აქ სიტყვები ზედმეტია (მეორე ნაწილი) პროლოგი
თვალები გავახილე თუ არა მობილურს გადავწვდი, სრაფად ავკრიფე ნომერი და დაველოდე სანამ მიპასუხებდა.. - ალო.. მიპასუხა ახალგაღვიძებულმა, ცოტა დაბნეულმა ხმამ. - სალომე სიზმარი ვნახე და უნდა გამიშიფრო. - რაა ? რომელი საათია? მიპასუხა დილის ძილს მოწყვეტილმა, ოდნავ გაღიზიანებული ხმით. - მაპატიე რომ გაგაღვიძე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. - მითხარი რა დაგესიზმრა, ნელ-ნელა ცნობიერება უბრუნდებოდა.. - ალექსანდრე დამესიზმრა.... ვუპასუხე ოდნავი აღელვებით.. რამდენიმეწამიანი პასუხის შემდეგ ამოიოხრა. - თითქმის 10 წელი გავიდა მია, ისევ ??? - კი.. ისევ ... შემოდგომის პერიოდი იყო, აი ის პერიოდი უკვე გრძელმკლავიანებზე რომ გადადიხარ, მაგრამ მოლლემკლავიანს რომ ველ ელევი, ამიტომ ქუჩაში მრავალნაირი ჩაცმულობის ადამიანს აწყდები. შემოდგომის მოსვლა ზამთრის წინაპირობაა, ხოლო ზამთრის სიცივეების გრძელვადიანი პერსპექტივა ჩემთვის არც ისე მომხიბვლელად გამოიყურება, ამიტომ შემოდგომის მოსვლა ჩემთვის სასიამოვნო მოვლენა ნამდვილად არაა.. ზოგადად არ მიყვარს სიცივე, ვერასდროს ვერ ვთბები, იმისდამიუხედავად, რომ სულ თბილად მაცვია. მარიამი მეღადავებახოლმე შარფებით კიარა პლედებით დადიხარ და ისედაც პატარა ხარ და ახლა სულ აღარ ჩანხარო. მოკლედ შემოდგომის დაწყებასთან ერთად ჩემი დეპრესიაც იწყებოდახოლმე მაგრამ ახლა, ახლა რატომღაც თავს კარგად ვგრძნობდი.. ვიდექი ფანჯარასთან და ვაკვირდებოდი როგორ წყდებოდა ხეს ფოთლები, ნელ-ნელა მიექანებიდნენ სველი ასფალტისკენ, თითქოს არ უნდოდათ წასვლა და არც ხეს არ უნდოდა მათი გაშვება, მაგრამ რას იზამ, არის რაღაცეები რასაც ვერ შეცვლი. ხეს მაინც მოწყდება ერთ დროს ამწვანებული, სიცოცხლით სავსე ფოთოლი და შემდეგ დამჭკნარი და უსიცოცხლო მოხვდება რომელიმე ნაგავსაყრელზე ისე, თითქოს არც არასდროს არსებულა, არც არასდროს უცხოვრია და არც არასდროს შეუმჩნევიათ მისი არსებობა.. ამ ფიქრებში ვიყავი გართული,როდესაც კარზე ზარი დაირეკა. ჭიქა მაგიდაზე დავდგი და სირბილით გავემართე კარის გადაღებად. სალომეს გაუგებარი, ცოტა ირონიული სახის დანახვაზე გამეცინა და გვერდით გამოვიწიე. ისე შემოვიდა, რომ მზერა არ მოუცილებია, "მე და შენ სერიოზული სალაპარაკო გვაქ" ეწერა სახეზე. ამაზე უფრო გამეცინა. - არამგონია სასაცილოდ გქონდეს საქმე. უკმაყოფილოდ მომაძახა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი ბოლობოლო მისი თითქმის 10 წლიანი შრომა (ანუ ჩემი გამოფხიზლება ) მგონი წყალში ჩავყარე. სალომე ჩემი ერთ-ერთი უახლოესი დაქალია. ისეთივე გაუგებარი ხასიათი აქვს როგორიც სახე ჰქონდა რამდენიმე წამის წინ. ზოდიაქოთი მერწყულია თუ თევზები დღემდე ვერ გავიგეთ. ბუმებით და პროფესიით ფსიქოლოგია, მე პირადად საჭიროებიდან გამომდინარე მახედებს ხოლმე ჩემს არაცნობიერში, ახდენს ჩემი სიზმრების ანალიზსს, ეს ის მომენტია ყველა ფსიქოლოგს რომ თავისი ფსიქოლოგი ჭირდება. ამ როლებს ერთმანეთისთვის მგონი კარგად ვითავსებთ. ამის გარდა აქვს შესანიშნავი ინტუიცია და ძალიან ბევრი ის თვისება, რომლითაც ცხოვრებას მილამაზებს. ხოდა ახლაც, იგრძნო რა ჩემს ცხოვრებაში მისი განსაკუთრებული საჭიროება, ხელს ბევრი სასუსნავი და წითელი ღვინო გამოაყოლა გრძელი და პროდუქტიული საუბრებისთვის (ე.წ "პიანნი ბაზრებისთვის") როგორც ეს ზოგადად ხდებახოლმე ჩვენს შემთხვევაში. სკამზე კომფორტულად მოკალათდა და მწვანე თვალები ინტერესით შემომანათა. "აბა დაიწყებ თუ დიდხანს გელოდო" სახით მიყურებდა. ჭიქები გადმოვალაგე და ღვინით შევავსე. - მოკლედ ალექსანდრე დამესიზმრა. - მაგაში განსაკუთრებული არაფერია, პირველი შემთხვევა არაა. - აბა რატო მიყურებ ისეთი სახით თუთქოს რამე განსაკუთრებული მოხდა ? - იმიტომ რო პირველი შემთხვევაა როცა მაგის გამო დილაუთენია შენთან გამომაქცუნე და ეგ ძალიან არ მომწონს.. ამოღერღე ბოლობოლო... (მემგონი უკვე შეეგუა იმ ფაქტს რომ შრომა წყალში ჩავუყარე) - ... მოკლედ.. არ ვიცი დილით რომ გავიღვიძე, გული მქონდა აჩქარებული. - არ დაგავიწყდეს რო თითქმის შეყვარებული გყავს - თითქმის არ ითვლება, უბრალოდ ერთად დავდივართხოლმე. - მაშინ ნუ მისცემ იმედებს იმ ადამიანს, რომელთანაც არაფერი არ გექნება. ერთი იმის გამოჩენა და ეგრევე ყველაფერს ფეხებზე იკიდებ. ერთი მაგისი შემოხედვა და ეგრევე ყველაფერი გავიწყდება და შეხებაზე ხო აღარ ვლაპარაკობ. - ხო მარა 10 წელი გავიდა და რაღაც ხო უნდა შეცვლილიყო, თანაც ან გამოჩნდება ან არა, 10 წელი ცოტა დრო არაა იმისთვის, რომ თავისი ცხოვრება აეწყო. შეიძლება ახლა ოჯახიც ჰყავს. ამის წარმოდგენაზე უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. - 5 წელიც იყო გასული, რამე შეიცვალა? და ზოგადად რამდენხნიანი დაშორებები გქონდათხოლმე, რამე იცვლებოდა? - არა.. - ხოდა დაფიქრდი რას აკეთებ, შენთვითონ ირთულებ ყველაფერს. რამდენი ხანი ცდილობდი რომ მაქედან გამოსულიყავი, ცხოვრებანუკეთესობისკენ შეგეცვლა? შენს შრომას მაინც ნუ ჩაყრი წყალში. - ხოდაეგ მაშინებს, მაგან ზუსტად ამ დროს იცისხოლმე გამოჩენა... ამოვილაპარაკე ვითომ უკმაყოფილოდ. თითქოს არ მსიამოვნებდა ის ფაქტი, რომ ჩემს ცხოვრებაში როცა მოეპრიანებოდა მაშინ იჭრებოდა და ყველაფერს თავდაყირა აყენებდა, თითქოს არ მსიამოვნებდა რომ არ მაძლევდა იმის საშუალებას, მის გარეშე კარგად ვყოფილიყავი (ძალიანაც რომ მოენდომებინა ალბათ ეგ არ მოხდებოდა, მაგრამ სურვილი იმისა, რომ არ გინდა ადამიანსგან დავიწყებული იყო მაინც ძალიან ბევრს ნიშნავს). თითქოს არ მსიამოვნებდა ის, რომ ქარიშხალივით დამატყდებოდა თავს და ძლივს დალაგებულ, დალექილ ემოციებს და გრძნობებს ისევ ამომიტივტივებდა და თავის ქარცეცხლში ახვევდა. თითქოს არ მსიამოვნებდა ის, რომ დიდი შრომის და წვალების ფასად მიღწეულ სიმშვიდეს მინადგურებდა და შემოჰქონდა ქაოსი, გაუგებრობა და აურზაური.... სალომ შეამჩნია ჩემი ვითომ უკმაყოფილო სახე და ამოიოხრა. - არაფერი არ გეშველება - იქნებ არ მინდა რომ მეშველოს, გავუღიმე და ჭიქა გამოვცალე... დაგიბრუნდით ისევ 1 წელის შემდეგ დაპირებული გაგრძელებით. ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. დიდ მადლობას ვიხდი მათ, ვინც ყველაფრის მიუხედავად ელოდებოდა ისტორიის გაგრძელებას. შეგახსენებთ, რომ მოთხრობა დაგუძნებულია რეალურ ისტორიაზე, შესაბამისად მოთხრობის გაგრძელების და ახალი თავების დადების საკითხი გარკვეულწილად დამოკიდებულია ისტორიის განვითარების მოვლენებზე. P.S. ბოდიშს გიხდით გრამატიკული შეცდომებისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.