ზოი. მესამე ნაწილი. თავი 1
Ნაწილი 3 თავი 1 დილით დაღლილმა გაიღვიძა. ღამის ფიქრებით გაწვალებული მისი გონება დილის სიფხიზლემ ისე შეუმჩნევლად გადაასხვაფერა, თითქოს გარშემო, ჰაერის ნაწილაკებს შორის, ყრუ სიმშვიდე დაძრწოდა და არარად აგდებდა ადამიანური ტრაგედიების ფერადოვან სიმძიმეს; გულგრილად მიირთევდა ყველა ზედმეტ ფიქრსა თუ ემოციას, რაც კი მის ჩარჩოებში არ ჯდებოდა. ყავის ადუღების მოლოდინით შეპყრობილი მია მადუღარასთან ძლიერ ახლოს იდგა. ცხვირის ორივე ნესტო ყავის სურნელით გასჯერებოდა და ტალახისმაგვარ სითხეს გაშტერებით ჩაჰყურებდა. ხმაურობდა მადუღარა დაუზარებლად და შიგ ყავა ქოთქოთებდა შეფარული ღიმილით. მიას უღიმოდა, მზერაგაშეშებულს, მაგრამ საპასუხო ქცევა არსად ჩანდა. ვერდროს ამჩნევდა მია სამყაროს ფართო ღიმილს. ადამიანები აუცილებლად მოკვდებოდნენ, პატარ-პატარა დრამები რომ არ ჰქონდეთ ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ მაინც კვდებიან - ოღონდ სხვანაირად. ოთახის კუთხეში თაგვმა გაიფხაჭუნა, მერე მწვანე ფერის ხალიჩაზე რბილი ქსოვილი სწრაფად გადათელა და როგორც კი ფართო, მაგრამ მოკლე გზა მოურჩა დაკეტილ კართან, უცნაურად შეცბა, უკან გაბრუნდა და კვლავ იმ კუთხესთნ მივიდა. უჩვეულოდ აწრიალებული ჩანდა, თავი დაეკარგა და დებილივით უმზერდა ნახევრად წრიული ფორმის კუთხეს - შესაძლოა, სიმრგვალე უკვირდა. უცებ ჩაწყნარდა, დადუმდა, გაიტრუნა და გაშეშდა. სიკვდილის მყრალი სუნი სცემდა თავის სიახლოვეს, ამიტომ კუდი აამოძრავა ოდნავ. საკვირველი უნარი აღმოაჩინა საკუთარ თავში - თურმე შესძლებია, რომ კუდი მორიელივით მოგრიხოს და ზუსტად თავს ზემოთ გაიჩეროს. თითქოს გილიოტინას მორიგი მსხვერპლი გამოუჩნდა... კუდი დამოკლეს მახვილს დაემსგავსა... მაგრამ სად სცალია სიკვდილს უტვინო თაგვისთვის?! რიგში ადამიანთა მოდგმაა. თაგვი დებილია. დებილივით დგას დებილურ ადგილას. ყავა გადმოდის, თეთრ გაზქურაზე შავად იღვრება. მზერაგაშეშებულია კვლავაც მია და ისევ ელოდება დუღილის ფინალს. მგონი, სხვა რამეც დუღს ყავის გარდა. ფანჯარას მტრედი შეასკდა და გამოფხიზლდა მია. უკან გაბრუნდა მტრედი. დებილივით სცადა ოთახში შეღწევა, მაგრამ გადარჩა. სიკვდილი დებილებს ინდობს მხოლოდ, ალბათ. სიბრძნე ის კი არ არის, რომ ყველას თავისი ტრაგედია ჰგონია უფრო მძიმე და მტკივნეული, არამედ სიბრძნეა ის, რომ ადამიანები სასაცილოები ვართ, რადგან მსგავსი რამ არ არსებობს და ტრაგედიების გამოტირებას ვცდილობთ. ყალბი ტირილი სასტიკად ამახინჯებს ადამიანს. ახსენდება მიას მეგობრების უაზრო ტრაგედიები და კიდევ ისიც, დედამისი რომ ერთ ამბავში იყო, როცა ქმარმა მიატოვა. თუმცა, რა გახსენება ამას სჭირდებოდა, ახლაც ამაზე წუხილით ცხოვრობს მიას დედა და დაიარება დარდიანი, მუდამ თნაგრძნობის მოლოდინით შეპყრობილი, გულგრილ ადამიანებს შორის. ფიქრებში ქექვისას კითხვის ნიშანი არ გასჩენია. ყველაფერი მარტივად იყო. მის გარშემო სხვები წუწუნებდნენ და თვითონ ჩუმად იყო, ენაგადაყლაპული ისმენდა ყველაფერს, თითქოს ზეციდან წერილი ჩამოუფრინდა ზედ მიწერილი ბრძნებით დამშვენებული, რომ გარშემომყოფებისთვის უსასრულოდ ესმინა. დუმდა შინაგანად და სხვამხრივ კი საოცრად ბევრს ლაპარაკობდა. მაგრამ საკუთრი ქაოსი უკვე მატყლივით ასჩეჩვოდა და ისე რბილი გამხდარიყო, ერჩივნა, ამ ქაოსზე თავდადებულს სძინებოდა. ძლიერ ეხუჭა თვალები დიდხანს და გახელის მცდელობები იშვიათად ჰქონდა. ერთხელ მათე გამოჩნდა და სულ ერთიანად ააგლიჯა ქუთუთოები ლამაზი თვლებიდან, მაგრამ მშრალი ცრემლები დაუტოვა სამახსოვროდ ამ უკანასკნელმა წასვლის წინ და, საბოლოოდ, სანთლის ცვილივით მკვრივი და საზიზღარი სითეთრე გადაეკრა სისხლგადმონთხეულ თვალებზე მიას. სანთელი იწვის და ცხელი სითხე დაბლა იღვენთბა, მერე ცივდება - ცვილი ხდება. თუ მის წინააღმდეგ ბრძოლას გადაწყვეტ, ხელის ნაზი შეხებით ვერაფერს გახდები, მძლავრი იარაღი აუცილებლად დაგჭირდება. ღონემიხდილი დაეშვა მია იატაკზე. მწვანე ხალიჩა თაგვზე უფრო მეტად გადათელა. არ შეეძლო გარკვეულიყო იმაში, თუ რა უფრო მეტად უფლეთდა უზომოდ მგრძნობიარე სულს. არადა, ყვავი არ ჩხაოდა ირგვლივ, არსად; სულის ნაკუწები არ ეცხო ნისკარტზე. თაგვმა მშვიდად გადაუარა. ისევ დახურულ კარს მიადგა და ისევ უჩვეულოდ აწრიალდა. ბოლო ხმაზე იღრიალა მიამ. ფეხზე წამოვარდა, წიგნების თაროებს მიაწყდა და ისედაც დაფლეთილი წიგნი თაგვს გადააფლითა. იშრიალა შეყვითლებულმა 72-ე გვერდმა ოთახის სივრცეში და მიამ შავი ფანქრის ნაკვალევი შენიშნა წამიერად. თაგვს წიგნის სიმძიმე აწვებოდა, მწვანე ხალიჩაზე გართხმულიყო ჯერ კიდევ ცოცხალი. გვერდით გამხმარი მუქთბალიშები ეყარა, მიას ღრიალი კი გაბმულად გაისმოდა, ზღვის ყველაზე მდუმარე ტალღბამდე აღწევდა და ღმერთს დედამიწიდან გაგზავნილი ლამაზი მელოდია ეგონა. პირდაპირ ფაჯრიდან გადახტა მია. გზაზე ორჯერ გადაკოტრიალდა და ვიღაცის ბანჯგვლიან ფეხებთნ გაჩერდა. ზემოთ აიხედა, თვალებში ფართო ტოტებიანი შორტი გაებლანდა, რომლის სიღრმეში, თეთრი ბადის ფართო ნასვრეტების იქით, ტრუსის არსებობა დავიწყებოდათ და ახალგაზრდული ენერგიით აღსავსე მამაკაცის სასქესო ორგანო ქანქარაზე ჩამოკიდებული საცდელი ბურთივით ინერტულად ქანაობდა. - განა მჯერა! სად დაიკარგე? -რომელი ხარ? - მორცხვად ჰკითხა მიამ. მის წინ ნაცნობი სახე აღიმართა, როგორც კი ფეხზე წამოდგა. გაქცევა მოუნდა, მაგრამ ადგილზე გაქვავდა. - შენ აქ რა გინდა? მე გავთხოვდი. - უჰჰჰ, დიდი ამბავი. ეგ რა გიქნია! იმდღეს რა უცნაურად მოიქეცი. სად წახვედი? რატომ მიგვატოვე? - ნახვამდის. აღარ დამენახვო საერთოდ. სახლში დაბრუნდა. თაგვს გადააბიჯა და ფანჯარასთნ მივიდა. ნამიანი თვალები მოავლო ფანჯრის მიღმა არსებულ სამყაროს, მაგრამ გაბანჯგვლულფეხებიანი ბიჭი ვეღარსად შენიშნა. წასულიყო უპრეტენზიოდ, ყოველგვარი შეწინააღმდეგების გარეშე; მიას ბაგეებს დაცდენილი დამშვიდობების უტყვი მორჩილებით აღსავსე გამქრალიყო იმ ადგილიდან. ნიუტონს ტყუილად არ უთქვამს, რომ "ქმედება იწვევს უკუქმედებას". მიამ რადიკალური ნაბიჯი გადადგა და ძველი მეგობრები მიატოვა, მაგრამ ახლა უკუქმედების დრო დადგა! მონატრების სასტიკი ტკივილი გაეჩხირა სისხლძარღვებში, როგორც ქოლესტერინების გროვა, და შეწყდა სისხლის დენა... გული გაუჩერდა, თითქოს. მიხვდა, სასიკვდილო იარა უჩნდებოდა სადღაც შიგნით, მაგრამ ამაო იყო მისი მიხვედრა. ჭკუიდან შლიდა სიკვდილის საცეცების თვისუფალი თარეში და ამის ნათლად გაცნობიერების იძულებითი უნარი. ეგონა, კვდებოდა და ამას ცხადად აკვირდებოდა გონების ძალით. შეშლილთა უგონო კივილი ჩესმა ყურებში; ლოყები ჩამოიფხორჭნა თავის წარმოდგენებში ზუსტად ისე, როგორც ერთ ფილმში ნახა. ბურუსი იდგა მის ცნობიერებაში და ნისლი იღვრებოდა უცნაურურად ვიწრო, მაგრამ ღრმა უჯრებიდან, რომელთა სახელურებს ჩქუჩით ამტვრევდა პაწაწინა მია. დაპატარავებულიყო, ბავშის ანცი ღიმილი გადაჰკვროდა სახეზე და დაუნდობლად განაგრძობდა უჯრების დაზიანებას. უხაროდა მავნე ქმედება, მაგრამ წამებში დაეზაფრა სიცილისგან აღაჟღჟებული წითელ ლოყებიანი საეხე, როცა ძირს მიმოფანტული სახელურების შეგროვება უნდა დაეწყო და მოულოდნელად უჯრებიდან გადმოღვრილი ნისლის ტალღებმა წალეკა წყვდიადისფერი კედლებისკენ. ეს იყო და, უჯრებიც გაქრნენ მიას გონებიდან. უკან შეისრუტა ქვეცნობიერმა ცნობიერზე შემოსუდრული ბურუსი. პატარა რომ იყო, დედამისის მშობლებთან ატარებდა ხოლმე ზაფხულის არდადეგებს. ერთხელ ძალზედ უცაურად მოიქცა. მაშინ დაბალი და გამხდარი იყო. მწვანე თვალები უელავდა გრძელ წამამებს შორის. ერთ დღეს გარეთ გაიგულა მოხუცები 11 წლის ონავარმა მიამ. იატაკზე იჯდა სათმაშოებით გარშემორტყმული. ფერადი კუბებისგან თითქმის ნახევრად აშენებული ჰქონდა დიდი სასახლე, მისი ოცნების ფრთაშესხმა. ბებიას ხშირად ჰპირდებოდა: რომ გავიზრდები ასეთ სასახლეს აგიშენებო. ამ სათამშო სასახლესაც "ბებოს სახლი" დაარქვა. თავისი პატარა, სათუთი და გამხდარი თითებით იღებდა კუბებს და მოთმინებით აწყობდა ერთმანეთზე. ჭრელი და მხიარული იყო მისი სასახლე, ხასხასა ფერებში გამოწყობილი, საზეიმო განწყობით შეფერილი. ოდნავ უხერხულად იჯდა. ფეხი გაშალა და შვება იგრძნო. მერე თავისი ქმნილება შეათვალიერა. ბავშვური გულუბრყვილობით გაბრწყინებული თვალებით გაზომა იგი. მოეწონა. კმაყოფილებისგან მოგვრილმა ღიმილმა გაუპო სახე. - ურა! ტაში შემოჰკრა სიხარულისგან. შემთხვევით ცალი მხარე გადაუნგრია აშენებულს. მერე თავისით დაიშალა ცისარტყელასავით ფერადი "ბებოს სახლი". მიას გრძელ წამწამებს წვეთი ცრემლი დაეკიდა, ჩამოსავარდნად გამზადებული. არ იტირა მიამ. თვალებზე ხელი მოისვა. საწყლად ამოიოხრა და ამ ოხვრას ამოატანა მთელი გულისწყვეტა. ასე უჩინრად გადმოაფრქვია ზღვა ცრემლი. წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. ზედ მუქი შვინდისფერი ფარდა ჩამოეფარებინათ. მძიმე იყო და ძლივს გადასწია ოდნავ. ჰორიზონტზე არავინ გამოჩნდა. ონავრულად ჩაეღიმა მიას. სწრაფად გაეცალა ფანჯარას. ოთხი გადაირბინა. "ბებოს სახლი" კიდევ უფრო მეტად დააანგრია: ზედ გადაუარა ფეხებით - გაუცნობიერებლად, გადარბენის დროს. იცოდა, სახლში არავინ იყო, მაგრამ მაინც უჩუმრისპირად მიიწევდა პაპა-ბებიის საძინებლისკენ. მსუბუქად, უხმაუროდ, უწონოდ მიათრევდა გაჩხიკულ ფეხებს, უცნაურად გამრუდებულს. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ტუჩებზე მიედო და ძლივს გასაგონად ბურტყუნებდა: “ჩშშ! ჩშშ..!”. გვერდით არავინ ჰყავდა. თვითონაც არ იცოდა, ვის აჩუმებდა. ფანჯრებიდან შემოღწეული სუსტი სინათლისგან აკიაფებული თვალებით მიიკვლევდა გზას. მალ-მალე უკან იხედებოდა, ხომ არავინ არისო. ფრთხილად ჩამოსწია კარის სახელური. ნელა შეაღო ჟანგიან საკიდებზე ჭრაჭუნით მოძრავი კარი. საძინებელში შევიდა სულგანაბული და სუნთქვაშეკრული. კვლავ დახურა ყურთა სმენის წამღები ჭრიალის აკომპალიმენტზე მოჭახჭახე და მოწკარუნე ზღუდე — ორ ოთახს შორის გამშველებელივით ჩამოკიდებული. - ჩშშ! — ყოველ ორ წამში აჩუმებდა ვიღაცას. რბილ და ქათქათა თითებს აფათურებდა ყველგან. არ იცოდა, რისთვის იყო შემოსული. ყურში ჩურჩულით ჩაესმოდა: “მიდი, მია, მიდი! აბა ჰე, გააფუჭე რამე!”. ძველი ალბომის დახევა განიზრახა. უკლებლივ ყველა ფოტოსურათი ამოიღო ალბომიდან და იატაკზე გაშალა. ცარიელი ალბომი ნაფხრეწებად აქცია, მაკრატელზე უფრო დაუნდობლად დაკუწა და დაანაწევრა. მერე ფოტოსურათებს მიადგა. პირველივე ჯერზე საკუთარი გამოსახულება შეარჩია მსხვერპლად. დახედა. დიდხანს დააკვირდა. სიმპათიურ ახალგაზრდა ბიჭსა და მოყავისფრო ლაქებით აჭრელებულ სახიან გოგონას მომღიმარი თოთო ბავშვი უჭირავთ ხელში. ხასხასა ბალახის სიმწვანე ბრდღვიალებს ბავშვის თვალებში. პატარა ეშმაკურად იმზირება ფოტოდან, მომხიბვლელად და მაცდურად უღიმის კამერას. დედა გაახსენდა მიას. ენა რომ ამოიდგა, მამა ასწავლიდა, დედიკოს პანდა დაუძახეო. მია კარგად ვერ გამოთქვამდა სიტყვას. როცა დედა მოუნდებოდა, მჭექარედ ყვიროდა: “პაადააა! პაადააა!”. ფოტოსურათს კიდევ ერთხელ დახედა. ფითქინა კანი ჰქონდა დედამისს. სახეზე სამიოდე ყავისფერი ლაქა აჩნდა. დედის მხიარული კისკისი გაახსენდა მიას. ყურში ჩაეღვარა მისი სიცილნარევი ლაპარაკი, ქმარს რომ ეუბნებოდა, მართლა პანდას ვგავარ, ისეთი სახე მაქვსო. დედის გახსენებამ ღიმილით გაუნათა სახე მიას. ერთხანს გაშეშებული იდგა. მერე რამდენჯერმე გადაკეცა ფოტოსურათი, თვითმფრინავი გააკეთა მისგან. ფანჯარა გამოაღო და თვითმფრინავი ცაში გააფრინა. ხელი დაუქნია სანუკვარი მოგონებით გაჟღენთილ ილუსტრაციას. დახეული ალბომის ნაკუწები სწრაფად წამოკრიფა და უკლებლივ ყველა ნაფლეთი უბეში ჩაიყარა. ძირს გაფანტული ფოტოსურათები შეაგროვა და საწოლის ქვეშ შეყარა. საძინებელი დატოვა. ცოტახანში კი ჩქუჩით ხელდამშვენებული დაბრუდა და რაც კი ოთხში ავეჯი იდგა, ყველაფერს მთელი ძალით ურტყა ჩაქუჩი. მერე და მერე სიზმრად ნახულობდა, როგორ ამტვრევდა ხან უჯრას, ხან სარკეს და ხანაც რას... მაგრამ ყველაზე მეტად ის კოშმარი აძრწუნებდა, რომლის სიუჟტში მაკრატელი ფიგურირებდა. ერთგვარ სიმბოლოდ ქცეულიყო მაკრატელი მიასთვის, მიუხედავდ იმისა, რომ ის ალბომი ხელით დაფხრიწა. არ იცოდა - რატომ... მაგრამ ძლიერ ეშინოდა, როგორც უსუსრად მიმალულ ობობას - გამოჩენისა. რეალობაში სრულყოფილად დასაბრუნებლად თავი გაიქნია და მაშინღ გაახსენდა, რომ შმორის სუნად აყროლებული და დაფლეთილი წიგნის ქვეშ ცოცხალი თაგვი იტანჯებოდა სიკვდილის მოლოდინში. კვლავ ბოლო ხმაზე იკივლა. კიოდა იქამდე, ვიდრე არ შეიშნა, რომ თაგვს განსაცდელისან თავი ეხსნა და სადღაც მიმალულიყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.