შეუძლებელი (ნაწილი 4)
დილით ადრე გაეღვიძა. მზე ჯერ ნორმალურად ამოსულიც კი არ იყო. გარეთ ისევ საშინლად წვიმდა. საზიზღარ განწყობას უქმნიდა ასეთი ამინდი და მის ხასიათზეც დიდ გავლენას ახდენდა. წინა ღამის ამბები გაახსენდა და სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა. უცნაური აღმაფრენის გრძნობა დაეუფლა. თინეიჯერობის მერე ასე არ ყოფილა. დივანიდან წამოდგა, ტანსაცმელი შეისწორა, რომელიც ცალ მხარეს წოლისგან ძალიან დასჭმუჭვნოდა. საათს დახედა და მეორე სართულისკენ დაიძრა. ოთახში შესულს არდოტელი მძინარე დახვდა მის თავთან სკამთან ჩამომჯდარ თინასაც ჩასძინებოდა, თან ხელში მობილური ტელეფონი შერჩენოდა. -თინიკოო-ჩუმად მიუახლოვდა ქალს და მსუბუქად შეარხია, თან ცდილობდა გიგლა არ გაეღვიძებინა. -მოხდა რამე?-ამოიკრუტუნა ნახევრად მძინარე თინამ. -ჩადი ქვემოთ აქ მე ვიქნები კაი? ჩემს ოთახში მიწექი თუ გინდა მალე გათენდება. ექთანი პირველ სართულზე ჩაუშვა და თვითონ არდოტელის გასინჯვა დაიწყო. -ოთახში რომ შემოდიხარ ჰაერი წამში იცვლება-თვალდახუჭულმა ამოილაპარაკა გიგლამ, ხმაზე ეტყობოდა რომ თავს უკეთ გრძნობდა. -პირველი ადამიანი ხარ ვინც მსგავს რამეს მეუბნება, ყნოსვითი მეხსიერება გაქვს გაძლიერებული? -გაეღიმა მამაკაცის კონპლიმენტზე გაგოშიძეს. -მილიონ ქალში ვიცნობ შენს სუნს ელენა. წუხანდელი ღამის მერე არასდროს არ დამავიწყდება შენი კანის სუნი. სიწითლე შეეპარა ლოყებზე ქალს და თავი გვერდით მიატრიალა არდოტელს მისი სიმორცხვე რომ არ შეემჩნია. -ეხლა არ მითხრა რომ ნანობ?-შუბლი შეჭმუხნა გიგლამ. -არა საიდან მოიტანე არ ვნანობ. უბრალოდ შენი მრცხვენია. არ ვიცი ჩემზე რას იფიქრებ. -შენ რა ღადაობ? შემომხედე ელენა! გუშინაც გითხარი რომ წლებია უკვე იმაზე ვოცნებობდი ჩემი როდის გახდებოდი. შენ რა გგონია იმის გამო რომ წუხელ ჩემთან იწექი შენზე წარმოდგენას შემიცვლის? პირიქით,როცა ვიცი როგორი ტკბილი ხარ ახლა უფრო მეტად მინდა ჩემთან ახლოს იყო. ვიცი ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ დროს მივანდობ ყველაფერს. მჯერა რომ ყველაფერი კარჰად იქნება-ქალს უყურებდა და იღიმოდა არდოტელი. გულს საოცრად უთბობდა კაცის სიტყვები ელენას. სიგიჟემდე უნდოდა ჩახუტებოდა, მისი სითბო შეეგრძნო. მის ყელში თავი ჩაერგო და მშვიდად ესუნთქა. ზურასთანაც კი არ ყოფილა ასე კარგად. მათ ურთიერთობას ბარიერები რ ჰქონდა მაგრამ მაინც ვერ შეძლეს იდეალური პარტნიორები ყოფილიყვნენ. გიგლასთან კი ყველაფერი პირიქით იყო, მიუხედავად იმისა რომ კაცთან ამდენ წინააღმდეგობას ჰქონდა ადგილი ყველაზე ახლოს გრძნობდა თავს. თითქოს ერთმანეთის წინაშე შიშვლები იყვნენ და ერთმანეთის ყველაფერი ესმოდათ. -კარგად მესმის რას გულისხმობ გიგლა. ისიც ვიცი ამ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობას არანაირი პერსპექტივა რომ არ აქვს. არ მინდა ორივეს უფრო მეტად გვეტკინოს კარგი? ჯობია ცოტახნით ერთმანეთისგან თავი შორს დავიჭიროთ. მერე კი ცხოვრება თვითონ გვიჩვენებს რა იქნება. -მე შენს ნახვაზე უარს არასდროს ვიტყვი. ამას შენ ვერ დამიშლი ხომ ასეა და ხელსაც ვერ შემიშლი? ამ დამპალ ადგილზე ერთდერთი რაც მაძლებინებს შენი ნახვის შესაძლებლობაა-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა არდოტელი კარი რომ გაიღო და მასში მამუკა იაშვილი გამოჩნდა. -არდოტელი შენ უნდა თქვა კატასავით ცხრა სული მაქვსო. ახლა რაღა მოგივიდა? - სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა იაშვილს თუმცა თვალებზე ეტყობოდა, რომ არც თუ ისე ცუდად იყო მის მიმართ განწყობილი. -ყველგან საქმე მაქვს ჩაწყობილი უფროსო. ხომ იცით ეს დიდი ხალხი არსად არ ვიკარგებით-ირონიითვე უპასუხა გიგლამ. -ხო ვიცნობ მე თქვენს მოდგმას. ელენა აბა ჩემო მშვენიერო ამიხსენი რა სჭირს ამ ბედოვლათს და როდის შეძლებს უკან დაბრუნებას?! მგონი აქ ძალიან გაუგრძელდა სტუმრობა- ბოლო ფრაზა ისე წარმოსთქვა გაგოშიძემ ერთი პირობა იფიქრა ამ კაცმა ყველაფერი იცისო. ოფლდასხმულმა ირგვლივ ყველაფერი მოათვალიერა და კუთხეში დამაგრებულ კამერას თვალი გაუშტერა. კამერა ისე იყო მიტრიალებული სავარაუდოდ ვერავინ შეძლებდა მათი წუხანდელი ამბის დაფიქსირებას. ცოტა მოისუნთქა და დაიწყო. -პაციენტს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და მისგან გამოწვეული კრუნჩხვა. სავარაუდოდ პნევმონიის ბრალია. გუშინ საღამოს მდგომარეობა შეძლებისდგვარად დასტაბილურდა. ამ ეტაპზე საჭიროებს სტაციონალურ დაკვირვებას. უმჯობესია რამდენიმე დღე აქ თუ დარჩება. -საშენოდ ყოფილა საქმე არდოტელი. ყოველ საღამოს ჩაის ჭიქით ხელში ხომ არ გესტუმრო ხოლმე? პოეზიაზე ვისაუბრებდით- წარბი აწია მამუკამ და საათზე დაიხედა. -პოეზია არ მევასება რამე კაცურზე მაინც გვესაუბრა მაგალითად ფეხბურთი-ხუმრობის ხასიათზე დადგა გიგლა. -ხოდა მიგაბრძანებს საღამოს საკანში და შენნაირ ნაძირლებს ესაუბრე ფეხბურთზე. ელენა გამომყევი შენთან საქმე მაქვს-ბოლო სიტყვები ხმამაღლა გაიმეორე იაშვილმა და კიბეებისკენ ისე წავიდა გაგოშიძეს არ დალოდებია. -გისმენთ ბატონო მამუკა-ფეხებში სიცივე იგრძნო ელენამ, გული საშინლად უცემდა. ახლა იაშვილს ყველაფერი რომ ეთქვა ალბათ აქვე მოკვდებოდა. -დასკვნა ისეთი დაწერე ეგ რომ საღამოს საკანში იჯდეს უკვე. არ მჭირდება აქ მისი ყოფნა. ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ რაღაც საეჭვოდ ხშირად დარბის აქ და თუ რამე ისეთი გავიგე რაც არ მომეწონება ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერი. გასაგებია ჩემი სიტყვები?-მკაცრი იყო საუბრისას უფროსი. -კი მაგრამ რამე რომ გართულდეს დამიჯერეთ ორივეს ძალიან ძვირად დაგვიჯდება-შეკამათება სცადა ელენამ-თან ჩემი პროფესიული საქმიანობა არ მაძლევს მაგის უფლებას. -ეხლა კარგად მომისმინეთ ქალბატონო ელეონორა,აქ უფროსი მე ვარ. არდოტელი არც პირველია და არც ბოლო. გადავიტანთ როგორმე მის დანაკლის, წამში შევავსებ ადგილს თქვენ არ იდარდოთ მაგაზე. ახლა კი ის გააკეთეთ რაც მე გითხარით და ნუ მეკამათებით-კარში გავიდა იაშვილი და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ციხის შენობისკენ. -ჯანდაბა. ეს კაცი ცივსისხლიანია. თავის კაბინეტში შევიდა და ავადმყოფის ისტორიის შევსება დაიწყო. მორიგე ექიმს გადააბარა სმენა და სთხოვა რთული მდგომარეობის შემთხვევაში არდოტელი საკანში არ დაებრუნებინა. წასვლისას მძინარეს დახედა, რომელსაც სახეზე ისევ ცუდი ფერი ედო. თითები ოდნავ მოშვებულ წვერზე გადაატრა და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა. ... სიურპრიზიიი-კარის გაღებისას იმხელა ხმაზე დაიყვირა სალომემ ელენას თავი ასტკივდა. გასაბერი ბუშტებითა და დიდი პარკებით ძლივს შემოვიდა სახლში. გასავათებული ჯოჯუა სავარძელზე გადაწვა და საჩუქრები იქვე მიაწყო. -ჩემი ნათლული სადაა? -დედამ მაღაზიაში წაიყვანა. ეხლა გავიდნენ,ალბათ მალე მობრუნდებიან. შენ ამდენი რამ რათ გინდოდა?-სერიოზული სახით შეხედა ელენამ მეგობარს. -კაი ეხლა არ დაიწყო რა. ბავშვს მე რად ვუნდივარ ეს საჩუქრები უფრო უხარია. თან ამ სამსახურის გადამკიდე ისედაც ხშირად ვერ ვნახულობ და ამით მაინც გავუხალისო გული-ბედნიერი სახით საუბრობდა სალომე. -ყავას ხომ დალევ? ქეთინომ ისეთი ნამცხვარი დააცხო თითებს ჩაიკვნეტ. -მიდი დაადგი-ხელი აიქნია ჯოჯუამ და მეგობარს სამზარეულოში შეჰყვა-აბა შენი რომეო რას შვრება? ცოტა რაღაც მეც გავარკვიე. -არფერს რას უნდა შვრებოდეს-მოკლედ მოუჭრა ელენამ-შენ რა გაარკვიე? -მოიცა ასე რატომ? რა იყო იჩხუბეთ თუ ინტერესი დაგეკარგა?-ეჭვნარევი მზერა შეავლო დაქალს. -არცერთი სალ. რა გინდა? იხდის სასჯელს და არის თავისთვის რა. ვიფიქრე და მართალი ხარ. პატიმართან რა ურთიერთობა უნდა მქონდეს არ ვიცი. ხვალ და ზეგ მე ახალ სამსახურს ვიშოვი.ის იქ იქნება ისევ დ არაფერი შეიცვლება. ამიტომ ჯობია ჩემ ცხოვრებას მივხედო-ამოისლუკუნა დაღონებულმა. -კარგი და რატომ გეტირება ხომ ვერ მეტყვი? შენი სიტყვების შენ თვითონვე არ გჯერა ხომ ასეა? -აღარ მინდა დავიტანჯო ეს არის და ეს. უბრალოდ დავიღალე ბედნიერების ლოდინით-ობოლო ცრემლი გადმოაგდო თვალიდან და სკამზე ჩამოჯდა. -დაელაპარაკე იქნებ თვითონ სხვანაირად ფიქრობს?მესმის ეს ყველაფერი ადვილი არ იქნება,მაგრამ იქნებ მასაც უნდა შენთან ყოფნა? -არ ნებდებოდა ჯოჯუა. -მასთან ვიწექი. -რაა? არ არსებობს. მითხარი თუ ქალი ხარ იმ ცხრაკლიტურში სად მოახერხეთ ეგ ყველაფერი?-ეცინებოდა მეგობარის სახეზე. -სამედიცინო ბლოკში წევს. სიცხე ჰქონდა და-თავის მართლება დაიწყო ელენამ. -და რაო სექსი შველის მაგ ყველაფერსო?!-უკვე კარგად ხალისობდა ქალი. -ნუ უბერავ რაა ეგ დაუგეგმავად მოხდა. -მოგეწონა?-თვალმოჭუტულმა გახედა გაგოშიძეს. -მაგის განხილვას შენთან არ ვაპირებ-ენა გამოუყო დაქალს და ყავა ფინჯნებში გადაანაწილა-შენ რა გაარკვიე? -რა და ამ ჩემ უფროს დავუჯექი ამას წინათ და ვუთხარი ჩემმა მეგობარმა იმ ციხეში დაიწყო ექიმად მუშაობა სადაც ეგ შენი არდოტელი ზისთქო და იცი რა მითხრა?! -რაო?-გაეცინა სალომეს მოყოლის სტილზე ელენას. -რაო და ერთი გულიანად ამოიოხრა და დააყოლა ჩემი არც ყოფილა არასდროს უბრალოდ ცოტახნით ვხვდებოდითო. მასთან არც კი ვწოლილვარ, ვიღაც ქალი უყვარდა და მისით იყო შეპყრობილიო. რამდენჯერაც დასერიოზულება ვცადე ურთიერთობის იმდენჯერ დისტანციას იცვდაო. ერთი კი გავიფიქრე შე საწყალოთქო მარა მერე დაამატა: ძალიანაც კარგი თორემ მკვლელი ქმარი რად მინდოდაო. -ის ქალი ვინ იყო არ უთქვამს?-ეღიმებოდა ახალი ინფორმაციის მოსმენისას ელენას. -რავიცი მგონი ქმრიანი ქალი იყო თუ რაღაც ეგეთი მითხრა. ამ დროს კარის გაჩხაკუნების ხმა გაისმა და ოთახში ლუკა შემოვარდა ხმაურით. -ქეთინოსთან კრინტი არ დაძრა თორემ შემომაკვდები-თითი დაუქნია ელენამ გამაფრთხილებლად მეგობარს. -ქეთინო დეიდა, ზუსტად თქვენზე ვლაპარაკობდით ეხლა-სიცილით გადაეხვია მეგობრის დედას სალომე და თან დაქალს თვალი ჩაუკრა. -რაო რას ამბობდით? -ოთახში შუახნის სადად ჩაცმული ქალი შემოვიდა. -იმას რომ საოცარი ხელები გაქვთ ასეთი ნამცხვრის დაცხობისთვის. -ღმერთმა შეგარგოს შვილო-პარკები სამზარეულოს მაგიდაზე დაალაგა ქეთინომ. -ნათლიაა-სალომესკენ გამოიქცა ლუკა-ეს ყველაფერი მე? -აბა სხვას ვის? შენ მოგიტანე ჩემო საყვარელო. სიგიჟემდე მოენატრე ნათლიას-ლოყები დაუკოცნა ლუკას-წამო თან სათამაშოები გავხსნათ და თან ბებოს გამომცხვარი საოცრება ვჭამოთ კაი?-მისაღებში გავიდნენ ორივე. -ყველა მომწონს მე ყველა-სიხარულით ხტუნაობდა ბავშვი. -ხოდა ყველა შენია ჩემო პატარა-ლუკას ბედნიერებით გახრებული სალომესაც სახე გაბადვროდა. -დე რა უნდა უთხრა ნათლიას?-შენისვნა მისცა შვილს ელენამ. -დიდი მადლობა-მიუახლოვდა ლუკა სალომეს და ლოყაზე ხმაუროთ აკოცა. ... -ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც თქვენ მითხარით ბატონო გიგლა-სოლიდურად ჩაცმულმა კაცმა ფურცლები მიაწოდა არდოტელს. -ძალიან კარგი რეზო. დედაჩემმა ამის შესახებ არაფერი არ უნდა გაიგოს ხომ გესმის არა? - სერიოზული სახით კითხულობდა ფურცლებს არდოტელი. -რა თქმა უნდა მე თქვენთან ვმუშაობ და არა მასთან. ჩემს ერთგულებაში ეჭვი არასდროს შეგეპაროთ-გაიჯგიმა კაცი. -კარგი-ფურცელებს ხელი ყველა გვერდზე მოაწერა არდოტელმა-თავისუფალი ხარ. შენ თვითონ მიხვდები როდის უნდა იმოქმედო-კაცს ხელი ჩამორთვა გიგლამ და ბადრაგს გაჰყვა. ... სამსახურში მისულს გული უცნაურად უფართხალებდა. შეიძლება გიგლა ვერც ენახა, რადგან წინა საღამოს დარეკვისას მორიგე ექიმმა აცნობა უკეთ იყო და საკანში დავაბრუნეთო. მამუკას ახირებაზე ნერვები ეშლებოდა. მართალია მის ჯანმთელობაზეც ღელავდა, მაგრამ ახლა საკუთრ თავზე უფრო მეტად ფიქრობდა. სიგიჟემდე უნდოდა მამაკაცის ნახვა თუნდაც ერთი წამით. მისი სურნელის შესუნთქვა, ცხვირს რომ ასე ძალიან უღიზიანებდა და მთელს ორგანიზმს უცოცხლებდა. ხალათი შემოიცვა და მეორე სართულისკენ დაიძარა. წუხელ რამდენიმე პატიმარი შემოეყვანათ სხვადასხვა დაზინებებით და ყველა უნდა ენახა. დილამ ჩვეულებრივად ჩაიარა. სადილზე გასასვლელად მომზადებულმა რატომღაც ჯიბეში არდოტელის დედის წერილი ჩაიდო. ხვდებოდა ქალის დანაშაული რამდენად დიდი იყო შვილების წინაშე, მაგრამ უნდოდა გიგლას მაინც ენახა ეს წერილი იქნებ სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა და გარდამტეხი როლი შეესრულებინა მათ ურთიერთობაში. სასადილო ოთახში შესულ გოგოებს პატიმრები უკვე მაგიდებთან დახვდათ. საჭმლის აღებისას თვალი მაინც გაექცა გაგოშიძეს მისკენ. არდოტელი ყბას უგემურად იქნევდა და მის პირდაპირ მდგარ ელენას ეშმაკური სახით უყურებდა. რას არ მისცემდა ახლა ელენა ცოტახნით მაინც გაეგო რას ფიქრობდა გიგლა მასზე. ამ წუთს იგრძნო რომ არ შეეძლო ასე გაეგრძელებინა მასთან ურთიერთობა. საშინლად უნდოდა მასთან ყოველ წუთს ახლოს ყოფილიყო. აქ კი ყოველთვის წამები უნდა მოეპარათ ერთმანეთისთვის. თითქოს მათთვის რაღაც დრო იყო გამოყოფილი ბედნიერებისთვის და მეტის უფლება არ ჰქონდათ. ერთ დღესაც გაგიჟდებოდა ასეთი ცხოვრებით. ხუთი წელი საკმაოდ დიდი დრო იყო იმისთვის, რომ მამაკაცის გარეშე გაეძლო, მაგრამ სხვა გამოსავალსაც ვერ ხედავდა.ეს კი უფრო მეტად უფორიაქებდა სულს. მის სხეულსა და სულში ისე ღრმად შეეღწია არდოტელის არსებას რომ სხვა გზას არ უტოვებდა მასთან ახლოს უნდა ყოფილიყო და მისი არსებობით უნდა ეცხოვრა. მთელი დღეს უხასიათოდ იყო. ავტომატურად აკეთებდა ყველაფერს. უკვე შებინდებული იყო თინიკო მეორე სართულზე, რომ აუშვა და თვითონ კაბინეტში შევიდა. ყავა დაისხა და ჯიბეში ჩადებული კონვერტი აიმოღო. რამდენიმე წამი უყურებდა, შემდეგ კი გახსნა გადაწყვიტა. წერილი ამოიღო და კითხვა დაიწყო ,,შვილო გიგლა, ვიცი რომ ამ სიტყვის თქმის უფლება მე თვითონ წავართვი ჩემს თავს. ვერ გამოვდექი კარგი დედა ვერ შენთვის და ვერც თაიასთვის, მაგრამ მე მაინც დედათქვენი ვარ და ამას შენდასამწუხაროდ არაფერი შეცვლის. ღმერთმა ხომ იცის რას არ მივცემდი ახლა წარსულის უკან დაბრუნება, რომ შემეძლოს. ძალიან კარგად ვხვდები რამხელა ტკვილი მოგაყენეთ და ყოველ ჯერზე შენი ზიზღიანი თვალების გახსენებისას სიკვდილს ვნატრობ. ალბათ მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება არ მეყოფა იმაში რომ ღვთისა და თქვენს წინაშე ჩადენილი ჩემი ცოდვა გამოვისყიდო. ძალიან ცუდად ვარ სულიერადაც და ფიზიკურადაც. მძიმე დაავადება დამიდგინეს და არც კი ვიცი რამდენი ხნის სიცოცხლე დამრჩა. ცხოვრება რა სამართლიანია არა?! ყველას ის უბრუნდება უკან რასაც ჰაერში გაუშვებს. არ ვიბრძვი ჩემი დამპალი სიცოცხლისთვის, უბრალოდ არ მინდა ისე მოვკვდე რომ ერთხელ მაინც არ გნახო. ამ ქვეყნიური ჯოჯოხეთი ჩემით მოვიწყე, რადგან არც ერთ შვილს ჩემი დანახვა არ უნდა, ვიცი ახლა აღარფრის შეცვლა არ შემიძლია და ეს უფრო მეტად მკლავს. გთხოვ მაპატიე თუ ოდნავ მაინც შეგიძლია ჩემი პატიება და ამ ყველაფრის დავიწყება. ძალიან მიყვარხარ და ეს სიყვარული სამუდამოდ გამყვება". წერილის კითხვა დაამთავრა და ემოციებით დაღლილმა ფურცელი მაგიდაზე დააგდო. სკამზე გადაწვა და თავზე ხელები შემოიწყო. მაგიდაზე დადებულო ყავა მოსვა. ვალდებული იყო გიგლასთვის ყველაფერი ეთქვა. სკამიდან დაძაბული წამოდგა უცებ ძლიერი ერთმანეთის მიყოლებით რამოდენიმე აფეთქების ხმა რომ გაიგო. შეშინებული მივარდა ფანჯარას და დაინახა ციხის შენობის ყველა ფანჯრიდა კვამლი როგორ ამოდიოდა. კარში გასვლას აპირებდა, უცებ შენობა რომ შეზანზარდა და ძლიერი ბიძგისგან უკან გადავარდა. ყურებში თითქმის არ ესმოდა. საშინელი კვამლის სუნს გრძნობდა, რომელიც სავარაუდოდ მეორე სართულიდან ჩამოდიოდა. გონებაში უცბათ თინა გაუკრთა. ის ხომ მეორე სართულზე იყო. წამოდგომას ცდილობდა და ხედავდა ოთახი როგორ ივსებოდა მომწამვლელი აირით. სუნთქვა ძალიან უჭირდა, დანახვითაც ვერაფერს ხედავდა, ირგვლივ ყველაფერი თეთრს ბურუსს დაეფარა. ხელის ცეცებით გამოვიდა კარში და ცეცხლის ალი პირდაპირ სახეზე მისწვდა, შეშინებულმა ხელი აიფარა და იგრძნო კანი როგორ აეწვა. უკან გაწეული ვიღაცას შესკდა. -ელენა ღმერთო ჩემო შენ ხარ? როგორ შემეშინდა,მეგონა ვერ მოგისწრებდი-ხელი ძლიერად ჩაეკიდა მისთვის არდოტელს და თან მიჰყავდა. -გიგლაა,შენ აქ რას აკეთებ? რა მოხდა? - ხველებას ვერ იჩერებდა გაგოშიძე. -არ ვიცი ელე ყველაფერს ცეცხლი უკიდია. აქედან უნდა წახვიდე საშიშია შენი აქ ყოფნა. -არა შიგნით თინაა უნდა გამოვიყვანოთ გთხოვ?-მუდარით სავსე თვალებით შეხედა ქალმა არდოტელს. -კაი შენ აქ დარჩი. არ შემოხვიდე იცოდე. ვეცდები გამოვიყვანო-შენობისკენ გაიქცა კაცი, შუა გზიდან უკან მობრუნდა და გაგოშიძეს ტუჩებს ვნებიანად წაეტანა-ძალიან მიყვარხარ ელე და რაც არ უნდა მოხდეს არასდროს დაგავიწყდეს ეს. დაინახა როგორ შევიდა გიგლა ცეცხლმოდებულ შენობაში, როგორ გაძლიერდა ცეცხლი, როგორ ჩამოიშალა მეორე სართული. ახსოვს მისი განწირული კივილი და ალმოდებული შენობა. ახსოვს როგორ იყო დამხობილი მიწაზე და თითებს მთელი ძალით შიგნით ასობდა. მერე თითქოს დამშვიდდა, ერთიანად მოსწყდა, ხედავდა როგორ ბნელდებოდა ყველაფერი და უკუნითი სიბნელე ისადგურებდა გარშემო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.