შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუძლებელი (ნაწილი 7)


10-10-2019, 22:30
ავტორი natuci555
ნანახია 1 381

მეორე დღესვე შეუდგა გაგოშიძე თავისი წილის განკარგვას. მარგიანმა კაბინეტი მოამზადებინა მისთვის. 9 საათზე უკვე ადგილზე იყო. არ იცოდა საიდან უნდა დაეწყო. სწორ გზაზე დაყენება აშკარად სჭირდებოდა. არ უნდოდა თემოსთვის რამე ეთხოვა. ზოგჯერ მისი საქციელები ისე აღიზიანებდა თავს ვერ იკავებდა. პირველივე დღესვე კი საქმის გაფუჭება არავისთვის კარგი არ იქნებოდა. გონებით არდოტელს გადასწვდა. როგორ უნდოდა წამით მაინც შეეგრძნო მისი სურნელი და სხეულის სითბო. ისე მოულოდნელად გამოჩნდა მის ცხოვრებაში როგორც გაქრა. დაუტოვა მხოლოდ ბევრი პრობლემა, მცირე მოგონებები და კიდევ ამდენი ფული, რომელსაც კაცმა არ იცოდა სად ჯანდაბაში უნდა წაეღო. ლეილას მდგომარეობიდან გამონდინარე შეიძლება დიდხანს არ ეცოცხლა. აი თაია კი გული უგრძნობდა ნამდვილი პრობლემა იქნებოდა. ალბათ პრეტენზია ექნებოდა ძმის ქონებაზე და სრულიად სამართლიანადაც. ალბათ ადრე თუ გვიან მიიღებდა გადაწყვეტილებას რომ მას გადაულოცავდა ძმის დატოვებულ ქონებას,მაგრამ ახლა რატომღაც გული უგრძნობდა რაღაც ისეთი უნდა მომხდარიყო რაც ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა.
-ვხედავ კარგად მოწყობილხარ-ვერ შენიშნა როდის შემოვიდა ოთახში მარგიანი-იმედია ოთახი მოგეწონა?
-ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირს. მადლობა-არც შეუხედავ ისე ამოილაპარაკა ელენამ.
-მოხდა რამე?-შუბლი შეკრა თემომ.
-არაფერი ისეთი. სჯობს საქმეს შევუდგეთ. რაღაც დეტალები მაინტერესებს და ვინ შეძლებს რომ გამარკვიოს?-როგორც იქნა შეხედა კაცს. უცნაური თვალის ფერი ჰქონდა მარგიანს მონაცრისფრო ფერი და დიდრონი. აქამდე რატომღაც არასდროს დაკვირვებია ელენა მის სახეს.
-თქვენი მონა-მორჩილი მე. აბა აქ რას ვაკეთებ. მიმსახურეთ ბოლომდე-მხიარულ ხასიათზე იყო თემო.
-გიგლა აქ რომ იყო მაშინაც ასეთი მასხარა იყავი თუ ახლა გახდი?
-რატომღაც არ მოგწონვარ ხომ ასეა? არ მენდობი და სულ გგონია რომ რაღაცას ვთამაშობ? არადა სულ ტყულად ელენა. დამიჯერე ჩემზე სანდო ადამიანი ამ ეტაპზე შენს გვერდით არავინაა-მის წინ სკამზე ჩამოჯდა კაცი.
-კარგი მაშინ თეიმურაზ თუ ასეა მითხარი, რატომ დამსდევს შავი დაბურულშუშებიანი ჯიპი მე?-წინ გადაიწია გაგოშიძე და ჩუმად ამოიჩურჩულა.
-სერიოზულად?
თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია ქალმა.
-უნდა შევამოწმოთ. ადექი გავდივართ-ხმის ამოღების საშუალება არ მისცა ისე ჩაკიდა ხელი ქალს.
-სად მიმარბენინებ ნორმალური ხარ?-სულ ძლივს ითქვამდა ელენა.
-თუ ყველაფერი ისეა როგორც მე ვფიქრობ ძალიან მალე ჯეკპოტი დაგვეცემა მე და შენ-თვალი ჩაუკრა გაგოშიძეს და კარი გამოხსნა ქუჩაში გასასვლელად. კიბეებზე ჩამომავალმა ქუჩას თვალი მოავლო თუმცა საეჭვო არაფერი შეუმჩნევია. მანქანის კარი გაუღო ქალს, შემდეგ კი საჭეს მიუჯდა და ძრავა აამუშავა.
-აქვე ახლოს ერთი კაფე ვიცი. ყავა დავლიოთ და ვისაუბროთ ცოტახნით.
-და სამსახურში ვერ დავლევდით?-წარბი ასწია მისი სიტყვების გაგონებისას გაგოშიძემ.
-ცოტახანს მომენდე კარგი?
-მასე მივენდე ცხოვრებაში ორ კაცს და ორივემ შარში გამხვია-ხელები თავზე შემოიჭირა ქალმა. გაოცებულმა შეხედა მარგიანმა და ქალის სახის დანახვაზე სიცილი აუტყდა-საერთოდ არ გავხარ ჩემი ოცნების ქალს. ოცნების კოშკებს ნუ ააგებ.
-მე კიდე სულ შენნაირ კაცზე ვოცნებობდი-თვალები გადაატრიალა ქალმა.
-ისე ის ქმარი კაი გამოს..რებული გყავდა. რაც მაგისი ვალების გადახდა დაგიჯდა აქამდე ათას კაცს იყიდი.
-მაგ თემის შენთან განხილვას არ ვაპირებ. ატყობ რომ ძველი დაქალივით მესაუბრები? ჩვენ კიდევ ერთმანეთთან 50% გარდა არაფერი გვაკავშირებს-მასთან საუბარი რატომღაც ართობდა ელენას.
-მთავარი ეგაა ჩემო კარგო. ხალხი რას არ ჩალიჩობს ჩემი პარტნიორი რომ გახდეს შენ კიდევ ნახე როგორ გაგიმართლა?!-გაუღიმა კაცმა და მანქანიდან გადმოვიდა-მოდი აქ ისეთ ყავას აკეთებენ გაგიჟდები. სხვათაშორის შენი პრინცის საყვარელი ადგილი იყო.
-აქ ყოველ დილით დავდიოდი-გაოცებულმა მოატარა მზერა თავის საყვარელ კაფეზე ელენამ.
-ხოდა ალბათ ამიტომ-თავისთვის ამოილაპარაკა მარგიანმა და მანქანა დაკეტა. შენობაში შესვლისას ქალს წელზე ხელი მოკიდა.
-რას აკეთებ?-მზერა გაეყინა გაგოშიძეს.
-ანკესი გადავაგდე და ველოდები დიდ თევზს როდის დავიჭერ. ცოტა მაცადე კარგი?-ბუნებრივად გაუღიმა ქალს და მაგიდისკენ მიუთითა.
-ან ყველაფერს ამიხსნი ან აქედან ეხლავე მივდივარ-უკვე ძალიან ბრაზობდა ელენა.
-კაი. ორი ვერსია მაქვს. პირველი:ეჭვი მაქვს რომ გიგლა ცოცხალია და ის გითვალთვალებს და მეორე: სხვა აქვს ეს ეჭვი და ისინი გითვალთვალებენ.
-ღმერთო-პირზე ხელი აიფარა ქალმა. სახეზე ათასმა ემოციამ გადაურბინა. იმის წარმოდგენა რომ გიგლა ცოცხალი იყო სიგიჟემდე უხაროდა.
-და აქამდე რატომ არ გამოჩნდა?-სახე შეეცვალა უცებ.
-არ ვიცი. მე მაინც როგორ არ მენდო მაგაზე ვბრაზობ-შუბლშეკრული საუბრობდა მარგიანი-მისთვის იმდენი გავაკეთე?! ახლაც მოვიფიქრებდი რამეს.
-და რატომ გგონია რომ ცოცხალია?
-სანამ გაქცევას დააპირებდა გითხარი გეგმა დავსახეთქო. ხოდა იმ გეგმის მიხედვით ისეთი საბუთები გავუკეთე რომლითაც ქვეყნიდან გაქცევას შეძლებდა. იმ ღამით გასაღები მივეცი შემნახველი საკნის სადაც ამ საბუთებს ნახავდა.
-მერე-ვეღარ მოითმინა გაგოშიძემ.
-მერე ეგ საბუთები გაქრა. საკანი ცარიელი დამხვდა. ყველას შევამოწმებინე მაგრამ იმ სახელით და გვარით რაც მე გავუკეთე არავის არ გადაუკვეთია საზღვარი. ამიტომ აღარ ვიცი რა ვიფიქრო. იქნებ ის გასაღები სხვას მისცა ან გეგმა გაუმხილა. ვეღარ ვხვდები ვერაფერს. შენ რომ მითხარი მანქანა დამსდევსო მაშინ ვიფიქრე რომ შეიძლებოდა გიგლა ყოფილიყო-დაასრულა თავისი აზრის გამოთქმა თემომ.
-იმ საკანში ფულიც იყო?
-კი საკმაოდ ბევრი.
-მაინც რამდენ ხანს ეყოფა ის ფული?-თვალები მოჭუტა გაგოშიძემ.
-დიდხანს ვერა ალბათ კიდევ ორ-სამ თვეს.
-და ეხლა ცდილობ რომ აეჭვიანო? გგონია ისე გაბრიყვდება რომ მაშინვე გამოჩნდება? ან საკუთარ მეგობარზე იეჭვიანებს?-გაეცინა მის გეგმაზე ელენას.
-შენ ჩემს ძმაკაცს არ იცნობ. დამიჯერე შენს გამო ყველაფერზე წავა. იცი რა დღეში იყო როცა გააცნობიერა რომ სიგიჟემდე შეუყვარდი? შენს კვალს დაყვებოდა სულ. ზეპირად იცოდა სად დადიოდი და რას აკეთებდი.
-ეს ჯანსაღი ურთიერთობა არ არის. ასე ავადმყოფურად არავინ არ უნდა შეიყვარო.
-რას იზავ მას ასეთი სიყვარულის ესმოდა.
-კარგი წავიდეთ მგონი დროა არა? რაღაც უნდა გითხრა ჩემი მეგობრის მოყვანა მინდა ჩემს ფინანსურ მრჩევლად. იმედია წინააღმდეგი რ იქნები არა?-სკმიდან წამოდგა ელენა და გასასვლელად მოემზადა.
-მისმინე ელენა, არის საკითხები რომლის ჩემთან გავლაც საჭირო არაა. მიხარია რომ მკითხე, მაგრამ შენმა მეგობრმა შენთან უნდა იმუშაოს და არა ჩემთან.
-კარგი გასაგებია.
მარგიანმა ქალი კარში გამოატარა. მანქანის კარი გაუღო. სწრაფად შემოურბინა. თავისი მხარე დაიკავა და ნელი სვლით გასწია სამსახურისკენ.
...
-სალ. მომეზადე ჩემო ლამაზო. რა ხდება და ჩემთან მომყავხარ სამსახურში. ფინანსურ მრჩევლად ამყავხარ. კი კი სერიოზულად. დამთავრდა შენი ბონუსებზე პახაობა. მისამართს მოგწერ და როგორც კი შეძლებ გამოდი კაი. მიდი გაკოცე.-ტელეფონი გათიშა და კარში შემომავალ მდივანს ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო.
-რა ხდება ნუცა?
-ბატონმა თემურმა თუ სურვილი ექნება კაზინოების დასათვალიერებლად წავიყვანო.
-კარგი გამოვალ მალე უთხარი-ჩანთას ხელი წამოავლო და კარისკენ წავიდა.
-აბა სად მივდივართ?-კოლიდორში მდგარ მარგიანს გვერდში ამოუდგა
-არ გაინტერესებს რა ქონების მფლობელი ხარ? პასუხად ქალის თავის ქნევა მიიღო მხოლოდ.
-ხოდა წამო მაშინ. მოგატარებ სამივე კაზინო ვნახოთ. დასავლეთში ჩვენი ხალხი მყავს გაშვებული ისინი აკონტროლებენ.
-იცი რა უნდა გკითხო? გიგლა თუ მართლა ცოცხალია ერთ დღეს მისთვის მაინც მომიწევს ამ ყველაფრის დაბრუნება. ხომ ასეა?
-თეორიულად მასეა, მაგრამ მეეჭვება ასე მარტივად გამოჩნდეს. მასზე ძებნაა გამოცხადებული. თავისი ქონების დაბრუნებას თუ მოინდომებს ისევ ციხეში დაბრუნება მოუწევს და ამჯერად დარჩენილზე დიდი ხნით. სიმართლე რომ გითხრა არც ვიცი რა ჯობია-ამოიოხრა მარგიანმა.
-მესმის მაგრამ ჯობია გამოჩნდეს. არ იცის რას ვუზამ თუ გამოჩნდება-წარბი ასწია ელენამ.
-უკვე მეშინია შენი რისხვის -გაეცინა მის რეპლიკაზე თემოს.
...
იმ დღეს ძალიან დაიღალა გაგოშიძე. ერთი ადგილიდან მოერეში უწევდა გადაადგილება. პირველი ეფექტი კაზინოში შესვლისას საშინელი იყო. დაზაფრა იქაურმა გარემომ. აზარტში შესული ადამიანები ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი თანხა გამოეცინცლათ კაზინოს მფლობელებისთვის და ამ ცდაში უფრო და უფრო ბევრ აგებდნენ. სასოწრკვეთილი გამომეტყველებით მჯდარნი ხან ადგილზე ცქმუტავდნენ,ხან კი ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ. ყველაზე მეტად კი იმან გააოცა ელენა რომ ჯერ კიდევ დილის 12 საათი არ იყო და დაწესებულება ხალხით იყო სავსე. შიგნით მყოფნი თითქოს დროის შეგრძნებას კარგავდნენ და გარემოც მაქსიმალურად უწყობდათ ამაში ხელს.
-საშინელი ადგილებია-გულწრფელად ამოთქვა ელენამ როცა საღამო ხანს გარეთ გამოვიდნენ- არ მესმის ასეთ ფულს რა მადლი აქვს. ეს ადამიანები მთელ თავიაანთ ქონებას აქ ტოვებენ.
-კი მაგრამ არავინ აძალებთ შიგნით შესვლას ხომ ასეა?
-კარგი რა თემო. ვითომ ვერ ხვდები რას გეუბნები. ჩემი გამოშტერებული ქმრისნაირი რამდენია? ეგ დაავადებაა და რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტი ადამიანი იღუპავს თავს.
-ალბათ ბევრ საკითხზე მე და შენ ვერ შევთანხმდებით, მაგრამ ახლა იყოს ისე შენ როგორც გინდა. მართლა ძალიან დავიღალე. სახლში გაგიყვანო თუ მიდიხარ სადმე?-გასაღები ხელში აათამაშა მარგიანმა.
-სახლში გამიყვანე მეც ძალიან დავიღალე-მანქანაშა ჩაჯდა გაგოშიძე და ფიქრებით ყოფილ ქმარს გადასწვდა. ზუსტად ამ შენობისა და მისი დაავადების წყალობით დაენგრა ცხოვრება. ახლა კი თავისი ფეხით მოვიდა აქამდე და რაზეც ერთ დროს სხვებს კიცხავდა ზუსტად იგივე უნდა აკეთოს თვითონ. რა უცნაურია ცხოვრება. ნახევარი წლის წინ ალბათ ვერც იფიქრებდა ასეთ სიტუაციაში თუ აღმოჩნდებოდა.
-აქ გაგიჩერო ხომ?-ფიქრებიდან თემოს ხმამ გამოარკვია.
-კი, კი აქ-დაბნეულმა მიმოიხედა, ჩანთას ხელი მოკიდა და ავტომობილიდან გადავიდა-მადლობა თემო ხვალამდე.
-არ გრცხვენია რისი მადლობა-თვალი ჩაუკრა მარგიანმა-მუდამ შენს სამსახურში მიგულე.
გზის გადაჭრას აპირებდა ელენა მთელი სისწრაფით მომავალი შავი ჯიპი რომ დაინახა. წამში იგრძნო როგორ დაასხა ოფლმა. ადგილიდან ვერ იძვროდა მხოლოდ მანქანის ხმა ესმოდა.
-ელენა ფრთხილად!-ავტომობილიდან გადმოსვლა მოესწრო მარგიანს. მისკენ სწრაფად გაიქცა, მთელი სხეულით აეკრო და ტროტუარზე გადაიყვანა.
-ვიღაც ძალიან გავაბრაზეთ და გული მიგრძნობს ძალიან მალე გავიგებთ ვინ-შეშინებული ქალი კორპუსამდე მიაცილა, შემდეგ უკან გამობრუნდა მობილურზე ნომერი აკრიფა და ზუმერის გასვლა დაელოდა.
-კი მე ვარ. შენი დახმარება მჭირდება ადგილზე ხარ? კაი მოვდივარ-მობილური ჯიბეში ჩაიდო და მანქანა ადგილიდა მოსწყვიტა.



№1  offline წევრი ვიპნი

რა ინტრიგანი ხარ :D

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აშკარად ჯიპში გიგლა არ ზის, მოსაკლავად ვერ გაიმეტებდა ელენეს, საინტერესოა გიგლას დის გამოჩენა ❤️

 


№3  offline წევრი Rania

Au ase agar daagviano raaa. Zalian sainteresoaaa. Vitom yofili qmris ambebia tu giglas mtrebisss. Auuuuuu male minda axali tavi
--------------------
Q.qimucadze

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან ბევრი დააგვიანდა ახალი თავის დადებას,რატომ???

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან ბევრი დააგვიანდა ახალი თავის დადებას,რატომ???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent