შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუძლებელი (ნაწილი 8)


18-10-2019, 22:06
ავტორი natuci555
ნანახია 1 100

თემქის აღმართზე ავიდა და თბილისის ზღვის მხარეს გადაუხვია მარგიანმა. დაახლოებით ერთი კილომეტრი იარა და სანაპიროსკენ მდგარ შავ ჯიპს თვალი შეავლო. მანქანა მის გვერდით გააჩერა და გადმოვიდა. მზერა გარემოს მოავლო. კარგად შეღამებულიყო. აქეთ-იქით კანტიკუნტად მდგარ მანქანებს გახედა და ჯიპში მძღოლის გვერდით დაჯდა.
-რაღაც მოხდა ალბათ შენ ისე არ დამირეკავდი-სიგარეტის ღერს მოუკიდა უცნობმა და ფანჯარა ცოტა ჩამოსწია.
-კაი რა ასე მიცნობ? უბრალოდ თემა ასეთია! გაგოშიძეს ვიღაც დასდევს და მაინტერესებს ვინაა-სერიოზული ხმით საუბრობდა მარგიანი-დღეს ლამის გაიტანა მანქანით, იქ რომ არ ვყოფილიყავი ალბათ დაეჯახებოდა.
-რა იყო შენც ხომ არ გევასება ეგ გოგო?-ირონიული სახით გახედა კაცმა.
-ნუ ატრაკებ რა. ძმაკაცის ქალებს არ დავსდევ. ჩემიც ოხრად მყავს.
-მისმინე ძმაო. შენ და შენმა ძმაკაცმა ისეთი ამბები დაატრიალეთ ალბათ ვინმე მთავრობიდანაა. არ ვიცი ან ძველი მტერი. შენ უკეთ უნდა იცოდე. ჩემგან რას ელოდები?
-დიდი კაცი ხარ ჩემო დავით. ამჯერადაც უნდა დამეხმარო და გპირდები სხვა დროს აღარაფერს გთხოვ საშაროს.
-გამაგიჟებთ მე თქვენ რა. ის ჩვენი გამოქლიავებული ჯერ არ ჩანს?
-არა არ ჩანს. არ ვიცი ვი შეიძლება იყოს. ეჭვი გიგლაზეც მაქვს, მაგრამ ელენას რას ერჩის ვერ გავიგე-ხმაში ნერვიულობა დაეტყო მარგიანს.
-კაი ახლა ნუ მაცინებ. ეტყობა რაღაცას მაიმუნობს ეგ გოგო და გაბრაზებულია. არ გახსოვს თეკლას რა უყო?!
-არ ვიცი არ ვიცი. მე კი ძალიან მეფიქრება ამ ამბავზე. შენ მხოლოდ ის უნდა გაიგო მანქანა ვის სახელზეა გაფორმებული. დანარჩენს მე მივხედავ.
-მთელი სამინისტრო უნდა შევაფუცხუნო და მხოლოდო მეუბნები?! ბიჭო ჩვენი ამბავი რომ გასკდეს ხომ იცი სამივეს კაი ხნით გამოგვკეტავენ ციხეში, შენი აზრით ამ ინფორმაციას რომ მოვიძიებ კითხვები არავის გაუჩნდება?!-ანერვიულდა დავითი.
-ყოჩაღი ბიჭი ხარ შენ ძმაო. იმიტომაც ხარ მინისტრის მოადგილე. ამიტომ ასწიე ეხლა ერთი ადგილი და დაეხმარე შენს ბიძაშვილს. ხომ გითხარი სხვა დროს არასდროს აღარაფერს გთხოვთქო-მანქანის კარი გამოაღო მარგიანმა.
-ზოგჯერ როგორ მინდა ფეხებშუა მაგრად ამოგცხო ხოლმე თეიმურაზ. ვეცდები რამე გავარკვიო-გასაღები გადაატრიალა დავითმა.
-გაარკვევ, გაარკვევ დარწმუნებული ვარ-კარი მიხურა მარგიანმა და დაძრულ მანქანას თვალი გააყოლა.
ზღვის ხედს უყურებდა და თან წარსულზე ფიქრობდა. მან და გიგლამ მართლაც რომ ბევრი გამოიარეს ცხოვრებაში. აქამდე მოსვლა ადვილი არ იყო. ბევრი კონკურენტის ჩამოშორება მოუწიათ. ბიზნესის გაფართოებას და სტაბილურობას კი კრიშა სჭირდებოდა ზემოდან. დავით კვარაცხელიაც მათთან ერთად გაიზარდა. თემოსთან სტუმრობის დროს ხშირად ხვდებოდნენ ის და გიგლა. მერე დამეგობრდნენ კიდევაც. ხშირად დადიოდნენ ახალგაზრდები დროის სატარებლად აქეთ-იქით. ერთი ასეთი ქეიფის დროსაც მეამბოხე კვარაცხელიამ უცნობ ბიჭებთან ჩხუბი წამოიწყო. საქმის გარჩევის დროს კი დავითი მძიმედ დაიჭრა. რამდენიმე კილომეტრი არდოტელმა ხელით ათრია სიახლმდინარე კაცის სხეული. თემო იმ პერიოდში თავის უკრაინელი საცოლესთან იყო წასული მის სამშობლოში. როგორც დავითი ამბობდა ძმასავით დაუდგა გიგლა გვერდში და მისი სიცოცხლე მართებდა. ამიტომ დაფიცებული ჰქონდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო მისთვის ყველაფერს გააკეთებდა. ყოველთვის ამბიციური და ახირებული ბიჭი იყო კვარაცხელია და თავისი წვალებითა თუ ცოტა ხელის შეშველებით იმდენი მოახერხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს და უკვე რამდენი წელია ურყევად იკავებდა ამ პოსტს. ზოგი ამბობდა რომ ისეთი მასალები უჭირავს ხელში პენსიაში სანამ არ გავა იქიდან არავინ გაუშვებს მაგასო. ფაქტი კი ერთი იყო დავით კვარაცხელიას მოქმედ მთავრობაში საკამოდ მძიმე წონა ჰქონდა და სიტყვაც ბევრგან ეთქმოდა.
ფიქრებიდან გამოერკვა მარგიანი და საათზე დაიხედა. საკმაოდ დიდი დრო იყო გასული. მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ წავიდა. ახლა მაინც ვერაფერს გააკეთებდა. დავითს დაელოდებოდა და პასუხის გაგების შემდეგ აუცილებლად იმოქმედებდა შესაბამისად.
...
მეორე დილით სამუშაო ადგილზე მისულ ელენას შესასვლელში სალომე ჯოჯუა დახვდა. ქალი ისე გამოპრანჭულიყო იფიქრებდით მოდის კვირეულზე აპირებს გამოსვლასო.
-სალომე აქ ჩვენება კი არ გვაქვს, უბრალო ოფისია გოგო-სერიოზული სახით დაიწყო გაგოშიძემ.
-კაი რა ეხლა არ დაიწყო. აქ სულ ფულიანი ხალხი ტრიალებს ალბათ. უბრალოდ ჩაცმული რომ მოვსულიყავი ყველა დამცინებდა-თავი იმართლა ჯოჯუამ.
-და ის მოგწონს სამუზეუმე ექსპონატივით ყველა შენ რომ გიყურებს?! - ბოლოს მაინც გაეცინა მეგობრის სახის ყურებისას ელენას.
-ნუ მკითხავ! მთელი გზა ტაქსის მძღოლი ჩემს შებმას ცდილობდა. ბოლოს მაგრად გავლანძღე და მოკეტა.
-ეჰ, ასეთ ავს ნეტა შენ ვინ გაგიძლებს-თავი სინანულით გადააქნია ელანამ. შენობაში შევიდა და მეგობარიც თან შეიყოლა.
თავის კაბინეტში შესულმა ჩანთა სავრძელზე დადო. ჯოჯუას ყავა შესთვაზა და მარგიანის მოსვლამდე სიტუაციაში მოკლედ გაარკვია.
-გამარჯობაა!-ოთახში მოულოდნელად შემოვიდა მარგიანი და მეგობრებს საუბარი შეაწყვეტინა.
-გამარჯობა თემო. ეს სალომე ჯოჯუაა ჩემი მეგობარი და ახლა უკვე ფინანსური მრჩეველი-წარუდგინა ქალის თავი მარგიანს.
-მე კიდე ვიფიქრე ახალი პრომო გოგონა ავიყვანეთ-თვალი ჩაუკრა გაგოშიძეს და სალომე ინტერესით შეათვალიერა.
-ბატონოო! ამას ჩემზე ამბობს თუ მეჩვენება?!-ხელი მკერდზე მსახიობურად დაიდო ჯოჯუამ.
-თქვენნაირ ქალბატონს როგორ შეიძლება რამე ეჩვენებოდეს!-ეშხში შევიდა მარგიანი.
-მომისმინეთ პატივცემულო თემურ!-ხმას ოდნავ აუწია ჯოჯუამ.
-სალ,სალ, ხომ არ გავიწყდება სად ხარ და ვის ესაუბრები? თემოს ცუდად არ უთქვამს არაფერი უბრალოდ გიხუმრა. არ გინდა ეხლა ეს კაპასი ქალის როლი კაი. შენ აქ სამუშაოდ მოხვედი-სიტუაციის განმუხტვა სცადა ელენამ.
-მხოლოდ შენი ხათრით იცოდე-თითი მეგობრისკენ გაიშვირა სალომემ.
-რა პატივია! - გაეცინა მარგიანს-წავედი მე ჩემს კაბინეტში, თუ რამე გენდომება შეგიძლია შემაწუხო-ელენას მიმართა. ოთახიდსნ გამოსვლისას კი სალომეს თვალი ჩაუკრა.
-რა თავხედია ღმერთო ჩემო. ვაჩვენებ მაგას ვინაა პრომო გოგონა-სიტყვები გამოაჯავრა ჯოჯუამ კაცს.
-ნუ სწერვობ რა ცუდად არაფერი უთქვამს. დაუმტკიცე რომ მხოლოდ ლამაზი ქალი არ ხარ და შენი საქმის პროფესიონალი ხარ. ჩაცმულობას კი შენს ადგილზე ცოტას შევცვლიდი.
-მთელი დღე ჩემს ჩაცმულობაზე უნდა იღადაოთ ყველამ?!-ტუჩი აუკანკალდა სალომეს-ნეტა საერთოდ არ ჩამეცვა ეს წყეული კაბა.
-კაი ნუ ნერვიულობ. სატირლად კი არ მითქვამს. დღეს გადავხედოთ ყველაფერს და ხვალიდან აქტიურად დაიწყე მუშაობა კარგი? ადრე გავიდეთ. სახლში გაიარე, გამოიცვალე და საღამოს სადმე გავერთოთ კლუბში კარგი?! მომენატრა ჩვენი ძველი გართობები.
-აუ რა გოგო ხარ!-ხელი-ხელს შემოჰკრა ჯოჯუამ-მეთქი რა მჭირდება და ზუსტად თავდავიწყებით გართობა. ოღონდ ეს ხეპრე არსად წამოიყვანო იცოდე.
-არა დამშვიდდი მხოლოდ მე და შენ ვიქნებიტ როგორც ადრე-მეგობარს გაუღიმა ელენამ და მობილური ხელში აათამაშა.
...
-წაგივიდა ფინანსური მრჩეველი? -კარზე დააკაკუნა მარგიანმა. კომპიუტერიდან თავი წამოსწია ელენამ. რაღაცის თქმას აპირებდა კოლიდორში ყვირილის ხმა რომ გაიგო.
-რა ხდება?-ფეხზე წამოდგა და მარგიანს უკან მიჰყვა. დაინახა როგორ ეჩხუბებოდა ახალგაზრდა გოგო მარგიანის მდივანს და რაღაცის ახსნას სთხოვდა.
-კარგი მეგი გამოუშვი-მიმართა მდივანს თემომ.
-ჯანდაბაა. ალბათ შენ ხარ არა ის უცნობი ქალბატონი ჩემი ძმა ასე უცებ რომ გადარია. რა გაუკეთე ასეთი? რაა?ფეხები გადაუწიე? როდის მოასწარი თუ ღმერთი გწამს?თუ დააშანტაჟე?- იტერიკის ზღვარზე მყოფი გოგო ელენასკენ მოიწევდა.
-თაია გეყოფა-კბილებში გამოცრა მარგიანმა.
-რააა? რა მეყოფაა? ამის გამო დამტოვა ჩემმა ძმამ ქონების გარეშე? ისევ ჩემზე რომ იყო ნაწყენი აზრზე ხარ? ტიპმა ცხოვრება და მომავალი დამინგრია და ხმას ისევ თვითონ არ მცემდა. ეს მეყოფაა?უკვე წლებია რომ მინდა პირში მივახალო სათქმელი ეგ? ისევ თვითონ უშველა თავს და მოკვდა.
-თაია აქ ამის ადგილი არაა ხალხი გვიყურებს-მზერა მოატარა ირგვლივ მდგარ ადამიანებზე მარგიანმა, რომლებიც დიდი ინტერესით უყურებდნენ სანახაობას.
-ეხლა კარგად მომისმინე-გაგოშიძეს მიუახლოვდა ქალი და თითი გამაფრთხილებლად დაუქნია. მე ვიბრძოლებ იმისთვის რაც მეკუთვნის. რაც ჩემია. ეს ყველაფერი კონპენსაციაა იმისთვის რაც ჩემმა ძმამ დამმართა და არ მაინტერესებს შენნაირმა კახპამ რა გზებით მოიპოვა ჩემი ძმის ქონება. ბოლოს ყველაფერი მაინც ჩემი იქნება.
სიტყვის დასრულება და სახეში სილის გაწვნა ერთი იყო. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა გაგოშიძე. ცხოვრებაში ასე არავის დაუმცირებია ამდენი ხალხის თვალწინ.
-მეორედ ჩემთან ასე ლაპარაკს კიდევ გაბედავ და უარესს დაგმართებ გაიგეე გატუტუცებულო ბავშვო?! სჯობს საღად აზროვნება ისწავლო და მიხვდე შენმა ძმამ რა, როგორ და რისთვის გააკეთა!-ზურგი შეაქცია თაია არდოტელს და კაბინეტისკენ წავიდა. ოთახში შესულმა თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლებმა მდინარებივით იწყეს დენა. ყველაფერს ტიროდა ერთდროულად. მის ცხოვრებაში დატრიალებულ ყველა ტრაგედიას და ბოლო დროს მომხდარ ამბებს. გული პატარა ბავშვივით ჰქონდა აჩუყებული და დამშვიდების ნაცვლად უფრო და უფრო უმატებდა ტირილს.
-გთხოვ დამშვიდდი კაი? მესმის რც მოხდა შენთვის ადვილი ასატანი არ არის მაგრამ თავი ხელში უნდა აიყვანო-თავზე უცბად წამოადგა მარგიანი. სალფეთქი მიაწოდა და სცადა ცოტა მაინც დაემშვიდებინა.
-არ გინდა რაა! გეფიცები უკვე ძალიან დავიღალე ყველაფრისგან. ამდენს ვეღარ ვუძლებ. თუ შენი დეგენერატი ძმაკაცი ცოცხალია მე შემომაკვდება მეორედ ჩემი ასეთი მდგომარეობაში ჩაგდებისთვის-ცრემლები ხელით მოიწმინდა, ჩანთას ხელი წამოავლო და კარისკენ წავიდა.
-გისმენ დავით-როგორც იქნა უპასუხა ჯიბეში მერამდენედ აზუზუნებულ ტელეფონს-კაი ძმაო საღამოს გნახავ ისევ იქ-მობილური გათიშა და თავის კაბინეტში დაბრუნდა. იმედი ჰქონდა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული ინფორმაციის წყალობით რაღაც კვალს დადგებოდა და ის მაინც ეცოდინებოდა საიდან უნდა დაეწყო ყველაფერი. გული უგრძნობდა დიდი ამბები გასკდებოდა და ამ ამბებს მისი და გაგოშიძეს მომავალთან დიდი კავშირი ჰქონდა.
...
-ასე უსირცხვილოდ იდგა და მლანძღავდა გესმის. მე კი ვერაფერი გავაკეთე გარდა იმისა რომ გემრიელად ვუთავაზე ლოყაზე-კოქტეილს წრუპავდა ელენა და მაღალი მუსიკის ფონზე მეგობარს ყურში ჩაჰყვიროდა.
-დაიკიდე რაა. ეგ ძმაზეა გაბოროტებული და რადგან ის ცოცხალი აღარაა. ცდილობს ყველაფერი შენ გადმოგაბრალოს.
-ამ ყველაფერში ცუდი ისაა რომ ის გოგო რაღაც მხრივ მართალია. რატომ დამიტოვა გიგლა მთელი თავისი ქონება მეე? მისი საყვარლობისთვის. ხომ ასეა? -თავი ჩახარა თვალებამღვრეულმა.
-ნუ გამაგიჟებ ელენა ეხლა რა. უყვარდი ადამიანს და იმიტომ. შეიგნე ეს რა. ვინ უტოვებს უბრალო საყვარლებს ამდენ ფულს?არავინ. შეირგე ცხოვრება რა. წავალ რამე უფრო ძლიერს მოვიტან, თორემ შენ ხასიათს ეს არ შველის აშკარად-ჭიქა უფრო მაღლა ასწია ჯოჯუამ.
მიმავალ მეგობარს თვალი გააყოლა ელენამ და შეამჩნია როგორ დაჟინებით უცქერდა დახლთან მდგარი მამაკაცი მას.
ალკოჰოლით გაბრუებული მეგობრები ენერგიულად ცეკვავდნენ. სასწაულ აღმაფრენას და ენეგიის მოზღავავებას გრძნობდა გაგოშიძე. რამდენი ხანია მსგავსი რამ არ უგრძვნია. სხეულს ისე არხევდა თითქოს ტალღებში ლივლივებდა. სიცოცხლის წყურვილი იღვიძებდა მასში. გვიანი იყო შენობიდან რომ გამოვიდნენ. ალკოჰოლის ჭარბ დოზას ისევ გრძნობდა სისხლში. ტაქსი გააჩერეს. ჯერ სალომე დატოვა და მერე თვითონ წავიდა სახლისკენ.
...
გრძნობდა როგორ ეხვეოდა მამაკაცის ხელები. მის შიშველ სხეულს ეკვროდა და ცდილობდა წუთით არ მოშორებოდა. მისი ცხელი ტუჩების შეხება აგიჟებდა, ყველა წერტილს რომ უკოცნიდა და უფრო ახელებდა. ყოველი მისი ბიძგი სიამოვნების ზღვარს სცდებოდა. არ უნდოდა გაჩერებულიყო. შეშლილივით ბუტბუტებდა ერთი და იგივეს. უფრო და უფრო მომთხოვნი ხდებოდა და თვითონაც ცდილობდა კაცს არ ჩამორჩენოდა. შეშლილივით წამოჯდა საწოლზე. სულ სველი იყო. წყურვილი კლავდა და ყელიც სააინლად უშრებოდა. ასეთი რეალური სიზმარი არასდროს უნახავს. ალბათ ალკოჰოლის ბრალი იყო ყველაფერი. თვალები ნელ-ნელა გაახილა. სუსტი განათების ფონზე ვერ გაარჩია სად იყო, ოთახი არ ეცნო. სხეულს თვალი ჩაატარა და მიხვდა სულ მთლად შიშველი უცხო ადამიანის საწოლში იწვა.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ვეჭვობდი გიგლას დის ასეთ ხმაურიან გამოჩენას. მგონი გიგლაც გამოჩნდა... აბა ვნახოთ რა მოხდება. ❤️

 


№2  offline წევრი tamuna.s

ისეთ მომენტზე გაწყვიტე, ეცლა ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის დადებ. იმედი მაქვს რომ ის უცნობი გიგლაა. როდის ველოდო ახალ თავს?

 


№3  offline წევრი elka popova

,hemdegi rodis daideba???

 


№4  offline წევრი tamuna.s

აღარ აგრძელებ? პასუხი მაინც გაგვეცი

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

გაგრძელება აღარ იქნება? ვერ ვხვდები ეს დაწყებები და მერე გაუჩინარწბები ახალია რამე? კი ბატონო ვკითხულობთ,გვაინტერესებს....ჰოდა გვაღირსეთ....

 


№6  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

იმედია გააგრძელებ, თან ისეთ ადგილზეა შეწყვეტილი :))) გელოდებით მოუთმენლად

 


№7  offline წევრი პერლა

ახალთავს ველოდებიოოო

 


№8 სტუმარი სტუმარი ანა

???? გვიპასუხე მაინც დალოცვილო

 


№9 სტუმარი Tako

Gagrzeleba agar iqneba?

 


№10  offline წევრი jenniferi

ძააან მომწონს ეს ისტორია და აქ არ გაწყვიტო გთხოოოვ რაა persevere heart_eyes

 


№11 სტუმარი სტუმარი ლია

სასწაული ხარ, ჩამოყალიბებული მწერალი.მსუბუქად და საინტერესოდ წერ,

არ გაჩერდე ბოლომდე მიიყვანე ისტორია.❤❤❤❤

 


№12 სტუმარი აზა

ძალიან მაინტერესებს ეს ისტორია გაგრძელდა თუ არა,გთხოვთ მიპასუხოთ და ჩამიგდოთ გაგრძელება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent