა ერთი კი შემომხედა და თვალი მაშინვე ბოტებისკენ გაექცა. არ ვიცი რა გაიფიქრა, თუმცა სიცილი რომ ძლივს შეიკავა ეგ კი დავინახე.
- მაინც ვერ მივხვდი რა იყო აქ ასეთი გასაოცარი, მე პირადად ძალიან მიყვარს ბოტები. - ცოტა არ იყოს მეწყინა კიდეც ახ;ვედიანის მხრიდან ბოტების ასე უდიერად მოხსენიება.
- გააჩნია ბოტს, ზოგიერთი ისეთი ფორმისაა ბევრ ძვირადღირებულ ჩექმასაც ჯობს, მაგრამ ჩემები... როგორ აგიხსნა, შენი თვალით უნდა გენახა, გინდა არ გინდა ისეთი სასაცილო ფერებია, თან კამფეტები მაშინვე ღიმილს მოგგვრის. მაგრამ ახლა ხომ ბოტებს აღარ განვიხილავთ, ავად თუ კარგად ის სამუშაო დღე ჩემი ჩუპა -ჩუპსებით მშრალად და უსაფრთხოდ გავატარე და დღის ბოლომდე მშვიდობიანად მივედი. მოთმინებით ველოდი სოფიოს და მის უცნობ დასახმარებელ ობიექტს.
სოფოს მესიჯიც მალევე მივიღე, ხელჩანთას ვტაცე ხელი და ოფისიდან გამოვედი. კაფემდე გზა ისე გავლიეთ ენა არ გაგვიჩერებია. რამოდენიმე თვის უნახავ მეგობართან მოსაყოლი აშკარად ბევრი მქონდა დაგროვილი.
- ჩემი ოქროს ბიჭი, აღიარე, აი, ხომ სულ ნათლიას დაემსგავსა?! - ნიკუშას წარმატებებში რათქმა უნდა თავად დაიბრალა.
- ისე ჩემ შვილს ხუთი ნათლია ჰყავს და შენ რომელი იგულისხმე?! - ირონიულად ჩავეკითხე.
- ყველაზე საუკეთესო და გამორჩეული მე ვარ და ნუ დაგავიწყდება! - განაწყენებულმა საჩვენებელი თითი მუქარით დამიქნია.
- კარგი, ბოდიში, გპიედები მეორედ აღარ შემეშლება. აბა, სად არის შენი გაჭირვებული მეგობარი?
დარბაზს თვალი მოავლო, ერთ-ერთ კუთხეში მჯდომი გოგონას შორიდანვე უქნევდა ხელს.
- აი, მოსულა, მიყვარს პუნქტუალური ხალხი! - ყურებამდე გაკრეჭილი გაემართა მისი მიმართულებით.
მივყვებოდი წინ ქარიშხალივით გავარდნილ მეგობარს და ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ მეცლებოდა ფეხებში ძალა. მაგიდასთან არც მეტი და არც ნაკლები, შაკოს მეუღლე იჯდა.



№1  offline წევრი Rania

Vaimeee. Au sad gacyviteeeww. Vitom martla undoda daxmareba tu gaigoneleneze da mizezi iyoo. Au male dade raa. Ra moitmens momdevnomde
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი Maia G.

ოჰოოო,ღირდა ლოდინად,ყოჩაღ....
აი არ ვიცი რა ვთქვა,ძალიან,ძალიან მაგარი ხარ,რა გაძლებს შემდეგ თავამდე არ ვიცი,სიურპრიზიც ასეთი უნდა....
პ.ს. ძალიან მაინტერესებს იმ ქალბატონის ვინაობა,ფეისბუქგვრდზე რომ "აწუხებდა" ?
ალბათ შემდეგ თავში გავიგებთ!!!
მოკლედ არანაირად არ ნელდება ჩემი ინტერესი ამ ისტორიის მიმართ,კიდევ ერთხელ ბრავო ავტორო ❤❤❤❤❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ეჰ, ანნა.. ანნა.. რასტრელელი ტვაევო ნიკოლოზა...
მურაჩაშვილი.. სლოვნა გუსტიი ლებედ ვ ნაჩნომ ნებუ ვ ზიმნომ..
მალაძეც, ჟენშჩინა, ჩოხ საღოლ

 


№4  offline წევრი კლავდია

კარგი იქნება რომ დაამთავრებთ წერას მერე მთლიანად დადოთ :))

 


№5 სტუმარი სტუმარი murachashvili

Rania
Vaimeee. Au sad gacyviteeeww. Vitom martla undoda daxmareba tu gaigoneleneze da mizezi iyoo. Au male dade raa. Ra moitmens momdevnomde

როგორ ძალიან მიხარია თქვენი ინტერესი ვერც კი წარმოიდგენთ, ბედნიერი ვარ რომ კითხულობთ და ასე მოუთმენლად ელით. ვნახოთ რა უნდოდა შაკოს მეუღლეს და როგორ გამოძვტება შექმნილინსიტუაციიდან

მაია❤
ოჰოოო,ღირდა ლოდინად,ყოჩაღ....
აი არ ვიცი რა ვთქვა,ძალიან,ძალიან მაგარი ხარ,რა გაძლებს შემდეგ თავამდე არ ვიცი,სიურპრიზიც ასეთი უნდა....
პ.ს. ძალიან მაინტერესებს იმ ქალბატონის ვინაობა,ფეისბუქგვრდზე რომ "აწუხებდა" ?
ალბათ შემდეგ თავში გავიგებთ!!!
მოკლედ არანაირად არ ნელდება ჩემი ინტერესი ამ ისტორიის მიმართ,კიდევ ერთხელ ბრავო ავტორო ❤❤❤❤❤❤

ვინ იყო ის „შემწუხებელი“ ქალბატონი გავიგებთ. დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვისმ ვფიქრობ წინ საკმაოდ საინტერესო თავი გველის.

ლაზარე 13
ეჰ, ანნა.. ანნა.. რასტრელელი ტვაევო ნიკოლოზა...
მურაჩაშვილი.. სლოვნა გუსტიი ლებედ ვ ნაჩნომ ნებუ ვ ზიმნომ..
მალაძეც, ჟენშჩინა, ჩოხ საღოლ

კარგად გამაცინე, ნამდვილად არ მეგონა მამაკაცებიც თუ კითხულობდნენ. იი რასტრელილი ნიკილიზა თუ არა ამას შემდეგ თავში ვნახავთ

კლავდია
კარგი იქნება რომ დაამთავრებთ წერას მერე მთლიანად დადოთ :))

მეც ასე მგონია, ეს ისტორია თავებად დადებული იკარგება.

 


№6  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

რა დაგიმალო და კომენტარი ალალ ბედზე დავწერე, ამდენს 36 გრადუს სიცხეში რა წამაკითხებდა, მარა ისეთი ყურცქვიტა და კუდრაჭა გვარი გაქვს, ცუდს არ დაწერდი

 


№7 სტუმარი სტუმარი murachashvili

ლაზარე 13
რა დაგიმალო და კომენტარი ალალ ბედზე დავწერე, ამდენს 36 გრადუს სიცხეში რა წამაკითხებდა, მარა ისეთი ყურცქვიტა და კუდრაჭა გვარი გაქვს, ცუდს არ დაწერდი

გვარი ამდენს თუ ამბობდა არ ვიცოდი

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

Უკვე ძალიან საინტეერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent