შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქ სიტყვები ზედმეტია (მეორე ნაწილი) III თავი


26-10-2019, 18:01
ავტორი meilin
ნანახია 1 273

გაშეშებული ვიდექი და ვუყურებდი როგორ ტრიალდებოდა ჩემთვის ძალიან ნაცნობი სხეული ჩემკენ, იმ მომენტში ჩემი მხედველობის არეალი მხოლოდ ალექსანდრეთი იყო მოცული. გადამავიწყდა, რომ საკონფერენციო დარბაზში ერთ ადგილას გაქვავებული ვიდექი და უამრავი გაოცებული თვალი მომშტერებოდა, გადამავიწყდა, რომ საქმეზე ვიყავი მოსული, გადამავიწყდა, საერთოდ ვინ ვიყავი, სად ვიყავი, რა მერქვა. ვიდექი და ვერ ვაიძულებდი საკუთარ თავს, რომ ნაბიჯი გადამედგა. ვგრძნობდი როგორ ამიკანკალდა სხეული, ჩემმა გულისცემამ და სუნთქვის სიხშირემ მგონი პიკს მიაღწია, მინდოდა, რომ ნაბიჯი გადამედგა, მაგრამ სხეულს ვერ ვიმორჩილებდი, ვერ ვაიძულებდი საკუთარ თავს რომ მისთვის მზერა მომეწყვიტა. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემ წინ, სულ რამდენიმე მეტრის მიშორებით ნამდვილად ალექსანდრე იდგა. შოკირებული ვიდექი და ვაკვირდებოდი მის ყოველ დეტალს. სმოკინგში გამოწყობლი, ნელი, მშვიდი მოძრაობით შემობრუნდა. შავი, ოდნავ მომდგარი შარვალი ეცვა, თეთრი პერანგი მკერდთან შეეხსნა, მის თეთრ კანს როლექსის საათი ამშვენებდა, ოდნავ გრძელი თმა კეფის მიმართულებით გადაევარცხნა, რაც უფრო მეტად კვეთდა მისი იდეალური სახის ნაკვთებს. ფანჯრიდან შემოსული სინათლის ფონზე ნამდვილად ღმერთს წააგავდა მთელი თავისი სიკაშკაშით. თვალებში შევხედე, ყველა მოგონება ერთიანად ამომიტივდა და ფილმის კადრებივით ენაცვლებიდა ერთმანეთს ჩემს გონებაში. მონატრება, ბრაზი, სევდა, მელანქოლია, ყველა ემოცია ერთიანად შემომაწვა. რამდენადაც მინდოდა , რომ შევხებიდი, ჩავხუტებოდი, მეკოცნა, მოვფერებოდი, იმდენადვე მინდოდა რომ შემომერტყა, მეყვირა და მთელი ბრაზი გადმომენთხია. ვუყურებდი ცეცხლისფერ თვალებში და პირიდან ხმა არ ამომდიოდა.. ალექსანდრე მშვიდად, მკაცრად, ოდნავ წარბებშეკრული მათვალიერებდა, სახეზე არანაირი აღელვება არ ეტყობოდა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი გაშტერებული, შემდეგ ოდნავ შესამჩნევად ჩაიღიმა და დაბალი ხმის ტემბრით მომმართა.
- ადგილები გვაქვს და დაიკავე.. სახეზე კმაყოფილება გაუკრთა, თვალები ჯოჯიხეთის ცეცხლივით უელავდა და მშვიდად მელოდებოდა როდის მოვიმოქმედებდი რაიმეს. მისი ხმის გაგონებაზე ჟრუანტელმა დამიარა და უცბად პანიკური სიცილი დამეწყო.არ ვიცი აფორიაქებისგან, სიმწრისგან თუ ჩემი საცოდავური მდგომარეობისგან. ამდენი წელი მხოლოდ ალექსანდრეზე ვფიქრობდი, მენატრებოდა, მიყვარდა და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მისი დანახვა ამ დონეზე გამაცეცხლებდა.
- სერიოზულად ? ვკითხე ისე, რომ სიცილი არ შემიწყვეტია.
- რასთან დაკავშირებით მეკითხები ? გამომხედა ინტერესით,იმისდამიუხედავად, რომ მშვენივრად მიხვდა რაზეც ვეკითხებოდი. თავი გავაქნიე და უახლოესი თავისუფალი ადგილი დავიკავე. წამის მეასედში სალომე ჩემ გვერდით გადმოჯდა, არ შემიხედავს, მაგრამ ვიცოდი, რომ შოკირებული სახით მიყურებდა, ისიც არ ვიცი რა ძალამ მაიძულა რომ საერთოდ გავნძრეულიყავი. ხელი ხელზე დამადო და ოდნავ შესამნჩნევად მომიჭირა, თითქოს მეუბნებოდა "მე შენთან ვარ".
თითქმის 1 საათი გაუნძრევლად, დაძაბული ვიჯექი ისე, რომ სხეულის ტკივილი დამეწყო. ალექსანდრეს 1 საათიანი ლაპარაკისგან არც ერთი სიტყვა არ გამიგია, არაფერი არ მომისმენია, მთელი 1 საათი მისთვის მზერა არ მომიშორებია. ვაკვირდებოდი მის თვალებს, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად ისეთი ნაცნობი და მრავლისმეტყველი იყო ჩემთვის და ნერვები მეშლებოდა დახამხამების დროს დაკარგულ თითოეულ წამზე, თითქოს გაუსაძლის ყინვაში მყოფს უკანასკნელი ნაკვერჩხალი წაგართვეს, ნაკვერჩხალი რომელიც ანათებს და ათბობს, არ მინდოდა, რომ თუნდაც 1 წამით მაინც მოსწყვეტოდა მისი თვალის ფერის ბზინვარება ჩემი მხედველობის არეალს, თვალები, რომლებიც მზეზე უფრო მეტად გათბობს, სინათლეზე უფრო მეტად ანათებს და ცეცხლზე უფრო მეტად გწვავს, მზად იყავი რომ გეყურებნა დაუსრულებლად... ვაკვირდებოდი მის იდეალური ფორმის ტუჩებს, რომელთა წამიერი შეხების გამო მზად ხარ, რომ ყველაფერი დათმო. გვერდით მჯდომ სალომეს ალბათ არაადამიანური ძალით ვუჭერდი ხელს, რომ ტირილი არ დამეწყო. დავინახე როგორ შეწყვიტა მისა ტუჩებმა მოძრაობა და ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა, ამით მივხვდი, რომ თათბირი დასრულდა.
- თავისუფალები ხართ შენ გარდა, კაბინეტში გელოდები 5 წუთში. ალექსანდრემ აუდიტორიას მოავლო თვალი და შემდეგ მე შემომხედა მკაცრი სახით. გული ლამის ფეხებში ჩამივარდა. ნელ-ნელა ყველა გაიკრიფა, ალექსანდრემ სწრაფად დატოვა დარბაზი. დავრჩით მხოლოდ მე და სალომე, რომელმაც სწრაფად წამომაყენა და ჩემს კაბინეტში შემიყვანა. ელვის სისწრაფით ჩანთიდან რაღაც ამოიღო და გამომიწოდა.
- ჯერ ეს დალიე, გამომიწოდა რაღაც ამპულა, რომელიც სავარაუდოდ დამამშვიდებელი იქნებოდა, თან წყალიც მოაყოლა. მექანიკურად გამოვართვი, წამალი დავლიე და მოწყვეტით გადავეშვი სავარძელში. სალომემ რამდენიმე წამი დამაცადა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და ბრაზნარევი ხმით "ორთქლი გამოუშვა"
- პროსტა წარმოგიდგენია რა თავხედია ? თან ბოლთის ცემას შეუდგა. - არა ისედაც ვიცოდი რო ეგეთი იყო, პროსტა ტიპს ის ქორწილის თემა არ ეყო და ახლა აქ აპირებს რომ სიცოცხლე გაგიმწაროს ? ძაან ბევრის უფლებას ხო არ აძლევს საკუთარ თავს? მთელი თავისი მონოლოგის განმავლობაში წინ და უკან დადიოდა, შემდეგ სწრაფად მომიახლოვდა და ჩემ წინ ჩამოჯდა.
- მია აქ ვართ, მომისმინე.. რაც არუნდა იყოს შეეცადე, რომ თავი ხელში აიყვანო, გესმის ? აცრემლიანებულმა გავხედე, რთული იქნებოდა ასეთ დროს თავის ხელში აყვანა.. - გაიხსენე რასაც გეუბნებოდი მთელი ეს დრო, დაანახე, რომ ეგრე არაა როცა მოუნდება გამოჩნდეს და რაც უნდა ის გაგიკეთოს. სად გაქრა შენი ხასიათი ? ყოველთვის იმას აკეთებდი რაც გინდოდა, ხოდა ახლა ყველაზე შესაფერისი დროა რო მაგასაც ანახო, რომ შენ შეგიძლია იმის გაკეთება რისი გაკეთებაც გინდა და შენ არ ხარ ის ადამიანი, რომელზეც მანიპულირება მარტივად შესაძლებელია !! გასაგებია ?
- მართალი ხარ, წამოვდექი მისი მამოტივირებელი ფრაზებით ოდნავ წაქეზებული, - მაგან არ იცის ვისთან აქვს საქმე, მაგას თუ გონია, რომ მთელი ამდენი წელი ტყუილუბრალოდ ჩაივლის, ძალიან ცდება !!!
- ხოდა ძალიან კარგი !!! რამე რო იყოს მეც აქ ვარ. ხელი მხარზე დავსდე მადლობის ნიშნად.
- წავედი მოკლედ
- არ დაგავიწყდეს, რომ შენ ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი ხარ.
- არ დამავიყწყდება, აღარ ვარ პატარა უსუსური გოგო !
- მიდი აბა შენ იცი. კაბინეტიდან გამოვედი და დირექტორის კაბინეტისკენ გავემართე, გული ლამის ამომვარდნოდა.. ნელა მივუახლოვდი და კარზე ფრთხილად დავაკაკუნე.
- შემოდი. გამომძახა მკაცრი, ოფიციალური ტონით. ოთახში შევედი და რამდენიმე მეტრის მოშორებით გავჩერდი.
- დაჯექი, მომმართა ისე, რომ არ შემოუხედავს. მის წინ, სკამზე ჩამოვჯექი, ფეხი ფეხზე გადავიდე და შეძლებისდაგვარად მკაცრი სახით შევხედე.
- რამე სასაცილოდ გეჩვენება ? შემომანათა მზისფერი თვალები, თან წარბი იდნავ ამიწია.
- მე ის უფრო მიკვირს შენ რომ არ გეჩვენება. ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
- დავიწყოთ იმით, რომ "თქვენ ბატონო ალექსანდრე", რადგან თავს ვერ იმშვიდებ, გასწავლი სამსახურეობროვ გარემოში როგორ უნდა მოიქცე, ჩემს წინა თანაშემწეს ფეხი აქვს მოტეხილი ჩემი დავალების შესრულებისას და რადგან მაგდენი დრო გაქვს, რომ იხითხითო, მის მოვალეობას შენ შეასრულებ. ცხვირწინ დამიხეთა უზარმაზარი ფაილი, სადაც დღის გეგმები იყო ჩამოწერილი. ფაილს შევხედე, შემდეგ ალეწსანდრეს გავხედე და მშვიდად განვაგრძე საუბარი.
- ანუ თვას ვიკატუნებთ, რომ ახლა კოლეგები ვართ ? ხმაში ირონია შემეპარა. ჩემდა გასაკვირად უცნაურად მშვიდად ვგრძნობდი თავს, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემ რამდენი წლის უნახავ ალექსანდრეს ვესაუბრებოდი.
- სამსახურში პირად ცხოვრებას არ ვურევ და შენ თუ ეგრე გააგრძელებ, მოგიწევს მაგიდის დაცლა და აქედან წასვლა ჩემი რეკომენდაციით, რომლითაც აღარავინ აღარ მიგიღებს სამსახურში, ბენზინგასამართ სადგურზეც კი, ყველაფერი გასაგებია ? მკაცრად გამომხედა და დაჟინებით ჩამაცქერდა.
- ანუ ახლა მემუქრები კიდეც ? ოდნავ ჩამეცინა - ანუ ჩამოდიხან არსაიდან, მოდიხარ არსაიდან, ხდები ჩემი უფროსი არსაიდან და კიდე მემუქრები ? რა ჯანდაბას აკეთებ საერთოდ ? ხმაში გაბრაზება შემერია.
- დავიწყოთ იქიდან, რომ მე და შენ არაფერი გვაკავშირებს, აქდან გამომდინარე საიდან, ეგ შენი საქმე არ არის, მერე მეორე, მე ეს კომპანია ვიყიდე იმიტომ რომ, მაქვს ჩემი საქმე და გეგმები მერე მესამე, მე ვარ ამ კომპანიის უფროსი, აქედან გამომდინარე შენი უფროსიც, მეორედ თუ გაბედავ, არაფორმალურად მომმართო და დამისვა კითხვები, რომლებიც სამსახურს არ ეხება, ვიზრუნებ, რომ სხვა მეთოდებით გასწავლო სამსახურეობრივი ეთიკა. ყველაფერი გასაგებია ? მელაპარაკებოდა ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.
- შენი გეგმები რომ გაქვს, მაგას უკვე მივხვდი, და გეთანხმებით "ბატონო ალექსანდრე", ეს სიტყვები მეტი ხაზგასმით წარმოვთქვი - მე და თქვენ არაფერი გვაკავშირებს გარდა სამსახურისა, ყველაფერი გასაგებია.
- ისევ "შენი" ახსენე, პრობლემა არ არის, მაგის გამო ამ თვეში ხელფასის 75 % ს გაკლებ, ჩემი დრო ფულია, ნუღა მაკარგვინებ და საქმეს მიხედე. ნახევარ საათში მთელი ეგ ფაილი წაკითხული გქონდეს და შეუდექი მაგ მითითებების კეთებას. გასვლისას კარი გაიხურე ფრთხილად. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ კარის გაჯახუნებას ნამდვილად ვაპირებდი, ბოლო სიტყვას მეტად გაუსვა ხაზი. ფაილს უხეშად დავავლე ხელი და ოთახიდან სწრფი ნავიჯით გამოვედი. რამდენიმე წამი ადგილზე ვიდექი და ცოფებს ვყრიდი, შემდეგ კაბინეტში შევედი, სადაც სალომე მელოდებოდა და ფაილი უხეშად დავხეთქე მაგიდაზე , რასაც ალექსანდრეს რამდენიმეწუთიანი ლანძღვა მოჰყვა. სავარძელში ჩავჯექი, სახეზე ღიმილი გადამეფინა, სალოს გავხედე.
- ისევ ვუყვარვარ. ყველაფრის მიუხედავად უზომი კმაყოფილებას ვგრძნობდი, არსებობენ ისეთი კატეგორიის ადამიანები რაც უფრო მეტად უყვართ, მიტ უფრო მეტად რომ ამწარებენ, თანაც, რაცარ უნდა იყოს ალექსანდრეს მაინც კარგად ვიცნობდი..
- რა თქმა უნდა, უყვარხარ, აბა სხვა რისთვის ჩამოვიდოდა ? ან რა ჯანდაბად უნდა ეს კომპანია ?
- ეგ არ აძლევს იმის უფლებას, რომ მასე მომექცეს, არ ვაპირებ, რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც ადრე, როცა მსგავსი რაღაც ხდება, შემდეგ აღარაფერი აღარ არისხოლმე ისე, როგორც ადრე.. გარდა იმისა.
- ხო მაგრამ, ალექსანდრესთან ურთიერთობა ყოველთვის ჯოჯოხეთია
- ალბათ მაგიტიმაც შემიყვარდა.
- მაზოხისტი ხარ.
- კი რთულია, არ დაგინდობს, გაგტანჯავს, გაგამწარებს, მაგრამ ამავდროულად უზომოდ ეყვარები, გიერთგულებს და თუ საჭირო იქნება თავსაც გაწირავს.
- ხოო, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს ორი მხარე აქვს. წავედი მივხედო საქმეებს, მთავარია უკეთ ხარ.
- კი, მადლობა, მეც ბევრი საქმე მაქვს, მზერით 2 ტონიან ფაილზე ვანიშნე. სალოს გაეცინა.
- ეჰ დაიწყო მეორე რაუნდი. წარმატებები, სიცილით გაიხურა კარი. მაგიდასთან მოვკალათდი, ღრმად ჩავისუნთქე და ფაილი გადავშალე, ვიცოდი, რომ იქ რაღაც ნერვებისმომშლელი დამხვდება, მაგრამ ალექსანდრეს დღის გეგმამ, მოლოდინს გადააჭარბა. რამდენი წუთი უბრალოდ ვიცინიდო იმდენად აბსურდულად და განუხორციელებლად მიმაჩნდა იმ ყველაფრის გაკეთება, რაც მანდ ეწერა, ვეღრ ვხვდებოდი თერაპევტი ვიყავი, მისი თანაშემწე თუ მოსამსახურე. ჩამონათვალს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი, რომ დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ ნამდვილად არაფერი მეშლებოდა.

06:30 - კაპუჩინო დარიჩინით და კარამელით, (90 გრადუსი) ტკბილი, მორეული, გაწმენდილი ჭიქით და თეფშით , ტილოს ხელსახოცით.
ომლეტი, რომელიც გადაკეცილია ზუსტად შუაზე , გვერდით პარალელურად, ზედ მოყრილი ცოტა კამა განაწილებული მთელ ფართობზე შეფ გუსტავის რესტორნიდან, 4 ნაჭერი მწვანე ვაშლი რომელსაც არ უნდა ჰქონდეს წყლის წვეთები. ეს ყველაფერი ალეწსანდრეს მაგიდაზე. ასევე
გამზადებული წინა დღის ხარჯთაღრიცხვა,
უპასუხოდ დატოვებული ზარებისა იმ პიროვნებების ჩამონათვალი, რომლებსაც შემდეგ დღეს დალაპარაკებაზე შეუთანხმდა,
1 ფაილი , ადამიანების მოკლე ბიოგრაფიებით, ფოტოებით, რომლებსაც იმ დღეს უნდა შეხვდეს, დალაგებული შეხვედრების მიმდევრობებით, დროით და ადგილით,
14:00 - სტეიკი, კარგად შემწვარი, 40 გრადუსი, ბარბიქუ სოუსი ცალკე ჭურჭელში, ახალი თეთრი ტილოს ხელსახოცი გაპრიალებული დანა-ჩანგლით, წითელი ღვინო, ბაგეტი ხრაშუნა და თბილი, დაჭრილი თანაბარი ზომის ნაჭრებად,
დარჩენილი გეგმების გაცნობა.
16:00 - ქიმწმენდიდან ტანსაცმლის წაღება მის სახლში. ოფისში დატოვებული სმოკინგის დაუთოება და ფეხსაცმლის გაპრიალება. ( რომლებიც "ზაპასკად" აქვს დატოვებული კრიტიკული შემთხვევისთვის), ასევე დარჩენილი გეგმების მოხსენება.
18:00 - სპაგეტი ლუიჯის რესტორნიდან მთავარი შეფის მიერ მომზადებული, ესთეტიურად განლაგებული ბურთულებით, თეთრი ღვინო, ბანანი, ჰოლანდიური ყველი, რომელიც 4 წახნაგოვან პირამიდებადაა დაჭრილი, ცენტრში ჩხირით, ყურძენი, რომელიც ულამაზო
მარცვლებისგან გაფილტრულია.
20: 00 - ცხელი შოკოლადი 95 გრადუსი მარშმალოთი, დიდი ფინჯნით, ტკბილი, ასევე გარშემო შოკოლადის ფილებით მოლამაზებული ესთეტიურობისთვის ნამცეცების გარეშე და გვერდით მოყრილი დარიჩინით არომატისთვის.
პოსტ სკრუპტუმად მითითებული იყო, რომ საჭმელთან შეხება მხოლოდ მე მომიწევდა.
10 წუთიანი მედიტაცია ჩავიტარე, რადგან დამამშვიდებელი ვეღარ დამეხმარებოდა. "ეშმაკი ატარებს პრადას" მონაგონი იყო მის არაადამიანურ მითითებებთან შედარებით. მეორე დღისთვის მოხსენება გავუმზადე სატელეფონო ზარებით, ბიოგრაფიებით, ფოტოებითა და შეხვედრების განრიგით. ამის შემდეგ მოსაცმელი და ჩანთა ავიღე და კაბინეტიდან გამოვედი. ჰოლში ალქსანდრეს გადავეყარე, მშვიდად, მედიდური მზერით მოაბიჯებდა. გამომწვევი, ირონიული და დამცინავი სახით შემომხედა. უზომო კმაყოფილებას გრძნობდა, აშკარად მეუბნებოდა, რომ "ეს მხოლოდ დასაწყისია" და წინ უარესი მელის. სულ მცირე ჩემი 4 წლიანი ბაკალავრი, 2 წლიანი მაგისტრატურა და კიდევ დამატებული სადოქტორო კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა და შეიძლებოდა, რომ ვეღარასოდეს ვეღარ შემძლებოდა ჩემი პროფესიით მუშაობა, გარდა ამისა ჰქონდა გავლენა და ძალაუფლება, რომელიც შეეძლო ნებისმიერ დროს გამოეყენებინა ჩემ წინააღმდეგ. არ ვიცი რისი იმედი მქონდა, როგორ უნდა გამეწინა წინააღმდეგობა, ჩვენს ძალებში აშკარად დიდი განსხვავება იყო, დაახლოებით ისეთი, ძლევამოსილი ლომის წინ მდგარი შეშინებული, დამფრთხალი ჩიხუახუა. რა უსუსური ხარ ადამიანო, მერამდენედ, თანაც ეს ის მომენტია ვერც მყარი მირალური ძალა და ვერც ძლიერი სულისკვეთება რომ ვერ გიშველის, მაგრამ მაინც რომ ფართხალებ. შენობიდან ერთად გამოვედით. გარეთ დაჩი მელოდებოდა, სწრაფი ნაბიჯით გავემართე და ძლიერად ვაკოცე. ალექსანდრე რამდენიმე წამში მოგვიახლოვდა.
- ასე ადრე გადიხარ ? მკითხა ისე, რომ დაჩისთვის არც შეუხედავს.
- ჩემი სამუშაო დრო ამოიწურა.
- როგორც თერაპევტის კი, როგორც ჩემი თანაშემწის არა, ყველაფერი გააკეთე ? დაჩის არსებობას არც იმჩნევდა. დაჩიც მშვიდად ელოდებოდა როდის მოვრჩებოდით საუბარს.
- თითქმის.
- მე გითხარი "თითქმის" გააკეთემეთქი ?
- ანუ სამუშაო საათები მემატება ?
- არა თუ მოასწრებ სამუშაო დროში, ახლავე აბრუნდი და დაამთავრე და გაითვალისწინე, რომ უცხო პირების შესვლა შენობაში აკრაძალულია ასე რომ ღამე მშვიდობის. მკაცრი ტონით მომახამა და სწრაფად გაგვეცალა. სახეზე ალმური ამედო, დაჩის გავხედე.
- დამშვიდდი, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ამდენი საქმე მოგაყარა და ცდილობს პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ დაგიტოვოს, აშკარად ეს უფრო გამწარებულია, მაგრამ საბედნიეროდ 24 საათი სამსახურში ყოფნა არ მოგიწევს, ასე რომ ეგ ჩვენ ხელს ვერანაირად ვერ შეგვიშლის. ნელა მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა.
- მაპატიე.
- საქმეს მიხედე, სახლში დაგელოდები, არ ინერვიულო რამეს მოვიფიქრებთ.
კაბინეტში ავედი და საქმის კეთებას შევუდექი. "მე და შენ მხოლოდ სამსახური გვაკავშირებს" ჩავილაპარაკე ჩემთვის და საქმის კეთება განვაგრძე...



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ვაიი, ბოლი მე გამოვუშვი ყურებიდან მიას მაგივრად. მინდა რომ მივნაყო ეგ ალექსანდრე. ახლა არ დაჩლუნგდეს ეს გოგო და გაამწაროს ეგ ეშმაკირქებიანი ალექსანდრე, მეტი არაფერი მინდა.
აუუუ როგორ მომწონს დაჩი. მაგრამ საერთოდ არ მესმის რა შეიძლება მოხდეს მომდევნო თავებში. დამოკიდებული გავხდი ამ ისტორიაზე, ნარკოტიკივითააა. არ დააგვიანო გთხოოოოოვ

 


№2  offline წევრი meilin

სტუმარი ქეთი
ვაიი, ბოლი მე გამოვუშვი ყურებიდან მიას მაგივრად. მინდა რომ მივნაყო ეგ ალექსანდრე. ახლა არ დაჩლუნგდეს ეს გოგო და გაამწაროს ეგ ეშმაკირქებიანი ალექსანდრე, მეტი არაფერი მინდა.
აუუუ როგორ მომწონს დაჩი. მაგრამ საერთოდ არ მესმის რა შეიძლება მოხდეს მომდევნო თავებში. დამოკიდებული გავხდი ამ ისტორიაზე, ნარკოტიკივითააა. არ დააგვიანო გთხოოოოოვ


ძალიან დიდი მადლობა <3 ყველანაირად ვცდილობ რომ მალ-მალე დავდო ჩემი არაადამიანური გრაფიკის მიუხედავად :დდდ ვეცდები დიდხანს სრ გალოდინო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent