თამაში როგორც ხელოვნება ტომი 3 (თავი მეორე)
წვეულება-სასმელი-სექსი,გულისრევა,ძილი,სასმელი,წვეულება-სექსი,გულისრევა,ძილი-აი რად იქცა ჩემი ცხოვრება ბოლო ორი თვის მანძილზე. არც კი ვიცი აქ რას ვაკეთებ,უბრალოდ ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ დავიკარგე. ახალი მეგობრები,რომლებიც მეგობრებიც არ არიან,საერთოდ არც მჯერა მეგობრობის,თუმცა მათ გარეშე ეს ორი თვე კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდებოდა. აიკოს როცა შევხვდი სრულიად დაკარგული ვიყავი,დაბნეული,დაღლილი. აქამდე ავტოსტოპით მოვაღწიე,არც ისე მარტივი ყოფილა ფულის გარეშე არსებობა,ალბათ ამაზე უფრო ადრე უნდა მეფიქრა. აიკო ძალიან ლამაზი და საყვარელია,გოგოები აღმოსავლეთიდან ყოველთვის ძალიან მომწონდნენ,თანაც ერთადერთი თანატოლი იყო,რომელიც ბოლო დროს შემხვდა,აღმოჩნდა,რომ ერთად უნდა გვესწავლა. დიდი ხანი მოვეხეტებოდი მაგისტრალზე ფეხით,ამ მიმართულებით ბევრი მანქანა არ დადის. ორიოდე მანქანას ხელი დავუქნიე,რომელიც ბოლო ერთი საათის მანძილზე შევნიშნე,თუმცა არცერთმა აინუნშიც არ ჩამაგდო. ორმოცდამესამეს გადაკვეთაზე პატარა მარკეტი შევნიშნე,წყლის საყიდლად შევიარე,სწორედ იქ შევხვდი პირველად აიკოს. მოკლე,შავი,ბოლოებში აპრეხილი თმები ქონდა. პატარა აპრეხილ წვერიანი ცხვირი,მეწამული,სისხლის ფერი ტუჩები,ფაიფურივით თეთრი კანი ჰქონდა, სიმაღლით 1,65 მდე იქნებოდა,გამხდარი,ძალიან გამხდარი გოგონა იყო და უსაყვარლესი ღიმილი ჰქონდა,როგორც აღმოჩნდა მასაც გაეხარდა თანატოლის დანახვა და გამოლაპარაკებაც თავად გადაწყვიტა. - გამარჯობა მე აიკო ვარ. ოჰჰ ღმერთო ჩემო იმდენი ხანია რაც ახალგაზრდა არ მინახავს,უკვე ვფიქრობდი,რომ ჭკუიდან შევიშლებოდი-კარგად ამათვალიერა თავიდან ფეხებამდე,შემდეგ ტუჩები დაბუშტა,თვალები დაჭყიტა და განაგრძო-თუმცა შენ არ მახსოვხარ,არც ქალაქიდან ხარ და არც უნივერსიტეტიდან.ვინ ხარ?-ცნობისმოყვარედ შემომხედა და პასუხის მოლოდინში გაისუსა - ჰოოო-სიტყვა გავწელე პასუხის მოფიქრებაში,თან თმებს ვიჩეჩავდი,როგორც მჩვევია,შემდეგ არხეინად ვუთხარი-მე დემიენი ვარ,ხო ქალაქიდან არ ვარ,წელს ვაბარებ უნივერსიტეტში,კვირაზე მეტია გზაში ვარ და ვერც კი წარმოიდგენ მეც როგორ მიხარია ახალგაზრდის დანახვა,მეც ვფიქრობდი,რომ მალე ჭკუიდან შევიშლებოდი-სახეზე ღიმილი მოვიფინე,როგორც შევნიშნე აიკოსაც გაეღიმა,გაუხარდა,რომ თანამოაზრე იპოვა,მარცხენა ხელი მხარზე მომკიდა,შემდეგ დაბლა იდაყვისკენ ჩააცურა,ხელი გამიყარა და მაღაზიიდან გამიყვანა,გზა ფეხით განვაგრძეთ ქალაქისკენ.გზაში ერთმანეთს ვეცნობოდით.აიკო მესამე წლიანი იყო,ისტორიას სწავლობდა, ძალიან გამეხარდა,მეც ხო ისტორია უნდა მესწავლა.აიკო თავის ისტორიას იმდენად ხალისით მიყვებოდა,რომ სულელივით ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან,ვინ იცის იქნებ ფიქრობდა,რომ სულელი ვარ. - შენზე,შენზე რას მეტყვი?მიდი მიდი მომიყევი ყველაფერი,წინ კიდევ დიდი გზააა-აგრძელებდა მხიარულად აიკო - არც კი ვიცი რა გითხრა. ჰო ალბათ პირველ რიგში ის,რომ მეც ისტორიას ვსწავლობ-აიკოს სახეზე სიხარულის ღიმილი გადმოეფინა და გახარებული მომვარდა და რამდენიმე წამი ჩამეხუტა-ცოტა უცნაურად ვგრძობდი თავს,ისეთი შეგრძნება მქონდა,რომ დიდი ხანია ვიცნობდი და არა რამდენიმე წუთი,ალბათ ეს იმ სილაღის ბრალი იყო,რომელსაც ის ასხივებდა. ძალიან მარტივად შემოდიოდა კონტაქტში,არც ფიზიკურ კონტაქტს ერიდებოდა. - შემდეგ მოვუყევი ჩემს მტანჯველ გზაზე,რომელიც ავტომაგისტრალით გამოვიარე,გულიანად იცინოდა,როგორც ჩანს მანაც კარგად იცოდა მაგისტრალის დადებითი მხარეები. ქალაქამდე ბევრი ვისაუბრეთ,ყველაფერს მივედ-მოვედეთ. თანამედროვე პოლიტიკაზე ვისაუბრეთ,როგორც აღმოჩნდა აიკოს სებასტიანი ძალიან მოსწონდა,მეც არაფერი მითქვამს,რომ მისი შვილი ვარ,მინდოდა ამის შესახებ არავის არაფერი გაეგო,მაგრამ როდემდე დავმალავ ვინ იცის,არც ის ვიცი რატომ ვმალავ,ალბათ მინდა დემიენი ვიყო და არა სებასტიანის შვილი. აიკომ თავის ქალაქზეც მომიყვა,საიდანაც ის იყო.როგორც აღმოჩნდა მამამისი დიდ ომს ემსხვერპლა,მაშინ აიკო ერთი წლისაც არ იყო,ამიტომ მის შესახებ მხოლოდ ის იცის რასაც დედა ეუბნებოდა,როცა ფხიზელი იყო,საბოლოოდ აღმოჩნდა,რომ არც არაფერი არ იცოდა,დედამისი ხო ფხიზელი არც არავის უნახავს. აიკო მარტო იზრდებოდა,საშინელ სამყაროში,გარდამავალ ფაზაში,ადგილს სადაც ის ცხოვრობდა,თანამედროვეობის სისასტიკე ალბათ ყველაზე მეტად შეეხო,თუმცა ეს მას არ ადარდება,საერთოდ რამე თუ ადარდებდა იმასაც ვერ ვხვდებოდი. სულ მხიარული,უდარდელი,ნარნარა გოგონა იყო. ქალაქამდე რამდენიმე მილი იყო დაშორებული,როცა აიკოს ტელეფონმა დარეკა,მისი მეგობარი ანა რეკავდა,მისმა ზარმა აიკო იმდენად გაახარა,რომ ხტუნვაც კი დაიწყო,შემდეგ რაღაც გაახსენდა და მკაცრი სახე მიიღო. მკაცრ სახეში იმდენად საყვარელი იყო,რომ სიცილი ამიტყდა,ამის გამო უცნაური გამოხედვაც დავიმსახურე მისგან. ანას საყვედურობდა,ამდენი ხანი სად იყო,როგორც ჩანს ერთად უნდა წამოსულიყვნენ და ანამ გადააგდო. ანამ აუხსნა,რომ გზაში იყო,როგორც აღმოჩნდა რამდენიმე წუთში დაგვეწეოდა,ის მანქანით მოდიოდა.ჩვენ დალოდება ვამჯობინეთ,ცოტა არ იყოს ფეხები დაგვეღალა,თუმცა მხიარული განწყობისთვის დაღლილობას ხელი არ შეუშლია. აიკოს ძალიან უხაროდა ანას ნახვა,ხტუნაობდა,ცეკვავდა, თან მიყვებოდა,რომ უკვე ერთი თვე არ უნახავს,თან თვეს ხაზი მკაფიოდ გაუსვა,როგორც მითხრა ეს ერთია ცოტა თორემ თვე ძალიან ბევრია-ამაზე გულიანად გამეცინა,და აიკოც მიმიხვდა,მანაც სიცილი დაიწყო. რამდენიმე წუთში ანაც გამოჩნდა. პატარა წითელი მანქანით,გოგონების მანქანებს რომ ეძახიან ის იყო,დეტალებს ნუ მომთხოვთ,მანქანებში საერთოდ ვერ ვერკვევი,ამიტომ აჯობებს სისულელეს თქმას აღუწერელად დავტოვო. მანქანიდან დაახლოებით აიკოს სიმაღლის წითური გოგონა გადმოვიდა,ჟღალი,ლამაზი თმები ჰქონდა,ზურმუხტისფერი თვალები,თვალების მიდამოებში აქა-იქ ჭორფლებიც მოსჩანდა,რომელიც მისი თვალების და თმის ფერს ძალიან უხდებოდა,ხოლო მის სახეს ულამაზეს შესახედაობას აძლევდა. ღმერთო როგორ გავდა როზალის,ისიც ხო თითქმის ასეთი იყო. გოგონა აიკოსავით თეთრი იყო,მგონი აქ ყველა ასეთი იყო და სიცივის შემხედვარე მეც ასეთი გავხდებოდი მალე,თუმცა ახლა ძალიან არ ციოდა,მაინც ზაფხულია და ტემპერატურა ათიდან,თხუტმეტ გრადუსამდე ადიოდა, ანა აიკოსკენ გამოიქცა და ვნებიანად ტუჩებში აკოცეს ერთმანეთს. გაკვირვებისკენ თვალები დავჭყიტე,ერთი კიდევ გავიფიქრე,როგორც გავდა როზალის და ამაზე ჩამეღიმა,შემდეგ მე შემომხედა,კარგად ამათვალიერა და ჩემსკენ წამოვიდა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ახლა მე მაკოცა ვნებიანად. თვალები ღია დამრჩა,იმდენად გაოგნებული ვიყავი. კოცნას,რომ მორჩა თვალები გაახილა და ჩემი სახის დანახვაზე სიცილი აუტყდა,ხელი ლოყაზე მომისვა და ღიმილით მითხრა - დამშვიდდი. ეს მხოლოდ კოცნაა- თვალი ჩამიკრა და აიკოსკენ გაიქცა,თან უამრავ კითხვას უსვამდა. ხელები მკლავებზე მოისვა,როგორც ჩანს ცოტა შესცივდა,თან დაიბუზღუნა,რომ აღარც ახსოვდა აქ როგორ ციოდა. სამივეს გაგვეღიმა და მანქანისკენ გავემართეთ. აიკოს დაკითხვას,რომ მორჩა ანამ ახლა მე შემომხედა.კიდევ ერთხელ ამათვალიერა,ჩაიღიმა და ახლა მე დამიწყო დაკითხვა,თუმცა პასუხის გაცემას ვერ ვასწრებდი,ყველაფერს აიკო პასუხობდა. ამის შემხედვარე სიცილი ამიტყდა.ანას ყველა კითხვა ზუსტად ისეთივე იყო რასაც აიკო მისვამდა.გოგონებს ვუთხარი როგორ გავდნენ ერთმანეთს,აიკოს არც კი შეუმჩნევია,რომ ერთნაირ კითხვებს სვავდნენ,შემდეგ გაიაზრა და მანაც სიცილი დაიწყო,სიცილი ანამ დაიწყო,მაგრამ მგონი არ ეცინებოდა და უბრალოდ თავი გიჟებად არ გვაგრძნობინა. დრო ისე სწრაფად გავიდა ვერც კი შევნიშნე.ალბათ საუბარში ძალიან გავერთეთ.მანქანა უზარმაზარ სახლთან გაჩერდა. ოთხ სართულიანი სახლი იყო,ღია მარმარილოსფერი თეთრი კედლებით. უზარმაზარი ფანჯრები ქონდა სახლს წინიდან.სახლიდან მაღალი,შავგრემანი,ჩასხმული ბიჭი გამოვიდა,ტანს ზევით შიშველი იყო. დაკუნთული,ლამაზი ტანი ქონდა. გოგოები სიხარულით გადმოსცვივდნენ მანქანიდან და ბიჭისკენ გაიქცნენ.ორივემ ვნებიანად ტუჩებში აკოცეს.ბიჭმა ანა ხელში აიტაცა,წელზე გადაიწვინა და თითქმის ორი წუთი კოცნიდა,ვიფიქრე უკვე გაიგუდებიან თქო.სახლიდან კიდევ ერთი გოგო გამოვიდა. ღი წაბლისფერი თმებით.აიკოზე და ანაზე ოდნავ მაღალი.თაფლისფერი თვალები და აიკოზე უფრო მუქი მეწამული ტუჩები ქონდა,თუმცა ის უფრო მუქი სახის კანით გამოირჩეოდა მათგან. ტანზე,როგორც ჩანს ამ ბიჭის პერანგი ეცვა,რომელიც მუხლებამდე დადიოდა,გოგონებმა მისი პერანგი შემაჩნიეს და სიცილი აუტყდათ.იმანაც ხელები განზე გაშალა პერანგი უკეთ,რომ გამოეჩინა რამდენად დიდი იყო პერანგი და თვითონაც სიცილი დაიწყო. აიკო და ანა გოგოსკენ გაიქცნენ და ახლა მას დაუწყეს კოცნა. ჩემთვის გავიფიქრე ნეტავ სად მოვხვდი და რა მოსიყვარულე ხალხის გარემოცვაში ვარ თქო.შემდეგ ჩემსკენ ჩასხმული ბიჭი მოვიდა,მეგობრულად გადამეხვია და თავი წარმიდგინა- გამარჯობა. მე ტომი ვარ,კეთილი იყოს შენი მოსვლა.წამოდი წამოდი- ხელი მხარზე დამარტყა და სახლისკენ მიმითითა. პერანგიანმა გოგონამ მე გამომხედა,ჩემსკენ წამოვიდა და შესასვლელში მომეგება. გოგონებს გახედა და თვალის ჩაკვრით აღნიშნა თუ როგორი სიმპატიური ვარ. ტუჩები გაილოკა და ახლა მე მაკოცა ტუჩებში. უკვე აღარ გამკვირვებია.ხელები წელზე მოვხვიე,ტანზე მივიკარი და კოცნაზე კოცნით ვუპასუხე. გოგონამ ტუჩები გაილოკა და საყვარლად გამიღიმა. ყველანი სახლში შევედით.წაბლისფერთმიან გოგონას ნატალი ერქვა.ყველა ნატას ეძახდა,თუმცა მე ნატალი უფრო მომწონდა,ამიტომ სულ ნატალის ვეძახდი,თან ვხვდებოდი ,რომ გოგონასაც მოსწონდა ეს სახელი და ყოველი ჩემი დაძახებისას ეღიმებოდა. აიკო უკვე იცით,რომ ისტორიას სწავლობდა.ანა და ნატალი ეკონომიკას,ხოლო ტომი სამედიცინოს. შემდეგ ნატალიმ მოყვა,როგორ გაიცნეს გოგონებმა ტომი.როგორც აღმოჩნდა სწავლის პირველ წელს ანა აუზში იხრჩობოდა,ცურვა არ იცოდა,თუმცა გოგონებს ეგონათ იტყუებოდა და წყალში ძალით გადააგდეს. გოგონა ფართხალებდა და ხელებს იქნევდა.ბევრი წყალი ჩაყლაპა და ხველება დაეწყო. რამდენიმე ბიჭი წყალში გადახტა და გოგონა ამოიყვანეს.ანა გადაყლაპული წყლისგან ახველებდა,როცა ჩვენი მომავალი ექიმი ტომი მასთან მივარდა და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა. ანა როცა გამოფხიზლდა სიმპატიურ ტომს შეხედა და მადლობა ვნებიანი კოცნით გადაუხადა.იმის მერე ტომიც დაიმეგობრეს და მას შემდეგ სულ ერთად არიან. უდარდელი ბავშვები არიან,სასმელი,წვეულება,სექსი,მეტი დიდად არაფერი ადარდებთ. ტომს ყველასთან და ყველაფერთან სექსი აქვს რაც მოძრაობს.უარს არც ბიჭებზე ამბობს,თუმცა როცა ეს მითხრა და ჩემსკენ გამოიხედა და თვალი ჩამიკრა უარის ნიშნად ხელი ავწიე და გაეცინა. გოგონებსაც გაეცინათ,როგორც ჩანს თავისი სქესი მხოლოდ ტომს არ მოსწონს,გოგოებიც არ ამბობენ ამ სიამოვნებაზე უარს.როგორც ამბობენ ყველაფერი უნდა გააკეთო რაც სიამოვნებას მოგანიჭებს,სექსი კი უბრალოდ სიამოვნების წყაროა და მეტი არაფერი. შემდეგ გამახსენდა როგორი წარმოდგენა მქონდა ვაჟიშვილობის პერიოდში სექსზე.სექს ხელოვნების ნაწილად ვთვლიდი,შიშველი ხელოვნება ყოველთვის მომწონდა,ეს კი უმაღლესი საფეხურად წარმომედგინა.ვფიქრობდი ,რომ ამის გაკეთება მხოლოდ მასთან შეიძლებოდა,ვინც ძალიან გეყვარებოდა,სანთლები,ვარდები და ბლა ბლა. ახლა რომ ვუფიქრდები როგორი სულელი ვიყავი.ალბათ ასე იმიტომ ვფიქრობდი,რომ არავინ იჩენდა ჩემთან სექსის სურვილს,შემდეგ კი გადავწყვიტე ჩემს თავზე თავად მეზრუნა და სექს მუშაკებს მივაკითხე.ოოო ღმერთო ნეტავ ეგ არ გამეკეთებინა,ვერც კი წარმოიდგენთ ამას რამდენად ვნანობ. მას შემდეგ შეიცვალა და თავდაყირა დადგა ჩემი სექსუალური ცხოვრება. სუზანი ოცდაათს გადაცილებული,ულამაზესი ქალი იყო. წითური,ცისფერი თვალებით,ერთნახევარი ზომა მკერდით და ლამაზი ფიგურით.ხო ვიცი თითქმის ისეთივეა როგორც როზალი.როზალი,რომ ძალიან მომწონდა ეს ხომ ისედაც ყველამ იცით,მაგრამ ის ისე არასდროს მიყურებდა,როგორც მე მას. სუზანი ძალიან გამოცდილი და ვნებიანი იყო,მასთან თითქმის მთელი წელი სულ დავდიოდი,იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მან ჩემზე.როგორც აღმოჩნდა იმაზე დიდი შთაბეჭდილება და გავლენა იქონია ჩემზე ვიდრე ვვარაუდობდი. ალბათ გახსოვთ,რომ მე და როზალი ზაფხულის დასაწყისში ერთად გამოვექეცით ალტრუისტებს. სანამ გზებს გავიყოფდით,სასტუმროში გავჩერდით,იქ კი ძველმა გრძნობებმა თავი იჩინეს,ამჯერად კი როზალიც იგივე აზზრე იყო. ოჰ ვინ იცის რამდენი ხანი ვოცნებობდი იმ დღეზე,დღეზე როდესაც როზალისთან ამას გავაკეთებდი,მაგრამ მასთან სექსი გულისამრევი აღმოჩნდა ჩემთვის და ეს მხოლოდ პროცესში გავაცნობიერე. ვუყურებდი მას და გულისრევის შეგრძნება მეუფლებოდა მის ახალგაზრდობაზე,მის უმშვენიერეს ჯერ კიდევ ბავშვურ სახეზე,და თოჯინას მსგავს აღნაგობაზე.მაშინ გავაცნობიერე,რომ როზალისთან სექსი უკვე იმდენად საშინელება იყო ჩემთვის,რომ ვერც კი წარმოვიდგენდი.მე უბრალოდ მსურდა მასთან ყოფნა,თოჯინებთან სექსით სიამოვნებას ვერ მივღებდი,ახალგაზრდა გოგონები ჩემთვის არ იყო,ისევ სუზანზე ვფიქრობდი. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ვცადე ახალგაზრდასთან სექსი.იგივე შეგრძნებები,იგივე გულისრევა,თავი პედოფილი მეგონა. ერთი გოგონა ჩემზე სამი წლით უფროსი იყო,მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა,რომ პატარა ბავშვი იყო. ყველა შემთხვევა იგივე შედეგით სრულდებოდა,უკვე ხელიც კი ჩავიქნიე. შემდეგ გზა განვაგრძე და მაგისტრალზე ერთმა ქალმა გამიჩერა მანქანა. ვერ ვიტყვი,რომ ძალიან ლამაზი იყო,ლამაზიც არ ეთქმოდა პრინციპში. ორმოც წლამდე იქნებოდა. შავი თმები,მუქი ფერის კანით და დიდი მკერდით დაკომპლექტებული სხეული ქონდა.ვერ ვიტან დიდი მკერდს,დიდი მკერდი არც ლამაზია და არც არაფერი,დიდი მკერდი,მხოლოდ ვაჟიშვილებს თუ მოსწონს,თუმცა არც ვაჟიშვილობის პერიოდში მომწონდა. მოკლედ ქალთან სექსით დავკავდი მანქანაში და სუზანის შემდეგ პირველად მივიღე სიამოვნება. ვიგრძენი,რომ ის ქალი იყო და არა ახალგაზრდა,პატარა,თოჯინა გოგო. არ ვიცი,მგონი გერონტოფილი გავხდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.