მე შენამდე (ნაწილი მეთორმეტე)
იმ ღამით თვალი არ მომიხუჭავს.უბრალოდ ვიწექი და ღრმად ვსუნთქავდი.გონება რამოდენიმე საათით გავთიშე და ყველაფერზე ფიქრი შევწყვიტე.უკვე ვიცოდი გიორგისთვის რა უნდა მეთქვა.ახლა მთავარი ის იყო,რა პასუხს მივიღებდი მისგან. *** საათს დავხედე.9 ის ნახევარია და გიორგის კვლავ შეტყობინება გავუგზავნე. -ნახევარ საათში შევხვდეთ -შევხდეთ. მისმა პასუხსმა არ დააყოვნა.შემდეგ სააბაზანოში შევედი,მოვწესრიგდი.თვალები უძილობისგან საშინელ მდგომარეობაში მქონდა.თუმცა ეს სრულიად არ მაინტერესებდა.დღეს ის დღე იყო,როცა საერთოდ არ მაინტერესებდა როგორ გამოვიყურებოდი.რადგან გიორგისთვის "გაპრანჭვას" საერთოდ არ ვაპირებდი.ტანსაცმელი გამოვიცვალე.ტაქსი გავაჩერე და ჩემი და მწვანეთვალებას ადგილისკენ გავემართე.ადგილისკენ,რომელიც უზომოდ გვიყვარდა ჩვენ ორს. როდესაც დანიშნულების ადგილას მივედი შორიდან დავინახე,რომ გიორგი იქვე სკამთან იდგა და მიცდიდა.სახეზე ღიმილმა გადამკრა და გულმა გამალებით იწყო ფეთქვა.მაგრამ თავის ხელში აყვანა-რომელიც ყველაზე მეტად მიჭირდა,როგორღაც მოვახერხე და არაფრისმთქმელი სახით შევეგებე.მას არ გამოჰპარვია ჩემი ღამენათევი თვალები. -კარგად ხარ? -რატომ მეკითხები? მივუგე ისე,თითქოს სახეზე ყველაფერი ზედ არ მწერებოდა. -ცუდად გამოიყურები. გიორგიმ წუხანდელის შესახებ არაფერი იცოდა.როგორც ჩანს ბექას არც უცდია მასთან დაკავშირება და ამ თემაზე საუბარი. -დაჯექი,გთხოვ.მნიშვნელოვანი რაღაც მაქვს სათქმელი. -კარგიმ,დავჯდები მაგრამ. -გოირგი გეხვეწები. თვალებით ვანიშნე ჩემთვის საუბარი ეცლია და ისიც დამემორჩილა. სკამზე ჩამოვჯექით,მან უეცრად ჩემი ხელი აიღო და თავისი თბილი ბაგეებით კოცნა დაუწყო. -მაინც ვერ ვძლებ უშენოდ.. აშკარად საუბარი სხვა გზით მიჰყავდა.ამას მის თვალებში ვგრძნობდი.თუმცა მე სრულიად საპირისპიროს თქმას ვაპირებდი მისთვის და ეს იმდენად მოქმედებდა ჩემზე,რომ მთელი სხეულით ვცახცახებდი. რამოდენიმე წუთში გიორგის ყველაფერი მოვუყევი.ვუთხარი,რომ ნიკამ ყველაფერი იცოდა და საქმის " გამოძიებას " აპირებდა. -გიორგი,ნიკას ვუთხარი,რომ ჩვენს შორის არაფერი ყოფილა.რომ ის რაც მოხდა,ანუ ვგულისხმობ ჩემი შენდამი გრძნობებს მხოლოდ ჩემი ბრალი იყო.და შენ არაფერ შუაში ხარ. ეს იმიტომ ვუთხარი,რომ დამშვიდებულიყო და საქმის გამოძიება დაემთავრებინა.არვიცი,დაიჯერა თუ არა,მაგრამ ყველანაირად შევეცადე,რომ შენ ამ საქმეში არ გამეხვიე რადგან ყველაფერი მართლა ჩემი ბრალია. თავს საშინლად ვგრძნობ.ეს ყველაფერი ზაფხულიდან მოყოლებული გრძელდება და ალბათ მთელი ცხოვრება ასეთ მდგომარეობაში ვიქნები.მე შენ შემიყვარდი,მთელი გულით და ამას ჩემს თავს არასდროს არ ვაპატიებ.ვიცი,ნიკასგან ყველაფერს ვიმსახურებ მაგრამ შენ.შენ არა-შენ არაფერ შუაში ხარ. ეს მე შემოვძვერი შენს ცხოვრებაში და ყველაფერი ავრიე.თითქოს არ მცოდნოდა ამას რა მოჰყვებოდა. სიტყვებს თავს ვეღარ ვუყრიდი.მიუხედავად იმისა რომ ღამით ყველაფერი კარგად დალაგებული მქონდა,ტვინში მაინც ყველაფერი ამერია და ბევრიც დამრჩა უთქმელი.ახლა პატარა ბავშვივით ვიჯექი,სახეზე ხელებაფარებული და ვქვითინებდი. გიორგის თვალებში ვერაფერი წავიკითხე.რადგან ის სრულიად უემოციოდ ისმენდა ამ ყველაფერს. -ვერ ვხვდები რას აკეთებ,ან ამას რატომ უკეთებ შენს თავს? -მე შენ გიცავ,გიცავ ნიკასგან რადგან არმინდა ვინმემ ჩემს გამო ზიანი მოგაყენოს.ამ საქმის მთავარი მიზეზი მე ვარ,შესაბამისად მე უნდა დავისაჯო! მხოლოდ მე,გესმის? -მე არ მჭირდება შენი დაცვა ლიკა.სისულელეებს აკეთებ მის თვალებში ახლა უკვე ვხედავდი სიბრაზის ნაპერწკლებს,რომლებიც ნელ-ნელა იმატებდა. -მე არ მჭირდება შენი დაცვა.რატომ აიღე შენს თავზე ამხელა პასუხისმგებლობა? რატომ არ შემითანხმდი მე,სანამ ნიკასთან ამ ტყუილებს ილაპარაკებდი,რატო არ მკითხე.ვერ ვხვდები,შენი აზრით ამით საქმეს გამოასწორებ? -შენ მითხარი,რომ ჩვენს შორის არაფერი არ გამოვა რადგან ჩვენს ურთიერთობაში ბევრი სააახლობლო და სამეგობროა.მგონი აქ ყველაფერი ნათელია,რომ ჩვენს ურთიერთობას მომავალი არ აქვს.ახლა მითხარი,რა მნიშვნელობა აქვს,ნიკას რა ეცოდინება? -მნიშვნელობა აქვს.შენ გოგო ხარ და შენი ტვინი სხვანაირადაა მოწყობილი! მე კი ლაჩარი არ ვარ,გესმის? არ მინდა შენს ზურგს ამოვეფარო და ამით თავი გადავირჩინო.გადასარჩენიც არაფერი მჭირს.ვიცოდი რო ნეხვში ვიქნებოდი ერთ დღეს და ვიცოდი რო ესეთი რაღაც მოხდებოდა,მარა იმას ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი.შენ თუ ასეთ რაღაცას გააკეთებდი და ჩემს დასაცავად თავს დაიმცირებდი. ხო,იმის მერე რაც მითხარი რო სინამდვილეში სხვა ადამიანი იყავი ,რასაც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი და ჩემი გამო***ებული ბექას წყალობით,მანამდეც უნდა მცოდნოდა 3 თვე გავიდა.ვცდილობდი შენს დავიწყებას რადგან უფლება არ გვქონდა ერთად ვყოფილიყავით.შენამდე მე ჩემი დალაგებული ცხოვრებით ვცხოვრობდი.სამსახური მქონდა.ყველაფერი იდეალურად მიდიოდა და სადარდებელიც ცხოვრებაში არ მქონია.შენს მერე კი ყველაფერმა სახე იცვალა და ეხლა ერთ დიდ ნეხვში ვარ,შენთან ერთად.ხოდა უფლებას არ მოგცემ ეს ყველაფერი შენს თავზე აიღო! ვიცი დამიმალე და ისიც ვიცი,რატო დამიმალე.ვიცი რო შეგიყვარდი,და შენც იცი.. -მე რა ვიცი? ვკითხე და თვალებში მივაშტერდი. -შენც იცი,რო მეც ძაან შემიყვარდი. კაი რა,ხოიცი გრძნობების გადმოცემა მიჭირს. აქ გაეღიმა და თვალები აუციმციმდა. -შენამდე ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებდი.რაც შენ გაგიცანი მაგის მერე ვაფშე შევიცვალე,სხვა ტიპი გავხდი.თვეები გადიოდა მე კი შენს ამბავს სუ ვკითხულობდი შორიდან,მაგრამ ვიგებდი როგორ და რანაირად იყავი.ვიცოდი ნიკასთან დაბრუნება რო არ გინდოდა ის კი მოსვენებას არ გაძლევდა და ვერ წარმოიდგენ რა ცუდად ვგრძნობდი თავს,როცა მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო.შენთან სიშორე ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია.მე შემიძლია შენ,გოგო რომელთან ერთადაც მხოლოდ 1 თვე გავატარე,იმ ძმაკაცებზე წინ დაგაყენო,რომლებთანაც მთელი ბავშვობა მაკავშირებს.ყველაფერი ფეხებზე დავიკიდო და ერთად ვიყოთ.მარა ჩემს უკან და შენს უკან ბევრი ადამიანია.და ხო ხვდები,ამას კარგი არაფერი მოყვება. -უბრალოდ ჩვენს სიყვარულს გაგრძელება არ აქვს,ვიცი ვხვდები. მხრები ავიჩეჩე და ცრემლების შემშრალება დავიწყე. -ხო,აქ გრძნობებზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ. განვაგრძე საუბარი. -უბრალოდ გითხარი,რის გამოც მოვედი და მინდოდა შენთან შეხვედრა.მინდოდა გცოდნოდა,რომ ნიკამ ჩვენი ურთიერთობის შესახებ სიმართლე არ იცის.და ვერც ვერასდროს გაიგებს! არც შენ გაბედავ,მიუხედავად იმისა რომ ამდენი რაღაც მითხარი,მაინც არ გაბედო მასთან ამ თემაზე საუბარი! უბრალოდ უთხრი,რომ როგორც მეგობარი ან როგორც " ნაშა ' ისე მიყურებდი და ვსო! წამოდგომა დავაპირე და ამ დროს მან მკლავში ხელი წამავლო. -სიტყვებს დაუკვირდი ! შენს თავს ამ დონემდე ნუ ამცირებ თორემ სხვა უფრო მეტად დაგამცირებს გაიგე? მეორეჯერ არ გაბედო შენი თავისთვის ასეთი შეურაცხყოფების მიყენება,თორე დედას გეფიცები... მე ვიცი რასაც ვიზამ.შენ ეხლა ადექი და სახლში წადი.არავის არაფერზე არ დაელაპარაკო. ეს მითხრა და შუბლზე მაკოცა,შემდეგ ისიც წამოდგა,ტაქსი გააჩერა და მძღოლს ჩემი სახლში წაყვანა სთხოვა. მანქანაში ვჯდებოდი,როდესაც თვალებში კვლავ ისევ ისე შემომხედა,როგორც ზაფხულში მიყურებდა ხოლმე,შემდეგ ჩემი ხელი აიღო და მის მკერდს დაადო. -ლიკა,მე არ მინდა,რომ შენ დამივიწყო.მაგრამ არც ის მინდა რომ სულ ჩემზე იფიქრო.შენი თავის ფასი ისწავლე , შენი თავის დადანაშაულებას მოეშვი და აღარ გაბედო მსგავს სისულელეებზე ფიქრი.უბრალოდ სახლში წადი,გამოიძინე.დამპირდი,რომ ასეთ სისულელებს აღარ გააკეთებ,ეს დაღონებული ნიღაბი მოიხსენი.მე შენ ისეთი მიყვარხარ,ბავშვური,საყვარელი,თბილი და მზურნველი.შენი გაბრწყინებული თვალები მენატრება და შენი ღიმილი.რომელიც ყველაზე დიდ ბედნიერებას მგვრიდა.იცოდე,მაშინ ვიქნები კარგად,თუ შენს სახეზე სულ ღიმილი იქნება და თვალები უწინდებურად სიცოცხლით სავსე.მპირდები? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.შემდეგ კი ისე მაგრად ჩავეხუტე ,რამის გავსრირე.მისი გაშვება არ მინდოდა.მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.სხვა გზა არ გვქონდა.ჩვენი სიყვარული შეცდომა იყო,ჩვენს სიყვრულს მომავალი არ ჰქონდა.რადგან ჩვენს უკან ბევრი ადამიანი იდგა და ჩვენი ბედნიერებით სხვა აუცილებლად დაზარალდებოდა.სწორედ ამიტომ არჩია მან წასლა ჩემი ცხოვრებიდან.ვიცოდი,მასაც სტკიოდა,მის თვალებში ვკითხულობდი სევდას და ეს პირველად ხდებოდა.ადამიანი რომელსაც თავი ყოველთვის მაგრად ეჭირა,გრძნობებში გამომიტყდ და მითხრა რომ მისთვის უძვირფასესი ადამიანი ვიყავი.მე კი ეს უფრო მტკენდა გულს.მერჩივნა ეთქვა,რომ სინამდვილეში ისე იყო,როგორც ნიკას ვუთხარი.ეთქვა,რომ არ ვაინტერესებდი და სამუდამოდ დაგვენებებინა თავი ერთმანეთისთვის,გეფიცებით, ეს უფრო არ მომაყენებდა ტკივილს.ვიდრე ახლანდელი მდგომარეობა. ტაქსსში ჩავჯექი,სახლში მივედი და დავწექი.მაშინვე ჩამეძინა. **** ტელეფონი მთელი დღით გათიშული მქონდა.როდესაც გავიღვიძე,საღამოს 10 საათი ხდებოდა. მაშინვე ფანჯრიდან გადავიხედე,სანამ ტელეფონს ჩავრთავდი იქაურობას თვალი მოვავლე.ეზოში ნიკას მანქანა არ ეყენა. აი ტელეფონიც აწრიალდა. -მარი,რამდენი ხანი მეძინა.რატომ არ გამაღვიძე.რა ხდება? მშვიდობაა,ნიკას მანქანა არ აყენია.ნეტავ რა მოხდა,გიორგი ხომ არ უნდა ნახოს? კითხვები მივაყარე ისე,რომ პასუხებს არც კი ველოდებოდი. -სულ გაგიჟდი? ამოისუნთქე. -ამოიღე გოგო ხმა! ჩავკიოდი ტელეფონში. -მშვიდობა,ნუ ნერვიულობ.დაახლოებით 3 საათის წინ შეხვდნენ დათო და ნიკა ერთმანეთს.დათომ მითხრა რომ ბექას სანახავად მიდიოდნენ,გიორგიც სავარაუდოდ მასთან ერთად იქნებოდა.ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ და ელაპარაკათ. -მერე? საუბრის დასრულებას არ ვაცლიდი,ისე ვეკვეხებოდი სიტყვებსშუა. -20 წუთის წინ ველაპარაკე დათოს და მითხრა რომ თემქის რომელიღაც მიკროში არიან -რააა? მანდ გიორგი ცხოვრობს,მანდ რა უნდათ? რა გითხრა გააგრძელე სუნთქვა აღარ შემეძლო,აივნის კარი გამოვაღე და გაგიჟებულმა ოთახში სიარული დავიწყე. -მშვიდობააა მშვიდობაა!! ჩემს ნერვებზე თამაშობ? აილეწა მარიც. -მშვიდობაა,ნუ ნერვიულობთო.ვსაუბრობთ და მალე წამოვალთო.არც ხმამაღლა საუბრის ხმა არ ისმოდა მობილურში.ჩამიჩუმი არ ისმოდა.ეხლა შეგიძლია დამშვიდდე? მარის ყურმილი დავუკიდე.მეტი აღარ შემეძლო.სუნთქვა მიჭირდა.თავში მუდამ კითხვები მიტრიალებდა ,კითხვები,თუ რა უთხრა გიორგიმ ნიკას,სიმართლე? თუ ის ზღაპარი,რომელიც მე მოვიგონე ? თუ სიმართლე უთხრა დათო რატომ იყო ასე დამშვიდებული... არ ვიცოდი რა ხდებოდა..არც გიორგისთან დარეკვა,მიწერა და საქმის გამოძიება დამიწყია.რათქმაუნდა.. **** ღამის 2 საათზე,როდესაც მე უვე პანიკური შეტევები მქონდა დაწყებული ნიკას მანქანა ეზოში გაჩერდა.მანამდე მარის წამდაუწუმ ვურეკავდი და ბიჭების ამბებს ვკითხულობდი.ის კი კვლავ მშვიდად მომიგებდა რომ ყველაფერი რიგზე იყო . ნიკას მანქანა ეზოში გაჩერდა.ის მანქანიდან გადმოვიდა.და მზერა პირდაპირ მე მესროლა.თვალებით მანიშნა,რომ ქვევით ჩავსულიყავი.მეც დავეთანხმე. ქურთუკი ავიღე და მასთან შესახვედრად ჩავედი. იგი აუღელვებლად მიყურებდა.შემდეგ იქვე ეზოში,სკამზე ჩამოვჯექით. -როგორ ხარ? მკითხა და გამიღიმა. -რა ხდება.რისთვის ჩამომიყვანე? რამის დაშავებას აპირებ ჩემთვის? ვკითხე ირონიით.არვიცი რატომ. -ლიკა,მე შენ რა უნდა დაგიშაო,მე ხო შენ ჩემ თავზე მეტად მიყვარხარ.ჩემზე უკეთესად იცი რისი ღირსიც ხარ.მაგრამ მე შენ ვერაფერს დაგიშავებ.საკუთარ თავსაც კი მივაყენებ ზიანს,მაგრამ შენ ვერაფერს დაგიშავებ. მე იმ ბიჭს შევხვდი,ვინც გიყვარს.გესმის? მე აქ ვზივარ და იმ ბიჭზე გელაპარაკები.ვინც გიყვარს.ასეთი რამ წარმოგიდგენია? შენზე სიგიჟემდე ვარ შეყვარებული,ჩემი მთელი ცხოვრება შენთვის ვცოცხლობდი,იმისთვის რო შენ ბედნიერი ყოფილიყავი.შენ კი 1 თვეში სხვა შეგიყვარდა.მეკი ახლა ვზივარ და იმ სხვაზე გელაპარკები.გიყვები,როგორ მივედი მასთან.იცი რა მინდოდა? ყელი რომ გამომეჭრა მისთვის,თავი წამეგლიჯა და შენს ფეხებთან დამეგდო.მაგრამ იცი ეს რატომ არ გავაკეთე? იმიტო,რო შენ გულს ვერ გატკენ.გულს ვერ გატკენ ისე როგორც შენ მატკინე. მისი სიტვები დანასავით მერჭობოდა გულში და იმ ტკივილს,რასაც განვიცდიდი მიასმაგებდა.მის საუბარში იგრძნობოდა საშინელი ტკივილი,ეს კი ჩემს თავს უფრო და უფრო მაზიზღებდა. -შენს თვალებში ვიყურები,რამდენიმე თვის წინ მასსში ჩემს სახელს ვკითხულობდი.მაგრამ ახლა,ვეღარაფერს ვხედავ,იმის გარდა რო გძულვარ.ხო მე სისულელე გავაკეთე,სტადიონზე ყველას თვალწინ ხელი გთხოვე.რადგან მეგონა ჩვენი ჩხუბი უაზრო იყო და ამით სიტუაციას გამოვასწორებდი,ახალ ცხოვრებას დავიწყებდით და ყველა ტკივილს დაგავიწყებდი.გულში ვგრძნობდი,რომ სხვა გიყვარდა,მაგრამ ჩემს ტვინს საშუალებას ვაძლევდი ამაზე ეფიქრა.რადგან გენდობოდი,და ვიცოდი მსგავს საქციელს არასდროს გააკეთებდი. -ნიკა,მე შენ გული გატკინე.ყველაფერ ცუდს ვიმსახურებ შენგან.ვერ წარმოიდგენ შენი სიტყვები გულს როგორ მიკლავს.საკუთარ თავს მაზიზღებს.გთხოვ,აღარ გააგრძელო. მიუხედავად ამისა,ის მაინც არ წყვეტდა საუბარს. -მე დღეს გიორგისთან მივედი,განრისხებული და წინასწარ უკვე მოფიქრებული მქონდა,როგორ გამომესალმებინა ცხოვრებას.მარა რო მივედი იცი რა დავინახე? მის თვალებშიც უზომოდ დიდი სევდა დავინახე,მის თვალებში შენი სახელი დავინახე.და მივხვდი რო მასაც ისე ძლიერად უყვარხარ,როგორც შენ.არვიცი,მაგრამ ვერაფერი ვიმოქმედე. -ნიკა გთხოვ შეწყვიტე. -მივხვდი,რომ ერთმანეთი გიყვართ.და მე ლაჩარმა,ვერ შევძელი მისთვის კისერის მოგრეცხვა და დამახინჯება,ვიცი,ამას შენც იმსახურებ და ისიც.მაგრამ ვერ შევძელი.უბრალოდ ვერ შევძელი. ვგრძნობდი რომ ის ისეთი გულწრფელი იყო,როგორც არასდროს.ვერ წარმოიდგენთ ის ისეთ მდგომარეობაში იყო.მის ასეთ საქციელს არ მოველოდებოდი.ვუყურებდი და გული მიკვდებოდა.ვუყურებდი და საკუთარი თავი მეზიზღებოდა.გეფიცებით,მეზიზღებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.