შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამილახვარი (თავი 4)


18-09-2019, 17:16
ავტორი abezara98
ნანახია 2 163

-ერეკლე, შენ... - შეშფოთება გამოესახა სახეზე ქალს და გაშეშებულმა ძლივს გადადგა კაცისკენ ორიოდ ნაბიჯი.
-რა მოხდა, დარეჯან? რატომ წაგივიდა ფერი ჩემი დანახვისას? დავიჯერო არ მოელოდი ჩემს აქ ყოფნას?
-რანაირად? - აღმოხდა ქალს.
-რა რანაირად, დარეჯან?
-რანაირად გაიგე, რას ვაპირებდით?
-შენ რა მართლა გეგონა, რომ ჩემი მოტყუებისა და გაბითურების საშუალებას ვინმეს მივცემდი? "პოსეიდონი" ჩემი ხომალდია და სულ მცირედი ჩქამიც კი არ გამომეპარება. ვერ გამიგია, ამდენი ხანია ჩემთან ერთად ხარ გემზე და იმდენს რატომ ვერ მიხვდი, რომ გემზე კაპიტნის გარეშე უბრალოდ თაგვიც კი ვერ გაძვრება. ის ჩემი გემია, ჩემი ეკიპაჟია და მე მემორჩილებიან, შენ კი არა!
-დარწმუნებული ხარ, რომ შენი გემია? - გამოცოცხლდა დარეჯანიც და იქით გადავიდა შეტევაზე.
-ღმერთო ჩემო, - გაეცინა კაცს, - არასდროს მეგონა, რომ მაინცდამაინც მაგის წამოძახება მოგინდებოდა.
-წამოძახება? არა, ერეკლე, უბრალოდ გახსენებ, რომ არა ჩემი მშობლები, დღეს შენი გემი ერთი ნაფოტების გროვა იქნებოდა და მეტი არაფერი.
-და რა ახლა, მადლობა გიხადო მუხლისჩოქებზე დამხობილმა მთელი სიცოცხლე და შენი ნატერფალები ვკოცნო? თუ გახსოვს, შენს მშობლებს არაერთგზის გადავუხადე მადლობა "პოსეიდონის" გადარჩენისთვის და თან არა მხოლოდ სიტყვიერად. ახლა კი შენ გამოდიხარ და ისე, რომ ჩირადაც არ მაგდებ, შენს ნებაზე იქცევი! ვინ მოგცა უფლება, რომ მელანო გაგეპარებინა ჩემი ბრძანების გარეშე? როდიდან გახდი "პოსეიდონის" კაპიტანი და როდიდან გასცემ შენ ბრძანებებს? რადგან ერთადერთი ქალი ხარ გემზე, ეს იმის უფლებას არ გაძლევს ისე მოიქცე, როგორც გინდა. მითხარი, რა ჰქვია ახლა შენს საქციელს?
-შეყვარებული ქალის ქმედება, - მტკიცედ დაილაპარაკა დარეჯანმა და წამითაც კი არ შეუხრია წარბი ერეკლეს წინაშე.
-რომელ სიყვარულზე მელაპარაკები, როცა სულ მცირე პატივსაც კი არ მცემ! -წყობიდან გამოვიდა კაცი და იქვე დაგდებულ ჯირკს ფეხი გაჰკრა, - სიყვარული პორველ რიგში პატივისცემას გულისხმობს ერთმანეთის მიმართ და მე მგონი არასდროს გადამიბიჯებია შენთვის თავზე. შენ კი, შენ რა გააკეთე? პირველივე დაბრკოლებაზე დაუფიქრებლად გადამისვი ხაზი და ისე მოაწყვე ყველაფერი, როგორც შენ გინდოდა და გაწყობდა. დიდი ხანია უკვე სიყვარულის ნიღაბს ამოჰფარებიხარ და ყველა შენს საქციელს მაგ მიზეზით ამართლებ, ხვდები, რომ უკვე უბრალო აკვიატებაში გადაგდის და მეტი არაფერი?!
-ერეკლე, ნუ ამბობ მაგას, - ცრემლები წასკდა ქალს და სახეზე ხელები აიფარა.
-ადრე შეიძლება მართლა მიყვარდი, - შედარებით შეარბილა ტონი კაცმა და ღრმად ჩაისუნთქა, - მაგრამ ახლა, ახლა ვეღარ ვხვდები ასე რამ შეგცვალა. ის დარეჯანი მე რომ რამდენიმე წლის წინ გავიცანი და ახლანდელი საერთოდ სულ სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლები არიან.
-სუ, ნუ იძახი მაგას, - უკვე ღვარად სდიოდა ცრემლები ქალს, - ნუ იძახი, რომ გადამიყვარე! არ შეიძლება, არ მოხდება!
-უკვე მოხდა დარეჯან, თანაც დიდი ხანია და ახლა ამას ვეღარაფერი შეცვლის.
-რა ახლა ადგები და ასე მარტივად მიმატოვებ? ხომ იცი, რომ გაგიჭირდება ჩემი გაშვება.
-დარეჯან, მე უკვე გაგიშვი და ახლა დროა შენც მსგავსად მოიქცე.
-და ვის მანაცვალე? იმ დამპალი ამილახვრის ქალიშვილი ჩაგივარდა გულში, არა? - კბილებში გამოსცრა და ხელი მოსასხამს შიგნით ზურგისკენ წაიღო.
-რა შუაშია აქ მელანო, - ცოტა არ იყოს, შეცბა კაცი, - შენთვის რამე მნიშვნელობა აქვს, მე ვის შევიყვარებ და ვისთან ერთად გავატარებ დარჩენილ ცხოვრებას?
-აქვს, მერედა როგორ აქვს! - დაიკივლა ქალმა და მისკენ წამოსულ ერთ-ერთ ჩოხიანს ხელიდან დაუსხლტა, - ეგ ადამიანი მე უნდა ვყოფილიყავი, მე. მაგრამ რადგან შენსას არ იშლი, ზურგს მაქცევ და მიშვებ შენი ცხოვრებიდან, ისე თითქოს არც არასდროს ვყოფილიყავი მისი ნაწილი, მაშინ მეც გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც ძალიან გატკენს იმდენად გატკენს, რომ საკუთარი ხორცის დაგლეჯვის სურვილი გკლავდეს.
ქალი გამუდმებით მოძრაობდა აქეთ-იქით და არც ერთ კაცს მიახლოების უფლებას არ აძლევდა. შემდეგ კი უკან წაღებული ხელი წინ გამოსწია და ცეცხლის ალზე ყველამ კარგად შეამჩნია პატარა ხანჯალი, რომელსაც დარეჯანი ატარებდა ხოლმე. ხანჯალიც ნაკლებად ეთქმოდა, უფრო პატარა დანა იყო, მაგრამ ამ დანითაც შეიძლებოდა ადამიანისთვის საკმაოდ სერიოზული ზიანის მიყენება.
-შენ თუ ჩემი არ იქნები, მაშინ არც არავისი იქნები! - დაიკივლა ქალმა და ყველასგან მოულოდნელად მელანოსკენ ავაზასავით მკვირცხლი მოძრაობით გადახტა.
-დარეჯან, არა! - ერეკლემ მხოლოდ დაყვირება მოასწრო, შემდეგ კი მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა.
ქალებისკენ სამივე კაცმა ერთდროულად ისკუპა და ორმა მათგანმა დარეჯანის დაჭერა მოასწრო კიდეც, მაგრამ უკვე გვიან იყო. ქალს მელანოსთვის ხანჯლის ჩარტყმა მაინც მოესწრო.
ამილახვრის ასული ისედაც ვერ გამოდიოდა ერეკლეს გამოჩენით მიღებული შოკისგან, როდესაც დარეჯანმა მისკენ ისკუპა. ქალმა მხოლოდ მკლავების აფარება მოასწრო, ისიც რეფლექსურად და შემდეგ კი მწარე ტკივილის შეგრძნებამ წამოკივლება აიძულა. მთელი სხეულით მოცახცახე თვალების გახელასაც კი ვერ ბედავდა. სახეზე გრძნობდა თბილი სისხლის ჩამოღვრას და მომლაშო ჟანგის სუნის შეგრძნებისას ლამის ადგილზევე ჩაკეცილიყო.
-მელანო, მელანო, ხომ კარგად ხარ? - ორ ნაბიჯში დაფარა მანძილი ერეკლემ და ქალი მკლავებში მოიქცია, - მელანო, თვალები გაახილე!
-არ მინდა, - ბავშვივით ამოიბუზღუნა ქალმა და იგრძნო როგორ ჩამოუგორდა პირველი ცრემლის ბურთულა ლოყაზე.
დარეჯანის ხანჯალს მარჯვენა ხელის ზურგში გრძნობდა, რომელსაც გულშიც გამოეხედებინა და ლოყაზეც გადაესერა კანი. ამ დროს კი თავად ხანჯლის პატრონი გაშმაგებით ცდილობდა ხელიდან დასხლტომოდა დამტყვევებლებს და დაჭრილი ავაზასავით იღრინებოდა.
-მელანო, - მარცხენა ხელი ჩამოაღებინა მელანოს და ლოყაზე მიეფერა, - მოდი, მაჩვენე, რა გჭირს, რომ მოგხედოთ, კარგი?
მაგრამ ქალს ხმა არ გაუცია. არც თვალებს ახელდა დ საერთოდაც, ერეკლეს წელზე მოხვეული მკლავი რომ არა, დიდი ხნის გართხმული იქნებოდა მიწაზე.
-ეგ წაიყვანეთ და იმ ორთან ერთად ჩასვით დილეგში! - კბილებში გამოსცრა ახალგაზრდა კაპიტანმა და დარეჯანზე ანიშნათ, - შენც მათ გაჰყევი, ვაჟა, და ყურადღება მიაქციეთ, რომ არ გაიქცეს!
კაცებმა მხოლოდ თავი დაუკრეს, შემდეგ კი შეტრიალდნენ და იქითკენ წავიდნენ, საიდანაც ცოტა ხნის წინ ქალები მოსულიყვნენ ნავით. ერეკლემ თავიდან თვალი მიადევნა მათ, შემდეგ კი ხეებისკენ შებრუნდა და წამით გაუჩინარდა კიდეც. მელანო კი გაშეშებული იდგა და ვერ ინძრეოდა.
-მოდი, აქ დაჯექი და შენი ხელი მაჩვენე, - დაუყვავა ერეკლემ და თავისკენ ფრთხილად დაქაჩა.
ქალმაც ინება თვალების გახელა და მორჩილი ბატკანივით აედევნა. ერეკლემ გვერდზე გადაგორებული ჯირკი გაასწორა და თავადის ასული ზედ ჩამოსვა. თავად მის წინ ჩაიმუხლა ისე, რომ კოცონის სინათლე გვერდიდან ურტყამდა და მშვენივრად ხედავდა ქალის ხელზე არსებულ ჭრილობას.
-ცოტა შეიძლება გეტკინოს, - თქვა და ხელის ზურგში გარჭობილი ხანჯლის ტარს მოეჭიდა, - მაგრამ ჩემზე უკეთ იცი, რომ თუ ჭრილობიდან არ მოგაშორებ, რაც შეიძლება მოხდეს.
-კარგი, - მორჩილად დაუქნია თავი მელანომ და მოსალოდნელი ტკივილის ასატანად მოემზადა.
არც იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა ხანჯლის ამოღება, როგორც თავდაპირველად მისმა ჩასობამ გამოიწვია, როცა კანის და კუნთების რამდენიმე ფენა გაჭრა. მაგრამ ტკივილისგან მაინც დაიკვნესა და თვალები მაგრად დახუჭა.
-მორჩა, მორჩა, - მის დამშვიდებას ცდილობდა კაცი და თან მათარიდან წყალს ასხამდა ჭრილობაზე, - ახლა შეგიხვევ და ყველაფერი კარგად იქნება.
-ზოგადად ჭრილობას წყლით მობანვა არაფერს შველის, პირიქით შეიძლება ინფექცია შეიჭრას, მაგრამ ამჯერად ესეც კმარა, - მკრთალად გაიღიმა ქალმა და სახეში მოჩერებულ ერეკლეს თვალი აარიდა.
კაცმა მელანოს ლოყასაც მიხედა, შემდეგ კი აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა. ბოლოს კოცონი ჩააქრო, ქალს ჯანმრთელ ხელზე ხელი ჩაჰკიდა და ხეებისკენ წაიყვანა.
-სად მივდივართ? - ცოტა არ იყოს, შეშინდა ამილახვარი.
-მაინც მე უნდა გამომყვე, სხვა გზა არ გაქვს და აუცილებელია, იცოდე სად და რატომ მივდივართ? - რა დარწმუნდა, რომ მელანოს აღარაფერი უჭირდა, მთელი მოკრებილი სიმშვიდე წამში გაქრა და კვლავ გაცხარებული ერეკლე დაბრუნდა.
-უბრალოდ, მე... - შეცბა და დაიბნა ქალი.
-მითხარი, მართლა ასეთი მიამიტი ხარ? - დაბალი ხმით ჰკითხა, მაგრამ სიბნელეშიც კი შეიმჩნეოდა მისი დაჭიმული ყელ-კისერი და დაბერილი ძარღვები.
-რას... რას გულისხმობ?
-მითხარი, როგორ შეგიძლია ენდო ადამიანს, რომელსაც ნორმალურად არც იცნობ, მასზე საერთოდ არ გაქვს წარმოდგენა და თანაც, ეს ადამიანი თავს არ ზოგავდს, რომ როცა კი შანსი მიეცემა, მაშინვე გამოემჟღავნოს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება?!
მელანომ არაფერი უპასუხა. უბრალოდ თავი ჩაქინდრა და ისე გააგრძელა გზა. დანიშნულების ადგილამდეც მალევე მიაღწიეს. ერეკლეს ერთ-ერთ გამხდარ ხეზე აღვირით გრძლად მიება ცხენი. კაცმა მათარა კვლავ უნაგირზე დაამაგრა, შემდეგ კი სხარტი მოძრაობით ცხენზე შემოჯდა და აღვირიც დაამოკლა. ბოლოს იქვე გაშეშებულ ქალს გადახედა, ნელა გადმოიწია ცხენიდან და ერთი მოძრაობით წინ შემოისვა თავადის ასული. მელანომ მოულოდნელობისგან წამოიკივლა, მაგრამ ერეკლემ ესეც კი არ აცადა ნორმალურად. ცხენს დეზები შემოსცხო და წინ გაიჭრა. ცხოველიდან რომ არ ჩამოვარდნილიყო, იძულებული გახდა ერეკლეს წელისთვის ხელი შემოეხვია. მართალია, კაცს მკლავებს შორის ჰყავდა მომწყვდეული და დავარდნის საშუალებას არ მისცემდა, მაგრამ მაინც ასე ამჯობინა. დაზიანებული ხელი კი მკერდზე მიიკრა და კაცის გულ-მკერდს მიენდო. ერეკლე კი არა და არ ცხრებოდა.
-იცი, მაინც რას გიპირებდა დარეჯანი, სულელო გოგოვ? წარმოდგენა თუ გაქვს, სად მიჰყავდი და ვისთვის აპირებდა შენი თავის გადაცემას? რომ მიჰყვებოდი, სად მიჰყვებოდი, ჰა?
-მე...
-იცი რას გიპირებდნენ? იცი მაინც? - ვერ მშვიდდებოდა ერეკლე, - ნამუსს აგხდიდნენ ის ნაბი... - მაგრამ მალევე გადააკეთა სიტყვები, - ის ძაღლიშვილები და მერე მამაშენს შენს გვამს მიუგდებდნენ თავისივე მამულის ჭიშკართან, ანდაც მაგითაც არ შეიწუხებდნენ თავს, პირდაპირ პალიასტომს გაატანდნენ შენს თავს და ღმერთმა იცის, ოდესმე იპოვიდა თუ არა შენს სხეულს ვინმე. რატომ არ ფიქრობ მელანო? შენ რომ რამე მოგსვლოდა... - თავი გადააქნია კაცმა და ცხენი თავის ნებაზე მიუშვა.
ქალმა, მთელი სიმართლის მოსმენით დაზაფრულმა, ძლივს მოახერხა და სახეში შეხედა ერეკლეს, მაგრამ იმდენად ბნელოდა, რომ საერთოდ ვერაფერი გაარჩია და თავი კვლავ მის მკერდზე დააბრუნა.
-მასე თუ იმსჯელებ, არც შენ გიცნობ კარგად, - ბოლოს სიტყვის თქმა მაინც გაბედა ქალმა, - და არც თავად გამოირჩეოდი დადებითი გრძნობებით! პირიქით, შენ არ იყავი ის, ვინც გამიტაცა? უფრო სწორად, ხარ. რატომ არ უნდა გამომეყენებინა სახლში დაბრუნების თუნდაც სულ მცირე შანსი?
-აღიარე, რომ რასაც არ უნდა განიცდიდე ჩემს მიმართ, მაინც მენდობი, რადგან მე ეს როგორღაც მოვახერხე, მაგრამ დარეჯანსაც ასე დაუფიქრებლად ვერ მიენდობი. ვერ ნახე, მეც კი გადამიარა. ახლა კი მხოლოდ სიტყვის მოცემა შემიძლია, რომ როცა დრო მოვა, გეფიცები, თავად დაგაბრუნებ უკან, - თითქოს ღამის სიმშვიდის დარღვევას ერიდებაო, ჩუმად დაილაპარაკა კაცმა და სულ ოდნავ შეახო ტუჩები ქალის თმას, - თუ შევძელი და გაგიშვი.
ბოლო სიტყვები მელანოს აღარ გაუგია. ემოციებით გადაღლილს, ამდენი ხნის შემდეგ პირველად, მშვიდად ჩაეძინა და ცხენის მოძრაობაც კი ნაზად დარხეული აკვნის რწევა ეგონა.
***
-მასპინძელო! - გამთენიისას ერთ-ერთი სახლის წინ შეაჩერა ცხენი ერეკლემ და ღობიდან დაიძახა.
ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო, მაგრამ სოფლის ორღობეშიც კი იგრძნობოდა, რომ გლეხებს გაეღვიძათ და მუხლჩაუხრელად შრომა დაეწყოთ.
-მასპინძელო! - კიდევ ერთხელ შესძახა და მელანოც გამოაფხიზლა.
სახლიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, მაგრამ მაინც კარგად შენიშნა ერთ-ერთი ფანჯრის მიღმა სულ ოდნავ გამოძრავებული ფარდა. შემდეგ კი ეზოში ორი ბავშვი გამოიჭრა და ჭიშკართან გაჩერდა. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, ჩუმად ჩაიკისკისეს, შემდეგ კი ცხენზე შემომჯდარ ერეკლეს ახედეს და ერთდროულად წარმოთქვეს:
-დილა მშვიდობისა ერეკლეე. იცი, მამამ დაგვაბარა, მამა შინ არ არისო.
-ხოო? - მათ ნათქვამზე გაეცინა ერეკლეს და ამჯერად თავის ქნევით მომავალ კაცს დააკვირდა, - აშკარად არ ყოფილა სახლში.
-თქვენ ხომ არაფერში გამოადგებით ადამიანს, - შვილებს დაუბღვირა, მერე კი ჭიშკარი გამოხსნა და ერეკლეს შიგნით შესვლის საშუალება მისცა.
-გამარჯობა, თედო, - მიესალმა და ამილახვრის ასული ფრთხილად გადმოსვა მიწაზე, - როგორ ხარ, როგორ გყავს ცოლ-შვილი?
-შენგან დავიწყებული როგორ ვიქნებით? - გაეღიმა კაცსაც, შემდეგ კი ერეკლეს ძლიერად გადაეხვია, - ჩვენ რა გვიჭირს, შენ ის თქვი, თავად როგორ ხარ? რა ამბებია ზღვაზე?
