შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნახევარი სიცოცხლე (სრულად)


28-08-2019, 11:32
ავტორი თა თა
ნანახია 17 437

ყველაზე დიდი ტკივილი,რაც კი შეიძლება განიცადოს ადამიანმა იმედგაცრუებაა..როცა საბოლოოდ გიქრება ნდობის შერჩენილი პატარა ნაპერწკალი,რომელოც უბრალოდ გინდოდა ვინმეს გაენართლებინა....იმედგავრუება...მთავარია იმ პირვრლ დარტყმას გაუძლო..მერე ყველაფერი ადვილი ხდება..

საკმაოდ ნაცნობ ფანჯარასთან ზის და ცხელ ყავას სვამს,გარეთ ძალიან წვიმს,საშინელი სიცივეა..ეს ადგილი ახლაც კი ღიმილით ახსენდება,ვინ მოსთვლის რამდენ მოგონებას ინახავს ეს პატარა ადგილი..ის ისტორიები,რომ გაიხსენოს ალბად ამისთვის მთელი დღე დასჭირდება. თუმცა ამასაც გაიგებთ მალე.
ახლაც ამდენი წლის მერე ტრადიციას არ არღვევს და ერთ ფინჯან ყავაზე შედის ამ პატარა ჯაფეში,თუმცა ახლა ერთი განსხვავებაა..ახლა ის, იქ მარტო ზის,მეგობრები კი ყავს,მაგრამ იმას რა უქნას ვინც ამდენი წელია ენატრება..თუმცა ერთ რამეში გამოგიტყდებათ,მისი სახე უკვე აღარ ახსოვს,იმდენი წელი გავიდა..მისი მხოლოდ ერთი პატარა სურათი შემორჩა,რომელიც 8 წლის ასაკში გადაიღეს..ეს იყო ბოლო და უკანასკნელი ფოტო,რომელიც სულ თან დაჰქონდა. როცა ეკითხებოდნენ ეს ვინ არისო? ეს პასუხობდა "ჩემი ბავშვობის სიყვარულიო"..
ფანჯრის მიღმა ხედავს უამრავ ადამიანს..თუმცა ისინი სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან..ზოგი მოწყენილია,ზოგი ბედნიერი,ზოგი უბედური..ზოგი მარტოსული..ზოგი შეყვარებული..თუმცა მათ ნამდვილ ხასიათს ვერავინ გაიგებს..ისე საინტერესოა თვითონ ნინიკას რა წარმოდგენა აქვს სიყვარულზე? ამის პასუხი არავინ იცის..არც მან..ის ფიქრობს,რომ გულწრფელი სიყვარული არ არსებიბს,უკვირს როგორ შეიძლება ადამიანი ისე შეიყვარო,რომ მისთვის თავიც გასწირო. ის ყოველთვის ამბობდა, ისეთი სიყვარული მინდა კითხვა,რომ არ გამიჩნდეს ვუყვარვარ თუ არაო..თუმცა მას ხომ ამ სამყაროში ყველაფერი აოცებს და აკვირვებს. აკვირვებს,როგორ ახერხებენ ადამიანები ასეთი ორპირები იყვნენ.. გულის სიღრმეში ერთმანეთი სძულდეთ და პირში ეპირფერებოდნენ. ამ ყველაფერზე ფიქრის შემდეგ მიმტანს ფულს აძლევს და კაფეს ტოვებს..როგორც ყოველთვის ახლაც ყურსასმენებში გაჟღერებულ სიმღერებს მიჰყავს უცხო სამყაროშო..თითქოს სამყაროს მოსწყდა და სადღაც ამ სიყალბისგან გადაიკარგა..
კარებიდან ორი წამის გამოსული იყო,როცა ვიღაც არანორმალური მთელი სისწრაფით მორბოდა და ისე შეასკდა ნინიკას,ტირილამდე ცოტაღა აკლდა გოგოს..თავისუფლად ესმოდა მისი გულის ცემის ხმა, მისი სურნელიც სასიამოვნოდ მოხვდა ცხვირში. კიდევ დიდხანს გააგრძელებდა ამ მდგომარეობაში ყოფნას,ეს უცხო რომ არ ყოფილიყო..ნელ-ნელა თავს ზევით სწევს და ცდილობს იმ პიროვნებას შეხედოს რომელმაც, რამდენიმე წამის წინ ლამის მხარი ამოუგდო..ჯერ კიდევ შოკში მყოფი პროვინციელი ვერც კი აანალიზებს,რომ გაოცებისგან პირდაღებული უყურებს და თვალებში დაჟინებით აკვირდება იმ "ზე სიმპატიურს"
-წინ არ უნდა იყურო კარებში, რომ გამოდიხარ? -გოგონა მხოლოდ ახლა მოდის აზრზე და იმ დაღებულ პირსაც წამში ხურავს. თვალებს კიდევ რამდენიმეჯერ ახამხამებს,რომ დარწმუნდეს,რომ ეს რეალობაა და არ ესიზმრება..არა განა იმაზე გაბრაზდა,რომ ლამის ჭიანჭველასავით გადაუარა ზევიდან ბიჭმა? იმაზე უფრო გამწარდა ბოდიშის მოხდის მაგივრად,აქეთ ყვირილი რომ დაუწყო
-ხმის აწევას არ ვაპირებდი, მაგრამ როგორც ჩანს საკამოდ თავხედიც ყოფილხართ ამიტომ როგორც საჭიროა ისე დაგელაპარაკებით -მშვიდად უთხრა ნინიკამ და ცივად მოშორდა ბიჭის სხეულს -ხო მართლა ვიღაცას მაგონებთ,მგონი აქამდეც შევხვედრილვართ?
-ახლა არ მითხრა,რომ ბოდიშის მოხდას ელოდი-ბიჭს ირონიულად გაეღიმა -და არამგონია საერთოდ არ მეცნობი
-ახლა კარგად მომისმინე არ ვაპირებ შენთან ლაპარაკში დროის კარგვას..ვიღაც შეუგნებელი და მამიკოს ფულებით განებივრებული ბიჭი ხარ -შეატყო როგორ დაებერა ბიჭს ვენები,კბილებს ერთმანეთზე მაგრად აჭერდა,რომ შუა ქუჩაში არ ეყვირა გოგოსთვის
-ფრთხილად იყავი ჩემს ნერვებზე თამაშს არ გირჩევ-ცივად გაუღიმა
-გამატარე
-და სხვა არაფრის თქმას არ აპირებ?
-"ახლა არ თქვა რომ ბოდიშის მოხდას ელოდი"-ბიჭის სიტყვები გაიმეორა, თვალი ჩაუკრა და სცადა ბიჭისთვის გვერდის ავლა თუმცა ისევ თავის ადგილზე დააბრუნეს..ბიჭის ბაგეები ღიმილმა გააპო.
ჰმმ..როგორ უხდებიდა ეს ღიმილი..ნინიკასაც თავისდაუნებურად გაეღიმა
-რა გაცინებს -ისევ ღიმილით იკითხა ბიჭმა, ნინიკაც წამში მოეგო გონს და ის ღიმილიც სახეზე შეაშრა
-პირველი შენ გაგეღიმა და საერთოდ ხელი გამიშვი უნდა წავიდე
-ნწ -თავი გააქნია -ჯერ რაღაც დაგავიწყდა
-ხო დამავიწყდა ახლავე მიიღებ -ბიჭი აზრზე მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა ნინიკას მწარე ხელმა აუწმა მარცხენა ლოყა
-შეშლილი ხარ -ხმამაღლა დაუღრიალა და ნინიკამაც სწრაფად დატოვა ადგილი..
ვინ იცის გზაში რამდენეჯერ გაახსენდა ის მომენტი,როცა ბიჭის სხეულზე იყო ტკიპასავით მიკრული და რამდენჯერ გაეღიმა შეუმჩნევლად ტუჩის კუთხეში..თავადაც ვეღარ ხვდებოდა,რის გამო იყო ასე ბედნიერი..იმიტომ,რომ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა თუ იმიტომ,რომ ასეთ სიმპა"წ"იურ ბიჭს შეხვდა..ჰმმ..იცოდა რომ ამ ბიჭს მეტად ვეღარ შეხვდებოდა,ამიტომ მასზე ოცნებას ტყუილად არ დაიწყებდა,თან არარსებულზე ოცნება და ნინიკა ძალიან შორი-შორს იყვნენ..თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ სახლში მისვლისას ამ ამბავს სოფისთან (დაქალთან) არ განიხილავდა. რასაც მოჰყვებოდა ჯერ სოფის ისტერიკული სიცილი და მერე დაუსრულებელი ჭორაობა..
ასეც მოხდა..სახლში მივიდა, მაკამ (დედა) უგემრიელესი ნამცხვარი დაახვედრა..სველი ტანსაცნელი გამოიცვალა,სახლამდე ფეხით მივიდა და ისეთი თავსხმა წვიმა იყო ძაღლს არ გააგდებდნენო ხომ გაგიგიათ. მაშინვე სოფის დაურეკა გადმოდიო,თუმცა სოფი ნინიკაზე გახარებული ჩანდა..
-აბა რა ხდება მოყევი-დაიწყო სოფიმ
-მგონი მოსაყოლი შენ უფრო გაქვს -გაეცინა ნინიკას
-აუუ ხოოო-ბავშვივით დახტოდა სოფი
-მიდი დაიწყე..ჩემი ამბავი მერე იყოს
-აუუ მოკლედ ლექსომ ძლივს მოაბა თავი რამდენიმე სიტყვას და....
-ვაიმეეეე,არარსებობსს..ცოლობა გთხოვა? ვაიმე ეშველა ჩემ დებილ ძმას-ლექსო და ნინიკა ბავშვობის მეგობრები იყვნენ,ერთად გაზრდილები,მერე სოფი გადავიდა მაგათ უბანში,ერთი წლის წინ და ესეც შეემატა მათ სამეგობროს
-ხოო-ბედნიერებისგან გაეღიმა სოფის
-აუუ იმას არ გაპატიებთ ჩემ გარეშე რომ მოხდა ეგ ყველაფერი-ბავშვივით აბუზღუნდა ნინიკა-მაგრამ მაინც გილოცავთ-გაეცინა და დაქალს გადაეხვია
-ხოდა რაც მთავარია,ლექსო მაგასაც ვერ იზავდა ვიღაც ძველი ნაცნობი რომ არ ჩამოსულიყო,თურმე იმან უთხრა რაღას უცდი და რას იტანჯავთ თავსო..მოკლედ ხვალ საღამოს მე ლექსო და ის ძმაკაცი უნდა წავიდეთ კაფეში და შენ გარეშე ხო იცი რომ არაფერი გამოვა?
-მე არ ვიცნობ ნეტა?
-არამგონია იცნობდე, იმანაც წლების წინ გაიცნო თავის კომპანიაში საქმეზე მისულა და იქ გაუცნია
-ხომ იცი,რომ არ მიყვარს ეგეთი სიტუაციები, ასე რომ ვერ წამოვალ
-ნინიკ ძალიან მაწყენინებ
-ოო..ვერ წამოვალ..ლექსოს მერე მივულოცავ-დაქალს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და საწოლიდან, იატაკზე დადებულ დიდ პუფში ჩაესვენა
-მაგაზე მერე მოგარჯულებ,ახლა კი მიდი მოყევი აბა რა მოხდა დღეს
-მოკლედ,უნიდან,რომ მოვდიოდი სახლში ჩვენ კაფეში შევედი,მერე იქიდან რო გამოვედი გზაზე გადავდიოდი ვიღაც არანორმალური დამეჯახა და ლამის ჭიანჭველასავით გადამთელა
-რააა-ისე დაიყვირა სოფიმ მისი ხმა პირველ სართულზე ჩავიდა-მოკლედ მე რომ არ ვარ უნიში მერე უნდა მოხდეს ყველაფერი რაა-აბუზღუნდა სოფი
-მოიცა მთავარი არ მიქვამს..მერე იმ შეშლილ ბიჭს შევხედე..აიი იცი როგორი იყო?კინოებში როა,თავუდან მინდოდა მეყვირა და იქვე მეცემა,მაგრამ მაგის თვალებს,რომ შევხედე დამშოკა და ხმა ვეღარ ამოვიღე -დაიბუზღუნა ნინიკამ
-სიმპატიუტი იყო?-თვალები აუციმციმა სოფიმ
-გოგო!!! საქმრო გყავს უკვე,თორე ვიფიქრებდი რომ მაგარი ბაბნიკი გოგო ხარ-თავის ნათქვამზე თვითონვე გაეცინა
-მე კი არა შენთვის მინდა შე ბატო
-სოფი შენ ხო მაინც იცი რომ მე და ეგ საკითხი შორი-შორს ვართ-მობეზრებულად გადაატრიალა თვალები ნინიკამ
-კაი მაგრამ როგორი იყო ამიღწერე მაინც-ინტერესით მიაჩერდა სოფი
-ძალიან მაღალი იყო,ჯინსის შარვალი და ცისფერი "საროჩკა" ეცვა,ვაიმე ეგ საროჩკა საკმაოდ უხდებოდა მის ცისფერ თვალებს..ოდნავ მოგრძო წაბლისფერი თმა ჰქონდა..მოკლედ ძალიან საყვარელი იყო რაა..სიტყვებით კიდე ვერ აგიღწერ
-ესეიგი შორი-შორს ვართ მე და სიყვარულიო არა? გოგო ერთი დღის გაცნობილზე მგონი ყურებამდე ხარ შეყვარებული
-ნუ სულელობ-დაუღრინა ნინიკამ
-ბავშვებო ჩამოდით საჭმელი მზადაა -ოთახში შემოსძახა მაკამ
-წამოდი ახლა მაკასაც ვუთხრათ თვენი ამბავი,ხო იცი ეს ლექსოს მეორე დედაა-გაიცინა ნინიკამ და ორივე დაბლა ჩავიდნენ. მაკას ეს სიახლე ძალიან გაუხარდა..ისე გაუხარდა ნინიკას გათხოვება არ გაუხარდებოდა ეგრე
-სოფი ხვალაც გადმოდი ნინიკა მარტო უნდა იყოს სახლში -ვახშმის დროს უთხრა მაკამ სოფის,რაზეც ნინიკას ლუკმა გადასცდა და ხველა აუტყდა
-რაა?!!მოიცა და თქვენ სად მიდიხართ?-ინტერესით და გაოცებული მიაჩერდა მშობლებს
-სამსახურში საქმე გამომიჩნდა და ქალაქგარეთ უნდა წავიდეთ..სოფი ხომ გეცლება ხვალ?-საუბარში დათო ჩაერთო
-რათქმაუნდა დათო ძია,ხვალ ნინიკა მარტო არ დარჩება-სოფიმ ნინიკას მამას გაუღიმა და ნინიკას ნიშნის მოგებით გახედა..ის დღე სასიამოვნოდ გაატარეს..საკმაოდ ბევრიც იცინეს..ნინიკას მშობლები ისეთი მხიარულები არიან,რომ მათ გვერდით ვერ მოიწყენს კაცი..ხვალინდელი დღეც მალე მოვიდა..მშობლები სახლიდან გააცილა და თვითონ ფილმს ჩაუჯდა..ნინიკა ჯერ კიდევ დარწმუნებული იყო,რომ იმ კაფეში სოფისთან,ლექსოსთან ერთად არ წავიდოდა,სანამ კარებზე ზარის ხმა არ გაიგო..ფეხზე ძლივს-ძლივობით წამოდგა..კარები რომ გააღო კარებზე მიყუდებული სოფი დახვდა
-ოჰჰ მოვიდა ჩემი ჯულიეტა-გაეცინა ნინიკას და სოფი სახლში შეიყვანა
-აქ გასართობად არ მოვსულვარ, დროზე გაემზადე და ხუთ წუთში მზად იყავი -თითი აუქნია სოფიმ დაქალს
-სოფიი!! ხომ გითხარი,რომ არსად წამომსვლელი არ ვარ თქო..რომ ვთქვი არა,ესეიგი არა!!
-ნინიკ ბიჭები გველოდებიან და მიდი ცოტა დაუჩქარე
-რაა!! მოიცა ლექსო და ის ბიჭიც აქ არიან?
-არა ისინი უკვე კაფეში არიან და ჩვენ გველოდებიან..მიდი მალე ძალიან მაინტერესებს ვინაა ის გაბედული ვინც ლექსოს და ჩემი ამბავი საბოლოოდ მოაგვარა
-ჰოო კაიი -ბუზღუნით ავიდა კიბეებზე ნინიკა და დიდი ხნის შემდეგ,ძლივს შეარჩია, სადა,კრემისფერი,მუხლამდე კაბა..მსუბუქი მაკიაჟი სოფიმ გაუკეთა, თუმცა მაკიაჟი არც ისე სჭირდებოდა ისეთი ლამაზი იყო..ხორბლისფერი კანი,თვალის მომჭრელი ცისფერი თვალები..დიდი ულამაზესი თვალები და წამწამწბი,კარგად გამოკვეთილი ნაკვთები სახეზე..
ნახევარ საათში უკვე კაფესთან იდგენ..ბიჭის დანახვაზე ნინიკა ლამის ჩაიკეცა,თუმცა სოფიმ დროულად მოასწრო დაჭერა
-სოფი მელანდება ხო??-ჩუმად გადაუჩურჩულა დაქალს
-გოგო ეს ბიჭი იცი ვის გავს? შენ,რომ ამიღწერე ვიღაცამ გადამარჩინაო,თმები,თვალები,ცხვირი,ზუსტად ეგეთია -ჩუმად გადაუჩურჩულა სოფიმ დაქალს
-გავს კი არა ეგ არის-ხმა გაეპარა ნინიკას ცოტაც და ჩაიკეცებოდა
-აიი სასწაულიი-ასევე ჩუმად ამოიბუტბუტა სოფიმ და ბიჭებთან მივიდნენ..არანაკლები რეაქცია ჰქონდა ბიჭს ნინიკას დანახვაზე..ნინიკამ კიდევ ერთხელ მიულოცა ლექსოს ახლოდან..სვამდნენ, ერთობოდნენ,ცეკვავდნენ,იცინოდნენ..ნასვამზე უფრო მეტად აკვირვებდა ნინიკას ბიჭის თვალები..აკვირვებდა არა,უფროსწორად აფიქრებდა..თუმცა ეს ყველაფერიც სასმელს დააბრალა.
-ჩვენ არ ვიცეკვოთ?-გვერდით მიუჯდა ბიჭი ნინიკას,თუმცა ნინიკამ ვერაფერი გაიგო,სოფი და ლექსოს ყურებაში გაერთო და საკმაოდ ჩაფიქრდა
-საყვარლები არიან არა?-ყურში ჩაჩურჩულა ბიჭმა
-ძალიან-ბედნიერებისგან გაეღიმა ნინიკას -რას წარმოვიდგენდი ეს ორი ერთად თუ იქნებოდნენ
-რაც მთავარია ორივეს ეშველათ უკვე..ისეე,რა დამთხვევაა არა? ცხოვრებაში ასეთი დამთვევების არ მჯეროდა სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე
-ხოო მეც ეგრე ვარ ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ,რომ ისევ შენ ხარ
-და ჩვენ არ....
-არ ვიცეკვებთ -ნინიკამ დაამთავრა ბიჭის ნათქვამი
-რატო?
-იმიტომ,რომ არ მიყვარს ცეკვა და საერთოდ ეს სიტუაციები,სიმშვიდე მირჩევნია
-ჰმმმ...შენზე სასმელიც არ მოქმედებს?-გაეცინა
-იცი? ერთ საიდუმლოს გაგიმხელ..არასდროს ვსვამ იმაზე მეტს,რომ რამე ისეთი გავაკეთო რასაც ვინანებ
-მერე ცეკვას ინანებ?
-შესაძლოა
-არამგონია-ბიჭმა ნინიკა ისე წამოაყენა ფეხზე აზრზეც ვერ მოვიდა ნინიკა,რომ კაფის შუა გულში იდგენ
-რას აკეთებ-ჩუმად და აუღელვებლად გამოსცრა კბილებში ნინიკამ, რადგან ისტერიკები მისი სტილი არ იყო,თუ მართლა არ გაამწარებდნენ
-ვცეკვავთ-ასევე მშვიდად უპასუხა ბიჭმა და კიდევ ერთხელ შეიგრძნო სასიამოვნო სურნელი
-მაგას განანებ..-დრო ისე იწელებოდა ნინიკას ეგონა საუკუნე ცეკვავდნენ..მუსიკის დამთავრებისთანავე მაგიდასთან მივიდა და კიდევ ერთი ჭიქა დალია,მერე კი საპირფარეშოში შევიდა..სახეზე წყალი,რომ არ შეესხა ეგონა,რომ ცეცხლი მოეკიდებოდა მალე..საკმაოდ დიდი ხანი გაჩერდა საპირფარეშოში, ამიტომ სოფიც მასთან შევიდა..ცოტა ილაპარაკეს,სოფი როგორც ყოველთვის ახლაც კარგ ხასიაზე იყო,ამიტომ ნინიკას მისი იუმორის ატანა უწევდა.

სოფის ჩანთაში ტელეფონი აწკრიალდა,მისი ხმა ძლივს გაიგეს ბიჭებმა
-მგონი სოფის ურეკავენ-უთხრა ტატომ,ლექსოს
-მერე ამოიღე და უპასუხე
-მეღადავები? ეგ რა საქციელია სხვის ჩანთაში ვიქექო?
-ბიჭო ამოიღე რაა!!ჩემი დაა ბოლო-ბოლო და არ მოგვკლავს მაგის გამო.
ტატომ ჩანთა ფრთხილად გახსნა და ტელეფონიც მალევე იპოვა,მარტო ტელეფინი კი არა ნახევარი ჩანთა გადმოატრიალა
-აუუ იმდენი ხანი მელაპარაკე გაითიშა -შეუღრინა ლექსომ ტატოს
-არაუშავს,რომ მოვა თვითონ ნახავს
-კარგი არაუშავს..ისე გახსოვს ჩვენი გაცნობის დღე?
-მაგ დღეს რა დამავიწყებს მაშინ გაგიცანი მამაშენის კომპანიაში
-ხო მახსოვს მამაჩვენებმა წაგვიყვანეს და იმ დღეს გაგიცანი -ორივეს გაეღიმათ წარსულის გახსენებაზე
-ხო მერე აქ კიდე ორი კვირა დავრჩით მერე ისევ ამერიკაში დავბრუნდით..მაშინ 8 წლის ვიყავი, ნეტავ ისევ იმ დროში დაგვაბრუნა
-ხო კარგი ბავშვობა იყო -ლექსომ საპირფარეშოდან გამოსული ნინიკა და სოფი დაინახა..როგორც ყოველთვის სოფი ახლაც უცინოდა ლექსოს..როცა მაგიდას მიუახლოვდნენ ნინიკამ ტატოს ხელში ტელეფონი შეამჩნია..ნინიკას ეს ყველაფერი გაუკვირდა და ტატოს ინტერესით მიაჩერდა
-ჩემი ტელეფონი შენთან საიდან? -თან მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო
-ვიღაც გირეკავდა და სანამ ამოვიღე გაითიშა-მაგიდაზე კი თავის და სანის სურათი შენიშნა, როგორც ჩანს ტელეფონის ძებნის დროს ამოვარდა. ამაზე სიბრაზე უფრო მოაწვა
-შენ არ გასწავლეს,რომ სხვის ნივთებში არ უნდა იქექო? -ტელეფონი სწრაფად გამოართვა და სურათიც მაშინვე აიღო მაგიდიდან..მერე ლექსოს მიუბრუნდა,რადგან ბრაზს სხვა ვერავიზე იყრიდა-შენ ხომ მაინც იცი ეს სურათი ჩემთვის რამდენად ძვირფასია-ხმა გაებზარა ნინიკას
-ვიცი ნინიკა და მე ვთხოვე ამოეღო და ამაში საისტერიჩკოს ვერაფერს ვხედავ..არავინ იცოდა ეგ სურათიც ამოვარნილი თუ იყო და არცერთს დაგვინახავს -ნინიკა გაჩუმდა და თავისი ადგილი დაიკავა,თუმცა ყელზე მომდგარი უზარმაზარი ბურთულა ვერაფრით ვერ გადააგორა და ვერც თვალებზე ცრემლის ბურთულების დაიგნორება შეძლო..ამიტომ მათგან განცალკევებით კვლავ დახლთან დაჯდა და ყველაზე ძლიერი სასმელი შეუკვეთა..ერთი ჭიქა,რომ დალია ვერანაირი შვება ვერ იგრძნო, პირიქით ის ემოციები უფრო გაუმძაფრდა..ამიტომ მეორე ჭიქაც დალია, მეორეს მესამე მოჰყვა, მესამეს მეოთხე..თუმცა იმას ვერ ხვდებოდა,რომ ეს სასმელი ყველაზე ძლიერი იყო და ეს ოთხი ჭიქაც ეყოფოდა დასათრობად..რამდენიმე წუთში ნინიკას გვერძე სკამზე ერთი ახალგაზრდა ბიჭი დაჯდა..აშკარად ეტყობოდა ბიჭს რა ჰქონდა გულში ისეთი თვალებით უყურებდა ნინიკას
-გავიცნოთ?? -ნინიკამ სცადა მისი სიტყვები დაეიგნორებინა და გვერდით გაისწია
-გავიცნოთ ლამაზო? -ბიჭი თავს არ ანებებდა
-მე ნიკა მქვია შენი სახელი?..ჰმმმ...როგორც ჩანს ამ ფერიას ვიღაცამ აწყენინა...არ გინდა ვიცეკვოთ? -ბიჭი ნინიკასკენ წავიდა და წელზე ხელი შემოხვია,რაზეც, ნინიკას მწარე ხელმა აუწვა ლოყა უცნობს..
-ოუუ რა ძალა ჰქონია ამ ნაზ არსებას
-შენ ვაბშე ხო კარგად ხარ...შემეშვი და მოაშორე შენი ბინძური ხელები,თორე განახებ ვინაა ნაზი სახე რომ გაგიერთიანდება -ახლა ბიჭმა დააიგნორა მისი სიტყვები და უფრო ახლოს მიისწია ნინიკასკენ
-გაეთრიე თქო ვერ გაიგე...მომშორდი... -ცდილობდა,როგორმე მოეშორებინა უცხო პიროვნება მის სხეულს..ნინიკას ხმაზე ლექსომ და ტატომ ნინიკას ძებნა დაიწყეს თვალებით, მალევე იპოვეს კიდეც, როცა დაინახა ტატომ, როგორ ურცხვად დაატარებდა მის წელზე ხელს ვიღაც უცხო გაგიჟდა, სისხლი აუდუღდა, მისკენ წავიდა და სასწრაფოდ მოაშირა ბიჭის ხელი ნინიკას წელს...რომ არა ლექსო შეიძლება ხელზე შემოკვდო მოდა
-ბიჭო დაანებე თავი და ნინიკა მიიყვანე სახლამდე, ძალიან ბევრი დალია უკვე -უთხრა ლექსომ ტატოს და თვითონ სოფი გააცილა სახლში...
-არ მინდა ჩემით მივალ -მაინც არ ნებდებოდა ნინიკა
-სად მიხვალ ამ მდგომარეობაში გოგო!! -თვალები დაუბრიალა ლექსომ
-სახლში ჩემით მივალ თქო რამე ვერ გაიგეთ? -ნინიკამ ეს თქვა და რამდენეიმე ნაბიჯი გადაადგა,თუმცა უშედეგოდ...ფეხი გადაუბრუნდა და კვლავ ტატოს ხელებში ჩაესვენა
-მე მივიყვან არ ინერვიულოთ -ჩუმად უთხრა ტატომ, ლექსოს და ნინიკა მანქანის სავარძელზე დასვა..
-გამიშვი მე თვითონ წავალ...მე რა ფეხები არ მაქვს? -ბავშვივით, ჩუმად ბუტბუტებდა ნინიკა,თუმცა უკვე გათიშულ მდგომარეობაში იყო...მის ბავშვურობაზე ტატოს ეცინებოდა და ისიც ჩუმად ელაპარაკევოდა,იმაში დარწმუნებული,რომ ნინიკას ეძინა და ვერაფერს ვერ გაიგებდა
-ჯიუტი თხა ხარ, ანგელოზივით ლამაზი, თუმცა მინდა ერთი რჩევა მოგცე ეს სიმთვრალე არ გიხდება...-ტატოს ისევ გაეცინა,სარკეში უყურებდა უკან მძინარე ნინიკას -რას წარმოვიდგენდი ისევ შენ თუ შეგხვდებოდი ალქაჯო -ისევ გაეცინა -ნეტა რა იყო იმ სურათში ეგეთი ამბავი,რომ ატეხე -5 წუთში უკვე სახლში იყვნენ,იმ მისამართზე მიიყვანა რომელიც ლექსომ დაუწერა..კარები ძლივს გააღო და როგორც იქნა დივნამდე მიიყვანა ნინიკა..ზედ წამოაწვინა და თბილი პლედი დააფარა..იცოდა,რომ მარტო იყო და ასეთ მთვრალს მარტო არ დატოვებდა..მის თავთან დაჯდა და მთელი ღამე ასე უხმოდ უყურებდა,როგორ მშვიდად ეძინა..საკმაოდ დიდი ხანი იყო ამ მდგომარეობაში,სახლში წასვლას აპირებდა,თუმცა დრო ისე გაეპარა ვერც კი მიხვდა როგორ დაეძინა..ნინიკასაც მშვიდად ეძინა..კომფორტულად ედო თავი ტატოს მუხლებზე..დროდადრო ეღიმებოდა ხოლმე, ალბად რამე სასიამოვნო სიზმარს ნახულობდა..
-ვაიმე..ვაიმე..ვაიი...-დილაუთენია ნინიკას ყვირილის ხმა გაისმა ოთახში,როცა გააანალიზა,რომ ტატოს მუხლებზე ეძინა და ცოცხალი თავით ხელს არ უშვებდა ტატოს ხელს
-რა გაყვირებს?! -მოგუდული ხმით ამოიბუტბუტა ტატომ და ცალი თვალით ნინიკას გახედა,რომელსაც ფერი აღარ ედო სახეზე, აბა რა იქნებოდა. წარმოიდგინეთ უცხო პიროვნება იყოს თქვენს სახლში და თან თქვენ მის მუხლებზე გეძინოთ.
-ვაიმე აქ რა გინდა შენ!! საერთოდ...მოიცაა...-თითქოს ჩაფიქრდა და გუშინდელი დღის გახსენება სცადა
-მოიცა...ახლა არ თქვა,მე მივხვდები..გუშინ ბევრი დავლიე -შეშინებული სახით უყურებდა ნინიკა ტატოს, ტატოს გაეღიმა და თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად
-მერე იმდენი დავლიე,რომ სახლამდე შენი მოსაყვანი გავხდი?
-აჰაამ -ისევ ირონიულად უყურებდა ტატო
-და ლექსომ რატო არ მომიყვანა სად დაეთრევა ეგ დებილი -მაშინვე ძმაკაცის ლანძღვა დაიწყო, ტატოზე გაბრაზებულმა
-შენმა ე.წ ძამიკომ თავისი პრინცესა მიიყვანა სახლში და შენი თავი მე გამომატანა
-აიი ეს მესმის...ვისში გამცვალა მაგ ურჯულომ
-თავის საცოლეში -ტატო ბოლო ხმაზე იცინოდა ნინიკას გამოხტომებზე
-დაურეკე ორივე ამოეთრეს აქ, თუ აქვთ ამოსვლის თავი..თუ...-ისევ ჩაფიქრდა -თუ...მარტო მე დავლიე მაგდენი?
-შენ წარმოიდგინე და გუშინ შენზე მეტი არავის დაულევია, თან ყველაზე ძლიერი სასმელი შენ შეუკვეთე
-მეტის ღირსი ხარ ნინიკა მეტის..ხო მართლა შენ რა გქვია? აღარ მახსოვს
-ტატო-ისევ გაეცინა
-გასაგებია ტატო..
ბავშვებს დაურეკეს და 20 წუთში ორივე ნინიკას სახლში იყვნენ..მანამდე ნინიკამ და ტატომ მაგიდა გაშალეს,ნუუ ხო წარმოგიდგენიათ რამდენჯერ დაჭამდნენ ერთმანეთს,თუნდაც იმის გამო,რომ ჩანგალი მარცხნივ კი არა მარჯვნივ უნდა დაიდოს ან კიდევ ნამცხვარს 2 კვერცხის მაგივრად 4 კვერცი სჭირდება. და უამრავი ასეთი უმნიშვნელო დეტალის გამო.
-აბა რა ქენით?ცოცხლებს კი გავხართ ანუ არ დაგიხოცავთ ერთმანეთი და სახლზე ჯობია თავი შევიკავო,მიმიქარავს მეორე მსოფლიო ომი-საუბარი სოფიმ დაიწყო,როცა ჯერ კარგად იცინეს გუშინდელ დღეზე
-ამან დაიწყო-აბუზღუნდა ნინიკა და ხელი ტატოსკენ გაიშვირა
-მე დავიწყე არა?აბა ის ვინ იყო მოდი და პირველი ვინც მოასწრებს ის გაიმარჯვებსო და მერე ფქვილიანი ხელი აიქნია და მთელი ფქვილი სახეში შემომაყარა
-აი ახლა კი ამათ შორის უკვე მესამე მსოფლიო ომი დაიწყება- გაეცინა სოფის
-გაგიხსენო თქვენი ამბები?-შეღრინა ნინიკამ დაქალს და ლექსოზე ანიშნა
-ისაა რაზე გავჩერდით?ამ ზაფხულს სად მივდივართო?რა ვთქვით? -საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა სოფიმ
-ზაფხულში წასვლა სულ არ გვიხსენებუა აქ
-აუ აბა ასე უაზოდ უნდა გავატაროთ მთელი ზაფხული?-აწუწუნდა სოფი
-მოიცადე გოგო ჯერ ხო არ მოსულა ზაფხული..ჯერ დათბეს კარგად და მერე წავიდეთ -ახლა საუბარში ლექსო ჩაერთო
-მაგარიაა-სიხარულისგან ლამის ზედ შეახტა სოფი
-ხო მართლა შენც ახლა ჩამოხვედი და არ შემოგვიერთდები? -ამაზე ნინიკას,როგორც ყოველთვის ლუკმა გადასცდა,რაზეც ტატოს მწარე ღიმილმა გაუპო ბაგე და ნინიკას გასაბრაზებლად ცოტა ეშმაკობაც გამოიჩინა
-რატომაც არა..აბა სად მიდიხართ ხოლმე?-ირონიით იკითხა ტატომ
-ზღვაზე მივდიოდით ხოლმე...მაგრამ შენ მთელი ზაფხული აქ არ აპირებ ყოფნას ხო?-მწარედ უპასუხა ნინიკამ
-მივდიოდით არა მივდივართ -შეუსწორა სოფიმ
-ტატო სამუდამოდ აქ ჩამოვიდა საცხოვრებლად, მოენატრა სამშობლო-სიხარულით მიახარა ლექსომ
-ხოო ალბად წამოვალ ზაფხულში-ისევ ღიმილი დასთამაშებდა სახეზე ტატოს..თუმცა იგივეს ნინიკაზე ვერ ვიტყოდით -იქნებ იქაც ასე უყურადღებოდ იაროს ქუჩებში ერთმა სულიერმა, ვიღაც ხო უნდა იყოს ვინც გადაარჩენს -გველივით ასისინდა ტატო
-ნუ გადამაყოლე მაგ ერთ შემთხვევას-შეუბღვირა ნინიკამ..სოფი და ლექსო კი ამ წყვილზე კარგად იცინოდნენ..

--------
-აბა მზად ხარ? -ტელეფონში სოფის მხიარული ხმა მოხვდა ნინიკას
-კიი მზად ვარ
-რა იყო რა ხმა გაქვს ცოტა გამხიარულდი გოგო ძლივს ზღვაზე მივდივართ
-იმ გველის გვერდით როგორ უნდა გავმხიარულდე -ნინიკამ ისევ ტატოს უკბინა
-ოოო მთელი ოთხი თვეა ეგრე ჭამთ ერთმანეთს და ახლა ეს კვირაც აიტანეთ ერთმანეთი..აბა ჰეე ხუთ წუთში გამოგივლით და მზად იყავი
-ოკეი -ტელეფონი გაუთიშა და მაშინვე გამზადებას შეუდგა..ორი დიდი ჩანთა გაამზადა და ხუთ წუთში მანქანაც ადგილზე იდგა..მშობლებს დაემშვიდობა და მაშინვე მანქანაში ჩაჯდა..ყველას მიესალმა უბრალოდ "პრივეტები"თ,მარტო სოფი გადაკოცნა და თავისი ადგილი დაიკავა უკანა სავარძელზე. აქ კი ერთ რამეში არ გაუმართლა ტატოს გვერდით მოუწია დაჯდომა,წინ სოფი და ლექსო იჯდნენ და ვერ დააშორებდა ამ ორს..მთელი გზა ხმა არ ამოუღია, ყურსასმენები გაიკეთა და მთელი გზა მშვიდ მუსიკას უსმენდა. შეიძლება ითქვას,რომ ნინიკა მთელი ამ დროის მანძილზე სხვა სამყაროში იყო და უბრალოდ ტკბებოდა ლამაზად აჟღერებულ ჰანგებით..დიდი დრო ჰქონდა ამიტომ ბევრ რამეზე დაფიქრდა, ძირითადად იმ ერთზე ფიქრობდა..სინანული,სიყვარული, ნაწილობრივ სიძულვილიც, იმედგაცრუება და ბოლოს მონატრება..ეს იყო ერთ-ერთი სუსტი წერტილი რაც ყოველთვის ახსენდება და არასდროს აძლევს ვინმეს ნდობის საშუალებას
-ჰეი აქ ხარ?-ხელი წინ აუქნია ტატომ, თუმცა ნინიკა ისე იყო გათიშული და ისე დაფრინავდა ვერავერი გაიგო
-რა ჭირს ამას -ჰკითხა ტატომ დანარჩენებს
-არ მიაქციო ყურადღება თავის სტიქიაშია ეგ-მოკლედ უპასუხა სოფიმ..მხოლოდ მან და ლექსომ იცოდნენ,ნინიკას მოწყენილობის მიზეზი და ის,რომ ნინიკას თავში მხოლოდ ერთი ფრაზა უტრიალებდა "ნეტავ ახლაც ისე ჩამახუტა,როგორც 12 წლის წინ"..
-ნინიკა...-ისევ დაუძახა და ხელი სახესთან აუქნია. რაზეც ნინიკას ისე შეეშინდა რომ შეხტა
-ვაიმე გული გამისკდა იდიოტო -შეუღრინა გვერძე მჯომ ტატოს
-ჯერ ერთი ამ იდიოტს სახელი აქვს და მეორეც სად დაფრინავ-ტატომაც არ დააკლო დაგესვლა
-რა შენი საქმეა -ისევ უხეშად უპასუხა და კვლავ ძველ ფორმაში დაჯდა
-ტატო გირჩევ თავი შორს დაიჭირო, თორემ მერე რაც მოხდება შენ თავს დააბრალე -ისევ გაეცინა ლექსოს და უკან მჯდომებს სარკეში გახედა..
"სანი" "სანი" და ისევ "სანი"...უკვე მერამდენე წელია რაც ნინიკას ფიქრებში,ოცნებებში და გულშიც ეს სახელი მეორდება..
მერამდენე ღამეა რაც ნინიკა მასზე ფიქრით იძინებს და იღვიძებს იმის მოლოდინში,რომ ერთ დღეს სანი მასთან დაბრუნდება
ის კვლავ მუსიკის ჰანგებმა წაიყვანა მორფეოსის სამყაროში....
-მოვედიით-რამდენიმე საათის მერე სოფის წივილმა მოიყვანა გონს..გოგოებს ჩანთა ტატომ გამოართვა და სახლისკენ წაიღო..განა ის სტკენდა გულს ნინიკას,რომ "ის" მასთან ერთად არ იყო? არა..მას ამაზე ფიქრი არ ასვენებდა, "ნეტავ მას თუ ვენატრები? ან საერთოდ თუ ვახსოვარ? რა სისულელეა რაც წავიდა იმის მერე წლები გავიდა და ერთი არ გავხსენებივარ..გაიზრდებოდა, დაკაცდებოდა, ისეთი ცანცარა აღარ იქნება ,როგორიც მაშინ..ნეტავ ისევ ის დრო დაბრუნდეს მაშინ რა ბედნიერება იყო თუნდაც ეს ერთი კვირა..ახლა კი ისიც კი არ იცის როგორ გაატარებს ამ კვირას"...ამ ფიქრებში ვერც კი შენიშნა,რომ სრულიად უაზროდ უყურებდა დიდ ორსართულიან სახლს
-ნინიკ არ მეგონა ასე თუ მოგეწონებოდა ეს სახლი? -გაეცინა ლექსოს,როცა ნინიკა შეამჩნია,რომელიც უაზროდ უყურებდა სახლს..
-აამმმ..არა მოვდივარ -თავი გააქნია და ისევ სახლისკენ აიღო გეზი..ოთახი უპრობლემოდ გაინაწილეს..გოგოები ერთ ოთახში შევიდნენ,რომელიც პირდაპირ ზღვას გაჰყურებდა და მეორე ოთახში ბიჭები,რომლიდანაც არაჩვეულებრივად ჩანდა დიდი ლამაზი ეზო..
ისე ეჩქარებოდათ ზღვაზე გასვლა, საჭმელი სულ არ გაახსენდათ,თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სოფიზე და ნინიკაზე.. სანამ ზღვაზე მივიდნენ მთელი გზა საჭმელზე წუწუნებდნენ..
ყველამ არაჩვეულებრივად იცოდნენ ცურვა..ოთხივემ უკომპლექსოდ გაიხადეს ტანსაცმელი...ჰმმ...სოფის დანახვისას ლექსოს რეაქცია ასეთი იყო..
-ეუუფფფ-ღრმად ჩაისუნქა, ყელზე მომდგარი ნერწყვი გადაყლაპა და ზღვისკენ წავიდა..არანაკლები რეაქცია ჰქონდა ტატოსაც ნინიკას დანახვაზე..აბა რისი ბიჭები არიან თუ არ დადებილდნენ გოგოების დანახვაზე...ნინიკაზე რას ვიტყვით? ნეტავ რაზე ჩაფიქრდა ასე მოულოდნელად? ვინმეს რომ დაენახა იტყოდა,რომ ნახევრად შიშველი ბიჭი პირვლად ნახაო..თუმცა იმას ვერავინ მიხვდებოდა,რომ ნინიკას ყურადღება,ტატოს ბეჭებზე იმ დიდმა ნიშანმა მიიქცია,რომელიც თითქოს რაღაცას ახსენებდა.."რას აკეთებ ნინიკა რას? უკვე ყველგან ეგ გელანდება ხო? სულ გამოშტერდი? დროა დაივიწყო დროა უკვე.." თავის თავს ეჩხუბებოდა ნინიკა..კიდევ დიდხანს იდგებოდა ასე გაოცებული სახით სოფის ხმა რომ არ გაეგო
-ნინიკ ჩამოდიი -წყლიდან უყვიროდა სოფი,თუმცა რატომღაც წყალში ჩასვლისგან თავი შეიკავა და იქვე მდგარ "შეზლონგზე" გადაწვა, როგორც ყოველთვის ახლაც ყურსასმენებმა გაიტაცეს მორფეოსის სამყაროში..ბევრი ძახილის შემდეგ ნინიკამ ვერც კი გაიგო როგორ მიეპარა ტატო და როგორ აიტაცა ხელში..სულ რაღაც ხუთი წამის და ნინიკას წივილ-კივილის შემდეგ ნინიკას სხეული მოწყვეტით დაეშვა წყლის ფსკერისკენ..თუმცა როდის იყო ნინიკა ასე ადვილად ნებდებოდა..ოჰოო..უკვე გაიღვიძა მასში ეშმაკმა ნინიკამ..
ხელების ფართხალი დაიწყო,მეტი დამაჯერებლობისთვის საკმაოზე მეტ ხანს გაჩერდა ჩაყვინთული
-რაღას ელოდები ბიჭო დაქალი მეხრჩობა..დროზე უშველე თორე თუ რამე მოუვიდა ჩემი ხელით მოგკლავ -დაუღრიალა სოფიმ ტატოს..როგორც კი დარწმუნდა,რომ ნინიკა არ თამაშობდა და არანაკლებ შეშინებულმა ჩაყვინთა ნინიკას ამოსაყვანად..რამდენიმე წუთში ნინიკა ძლივს ამოათრია ნაპირზე..სხვათაშორის ნინიკას თეტრალურზე უნდოდა ჩაბარება და გადაიფიქრა..სამაგიეროდ ამაზე კარგად ვერასდროს იარტისტებდა..სუნქვის შეკავებაც კი შეძლო სადამდეც შეძლო..არც ტატოს განწირული ხმა არ აბნევდა და მაინც აგრძელებდა თამამად თამაშს..უკვე სოფიმაც ლამის დაიჯერა რომ მართა ცუდად გახდა. თუმცაა....
-არა..არაა..ამას ვერ ვიზავ მოდი შენ გააკეთე..ხო იცი არ შემიძლია-დაბნეულმა უთხრა ძმაკაცს ტატომ
-მე რატო შენ ჩააგდე წყალში და შენი გაკეთებული საქმე შენ გამოასწორე -ოხ..როგორ არ უნდოდა ახლა ხელოვნური სუნთქვის ჩატარება ნინიკასთვის, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა,ამიტომ მისკენ დაიხარა
-ჰეი...ჰეიი...რას აკეთებ -უცებ წამოფრინდა ნინიკა და ბოლო ხმაზე დაიწყო სიცილი
-მოიცაა რაა? დაიცა ახლა მთელი ამ დროის მანძილზე შენ მეთამაშებოდი? მოიცა ახლა ეს რა გამოვიდა,რომ ამდენი ტყუილად ვინერვიულე და რისთვის ვიყავი გიჟად საერთოდ ამ არანორმალურისთვის? -დაიღრიალა ტატომ და სოფისკენ გაიქცა..სოფიც მიხვდა რაც მოხდებოდა,სამწუხაროდ გაქცევაც დააგვიანდა და კვლავ ზღვაში აღმოჩნდა ჩაყვინთული..თან უფრო ღრმაში..
-მაგას განანებ -ძლივს მოაბა ამ ორ სიტყვას თავი და სასწრაფოდ სახლისკენ გაიქცა..არც სოფის და ლექსოს ხმას აქცევდა ყურადღებას და არც ტატოს ხმას,რომლებიც თან იცინოდნენ და თან დარჩენას ეხვეწებოდნენ..სწაფად შევიდა ოთახში და სველი საცურაო კოსტუმი გამოიცვალა..გრილი,ყვითელი სარაფანი ჩაიცვა და საწოლზე წამოწვა..ახლა დასვენება მართლა სჭირდებოდა..თუმცა ვინ გაცდის..თვალები დახუჭული არ ჰქონდა ტატოს ისტერიკული ხმა გაიგო "ვაიმე მგონი ფეხი მოვიტეხეო"..გულში გაიფიქრა ესეც ერთ-ერთი ხრიკია ამ ადგილზე ფეხი,როგორ მოიტეხაო და ისევ ძილი გააგრძელა.
-გოგო ადექი სავადმყოფოში მივდივართ -ლექსოს ხმამაღალი ხმა გაიგო და ფეხზე წამოფრინდა, ზოგადად ლექსოს არ უყვარს ეგეთი ხუმრობები,ამიტომ ყველაზე მეტად ლექსოსგან არ ელოდა მაგას..რას იფიქრებდა,რომ ოთახიდან გასვლისას კარების თავიდან წყალს გადაასხავდნენ
-ააააააა....ვერ გიტანთ ვერცერთს-ბოლო ხმაზე დაიღრიალა ნინიკამ და მაშინვე გარეთ გავარდა
-შეგიძლიათ საბოლოოდ დარწმუნდეთ,რომ აქედან ცოცხლები ვერ გავაღწევთ-ჩუმად გადაუჩურჩულა სოფომ ბიჭებს და ყველამ გააყოლა თვალი ნინიკას,რომელიც მთელი სისწრაფით გარბოდა სახლიდან..
ვერავინ წარმოიდგენდა,რომ ამ ერთი უბრალო ხუმრობის გამო ნინიკა მთელი დღე დაიკარგებოდა სახლიდან..უამრავი ზარისა და მესიჯის შემდეგ მაინც უშედეგოდ ცდილობდნენ ნინიკას პოვნას
- უკვე ძალიან გვიანია მართლა ვნერვიულობ უკვე -სოფი ერთ ადგილს ვერ პოულობდა სახლში
-იმედია მალე გამოჩნდება -არანაკლებ ნერვიულობდა ტატოც
-არა რა სულელია კიდე ვერ გაიზარდა..რა ვიციდით მაგ პატარა ხუმრობის გამო ღამეს თუ გაგვათენებინებდა (ლექსო)
-მე მივდივარ სადმე მოვძებნი იმედია მალე ვიპოვი და კარაგად იქნება -თქვა სოფიმ და კარებისკენ წავიდა მაგრამ ტატომ გააჩერა
-თქვენ დაისვენეთ მე ვიპოვი...თან მძღოლი იყავი ლექსო და დაღლილი იქნები -ესღა თქვა და ნინიკას მოსაძებნად სწრაფად გავიდა სახლიდან..საათის ისრები დაახლოებით უკვე ღამის სამ საათს აჩვენებდა ყოველგარი ალბათობის გარეშე სამივე მოკვდებოდნენ ნინიკას რამე,რომ მოსვლოდა..რომ ვთქვათ მალე იპოვაო მოგატყუებთ.. დაახლოებით ნახევარი საათის მერე რომელიღაც ბარში ნახა,როგორ ეჩხუბებოდა ბარმენს..მთელი სისწრაფით მივარდა ნინიკასთან,მაჯაში ხელი ისე მაგრად მოუჭირა შეუძლებელი იყო ხელი გაეშვებინა..
არც იმის ძალა ჰქონდა,რომ როგორმე გაქცეულიყო,მაგრამ სამაგიეროდ ყვირილის თავი ჰქონდა და როგრც კი გარეთ გაიყვანა მაშინვე მიაყარა სათქმელი
-რას აკეთებ შენ სრულ ჭკუაზე ხარ? ხელი გამიშვი იდიოტო..ვინ მოგცა მაგის უფლება..ან როგორ მიპოვე!!
-გაჩუმდი და ფეხი გამოადგი..მოვკვდით სახლში ნერვიულობით და ეს რას აკეთებს თურმე..ზის და გათიშვამდე სვამს
-21 წლის ვარ და ეგრე მამაჩემსაც არ გამოვუთრევივარ არსაიდან
-კიდევ ბევრს,რომ ტლიკინებს
-ხო მართლა მადლობა,რომ ისევ გადამარჩინე, მაგრამ იმას მაინც არ გაპატიებ ეგრე რომ გამომათრიე-ჩუმად ბუტბუტებდა ნინიკა..ყელზე უშველებელ ბურთულის გადაგორებას უშედეგოდ ცდილობდა,აღარც თვალებზე მომდგარ მლაშე სითხეს აქცევდა ყურადღებას, მუხლები ეკვეთებიდა და ტატოს ებღაუჭებოდა,რომ არ წაქცეულიყო...როგორც ჩანს საკმაოდ გათიშული იყო ამდენი დალევისგან, რის გამოც სიარული უჭირდა ამიტომ იქვე პატარა სკამზე ჩამოსხდნენ
-რატომ იქცევი ასე? ხო იცი სასმელი როგორც მოქმედებს შენზე? -მოულოდნელად ტატოსაც დაუსერიოზულდა ხმა და ნინიკას თვალებს დაჟინებით უყურებდა
-როგორ ვიქცევი?
-შენებური ხარ..ვერავინ გაგიგებს..ერთ დღეს იცინი..მერე უცბათ ვულკანს ემსგავსები..გულჩვილი ხარ ამავედროულად საკმაოდ ძლიერიც..მხოლოდ ერთ სიტყვას შეუძლია გული მოგიკლას,თუმცა ერთი წუთის შემდეგ ცრემლებს მოიწმენდ და ისევ ისეთი ფარფატა და ბავშვურად მხიარული ხდები.. ამოუცნობი ხარ ჩემთვის..-ნინიკა წამიერად ჩაფიქრდა..მიუხედავად იმისა,რომ ტატოს სულ რაღაც ოთხი თვეა იცნობდა მაინც დაიწყო მისთთან თავის ემოციებზე საუბარი
-იცი??ზოგჯერ სიტყვები არ გვყოფნის,რომ ვთქვათ რასაც ვგრძნობთ. ხანდახან ძალა არ გვყოფნის გამოვტყდეთ, რომ გვიყვარს. ზოგჯერ არ შეგვიძლია დავიმდაბლოთ სიამაყე და ვუთხრათ, "მოიცა შენ მე მჭირდები დარჩი". ხანდახარ კი უბრალოდ ვერ ვერ ვხვდებით,როგორ ვკარგავთ საყვარელ ადამიანს..შემდეგ კი მონატრებას უკვე აზრი აღარ აქვს..
-ერთგული ხარ? -მოულოდნელად იკითხა ტატომ
-კიი
-რომ წავიდეს მაინც უერთგულებ და გეყვარება?
-უკვე წავიდა -ღრმად ამოიხვნეშა ნინიკამ
-და შენ მაინც გიყვარს?
-ძალიან!!
-ისევ ელოდები,რომ დაბრუნდება?
-ნწ -თავი გააქნია ნინიკამ
-აღარ მოვა?
-აღარ
-ნინიკა რა აზრი აქვს უერთგულო იმას ვინც იცი, რომ აღარ დაბრუნდება..
-მე მას კი არა ჩვენს სიყვარულს ვუერთგულებ..ჩვენს ყოველ ნათქვამ "მიყვარხარს"..შეიძლება პატარები ვიყავით, შეიძლება სულელი ვარ რომ სულ რაღაც 8 წლის სიყვარულს მივსტირი. მაგრამ სიყვარულმა ასაკი არ იცის...მე ერთგული ვარ..ერთი გული მაქვს და თუ მიყვარს ბოლომდე მეყვარება
-და შენ რა იცი იქნებ დაბრუნდეს ოდესმე
-ჰაა?
-ხო რა იყო??
-არა არაფერი..მერე რაა არავინ უშლის -თითქოს იმედებ გადაწურულმა ამოიჩურჩულა
-ანუ?
-ის წავიდა მე კი არაფერი მითხრა და დაბრუნდება თუ არა ეგ კიდე სხვა თემაა..
-და მაინც,რომ დაბრურნდეს აპატიებ?
-არ დაბრუნდება და პატიებაც აქედან გამომდინარე უბრალოდ შეუძლებელია -ისევ ღრმად ამოიხვნეშა ნინიკამ და ობლად ჩამოგორებული ცრემლი მალულად მოიწმინდა
-რატომ?
-რატომ? -ირონია გაერია ხმაში -ისე წავიდა რომ არაფრად ჩამაგდო..ეგრე პატარაც არ იყო, რომ ვერ გადაეწყვიტა რა უფრო სწორი იქნებოდა წასვლა თუ დარჩენა. იყო მონატრების ფაქტორებიც -წამიერად სიჩუმე ჩამოწვა -მერე.....
-რა მერე? -ნინიკამ ხმა ვეღარ ამოიღო საბოლოოდ გადააგორა ყველში გაჩხერილი უზარმაზარი მორი..ხმის კანკალით ჩუმად ამოიჩურჩულა
-წავიდეთ აქედან
-კი მაგრამ შენ კითხვაზე არ გიპასუხია..მერე რა მოხდა?
-გთხოვ აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი
-კარგი
....
-სოფი შენც არ გძინავს?
-რა დამაძინებდა გოგო სად იყავი აქამდე -შეუღრინა სოფიმ ნინიკას
-ბარში იყო და ცოტა დალია-მშვიდად აუხსნა ტატომ და თვალებით ანიშნა დღეს არაფერი უთხრაო
-ხო ეტყობა როგორ ცოტაც აქვს დალეული -თავისთვის ჩაიბუტბუტა სოფიმ და ნინიკა ოთახში შეიყვანა..თვითონ ისევ დაბლა ჩავიდა სადაც ტატო ელოდებოდა, აშკარად რაღაცაზე უნდოდა საუბარი
-აბა რა ხდება სად იპოვე -გვერძე დაუჯდა და ხელები გადაიჯვარედინა
-ხო გითხარი ბარში იყო თქო...ძაალიან ბევრი დალია და ვეღარ ხვდებიდა რას ლაპარაკობდა გზაში მგონი რაღაცას ბოდავდა ვიღაც ბიჭზე ამბობდა წავიდა და მე არც კი მკითხა რო წავიდაო
-ხო თავისი მეგობარი იყო ხოლმე ბავშვობაში, საზღვარგარეთ წავიდა და ძალიან ეტკინა გული
-იმ ბავშვის რა ბრალი იყო მერე
-არ ვიცი, ნინიკა არაფერს ყვება ხოლმე იმ ბიჭზე
-ახლა სად არის ეგ ბიჭი? არ დაბრუნებულა?
-იმის მერე ბიჭი არავის უნახავს საერთოდ გაწყვიტა კონტაქტი მეგობრებთან..მასზე საუბარს თავს არიდებს. როგორც გაიგეს ის ბიჭი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, მაგრამ ნინიკას დღემდე არ უნდა ამის დაჯერება
-ახლა ყველაფერი გასაგებია, ამიტომაც მითხრა არ დაბრუნდებაო და აი მერე რა მომხდარა
-ისე შენ ამ ბოლოს რა ძალიან ინტერესდები ნინიკას ცხოვრებით ჰა -გაეცინა -რამეს მიმალავთ?
-არა რა სისულელეა -ლექსოსაც გაეცინა, თუმცა სოფი რისი სოფი იყო სიმართლეს რომ არ მიმხვდარიყო
-ძილინებისა უნდა დავიძინო ახლა..- სოფიმ კი დაიძინა მაგრამ ტატოს რა დააძინებდა. თავის თავს გამუდმებით იმ კოთხვას უსვამდა რატო ინტერესდებოდა ასე ძალიან ამ გოგოს ამბებით.
***ნინიკა****
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა,გვერძე გადავტრიალდი და სოფიც არ დამხვდა ალბათ დაბლა იყვნენ უკვე..ისევ მოვითენთე და ძილის შებრუნება ვცადე მაგრამ ვინ გაცდის, მხარზე შეხება ვიგრძენი,უკვე ყვირილს ვაპირებდი, როცა ვიღაცამ გადმომაბრუნა და ზევიდან დამაშტერდა..ტატო იყო
-ნინიკა არ იღვიძებ? რა ხდება? მოიცა..ფერი არ გადევს -ხელი როგორც კი დამადო შუბლზე, თვალები გაუფართოვდა
-ჯანდაბა სიცხე გაქვს,როგორ ვერ მივხვდი..აქ იწექი და დამელოდე -ხუთი წუთიც არ იყო გასული ოთახში ,რომ შემოვიდა და ბავშვებიც შემოყვნენ
-ეეე რა გჭირს ტოო სად გაცივდი? -ლექსო მომიახლოვდა და ბავშვივით გადამისვა ხელი
-გუშინ გარეთ ვიყავი სასეირნოდ და ალბათ შემცივდა -"სასეირნოდ"ს ხაზი გავუსვი,როცა გუშინდელი დღე გამახსენდა,როგორ გამომათრია ტატომ ბარიდან. მერე ტატოს გავხედე,თუმცა არანაირი ემოცია!!
-ნინიკა ესენი დალიე -სოფიმ წამლები მომიტანა
-აუუ არ მინდა წამლებიი რაა -მობეზრებულად გავხედე და თავი გადავატრიალე
-ზედმეტი არაფერი გავიგო ახლავე დალევ..ის ხო გინდოდა შუაღამე სიარული გარეთ -თავისი ცისფერი თვალები დამიბრიალა ტატომ
-აუუ პატარა ბავშვი ხომ არ ვარ -ამოვიბუტბუტე და სულ ძალით გადავყლაპე ის ორი აბი..
ორ დღეში უკვე სრულიად ჯანმრთელი ვიყავი..აღარც მახველბდა და არც ყელის ტკივილი მაწუხებდა..მთელი ამ დროის მანძილზე სამივე არანორმალური მთელი დრო ჩემ მოვლას უნდებოდნენ..კი მიკვირდა ტატოს ეგ საქციელი ისე ძალიანაც არ მეგველება ხოლმე მაგრამ უკვე მაგასაც არ ვაქცევდი ყურდღებას..მესამე დღეს მე და სოფი საყიდლებზე გავედით..
გოგოების ამბავი უკვე იცით თუ შეგახსენოთ? ზუსტად მთელი 6 საათი სახლში არ დავბრუნებულვართ, ჩვენი ქუჩიდან დაწყებული ყველა ცნობილი მაღაზია შემოვიარეთ..ახლა კი აი რა ვიყიდეთ..ესეიგი მე თეთრი მოყვანილი ტოპი და ამერიკული ჯინსი და ამავედროულად თეთრი სადა მუხლამდე კაბა, რომელსაც ბეჭები ამოღებული ჰქონდა და წინ დეკოლტე საშინლად მიხდებოდა, თეთრი ბოტასები, რაც კი რამე სამკაული მოგვეწონა ყველაფერი..
სოფიმ კი შინდისფერი კაბა იყიდა და ულამაზესი ვერცხლის მოკლე ყელსაბამი,პატარა თვლით...
ამ წამს ვემზადებით ორივე, დღეს ნაყიდი კაბები ჩავიცვით, ჩემი საყვარელი სუნამო დავისხი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, ძირითადად ღია ფერის ჩრდილები დავიდე თვალზე,წითელი ტუჩსაცხი,რომელიც უფრო მეტად კვეთავს ჩემს დაბუშტულ ტუჩებს და ჰოი საოცრებავ...სარკეებში ვდგავართ და ჩვენ თავებს ვეღარ ვცნობთ..
ხო მართლა ყველაზე მთავარი ბიჭების რეაქცია იყო..ლექსო ვაბშე დამუნჯდა სოფის დანახვაზე, აი ტატო? ტატოზე რა გითხრათ? უბრალოდ არ შემიძლია არ ვთქვა..ჩემს ცხოვრებაში პირვლად ვაღიარებ,რომ ბიჭის მაგ საქციელმა დამშოკა..კიბეებზე ჩავდიოდით, ტატომ ჯერ გამოგვხედა მერე გამიღიმა,ულამაზესი ცისფერი თვალი ჩამიკრა, სულ რამდენიმე ნაბიჯი და უკვე მის გვერძე ვიდექი, ცალი ხელი ჩემს გახურებულ ბეჭებს მოხვია,რამაც უფრო ამიწვა ზურგი..ღმერთო ასე ხომ არ შეიძლება ვიცი,რომ ასე არ უნდა ვიქცეოდე მაგრამ გულს ვერ ვიბრძანებო ეგეც გამიგია...
მოკლედ ძალიან შორს წავედი.. ოთხივე ბარში შევედით..უკვე იცით ჩემი არანორმალური ქცევები..რამდენჯერ ბარში შემოვედით იმდენჯერ ტატოს წასაყვანი გავხდი სახლში, ამიტომ სასმელის შეკვეთა,რომ დავიწყე ლექსომ თვალები ისე დამიბრიალა წინააღმდეგიბა, რომ გამეწია სახლამდე შეიძლება თმებით მივეთრიე..ბავშვივით ვიჯექი და წვენს ვწრუპავდი, დიდი ხვეწნის მერე ორი ჭიქა ტეკილაზე ძლივს დავითანხმე, რომ დამელია..ბარში ვიყავით, მიუხედავად იმისა,რომ საერთოდ არ დამილევია მგონი ყველაზე მეტად მე ვერთობოდი..მარტო სოფი და ლექსო კი არა ჩემი თავის მეც მიკვირდა ასე,რომ ვიქცეოდი..ჩემ თავს ვეკითხებოდი, ნუთუ არ დადგა იმის რომ ჩემი ცხოვრებაც შევავსო ფერადი ფერებით?ნუთუ არ დადგა იმის დრო,რომ ოდესღაც მაინც გავატარო დრო დალევის გარეშე საუკეთესოდ? ამის გაფიქრება ერთ მხრივ მაგიჟებდა, ვერასდროს წარმომედგინა ჩემი თავი ამ მდგობარეობაში. იმ ადამიანის გარეშე,ვინც ერთ დროს ყველაფერს წარმოადგენდა ჩემთვის, ვერ წარმომედგინა როგორ უნდა ვყოფილიყავი ბედნიერი. ხო ვიცი ზოგს უაზრობად და სიგიჟედ გეჩვენებათ ჩემი ეს ახირება,თან ამდენი დრო გავიდა, უკვე 13 წელი..მაგრამ იმას ვერასდროს გაიგებთ ვინ იყო ჩემთვის ის ბიჭი ვინც საკუთარ სიცოცხლეს მერჩივნა..
ეჰჰ სადამდე მივყავარ ხოლმე ამ ჩემ ფიქრებს, ისე რომ არ დაგიმალოთ ტატოს რო ვუყურებ სულ მის თავს მახსენებს, მისნაირი თვალები ჰქონდა, ახლა არ ვიცი იქნებ შეიცვალა, მისნაირი ტუჩები,ქერა თმები, მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაწილია..ვიცი,რომ გიჟი ვარ, აბა რომელი ჭკვიანი იფიქრებს და დაიტანჯება იმ ბიჭის გამო ვინც წლების წინ ისე წავიდა უკან არც მოუხედავს და ახლა მისი არსებიბის შესახებაც კი არავინ იცის..
-გოგო აღარ დალიო მეტი -დამიყვირა ლექსომ,მეც აღარ მახსოვს მერამდენე ჭიქას ვსვამდი
-აუუ გთხოოვ ეს ერთიც რაა -ბავშვურად ავწუწუნდი
-კაი ეს ერთი რას უზავს დალიოს რაა -დამიცვასავით ტატომ და თან ტუჩის კუთხეში გაეღიმა, მერე კი თვალი ჩამიკრა
-აუ მიყვარხარ რა -სიცილით ვუთხარი ტატოს და წამში ენაზე ვიკბინე, იმედია არავინ გაიგო რაც ვთქვი.. სანამ ლექსო რამეს მეტყოდა ის ერთი ჭიქაც დავცალე..რომ არ დაგიმალოთ ჯობდა, მარტო ეს ერთი ჭიქა კი არა, ის დანარჩენი რვაც არ დამელია..როცა წაცეკვაოდ ავდექი მაშინ ვინანე ჩემი დალევა..
-ხო გითხარი აღარ დალიო თქო -შემომღრინა ლექსომ,როცა ტატოს ხელებში დამინახა ჩასვენებული
-ხელი გამიშვი ჩემით გავივლი -ავბუტბუტდი მე,ყვირილის თავიც აღარ მქონდა
-შემახსენებ ეს უკვე მერამდენეა? -ტატოს ხმა მომხვდა ყურში, თავიდან ვერ მივხვდი რაზე ამბობდა
-ნწ -თავი გავაქნიე და გამეცინა..ფიზიკურად ლაპარაკის თავიც არ მქონდა
-უკვე, როგორც მახსოვს მესამე შემთხვევაა სახლში ჩემი მისაყვანი გახდი
-მადლობა, მადლობა და კიდე მადლობა -სასმლისგან გათიშული ბოლო ხმაზე ვიცინოდი და მხოლოდ ახლა გავიაზრე რომ ისევ იმ ადგილზე ვიდექით და ისევ ტატოს ხელებში ვიყავი ჩასვენებული
-არ დაიღალე მაინც ასე,რომ გიჭირავს ჩემი თავი? -ისევ სიცილით ვკითხე
-ხელი რომ გაგიშვა ეგრევე წაიქცევი და..ლექსო ამას მე წავიყვან სახლში და თქვენ გააგრძელეთ გართობა -შევნიშნე თვალი ჩაუკრა ლექსოს და გასასვლელისკენ წავედით
-ასე ხელში აყვანილი უნდა მიმიყვანო სახლამდე?
-არ ვაპირებ შენ სახლამდე თრევას -გველურად მიპასუხა და ტაქსი გააჩერა..სახლთან ახლოს ვიყავით მაგრამ ისე ვიყავი გათიშული დაჯდომა და დაძინება ერთი იყო..სახლში როგორ მივედით ვერ გავიგე, მერე ტატოს შეხება ვიგრძენი ისევ ხელით გადამიყვანა სახლში და ჩემ ოთახში ამიყვანა..გამოცვლის თავი აღარ მქონდა, ამიტომ ეგრევე დავწექი..შევნიშნე ტატო ოთახიდან გადიოდა..არ ვიცი რა დამემართა, არ ვიცი რა მჭირდა, არ ვიცი რამ მათქმევინა, მაგრამ ფაქტია აქაც არ გამიჩერდა ენა და რაღაც წამოვროშე
-არ დამტოვო რაა -მართლა გაჩერდა, შევნიშნე რომ გაეღიმა, არ უნდოდა დარჩენა, არ ვიცი რის გამო, მაგრამ ვგრძნობდი რომ არ უნდოდა აქ დარჩენა. მაინც შემობრუნდა ისევ ღიმილიანი სახე ჰქონდა, ტუჩთან პატარაზე ეჩხვლიტებოდა, ბედნიერი სახე ჰქონდა მაგრამ თვალები? თვალებზე იგივეს ვერ ვიტყვით, ეს თვალები რაღაცას მახსენებდა მაგრამ ის ფიქრები წამში ქრებოდა და მავიწყდებოდა..საწოლთან მოვიდა და ჩამოჯდა, ჯერ მიყურებდა დიდხანს მიყურებდა..
-ესეიგი ძალიან გიყვარვარ არა? -სიცილით მკითხა
-რაა? ეგ როდის ვთქვი მგონი რაღაც გეშლება
-აი რამდენიმე წუთის წინ რესტორანში -თვალი ჩამიკრა
-ნუ სარგებლობ იმით რასაც სიმთვრალეშუ ვამბობ -რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ხმას აღარ იღებდა და აი ასე უხმოდ მიყურებდა მანამ სანამ არ დამეძინა...
დილით ჩემდა გასაკვირად არც თავი მტკიოდა და არაფერი, გამიკვირდა ამდენი დავლიე და ასე კარგად,რომ ვიყავი..ოთახში სოფი არ დამხვდა ამიტომ დაბლა ჩავედი და მარტო ბიჭები დამხვდნენ
-სოფი სად არის? -ვიკითხე და ორივეს შევხედე, არ გამომეპარა ტატოს მზერა, ცოტა არ იყოს სხვანაირად მიყურებდა, ნეტა რა მოხდა? ღმერთო რამე სისულელე ხო არ გავაკეთე გუშინ?
-სამზარეულოშია -ლექსომ მითხრა და მეც სწრაფად შევედი მასთან. სოფიც რაღაცნაირად მიყურებდა..მიზეზის ინტერესით კი ლამის მოვკვდი
-რა გჭირთ თქვენ რა სახეებით მიყურებთ დღეს? -გაკვირვებულმა ვკითხე სოფის
-აუუ აიი შენი საუკეთესო მეგობარი ვარ და როდის აპირებდი ჩემთვის მაგის თქმას არ მესმის რაა
-რა გამოგაპარე ამიხსენი რა უნდა მეთქვა? -ცოტახანში გული წამივიდოდა ინტერესისგან
-თავს ისულელებ თუ მე მასულელებ?
-სოფი მართლა ვერ ვხვდები რაზე ამბობ
-როდის აპირებდო იმის თქმას,რომ შენ და ტატო ერთად იყავით -მის ნათქვამზე თვალები ლამის გადმომცვივდა..ისტერიკული სიცილი ამიტყდა რაზეც ბიჭებიც ჩვენთან შემოვიდნენ
-რაა? აუუ რა თქვი? ვაიმეე შენც გაიგე? ერთად ვყოფილვართ? მე და შენ -ახლა ტატოს შევხედე და ისევ ბოლო ხმაზე ვიცინოდი..მასაც ჩემსავით ეცინებოდა სოფის სიტყვებზე
-დაიცა რა? ასე არ არის? -გაკვირვებით შემოგვხედა სოფიმ
-არა სულელო საიდან მოიტანე..მე და ეს? აჰაჰაჰა
-აბა გუშინ ოთახში,რომ შემოვედი ერთად გეძინათ და მერე აღარ გაგაღვიძეთ და სხვა ოთახში გავედი
-რაააა -მის სიტყვებზე ჩემი ღიმილი სახეზე შემაშრა
-რა იყო აღარ გახსოვს დარჩენას რო მთხოვდი? -ყურში ჩამჩურჩულა ტატომ
-რაა? მე გთხოვდი? არა, არა ეგ არ მოხდებოდა
-ზუსტადაც რომ ეგრე იყო დაჟე სიყვარულიც ამიხსენი
-ვაიმეე მე თუ კიდე ედესმე დავლიო ხელები მომალეწე -ლექსოს ვუთხარი რაზეც სიცილი დაიწყო
-უბრალოდ ჩამეძინა თორე გასვლას ვაპირებდი გეფიცები -თავის მართლება სცადა ტატომ
-ხო კარგი რაც იყო იყო უბრალოდ გვეძინა რა იყო რა ამბები ატეხეთ- ახლა სოფის დავუწყე ჩხუბი
-უბრალოდ ეგრე მეგონა -მხრები აიჩეჩა სოფიმ
-ჯობია დაივიწყო ეგ აზრი..ხო მართალი ვარ -ტატოს ვკითხე..ცოტა დაფიქრდა მაგრამ ბოლოს ისიც დამეთანხმა..ასე არანორმალურად გაიარა კიდევ სამმა დღემ..სიცილი, დალევა, გართობა, ცეკვა, სიმღერა, ისევ ისევ დათრობა, არ დაგიმალავთ და ყოველ დალევის დროს ახალახალ სისულელეებს ვაკეთებდი ხოლმე..
ახლაც ვზივართ ტელევიზორის წინ და კინოს ვუყურებთ. ჟანრი საშინელება ავარჩიეთ..სოფის რა ედარდებოდა ლექსოზე იყო ტკიპასავით მიკრული..აი მე კი ვაკაწკაწებდი კბილებს ერთმანეთზე, ზოგ მომენტში ტატოს ხელს ისე ვებღაუჭებოდი რომ ჩემი ფრჩხილებიც კი ეტყობოდა..ყველა აზარტში ვართ შესულები, ბიჭები ჩემი და სოფის რეაქციებზე იცინოდნენ..სანამ შუა კინოს დროს ტელეფონის ზარმა ისინიც არანაკლებად შეაშინა
-აჰაჰაჰ...ვინ დაგვცინოდა მშიშრები ხართო? -გადაიკისკისა სოფიმ, და ტატოს თავისი ტელეფონი ესროლა
-ნეტა ვის გავახსენდით ამ შუა ღამე-ჩაიბუზღუნა ტატომ -გისმენთ
-..
-რაა?
-..
-მოიცა როდის?
-...
-მერე არ უნდა გაგეფრთხილებინეთ აქამდე?
-..
-ხო კარგი ძმა კარგი -ტელეფონი გათიშა, ჩვენს ინტერესიან სახეებზე უფრო მეტად გადაიხარხარა -რა იყო რა სახეებით მიყურებთ
-ვინ იყო ტო? -ასევე ინტერესით იკითხა ლექსომ
-ჩემი ძმა იყო
-მოიცა შენ ძმაც გყავს?
-ხო ბიჭო..ჩემი ტყუპი
-რააა -ერთდროულად ვთქვით სამივემ
-ხო მაგრამ საერთოდ არ მგავს
-პირვლად გავიგე ტოო შენ თუ ძმა გყავდა
-ხო დიდი ამბავია რა..დღეს ჩამოფრენილა საქართველოში დედასთან..ხვალ დავბრუნდეთ თბილისში და თქვენც გაგაცნობთ
-ვაუ საინტერესოა შენი ტყუპიც შენსავით უჯიშოა ნეტა? -მაინც მოვასწარი კბენა ამ ბოლო დღეს
-მაგ ენას მიგაჭრი თუ არ გაჩუმდები -თითი ცხვირწინ ამიქნია მაგრამ ღიმილი მაინც ეპარებოდა ტუჩის კუთხეში
-ოკწ..მე ჩუმად ვარ
ამ დღემაც მალევე გაიარა, ხვალ ადრე ვიყავით ასადგომები და მალევე დავწექით..ისევ თავიდან მახსენდებოდა თითოეული დღე, არა და არ ქრებოდა ეს ფიქრები..ეს 8 უბედნიერესი დღე იყო ჩვენს ცხოვრებაში..დღეები რომლებმაც შეძლეს და ჩემი წარსული ცოტახნით მაინც დამავიწყეს..გზაშიც ოთხივე არანორმალურად ვერთობოდით..და აი როგორც იქნა ჩავაღწიეთ ამ ჩახუთულ თბილისში..ყველა სახლებში დავიშალეთ იმ პირობით რომ საღამოს კაფეში შევიკრიბებოდით ტატოს ძმის გასაცნობად..
-დეე, მაა მოვედიიი -კარები სიხარულით შევაღე და ორივეს მაგრად გადავეხვიე
-რა მალე დაბრუნდით დეე
-ხო რაღაც საქმეები გამოუჩნდათ და ადრე მოგვიწია
-ხო დაჯექი აბა როგორ გაატარეთ დრო მოყევი-მოკლედ მივუყევი ჩვენი გიჟობების ამბები. მერე შხაპი მივიღე..ჰმმ..ახლა,როგორ მეზარება სადმე წასვლა ნეტავ იცოდეთ..ტელეფონი ავიღე. რამდენიმე წამში სოფის ხმა მომხვდა ყურში
-ჯერ არ ჩამოვსულვართ და უკვე გენატრები ხო?
-მართალია კარგ ხასიათზე ხარ მაგრამ მაინც უნდა გითხრა რაღაც
-აბა გისმენ -უცებ დასერიოზულდა
-დღეს ჩემს გარეშე უნდა გაერთოთ
-რაა? -იმხელა ხმაზე დამიყვირა ყურის ბარაბანი გამიხეთქა -შენ სრულ ჭკუაზე ხარ?
-აუ ხო იცი როგორ მინდა თქვენ გვერძე ყოფნა მაგრამ მართლა არ შემიძლია რაა -ავწუწუნდი იმ იმედით,რომ დავიყოლიებდი
-კარგი ამ ერთხელ გაპატიებ მაგრამ ბოლოა შენ გარეშე იცოდე
-კაი მიყვარხარ -ტელეფონი გავუთიშე და საწოლზე მოწყვეტით დავეშვი. ყურსასმენები გავიკეთე და ისე გადავეშვი მორფეოსის სამყაროში ვერაფერი გავიგე..რომ გამეღვიძა საკმაოდ ღამე იყო, 1 საათი იქნებოდა, ვერაფრით შევიბრუნე ძილი, ფოტოების თვალიერება დავიწყე. ყველაფერი თავიდან გამახსენდა. ნუთუ ცხოვრებაში ისეც ხდება,რომ შენი მტერი საუკეთესო მეგობრად გექცევა? მარტო საუკეთესო მეგობარი? ახლა მაინც ვის ვატყუებ? მაგრამ რა სისულელებზე ფიქრობ ამ შუა ღამე ნინიკა..ეს ფოტო,რომ ვნახე ჩემი და ტატოს გაცნობა გამახსენდა. ერთმანეთს ვერ ვიტანდით, მაგრამ როგორ შეიძლება ეს იდიოტი არ შეგიყვარდეს. ეჰჰ ნეტა კიდე დაბრუნდეს ის ბედნიერი 8 დღე და უამრავი თავგადასავალი.
ისევ ვერ ვიძინებდი ამიტომ სხვა გზა აღარ დამრჩა და გარეთ გავედი, სუფთა ჰაერზე სიარული მომინდა. სახლიდან ისე გავიპარე ვერავინ ვერაფერი გაიგო. ისეთი სასიამოვნო ამინდი იყო დიდხანს შემიყოლია სეირნობამ, იმდენი ვიარე სანამ საკმაოდ ნაცნობ ადგილებს არ გადავაწყდი, იმ ადგილებს სადაც უამრავი მოგონება მაკავშორებს. ეს მოგონებები წარსულში დარჩნენ, დროა,რომ მომავალზე ვიფიქრო, დროა რომ ჩემი ხასიათიც გამოვისწორო,ყველას მიმართ გულგრილი არ ვიყო მხოლოდ იმ ერთის გამო. დროა, რომ ეგ ყველაფერი წარსულში დავტოვო და ცხოვრება გავაგრძელო. მაგრამ ეს როგორ გინდა გააკეთო როცა ერთ ადგილზე დგახარ და უაზროდ აშტერდები იმ ადგილს რაც ნოსტალიას უფრო მეტად გიმწვავებს..
-ჰეი კარგად ხარ? -უცბათ ვიღაცის ხმა მესმის, რაზეც გულგახეთქილი ვხტები და ყვირილს ვუწყებ
-იდიოტი ხარ? გული გამიკდა ცოტა ჩუმად მაინც გეთქვა
-რა გაყვირებს გეგონება სპეციალურად გავაკეთე, ერთ ადგილზე დგახარ უკვე 10 წუთია და დამაინტერესა თან ამ შუაღამე საშიშია გარეთ მარტო ყოფნა
-შენ ვინმემ აზრი გკითხა? ნუ მასწავლი რა დროს გამოვიდე და რა ვაკეთო -ხმას უფრო ვუწევდი არადა ორი წუთის წინ ხასიათის გამოსწორებაზე ვფიქრობდი
-და ამ ღამე სიარულის არ გეშინია? იქნებ რა ხდება და ვინ გადაგეყარა წინ,რომელი ცოტა არიან ახლა ეგეთი არანორმალური ბიჭები
-შენ თავს თუ გულისხმობ პირდაპირ თქვი
-ეგეთ თავხედს ვგავარ?
-უკვე გითხარი რომ არ გიცნობ?
-კარგი მაშინ გავიცნოთ რა გქვია?
-გგონია სახელს მართლა გეტყვი?
-რამოხდა რამე ისეთი გკითხე?
-ადამინო არ გიცნობ და არც მინდა გაგიცნო და სანამ გვიანი არ არის ჯობია თავი შორს დაიჭირო ჩემგან
-ოჰოო...და რო არა? -იმ სიბნელეშიც კი შევნიშნე მისი ეშხიანი ღიმილი
-რო არაა -ხმა ვერ ამივიღე. სიტყვებს ვერ მოვუყარე თავი და უფრო ავუჩქარე ნაბიჯს
-რაღაც რომ გკითხო შეიძლება?
-არა
-კარგი მაშინ გეტყვი -ისევ გაეცინა აბა მე მკითხოს ახლა
-იმ კაფის წინ იდექი საკმაოდ დიდი ხანი და უაზროდ მიშტერებოდი დიდი მინას, მერე უცბად ჩემ ხმაზე შეგეშინდა და რაზე ფიქრობდი?
-დაივიწყე არაფერი მომხდრა უბრალოდ მოგონებებმა დამაფიქრეს
-აჰამ ანუ წარსულის ამბავია ხო?
-დაახლოებით
-მაგ კაფესთან უამრავი მოგონება მაკავშირებს..იმდენი რომ ვერც კი დავთვლი
-რა დამთხვევაა -ოდნავ გავუღიმე-მეც მთელი ბავშვობა მანდ მაქვს გატარებული,უამრავი სასიამოვნო და დაუვიწყარი დღე ჩემს ცხოვრებაში..ზოგჯერ ვნატრობ კიდეც,რომ ის დღეები არც ყოფილიყო. დღეს სრულიად სხვანაირი ადამიანი ვიქნებოდი..განსაკუთრებით აზრი 8 წლის მერე დაკარგა მაგ ადგილმა
-და რა მოხდა 8 წლის მერე
-უბრალოდ ერთს გეტყვი. თუ გინდა მეგობრულ რჩევად მიიღე, ნურასოდეს ეტყვი ადამიანს იმას რისიც თავად არ გწამს -მხოლოდ ახლა შევხედე და სულ ოდნავ გავუღიმე
-საინტერესო ადამიანი ჩანხარ, რაღაც საერთო მაინც ვიპოვე შენთან -მის ნათქვამს ყურადღება არ მივაქციე. სიმართლე გითხრათ რაზე ჩავფიქრდი რომ გაიგოთ გაგიკვირდებათ. მაგრამ ჩემი თავის მეც ძალიან მიკვირდა ასე,რომ ვიქცეოდი. იმ კაფემ წამიყვანა მოგონებებში და სულ ბოლოს მომხდარი ამბავი გამახსენდა ამ კაფესთან ხომ ტატო გავიცანი, ამ კაფიდან გამოვდიოდი როცა სერიოზული სკანდალი მოვაწყვეთ ორმა არანორმალურმა..ახლა დებილივით ვიღიმები,მანამდე ვიდექი ასე გაღიმებული სანამ ბიჭის ხმა არ გავიგე
-ჰეიი დავიჯერო ასე მოგეწონე რომ ჩემ დანახვაზე გეღიმება?-იმხელა ხმაზე გადაიხარხარა ლამის უბანი გააღვიძა
-ნუ ხარ სულელი უბრალოდ რაღაცაზე ჩავფიქრდი
-როგორც ჩანს შეყვარებული ხარ
-მეე? არა რა სისულელეა -ისევ გამეღიმა,გულის სიღრმეში რას ვგრძნიბდი მეც არ ვიცოდი. რაღაც უცნაური მჭირდა,ასე არასდროს ვყოფილვარ. მე ხომ ბოლოს 8 წლის ასაკში მიყვარდა..ეგეც არ იყო ისეთი სიყვარული, ახლა რასაც ვგრძნობდი.
-ხო გეტყობა. ღამე გარეთ სეირნობა, სერიოზული ჩაფიქრება, უაზროდ ღიმილი, ხასიათის ცვალებადობა. რომ გკითხონ არ ხარ შეყვარებული -ორივეს გაგვეცინა. მხოლოდ ახლა მივხვდი რა დრო გასულა
-ცოტა უცნაურად დაიწყო ჩვენი გაცნობა. ზოგადად ეგრე მემართება ხოლმე ყოველთვის ყველასთან. საინტერესო ადამიანი ჩანხარ. მაგრამ ახლა უნდა წავიდე
-ისე წახვალ,რომ სახელსაც არ მეტყვი?
-ნინიკა მქვია, ახლა კი წავედი-ეს ვთქვი და სწრაფად დავტოვე გაშეშებული ბიჭი,ისე გავრბოდი,რომ უკან არც მომიხედავს.
ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც მომყვებოდა და ვნანობდი სახლიდან,რომ გამოვედი საერთოდ. ისე გავრბოდი,რომ ცხენსაც კი გადავასწრებდი. აი როგორც იქნა მივაღწიე სახლამდე. უჰჰ, რა კარგია ცოცხალი ვარ. ღრმად ამოვისუნქე და საძინებელში ავედი. სუფთა ჰაერმა აშკარად იმოქმედა და მალე დამეძინა. მეორე დღეს სოფის ისტერიკული ხმა მაღვიძებს.
-ადექიი...გაიღვიძეე...ნინი ადექიი -და ვიღაც ბალიშს მირტყავს თავში
-გაეთრიეე -ამოვიბუტბუტე და მეორე მხარეს გადავბრუნდი, მაგრამ მაინც იგივე. ბოლოს ნელ-ნელა წამოვიზლაზნე ფეხზე და მამის მკვლელი თვალებით შევხედე სოფის
-რას მაღვიძებ ამ დილაუთენია დაიძინე რაა -ისევ ბუზღუნი დავიწყე
-რაო? დილაუთენიაო? აჰაჰაჰა -სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მოსასულიერებელი გახდა. ახლა შევხედე საათს
-რააააა -ლამის თვალები გადმომცვივდა როცა დავინახე,რომ საათის ისრები 4 საათს აჩვენებდა
-გუშინ გეძინეოდა და როგორც ჩანს ერთ გოგოს მთელი ღამე გაუთენებია
-არა,არა მართლა მეძინა გეფიცები. მერე ღამე გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე. ხო მართლა რა ქენით გაიცანით ტატოს ძმა?
-აუ ხოო..ვერ წარმოიდგენ რა სიმპატიურია. ტყუპები არიან მაგრამ ძალიან არ გავნან ერთმანეთს. ნუ კი გავნან მაგრამ ძალიან არა. აუ რა საყვარელია იცი? მაგრამ ტატო ასჯერ უფრო საყვარელია
-ოჰოო. ნეტა ვინაა ეგეთი. იმედია ტატოს არ გავს ენით
-არა,აი ეგ ძმები ერთად ნამდვილი სრულყოფილებაა. ქერა თმები აქვს? ზუსტად ტატოსავით გრძელი თმა აქვს. თვალები აქვს რაღაც საოცრება ცისფერი
-ნუ ეგრე ტატოსაც არანაკლებ საოცარი ცისფერი თვალები აქვს -დავიცავისავით ტატო
-ოჰოო. არა რო ვამბობ არ მიჯერებ და თქვენ შორის უკვე რაღაც ხდება და არც ერთი არ ტყდებით
-ოოო გეყოს ახლა -ლოყები ისე ამიწითლდა თვით ბლოწეულსაც კი შეშურდებოდა ჩემი ლოყების ფერის.
-ჩვენი გოგო შეყვარებულიააა..ჩვენი გოგო შეყვარებულიაა -ბოლოხმაზე ყვიროდა სოფი და თან საშინლად მიღუტუნებდა
-გეყოფა სულელო დაბლა არ ჩავიდეს ხმა
-აბა დაჯექი და მომიყევი რა ხდება დროზე
-არაფერი არ ხდება -ისევ ისე დავიწყე, თვალები ისე დამიბრიალა ყველაფერი რო არ მომეყოლა იქვე მომკლავდა -აუ კარგი ხოო. სიმპატიურია, ხასიათებიც მომწონს,მზრუნველია, რაც გავიცანი სულ ყურადღებას მაქცევდა და ზრუნავდა. მაგის გვერძე ბედნიერი ვარ. რო ვუყურებ რა მემართება სიტყვებით ვერ ავღწერ. ეგეთი განცდა 8 წლის მერე არავის მიმართ მქონია
-თან ძალიან შეგიყვარდა -ისევ ეშმაკურად გაეცინა
-ხოო შემიყვარდა -საყვარელი ხმით ამოვილუღლუღე და ისე გამეღიმა გიჟი გეგონებოდით. მერე ტელეფონის ხმა იყო, სოფის ტელეფონი რეკავდა
-ხო საყვარელო -ამ სიტყვებზე ეგრევე მივხვდი ლექსო,რომ იქნებოდა
-...
-კარგი გამოვალ მალე ნინისთან ვარ.
-რა ხდება ლექსო იყო ხო
-ხო..უნდა წავიდე საღამოს ჩემსკენ გადმოდი
-კარგი -სოფი გავაცილე მე კვლავ უსაქმურად ავედი ჩემს ოთახში. ცოტახანში კარებზე კაკუნი იყო. მამა იყო. დამავიწყდა იმის თქმა,რომ მამა ჩემი მესაიდუმლეა. შემიძლია მას ისეთი რამეც ვუთხრა რასაც დაქალსაც კი ვერ მოვუყვები. ნუ მოკლედ საოცარი მამა-შვილობა გვაქვს რა
-შეიძლება ორი წუთი
-მოდი მამა -გვერდით დამიჯდა
-არ გინდა ვილაპარაკოთ?
-რაზე მაა? -გამეღიმა
-ამ ბოლოს ვეღარ გცნობ. სულ მხიარული დადიხარ. 12 წელია ეგეთი ნინიკა აღარავის უნახავს. ოთახიდან არ გამოდიხარ და მგონი რაღაც დაგრჩა მისაყოლი ხო?
-ხო დამრჩა -ბავშვივით გამეცინა და თავი ბალიშში ჩავრგე
-ოჰჰო. როგორც ხანს საკმაოდ სერიოზულ რამეს მიმალავდი -სიცილით მითხრა. ხმა არ ამომიღია. მერე ისევ მან მითხრა -ერთ გეტყვი და მიპასუხე -თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად
-შეგიყვარდა? -ისევ თავი დავუქნიე
-რამდენი ხანია იცნობ?
-5 თვეა მალე 6 თვე გახდება
-ასე მალე რომელმა ნიჭიერმა მოახერხა ჩემი გოგოს გულის მონადირება. ზოგი ბიჭი საუკუნეა დაგსდევს და შენგან გამარჯობის მეტს ვერ ეღირსნენ -ისევ გაგვეცინა ჩემი გამოხტომები და უხეშობის გახსენებაზე
-ხო, როგორც ჩანს საკმაოდ ნიჭიერი აღმოჩნდა
-მასაც უყვარხარ?
-არ ვიცი -რომ გამახსენდა,რომ შესაძლოა სხვა ვინმე ყვარებოდა ლამის ინფაქტმა დამარტყა. მე ხომ საღი აზროვნებით პირველად შემიყვარდა რა უნდა მექნა ამ სიტუაციაში ეგეც არ ვიცოდი. როგორც ჩანს ჩემი ფიქრები სახეზეც შემეტყო და მამაც მალევე მიხვდა რა ფიქრებიც მაწუხებდა
-იცი? სანამ დედას ცოლად მოვიყვანდი სხვა მიყვარდა. შეყვარებულები ვიყავით. ისეთი გრძნობა მქონდა, მეგონა მის მსგავსად სხვას ვერ შევიყვარებდი. მის გამო ყველაფერზე წავიდოდი. ჩემ მშობლებსაც ძალიან უყვარდათ ის გოგო. მერე კი დედაშენი გამოჩნდა. მაკა ჩვენს უნივერსიტეტში გავიცანი. საოცრად ლამაზი იყო, ახლაც ულამაზესია. თუმცა, ერთი პრობლემა იყო; ანანოსთვის პირობა მქონდა მიცემული,რომ მის გარდა არავისკენ გავიხედებოდი. არ ვიცი რა მოხდა მაგრამ დედაშენმა თავი ისე შემაყვარა, ჩემი სიტყვა სულ დამავიწა. შეიძლება ერთ მხრივ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ახლა მეც ბედნიერი ვარ,რომ შესანიშნავი ოჯახი მყავხართ. არაჩვეულებრივი მეუღლე და ულამაზესი შვილი -თავზე მაკოცა
-ანანოს რა რეაქცია ჰქონდა შენზე და დედაზე,რომ გაიგო
-თავიდან ძალიან გაბრაზდა. რამე ბლაგვი საგანი,რომ ჰქონოდა შეიძლება მეც და დედაშენიც მოვეკალით. წინააღმდეგობას მშობლებიც გვიწევდნენ, მათ ანანო უფრო უყვარდათ. მერე ანანომაც მალევე იპოვა თავისი შესაფერისი ბიჭი. ახლა ისიც ბედნიერია და მეც
-შენ მას ხომ ზუსტად ისე მოექეცი როგორც მე მომექცა სანი
-მე უარესად მოვიქეცი. თან თქვენ პატარებიც იყავით. მაგრამ ერთს გეტყვი ყოველთვის გააკეთე ის რაც ბედნიერს გაგხდის. ოღონდ მერე არ ინანო შენი გადაწყვეტილება. მე ერთი წუთითაც არ ვნანობ დედაშენი,რომ ავირჩიე
-უკვე 21 წელი გავიდა თქვენი ქორწინებიდან და ისევ ისე გიყვართ ერთმანეთი
-ჩემო პატარა ვინმე თუ შეგიყვარდა შეუძლებელია გადაიყვარო. ნამდვილი სიყვარული არასოდეს დამთავრდება ეს დაიმახსოვრე. რა სირთულეც არ უნდა შეგხვდეთ,მაინც გადალახავთ თუ პატივისცემა, ნდობა და გულწრფელი სიყვარული გექნებათ
-იმედი მაქვს მეც ისე შემიყვარებს ვინმე როგორც შენ გიყვარს დედა
-რათქმაუნდა ჩემო პრინცესა ეგრე იქნება
-მაა შეიძლება რაღაც გკითხო
-რათქმაუნდა
-სანზე რაც გვითხრეს მაშინ დარწმუნებულები არიან,რომ სიმართლე იყო?
-სამწუხაროდ ხო ჩემო პატარა. მაგრამ მომავალზე იფიქრე. წარსული უკან მოიტოვე და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყე. ყველაფერი გაცილებით გაგიადვილდება მერე
-მაა ასე მგონია,რომ სანამ ეგ მოხდებოდა საერთოდ არ ვენატრებოდი ხოლმე. ზოგჯერ მგონია,რომ ერთი წამითაც არ გავხსენებივართ რაც წავიდა. რომ გავხსენებოდით დაგვირეკავდა, მოგვწერდა. თუნდაც ორ სიტყვას გვეტყოდა, კარგად ვარო, რომ ეთქვა რამე დაშავდებოდა? ამიტომ მგონია,რომ არასდროს გავხსენებივარ. მე კიდე ღამეებს ვათენებდი მაგაზე ფიქრში
-შვილო ახლა რატომ დაიწყე სანზე ლაპარაკი?
-სამ დღეში 26-ია. მაგ დღეს გაგვაგებინეს სანის დაღუპვის ამბავი
-ახლა ყველაფერი გასაგებია
-მადლობა,რომ ყოველთვის მისმენ ხოლმე
-ყოველთვის მზად ვარ მოსასმენად ჩამო პატარა. ხო მართლა შენ ტურფას როდის გამაცნობ? -სიცილით მითხრა როცა ოთახიდან გადიოდა
-ჯერ არა მაა, ჯერ ძაან ადრეა -მეც გავუცინე და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე. სახლშიც დედას მივეხმარე საქმეებში და ამასობაში საღამოც მოვიდა. სოფისთან გადავედი. კარები დედამისმა გამიღო, ძალიან მიყვარს ეკა დეიდა. დივანზე კობა იჯდა მამამისი, მასაც მივესალმე და სოფის ოთახში დაუკითხავად შევარდი. ის,როგორც ყოველთვის თავის დას აწვალებდა. მას 3 წლის და ჰყავს, ანამარია ქვია. თავისი დასავით შავი თმები აქვს და საკმაოდ გრძელიც. შავი თვალები,მის თვალებს,რომ ვუყურებ ვდებილდები
-ნინი მოვიდაა -სიხარულით გამოიქცა ჩემსკენ ანამარია
-ჩემო პატარა მასხარა. ხო, მოვედი არ მოგენატრე?
-მე ძალიან მომენატრე. შენ კიდე რამდენი ხანია არ მოსულხარ არ გენატრებოდი ხო? -საყვარლად აბუზღუნდა, ხელები გადააჯვარედინა და თავი დახარა
-ნუ მებუტები ჩემო გოჭო თორემ მაგ გაბერილ ლოყებს მოგაჭამ. რათქმაუნდა მომენტრე უბრალოდ არ მეცალა და აი ახლა აქ ვარ და აბა რა უნდა ვქნათ?
-ვითამაშოთ...-სიხარულიც ცაში დაფრინავდა
-ნახე რაა მე ერთი არ გავახსენდი როგორ ახერხებს ჩემი და შენი ყურადღების მიქცევას. თან ჩემზე კარგად გამოსდის -ახლა სოფი აწუწუნდა
-მოვედი დაო ახლა შენ ხელში ვარ
-აბა შენ გეთამაშებიო -ო,ბოჟე მოი. ორ ცეცხლს შუა ვარ
-შენ ცოტახანში კარგი? მიდი მანამდე სათამაშოები მოაგროვე შენ ოთახში -მოკლედ ეს დღეც მაგრად გავატარეთ. ჯერ მე და სოფიმ ვიჭორავეთ. ჩვენ ტრადიციას ხომ არ დავარღვევდით. მერე ცოტა ანამარიასაც ვეთამაშე,თორემ მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა. მერე სახლში დავბრუნდი. საკმაოდ გვიანი იყო. როგორც ყოველთვის ძილისწინ შხაპი მივიღე იმ იმედით რომ ცოტა უფლო გამიადვილდებოდა დაძინება, მაგრამ არა. ერთი წამიც ვერ მივხუჭე თვალები.
უკვე ერთი კვირა გავიდა. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა. მე სოფისთან, სოფი ჩემთან. ზოგჯერ ლექსოც შემოივლიდა ხოლმე თან ჩემებს ნახულობდა.
რა უაზროდ და არაფრის მომცემად გადიოდა ეს დღეები
ვწევარ უძილო და ღამენათენები და ვფიქრობ რა ვუყო ამ ფიქრებს თავს რომ არ მანებებს,რომ არ მასვენებს.
შემეძლოს მაინც ყველა ფიქრს ერთად მოვუყარო თავი და ჯანდაბისკენ მოვისროლო.. საშინელი სურვილი მაქვს ძილის,ძილის და არაფერზე ფიქრის ! უკვე ერთი კვირაზე მეტი გავიდა მისი ხმაც არ გამიგია, ერთი კვირა გავიდა მისი თვალები არ დამინახავს, მისი გველი ენაც კი მომენატრა. ყველაზე მეტად კი ის მწყინს,რომ ერთიც კი არ მოუწერია. არც კი უკითხავს,როგორ ვარ. ზღვაზე გადაღებული ფოტოები ავტვირთე facebook-ზე. კიდე კაი ფოტოს დალოვება მაინც შეძლო. პირველ ფოტოზე არ ვიცოდი რას იზავდა, მაგრამ რომ ვნახე ლამის საწოლიდან გადმოვარდი სიხარულით. თუმცა ის მაინც არ მწერდა, მხოლოდ ფოტოს დალოვება რას უშველიდა. ალბათ საქმეები აქვს თავისი ძმის გამო და ვერ მოიცალა. საკუთარ თავს ამით ვამხნევებდი. სამშაბათი დღეა. მალე ორი კვირა გახდება ჩემი და ტატოს ბოლო შეხვედრიდან. დღეს სოფი ჩემთან რჩება, ორი დღის წინ სოფიმ და ლექსომ ცოტა იკამათეს, თუმცა სერიოზული არაფერია, მალევე შერიგდნენ. ახლა კი ჩემს ოთახში ვართ. მე ვლაპარაკობ, მას კი უწევს აიტანოს ჩემი ისტერიკები იმაზე,რომ ტატოს ერთხელაც არ გავხსენებივარ. მან მითხრა რომ ლექსოს ეკითხება შენზე რაღაცეებსო. ამან ცოტა დამამშვიდა,მაგრამ ბოლომდე სიმართლეც არ მგონია იყოს. უკვე დასაძინელად დავწექით. უკვე ღამის 1 საათია. ლეპტოპი ავიღე და facebook-ში შევედი ცოტა ხნით. სოფიც გვერძე მიწევს და ჩემ ლეპტოპში იხედება
"ჰეი" -მოდის მესიჯი, რამდენიმე წამი უსიტყვოდ ვუყურებ, გავშეშდი, ხმასაც ვერ ვიღებდი,შევნიშნე სოფის ეღიმებოდა. სახლში სხვებიც, რომ არ ყოფილიყვნენ ბოლო ხმაზე ვიყვირებდი მეშველა თქო. ტექსტის დაწერა მინდოდა მაგრამ თითები არ მემორჩიელბოდა
-პასუხი დაუბრუნე სულელო-დამცინოდა სოფი
-რა მივწერო. მითხარი რამე ნუ დამცინიხარ საზიზღარო -ნერვიულად ვათამაშებდი ხელებს კლავიატურაზე
"ჰეი"-მეც ძლივს მივწერე
"როგორ ხარ"
"არამიშავს"
"მეც არამიშავს, მადლიბა მოკითხვისთვის" -ღმერთო ისე დავიბენი კითხვა სულ დამავიწყდა
"რას შვები, არ იძინებ?" -ისევ მისგან მოვიდა შეტყობინება
"არა კი არა,ვერ ვიძინებ"
"ეგრე მოგენატრე,რომ ჩემზე ფიქრში ვეღარ იძინებ?"
"მოკეტე იდიოტო"
"მეც მიყვარხარ"
-რაო? მეჩვენება ხო? აქ მიყვარხარ წერია? -სოფის ჩემ ხმაზე ისე შეეშინდა ლამის საწოლიდან გადავრდა
-რა გაყვირებს ხო ეგ წერია
-ვაიმეე ახლა მოვკვდები
"შეგიძლია სულ ორი წუთი გამოხვიდე?" -ამის წაკითხვაზე ლამის ინფაქტი მივიღე
-რა ვქნა გავიდე?
-რას მეკითხები გოგო. რათქმაუნდა უნდა გახვიდე -არანაკლებ აღელვებული იყო სოფიც
-ვაიმე სოფი. რა ვქნა. ადექი რამე მიშველე. ასე სად გავიდე. რას ვგავარ -ემოციურად დავაბიჯებდი ოთახში. მერე ისევ შეტყობინება მოვიდა
"გელოდები, უარი არ მიიღება უკვე სახლის ჭიშკართან ვარ"
-არა..არა..არაა..მისმინე თუ ხუთ წუთში არ დავბრუნდი შენც გამოდი რა იცი რა ხდება -სოფიმ ჩემ სიტყვებზე იმდენი იცინა მოსასულიერებელი გახდა. ხელში თეთრი,მოკლე შორტი და თეთრი მაიკა შემრჩა;ამიტომ ეგ ჩავიცვი.. თმები უბრალოდ ავიწიე და ისე გავედი გარეთ
-ამ შუა ღამე რამ გადაგრია არანორმალურო -ეგრევე ჩხუბი დავუწყე. მას არაფერი უპასუხია, ერთი ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდა -აქ იმისთვის ჩამომიყვანე,რომ უბრალოდ დაგენახე? ხმასაც კი არ იღებ -ისევ ავბუზღუნდი. მან მეორე ნაბიჯიც გადმოდგა, ისევ არ ამოიღო ხმა. მერე უსიტყვოდ ჩამეხუტა. თავის გრძელ მკლავბში ლამის გამჭყლიტა. მე რა დამემართა? სიტყვები არ მყოფნის მაგ გრძნობის ასაღწერად. თვალებზე ცრემლები მადგებოდა, თუმცა თავს იმის უფლება არ მივეცი მის წინ მეტირა. მუცელში,რომელ ჭიანჭველებზე და პეპლებზეა ლაპარაკი, მთელი ზოოპარკი ჩემს მუცელში დარბოდა. მთელი სხეული მიკანკალებდა. მეც ჩემდაუნებურად მთელი ძალით შემოვხვიე ხელები
-უზომოდ მომენატრე -ყურში მისი ხავერდოვანი ხმა მომხვდა, აი ამ წამს კი ცრემლების დაიგნორება ვეღარ შევძელი. და მალევე ჩამოგორდნენ ჩემს ღაწვებზე ცრემლის პატარა ბურთულები. ყელში უზარბაზარი მორიც ძლივს გადავაგორე და სულ ბოლო წამს მაინც გავაფუჭე რაღაც
-აქ იმისთვის დამიბარე,რომ...-აღარ გამაგრძელებინა, ტუჩემზე თითი მომადო და გამაჩუმა. ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ თვალებში დაჟინებით მომაშტერდა და გააგრძელა.
-არის ამბები,რაც არ იწერება. თუმცა შევეცდები მოკლედ გადმოგცე რას ეხება შენი აქ ჩამოსვლის მიზეზი.. ყველას ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი,რომლის გამოჩენის შემდეგაც იცვლები. არ აქვს მნიშვნელობა ეს უზარმაზარ ბედნიერებას განიჭებს თუ არანორმალურ ტკივილს, შენ უბრალოდ ხვდები,რომ აღარასოდეს იქნები ისეთი როგორიც იყავი ადრე. ჩემს ცხოვრებაში შენ გამოჩნდი.. გამოჩნდი და ჩემი მთელი სამყარო თავდაყირა დააყენე. მაშინ დაიწყო ყველაფერი. ჩემდაუნებურად შემიყვარდი. ზოგჯერ უთქმელი გრძნობა გაცილებით ძლიერია ვიდრე გამხელილი, მაგრამ მე მაინც გეტყვი, უხმოდ, უენოდ,მაგრამ მთელი არსებით, შეიძლება უფრო მეტადაც, მიყვარხარ. გიყურებდი, გაკვირდებოდი, მინდოდა მოვსულიყავი მაგრამ შენი უხეშობა ნერვებს მიშლიდა და მაკავებდა. მიყვარხარ და არ ვფიქრობ მიზეზებზე,რის გამოც მიყვარხარ. უბრალოდ მსიამოვნებს შენი ღიმილი, ხმის ტემბრი, რაღაცნაირი განსხვავებული თვლების ლამაზი გამოხედვა. დაუფიქრებლად დაგითმობ სიცოცხლეს. დაუფიქრებლად გაჩუქებ ჩემს წილ ბედნიერებას და სიხარულს. მხოლოდ სიყვარულს ვერ გაჩუქებ. აბა როგორ უნდა გაჩუქო შენივე თავი შენ. ეს ხომ შენ ხარ, შენ ხარ ჩემი სიყვარული. ძალიან მიყვარხარ, მხოლოდ იმიტომ,რომ არსებიბ. იმიტომ,რომ გაღვიძებულზე შენზე ფიქრი შემიძლია. მხოლოდ იმისთვის,რომ ყოველღამე მესიზმრები. ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული? მე არც კი მახსოვს რას ვაკეთებდი შენამდე, ან როგორ ვცხოვრობდი. მიყვარხარ იმაზე მეტად ვიდრე სიტყვებით შემიძლია ამის გადმოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი რაც შენთან მკავშირებს. მიყვარდს შენი რაღაცნაირად სასწაული ფერის თვალები, შენი აზრიანი და სევდით სავსე გამოხედვა. მიყვარს შენი სიცილი და სერიოზულობაც. შენს დანახვაზე ბავშვურად მეღიმებოდა. მინდოდა ჩაგხუტებოდი, მაგრამ ერთი რამ მაკავებდა. არ ვიცოდი შენ რას იზავდი. ბევრჯერ მინატრია გულში : ნეტავ გესმოდეს ჩემი გულის ხმა. ნეტავ მიმიხვდე რას ნიშნავს ჩემთვის თუნდაც შენი ხმა. მინდოდა ოდნავ მაინც გყვარებოდი. სულ ოდნავ მაინც..მხოლოდ იმიტომ,რომ ეს დღეები არ მომიკითხიხარ არ ნიშნავს იმას რომ არ ვკვდებოდი შენთან მოწერის სურვილით. მე ხომ ასეთი სიყვარული არასდროს შემეძლო? მე ხომ სიყვარული არ ვიცოდი რა იყო? გეფიცები არც ერთი გოგოსთვის შემიხედავს სერიოზულად. არც ერთი გოგოსთვის არ მიმიცია უფლება ჩემ გულში ადგილი დაეკავებინა. შენ ეს მოახერხე. თავი შემაყვარე. ჩემი თავი დამავიწყე და სულ სზვა ადამიანი გამხადე. იცოდე ეს ყველაფერი და არასოდეს დაივიწყო ეს დღე. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემს ცხოვრებაში და ყველაზე მეტად მიყვარხარ - რა მეპასუხა? რა უნდა მეთქვა? არის მომენტები,როცა ხმასაც ვერ იღებ, უბრალოდ დგახარ, ლოყებს ცრემლები ასველებენ. გული სადაცაა ამოვარდება ამდენი ტირილისგან. მაჯებით ცრემლების შეშრობას ვცდილობ, თუმცა უშედეგოდ ისინი არადა არ ქრებიან. რამდენიმე წუთი ასე უაზროდ ვიდექით. მისი ყოველი სიტყვა ყურში ჩამესმოდა. ყოველი მისი ნათვამი მიყვარხარ. ყველაფერი,აბსოლიტურად ყველაფერი თვალწინ მიტრიალებდა,მათ შორის ჩვენი გაცნობის პირველი დღეც. იმდენად დაშოკილი ვიყავი,რომ სიტყვებს ერთმანეთს ვერ ვუყრიდი თავს. მთელი ძალით ჩავეხუტე. მისი გულის ხმა ისე მესმოდა როგორც საკუთარი გულის ცემა. ვცდილობდი სულ რაღაც ორი სიტყვა მაინც მეთქვა და როგორმე ძალავ ვიკრებდი ამისთვის. ყურში ძალიან ჩუმად ვუთხარი
-მეც ძალიან,ძალიან,ძალიან მიყვარხარ -ისევ ბავშვივით გავაგრძელე ტირილი..რაღაც ხმაური რომ არა არ ვიცი რამდენი ხანი გავჩერდებოდით ამ მდგობარეობაში. სოფი შეშინებული გამოვარდა გარეთ. მის დანახვაზე აღარ ვიცოდით გვეცინა თუ გვეტირა. ხელში დიდი ჯოხი ეჭირა და ისეთი სახით მორბოდა მე,რომ არ გადავდგარიყავი წინ შეიძლება პირდაპირ ტატოსთვის დაერტყა. მე და ტატო ერთმანეთს ვაწყდებოდით სიცილით ის კი მამის მკვლელი თვალებით გვიყურებდა ორივეს
-ეგ ჯოხი რათ გინდა ჩვენ ცემას ხომ არ აპირებ-სიცილით თქვა ტატომ
-დაიცა და აქ რა ხდება? რამე გამოვტოვე?-ეჭვისთვალით შემოგვხედა სოფიმ. ლამპიონის შუქზე ჩემი ჩაწითლებული თვალები არ გამოჰპარვია-ამან გაგაბრაზა ხო? მითხარი და მაგრად მივუნგრევ გვერდებს -ტატოსკენ გაიშვირა ჯოხი
-არა საყვარელო დამშვიდდი
-ყველაფერი კი აი ასეა. მე და შენი დაქალი ერთად ვართ-ტატომ მოკლედ აუხსნა და ხელი წელზე შემომხვია. მე მაშინვე სოფის მივარდი და პირზე ხელი ავაფარე,რომ არ ეყვირა. დროულად მივასწარი,თორემ ჩემებს რა გაუძლებდა.
-ახლა კი ადი დაიძინე ძალიან გვიანია ხვალ კი მთელი დღე ჩემი უნდა იყო ხო გაიგე?-ყურში ჩამჩურჩულა ტატომ და იქვე საფეთქელთან კოცნის კვალიც დატოვა
-კარგი -ვუთხარი და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე მერე კი ისევ ოთახში დავბრუნდით. სოფის ყველაფერი დეტალებში მოვუყევი. წერტილი მძიმეც კი არ გამომიტოვებია. ახლა რაღა დამაძინებდა,ისეთი ბედნიერი ვარ,რომ სიხარულით მთელი ოთახი თავდაყირა დავაყენე. მერე დაღლილს მალევე დაგვეძინა. დილით საოცარ სიზმარს ვნახულობდი,მაგრამ ვინ დაგაცდის. როგორც ყოველთვის სოფი სიზმარშიც კი არ მაცდის ჩემ სიყვარულთან ერთად განმარტოებას და ისე მაღვიძებს ლამის მთელი მხარი მომაგლიჯოს
-რა გინდა გოგო დღეს მაინც დამაცადე ძილი -ამოვიბუტბუტე და ბალიში თავზე დავიმხე
-ადექი მალე,თორემ შენ ბიჭს მოთმინების ძაფი გაუწყდება -ამ სიტყვებზე ბზიკნაკბენივით წამოვხტი ფეხზე.. შავი მაღალწელიანი შორტი,თეთრი მაიკა და თეთრი ბოტასები ჩავიცვი და მე და სოფი დაბლა ჩავედით. საუზმის მერე კი მე სოფი გავაცილე და ტატომ მასთან გამომიარა და იქიდან წავედით სასეირნოდ. დღეები გადიოდა, ერმანეთს უკეთ ვეცნობოდით. მიყვარდა მისი ყველანაირი საქციელი. თავისებური იყო და სწორედ ეს მიზიდავდა მასში. ძალიან ბედნიერი ვიყავი. უბედნიერესიც. ზოგჯერ ძალიან უცნაურად იქცეოდა, მაკვირვებდა მისი ასეთი საქციელი,მაგრამ იმ დონემდე შემიყვარდა ყურადღებასაც აღარ ვაქცევდი მის გამოხტომებს. არავინ და არაფერი გვაინტერესებდა ერთმანეთის გარდა. ის იყო ადამიანი,რომელმაც ცხოვრება ხელახლა გამიფერადა. ის იყო ადამიანი ვინც ყველაფერი დამავიწყდა და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დამაწყებინა. მეგობრებისთვისაც ვეღარ ვნახულობდით დროს. ყოველი დილა მასზე ფიქრით იწყებოდა და ყოველ ღამე გათენებას ვნატრობდით,რომ დილით ერმანეთი გვენახა. ორი კვირა გავიდა. უბედნიერესი ორი კვირა. ერთ დღეს სკვერში დამიბარა. მეც მივედი,დიდიხანი ხანი ველოდე. ბოლოს წამოსვლა,რომ დავაპირე ძლივს გამოჩნდა,მანქანით იყო
-ჩაჯექი -ჯერ ისედაც გადაწყვეტილი მქონდა,რომ აღარ გავყვებოდი და მისმა ამ საქციელმა სულ გადამრია. ფანჯრიდან გადმომძახა ეგეც უხეშად. ადგილიდან არ დავიძარი
-შენ არ გესმის? დაჯექი მეთქი-მისი ხმა უფრო და უფრო სერიოზულდებოდა
-კიდევ დიდი ხანი დაგეგვიანა და მერე სულ თითის წვერებით გამოვიქცეოდი მანქანისკენ
-გოგო ნერვებს ნუ მიშლი თქო -ის მაინც თავისას გაიძახდა. მე კი მაინც ჩემი გამქონდა და ნაბიჯს არ ვადგავდი. ბოლოს მოთმინების ფიალა,რომ გადაევსო მანქანიდან გიჟივით გადმოვარდა. მხარზე ტომარასავით გადამიკიდა და მანქანისკენ გამაქანა
-შენი თავი ვინ გგონია მხეცო გამიშვი ხელები -მუშტების რტყმა დავიწყე ბეჭებზე თუმცა უშედეგოდ. მანქანაში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩამტენა და ღვედიც გადამიჭირა. შემდეგ ჩემს გვერდით დაიკავა თავისი ადგილი
-სად მიგყავარ -ამოვიბურტყუნე,როცა უკვე გზას დავადექით
-ჩემი სოფლის სარდაფში უნდა ჩაგიყვანო და გამოგკეტო სანამ ჭკუას არ ისწავლი -მის ნათქვამზე გულიანად გადავიხარხარე, რათქმაუნდა სერიოზულად არ მიმიღია მისი სიტყვები
-რა გაცინებს-ისევ სერიოზული ტონით მითხრა
-უბრალოდ მეცინება ასე ერთ დღეში რა დაგემართა. თან ხვალ შენი ოჯახი უნდა გამეცნო. ყველა იცნობს ჩემ გარდა, ლექსო და სოფიც კი
-გაგაცნობ აქედან,რომ ჩავალთ დამშვიდდი
-ხო კაი მარა რა იყო წეღან ის ცივი ტონი "დაჯექი" -ბოლო სიტყვა მისი ხმით წარმოვთქვი
-ყველა დეტალს ნუ ეკიდები და იცოდე რაც არ უნდა მოხდეს ძალიან, ძალიან მიყვარხარ -ჩემი ხელი აიღო და მსუბუქად მაკოცა. ხმა არ გამიცია, ფანჯარაში ვიხედებოდი,უკვე როგორც გითხარით მიჩვეული ვიყავი მისი ხასიათის ცვალებადობას, მაგრამ მე რისი ნინი ვარ ცოტა თუ არ გავიბუტე. მანამდე ვიყავი ასე ჩუმად სანამ უცხო გზაზე არ გადაუხვია
-სად მიგყავარ ბოლობოლო მიპასუხებ?-ცოტა აღელვებულმა ვიკითხე
-გიტაცებ-მოულოდნელად მიპასუხა. ამჯერად იმდენად სერიოზულად მომეჩვენა, რომ სიცილის მუღამიც დავკარგე
-იმედია ხუმრობ ხო?
-ნწ. მოგიტაცე ნინიკა მოგიტაცე
-ჩემი მშობლები სულ გააფრენენ..ხო არ გადაირიე
-შენ მშობლებს ლექსო და სოფი აუხსნიან ყველაფერს ნუ გეშინია
-აჰა ანუ სოფიმაც ყველაფერი იცოდა და ჩუმად იყო არა? მე თქვენ გაჩვენებთ როგორ უნდა საიდუმლები -ისევ ბავშვივით გავიბუტე. მერე დამეძინა. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავით გზაში,მაგრამ,როცა გამეღვიძა პატარა ერთ სართულიანი სახლში ვიყავით,ძალიან კომფორტული და თბილი იყო.
-ტატოო -ჯერ კიდევ თვალებს ვახელდი როცა მას დავუძახე
-ოჰჰ გაუღვიძია მძინარე მზეთუნახავს
-სად ვართ?-ინტერესიანი თვალებით მივაჩერდი და კიდევ ერთხელ მოვავლე სახლს თვალი
-ჩემ სახლში ვართ,კეთილი იყოს შენი ფეხი სვანეთში -ბავშვივით გამეკრიჭა
-ამ სიშორეზე რამ წამოგვიყვანა სულ გადაირიე?
-ეგრე არ გამოვა იმედია ეს სამი დღე სულ ჩემთან ჩხუბში არ გაატარებ -რაო? სამი დღეო? ეს აშკარად არაა კარგად. აქ მის გვერძე სამი დღე? სასწრაფოში დარეკეთ თორე ცუდად გავხდები
-შენ ჩემი სიკვდილი გინდა? სამი დღეო ეგრე თქვი?
-ხო სამი დღე
-შენნაირ ვირთან ერთი წამიც არ გავჩერდები
-მისმინე წეღან,რომ გეუხეშე ბოდიშს გიხდი. ცოტა განერვიულებული ვიყავი და ვერ ვაზროვნებდი და იმედი მაქვს მაპატიებ
-რამე ხდება და მიმალავ? -ის დაგვიანება და მისი ეს ბოლო სიტყვები მაბნევდა
-არაფერია დაივიწყე. ხომ მაპატიებ? -ეშმაკურად შემომხედა და მოთმინებით დაელოდა ჩემს პასუხს. თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და გავუცინე. მერე საჭმელი მოვამზადეთ ორივემ ერთად. საკმაოდ გემრიელი გამოვიდა. ვახშმის მერე მე ავალაგე და იმას დავარეცხინე,მთელი ქაფი სახეზე ესვა, ერთი ორი ფოტოც გადავურე მოულოდნელად და ამაზეც ბევრი ვიცინე. მოკლედ ეს დღე ძალიან გიჟურად გავატარეთ
-მიდი დაჯექი და მეც მალე მოვალ. მანამდე მოიფიქრე რა გავაკეთოთ-მითხრა და სამზარეულოში გავიდა. მოვიფიქრე,რომ ერთმანეთს ისეთ რამეებს მოვუყვებოდით რაც ჯერ არ მოგვიყოლია. ნუ ასეთი რამე ძალიან ცოტაღა დარჩა მაგრამ სახალისოც იქნებოდა. მერე მეც სამზარეულოში გავდიოდი მისი ხმა,რომ გავიგე, ტელეფონზე საუბრობდა თუმცა დიდი ვერაფერი გავიგე.
-ყველაფერი დამთავრდება, სულ ცოტაც მოითმინეთ.
-...
-არაა საჭირო ზედმეტი ლაპარაკი ვიცი რაც უნდა გავაკეთო და უკეთესი იქნება თუ აღარასდროს მელაპარაკებით მაგ თემაზე -ტელეფონი სწრაფად გათიშა, აშკარად გაბრაზებული ჩანდა,რის გამო ეგ ვეღარ მოვისმინე გვიან მივედი. მერე მეც შემნიშნა თავს ისე მაჩვენებდა თითქოს არაფერი მომხდარა
-ვის ელაპარაკებოდი საყვარელო?
-მამაჩემი იყო
-ხო მშვიდობაა
-კი მშვიდობაა -ოდნავ გამიღიმა
-სამსახურის საქმეს ეხება?
-ხო სამსახურს ეხება საყვარელო..მაგრამ კარგადაა ყველაფერი. ცოტა ჩემი ძმაც გვაბრაზებს თან
-ისე რატო წამომიყვნე,რომ შენი ძმა არ გამაცანი -კუხნიდან გავდიოდი, მან რაღაც ჩაიბუტბუტა თავისთვის მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და კომფირტულად მოვკალათდი დივანზე. ის გვერძე დამიჯდა.
-აბა დაიწყე
-კარგი. რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს -ვუთხარი და მოსასმენად მოვემზადე
-ვერ ვაპატიებ უნდობლობას. როცა უხსნი და არ გიჯერებს ანუ ის არც გენდობა ამას არ ვაპატიებ არავის. და შენ?
-მე ვერ ვაპატიებ ტყუილს. ყველაფერს ავიტან და ვაპატიებ მაგრამ ტყუილს არა. თუ მომატუა მანდ დამთავრდება ყველაფერი
-და თუ ძალიან გიყვარს?
-შეიძლება ცხოვრების ბოლომდე მიყვარდეს მაგრამ ეს მხოლოდ მე მეცოდინება და სხვას არავის. არ მივცემ ეგეთს უფლებას გული მეორედ მატკინოს -ყველაფერი ავუხსენი. საკმაოდ გვიანობამდე ვითამაშეთ. ბევრიც ვიცინეთ ჩვენ ძველ ისტორიებზე.
მერე დამეძინა..დილით სასიამოვნო ხმამ გამაღვიძა,წვიმის ხმა იყო მიმოვიხედე და პატარა,საძინებელში ვიწექი, ჩემს გვერდით არავინ იყო. ფეხზე ავდექი. და მისაღებისკენ გავუყევი გზას,არც იქ დამხვდნენ არავინ. კუხნიდან უგემრიელესი სურნელი გამოდიოდა
-გაიღვიძა ჩემმა პრინცესამ?
- გუშინ ადრე დამეძინა,მაგრამ მაინც ბევრი რამე გავიგე შენზე. დღეს რამე ფილმს ვუყუროთ
-კაი ვუყუროთ. თან დღეს ლექსომ და სოფიმ დარეკეს ჩვენც მოვდივართო. ვერ გადავაფიქრებინე უკვე გზაში არიან,სადაცაა მოვლენ-სიხარულისგან ლამის ვიკივლე ისე გამეხარდა იმათი ნახვა. შევნიშნე ვიღაც უცხო მოჰყვებოდათ უკან. ამიტომ ემოციები ჩემთვის შევინახე. ისე, ის ბიჭი ძალიან გავდა ტატოს,ამიტომ ძნელი მისახვედრი არ იყო მისი ვინაობა. სახლში შემოვიპატიჟეთ ბავშვები..რომ დავსხედით,ტატოს უხერხულად გადავუჩურჩულე
-იმ ბიჭს გამაცნობთ ვინმე თუ რაღას ელოდებით?
-რათქმუნდა საყვარელო..გაიცანი ეს მარკია ჩემი ძმა,მარკ გაიცანი ეს ნინიკაა ჩემი შეყვარებული-შევნიშნე მის სახეზე ნაძალდევი ღიმილი,როგორც ჩანს ჩემი ბიჭი ეჭვიანობის პიკზე იყო
-ბოდიში ვეღარ გიცანი ლამპიონის შუქზე უფრო სხვანაირი ჩანდი
-მოიცა შენ ხარ მაშინ იქ,რომ..-ენა ამება და ვეღარაფერი ვთქვი
-ხო ის მარკი ვარ -სამივე ისეთი თვალებით გვიყურებდნენ,რომელიმე აუცილებლად მოგვკლავდა ან მე ან მარკს. ყველაფერი კარგად მიდიოდა,მაგრამ ერთი რამ ისე მაბნევდა,რომ სულ მავიწყდებოდა ყველაფერი. მარკი ისე მაშტერდებოდა თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი. შემიძლია თამამად ვთქვა,რომ თვალი ერთი წამითაც არ მოუშორებია. საღამოს გართობა გადავწყვიტეთ. სახლში ჯდომა არ უნდოდათ არც ერთს. მარტო მე და მარკს გვინდოდა სიმშვიდეში ყოფნა.
მაგრამ მაინც მათ გავყევით. დიდი ძებნის მერე რომელიღაც ბარი ძლივს ვიპოვეთ. თავიდან ძალიან მშვიდი სიმღერები იყო ჩართული,ამიტომ ლექსო და სოფი საცეკვაოდ გავიდნენ. რაღათქმაუნდა ტატო ხომ არ ჩამორჩებოდა და მანაც საცეკვაოდ გამიყვანა. იქაც კი ვგრძნობდი მარკის მწველ მზერას. არ იყო ცუდი ბიჭი,შეხედულებით ძალიან სიმპატიური იყო,ხასიათითაც, თავის ძმას კი არ გავდა. მაგრამ მის თვალებში თუ ჩაიხედებოდით ყველაფერს გეტყოდნენ. რაღაცნაირი სევდიანი თვალები ჰქონდა. აშკარად ბევრი რამის გადატანა მოუწია და არავისთან ყვება. მშვიდ მუსიკას ტანს ნელა ვაყოლებდით. როგორც იქნა ეს მუსიკაც დამთავრდა და ჩვენი ადგილები დავიკავეთ
-იმედია ჯერ კიდევ გახსოვს შენი დალევის მწარე შედეგები -ყურში ჩამჩურჩულა ტატომ,ხმა არ გამიცია პასუხის ნიშნად მწარედ ვუჩქმიტე. მერე ცოტახნით საპირფარეშოში გავიდა. საკმაოდ დიდი ხანი გაჩერდა იქ,ამიტომ მარკიც მას გაჰყვა. მე ლექსო და სოფიმ საკმაოდ ბევრი ვილაპარაკეთ მათ არ ყოფნაში. ვატყობდი,რომ ორივე რაღაცას მიმალავდნენ. თუმცა ხმას არც ერთი იღებდა. იმდენი დავლიე მეც მომინდა ცოტა ხნით გასვლა და თან სახეზე წყალის შესხმაც არ მაწყენდა. ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი საპირფარეშოს გზას. და კარგად ვაკვირდებოდი ნიშნებს,რომ შემთხვევით მამაკაცების საპირფარეშოში არ შევსულიყავი. სულ რაღაც ორი ნაბიჯიღა მაკლდა დანიშნულების პუნქტამდე, რომ მივსულიყავი,როცა საკმაოდ ნაცნობი ხმები გავიგე. ისევ უკან დავიხიე და ოდნავ ღიად დატოვებულ კარებში შევიხედე
-გრცხვენოდეს რასაც აკეთებ გრცხვენოდეს -ბოლო ხმაზე უღრიალებდა მარკი ტატოს. უფრო დავინტერესდი ამიტომ ყური კარგად მივადე კარებს
-შენ ნუ ერევი ჩემ საქმეში,როცა ჯერ შენი საქმეებიც ვერ მოგიგვარებია
-მისმინე და კარგად დაიმახსოვრე..შეიძლება ცხოვრებაში უამრავი შეცდომები მაქვს დაშვებული,რომელსაც ახსნაც კი არ აქვს. მაგრამ მე ჩემს ყველა ნაბიჯს და საქციელზე ვაგე პასუხი უკვე და ახლაც მწარებ ვაგებ პასუხს. აი შენ,როგორ ახსნი მაგ შენ საქციელს ძალიან მაინტერესებს,როგორ იმართლებ თავს ვერ ვხვდები..ოდნავ მაინც იფიქრე მის გრძნობებზე, იცოდე ან შენ ეტყვი ყველაფერს ან მე მომიწევს ამის გაკეთება. მინდა,რომ ორივე ბედნიერები იყოთ,მაგრამ გაფრთხილებ თუ მას გული ეტკინა გაგანადგურებ ტატო დვალვი. მის თვალზე ერთი ცრემლიც,რომ დავინახო ვერ გადამირჩები
-ჰაჰ..და ამას ვინ ამბობს?
-აქ რას აკეთებ ნინიკა?-უკნიდან სოფის ხმა გავიგე და იმხელაზე დავიყვირე ბიჭებმაც გაიგეს,ამიტომ ორივე გარეთ გამოცვივდნენ
-ნინიკა?-შეშინებული ხმით მითხრა ტატომ
-რა იყო საყვარელო არ მელოდი?
-წამოდი გავიდეთ ჩვენი საყვარელი სიმღერაა დაწყებული -საუბრის სხვა თემაზე გადატანა სცადა ტატომ, ხელი ბეჭებზე მომხვია და საცეკვად გაყვანა სცადა თუმცა მისი ხელი სწრაფადვე მოვიშორე წელიდან
-ახლა გესმის ჩვენი საყვარელი სიმღერა? ახლა მე მომისმინე კარგად. ორ წამში ყველაფერს მოყვები თუ რამე სათქმელი დაგრჩა თუ არადა რაც მოხდება შენ თავს დააბრალე
-შენ რა გვისმენდი?
-ხო გისმენდით ტატო დვალვი გისმენდით და ისევ გავაგრძელებ ოღონდ ახლა შენ ამიხსნი ყველაფერს
-არაფერი ხდება ნინიკა მართლა
-ტატო -კბილებში გამოსცრა მარკმა
-კარგი მაშინ ასე მოვიქცეთ ყველაფერს შენი საყვარელი ძამიკო ამიხსნის ხომ ასეა მარკ?
-ჩემი ჩარევა არაა საჭირო. ჯობია ყველაფერი მისგან გაიგო
-მარკ მოკეტე და გადი აქედან-ასეთი აღელვებული ტატო პირველად მყავდა ნანახი
-შენ მოკეტე ტატო შენ. ახლა დროა ყველაფერს ფარდა აეხადოს გელოდები მარკ -მან ტელეფონი ამოღო და რაღაცის ძებნა დაიწყო. მერე ტელეფონი მე გამომიწოდა. მერე...მერე ის ვნახე რამაც იმაზე დიდი დარტყმა მომაყენა რაც წარმომედგინა. ვიდეოში ტატო იყო,რომელიც საპირფარეშოში ესაუბრებოდა ვიღაც გოგოს. ღმერთო როგორ მეცნობა ეს გოგო.
მაგრამ საიდან აზრზე ვერ მოვდივარ..ააა..აი თურმე საიდან. იმ დღეს..ეს გოგო მაშინ ვნახე ტატოს გაცნობის დღეს. როცა ბარიდან გამოვდიოდი მაშინ ისიც მის გვერდით იდგა და კიდე ვიღაც ბიჭიც იყო. მაგრამ ამ გოგოზე არასდროს უსაუბრია ტატოს ჩემთან. მათი დილაოგი ასეთი იყო
-რაღას ელოდები ტატო. ვერ ხვდები,რომ ეგ თამაში საკმაოდ დიდხანს გაგიგრძელდა? მეგობრებიც კი დაგვივიწყე ისე შეყევი მაგ თამაშს. მაგ გოგოს დაივიწყებ ან კიდე მალე დაასრულე ჩვენი დაწყებული თამაში და დაუბრუნდი მეგობრებს
-მეტისმეტი მოგდის ნანკა..თქვენ დრო არ გითქვიათ რა დროის მანძილზე უნდა შემესრულებინა ჩემი ნიძლავი. ხოდა ახლა დამაცადეთ ჯერ არ შემიძლია მაგის გაკეთება. არ შემიძლია გესმის?
-ოჰოო. ახლა არ თქვა,რომ ჩვენს პრინცს მართლა შეუყვარდა ის ქერა უტვინო გოგო-გადაიხარხარა იმ გველმა
-სიტყვები შეარჩიე როცა მასზე ლაპარაკობ
-ტატო გონს მოეგე თორემ მერე რაც მოხდება სიზმარშიც ვერც წარმოდიგენ მაგას. ჩვენზე თუ არა შენ მეგობრებზე მაინც იფიქრე. მათ სჭირდები. ჩვენ გვჭირდები
-რომელ მეგობრებს? სადაა მეგობრები? ან რომელი ჩვენ? ნანკა ახლა ჩვენ აღარ არსებობს. ჩემ თამაშს მალე დავასრულებ,მაგრამ თქვენთან დაბრუნების იმედი არ გქონდეთ
-მე გაგაფრთხოლე ან მალე მაიღწევ შენსას და მერე დაშორდები და ან მე მომიწევს იმის თქმა ჩვენი ჩერჩეტი გოგოსთვის რეებს ხლართავ მის ზურგ უკან -ვიდეო სწრაფად გამოვრთე. სამყარო გაირინდა,თითქოს დროც გაჩერდა,იმ წამს რაღაც სიცარიელე ვიგრძენი, გამეღიმა..მაგრამ ეს სიმწრის ღიმილი იყო. ღიმილი ხომ ხანდახან ცრემლზე სევდიანია. უსასრული ხდებოდა წუთი. ვეღარაფერს ვხედავდი, ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა.
-ნინიკა ყველაფერს აგიხსნი. როგორც აქ იყო ეგრე არაა ყველფერი -თავს იმართლებდა ტატო. მაგრამ მისი საქციელის გამართლება შეუძლებელი იყო
-შენი დანახვაც არ მინდა -რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი. ყველაზე უსუსურად ვგრძნიბდი თავს. შინაგანად ვტიროდი,ვღრიალებდი, მოვთქვამდი, თვალებით ვიღიმოდი, გულში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. სახეზე კი წყნარად ვიყავი. დასანანია ასე კარგად,რომ ვითამაშე როლი,როცა მინდოდა,რომ სიმწრისგან ბოლო ხმაზე მეღრიალა. ამბობენ ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, ყველაზე ხშირად გტკენს გულსო, მართალი ყოფილა. ვინც კი მიყვარდა ყველამ ზედ გადამიარა. ყველამ ფეხქვეშ გათელა ჩემი გრძნობები, მინდოდა გავქცეულიყავი, დავმალულიყავი და ისეთ ადგილას წავსულიყავი, სადაც ტკივილი ვერ მომაგნებდა.
სწრაფად გამოვიქეცი იქიდან. ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ცუდად ვხდებოდი,თავბრუ მეხვეოდა,თუმცა ახლა ძლიერად უნდა ვმდგარიყავი. თვალები ცრემლებით მქონდა სავსე. გავიქეცი, თუმცა სად გავრბოდი არ ვიცოდი..უკნიდან მესმოდა ბავშვების ხმები. მაგრამ არც ერთს ვაქცევდი ყურადღებას. ტაქსი გავაჩერე და სასწრაფოდ თბილისში წავედი. სახლში გიჟივით შევარდი. ჩემებს კარები ისე მივუჯახუნე ცხვირწინ ორივე ცოლ-ქმარი გაოცებულები უყურებდნენ ერთმანეთს. ბოლო ხმაზე ვღრიალებდი და ოთხაში რაც კი რამე მომყვა ხელში ყველაფერი დავლეწე და თავდაყირა დავაყენე. მისი ყველა საჩუქარი გავანადგურე.
ისევ ტელეფონი რეკავდა. უმეტესი ნაწილი სოფისგან იყო ნარეკი. ტატოსგანაც დაახლოებით 14 ზარი იყო შემოსული. დანარჩენი ვიღაც უცხოსგან,ალბათ ეს მარკის ნომერი იყო. მერე მესიჯი მოვიდა ტატოს მესიჯები არც წამიკითხავს ისე წავშალე. სოფი კი მწერდა,რომ ტელეფონზე მეპასუხა
"მარტო ყოფნა მინდა" სოფის მივწერე და ტელეფინიც საერთოდ გამოვრთე. რამდენიმეჯერ სცადეს დედამ და მამამ ლაპარაკი,მაგრამ ახსნის თავი არ მქონდა და ისევ და ისევ გარეთ ვუშვებდი. ტირილისგან თვალები საშინლად მეწვოდა ამიტომ მალე დამეძინა. რომ გავიღვიძე უკვე თენდებოდა ფეხზე ფრთხილად ავდექი,ჩემებს,რომ არ გაღვიძებოდათ,თუმცა ის ვერ გავთავლე,რომ შესაძლოა არც დაუძინიათ ჩემ გამო. დიდი სამოგზაურო ჩანთა გადმოვაგდე და ბარგის ჩალაგება დავიწყე. ამასობაში კარგად დამათენდა თავზე..კარებში გავდიოდი დედა და მამა კარებთან აყუდებულები,რომ დამხვდნენ
-რას აკეთებ შვილო გონს მოდი-ხელზე წამეტანა დედა და გასამგზავრებლად ჩაწყობილი ტანსაცმელი უკან ამომიყარა,ამაზე სულ გადამეკეტა
-შემეშვი დედა,თავი დამანებე,იმას გავაკეთებ რაც მინდა -ერთი ხელის მოსმით ჩავყარე ტანსაცმელი უკან
-კარგი,გთხოვ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, ამისთანები გადაგვიტანია? არ წახვიდე გემუდარები ან სად მიდიხარ საერთოდ წასასვლელი გაქვს -მემუდარებოდა დედა. ჩემოდანს ხელებით დავეყრდენი,დედას გაცეცხლებულმა შევხედე და ვიღრიალე.
-რა იქნება კარგად?რა იქნება? შემიყვარდა. თავი შემაყვარა, მაგრძნობინა,რომ ძალიან ვუყვარდი,თურმე გამამასხარავა, აბუჩად ამიგდო,თავდავიწყებით შეყვარებული გოიმად გამომიყვანა და კიდევ მეუბნები რომ ყველაფერი კარგად იქნება?
-ჩემო პატარა დამშვიდდი კარგი -ჩაერთო ჩუმად მდგომი მამა
-არ დამიწყო ახლა დარჩიო და ეგეთები რაა გთხოვ,მაინც წავალ,ცოტა ხანს უნდა წავიდე,აქაურობას უნდა გავეცალო, განა ვინმეს გავურბივარ? ხომ იცი ფეხებზე ყველას აზრი, უბრალოდ საკუთარი თავი დავკარგე და უნდა ვიპოვო. ძველი ნინიკა უნდა დავაბრუნო. უნდა წავიდე,არ შემაჩეროთ. ტატო დვალვი მოკვდა,მისი სახელიც აღარავინ მიხსენოთ დღეიდან -კარებზე ზარი იყო. კარები დედამ გაუღო, ოთახში სოფი და ლექსო შემოვიდნენ,რომ დაინახა ჩემოდანი, გაკვირვებულმა შემომხედეს
-ეს რა არის? -გაკვირდებულმა სოფიმ მკითხა
-მივდივარ
-სად მიდიხარ?
-სადმე. არვიცი სად
-მიდიხარ კი არა გარბიხარ -საუბარში ლექსო ჩაერთო
-ლექსო გთხოვ,გამიგე…
-გიგებ და მესმის შენი,მაგრამ არ შეგიძლია,რომ უბრალოდ დარჩე და არ გაიქცე?
-ხომ მიცნობ?ხომ იცით როგორიც ვარ? მიკვირს ჩემი თავის ასე მშვიდად,რომ ვარ,მაგრამ რაღა უნდა გავაკეთო მეტი გუშინ მთელი ოთახი დავანგრიე
-ეგ არ გაგიჭირდება -მიპასუხა ლექსომ
-შეიძლება ცალკე ვისაუბროთ? -მითხრა სოფიმ და თავით მანიშნა წამოდიო. მეც გავყევი ეზოში დავსხედით
-ისევ სიზმარში მგონია თავი..ვერ ვიჯერებ რაც გააკეთა. რა მეგონა,რომ ვენდე,ყველას ნათქვამ მიყვარხარ და შენ გარეშეს ვერ ვიცოცხლებს ვიჯერებ. რა მეგონა,რომ ვენდე,ხომ ვიცოდი ასე მოხდებოდებოდა
-ნინიკა იქნებ დაელაპარაკო. ისე გამოიქეცი სიტყვა არ ათქმევინე იქნებ ყველაფერი ისე არაა როგორც გაიგე
-ახლა ჩემი ბრალია? მე მადანაშაულებ?
-არა ეგ არ მიგულისხმია. ახლა მის მდგომარეობაზე დაფიქრდი. მას უნდა დაელაპარაკო და აგიხსნას ყველაფერი
-შენ იმაზე დაფირდი მე რა გადავიტანე. ჯერ საუკეთესო მეგობარი დავკარგე ბავშვობაში. ახლა კი საყვარელმა ადამიანმა ისე ჩამარტყა გულში დანა თვალიც არ დაახამხამა
-ისედაც სულ ამაზე ვფიქრობ დაიკო გამუდმებით, არასდროს დამავიწყდება შენი ტკივილი
-მაგრამ შენ მაინც მას იცავ
-არავის არ ვიცავ. უბრალოდ იმას გეუბნევი,რომ დაელაპარაკო, თუ შერიგებას არ გადაწყვეტ მოუსმინე მაინც
-ძალიან დავიღალე,ამიტომ უნდა წავიდე. უკვე იმაზე მეტი გადავიტანე რასაც ვეღარ ვუძლებ. შემიყვარდა,შეიძლება ითქვას,რომ პირველად შემიყვარდა ეგრე სიგიჟემდე, მაგრამ როგორც სჩვევიათ აქაც გამოჩნდა ბოროტი მეფე და ყველაფერი გაანადგურა
-კარგი,როგორც გინდა, როგორც ჩანს უკვე მტკიცედ გადაგიწყვეტია წასვლა. მაგრამ ეს დაიმახსოვრე ყველას უზომოდ გვიყვარხარ და მოგვენატრები
-მეც მომენატრებით ყველა-დაქალს მაგრად ჩავეხუტე
-სად მიდიხარ ეგ მაინც მითხარი
-ბათუმში მინდა წასვლა საცხოვრებლად გადავალ. გარკვეული პერიოდი იქ ვიცხოვრებ
-ხომ ჩამოხვალ ხოლმე
-თქვენ ჩამოხვალთ ხოლმე ჩემთან. ახლა კი შევიდეთ მათაც დავემშვიდობო
-ნინიკა მანამდე რაღაც უნდა გითხრა
-ნინიკა -უკნიდან ბიჭის ხმა გავიგე, რომ მივბრუნდი მარკი იყო
-გავიგე,რომ მიდიოდი და ისე წახვიდოდი ერთი არ დაემშვიდობებოდი შენ მეგობარს?
-მოდი ჩემთან მეგობარო -ხელები გავუშვირე და მასაც ჩავეხუტე. შევატყე როგორ აუჩქარდა გული, ხელებიც უკანკალებდა ჩემს წელზე. ცრემლები ულევად გადმოდიოდნენ თვალებიდან. ახლა მესმის სანი რატომ წავიდა ასე გაუფრთხილებლად. დამშვიდობება ხომ ყველაზე ძნელი ნაბიჯია.
-ნინიკა მისმინე მართლა არ მინდოდა ეგრე გამოსულიყო. უბრალოდ ჯობდა ახლა გტკენოდა გული ვიდრე მერე,როცა უფრო შეეჩვეოდი მას. მე მინდოდა ორივე ბედნიერები ყოფილიყავით, მაგრამ მისი ბედნიერება მოჩვენებითი იყო. სანამ ფინიშში გავიდოდა ვინმეს უნდა ჩამოეხადა ფარდა მისი ნამდვილი სახისთვის. ჩემ გამო მოხდა ყველაფერი და ბოდიშს გიხდი,მაგრამ მე მხოლოდ ის გავაკეთე რაც საჭიროდ ჩავთვალე
-ვიცი მარკ. შენზე არ ვბრაზობ. შენ მართლა კარგი ადამიანი ხარ. ის გააკეთე რაც უნდა გაგეკეთებინა და პირიქით მადლობას გიხდი მაგისთვის..სოფი შენ რამის თქმა გინდოდა წეღან?
-არაფერია დაივიწყე.შევიდეთ დაემშვიდობე იმათაც -სახლში შევედით, ყველას კარგად ჩავეხუტე. ლექსო,რომ ჩამეხუტა ვეღარავინ გამოაცალეს ჩემი თავი ხელებიდან. ბოლოს წამოვედი,ტაქსი გამოძახებული მყავდა და ცოტას აგვიანებდა კიდეც
-ნინიკა -უკნიდან საკმაოდ ნაცნობი ხმა გავიგე
-ტატო? -გაოცებულმა შევხედე. ის ჩემთან ახლოს იდგა, იმდენად ახლოს,რომ თავისუფლად ვგრძნობდი მის სუნქვას. ჰაერი აღარ მყოფნიდა, უფროსწორად ვეღარ ვსუნქავდი, ვიცოდი ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო,ორივეს გახშირებული სუნქვა, თვაკებში ჯიქურად მიყურებდა - შენ აქ რას აკეთებ !!-ძლივს გასაგონად ვთქვი
-არ წახვიდე
-რაა? -გამეცინა მის ნათქვამზე. ცივად გავაშვებინე ხელები,რომლებიც ჩემს ხელებში ჰქონდა ახლართული
-გთხოვ არ წახვიდე. სწავლას რას უპირებ შენ ხომ ჯერ არ დაგიმთავრებია უნივერსიტეტი
-სწავლას თავს ვანებებ, რამე სამსახურს ვიშოვი, არ იდარდო შენ. თუ სხვა სათქმელი არ გაწვს უნდა წავიდე.
-გემუდარები არ წახვიდე. შენს გარეშე არ შემიძლია. აქედან არ წახვიდე. მჭირდები გესმის?
-ხო გჭირდები და იქამდე დაგჭირდები სანამ შენ მიზანს არ მიაღწევ მერე კი ისე მომისვრი ნაგავში ერთი წამი არ დაფიქრდები
-ნინიკა გთხოვ ეგრე ნუ ამბობ.
გთხოვ ეგრე ნუ ამბობ. მიყვარხრ გესმის? უზომოდ მიყვარხარ, იმაზე მეტადაც ვიდრე შენ წარმოიდგენ
-შენ მე მთელი 7 თვის მანძილზე მიყენებდი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მიყენებდი, იცოდი,რომ მიყვარდი, მიყვარდი სიცოცხლეზე მეტად,ჩემს სუნქვაზე მეტად, ცხოვრებაზე მეტად, ყველაზე და ყველაფერზე მეტად. წრფელი,ნამდვილი,ზედმეტად უცნაური,დაუწყნარებელი, დაუვიწყარი გრძნობების თვალით გიყურებდი ყოველთვის. ვიცოდი,რომ სამუდამოდ მეყვარებოდი, იცოდი,რომ რაც არ უნდა მომხდარიყო მაუნც ყველაზე მეტად მეყვარებოდი, ეს შენც ჯარგად იცოდი და ზუსტად ეს იყო შენი კოზირი. სამწუხაროდ მე ყველაფერი იმაზე ადრე გავიგე სანამ მაგ კოზირის დარტყმის დრო მოვიდოდა. მე ვერ ვიტყვი დამავიწყდები, რადგან რამდენი ვინმეზე ნფობას გადავწყვეტ ყოველთვის გამახსენდეს ჩემი დაშვებული შეცდომები. ახლა კი უნდა წავიდე ჩემი გამგზავრების დროა
-ნინიკა. ძალიან გთხოვ. გემუდარები სულ ორი წამი დამითმე გთხოვ -მის სიტვებს ყურადღება არ მივაქციე. ტაქსში ჩავჯექი და საბოლოოდ დავემშვიდობე იმ ადგილს,რომელიც დაუვიწყარ მოგონებებს ინახავენ. 5 საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავაღწიეთ ბათუმში. ბინა წინასწარ ნაპოვნი მქონდა, ორ ოთახიანი ვიქირავე. მეორე დღეს კი სამსახურის ძებნას უნდა შევუდექი. ამაში მაინც გამიმართლა,დიდი ძებნა არ დამჭირვებია, ჩემი ბინის ქვეშ კაფეში უნდოდათ მიმტანი და გასაუბრებიდან მეორე დღესვე დამაწყებინეს მუშაობა. იქაურ გარემოს მალე შევეგუე. ახალი მეგიბრებიც გავიცანი. ლიზა და თიკა. საყვარელი გოგოები იყვნენ. ისინიც ჩემსავით დაკმაოდ მდიდარ ოჯახში გაიზარდნენ, მაგრამ თავში არცერთს ჰქონდა ავარდნილი მამიკოს ფულები. ყოველ საღამოს ვსეირნიბდით ერთად, ისინიც ჩემ ბინაში ცხოვრობდნენ. უბრალოდ მე მე-9 სართულზე ვიყავი ისინი მე-4-ზე. მერე ძილის წინ ჯერ ჩემ მშობლებს ვურეკავდი, მერე კი სოფის და ლექსოს. მთელი დღის ამბებს ვუყვებოდი ხოლმე და ვიძინებდი. "მისგან" არანაირი სიახლე არ იყო. ყველა მკაცრად მყავდა გაფრთხილებული,მასზე სიტყვაც არ ეთქვათ, ამიტომ არც არავინ მიყვებიდა ახალ ამბებს და მეც ინტერესი მკლავდა სად იყო, რას აკეთებდა, ვისთან ერთად იყო და მოკლედ ყველაფერი. სიმართლე გითხრათ არ მესმოდა მისი, საერთოდ არ მესმოდა,მაგრამ მიყვარდა, იმ ყვეკაფრის მერე მე ისევ მიყვარდა. ველოდებოდი.. ველოდებოდი ყოველი წამი,წუთი,საათი,დღეები,უკვე ერთი თვეც კი გავიდა რაც ველოდებოდი, ის კიდე არ ჩანდა, მე კიდე ისევ ისე,გაშეშებული თვალცრემლიანი თვალებით ვიჯექი და ჯერ კიდევ გაცნობიერების პროცესში ვიყავი. ყოველ ღამე თვალცრემლიანი ვიდექი აივანზე და ვუყურებდი ულამაზეს ცას, ვიდექი და ყოველ წამს განუწყვეტლივ ჩამესმოდა იმ ალქაჯის თითოეული სიტყვა. დაახლოებით ერთი თვე იყო გასული, ჩემი ბათუმში გამგზავრების შემდეგ, დედა და მამაც იყვნენ ჩამოსულები ჩემს სანახავად. მერე მამას საქმეების გამო უკან დაბრუნება მოუწიათ. სახლში ვიჯექი და ტელეფინს სრულიად უაზროდ მივშტერებოდი. მერე ჩემებს დავურეკე ხომ მშვიდობით ჩახვედით თქო და დასაძინებლად მოვემზადე,ღამის 2 საათი იქნებოდა, ძლივს მოვხუჭე თვალები, მაგრამ ვინ გაცდის. კარებზე ვიღაც მთელი ძალით აკაკუნებდა,ლამის კარები ჩამოიღო. შიშისგან სად დავმალულიყავი არ ვიცოდი. ნოემბერი იყო,ამიტომ უკვე ცოტა აცივდა ქალაქში, თბილი პლედი თავზე გადავიმხე, ხელში დანა ავიღე ყოველი შემთხვევისთვის,თავის დაცვა რომ დამჭირვებოდა.
-ვინ ხარ? -ვიკითხე შიშნარევი ხმით
-ტატო ვარ გამიღე გთხოვ --მისმა ხმამ ადგილზე გამყინა, გამაქვავა, არ ველოდი,ან ამ შუაღამე რომელი ნორმალური ელოდებოდა თავის ყოფილს კარებთან. საშინელი ხმა ჰქონდა, აშკარად არ იყო კარგად
-აქ რა გინდა?
-შემომიშვი,ძალიან გთხოვ გააღე და ყველაფერს აგიხსნი -ახლა სულ რო მისი მოკვლა მდომებოდა ისეთ მდგობარეიბაში დავინახე უკან რას გავუშვებდი
-რა დაგემართა სად დალიე ამდენი
-ძალიან მომენატრე ნინიიკ - მთელი ხმით ყვიროდა და მთელი ძალით მეხუტებოდა
-ჩუმად იყავი იდოტო მეზობლები არ გააღვიძო,თორემ მეც სახლის გარშე დავრჩები და შენც გაგაგდებენ აქედან
-ძალიან მომენატრე და რომ ვეღარ გავუძელი დავლიე
-ფეხზე ძლივს დგახარ წამოდი მისაღებში დაჯექი -დივნამდე მისვლაში დავეხმარე, როგორც დავსვი იმ მდგომარეობაში იყო, არ ინძრეოდა,თვალს არ მაშორებდა. იმის მაგივრად რომ კარგად გამელანძღა, ყველანაირად ვცდილობდი მასზე მეზრუნა
-ასე რატომ მოიქეცი, ამ შუა ღამე აქ რა გინდა არანორმალურო
-ძალიან მენატრებოდი, ყველა მეუბნეოდა არ დაურეკო უფრო შეძულდებიო და არ გირეკავდი, მაგრამ აღარ შემეძლო
-ძალიან გთხოვ გვიანია უკვე. შენ სტუმრების ოთახში დაიძინე, მე ჩემ ოთახში ვიქნები. ხვალ დილით ადრე ვარ ასადგომი და თუ შუაღამე კიდე არ გამაღვიძებ ძალიან გამახარებ. -მე ჩემ ოთახში შევედი,ის კი დივანზე დავტოვე,იმედია თავის ოთახს მაინც მიაგნებდა. საწოლზე დავწექი. დებილივით მეღიმებოდა მის საქციელზე. მართლა არაა ნორმალური ეგ. მე ხომ ამდენი ხანი ველოდი და აი ისიც გამოჩნდა, ნუთუ შემეძლო მისი ასე ადვილად გაშვება. მაგრამ მეორე წუთში მახსენდებოდა რაც მან გააკეთა და სიბრაზე ყელში მიჭერდა.
რომ გამეღვიძა უკვე, საათის ისრები 8 საათს აჩვენებდნენ. მისაღებში გავედი,იმ სულელს დივანზე ჩასძინებოდა,სრული სიწყნარე იყო, სუნქვის ხმა მესმოდა,ის მშვიდად სუნქავდა, მე კი ვგრძობდი როგორ მძიმედ ვსუნქავდი. მისი ყურებაში ისე გავერთე საკმაო დრო გამეპარა, ერთი დღეა აქ არის და უკვე ცუდად მოქმედებს ჩემზე. სამზარეულოში გავედი რძიანი ყავა გავიკეთე, დალევას,რომ მოვრჩი პატარა ფურცელზე წერილი დავუტოვე და მაცივარზე მივაკარი. დავწერე საჭმელი სადაც იყო და იმედი მქონდა სახლს გადამწვარს არ დამახვედრებდა. სამსახურში წავედი, ისეთი არაფრრი მომხდარა, დიდი სამუშაოებიც არ მქონდა ამიტომ სახლში ადრე მივედი. გოგორბმა დამირეკეს გავისეირნოთო მაგრამ უარი ვუთხარი,სტუმარი მყავს თქო. იმედია სანახავად არ ამოვლენ თქო თან მაგას ვნატრობდი,არ გინდა ამათ აუხსნა ვინაა ჩემთან? სახლში ავედი, ისევ სამარისებული სიჩუმე დამხვდა, რომ დავინახე,რომ ტატოს ისევ ეძინა,ლამის გულმა დამარტყა ხო არ მოკვდა თქო. მაცივრუდან წერილიც ჩამოხსნილი დამხვდა ანუ გაუღვიძია, მერე ახლოს მივედი ხელი ოდნავ შევახე. სიცხისგან იწვოდა
-ჯანდაბა სიცხე აქვს -ჩემთვის ჩავილაპარაკე და სასრაფოდ წამლები ამოვუტანე აფთიაქიდან. ძლივს გავაღვიძე
-ცუდად ხარ იწვები იმხელა სიცხე გაქვს
-რომელი საათია? -მოგუდული ხმით მითხრა
-8 საათია
-რამდენი ხანი მეძინა უნდა წავიდე უკვე გვიანია
-სად მიდიხარ,სრულ ჭკუაზე ხარ?
-ანუ დარჩენას მთხოვ? -მაშინვე ვინანე ჩემი სიტყვები და გამოსწორებას შევეცადე
-ანუ ამ მდგობარეობაში სად მიდიხარ თქო. არსად არ წახვალ სანამ კარგად არ გახდები -წამლები დალია და ისევ ისე დაწვა. მალე დაეძინა, ვუყურებდი და მინდოდა ყველაფრის წარსულში დატოვებდა და ახალი ფურცლიდან დაწყება,მაგრამ არ შემეძლო. ძილის წინ ცხელი შხაპი მივიღე და მალევე დამეძინა, მეორე დღეს ისევ ადრე ავდექი, მისაღებში,რომ გავედი თვალები შუბლზე ამივიდა, მაგიდა გაშლილი ჰქონდა და ყურებამდე გაჯრეჭილი მელოდებოდა,როდის გამოვიდოდი
-არ მჯერა ეს ყველაფერი შენ გააკეთე?
-რათმაუნდა ჩემო პრინცესა
-ესეიგი უკვე კარგად ხარ და შენი წასვლის დროა ხო
-ნუ არამიშავს. ცოტა უკეთ ვარ
-კარგი მეჩქარება სამსახურში, დიდი დრო არ მაქვს გემრიელი იყო ყველაფერი -ვთქვი და სწრაფად გავიქეცი კაფეში. დღეს საკმაოდ დატვირთული მუშაობა გვქონდა, ვერ წარმოიდგენთ,როგორ მაწყვიტავდა ნერვებს ვიღაც პაცანა ბავშვები,რომ შემოდიოდნენ და ბიჭებს რასაცქვია თავზე,რომ აჯდებოდნენ. არადა ბიჭებიც ისე იყვნენ ლამის თმებით ეთრიათ,მაგრამ ხმას არ იღებდნენ.
მუშაობის დამთავრებამდე 1 საათი მქონდა დარჩენილი,როცა კაფეში იმ ბედოვლათმა შემოაბიჯა ვისზე ფიქრის გამოც მარტო დღეს ლამის 10-ჯერ გადავივლე ყავა
-სახლში არ მასვენებდი და ახლა აქაც მიმაკითხე,რომ სიცოცხლე გამიმწარო?
-ორი ჭიქა ყავა და ნანცხვარი თუ შეიძლება
-მარტო თქვენ გნებავთ თუ კიდევ ელოდებით ვინმეს
-დიახ დიახ ველოდები
-კარგი თქვენი შეკვეთა ხუთ წუთში იქნება მზად
-თქვენობით ნუ მელაპარაკები თუ შეიძლება -ხმა არ გავეცი. შეკვეთის გამზადებას მოვრჩი და მაგიდასთან მივუტანე. გემრიელად მიირთვით თქო ვუთხარი და უკან ვბრუნდებიდი ხელით,რომ დამიჭირა
-სად მიდიხარ
-თუ ნებას მომცემთ უნდა ვიმუშავო
-არა აქ დაჯექი ეს მეორე ჭიქა შენთვისაა და სანამ არ დალევ არსად არ წახვალ
-ტატო არ შემიძლია ნუ სულელიბ უნდა ვიმუშავო
-ნინიკა უარი არ მიიღება. თუ საჭიროა მე დაველაპარაკები შენ უფროსს და ხუთი წუთი დაგითხოვს
-კარგი მაგრამ სულ ხუთი წუთი..დამელოდე ვეტყვი შემცვალონ ცოტახნით..დახლთან დავბრუნდი,თუმცა არავინ დამხვდა,ამიტომ სამზარეულოში შევედი. მარიამს ვთხოვე ცოტახნით ჩემს მაგივრად დამდგარიყო და ისიც დამსთანხმდა. მერე კი ტატოსთან მივდიოდი..ხო მივდიოდი და ადგილზე გავქვავდი,როცა დავინახე,რომ მის წინ ის გაწეწილი იჯდა იმ დღეს ბარში, რომ შეხვდა. ნუთუ ამას ისევ ხვდება? რა ადამიანი ხარ ტატო დვალვი რა ადამანი ხარ..ლამის იმ ჭკუაზე ვიყავი ყველაფერი დამევიწყებინა,მაგრამ შენ რა გააკეთე. ისევ თავიდან აურიე ყველაფერი. დაჟე ამ ძუკნებსაც ეპატიჟები არა ჩემს კაფეში? ვინ იცის ამჯერად რა ინტრიგებს ხლართავთ ჩემს ზურგ უკან..როცა დავინახე როგორ დაასრიალებდა ის საზიზღარი გოგო მის კისერზე ხელებს სურვილი გამიჩნდა თმებით მეთრია. მაგრამ მე ხომ საზოგადიების თვალწინ კონცერტევის მოწყობა არ მეხერხება ზოგი ისტერიჩა გოგოს მსგავსად. მირჩევნია ჩემთვის მოვიკლა ის ემოციები ვიდრე მთელ ხალხს ვაჩვენო ჩემი სიქაჯე. რაც შემეძლო მშვიდად და აუღელვებლად მივედი მაგიდასთან, იმ ალქაჯის სიტყვებმა უფრო გამიმძაფრა მისი თმებით თრევის სურვილი
-ოჰო ჩვენი მიმტანი გოგოც მოსულა. ოპსს..-შეიცხადა სავით -ეს ის მდაბიო არ არის ყველას სიტყვის რომ სჯერა? -ბოლო ხმაზე გადაიკისკისა. კბილებს ერთმანეთს ვაჭერდი,რომ სიმწრისგან რამე არ წამომცდენოდა
-ნანკა სიტყვები აკონტროლე როცა მასზე საუბრიბ თქო -თვალები დაუბრიალა ტატომ და შევატყე ხელზეც რა მწარედ მოუჭირა ხელი. ეს ნანკას სახეზეც გამოიხატა
-რა იყო ახლა დაიწყე მისი დაცვა?
-როგორც ჩანს კარგად საუბრობდით ჩემ გარეშე,ამიტომ ხელს აღარ შეგიშლით და დაგტოვებთ
-კარგი იდეაა -ისევ იმ წიკვინა გოგოს ხმა მომესმა, თუმცა ტატის ბოხი ხმაც მალევე მიჰყვა
-არსად არ წახვალ. აქედან ვინც წავა მხოლოდ შენ ხარ ნანკა გასაგებია?
-ძალიან ცდები თუ გგონია,რომ აქედან წავალ. თბილისიდან ხომ გამომექეცი და შენ გოგოსთან მოხვედი. იცოდე ვერ მომიშორებ ტატო კარგად დაიმახსოვრე აქედან არ ავდგები
-კარგი მაშინ მე ავდგები და შენ სადაც გინდა იქ წასულხარ -შევატყე,როგორ მოეკიდა მთელ სახეზე სიბრაზე ნანკას. ისე გამწარდა შეეძლო თმებითაც ვეთრიე. მე ისევ დახლთან დავბრუნდი. არც ტატოსთვის მითქვამს რამე და არც იმ ალქაჯისთვის. არ ვაპირებდი მათ გამო ნერვები მომეშალა
-ნანკა იმედია ჩემზე არ ბრაზობ -მკითხა ტატომ და ცალი ხელით დახლს დაეყრდნო
-ერთ რამეს გკითხავ..მე,შენ და შენს ქალბატონს სულელი ხომ არ გგონივარ?
-ანკა გეფიცები მე არაფერ შუაში ვარ..ისიც არ ვიცოდი ბათუმში თუ იყო..იმ ამბების მერე არც კი შევხვედრილვარ მას..ვისაც გინდა კითხე მაგრამ მართლა ერთი წამითაც კი არ მინახავს..ახლაც ისე მოულოდნელად დამადგა თავზე სანამ აზრზე მოვედი მანამდე შენც მოხვედი. მეც კი გაუგებრობაში ვარ. არ ვიცი საიდან მიპოვა
-როგორც ჩანს კარგად ვერ აგიხსენი. მე შენ გაგაფრთხილე თავი შორს დაგეჭირა ჩემგან. შენ გამო ღამეებს ვათენებდი. როცა აქ დაგინახე ჩემ სახლში უბედნიერესი ვიყავი. თუმცა მე ხომ ნინიკა ვარ. გოგო რომელიც ყველაფერს ადვილად იჯერებს. მე ლამის დავაპირე ისევ ვენდო თქო,მაგრამ იმაზე ადრე გამოააშკარავეთ თქვენი მეორე ხრიკები,რომ ამჯერადაც არ დაგცალდათ..ძალიან გთხოვ ჩემგან გაქრი და ეს არსებაც თან წაიყოლე..არ მინდა რომ ისევ იგივე გადავიტანო. ისედაც საკმარისზე მეტის გადატანა მომიწია
-მაშინ იმ ღამეს რომ ვითამაშეთ მკითხე რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანსო. შენ თქვი ტყუილსო. მე კი ვთქვი,რომ უნდობლობას ვერ ვაპატიებ თქო. მე ათასჯერ მაინც აგიხსენი სიტუაცია, მაგრამ შენ არადა არც მისმენ. ერთი წამითაც კი არ მომისმინე. მე შენთვის არასდროს მომიტყუებია. აი შენ კი მე არასდროს მენდობოდი. ეგ კი იმას ნიშნავს,რომ არც არასდროს გიყვარდი..ახლა კი შენ გადაწყვიტე რომელს უფრო აქვს გაბუტვის და გაბრაზების მიზეზი
-ნახევარ საათში მუშაობას ვამთავრებ. სანაპიროზე მოდი არ დააგვიანო. სულ 10 წუთს დაგითმობ..იმედია ის ალქაჯი დღესვე დაბრუნდება თბილისში და ახლა აქ არ გააგრძელებს ჩემს გამწარებას
-ნუ ღელავ ის დღესვე წავა ან ხვალ აუცილებლად მოუწევს წასვლა..მე გაძლევ პირობას -ტატო კაფიდან გავიდა. მეც ნახევარ საათში ყველაფერი მოვაწესრიგე და სანაპიროზე წავედი. ის უკვე იქ დამხვდა. ბევრი ლაპარაკი არც დამიწყია
-ძალიან გთხოვ პირდაპირ სათქმელზე გადადი. 10 წუთი გაქვს ის ყველაფერი თქვა რისი თქმაც გინდა. მერე კი შენს სახეს ვეღარასდროს დავინახავ დიდი იმედი მაქვს
-კარგი სულ თავიდან დავიწყებ
-ნუღა აჭიანურებ -შევბღვირე და გააგრძელე თქო ვანიშნე
-იმ დღეს,როცა კაფეში შემთხვევით დაგეჯახე,ნანკა და მათეც ჩემ გვერდით იყვენ..იმ დღეს გასართობად ვიყავით ჩვენ სამი და სურვილი წავაგე. შენთან დაშორების მერე,როცა იმ ადგილს გამოვშორდით ნანკამ მითხრა,რომ იმ ჩემი სურვილის შესრულების დრო იყო. და მითხრა შენი თავი დამეკერა
-მიზანს როდის მიაღწევდი? ქორწილის დღეს გაიქეცეოდი თუ რას იზავდი
-არა ქორწილამდე საქმეს არ მივიყვანდი
-აჰა გასაგებია რაშიცაა საქმე. გააგრძელე. და ისიც თქვი იმ დღეს რა ბზიკმა გიკბინა ჩემი გატაცება რომ გადაწყვიტე
-მთელი ეს დრო კარგად გაკვირდებოდი, მთელი 6 თვე. შენ გაკვირდებოდი. ამ დაკვირვებამ და თამაშმა ისე ჩამითრია მართლა შემიყვარდი. შენს გარდა ვეღარავის ვამჩნევდი. მერე იმ ღამეს მოვედი და სიყვარული აგიხსენი. ჩემი ყველა სიტყვა გულწრფელი იყო. მაგ დროს მართლა სიცოცხლეზე მეტად მიყვარდი. ნანკა ამბობდა თუ შენ არ დაამთავრებ თამაშს მე მომიწევს მაგ გოგოზე შურისძიებაო. ყველაფერზე წამსვლელი იყო. შენთვის ყველაფრის თქმას ვაპირებდი. მაგრამ ძალები არ მყოფნიდა. მათესთან და ნანკასთანაც ყველანაირი კავშირი გავწყვიტე..ვიცოდი ოდესღაც რამეს იზავდა მაგრამ შენ ჩემთან იყავი და არ მეშინოდა არც ნანკა და არც მათესი. იმ დღეს როცა მოგიტაცე არც ერთია შუაში. სამსახურის საქმის გამო განერვიულებული ვიყავი და შენთან ერთად გაქცევა გადავწყვიტე.. ნინიკა მე მართლა მიყვარხარ. ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ
-დაამთავრე?
-სხვა სათქმელი აღარ დამრჩა
-კარგი ეგრე იყოს. ახლა უნდა წავიდე სამწუხაროდ
-ხო მაგრამ..
-რა მაგრამ?
-მე სად წავიდე?
-შენ ნანკას ღამის გასათენებელიც ექნება ბათუმში და ის გიპოვის რამეს
-ნინიკა გეყოს..ხომ ვილაპარაკეთ უკვე მაგაზე
-ხო ვილაპარაკეთ,მაგრამ მე არ მითქვამს რომ ყველაფერს გაპატიებდი. ან ის საიდან უნდა ვიცოდე ახლაც მეთამაშები თუ სიმართლეს ამბობ. ბოდიში მაგრამ სასტუმროში დაძინება მოგიწევს ან თბილისში წასვლა -სახლში ავედი ტანსაცმელი გამოვიცვალე. თბილისში ვინც მოსაკითხი მყავდა ყველას დავურეკე და მოვიკითხე. სოფის ტატოზე,რომ მოვუყევი ლამის გაგიჟდა და ჩემებმა ის,რომ გაიგეს რომ ღამე ჩემთან დარჩა ლამის ტელეფონში გადმოძვრნენ. იმ დღეს ცოტა გვიან დამეძინა. ბევრს ვფიქრობდი. ვიცოდი,რომ ისევ არასწორ ნაბიჯს გადავადგამდი თუ შევურიგდებოდი,მაგრამ გული სხვა რამეს მეუბნებოდა. ყველა,რომ მომეტყუებინა, რომ აღარ მიყვარდა და იმ ყველაფრის მერე მეზიზღებოდა, საკუთარ თავს როდემდე მოვაყუებდი მაგას. არ შემეძლო მის დანახვაზე ბავშვურად არ გამღიმებოდა,არც ჩემს გულს შეეძლო მშვიდად ყოფნა. მიყვარდა სწორედ ამიტომ ვიყავი დარწმუნებული,რომ ამჯერად ყველაფერს სიმართლეს ამბობდა...
მეორე დღეს არ ვმუშაობდი დასვენების დღე მქონდა..სისხამ დილა იყო, ჯერ მთვარეც კი არ იყო დამალული,სანაპიროზე სეირნობა გადავწყვიტე. ისეთი დიდი,ნათელი მთვარე იყო თვალს ვერ ვაშორებდი. საოცარი სანახაობა იყო. ქვიშაზე დავჯექი. საკმაოდ დიდხანს ვიყავი ამ მდგობარეიბაში უკვე მზეც ამოსულიყო, კმაყოფილი სახით შევყურებდი ზღვას და ფიქრებში ვიყავი გართული. მერე გვერძე ვიღაც მომიჯდა,რაღათქმაუნდა ვინ იქნებოდა თუ არა ტატო. გამეღიმა მის დანახვაზე. თუმცა ხმას არ ვიღებდით. ორივე ასე უხმოდ ვიჯექით და შევყურებდით ულამაზეს ზღვას. მერე ისევ მან დაარღვია სიჩუმე
-ლამაზია არა?
-კი
-შენი თვალების ფერია -გავიღიმე,თუმცა მაინც არ შემიხედავს მისთვის
-მე შენი მოლურჯო-მოცისფრო თვალები უფრო მიყვარს -ახლა მე ვუთხარი,ისევ არ შემიხედავს
-რატომ?
-ლურჯთთვალება ბიჭუნავ ჩემი ხარ და იმიტომ
-სერიოზულად? -მის თვალებში აშკარად იგრძნიბოდა ბედნიერების სხივები
-ხო სერიოულად
-ახლა სიზმარში ვარ და მალე გამეღვიძება. მიდი აბა მოასწარი მანამდე და მიდევ მითხარი რომ შენი ვარ
-ჩემი ხარ ლურჯთვალება ბიჭო ჩემი
-ეს რეალობაა -ფეხზე წამიფრინდა და იმდენიხანი მატრიალა თავბრუ სანამ არ დამეხვა
-ბევრი მიზეზი იყო იმის,რატომ არ უნდა მყავრებოდი. თუმცა უამრავი მიზეზი მაქვს იმის,რატომაც უნდა მიყვარდე. ვაღიარებ არ მეგონა ოდესმე ვინმე შენნაირად თუ შემიყვარდებოდა. მაგრამ შემიყვარდი, ისე მიყვარხარ,რომ ყველაფრის დასავიწყებლადაც კი მზად ვარ -ის იმდენად გაოცებული იყო,ჯერ კიდევ აგონიაში მყოფი პირდაღებული მიყურებდა და თავის ცისფერ თვალებს მანათებდა -მიყვარხარ ლურჯთვალა ბიჭო -ბოლოხმაზე დავიყვირე და კისერზე ჩამოვეკიდე
-მიყვარხარ ლურჯთვალა გოგონავ -მანაც ხმამაღლა მითხრა და უფრო მეტად ჩამეხუტა.

-ახლა ისევ აქ აპირებ დარჩენას?
-აქ ყოფნის მიზეზი ცხვირწინ მიდგას და ვხვდები სადაც არ უნდა წავიდე ტკიპასავით დამყვება. ასე,რომ ჯობია ჩვენებთან ახლოს მაინც ვიყოთ
-დღესვე თბილიში ვბრუნდებით
-კარგი უფროსს ვეტყვი,რომ სამსახურიდან მოვდივარ. ხო მართლა არავის არაფერი უთხრა,სიურპრიზზ -გავეკრიჭე და სასწრაფოდ სახლში შევედი. ბარგი ჩავალაგე. მერე კი ტატოს მოსვლას დაველოდე. ისიც მალევე მოვიდა. თავის მანქანით იყო ჩამოსული ჩემი ბარგი უკან ჩაალაგა მე კი მის გვერდით დავიკავე ადგილი. მთელი გზა არანორნალურად ვიარეთ, მივღერეთ,ვიცინეთ, მე როგორც ყოველთვის ცოტა ვეჩხუბე და გავებუტე,მერე ამაზეც დამცინა და მალევე შევრიგდით და აი,როგორც იქნა ჩავაღწიეთ თბილისში. სახლში კარები დედამ გამიღო და ქალი ლამის ჩაიკეცა ჩემს დანახვაზე
-დიტო..დიტო..გამოდი გარეთ..დეე..მელანდები თუ მართლა შენ ხარ?
-მე არა დეე ჩვენ ვართ -ხელი ტატის მოვკიდე და ისევ გავეკრიჭე დედას
-ჩემი გვრიტები მოსულაან -კარებისკენ ფრენა-ფრენით წამოვიდა მამა და ორივეს გადაგვეხვია -ესეიგი შენ ხარ ის ცნიბილი ტატო არა? -წარბაწეულმა შეხედა მამამ ტატოს
-მოიცა დიტო რა დროს ეგ არის შემოიყვანე ბავშვები სახლში -დედამ სახლში შეგვიყვანა..დიდი ხანი გავჩერდი, ტატომ კარგად გაიცნო ჩემი მშობლები,ჩემებმაც კარგად გაუგეს ტატოს..უკვე ვხედავდი იმ ბედნიერ ოჯახს რაც წინ მელოდა..არანაკლები რეაქციები ჰქონდათ სოფის,ლექსოს და მარკსაც, ნუ მარკი როგორ ყოველთვის ახლაც არანორმალურად მიყურებდა. რამდენიმე დღეში სოფიმ დამირეკა და ერთი ამბავი ამიტეხა, საქორწინოდ რაღაცეების ყიდვა მინდა და თუ არ გამომყვები იცოდე ხმას არ გაგცემო. სხვა რა გზა მქონდა დავთანხმდი..სად აღარ მატარა,ცნობილი დასახელების ტორტის სახლიდან,კაბების სახლამდე დამთავრებული სულ შემომატარა მთელი თბილისის მაღაზიები..მერე აიტეხა მოდი ახლა ბარში შევიდეთო. მე ძალიან დაღლილი ვიყავი ამიტომ არ შევყევი, თან რაღა ბარში მივყავარ კაფეში მაინც წავეყვანე თქო ვფიქრიბდი..მაგრამ მერე იმდენი იწუწუნა პატარძალს ერთ სურვილსაც ვერ უსრულებო მაგის ცოდვით დავთანხმდი მაგაზეც..ბარში არაფერი დამილევია,ხასიათზეც არ ვიყავი თან. სოფიმ ერთი ჭიქა დალია მარტო. ძირითადად მშვიდი სიმღერები იყო ალაგ-ალაგ შეურევდნენ ხოლმე გიჟურ სიმღერებს..
-სოფი..-ხმა გაპარულმა ამოვიჩურჩულე -სოფი შენც იმას ხედავ რასაც მე?
-ხო დაო ვხედავ -სიცილით თქვა სოფიმ ..აზრზეც ვერ მოვედი,როგორ მომისხდნენ გვერძე ლექსო და მარკი..აი მე კი რამაც სრულ შოკში ჩამაგდო ტატო იყო,რომელიც მიკროფონით ხელში იდგა სცენაზე და მთელი მონდომებით ლაპარაკობდა
-ნინიკა,ეს ის სახელია,რამაც ცხოვრება გამიფერდა. ნინიკა,ამ სახელზე არ მახსოვს ისეთი ისტორია რომელიც კრახით დასრულდა. ნინიკა, ეს მისი სახელია რომელმაც შეძლო და საკუთარი თავი და საკუთარი საქციელები დამავიწყა. სრულიად შემცვალა. ის ადამიანი რომელსაც ქვის გული ჰქონდა და გოგოს გრძნობებს ფეხქვეშ თელავდა შეცვალა და მისი გული სითბოთი გაავსო. დიდი მადლობა ამისთვის ჩემს ერთადერთ გოგოს. შეიძლება ცოტა ბანალურია ჩემი გამოსვლა,შეიძლება ზოგზიგიერთი ბიჭივით მრავალფეროვანი სიტყვებით ვერ ვლაპარაკობ. მაგრამ ჩემს თითიეულ სიტყვაში სიყვარული დევს..კიდევ ერთხელ გიხდი მადლობა ჩემი ცხოვრების შეცვლისთვის ჩემო ფერია..მე რამდენი მადლობაც არ უნდა გითხრა მაინც არ ეყოფა იმას რაც შენ ჩემთვის გააკეთე..მე მხოლოდ ერთადერთი რამე შემიძლია შემოგთავაზო -მთელი დარბაზი გაჩუმებული იყო, დარბაზი მხოლოდ მშვიდ მელოდიას და ტატოს ხმას ჰქონდა მოცული, სიტყვებით ვერ აგიღწერთ რა ბედნიერი ვიყავი იმ წამს..უბედნიერესი ვიყავი
-თანახმა ხარ იყო ჩემი ცოლი და ჩემი შვილების დედა? -ეს სიტყვები ექოდ ჩამესმა ყურში, ყველაფერს წარმოვიდგენდი ტატოსგან,მაგრამ ამას არა. ფეხზე ძლივს ავდექი,მაგიდას ვეყრდნობოდი რომ არ წავქცეულიყავი..მასთან ნელი ნაბიჯებით მივედი,თვალებით ძლივს ვიხედებოდი ცრემლები ისე მქონდა ჩაგუბებული..ის ჩემს წინ დაიჩოქა და კიდევ ერთხელ გამიმეორა ამდენი ხალხის წინ
-ნინი ვიბლიანი ცოლად გამომყვები?
-დიაახ -მთელ.დარბაზში ექოდ გაისმა ჩემი ხმა,ან მე მეჩვენებოდა ასე სიხარულისგან..მოკლედ ბევრი,რომ აღარ ვილაპარაკო,ალბათ ხვდებით ეს დღე როგორი არაჩვეულებრივი იყო ჩემს ცხოვრებაში და როგორ არანორმალურად გავატარებდით..ქორწილი ორ თვეში დავნიშნეთ,ყველაზე მეტად რაც მიხარიდა და რაც დამამახსოვრდებოდა ეგ ქორწილის დღე იყო,იმიტომ რომ,ვის არ დავაამახსოვრდება ის დღე,როცა ორ საუკეთესო მეგობას ერთ დღეს აქვს ქორწილი..ხო მე და სოფომ ქორწილი ერთ დღეს დავგეგმეთ. რავი ასე მოგვინდა ,ჩვენ მშობლებს ცოტა არ იყოს გაუკვირდათ ეგ იდეა მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმეთ,მთავარია თქვენ იყოს ბედნიერებიო..ახლა კი მე ვარბენინებდი სოფის ჩემ კაბაზე და ტორტის ასარჩევად,ეს ორი თვე სამზადისში ისე მალე გავიდა ვერც კი შევნიშნეთ..რაც უფრო ახლოვდებოდა ქორწილის დღე გული უფრო ამოვარდნას მქონდა, დედაც სულ მელაპარაკებოდა ქორწილზე რაღაც რევებს მაძლევდა..ისიც ნერვიულობდა,როგორც ყველა დედა,როცა შვილი უთხოვდება..მამა ყოველდღე იმას წუწუნებდა სახლი მოიწყენს შენს გარეშეო.
ყოველდღე ერთად ვიყავით ძირითადად ჩვენ ოთხი..მე,ტატო,სოფი და ლექსო..მარკიც იმდენად ხშირად არ იყო ჩვენთან..ეგ ბიჭი ყოველჯერზე მაოცებდა,რაც გავიცანი სულ არანორმალური ქცევები ჰქონდა,ან მაშტერდებოდა ან რავი რას აღარ აკეთებდა,ნამდვილი არანორმალური იყო,მაგრამ ვაღიარებ ძალიან საყვარელიც.
და დადგა 3 ნოემბერი, დღე როცა გული საგულეშიც აღარ ჩერდება, საათებს და წუთებს კი არა უკვე წამებსაც ვითვლიდით ტატოს და ლექსოს გამოჩენაში..მეც და სოფიც უკვე გამოვეწყეთ საპატარაძლო კაბებში,მე ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე და თეთრი,გრძელი,ძალიან გრძელი ფატით,უზარმაზარი კაბა მეცვა,რომელიც სულ ბზინავდა..სოფის კი ტანზე მიმდგარი,სადა მაგრამ ულამაზესი თეთრი გრძელი საპატარძლო კაბა ეცვა..ორივე ვერ ვპოულობდით ადგილს სახლში,ხან მაკა და ხან დედამისი გვამშვიდებდნენ,მაგრამ უშედეგოდ.. სიგნალების ხმაზე სადაცაა გული წამივიდოდა ამდენი ნერვიულობისგან,და სიხარულისგანაც..ნელ,ნელა ჩავიარეთ ჩემი სახლის დიდი კიბეები. მერე ეზოში გავედით,უკან დედა და მამა მოგვყვებოდნენ..ბიჭები კი კარებთან გველოდებოდნენ
-ჩემო პრინცესა რა გინდა ჩემი სიკვდილი? ულამაზესი ხარ-ყურში მიჩურჩულა ტატომ და ცალი ხელით თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა..მერე მანქანაში ჩავსხედით..ხელი მოვაწერეთ,ანუ ოფიციალურად ცოლ-ქმრად გამოგვაცხადეს..ყველაფერი ისე იყო როგორც ვგეგმავდით..მერე კი ბევრი სეირნობის და ფოტოსესიის ბოლოს დარბაზშიც მივაღწიეთ..იმდენი ხალხი დაგვხვდა,სიმართლე გითხრათ ყველას არც ვიცნობდი
-შენი ქორწილის დღე როა ცოტა შეიფერე ქალო ადექი იცეკვე -გადმომჩურჩულა სოფიმ
-ეს ერთი ჭიქაც დავლიო და ავდგები -მეც გადავუჩურჩულე და გავყევი საცეკვაოდ..მერე მეფე-დედოფლის სიმღერა ჩართეს..ორივე წყვილი წრეში მოგვაქციეს და ოთხივემ ვიცეკვეთ..ისე დავიღალე ჩემი ქორწილი,რომ არ იყოს იმ სკამზე მივიძინებდი..ეს რომ ტატოს ვუთხარი სიცილით გადაბჟირდა..იმდენი წვენი და სასმელები დავლიე საპირფარეშოში მომინდა თან მეთქი სოფისაც ვნახავ თქო,რომელიც საკმაოდ დიდი ხანი იყო არ გამოჩენილა,ალბათ სტუმრებს ნახულობს თქო ვიფიქრე. საპირფარეშოს შესასვლელთან ვიდექი,როცა სოფის ხმა გავიგე,უფრო ახლოს მივიწიე და რას ვხედავ. თურმე მარკიც წინ უდგას
-არ შემიძლია ასე..ჩვენი ქორწილის დღეა..ძალიან მრცხევია გესმის? როდემდე უნდა დავმალო უკვე ყელში მაჭერს. მინდა ყველაფერი ვუთხრა, მაგრამ მხოლოდ ის მაკავებს,რომ დღეს მისი დღეცაა..
-ძალიან გთხოვ..გემუდარები სულ ცოტაც მაცადე და ყველაფერს მე ვეტყვი..მე თვითონ ავუხსნი ყველაფერს
-კარგი ეს დღეც და მერე შენ თუ არა მე მომიწევს მაგის გაკეთება..ის ჩემი სულია და ჩემი ნაწილია და არავის მივცემ უფლებას გული ატკინოს..თუმცა ამას ნაწილობრივ მეც ვაკეთებ -კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა,მე უპრობლემოდ შევედი საპირფარეშოსკენ და მათთან მივედი
-რაზე ლაპარაკობდით?-ორივეს გაკვირვებულმა შევხედე
-არაფერზე მარკს ცოტა პრობლემები აქვს ერთ გოგოსთან და რჩევებს ვაძლევდი,როგორც საუკეთესო მეგობარი..ხომ ასე მარკ?
-რათქმაუნდა ასეა..ხო მართლა კიდევ ერთხელ გილოცავთ ორივეს ახლა კი დაგტოვებთ -თქვა და გარეთ გავიდა
-სოფი რამეს ხომ არ მიმალავთ?
-არა ჩემო ცხოვრება არაფერს მართლა
-სოფი იცოდე კარგად გცნობ და ვიცი ტყუილის დროს რაც გემართება და გაფრთხილებ არაფერი დამიმალო
-კარგი ჩემო პატარა..წამოდი ახლა გავერთოთ
-კარგი დამელოდე და გამოვალ-მათ საუბარს დიდი ყურადღება არ მივაქციე. დაქალია და რამე სერიოზული,რომ ხდებოდეს მეტყოდა..ამიტომ ქორწილში გართობა ჩვეულებრივად გავაგრძელე..ქორწილის მერე უამრავი საჩუქრები,მოლოცვები და სიურპრიზები,რომ მივიღეთ. ტატოს მამამ გამოგვიცხადა ორივე წყვილისთვის სიურპრიზი მაქვსო..თავიდან გვეგონა დედამისი ჩამოვიდა,(როგორც ლექსომ და ტატომ მითხრა ის საზღვარგარეთაა და ვერაფრით შეძლო ჩამოსვლა. ცოტა კი გამიკვირდა,მაგრამ...) მაგრამ ეს მხოლოდ მე და ტატოს კი არა სოფის და ლექსოს საჩუქარის უნდა ყოფილიყო,ამიტომ ეს იდეა გამოირიცხა..ოთხივე მასთან მივედით. ჯერ ოთხივეს ჩაგვეხუტა,ძალიან ტბილი კაცია ჩემი აწ უკვე მამამთილი. მერე კი ოთხი ბილეთი გამოგვიწოდა. გაინტერესებთ რა იყო ეს ბილეთები? მან მე,ტატო,სოფი და ლექსო დუბაიში გაგვიშვა თაფლობის თვის გასატარებად..ფრენა რამდენიმე საათში იყო,ამიტომ მოგვცა ამ დროს ეს ბილეთები..ამიტომ ქორწილიდან პირდაპირ აეროპორტში წავედით..რამდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ ჩავედით ამ ულამაზეს ქალაქში..იმაზე ლამაზი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა..სასტუმროში დავბინავდით,ოთახები გვერდი-გვერდ ავიღეთ..დროს ისე კარგად ვატარებდით სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ასეთ საოცარ წუთებს.
-საყვარელო რამდენი ხანია ემზადები,ისინი უკვე იქ არიან მე კიდე შენ გამო ვაგვიანებ -აწუწუნდა ტატო,მეც მოვრჩი ბოლო შტრიხის წასმას თვალის გარშემო და ღიმილით შევეგებე ქმარუკას
-მზად ვარ სიცოცხლეე-და ყურებამდე გავეკრიჭე..მერე დაბლა ჩავედით კაფეში სადაც სოფი და ლექსო გველოდებიდნენ
-მოდიან ჩვენი გვრიტები -გაეღიმა ლექსის
-ჩვენი მერცხლებიც ადგილზე ყოფილან-არ ჩამოვრჩი მეც
-ეტყობა და-ძმა,რომ არიან გამონახეს საერთო ენა-გაეცინა ტატოს და სოფიც აჰყვა
-აბა დღეს რა გავაკეთოთ ბავშვებო სად გავერთოთ? (სოფი)
-ჯერ ერთი კვირაა აქ ვართ და ჯერ კიდევ არ დაგვითვალიერებია დუბაის უმშვენიერესი ადგილები
-ხოდა დღეს გავალთ და დავათვალიერებთ -გავაგრძელე ლექსოს სიტყვები
-გეთანხმებით დღეს დუბაის ვათვალიერებთ..სამი კვირაც და სახლში უნდა დავბრუნდეთ და მოვასწროთ-კარგად,რომ დავნაყრდით სასეირონოდ გავედით,თან იმ ადგილებს ვნახულობდით რომელზეც ყველა საუბრობს..დღეს მხოლოდ "მომღერალი შადრევნების" ნახვა შევძელით ბურჯ-ხალიფასთან, რომელიც დუბაის ცენტრში მდებარეობს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ღირსშესანიშნაობად ითვლება..მერე სოფი დაიღალა და მაგის გამო საკმაოდ დიდ ხანს მოგვიწია გაჩერება შადრევანთან. მე დავცინოდი დუბაის ჰაერმა ცუდად იმოქმედა შენზე თქო. მაგრამ ვაღიარებ ჭამის მადაც მოემატა ისე,რომ კარგი პურისმჭამელი კაცები არ ჭამენ მაგდენს..
"შაჰი ზაიდის მეჩეთის" ნახვა გვინდოდა,მაგრამ სოფის გამო ვერ მოვახერხეთ..სახლში გვიან დავბრუნდით. უკვე საკმაოდ ღამე იყო
-სიცოხლე მოდი სულ აქ დავრჩეთ საცხოვრებლად
-შენ აშკარად მზის დარტყმა მიიღე დღეს ხო?-ხელი შუბლზე მივადე ტატოს-არა სიცხე აშკარად არ გაქვს
-კარგი რა ნინიკ ნახე რა ლამაზია აქაურობა. თან ერთ თვეში რამდენი რამის ნახვას მოვასწრებთ განა..მოდი დიდი ხანი დავრჩეთ და ესენი გავუშვათ ერთ თვეში
-მოიცა არ ხუმრობ?
-ნწ-თავი გააქნია
-არა..არა მომენატრებიან ჩემები
-ჩვენებს ტელეფონით დაველაპარაკებით ხოლმე და აქედან მოვიკითხავთ..გთხოვ დავრჩეთ რაა -ბავშვივით აწუწუნდა ტატო
-კარგი მაგრამ მაინც რამდენი ხნით გინდა დარჩენა -გამეცინა მის ბავშვურობაზე
-რავი ალბათ კიდევ შვიდი თვე
-ჰააა?
-კაი რას მიყვირიხარ რა ვთქვი ეგეთი
-ალბათ ხუმრობ ხო?
-ნწ -თავი გააქნია-ძალიან გთხოვ რაა..ესენი,რომ წავლენ, ჩვენ შვიდი თვე დავრჩეთ კიდევ და მერე დავბრუნდეთ..გპირდები მთელ დუბაის მოვივლით და ისეთ ადგილებსაც ვნახავთ საერთოდ,რომ არ გაგვიგია მაგაზე
-კარგი ხო,ახლა დავიძინოთ,ძალიან დავიღალე დღეს-ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და გადავბრუნდი. მან წელზე თავისი გრძელი ხელები შემომხვია და ასე ჩახუტებულებს დაგვეძინა..დილით ჯერ საქართველოში მოვიკითხეთ ყველა..მერე ჩვენი გეგმის შესახებ გავაცანით..
დღეს მე და სოფიმ საყიდლებზე გასვლა გადავწყვიტეთ,აბა ტრადიციას ხომ არ დავარღვევდით,ერთხელ მაინც,რომ არ გავსულიყავით საყიდლებზე. დუბაის ცენტრში,სავაჭრო ცენტრ "დუბაი მოლში" შევედით. ამ ქალაქში ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობებს სწორედ სავაჭრო ცენტრები წარმოადგენენ. "დუბაი მოლი" მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრად ითვლება. აქ ათასზე მეტი ბუტიკი და ფირმაა,გასართობი ადგილი და რათქმაუნდა უფასო ინტერნეტია. შეიძლება რამდენიმე დღის მანძილზე იარო ამ ტერიტორიაზე და ყოველჯერზე ახალ-ახალ დაწესებულებებს აღმოაჩინო. მერე ერთ სექციასთან მივედით, აღმოჩნდა,რომ ოქროთი მოვაჭრეების სექციაში ვიმყოფებოდით,რომელიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,ნაკლებად პრესტიჟულ ადგილად ითვლება. "დუბაი მოლში" ყოველ ფეხის ნაბიჯზე საიუველირო მაღაზია მდებარეობს. ამ სავაჭროების ვიტრინებში ოქროთი დამზადებული სხვადასხვა ტიპის სამკაული ჩანს. მათ შორის უნდა აღინიშნოს მძიმე ყელსაბამები,რომლებიც რამდენიმე კილოგრანს იწონის და მილიონიბით დოლარი ღირს. მგონი ძალიან ბევრი ვილაპარაკე ამ სავაჭრო ცენტრზე,რადგან სამკაულები ჩემი სუსტი წერტილია..ახლა კი სხვა საინტერესო სანახაობების მოყოლა დამავიწყდა. ალბათ ყველამ იცით,რომ აქ ქალები მეტწილად შავ ტანსაცმელს ატარებენ. მამაკაცებს კი თეთრი სამოსი აცვიათ. ამიტომ დუბაის ცენტრში ძეგლიც კი დგას,სახელწოდებით "შავი და თეთრი".
საყიდლებიდან,რომ დავბრუნდით,ბიჭებმა აიტეხეს კლუბში წავიდეთო. საინფორმაციო ცენტრში გაარკვიეს ჩვენს მახლობლად,რომელი კლუბი იყო. აღმოჩნდა,რომ ჩვენს სასტუმროსთან ძალიან ახლოს ყოფილა,თან ყველაზე მეტად საინტერესო ის იყო,რომ იქ გოგოებისთვის შესვლა უფასო იყო. კლუბისთვის მზადება დავიწყეთ. კლუბისთვის მაღალქუსლინები დაგვჭირდებოდა,ამიტომ წინასწარ ვიყიდეთ ფეხსაცმელიც და კაბებიც. ნუ ბიჭებსაც ვუყიდეთ შესაფერისი პიჯაკები და ოთხივე მზად ვიყავით წასავლელად. უჰჰ, ჩვენ იქ დრო ვატარეთ,მონაგონია საქართველოს გულაობის ამბები..
ყველაფერი უმაგრესი იყო და ოთხივე უბედნიერესები ვიყავით. შემიძლია ვთქვა,რომ ასეთი დრო ჯერ არც ერთს გვიტარებია.....
*****
-ძალინ მომენატრებით სამივე -ჩავეხუტე სოფის და შემდეგ მის პატარა მუცელს ვაკოცე..ხო მართლა ეს ჩვენც ერთი კვირის წინ გავიგეთ..სოფის და ლექსოს პატარა უკვე 4 კვირისაა..
-ჩვენც მოგვენატრები ნინი დეიდა -სასაცილო ხმით თქვა სოფიმ..მერე ლესოსაც ჩავეხუტე
-აბა შენ იცი ჩემს გოგოებს კარგად მოუარე ჩემს ჩამოსვლამდე
-ეე შენ რა იცი გოგოა თუ ბიჭი,ბავშვი ერთი თვისაა ჯერ-დამეტაკა ტატო
-ინტუიცია სიცოცხლე ინტუიცია-გავეკრიჭე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე
-გეთანხმები დაიკო ეს მამიკოს გოგო იქნება-ამყვა ლექსოც
-არა რა ამ და-ძმას შორის ჩადგომას არ ვურჩევ არავის-ამოიბუზღუნა სოფიმ
-კარგი გვაგვიანდება..აბა თქვენ იცით,რომ ჩამოხვალთ ერთის მაგივრად თქვენ ორი ანგელოზის ბიძა გამხადეთ-გაიცინა ლექსომ და საბოლოოდ დავემშვიდობეთ ერთმანეთს..მე და ტატომ კი გავაგრძელეთ მათ გარეშე გართობა და მოგზაურობა.
სოფი და ლექსო,რომ ჩაფრინდნენ საქართველოში დაგვირეკეს,იმდენი ხანი ვილაპარაკეთ გეგონება საუკუნეა არ გვინახავს ერთმანეთი.. ყოველდღე ასე ვატარებდით,ჩვენ აქაურ სიახლეებს ვაგებინებდით ისინი საქართველოს ამბებს..მაგრამ დამიჯერეთ ყველაზე მეტად ჩემი ამბავი ჯობდა..სიხარულით ცაში დავიწყეთ ფრენა როცა გავიგე რომ მალე მეც დედა გავხდებოდი.. გაგიკვირდებათ და მეც ერთი თვის ვიყავი,უბრალოდ სოფისგან განსხვავებით მე ცოტა გვიან შემატყობინა ჩემ პატარამ,რომ ჩემს მუცელში არსებობდა.
***7 თვის შემდეგ***
-საუკეთესო დრო და საუკეთესო მოგონებები -ამოვიჩურჩულე გულდაწყვეტილმა და ჩემი ადგილი დავიკავე თვითმფრინავში
-არაუშავს ჩემო ცხოვრება ისევ ჩამოვალთ ხოლმე მთავარია შენ თქვა და ორი ბილეთი მზად იქნება
-ორი? -წარბაწეულმა შევხედე -მგონი ჯერ კიდევ ვერ შეეგუე,რომ ერთ თვეში მამა გახდები
-უი ჩვენი ვაჟკაცი ვეღარ გავითვალისწინე..მამიკოს ბიჭი,რომ დაიბადება უკვე მესამე ბილეთის ყიდვაც მოგვიწევს
-ააააა-დავიყვირე და ცალი ხელი მუცელზე ისე მოვიჭირე მგონი უფრო ვატკნე პატარას
-საყვარელო კარგად ხარ-შეშინებული შემობრუნდა ტატო
-ჩვენმა ბიჭმა შენი საქციელის გამო მე დამსაჯა და მგონი თავისი პატარა ფეხებით მუცლიდან გამოღწევას ნაადრევად ცდილობს
-კარგი ღრმად ისუნქე..როგორც ექიმმა გასწავლა ისე..მშვიდად მამიკოს ბიჭო ეგრე არ შეიძლება -ახლა მუცელს დაიწყო ლაპარაკი და კიდევ ერთხელ მოეფერა ჩემს გამობერილ მუცელს..მგზავრობის დროს სამჯერ გამეღვიძა..ხან დღე იყო ხან ღამე..რა ჩემი ბრალია პატარას თუ სულ ძილი უნდოდა..აეროპოტში ყველა იქ დაგვხვდა..ჩემი და სოფის შეხვედრა უნდა გენახათ, ორი გაბერილი რომ ვეხუტებოდით ერთმანეთს და თან მუცლები,რომ არ გვიშვებდნენ უფრო ახლოს
-აი გაიზარდნენ და უკვე ნორმალურად ჩახუტებასაც კი არ გვაცდიან ეს პატარები-ამოიბუზღუნა სოფიმ
-ეგ რა არის ზოგჯერ ისე მაგრად ურტყავს რომ ლამის საწოლიდან გადამაგდოს ხოლმე,რომელ ჩახუტებაზეა ლაპარაკი -აჰყვა ტატოც
-ფეხბურთელი ბიჭი გეზრდება გიხარიდეს ძმაო-გაეკრიჭა ლექსო
-შენ პრინცესას მიხედე არავინ მოგიტაცოს რომ გაიზრდება -უთხრა ტატომ,ლექსოს..ჩვენს სახლში წავედით,ყველა ჩვენს ჩამოსვლას ავღნიშნავდით..ბედნიერი ცოტა ბანალური სიტყვაა ამ დროს..არც უბედნიერესი..აი იცით როგორ ვიყავი? ჩემი ემოციების გადმოცემისას სიტყვებსაც კი ვერ ვუყრი თავს..
ვინ წარმოიდგენდა,მშვიდი,სევდით სავსე და მუდამ მოჩხუბარი ნინიკა თუ ასეთი ბედნიერი და სიცოცხლით სავსე გახდებოდა..ამ დღემ ძალიან მაგრად ჩაიარა..ერთი ორჯერ მომიწია საპირფარეშოში გასვლა,ალბათ მიხვდებით რატომაც..სამწუხაროდ ესეც ჩემს პატარას უნდა დავაბრალო,ალბათ ასეთი გემრილი საჭმელები არ მოსწონს ბიჭს და პასუხად პროტესტს გამოთქვამს..ამ დღეს მარკი,სოფი და ლექსოც ჩვენთან დარჩნენ,სახლს დაგილაგებთო ბიჭებმა თქვეს და მე და სოფი ვისხედით და მთელ დაგროვილ ამბებს ვყვებოდით..მერე ყველამ დავიძინეთ,პირველი მე და სოფი წავედით..ისევ და ისევ ბავშვებს დავაბრალეთ..ვინ იცის როგორ ნატრობენ პატარები გარეთ გამოსვლას ,რომ ჩვენი საქციელისთვის სამაგიერო გადაგვიხადონ....
დილით ცოტა გვიან გამეღვიძა ყველა დაბლა იყო ჩასული..მეც მათთან მივედი
-სოფი სად არის? -ვიკითხე ინტერესით და ლექსოს მივაჩერდი
-მუცლის ტკივილები დაეწყო და სასწრაფოთ სავადმყოფოში გააქანეს -პასუხი ლექსომ გამცა
-მერე აქ რას ზიხართ წავედით მალე სოფისთან, ამ დროს მისი მარტო დატოვება არ შეიძლება. მამა ხდები სულელო -მღელვარებისგან რას ვაკეთებდი მეც აღარ მახსოვს..ერთი ის მახსოვს,რომ უკვე ქურთუკის ჩაცმას ვაპირებდი ლექსომ და ტატომ ბოლო ხმაზე,რომ დაიწყეს სიცილი
-გამამასხარავეთ ხო? -ხელები გადავიჯვარედინე და წარბაწეულმა შევხედე ორივეს
-ჩემო სულელო სოფი,რომ მართლა სავადმყოფოში ყოფილიყო შენი აზრით ასე მშვიდად ვიჯდებოდი და ყავას დავლევდი -ისევ გაიცინა ლექსომ
-იუმორი სიხარულო იუმორი -აჰყვა ტატოც
-ესეიგი ეგრეა არა? მე თქვენ გასწავლით იუმორს როგორ უნდა -ვთქვი და ისევ საძინებელში დავბრუნდი. უკან ტატო გამომყვა..გავიგე,როგორ უთხრა ლექსოს,მაგარ შარში ვართო..
-ნინიკა -ბუზღუნით მომიახლოვდა ტატო
-შენი ხმა არ გავიგო
-სიცოცხლეე
-არ დამენახო
-ფერიაა
-ხელი გამიშვი
-აუ ეგრე ნუ მექცევი ნინიკა რაა -ისევ ბუზღუნებდა
-თქვენც არაფრად ჩააგდეთ ორსულის გრძნობები და ახლა მე გასწავლით კარგად მოქცევას
-კარგი გპირდები აღარასდროს გავაკეთებ ეგრე -ხმა არ გავეცი -იცი? ლექსო მეუბნებოდა ცოლად არ მოიყვანო ალქაჯიაო, მგონი უნდა დამეჯერებინა
-მერე,რატომ არ დაუჯერე?
-გრძელი ფეხები გქონდა -გამეკრიჭა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა
-ეგ გრძელი ფეხები,რომ მოგხვდება ახლა მერე ისწავლი ჭკუას...აააააააააა -ხმამაღლა დავიწივლე და ხელები მთელი ძალით მოვუჭირე მუცელს
-რა ხდება..ნინიკა რა დაგემართა
-მიშველე ძაან ცუდად ვარ ვკვდები..ვეღარ ვსუნქავ..სასწრაფოში დარეკეთ მგონი მეწყებაა -ისევ ბოლოხმაზე ვყვიროდი და ხელებს აქეთ-იქით ვიქნევდი
-ლექსო,სოფო მალე მოდით დამეხმარეთ -ახლა მათ ჩასძახა. ისინიც წამში ჩვენთან გაჩნდნენ. ჩემს დანახვაზე სოფის ლამის მართლა დაეწო მშობიარობა. მის სახეს,რომ ვუყურებდი ისე შემეშინდა რამე არ მოსვლოდა ყვირილიდან სიცილზე გადავინაცვლე. სოფი და ლექსო კი მაშინვე მიხვდნენ რაშიც იყო საქმე მაგრამ აი ტატო აქეთ მოსასულიერებელი გამიხდა
-გამამასხარავე ხო? -ჩემი სიტყვები გაიმეორა
-"იუმორი სიხარულო იუმორი"-გავეკრიჭე და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე -რას ვიზავთ,რამით სამაგიერო ხომ უნდა გადაგვეხადა მე და ჩემ ბიჭის სამაგიერო
-მართლა ალქაჯი ხარ -სიმწრისგან ამოილაპარაკა.. სულ კანკალებდა და მართლა, რომ გამეჩინა ალბათ მოკვდებოდა..ბავშვები საღამოს გავაცილეთ სახლებში,მე ისე მეძინებოდა ადრე დავწექი დასაძინებლად,რა ვქნა ძალიან მეძინებოდა..სამი დღის მერე დედა და მამას სანახავად წავედით. დიდი ხანი დავრჩით იქ,სანამ მე და ბავშვი არ მოგვისიყვარულეს. მეორე დღეს კი ტატოს მამასთან წავედით. მარკი არ დაგვხვდა სხვაგან იყო.. დედაზე ხმას არც ერთი იღებდა და არც მე არ ვაბჟირდებოდი,იქნებ რთულია მასზე საუბარი და მაგიტომ არ საუბრობენ...
-------
-სოფ რას აკეთებ? -ტელეფონში ჩავძახე სოფის
-ახლა გავიღვიძე და მე და პატარა ვჭამთ, კამერით მუცელიც დამანახა
-მომენატრეთ და გადმოდით ჩემსკენ
-გოგო ორი დღის წინ არ ვიყავით?
-აუ ხო მაგრამ მენატრებიით -ბავშვივით წუწუნი დავიწყე
-კარგი კარგი საღამოს გადმოვალთ და მანდ დავრჩებით,დღესაც დაალაგონ ბიჭებმა სახლი -ორივემ გავიცინეთ და გავუთიშე..საღამოს არა მარტო ლექსო და სოფი მოვიდნენ მარკიც მოიყვანეს. მთლად უკეთესი სამივე ბიჭი დააწკრიალებს სახლს, გავიფიქრე და დივანზე კომფორტულად მოვთავდი. ამ საღამოს სამივე ჩვენთან დარჩნენ. ძალიან გვიყვარდა დროის ერთად გატარება...
-სოფი სად არის? -ვკითხე ლექსოს და თვალები მოვიფშვნიტე
-მარკს ეხმარება ჭურჭლის რეცხვაში
-მარკი ჭურჭელს რეცხავს? აუ ეგ უნდა დავაფიქსირო..ტელეფონს ხელი დავავლე და სამზარეულოსკენ წავედი
-ეს დღე უკვე ბოლოა -სოფის ხმა გავიგე,ამიტომ ცოტახანს გავჩერდი,ისევ გვიან მივედი,მაგრამ
რამეს მაინც გავარკვევდი
-კარგი,მართლა გპირდები,რომ დღეს ან ხვალ აუცილებლად ვეტყვი
-სან..შენ ეგრე მპირდები უკვე 10 თვეა..უკვე 9 თვეა ღამეები არ მძინავს და კოშმარები მესიზმრება,როცა ნინი გაიგებს ყველაფერს რა მოხდება..სან..უკვე 10 თვეა ყელში უზარმაზარი ბურთულა მიჭერს და მშვიდად ცხოვრების უფლებას არ მაძლევს..10 თვეა,რაც შენ ჩემოხვედი და გაგიცანით და იმ პირველივე გაცნობის დღიდან,როცა გავიგეთ ვინ იყავი მშვიდად ცხოვრების საშუალება დავკარგე..
-სოფი გთხოვ მისმინე
-არ გამაჩერო სან
-სანს ნუ მეძახი სხვებიც ვინმემ არ გაიგოს
-ვინმემ? ეგ ხომ ისედაც ყველამ იცის უკვე მეც,ლექსომაც,,ტატომაც..შენ ყველაში მხოლოდ ნინიკას გულიხმობ..ისიც მალე გაიგებს ამას შენივე პირით. შენ მპირდები სან გაიგე? დაქალია,ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს. მრცხვენია, რომ ამდენ ხანს ვატყუებ
-ხო მაგრამ ის ხომ ორსულადაა და მისთვის ნერვიულობა არ შეიძლება..ძალიან გთხოვ გამიგე..მას და ბავშვს ჩემ გამო რამე,რომ დაემართოს საკუთარ თავს არ ვაპატიებ. მე მართლა ისევ ისე მიყვარს ის,ის ყოველთვის ძალიან მიყვარდა. მერე რა, რომ არ ვკითხულობდი,მეგონა ასე უფრო გამიადვილდებოდა გაშორება..ახლა მე და ის საუკეთესო მეგობრები ვართ..არ ვცდილობ მის დაბრუნებას,ის ბედნიერია თავის ოჯახთან ერთად ამიტომაც არ მინდა,რომ ეს ბედნიერება წავართვა. ძალიან გთხოვ არ გააკეთო ეს და მიეცი მშვიდად და ბედნიერად ცხოვრების უფლება -გავითიშე. შინაგანად გიჟს ვგავდი. თავზე ხელებს ვიჭერდი,რომ ამ სიზმრიდან როგორმე გამოვეფხიზლებინე. მაგრამ მაინც მიწევდა ამ რეალობაზე თვალის გასწორება. ელდა მეცა,ამ სახელმა სულ გამაგიჟა. თავში მხოლოდ ერთი სახელი ტრიალებდა, სანი..სანი..სანი..და ისევ სანი..სუნქვაც კი მიჭირდა,ალბათ ეს ბოლო წვეთი იყო. განა,როდემდე ვიდგებოდი ასე უხმოდ და,როდემდე დავმალავდი ემოციებს? თავში რაღაც გაშრა. ყველანირად ვეცადე იმ ადგილზე არ დამეკარგა გონება. ნელი ნაბიჯებით უკან დავიხიე, ვერც სოფიმ და ვერ (თურმე) ვაჟბატონმა სანმა ვერ გაიგო ჩემი იქ ყოფნის ამბავი. სავარაუდოდ ფერიც აღარ მედო სახეზე. ეს ბიჭების ემოციებზე აღიბეჭდა. ტატო დაფეთებული მომვარდა მეორე მხრიდან ლექსო მოვიდა. ვიკეცებოდი. ორივეს ხმები მესმოდა,ყვიროდნენ სოფო წყალი გამოიტანეო. მარკ შენ კაპლიო..ჰაჰ ისევ მარკი ხო? მარკი..მარკი კი არა სანი წინ დამიდგა, სოფი წყლის ჭიქით გამორბოდა ჩემსკენ. ოთხივეს არაადამიანური მზერით შევხედე. ბიჭებსაც სწრაფად გავაშვებინე ხელი. ვეცადე ფეხზე წამოვდგარიყავი. სანის წინ დავდექი. ახლაც მახსოვს მისი გაფითრებული სახე,მისი გულის უსწრაფესი ფეთქვა. მისი აკანკალებული სახის გამომეტყველება. სახეზე ხელი შევახე და ოდნავ ჩამოვუსვი. ოთხივე გაკვირვებულები მიყურებდნენ. მე კი მათ სახეებზე გამეცინა. არც ეს სიცილი იყო ნორმალური ადამიანის ქცევა. მერე ხმის კანკალით ძლივს გასაგონად ვთქვი
-რაზეც სამზარეულოში საუბრიბდით ტყუილია ხო? რასაც იქ ლაპარაკობდით დამესიზმრა ხო? მომელანდა ხო? მითხარით რომ სულ ყველაფერი არასწორად გავიგე -ხმას ავუწიე. ოთხი არანორნალური მზერა მიყურრბდა. ოთხივეს თვალებში რაღაც იკითხებოდა. თუმცა პასუხი არსაიდან ისმოდა
-მითხრათი რაც იქ მოვისმინე კარგად ვერ გავიგე ხო? -ისევ იგივე კითხვა..სანმა სულ ოდნავ გააქნია თავი. ეს უარს ნიშნავდა. ის არ დამეთანხმა. ანუ რა გამოდის ეს ყველაფერი სიმართლე იყო? კიდევ ვერ ვიჯერებდი. ფეხები მეკვეთებოდა,ამჯერად სანმა სცადა ჩემი დაჭერა. თუმცა ხელი ისევ უმალვე გავაშვებინე და მეორე სართულზე გავიქეცი. ისიც უკან გამომეკიდა
-არ მომეკარო -ვუყვიროდი ბოლო ხმაზე და თან საძინებლისჯენ გავრბოდი
-სანი მოკვდა! წავიდა! მოკვდა! -ის ისევ მომსდევდა. გასასვლელი ვეღარ ვიპოვე და კედელთან ჩავიკეცე. ნელ-ნელა მიახლოვდებოდა. მე კი თვალებზე ხელს ვიფარებდი,სანისთვის,რომ არ შემეხედა და ბოლო ხმაზე ვიმეორებდი ერთი და იგივე სიტყვებს
-შენ ის არ ხარ..შენ მარკი ხარ,ტატოს ძმა..ჭკუიდან გადავდივარ..ვგიჟდები. სანი მოკვდა -კედლის კუთხეში ვიყავი და საშინლად მაკანკალებდა -ის მოკვდა..შენ მოკვდი..მოკვდი..შენ სანი არ ხარ..გადი აქედან,არ მომეკარო
-ნინიკა -ისიც ჩაიკეცა და მუხლებზე დაყრდობილი მოხოხავდა ჩემსკენ.
-ნუ მაგიჟებ ის მოკვდა,აღარ არის
-ჩემო პატარა
-არა არა -ხელებს მისკენ ვიშვერდი იმ იმედით,რომ მას გავაჩერებდი და ახლოს არ მოვუშვებდი
-ნინიკა მე ვარ სანი -თავს ვაქნევდი და ბოლო ხმაზე მოვთქვამდი
-ის აღარ არის..ის მოკვდა..გთხოვ წადი..ის წლების წინ მოკვდა -სანი ჩემსკენ მოდიოდა მიხლებზე იდგა და ნელ-ნელა მოხოხავდა..ხელი ჩემსკენ წამოიღო ხელზე უნდა შემხებოდა
-არ შემეხო..ტატო მიშველე გთხოვ გაიყვანე აქედან-ისევ ისტერიკულად ვკიოდი -სანმა მაიკის გახდა დაიწყო
-რას აკეთებ რატომ იხდი-ახლა უფრო ხმამაღლა დავუყვირე
-დამშვიდდი გთხოვ ნინიკა. ნახე ჩემს ბეჭებს დააკვირდი..ეს მხოლოდ მე და ჩემს ძმას გვაქვს -მან ბეჭებზე ის ნიშანი მაჩვენა,რომელიც სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში მისი წასვლის შემდეგ. ეგ ნიშანი დავინახე ტატოს ზურგზეც ზღავზე,რომ ვიყავით. ანუ არ მომლანდებია და მართლა არსებობდა ეგ ნიშანი..მისკენ წავედი და ხელით ოდნავ შევეხე ბეჭებზე,ისევ ვკანკალებდი..ეს ის არის..მართლა სანია..ჩემსკენ მოტრიალდა და მთელი ძალით ჩამეხუტა.
-მე დავბრუნდი ჩემო ცხოვრება..ახლა შენ ოჯახი გყავს,გაზრდილი ხარ და ბედნიერი ოჯახი გყავს..მე და შენ საუკთესო მეგობრები ვიქნებით ხო?შენ ისევ ჩემი ნინიკა იქნები
-არ მომკვდარხარ..მე გავთხოვდი..მე დავიჯერე,რომ მოკვდი..ის მაგიჯებდა,რომ შენ საფლავზეც ვერ მოვდიოდი. მე მითხრეს,რომ მოკვდი..ყოველთვის დავდიოდი ჩვენს კაფეში..ყოველთვის იმ სკამზე ვჯდებოდი სადაც ჩვენ..ყოველთვის დავდიოდი ჩვენს საყვარელ უბნებში,მე ველაპარაკებოდი ნაცნობ ხეებს და ყველაფერს..ვგიჟდებოდი გესმის? მაგრამ თურმე ცოცხალი ხარ..ცოცხალი ხარ -სახეზე ხელებს ვუსმევდი,ის თავზე მეფერებოდა..ისე ისტერიკულად ვყვიროდი ხმა აღარ მქონდა და ვხაოდი..ორივე მოთქმით ვტიროდით..არამარტო ჩვენ ის სამიც..
-მე აქ ვარ შენს წინ,ცოცხალი..ისევ ის სანი ვარ..მე დავბრუნდი და აღარასოდეს მიგატოვებ გპირდები
-დაბრუნდი..მართალი ხარ, შენ დაბრუნდი..მაგრამ როდის?..ლამის საგიჟეთში დამაწვინეს როცა გავიგე,რომ მოკვდი და გგონია ასე მალე დავივიწყებ? "ნინიკა"..ეს სახელიც შენ დამარქვი,ყველა დამცინოდა ეგ რა სახელიაო..მე ხომ სინამდვილეში ნინი მქვია..მე მხოლოდ შენი ნინიკა ვიყავი. ყველა მცნობდა სახელით,ნინიკა...
შენ კი მთელი 13 წელი სად იყავი..ცოცხალი იყავი და არც კი დაგირეკავს ჩემთვის. სად იყავი 13 წელი სად? -მუშტების რტყმა დავიწყე სახეში ის კი გაუნძრევლად იდგა და ბავშვივით ქვითნებდა
-ძალიან მიყვარხარ..ყოველთვის მიყვარდი..გთხოვ მაპატიე..ვიცი რამდენი ბოდიშიც არ უნდა გითხრა მაინც არაფერს ეშველება მაგრამ მაინც გთხოვ მთელი გულით გთხოვ მაპატიე..ვერ გავძლებ ეგრე რომ გიყურო..ბავშვბზე იფიქრე ნინიკა,შენს პატარზე იფიქრე..
-შენ,რომ მოკვდი სიცოცხლე აღარ მინდოდა..მინდოდა მიწა გამსკოდმოდა და ჩავეტანე..ბოლო ხმაზე ვყვიროდი არა ის ცოცხალია თქო,მერე მაინც დამაჯერეს. ნეტავ მართლა მოვმკვდარიყავი,როცა ამის შანსი იყო..ნეტავ აღარ მეცოცხლა..არც ამდენი ტანჯვის გადატანა მომიწევდა..სანამ ტატო გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში მოსიარულე გვამი ვიყავი..შენ ასე ადვილად გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და ამბობ მაპატიეო?-ის ისევ ჩემსკენ წამოვიდა -არ მომეკარო-კბილებში გამოვცერი და გასასვლელისჯენ გავიქეცი. სოფიც უკან გამომყვა ტატოც,ლექსოც და თვით სანიც
-არ გამომყვეთ არც ერთი..არავის დანახვა არ მინდა..ყველა მატყუებდით..თვალებში მიყურებდით და ისე მატყუებდით არც კი გრცხვენოდათ..არც კი იფიქროთ გამოყოლა-ბოლოს ეს სიტყვები მახსოვს,რომ ვთქვი..მერე ეზოდან გიჟივით გავარდი..მერე რაღაც საზარელი ხმა გავიგე..ცოტა ტკივილიც ვიგრძენი მარცხენა მხარეს..მერე გავითიშე..ვეღარაფერს ვხედავდი..ყველაფერი გაშავდა და ბურუსმა მოიცვა..
***ტატო***
პალატასთან მთელ სანათესაოს მოეყარა თავი. ზოგი გაუნძრევლად იჯდა სკამზე და ოდნავ ირხეოდა..ზოგი მთელი ხმით მოსთქვამდა..ზოგი ადგილს ვერ პოულობდა ერთ ადგილზე და აქეთ-იქით უიმედოდ დააბიჯებდა დერეფანში..სანი ერთ ადგილზე იყო ჩამუხლული და თავი მკლავებში ედო
-სან ხო იცი შენი ბრალი არ არის თავს ტყუილად ნუ იდანაშაულებ -ფრთხილად მიუახლოვდა სოფი და მხარზე ხელი დაადო
-მისი ბრალი არ არის?-თავი ვეღარ სევიკავე და მთელი ხმით დავუყვირე - მართალია..მისი კი არა, აი აქ ვინც ვართ თითოეული ჩვენგანის ბრალია..ყველამ ვიცოდით სიმართლე და ისიც,როგორ იმოქმედებდა ეს ამბავი ნინიკაზე..იმის მაგივრად,რომ მაშინ ჩემი და ნინიკას ვიდეო გეყურებინა ნინიკასთვის, ჯობდა ეგ მწარე სიმართლე გეთქვა..ახლა აქ არც ერთი ვიქნებოდით
-ტატო ყველა ცუდად ვართ და ყველა ვღელავთ..ვიცი,რომ შენც ძალიან ცუდად ხარ,მაგრამ მშობლების წინ მაინც არ შევიმჩნიოთ. ახლა ყველაზე მეტად მათ უნდათ გვერდში დგომა -დამამშვიდასავით ლექსომ,ამ დროს ექიმიც გამოჩნდა..ყველა თეთრ ხალათიან ხნიერ კაცს შემოეკრა გარშემო და მის პასუხს დაველოდეთ..ხანში შესულმა მამაკაცმა,პირბადე მოიხსნა და უიმედო თვალებით შემოგვხედა ყველა იქ მყოფს
-გადარჩება? -ხმაჩახლეჩილმა და უკვე იმედებ გადაწურულმა ამოვიჩურჩულე
-მან საკმაოდ დიდი ტრამვა მიიღო..მათი გადარჩენის 100 პროცენტიან გარანტიას ვერ მოგცემთ..საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე წარმოგიდგენიათ,არ მინდა წინასწარ რამის თქმა,მაგრამ თუ სასწაული მოხდა..დედას გადავარჩინეთ და ნაყოფის შენარჩუნებასაც შევძლებთ,ბავშვის სრულიად ჯანმრთელობის გარანტიას ვერ მოგცემთ
-მადლობა ღმერთს გადარჩენის იმედი მაინც,რომ არის
-ასე ადვილადაც არაა საქმე გოგონამ,როგორც ჩანს საკმაოდ სერიოზული რამ გადაიტანა. ეს მის გულზეც აისახა..თუ საჭირო გახდა დონორის პოვნა მოგვიწევს,გოგონას და ბავშვის გადასარჩენად.
-ჩემი გული? -ხმადაბლა თქვა,რადგან ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდა,თუმცა მაინც გავიგე სანის ხმა-ჩემი გული გადაუნერგეთ
-კარგად უნდა დაფიქრდეთ, ეს არ არის იოლი გადაწყვეტლება..თქვენ საკუთარ სიცოცხლეს თმობთ გოგონასთვის. როგორც ჩანს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის
-ის ჩემი ცხოვრებაა..ის ჩემი გულის ნაწილის,ჩემი ტყუპის შვილს ატარებს მუცლით. თუ ისინი მოკვდებიან, ჩემი "ნახევარი სიცოცხლეც" მოკვდება.
-იმედი გვაქვს წარმატებით ჩაივლის ოპერაცია-თქვა კაცმა და ისევ თვალს მიეფარა..დაბნეული თვალებით ვუყურებდი. ვერ წარმომედგინა,რომ ნინიკას გამო სანი ამ ნაბიჯს გადადგავდა,თუმცა ამის უფლებას მე მაინც არ მივცემდი
-სან ისინი ჩემი ცოლ-შვილია და მე ვარ მაგაზე პასუხისმგებელი,მაგის უფლებას უფლებას არ მოგცემ. შენ არ იქნები მისი დონორი..თუ საჭირო გახდა ჩემს გულს გადავუნერგავ,მაგრამ შენ ვერ მიგცემ მაგის უფლებას.
-ტატო მე არ მოგცემ მაგის უფლებას..უფლებას არ მოგცემ ჩემ ძმიშვილი უმამოდ გაიზარდოს,უფლებას არ მოგცემ მან ის ტკივილი იგრძნოს რასაც მე ვგრძნობდი,როცა უმამოდ ვიზრდებოდი..უფლებას მე არ მოგცემ,რომ ჩემმა საყვარელმა ადამიანმა,იმან ვინც სიცოცხლეს მერჩივნა და მირჩევნია მეორედ გადაიტანოს დიდი დარტყმა..შენ არ გაქვს უფლება,რომ ცოლ-შვილს ასეთი დიდი ტკივილი მიაყენო..ნინიკას იმაზე მეტი ხანია ვიცნიბ ვიდრე შენ,მასთან იმაზე დიდი დრო მაქვს გატარებული ვიდრე შენ,მისთვის იმ დროიდან მოყოლებული პირობა მაქვს მიცემული,რომ ყოველთვის მე დავიცავდი და ვიზრუნებდი მასზე..მე კი უფლებას არ მოგცემ ეს პირობა დაგვარღვევინო..მე ის ისევ ძალიან მიყვარს და ერთი წამითაც არ ვინანებ ჩემს გადაწყვეტილებას. ახლა კი თუ ნებას მომცემ,მას ჩემს გულს გადავუნერგავ..ნინიკას მეუღლე სჭირდება და არა საუკეთესო მეგობარი,რომელმაც უამრავჯერ ატკინა გული..ბავშვს კი მამა სჭირდება,რომ თავი ნამდვილ ვაჟკაცად იგრძნოს...-სხვა რა უნდა მეთქვა,შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა..იმის წარმოდგენა,რომ ძმას ვკარგავდი მაგიჟებდა,მაგრამ მეორე მხრივ ის მაგიჟებდა,რომ შესაძლოა ჩემი საყვარელი ცოლი და შვილი დამეკარგა.
ეს ის მომენტი იყო წამებიც კი საათებად,რომ გვეჩვენებოთლდა. წუთები კი საუკუნედ,რომ გრძელდებოდა..ზოგს კარგი ამბავის იმედი,რომ აქვს და მხოლოდ ერთეულები,რომ გრძნობენ რაღაც საშინელებას..საათი უკვე 11-ს აჩვენებდა,უკვე თითქმის 9 საათზე მეტია რაც საოპერაციოში არიან და ჯერ კარგი ამბავი არ გამოუტანიათ. ნინიკას დედ-მამა სახლში გავუშვით,ეგეც ძლივს-ძლივობით,მერე მამაც წაიყვანეს სახლში..სავადმყოფოში მხოლოდ მე სოფი,ლექსო და სანი დავრჩით..
პირველი საათი იქნებოდა,საოპერაციოდან გიჟივით გამოვარდა თეთრ ხალათიანი ახალგაზრდა ქალი
-სასწრაფოდ დონორი გვჭირდება -ყველამ მას შევხედეთ..ყველას თვალებში საშინელი ტკივილი იკითხებოდა
-მე ვიქნები მისი დონორი -სანი ექიმის წინ დადგა და მას გაჰყვა. მანამდე კი ყველას სამუდამოდ დაგვემშვიდობა..ყველა ვტიროდით,ტირილი რომელია,ჩვენი ხმა მთელ სავადმყოფოს ესმოდა..ყველაზე მეტად კი ჩემი ხმა ისმოდა..მე ძმას ვკარგავდი,ჩემს ტყუპისცალს..და არამარტო ძმას,არამედ გულის ნაწილსაც..საი პალატაში შეჰყავდათ,როცა უკანასკნელი სიტყვები მითხრა
-გაუფრთხილდი მათ..შენ,ჩემს ძმისშვილს,საუკეთესო მეგობარს და ჩემს გულს გაბარებ..პირობა მომეცი,რომ სიცოცხლის ბოლომდე გაუფრთხილდები
-გპირდები..მათ იმაზე მეტად გავუფრთხილდები ვიდრე საკუთარ თავს..-საბოლოოდ გადავეხვიე ძმას..მტკიოდა..ისეთი შეგრძნება მქინდა თითქოს გული ამომგლიჯეს და სადღაც ისროლეს..ვერ აღგიწერთ რას გრძნობაა ერთ დღეს დაკარგო სრულიად ჯანმრთელი ძმა,რომელიც ისედაც იმაზე გვიან გაიცანი ვიდრე უნდა გაგეცნო..
******
თვალების გახელა სცადა..თუმცა უშედეგოდ,იმდენად დაღლილად გრძნობდა თავს თვალების გახელა სიკვდილის ტოლფასად ეჩვენებოდა..ცხვირში საშინელი წამლების სუნი მოხვდა,ამიტომ მხოლოდ ამის გამო გადაწყვიტა თვალი მოევლო იქაურობას..
კოშმარად ახსოვს ის მომენტები..სულ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ახსენდებოდა ყველაფერი..ტკივილი,მთელი სისწრაფით მოასიარულე მანქანა,საბურავების მუხრუჭის ხმა,ექიმების შეშფოთებული სახეები,ტატოს ჩაკიდებულო ხელი..ხმას ვერ იღებდა..არაფრით არ ტოვებდა ის შეგრძნება,რომ კიდევ ერთხელ მიატოვეს,როგორც მაშინ..
თვალის გახელისთანავე დაინახა საწოლთან ჩამწკრივებული სამი ახალგაზრდა,(სოფი,ლექსო,ტატო) და სამი ზრდასრული პიროვნება (მშობლები)..რომელთა დანაღვლიანებული თვალებიც მისკენ იყო მიმართული..ყველას კარგად დააკვირდა,ჯერ უსიტყვოდ უყურებდნენ ერთმანეთს,ერთი შეხედვით ყველა ადგილზე იყო,თუმცა ვიღაც მაინც აკლდა
-სად არის? -ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა,ისე,რომ არცერთისთვის მოუშორებია თვალი..ხმას არც ერთი იღებდა,არც ერთს სურდა საკუთარ თავზე აეღო ამ ამბავის თქმის პასუხისმგებლობა
-სად არის? -ისევ იგივე კითხვა..ისევ იგივე პასუხი -ააჰჰჰ -ოდნავ ამოიკნავლა,ალბად ნაოპერაციები ასტკივდა ან ბავშვის პატარა ფეხი მოხვდა მუცელზე
-მგონი რაღაც ვიკითხე და პასუხის გაცემის ღირსი მაინც ვარ -სერიოზული სახით გახედა იქ მდგომთ..მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა ტატო..მისი ხელი თავის ხელში მოიქცია და გულზე დაადებინა..ხმადაბლა, ხმისკანკალით,ოდნავ აღელვებულად,მაგრამ მაინც გასაგებად თქვა
-ის აქ არის,აქ იყო და ყოველთვის აქ იქნება
-ისევ წავიდა არა? ისევ მიმატოვა ხო? ისევ ეყო იმის გამბედაობა,რომ მივეტოვებინე თან ასე უსიტყვოდ ხო?-ხმას აუწია ნინიკამ და ყელზე მომდგარ უზარმაზარ ბურთს უფლება მისცა თვალებიდან გადმოსულიყვნენ ცრემლის ბურთულების სახით..ტატო თვალებს სიმწრით ერთმანეთზე აჭერდა,თავს უფლებას არ აძლევდა ნინიკას წინ გამოეხატა ის ემოციები რაც შინაგანად ანადგურებდა
-არა ამჯერად პატარა წერილი დაგიტოვა..ვფიქრობ ეს წერილი ყველაზე უკეთ აგიხსნი ყველაფერს -მან პატარა კონვერტი გაუწოდა ნინიკას
-არ მინდა არაფრის წაკითხვა მითუმეტეს მაგის
-ნინიკა გთხოვ -სოფის ჩახლეჩილი ხმა მოხვდა ყურში,ჩახლეჩილი იმიტომ,რომ ამდენმა ნერვიულობამ და ტირილმა თავისი ქნა
-რას მთხოვ სოფი..აღიარე შენც იცოდი არა?-იმედგაცრუებულმა გოგონამ დაქალს შეხედა -შენც ყველაფერი იცოდი,მაგრამ გაჩუმებული იყავი,თავიდანვე ყველამ ყველაფერი იცოდით,მაგრამ სიტყვას არ ამბობდით
-ნინიკა მომისმინე. არ გინდა,ძალიან გთხოვ უბრალოდ არ გინდა-გადაღლილი და ამავედროულად ნატანჯი ხმა გაისმა ეს ლექსოს ხმას ჰგავდა
-დასვენება მინდა და მარტო დაგვტოვეთ მე და ჩემი პატარა
-შვილო ვიცი,რომ გული გტკივა და ძალიან ცუდად ხარ,მაგრამ აბა მიმოიხედე და ყველას სათითაოდ დაგვაკვირდი. იქნებ დაინახო რამდენი ვიტანჯეთ და როგორი ტკივილი გადავიტანეთ თითოეულმა ჩვენგანმა როცა შენ გათიშულ მდგობარეობაში იწექი და ვერაფერს გრძნობდი -ახლა კი დედამისმა სცადა როგორმე მოსულიყო აზრზე
- კარგი ყველას გაპატიებთ,მხოლოდ იმიტომ,რომ ვიცი ყველას ჩემთვის გინდოდათ კარგი..შენ კი შენს პატარას უმადლოდე ასე ადვილად,რომ გადამირჩი-დაქალს შეხედა და მის გამობერილ მუცელს მოეფერა -მაპატიე პატარავ ამდენი,რომ განერვიულე-უჩურჩულა მუცელში მყოფ ბავშვს
-ნინიკა.. და მე მაინც მგონია,რომ ეს უნდა წაიკითხო..ეს საჭიროა..შენ ვალდებული ხარ ეგ გააკეთო-ტატომ ისევ ის წერილი გაუწოდა..მანაც გახსნა კონვერტი და ხმამაღლა კითხვა დაიწყო
-"ჩემო პატარა ყვავილო..თუ ამ წერილს კითხულობ ჩემზე ბედნიერი არავინაა..ესეიგი შენ სძლიე სიკვდილს..შენ ებრძოლე მას და საბოლოდ დაანარცხე მიწაზე..შენ ახლა იმაზე მყარად უნდა იდგე ვიდრე აქამდე იყავი..შენი პატარს მომავალი ახლა შენს ხელშია,მე ეჭვიც არ მეპარება,რომ საუკეთესო დედა იქნები..ტატო კი საუკეთესო მამა..არ იფიქრო,რომ მე შენგან წავედი,მე ყოველთვის შენთან ვიქნები,შენ ჩემი გული გაქვს. შენში ჩემი გული ფეთქავს..შენ ჩემს ნაწილს ატარებ გულით..არ ვნანობ,რომ შენ ჩემი ცხოვრების ნაწილი იყავი,დროის უკან დაბრუნება,რომ შემეძლოს გპორდები ეღტი წამითაც აღარ მიგატოვებდი..გვიან გავაცნობიერე თუ რამხელა შეცდომა დავუშვი შენგან,რომ წავედი,თავს ვიდანაშაულებდი,რადგან გვიან მივხვდი რამდენად მნიშველოვანი ხარ ჩემთვის,გვიან მივხვდი რამხელა დარტყმა მივაყენე იმას ვინც საკუთარ თავს მერჩივნა და ის ვინც საკუთარ სიცოცხლეს დათობდა ჩემს გამო..დავბრუნდი იმ იმედით,რომ ისევ გნახავდი და ცხოვრებას ბედნიერად გავაგრძელებდით,მაგრამ შენ შენი ოჯახი გყავდა და უბედნიერესი იყავი..მე საკუთარ თავს არასდროს მივცემდი უფლებას შენთვის ეს ბედნიერება წაერთმია,ამიტომ გავჩუმდი..შენ ყველაზე ძლიერი გოგო ხარ ვისაც კი ვიცნობ-მოთქმით ქვითინებდა და წერილს,გრძელ, თლილ თითებს ნაზად უსვამდა,თითქოს სანს ეხებოდა,მის მაგივრად. მერე ისევ ხმამახლა გააგარძელა კითხვა-გახსოვს? მე პირობა მოგეცი,რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ყოველთვის მე დაგიცავდი,თუ საჭირო იქნებოდა სიცოცხლესაც დავთმობდი..ეს მხოლოდ პატარა,8 წლის სანის სიტყვები იყო..ახლა გავიზარდე ამიტომ ჩემი პირობა უნდა შემესრულებინა..არ მოგცემდი იმის უფლებას,რომ ჩემი ძმა,შენი მთელი სამყარო სიყვარულისა და ბავშვის გარეშე დაგეტოვებინა..არ მოგცემდი უფლებას,რომ თუ პატარა და შენ გადარჩებოდით,პატარა ვაჟკაცი მამაის გარეშე გაზრდილიყო.. სწორედ ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი,ამას ერთი წამითან არ ვნანობ..ახლა შენს გვერდით მაწვენენ. საბოლოოდ მომეცა შენი დანახვის საშუალება..ცოტა ხანში ჩემი გულის პატრონი გახდები,ამიტომ ერთადერთ რამეს გთხოვ გაუფრთხილდი მას..თუ ოდესმე ჩემი მონატრება შეგაწუხებს,უბრალოდ ეს წერილი წაიკითხე და იგრძენი თითქოს ამ ყველაფერს შენს გვერდით მჯდომი გესაუბრება..ახლა კი უნდა წავიდე,არასდოდეს დაივიწყო,შენ ჩემს ნახევარ სიცოცხლეს ატარებ გულით,დაიმახსოვრე,რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდი..ჩემს საკუთარ სიცოცხლეზე მეტადაც კი..სიყვარულით შენი ძველი მეგობარი სანი" -გოგონამ კითხვა დაასრულა. ისე ქვითინებდა სადაა გული ამოვარდებოდა...ხმას ვერ იღებდა...აკანკალებდა...ხელს გულზე იჭერდა,ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს სულს და გულს გლჯედნენ..
ტატო მის წინ იჯდა..
გოგონას გულის ჰქონდა აჩქარებული ამდენი ტირილისგან..
ტატოსაც..
გოგონას სტკიოდა..
ტატოსაც..
გოგონას ღრიალი უნდოდა,ისეთი ყვირილი,საბოლოოდ,რომ გაანთავისუფლებდა ამ ემოციებისგან,რომელიც არადა არ აძლევდნენ მოსვენების საშუალებას..
ტატოსაც..
გოგონამ ბავშვობის "ძველი მეგობარი" დაკარგა...
ტატომ კი გულის ნახევარი,ანუ "ნახევარი სიცოცხლე"..

ცხედართან ჩაკეცილი სხეული,რომელიც ბოლო ხმაზე გაჰკიოდა სანის სახელს...ჰაერის უკმარისობა..მისი ხავილი,რომელიც სულისშემძვრელად საშინელი იყო.. უსულო სხეულს,თვალები ჩავარდნოდა, სახე გაფითრებოდა, ერთ დროს ვარდისფრად აყვავებული ტუჩები გათეთრებოდა. უძრავად იწვა ყინულივით ცივი და არც ტატოს ძახილზე არ რეაგირებდა და არხ ნინიკას ძახილზე..
დაკარგა, ის არამარტო ტატომ,ნინიკამ და მშობლებმა, არამედ მთელმა ქალაქმა დაკარგა. ისე დაკარგა, რომ პოვნაც ვერ შეძლეს. ისე დაკარგეს, რომ ბოლომდე ვერც კი შეიცანეს, ვერ ამოიცნეს. და ახლა რაა? დატის წავიდა, წავიდა და ყველას გულიც თან წაიყოლა. მარტო დატოვა ამ უბადრუკ სამყაროში, ყველა ვისაც კი იცნობდა და ვინც კი იცნობდა. აღარც მთვარე და აღარც ვარსკვლავები აღარ იარსებებენ სამყაროში. და აღარც ჩვენი სამყარო იქნებოდა ამ ქვეყანაზე მის გარეშე....
როგორც იქნა მოშორეს ცხედარს შავებში გამოწყობილი ცოლ-ქმრის სხეული..ორივეს ერთ პიროვნებას გლოვობდა..ოღონდ ის ერთი პიროვნება იყო მათთვის სხვადასხვა..გოგონასთვის ბავშვობის სიყვარული და "ძველი მეგობარი" იყო..ბიჭისთვის კი ტყუპისცალი,მისი მეორე ნაწილი ანუ, "ნახევარი სიცოცხლე".......

*****2 წლის შემდეგ****
მარმარილოს ქვასთან ჩამუხლული იდგა ისევ ისეთი ძველებური ნინიკა ვიბლიანი..მიწას ეფერებოდა და ცრემლებით ნამავდა იქაურობას..ეუბნებოდა,რომ ენატრებოდა,სჭირდებოდა,როგორც საუკეთესო მეგობარი თუმცა პასუხს არავინ სცემდა..უკან არ მიუხედავს,მაგრამ იცოდა ყველა მის უკან იდგნენ..მათ შორის ტატო და მათი 3 წლის ვაჟკაცი,სოფი,ლექსო და მათი პატარა ფერიაც..ისე ესაუბრებოდა ძველ მეგობარს,თითქოს უკან მდგომთ ყურადღებას არ აქცევდა..
-სუსტი ვარ ძველო მეგობარო სუსტი.. ვიცი შენ ის პატარა,მოუსვენარი და ძლიერი ნინიკა ვიბლიანი გახსოვს,თუმცა ის პატარა გოგონა გაიზარდა და დასუსტდა..ამდენი ხანი ვცდილობდი სიკვდილზე აღარ მეფიქრა,აღარ მინდოდა საშინელი კოშმარები და ცრემლიანი ღამეები,აღარ მინდოდა ცხოვრების მსხვერპლი ვყოფილიყავი, მინდოდა მასთან შებრძოლება,რომ დამემარცხებინა იგი..მე ეს შევძელი,ამაში კი შენი გული დამეხმარა..მე თუ ცოცხალი ვარ შენი გულის დამსახურება.....
'ცხოვრება გრძელდება',ზუსტად ასე ამბობდი ხოლმე ძველო მეგობარო,მე კი ყოველთვის გეწინააღმდეგებოდი მაგაში..ძნელია დაჯერება,მაგრამ თურმე მართლა გრძელდება ცხოვრება..ცხოვრება მიდის და ტკივილს ისევ გვიტოვებს..ეს ყველაზე მძიმე ტვირთია..ვერ წარმოიდგენ რა ძნელია შენს გარეშე ცხოვრება,საუკეთესო მეგობარო.. ჩემი უსაშველო ტკივილი ხარ, საუკეთესო მეგობარო..დღეს ამერიკაში მივფრინავთ,სამოგზაუროდ..მე ლექსო,ჩვენი ბიჭი,სოფი,ლექსო და თავისი პატარა პრინცესაც..არ ვიცი რამდენხანს მოგვიწევს იქ გაჩერება,მე კი ძალიან მომენატრები ჩემო მეგობარო..-საუბარს მორჩა,ცრემლიანი თვალები მოიწმინდა,უკნიდან პატარას მსუბუქად დაედო მხარზე
-დედიკო ნუ ტირი გთხოოვ -ცრემლების შემშრალება სცადა ბავშვმა
-კარგი ჩემო პატარა,დედიკო აღარ იტირებს
-მპირდები? -საყვარლად დაებუშტა ლოყები
-გპირდები სან,გპირდები ჩემო ცხოვრება -შვილს მთელი ძალით ჩაეხუტა და ორივე ლოყები დაუკოცნა
-სან შვილო მოდი მამიკოსთან,თორემ დედიკო სულ მთლიანად მოგაჭამს მაგ გაბერილ ლოყებს
-ჩემო ტკბილო, ისეთი ტკბილი ხარ მართლა შემომეჭმევი
-ანამარია გავიქცეთ,თორემ დედიკო და მამიკო ჩვენ შეჭმას აპირებენ -ლექსოს და სოფის ორონცესასკენ გაიქცა პატარა სანი..ექვსივე აეროპორტში წავიდნენ..ყველამ დაიკავა თავისი ადგილები..საფლავის ქვასთან კი მხოლოდ პატარა სირათი დარჩა,რომელიც 8 წლის ასაკში გადაიღეს ნინიკამ და სანმა,უკან კი პატარა წარწერა ჰქონდა
"უსაშველოდ მომენატრე ძველო მეგობარო".

-----

დიდი მადლობა,რომ კითხულობთ ჩემს ისტორიებს..ეს სავარაუდოდ ჩემი ბოლო ისტორიაა,არ ვიცი ასე გადავწყვიტე,რომ ამ ისტორიით წერა შევწყვიტო..ახლა კი თქვენ შემიფასეთ ჩემი ბოლო ისტორია,როგორი გამოვიდა..იმედია ხარვეზების გამო არ მომკლავთ..



№1 სტუმარი სტუმარი Maariiammi

უკომენტაროდდ!!!❤უბრალოდ ცრემლებს ვერ ვიკავებ????საუკეთესოაა????

 


№2  offline წევრი თა თა

სტუმარი Maariiammi
უკომენტაროდდ!!!❤უბრალოდ ცრემლებს ვერ ვიკავებ????საუკეთესოაა????

ვაიმე დიდი დიდი მადლობა..ძალიან მიხარია თუ მოგეწონათ ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

ასეთი ისტორია დამჭერი სად მიდიხარ და ტოვებ წერას?ეგ არ შეიძლება კალამს არ უღალატო უმაგრესი ისტორიაა ბევრი მატირა

 


№4  offline წევრი თა თა

სტუმარი ქეთი
ასეთი ისტორია დამჭერი სად მიდიხარ და ტოვებ წერას?ეგ არ შეიძლება კალამს არ უღალატო უმაგრესი ისტორიაა ბევრი მატირა


დიდი მადლობა საყვარელო ♥♥ვნახოთ ვიფიქრებ მაგაზე ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent