შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცდაერთი გრამი (სრულად)


27-10-2019, 20:13
ავტორი ტურაგო
ნანახია 3 790

√ მშვიდი-გაზაფხულის საღამო. ღრუბლები გაურეკავს ლურჯ ცას თავისი სივრციდან. ღია სარკმელთან რაფაზე ხელისგულებ დაბჟენილი და სახემოღრეცილი ვცდილობ სადღაციდან მოვარდნილი ყვავილების სურნელით ჩავანაცვლო ჩემს ირგვლივ ოთახში არსებული ჰაერი... ხელები რაფიდან დაბლა ჩამოვყარე-უღონოდ. წინასწარ გავხედე მცირე გასავლელ მანძილს ჩემიდან სკამამდე, წავედი მისკენ. საზურგეზე ჩამოკიდებული ჩანთიდან თაბახის ფურცლები ამოვიღე. შავ ფანქარს თითებს შორის ვიტრიალებ, შუბლზე ვიკაკუნებ და კბილებსაც ვერ გაურბის იმისი ბოლო, თითქოს აქაოდა ველოდები როდის აგრძნობინებს ჩემს თითებს რომ ხატვა ისწავლეს... თავს უკან ვაგდებ, თვალებს ვხუჭავ, სახით ჭერს ავყურებ. ფილტვებამდე შემაჟრჟოლებლად ღრმად გადაეშვა პალატაში არსებული წამლების სუნით გალუმპული ჰაერი. სიბრაზე ვიგრძენი რაზე ან ვისზე თავადაც ვკითხე საკუთარ ფიქრებს.
ფანქარი თითებს შორის გამისხლტდა, თვალები გავახილე, აბრჭყვიალდა შუქის ნათება, თვალის ჭრილები დავავიწროვე და გამოკრთობილი შუქის პატარა ბურთულაკები თითქოს წამწამებზე დამეკიდნენ მძივებად. თეთრ ფურცელს დავხედე, ფანქარს თითებით დავეწაფე და დასახატად გავემზადე... ვაცქერდები საწოლზე უშფოთველად მწოლიარეს. გრაციოზული თითები ბუმბულივით მსუბუქად დაჰფენილან თეთრ ზეწარს. მინდა ფურცელზე დავიტანო იმისი სახის ნაკვთები, რა ხანია აღარ შემოუხედავს მრავლისმეტყველი, ჩანისლული თვალებით... მე რომ ხატვა შემეძლოს, ჰო რომ შემეძლოს ამ ყველაფერს უთუოდ ავსახავდი ისე როგორც მას შეეძლო, მაგრამ მე უნიჭო შავი ხაზებით არ ვაცდი ფურცელს თავისუფლებას.
თეთრი ფერი არასდროს მომწონდა, სიცივის შეგრძნებას მიღვივებდა და ახლა როცა პალატაში სიმარტოვე ისახება ამ თეთრ ოთახში, გონებას მოგონებებში სახეტიალოდ ვაგზავნი ხშირად...
მოგონებებს ღიმილით ვიწყებ
''''

იანვარი შემობიჯებამდე დღეებს ითვლიდა. რომ არა სასწავლებელი ალბათ გარეთ ცხვირსაც არ გამოვყოფდი დილა ადრიან. ვცდილობ ხოლმე ზამთარს ოთახის თბილ კედლებში დავემალო.
დეკემბრის ოცდაშვიდში დილით აღარ თოვდა. აწითლებული ცხვირით გაჩერებასთან ტრანსპორტს ველოდებოდი, როგორც კი მოვიდა სწრაფად ავაბიჯე და ბოლოში წავიწიე ადგილის დასაკავებლად. მზე ისე სცემდა სანახევროდ დაბურულ მინას რომ მასში ჩემი თვალები და აწითლებული სახის ანარეკლი გადარბოდა ხოლმე. როცა მზერით მინის გარეთ ვაღწევდი გავყურებდი რაოდენი სისწრაფით ვიტოვებდით უკან მაღალ ხეებს, შენობებს და მათ თვალთვალში მზის შუქმა ჩემს გასწვრივ მჯდომის თითების გამოსახულება მოიტანეს მინამდე, მაჯები წინა სავარძლის საზურგეზე გადაეკიდა და ნიკაპით მათზე დაყრდნობილიყო... მე კი ვხედავდი როგორ ილანდებოდა იმისი თხელი, სწორი თლილი თითები, მომხიბვლელად ამობურცული ვიწრო ძარღვებით, როცა მინიდან გაქრა, ინსტიქტურად მივიხედე, იმანაც შემომხედა... რამდენიმე წუთში წამოდგა და გაეცალა მარშრუტს.
ერთი ჩვეულებრივი დღის, წამების ფაქტი დაერქმეოდა იმ მომენტს ალბათ და წარსულშიც გადაიკარგებოდა ისე რომ შესაძლოა ვეღარასდროს ამოტივტივებულიყო რომ არა მეორე დღის შემთხვევითი გადაყრა კვლავ მასზე.
მაგრამ იქნებდა შემთხვევით მართლაც არაფერი ხდება ამ ცხოვრებაში და თითოეული ფაქტი გვეძახის გავიგონოთ, დავინახოთ მინიშნებები მათში.
იმ დღეს მე გონების მხიარულებას ავყევი, პირველად მომინდა ზამთრის ცივ დღეს ფეხით მეხეტიალა. იმავე ქუჩამდე ჩავედი სადაც გუშინ ბოლო გჩერება დაარქვა უცნობმა ახალგაზრდამ. რამდენჯერმე ავრიე ნაბიჯები ბოლთის ცემის მსგავსად ერთადგილას, ვერა და ვერ ვუგებდი აზრებს რა უნდოდათ და უცებ მე გადავაწყდი ფართო მინის ვიტრინებს მიღმა გუშინდელ სახეს! ხომ არ მეშლებათქო გავივლე ფიქრად, წავიწიე, დავრწმუნდი რომ სწორედ ის იყო.
"სახელოსნო დამწყები მოქანდაკეებისთვის" ჩავიბუტბუტე წარწერა კარს ზემოთ. შემდეგ ისევ დაბნეულ ხედვას აღარ ვაშორებდი მას. ისე ჩანდა თითქოს მინები ამ სუსხისგან შექმნილი ყინულის თხელი გამჭირვალე ფენები იყო, ის კი შიგნით გამომწყვდეულს ჰგავდა.
გულის ინსტიქტები როგორი თამამია ხანდახან, გამითამამეს ნაბიჯები, როცა კარი შევაღე და შუახნის სასიამოვნო სახის ქალბატონმა ღიმილით მკითხა "შემიძლია დაგეხმარო" მერეღა მივხვდი სადაც ვიდექი. წეღანდელი ჩემი დაკვირვების ობიექტი ახლა მე მხედავდა. სიცივისაგან აწითლებულ სახეს დარცხვენილობის ალმურიც შეემატა, უარყოფის ნიშნად თავი გავიქნიე და გარეთ გამოვვარდი აჩქარებული ნაბიჯებით.
გონება გააჩუმა გულმა. სასწავლებლიდან გამოსული სადღაც ოცი წუთი ყოველთვის იგივე ადგილის მოპირდაპირედ ვიდექი და დაფიფქული ხეების ქვეშიდან ვცდილობდი მისთვის თვალის შევლებას. იანვრის ოთხში თოვლმა გულუხვად დაგვასაჩუქრა. ნაბიჯებ ქვეშ ვაჭრიალებდი იმავ ადგილას მდგარი ფიფქების გროვას როცა ტელეფონმა დამირეკა, ზურგი ვაქციე მინებს... საუბარს მოვრჩი, მოვტრიალდი, მოულოდნელობის ელდა მეცა, ცივი ჰაერი გადამცდა ყელში, თურმე გული საკმაოდ მშიშარა ყოფილა ისეთი სიძლიერით მოჰყვა ფართხალს მეგონა ჩემს წინ მდგომსაც ესმოდა.
გვერდულად, მსუბუქად გაიღიმა, თვალებში მიყურებდა და კიდევ უფრო მაბნევდა. ლამაზად მოხატული მუყაოს ჩანთიდან თეთრი ხელთათმანები ამოიღო, ცისფერი პატარა ფიფქებით მოქარგული, გაყინული ხელებით გამომიწოდა. იმ წამებში ვფიქრობდი მეტყველების უნარი წამართვესთქო, რადგან სიტყვებისაგან დამეცალა ცნობიერება... ასე გაშეშებული რომ ვიდექი თავად წამოიწია, თხელი თითებით აიტაცა და გამომიწოდა
-ქალაქში ცივა, რატომ იყინები? თქვა და სიტყვებს პირიდან მხიარულად დაგრაგნილმა თბილმა ორთქლმა გამოასწრო.
-მე, მე ვერ ვიგებ რას ნიშნავს ყოველივე ეს? როგორც იქნა აკანკალებული ხმით ვკითხე და თვალების უაზროდ ცეცებას მოვყევი
-ეს მე ვერ ვიგებ (თქვა და ღიმილშეპარული სახით განაგრძო) ნუთუ მთელი ეს დღეები აქ ჩემს გამო ხარ?
რათქმაუნდა ვერაფერი ვუპასუხე, თავი ჩავკიდე და წასასვლელად გადავდგი ნაბიჯი, მაგრამ გზა გადამიღობა, საჩუქრისთვის ხელები ჩამაჭიდინა, თვითონ კი მკლავები ზურგს უკან დაიწყო ჩემს ირგვლივ ღიმილით წრე შემოკრუგა და მითხრა:
-იმედია არ ვცდები და თუ კი შენი აწითლებული ცხვირის მიზეზი მე ვარ, მცირე წვლილს შევიტან შენს გათბობაში.
მერე კარები გაიღო, ვიღაცამ ხელი დაუქნია,წასვლა მოუწია "იმედია კიდევ შევხვდებით და გავიგებ რით მერგო ასეთი პატივი" თქვ, ისევ გაიღიმა და გამეცალა. კარგა ხანი დამჭირდა გამეგო რა მოხდა ჩემს თავს, გაოგნებული და ცოტა არ იყოს გახარებული მივაბიჯებდი შინისაკენ. ხელთათმანებს ისე აღვიქვამდი თითქოს მისი ნაწილი იყო, მე მანდო და უნდა მოვფრთხილებოდი, როცა ვეხებოდი იმის ფიქრიც კი სასიამოვნო ხდებოდა რომ წარმოვიდგენდი ამ ცოტა ხნის წინ მისი ხელები ეხებოდნენ ამ უკვე ჩემს ნივთს.


დიდი დრო არ დაგვჭირვებია გაგვეგო რას ნიშნავდა ჩემთვის ის და თავის მხრივ რას ვნიშნავდი მე მისთვის... არაფერი შეედრება იმ დღეების გახსენებას როცა მაგონდება როგორ პატარა ბავშვებივით ვთამაშობდით თოვლში, ის რაღაცეებს "აქანდაკებდა" თოვლისაგან "ასეთ სახლს ავაგებთ" სიცილით იტყოდა, "ასეთი ეზო გვექნება" მერე კი მის ნაჩუქარ ხელთათმანებიან ხელებს ჩავჭიდებდი და ვცდილობდი გამეთბო. ერთ დღეს თოვლისაგან პატარა მთა შეაკოწიწა, მომიტრიალდა და მითხრა "იცოდე ჯვარს მყინვარწვერზე დავიწერთ" ეს სიტვები იმდენად ამაღელვებელი და მოულოდნელი იყო ცრემლები თავისთავად დაეკიდნენ წამწამებს და თოვში მძივებივით შთაინთქნენ.
ჩვენი ურთიერთობა ჩემთვის რაღაც განსხვავებული, სხვების არ მსგავსი იყო. მისი წყალობით სიღრმისეულად გავაცნობიერე რა გრძნობაა როდესაც შენს ირგვლივ უამრავი ადამიანი ირევა და ამ სიმრავლეში შენ ერთის გარდა ვერავის ამჩნევ. იმდენი წვრილმანია რაც მე მასში შევიყვარე... თითოეული მათგანი ახლა მონატრებად მექცა. მაგონდება და საზიზღრად მენატრება ის საღამოები მოუთმენლად რომ ველოდებოდი როდის შემოაღებდა კარს, არასდროს მაფრთხილებდა ხოლმე "მომწონს მოულოდნელი სიხარული შენს თვალებშიო" ამბობდა. ცეკვა არ მიყვარდა, თუმცა როცა ის იწყებდა ოთახში სასაცილო მოძრაობების კეთებას მერე მეც ვედევნებოდი იმის ნაბიჯებს. მახსოვს რამდენჯერმე ისე ხმამაღლა ვიცინოდით გვერდითა მეზობელმა, მოხუცმა ქალბატონმა მორიდებული სახით გვითხრა "ბავშვებო იქნებ ცოტა ჩუმად იყოთ, ვერ ვიძინებ"... ასეთ დროს ვმშვიდდებოდით და თავს კითხვით ვირთობდით. მას ჩემი მოსმენა უყვარდა მე კი იმისი, ისე საყვარლად, სასაცილოდ ანსახიერებდა ამა თუ იმ პერსონაჟის სახესა და სმას ფურცლებიდან, რომ მოსმენა არ მბეზრდებოდა.
ამ ორი დღის წინ ჩვენი მოხუცი მეზობელი შემხვდა სადარბაზოსთან, მითხრა "ნეტავ კარგად იქნებოდეს ჩემო კარგო, თქვენს გარეშე ჩემი კედლები მშვიდი და მოსაწყენი გახდა". გავუღიმე, მადლობა გადავუხადე და როგორც კი გავცილდი თავი ვეღარ შევიკავე ცრემლებს გზა ვუჩვენე. ბინაში შესული მიხურულ კარებს ავეტუზე ზურგით, ცარიელ ოთახში ამაოდ ვაცეცებდი თვალებს, იმედგაცრუება ეს ამაოება მეტკინა და თითქოს რაღაც საზარელს გავექეცი თვალები ძლიერად დავხუჭე, წუთები გავჩერდი ასე, ხელი გავიწვდინე ჰაერში, წარმოვიდგინე რომ ისევ შემეხო იმისი თითები, თითქოს სადღაციდან მკრთალი შეგრძნებით იმისმა ცივმა ტუჩემბაც გადმომირბინეს სახეზე... მერე თვალები გავახილე და ოჰ ეს წყეული რეალობა! მოპირდაპირედ კედელზე დაკიდებულ ნახატს ავხედე "პატარა კოლიბრი მიქ ღრუბლებს შორის" გამახსენდა დღე როცა ეს სურათი დახატა. იმ საღამოს ჩვენებურ სისულელეებზე ვსაუბრობდით, უცებ თმებიდან ხელი გამომიცურა, თავზე მაკოცა, თმები ტუჩებზე მიეწება, თვითონაც გაეღიმა ამაზე, მერე კი სახატავ დაფას მიუჯდა, მეც გავყევი და დაბლა იატაკზე ჩამოვჯექი მის გვერდით. ხატავდა-ვუყურებდი, როგორღაც სევდიანი მეჩვენა. უცებ სახე ჩემკენ მოაბრუნა და ჩურჩულით მშვიდი ხმით მითხრა"ჩემს საყვარელ ფილმზე მითქვამს რამე შენთვის? მითქვამს როგორ სრულდება? " ცოტათი წარბშეხრილმა შევაცქერდი და მიმიკებით ვუპასუხე არათქო. მან ისევ ნახატისკენ მიიქცია სახე, თან ხატავდა თან საუბრობდა ჩურჩულით, ციტირებდა ფრაზებს ფილმიდან "რამდენი სიცოცხლე გვაქვს ცხოვრებაში, რამდენჯერ ვკვდებით, ამბობენ გარდაცვალების დროს ადამიანი ზუსტად ოცდაერთ გრამს იკლებსო, ყველა ადამიანი... რამდენია ოცდაერთი გრამი, როდის ვკარგავთ ამ ოცდაერთ გრამს, თან რა მიგვაქვს? რას ვიძენთ? რას ვიღებთ? რამდენია ეს? ოცდაერთი გრამი ხუთი მონეტის წონაა, ამდენივეს იწონის კოლიბრი და ფილა შოკოლადი, ნეტავ რამდენია ოცდაერთი გრამი? "
ცოტახანს ვდუმდი რომ დაასრულა, ცოტა არ იყოს როგორღაც ამაფორიაქა და ვკითხე კიდევაც
-ახლა რამ გაგახსენა ეს სიტყვები?
-არ ვიცი ძვირფასო! აბა რას გამიგებ!
არც ისე დიდი ხანი გასულა ამ საღამოს შემდეგ როცა...

'''
ჩვენ თითქოს რეალობას გავურბივართ, თითქოს ძლიერები ვართ, ვილამაზებთ ყოფას როგორც შეგვიძლია და უცებ სინამდვილე ფერად ტილოს მუქი ფერებით გვითხვრის... როგორი არარასებული ფრაზა იყო ჩემი და მისი სამყაროსთვის "ანევრიზმა... მისმა გასკდომამ კომა გამოიწვია"... მას შემდეგ თითქმის ერთი თვეა ერთად ვბრძოლობთ. არ მეთმობა. ვერ ვუშვებ. ველოდები როდის შემომხედავს, როდის გამიმთელებს ნაპრალებად ქცეულ ჩემს სავალ გზას. ამ ცოტა ხნის წინ ექიმმა გადაკრული სიტყვებით მანიშნა აპარატის გამორთვის თაობაზე, საშინელი სიბრაზე ვიგრძენი, ვერ წარმომიდგენია როგორ არ ესმის რომ იმისი შეწყვეტილი სიცოცხლე ჩემის არ გაგრძელების ტოლფასია.
ყველაზე უკეთ ბებია მიგებს. ოცდაორის იყო მეუღლე ჯარში რომ წაუყვანეს და აღარც უნახავს მას შემდეგ "ჩემი ცრემლების მოწმე ბალიში იყოვო" მიყვებოდა ბავშვობაში ხშირად. აგერ უკვე სამოცდაათი წელი გაათავა და მის ერთგულებას მისი წრფელი გულით ატარებს დღემდე. ხშირად იცოდა თქმა "რაც ის აღარ არის თითქოს სიცხისაგან დაბზარულ, დამსკდარ მიწაზე დავაბიჯებ და რომ ვპატიობ ნაბიჯებს უიმისობას ფეხის გულები სიმხურვალისგან იწვებიან... მაგრამ ასე ყოფილა ნამდვილი გრძნობა უიშვიათესია და საუბედუროდ იშვიათად თუ ხარობს ამ ბედკრულ სამყაროში ჭეშმარიტი სიყვარულიო"

ფანქარი ისევ ხელიდან გამივარდა, რა სასაცილოდ დავჯღაბნე იმისი სახე. ესეც კედელზე ჩამოვკიდე, თვალს რომ გაახელს და დაინახავს გაეღიმება. ნახატს მის მიერ ნათქვამი სიტყვები წავაწერე "ორ სხვადასხვა სხეულში ერთი სული". ისევ მის წინ ჩამოვჯექი, მერამდენედ გადავეხვიე მის უძრავ სხეულს. მერე წიგნი ავიღე, მინდა წავუკითხო, ძალიან უყვარს "ბერლინზე გავლით"- გადავშალე, ყდაზე ოსკარ უაილდის სიტყვები წაუწერია "ჩვენ არავინ გვიყვარს სილამაზის, ტანისამოსისა და სიმდიდრის გამო, ჩვენ გვიყვარს იმიტომ რომ მასში მელოდიაა რომელიც მხოლოდ ჩვენ გვესმის"... ხელი ხელზე დავადე-ცივი თთები. თავისთავად გამეფიქრა "რამდენი სიცოცხლე გვაქვს ცხოვრებაში, რამდენჯერ ვკვდებით" მერე თავი წიგნისკენ ჩავხარე და კითხვა დავიწყე.



№1  offline წევრი Rania

Saocrad amagelvebeli da usazgvrod emociuri iyo. Yochag
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

პატარა და საოცრად აზრიანი. ყოჩაღ

 


№3  offline წევრი ტურაგო

Rania
Saocrad amagelvebeli da usazgvrod emociuri iyo. Yochag



მადლობა ჩემო კარგო ☺

სტუმარი ნინი
პატარა და საოცრად აზრიანი. ყოჩაღ


ნინი... მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent