შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქ სიტყვები ზედმეტია (მეორე ნაწილი) II თავი


21-10-2019, 20:37
ავტორი meilin
ნანახია 1 274

ძილბურანში მყოფმა ხელი ლოგინზე მოვათათუნე, უსიამოვნო სიცარიელემ გამომაფხიზლა. სწრაფად წამოვხტი და ოთახიდან ოთახში დავიწყე სიარული. სააბაზანოდან წყლის ხმა გამოდიოდა. გულზე მომეშვა, ალექსანდრეს დაკარგვის შიში ალბათ ქვეცნობიერში მქონდა გამჯდარი. ფრთხილად შევაღე კარი და ნელა მივუახლოვდი. ზურგშექცევით მდგარი არაამქვეყნიურ, ზეციდან მოვლენილ ანგელოზს ჰგავდა. ძლიერი მკლავებით ეხებოდა საკუთარ სხეულს, წყლის წვეთები კი ბრილიანტებივით ბზინავდა მის ისედაც იდეალურ სხეულზე. იმისდამიუხედავად, რომ სიგიჟემდე მინდოდა მისი შეხება, ამ სანახაობას ვერ ვწყდებოდი, ვერასდროს ვერ ვწყდებოდი მის ყურებას, ასე მეგონა ჩემ წინ რაღაც არარეალური იდგა, ნელა მივუახლოვდი და უკნიდან მოვეხვიე, შეძლებისდაგვარად მივეკარი და ისე ჩავებღაუჭე, თითქოს მეშინოდა რომ არსად წასულიყო, არ გამქრალიყო, ისე მივეკარი, თითქოს ეს უკანასკნელი შეხება იყო. ისე მივეკარი, თითქოს ეს სიზმარი მალე დასრულდებოდა და იმ რეალობაში დამაბრუნებდა, რომელსაც მე ზოგადად არ ვეკუთვნოდაი.. ჩემკენ შემობრუნდა, ზემოდან დამხედა და მზისფერი თვალები შემომანათა.
- უკვე გაიღვიძე ? ხელები წელზე შემომხვია და თავისკენ მიმიზიდა, ისე რომ მთელი სხეულით მეგრძნო მისი სხეულის თითოეული დეტალი. ხელი ნელ-ნელა ქვემოთ ჩააცურა და ყელზე ნაზად დამიწყო კოცნა. აზროვნების უნარი და ფეხებში ძალა წამერთვა.. დარჩენილი ძალით ჩემკენ მოვწიე.. ხელში ამიტაცა და კედელს ამაკრო, ორივე ხელს შორის მომიქცია, ისევე, როგორც დამფრთხალ ჩიტს მოათავსებენხოლმე გალიაში. ფეხები თავის მკლავებზე გადამალაგებინა. კმაყოფილი, ოდნავ ირონიული და დამცინავი სახით მიყურებდა, რადგან ვერასდროს ვაკავებდი მასთან ჩემს ვნებას, ვერასდროს ვეწინააღმდეგებოდი სურვილს, რომ დამუფლებოდა. წყალი კიდევ უფრო მეტად კვეთდა მის იდეალური ჭრილის ალისფერ თვალებს. მისი ყოველი შეხება თუ გამოხედვა უფროდაუფრომეტად აღმაგზნებდა, ჭკუიდან მშლიდა, მზად ვიყავი ბოლო ხმაზე მეყვირა "ალექსანდრე მინდიხარ, მალე, ნუ მტანჯავ". ის კი ეხებოდა ჩემი სხეულის ყველაზე მგრძნობიარე წერტილებს და მოთმინებით, ზეკმაყოფილებით ელოდებოდა იმას, სანამ არ მივაღწევდი პიკს, ამის შემდეგ კი დაეწაფებოდა ჩემს სხეულს ისე, როგორც მოწყურებული მხეცი მსხვერპლს. მასში ერთდროულად იყო თავმოყრილი ვნება, უხეშობა, სინაზე, ტემპერამენტი, ცეცხლი და რომანტიკა.. მისი ყოველი გამოხედვა, ქცევა, მანერა, თვითონ ალექსანდრე და ყველაფერი მასთან დაკავშირებული იყო ჩემთვის იდეალური, იმდენად იდეალური, რომ არ არასებობდა არაფერი ალექსანდრეს იქით...
არაამქვეყნიერი სიამოვნების შემდეგ ამ სამყაროში დაბრუნება ძალიან მიჭირდახოლმე. ვგრძნობდი როგორ მეხებოდა, მეხუტებოდა ალექსანდრეს ძლიერი სხეული. ხელებით ზურგზე მეფერებოდა, მის ყელში მქონდა თავი ჩარგული და ვცდილობდი მაქსიმალურად შემეგრძნო მისი სხეული. არ მინდოდა გამოფხიზლება, მაგრამ "ამა ქვეყნის" საქმეები მიხმობდნენ..
- მალე უნდა გავიდე, ალექსანდრეს ავხედე და ცეცხლისფერ თვალებში ჩავაცქერდი.
- კარგი მე ცოტა ხნით შხაპის ქვეშ დავრჩები, ტუჩებზე ნაზად მაკოცა, მე კი საშხაპიდან გამოვედი და მზადების პროცესს შევუდექი. ფეხსაცმლის თასმას ვიკრავდი, როდესაც ჩემი მობილური აბჟუილდა. ნომერს დავხედე, უსიამოვნო განცდა დამეუფლა...
- ალო, ვუპასუხე მშვიდად..
- მია როგორ ხარ, სად დაიკარგე? მომენატრე, როდის უნდა მნახო ? გულში ვფიქრობდი "ღმერთო ოღონდ ახლა არა, ჯანდაბა"
- რავი არამიშავს შენ ? ვცდილობდი რაც შეიძლება მშვიდად მეპასუხა. ამ დროს პირსახოცშემოხვეული ალექსანდრე გამოვიდა სააბანაზოდან, მეორე პირსახოცით თმას იმშრალებდა, შევხედე და თვალი სწრაფად ავარიდე, მოუსვენრობა შემეტყო.. ალექსანდრემ ეს შეამჩნია და სრული სერიოზულობით შემომხედა.
- ვინ არის ? ტონიც სერიოზული ჰქონდა.. ვიგრძენი როგორ გადამივიდა ფერი.
- ახლა არ მცალია, მერე დაგელაპარაკები. მობილური სწრაფად გავთიშე და წამოვდექი. ალექსანდრე ავისმომასწავებლად ინარჩუნებდა სიჩუმეს.არც მე ვიღებდი ხმას.. ვგრძნობდი როგორ იძაბებოდა ატმოსფერო. თმის გამშრალება შეწყვიტა, ხელებით მუხლებს ჩამოეყრდნო და დაჟინებით შემომხედა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ან ხმა უნდა ამომეღო, ან რაღაც ძალიან ცუდი მოხდებოდა.
- ჩემი ნაცნობი იყო.. ვუპასუხე ისე, რომ არ შემიხედავს.
- ვინ ნაცნობი ? იმისდამიუხედავად რომ არ ვუყურებდი, ვგრძნობდი როგორ უნკაცრდებოდა სახე. შეხედვის მეშინოდა, მისი ამ სახის დანახვის მეშინოდა, რადგან ვიცოდი, რომ ამას კარგი არაფერი მოყვებოდა.
- არ იცნობ შენ.. აღარ ვიცოდი სად გავმძვრალიყავი.
- ვიცნობ თუ არა ეგ ცალკე თემაა, მე მაინტერესებს შენს სანაცნობოში კონკრეტულად რა ადგილი უკავია მაგ პიროვნებას. მკაცრი, ცივი, დაბალი ინტონაციით მელაპარაკებიდა. ეს არ იყო კარგის ნიშანი.
- არანაირი ადგილი არ უკავია. ძლივს მოვახერხე რომ თვალებში შემეხედა,
- მაშინ საიდან იცნობ ? თვალებში დაჟინებით მომშტერებოდა.
- გავიცანი სანამ შენ ამერიკაში იყავი წასული.
- და რა ტიპის ურთიერთობა გქონდათ ?
- ხანდახან ერთმანეთს ვნახულობდით ხოლმე და დასალევად მივდიოდით.. ჩვეულებრივი ურთიერთობა იყო, არაფერი განსაკუთრებული.
- მაგიტომ გადაგივიდა ფერი რომ ჩვეულებრივი ურთიერთობა იყო და არაფერი განსაკუთრებული ? ტონი უფროდაიფრომმეტად უნკაცრდებოდა.
- ვიცოდი რომ არ მოგეწონებოდა, იმისდამიუხედავად, რომ მართლა არაფერი არ ყოფილა.
- რა არ მომეწონებოდა ?
- ის რო ვიღაც ბიჭთან ერთად თუნდაც დასალევად დავდიოდი.
- ძალიან კარგად ვიცი ვინ არის, რას წარმოადგენს, რა ტიპის ურთიერთობა გწონდათ და რამდენ ხანს.. მშვიდად, აუღელვებლად მესაუბრებოდა. - და რაც არ მომწონს, ის არის, რომ მიმალავ მაგ ყველაფერს და სისულელეებს მებოდიალები.
- ხოდა თუ იცი მაშინ რაღას მახსნევინებ, თუ იცი მაშინ ისიც უნდა იცოდე რომ არაფერი არ ყოფილა და არც არაფერს არ გიმალავ, უბრალოდ საჭიროდ არ ჩავთვალე შენთვის მომეყოლა ყველაფერი ის, რასაც შენ გარეშე ვაკეთებდი, მაშინ როცა შენ საერთოდ არ ფიგურირებდი ჩემს ცხოვრებაში და არც ის ვიცოდი ოდესმე თუ დაბრუნდებოდი. ვერ ვხვდები რატო მელაპარაკები ისე , თითქოს რაღაც დავაშავე.
- გახსნევინებ იმიტომ, რომ გელოდებოდი აქამდე როდის ამოღერღავდი და მიუხედავად იმისა, რომ არ გაგიჩნდა მაგის სურვილი, გკითხე იმიტომ, რომ შენთვის შანსი მომეცა გულწრფელად მოგეყოლა ყველაფერი. მიუხედავად მაგისა, მაინც რაღაცას მიედმოედები და პასუხს თავს არიდებდი, რეალურად მე იმაზე კი არ მაქვს პრობლემა შენ რას აკეთებდი როცა მე აქ არ ვიყავი, არამედ იმაზე, რომ რაღაცეებს მიმალავ და სულ მცირე მე რომ ვინმე სხვისგან გამეგო ეგ ამბავი, დებილივით პირი არ უნდა დამეღო, ამიტომ სულ მცირე ჩემს რეპუტაციაზე უნდა გეფიქრა.
- ვერ ვხვდები საერთოდ რაარის აქ მოსაყოლი, რამდენჯერმე ბარში რო ვიყავი წასული ? შენ რა დამცინი ? აღელვება შემეტყო.
- ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ბარში დადიან დასალევად, ერთმანეთს არ ეუბნებიან მენატრები, პლიუს ამას ნანახი მაქვს თქვენი მინაწერები, ამიტომ ყურებზე ლაფშას ნუ მკიდებ.
- შენ რა ჩემი მობილური გაჩხრიკე ? უკვე ნერვები მეშლებოდა.
- შენი არა, არაც არავისი არ გამიჩხრიკავს, თავისი ნებით მომცა. (რატომღაც არ გამკვირვებია)
- ალბათ ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელე
- სახალხო დამცველის როლს თავი დაანებე, ახლა იმ პოზიციაში არ ხარ, რომ სხვა დაიცვა.
- არ ვთვლი, რომ თავი მაქვს დასაცავი, საერთოდ არ ვთვლი რომ ეგ სალაპარაკო თემაა
- ანუ ახლა ის, რომ ცდილობდი, რომ მოგეტყუებინე, შენთვის პრობლემას არ წარმოადგენს ?
- არ მომიტყუებიხარ, სიმართლე გითხარი, ნაცნობია, არა მეგობარი და არა რამე სხვა.
- ესეიგი ნაცნობებს ეფლირტავებიან ? დაჟინებით შემომხედა.
- რატომაც არა ?
- კარგი მაშინ მეც ძალიან ბევრი ნაცნობი მეყოლება ამის მერე. სმის გაფიქრებაზე ტვინში სისხლი ჩამექცა.
- ნუ გეშლება ის, რომ ეგ ყველაფერი ჩვენს შერიგებამდე ხდებოდა.
- რა ყველაფერი თქვენ ხო არანაირი ურთიერთობა არ გქონიათ?
- ფლირტი ურთიერთობა არც არის.
- ნაცნობიბა ხო არის ?
- ალექსანდრე რატო მალაპარაკებ ამდენს ? პრობლემაა რო ვინმეს ვეფლირტავე სანამ შეენ ჩემ გვერდით არ იყავი ?
- პრობლემა არის ის, რომ ადამიანს, რომელსაც ეფლირყავებოდი და ხვდებოდი, უბრალო ნაცნობს ეძახი და ასე რომ ნუღა ილაპარაკებ ბევრს, ამიერიდან მეც ბევრი ნაცნობი მეყოლება და რადგან ამაში არაფერია ცუდი, სალაპარაკოც არაფერია . სიბრაზისგან სხეული დამეძაბა და ამიხურდახ
- ნუ მიშლი ნერვებს, არაფერი არ დამიშავებია და საერთოდ რატო განვიხილავთ წარსულს?
- იმას განვიხილავთ, რომ შენ მიმალავ რაღაცეებს შენი წარსულიდან მაშინაც კი, როცა გეკითხები და თვალებში მაყრი ნაცარს.
- აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს.
- მაგარი უნამუსო ხარ, თავსაც კი არ გრძნობ დამნაშავედ.
- რაში უნდა ვიგრძნო დამნაშავე, რომ ამდენი ხანი ისევ შენ მიყვარდი ? და ყველაფრის მიუხედავად, რომ უამრავი ბიჭი ცდილობდა ჩემთან ყოფნას, მე მაინც შენ მიყვარდი და არავის ვეკარებოდი, მაგაში უნდა ვიგრძნო თავი დამნაშავედ? ამის მერე თავს აღარ შევიკავებ.. მოთმინების ფიალა ამევსო.
- ამდენი ხანია გელაპარაკები და ერთადერთი დასკვნა რაც გამოიტანე, ის არის, რომ მე პრობლემა მქონდა შენს წარსულზე, მაშინ როცა მე პრობლემა მაქვს შენს გულწრფელობაზე. და შენ თუ ახლა თავის შეკავება გჭირდება რომ სხვად არ შეხედო, შეგიძლია ახლავე აკრიფო შენი ბარგი და წახვიდე შენს ნაცნობებთან.
- მარტო მე ნუ მაბრალებ რო რამეს ვერ ვიგებ იმიტო რომ შენც აშკარად საერთოდ არ გესმის მე რას გეუბნები, ისე ჭრი და კერავ როგორც შენ გინდა და საბოლოო ჯამში არასწორი დასკვნები გამოგაქვს. მივახალე უკმაყოფილოდ და მისი სახლის კარი გამოვიჯახუნე.

***
ადამიანს რეალურად კარგავ მაშინ, როცა ის კვდება" მითხრა ქალბატონმა, რომელიც შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ დეპრესიას ებრძოდა. რა უნდა იყოს ამაზე უარესი ? მართლაც, ერთადერთი რამ, რასაც ვერ გამოასწორებ სიკვდილია. მაინც რამდენი რამის გადატანა შეუძლია ადამიანს, ეს ჩვენი სიძლიერის გამომხატველია თუ ეგოიზმის ჯერ ვერ გამიგია. ძირითად შემთხვევაში ადამიანი მომხდარს ეგუება. ჯერ შოკში ხარ, შემდეგ მომხდარს უარყოფ, გეუფლება ბრაზი და მრისხანება, აგრესია საკუთარი თავის მიმართ, სამყაროს მიმართ, გაქვს სირცხვილის, ბრალეულობის, სასოწარკვეთის განცდა, სიცოცხლე აღარ გინდა, გინდა, რომ ყველაფერი დამთავრდეს, ყველანაირი ტკივილი გაქრეს, მაგრამ არც იმის გამბედაობა გყოფნის, რომ საკუთარი თავი სიცოცხლეს გამოასალმო, ამიტომ ამას აკეთებ წვრილმანებით, რის შემდეგაც ისევ ცოცხალი ხარ ფიზიკურად, მაგრამ მკვდარი ხარ მორალურად. მოდიხარ იმ ადგილიდან, სადაც ყოფნა გინდა, მოდიხარ იმ ადამიანებისგან, ვისთან ყოფნაც გინდა, არ ამბობ იმას, რისი თქმაც გინდა, ირჩევ სიჩუმეს, როცა ტკივილისგან ყვირილი გინდა. ჩვენ გვაქვს მიდრეკილება დავადანაშაულოთ სხვა, როცა რეალურად ყველაზე დიდი ზიანის მიყენება ისევ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავისთვის. გაქვს საშინელი მარტოობის შეგრძნება, გგონია რომ ბოლო ხმაზე ყვირი "მიშველე", მაგრამ შემი არავის არ ესმის, ელოდები თუნდაც ერთ სიტყვას, რომელსაც შენი გადარჩენა შეუძლია, მაგრამ ირგვლივ არავინ არაა, შემდეგ იწყებ ფიქრს . "ნუთუ ასეთი ცუდი ვარ?" "ნუთუ არ ვარ სიყვარულის ღირსი?" "იქნებ მართლა არ ვიმსახურებ არსებობას?", გრძნობ როგორ მიექანები უფსკრულისკენ შენივე ნებით, რადგან არავინ არ არის ისეთი, ვინც გეტყვის "ჩემთან დარჩი, მე შენ მჭირდები" წყვეტ კავშირს სამყაროსთან, გეუფლება უსუსურობისა და უსარგებლობის განცდა, გივარდება თვითშეფასება. როდესაც აღმოჩნდები წყვდიადში, სიბნელეში, იაზრებ, რომ არც სიცოცხლის, არც სიკვდილის, არამედ მარტოობის გეშინია. შემდეგ დგება მომენტი, როცა აღარც მარტო ხარ, აღარც სხვებთან ერთად, უბრალოდ არ არსებობ, რომ შეგეძლოს ალბათ საკუთარ თავსაც მიატოვებდი, ასე ფიქრი ალბათ არის კიდეც საკუთარი თავის მიტოვება... და მაინც, რამდენი რაღაცის გადატანა შეუძლია ადამიანს...


***
- არ დაგავიწყდეს რომ ხვალ 11-ზე შეხვედრა გაქვთ და არ დააგვიანო დირექტორს ხვდებით. მეუბნებოდა ნიკა, რომლიც კომპანიის სიახლეების გამო სრულ აფორიაქებაში იმყოფებოდა ბოლო რამდენიმე დღე.
- ვეღარ გავიგე რამდენი დირექტორი ყავს ამ კომპანიას.
- გენერალური დირექტორი მია, შემომხედა მკაცრი სახით.
- ანუ ის, რომელმაც კომპანია შეისყიდა ?
- კი, ახალი მფლობელი.
- მე მეგონა უბრალოდ შეისყიდა და მმართვობას ვინმე სხვას გადააბარებდა.
- როგორც ჩანს თვითონ აპირებს ყველაფრის გაკონტროლებას, მაგიტომაც გაქვთ ხვალ შეხვედრა, გუშინ დეპარტამენტის უფროსებს შეგვხვდა, ხვალ თანამშრომლებს გაგესაუბრებათ.
- გასაგებია, 11ზე საკონფერენციოში ვიქნები.
- სალომესაც შეახსენე, სადაა მართლა ?
- კლიენტი ყავს, საათს დავხედე - 10-15 წუთში დაამთავრებს.
- შენ მორჩი უკვე ?
- კიი ახალი მყავს და საქმეები მაქვს, წავედი მივხედო.
- მიდი გავიქეცი მეც, ხვალამდე.
- ხვალამდე. ნიკას დავემშვიდობე და კაბინეტში შევედი. ბოლო კლიენტის ჩანაწერს კიდევ ერთხელ მოვუსმინე და მისი პრობლემის გამომწვევი რამდენიმე სავარაუდო მიზეზი ამოვიწერე, შემდეგ სამუშაო გეგმა შევადგინე, სავარაუდო ვიზიტების რაოდენობა ჩავინიშნე და შესაფერისი მიდგომები ავირჩიე. კაბინეტს ვაწესრიგებდი როდესაც სალომ შემოყო თავი.
- მორჩი ?
- კიი თითქმის, როგორ ჩაიარა ?
- რავი ნორმალურად, ძაან პრობლემური ბავშვია მაგრამ შედეგზე ნელ-ნელა გავდივართ. დაიწუწუნა და სავარძელში ჩამოჯდა.
- მთავარი ეგაა, უი ხო, ხვალ 11-ზე ხო გახსოვს ? ნიკამ არ დააგვიანოთო.
- ვიცი მითხრა, საინტერესოა ვინაა ან რა უნდა გვითხრას.
- სავარაუდოდ გეგმებს გაგვაცნობს, გუშინ მოსული ყოფილა განყოფილებების უფროსებს შეხვდა, მე სად ვიყავი ნეტა ვაბშე არ დამინახავს.
- კლიენტი გყავდა ალბათ, არც მე შემინიშნავს ვინმე უცხო.
- ხოდა ხვალ ვნახავთ. შენმა პაემანმა როგორ ჩაიარა ? გავხედე ინტერესეით.
- მშვენივრად, კაი გოგოა, ხანდახან "მოჟნახოლმე" მაგის ნახვა.
- მოკლედ რაა, შენს მაღალ სტანდარტებს ალბათ კაციშვილი ვერ დააკმაყოფილებს.
- რას ვიზამთ.. კაბინეტიდან გამოვედით და წასასვლელად კოვემზადეთ.
- შენ რას შვები დღეს ?
- დაჩი მელოდება, სადმე გავალთ. ამასობაში შენობიდან გამოვედით.
- აჰა, აბა თქვენ იცით, ხვალამდე, დამემშვიდობა სალო და თავისი მანქანისკენ გაემართა. დაჩი მოტოციკლს მიყუდებული, სიგარეტს აბოლებდა და ეშმაკური სახით მაკვირდებოდა. ცალი ხელით ტყავის ქურთუკი მხარზე გადაეკიდა. რომ მივუახლოვდი,ქურთუკი მომაცვა და ძლიერად მაკოცა, თუმცა სწრაფადვე გამეცალა.
- ნამეტანი მოგივა, ირონიულად გადმომხედა და წარბი ამიწია.
- ნუ მიწესებ საზღვრებს! ჩემკენ მოვქაჩე და ისევ ვაკოცე.
- რავი ხადახან მაგის წინააღმდეგი არ ხარ, განსაკუთრებით საწოლში. სარკასტულად ჩაეცინა და კმაყოფილებით სავსე მზერით დამხედა.
- დღეს რას ვაპირებთ ?
- დღეს სანდროს დაბადების დღეა და გავუაროთ, მერე ჩემთან დარჩი.
- დღეს ვერ დავრჩები, ხვალ 11-ზე სამსახურში უნდა ვიყო, ახალ "ბოსს" ვხვდებით და უნდა მოვწესრიგდე. თან მოტოციკლზე შემოვჯექი და ხელები მოვხვიე.
- ვინ ახალი ბოსი ? ეჭვის თვალით გამომხედა, თან მოტოციკლი დაქოქა.
- არ ვიცი, ჩვენი კომპანია შეისყიდა და ხვალ უნდა ვნახო .
- ვაა, საინტერესოა, ოდნავ ჩაეცინა და ადგილს ელვის სისწრაფით მოწყდა.
სანდროს დაბადების დღეზე თითქმის მთელი ამათი საძმაკაცო შეკრებილიყო, გაჰქონდათ ერთი ღრიანცელი, ჩემ დანახვაზე ყველა ერთიანად წამოიშალა და მომესია. ყველას მივესალმე, სანდროს დაბადების დღე მივულოცე და წინასწარ გამზადებული საჩუქარი გავუწოდე. საჩუქარს გაკვირვებით დახედა და თვალები გაუბრწყინდა.
- მე მეგონა არ გახსოვდა.
- ყველას ზოდიაქო მახსოვს, შესაბამისად დაბადების დღეებიც. მერე გახსენი.
- ძალიან დიდი მადლობა.
- მიაა რატო დაიკარგეე?? მოგვიახლოვდა ირაკლი, დაჩის ბავშვობის, უახლოესი ძმაკაცი და სასმელი მომაწოდა.
- ძაან ბევრი საქმე მაქვს სამსახურში და როგორც კი ცოტა მოწესრიგდება სიტუაცია გამოვივლი.
- ხოო შენ სხვებს უმკურნალე და საკუთარ შეყვარებულს არ მიხედო.
- მაგას ფსიქიატრი ჭირდება, გაეცინა სანდროს - ისე დაჩის მარტო ფსიქოლოგი თუ გაუგებდა.
- რაა ?? რაზე ლაპარაკობთ ? გამეცინა
- რაზე უნდა ვლაპარაკობდე ფსიქოპატთან გაქვს ურთიერთობა.
- რავიცი ჩემთან კარგად იქცევა.
- ეგ შენთან თორე შენ არ იცი ამან წინაზე რა გააკეთა...
- რა გააკეთა ? ინტერესისგან ირაკლისკენ მივიწიე.
- ან ბავშვობაში რეები აქვს გაკეთებული..
- ხოდა მითხარი მალე.. რომ დავფიქრდი მივხვდი რომ დაჩიზე თითქმის არაფერი არ ვიცოდი.
- იტოგში ამას წინად საქმეზე რო ვიყავით გასულები..
- ყველაფერმა კარგად ჩაიარა.. მოგვიახლოვდა დაჩი და ირაკლის სიტყვა გააწყვეტინა, თანაც ისეთი თვალებით შეხედა უკვე გასაგები იყო, რომ მაგ ამბავს ალბათ ვერასდროს ვერ გავიგებდი. შემდეგ იმავე სახით მე შემომხედა.
- რა იყო, მაინტერესებს.
- სამწუხაროა, რომ ეგ ინტერესი ყოველთვის ინტერესად დარჩება.
- ნუ მშხამავ, დამშვიდდი არ ვერევი.
- ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ ჩაერევი, მკაცრი ტონით მესაუბრებოდა.
- მაგიტო არ მიკეთებ ხო პიროვნების ტესტებს ? გამეცინა - რატომ არ მაძლევ იმის საშუალებას, რომ უკეთ გაგიცნო ? წამოვდექი და კისერზე ხელები შემოვხვიე. მისგან სრული სიცივე მოდიოდა, თითქოს მეტალის ბარიები ჰქონდა აღმართული, რომელსაც როგორც არ უნდა მეცადა ვერასდროს გავარღვევდი. შავი თვალებით, უცნაური მზერით შემომხედა და წამის მეასედში ჩემს ტუჩებს დაეწაფა.
- როგორ გგონია, ცხოვრებას გაგიმარტივებ ?
- ახლა იმას მეუბნები, რაც სიმართლეა თუ იმას, რისი მოსმენაც მე მინდა ?
- ერთი მეორეს არ გამორიცხავს.. მრავლისმეტყველად გამიღიმა და ისევ მაკოცა.
დაბადების დღიდან მალევე წამოვედით, სახლამდე დაჩიმ მიმიყვანა, გადავივლე თუ არა ეგრევე საწოლში ჩავწექი, ხვალ ადრე უნდა ავმდგარიყავი, პირველივე ჯერზე ვერაფრით ვერ დავაგვიანებდი. დაჩიზე დავფიქრდი, ირაკლის ნათქვამმა ჩემში ძლიერი ინტერესი გააღვიძა. აქამდე დაჩისთან მიმართებაში უფრო გართობაზე და ვნებებზე ვიყავი მიმართული, ახლა კი ძალიან მომინდა გამეგო როგორია მისი ფსიქოტიპი. ვერაფრით ვერ ვიძინებდი, უცნაური მოუსვენრობა მჭირდა, ბოლოს როგორც იქნა ღმა ძილში გადავეშევი, დილით კი მაღვიძარას ხმაზე გიჟივით წამოვხტი. საათს რომ დავხედე 11ის 20 წუთი იყო. "ჯანდაბა ჯანდაბა, მაინცდამაინც დღეეს". გიჟივით დავრბოდი ოთახიდან ოთახში. მაკიაჟი ასეთ მოკლე დროში არასდროს გამიკეთებია. ჭუჭყიანი, ღია ვარდისფერი შარვალი სწრაფად ამოვიცვი, ზემოდან ოდნავ დეკოლტე პერანგი შევარჩიე, რადგან ალექსანდრეს ნაჩუქარი ოქროს ყელსაბამი კარგად შეეხამებოდა, შარვლის პიჯაკი მოვიცვი და კრემისფერი ოდნავ მაღალ ქუსლზე ფეხსაცმელი ამოვიცვი. თმა გაშლილი დავიტოვე, ჩემს კულულებს დიდად დაყენება არც ჭირდებოდა. სახლიდან ლანძღვით გამოვვარდი და ჩემი მანქანისკენ გიჟივით გავრბოდი როდესაც უცბად ვიღაცამ მომქაჩა და გამაჩერა.
- საით გაგიწევია ? ვიცოდი რომ დააგვიანებდი, წამო მოტოციკლით გაგიყვან 5 წუთში იქ ვიქნებით.
- ვაიმეე დაჩიი.... შენ მე გადამარჩინე.
- ეს არ არის პირველი შემთხვევა. მოტოციკლს ისეთი სისწრაფით ატარებდა ზუსტად 5 წუთში ჩემი სამსახურის წინ ვიდექით. ჩაფხუტი მომხსნა და მოტოციკლს მიეყრდნო.
- ძალიან დიდი მადლობა, მართლა გადამარჩინე. მართლა მაგარი ინტუიცია გაქვს.
- ინტუიცია არაფერ შუაშია, სტატისტიკას ვენდე, მნიშვნელოვან დღეებში ყოველთვის რაღაც გემართება. დაჩიმ შენობას მოავლო თვალი, შემდეგ ფანჯრებს დააკვირდა და უცნაურად გაეღიმა.
- რა იყო ? შენობისკენ გავიხედე.
- არაფერი, მიდი საქმეს მიხედე, საღამოს გნახავ. სწრაფად მომწია თავისკენ და ძლიერად მაკოცა, რაც რამდენიმე წამი გაგრძელდა. - წარმატებები შეხვედრაზე, ოდნავ გვერდულად გამიღიმა,მოტოციკლზე შემოჯდა, თვალი ჩამიკრა და ადგილს ელვის სისწრაფით მოწყდა. სირბილით ავედი მეორე სართულზე, საკონფერენციოს კარი ზუსტად 11ზე შევაღე. საკონფერენციოში ფეხი შევდგი თუ არა ადგილზე გავქვავდი.. იმ მომენტში მთელმა სამყარომ არსებობა შეწყვიტა...



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

აუუ რა დროს შეწყდა, და ჩემი ნერვიც გაწყდა. დარწმუნებული ვარ ალექსანდრე დახვდება. მაგრამ ეს დაჩის უცნაური გამოხედვები მაფიქრებს.
იქნებ მალე დადო. როგორ ვამოწმწბ წარამარა საიტს რო იცოდე. გელი მოუთმენლად

 


№2  offline წევრი meilin

სტუმარი ქეთი
აუუ რა დროს შეწყდა, და ჩემი ნერვიც გაწყდა. დარწმუნებული ვარ ალექსანდრე დახვდება. მაგრამ ეს დაჩის უცნაური გამოხედვები მაფიქრებს.
იქნებ მალე დადო. როგორ ვამოწმწბ წარამარა საიტს რო იცოდე. გელი მოუთმენლად

:დდდდდდდდდდ ვეცდები ყველანაირად.. :D <3

 


№3  offline წევრი Maia G.

დაჩი და ალექსანდრე აშკარად ან ერთმანეთს იცნობენ ან გაუგიათ ერთმანეთზე და ვეჭვობ,არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ქონდეთ,ვნახოთ აბა რას გვიმზადებ,მომწონს ძალიან ეს ისტორია ❤

 


№4  offline წევრი meilin

Mai dire mai
დაჩი და ალექსანდრე აშკარად ან ერთმანეთს იცნობენ ან გაუგიათ ერთმანეთზე და ვეჭვობ,არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ქონდეთ,ვნახოთ აბა რას გვიმზადებ,მომწონს ძალიან ეს ისტორია ❤

მადლობა <3
კი იცნობენ, წინა თავში აღნიშნა დაჩიმ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent