შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განთიადის მოყვარული ბიჭი [თავი მეოთხე]


26-08-2019, 00:00
ავტორი Gulnatkeni gogona
ნანახია 9 530

აზრზე მოვდივარ და ვაანალიზებ, რომ წვიმამ მოიკლო. სახლში მივდვიარ. კარს ფრთხილად ვაღებ და ვხვდები, რომ ჩემი წასვლა არავის შეუნიშნავს. ჩემს ოთახში შევდივარ, სველ ტანსაცმელს ვიცვლი და საწოლზე ვწვები. ვცდილობ გონება მოვიკრიბო და მომხდარზე დავფიქრდე, მაგრამ არ გამომდის. ფიქრები ისეა ერთმანეთში არეული, რომ მათ დალაგებას ვერ ვახერხებ. თვალებს ვხუჭავ და ვიძინებ.
12 საათზე მეღვიძება, ვდგები და სასაუზმოდ გავდივარ. მშობლები ჩვეულებისამებრ, უაზრო საკითხებზე დაობენ. დღე ისე გადის, რომ ნინის მომხდარზე არაფერს ვუყვები. ვიცი, რომ იდიოტურად მოვიქეცი, ამიტომ ჯერ არ მინდა რომ იცოდეს. მთელ დღეს იმაზე ფიქრში ვატარებ, თუ რა მოხდა, რატომ მოხდა და რას გამოიწვევს. საკუთარი თავის განსჯის სურვილი მიჩნდება, მაგრამ ვხვდები, რომ ვერაფერს შევცვლი.
ადრიანად ვწვები და ძალიან მიკვირს, რომ მალევე მეძინება. დილით სკოლაში მივდივარ და თავს ზედმეტად უცნაურად ვგრძნობ. კლასამდე ისე მივდივარ, რომ არავის და არაფერს არ ვაკვირდები. გაკვეთილები ჩვეულებრივ ტარდება და ყურადღებასაც არაფერი იქცევს. სახლის გზაზე მიმავალს, მოახლოვებული ნაბიჯები მაჩერებს. უკან ვიხედები, ყურსასმენებს ვიხსნი და იკას და გიორგის ვხედავ. თავიდან ვიბნევი, შემდეგ კი თავი ხელში ამყავს. გიო სევდიანი გამომეტყველებით მიყურებს, შემდეგ კი მარცხენა თვალს მიკრავს. იკა დამცინავად გახედავს, რის შემდეგაც, გიორგის გამომეტყველება ძველებური ხდება.
-ჩვენ პატარა გოგოს ძალიან გაუტკბა გიოსთან ყოფნა. ჯერ წვეულებაზე - აუზში, მერე გუშინ. თავში არ აგივარდეს სიხარულო. გიორგი დაკავებულია და რომც არ იყოს, შენნაირთან ღადაობის მეტი არაფერი ესაქმება.
ორივე დამცინავი სახით მიყურებს, მაგრამ ვატყობ, რომ გიორგის სახე ისეთი არ არის, როგორიც ადრე იყო. თავს დამცირებულად ვგრძნობ, მაგრამ ვცდილობ, რომ თავი ამაყად დავიჭირო. ირონიულად ვიღიმი და თითქოსდა სიცილით ვეუბნები:
-მგონი, შენი ძმაკაცი, გუშინ აცრემლიანებული თვალებით მიხდიდა ბოდიშებს და მთხოვდა, რომ მეპატიებინა...
ვბრუნდები და გზას ვაგრძელებ. უკნიდან შეძახილები მესმის, მაგრამ უკვე იმდენად შორს ვარ, რომ სიტყვებს ვერ ვარჩევ.
მდინარესთან ჩავდივარ და ჩემს საყვარელ ადგილზე ვჯდები. როგორი იდიოტი და დებილი უნდა იყოს ადამიანი, რომ გიორგისნაირს ერთ დღეში აპატიოს ყველაფერი?! ფიქრებში ვარ გართული, როცა უკნიდან ძლიერ ბიძგს ვგრძნობ და წყალში ვეშვები. ამ ადგილას წყალი ღრმაა, ამიტომ თავს ვერ ვაკონტროლებ. ცურვა არ ვიცი. ვფართხალებ და სანამ შემიძლია ვყვირი. სუნთქვა მიჭირს. წყლის ძლიერი ჭყაპუნის ხმა მესმის. ვგრძნობ, რომ ვიღაც წელზე მეხვევა და ნაპირისკენ მიმათრევს. გამოხედვას ვახერხებ და ორ ჩემთვის ძალიან ნაცნობ ბიჭს ვხედავ.
-კარგად ხარ? - მეკითხება თავიდან ფეხებამდე სველი გიორგი.
არ ვპასუხობ. შემდეგ კი იკას უბრუნდება:
- შენ ნორმალური ხარ?! რომ არ დამენახა და ამომეყვანა, შეიძლება დამხრჩვალიყო. რაზე ფიქრობდი?!
- მაგ ნაბიჭვარზე როდიდან ზრუნავ ასე? - ეკითხება იკა დამცინავად.
მოსვლასაც ვერ ვახერხებ, როცა გიორგი იკას ცხვირში მუშტს სთავაზობს. სისხლი ცხვირიდან ნიკაპისკენ მოსდის. ზედმეტად უხერხულ სიტუაციაში ვვარდები.
-დიახაც, ვზრუნავ. იცოდე ვისზე რა უნდა თქვა და ვის როგორ უნდა მოექცე.
ვთვლი, რომ აქაურობას სასწრაფოდ უნდა გავეცალო. ვცდილობ სწრაფი ნაბიჯით წავიდე, მაგრამ ქვა მეღობება. ფეხი მიბრუნდევა და მიწაზე ვეცემი. ვდგები, ნაბიჯის გადადგმას ვცდილობ, მაგრამ ვერ ვახერხებ.
- კარგად ხარ? - მეკითხება გიორგი.
- კი.
კიდევ ვცდილობ ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ ჩემი მცდელობა ისევ უშედეგოა.
- სახლამდე მიგიყვან. - მეუბნება გიორგი.
- ხო, ხო მიდი მიაცილე შენი პატარა გოგო. - საუბარში ერთვება დასისხლიანებული იკა.
- შენ მოკეტე.
- შენი მიცილება არ მჭირდება, მირჩევნია მეთვითონ მივიდე, ვიდრე შენნაირმა მიმაცილოს.
გიორგი აღარ მისმენს. ზურგზე მიკიდებს და მივყავარ.
- ახლავე დამსვი!
გიორგი მაიგნორებს. ძლიერად მიჭერს და იმ შენობისკენ მივყავარ, სადაც გუშინ ვიყავით.
- დროზე დამსვი!
გიორგი მემორჩილება.
- აჰა, დაგსვი. სად წახვალ? სიარულს ვერ შეძლებ. მოდი, დაჯექი. ფეხს ვნახავ.
ფეხსაცმელს ნაზად მხდის. ფეხს მიტრიალებს, რაც ტკივილს მიმძაფრებს.
- მოითმინე, მალე გაგივლის. - მეუბნება ღიმილით.
- თავი დამანებე, მომშორდი! - ვეუბნები გაღიზიანებული.
როგორ შეუძლია თავისი საქციელის მერე, ღიმილით მელაპარაკოს?! და თუ მართლა ღადაობს, იკას ასე რატომ ეჩხუბა? სიარულში რატომ მეხმარება? რატომ ცდილობს ჩემზე ზრუნვას? მაგრამ მისი საქციელი ორაზროვანია. რატომ მამცირებს ყოველთვის, როცა ამის საშუალება ეძლევა? ახლაც გულს მომილბობს, შემდეგ კი დამცინებს... ბრაზით ვივსები. გიო მიახლოვდება, რათა ამაყენოს. ერთადერთი გრძნობა, რომელიც ამ წამს გამაჩნია ბრაზია. გამწარებული, სახეში ხელს ძლიერად ვურტყამ.
- ვიცი, მე ეს დავიმსახურე. - ამბობს გიო. - მაგრამ შენ არ დაგიმსახურებია. არ ვიცი, როგორ აგიხსნა... ნამდვილად მომ... დაივიწყე!
ამ დროს ისიც ძირს ჯდება, ზედმეტად მიახლოვდება და წელზე მეხვევა. თვალებში დაჟინებით მიყურებს, შემდეგ კი უფრო ახლოს მოდის. მისი ტუჩები ჩემსას ეხება. ჯერ ნაზად მკოცნის, შემდეგ კი ძლიერად მიხუტებს და კოცნასაც უფრო ვნებიანს ხდის. თავიდან წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობ, შემდეგ კი ვნებდები და კოცნითვე ვპასუხობ. თვალებს ვხუჭავ. წელზე მის მხურვალე ხელებს ვგრძნობ, რის გამოც ჟრუანტელი მივლის. მეც ვეხვევი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დრო ჩერდება. ეს ჩემი პირველი კოცნაა, თუ წვეულებას არ ჩავთვლით. ეს წინას არაფრით ჰგავს. თითქოს უსასრულობაში ვიკარგები და გამოსვლაზე არც კი ვფიქრობ. გიოს ძლიერად ვეხვევი, ისიც მეტად მიზიდავს. არ ვიცი რატომ, მაგრამ თვალებზე ცრემლები მადგება.
საბოლოოდ, ჩვენი ტუჩები ერთმანეთს წყდება. ერთმანეთს თვალებში ვაშტერდებით. დუმილს გიორგი არღვევს:
- არ ვიცი, როგორ გითხრა... ისეთი საყვარელი ხარ... ნამდვილად ძალიან მომწონხარ... - ამბობს და დანაღვლიანებულ თვალებს მარიდებს. - ბოდიში, ზედმეტად იდიოტი ვარ. ამას ვერ შევცვლი.
გიორგის მთელი ძალით ვეხვევი. ცოტა ხანს ასე ვართ, შემდეგ კი ყურში ვეუბნები:
- მეც მომწონხარ და მეც იდიოტი ვარ!
გიორგი იმდენად ძლიერად მიხუტებს, რომ ზურგი მტკივა, მაგრამ არ მაინტერესებს. თან ძალიან გახარებული ვარ, თან გაოგნებული. მიჭირს მომხდარის გაანალიზება.
სახლში მიცილების უფლებას ვაძლევ. კარს დედაჩემი აღებს და სახეზე ეტყობა, რომ გიორგის დანახვა ძალიან უკვირს. ოთახში შესვლაში მეხმარებიან. გიო ლოყაზე მკოცნის და მემშვიდობება.



№1  offline წევრი Niniko11

კაარგი იყოო მომეწონაა კქრგად წეერ ძალიაან დამაინტერესაა ახალი თავი მალე დადე რაა გთხოოვ გელი მოუთმენლად
წარმატებები♡

 


№2  offline წევრი არავის გოგო

ასე გააგრძელე ^...^ მალე და შემდეგი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent