შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განთიადის მოყვარული ბიჭი [თავი მესამე]


19-08-2019, 22:52
ავტორი Gulnatkeni gogona
ნანახია 982

სახლში ავდივარ. ლეპტოპს ვიღებ და სოციალურ ქსელს ვამოწმებ. წვეულებასთან დაკავშირებული არც ერთი ვიდეო არ მხვდება, რაც ძალიან მახარებს. არ ვიცი, რა გავაკეთო. ვიღებ რვეულს და ხატვას ვიწყებ. არც კი ვიცი, რას ვხატავ. უცნაური ხაზების გავლების შემდეგ, ფურცელს ვხევ და გოგონას პორტრეტის ხატვას ვიწყებ. ნერვები მეშლება. ხატვა არასდროს გამომდიოდა და არც არასდროს გამომივა. რვეულს თავს ვანებებ და ყავის გასაკეთებლად სამზარეულოში გავდივარ.
ყავის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს, მასზე დამოკიდებული გავხდი. მაფხიზლებს და აზრზე მოვყავარ. საღად აზროვნების უნარს ვიბრუნებ.
-არ მეტყვი, გუშინ ღამით სად იყავი? -მეკითხება სამზარეულოში შემოსული დედაჩემი.
-არ მეგონა თუ გაინტერესებდა. -ვპასუხობ აგრესიულად.
-დედაშენი ვარ და თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ვიცოდე.
-გეგისთან ერთად ვიყავი. -ვპასუხობ და ოთახში გავდივარ.
წყნარ მუსიკას ვუსმენ, რომელიც ნინის მახსენებს. ვუფიქრდები და ვხვდები, თუ რამდენს ნიშნავს და რამდენად ძვირფასია ის ჩემთვის. მუდამ გვერდში მიდგას, მიცავს, მამხნევებს, მამხიარულებს. ყველაზე კარგად მას ესმის ჩემი. ხუთი წელია, რაც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ჩემი ბედნიერების მიზეზი გახდა. არ ვიცი, როგორი ერთფეროვანი იქნებოდა, ჩემი ისედაც ერთფეროვანი ცხოვრება მის გარეშე. ნოსტალგია შემომაწვა.
კარადიდან ფოტოალბომს ვიღებ. პირველივე გვერდზე მხვდება ჩვენი მოღიმარი სახეები. ეს სურათი მაშინ გადავიღეთ, როცა პირველად ვიყავი დასასვენებლად მასთან ერთად. დედამისმა შოკოლადის ნამცხვრის გაკეთება გვასწავლა. ისეთი ბედნიერები ვიყავით... მეორე ფოტოზე კი ზოოპარკში ვართ. მახსოვს, როგორ გვეშინოდა ორივეს ლომის, რომელიც გალიის მიღმა იყო. რა სასაცილოები ვიყავით.
ჯერ საღამოს ცხრა საათია, მაგრამ დაღლილობას ვგრძნობ და ვიძინებ. უცნაური, სულელური სიზმარი მესიზმრება. ღამის ხუთ საათზე მეღვიძება. ვცდილობ ძილი შევიბრუნო, მაგრამ არ გამომდის. უცნაური შეგრძნება მეუფლება. მინდება, რომ გარეთ გავიდე და მზის ამოსვლას ვუყურო. არ ვიცი, რაზე ვფიქრობ, მაგრამ ტანსაცმელს ვიცვამ და ჩავდივარ. სრული სიბნელეა. აქა-იქ ლამპიონები ანათებს. ქუჩები ცარიელია. ნელა მივდივარ და ჩემს საყვარელ ადგილას, მდინარის პირას ვხვდები. ქვაზე ვჯდები და მზის ამოსვლას ველოდები. რამდენი ხანია, მზის ამოსვლა არ მინახავს... ხასიათის გამოსაკეთებლად კარგი არჩევანია იმის ყურება, თუ როგორ ჩნდება პატარა სხივები ჰორიზონტზე და შემდეგ, ნელ-ნელა როგორ ანათებს მთელს არემარეს. ფოთლების რხევის ნაზი ხმა მესმის. შემდეგ ჰორიზონტზე ვიხედები და ვამჩნევ, რომ მზის პირველი სხივები მოჩანს. ძალიან მსიამოვნებს იმის ყურება, თუ როგორ იწყებს ყვითელი ბურთი გარემოს განათებას.
უცნაური შრიალის ხმა მესმის. ამჯერად, ეს ხმა ნიავის აღარ არის. ვიხედები და რამდენიმე მეტრის მოშორებით მჯდომ, ახალგაზრდა ბიჭის სილუეტს ვამჩნევ. მეხუმრებით?! ეს უკვე სასაცილოც აღარაა. როგორ შეიძლება ყველგან, სადაც მივდივარ, გიორგი მხვდებოდეს? ყველგან უნდა გამამწაროს? არ შეიძლება ცოტა ხნით მაინც დავისვენო მისგან და მისი შეურაცხყოფისგან?
მგონი ვერ მამჩნევს. ვცდილობ ყურადღება არ მივიქციო. ფრთხილად ვდგები და ოდნავ მოშორებით, ხის ქვეშ ვჯდები. ნეტავ რატომ უნდა იჯდეს თვით გიორგი ამ დროს მდინარის პირას, თანაც სულ მარტო?
ვუყურებ, თუ როგორ იღებს კოლოფიდან სიგარეტის ღერს და პირში იდებს. ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელსაც უცნაურად და სულელურად ვაფასებ. რატომ ვემალები? რისი მეშინია? ჩემთვის რისი გაკეთება შეუძლია ამ ბიჭს ისეთი, რომ ვერ გავუმკლავდე? რატომ ვირთულებ ცხოვრებას?
უეცრად, გრუხუნის ხმა მესმის. ზემოთ ვიხედები და გაშავებულ ღრუბელს ვხედავ. წვიმის წვეთები ჯერ ნაზად, შემდეგ კი ძალიან უხეშად მეცემა. ცის ხმა კიდევ ერთხელ მესმის. ამჯერად, უფრო ომახიანად. სასწრაფოდ უნდა წავიდე. ვდგები, მაგრამ ამჯერად წვიმის წვეთის ნაცვლად, პატარა ყინული მეცემა თავზე. სეტყვაა. სასწრაფოდ ვაფარებ თავს გვერდზე მდგარ შენობას.
შენობაში სიბნელეა, მაგრამ ზოგიერთი ადგილიდან ახლად ამოსული მზის სხივი ახერხებს შემოღწევას. წვიმა გადაღებას არ აპირებს. ღრუბელმა მზე სულ გადამალა, ამიტომ სრული სიბნელე ისადგურებს. ცოტა მეშინია. ტელეფონი დამიჯდა, ამიტომ ფანარს ვერ ავანთებ. უკან ვიხედები და რამდენიმე მეტრის მოშორებით, ანთებული სიგარეტის შუქს ვხედავ. კარგად ვაკვირდები და სიბნელეში გიორგის სილუეტს ვარჩევ.
- ჩვენი პატარა გოგონა ამ დროს გარეთ რას აკეთებს? - ამბობს თავისი ჩვეული ხმის ტემბრით.
ვღიზიანდები. სწრაფი ნაბიჯით მისკენ მივდივარ და გაშლილ ხელს გულისამრევ სიფათში ვუმიზნებ. გიორგი ხელს ძლიერად მიჭერს და დარტყმის საშუალებას არ მაძლევს.
- ბოდიში - ამბობს და ხელს მიშვებს.
უკნიდან განსხვავებული შრიალის ხმა მესმის. ვიხედები და მეეზოვის ფორმაში გამოწყობილ, 30 წელს გადაცილებულ მამაკაცს ვხედავ. ვფიქრობ, რომ ის მე ვერ მამჩნევს.
- ვიცოდი, რომ აქ იქნებოდი გიორგი. ვიფიქრე, ამ წვიმაში სახლში წასვლა გაგიჭირდებოდა, ამიტომ მოდი მანქანაში ჩაჯექი და მიგიყვან.
- დიდი მადლობა მაგრამ...
- უი ბოდიში, მარტო არ ყოფილხარ... კარგი დაგტოვებთ.
უცნობი გიორგისკენ იხრება და ხმადაბლა ამბობს რაღაცას. მის ნათქვამს ვარჩევ და გიორგის პასუხიც მესმის, რაც შოკში მაგდებს.
- ესაა ის ანა?
- ჰო ეგაა.
- ნუ, კარგი გემოვნება გქონია.
გიორგი უღიმის და მეეზოვე მიდის. როდესაც ის თვალს ეფარება, წვიმის მიუხედავად (რომელმაც საგრძნობლად მოიმატა), შენობიდან დიდი სისწრაფით გავრბივარ. მდინარემდეც არ ვარ მისული, როცა გიორგი მეწევა და მხარს ძლიერად მიჭერს. წინააღმდეგობას ვუწევ, ამიტომ ხელში მიყვანს და ისევ შენობისკენ მაბრუნებს.
- გაგიჟდი?! ამ წვიმაში სად მიდიხარ?
- აბა სად დავრჩე, ადამიანთან, რომელიც არავინ იცის რას იკადრებს, ოღონდ დამამციროს?!
- შენ არ გესმის... ვერ ხვდები რატომ...
ამ დროს საუბარს ვაწყვეტინებ და ვეუბნები:
- რა არ მესმის?! რატომ ცდილობ ხალხის თვალში დამამცირო და სასაცილოდ გამომიყვანო?! ყველანაირად გინდა გამამწარო. ნუ, მართლა არ მესმის, სიამოვნებას იღებ ამ საქციელით, თუ სხვის თვალში “მაგარ ტიპად” გამოჩენას ცდილობ.
-დამიჯერე, ვერ გაიგებ. ზუსტად ვიცი, ნუ ჩემი საქციელიდან გამომდინარე, სხვანაირად ვერც იფიქრებ. დამიჯერე, გულწრფელად გიხდი ბოდიშს ყველაფრისთვის, განსაკუთრებით იმ ღამით მომხდარის გამო... არც კი ვიცი, როგორი იდიოტი უნდა იყოს ადამიანი, რომ ისეთი რამ გააკეთოს, რასაც მე ვაკეთებ. ვერ ვიტან საკუთარ თავს, მძულს.
- და ასე რომ ილაპარაკებ და ისევ იმავეს გაიმეორებ, შენი აზრით რამე შეიცვლება ჩემთვის?! ნაკლებად დამცირებულად ვიგრძნობ თავს?! წადი და თავი იმათ შეაცოდე ვის თვალშიც ამაღლდი, როცა ასე მომექეცი.
- ამის დედაც! - ყვირის მაღალ ხმაზე და მუშტს კედელს ურტყამს.
ასეთ სიტუაციაში მყოფს პირველად ვხედავ. სრულიად გაგიჟებულია. როგორი წარმოუდგენელია, რომ სკოლის ყველაზე გაუტეხავი და სიმპატიური ბიჭი ჩემს წინაშე დგას და თავს ვერ აკონტროლებს. მის მწვანე თვალებზე მომდგარ ცრემლს ვხედავ, რაც სევდას მგვრის და ტირილს მანდომებს. ცრემლები მადგება, მაგრამ შეკავებას ვცდილობ. ამასობაში კი გიორგის ლოყას ცრემლი ასველებს. მისკენ თვალს ვაპარებ. ამას ამჩნევს თუ არა, თავის ხელში აყვანას ცდილობს და ცრემლებს იწმენდს. თავს ვერ ვიკავებ და ვაშტერდები. თვალები აწითლებული აქვს, თმები აჩეჩილი. პერანგი წვიმისგანაა გალუმპული და ზედა ღილები შეხსნილია. ზედმეტად საყვარლად გამოიყურება, მაგრამ ჩემი ზიზღი მის მიმართ იმდენად დიდია, რომ ყურებას ვწყვეტ. ვცდილობ გავაანალიზო რა ხდება.
- ვიცი, რომ ჩემი სიტყვები სასაცილოდ მიგაჩნია, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, რომ ვწუხვარ. სრული იდიოტი ვარ. -ამბობს და ხმა ეხლიჩება. მის თვალებს ცრემლები კიდევ ადგება. გიორგი სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს გასასვლელისკენ და შენობას ტოვებს. არც კი ვიცი რაზე ვფიქრობ, მაგრამ მისკენ მივიწევ და მხარზე ხელის დადებით ვაჩერებ.
- იცი... - ვცდილობ ლაპარაკი დავიწყო, მაგრამ არც კი ვიცი, რა ვთქვა.
ლაპარაკს ვწყვეტ, მისკენ ნაბიჯს ვდგამ და რაოდენ არასერიოზულადაც არ უნდა ჩანდეს, წელზე ვეხვევი. ვგრძნობ, რომ გიორგი კრთება, შემდეგ კი აანალიზებს და მიხუტებს. თვალებს ვხუჭავ. მისი სიმხურვალე მთელ სხეულს მითბობს. რამდენიმე წამით ასე ვდგავართ, შემდეგ კი ვეცლები და ნაბიჯს უკან ვდგამ.
- არ ვიცი რატომ იქცევი ასე, მაგრამ კარგი, გპატიობ. - ვეუბნები და თითქოსდა ნაძალადევად ვუღიმი.



№1 სტუმარი შეშლილიი

ძალიან ძალიან მომწონსსს❤რაღაც განსაკუთრებული და ჩამოყალიბებულია❤

 


№2  offline წევრი თათუ♡

როდის დადებ შემდეგს?

 


№3  offline წევრი Gulnatkeni gogona

თათუ♡
როდის დადებ შემდეგს?

ზუსტად არ ვიცი, ამ დღეებში იქნება❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent