დრო {13}
-მარიაამ, ერთი საათია ემზადები. -სავარძელზე მჯდომს ელისაბედი კათაში ჩაესვა და უკვე მეათედ ეძახდა ოთახში მყოფ ცოლს. -მოვრჩი ხო, რა იყო. -ტანის რხევით გამოვიდა ოთახიდან, ტანზე მომდგარი მუხლს ჩაცდენილი შავი კაბა ეცვა, მხრები მოეშიშვლებინა და მაღალ ქუსლებზე შემომდგარი ზევიდან დაჰყურებდა ქმარს. -ლამაზია. -ყურში ჩასჩურჩულა ელისაბედმა და პირ დაღებული გიგანი აზრზე მოიყვანა. -ისეთი სექსუალური ხარ მინდა ზედ შემოგახიო ეგ კაბა. -რომ დავბრუნდებით მაგისთვისაც გვექნება დრო ძვირფასო. -თვალი ჩაუკრა მომღიმარმა. -მაშინ წავიდეთ და მალე დავბრუნდეთ. -წინ წასულს უკან გაჰყვა ელისაბედით ხელში, ვერ მოითმინა და მაღალ კისერზე ტუჩები მიაკრო, თან ოდნავ კბილებიც მოუჭირა. -მარიამ… დავიტანჯები. -ნუ იქცევი დაუკმაყოფილებელი კაცივით. -თბილი ქურთუკი მოიცვა და კარი გამოაღო. -დაუკმაყოფილებელი ვარ უკვე წლებია. -ყურთან აკოცა, თან იქვე ჩუმათ ჩასჩურჩულა. -დღეს ღამით ისევ ჩემს ქვევმოდან მოქცეულს მინდა გიყურო და ისე შევხვდე ახალ წელს. -უკანალზე მოუჭირა თითები და მარიამის ამღვრეულ თვალებზე ჩაეღიმა. -მაგიჟებ. -ტუჩებზე აკოცა, შემდეგ კი ხმამაღლა გაიცინა სწრაფად რომ მოშორდა ცოლი და წინ წავიდა. -დედაშენი ყველაზე მაგარი ქალია მა და ყველაზე ძალიან მიყვარს, ოღონდ არ უთხრა, ჩვენი საიდუმლო იყოს. -უცებ ჩასჩურჩულა და ლოყაზე აკოცა. -ალა… -ჩაიკისკისა და მერე მარიამს შეხედა. -რას ჩურჩულებთ? -ჩვენი საიდუმლოა. -თავისი წვრილი ხმით თქვა და ლოყა ლუკას ლოყას მიადო. -მამას გოგო ხარ შენ. თვალებ გაბრწყინებული უყურებდა ლიფტში მდგომი მარიამი მამა-შვილს, ეს ორი ადამიანი აბედნიერებდა, ეს ორი იყო ყველაფერი მის ცხოვრებაში და უკვე აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. ღმერთს მადლობას უხდიდა იმისთვის რომ ლუკა ასეთი ქმარი და მამა იყო. ამ ორს ერთად რომ უყურებდა სიყვარულით ივსებოდა. ლუკას ერთ-ერთი კომპანიონის გამართულ წვეულებაზე ეფექტურად შევიდნენ, ყველა ლუკა გიგანს უყურებდა, ხელში შვილი რომ ეჭირა და მეორე ხელი ცოლის წელზე მოეხვია, თან დიდი სიყვარულით რომ უმზერდა მარიამს. სურათებიც გადაუღეს წყვილს, ბოლოს კი მასპინძელთან მიუშვეს. -როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებით ერთად, მიხარია რომ შერიგდით და ეს სასწაული ოჯახი არ დაანგრიეთ. -მადლობა კახა. -ხელი ჩამოართვა კაცს, შემდეგ ხალხს შეერია. -რძალო რა ლამაზი ხარ? ნამდვილი მარიამი… -უცებ დაატრიალა სანდრომ და ლოყაზე აკოცა. შემდეგ ელისაბედს შეხედა. -ეს პრინცესა ვისია? რა ლამაზია, როგორ ბრწყინავს. -მსახიობურად შეიცხადა და მოკისკისე ხელში აიყვანა. -ჩემი ყველაზე ლამაზი… როგორი თმები აქვს ამას უყურეთ… -ლოყებს უკოცნიდა ბავშვს, თან ეფერებოდა და ათასი კომენტარით ამკობდა. -ჩვენი შვილი და შენი ნათლული რა გამოდის ხვდები სანდრო? დიდი პრობლემები გვექნება რომ გაიზრდება. -არაფერიც მარიამ, შენნაირი ქაჯი იქნება, ლუკასნაირი მკაცრი ხანდახან და ჩემნაირი მხიარული, სასწაულია პირდაპირ, მეტი რაღა გინდა… თქვენ ის მითხარით, მეორეს ვის ანათლინებთ. -ჯერ გავაკეთო და მერე მოვიფიქრებ. -შეიძლება იქ ბავშვებთან წავიდე? -ხელი გაიშვირა კუთხეში მოგროვილი ბავშვებისკენ, თან მშობლებს შეხედა. -სხვაგან არ წახვიდე მამი თორემ გავრაზდები. -კალგი. -მიგაბრძანებთ ქალბატონო. -მუცელზე მიუღიტინა და ისე მიიყავან ადგილამდე მოკისკისე საოცრება. იქ მდგომ ქალს ჩააბარა და უკან დაბუნდა. -რა სიტუაციაა? -იქაურობა მოათვალიერა თან ქალებისკენ წასულ მარიამს გააყოლა თვალი. -რავი, რაღაც ახალ საქმეზე საუბრობენ, მაგრამ საინტერესო არაა და ვაბშე თუ დაიწყეს ერთ თვეში ჩაუვარდებათ ისეთ სირობ.ებს ლაპარაკობენ… -რა გჭირს? -სიცილი ვერ შეიკავა სანდროს ცქმუტვაზე. -ლილესთვის სურპრიზი მაქვს, თან ხელი უნდა ვთხოვო და ისეთ ენერგიაზე ვარ ვერ ვისვენებ. -ღადაოობ? -სიხარულისგან სახე გაუბრწყინდა გიგანს, მაშინვე მოეხვია ძმაკაცს. -აუ ეხლა ვიტირებ ტო… შენ აზრზე არ ხარ რამაგრად გამიხარდა. -თავზე გადაუსვა ხელი, შემდეგ მხარზე მიარტყა რამდენჯერმე და უცებ მოშორდა. -ვაღმერთებ თქვენს სიყვარულს, ყველაფერს რაც გაგაჩნიათ, მაგრამ რა ხდება? -თვალები უბრწყინავდა მარიამს. სანდრო ძალიან უყვარდა, პირველად სანდრო გაიცნო ლუკას მხრიდან და პირველივე გაცნობაზე როგორც ლუკას ძმაკაცი და ძმა ისე შეიყვარა. გიჟდებოდა მათი ამბების მოსმენაზე და ყველა იმ სიგიჟეზე რასაც ერთად აკეთებდნენ. -ლილეს ხელი უნდა ვთხოვო დღეს. -წინასწარ გაიცინა მაირიამის რეაქციაზე. -ვაიმეე არ მჯერაა! ჩვენი ბიჭი გაიზარდაა! -ლამის ხტუნვა დაიწყო და მაშინვე ყელზე მოეხვია. -თუ მჯეროდეს გეფიცები… ჩემო სიცოცხე როგორ მიხარია იცი? -მგონი ყველაზე ძალიან ჩემი დაოჯახება გაგიხარდა მარიამ… ძლივს მომიშორე ხო? -სახეზე მოკიდა ხელები და შუბლზე აკოცა მომიმღიმარმა. -მგონი გულიც კი მწყდება სულ სახლში რომ არ მეჯდები. -ვუაიმე გოგო… შენ ხარ ჩემი საყვარელი რძალი, ერთადერთი და განუმეორებელი… ხომ იცი სულ ეგრე იქნება… მიხედე შენს შვილს. -ხელით ანიშნა ლუკას ელისაბედზე, რომელსაც ვიღაც პატარა ბიჭისთვის ჩაეკიდა ხელები და ტრიალებდა. -ჯანდაბა. -ღრმად ჩაისუნთქა და შვილისკენ წავიდა. -რას აპირებ არ მეტყვი? -ქვევიდან ახედა მარიამმა. -არა… მერე კითხე და მოგიყვება. -საფეთქელზე აკოცა თან ძმაკაცს შეხედა. -შენ? შენ რას უმზადებ ლუკიტოოს? აქ რომ პატარა ზის მაგაზე ხომ არ უნდა უთხრა. -ხელის გულით მიეფერა სწორ მუცელზე და მარიამის გაფართოვებულ თვალებზე გაეცინა. -მომაშორე ხელი. -უცებ დაარტყა თითები და ლუკას შეხედა იმის შიშით ხომ არ დაინახაო. -ანუ მართალი ვაარ? -მოგკლავ მე შენ… წინაზეც ჩემზე ადრე შენ მიხვდი, რაღაც გამოცდილი კაცივით ხვდები და ბავშვებს ხომ არ გვიმალავ? -თვალებ მოჭუტულმა გაუსწორა მზერა. -არა მარიამ, მაგრამ ვიჩქარებ და ერთად შევიყვანოთ ბავშვები ბაღში… რას იტყვი? -მთლად დღესვე ნუ დააორსულებ იმ გოგოს, ჯერ გააგებინე რაშია რეალური სიამოვნება. -ლოყაზე აკოცა, შემდეგ სანდროსთან ერთად უყურებდა როგორ ცდილობდა ლუკა როგორმე ელი გამოეყვანა იქიდან. -მამი ეს ალი ჩემი ლუკა. -ლოყებ აწითლებულმა შეხედა მუხლზე მდგარ გიგანს, წარბშეკრული რომ უყურებდა თავის გოგოს თითებში ახლართულ უცნობ თითებს. -გამარჯობა. -ხელი გაუწოდა პატარა ლუკამ და გიგანმა მაშინვე წარბები ასწია გაკვირვებისგან. -გამარჯობა პატარა კაცი… გავიგე რომ ჩემი გოგო გიყვარს, მართალია? -კი. -თავი დაუქნია გაჯგიმულმა. -იცოდე სხვა თუ შეგიყვარდა და ჩემმა გოგომ შენს გამო იტირა ვიჩხუბებთ. -სხვა არ შემიყვარდება. -მტკიცედ თქვა, თან ხელს არ უშვებდა ელისაბედს. შემდეგ თავზე ახალგაზრდა კაცი წამოადგათ და გიგანმაც მაშინვე ახედა. -ვა ბექა? როგორ ხარ? -კარგად, შენ? -შესანიშნავად… უბრალოდ ჩემი გოგო ცოტა მაბრაზებს. -ელი? რატომ? -მომღიმარმა დახედა ბავშვებს, უფროსების საუბარს რომ უსმენდნენ. -ჩემს სეხნიას მისიძებს. -სიცილით ჩამოისვა სახეზე ხელი. -ჩემს ბიჭზე ამბობ? -ტუჩზე იკბინა სიცილის შესაკავებლად. გიგანმა გაკვირვებულმა შეხედა, შემდეგ ბავშვს დახედა და მსგავსებები რომ აღმოაჩინა სიმწრით გაეცინა. -შენი შვილია? -ჰო. -თავზე გადაუსვა ხელი შვილს. -როგორ ვერ მივხვდი ტო. -რას შვრებით? როგორ ხარ ბექა? -კარგად მარიამ, შენ? რა ლამაზად გამოიყურები. -მადლობა… -იცოდი შენ და არ მითხარი? -მწვანეები შეანათა ცოლს შემდეგ ისევ ბექას შეხედა. -ბავშვი რომ გამოგყავს ბაღიდან შეგიძლია ირგვლივ მიმოიხედო ხოლმე საყვარელი, მშობლებს გამოელაპარაკო ან რავიცი… -სახლში მოგხედავ. -ჩუმად უთხრა და ტუჩებზე აკოცა, მაგრამ მაინც გაიგო ბექამ, გაეცინა, შემდეგ მოშორებით ერთად მჯდარ ბავშვებს გახედა. -ისე მაგარი ტიპია, რაღაცნაირი, სხვა ბავშვებს არ გავს… პროსტა მაინც მეკეტება, ვისი შვილიც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს მარიამ მაგას. -უცებ შეეცვალა სახე, ცოლის ნაცრისფერებს უყურებდა და იქვე იძირებოდა. -ღადაობ? რაზე გეკეტება? ბავშვები არიან. -გოგო გყავს? -წარბშეკრულმა შეხედა ბექას. -არა. -რომ გეყოლება და ვიღაც ბიჭზე გეტყვის მიყვარსო მერე ვილაპარაკოთ მაგაზე. -კარგი რა, იქით წელს მაინც სკოლაში შემყავს. -მაგით ვიმშვიდებ ზუსტად თავს… ვაბშე საიდან ეს სიყვარულობა ვერ ვხვდები, სამი წლისაა ჯერ. -თქვენ სიყვარულს რომ უყურებს სწავლობს ალბათ. -მხრები აიჩეჩა მომღიმარმა. -კარგი წავედი… გამიხარდა შენი ნახვა. -მეც. -ხელი ჩამოართვა, შემდეგ ისევ ელისაბედს შეხედა. -რაზე ლაპარაკობენ ნეტა… რაზე უნდა ლაპრაკობდნენ ამხელა ბავშვები მარიამ მითხარი… გავჭედავ გეფიცები… თან როგორ გამაცნო… მართალი ხარ, ჩემი ბრალია ასე რომ მებლატავება. -დოინჯი შემოირტყა და ღრმად ჩაისუნთქა. -შენ მე შემიწირავ… -შუბლი მიადო მკერდზე და თავის სწორ მუცელს დახედა. -გოგოს აღარ გაგიჩენ. მეტჯერ ვერ გადავიტან ამ ყველაფერს. -რატომ არ ნერვიულობ? -რაზე ლუკა? ჩვენი სამი წლის ქალიშვილის სიყვარულზე? -ეგ სიყვარული იქნება ზუსტად გულს რომ ატკენს ჩემს პატარას… საერთოდ ამ ასაკში სიყვარული არ გამიგია მე, რომ გაიზრდებიან ისევ ერთმანეთი რომ უყვარდეთ? მერე რამდენ გოგოსაც დაკერავს ეგ შენი ლუკა და რამდენსაც გა*იმავს მაგაზე უნდა ყაროს ცრემლები ჩემმა შვილმა? -გავგიჟდები… არა სერიოზულად გავგიჟდები. -შუბლზე მიიდო ხელი. -წავიდეთ გინდა? -ცოტახანიც და წავიდეთ. -ბურტუნით დაიძრა მომღიმარი მეგობრისკენ, მაშინვე გაიღიმა როგორც კი სანდროს ბედნიერი სახე დაინახა. -მაგრად გაკლია შენ თავს ვფიცავარ. -ნერვები არ მომიშალო ახლა. -ნახე მარიამ, ამ ჩემ.ისას შენ მატებ თავდაჯერებულობას თორემ ის პერიოდი შენთან რომ არ იყო საცვალში იკუკავდა და ვერც კი მეწინააღმდეგებოდა. -მხარზე დაეყრდნო იდაყვით ძმაკაცს თან მარიამს უყურებდა მომღიმარი სახით. -რა გინდა სანდრო? გცემო? -დაბღვერილმა გახედა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა, არც სანდროს აუღია ხელი. -მარიამ, რომ ბრაზდება შენც უფრო სექსუალური და მიმზიდველი გეჩვენება ხო? -თვალი ჩაუკრა რძალს, შენდეგ ლუკას სასმელი რომ გადასცდა იმაზე აუტყდა ხარხარი და მარიამიც გააცინა. -შიგა.აქვს ამ გამო.სირებულს. -სიტყვები ბიჭი… ჩემთან ერთად რას ასმენინებ ჩემს საყვარელ რძალს? -ტვინს ბურღავ უკვე… მაგრამ როგორ გეჩხუბო ცოლი მოგყავს. -იცი კატიუშას ვინ უყვარს? -ვინ? -მაშინვე დაუსერიოზულდა სახე. -ლილეს ძმა, გაბრიელი. ეს გაბრიელი მაგარი ტიპი ჩანს, ნუ ყოველ შემთხვევაში მე მაგრად დამევასა თავისი ქცევებიდან და საუბრიდან გამომდინარე. კატო უყვარს და ანდრიასაც ელაპარაკა ორი თვის წინ… -სერიოზულად? -ჰო, პროსტა გამახსენდა და გითხარი… დღეს მიდიხარ სახლში? -მერე მივალთ ჰო. -წელს ჩემს გარეშე მოგიწევთ ახალი წლის გატარება. -ბედობას ჩემთან მოდი თორემ არ ვიცი რას გიზავ, არ მაინტერესებს ცოლი გეყოლება თუ ვინ, მინდა როგორც ყოველთვის ჩვენთან იყო! -როგორც მიბრძანებთ ქალბატონო მარიამ… აუ ლუკა. -რა? -მოდი ვაბშე ყველა ლალის დავადგეთ, მე მაინც მერე უნდა წავიდე ლილესთან. -მარიამ… -წავიდეთ… როგორი მოწყენილიიყო ვერ დაინახე? თან საჩუქარს ბარემ ახალ წელს მივცემთ. შენთვისაც მაქვს საჩუქარი მაზლო. -შენ არასდრის გავიწყდები მარიამ… ისე ნინა რას იზავს ნეტა… -დავურეკავ. -ტელეფონი ამოიღო ჯობიდან და შენობიდან გავიდა. -ალო ნინ სად ხარ? -ჯიბეში ჩაიყო ხელი და სიცივისგან გააკანკალა. -ჩემებთან ვარ. -სად? მანდ რა გინდა გოგო? -მთხოვეს. -რეზი? -თავის მშობლებთან უნდა წასულიყო, მთელი ბიძაშვილიბა და ოჯახობა ერთად ხვდებიან. -მერე რა ხდება მანდ პატარა? -ნიკოლოზმა რძალი მოგვიყვანა, ჩემი ცოლიაო გამოაცხადა და ახლა ახალი წლის დადგომამდე დაიწყეს უკვე დალევა, ბიძაჩემებიც აქ არიან, საერთოდ ყველა აქ არის… -მერე როგორია რძალი? -არ ვიცი, ვერც დაველაპარაკე, ნიკოლოზი გვერდიდან არ იშორებს თითქოს ვინმე წაართმევდეს… უი ახლა მოდის ჩემსკენ, წავედი და ახალ წელს მოგილოცავ. -მიდი. -მიყვარხარ. -როგორც კი უთხრა მაშინვე გაუთიშა, შემდეგ შიგნით შებრუნდა და სხვებთან საუბარი გააბა. ***** ყურადღებით აკვირდებოდა ნინა მისკენ მომავალ ქალს და ინსტიქტურად იღიმოდა. -მაპატიე ვერ გაგიცანი წესიერად… დამღალა უკვე შენმა ძმამ. -გვერძე მიუჯდა და ნინას დააკვირდა. -აჟიტირებულია, საერთოდ პირველად ვხედავ ასეთს. -გავხარ. -ხშირად მამსგავსებენ ხოლმე. ისე რამ დაარტყა თავში? -არ ვიცი, დიდი ხანია რაც ვიცნობ, საერთო სამეგობრო გვყავს, ყოველთვის იჩენდა ყურადღებას ჩემს მიმართ, მაგრამ მეგონა მეგობრობის გამო აკეთებდა ყველაფერს, ვიცოდი როგორი ხასიათიც ჰქონდა და მეც ჩემს გრძნობებს ვმალავდი… ან ვერ ვმალვდი არ ვიცი. დღეს მომვარდა გიჟივით, ჯერ მაკოცა, მერე მითხრა ცოლად მომყავხარო და აქ წამომიყვანა. ჯერ ისევ გაურკვევლობაში ვარ, დალაპარაკება მინდა მაგრამ ვის სცალია მაგისთვის, დღეს დათვრება და დაიწყებს სიყვარულის ახსნებს. გინახავს გათიშული ნიკუშა? -არა. -სიცილით გააქნია თავი. -მინახავს თავიდან დალევის პროცესი ნელნელა რომ თვრება, მერე უბრალოდ იმდენ ხანს გრძელდება ეს პროცესი მეზარება ლოდინი და იქაურობას ვშორდები, რამდენჯერმე მინახავს მთვრალი და მაშინაც დედას ეხუტებოდა, მახსოვს ერთხელ მამაჩემსაც ჩაეხუტა… მე ისედაც ხშირად მეხუტებოდა ხოლმე. ისე კარგი ხასიათი აქვს სიმთვრლეში, მალევე იძინებს, ან გაუჩერებლად საუბრობს. -თან რამდენს ლაპარაკობს ღმერთო… ვერ ვაჩუმებ ხოლმე. -სიცილით გააქნია თავი, შემდეგ ნიკას გახედა, იმანაც იმ დროს გამოხედა და თვალი ჩაუკრა. -მშობლები გყავს? -ავარიაში დაიღუპნენ ხუთის რომ ვიყავი, ბებომ გამზარდა და ორი წლის წინ ისიც გარდაიცვალა. -ვწუხვარ. -შენ არავინ გყავს? არავინ გიყვარს? -რეზი ქვია. -გიყვარს? -მიყვარს ჰო… ღმერთო მიყვარს… -სახეზე ჩანოისვა ხელი სიცილით. -პირველად ვაღიარე რომ მიყვარს… -მერე აქ რა გინდა? -მარტო ხომ არ დაგტოვებ ამ ხალხში, გაგაგიჟებენ ცოტახანში, მითუმეტეს შენი დედამთილი. რომ დაიშლებით მეც წავალ, არსად გამექცევა ჩემი კაცი. -რას შვრებიან ჩემი გოგოები? -ერთ სავარძელში მჯდომ ორ ქალს შეხედა, ხელებით სავარძლის სახელურებს დაეყრდნო და ქეთას ლოყაზე აკოცა. -ვლაპარაკობთ, შენ არ დალიო, სალაპარაკო გვაქვს და მთვრალს ვერაფერს გაგაგებინებ. -არ ვსვავ… და ჰო, აუცილებლდ ვილაპარაკებთ… ალბათ უფრო ხმის ამოუღებლად. -ყურებამდე გაიღიმა ქალის აწითლებულ ლოყებზე, მოწყვეტით აკოცა და უკან დაბრუნდა. -ვირია. -ჩემს ძმას რომანტიკის ნასახი არ გააჩნია. -უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები და ქეთას გაცინებაც შეძლო. -გეშინია? -რისი? -პირველი ღამის? -არა… მცხვენია და ვერ ვფიქრობ მაგაზე. -ეგ არაფერი, ერთი ორი დღე და მერე აქეთ შერცხვება. -კისკისით თქვა, თან საათს გახედა. -ბოლოს როდის ნახე რეზი? -ოთხი დღის წინ და ისე მენატრება ცუდად ვარ უკვე. -ჯანდაბა… კიდე არ მჯერა ამ სახლში ნიკას ცოლის სტატუსით რომ ვარ. -საჩუქარი გაგვიკეთა ყველას… სამ თვეში ჩემი დაბადების დღეა და იქნებ ბავშვის არსებობის შესახებ მახაროთ. -შენ გააჩინე თუ გინდა ბავშვი. -კი აპირებდა რეზი მაგრამ რაღაც არ ჩანს ბავშვი. -რამდენი წლისაა? მანახე დამაინტერესა. -ბერდება, 34 წლის არის ჯერჯერობით. -უცებ აიღო ტელეფონი და ზუსტად იმ დროს გამოჩნდა რეზის სახე ეკრანზე. -რეკოს ცოტახანი და ვუპასუხებ. -რა სიმპატიური კაცია. -სიცილით თქვა ქეთამ. -შენ ლაივში უნდა ნახო… გისმენ საყვარელო? -სად ხარ? -ამოიოხრა და თავი სავარძლის საზურგეს მიადო. -ჩემებთან სახლში, ჩემ ძმამ ცოლი მოიყვანა და მთხოვეს მოვსულიყავი. -მერე? რა ხდება? -ახალი წელი დადგეს და მერე წავალ აქედან… შენ? შენსკენ რა ხდება? დაიღალე? -ისეთი თბილი და სიყვარულით სავსე გაუხდა ხმა გაუაზრებლად გაიღიმა ქეთამ. -ძალიან ნინა… წარმოიდგინე თხუთმეტი ბავშვი როგორ დარბის სახლში, ცალკე ჩემი ძმები ბიძაშვილები, მამიდაშვილები… შენ ჩემზე ამბობ ბებერი ხარო და ესენი ორმიცს გადასცდნენ, წარმოგიდგენია რა დღეში ვარ… ისეთი ხმაურია ცოტაც და თავი ამიფეთქდება… მჭირდები პატარავ. -ნუ წუწუნებ, ამხელა ფსიქოლოგ კაცს არ შეგეფერება… დღეს სახლში მიდიხარ? -ფიზიკურად ვერ დავრჩევი აქ ნინა, დიდი სახლია მაგრამ უფრო დიდი ხალხის მასაა. მოხვალ ჩემთან? -დღეს ვერა, ხვალ მოვალ გპირდები. -კარგი… აუ ამათმა ხო შემ.ცეს.. წავედი მეძახიან. -მიდი. -სიცილით გაუთიშა ტელეფონი, შემდეგ ქეთას გახედა. -ფსიქოლოგია? -ჰო, ჩემმა მეგობარმა მიმოყვანა ძალით… -ისე დაიწყო მოყოლა თითქოს დიდი ხნის დაქალს უყვებოდეს თავის ამბებს, დაქალი ხომ არც არასდრის ყოლია, ეს გოგო კი თავდანვე მოეწონა. ყველაფერი მოუყვა რეზიზე რისი მოყოლაც შეიძლებოდა და ასე ლაპარაკში გაიყვანეს დრო ახალ წლამდე. ***** უკვე თორმეტი ხდებოდა გიგანების სახლის კარზე კაკუნი რომ ატყდა. ხუთი კაცი ერთად აკაკუნებდა და ლალიც გიჟივით გარბოდა კარის გასაღებად. შეშინებულმა გამოაღო კარი და როგორც კი შვილების და შვილიშვილების სახეებს წააწყდა სიხარულისგან წამოიყვირა. -გილოცაავთ! -ყველამ ერთად შესძახა აცრემლიანებულ ქალს. -ჩემი ნომერ პირველი ქალი ვინ არის? -ხელებ გაშლილი გამოეყო ბრბოს გიგანი და ხელები მოხვია დედამისს. -ჩემო სიცოცხლე. -ლოყაზე აკოცა ლალიმ, შემდეგ რძალს მოეხვია, მისი საჩუქარიც მოიღო… ბოლოს ყველა რომ მოისიყვარულა ნატალის და მის გვერძე მდგომ ნიკას შეხედა. -კეთილი იყოს შენი ჩემს სახლში ხილვა. -ხელი გაუწოდა ირაკლიმ, ხელაშვილმაც თავის ქნევით ჩამოართვა ხელი, ლალის მიულოცა და შიგნით შეჰყვა სიმამრს. -ჩემ ქმარს ესალმება და მე? -წარბები შეკრა ნატალიმ, შემდეგ ლალის ჩაეხუტა. -ჩემო ბედნიერება, ხომ იცი როგორი ხისთავიანია. შეგირიგდება არ ინერვიულო. -ვინ ნერვიულობს? -უცებ მიუახლოვდა დედა-შვილს ლუკა და ნატალის ხელები მოხვია. -შეენ გოგო? გინდა მამაშენი მივტყიპო ამდენს რომ განერვიულებს? -სახეზე მოკიდა ხელები და ისე ჩახედა თვალებში. -მთვრალი ხარ? -არა… ორი ჭიქა მაქვს დალეული და კარგ ხასიათზე ვარ. გამიღიმე მიდი და შევიდეთ, პირველად ვართ მთელი ოჯახი ერთად. -ჩემ რძალს მოუფრთხილდი თორემ, კიდევ ერთხელ რომ გაგშორდეს მე მოგკლავ. -განქორწინება და მსგავსი შინაარსის მქონე სიტყვები გავაქრეთ… უბრალოდ რაღაც პერიოდი გვქონდა გაჭედვები, გადავიტანეთ და ისევ ჩემთან არის. ალბათ საჭირო იყო ცოტა ხნით განშორება და ერთმანეთის გრძნობებში გარკვევა. -ყველაფერი არანორმალური ჩვენმა ოჯახმა უნდა მოიფიქროს და გააკეთოს, ასე რომ აღარ მიკვირს. -ნუ რას ვიზავთ. -პაპი რას შვრები შენ? ეს წვერი რომ გაბერებს იცი? -ხელი დაადო მხარზე კატომ. თითქმის ორი თვე იყო გასული მას შემდეგ რაც ლუკამ ბავშვები მიიყვანა სახლში და ირაკლის გააცნო შვილიშვილები, უფროსი გიგანიც დიდი სიყვარულით შეხვდა ორივეს. -დავბერდი ისედაც. -რა დროს დაბერებაა… ჩემს შვილიშვილებს უნდა მოესწრო. -შენს ქორწილში სულ მოვიშორებ წვერს.-მტევანზე აკოცა და თბილად გაუღიმა. -აუ ბიცო, ჩემ პატარას ეძინება და რაგავაკეთოოთ? -როგორც ყოველთვის ელისაბედი ეჭირა ხელში ანდრიას და ლოყებს უკოცნიდა. -ცოტახანი გყავდეს რა… დე მალე ფეიევერკი იქნება, არ უნდა გავუშვათ? -ცოდოა მარიამ, მთელი დღეა აქეთ იქით დაგყავს. -რავიცი კი კარგად ელაპარაკებოდა თავის შეყვარებულს, ნახევარი საათის წინ არ ეძინებოდა. -ვაიმე მამა მიშველე! შენი შვილი ცუდად არის, უთხარი რომ არავინ მოსტაცებს სამი წლის შვილს თორემ სერიოზულად შევიშლები, ყოველ დღე ამაზე წუწუნებს და ცუდად ვარ უკვე. -მომღიმარ ირაკლის გაუსწორა თვალი. -ნერვები არ მომიშალო მარიამ… ჩემი გოგო მარტო ჩემი უნდა იყოს მინიმუმ ოც წლამდე და მკი.დია ყველა. -ანდრიას ააცალა ხელებიდან შვილი და ყელში აკოცა. მის სუნზე გიჟდებოდა, შვილის სურნელი სულ სხვა იყო, უცნაურად თბილი, საყვარელი, რაღაც საოცრად განსხვავებული ნებისმიერი ადამიანისგან. არავის არ ჰგავდა, არც სუნამოს სუნი ჰქონდა როგორც ქალებს აქვთ, არც რაიმე ტანის გელის. უბრალოდ ელისაბედის, უბრალოდ თავის ნაწილის სურნელი ჰქონდა რომელიც ყველას ერჩივნა. -ჩემი პრინცესა… მიყვარხარ მა. -ყურში ჩუმათ ჩასჩურჩულა და ელიმაც უცებ აკოცა ლოყაზე, ხელები კისერზე მოხვია და თავი მხარზე დაადო. -მეც. -დაიწყეს უკვე! -ტაში შემოჰკრა ნუცამ, ყველა ეზოში გაყარა და თვითონაც შეუდგნენ ფეიევერკის გაშვება. საბას ხვევდა ხელებს წელზე, სიცივისგან აკანკალებდა და ცდილობდა გამთბარიყო. ფიფქების ცვენა რომ დაიწყო, ნუცამ მაშინვე ზევით აიხედა. ისეთი გახარებული იყო, ელისთან ერთად დარბოდა, საბა კი თვალებ გაბრწყინებული უყურებდა მუცლით მორბენალ ცოლს და ბედნიერებით ივსებოდა. შემდეგ ერთმანეთს ულოცავდნენ, სურათებიც გადაიღეს, ბოლოს სახლში შევიდნენ და უკვე ყველა სუფრას რომ მიუსხდა მაშინ მიიქცია მათი ყურადება მარიამმა. -რაღაც უნდა გითხრათ… -ფეხზე წამოდგა და ყველა მოათვალიერა. -ოთხი წელია ამ ოჯახის რძალი ვარ, მალე ხუთიც გახდება. კიდევ ერთი ახალი წელია თქვენთან ერთად და ნელნელა უფრო და უფრო ვიზრდებით. მალე სანდროც მოიყვანს ცოლს, იქით ახალ წელს კიდევ ერთი რძალი გვეყოლება და ვიცი ისიც ჩემსავით ბედნიერი იქნება, რადგან თქვენ გახდებით მისი ოჯახი. სულ პირველად აქ რომ მომიყვანა ლუკამ ისე თბილად მიმიღეთ ყველამ გამიკვირდა კიდეც… აქ სულ სხვანაირი გარემოა, დიდი სიყვარულია და მე ბედნიერი ვარ რომ ჩემს ქმარს ამხელა ოჯახი ყავს და მისი წყალობით მეც შევიძინე დიდი ოჯახი. პირველად დედა და მამა რომ დაგიძახეთ შემრცხვა, თან ძალით არ მითქვამს შემთხვევით დაგიძახეთ ისეთი თბილები იყავით… მე ჩემი მშობლებისგან არ მიგვრძვნია იმხელა სითბო და სიყვარული რასაც თქვენ მაგრძნობინებთ ყოველ ჯერზე. მინდა გითხრათ რომ თქვენ ყველაზე ბედნიერი ცოლქმარი ხართ რადგან ამხელა სიყვარულს იტევთ, ამხელა შვილები გყავთ რომლებიც ბედნიერიები არიან თავის ოჯახთან ერთად და შვილიშვილებს გჩუქნია… საიდან სად წავედი… ერთი სიტყვით მაბედნიერებთ თქვენ მე, ასე რომ საჩუქარი გაგიკეთეთ ყველას ერთად და ამ სიყვარულისთვის გეტყვით რომ რვა თვეში კიდევ ერთი შვილიშვილი შემოგემატებათ. -ღრმად ჩაისუნთქა და გვერძე მჯდომ ქმარს შეხედა, მთლიანად ბრწყინავდა, ის მწვანეები ისე უნათოდა მარიამს სუნთქვას უკრავდა. ყველას უხაროდა, ულოცავდნენ, ლუკა კი სიყვარულით სავსე მზერით შესცქეროდა მარიამს. წელზე მოხვია ხელი, თავისკენ მისწია და ტუჩები მუცელზე მიაკრო. შემდეგ ფეხზე წამოდგა ამხელა კაცი და მთელი ძალით მოეხვია ცოლს. -მაბედნიერებ მარიამ. -ჩუმათ უთხრა, შემდეგ ყელში მიაკრო ტუჩები და საყვარელი ბაგეებიც დაუკოცნა. თვალები დახუჭა მარიამმა და ლუკას სურნელი შეისუნთქა. -ველაფელი გავიგე… ლა ხდება? -მალე დედიკო გაიბერება, როგორც მე ვარ ჩემო სიცოცხლე, მერე პატარა და ან ძმა გეყოლება. -მამას მაინც ვეყვალები? -ნუცას კალთაში მჯდომმა ჩუმად ჰკითხა მამიდას და თვალები აუცრემლიანდა. -რათქმაუნდა, სულ ისე ეყვარები როგორც უყვარხარ. -პაპი… -უცებ ჩამოხტა ნუცას ფეხებიდან და ირაკლისთან მივიდა. -რა უნდა ჩემ გოგოს? -ხელში აიტაცა და თმები ყურზე გადაუწია. -მამიდა ლო გაჩნდა მელე მამა ლო გაჩნდა მამიდა ისევ ძაან გიყვალდა? -გოგოები ყველაზე ძალიან უყვართ მამებს. -ყურში ჩასჩურჩულა და ნატალის შეხედა, -მა ხო ბიჭი იქნება? ძმა იქნება ხო? -ქვევიდან ახედა მშობლებს და ყველას რომ გაეცინა წარბები შეკრა. -ბიჭი იქნება ჰო. -ხელში აიყვანა და ელიმაც მაშინვე თავი დაადო მხარზე. -იმედია ეს მე დამემსგავსება. -ყველა შენ დაიმსგავსე თუ გინდა მარიამ, მთავარია ჩემი გოგო მე მგავს. -თვალი ჩაუკრა ცოლს და ელის თავზე აკოცა. -კიდევ კარგი ჩვენი შვილი ბიჭია… -მუცელზე გადაისვა ხელი ნუცამ და საბამაც წამსვე შეხედა. -რა თქვი? -თვალები გაუბრწყინდა ჯავახიშვილს. -მაპატიე შენს გარეშე წავედი… სიურპრიზის გაკეთება მინდოდა, მარიამმა თავის მეგობარს სთხოვა და აი სურათიც მაქვს… -ფოტო გაუწოდა სადაც ბავშვის “ჭუჭუ” იყო შემოხაზული. თავიდან გაეცინა, შემდეგ ნუცასკენ შებრუნდა და ტუჩებზე აკოცა. -ნიკა… იმდენი ორსული მყავს გარშემო მეც მომინდა კიდევ ერთი ბავშვი. -უკნიდან ყელზე მოხვია ხელები ქმარს და ლოყაზე აკოცა. -რა პრობლემაა ნატა? ჩვენი გოგოც გაიზარდა, ხომ მინდა კიდევ პატარა. -მიყვარხარ. -მეც… ბავშვზე მერე ვილაპარაკოთ. -ყბის ძვალზე აკოცა. -ნატალია. -თავზე წამოდგა ირაკლი და ისიც უცებ გასწორდა. -მა… -მოდი ჩემთან ჩემო ანგელოზო. -ხელები გაშალა, შემდეგ წამსვე ტანზე აკრულ სხეულს ძლიერად შემოხვია თავისი დიდი მკლავები და ერთი მოღალატე ცრემლიც გადმოუგორდა თვალიდან. ბედნიერება ტრიალებდა გიგანების სახლში, რამდენი რამ შეიძლება მოხდეს, რამდენი ტკივილის გადატანა გიწევს ადამიანს და დრო მაინც ყველაფერს ალაგებს, შეიძლება ძალიან გვიან, ან თუნდაც ადრე, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ლაგდება. ყველა ტკივილს მოსდევს სიხარული და ბედნიერება, ბედნიერებას კი ტკივილი. უფრო ასეთ მომენტებში შეგიძლია აპატიო შენს საყვარელ ადამიანს, გააბედნიერო ან გაახარო. ახალი წელი ყველაზე კარგი დროა ძველი წლის და ძველი ტკივილების წინა წელში დასატოვებლად, ასევე ახალი ურთიერთობების და გრძნობების დასაწყებად. ***** ცხოვრებაში ასე არასდროს უნერვიულია, ბერიძეების სახლის წინ იდგა, ესმოდა შიგნიდან გამომავალი მხიარული ხმები და უფრო იძაბებოდა. ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა, კარზე დააკაკუნა და მალე მის წინ მომღიმარი ლილეც გამოჩნდა. -გილოცავ! -მაშინვე მოხვია ხელები კისერზე და ტუჩებზე აკოცა სანამ ვინმე გამოვიდოდა. -მეც გილოცავ… ლილ. -ჰო. -გაბრწყინებული თვალებით უყურებდა სანდროს და სულ ამუნჯებდა ფაღავას. -ძალიან ლამაზი ხარ… მაგრამ მიდი ეს კაბა ჩაიცვი სადღაც უნდა წაგიყვანო. -სად? -სურპრიზია ლილ, რას მეკითხები. -ეს რომ მეცვას? -მე ეს მინდა რომ ჩაიცვა, მაკიაჭი მოიშორე ოღონდ და მიდი ახლა მალე. -ვაა სანიი… შემოდი მანდ რას დგახარ? -ისე მეგობრულად დაუძახა გაბრიელმა ლილესაც გაუკვირდა. -კამფეტები რომ არ მაქვს? ყველაფერი დაკეტილი იყო. -კარგი რა… მოდი! სადმე მიდიხართ? -ხო მივდივართ. -თვალი გააყოლა კიბეებისკე წასულ ლილეს, შემდეგ ხალხით სავსე მისაღებში ამოყო თავი. -მაგაზე უნდა დაგელაპარაკო. -ჩუმათ თქვა, შემდეგ იქ შეკრებილებს მიესალმა. სათითაოდ გააცნო გაბრიელმა თავისი მამიდა და ბიძაშვილები, მეგობრებიც და ბოლოს ირაკლისთან ერთად გავიდნენ ცალკე სალაპარაკოდ. -რა ხდება? -დღეს ვაპირებ ლილეს ხელი ვთხოვო და თქვენგან ხომ მაქვს თანხმობა? -უკვე? -წარბები ასწია პატარა ბერიძემ. ისე გადახედა სანდრომ მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება. -მე ვიცი როგორც გიყვარს და არ მაქვს პრობლემა. -ბედნიერებას გისურვებთ. -მხარზე მიარტყა ხელი ირაკლიმ. -მომწონს როგორც იქცევი, ვიცი რომ ჩემს გოგოს უყვარხარ და მე რომც მინდოდეს არ შემიძლია ამ გრძნობას, რომელსაც ვაღმერთებ წინ აღვუდგე. მითუმეტეს ჩემი შვილის ბედნიერებას. -მადლობა. -ჩაიღიმა ფაღავამ, ირაკლიმ კი უბრალოდ თავი დაუქნია და სტუმრებს დაუბრუნდა. -შენ? რას შვრები? არ უნდა ნახო კატუსი? რანაირი შეყვარებული ხარ? -შეყვარებული არ ვარ… მაგრამ ისე ვაპირებ ნახვას კი. -დაჟე შეყვარებულები არ ხართ? -რას მეღადავები. -მხარზე მიარტყა ხელი. -რა შეყვარებული ღადაობ? -თხუთმეტი წლისაა! -გავიგე. -მობეზრებულმა აატრიალა თვალები. -და ნუ მიმეორებ ყოველ ნახვაზე მაგას, ვიცი რამდენი წლისაც არის და მაგიტო არ არის ჩემი შეყვარებული. -შე ჩათლახო ბავშვო, ქალებში სახელს უფრთხილდები? -კატო თხუთმეტისაა. -სიცილით თქვა, შემდეგ კიბეზე ჩამომავალ დას შეხედა, მუხლამდე თეთრი კაბის ბოლოები უჩანდა მხოლოდ, ზევიდან კი თავის წითელი მანტო მოესხა. -წავედით? -ჰო. -წელზე მოხვია ხელი, თან კარისკენ დაიძრა. -ნახვამდის! გამიხარდა თქვენი გაცნობა! -ჩვენც. -ერთდროულად გამოეხმაურნენ, შემდეგ გარეთ გაიყვანა ლილე და მანქანასთან მისულს კარი გაუღო. -ეს კაბა იცი რა ლამაზია? -გვერძე მჯდომს გახედა წითელ სახვევს რომ კეცდა ლამაზად. -წარმოდგენაც არ მინდა, ნახვა მირჩევნია… მოიწიე. -უცებ ააფარა სახვევი თვალებზე და უკან შეუკრა. -ხედავ რამეს? -საერთოდ ვერაფერს… რათ მინდა ეს, რომ მოვიხსნა არ შეიძლება? -რომ გაგიკეთე ესეიგი არა. -ხელზე აკოცა და მანქანა დაძრა. -ხელი არ გამიშვა… სად იყავი? -ლუკასთან… მარიამი ორსულადაა, ნუცას ბიჭი ყავს. -რა კარგიაა… მარიამი ძალიან მომწონს… -იმასაც, მე ვუყვარვარ და ჩემს პონტში შენც შეუყვარდი. -გაიცინა თან ცერა თითით მტევანზე ეფერებოდა. ათ წუთში მივიდნენ დანიშნულების ადგილზე, მანქანიდან გადმოიყვანა ლილე და ისე დაიძრა რკინის კარებისკენ. -ფეხი გადააბიჯე… -სად ვართ… სანდრო წავიქცევი. -ვერ წაიქცევი აქ ვარ… ახლა კიბეებია, სამი საფეხური. ვსო შევედით. -მოვიხსნა? -არა, დამაცადე პატარა, რა მოუთმენელი ხარ… კიბეებია კიდევ, მოდი. -რამდენი? -ჯერ ხუთი მერე ბევრი… ეს წითელი მანტო როგორ გიხდება. -დამცხა მომაშორე… -მოიცადე გოგო, მაგ ქუსლიანებით რომ მოკაკუნობ არ დაგიცდეს ფეხი, წესიერად დადგი. -ვდგავ ხო. -თვალები აატრიალა, მაგრამ მერე გაახსენდა რომ სანდრო ვერ დაინახავდა და თავის თავზე გაეცინა. -სახლში ვართ? -ჰო… -შენი სუნი რომ არ არის? -დაჟე სუნით მცნობ? -მიყვარს შენი სუნი რა გავაკეთო? -ჩემი და შენი სუნი დავატრიალოთ ერთად, არაა პრობლემა. -როდის ავაღწევთ მაღლა. -ლილე წაგიყვან უკან თუ არ გაჩუმდები, თან ისე რომ სურპრიზს არ განახებ. -ისე თქვა ხმა ვეღარ ამოიღო ბერიძემ, ბოლოს ერთ დიდ ოთახში შეიყვანა და დიდი ფანჯრების წინ დააყენა. მაშინვე მოიშორა წითელი მანტო, რომელიც ასე ძალიან აწუხებდა. გაიცინა ლილეს დუმილზე, ტუჩებზე აკოცა, შენდეგ მის უკან დადგა და სახვევი შეუხსნა. -მზად ხარ? -მოვკვდები ახალა… მომაშორე. -ღრმად ჩაისუნთქა და როგორც კი გამოიხედა მაშინვე თვალები გაუფართოვდა. სანდროს ხელების მოხვევა იგრძნო მუცელზე, შემდეგ მისი ცხელი ტუჩები მოშიშვლებულ მხარზე და მაშინე დაბურძგლა. -სანდრო! -გაოცებულმა ძლივს თქვა ფაღავას სახელი. -ეს… ჩვენ იქ ვართ? -თეთრ სახლში. -ნიკაპი ჩამოადო მხარზე და განათებულ ქალაქს გახედა. -როგორ… ეს… ღმერთო არ მჯერა. -პირზე აიფარა ხელი, შემდეგ სანდროსკენ შეტრიალდა. -სან… -ჩვენთვის ვიყიდე… ცოტა შევალამაზე და დღეიდან ჩვენია. -გაიღიმა, შემდეგ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მუხლზე დაიჩოქა და თითებში მოქცეული შავი ყუთი გახსნა. -მომყვები ცოლად თუ გავყიდო ეს სახლი? -აბრჭყვიალებული თვალებით უყურებდა ქვევიდან. -არ გაყიდო. -როგორც კი თქვა, სანდრომ მაშინვე წამოაცვა ბეჭედი არათითზე, შემდეგ ტუჩებზე დაეტაკა და შიშველ ზურგზე მიდებული ხელის გულით თავისკენ მისწია. გაეღიმა ლილემ სვიტერის ქვეშ რომ შეუცურა წვრილი, გაყინული თითები და ტანიდან მოაშორა. მკერდიდან მუცლამდე ჩამოატარა ხელი, თან ქვევიდან ახედა ვნებიანი ცისფერებით მომზირალ ფაღავას. თვითონაც გადაეკრა თვალებზე ბინდი, მკლავიდან აყოლებულმა ხელმა მხარზე გადაინაცვლა, თითზე დამაგრებული ბეჭედიც აბრჭყვიალდა, შემდეგ კი კისრიდან თმებში შეცურდნენ თითები და თავი ლილეს სახესთან მიაწევინეს. ნელა გადაუწია მხრიდან სქელი ბრეტელები, კაბა დაბლა ჩასწია და მკერდიც წამსვე მოუშივლდა. ყელში აკოცა ვნებიანად, მერე მთლიანად მოაშორა კაბა და საცვლის ამარა მყოფი სწრაფად აიტაცა ხელში. ლოგინზე დააწვინა, და მის ფეხებს შორის მოთავსებულმა ხელი მოხრილი მუხლიდან ბარძაყზე აატარა. შემდეგ საცვალი მოაშორა, ზევიდან დახედა იმ საოცრებას რომელიც მის ქვემოდან იყო მოქცეული აწითლებული ლოყებით და ეს სიწითლე ისეთ მომხიბვლელობას სძენდა სუნთქვას უკრავდა კაცს. ნაზად ეფერებოდა, იქ ეხებოდა სადაც მოისურვებდა, კოცნიდა და ოდნავ, გამაგიჟებლად კბენდა კიდეც… ახალი წლის ღამეს დაიწყო ახალი ცხოვრება ახალ სახლში ახალი განცდებით საყვარელ ქალთან ერთად. ლილე გახდა ყველა’ფერი სანდროსთვის, სხვა აღარავინ აინტერესებდა, არავინ და არაფერი სჭირდებოდა ამ ქალის გარდა მკლავებში რომ ჰყავდა მომწყვდეული და მთელი ღამე ეფერებოდა სხეულზე რომელიც იმ ღამეს მიისაკუთრა. მის სურნელს ისუნთქავდა და ლილეს ძილს დარაჯობდა. გამთენიისას ჩაეძინა სანდროსაც და შუადღემდე თვალი არ გაუხელია. ***** ყველაფერი რომ მიწყნარდა, ყველა წავიდა და სუფრაც აალაგეს მხოლოდ მერე ადგა და გასასვლელისკენ წავიდა. -სად მიდიხარ? -დაუფიქრებლად ჰკითხა ნიკოლოზმა დას და ნინაც გაკვირვებული შეტრიალდა ძმისკენ. -უკაცრავად? -ნინა… არ გინდა რა. -ის რომ აქ ვიყავი და თქვენს ღრეობას ვუყურებდი არ ნიშნავს იმას რომ აქ ღამეც გავჩერდები, საერთოდ ჩემი რძლის გამო ვიჯექი აქ, მარტო რომ არ დამეტოვებინა სასმლით გამოშტერებულ ხალხში, და საერთოდ მაგათთან როგორ გაქვთ ურთიერთობა, მოვიდნენ, გაიძღეს მუცლები და წავიდნენ, გამოლენჩებულები ენას ვეღარ ატრიალებდნენ პირში. -ზედმეტი მოგდის ნინა! -ნიკოლოზ შემეშვი უბრალოდ, არ მინდა ახალ წელს ჩხუბი, პირიქით ხომ ხედავ, რაღაც წინსვლა მაინც გვაქვს… რაც შეეხება გაბუტვას და წყენას, რომელიც რამოდენიმე საათის წინ ახსენე, ჩემთან არაფერ შუაშია. მე არც გაბუტული ვარ, არც გაბრაზებული და აღარც ნაწყენი. მგრძნობელობა მაქვს დაკარგული თქვენს მიმართ, ნდობაც და კიდევ ბევრი რამ. მაგრამ ჩემი რძლის მიმართ ახლა მიჩნდება გრძნობები და თუ მასაც არ უღალატებ, არ ატკენ, უარს არ იტყვი მასზე და არ დაიკიდებ გამიხარდება. -ბოდიში ხომ მოგიხადე? -იცი სადაც უნდა წაიღო ეგ შენი ბოდიში. ახლა კი მოვითხოვ! კიარ გთხოვთ… ვიმეორებ რომ მოვითხოვ ჩემს ცხოვრებაში აღარასდროს ჩაერიოთ, უფლება არ გაქვთ არცერთს, და მეორე თქვენს მიმართ არანაირი გრძნობა აღარ გამაჩნია, აი ასე… უბრალოდ გაქრა… შესაბამისად ყველფერს ცივი გონებით ვუყურებ რაც თქვენ გეხებათ. ისე რა ვიცი, ერთ ძმიშვილს თუ გამიჩენ შეიძლება ის ნაკვერჩხალი რომელიც ნელნელა ქვრება ააგიზგიზო. ამას ცალკე ძმის ადგილი ჰქვია, მშობლებისგან კიდე აღარაფერი მინდა. ჰო მართლა… როგორც იცით ლესბოსელი არ ვარ… ანუ ის არ ვარ რის გამოც ზურგი მაქციეთ… მეცინება უბრალოდ. -თავი გააქნია სიცილით. ისე მშვიდად საუბრობდა თავისი თავის უკვირდა, ყველაზე ცუდი კი ის იყო რომ რასაც გრძნობდა ზუსტად იმას ამბობდა და ის სიცივე არ მოსწონდა რასაც მშობლების მიმართ გრძნობდა. -ნინა… -ხოდა რას ვამბობდი? კაცი მყავს, რომელიც მიყვარს, ხომ იცნობთ? რეზი, აქ რომ მყავდა. მაშინ არ მქონდა კონტაქტი, მერე შემიყვარდა… თუ რამეა მოვიყვან და ოფიციალურად გაგაცნობთ... იმედია იმის გამი არ ჩამქოლავთ რომ 25 წლის ქალს სექ.სი მაქვს. -არ იცოდა რატომ იძახდა ამას, უბრალოდ მამამისის გამოწვევა უნდოდა, ან უნდოდა მის თვალებში დაენახა სიბრაზე და მიმხვდარიყო რას გრძნობდა. -რა გაქვს? -სიმწრით გაეცინა ნიკას და ქეთას ჩავლებული ხელი რომ არა სიბრაზისგან უთუოდ დალეწავდა რამეს. -სულ შენი ბრალია ხედავ? მივდიოდი ჩემთვის მშვიდად, რას ამალაპარაკე. -ნინა მოგკლავ! -რის გამო? მითხარი, მოდი დავსხდეთ და ვიალაპარაკოთ გინდა? -დაჯექი. -ხელით ანიშნა სავარძელზე და ისიც უცებ ჩაჯდა. -აბა? არის კიდე რაც ვერ გაგაგებინეთ კარგად? -ნინა კარგად მიმისმინე ახლა! -პატარა მაგიდაზე ჩამოჯდა ნინასკენ გადახრილი და ხელები ჩაკიდა. -მე შენი ძმა ვარ… იცი როგორიც ვარ, როგორ სასტავშიც ვარ და როგორი ხასიათიც მაქვს. ისიც იცი რონ მიყვარხარ. -არ ვიცი… მე სიტყვები არ მჭირდება! არასდროს არავისგან მჭირდებოდა ეგ ბანალური სიტყვა! მთავარი ქცევაა ხვდები? შენ მე ზურგი მაქციე! დამიკიდე ისე თითქოს შენი და არ ვყოფილიყავი! -ხმას საგრძნიბლად უმატა, თან იმ ცისფერებიდან ნაპერწკლებს ისროდა სიბრაზისგან. -ადვილი გადასახარში არაა როცა იგებ რომ შენი და ლეზბოსელია! გავიქეცი, წავედი ზუსტად მაგ თემის გადასახარშად! -ექვსი თვე ფიქრობდი? -სიმწრისგან ახარხარდა ნინა. -თუ უკვე რვა გავიდა. -არ მოვსულვარ მაგრამ ყოველთვის ვიცოდი სად იყვავი! -მერე ეგ ვის რა ჩემ ფეხებად სჭირდებოდა? მე ძმა მჭირდებოდა რომელიც მოვიდოდა, დამელაპრაკებოდა და ვიგრძნობდი რომ ჩემს გვერდით იყო და არა მისი აჩრდილი, საიდანღაც რომ მითვალთვალებდა და მამოწმენდა… აა თუ იმას ამოწმებდი ვისთან დავდიოდი. -გეყოფა! -მეყოფა კარგი… მოვრჩით? წავიდე? -ბავშობ იცი? -ნიკა რა გიდნა… უბრალოდ მითხარი რა ჯანდაბა გინდა! -ჩემი ნინა მინდა, მხიარული, საყვარელი და ცხოვრების ხალისით სავსე ცისფერი თვალებით. -შენი ნინა მოკვდა ვსო! ხუთი წლის წინ მოკვდა, არა შვიდი! ხო ზუსტად შვიდი შენს ნაბი.ჭვარ ძმაკაცს რომ გადავეყარე მაშინ! -რა? -ფერი გადაუვიდა სახიდან წულუკიძეს, ვერ მიხვდა რა თქვა, საერთოდ არაფერი მოსდიოდა გონებაში. -რა და ჯანდაბა! რომ მომითრიე სახლში შენი სი.რი ვითომ ძმაკაცი, ის ნაბი.ჭვარი ნიკა! ღმერთო იმდენად მეზიზღება შენც კი ვერ გეძახი მაგ დამპალ სახელს! ხანდახან მგონია რომ ძალით გამიჩალიჩე! -რა? რას ამბობ ნინა? ნიკა რა შუაშია? -ძლივს ამოიბურტყუნა გაშეშებულმა, თან თვალს ვერ აშორებდა იმ ცისფერებს, ზიზღი რომ ჩაბუდებულიყო. -თავშია! სად არის? მოკვდა? -მითხარი! -ჯერ მითხარი სად არის! -მალე აღარ იქნება ნინა! -უნდა წავიდე. -ფეხზე წამოდგა, მიხვდა რომ ზედმეტი ილაპარაკა და იქიდან გაქცევის დრო იყო. -არსად არ წახვალ! -ხელი გამიშვი! -დაჯექი და მიმიყევი ყველაფერი თორემ გეფიცები დაგაბავ! -გამიშვი გთხოვ… ნიკოლოზ გამიშვი... -ძმის მკლავებში მომწყვდეული ამაოდ ცდილობდა განთავისუფლებას, ბოლოს ტირილი დაიწყო. -არ მინდა… შენთვის არ, შენ… ღმერთო… გამიშვი ნიკოლოზ, შემეშვი. -უკვე ღრიალება, ტკივილს გრძნობდა, პირველდ თქვა ამდენი რამ ერთად, პირველდ დაადანაშაულა ხმამაღლა ნიკა. -შენ არ უნდა იცოდე… ახლა არა! გამიშვი თუ გიყვარვარ… -არ შემიძლია. -მთელი ძალით იკრავდა სხეულზე, ყველა მის დარტყმას აიგნორებდა და წარმოდგენა არ უნდოდა რა მოხდა ნინას თავს. იცოდა რაღაც ძალიან ატკენდა, თითქმის მთელი კვირა იყო წინათგრძნობა აწუხებდა, თავიდან იდიქრა ქეთას არ დაემართოს რამეო და ამიტომ წამოიყვანა სახლში ასე საჩქაროდ, თურმე სულ სხვა რამეში ყოფილა საქმე. -რა მოხდა მომიყევი თორემ არ ვიცი რას ვიზავ! -შენი ბრალია ყველაფერი! ის რომ არ მოგეთრია აქ, ჩემთვის რომ არ გაგეცნო, რომ არ წასულიყავი იმ დაწყევლილ რუსეთში ახლა ისევ ის ნინა ვიქნებოდი! -რა გააკეთა ნიკამ! -თვალები ბრაზით აევსო და უცებ წამოიყვირა. -რა გააკეთა თუ არ ჩავთვლით იმას რომ ორი წელი მ*იმავდავ? -ცრემლები სცვიოდა, თან ისტერიოულად იცინოდა. -აი… -მაისური გაიხადა და ხელებ გაშლილი ჩამოუდგა ძმას წინ. -ხედავ? როგორ საშინლად გამოიყურება არა? ვის მოეწონება დაშრამული ქალის სხეული. ეგოისტი ნაბი.ჭვარი! ამ ხელებს ხედავ? -წინ გასწია მკლავები, თან ცივი სახით უყურებდა ადგილზე გაყინულ ნიკოლოზს, თვალები სულ ჩასწითლებოდა და იმ თავის ყავისფერებს ვერ აშორებდა დის სხეულს. -ამ ვენებეში უშვებდა იმ ნაგავს რომელსაც თვითონ იჩხირავდა! ზურგზე რომ დანის ნაკვალები მაკვს ეგეც განახო? მივტრიალდე? -ნინა… -ამდროს მე რას ვაკეთებდი? არ ვიცი! აესე გამოშტერებული ჩვიდმეტი წლის გოგო “სიყვარული”-თ დაბრმავებული ყველაფერზე პირს ვკუმავდი. ყველაზე მეტად იცი რომელი ფრაზა მეზიზღებოდა? რომ ამბობდა შენმა ძმამ შენი თავი მე ჩამაბარაო. გავარ.ტყი შენს ძმაკაცებს და მაგათ ძმაკაცობას. და ხო მე შენი და, შენს ძმაკაცთან ვგორაობდი, პირველივე დანახვისას მომეწონა და ის დამაპლიც მიხვდა! მერე იცი რა ქნა? ვიღაც თავის ნარკამანკა “ძმაკაცებთან” ერთად კაიფში მყოფმა გამ*იმა! ვყვიროდი, ბოლო ხმაზე ვყვიროდი, მაგრამ არავინ გამოჩენილა. მთავარი იცი რა იყო? შენ არ ჩანდი. ალბათ იკითხავ ის ჩემი ძმაკაცები სად იყვნენ მზე და მთვარე რომ ამომდის ოთხივეზე, არ იყვენ! საშინელებები ვუთხარი, საერთოდ ჩამოვშორდი, ორი წელი ნანახი არ მყავდნენ. და ბოლოს რა მოხდა იცი? აი სულ ბოლოს რომ იცინოდა იმ საზიზღარი სიცილით და უყურებდა როგორ მხმარობდნენ თავისი ძმაკაცები… გაიგო რომ ჩამოდიოდი და აი.თესა. მე სად ვიყავი იცით? რომ გეგონათ საღზღვარ გარეთ ვსწავლობდი… ვმკურნალობდი რომ იმ საზიზღობისთვის თავი დამენებებინა! რას ითხოვ ამის მერე? რომელ ნინაზე მელაპარაკები გეკითხები?! იცი მაშინ რატომ არ გითხარი? მაშინებდა! მოგკლავს რომ გაიგოს ჩემთან ხარო, მეც მომკლავსო და ხო! მართალი იყო, მოკლავდი და მაგიტომ არ გეუბნებოდი აქამდე, ისევ შენი ციხეში წასვლა არ მინდოდა თორემ ის სულ ფეხებზე მეკ.იდა! ხომ ხედავ, შენი კაიბოჭობაც არაფერი ყოფილა. გაუნძრევლად იდგა, ძარღვები დასჭიმვოდა, გულის ცემას ვეღარ გრძნობდა, თითქოს ვიღაცამ ხელი მაგრად მოუჭირა ისე სკიოდა. თვალები სულ ჩასწითლებოდა და აწყლიანებოდა. ერთი ნაბიჯი გადადგა ნინასკენ და მაშინვე მკლავებში მოიქცი. -მაპატიე… მაპატიე პატარა… ჯანდაბა! -ატირდა. ცრემლები სცვიოდა უმისამართოდ და ნინას სურნელს გადიდებული ნესტოებით ისუნთქავდა დასამშვიდებლად, მაგრამ რა დაამშვიდებდა, ახლა ალბათ ნიკას მიკვლაც ვერ უშველიდა. -ამის დედაც! სად ვიყავი… მაგის დედამ*ვტყან! -პატარა მაგიდას დაავლო ხელი და კედელს შემოანარცხა. იგინებოდა, ყვიროდა, ყველაფერს ამტვრევდა რაც ხელში მოხვდებოდა, ცალკე დედამისი გაიძახოდა “ჩემი სიკვდილი” “ შენ მოგიკვდი” და კიდევ ათას მსგავს ფრაზას. უფროსი წულუკიძე კი სავარძელს დაყრდნობოდა ხელის გულით, მეორე ხელი მკერდზე მიედო და ფერი სულ დაეკარგა. სწრაფად ჩაიცვა მაისური, ერთ ადგილას გახევებულ ქეთას მიუახლოვდა და ხელები მოხვია. -მაპატიე გთხოვ ამათთან რომ გტოვებ, ისიც მაპატიე პირველი ღამე რომ წაგართვი და ასეთი სცენები რომ მოვაწყე. შენი ქმრის ბრალია, საერთოდ არ მინდოდა თქმა, მაგრამ ახლა ვეღარაფერს ვიზავ, უნდა წავიდე, რეზისთან უნდა წავიდე და ეცადე დღეს სახლიდან არ გაუშვა, აიყვანე საძინებელში და უბრალოდ აკოცე, მერე თვითონ გააკეთებს ყველაფერს და ცოტა დამშვიდდება კიდეც. -ხმას არ ვიღებ, პირიქით, წადი. -ზურგზე მიეფერა, შემდეგ ლოყაზე აკოცა და ნინამაც სახლი დატოვა. როგორც კი ჰაერი შეისუნთქა სრული სიმშვიდე და თავისუფლება იგრძნო. თითქოს მთლიანად დაიცალა, აღარაფერი იყო დამალული, მხოლოდ მას აღარ სტკიოდა და უკვე ვეღარაფერს გრძნობდა ამ თემასთან დაკავშირებით. რეზი გაახსენდა და მაშინვე ღიმილი აიკრა სახეზე, ფეხით გაუყვა ქუჩას და ნახევარი საათის მანძილზე მხოლოდ ერთმა ტაქსმა რომ გამოიარა მაშინვე აუქნი ხელი. მისამართი უკარნახა, მერე კი დიასამიძის სახლისკენ აიღო გეზი. რეზის მიცემული გასაღებით გააღო კარი, შიგნით სრული სიბნელე დახვდა, არ იციდა სახლში იყო თუ არა, მაგრამ შემდეგ მისი სურნელი იგრძნო მძაფრად და საძინებლისკენ წავიდა. ლოგინზე გაწოლილი რომ დაინახა გაეღიმა, თვითონაც გაიხადა და გვერძე მიუწვა. -ნინა? -ძილბურანში მყოფმა ნაცნობი სურნელის შეგრძნებაზე მაშინვე გაახილა ოდნავ თვალები, ხელი მოხვია და ტუჩებზე აკოცა. -აქ საიდან პატარა? -გილოცავ. -ზურგზე აატარა ხელი, ჯერ ყელში აკოცა, შემდეგ ყბის ძვალზე და ბოლოს ტუჩებამდეც მიაღწია. -არ მოგილოცე? -სხვა რამეზე გეუბნები. -რაზე? -შენთან საცხივრებლად გადმოვედი დღეიდან. -ვა… მე რომ გადავიფიქრე? -არ გადაგიფიქრია, სულ გინდა რომ შენთან ვიყო და ვიქნები კიდეც… ხო მართლა, კიდევ ერთი სიურპრიზი. -ორსულად ხარ? -შენი მდივანი ვხდები. -რეზის კითხვაზე გაეცინა მაგრამ არაფერი უპასუხა. -ჰოო? ეგ ვინ თქვა? -ბალიშზე ედო თავი, თვალ დახუჭული საუბრობდა, თან ნინას ეფერებოდა შიშველ ზურგზე. -მე. -რაღაც მოხდა? სხვანაირი ხმა გაქვს. -ერთხელ და სამუდამოდ გავაქრე ნიკა. -როგორც კი თქვა მაშინვე გაახილა რეზიმ თვალები, მერე საერთოდ წამოიწია, ცოტახანი საწოლზე ხელის გულებით იყო დაყრდნობილი იდაყვებში გასწორებული და თვალებს ახამხამებდა, შემდეგ წარბაწეულმა გადახედა შიშველ ქალს და გაეღიმა. -მომიყევი. -ნახევრად ზევიდან მოექცა, თან მკერდზე აკოცა. -ჩემ ძმამ ყველფერი მომაყოლა, მეც მოვყევი და გავთავისუფლდი. -ვა… ჩემთვის არ უნდა მოგეყოლა? -მოვუყევი უკვე და მეორედ მოყოლას აღარ ვაპირებ, პირიქით კარგი იქნება თუ არ გეცოდინება… ჰო, შენ ნამდვილად არ უნდა იცოდე. ასე რომ ჩემო სიყვარულო, მაკოცე და დავიძინოთ… ბებერი ხართქო რომ გეუბნები არ გჯერა, თორმეტის მერე იძინებ. ნუ მართალია ხუთი საათია უკვე, მაგრამ ახალი წელია. -როგორ მიწვევ. -ისე სწრაფად მოექცა ნინას ზევიდან და ისე სწრაფად გამოფხიზლდა სიცილი ვერ შეიკავა წულუკიძემ. -შემომაკვდები. -ფრთხილად იყავი, პირიქით არ აგიხდეს ეგ სიტყვები. -ფეხები შემოხვია წელზე და თავისკენ მისწია. პირველ ბიძგზე გაიცინა, შენდეგ თმებში ჩაავლო ხელები, ტუჩებზე დააცხრა და თვითონაც აჰყვა ვნებას. პრიველად ეძინა ასე მშვიდად, რეზის მკლავებში გახვეულს. არაფერი ადარდებდა ამ კაცის გარდა, უდიდეს სიყვარულს გრძნობდა მის მიმართ და სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანი გამხდარიყო. გიჟდებოდა მის მშვიდ სახეზე, ძილის დროს რომ იღებდა. ბრაზისგან აგიზგიზებულ შავ თვალებზე, ანდაც შიგნით მოთამაშე მხიარულ ბიჭებზე. ........... მგონი დასასრულსაც მივუახლოვდი... ამ თავსი უბრალოდ აღარ ჩავთვალე მეტი წყვილის ჩაკვეხება საჭროდ, მთავარი რაც იყო ის გადმოვეცი... არ ვიცი როგორი გამოვიდა, და კიდევ არ ვიცი რას მოელოდით ნინას ამბავზე და რა დაგხვდათ... ასე რომ ველოდები თქვენს გამოხმაურებას, აზრს ამა თუ იმ პერსონაჟზე... მადლობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.