-ახლა, არა, ჩემო თედო, - თავი გადააქნია ერეკლემ, - სულ ცოტა ხნით დასასვენებლად შემოგიარეთ. წყალსაც ავასებთ და წავალთ.
-კარგი, ბატონო, - ცოტა არ იყოს, ეწყინა კაცს, მაგრამ არ შეიმჩნია და სახლისკენ გაუძღვა სტუმრებს, თან მელანოს არ აშორებდა ინტერესით სავსე მზერას.
ბავშვებიც მათ ირგვლივ დარბოდნენ. ერეკლეს კი კარგად იცნობდნენ, მაგრამ უცხო ქალის დანახვის შემდეგ მაინც ვერ ბედავდნენ მიახლოებას და მორცხვად აპარებდნენ ხოლმე თვალს.
-მოიცადე, ერეკლე, - მოულოდნელად კიბეზე შეჩერდა თედო და მოსასხამში გახვეულ ქალს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი, - მართალია ის ჭორები, რაც გავიგე?
ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს, რამდენიმე წამს ასე იდგნენ, შემდეგ კი ახალგაზრდა კაპიტანმა ოდნავ თავი დაუქნია.
-სულ მთლად შეშლილხარ, მაგრამ რას ვიზამთ, - ხელი ჩაიქნია თედომ და ამჯერად კიბეზე გაჩერებულ მელანოს გაუღიმა, - არასდროს გამოირჩეოდა არც ზრდილობითა და არც თავაზიანობით. თუ რამე გაწყენინათ, ჩემგან მიიღეთ ბოდიში, თავადის ასულო, არაა ერეკლე ცუდი ბიჭი.
მელანო გაოცებული შესცქეროდა თედოს, შემდეგ კი ნაზად გაუღიმა და ერეკლეს კაცისთვის თავში წამოტყმისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია.
-ამის გამო მერე გადაგიხდი, - კბილებში გამოსცრა ერეკლემ ისე, რომ მხოლოდ გაკრეჭილ თედოს გაეგო და პირველმა შეაბიჯა სახლში.
ორი საათის შემდეგ დასვენებულები და მოღონიერებულები გაუდგნენ გზას. ერეკლეს თედოსთან მხოლოდ ის წამოსცდა, რომ ბოლნისისკენ მიდიოდნენ. იქ რა უნდოდათ, ეს აღარ უხსნებია. მთვარისამ, თედოს ცოლმა, მელანოს ხელი თავიდან შეუხვია და ახლა ნაკლებადღა აწუხებდა.
-ერეკლე, - მოულოდნელად მიმართა ქალმა, როცა ერეკლემ კიდევ ერთ გზაჯვარედინს აქცია ზურგი და ტყით სიარული არჩია, - რა გვარი ხარ?
-იმის ნაცვლად მკითხო, სად მივდივართ, რატომ ან რისთვის, მეკითხები რა გვარი ვარ? - გაეცინა კაცს და ოდნავ დაიხარა, რომ ჩამოწეულ ტოტს არ გამოსდებოდა.
-კითხვაზე არ მიპასუხებ?
-ფალავანდიშვილი, - ყოყმანის შემდეგ წარმოთქვა კაცმა და მელანოს დააკვირდა.
-ფალავანდიშვილი ერთ-ერთი თავადური გვარია და წესით ახლა შენს მამულში არ უნდა იჯდე და განკარგულებებს გასცემდე? - გაოცდა ქალი.
-წესით, - ამოიოხრა ერეკლემ და თვალებზე წარსულის ბინდი გადაეკრა, რაც მისთვის უმტკივნეულო აშკარად არ უნდა ყოფილიყო.
-აბა, მეკობრეობამდე რამ მიგიყვანა? თუ საკუთარი მამული გაქვს, თავადიშვილი ხარ და...
-და რა, მელანო? - ხმა გაიმკაცრა კაცმა, - არანაირი თავადიშვილი მე აღარ ვარ! არც არასდროს ვყოფილვარ და მორჩა!
ქალი მიხვდა, რომ მისთვის იმაზე უფრო მტკივნეულ თემას შეეხო, ვიდრე წარმოიდგენდა, ამიტომ ცოტა ხანს დამშვიდება აცადა, შემდეგ კი თავისთვის საინტერესო თემას მიადგა.
-რატომ მაინცდამაინც მეკობრეობა?
-ჰა? - ფიქრებიდან გამოერკვა კაცი და ერთ-ერთ ბილიკზე გადაუხვია. ტყეში ნელ-ნელა ნათელმა იმატა, შემდეგ კი წიწვოვანი ხეები ფოთლოვანმა შეცვალა და მზის სხივების გარჩევაც უფრო ნათლად შეძლო მელანომ.
-გკითხე რატომ გახდი მეკობრე.
-პასუხი მარტივია მამაშენისნაირი ადამიანების არსებობის გამო, რომლებსაც ცხოვრებაში წმინდა აღარაფერი შერჩენიათ. ჯერ კიდევ დედის კალთას გამოკერებულ ბავშვებს იტაცებენ და მონებად ჰყიდიან. მართალია, მხოლოდ რამდენიმე გემიდან მოვახერხე მათი გამოხსნა, მაგრამ მაინც იმ გრძნობას ვერაფერი შეედრება, როცა თითოეულ მათგანს უკან სახლში აბრუნებ და მთელი ოჯახის ბედნიერებას ხედავ.
-ხომ შეგეძლო უბრალოდ ყაჩაღად გავარდნილიყავი ტყეში. რატომ მაინცდამაინც ზღვა?
-ზღვა ბავშვობიდან მიყვარდა. იცი, სწორედ „პოსეიდონზე“ დავიბადე და მამაჩემი იყო თავად დედას ბებიაქალი. სწორედ მან ამიყვანა ხელში პირველად და თითქოს ზღვის სიყვარულიც მან დამანათლა და ჩამინერგა. ზღვა თავისუფლება და სიცოცლეა ჩემთვის. მუდამ მოძრაობს, არასდროს ჩერდება და სწორედ ეს მოძრაობაა სიცოცხლის ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი თვისება, რაც ასე ძალიან მომწონს და აღმაფრთოვანებს. მოძრაობა რომ არა, ჩვენც იმ ლოქოებს დავემსგავსებოდით მდინარის ძირში რომაა გაწოლილი და პირღია ელოდება როდის მიუტანს წყალი საკვებს, რომ მას მხოლოდ მისი დღეჭვა და გადაყლაპვა მოუწიოს. ზღვას დამშვიდებაც შეუძლია და აფორიაქებაც. ადამიანივითაა, დიდი მოთმინების მქონე ადამიანივით და თუ ქარიშხალი არ ამოვარდა და არ ააფორიაქა, სხვა შემთხვევაში არასდროს დაგიშავებს რამეს. თავისი ხელით გაძლევს საკვებსაც, ფაქტობრივად საკუთარ შვილებს იმეტებს, რომ შენ დანაყრდე და არაფერი მოგივიდეს და მითხარი, რატომ არ უნდა მიყვარდეს?
ერეკლე ამ დროს იმდენად მშვიდი იყო, რომ მელანო მონუსხული შესცქეროდა და მის თითოეულ სიტყვას გულისყურით ისმენდა. მაგრამ მოულოდნელად კაცმა ცხენი შეაჩერა და რაღაცას მიაყურადა. მელანომ ისიც კი არ იცოდა, სად იყვნენ, მაგრამ თედოს სახლიდან წამოსვლის შემდეგ რამდენიმე საათი უკვე გასულიყო და მზეც ნელ-ნელა დასავლეთისკენ გადახრილიყო.
-ერეკლე, რა ხდება?
კაცი მარდად ჩამოხტა ცხენიდან, შემდეგ იქვე მდგარი ბუჩქები აქეთ-იქით გადასწია და იქაურობა მოათვალიერა. წამით მიწაზეც კი გაწვა და მიაყურადა.
-რამდენიმე ცხენის ხმაა. ვიღაც გვიახლოვდება!
შემდეგ კი ისევ ცხენს მოახტა და ოდნავ წინ წაიწია, რომ ნორმალური საფარი ეპოვნა. დაინახა კიდეც. რამდენიმე ხის გვერდით დიდი ლოდი ეგდო. მასიური მოცულობის ქვა იმხელა იყო, რომ ცხენსაც ადვილად დაფარავდა, მაგრამ ხმა არც ერთს არ უნდა ამოეღო, თორემ ძალიან მარტივად გამოიჭერდნენ. თანაც ნაპირთანაც ახლოს იყო და გზის დასაზვერავადაც გამოდგებოდა. რა თქმა უნდა, შეიძლება სულაც უბრალო მგზავრები ყოფილიყვნენ დასავლეთისკენ მიმავლები, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა.
ფლოქვების ხმა გაძლიერდა. უკვე მიწისთვის ყურის დადებაც კი აღარ იყო საჭირო, მთელს არემარეზე ვრცელდებოდა ხმა. პირველი მხედარიც გამოჩნდა და მელანოს გვერდით ყოფნის მიუხედავად ერეკლემ მწარედ შეიკურთხა.
-ჯანდაბა, ყაჩაღები არიან! თანაც ყველაზე ხელაღებულ ყაჩაღთა ბანდა. მელანო, ხმა არ უნდა ამოვიღოთ, თუ გვინდა, რომ ცოცხლები გადავრჩეთ.
მაგრამ ქალი მას სულ არ აქცევდა ყურადღებას. ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა თვალი დაზაფრულს. ერეკლემაც გაიხედა იქით და ოდნავ მოძრავი მოსრიალე არსება დაინახა. შიშისგან მთლად გადათეთრებულ მელანოს კი საკივლელად დაეღო პირი და რამდენიმე ბგერა აღმოხდა კიდეც, მაგრამ ერეკლემ მკლავებში მოიმწყვდია, ოდნავ შეაჯანჯღარა და როცა მიხვდა, რომ ქალს ცნობიერება დაჰბრუნებოდა, ხმადაბლა უთხრა:
-ნუ გეშინია, ეგ უბრალოდ გველხოკელაა. არაფერს დაგვიშავებს. შხამიც კი არ აქვს. ყველაფერი კარგადაა. ეს რომ მართლა რაიმე საშიში იყოს, ცხენიც დაფრთხებოდა, მაგრამ ნახე როგორ მშვიდადაა.
ქალი კი მაინც ვერ გამორკვეულიყო ბოლომდე. შიშს ძლიერად ჩაევლო ხელი და გაშვებას აშკარად არ აპირებდა.
-მე, მე ბავშვობიდან მეშინია მათი. ჩემს უმცროს ძმასაც გველხოკელა ეგონა და მან... მან უკბინა, - უკვე პანიკაში იყო ქალი. ყაჩაღების ფეხის ხმა კი ლამის ყურთან ჩაესმოდა ერეკლეს, - ვერ გადაარჩინეს. მათ პაატა ვერ გადაარჩინეს, - უკვე მოთქმით ტიროდა ქალი.
-მელანო, - დაუძახა დაბალი ხმით, მაგრამ ვერც მისი გამოფხიზლება შეძლო და ვერც გაჩუმება.
სასოწარკვეთილმა კი ბოლო ხერხს მიმართა. ქალი მჭიდროდ აიკრა სხეულზე, თავი ააწევინა და ძალიან ფრთხილად შეეხო ბაგეებზე.
რამდენიმე წუთში ყველაფერი მიწყნარდა. აღარც მცურავი ჩანდა ჰორიზონტზე და აღარც ცხენზეამხედრებული ტყეშიგავარდნილები. ერეკლე კი მაინც ვერ შორდებოდა ქალის ცრემლებისგან დასველებულ დარბილებულ ბაგეებს, მლაშე გემო რომ დაჰკრავდა, მაგრამ საკუთარ წიაღში გექაჩებოდა და უკან დაბრუნების საშუალებას არ გაძლევდა.
ისევ თავად მოსცილდა ერეკლე ქალს. გარემო კარგად დაზვერა და მხოლოდ ამის შემდეგ ამხედრდა კვლავ ცხენზე. მელანოც ისევ ისე შემოისვა და ბილიკს გაუყვა. ამილახვარი ჯერაც ვერ გამორკვეულიყო და დაბნეული აცეცებდა თვალებს. ბოლოს მაინც გაბედა და ის კითხვა დასვა, რომელიც იმ ადგილიდან წამოსვლის შემდეგ გულს უღრღნიდა.
-რატომ მაკოცე?
კაცს სახე მოეღრუბლა, ერთიანად დაეჭიმა სხეული და პასუხის გაცემის მომენტში თავიც კი გაატრიალა გვერდზე, რომ მელანოს მისი თვალები ვერ დაენახა.
-რა თქმა უნდა, - დაიწყო და ხმა ჩაუწყდა კიდეც, მაგრამ ჩაახველა და უფრო მეტად დამძიმებულმა განაგრძო, - შენი პანიკური შეტევა რომ შემეჩერებინა და ჩვენი სიცოცხლეები გადამერჩინა.
ქალი მოელოდა ამგვარ პასუხს, მაგრამ მისმა მოსმენამ მაინც რაღაცნაირად ჩასწყვიტა შინაგანად ყველაფერი და ლამის ხელახლა ატირდა. რა უნდოდა, საერთოდ რატომ ეკითხებოდა რამეს? ხომ იცოდა, რასაც მოისმენდა.
-ახლა კი, გთხოვ, გაჩუმდი. ისედაც ბევრი ვილაყბეთ. დანიშნულების ადგილამდე დაღამებამდე უნდა ჩავაღწიოთ. საუბარი კი ხელს გვიშლის!
მელანო აღარც აპირებდა რამის თქმას. საერთოდ დაჰკარგვოდა საუბრის სურვილი. დიდი სიამოვნებით დაღვრიდა ცრემლებს დაუფიქრებელი ერეკლეს გამო, რომელსაც მისთვის პირველი კოცნა მოეპარა და რომელიც მის გულში ისე უჩუმრად შემოჭრილიყო, რომ ვერც ვერაფერი გაიგო, მაგრამ სიამაყე ჯერ კიდევ შერჩენოდა ამილახვრის ასულს. შეიძლება ბევრჯერ დაანახვა კიდეც სუსტი მელანო მეკობრეებს, მაგრამ ამ მდგომარეობაში არ იტირებდა! არ გატყდებოდა საბოლოოდ ამ მართლა თავხედი და ზრდილობასმოკლებული მეკობრის წინაშე!
მაგრამ ვინ რა იცოდა, რა ხდებოდა ერეკლეს სულში და როგორ უმძიმდა იმ სიტყვების თქმა, რომელმაც ასე ძალიან ატკინა მელანოს...
მთელი გზა არც ერთს აღარ ამოუღია ხმა. მთელი გზა მხოლოდ ერეკლეს აჩქარებული, მაგრამ დარდით დამძიმებული გული ესაუბრებოდა ქალს და ვინ იცის, რამდენი ბოდიში მოუხადა და რას აღარ დაჰპირდა. ოღონდ სულ ცოტაც მოეთმინა და რწმენა არ დაეკარგა.



№1  offline მოდერი N1penguin

ვუიმე საღვარელი ერეკლეეე heart_eyes heart_eyes აი ეგრე, უფ, ხო უთხრა დარეჯანს, შენ მე არ გიყვარვარო smirk smirk ხო ჩააგდო დილეგში, ძალიანაც კარგი, მოუხდება stuck_out_tongue_winking_eye ისე ამხელა ჭრილობისთვის ცოდოა მელანო, დაუწყდებოდა ყველაფერი. თედო იმდენად არ გამოჩენილა რო რამე წარმოდგენა შემქმნოდა. სად მიდიან ახლა ესენი? თავისი ხელით უნდა მიუყვანოს ბიძინას? ისე, სხვანაირად ვერც ალისა გამოჩნდება ხოო? ან ერეკლეს გვარის ისტორიას როდის შევიტყობთ? ოხ ეს პირველი კოცნის მომპარველები რაა. ჩემი რუსა და საბა გამახსენეს და მერე შენი და მეიზის მზადყოფნა, რო უპადიეზდებდით და მანქანაში ტენიდით laughing sunglasses

 


№2  offline მოდერი abezara98

N1penguin
ვუიმე საღვარელი ერეკლეეე heart_eyes heart_eyes აი ეგრე, უფ, ხო უთხრა დარეჯანს, შენ მე არ გიყვარვარო smirk smirk ხო ჩააგდო დილეგში, ძალიანაც კარგი, მოუხდება stuck_out_tongue_winking_eye ისე ამხელა ჭრილობისთვის ცოდოა მელანო, დაუწყდებოდა ყველაფერი. თედო იმდენად არ გამოჩენილა რო რამე წარმოდგენა შემქმნოდა. სად მიდიან ახლა ესენი? თავისი ხელით უნდა მიუყვანოს ბიძინას? ისე, სხვანაირად ვერც ალისა გამოჩნდება ხოო? ან ერეკლეს გვარის ისტორიას როდის შევიტყობთ? ოხ ეს პირველი კოცნის მომპარველები რაა. ჩემი რუსა და საბა გამახსენეს და მერე შენი და მეიზის მზადყოფნა, რო უპადიეზდებდით და მანქანაში ტენიდით laughing sunglasses

მადლობა რომ კითხულობ და ყოველთვის მიჭერ მხარს ❤❤❤

 


№3  offline წევრი Niniko11

ძალიაან კარგი იყოო როგორც ყოველთვის მომეწონაა..
აუუ ეს ერეკლეე ძაან მომწოონსს და რავქნააა...
ამილახვარის ასული დაა ერეკლე კარგი წყვილი იქნებააა...
აი დარეჯანისს მოკვლის სურვილი კი გამიჩნდაა))))
ერთი სული მაქვსს როდის გამოუტყდებიაან სიყვარულშიბერთმანეთსს კიარადა ჯერ თვითონ როდის მიხვდებიაან ამაასს....
მოუთმებლად ველი ახალ თაავსს♡♡♡
კარგად წეერ , ასე განაგრძეე♡♡♡
წარმატებებიიიიიიი♡♡♡♡♡♡♡♡
♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

 


№4 სტუმარი ana

ძალიან საინტერესო ისტორიაა და მიხარია რომ არ აგვიანებ. მოგყვები ბოლომდე

 


№5 სტუმარი lizi

ძალიან მაგარია heart_eyes heart_eyes heart_eyes მალე დადე რა მომდევნო თავი blush blush

 


№6  offline წევრი დარინა

უკვე ძალიან მიყვარს ეს ისტორია თავისი პერსონაჟებით, ხო ერეკლეზე ვგიჟდები და დარწმუნებული ვარ, მელანოს არსადაც არ გაუშვებს, მარტო მისი რომ იყოს, ერეკლეს სიძლიერის იმედი მაქვს.

 


№7  offline მოდერი abezara98

Niniko11
ძალიაან კარგი იყოო როგორც ყოველთვის მომეწონაა..
აუუ ეს ერეკლეე ძაან მომწოონსს და რავქნააა...
ამილახვარის ასული დაა ერეკლე კარგი წყვილი იქნებააა...
აი დარეჯანისს მოკვლის სურვილი კი გამიჩნდაა))))
ერთი სული მაქვსს როდის გამოუტყდებიაან სიყვარულშიბერთმანეთსს კიარადა ჯერ თვითონ როდის მიხვდებიაან ამაასს....
მოუთმებლად ველი ახალ თაავსს♡♡♡
კარგად წეერ , ასე განაგრძეე♡♡♡
წარმატებებიიიიიიი♡♡♡♡♡♡♡♡
♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

შენ არ იცი, მე როგორ მახარებთ თითოეული შენი კომენტარი და როგორ მაბედნიერებს ❤❤❤ ვგრძნობ, რომ ვიღაც ელის ჩემი ბარტყების ისტორიას და მეც უფრო მეტად ვცდილობ ❤❤❤ რაც შეეხება ერეკლესა და მელანოს, არამგონია, დიდხანს ვაწვალო ^_^ მადლობა, რომ კითხულობ და ემოციებს მიზიარებ ❤❤❤❤

ana
ძალიან საინტერესო ისტორიაა და მიხარია რომ არ აგვიანებ. მოგყვები ბოლომდე

მადლობა საყვარელო ❤❤❤

lizi
ძალიან მაგარია heart_eyes heart_eyes heart_eyes მალე დადე რა მომდევნო თავი blush blush

აუცილებლად ❤❤❤ შემდეგი თავი ხვალვე იქნება ❤❤❤

დარინა
უკვე ძალიან მიყვარს ეს ისტორია თავისი პერსონაჟებით, ხო ერეკლეზე ვგიჟდები და დარწმუნებული ვარ, მელანოს არსადაც არ გაუშვებს, მარტო მისი რომ იყოს, ერეკლეს სიძლიერის იმედი მაქვს.

მგონი ყველა ჩემ მიერ შექმნილ პერსონაჟზე მეტად ერეკლე მიყვარს. ვიცი, რომ შვილების გამორჩევა არ შეიძლება, მაგრამ რა ვქნა? :D ერეკლეზე შემდეგ თავში უფრო მეტს გაიგებთ ❤❤❤ უღრმესი მადლობა შენ რომ კითხულობ და მუდამ ასეთი თბილი კომენტარებით მანებივრებ ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent