შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პროფესია 33_ე, 34_ე და 35_ე თავი ერთად


31-08-2019, 13:35
ავტორი Ellen96
ნანახია 1 145

მონანიება თუ მკვლელობა?
გინდა გჯეროდეს რომ ადრე თუ გვიან გამოიდარებს. ყველაფერი ცუდი უკან მორჩება, მაგრამ არა! დღევანდელი დღე თითქოს გუშინდელს გავს, თითქოს ისევ მამა ებრძვის სიკვდით, თითქოს ისევ გავრბივარ უსასრულობისკენ. მიპყრობს სიბნელე და უკან დასახევ გზას ვერ ვხედავ. დაბრუნდე? სად? დედაჩემმა მდიდარ კაცზე იქორწინა, მამიდაჩემს ვერ შევაწუხებ. არ მინდა ჩემი პრობლემები კისერზე დააწვეს.ვდგავარ გაშეშებული ისე თითქოს სამყარო გაჩერდა, ყველაფერი გაჩერდა. აღარც ფოთლების შრიალი მესმის, აღარც შეფს სიტყვა. ჩემს წინ ბიძაჩემი დგას და ვერაფერს ვამბობ. ვგრძნობ, ვიღაც მიახლოვდება და მეკითხება:_ ნია, კარგად ხარ? მე არავისი მესმის. არც იმის, ვინც ახლა ჩემს გვერდით დგაც. რამოდენიმე წამი ასე გავშრი ხოლო, როდესაც ისევ გავიგე ბუნების ხმა, რაც თავში მოვიფიქრე იყო ის, რომ გავიქეცი. გავიქეცი და ავტობუსის უკანა სავარძელზე დავიკავე ადგილი. ყველა მე მომიახლოვდა. ვცდილობ გავიგო რა უნდათ ჩემგან? რას მეკითხებიან? მე კი თავში შეფის და ბიძიას გამოხედვას ვიბეჭდავ. შეცვლილია... წვერი გაუზრდია, თუმცა ძალიან მოვლილი აქვს. თმაც ოდნავ გრძელი გვერდზე გადავარცხნილი. დიდი გაბრიელი, ყოველთვის ფორმაში იყო. მისი მხოლოდ მაშინ მეშინოდა, როდესაც სახლიდან გასვლამდე იარაღს იღებდა. როცა მომიახლოვდებოდა და გვერდზე დამიჯდებოდა თვალებს ვერ ვუსწორებდი. შევხტებოდი ხოლმე და იქვე ახლოს მივიმალებოდი. ავტობუსი დაიძრა და ჩემს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. მივდივართ რესტორანში? არც ეს არ ვიცი. ვზივარ ავტობუსში და სახე, მინას მაქვს მიბჯენილი. ჩვენი სვლა ისეთი ნელია, ხეებიც, ისე ნელა გადაადგილდებიან თითქოს და არც მათ უნდათ დატოვონ წარსული. ადამიანები გამუდმებით წარსულში იქექებიან ცდილობენ იპოვონ ის გზა, როდის ან, როგორ იყვნენ კარგად. მე ეს შეგრძნება დიდი ხნის წინ გამიქრა. მაშინ როდესაც მივხვდი, რომ მამა და ოჯახი, ჩემს კისერზე უნდა ყოფილიყო. გამახსენდა მამაჩემის სიტყვები. ,,შენ იმსახურებ დედასთან ყოფნას“. ვეკითხები საკუთარ თავს:_ მას უნდა? უნდა, რომ მე დავბრუნდე? არც ეს არ ვიცი. დავანებე ყველაფერზე ფიქრს თავი და გიორგის დავუძახე. მარიამთან ერთად ზის. მის მხარზე ჩასძინებია და ვერ დგება, ეშინია მარიამს, არ გააღვიძოს. დროც ისეთი ოხერია შენ არ დაგიცდის. მოულოდნელად პირველი გააჩერება გააკეთა მძღოლმა და მე მითხრა, რომ უნდა ჩავსულიყავი. გავიარე ავტობუსის გრძელი გასასვლელი და წინა რიგიდან გიორგი ხელს მკიდებს. მეუბნება, რომ დღეს 8_მდე ბარში უნდა ვიყო. გამიხარდა, რადგან ჯერ 12 საათია და დასასვენებლად საკმაოდ დიდი დრო მაქვს. მძღოლმა, ავტობუსი თითქმის სახლთან გამიჩერა. ჩამოვედი თუ არა ჩემი სახლის კართან, რამოდენმე ქალს ვხედავ. ერთი ვიღაცას ზემოდან დასტრიალებს მეორეც მორბის, რომ წყალი მოუტანოს. თავში მხოლოდ მამაჩემის სახელი მიტრიალებს. განა ვინ უნდა იყოს მის გარდა. ფეხებში ვიკეცები. არ მინდა! არ მინდა იქ, მამაჩემი დამხვდეს და უცებ ყურში მესმის მამაჩემის სახელი. ,,ლუკა“! ხელიდან ყველაფერი ძირს დავყარე, ქალებს ხელი ვკარი და მამასთან ახლოს მივედი. ის სულ თეთრია, უგონოდაა. ხელებს გულ მკერდში ვურტყავ ვცდილობ მის გამოფხიზლებას. ვყვირი? არ ვიცი იქნებ ხმა, პირიდან სულ არ ამომდის. ,, მამა არ გინდა! ამას ნუ გააკეთებ. მარტო ნუ დამტოვებ გეხვეწები“? ხელების დარტყმას ისევ ვაგრძელებ. ქალები, ჩემს წამოყენებას ცდილობენ. მე კი ვუძალიანდები. ,,წყალი! წყალი მომიტანეთ. მამამჩემმა ასეთი ძილი იცის. ხო ვიცი ჩამოჯდებოდა და ჩემს ლოდინში ჩაეძინებოდა“. მამას ხელს მჭიდროდ ვუჭერ ველოდები, როდის გაიღვიძებს. ყურში ხმადაბლა ველაპარაკები. ,, კარგი რა მაა, ხომ გითხარი ნუ დამელოდები. შეხედე შენს თავს სად ჩაგეძინა.“ გამიღიმა! ხო ვხედავ, რომ ჩემს სიტყვებზე გაეღიმა. მოუდოდნელად სასწრაფო მოვიდა და მამა საკეცზე გადაჰყავთ. იქვე მდგომი ქალი ეკითხება:_სად წაიყვანთ? სასწრაფოს თანამშრომელი კი კითხვას კითხვით პასუხობს:_ ვინაა მისი ოჯახი? ვინ გამოგყვება? მე დაჟინებული, ხმამაღალი ტონით ვპასუხობ:_ მე მისი ქალიშვილი ვარ! ექიმმა მამასთან ერთად მანქანაში გადაგვიყვანა. მე ხელს არ ვუშვებ მამაჩემს. ხელი ცივი აქვს მე კი მის გათბობას ვცდილობ. ვხედავ არაფერს არ აკეთებენ. ,,გააკეთეთ რამე! რატომ არაფერს აკეთებთ? სახლში! სახლში დავბრუნდეთ ნემსი დამავიწყდა.“ შვილო დამშვიდიო. ქალი, ჩემს დამშვიდებას ცდილობს. მე ყვირილს ისევ ვაგრძელებ. უკვე პანიკა დამეწყო. მამაჩემს სცივა იქნებ სიცხე აქვს ესენი კი არაფერს აკეთებენ. ძალიან სწრაფად ახლო საავადმყოფოში მივედით მამაჩემი არც ისე სწრაფად გადმოიყვანეს მანქანიდან. მე ვცდილობ ხელი არ გაუშვა. სავადმყოფოში შესვლისას ექიმმა მითხრა:_ თვენ აქ დააელოდეთ. უკვე მშვიდად ვარ. იქ მამაჩემს ნემს გაუკეთებენ სიცხეც აღარ ექნება და მალე სახლში წავიყვან. შეფი! მოულოდნელად სამსახური გამახსენდა. არადა დრო ისევ მაქვს. ჯერ საღამო არ არის. იქამდე ყველაფერს მოვასწრებთ. მამა გონს მოვა და აქედან წავალთ. უკვე ნახევარი საათია მამა შიგნით ჰყავთ. ადგილს ვეღარ ვპოულობ და წინ და უკან დავდივარ.
* * *
- აი სად ყოფილხარ.
- აქ რას აკეთებ?
- გზაში გავიგე, რომ მამაშენი ცუდად გახდა და ვიფიქრე, რომ ჩემს გოგოს გვერდში ყოფნა დასჭირდებოდა.
- აზრი აღარ აქვს.
- რაა? ნუთუ ლუკა...
- დღეს ბიძაჩემს შევხვდი და მიცნო.
- ეგ როგორ? მე ყველაფერი მოვაგვარე.
- შენ მამაშენთან მოაგვარე, მაგრამ გაბრიელი, შეფმა მოყვანა ჩემს მოსაძებნად.
- ძალიან ვწუხვარ.
- ნუ წუხდები კარგი! წადი მარტო მინდა ყოფნა.
- მოიცადე აქ მარტო ვერ დაგტოვებ.
- ნია, ძვირფასო მამა, როგორ არის?
- კარგადაა, სიცხე ჰქონდა. ნემს გაუკეთებენ და მალე გონს მოვა.
- დიდი ხანია შიგნით ჰყავთ?
- კი გიორგი უკვე ნახევარი საათია.
- წყალი გინდა?
- მე მოვუტან წყალს.
- არა, მე მოვუტან!
- ახლა ამის დროა? ორივე წადით!
- ბავშვებო მოდით აქ!
- გისმენთ ექიმო! მამა კარგადაა? უკვე შეიძლება მისი ნახვა?
- აქ უფროსი არავინ არის?
- მე ვარ!
- თქვენ ვინ ბრძანდებით?
- მე ამ ბავშვის ბიძა ვარ.
- წამომყევით!
- მე რატო არაფერს მეუბნებიან? მამაჩემის ნახვა მინდა! გამიშვით მამა უნდა ვნახო!
- ძვირფასო, ექიმს დაველოდოთ იქნებ რისი თქმა უნდა.
* * *
- პაციანტი ჩვენთან სულ სამჯერ იყო ჩემთან. მას ზურგის თვინის თიაქარი აღენიშნებოდა. ის მკურნალობას ჩვენთან გადიოდა, რო წამოვიყვანეთ უკვე გარდაცვლილი იყო. მის ქალიშვილს აღარაფერი ვუთხარით. აქაც შემოწმებაზე გადმოვიყავნეთ, თუმცა ეს არ არის გარდაცვალების მიზეზი.
- აბა რა არის მიზეზი?
- პაციენტი მოგუდულია. მას ნაირევი ყელზეც ეტყობა, რომ თოკითაა გაგუდული. ნია, ძალიან ემორციული ბავშვია. მას როგორმე უნდა ვუთხრათ, რომ მამამისი გარდაიცვალა. საწყალ ბავშვს, მთელი გზა მამაისის გაყინული ხელი, ხელში ეჭირა და უთბობდა.
- ყველაფერი გასაგებია ექიმო, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.
* * *
რამოდენიმე წუთს ექიმს, ისე ხმადაბლა ელაპარაკებოდა ბიძაჩემი.ვერც გავარკვიე რაზე საუბრობდმემ. ალბათ მამაჩემის დაავადებაზე უყვებოდა. მე ვეღარ მოვითმინე და იქითკენ გავიქეცი, სადაც მამაჩემი შეიყვანეს. პალატაში შევდივარ და ვხედავ, რომ მამას სახეზე რაღაც აქვს გადაფარებული. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს სინამდვილეა, რომ ის რაც აქამდე ფილმებში ხდებოდა ახლა ჩემს თავს ხდება. მივდივარ მამასათან მინდა სახიდან თეთრი ზეწარი გადავხარო და მახსენდება ის საღამო, როდესაც მე და მამა, ვიცინოდით და ვამბობდით ის მსახიობია. ის ამ ფილმში გარდაიცვალა, მაგრამ მონაწილეობას ისევ სხვაგან გააგრძელებს სხვა როლით. მის თეთრ და და ნატანჯ სახეს ვხედავ. ვხედავ, რომ დაიღალა. დაიღალა წამლებით, დაიღალა წარსულში ჩადენილი შეცდომების გახსენების. ვუყურებ თითოქოს მშვიდად მძინარეს, მაგრამ რო ვაი, ეს არის დასასრული. ეს არის ის ყველაფერი, რის გამოს მე წლები ვიბრძოდი?,,მამა! ჩემო ძვირფასო მამიკო რამდენი ვიბრძოლეთ, მაგრამ დაავადებამ მაინც გვაჯობა, მაინც გაგვტეხა“. ვეფერებო მის სახეს და ყურში ვეუბნები:_ არაფერია, მალე აქედან გაგიყვან და მე მეყოლები. ისევ მე ვიზრუნებს შენზე. დერეფნიდან ექიმის სიტყვები შემომესმა ის ამბობს, რომ მალე საბუთებს გაგვიმზადებს და გაგვიშვებს. ,,გესმის! მამა ხო გაიგა? მალე აქედან წავალთ.“ პალატიდან ექთნები, ჩემს გაყვანას ცდილობენ. დავიხიე უკან იმ იმედით, რომ მალე მე და მამა სახლში წავიდოდით. რამოდენიმე ნაბიჯი გავიარე თუ არა დერეფანში ექთანი ამბობს. ,, საწყალი დაღუპულაო.“ ჩავიკეცე, გავშრი. ცრემლებიც გამიშრა თითქოს. აღარ სიტყვები ამომდის პირიდან. თვალებს მჭიდროდ მოვუჭირე გავჩერდი ასე, რამოდენიმე წუთი. ველოდები თვალებს გავახელ და ყველაფერი სიზმარი იქნება. ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდი კოშმარი იქნება, მაგრამ ვახელ თვალევს და ვხედავ მამაჩემი, როგორ გადაჰყავთ საკეცით, მას სახეზე ისევ გადაფარებული აქვს და გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ. მე წამოვხტი დავიწყე ყვირილი. ,,ხელი გაუშვით! მამაჩემი სად მიგყავთ?“ ბიძაჩემმა ხელი მომკიდა და თავის მანქანაში ჩამსვა.
* * *
- ნია, საკმარისია! თავი ხელში უნდა აიყვანო.
- თქვენ ვინ ხართ, რომ ამას მეუბნებით?
- ბიძაშენი ვარ.
- შენ იცი მე და მამამ რა გადავიტანეთ? შენ იცი, რომ ერთად ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ? შენ იცოდი, რომ მამა ავად იყო და კვდებოდა?
ახლა გამოჩნდება ყველა. აქამდე სად იყავით? საად?
- შვილო, შენ წახვედი. შენ აიჩიე ეს გზა.
- ხო, მე წავედი, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავდა, რომ სანამ არ მოვკვდებოდით არ მოგვიკითხავდი. ახლა თქვენი დახმარება არ მჭირდება.
მარტოც კარგად გავართმევ თავს.
- ნია რამდენიც არ უნდა ილაპარაკო არავის შენგან არ წავა. ეხლა ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მამას ღირეულად დაემშვიდობო.
- მოკვდა არა? მამაჩემი გარდაიცვალა...
- შვილო, მართალია მან ბევრი ცუდი რამ ჩაიდინა, მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდე, რომ მას შენ ძალიან უყვარდი.
- ეხლა სად არის მამაჩემი? სად წაიყვანეთ?
- შენ მე მენდე კარგი?
- ვინ ხართ, რომ გენდოთ? თქვენ ჩემთვის არავინ ხართ...
* * *
მივედით იქ, საიდანაც რვა წლის წინ გავიქეცი. აქ, ყველაფერი ისევ ძველებურად არის, თითქოს არაფერი შეცვლილა. სახლში შესვლა არ მინდოდა და იქვე ბაღში ჩამოვჯექი. ვცდილობ გავიაზრო ჩემს თავს რა ხდება, ან აქ რა მინდა, მაგრამ ძალიან მიჭირს ყველაფრის აღთქმა, გაანალიზება. ვხედავ სკამს, სადაც ბოლოჯერ გაბრიელს ვესაუბრე წასვლამდე. გამახსენდა მას ვუთხარი პირველად, რომ გაქცევას ვგეგმავდი, რომ მამაჩემი უნდა გადამერჩინა. გაბრიელს არ უნდოდა ჩემი გაშვება. ის, მეუბნებოდა, რომ მამაჩემი საშიში კაცია და რაღაცას დამიშავებდა. მე მაინც უშიშრად წამოვდექი, ხელი დავუქნიე და ისე დავტოვე აქაურობა რვა წლის წინ. ახდა რა ხდება? ზუსტად რვა წლის შემდეგ, ისევ აქ ვარ და ვიცი, რომ მამაჩემს ვეღარასდროს ვნახავ. ვეღარასდროს გავიდებ მისგან სიტყვებს. ,,დაბრუნდი ჩემო პრინცესა?“ ვეღარ ჩავიკრავ გულში და ვეღარ მოვისმენ იმ ისტორიებს, რაც მის თავს გადახვდა. მამაჩემი მკვლელი იყო, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო მამა. ძალა გამოცლილი ვზივარ გამწვანებულ მინდორზე, ხელები გვერდზე მაქვს გადაგდებული. ხელში მისი პატარა ნახატი მიჭირავს. ფოტოზე მე და მამა ვართ. ამ სურათს სულ თან ვატარებ, სადაც არ უნდა წავიდე სულ თან მაქვს. ეს ერთგვარი თილისმასავითაა ჩემთვის. რაც არ უნდა დაბრკოლება შემხვდეს წინ, ამ სურადთს დავხედავ და ძალიან მშველის ეს. ვიღაც მიახლოვდება. თვალები ცრემლის გუბეთი მაქვს სავსე. მამაზე ვტირი... ის ქალია და თმა ქერა აქვს, მაგრამ მოკლე. გონებაში მხოლოდ მამიდას სახემ გამიელვა. მაშინაც, როდესაც ცუდად ვიყავი. ასე ფეხაკრებით მოდიოდა ჩემსკენ.
* * *
- შენი საყვარელი ფორთოხლის წვენი გავამზადე. არ ვიცი იქნებ გემოვნება შეგეცვალა...
- მამიდა!!!
- იტირე ნია... მიდი იტირე და განთავისუფლდები.
- მამიდა იცი, რომ მამა...
- კი ვიცი და ისიც ვიცი, რომ ლუკამ სიკვდილამდე ყველაფერი მოინანია.
- ეგ როგორ?
- ლუკა, გარდაცვალებამდე ყველას სათითაოდ შეგვხვდა. მათ შორის მეც.
- მერე რა გითხრა? ალბათ ჩემზე იყო გაბრაზებული იყო, რომ მე მის გვერდით არ ვიყავი.
- არა ნია, პირიქით. ის ამაყობდა შენით. ამბობდა, რომ ძალიან მშრომელი და მიზანდასახული გოგო ჰყავს.
- ჩემი ბრალია... მე ის ვერ დავიცავი.
- ნია თავს ნუ იდანაშაულებ. შენ არაფერში ხარ დამნაშავე.
- ახლა რა იქნება?
- მე ვიცი, რომ ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ. ბარში მუშაობაც დაგიწყია.
- მე ყველა გეგმას მამასთან ერთად ვაწყობდი.
- ვიცი ეხლა ამას არ უნდა გეკითხებოდე, მაგრამ სხვა არავინ გყავს?
- კი შეფი და ბავშვები.
- ახლა სად არია?
- მე უნდა წავიდე.
- კარგი მოიცადე ბიძაშენს დავუძახებ. არ გინდა გოგოები ნახო?
- არა, ასეთ მდგომარეობაში ბავშვებს ვერ ვნახავ.
- აქ იყავი იცოდე მალე დავბრუნდები.
- მამიდა არსაც გასაქცევი აღარ მაქვს.
- მართალი ხარ შენი ადგილი აქ არის ჩვენს გვერდით.
- არა, სახლში უნდა დავბრუნდე. მამასთან...
* * *
წიქის შესატანად სამზარეულოში შევედი. აქ ყველაფერი ისევ ისეა მხოლოდ ბებია აკლია აქაურობას. დამავიწყდა მამიდასთვის მეკითხა სად არის ბებია? ჭიქა პატარა მაგიდაზე დავდე და უკან ბაღში გავბრუნდი. დავინახე მამამიდა, ბიძიას მანქანასთან იდგა და ელაპარაკებოდა. ლუკას ახსენებდნენ გამუდმებით. მათთან მიახლოვება ვცადე, თანაც ხომ უნდა წავყოლოდი მას. მამასთან უნდა წავიდე. თავში მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებს და ვცდილობ გავიგო რაზე საუბრობენ.
* * *
- ხო ყველაფერს მოაგვარებთ? იცოდეთ მაკას გვერდით დავკრძალოთ.
- კი ძვირფასო ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ იტყვი.
- ნია ცოტახან აქ დარჩეს კიდევ რაღაცის დადგენა მინდა.
- კიდევ რამე მოხდა?
- კი ლუკა, დავადების გამო არა მომკვდარა.
- აბა?
- ის მოკლულია.
- რააა?
- ჩუმად იყავი ბავშვმა არ გაიგოს.
* * *
მამაჩემი მოკლეს?ვის რაში სჭირდებოდა ეს ყველაფერი? ვინ ჩაიდინა ეს ყველაფერი? სიბრაზემ ყელში ამომასხა. უკან დავიხიე, ბაღში გავიქეცი. ახლა ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო, თითქოს და არაფერი გამიგია. ახლა ისე უნდა მოვიქცე, როგორც ესენი იტყვიან ამასობაში კი ყველაფერს გავარკვევ და თუ მართლა ასეა და და მამაჩემი მოკლულია. მკვლელს სათანადო პასუხს ვაგებინებ. ეს არავის არ შერჩება! ეს არ შეგჩება! გულში ვიკლავ სიბრაზეს, ამ სიტყვებს იმას, რომ მამაჩემი გარდაიცვალა. ამის გაცნობიერება ვერ მოვასწარი და კიდევ დაემატა იცის, რომ მამაჩემი მოკლეს. ადგილს ვეღარ ვპოულობ. მინდა მამაჩემის მკვლელი, ახლავე ვიპოვო თვალებში ჩავხედო და ვკითხო:_ რატომ? რატომ ჩაიდინა ეს? მამიდაჩემი მიახლოვდება და მეკითხება:_ რას იზავ აქ დარჩები თუ ბიძაშენს გაყვები სახლში? მე ხმადაბალი ტონით ვპასუხობ.:_ მირჩევნია კიდევ ცოტახნით დავრჩე აქ. თუ რათქმაუნდა რამე პრობლემა არ იქნება. მამიდაჩემის სახეს ბედნიერების ღიმილი გადაეკრა:_ არა, რათქმაუნდა დარჩი. ეს შენი სახლიც არის. მამიდამ ჩემს ოთახში წამიყვანა. ცოტახანს დაისვენეო.
* * *
- არ მინდოდა რამე შემეცვალა და ყველაფერი ისევ ისე დავტოვეთ.
- ნამდილად ზუსტად ისეთია აქაურობა, როგორც მაშინ. ეს თოჯინა ისევ აქ არის? არადრა, რომ წავედი დიდი ხანი ვერ ვიძინებდი, რადგან ეს
არ იყო ჩემთან.
- ხო, გახსოვს ეს შეშლილმა რატიმ, როგორ მოგიტანა?
- კი მახსოვს მაშინ მაღაზიაში ვიყავით. რატი კი გამორბოდა შენნაირი უზმური გოგო ვიპოვეო. გამყიდველს ეგონა, რომ ვიპარავდით და
დაცვა გამოგვეკიდა.
- ეს თოჯინების სასახლე გახსოვს?
- კი ბებიამ მიყიდა დაბადების დღეზე.
- ნია ბებია...
- მამიდა ვიცი... არ არის საჭირო ყველაფრის ახსნა. ისედაც ახლა ძალიან მძიმედ ვგრძნობ თავს.
- გინდა დაიძინო?
- არ ვიცი ამას, როგორ შევძლებ.
- შეძლებ მთავარია ,,მოპარული თოჯინა“ ახლა შენს გვერდითაა.
* * *
- თომა აბა რა ხდება? არის რამე სიახლე?
- არ ვიცი ძმაო, მაგრამ როგორც ჩანს მკვლელს, ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. აქ, არანაირი კვალი არაა იმისა, რომ ლუკა
გაგუდულია.
- თოკი?
- არც თოკია.
- ბოლოს ვის შეხვდა? ვის ესაუბრა? ყველა დაკითხეთ.
- ო, მაშინ შენი ცოლით უნდა დავიწყოთ?
- ვინ? მოიცა ანა, შეხვდა ბოლოს ლუკას?
- არამარტო ძმაო. რატიც ნახა ბოდიში დის გამო მოიხადა.
- ანუ გამოდის, რომ სიკვდილამდე მოინანია?
- ეგრე გამოდის, მაგრამ ლუკა, კი არ მოკვდა არამედ მოკდეს და ვინ? მაპატიე ძმაო, მაგრამ ანა და რატი, დაკითხვაზე უნდა ვიყვანოთ.
- გასაგებია. ახლავე დავურეკავ ორივეს და ოფისში მოვლენ.
* * *
რამოდენიმე დღის შემდეგ!
ასე გაიწელა მამაჩემის საქმეც მეც რამოდენიმე დღეა მამიდაჩემთან ვცხოვრობ. ნორმარულად ვერც ვიძინებ, ვერც ვჭამ თვალწინ მხოლოდ მამაჩემის მომღიმარე სახე მიდგას, როგორ უხაროდა, როდესაც სახლში გვიან დავბრუნდებოდი და თუ ეს დროზე ადრე ხდებოდა ერთად ფილმსაც ვუყურებით. დაძინებამდე ცოტას მის წარსულზე მომიყვებოდა. შემდეგ შევდიოდი ჩემს ოთახში და საათობით ვუყურებდი ჭაღს, გაცვეთილ კედლებს. აქ ყველაფერი სხვა გვარად არის. კედლები სულ თეთრ ფერებშია და ძალიან მოწერსიგებულია. სამზარეულოც დიდია და ძალიან მარტივია იქ რამის მომზადება. ვაი, რომ რთული იყო იმ სახლში გატარებული დღეები, მაგრამ მაინც რომ გენატრება, მაინც რომ გულზე გაწვება დარდი, მონატრება. მოგვაინებით გავიგე, რომ ბინის მეპატრონეს სახლი სხვაზე მიუქირავებია. აქ ცოტახანსაც დავრჩები და მალე ახალს სახლხს მოვძებნი. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ სამსახურში პირველად დღეს მივდივარ. სამსახური აქედან ნახევარი საათის სავალზეა და უფრო ადრე მომიწევს გასვლა. ბარი საღამოს 8_ზე იხსნება. იქამდე კი არ არის აუცილებელი ჩემი იქ მისვლა. უკვე შუადღის პირველი საათია. მე სახლში უკვე აღარ მინდა გაჩერება. ცოტა წავიხამსე ტყუპებთან ერთად და გასასვლელად ვემზადები. გასასვლელში ტყუპები, კალთაზე მეკიდებიან მთხოვენ, რომ წასვლამდე ნაყინი ისევ მოვუმზადო. ტყუპებს ხელი მოვკიდე და სამზარეულოში შევედით.
* * *
- მართალია დედიკო, რომ ამბობს ადამიანები, დიდი ხნის შემდეგ ანგელოზები ხდებიან?
- ალისა დედა მართალია. დროთა განმავლობაში ჩვენც ანგელოზებად გადავიქცევით.
- მე უფრო დიდი ფრთები მექნება.
- არა, მე უფრო დიდი მექნება!
- გოგონებო, ნუ იჩხუბებთ. ეს ძალიან დიდი ხნის შემდეგ მოხდება.
- ერთი... ორი... სამიი...
- სესილი, ტყუილად ითვლია, რადგან მაგ დროის დათვლა არ შეიძლება.
- გოგონებო, აქ რას აკეთებ?
- დედა ნია, ნაყინს აკეთებს.
- შვილო, ამდენი ნაყინის ჭამა ვის გაუგია. მიდით ბაღში გაიქეცით. გამზადდება და დაგიძახებთ.
- ძალიან საყვარლები არიან.
- ხო ხანდახან დიდი გოგოებივით აზროვნებენ. ზოგჯერ ისეთ, რაღაცას იტყვიან მაკვირვებენ.
- პირველად რესტორანში შევხვდი ტყუპებს.
- ვიცი სახლში, რო მოვიყვანეთ სულ შენზე საუბრობდნენ. მეუბნებოდნენ:_ დე, იცი იქ წითურ გოგოს შევხვდით. ძალიან გემრიელ ნაყინს
აკეთებსო.
- მაიმიდა ბებოს რა დაემართა?
- ლუკაზე ნერვიულობდა, შემდეგ შენი წასვლა განიცადა ძალიან...
- ყველაფერი ჩემი ბრალია....
- მოდი ამაზე ნუ ვისაუბრებთ. გამომყევი, შენთვის საჩუქარი მაქვს.
- ეს რა არის?
- ვიცი, რომ ტრასპორტი არ გიყვარს ხოდა ველოსიპედი გიყიდე.
- მადლობა, მაგრამ ვერ მივიღებ.
- ნია დიდი ხანია შენთვის საჩუქარი არ გამიკეთებია. ჩათვალე, რომ ეს ერთერთი დაბადების დღის საჩუქარია.
- დიდი მადლობა! ეს ნამდვილად მჭირდებოდა. ნაყინები წიქებში გავანაწილე. მე სამსახურში მივდივარ!
- მიდი... ფთხილად იარე!
- მადლობა მაა...
* * *
არ არ შემშლია... მე ისევ ვგრძნობ მამას სიახლოვეს. ვგრძნობ, რომ მას ვემშვიდობები, რომ ისევ დამილოცავ გზას სამსახურამდე. ბავშობაში მქონდა ველოსიპედი, მაშინ ბებიამ მიყიდა. ეზო ძალიან დიდი გვქონდა და თითქმის გარეთ არ მიწევდა გასვლა. ახლა კი ორჯერ დიდია ეს ველოსიპედი და საკმაოდ დიდი გზის გავლა მიწევს სამსახურამდე. ქალაქში ამ ტრასპორტისთვის განკთვნილი ადგილია გამოყოფილი, თუმცა იმ გზაზეც ხალხი დადის. ვცდილობ ყველა ჩამოვიშორო გზიდან ან ვინმე არ დავაზარალო.
აი, უკვე მივუახლოვდი ჩემს სამსახურს. ველოსიპედი უკანა ეზოში გავაჩერე და უკანა კარით შევედი. სამზარეულოში ჩემი მეგობრები საზეიმოდ დამხვდნენ. ,, კეთილი იყოს შენი დაბრუნება!“ შეფმა ომახიანად მომესალმა და მითხრა, რომ ,,დაე ყველაფერი ცუდი უკან დარჩეს\". მე გირგის შევხვდი და ბარში გადავინაცვლეთ. მართალია ძალიან ადრეა ბარის გახსნამდე, თუმცა აქაურობის მოწესრიგებაში დავეხმარები. მაგიდებიც სუფრთაა და ლამაზად დაწყობილი. ვხედავ სცენას აწყობენ. გიორგიმ მითხრა, რომ დღეიდან ამ ბარში ბენდი იმღერებს. გამიხარდა თუ მეწყინა? არცერთის შეგრძნება არ მაქვს, როგორც ჩანს დღეს ბარს საზეიმოდ გახსნიან და ხალხიც საკმაოდ იქნება. გიორგის ბარის დალაგებაში ვეხმარები და ვხედავ ბიძაჩემს ეზოშია და შეფს ელაპარაკება. მიდა მივუახლოვდე გავიგო იქნებ მამაზეა რამე სიახლე, მაგრამ არა! თავს ვიკავებ და ისევ გიორგისთან ერთად ვრჩები ბარში. როგორც გავიგე ახალგაზრდები დაუკრავენ. შეფი ტრადიციას არ არღვევს და აქაც ბავშვები დაასაქმა. ერთ საათში ბენდი, უკვე რეპეტიციას დაიწყებს. მუსიკა მიყვარს ძალიან მიყვარს განსაკუთრებით, როდესაც ბიჭი გიტარაზე უყვარს. გიტარა დავინახე თუ არა გავიფიქრე. ნეტა ვინ დაუკრევს? ცოტახანს სამზარეულოში გავედი ყელი გამომიშრა და ვიფიქრე რამეს დავლევდი. მაცივრიდან დაწურული ფორთოხლის წვენი გამოვიღე და დალევა დავიწყე თუ არა ვინ გაცდის სიმშვიდეს?
* * *
- იცი? აღარ მიკვირს. უკვე მივეჩვიე სადაც მე ვარ იქაც შენ ხარ.
- ფთხილად იყავი ძალიან არ შემეჩვიო, თორე შეიძლება მერე მე მომიწიოს მოულოდნელად წასვლა.
- როგორ არ იღლები გამუდმებით ჩემს წასვლას, რომ ახსენებ. აქ რას აკეთებ?
- გავიგე, რომ ამ საღამოს ბენდი იმღერებს და ხელი უნდა გთხოვო.
- რა სასაცილოა...
- კი, კი შენ იცინე და მართლა მაგას ვაპირებ. საკმარისია! ისედაც ამდენი ველოდეთ. ცოლად უნდა გამომყვე.
- რას ბოდავ?
- კარგი მიდი ყინულები ჩამიყარე და მივდივარ. მეჩქარება.
- აი, გამომართვია, მაგრამ სად მიდიხარ?
- გამომყევი და გაიგებ.
- ყოველთვის სადღაც რატომ მიმათრევ?
- დასრულდა! ჩვენ შეყვარებულები აღარ ვართ. ახლა კი შეგიძლია შენს ბიჭს დაუბრუნდე.
- რას ბოდავ? გიორგი ჩემი მეგობარია.
- ყველაფერთან ერთად ბრმაც ხარ ალბათ. ვერ ხედავ როგორ გიყურებს? ა, შენ ხო სულელი ხარ და არაფერს აკვირდები.
- ეს შენ ხარ სულელი, რაღაცას ბოდავ...
- ამ სიტყვებს ძალიან მალე გამიხსენებ.
- ვინ ხარ, რომ გაგიხსენო. სად მიდიხარ? მანდ ბენდის ადგილია. გიტარას ხელი გაუშვი!
- გოგონი, გზიდან ჩამომეცალედ რეპეციციას ვიტყებს.
- მზად ხართ?
- კი გაბო, მზად ვართ. დავიწყთ!
- პირველი რა სიმღერაა?
- აი ძმაო, განრიგი უკვე შევადგინეთ.
* * *
არა! უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. სულაც არ მიმაჩნია რომანტიკად, რომ ბიჭები, გიტარაზე უკრავენ. სისულელეა, რაც გაბრიელმა წეღან მითხრა. გიორგი ჩემი მეგობარია. ის, როგორც გოგო არასოდროს არ შემომხედავს. ახლა ნელ-ნელა ვცდილობ საქმეზე ვკონცენტრილდე. ბენდი დიდი შემართების საღამოს გახსნისთვის ემზადება. ახლა გაბრიელი გიტარაზე აკორდებს ასწორებს და აი, პირველი ფრაზაც წაიმღერა ჩემი საყვარელი სიმღერიდან. საიდან იცის? თითქოს და მან ყველაფერი ისიც ჩემს შესახებ. არა! თავში ხელი წამოვირტი და ვცილობ ეს ფიქრები თავიდან ამოვიგდო. ,,Bazzi – Beautiful’’. სიმღერა, რომელიც მე ძალიან მიყვარს გიტარაზე ამღერებული კიდევ უფრო ლამაზი მოსასმენი იყო, როგორც ჩანს ამ საღამოს ამ სიმღერით გახსნიან. ვდგევარ ბართან ცალი ხელით ბარის მაგიდას დავეყდენი. ცოტახანს ასე გავირინდე. მესიამოვნა მუსიკა, გიტარის ხმამ უკვდავებისკენ გამიტაცა. ეგრევე ბერ კარგ და სასიამოვნო რაღაცაზე დავიწყე ფიქრი. არ მინდა სიმღერა დასრულდეს, არ მინდა გიტარამ შეწყვიტოს სასიამოვნო ჰანგების ხმა. ასე კიდევ დიდი ხანს ვიდგებოდი და ვუყურებდი გიტარას მოვუსმენდი მუსიკას. ჩემს სახეს კმაყოფილების ღიმილი დაჰკრავს. ამდენი ხანია ასე სასიამოვნოდ თავი არასდროს არ მიგრძვნია. თვალები დავხუწე და ვფიქრობ. ნეტა უასასრულოდ გააგრძელოს დაკვრა. ნეტა გიტარა არასდროს გაჩუმდეს. უკვე ბოლო მისამღეია და ვგრძნობ, რომ სრულდება, რაღაც სრულდება და რაღაც ახალი ისევ იწყება. რამოდენიმე დღის წინ და ახლაც მჯერა, რომ ჩემს ცხოვრებაში, რაც ღირებული გამაჩნდა დავკარგე. ჭაღი და გაცვეთილი კედლების მიღმა მამას მომღიმარი სახე დავტოვე. გულში ჩავიკალი მისი ღიმილი, სახე და გამოხედვა. აი, დასრულდა კიდეს მუსიკა და ვიღაც მოულოდნელად მხარზე მირტყამს ხელს.
* * *
- ნია, რა დაგემართა? გამოფხიზლდი მალე ხალხი დაიწყებს მოსვლას.
- არაფერია გიორგი, უბრალოდ ეს სიმღეა ძალიან მიყვარს.
- არაუშავს კიდევ ბევრჯერ მოგიწევს აქ, ამ სიმღერის მოსმენა, რადგან რეპერტუარში აქვთ.
- ასე თუ გააგრძელებს შემიყვარდება...
- რაა? ნია რამე თქვი?
- არა, არაფერი მითქვამს წავალ პირველს სტუმარს მივემსახურები.
* * *
არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ადამიანი, აქ ჩემს გასაგიჟებლად არის შემოგზავნილი. უკვე გაბრუებული დავდივარ. პირველის სტუმრის მაგიდამდე, როგორ მივედი არც მახსოვს. ახლა ვდგევარ მათ წინაშე და ხმას ვერ ვიღებ. ისინი კი გამალებით ჩემს სახელს ყვირიან:_უკაცრავად! გოგონი, კარგად ხართ?
მე თავი ზემოთ ავწიე და ვპასუხობ:_ დიახ, კარგად ვარ რა გნებავთ? სტუმრის შეკვეთა წიგნაკში ჩავიწერე და ბარისკენ გავბრუნდი. ბენდი უკვე მზად არის საღამო გახსნას. ყველაფერს გაბრიელს ეკითხებიან. ეტყობათ, კიდეც რომ ყველაფერს მას უთანხმდებიან. ბენდში ერთი გოგოც ჰყავთ ის ბას-გიტარაზე უკრავს. მგონი ყველაზე ლამაზი გოგოა ვინც კი აქამდე მინახავ. შავი გრზელი თმა აქვს. ჩემზე მაღალია და ჩემზე დახვეწილი. შორიდანაც ჩანს, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. შეკვეთა გიორგის ვანახე მან კი კოქტიელის მომზადება უკვე დაიწყო. ასეთი რამ ამ ბარში არ მახსოვს. ხალხი შემოდის და შემოდის. ყველა მაგიდა დაკავებულია. ადგილიც აღარ არის და ზოგი ფეხზე დგას. სულ ცოტა დარჩა 8 საათამდე, მაგრამ ხალხი უკვე დაწყებას ითხოვს. ბენდმა საღამო ნახევარი საათით დაიწყო. პირველი სიმღერა ჩაირთო თუ არა ვინც იჯდა ყველა ფეხზე წამოდგა და ცეკვა დაიყო. გიორგი კოქტეელების გაკეთებას არ წყვეტდა მე კი სტუმრამდე მიტანას. ზოგიც ისეთი სტუმარი იყო მიტანა საჭირო არ იყო თვითონ მოდიოდნენ ბართან. აქაურობა ნამდვილ დღესასწაულს ჰგავდა. ძალიან ენერგიული შესრულების შემდეგ მოულოდნელად წყნარი, რომანტიული სიმღერა დაიწყო. გიორგი მიხვდა, რომ აღარავის დახმარება არ სჭირდებოდა და ცეკვა შემომთავაზა. ვხედავ, რომ გიორგი ძალიან ახლო მწევს მისკენ. მე კი მის მოშორებას ვცდილობ. ვგრძნობ, რომ ჩემს თმას ეხება. გაბრიელის სიტყვები გამახსენდა და მას შევხედე. გაბრიელმა ეს ყველაფერი, რომ დაინახა დაკვრა შეწყვიტა და თქვა ცოტახნით შევისვენოთო. დავინახე გაბრიელი უკანა ეზოში გავიდა. ბენდმა წყნარი მელოდიის დაკვრა ისევ გააგრძელა. დიდი ხანი ვფიქრობდი გავიდე თუ არა გარეთ და აი, მოვიზიზეზე, რომ ცოტა ჰაერს ჩავყლაპავ და დავბრუნდები.
* * *
- უკან რატომ გამომყევი? დავინახე , როგორ კარგად ცეკვავდით ერთად. შენ და ის....
- ცეკვა შევწყვიტე, რადგან შუა სიმნღერის დროს დაკვრა გააჩერე. რატომ გააკეთე ეს?
- ,,ჩემი გოგო’’ მირეკავდა და უეჭველი უნდა მეპასუხა.
- არ გაბედო!
- რაზე მეკითხები?
- ვინა ის გოგო? ისევ ის გრძეფეხება?
- ეს შენ რაში გაინტერესებს?
- არ ვიცი იქნებ იმიტომ, რომ ეს დღეებია თითქმის მეგობრები გავხდით.
- რა სასაცილოა. ნია მე და შენ მეგობრები არასდროს გავხდების. ეს საიდან მოიტანე?
- იმ დღეს ჩემს ოთახში შენ არ მოხვედი? შენ არ მამშვიდებდი? შენ მაშინ მითხარი, რომ დამიცავდი და არასდროს არ მიმატოვებდი.
- ეს იმიტომ გითხარი, რომ დამშვიდება გჭირდებოდა.
- შენ... შენ ძალიან...
- უნდა გეთქვა, რომ იდიოტი და საზიზრარი ადამიანი ვარ და ხო კიდე გარტყმა დაგავიწყდა, თანაც ლოყა უკვე მომირჩა.
- შიგნით ძალიან ბევრი ხალხია და ყველა შენ გელოდება. გამოვედი იმისთვის, რომ ეს მეთქვა.
- ხო, როგორც წესი ძალიან გვიწელდება სატელეფონო საუბარი მითუმეტეს ახლა,როცა დროებით სსხვა ქალაქში იყო წასული.
- დეტალები არ მაინტერესებს.
- მე კი პირიქით მგონია კვდები ისე გაინტერესებს ყველაფერი.
- ფეხი გამოადგი!
- ფეხებში ნუ მებლანდები.
- კარგი მე გავჩერდები და შენ გაიარე.
- გაბრიელ რას აკეთებ?
- რატომ იბნევი, როცა შენთან ახლოს მოვდივარ?
- სისულელებს ნუ ამბობ გამატარე.
- გაიარე.
* * *
ადამიანები კვდებიან რისთვის? ისინი იმსახურებდნენ? არა, არავინ იმსახურებს სიკვდის. ან აქ, ვინც რჩება . ასე შეუძლეთ ხმამაღლა მუსიკაზე ცეკვა? ვინ იცის აქ ჩემს გარდა კიდევ რამდენია. ვინ დაკარგა საყვარელი ადამიანი. ყოვეღამ, როცა საკუთარ თავთან მარტო დაარჩებაა გაახსენდება. ახლა კი დღას და შეუჩერებლივ ცეკვავს. ვინ იცის იმ ადამიანების, მიღმა რა იმალება და დარდი აქვს, რა ტკივილი. არავინ იცის და არც არავინ იწუხებს ამის გარკვევისთვის თავს. რატომ? იმიტონ რო თავად ის ადამიანებიც ვინ ამას ფიქრობენ, ისინიც სიმძიმეს ატარებენ გულით. საყვარელი ადამიანის სიკდილი შენს გარდაცვალებასაც ნიშნავს. ჩაიცმევ ლამაზად, ტუჩზე წითელ თუჩსარცხს წაისმევ და ბარში საცეკვაოდ გამოხვალ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი, უდარდელია მას არაფერი არ აწუხებს, რადგან ქალს მოკლე კაბა აცვია ესიგი მას გარდაცლილი ქმარი დაავიწყდა? არა! არავის არაფერი არ ავიწყდება. ისინი უბრალოდ ცდილობენ მივიწყებას მისცენ ის ბედნიერი წარსული, რომელიც მასთთან ერთად გაატარეს. აი, მე მაგალითად ბართან ვდგევარ გაშეშებული და სულელივით ვიღიმები გიტარის ხმაზე. მსიამოვნებს მისი ჰანგები და მავიწყდება ტკივილი, ცრემლი მავიწყდება, რომ რამოდენიმე დღის წინ მამა დავკარგე. ახლა კი ვდგევარ და სულელივით მეღიმება. ბარი ერთ საათში იხურება. ხალხიც ძალიან ცოტა დარჩა. სცენაზეც მხოლოდ ერთი წყივილია. ცეკვას მაინც აგრძელებენ მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა დამთავრდა. წყვილს მივუახლოვდი ვკითხე:_ რამე ხო არ გნებავთ? თავის გრძნობებში გართულს ცოტაც მორცხვათ მიპასუხეს:_ არა, არაფერია ჩვენ უკვე წავალთ. მადლობა გადავუხადე სტუმრობისთვის და დავემშვიდობე. ბენდიც ნელ-ნელა დაიშალა. ბარის დალაგება მე არ მეხება და უკვე სახლში წასასვლელად ვემზადები. მოულოდნელად გიორგი, შემოდის ჩემს გასახდელში და მეუბნება.
* * *
- მოიცადე, მოიცადე არ შემოხვიდე!
- მაპატიე მეგონა, რომ მასე აპირებდი წამოსვლას.
- არა, ამ კაბაში თავს უხერხულად ვგრძნობ.
- ჩემი ბიძაშვილია მოსული თავის სახლში გვეპატიჯება წამოხვალ?
- არა, მადლობა მაგრამ სახლში მალე უნდა დავბრუნდე.
- კარგი რა, მენდე აი ნახავ კარგ დროს გავატარებთ.
- აბა გიო, მზად ხარ? მივდივართ!
- კი, კი მოვდივართ.
- გიორგი ნუ დამაძალებ ძალიან გთხოვ.
- წამოდი და გპირდები მე მიგიყვანს სახლში.
- მოიცადეთ! ამას აქ ვერ დავტოვებ.
- რა პრობლემაა საბარგულში ჩავდებთ.
- ილო ფეხით ვარ შენ გამოგყვები რა, მაგრამ მგონი ადგილი არ გაქვს.
- გაბო, გაიცანი ეს ჩემი ბიძაშვილია გიორგი. ეს კიდევ ნია.
- არ არის საჭირო ორივეს ვიცნობ. ეს გოგო კი დროებით ჩემი შეყვარებული იყო.
- კარგი ჩასხედი და წავედით! გიო შენ მე დამიჯექი გვერდით. ბიძია რას შვრება ისევ იქ მუშაობს?
- კი ისევ მძღოლია.
- არ ჩაჯდები?
- შენს გვერდით რატომ უნდა დაჯდე?
- მაშინ საბარგულიდან შენი ველოსიპედი ამოიღე და უკან გამოგვყევი.
- არა! არავინ არ ჩავა მანქანიდან. დასხედით!
- ვხედავ უკვე ხალხშიც გადიხართ?
- მოკეტე! გაიგებენ...
- რა გინდა რატომ მოდიხარ? იქ შენნაირი ადამიანები არ დადიან.
- მოიცადე ილოს სახლში არ მივდივართ?
- არა კლუბში მივდივართ. ოღონდ კლუბი ჩემი სახლის სარდაფშია.
- რაა?
- ხო დედაჩემი სხვა ქალაქშია. მამაჩემიც, მამაჩენის საქმეზე მუშაობს. ჩემი სახლი კი ცარიელია.
- მანქანა გააჩერეთ! მე ჩავდივარ.
- კი კი ჩავდივართ, რადგან უკვე მოვედით.
- მე უნდა წავიდე.
- მოიცადე ნია სად მიდიხარ, ჯერ ახლა არ მოვედით?
- ანერვიულდა შენი ბიჭი...
- გაბრიელ მოკეთე!
- დარჩი კიდევ უნდა დავუკრათ და ძალიან მოგეწონება.
- მართლა?
- კარგი მაშინ დავრჩები.
- როგორ დაითანხმე?
- გიორგი შენ მე წამომყევი და გოგოებთან მოგცევას გასწავლი.
* * *
ამ სახლში არც ბავშვობაში ვყოფილვარ. სახლი არც ძალიან დიდია და არც ბევრი ხალხია . გაბრიელმა გზაში კი მითხრა, რომ საღამო სარდაფში იქნებოდა, თუმცა ეზო უკვე საზეიმოდაა განათებულია. მაგიდაზეს ასმელებია, ხოლო დაბლა კი ფერადი ბალიშები. ხალხის უმეტესობა დამლა ზის უმეტესობაც კი ხორცთანაა და შეწვას ელოდება. გაბრიელმა გიტარა მოიმარჯვა და თქვა, რომ ეს სიმღერა ,,მოპარულ თოჯინას “ ეძღვნება. ამ სიტყვების გაგონებაზე შევხტი. ეს ხო ჩემი თოჯინაა? სიმღრა ჩემზეაა? საკუთარ თავს დავუსვი ეს შეკითხები თუ არა გაბრიელი ისევ აგრძელებს სიტყვას. ,,ეს უკანასკნელი ნივთი იყო, რაც მე მისგან დამრჩა. წლების განმავლობაში მჯეროდა, რომ დაბრუნდებოდა. ზშირად ვიჯექი იმ ბაღში და იმ მიმართულებით ვიყურებოდი საითაც ის წავიდა. ახლა ის დაბრუნდა. ლოლიტა ამერიკიდან დაბრუნდა და ამ სიმღერას მას ვუძღვნი. ის არის გოგო რომელსაც ეს სიმღერა დავუწერე.“ გაბრიელი გოგონას ხელს კიდებს და მის წინ სვავს. გიტარას იმარჯვებს და სიმღერას იწყებს. იმ სიმღერას, რომელიც ბარში პირველივე მცდელობაზე შეასრულა. ცხეულში უამრავმა ემოციამ გაიღვიძა ჩემში. თითქოს დამცხა და შემცივდა ერთდროულად. ვიდანაშაულებ ჩემს თავს, რომ აქამდე ჩემი თავი მეგონა. მეგონა, რომ ეს სიტყვები მე მეკუთვნოდა. თვალებში ცრემლებით მევსება. არ ვიცი რატო? მამა გამახსენდა? არა! ეს გრძნობა სულ სხვანაირაი. განსხვავებული. ვტირი და ადგილს ვერ ვპოულობ. მისამღერი, რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს. ამ მისამღერზე წამოვდექი და არ ვიცი ,მაგრამ არარეალური მიმართულებისკენ წავედი. იქვე ტბაა და ტბის პირას ჩამოვექი. ვტირი... ცრემლებს ვერ ვიკავებ. ერთდროულად დამიგროვდა ყველა დარდი, ტკივილის შეგრძნება. თითქოს გული საგულედან ამოდის მე კი მკაცრად ვცდილობ უკან დაბრუნებას. ნახევარი საათი ასე გარინდულმა ტბის ნაპირას გავატარა. მიზეზი მჭირდებოდა იქიდან წასასვლელად და ვთქვი, რომ მამიდამ დამირეკა და სახლში უნდა დავბრუნდე. ილოს საბარგულიდან ჩემი ველოსიპედი გადმოვიღე და სახლისკენ დავაპირე წასვლა.
* * *
- სად მიდიხარ? გზა იცი?
- არა, მაგრამ გავაგნებ.
- აიღე გამომართვი ნარკოტიკია.
- რაა?
- რატომ გადაადგდე?
- აბა, შენი აზრით მაგას გავშინჯავ?
- გამომართვი კიდევ მაქვს დამიჯერე გესიამოვნება.
- გაბრიელ თავი დამანებე. წადი და შენ შეყვარებულს მიხედე.
- არ დაგავიწყდეს, რომ შენც მიაგდე შენი ბიჭი და სახლში მარტო აპირებ წასვლას. ნუ გიორგიმ ალბათ არ იცის, რომ ასეთ დროს გოგო, მარტო არ უნდა გაუშვას სახლში.
- შენ რა ახლა ნარკოტიკი ჩაიდე პირში? ავადმყოფი ხარ?
- ტკბილია... პირში ჩაიდებ თუ არა დადნება.
- შემეშვი რას აკეთებ?
- პირი გააღე! აი, ეგრე....
- ეს რა კანფეტია?
- კი ძვირფასო, მაშინაც მივხვდი, რომ ეს დაინახე. ტკბილი ჩემთვის ნარკოტიკია.
- შენ ეს იცოდი, მაგრამ თამაში გააგრძელე.
- ვაღიარებ, რომ ძალიან კარგი თამაში გამოგვივიდა. შენთან ერთად ტყეშიც კი თავს მშვიდად ვგრძნობდი.
- უკვე გვიანია მე უნდა წავიდე.
- დამელოდე მეც გამოგყვები, თანაც გზას გასწავლი.
- ეს შენი ველოსიპედია?
- კი ჩემია. პირველი ხელფასით ვიყიდე. აქამდე პატარა მქონდა ძალიან ხშირად მიფუწდებოდა.
- აბა წამოდი რამდენად კარგად იცი ამის ტარება?
- შენ არ იცი, რომ ამაში ჩემპიონი ვარ? მოიცადე შეანელე! ნია შეანელე! ძალიან სწრაფად მიდიხარ.
- მივფრინავთ... მივფრინავთ!
- ნია შეანელე თორე მართლა გაფრინდები.
- კარგი ხო, რისი გეშინია?
- მე არ მეშინაია. ჩემთვის მთავარია შენ არაფერი დაგიშავდეს.
- რას აკეთებ? რის მიღწევას ცდილობ? მეთამაშები და ეს სიამოვნებას განიჭებს?
- ვაიმე გოგონი, ეს რამდენი შეკითხაა?
- ,,მოპარული თოჯინა“ ის მე ვიყავი ვინც წასვლისას დაგიტოვა.
- მოიცა მოიცა ის ყველაფერი შენ.... საკუთარ თავზე მიიღე?
- რა არ უნდა მიმეღო?
- არა, ის სიტყვები მე დიდი ხნის წასულ შეყვარებულს მივუძღვენი.
- ხოდა წადი დიდი ხნის წასულ შეყვარებულთან.
- მოიცადე მოდი ვილაპარაკოთ.
- რაზე უნდა ვილაპარაკოთ? რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი გამუდმებით მეთამაშები. არც ის ნარკოტიკები იყო სიმართლე. არც
ჩემს ოთახში ნათქვამი სიტყვები არ იყო სიმართლე. რა გინდა? თავს რატომ არ მანებებ?
- გახსოვს რა გითხარი შენს ოთახში ყოფნის დროს?
- კი მახსოვს.
- მერე მე ეხლა სად ვარ?
- იქ, სადაც მე...
- მე შენთვის არაფერი არ მომიტყუებია. ახლა კი სახლში შედი უკვე გვიანია...

* * *
სანამ ეზო ხეებს არ ამოვეფარე გაბრიელი, იქ იდგა და მელოდებოდა. ველოსიპედი უკანა ეზოში გავაჩერე და მეც უკანა შესასვლელით შევედი სახლში. ეგრევე სამზარეულოში შეცედი, რადგან წყალი ძალიან მინდოდა. ,,არასოდეს დაგტოვებ მარტო“. სიტყვები, რომელიც გაბრიელმა მამაჩემის გარდაცვალების დღეს მითხრა. იმ დღეს მე მის მხარზე ბევრი ცრემლი ვღვარე. მეუბნებოდა იტირეო მე აქ ვარო. ის, როცა ჩემს გვერდით იყო თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობდი.ვგრძნობდი, რაც არ უნდა მომხდარიყო ის დამიცავდა. უკვე გვიანია, სახლში სიჩუმეა ტყუპებსაც ალბათ სძინავს. ჩემი ოთახი სახლის მეორე სართულზეა. უჰაერობა ბავშობიდან მაწუხებდა და მამიდამ, სპეციალურად ეს ოთახი შეარჩია ჩემთვის. ჩემი ოთახი პატარა და მყუდროა. ოთახის კარს გააღებ თუ არა აივანია. ულამაზესი ხედით. აი, თითქმის მივუახლოვდი ჩემს ოთახს და დერეფანში მამიდას და ბიძიას საუბარი შემომესმა.
* * *
- ხვალ სალომეს დავიბარებთ დაკითხვაზე.
- ხო ალბათ აუცილებელი იქნება, როგორც ყოფილი ცოლი ხომ?
- არა, როგორც ეჭვმიტანილი. მეზობლის ქალმა, დაინახა იმ დღეს მის სახლში, როგორ შევიდა კარგად გამოწყობილი ქალი.
- მოიცადეთ იქნებ ის ქალი, სალომე არ იყო და სხვა იყო.
- ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
* * *
ამ სიტყვები გაგების შემდეგ ზუსტად ვიცოდი, რომ ამას დედაჩემი ჩაიდენდა. ის ძალიან გაბორეტებულია, ძალიან განებივრებული. ეხლა მხოლოდ ის ვიცი, რომ მივალ და პასუხს მოვთხოვ მამაჩემის მკვლელობის გამო. გამოვრბივარ სახლიდან პირველივე შემხვედრ ტაქს ვაჩერებ და მის სახლში მივდივარ. ,,მამაჩემის სიკვდილი არავის არ შერჩება“. არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება. არ ვიცი ახლა რა იქნება? ამდენი ხნის შემდეგ დედაჩემს უნდა გამოვუცხადო, რომ მისი შვილი ვარ, რომ პასუხი უნდა ვაგებინო მამაჩემის სიკვდილის გამო. მისი სახლი აქედან არც ისე შორსაა. მივედი ჭიშკართან ზარი დავრეკე თუ არა ვუთხარი:_ ქალბატონს გადაეცით რომ მისი ქალიშვილი დაბრუნდა. კარი ძალიან მალე გაიღო. სახლამდე სირბილით მივედი, როგორც კი კარს მივუახლოვდი დაცვა დამხვდა.
* * *
- სად არის თქვენი ქალბატონი?
- ქალბატონს უკვე სძინავს.
- ხოდა გააღვიძეთ. უთხარით, რომ მისი შვილი დაბრუნდა.
- შვილო, აქ ყველა მისი ქალიშვილია. წადით ძალიან გთხოვთ.
- გზიდან ჩამომეცალეთ.
- შვილო სად მიდიხარ? ასე მოქცევა არ შეიძლება.
- ქალბატონო! ქალბატონო სალომე გაიღვიძეთ.! თქვენი ქალიშვილი დაბრუნდა.
- რა ხდება აქ? არა ხმაურია?
- ბატონო, თქვენი ცოლი გააღვიძეთ. ის მკვლელია მან მამაჩემი მოკლა!
- რას ამბობს ეს ბავშვი?
- ხომ გითხარით, რომ მათხოვრები ამ სახლსი არ შემოუშვათ.
- ქალბატონო სალომე, დიდი ხანია საჭმელს ჯამიდან აღარ ჭამთ?
- დაცვა ამდენი ხანი რას აკთებს? სასწრაფოდ გაიყვანეთ ეს გოგო აქდან.
- ნია! ჩემი სახელია ნია. მე სალომეს ქალიშვილი ვარ. დამამტკიჩებელი საბუთიც მაქვს ამ ფოტოში მე მშობლებთან ერთად ვარ.
სად არის მკვლელი? თავი 34_ე
- ნინო, სალომე ოთახში გაიყვანეთ. შვილო შენ მე გამომყევი.
- არა, არ წამოვალ დედაჩემთან მინდა საუბარი.
- შვილო სალომე ავადაა.. გამომყევი დ ყველაფერს მე მოგიყვები.
სალომე მის დამხმარემ ოთახში ძალიათ შეყვანა. ის გამწარებული ყვიროდა, რო მან შვილი დაკარგა, რომ მან მიატოვა. აქაურობა ნამდვილ სასახლეს ჰგავს. სახლში, შიგნითაც კი კოშკებია აგებული. მცენარეებიც სახლში დაურგავთ. აუზიც ოთახის ბოლოშია. მთავარი შესასვლელის შუაგულს ულამაზესი პატარა ფანტანია. დიახ, მეგობრებო! ეს ყველაფერი ამ სახლშია შიგნითა. ჭერი დაახლოებით იმხელაა, როგორ მუზეუმის. კედლებზე ძვირადღირებული ნახატები კიდია, თუმცა ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება, მაინც ერთ ნახატმა მიიქცია, რომელზეც გოგონა, ზურგ შექცევით დგას. ის წითურია, ის ბავშვია, მიდის და ხელში, პატარა თოჯინა უჭირავს. ნუთუ ეს მე ვარ? კარგა ხანს ვაკვირდებოდი ამ სურათს და მოულოდნელად ბატონმა, კაბინეტში მიხმო მითხრა: წამოდი ჩემს კაბინეტში შევიდეთ. განა რა უნდა იყოს ასეთი საიდუმლო, რომ ამხელა სახლში სასაუბროდ კიდევ სხვა ადგილი არსებობდეს. კაბინეტის კარი შეაღო თუ არა მთლიან კედელზე, ვხედავ ბიბლითეკას. ალბათ ყველა მწერალის შემოქმედებამ აქ, მოიყარეს თავი. ეს ყველაფერი სამოთხეს ჰგავს. სადაც წიგნებია იქ ვარ მეც. სკოლაშიც უმეტეს ნაწილს ბიბლიოთეკაში ვატარებდი, რადგან წიგნებს სახლში არ მატანდნენ იქ, მიწევდა მთელი დღის გატარება. ძალიან მიყვარს ლიტერატურა. ბატონი კითხვებს მისმევს, მე კი დაჟინებით ბიბლიოთეკისკენ მაქვს თვალები.
* * *
- გიყვარს კითხვა?
- კი მიყვარს უბრალოდ არასდროს მქონია ასეთი ფუფუნება.
- მოდი აარჩიე რამოდენიმე წიგნი და ის შენი გახდება.
- სერიოზულად?
- მოდი ახლოდან შეხედე.
- ამას ავიღებ.
- რომანი ,,მონანიება“ იენ მაკიუნი. საუკეთესო არჩევანზე შეჩერდი. სხვასაც არ ნახავ?
- არა გმადლობთ. ამასაც წავიკითხავ და აუცილებლად დაგიბრუნებთ. აქ, ამისთვის არ მოვსულვარ.
- შვილო, აქ ძალიან ბევრი მოდის. ამბობს, რომ სწავლის ფული არ აქვს და დახმარება სჭირდება. ძალიან ბევრი კი ამბობს, რომ სალომეს ქალიშვილია. სალომემ დიდი ხნის წინ შვილი დაკარგა.
- ეს თვითონ გითხრათ?
- კი და ამის გამო დღემდე მკურნალობს.
- მე აქ არც ფულის გამო და არც იმის გამო არ მოვსულვარ, რომ მოვიტყუო. მე ნამდვილად მისი ქალიშვილი ვარ. აი, იმ, ნახატს შეხედეთ...
- შვილო ეგ სალომეს აჩუქეს.
- მამაჩემის ნამუშევარს ჰგავს ძალიან. იმ ნახატში, მე ვარ. ზუსტად ისე გამოვიყურებოდი, როგორც წასვლამდე.
- არა შვილო, მაგარს მამაშენი ვერ დახატავდა.
- არასოდეს გიფიქრიათ თქვენი ცოლის წარსულის შესახებ რამე გაგერკვიათ?
- არა შვილო რატომ? მე ჩემს ცოლს ვენდობი...
- მე მამაჩემი მომიკლეს... დაელოდეეთ! მთავარი ეჭვმიტანილი თქვენი ცოლია.
- შვილო რას ამბობ? რაღაც გეშლება...
- სერიოზული, პატიოსანი კაცი ჩანხართ. ჩემი რჩევა იქნება გაარკვიოთ ყველაფერი.
- შვილო, შენ ძალიან პატარა ხარ. ახლა სწავლას უნდა დაუთმო მეტი დრო. ასეთ საქმეებში ნუ გაერევი, კარგს არაფერს მოგიტანს.
- მე უნდა წავიდე.
- მოიცადე! ჩემს მძღოლს ვეტყვი და ის წაგიყვანს.
- არ მინდა გზა ვიცი მე თვითონ გავაგნებ.
- უკანა კარით გადი. სალომე თქვენს დანახვაზე ნერვიულობს.
- ეს იმიტომ, რომ მის წინ მისი გაჩენილი შვილი დგას...
* * *
წამოვედი...დავტოვე სამოთხე და იმ კედლების მიღმა კი დედაჩემის სასოწარკვეტილი ყვირილი. ასეთი მზერა, ასეთი ცივი და მიუსაფარი ჯერ არ მახსოვს. მისი თვალებიდან, ჩანდა ზიზღი სიბოროტე. ის, მე ასეთი თვალებით მიყურებდა და დაუყოვნებლივ ჩემს გაგდებას ითხოვდა. მისი ბატონისთვის უთქვამს, რომ შვილი დაკარგა, აღარ არსებობს. იქნებ უთხრა კიდეც, რომ მისი ქალიშვილი, გარდაიცვალა და მოწყალებას მისგან ითხოვს. ნელი სვლით ავუყვები ჩაბნელებულ ქუჩებს. არსაიდან მანქანა არ ჩანს. მხოლოდ ლამპიონები და გარინდული ხმა. ასე დიდ ხანს ვაკვირდები გზებს. ვფიქრობ საიათ წავიდე? ანდა მაქვს წასასვლელი? გამახსენდა, რომ არა. წასასვლელი არსად მაქვს. ჩემი ცხოვრების ნახევარი დედასთან, მამას მონატრებით გავატრე. ხოლო მეორე ნახევარი კი მამასთან ერთად, თუმცა ისე ვიზრდებოდი უდედობას ვერ ვგრძნობდი. ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც რაიმე ძალიან ამტკივდებოდა და საშველად დედას ვეძახდი. აი მაგალითად თამაშის დროს თუ ფეხს გადავიკვლეფდი მამა, მომიახლოვდებოდა და მამშვიდებდა ,,მალე დედასთან წავალთ“. ქუჩებიც ისეთი ცივია, როგორც დედაჩემის გამოხედვა. განა რატო დავიბადე? დედაჩემი მზრდიდა ისე, როგორც საჭირო იყო? თუ მკვლელ მამას უნდა აღვეზარდე ასეთი? როცა ყველაფერი კარგად იყო, როცა კარგი სამსახური ვიშოვე, როცა უკვე ფეხზე მყარად დადგომას ვცდილობდი. ახლა უნდა მოეკლად მამაჩემი? აქ მოსვამდე ვფიქრობდი, რომ ეს დედაჩემმა ჩაიდინა, რომ მკვლელი ის არის, მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ. მართალია დედაჩემი ცივია, მაგრამ მკვლელეი არასოდეს გახდება. შორიახლოდან მესმის ძაღლების ყეფა. ბავშვობაში ძალიან მეშინოდა ამ ხმების და დედის კალთას ვეფარებოდი. ახლა ვიყურები უკან და ვერ ვხედავ მას. გზის პირას ლოდზე ჩამოვჯექი. ძაღლების ყეფა უფრო მძაფრდება, უფრო ახლოდან ჩამესმის ყურში. თვალებს ვხუჭავ. მინდა წარამოვიდგინო, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდი სიზმარია. ჩემს საწოლში მძინავს და მალე მამა გამაღვიძებს, მეტყვის. ,,ნია, ჩემო პრინცესა, გაიღვიძე ეს უბრალოდ ცუდი კოშმარია“. თვალებს ვახელ და ისევ ცალიალ ქუჩებს, მიტოვებულ ბაღებს, მარტოსულად მდგომ ლამბიონებს ვხედავ. ტელეფონს დავხედე და გაბრიელის სიტყვები გამახსენდა. ,,რაც არ უნდა მოხდეს ნებისმიერ დროს მე დამირეკე. მე ეგრევე შენს გვერდით გავჩნდები“.
* * *
- არ იცით, რომ ასეთ დროს ადამიანებს სძინავთ?
- აქედან წამიყვანე...
- ნია! სად ხარ?
- დედაჩემის სახლთან ვარ.
- დამელოდე! არსად არ წახვიდე მე ახლავე მოვალ.
- წასასვლელი არსად მაქვს.
- ნუ წუწუნებ და დემელოდე.
* * *
გაბრიელი მგონი ერთადერთი ადამიანია, რომელიც ყველა პრობლემას ძალიან მარტივად უყურებს. რაც არ უნდა მოხდეს ის, მაინც იპოვის გამოსავალს , რომ რაღაც უკეთესობისკენ შეცვალოს. ამით დეტექტივს ძალიან ჰგავს და ვნახოთ ეგაც ამ პროფესიაში იპოვის საკუთარ თავს? მასთან საუბრის შემდეგ შიშმა ჩემში გაიარა, თუმცა დარჩა დარდი, მწუხარება, რომელიც ძალიან დიდი ხნის შემდეგაც დარჩება ჩემში. მამაჩემი ყოველთვის მაფთხილებდა, ,,რაც არ უნდა მოხდეს არ მისცე საკუთარ თავს იმის უფლება, რომ დაეცე. რამდენჯერაც საჭირო იქნება წამოდექი და გზა გააგრძელე. არავინ იზრუნებს შენზე უკეთესად, შენს მომავალზე, არავინ იფიქრებს იმეზა კარგად, როგორც ამას შენ გააკეთებ“. თითქოს იცოდა, თითქოს გრძნობდა, რომ ეს რჩევები დამჭირდებოდა. იქნებ გრძნობდა, რომ მალე მის გარეშე გავაგრძელებდი ცხოვრებას? ვინ არის მამაჩემის მკვლელი, ეს თუ არ არის დედაჩემი? ისევ გამალებით ვეკითხები საკუთარ თავს და მოულოდნელად ხმაურზე წამოვდექი. ეს მოტოციკლის ხმაა. იქნებ ვიღაც შეშლილია? იქნებ ქურდია? არა, ესაც თუ გაბრიელია?
* * *
- გაგიჟდი! აქ, ასეთ დროს რას აკეთებ?
- დედაჩემი უნდა მენახა.
- მთელი რვა წლის განმავლობაში ამის სურვილი არ გაგჩენია და მაინცდამაინც ახლა? ასე დროს?
- ის ეჭვმიტანილია მამაჩემის მკვლელობაში.
- ვიცი...
- შენ საიდან იცი?
- ჩემი პლანეტიდან დამხმარე მყავს და ყველა ინფორმაციას მაწვდის... საიდან უნდა ვიცოდე ეს დღეებია მამაჩემი, სულ მაგ საქმეშია, დედაჩემიც კი მაგას არკვევს. მოკლედ შენ არ ჩაერიო.
- მე მამაჩემის მკვლელს ვიპოვი და შენ ამაში დამეხმარები.
- რაა? გოგონი ხუმრობ ალბათ არა? სხვის ცხოვრებაში ხელების ქექვა ყველაზე ბინძური რამაა.
- ანუ მამაშენი რასაც აკეთებს არასწორია?
- არა, ის დეტექტივია, ჩვენ კი უბრალოდ მოქალაქეები.
- ის მამაჩემი იყო, როგორ არ გესმი? ის მოკლეს!
- კარგი ხო, რა გაყვირებს? რას აპირებ? გაქვს რამე გეგმა?
- ჯერ არ ვიცი, მაგრამ მალე მეცოდინება.
- უკვე ძალიან მეშინია.
- იმ შენს შეყვარებულს გადაეცი, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთან ერთად მოგიწევს ყოფნა.
- მეჩვენება თუ მიმისაკუთრე?
- უბრალოდ საქმის გამო მოგვიწევს ცოტახნით ერთად ყოფნა.
- გასაგებია დასკუპდი მამიდასთან წაგიყვან.
- არა, მამიდასთან არ მინდა.
- აბა, ჩემთან სახლში?
- არა!
- კარგი მაშინ წავედით!
- სად მიდიხარ? მოიცადე ახლა რა უნდა გავაკეათო? მოტოციკლით არასდროს მიმგზავრია. მეშინია! გააჩერე ჩავდივაარ!
- რა გაყვირებს? ჯერ არც დამიძვრია.
- რას აკეთებ?
- ჩაფხუტს გიკეთებ აუცილებელია. დაჯექი... აი, ასე, ეხლა ხელები წელზე შემომხვიე.
- არ არსებობს!
- ნუ გეშინია არ შემიყვარდები. ესაც ერთგვარად აუცილებელია, როდესაც მოტოციკლით გადაადგილდები. მზად ხარ?
- არა!
- კარგი მაშინ წავედით.
* * *
მეგონა ალბათ შიშისგან მოვკვდებოდი, მაგრამ პირიქით მოხდა. გავთავისუფლდი ჩემში თითქოს აღარ არსებობდა შიში, დაძაბულობა, პირიქით მსიამოვნებს. ქარის ტაღები, პირდაპირ სახეში მხვდება. თითქოს ბუნება მესაუბრება ,,მოეშვი, განდავისუფლდი, შენი დარდები ნიავს გაატანე“ ქალაქის ის ქუჩებია ცარიალი, სადაც ძირითად დროს ვატარებ. აქ, არც ავტობუსებია, არც გაჩერებაზე უცდის უამრავი საზოგადოება. არც გზაზე დადიან ადამიანები უწესრიგოდ. მხოლოდ სიჩუმე, მხოლოდ რამოდენიმე მანქანა და ჩვენ. ახლა გავთამამდი, ერთი ხელი გაბრიელის წელიდან ავიღე და ფართოდ გავშალე. მინდა ყვირილი მინდა ვთქვა, რომ ასე კარგად ვარ. გაბრიელმა ეს შეამჩნია და დამიძახა ,,მიდი იყვირე! თქვი ის რისი თქმაც გინდა“. მე პირი მოვაღე თუ არა ვიყვირე. ,, ასე კარგად ვარ! მე თავისუფალი ვარ!“ ვიყვირე და ღრმად ჩავისუნთქე. ამან უფრო მიშველა ხელი ისევ გაბრიელს მოვხვიე წელზე და გავირინდე. ასე, ისე კარგად ვგრძნობ თავს არ მინდა ეს წუთები ოდესმე დასრულდეს. მის სურნელს ვგრძნობ და მგონია, რომ ერთხელაც იქნება დავიხრჩობი. ყელში ბურთივით მაწვება მოუსვენრობა. ვგრძნობ, რომ მისი სურნელი არ მაძლევს მოსვენების საშუალებას, მაგრამ მაინც დაჟინებით არ ვაშორებ თავს მის ზურგს. ახლა ვცდილობ მოვაჩვენო, რომ ვითომ მძინავს. არადა მის სურნელში ვიძიები. არ მინდა დამთავრდეს, არ მინდა გათენდეს. აქ სიმშვიდე ვიპოვე, რომელიც მე რამოდენმე დღის წინ უანგაროდ წამართვეს. ასე გარინდებულს კიდევ დიდ ხან ვიქნებოდით, მაგრამ ვგრძნობ, რომ სვლას ანელლებს ალბათ მოვედით. მე კვლავ დაჟინებით არ ვწევ თავს ზემოთ...
* * *
- ნია, ასე დიდ ხანს აპირებ ყოფნას?
- რა მოხდა?
- უკვე მოვედით.
- ა, კარგია...
- კი კარგია, მაგრამ ხელებს არ გამიშვებ?
- კი, როგორ არა უბრალოდ პირველად ვიჯექი და ძალიან შემეშინდა.
- რაღაც გზაში ეგ არ გეტყობოდა.
- ეს რა ადგილია?
- დღეს აქ გავათენებთ. დილით კი აქედან ორივე ერთად ბარში წავალთ.
- აქ, ძალიან ცივა.
- არაუშავს შიგნით ყველაფერია. მომეცი ხელი...
- ასე...
- გინდოდა გეთქვა, რომ ასე შეყვარებულები დადიან?
- ხო, მაგრამ ჩვენ...
- ჩვენ არ ვართ შეყვარებულები. დამშვიდდი, აქ, უბრალოდ სიბნელეა ხელს თუ ჩამკიდებ უფრო მშვიდად იქნები.
- რა უცნაური ადამიანი ხარ. ასეთ ადგილებს სად პოულობ?
- მარტო ვიყავი, როდესაც ეს ადგილი ვიპოვე. აქაურობა ძალიან უბრალოა, მაგრამ აქ, როცა ამოვდივარ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
- ეს რა ხმა იყო?
- ნუ გეშინია ეს თუთიყუშის ხმაა. მოდი შემოდი უკვე მოვედით.
- აქ სინათლე არ არის?
- კი, ახლავე ლამპას ავანთებ. შენ ეს სვიტერი ჩაიცვი მე შეშას მოვიტან და დავბრუნდები.
* * *
მეშნია? არა სიმართლე გითხრათ აქ, ყველაზე მშვიდად ვგრძნობ თავს, როდესაც პირველად ტყეში დავიკარგეთ გაბრიელი ამბობდა, რომ სიბნელის და ტყის ძალიან ეშინოდა. ახლა კი შუა ტყეში, მიტოვებულ სახლში ვართ და ცდილობს ყველაზე ძლიერად წარმოაჩინოს საკუთარი თავი. უყურებ სახლს, თუმცა ეს სახლი არ არის. ეს უბრალოდ ხის პატარა კოტეჯია. არასდროს წარმომედგინა თუ მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი, როდესად თავს მარტოსულად იგრძნობდა თავს ასეთ ადგლებში შეაფარებდა. აქ მხოლოდ ერთი ხის ტახტი დგას, ღუმელი გასათბობად. მაგიდაც არაა, მხოლოდ ერთი სკამი და პატარა ჩაიდანი ღუმელზე. აქ, ყველაფერი ისეა მოწყობლი, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი, თუ შეძლებს აქ გაჩერებას. განა რა დარდი უნდა ჰქონოდა გაბრიელს, რომ ასეთ ადგილს შეაფარა თავს? ჭრელი სვიტერი მოვირგე, ზემოდან კიდევ თბილი პლედი მოვხვიე და ტახტზე ფთხილად ჩამოვჯექი. სიცივისგან მოვიკეცე. თავი პლედში ჩავხარე და ჩემს თავს ვეკითხები: რატომ ვარ ასე მშვიდად? ამ ადამიანთან, რატომ არაფრის მეშინია? ვფიქრობ და ვერც ვბრაზდები საკუთარ თავზე. სიცივისგან უკვე კანკალს ვიწყებ, ადგილსაც ვერ ვპოულობ მინდა გაბრიელი, მალე დაბრუნდეს. ნეტავ სად წავიდა? ხომ არ დაიკარგა? მისი ნაბიჯების ხმა უკვე მესმის. ის მიახლოვდება და კარებს აღებს. შემოვიდა თუ არა თავი პლედში ჩავხარე. არ მინდა ჩემი სიმშვიდე ჩემს სახეზე წაიკითხოს.
* * *
- ცეცხლის დანთება იცი?
- კი მამამ მასწავლა. პირველად ნაქირავებში, რომ გადავედით იქ გათბობა არ იყო და ამიტომ ასე ვთბებოდით ზამთრობით.
- არ გინდა დამეხმარო?
- სიამოვნებით, მაგრამ ხელები ძალიან გაყინული მაქვს.
- მართალია აქ, ძალიან ცივა, მაგრამ სამაგიეროდ ის ჰაერია, რაც ახლა შენ გჭირდება. აქ, ამოსვლის შემდეგ ვმშვიდდებოდი, მეხმარებოდა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
- ანუ აქ ჩემთვის ვართ?
- კი, ეს ეხლა ყველაზე მეტად შენ გჭირდება.
- ბოლოს აქ როდის იყავი?
- დედაშენის ქორწლის შემდეგ აქ ამოვედი.
- ანუ აქ ჩემს გამო...
- მოდი ცეცხლი უკვე დავანთე.
- უკვე საკმაოდ გვიანია.
- დილის 5 საათია. მიდი დაიძინე გათენდება და წავალთ.
- ეს რა არის? გიტარა აქაც გაქვს?
- კი ეს გიტარა პირველად ვიყიდე. სწორედ ამ გიტარაზე ავაწყე პირველი აკორდები.
- რომელი სიმღერა იყო, რომელიც გიტარაზე პირველად შეასრულე?
- აი ეს მელოდია იყო, რომელიც პირველად გიტარაზე შევასრულე.
- ძალიან ლამაზია.
- სწორედ ახლა, ახალ სიმღერზე ვმუშაობ. დასრულების თანავე ბარშიც გავაჟღერებ.
- მანახე ამ ალბომში წერ?
- ეგ ჯერ ჭუჭყიანი ტექტია. არ შეიძლება! მიდი დაიძინე უკვე გვიანია.
- მოიცადე შენგან პასუხი კიდე არ მიმიღია.
- რაზე მეკითხები?ა, ხო საქმეში ვარ.
- მადლობა.
- კარგი გეყოფა ამდენი ჩახუტება და დაიძინე.
- შენც ხო აქ იქნები?
- მე ადამიანების მიტოვება არ მიყვარს.
- კარგი რა, როგორ არ იღლები?
* * *
ახლა ყველაზე მშვიდად შემიძლია დავიძინო, როგორც დედოფალმა მოვიარე სასახლე, ახლა სამოთხეში ვიძინებ. ადამიანთან ერთად, რომელიც პირობას არ ტეხავს და ჩემს გვერდითაა. გაბრიელი ღუმელთან სკამზე ჩამოჯდა და მე მიყურებს. უბრალოდ უხმოდ, უსიტყვოდ მიყურებს და არაფერს ამბობს. ეღიმება ხელებთ მანიშნებს, რომ უკვე გვიანია და უნდა დავიძინო. მე თვალებს ვხუჭავ და მაინც ვგრძნობ, რომ ჯიუტად ისევ მე მიყურებს. მშვიდი ცეცხლის ხმა ყურში ჩამესმის. პლედი ისევ მჭიდროს მოვიხვიე წელზე და ვცდლობ არ ვიფიქრო, რომ მარტოსული ვარ. ვცდილობ არ ვიფიქრო დედაჩემის ცივ გამოხედვაზე. არ მინდა ვიფიქრო, მამაჩემის ღიმილზე, რომელიც იმ სახლის კედლების მიღმა დავტოვე. ადამიანი მიწად იბადება და მიწად იქცევაო. თვალები დახუჭული მაქვს და წარმოვიდგენ ჩემს თავს ასე. არა! სისულელეა და ისევ კარგ რამეზე ვიწყებ ფიქრს. მახსენდება მელოდია, რომელიც გაბრიელმა რამოდენიმე წუთის წინ გიტარაზე შეასრულა. მისი ხმა მისი ტკბილი ხმა მეუბნებოდა, რომ შენია შენ გეძღვნება, მაგრამ ვინ იცის გაბრიელმა, ვის გამო აიღო ხელში პირველად გიტარა. ვის გამო დაუკრა ეს მელოდი. გაბრიელმა მუსიკას არც ისე გვიან, მაგრამ დამოუკიდებლად ძალიან მალე აითვისა. ეს მე ბარში გავიგე მისი ბენდისგან. გაბრიელმა დაკვრა დამოუკიდებლად ისწავლა. სიმღერებსაც კი თვითონ წერს. ამ ბიჭს ყველაფერი აქვს, რაც მე მოსწონს ადამიანში. გარდა იმისა, რომ ძალიან თავხედია და მეტისმეტად პირდაპირი. მე ალბათ ასეთი პირდაპირი, რომ ვიყო შეფი, დიდი ხნის წინ გამაგდებდა სამსახურიდან. რა ძნელია ჩაძინებამდე ფიქრები. ერთდროულად შემოგაწვება ყველაფერი და ბოლოს, როდის ჩაგეძინება არც გახსოვს. რამოდენიმე საათში გათენდა. მე ზურგით კედლისკენ ვარ გადაბრუნებული. ხელი ოდნავ გავამოძრავე და ვგრძნობ, რომ კიდევ ვიღაცის ხელია. გაბრიელს ხელები, ზუსტად ისე შემოუხვევია ჩემზე, როგორც მე მგზავრობის დროს. ჩემი პლედი სულ მას დაუფარებია და ძალიან ტკბილად ჩასძინებია. მინდა წამოვხტე, ვიყვირო, მაგრამ სურნელი, მისი სურნელი არ მაძლევს ამის საშუალებას. ისე ღრმად ჩასძინებია ჩემს გაფართხალებაზეც კი არ ეღვიძება. გარეთ ალიონია უკვე ნელ- ნელა მზე იყურება. ყურში სასიამოვნო ჩიტების ჭიკჭიკი ჩამესმის. ღუმელი ჩამქრალა, თუმცა სიცივეს ვერ ვგრძნობ. ყველანაირად ვცდილობ მის გაღვიძებას. ის კი ხელებს უფრო მჭიდროდ მიჭერს წელზე. ახლა უკვე ვცდილობ დავუყვირო. დავუძახე, ვერც ვტრიალდები, ძალიან პატარა ადგილია და ამის საშუალებას გაბრიელი არ მაძლევს. უკვე ყვირილს ვიწყებ:_ გაბრიელ! ადექი უკვე მოვედით!
* * *
- საად? უკვე ჩავდივართ?
- კი გაბრიელ, ავტობუსი დიდი ხანია ბოლო გაჩერებაზე დგას.
- მაპატიე... ღამე ძალიან შემცივდა, თანაც ძალიან მეძინებოდა. თავიდან პატარა ადგილი დავიკავე, მაგრამ შემდეგ შენ, ჩემს გადაგდებას ცდილობდი.
- აბა რა გეგონა? შენ მე პლედი წამართვი და სულ შენ დაიფარე.
- ხვდები, რომ ძალიან სისულელეზე ვკამათობთ?
- მაგაში გეთანხმები. აბა წავიდეთ?
- კი მე მამიდასთან დამტოვე. გამოვიცვლი და ბარში წავალ.
- ხო მეც სახლში უნდა ავიარო. ჩემს სხეულზე ისევ შენი ნაფერები ხელებია.
- ეს ჩემი ბრალი არაა.
- კარგი ხო წამოდი.
- ნია რას აკეთებ?
- ხელს გკიდებ. აქ, გასვლის მეშინია.
- რატომ? ახლა ხომ დღეა?
- ბევრს ნუ ლაპარაკობ და ხელი არ გამიშვა.
* * *
ახლა ყველფერი სხვაგვარად არის. გათენდა და თითქოს გაბრიელში ეშმაკი იღვიძებს. ეს მგონი მხოლოდ ღამით არის მზრუნვალი ადამიანი. მოტოცკლზე დავჯექი თუ არა მითხრა, რომ ხელები, შეგიძლია ამას მოკიდოო. მეც ვუპასუხე: ასე მირჩევნია და გზა ქალაქამდე ასე გავაგრძელეთ. ამის შესახებ გუშინვე ვიცოდი, მაგრამ მე, მაინც წელზე მოხვევა ვარჩიე. ქალაქამდე მშვიდად ვიმგზავრეთ. აი, როგორც კი ქალქში შევედით ხალხი ისეთი ოდენობით იყო თითქოს ადრინდელივით პურის რიგში იდგნენ და არ უცდიდნე ერთმანეთს. ავტობუს გაჩერებაზე, ორი ქალი, ერთმანეთში ჩხუბობენ. ისინი კამათობენ, რომ მასზე პირველი მოვიდა. ბავშვები უფროსების გარეშე გზაზე მოულოდნელად გადარბიან. ასეთ დროს ქალაქში სრული ქაოსია. უბრალოდ ასეთ დროს, აქ, არ უნდა გაიარო და ეს, როგორც წესი დილის სამსახურში წასვლისას ხდება. ვხედავ კაფიდან კაცი, კლიანტს გაეკიდა ფული არ გადაუხადა და კაცი თავის ფულს ითხოვს. აი, გზის პირზე, ქალს და ბავშვს ვხედავ. ბავშვი გამწარებული ყვირის დედას. დედამისი კი თავს ტელეფონიდან არ იღებს. ბავშვი პატარაა, შეიძლება გზისკენ გაიქცეს. არა! ამას არავინ უყურებს, არავინ ყურადღებას არ აქცევ. ეს ჩვენი ქალაქია. აქ, ყველაფერი უწესრიგოდ ხდება. გაბრიელმა მამიდას სახლში დამტოვა და მითხრა, რომ ამჯერად არსად გავიქცე. ეს გაფთხილება უკვე ჩვევად ექცათ ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს. მამიდაც ხშირად მიმეორებს ამას. სახლში, რომ შევედი სიმშვიდე იყო. ტყუპებს ასეთ დროს სძინავთ, ბიძია სამსახურშია, ხოლო მამიდა კი სავარჯიშოდ არის გასული ტბაზე. მე ეგრევე აბანოში შევდივარ. წყილის წვეთები, როგორც კი სახეზე მომხვდა გამახსენა გუშინდელი ღამე. დედაჩემი გამახსენდა. გაბრიელის მოულოდნლი გამოჩენა გამახსენდა და კოტეჯი, რომელსაც ,,სიმშვიდის სახლს“ დავრქმევდი. მე მგონი ნებისმიერი ვინც არ უნდა ავიდეს იქ, ყველა სიმშვიდეს იპოვის. წყლის ყვეთები ახლა წელზე მხვდება და მახსენდება ჩემი დილა და გაბრიელი ხელები. ჩემი ხელები, წელზე შემოვიხვიე და თითქოს არ მინდა ჩამოირეცხოს. არ მინდა ის შეგრძბა ჩემში გაქრეს. გული მოულოდნელად ამიჩარდა, თავბრუ დამეხვა. განა რა არის ეს? ასეთ მდგომარეობაში პირველად ვარ და არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. გამოვედი აბანოდან და ჩემს ოთახში შევდივარ. უკვე რამოდენიმე წუთია სამოსს ვარჩევ და ვერ ავარჩიე. ჩემს ოთახში მამიდა შემოდის და მეუბნეება:
* * *
- ეს შვინდისფერი კაბა ჩაიცვი ძალიან მოგიხდება.
- კი, მაგრამ დღეს ცოტა წვიმიანი დღეა.
- ჩაიცვი და მერე ჩემს ოთახში შემოდი. მოსაცმელს მოგცემს.
- არა, იყოს პიჯაკი მაქვს. ცოტა ძველია, მაგრამ...
- გინდა შუა კვირაში საყიდლებზე წავიდეთ? რამე ვიყიდოთ შენთვის.
- თვის ბოლოს იყოს ხელფასს ავიღებ. მალე სასწავლო წელიც იწყება და კარგად უნდა გამოვიყურებოდე. მამიდა შეიძლება რაღაც გკითხო?
- მიდი მკითხე რაც გინდა.
- მამიდა რისი ბრალია, როცა მოულოდნელად გული გიჩქარდება და თავბრუ გეხვევა?
- შვილო ავად ხარ? წამოდი ექიმთან წავიდეთ.
- არა, მამიდა ავად არ ვარ.
- აბა, მოიცა შენ რა შეყვარებულიხარ?
- არა, რა შეყვარებული. არც შეყვარებული არ ვარ.
- აბა, მაშინ ვიღაცით ძალიან აღრფთოვანებული ხარ. მეც ეგრე ვიყავი თავიდან ბიძაშენზე.
- მერე რა მოხდა?
- რა მოხდა და ყველაფერს იმას აკეთებდა, რაც ძალიან მიყვარდა.
- როგორ გავს...
- რამე თქვი?
- არაფერი მამიდა. ამას ჩავიცმევ და მალე ბარში უნდა წავიდე.
- ჯერ ისაუზმე და მერე წადი. ხოდა კიდევ ეგ ბიჯაკი, არ ჩაიცვა მეტისმეტად ძველია და ეფექტს ვერ მოახდენ. სამზარეულოში ჩადი და მეც მალე ჩამოვალ.
- ტყუპებო, თქვენ ასე ადრე რატომ გღვიძავთ?
- დღეს ბებიასთან მივდივართ. დედა მთელ დღეს სალონში მარი დეიდასთან ერთად ატარებს.
- მართლა... მოდი მაშინ კარგად უნდა შეჭამოთ. მე კვერცხი არ მიყვარს.
- მე კიდევ რძე.
- გოგოებო, ასე ვერ შევთანხმდებით. ამ მაგიდაზე, რაც დევს ყველაფერი იჭმევა. მოდი ერთად დავერიოთ!
- აქ, რა ხდება? მე არაფერს მიტოვებთ?
- კი, როგორ არა ხიზილალა დაგიტოვეთ.
- ეგ მე, რომ არ მიყვარს.
- დედა შეჭამე და მიხვდები ჩვენ რძეს, როგორ ვსვავთ...
- ალისა ეს რა სიტყვიბია?
- მე უნდა წავიდე.
- აი, გამომართვი მგონი ეს ძალიან მოუხდება ხო?
- კი ძალიან ლამაზია მადლობა.
- ფთხილად იარე.
- მადლობა მამიდა!
* * *
გზა სამსახურამდე ძალიან სწრაფად გავიარე. რესტორნის შესასვლელში ძალიან ბევრი ხალხია. შორიახლოს სასწრაფოს მანქანა დგას. ეს სურათი ბოლო რამოდენიმე დღეა ძალიან ცუდად მხვდება, თუმცა ახლა არ მგონია ვინმე ჩემნიანად იყოს ავად. იქნევ შეფმა, ბევრი დალია და ისევ ცუდად გახდა, ან იქნებ, რომელიმე კლიანტია ცუდად. მინდა რესტორანში შიგნით შევიდე, მაგრამ ხალხი, ამის საშუალებას არ მაძლევენ. ,,დედა მოუკლეს! საწყალ გოგოს დედა მოუკლეს“. მხოლოდ ეს სიტყვები გავარჩიე ამდენ ხალხში. ,,მარიამ შვილო, გონს მოდი... მარიამ!“ ამ სიტყვებმა თავში ძალიან მწარედ გამიელვა. დიდი სისწრაფით მაქანისკენ გავიქეცი და ხელებში ჩემი მეგობარი მარიამი შემრჩა. ის კლიანტს ემსახურებოდა, როდესაც ტელეფონით დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. ახლა მარიამი, უგონოდაა და სასწრაფოს ის, საავადმყოფოში გადაყჰავს. მარიამი ჩემს მსგავსად მხოლოდ დედამ გაზარდა პატარა იყო მამამ მიატოვა და ისიც ჩემს მსგავსად დედისთვის მუშაობდა რესტორანში. ადგილს ვერ ვპოულობ, მინდა მარიამთან ახლოს მივიდე, მაგრამ ხალხი, კვლავ ხალხი არ მაძლევს ამის საშუალებას. გასასვლელში ბიძიას მანქანს ვხედავ. ის, თომასთან ერთად დგას. ბიძიასკენ წავედი ის ჩვენებას ახლო მახლო მდგომ ქალს ართმევს.
* * *
- ბიძია რა ხდება? მარიამის დედა ვინ მოკლა? ან, თქვენ აქ რატომ ხართ?
- შვილო ერთიდაიგივე უბანში, ორი ადამიანია გარდაცვლილი. ეჭვია, რომ მკვლელი ერდიდაიგივეა.
- მამაჩემიც მან მოკლა?
- ნია ეს შენ საიდან იცი?
- გავიგონე მამიდას, რომ ესაუბრებოდი. შეიძლება მკვლელი აქ იყოს ჩვენთან ერთად?
- შეიძლება.
- უნდა შევაჩეროთ! ასე შეიძლება ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს და როდემდე?
- შვილო შენ არ ჩაერიო. ამას ჩვენ მივხედავთ.
- აქ, რა ხდება? მამა, კიდევ ვინმეს ცხოვრებაში ჩაყავი ცხვირი?
- გაბრიელ შვილო, ეხლა ამის დრო არ არის.
- მოიცადე მართლა რა მოხდა?
- მარიამის დედა მოკლეს. თვითონ მარიამი კი სასწრაფომ წაიყვანა. მასთან მინდა წამიყვანეთ!
- წამოდი მე წაგიყვან.
- თომა, ესენი როდის აქეთია დამეგობრდნენ?
- შენ დასაწყისში უნდა გენახა ძმაო, ერთმანეთს ჭამდნენ. ჩემი შვილი არასერიოზულია მეშინია გოგოს, გული არ ატკინოს.
- წამოდი შეფი ვნახოთ.
- დღეს რესტორან კეტავს.
- აბა რა იქნება. ერთი კვირაა საშინელებები ესმის მის ბავშვებზე.
* * *
წყეული სავადმყოფოს თეთრი კედლები. და კვლავ სიცივე ჩემს სხეულში. არ ვიცი, როდესაც გონს მოვა, როგორ უნდა ვანუგეშო. ჯერ მე ვერ გავიაზრე უმამობა. ის, როგორ უნდა დავამშვიდო? რა უნდა ვუთხრა? ის, რომ უდედობა არაფერია? თუ ცხოვრება, რომ გრძელდება? ყველაზე საშინელი რამ ახლა უნდა მოხდეს. მარიამი გონს მოვა კიდევ ერთხელ გაიგებს, რომ დედა მოუკლეს და კიდევ ერთხელ დაიმარხავს თავის თავს. კიდევ ერთხელ დაიდანაშაულებს საკუთარ თავს. ექიმი გამოვიდა და თქვა, რომ დამამშვიდებელი გაუკეთეს და ახლა სძინავს. მისი რეაქცია ბუნებრივია. უდედობა იგრძნო და გონება დაკარგა. ეს რამოდენიმე საათიანი ძილი, რომ რამეს შველიდეს. ახლა ჩვენ, აქ, არ ვიქნებოდით. სახლში დავწყვებოდით და მშვიდად დაველოდებოდით ხვალინდელ დღეს. გათენდება დღე და მივიწყებას მიეცემა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე. საშინელებაა, როცა კვდებიან, მაგრამ კიდევ უფრო საშინელებაა, როცა ვიღაც სხვა, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ სიცოცხლეს ართმევენ. დერეფნის ბოლოს ქალი და ბატონი შევნიშნე. ის დედაჩემია. დავინახე თუ არა მათკენ გავიქეცი.
* * *
- მკვლელი დანიშნულების ადგილზეა. ჯერ მამა მომიკალი მერე ჩემი მეგობარს დედა მოუკალი. ვინ ხარ? რა ადამიანი ხარ? როგორ შეგიძლია ისუნთქო მაშინ, როდესაც ხელები სისხლში გაქვს გასვრილი.
- მე არავინ მომიკლავს! მე მკვლელი არ ვარ! ჩემი შვილი მე არ მომიკლავს!!!
- რას ამბობს ეს ქალი?
- პაციანტს პალატაში შევიყვანთ.
- მე მკვლელი არ ვარ! მე არავინ არ მომიკლავს!
- ვერაფერი გავიგე.
- შვილო, აქ ექიმთან მოვედით. დამამშვიდებლები გაუთავდა და რეცეპტზე ვართ მოსულები. სალომე მკვლელი არაა. უბრალოდ სულ ამას იმეორებ. ამბობს, რომ საკუთარი შვილი, მას არ მოკლავს.
- ბატონო! თქვენი ცოლი გკითხულობთ.
- კარგი ახლავე მოვალ...
* * *
დედაჩემს მე მკვდარი ვგონივარ. ეს ყველაფერი საკმარისი არ არის და გონია, რომ მკვლელი თავად არის. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ დედაჩემი ფსიქოლოგიურად ავადაა. ექიმმა მითხრა, რომ ესე ბოლო რამოდენიმე კვირაა,რაც ასეა. დაახლობით იმ დღიდან, როდესაც პირველად მივედი მის სახლში. ახლა აქ, მარიამის ახლობლები მოცვივდნენ. ის ადამიანებიც, ვინც წლების განმავლობაში არ უნახავს. მარიამი ისევ უგონოდაა, ის საღამომდე გონს არ მოვა. ახლა უმოქმედება არ შემიძლია ყოფნა. გაბრიელს მოვკიდე ხელი და ეზოში გამოვედით.
* * *
- საქმე უნდა მოვიპაროთ.
- რაა? ამას სერიოზულად ამბობ?
- კი სერიოზულად ვამბობ. მკვლელი არ გაჩერდება და კიდევ ვინმეს მოკლავს.
- მოიცადე ამას, როგორ გავაკეთებთ. არც გაბრიელია სულელი და არც მამაჩემი?
- მე ვიცი მათი საიდუმლო ადგილი.
- ეგ საიდან?
- მამამ მითხრა. ისინი საიდუმლოდ ოფისის სარდაფში მუშაობენ.
- და გასაღები სადაა?
- ერთი შენს საბავშვო ეტლშია, მეორე კი თან აქვთ.
- კაი ერთი და ამ ორიდან, რომელი უფრო მარტივი მოსაპოვებელია?
- ეტლი უნდა ვიპოვოთ.
- არ გამოვა დღეს დედაჩემი სახლშია.
- არაა სახლში. მამიდასთან ერთად სალონშია.
- შენ ყველაფერი გცოდნია. მაშინ წავედი!
- ისევ მოტოციკლით?
- თუ არ გინდა შეგიძლია ტაქს გამოყვე.
- მე ვთქვი, რომ არ მინდა?
- გოგო! დღეს რაღაც ძალიან მომწონხარ. ეგ კაბაც ძალიან გიხდება.
* * *
სხვის სახლში შეპარვა ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო გაბრიელის ეტლის მოძებნა იყო. ის ეტლი, საწყობში ყუთებს შორის იყო გაჭედილი. ძალიან რთულია იქამდე მისასვლელი გზა. აქაურობა სულ ყუთებითაა სავსე. გაბრიელი ცდილობს ეტლი უსაფრთხოდ გამოიღოს. აი, როგორც იქნა ეტლს მიუახლოვდა და ყუთები თავზე ეცემა. მე გამწარებული მის სახელს ვყვირი. მასთან ახლოს მივედი და ცარიელი ყუთები გვერზე გადავყარე.
* * *
- კარგად ხარ?
- არა! არა ვარ კარგად. ეს რა აიჩემე? გამომართვი აი, ეტლი აქ არის. ვინ იცის იქნებ გასაღები გადმოვარდა კიდეც.
- ვერ გადმოვარდებოდა. ეტლს ქვემოთ აქვს დამაგრებული.
- საღოლ მამაჩემს... სამალავიც კარგად შეუღჩევია.
- გასაღები ვიპოვე! აქ არის. წავედით!
- მე ასე ვერ წამოვალ. წყალი უნდა გადავივლო. შენ, აქ, იჯექი და დამელოდე.
- ეს შენი ოთახია?
- იცოდე არაფერს არ შეეხო.
* * *
ზუსტად ასეთი წარმომედგინა გაბრიელის ოთახი. ერთ კედეზე, მისი სურათია სავარაუდოდ მისი კონცერტიდანაა. მეორე მხარეს, კუთხეში, იამახა დგას ეტყობა, რომ უკრავს და მუსუკასაც წერს. აქ, ყველანაირი მოსწობილობებია ამისთვის. საუკეთესო კომპიუტერი, ყურსასმენები და მიკროფონიც აქვს. საწოლიც მუქ ფერებშია. აქაურობა ძალიან მოწესრიგებულია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქაღალდეა. საწოლთან გადაშლილი წიგნი დევს მართალია მითხრა არაფერს არ შეეხოვო, მაგრამ წიგნის ყდას, როგორც კი დავხედე დავინახე, რომ იცის ,,მონანიებას“ კითხულობს. მესმიამოვნა, რადგან ერთიდაიგივე გემოვნება გვაქვს. გაბრიელი სააბაზანოდან ჩემს სახელს ყვირის. ცოტა სააბაზანოს კარს მივუახლოვდი და ვცდილობ გავიგო რა უნდა.
* * *
- ნია შეგიძლია კარადიდან პირსახოცი შემომაწოდო?
- გამოდი და შენ თვითონ აიღე.
- კარგი მაშინ.
- რას აკეთებ? გაგიჟდი?
- როგორც შენ მითხარი ისე მოვიქეცი.
- ავადმყოფი ხარ.
- შეგიძლია შემოიხედო უკვე ჩავიცვი.
- წამოდი დრო ცოტა გვაქვს. ყველაფერი ბიძიას მოსვლამდე უნდა მოვასწროთ.
* * *
ბიძიას ოფისში მივედით თუ არა დაცვა გვეკითხება:_ ვინ ხართ? გაბრიელი ჩემს წინ წაიწია და თქვა, რომ მამას კაბინეტში, რაღაც უნდა დაუტოვოს. გზა ასე მის კაბინეტამდე გავაგრძელეთ შემდეგ კი კიბეებით სარდაფისკენ წავედით, როგორც კი ჩავედით კარები გავაღე. გაბრიელს ვუთხარი, რომ გასასვლელში დამელოდოს, რაც საჭიროა ყველაფერს ავიღებთ და წავალთ. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივად მეჩვენებოდა, მაგრამ აქ, ყველაფერი არეულია. სარდაფის შუაგულს დიდი მგვალი მაგიდაა. მაგიდაზე, უამრავი ფურცლები ყრია. რამოდენიმე კომპიუტერს სშორის დიდი თეთრი დაფაა. ამ დაფაზე, მგონი ჩემი მთელი ოჯახია. დაფაზე მთავარი წარწერა ასეთია. ,,ყველაფერი კი არ სრულდება ყველაფერი ახლა იწყება!“ მამაჩემის, დედაჩემის, შეფის და ყველა იმ ბავშვის ფოტოა, ვინც ჩემთან ერთად მუშაბს. დაფას სურათები გადავუღე თუ არა გაბრიელი მეძახის, რომ ვიღაც მოდის. კარები ჩავკეტეთ და კიბეების ქვემოთ დავიმალეთ. გაბრიელი პირზე ხელს მაფარებს მე კი მას, რადგან ერთი შეცდომაც და გამოგვიჭერენ. სარდაფის კარებს გაბრიელი და თომა უახლოვდებიან თან გზაში საუბრობენ.
* * *
- საინტერესოა შეფი, მის კაბინეტში რას მალავს?
- რა უნდა დამალოს ძმაო. ბოლოს, რომ მანდ ვიყავი კარადებიც კი ცარელა ჰქონდა მხოლოდ მისი გარდაცვლილი ცოლის სურათი ედო წინ.
- საინტერესო კაცი ჩანს. დავიჯერო ასე სკამზე ძინავს ყოველღამე?
- წამოდი ძმაო, შევიდეთ თორე ასე საუბარი ძალიან გაგვიგრძელდება.
- დანარჩენები სად არიან?
- მალე მოვლენ.
* * *
სარდაფში შევიდნენ თუ არა ჩვენ იქაურობა დავტოვეთ. ოფისის ეზოში სკამზე ჩამოვჯექი და ვცდილობ ყველაფერი გავაანალიზო. მამაჩემი მოკლეს მაშინ, როდესაც მე ქალაქიდან გასული ვიყავი. მარიამის დედა მოუკლეს მაშინ, როდესაც ის, ბებიასთან ერთად იყო. ბიძაჩემის თქმით მკვევლი ერთი და იგივეაა. სურათებს თვალი გადავხედე და შევამჩნიე, რომ შეფს ბავშვთან, გოგონასთან ერთად აქვს სურათები გადაღებული. აქ მინიშნებაა, რომ ეს შეფის შვილია. საინტერესოა შეფს, არასდრს უხსენებია, რომ შვილი ჰყავდა. ის მხოლოდ მის გარდაცლილ ცოლს ახსენებდა გამუდმებით. თუ შეფს შვილი ჰყავს ახალა სად არის? მამაჩემის მკვლელის ვინაობის დადგენას ვციდილობდი და ახლა უფრო მეტი საფიქრალი გამიჩნდა. ფაქტია, რომ შეფი ბავშვების მიმართ მეტისმეტად კეთილია თუ არ ჩავთვლით მის მკაცრ ხასიათს. სურათებზე დაკვირვებაში აღმოვაჩინე ისიც, რომ მამაჩემი გვიან ღამით ჩემი გაუჩინარებიდან ერთი საათის შემდეგ მოუკლავთ. მკვლელს საუკეთესო დრო შეურჩევია მკვლელობისთვის, რადგან ასეთ დროს მოსახლეობას სძინავს. თავი არ ამიწევია ტელეფონიდან ისე ვაკვირდები სურათებს.
* * *
- გამაგებინე მაგ პატარა ტელეფონში რას ხედავ?
- შენ იცოდი, რომ შეფს შვილი ჰყავდა?
- კი პირველი ქორწინებიდან. სასამართლო ვერ მოიგო და მეუროება ჩამოართვეს.
- ახლა სად არის ეს ბავშვი?
- არავინ იცის. სწორედ მაგას ეძებენ ახლა.
- ეს ყველაფერი შენ საიდან იცი?
- ხო გეუბნები ეს ყველაფერი სხვის ცხორებაში ჩიჩქინს ნიშნავს.
- შეფს კაბინეტში უნდა შევიდეთ.
- საკმარისია! დღეს ამდენი ადრენალინი.
- არა, წამოდი ამჯერად ყველაფერი მარტივად იქნება.
- შენთან ერთად არაფერია მარტივი.
- ხოდა წამოდი.
* * *
- ვაა! პატარა გაბრიელს გაუმარჯოს. ვინა ეგ გოგო? შენი ახალი ნაშაა?
- ბიძია! ეხლა ამის დრო არ არის, თანაც მას შენც იცნობ.
- შემომხედე... მოიცადე, შენ ის უშნო გოგო არ ხარ? ჩემი დიშვილი.
- გამარჯობა რატი ბიძია.
- ბიძია არა ის კიდე. მოიცადე მოდი უნდა ჩაგეხუტო.
- ასე გამგუდავთ.
- რამხელა გაზრდილხარ უკვე ქალი ხარ.
- მე კი გავიზარდე, მაგრამ მგონი თქვენ, ჯერ კიდევ ვერა.
- აქ, რას აკეთებთ? ა, მოიცადე გაიგეთ, რომ აქ, მოსვლას ვაპირებდი და ჩემს სანახავად მოხვედით?
- კი! ასე იყო, მაგრამ ახლა უნდა წავიდეთ გვეჩქარება.
- ბიძია ნია, მართალია სხვა დროს ვისაუბროთ.
- სად გარბიან? ეს ბავშვები, კი არადა სიმაღლეში უკვე გამასწრეს...
* * *
ყველაზე მარტივი აქ შესვლა მეგონა, მაგრამ არა! შეფს, თითქმის ყველა კარი ჩაუკეტია. მხოლოდ სამზარეულოს მხარეს იყო ერთი ფანჯარა ღია. ფანჯრის სიმაღლე ჩემთვის ძალიან მაღალი იყო და ამიტომ გაბრიელს ვთხოვე დახმარება.
* * *
- ნია, ასე ნუ მექაჩები ორივე წავიქცევით.
- მიდი სულ ცოტაც და გადავძვრები.
- საინტერესოა იქიდან, როგორ გამოვალთ?
- ბევრს ნუ ლაპარაკობ და დამეხმარე.
- ასეთი მზიმე, რატომ ხარ?
- აი გადავედი! ახლა შენი ჯერია. ხელი მომეცი...
- რა იყო?
- არაფერია უბრალოდ ჩემთან ძალიან ახლოს ხარ.
- ახლა საით?
- ჩუმად იყავი და მე გამომყევი.
- ნია რატო ჩურჩულოებ? აქ არავინაა.
- შეიძლება შეფი შენობაშია. აი, აქეთ მისი ოთახია.
- და გასაღები?
- გასაღები მე მაქვს. ერთხელ მანდო და მომცა მის შემდეგ გამორთმევა დაავიწყდა მე კი მისთვის დაბრუნება.
- აი, ეს ოთახია.
- ახლა რას ვაპირებთ?
- ღმერთო ჩემო!!! ეს რა არის?
- აქ, ყველა იმ ბავშვის ფოტოა, ვინც აქ, მუშაობს. ესენი კი მისი ოჯახის წევრები არიან.
- გაბრიელ, შენც იმას ხედავ, რასაც მე?
- კი ნია, მამაშენის და მარიამის, დედის სურათია გადახაზულია.
მეზობლები
- შეფი მოდის!
- მე წავედი ფანჯრიდან უნდა გადავხტე.
- გაჩერდი სად მიდიხარ? წამოდი უნდა დავიმალოთ.
- საინტერესოა ამ ოთახში, სად უნდა დავიმალოთ?
- კარადაში...
- რაა?
- მოდის! მიდი კარები დაკეტე.
- დღეს უკვე მეორედ.
- გაბრიელ, ხმას ნუ იღებ.
- გაიწიე ვერ ვსუნთქავ
- ეს რა არის? რამდენი სუნამო გასხია.
- ნია, ახლა ამის დროა?
- შეფი ოთახში შემოდის...
***
- ასე გაგრძელება აღარ შემიძლია.
- დღის ბოლომდე, არ გაბედოთ რესტორნის გახსნა.
- დამიბრუნეთ ჩემი შვილი და დაანებეთ ამ სისხლიან თამაშს თავი.
- შეფ! ასეთი მარტივი არ არის შვილის დაბრუნება. ხოდა კიდევ გავიგე დეტექტივი დაგიქირავებია, რაც არ უნდა გააკოთო შვილს ვერ იპოვი.
- სად გყავთ ჩემი შვილი? ყველაფერს გავაკეთბ, რაც საჭიროა. შემს შვილს არაფერი დაუშავოთ! არა! არ გამითიშოთ...
***
ყელში გაგუდული ხმით გაბრიელს ვუყურებ და ვლოცულობ. შეფმა კარადის კარი არ გამოაღოს. საუბარი დაასრულა თუ არა ტელეფონი ძირს ისროლა. მე სიშისგან შევხტი ჯერ ისედაც პატარა კარადა, ჩემს ქმედებაზე გამოძრავდა. ერთი იკითხა:_ არის აქ ვინმე? შეფი კარადას უახლოვდება. გაბრიელს, მკავზე ხელს მჭიდროდ ვუჭერ. სულ ცოტაც და ყველაფერი თავზე ჩამომენგრევა. შეფი გაოგნებული სახით შემომედავს და ალბათ აქედანვე დავემშვიდობებით ერთმანეთს. სულ რამოდენიმე წამი და ეს ყველაფერი მოხდება, მაგრამ არა! დერეფნიდან ბიძაჩემის ხმა გავიგე. შეფმას სასწრაფოდ კაბინეტის კარები გასაღებით ჩაკეტა და მისკენ წავიდა. აი, უკვე შვებით ამოვისუნე. გაბრიელმა კარადის კარები გააღო თუ არა ძირს გადმოვარდა. ამ ხმაზე დერეფნიდან ბიძაჩემი კითხულობს:_მგონი იქ, ვიღაც არის? შეფი დამაჯერებელი ხმით მპასუხობს:_ არა, შიგნით არავინ არის. წამოდი ეზოში გავიდეთ. ახლა ყველაფერი გაცილებით რთულად არის. შეფის კაბინეტი მეორე სართულზეა. კაბინეტის კარებით ვერ გავალთ ჩაკეტილია.
***
- ყველაფერი შენი ბრალია.
- კარგი დამშვიდდი. აქედან მალე გავალთ.
- ხო არა? მიდი, საინტერესოა ამას, როგორ იზამ? კაბინეტის კარები ჩაკეტილია. რას იზამ? აქედან გადახტები?
- ბავშობაში მეზობლის ფანჯრიდან გადმოვხტი...
- რატო? არა, არ გინდა! დეტალები არ მაინტერესებს. აქედან, რაც შეიძლება მალე უნდა გავიდეთ.
- იმ ყუთს ხედავ?
- მერე?
- გაბრიელ იქამდე უნდა ჩავხტეთ. იქიდან მარტივად ჩავალთ.
- მოიცადე არა! ეზოში ბიძია და შეფი არიან.
- ჯანდაბა! როდის წავლენ?
- ნია, ეგ მანამდე უნდა გეფიქრა სანა აქ ამოხვიდოდი.
- არა, ვერ მოვითმენ.
- რატო დიდი ხანით არ შეგძლია ჩემს გვერდით ყოფნა?
- არა მაგოტომ არა.
- აბა?
- მშია.
- რაა?
- რა გაცინებს? როცა ვნერვიულობ ძალიან ბევრ შოკოლადს ვჭამ.
- ვინმეს შენთვის უთქვამს, რომ?
- რა?
- არა არაფერი...
***
ასე საათობით მოგვიწია შეფის კაბინეტში ყოფნა. გაბრიელი ფანჯარასთან ზის და ელოდება, როდის წავლენ პოლიციელები. გიორგიმ უკვე რამოდენიმეჯერ დამირეკა მარიამი, გონს მოვიდა და მე მკითხულობს. მე კი აქედან ვერ გავდივარ. გაბრიელი თითქოს გაბრაზებული სახით შემომხედავს თვალს მოვაშორებ თუ არა სულელივით იღიმის, რომ ვეკითხები:_ ამას რატომ აკეთებს? მპასუხობს, რომ უბრალოდ შიმშილისგან. ყველაფერი გავიგე. შეფს შვილი ჰყავს. ის, მის დაბრუნებას ცდილობს. ისინი კი აშანტაჟებენ. განა რა უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ ადამიანს, ხალხის მოკვლა აიძულო? ვზივარ და იქამდე მინდა ვიფიქრო სანამ სწორ დასკვნამდე არ მივალ. შეფი მკვლელია? კარადაში მიკრული სურათები, ამას ამბობს, მაგრამ ის საუბარი არა! ისინი მიხვდნენ, რომ შეფს დეტექტივი ჰყავს. ახლა რა მოხდება? შემდეგი ვინ იქნება? წარმოდგენაც არ მინდა იქნებ დღე გათენდეს და შემდეგი სხვა იყოს. გაბრიელი, მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ სხვისი ცოვრება, ძალიან ბინძურია. რაც უფრო შორს მიდიხარ იკარგები. შეფზე, რაც უფრო მეტს ვფიქრობ უფრო შორს მივდივარ. მეშინი არ დავიკარგო. უკვე პრობლემები შემექმნა და ამაში გაბრიელიც გავხვიე. გაბრიელი ფანჯარასთან, მუხლმოდრეკილი დგას და ელოდება ხალხი, როდის წავა. ისევ ხმა. დერეფნიდან ნაბიჯების ხმა ისმის. გაბრიელმა თქვა:_ რაც იქნება იქნება. მე, კარადაში აღარ დავიმალები. მე შეშინებული კვლავ გაბრიელის მკლავს ვკიდებ ხელს და ველოდებით შეფის შემოვლას. მოულოდნელად კაბინეტის კარები იღება და ის ბიძაჩემია.
***
- ბავშვებო, შეგიძლიათ წახვიდეთ. თავისუფლები ხართ.
- ბიძია ჩვენ...
- ნია, არაფრის ახსნა არ არის საჭირო. ისედაც ამისთვის უკვე დაისაჯეთ.
- ეს როგორ?
- ნია, სულელი ხარ? როგორ ვერ მიხვდი. ბიძიამ ყველაფერი იცოდა. კიბეებთან სპეციალურად ახსენა შეფი, რომ ეჭვი მასზე აგვეღო. ისიც იცოდა, რომ აქ ვიყავით. ეზოშიც სპეციალურად იდგნენ, რომ აქედან არ გავსულიყავით. აი საჯელი, დავიმსახურეთ და მივიღეთ კიდეც.
- ჩემი ჭკვიანი ნათლული. ეხლა წადით სამზარეულოში სენვიჩები დაგხვდებათ და შეჭამეთ.
- შენ ეს ყველაფერი იცოდი და არ მითხარი?
- არა, არ ვიცოდი...
- არა იცოდი.
- ნია რა გინდა? ისედაც შენს გამო დღეს რეპეტიცია გავაცდინე. ჯერ იყოდა საკუთარ სახლში შევიპარე, მერე აქ ამოვძვერი და საათობით ვიჯექი ისე. შენს გამო რამდენი საათია საჭმელი არ მიჭამია. ახლაც არ მაცდი ჭამას. შეგიძლია ცოტახნით მაინც გაჩუმდე?
- მგონი შენ უფრო ბევრს ლაპარაკობ. წავედი მე საავადმყოფოში მივდივარ.
- მოიცადე შენ არ შეჭამ?
- გაბრიელ მეჩხუბები, მაგრამ ჩემზე მაინც ზრუნავ.
- არაფერიც... კარგი წადი მეორესაც მე შევჭამ.
- არ გადაგცდეს.
***
ბიძიასთან ძალიან შევცხვი. ისინი ჩემზე ზრუნავენ. სახლში შემიფარეს, არაფერს არ მაკლებენ. ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. მე კი მათ, იმედები გავუცრუე. არ ვიცი ახლა ჩემზე რას ფიქრობს. ახლა მაირიამს ვნახავ საღამოს კი ბიძიას აუცილებლად დაველაპარაკები. იმასაც ვეტყვი, რაც კაბინეტში მოვისმინე. თეთრი კედლები, კიდევ უფრო მამძიმებს. წარმოდგენაც არ მინდა მარიამი ახლა, როგორ დამხვდება. რაც უფრო მისკენ მივდივარ მით უფრო მახსენდეება საკუთარი თავი, როდესაც წამართვეს მამა. ის წყეული დღე და მამაჩემის მომღიმარე სახე. მარიამის პალატის კარები ოდნავ ღია დამხვდა. პალატიდან ბავშვების ხმა ისმის. იქ გიორგიც არის. საწოლთან მარიამის გვედით ზის და თავზე ეფერება. მარიამს თვალები დახუჭული აქვს. სახე კი, სულ სველი აქვს, დარდისგან და ტკივილისგან დასველებია. არ მინდა თვალებში ჩავხედო. ვიცი ყველაფერს იქ ამოვიკითხავ. მარტოსულობას, იმედგაცრუებას უიმედობას მარიამის შეწითლებულ თვალებში ამოვიკითავ. აი, უკვე პალატაში ვარ. ყველამ ეგრევე მე შემომხედა. ბავშვები შეშინებული თვალებით მიყურებენ. დამაგვიანდა და ალბათ ეგონათ თავს რამე ხომ არ აუტეხე. გიორგის ჩემს დანახვაზე გაეღიმა. ახლა მარიამის გამოფიზლებას ცდილობს უნდა უთხრას, რომ მე მოვედი, აქ ვარ.
***
- ნია, შენ აქ ხარ.
- კი, მე აქ ვარ შენს გვერდით.
- ახლა რა იქნება?
- ძლიერები უნდა ვიყოთ მარიამ.
- ეს ვის უნდა გააეკეთებინა? ეს რატომ გააკეთეს?
- არ ვიცი, მაგრამ გპირდები ყველაფერს მალე გავარკვევ.
- შენ? შენ რა უნდა გაარკვიო ნია?
- გიორგი, ეხლა აქ ამის დრო არ არის. მოგვიანებით მოგიყვებით.
- სად იყავი? ისევ იმ მდიდარ ბიჭთან ერთად არა?
- გიორგი, აქ ჩემზე სასაუბროდ არ ვართ. რა ხდება, ექიმები რას ამბობენ? როდის შეგვიძლია მარიამის აქედან წაყვანა?
- ახლა, უკვე დანიშნულებას დაგვიწერენ და შემდეგ ჩემი ბიძაშვილის სახლში წავალთ. მარიამი ცოტანით იქ დარჩება.
- მაშინ მეც წამოვალ. მარიამის გვერდით მინდა, რომ ვიყო.
- დედაჩემის ნახვა მინდა.
- მარიამ ეს შეუძლებელია.
- გამიშვით! მისი ნახვა მინდა.
- მოიცადე გავარკვე ეს თუ შესაძლებელია.
- ნია რას აკეთებ? ვერ ხედავ მარიამი რა დღეშია. ახლა დედამისს, რომ ნახავს უარესად გახდება.
- კი ვიცი გიორგი, რადგან მეც ასე ვიყავი. მამაჩემი მორგვში, რომ ვნახე უფრო მიშველა. მის სახეს ნაზად ვეფერებოდი. ვუთხარი ის ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა. ახლა იგივე მარიამსაც სჭირდება.
- მაპატიე...
***
პალატიდან გამოსულმა ბიძიას დავურეკე ის კი, ექიმს დაუკავშირა და მარიამს მისცა უფლება, რომ დედა ენახა. მარიამს ხელი ჩავკიდე და უთხარი, რომ ყველაფერი გააკეთოს რისი გაკეთებაც უნდა. მოეფეროს დედას, უთხრას ის, რისი თქმაც უნდა. იყვიროს სცადოს გააგებინოს ყველაფერი.ხშირად არ უჯერებთ მშობლებს. ხშირად გავურბივართ და ჩვენი ჭკუით ვდილობთ ახალი ცხოვრების დაწყებას, მაგრამ საკმარისია მათი სიშორე და ეგრევე მარტოსულები ვხდებით. ეგრევე გვახსენდება ჩვენი ზედმეტი სიტყვა. გვახსენდება რა უხეშები ვიყავით, მაშინ, როდესაც ისინი, ჩვენს მომავალზე ფიქრობდნენ. ახლა, როცა დედა ჩემს გვერდით აღარ არის და ვიცი მამასაც ვეღარასდროს ვნახავ. მიძნელდება იმაზე ფიქრი თუ რა მკაცრი ვიყავი ზოგჯერ მათ მიმართ. მარიამის სასოწარკვეთილი ხმა, პალატიდან აქ, ისმის. ის გამწარებული ხმით ყვირის დედას. პატიებას სთხოვს, რომ იმ დროს მის გვერდით არ იყო. ,, დედა! მაპატიე ჩემი სიტყვები მაპატიე გეხვეწები“. ახლა სდუმს დედა ვეღარაფერს იტყვის, თუმცა მშობლების სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ დარწმუნებული ვარ მარიამი, ისევ იგრძნობს მის სიახლოვეს. არასოდეს აწყენინო დედას მისი სხეულის ნაწილი ხარ შენც. ხმას ნუ აუწევ მამასთან რადგან, ის მეფეა. წავა და იტირებს შენს გამო. მარაიმი უკვე 10 წუთის განმავლობაში იმეორებს ერთიდაიგივე სიტყვას. ის გამწარებული ყვირის დედას და გულის ამოვარდნამდე ცრემს ღვრის საავადმყოფოს კედლებში. ეს წყეული კედლები... ვინ იცის კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მარიამი ექთანს, ძალდატანებით პალატიდან გამოჰყავს. ძალაგამოცლილი მკლავებში ჩამივარდა. სამსახურის ფორმა აცვია და სულ სველია. გიორგის ვეძახი დახმარების სათხოვნელად. ერთად მანქანაში ჩავსხედით და ილიას სახლში მივდივართ. ექიმმა წამოსვლისას დამამშვიდებელი გაუკეთა და ახლა ჩემთან ჩახუტებულს ჩაეძინა. ვეფერები და ვგრძნობ, რომ ისიც ჩემსავით მარტოსულია. ყველაფერი კარგი დაავიწყდა. მხოლოდ დედის სახეს წარმოიდგენს გონებაში და გულში იმახსოვრებს ყველაზე კარგ მოგონებებს. იხსენებს და ცდილობს არაფერი დაავიწყდეს. დღეს დაღამდება, ხვალ კი ისევ იგივე. ისევ დარდი, ისევ მონატრება ისევ ცრემლი. უკვე ილიას სახლს მივუახლოვდით. მარიამის გაღვიძებას ვცდილობთ, მაგრამ ამაოდ. გიორგიმ მარიამი ხელში აიყვანა და საძინებეში დავაწვინეთ. უკვე საღამოს 8 საათია, როგორც ჩანს ილია აქ მეგობრებთან ერთად ცხოვრობს, რადგან აქ მისი მშობლები არ შემინიშნავს. მარიამის საწოლზე გვერდით ჩამოვჯექი და ვუყურებ. მარიამს შავი ტალღოვანი თმა აქვს. მუქი თაფლისფერი თვალები მამისგან გამოყვა. ზოგჯერ მისი თვალები, შავიც კი ხდება. ის, ყველაზე განსაკუთრებულია, რადგან მამის გარეშე გაიზარდა, დედაზე ძალიან დამოკიდებული ბავშვი იყო. მამამისი კარგად მხოლოდ სურათებიდან ახსოვს. ჩვენი მეგობრობა, სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც რესტორანში ჩვენს გუნდს შემოუერთდა. ის ძალიან იმედიანი გოგოა. ყოველთვის იმედის და რწმენით არის განწყობილი. რაც არ უნდა მოხდეს იმედს მაინც ჩაგისახავს. მამა, როცა გარდამეცვალა მითხრა, რომ ,,დღეიდან შენ ჩემი შვილი იქნები, მე მოგხედავ“. ახლა რა ხდება? ის ხდება, რომ ორივე მშობლების გარეშე დავრჩით. მარიამმა თვალები გაახილა თუ არა დავაძალე, რომ წყალი გადაევლო. დიდი ხნის ხვეწნის შემდეგ მარაიმი ძალდატანებით საწოლიდან წამოვაყენე. აბანოში შევიყვანე და ვუთხარი. ,,დღეიდან შენ ჩემი შვილი ხარ“. გაეღიმა და დამთანხმდა, რომ მოწესრიგებულიყო. აბანო გავუმზადე და გამოვედი ახლა საწოლთან ტანსაცმელს ვუტოვებ. ხმა... გიტარის ხმა. ისევ ყურში ჩამესმის. ცოტახნით მეგონა, რომ უბრალოდ მეჩვენებოდა. ეს ის არის. მხოლოს მას შეუძლია ასე ლამაზად დაუკრას. სწრაფად ჩავიარე სახლის კიბეები და ვხედავ, რომ ის არის. გაბრიელი ეზოში ზის და სიმღერას მის წინ მჯდომ გოგონას უძღვნის. როგორ ბედავს?! ხმამაღლა წარმოვსთქვი ეს სიტყვები და უკან დავიხიე. ვიგრძენი, რომ იქ, არ იყო ჩემი ადგილი. რამოდენიმე წუთში უკან, მარიამთან დავბრუნდი. საჭმელი ოთახში ავუტანე. ოთახში შევედი თუ არა დავინახე, რომ ისევ ჩასძინებია. უკვე ღამის 10 საათია. ახლა სახლში უნდა დავბრუნდე და ვფიქრობ, რომ დაბლა გაბრიელია. ვიფიქრე კიდეც იქნებ აივნიდან გადავხტე? ისედაც მცხვენია ჩემ საქციელის გამო არ მინდა ახლა მისი ნახვა. კიბის რამოდენიმე საფეხური ჩამოვიარე და მესმის, გიორგის და ილიას დიალოგი. ისინი ამბობენ, რომ ძალიან ლამაზი წყვილია. ილია ამბობს, რომ გაბრიელს ბევრი ჰყავდა, მაგრამ მასზე სერიოზულად ფიქრობს. ხელიდან ჩანთა გამივარდა. ამ ხმაურზე გიორგიმ ამომხედა და სახლში წაყვანა შემომთავაზა. გაბრიელიც წასულა და ახლა მშვიდად შემიძლია სახლში წავიდე. გიორგის შემოთავაზებაზე უარი ვუთხარი. ტაქსი გავაჩერე და სახლსი ვბრუნდები. მძიმე დღის შემდეგ მხოლოდ ჩემს საწოლზე და ტყუპებზე ვფიქრობ. როგორც ყოველთვის მძინარე ტყუპებს ვაკოცებ და დასაძინებლად ჩემს ოთახში შევალ. ,,ბიძიას უნდა დაველაპარაკო“! ეს სიტყვები წარმოვსთქვი თუ არა მძღოლი მეუბნება:_ უკვე მოვედით! სახლის ეზოში შევდივარ და რას ვედავ. ეზოში ქვიშით სავსე ტომრებია. სახლიც ძალიან არეულია. ბიძიას მანქანა, სახლის კართან გაუჩერებია და ბარგს აწყობს.
***
- აქ რა ხდება? სადმე გადავივართ?
- კი ნია, დროებით. იქამდე სანამ ბაღის რემონტი არ დასრულდება.
- მამიდა, ეს ხომ ბაღია. სახლს რა უშლის?
- ნია, გამომართვი, ეს შენი ჩანთაა. მე უკვე ყველაფერი ჩავალაგე.
- მოიცადეთ! სად მივდივართ?
- წამოდი და გზაში აგიხსნით.
- მე, რომ არ წამოვიდე?
- არავითარ შემთხვევაში! შენც იქ, იქნები, სადაც ჩვენ.
- ბავშვები სად არიან?
- ტყუპები ბებიამ წაიყვანა.
- ეს დიდ ხანს გაგრძელდება?
- ნია, მიდი მანქანაში ჩაჯექი.
- ბიძია უნდა ვილაპარაკოთ.
- მერე შვილო, სხვა დროს...
***
მაინც ვერ ვხვდები ბაღი, სახლთან რა შუაშია და სხვაგან რატომ გადავდივართ? აი, მაინც ბიძიანს მანქანაში ვზივართ და დროებით სხვაგან გადავდივართ საცხოვრებლად. ალბათ პატარა კუნძულზე. ის ხომ ბიძიას სახლია. არ არსებობს! ეს სწორედ ის შესახვევია დღეს დილით, რომ ვიყავით. ბიძია, რაც უფრო წინ მიდის მით უფრო მიჩნდება სურვილი მანქანიდან გადავხტე. არ გეშლებათ! ჩემი გზა, ისევ იმ იდიოტთან მიდის. არა! ჩავალ თუ არა რამეს მოვიფიქრებ, რომ აქედან წავიდე. ვეტყვი, რომ მარიამია ცუდად და ცოტახანს მასთან ერთად უნდა ვიყო. აი, გაჩერდა თუ არა მანქანა, მამიდასთან მივდივარ მინდა ვუთხრა, რომ აქედან მივდივარ. მამიდა ეგრევე მარისთან გაიქცა. ისე ჩაეხუტა თითქოს და ერთმანეთი დიდი ხანი არ ჰყავათ ნანახი. ახლა ბიძიასთვის ვცდილობ, რამის ახსნას, მაგრამ არც ის არ მისმენს. ყურებში მოტოს ხმა მესმის.ის არის! მოდის! ახლა რა ვქნა? უნდა დავიმალო! მანქანაში უკან ჩავჯექი და ყურსასენები გავიკეთე. მუსიკას ხმამაღალზე ავუწიე. აქედან იქამდე არ გადმოვალ სანამ გაბრიელი სახლში არ შევა. რას წარმოვიდგენი დილით ამ სახლში გასაღების გამო შევიპარე. ახლა კი აქ ვარ.
***
- დედა, მამა აქ რა ხდება? სტუმრები გვყავს?
- კი შვილო, ერთი კვირით ჩვენთან იცოვრებენ.
- მგონი ვიღაც გვაკლია არა?
- კი ნია. აქ იყო და სად წავიდა?
- გასაგებია დაიმალა.
- ნია! შვილო სად ხარ?
- გაიქცა, ისევ გაიქცა!
- არაფერიც! მე აქ ვარ და არსად გაქცევას არ ვაპირებ.
- ძალიან კარგი შვილო, მაშინ გადმოდი მანქანიდან. მანდ ჯდომას ხომ არ აპირებ?
- დედა, მე წავედი წყალი უნდა გადავივლო.
- ვის გაუგია ამდენი ბანაობა?
- შვილო რამე თქვი?
- მამიდა, უბრალოდ უხერულია. ჩემი აქ დარჩენა.
- არაფერი არ არის უხერული. წამოდი შენს ოთახს განახებ.
- წავალ სამზარეულოში, წყალს დავლევ.
- მოიცადე!
- გისმენ.
- ამ სალში, აქამდეც იყავი?
- არა, მამიდა რატომ მეკითხები?
- აბა, საიდან იცოდი სამზარეულო საითკენ იყო?
- მე... მე... უბრალოდ ზუსტად ასეთი სახლი აქვს ჩემს მეგობარს. აი ასეთი... მსაგავსი...
- კარგი, კარგი არ დაიხრჩო. შენი ოთახი ბოლო სართულზეა.
- გაბრიელის ოთახის ზემოთ ხო?
- ნია, გაბრიელის ოთახიც შენი მეგობრის სახლში ნახე არა? ეხლა წადი დაიძინე. ჩვენ აუცილებლად ვილაპარაკებთ.
- მამიდა სალაპარაკო არაფერია.
***
ყველაზე ლამაზი ოთახი, ჩემთვის შეურჩევიათ. პატარაა, მაგრამ მყუდრო. ვერანდა ეზოს გადაჰყურებს, აქედან ძალიან ლამაზად ჩანს გზა. ის გზა, რომელითაც გაბრიელი ყოველდღე დადის. გაბრილის სიმღერის ხმა აქ ისმის. სულელია... შხაპს იღებს და მღერის. გული მიგრძნობს, რომ წინ სასწაული ერთი კვირა გველოდება. საწოლიც პატარაა მაგრამ ძალიან კომფორტული. არ ვიცი რა მჭირს. მინდა გავბრზადე აქედან გავიქცე, მაგრამ არა! აქ, ძალიან მშვიდად ვგრძნობ თავს. საწოლზე გულაღმა დავწექი და ვფიქრობ ყველაფერზე. რაც არ უნდა მოხდეს ყველა გზას, მაინც აქ, მოვყავარ.სადაც არ უნდა გავიქცე ბოლოს, მაინც აქ ვარ. გაბრიელთან, რაც უფრო მინდა მოვშორდე უფრო ვუახლოვდები. მოგატყუებ თუ გეტყვით, რომ არ მინდა. გავრბივარ, მაგრამ გულის სიღრმეში ბედნიერი ვარ, რომ ახლა აქ ვარ. ტელეფონზე გიორგის შეტყობინებაა. შეტყობინება გავხსენი თუ არა ჩემი და გაბრიელის სურათი დამხვდა. ის სურათი სიმშვიდის სალშია გადაღებუი. ამ სურათში, ჩვენ ჩახუტებულებს გვძინავს. შეტყობინებაში გიორგი წერს, რომ. ყველა ჩვენზე ლაპარაკობს, ყველამ იცის, რომ ერთად გვეძინა. ტელეფონს მოვკიდე ხელი და მის ოთახში ჩავედი.
***
- მოიცადე რას აკეთებ? არავინ გასწავლა, რომ ოთახში დაუკაკუნებლივ არ უნდა შემოვიდე?
- ეს რა არის?
- რა არის? ვერაფეს ვხედავ მაგ ტელეფოინში. მეტისმეტად პატარაა ჩემთვის.
- გაბრიელ თავს ნუ იტყუებ. ის ყველაფერი ტყუილი იყო. შენ მე, იქ, მოტყუებით წამიყვანე. სურათები გადამიღე იმიტომ, რომ შემდეგ ჩემი მეგობრებისთვის გაგაეზავნა.
- რა სისულელეა... ეს სურათი შენ საიდან გაქვს?
- ამას რა მნიშვნელობა აქვს. იდიოტო! ახლა ყველამ იცის, რომ ერთად გვეძინა. ეს რატომ გააკეთე?
- მე არაფერი არ გამიკეთებია გესმის! ეს სურათი მე გადავიღე, მაგრამ არავისთვის გამიგზავნია.
- მატყუებ! შენ მე გენდე... ისეთი, რაღაცეები მოგიყევი, რაც ჩემ მეგობრებმაც კი არ იციან.
- თუ მეტყვი ვინ გამოგიგზავნა გავარკვევ ეს ვინ გააკეთა.
- ეს შენ გააკეთე
- მე არ გამიკეთებია!
- ნუ მიყვირი!
- არ ვყვირი!
- ბავშვებო რა ხდება? თქვენ რა ჩხუბობთ?
- არაფერია დედა. მეზობელს, ამ სახლის წესებს ვასწავლიდი.
- დაბლა ჩამოდით სტუმრები გვყავს.
- მოვდივართ.
- მიდით გელოდებით!
- მოიცადე სად მიდიხარ? მიპასუხე ვინ გამოგიგზავნა ეგ სურათი?
- გიორგიმ.
- იდიოტი...
- იდიოტი შენ ხარ.
***
გაბრიელს თვალებით ვჭამ. ახლა მინდა თავში რამე ვესროლო. ისე, რომ თავი გავუტეხო. მარი დეიდამ და მამიდამ, ეზოში უზარმაარი სუფრა გაშალეს. აქ, უკვე ღამის 11 საათია, მაგრამ, როგორც ჩანს მხიარულობას ახლა იწყებენ. მაგიდაზეც გვერდიგვერდ დატოვეს სკამები თავისუფალი. მე სკამი ავიღე და მამიდას გვერდით გადავჯექი. ამ ქმედებაზე მამიდა მეკითხება:_ ნია რას აკეთებ? მამიდა გაკვირვებული სახით მიყურებს:_ ასე უფრო კომფორტულად ვიქნები. მაგიდაზე სწორედ ის ხალხია თავმოყრილი, რომელზეც მამა ხშირად მიყვებოდა. გუგამ და ნატა თავის ბიჭების გარეშე იყვნენ მოგვიანებით ბიძაჩემი, მელანოსთან ერთად მოვიდა, არც მათ ეხლათ ქრისტი თან. ახლა არდადაგები სრულდება და ალბათ ყველა დაბრუნდება სახლში. ნეტა გაბრიელი, რატო არ წავიდა სადმე? თუ ჩემს გასამწარებლად დარჩა აქ? ბიძაჩემი მოვიდა თუ არა თმაში მწვდა და მეუბნება:_ ჩემი მახინჯი გოგო. ამ სიტყვებზე გაბრიელი დამცინის. ხელში ჩანგალი მიჭირავს. მინდა, რომ ჩავარტყა, მაგრამ ამის შესაძლებლობა ახლა არ მაქვს. ყველა უკვე სუფრასთან ზის. იხსენებენ წასრულს ახლა გუგას ნიშნობა გაიხსენეს. იხსენებენ, როგორ არავის არაფერი გამოუვიდა გარდა გაბრიელისა. უკანასკნელ წუთამდე ბიძაჩემი ეგონათ სიძე, რადგან ყველაფერი მას ქონდა.
***
- მამაჩემს სამზარეულოსი ტორტი დაეწვა
- კი ნია ლუკა, ჩემთან ერთად ცდილობდა ტორტის მომზადებას. ეს შენ, საიდან იცი?
- მამა ყველაფერს მიყვებოდა თქვენს შესახებ.
- საინტერესოა ჩემზე რას ამბობდა.
- ბიძია, იმას რაც ხარ. ამბობდა, რომ ძალიან მხიარულია, მაგრამ გულში ძალიან დიდ დარდს ატარებდაო.
- ნამდვილად ასე იყო იქამდე სანამ მელანომ არ მიშველა.
- ისიც ვიცი, რომ მელანოს ბავშობიდან უყვარდი.
- ხო მე კიდე ვერ ვხვდებოდი.
- სიყვარული ასეთია. თავდაპირველად ვერაფერს ვერ ვხვდებით, სანამ თავისით არ დაიწყებს მოქმედებას.
- ნია, ეს როგორ?
- მაგალითად, როცა მის სიშორეს იგრძნობ შეგცივდება, როცა მოგიახლოვდება დაგცება და ასე შემდეგ...
- ოხ, ეს ბავშვები... უფრო რომანტიულები არიან.
- გაბრიელ შვილო, მიდი ერთი სიმღერა შეგვისრულე.
- დედა, მამა ახლა ძალიან გვიანია. მეზობლებს შევაწუდებთ.
- შვილო გავიწყდება ამ მაგიდაზე ვინ ზის?
- კი ვიცი მამაჩემი. კარგი მაშინ რა გაეწყობა.
***
,, John Legend- All of Me” სასწაულია... სიმღერას იწყებს და ყველაფერი მავიწყდება. სულელივით ვაშტერდები და მეღიმება. არ მინდა თვალი მოვაშორო, არ მინდა დაკვრა შეწყვიტოს. მისი ხმა, ისეთი თბილია ისეთი სასიამოვნო. არ უნდა შეწყვიტოს არასდროს სიმღერა, არ უნდა გაჩუმდეს. მაგიდას ხელებით დავეყდე და გავირინდე. რამოდენიმე წუთის წინ მინდოდა თავში რამე ჩამერტყა, მაგრამ ახლა, მისი ჩახუტება მინდა. მინდა მივვარდე ჩავეხუტო და ვუთხრა, რომ ,, შეუდარებელი ხარ! კარგად უკრავ და არასოდეს შეწყვიტო დაკვრა“. დაკვრას მორჩა. შემეშინდა, რომ მართლა ამას გავაკეთებდი და სამზარეულოში გავიქეცი. ცივი ფორთოლის წვენი მაცივრიდან გამოვიღე და ძალიან სწრაფად დავლიე. დავიღალე... დღე იმაზე მეტად გაიწელა ვიდრე მე მეგონა. წარმოდგენაც არ მინდა ხვალ რა მოხდება. ალბათ სათითაოდ ყველა დამიწყებს დაკითხვას. როდის და სად მოხდა? მე კი ნამდვილად არ მინდა ამ თემაზე საუბარი. შეფი კიდევ ორი დღით არ გახსნის რესტორანს. ვცდილობ ბიძაჩემს დავუძახო. ის კი ისე ჩართულია საუბარში ჩემი არ ესმის. დიდი ხნის მცდელობის შემდეგ მე დასაძინებლად წავედი. ახლა დაუკითხავად გაბრიელი შემოდის ჩემს ოთახში.
***
- აქ რას აკეთებ?
- თუ გაინტერესებს გეტყვი, რომ ეს ჩემი სახლია და როცა მინდა მაშინ შემოვალ.
- წადი... ეხლა ნამდვილად არ მაქვს შენი თავი მეძინება.
- კარგი მაშინ მეც აქ დავრჩები.
- რატომ? იმიტომ, რომ კიდევ სურათი გადამიღო?
- ნია მისმინე, ეს სურათი ნამდვილად მე გადავიღე, მაგრამ არავისთვის არ გამიგზავნია. დამიჯერე გთხოვ...
- დავუშვათ დაგიჯერე, ახლა რა მოდება? ყველა ჩემზე ილაპარაკებს. გაბრიელ, ჩემი მეგობრები, ასეთს არ მიცნობენ. მე ისეთი არ ვარ შენ, როგორიც გგონია. აღარ მოგცემ უფლებას გამომიყენო. ეს დროებითია... ხვალ აქედან წავალ.
- ნია, შენ შეიძლება აქედან წახვიდე, მაგრამ იცოდა ბოლოს, მაინც ჩემთან მოხვალ.
- არ მოვალ.
- შეგცივდება და მოხვალ.
- ნია, აქ ხარ?
- მამიდა მოდის! მიდი საწოლის ქვეშ დაიმალე.
- ოფ ნია, ოფ...
- გთხოვ...
- ნია, ასე მალე რატომ წამოვედი?
- მამიდა მაპატიე დღეს ძალიან რთული დღე მქონდა.
- ნია, რაღაც მინდა გკითხო.
- ახლა არა!
- რა იყო შვილო რატომ მაჩუმებ?
- იქნებ სხვა დროს ვისაუბროთ ახლა ძალიან მეძინება.
- მოიცადე ჯერ ამ კითხვაზე მიპასუხე.
- რა კითხვაზე?
- ნია, გაბრიელია ის ადამიანია, ვის გამოც გული მიგდის და თავბრუ გეხვევა?
- არა! მამიდა ეს საიდან მოიტანე?
- დავინახე მის გვერდით არ დაჯექი, თანაც სულ გარბიხარ, როცა ის იქაა.
- არსად არ გავრბივარ. მიდი გადი უნდა დავიძინო.
- კარგი ხო მივდივარ.
- გამოდი უკვე წავიდა. რა გაცინებს?
- ესეიგი შენ ჩემს დანახვაზე გული გიჩქაედება და თავბრუ გეხვევა?
- რა სისულელეაა... მამიდამ უბრალოდ გააზვიადა.
- ძილინებისა მეზობელო.
- ძილინებისა საყვარელო... რაა? რა ვთქვი? ახლა მე, საყვარელო ვთქვი? არაფერი მითქვამს! რა სულელი ხარ ნია...
***
შემცივდება და მივალ? ეს რა იყო ახლა? არა! არ მივალ. აქედან წავალ, ახალ საცხოვრებელს ვიპოვი და დამოუკიდებლად ცხოვრებას დავიწყებ. მამიდაჩემი ზუსტად იმ დროს შემოვიდა, როცა საჭირო არ იყო და ილაპარაკა ის, რაც საჭირო არ იყო. ახლა გაბრიელს უფრო მიეცა სალაპარაკო თემა. ჩავიდა თუ არა ტელეფონზე შეტყობინება გამომიგზავნა. ,, დაიძინე არ გაათენო ჩემო საყვარელო“. დამცხა ნამდვილად ვგრძნობ, რომ მცხელა და ფანჯარა გამოვაღე თუ არა ისევ გაბრიელის შეტყობინებაა. ,,შენგან ახლოს ვარ და იმიტომ გცხელა.“ ნამდვილად იდიოტია. შეტყობინებას უპასუხოდ დავუტოვებ. აი, ასე არ მივწერ. ტელეფონი გვერდზე გადავდე და დაძინებას ვაპირებ. ჯანდაბა! ისევ შეტყობინების ხმა მაღვიძებს. ,,საყვარელო შუქი დაგჩა ანთებული“. იდიოტია? დავიჯერო არ ეძინება? ახლა უკვე ტელეფოს გამოვურთე ხმა და დაძინება გავაგრძელე.
შემოდგომა წლის განსაკუთრებული დროა. ეს არის დრო, როდესაც ზომიერი კლიმატი, ცისფერი ზეცა, მზიანი დღეები და გრილი ღამეები ტყით შემოსილ ბორცვებს თანდათანობით ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ფერების ათასგვარი ელფერით ამკობს. ეს არის დრო, როდესაც მარადმწვანე ფიჭვებისა და კედრების მწვანე ფერს თავიანთი მონათესავე ფოთოლმცვივანი ხეების ხასხასა წითელი და ყვითელი ფერი ჩრდილავს.ცნობისმოყვარე ადამიანს აინტერესებს, რატომ ხდება ფერთა ასე საოცარი ცვლილება. რა განაპირობებს ფოთლის გაყვითლებას ან გაწითლებას?შემოდგომის ნაირფეროვნება ზამთრისთვის ხეების მომზადების პროცესის ნაწილია. შემოდგომის დამოკლებული დღეები „გაფრთხილებას“ აძლევენ ხეების ბიოლოგიურ საათს, რათა ფოთლებს თანდათანობით შეუწყდეთ წყლისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება. ამაზე თითოეული ფოთოლი ყუნწის ბოლოსთან გამაცალკევებელი ფენის წარმოქმნით რეაგირებს. ეს ფენა ქმნის საცობისებრ ნივთიერებას, რომელიც ხელს უშლის ხესა და ფოთლებს შორის ნივთიერებათა ცვლას, რის გამოც, საბოლოოდ, ფოთლები ცვივა.ბუნების მრავალმა მოყვარულმა შენიშნა, რომ შემოდგომა სხვადასხვა წელსა და სხვადასხვა ადგილას რამდენადმე განსხვავებულია. ბევრი რამ ამა თუ იმ რეგიონში ფოთოლმცვივანი ხეების ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, სხვადასხვა სახეობის ნეკერჩხლის ფოთლები, უმეტესწილად, მიმზიდველი წითელი ფერის ხდება. ამ ხის მრავალი სახეობა, ჩვეულებრივ, აღმოსავლეთში იზრდება და მათ ხშირად პარკებსა და ბაღებში რგავენ.
შემოდგომის ალიონმა გამაღვიძა. მებაღე, ბაღს ფოთლებისგან ასუფთავებს . დამხმარეები, სამზარეულოში, საუზმეს ამზადებენ. აქ, ახლა დილის 7 საათია და ყველას ძინავს. არ დაველოდები დანარჩენებს ჩავიცვი ძალიან კომფორტულად და სახლიდან გასასვლელად ვემზადები. კიბის რამოდენიმე საფეხური ჩავიარე თუ არა დამხმარეების დიალოგმა ჩემი ყურადღება მიიცია.
***
- იმ ქალზე ამბობენ, რომ გაგიჟდა.
- საწყალი მისი ქმარი, როგორ იტანს ამდენს. ქალისთვის სილამაზე საკმარისი არ არის მთავარია ჭკუა.
- და ეს, მისი ქალიშვილი, გუშინ აქ გადმოუყვანიათ საცხოვრებლად. მამა მოუკლიათ დედამისმაც არ მიიღო და დადის ახლა კარდაკარ.
***
სიბრაზემ ყელში ამომასხა. განა რა მათი საქმეა სხვისი პირადი ცხოვრება. დგანან და განიხილავენ ჩემს ოჯახს. შეუმჩნევლად სახლიდან გამოვედი ტელეფონს დავხედე თუ არა გაბრიელის კიდევ რამოდენიმე შეტყობინება დამვდა. ,,02:35 საყვარელო გძინავს?“
,, 02:40 იცოდე კარგად დაიფარე გარეთ გაწვიმდა“. ,,03:15 იცოდე არ გაცივდე“. ეს ბიჭი, მგონი ავადმყოფია და მის მშობლებმა არ იციან. სად მივდივარ? დედასთან მივდივარ. ის ახლა მკურნალობს. მინდა მის პალატაში შევიპარო და ცოტა ვესაუბრო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყვირლს არ დაიწყებ და იქიდან არ გამომაგდებს. ასეთ დროს მორიგ ექთნებს ძინავთ და არ გამიჭირდა მის პალატაში შესვლა. მისი ოთახიც მაშინ დავიმასოვრე, როდესაც მარიამი მივიყვანეთ საავადმყოფოში. ოთახის კარი შევაღე თუ არა ვხედავ, რომ არ ძინავს. მასაც ჩემს მსგავსად ადრე გაღვიძება უყვარს. საზოლზეა წამომჯდარი და წიგნს კითხულობ.
***
- ძალიან გთხოვთ არ იყვიროთ. აქ, თქვენს დასახმარებლად ვარ.
- ჩემს შვილთან უნდა წამიყვანოთ? იცით სად არის ჩემი შვილი?
- კი ვიცი.
- კარგად არის?
- კარგად არის, მაგრამ მგონი თქვენ არ ხართ კარგად.
- ვინც მიყვარდა ის გარდაიცვალა.
- ამიტომ ხართ ცუდად?
- ცუდად არ ვარ. უბრალოდ მიჭირს რაღაცეების გახსენება. აქ, ძალიან ბევრ წამალებს მასმევენ. არ მაძლევენ უფლებას რამე გამასენდეს.
- ამას ვინ აკეთებს?
- დედაჩემი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მკვლელის შვილი არ ვიპოვო. დედაჩემი სასტიკად წინააღმდეგი იყო ლუკაზე, რომ დავქორწინდი. არ დავუჯერე მე, მაინც ცოლად გავყევი. ჩემი შვილი, რომ დაიბადა, არ ეკარებოდა არ უყვარდა.
- ხო მაგრამ შენ მაკა გყავდა.
- მაკამაც მიმატოვა.
- ქალბატონო მე ვინ ვარ? ვერც მე მცნობთ?
- კი, როგორ არა თქვენ ექთანი ხართ, ვისაც ყველაფერს ვუყვები.
- ქალბატონო, წამლის დალევა გიწევთ... თქვენ ვინ ხართ? აქ როგორ შემოხვედით?
- გამომყევით!
- შვილო, აქ შენი ყოფნა არ შეიძლება.
- სწორედაც, რომ შეიძლება. მე მისი ქალიშვილი ვარ. დედაჩემს რას ასმევთ? რატომ არის ის, ასეთ მდგომარეობაში?
- ქალბატონის ქალიშვილი გარდაცვლილია. დაცვა! ეს გოგონა აქედან გაიყვანეთ!
- ხელი გამიშვით! ჩემით წავალ. იცოდეთ მე დავბრუნდები და დავამტკიცებ, რომ თქვენ ამ ადამიანის გაგიჟება გინდათ.
***
დედაჩემი გიჟი არ არის. მას წამლებს ასმევენ და ამიტომ არის ის, ასეთ დღეში. დნმ-ის ტესტი უნდა ჩავიტარო. ბატონს უნდა დავუმტკიცო, რომ სალომეს ქალიშვილი ვარ. შემდეგ კი დედაჩემს დავიხსნი იქიდან. დახმარება მჭრდება. ამას ბიძაჩემს ვერ ვეტყვი ისედაც ძალიან მცხვენია მისი. ვერც ჩემს მეგობრებს ვერ ვეტყვი ვერაფერს. ისედაც ახლა ყველა ჩემზე ლაპარაკობს. სავადმყოფოს ეზოში ჩამოვჯექი და ველოდები, როდის გახდება 9 საათი, რომ გაბრიელი გავაღვიძო. თვალებით დედის პალატას ვაკვირდები. ის ფანჯარასთან დგას და გზას გაურკვევლად აკვირდება. თითქოს ვიღაცას ელოდება. მე მელოდება ვიცი.
***
- გაიღვიძე შენი დახმარება მჭირდება
- კარგი რა ნია... შემეშვი მეძინება
- ძილზე მაშინ უნდა გეფიქრა მთელი ღამით მე, რომ მწერდი შეტყობინებებს.
- ა, კითხულობდი?
- არა, დილით ვნახე ყველა.
- სერიოზულად?
- მოხვალ?
- სად ხარ?
- საავადმყოფოში?
- მანდ რა გინდა? ამჯერად რა ჩაიფიქრე?
- მოდი და გაიგებ.
***
ადგილს ვერ ვპოულობ მინდა მალე გაბრიელი მოვიდეს და დნმ-ის ტესტი ჩავაბარო. უნდა დავამტკიცო, რომ სალომე დედაჩემია და უფლება მაქვს მასზე ვიზრუნო. შემდეგ აღარავინ გამომაგდებს მისი პალატიდან. საავადმყოფოს ეზოში სკამზე ვზივარ და გზას ვუყურებ ზუსტად ისე, როგორც დედაჩემი. ,, არ ინერვიულო დედა, მალე გადაგარჩენ“. აი, უკვე 30 წუთი გავიდა და გაბრიელიც მალე მოვა. ამ ლოდინში უკვე წამოვდექი წინ და უკან სიარული დავიწყე სიარული. ვგრძნობ, რომ მხარზე, ვიღაც უხეშად ხელს მადებს.
***
- გოგონი, აქ რა დაგიკარგავთ?
- ვინ ხართ?
- აქედან დაიკარგე! აქ, შენი ადგილი არ არის.
- ვითომ რატომ? ეს თქვენი ტერიტორი არ არის. აქედან რატომ უნდა წავიდე?
- შვილო არ გესმის? აქედან უნდა წახვიდეთ.
- აქედან არ წავალ იმიტომ, რომ ამას თქვენ ამბობთ ბებია.
- ბებია? მე ბებიაშენი არ ვარ.
- მართალია პატარა ვიყავი, მაგრამ თქვენი სახე დავიმახსოვრე. რატომ? იმიტომ, რომ მამაჩემის ნაჩუქარი სათამაშო დამიწვით და დედაჩემს სულ ჩემი თავიდან მოშორებით ემუქრებოდით. ეხლაც საავადმყოფოში წევს. წამლებს ასმევდით, რადგან არ გახსენებოდა, რომ შვილი ჰყავს.
- რას ბოდავ?
- მე დავამტკიცებ, რომ სალომე დედაჩემია თქვენ კი საკუთარი შვილის გაგიჟება გაქვთ გადაწყვეტილი. ქალი ნორმარუად ვერც იხედება. რა ადამიანი ხართ? ასე, როგორ გიხარიათ საკუთარი შვილის უბედურება?
- აქ არავინ ხართ? ეს გოგონა, აქედან გაიყვანეთ!
- ცხოველებო ხელი გამიშვით!
- მოიცადეთ აქ, რა ხდება? ბატონებო, ნიას ხელი გაუშვით!
***
- მადლობა ღმერთს მოხვედი.
- კარგი, კარგი დამშვიდდი... აქ რა მოხდა? როგორც ჩანს დამაგვიანდა ხო?
- ის ქალი ბებიაჩემია. მას ჩემი დაბადება არ უნდოდა, რადგან მკვლელის ქალიშვილი მერქვა. ეხლაც მეორე სართულზე დედაჩემი წევს ბებიაჩემის დავალებით მას ძალიან ბევრ დამაშვიდებლებს უკეთებენ. მის წინ ვიჯექი და ვერ მიცნო. გესმის? მის წინ ვიყავი და ვერ მიცნო...
- ძალიან გთხოვ ნუ ტირი.
- დედაჩემს ექთანი ვეგონე და მითხრა, რომ დაკარგულ შვილს ეძებს.
- არ მეგონა ასე სერიოზულადაც თუ იყო საქმე.
- დნმ-ის ტესტი მინდოდა, რომ ჩამეტარებინა, მაგრამ შენც ნახე იქიდან, როგორ გამომაგდეს.
- მოიცადე ეს ასე არ დასრულდება. წამოდი რამე შევჭამოღ და შემდეგ მამაჩემთან ავიდეთ. მას ყველაფერი მოუყევი, რაც ახლა თქვი.
- ჭამა არ მინდა ახლავე წავიდეთ.
- ასე არ შეიძლება მე ხომ მოსვენება არ მომეცი. ძალიან მშია, აქვე ახლოს ძალიან კარგი კაფე ვიცი. ცოტაც ვისაუზმებთ და შემდეგ წავიდეთ კარგი.
- სად არის?
- აი, აქვეა მოდი შევიდეთ.
- რას ინებებთ?
- საუზმე ორ კაცზე. მე ყავა ნია, შენ რას დალევ?
- მე მწვანე ჩაის დავლევ.
- ახლავე მოგართმევთ.
- რა არის ტელეფონში რას კითხულობ?
- მეგობარმა მომწერა. ახლა გავარკვიე გიორგი რას წარმოადგენს.
- შენ რა მის ცხოვრებაში იქექები? რა უფლებით?
- მან ჩემი ტელეფონიდან სურათი მოიპარა შემდეგ კი გაავრცელა.
- რას იგონებ? მე წავედი...
- შენ იცოდი, რომ გიორგი, ბებიაშენის მძღოლის შვილია?
- არა, არ ვიცოდი. ეს სიმართლეა?
- აი, ინემებეთ!
- გმადლობთ.
- სიმართლეა ნია და დიდი ალბათობით, გიორგიც სწორედ მათი გამოგზავნილია.
- არ მჯერა.
- ნია, შეგიძლია ერთხელ, მაინც დამიჯერო?
- რატომ?
- იმიტომ, რომ ჩემი მეზობელი ხარ.
- მე უკვე შევჭამე.
- ასე მალე?
- წამოდი წავიდეთ!
- კარგი დამელოდე ყავა დავლიო და წავიდეთ.
- დროზე...
- ცხელია!
***
,,ადამიანი ყველაფერს შეიძლება შეეგუოს – უხარისხო ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, პურს, უფრო მეტიც, ადამიანმა შეიძლება გაუძლოს შიმშილს, სიშიშვლეს, სიცივეს, სიღატაკეს, მაგრამ სულიერ სიღატაკეს ვერასდროს ვერ შეეგუება.
ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს… უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით.…
პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს, პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში.
არაფერი არასდროს ისე სამარცხვინოდ და თავისმომჭრელად არ ითვლებოდა, როგორც უპატიოსნება და ქურდობა.:_ ნოდარ დუმბაძე“
***
- მამა გამარჯობა! საქმე გვაქვს შენთან. ნია შემოდი!
- ბავშვებო, აქ, ასეთ დროს რას აკეთდებთ?
- ახლა საავადმყოფოდან მოვდივართ.
- იქ რა გინდოდათ?
- დედაჩემთან მივედი. ის ავად არ არის. ბებია მას წამლებს ასმევს, რომ მე დავავიწყდე.
- ამაში სადან ხარ დაწმუნებულია.
- მე მან საავადმყოფოდან გამომაგდო.
- აქ რა ხდება? ბავშვებო, თქვენ აქ რა გინდათ?
- ბიძია დედაჩემს დახმარება სჭირდება.
- რაში?
- სავადმყოფოდან, ბებიაჩემს უნდა მოვაშოროთ. შევედი მის წინ ვიჯექი და ვერ მიცნო. მან მითხრა, რომ მეძებს. ბებიაჩემი ყველაფერს გააკეთებს, რომ დედაჩემს არ შევხვდე.
- არა რა, ეგ ქალი, მაინც არ იშლის თავისას. ბავშვებო, თქვენ ახლა წადით დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.
- ბიძია გუშინ ვერ ვისაუბრეთ. მინდოდა მეთქვა, რომ შეფს აშანტაჟებენ. არ ვიცი, მაგრამ შეფი მკვლელი არამგონია. შვილის სანაცვლოთ მას ამ მკვლელობებს ტენიან.
- რას ქვია ტენიან?
- სხვა კლავს ამას კი საქმის კურსში აყენებენ იქამდე სანამ დანარჩენი ბავშვების მშობლებიც არ მოკვდებიან, შვილს არ დაუბრუნებენ.
- შვილო პროფესიიტ რა გაქვს გადაწყვეტილი?
- მზარეული.
- მგონი მალე მაგ აზრს შეიცვლი. შვილო, ჩვენ ეს ყველაფერი უკვე ვიცით.
- მამა მართალი იყო, როცა თქვენზე ამბობდა. სანამ რამეს გაიგებ მათ უკვე ყველაფერი იციანო.
- ნია გამომყევი.
- რა ხდება? სად გარბის ეს ხალხი?
- დაიშალეთ! ყველა ბავშვების სახლებთან დადექით. არ გაბედოთ და არაფერი არ გამოგეპაროთ!
- სავაადმყოფოში ქალის გაგუდვას ცდილობდნენ...
- დედაჩემია... გაბრიელ, ის ქალი, დედაჩემია!

გაგრძელება იქნება!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent