შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომ არა შენ... VIII


3-11-2019, 10:14
ავტორი liilu
ნანახია 1 255

სამზარეულოში გავიდა და წყალი დალია. ჭიქა იქვე დატოვა გამოსულმა დათოს შეეფეთა. თემო უკვე გასული იყო და დათოც მას მიყვებოდა, მაგრამ გაჩერდა, ევასთან ახლოს მივიდა და ხალათი შეუსწორა -გიხდება. -ჩაიცინა და თვალი ჩაუკრა, მოწყვეტით აკოცა და ჩქარა გავიდა.
გაბრაზებულმა ევამ ხელები ჰაერში გაიქნია. -უუხ...

-აბა, რა ხდება მომიყევი. -უთხრა ლიზამ და ყურებამდე გაღიმებული მისჩერებოდა მეგობარს.
-ახლა მაგის დროა? ერთი ის მითხარი მანდ ვინმეს რამე ხოარ შეშლია?
-როგორ გეკარდება. ჯერ დამელაპარაკოს...
ცოტა ხანს თავს იკავებდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა - ლიზ იცი რა, მე ვფიქრობ უნდა დაელაპარაკო. - ნელა და მშვიდად უთხრა ევამ.
-რაა? მე? რასმეუბნები... რომანტიული ვახშამიც ხომ არ მოვუწყო სანაპიროზე.
-კარგი დამშვიდდი, უბრალოდ დაფიქრდი მან უკვე გადმოდგა შენსკენ ნაბიჯი...
-ხო და ისევ უკან გადადგა.
-ნეტავ რატომ?! - უკვე გაბრაზდა ევა. ლიზა არაფერს ამბობდა და თავდახრილი თითებს აწვალებდა. - ლიზ, ჩემო სიცოცხლე, სპეციალურად არ ვერევი, მინდა გაიხსენო, რომ სიყვარული ლამაზი გრძნობაა და ყოველთვის ტკივილს არ მოგაყენებს. გთხოვ კარგად დაფიქრდი.
-კარგი, არ მინდა სხვაგან წავიდეთ... სამსახურში რა ხდება? იყავი?
-კი ვიყავი, მაგრამ... შეიძლება წამოვიდე.
-აუჰ.
-ხო,ხო სერიოზულად.
-როდის მოხდა ეგეთი რამ ბოლოს?
-რა?
-ევა, კარგად ხარ? როდის ტოვებ შენ საქმეს ასე ჰაერში? რაღაცას მიმალავ ხო?
-შენ როდის ჩამოდიხარ?
-ნამდვილად დროული კითხვა იყო. შენი ჭკუით თემა შეცვალე?
-როცა ჩამოხვალ მოგიყვები, თან ყველაფერს დაწვრილებით...
-კარგი. არ ვიცი ევა არ მინდა დაბრუნება... - სახე შეეცვალა ლიზას.
-სვანეთში წავიდეთ. სადაც გინდა იქ წავიდეთ, შენ ჩამოდი და დანარჩენი მე ვიცი.
-ვნახოთ. ამაზე მართლა ვიფიქრებ. - გაუღიმა მეგობარს.
-კარგი. მიყვარხარ.
ლიზასთან საუბრის შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა და სახლის დალაგებას შეუდგა, როცა ნოსტალგია შემოაწვებოდა ან მოიწყენდა სახლის დალაგებას იწყებდა და ამით ყურადღება გადაჰქონდა. შუადღისას ტელეფონის ზარის ხმის გაგონებაზე, ევა სკამიდან ჩამოვიდა.
-გისმენ.
-როგორ ხარ ჩემო ქალბატონო? - ჩვეული ტონი და ბოხი ხმა გაისმა და ევას ღრუანტელმა დაუარა მთელ ტანში.
-უსაქმურო, მოიწყინე არა?!
-შენი ხმის გაგონება მინდოდა „პრინცეცა“. - გააჯავრა ევა.
-კარგი, ხომ გაიგე.
-ვაიმე, რანაირი უხეში ხარ, მე ვიცი რაშია საქმე...
-დაიწყო...
-მოვდივარ. -ცოტა ხნით გაჩერდა და გაიღიმა - შენთან მოვდივარ სიხარულო.
-ღმერთო დამეხმარე. - ამოიდუდღუნა დადვანმა, მაგრამ ბიჭს უკვე გაეთიშა. ტელეფონი მაგიდაზე დადო და ისევ გააგრძელა სახლის დალაგება. ჭაღი გაწმინდა, მერე ფანჯრები, საკმაოდ დიდი დრო გავიდა დათო კი არ ჩანდა, რამდენჯერმე საათს დახედა დადვანმა, მაგრამ არაფერი არ შეიმჩნია, ისევ გააგრძელა მისი საქმიანობა.
-ევა. - დაუძახა თემომ, მაგრამ მტვერსასრუტის მაღალი ხმის გამო ვერ გააგონა გოგოს. ახლოს მივიდა - ევაა, გამორთე.
-რა ხდება თემო? - როგორციქნა გამორთო მტვერსასრუტი და თემოს უცნაურ სახეს დააკვირდა. - მამა, რამე გინდოდა?
-ტელეფონზე გირეკავდი და არ მიპასუხე.
-ხო, ალბათ ვერ გავიგე.
-დათო ავტოავარიაში მოხვდა.
-რაა? - ევა სახეზე გაფითრდა და მის ირგვლივ ყველაფერი შეზანზარდა. ისევ ის სულის მომწამლავი გრძნობა, ისევ ის ნაცნობი ტკივილი იგრძნო და ერთბაშად გაიყინა.
-ყველაფერი რიგზეა, საავადმყოფოში გადაიყვანეს... ევა კარგად ხარ?
-მე წავალ, საავადმყოფოში. შენ წამოხვალ?
-კი, მაგრამ... - შვილი შეათვალიერა და ტანსაცმელზე ანიშნა.
-კარგი, ახლა მაგის დრო არ არის, ფეხსაცმელს ჩავიცვავ და გამოვალ. - უთხრა ევამ. სახეზე მკვდრის ფერით და აცახცახებული ხელებით, შევიდა საავადმყოფოში, მიმღებში მოოიკითხა და ლიფტისკენ წავიდა. თემოც უკან მიყვებოდა დაბნეულ შვილს.
-უკაცრავად ქალბატონო. სად მიდიხართ? - ლიფტის კართან მოღუშული დაცვა იდგა, რომელმაც დადვანი შეაჩერა.
-მესამე სართულზე...
-მაპატიეთ, მაგრამ არ შემიძლია გაგიშვათ.
-რას ნიშნავს არ შეგიძლიათ?
-ქალბატონო, ტყუილად ბრაზდებით.
აღელვებულმა ევამ მამას გახედა, ლამის ცრემლებჩამდგარი თვალებით.
-კარგი ევა ერთი წუთით, ახლავე დავრეკავ. - ზუსტად ორი წუთი არ იყო გასული თემომ, რომ ტელეფონი გათიშა და მაშინვე დარეკა დაცვის ტელეფონმა.
-დიახ, კარგით, კარგი... გასაგებია. -ტელეფონი ისევ ჯიბეში დააბრუნა -გთხოვთ. - უთხრა და გვერდით გაიწია.
-გმადლობთ. - თავი ამაყად ასწია და ლიფტში შევიდა, ევას თემოც მიყვა და როგორც იქნა მესამე სართულზე ავიდნენ და პირველივე ექთანს ჰკითხეს. -უკაცრავად 42 პალატა საით არის?
-პირდაპირ და მარჯვინივ. - თბილად გაუღიმა და წავიდა.
-ევა ასე რატომ ნერვიულობ? - ჰკითხა თემომ და თან ევას სახეს დააკვირდა.
-ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა და რატომ ნერვიულობ რას ნიშნავს? - დაიბნა, მაგრამ სიტუაციიდან მაინც დაიძვრინა თავი.
-კარგი, ამჯერად ასე იყოს. - ჩაილაპარაკა თემომ,
პალატაში თემო შევიდა, მას ევა მიჰყვა და დათოს დანახვაზე გულში რაღაც მაგრად ჩაერჭო, ტვინში სისიხლი ჩაექცა და მარტო ერთ რამეზე ფიქრობდა. უნდოდა მასთან მისულიყო და ძლიერად ჩახუტებოდა, მისი სურნელის შეგრძნება უნდოდა. თავს როგორ იკავებდა თვითონაც ვერ ხვდებოდა.
-დათო, ახლა როგორ ხარ? - თემომ დაიწყო საუბარი.
-კარგად. რატომ შეწუხდით. - ძლივს ამოილაპარაკა ბიჭმა და დაღლილობის გამო ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა.
-თუ რამით შეგვიძლია დაგეხმაროთ... - თემო ფანჯარასთან მივიდა, ევა კი კედელთან დამუნჯებული იდგა. დათომ ერთხელ წამიერად შეხედა და თვალი მოარიდა, მაგრამ დადვანი თვალებს ვერ აშორებდა.
-კარი, აღარ შეგაწუხებთ, სჯობს შენც დაისვენო, გამოჯანმრთელებას გისურვებ. - კარისკენ წავიდა თემო. - მერე ევას შეხედა. გოგომ ჩაახველა და მამასთან მივიდა. - შეიძლება ცოტა ხნით დავრჩე? - თემომ დათოს შეხედა, მათი მზერა ერთმანეთს შეეჯახა, მერე თემომ თავი შეუმჩნევლად დაუქნია და ევას შეხედა. - კარგი, მე საქმეები მაქვს, დაგირეკავ. - უთხრა და ოთახიდან გავიდა. ევა ნელა შემოტრიალდა და დათოს გაუსწორა მზერა, უნებლიეთ ერთი ცრემლი ჩამოუგორდა და მასთან ძლივს მივიდა.
-რატომ ტირი? - გაეღიმა ბიჭს.
-იცი, ჯერ კიდევ არ მინდა გავაცნობიერო, რამდენი რამ შეიძლება მომხდარიყო. შენც, რომ... - ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსცვივდა და დარცხვენილმა თავი დახარა.
-ევა. ნუ ტირი... - ხელით სახეზე მოეფერა - უფრო ცუდად ვხდები. გესმის?
ევამ სკამი სადაც იჯდა უფრო ახლოს მიიტანა საწოლთან. - დათო, ერთ წუთს ლამის გავაფრინე. რომ გავიგე... -ნერწყვი გადაყლაპა - თემო, რომ არა ალბათ გული წამივიდოდა.
-გოგო შენ რა ახლა მიხსნი სიყვარულს?
-მაიმუნო, კიდევ ცანცარის ხასიათზე ხარ? საგანგაშო არაფერიო, დაჟეჟილობები, მოტეხილი ფეხი, გახეთქილი წარბი. დიდი ხანი მოგიწევს წამოწოლა ბატონო დავით.
-გააჩნია როგორ მომივლი ქალბატონო ევა.
-ოჰ, როგორც ჩანს აქაც კარგად გივლიან, ენას კარგად ატლიკინებ.
-არ შემიძლია არ დაგეთანხმო, ისეთი კარგი გოგონები არიან, ექთნებს ვგულისხმობ. -სერიოზული სახით უყურებდა ევას, ის კი თავს იკავებდა და ცდილობდა არანაირი ემოცია არ გამოეხატა.
-ძალიან კარგი. - ზურგით სკამს მიეყრდნო და ტელეფონი ამოიღო. ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ დათო მას უყურებდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა.
-ვის წერ? - ბოლოს ვეღარ შეიკავა თავი დათომ და ჰკითხა.
-რა? - ისე ჰკითხა თითქოს ვერ გაიგო.
-ვინ არის თქო. დაყრუვდი?
-არა უცებ ჩავფიქრდი და ვერ გავიგე. - დაინაზა ევა და გაიღიმა.
-მომეცი ტელეფონი.
-რაა?
-ბარემ აქ ვართ და მიდი ექიმთან, მართლა დაყრუვდი?!
-აბაა, - ფეხზე წამოდგა - საკმარისია უკვე, შენ უნდა ჩაგაბარო ანგარიში?
-გოგო, ნერვებს ნუ მიშლი, დაჯექი დროზე.
-ეს რა მიმართვებია? უყურეთ რა, გველი კანიდან გამოძვრა.
უცებ კარი გაიღო და ლამაზი გოგონა შემოვიდა. ორივემ დამნაშავესავით გახედა გოგოს... შემდეგ მზერა აარიდეს.
-გამარობა. წამლების მიღების დრო გაქვს. - გაუღიმა დათოს. ევამ დაუფიქრებლად თითები გაატკაცუნა და ორივეს ყურადღება მიიქცია.
-მადლობა. - უთხრა დოთომ და ჭიქა გაუწოდა.
-გოგონა თქვენი სახელი თუ შეიძლება? -თავი ვეღარ შეიკავა ევამ და მისკენ ნაბიჯი გადადგა. -თქვენი თქო გკითხე გაიგე?
-ლიკა.
-ჩემო ლამაზო, ლიზა თუ არ უსწავლებიათ მე დაგეხმარები, ვეცდები გასწავლო, რომ როცა უცხო ადამიანს ესაუბრები თქვენობით უნდა მიმართო. - ძალით გაუღიმა.
-ევა. - თბილად დაუძახა დათომ.
-ხო სიცოცხლე. - დათოს უთხრა, მაგრამ ლიკას თვალს არ აშორებდა.
-ქალატონო, ახლა წავალ, საქმეები მაქვს, იმედია დამშვიდდებით. - კარისკენ წავიდა.
-წადი... წადი... თორემ გაჩვენებ დამშვიდებას.
-ვაიმე, ეს აფთარი ნახეთ რა. - ძლივს გაიცინა დათომ.
-ხმა ჩაიგდე, მანდ არ მომიყვანო. თავხედი. - ჩაილაპარაკა ბოლოს და ფანჯარასთან მივიდა. დათო ჩუმად იცინოდა. - დათო ვცდილობ ყურადღება არ მოგაქციო.
-ევა, გოგომ უბრალოდ ერთი წინადადება მითხრა. - სიცილს არ წყვეტდა ხარატი.
-სასაცილოა არა, კარგი. -სკამიდან ტელეფონი აიღო - ხომ არ დავუძახო? მარტო რომ არ დარჩე. - კარებისკენ წავიდა - მასთან ერთად იცინე. ვირო. -კარი გაიხურა და გაბრაზებული წავიდა.
-თემო სად ხარ? სახლში მივდივარ.
-მე ალბათ დამაგვიანდება.
-კარგი.
სახლში მისულმა უცებ მიმოალაგა და შხაპი მიიღო. საღამურები ჩაიცვა და კომპიუტერს მიუჯდა. ცოტახნით ლიზას ესაუბრა და გაიგო იქაური ამბები. შემდეგ ნიკუშასთან გავიდა, მაგრამ ბიჭი ოთახში არ დახვდა. ტელეფონი აიღო, რომ მისთვის დაერეკა, მაგრამ შეტყობინება დახვდა.
„-სიცოცხლე <3 ფიზიკურად არ შემეძლო და ვერ გამოგყევი. მაპატიე“
-უსირცხვილო მასხარა. - ნიკას დაურეკა და სასტუმრო ოთახში გავიდა.
-აჰ, როგორც იქნა. - ძლივს ამოისუნთქა ევამ - რატომ არ მპასუხობდი?
-ზარის ხმა გამორთული მაქვს და ვერ გავიგე. რა იყო?
-სად ხარ ნიკუშ? უკვე გვიანია.
-გიოსთან ვარ, შენ არ იცნობ. კაი რა ჯერ ათი საათია.
-ნიკა, გთხოვ არ მანერვიულო, შეგეძლო წინასწარ გაგეფრთხილებინე.
-კარგი. ცოტა ხნით ვიქნები. თემო სახლშია?
-ნიკა, რომ დაგირეკავ მაშინვე მიპასუხებ.
-კაი.
-კარგი და ჭკვიანად იყავი. - ტელეფონი მაგიდაზე დადო თუ არა მაშინვე დარეკა. „ჯორი“ - ის დანახვაზე თან გაუხარდა, თან გაბრაზდა.
-რა გინდა?
-რამდენი ხანია გირეკავ, ვის ელაპარაკებოდი?
-ბედავ და აქით მიწყობ დაკითხვას?
-გაგიკვირდებადა ამჯერად სწორად ფიქრობ.
-დათო, ლიკა წავიდა და მოგეწყინა?
-ევაა.
-მომისმინე ბიჭი. მე ვარ მე, ევა... მე ეგ ბოხი და სერიოზული ხმა ვერ შემაშინებს.
-კარგი უკვე ევა. აღარ არის სასაცილო.
-მე თუ მკითხავ არც აქამდე იყო.
-კარგი. - გაბრაზდა ბიჭი - ხვალ მოდი და მერე გავაგრძელოთ.
-რატომ უნდა მოვიდე?!
-ღმერთო მოთმინება... მოთმინება და გაძლება მომეცი. ევა გეფიცები ახლავე წამოვალ აქედან და შენთან მოვალ. ასე გინდა?
-დათო... - იცოდა, რომ ამის გამკეთებელი იყო ეს გადარეული. - არ გაბედო იცოდე. მე მოვალ ხვალ. - ამოიბურდღუნა ბოლოს.
-კარგი სიცოცხლე. - უთხრა და გაეღიმა. მის ამ ნათქვამზე ევას კიდევ უფრო უყვარდებოდა და კიდევ უფრო ტკბებოდა.
-კარგი. - დაიმორცხვა და რამდენიმე წუთის შემდეგ გათიშა. საწოლში დიდხანს იწრიალა და ბოლოს ჩაეძინა. რას გაიგებ ქალებისას?!
უკვე მომზადებული გავიდა ოთახიდან. პირდაპირ ნიკასთან შევიდა.
-ჩემო სიამაყე... დილამშვიდობის. - ლოყაზე აკოცა და უჩქმიტა.
-ოო, ევაა.
-დღეს გავისეირნოთ?
-რა? - თავი წამოყო უცებ. ისინი მხოლოდ მნიშვნელოვანი მომენტების დროს სეირნობდნენ, მნიშვნელოვან ამბებს უყვებოდნენ ერთმანეთს. - ბაზარი არაა.
-კაი. - კიდევ აკოცა და თვალი ჩაუკრა. სასტუმრო ოთახში გამოსულს თემო სავარძელში დახვდა.
-დილამშვიდობის მა.
-დილამშვიდობის. ასე ადრიანად სად მიდიხარ?
-ადრიანად? - მაჯაზე საათს დახედა - თერთმეტი საათი ადრეა თემო?
-საით?
-ჯერ საავადმყოფოში მერე სამსახურის საქმეზე.
-ჩვენ საქმეზე რა ისმის?
-ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ დრო არის საჭირო.
-კარგი. ჭკვიანად იყავი.
-კარგი. - მამას ჩაეხუტა და საავადმყოფოს მიაშურა. მის დანახვაზე დაცვამ უკვე იცოდა ვინც მოდიოდა და ღიმილით ხვდებოდა. ჩქარი ნაბიჯებით ავიდა კიბეებზე და როგორც იქნა მივიდა დანიშნულების ადგილზე კარებთან ამოისუნთქა და თითქოს არაფერი ისე შევიდა. მძინარე დათო რომ დახვდა მოეშვა და მასთან მივიდა. ამჯერად საწოლზე ჩამოჯდა და სახეზე მოეფერა. მის სიყვარულში ჩაიძირა და ტვინი ისევ გამოერთო.
-როცა გძინავს რა კარგი ხარ.
-ფხიზელს რა დამიწუნე ნეტა? - უცებ გაახილა თვალები ბიჭმა. ევა კი შეხტა. ხელი მოაშორა და ჩაახველა.
-ვგიჟდები ჯერ კიდევ რომ გრცხვენია ჩემი. -ხარატმა თბილად გაუღიმა.
-მინდა სერიოზულად დავილაპპარაკოთ.
-რათქმაუნდა. ეგ მეც მინდა.
-მოკლედ, არის რაღაცეები რაც უნდა გადავწყვიტოთ და... - ევას ლაპარაკი, სულ არ ესმოდა დათოს, გოგოს უყურებდა და მის ნაკვთებს იზეპირებდა -რაც უფრო მალე გადავწყვეტთ, მით უფრო კარგია ჩვენთვის, დათო მისმენ?
-ხო, კი... გეთანხმები.
-კარგია თუ მეთანხმები. - ბიჭის მზერას დააკვირდა, რომელიც თვალებს არ აშორებდა.
-ჰო, - ბიჭის მზერა ევას ტუჩებზე გაიყინა, ახლა მისი კოცნა დათოსთვის იგივე იყო, რაც ერთი ჭიქა წყალი უდაბნოში.
-დათო. - ლამის დადვანიც ჩაითრია დათოს სურვილებმა. -თუ არ შეგიძლია ნორმალურად მომისმინო წავალ. - საწოლიდან უცებ წამოდგა ევა.
-კარგი, კარგი. გპირდები არაფერს არ გავაკეთებ.
-მე და შენ...
-ჩვენ ევა ჩვენ. - შეუსწორა დათომ.
-თუ ვამბობთ ჩვენ, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იქნება.
-აქამდე ვერ მიხვდი, რომ ჩვენ ჩვენ ვართ?
-ეს შენი პაზლები და ლაბირინთები გააგიჟებს ადამიანს.
-გაგაგიჟე ხომ?! იმიტომ... - სრულიად სერიოზულად აგრძელებდა ხარატი.
-დათო. - დაუცაცხანა ევამ. დათოს კი გაეცინა.
-კაი, კაი. მოდი... ხო რა იყო, ერთი წუთი...
-რა გინდა?
-ახლოს მოდი და ისე ვისაუბროთ.
-დათო, მასე ვერ ვისაუბრებ...
-ახლა მე თვითონ მოვალ...
-უკვე ნერვებს მიშლი. - საჩვენებელი თითი დაუქნია მკაცრად. - ჩემს სამსახურზე უნდა დავილაპარაკოთ, თუ რათქმაუნდა ჩვენ ვართ. რასაც მე ვერ ვგრძნობ.
-ევა რა თქვი?
-რაც გაიგე დათო. მე არ ვიცი რა ხდება. არ ვიცი რას ნიშნავს შენთვის „ჩვენ“. მე შენ არ გიცნობ. გინდა, რომ შევიცვალო? მე ასე ვხედავ ამ ყველაფერს. შენ სულ მადანაშაულებ, მაგრამ ყველა ჩემი საქციელის უკან შენ ხარ.
-ევა... - თეთრეული გადაიძრო დათომ და წამოდგომა დააპირა ევა რომ მივიდა.
-რას აკეთებ?!
ხარატმა უცებ მიიზიდა გოგო და მის ტუჩებს დასწვდა. ევა საწოლზე ჩამოჯდა და გაბრუებული ბოლომდე მიენდო ხარატს. -შენი აზრით ეს რა არის? - მაინც მკაცრად ამოილაპარაკა დათომ, ევას ტუჩებთან და მის პასუხს დაელოდა.
-შენ...
-ევა, მეგონა ამის თქმა არ იყო საჭირო... მიყვარხარ. - ისევ დააცხრა მის ბაგეებს, ისე, რომ დადვანის პასუხს არც დაელოდა. რამდენიმე წამის შემდეგ ევამ ძლივს მოიკრიბა ძალა და გონება და ბიჭს მოშორდა. თვალებში შეხედა და ძლიერად მოხვია ხელები, დათოს გულზე მიეხუტა და მის მკლავებს შეაფარა თავი.
-მეც. - ამოიბლუკუნა და თვალებზე ცრემლი მოადგა. ევას ნათქვამი გაიგო და უფრო ძლიერად მოეხვია გოგოს ხელებ. ხარატი ბედნიერებისგან ცას ეწია და ყველაფერი დაავიწყდა. მაგრამ როგორც ყოველთვის მათი ბედნიერების წუთები მალე დაარღვიეს და უკვე კამათში გადაეზარდათ მშვიდი საუბარი.
-უკვე აგიხსენი, გთხოვე, გითხარი, სხვა რა უნდა გავაკეთო, რომ გაიგო?
-ევა, რაც არ უნდა ქნა მაინც არ დაგიჭერ მხარს. არ დაგთანხმდები.
-გასაგებია. ოდნავადაც არ მენდობი. საერთოდ არაფრად მაგდებ.
-ეგ რა შუაშია.
-დათო არც ჩემი იმედი არ გაქვს და არც ნდობა. ეჭვი გეპარება... გგონია, რომ...
-ევა - ხმას აუწია დათომ. - არ გაბედო დასრულება.
-უკაცრავად რა ხდება? - კარი შემოაღო ლიკამ.
-ოჰ, მობრძანდით, ზუსტად შენ გვაკლდი. - ჩანთა აიღო.
-ევა. - დათოს ხმამაღალი ძახილის მიუხედავად პალატიდან გავიდა დადვანი. დათოს კი ყელზე ძარღვი დაეჭიმა. გაბრაზებისგან მუშტი შეკრა. გიჟდებოდა, რომ არ შეეძლო გაყოლოდა და გაეჩერებინა. ასე მიტოვებული, რომ რჩებოდა ცოფდებოდა... ეს შემთხვევა პირველად მოხდა, რამაც დათო გააბრაზა... უცნაური გრძნობა დაეუფლა, მას შემდეგ რაც ევას დაუძახა, ის კი არც გაჩერებულა.
იმედგაცრუებული დადვანი, დაუნდობლად მიაბიჯებდა. ახლა ფეხით გავლა ყველაზე კარგი საშუალება იყო, რომ დამშვიდებულიყო და რაღაცეები გადაეხარშა. მათ ურთიერთობაში ძალიან დიდ ჩიხს აწყდებოდა ორივე. წარსულის ტკივილი და გადატანილი უბედურებები არ ასვენებდნენ, შიგნიდან ღრნიდნენ და გონებაში უძვრებოდნენ. ერთი შეხედვით მარტივი კამათი, ძალიან აშორებდა ერთმანეთს. ამ შემთხვევაში დადვანი არ დანებდებოდა და არც ასე მარტივად აპატიებდა ბატონ ხარატს. ის კარგად უნდა დაფიქრებულიყო და ყველაფრისთვის უნდა მომზადებულიყო, როცა ახალ ურთიერთობას იწყებდა. ევა თავიდანვე აფრთხილებდა და თავიდანვე არ უნდოდა დათოს ახლოს მოშვება, მაგრამ დადვანსაც მალე დაებინდა გონება და მხოლოდ გულის ძახილს მიჰყვა. სადამდე გაგრძელდება მისი შიშები და უნდობლობა? მათი ხასიათები მუდმივად დაეჯახებოდა ერთმანეთს, ეს კი არაფრად ჩააგდეს და იფიქრეს მარტივად გადააგორებდნენ, მაგრამ როდის მართლდებოდა იმედები ბოლომდე?!
-ნიკა რაღაც საქმე გამომიჩნდა და მაპატიე რა.
-ოჰ, არაუშავს. კაია, რომ წინასწარ დამირეკე.
ევას თავში ათასი აზრი ტრიალებდა და ერთმანეთზე იკვანძებოდა, ამიტომ მისი აზრით მარტო დარჩენით უფრო შეძლებდა ყველაფრის დალაგებას.

ევა აღარ პასუხობდა დათოს ზარებს და შეეტყობინებებს, გულში თავისთვის იკლავდა ტკივილს. ამდენი ხნის მანძილზე არავის შეუმჩნევია მისი ცრემლები და დადარდიანებული სახე. არც თეთრად ნათევი ღამეები. თემოს ისევ ქონდა ურთიერთობა დათოსთან. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ სახლში დადიოდა მათი საქმეების მოსაგვარებლად. ევა ლიზასაც კი არ ელაპარაკებოდა ამ თემაზე.
-ევა, დათოს სანახავად აღარ წასულხარ? - ჰკითხა თემომ.
ევას რაღაცამ გულში გაჰკრა და სახეზე ფერი ეცვალა.
-დავურეკე. - უცებ უთხრა და წასვლა დააპირა.
-კარგი.
-ისე რაღაც მინდა გითხრა, უფრო სწორად გთხოვო. - უცებ გაჩერდა და მიტრიალდა.
-ხო, მა გისმენ.
-სახლში თუ ვინმე იქნება ან სანამ მოიყვან გამაფრთხილე კარგი? მითხარი და საკმარისია.
ცოტა დაბნეული თემური ევას უყურებდა ამოუცნობი მზერით. - კარგი.
-სანამ წავალ, ასე იყოს... - ევა უემოციოდ შევიდა სამზარეულოში.
-ამას რა დაემართა? - ოთახში შემოსულ ნიკას ჰკითხა თემომ.
-ალბათ სამსახურშია რაღაც პრობლემა. - მოკლედ მოუჭრა და სამზარეულოს მიაშურა. ევა წყალს ადუღებდა. -დაიკო. - ნიკა მივიდა და ევას ლოყაზე აკოცა.
-რა ხდება? -გაუკვირდა ევას.
-მაგის კითხვა მინდოდა.
-მე დაგასწარი. - უთხრა და გაეცინა.
-კარგი, უბრალოდ რაღაც ზეციური ძალებით ვიგრძენი, რომ ჩემ დაიკოს რაღაც აწუხებს. - ევას გამოხედვას დააკვირდა - თუ ვიღაც?
-ოჰ, კარგი ერთი.
-აი, ახლა კი შემდეგი კითხვა. ვინ არის?
-მასხარა.
-კარგი. სერიოზულად, მეც მინდა ჩაი. მიდი ჩემთვისაც გააკეთე. მე ჩემს ოთახს მივალაგებ. -გაიკრიჭა, კიდევ აკოცა დას და ოთახისკენ წავიდა. ევამ ამოისუნთქა და ყველაფერთან ერთად ტირილი დაიწყო. ნიკას, რომ უყურებდა სულ რატი ახსენდებოდა და უნდოდა იქვე მომკვდარიყო, იმდენად ძლიერი იყო ტკივილი რომელიც დედის და ძმის დაკარგვამ დაუტოვა. ეს სახლი ახრჩობდა, სადაც არ უნდა მისულიყო, სადაც არ უნდა გაეხედა ყველგან მათი ლანდი ხვდებოდა, სწორედ ამიტომ არ ჩერდებოდა აქ, ვერ ჩერდებოდა, ვერ სუნთქავდა... თითოეული ამ სახლში გატარებული დღე აცარიელებდა, ტანჯავდა და კლავდა. მხოლოდ თემოს და ნიკას გამო იდგა ფეხზე და მხოლოდ მათ გამო რჩებოდა ამ სახლში. ევას არ უნდოდა ნიკასთვის რამე ეგრძნობინებინა, მაგრამ ის ხომ გრძნობდა, ხედავდა და იცოდა. მასაც რამდენჯერ უტირია მდუმარედ. ის ყველაზე მეტად დაზარალდა. დედის და უფროსი ძმის დაკარგვა, მერე უფროსი დის წასვლა და მამის დარდისგან დაბერების ყურება. ყველა თავისთვის განიცდიდა და ნიკა საბოლოოდ სულ მარტო აღმოჩნდა, თუმცა ყველაზე ძლიერი. მან ბოლომდე გაუძლო. საკმაოდ მყარად იდგა ფეხზე და არ მისცა ცხოვრებას თავზე გადაბიჯების უფლება.
-აბა, ჩაი ვის უნდოდა?
ნიკამ ჭიქა გამოართვა და აივნის კარი გააღო. - მოდი როგორც ფილმებშია. -გაუღიმა დას და აივანზე გავიდა. ევაც უსიტყვოდ მიყვა, გაუღიმა და სკამზე ჩამოჯდა.
-ევა კარგად არ ხარ.
-კარგად ვარ. - უთხრა ნიკას, მაგრამ არ შეუხედავს.
-ეს კითხვა არ იყო. მინდა, რომ დამელაპარაკო.
-ნიკა...
-კარგი. - გააწყვეტინა ევას - ჩემო ლამაზო, ერთადერთი ხარ, შენს იქით არავინ არ არის იცი?! თემო ჩემთვის მყარი აბჯარია, შენ კი ჩემი ნაწილი ხარ. გავიზარდე. როგორც არ უნდა გაგიკვირდეს გავიზარდე და ბევრ რამეს სხვანაირად ვაცნობიერებ.
-მესმის. ვიცი, რომ გაიზარდე. შენც ჩემი ნაწილი ხარ. - ლოყაზე ხელი თბილად ჩამოუსვა ევამ.
-ევა. - თავი დახარა - მარტო შენ არ დაგიკარგავს დედა და უფროსი ძმა. - ძლივს ამოილაპარაკა. ევას გულში ნიკას ნათქვამმა დანაშაულის გრძნობა გაუღვიძა. თვალზე ცრემლი მოადგა და ადგილზე გაქვავდა. - უბრალოდ მინდოდა შემეხსენებინა. არ მინდა სულ სადღაც გარბოდე. არ მინდა თავს მარტო გრძნობდე, სულ იმას ამტკიცებ, რომ ყველაფერი შეგიძლია... მინდა ყოველ დილით ერთად ვისაუზმოთ, ერთად გავიდეთ სახლიდან. მინდა გვერდით გყავდე. დაასრულე უკვე ბრძოლა. ამით საკუთარ თავს ანადგურებ. ახლა ეცადე შეცვალო ბრძოლის მიზანი. ეცადე ჩემთან დარჩე. ნერვები მომიშალე, მიეცი უფლება თემოს გაგაკონტროლოს, მერე ეჩხუბე. ძველი დროის გახსენება უნდა გაბედნიერებდეს, ევა... გთხოვ. - დის ხელი მუჭში მოიქცია ნიკამ და ოდნავ მოუჭირა.
-არ არის მარტივი.
ცოტახანს დუმილი ჩამოვარდა.
-ერთხელ სცადე და მაგრად დადექი, დაიღალე უკვე ამდენი სირბილით, ყოველთვის რატომ უნდა გაიქცე ევა, უბრალოდ მაბრაზებს ეს ფაქტი. - ჭიქა მათ შორის მდგარ მაგიდაზე დადო და ფეხზე წამოდგა ნიკა. მაგიდაზე დადგმული ჭიქებიდან თბილი ორთქლი ამოიკლაკნებოდა და სივრცეში ქრებოდა. ცივი სიო უბერავდა. ბიჭმა ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ევამ თვალები დაიზილა და კიდევ ერთხელ გახედა ძმას.
-ერთი წუთით ახალგაზრდავ?!
-აქ, რომ დარჩენილიყავი ახლა შეძლებდი საყვედურის მოცემას, ან რაიცი იქნებ არც დაგჭირვებოდა.
-ნიკა, მე ძალიან ცუდად ვიყავი. - ძლივს ამოიბლუკუნა... ნიკას სიტყვები უკვე გულს უსერავდა. ამიტომ იძულებული გახდა მასთან ესაუბრა.
-ეს არაფერს ცვლის. ამას, რომ ამბობ მსოფლიოში ყველაზე ეგოისტი ადამიანი ხარ. - მშვიდად და გარკვევით უთხრა ევას. თან თვალს არ აშორებდა.
-მაპატიე. - ყელში რაღაც მრგვალი გაეჩხირა, უკვე ვეღარ სუნთქავდა. ნიკა როგორი გაბრაზებული ან ნაწყენიც არ უნდა ყოფილიყო მაინც ვერ იმეტებდა ასეთი ტკივილისთვის მის საყვარელ დაიკოს. სიგარეტი ჩააქრო და მასთან მივიდა. ევა წამოდგა და ჩაეხუტა. ისე სჭირდებოდა მას ახლა ეს ჩახუტება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი იყო. ყველა ტკივილი გაუქრა ერთდროულად და ამოისუნთქა. პატარა ბავშვივით მიეკრო გულზე პატარა ძმას და მის ხელებში ჩაიკარგა.
-შენ, რომ ცუდად ხარ მე ნელ-ნელა ვკვდები. ნუ მომკლავ ევა.
-მაიმუნო.
-მაინც არ მეტყვი ვინ არის ხო?
-ნწ, ნწ, ნწ... თემოს მოგზავნილი ხარ?
-როგორ გეკადრება გოგონი, სხვათაშორის თუ მისგან დამიცავ ერთ სურვილს შეგისრულებ.
-ნებისმიერს?
-ნებისმიერს.
-კაი. - ევამ ნიკას ლოყაზე თბილად აკოცა და ისევ სკამზე დაჯდა. - რაღაც კარგად გავხდი. - ნიკას გახედა ის კი ეშმაკურად უღიმოდა.
ევა ნელ-ნელა არსებულ რეალობას ეჩვეოდა, ნუ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ასე იყოს. თავის სამსახურეობრივ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა, თან ბექასგან თავს შორს იჭერდა. ძალიან კი დაღალა მისმა უაზრო გამოხტომებმა, მაგრამ... დათოს არცერთ ზარს არ უპასუხებდა, მაგრამ მაინც ელოდა, რომ დაურეკავდა. სიამაყე და ქალები, ნამდვილად რთული თემაა. დათო და თემო ერთად მუშაობდნენ, სვანეთში დათოს სახლის გარდა მიწა ჰქონდა და იქ პატარა სასტუმროს აშენება მოინდომა დათომ. ხარატი თავის ხასიათიდან გამომდინარე ყოველთვის მოღუშული, უფრო სწორად სერიოზული და მკაცრი იყო. კაცები და მათი სიამაყეც ხომ კარგად იცით. ჯობია არცერთი მათგანი არ განვიხილოთ. ზამთრის დღეებიც დაიწყო და ცა მოიღრუბლა. სუსხიანი და ცივი დღეებიი დაიწყო.
-ევა დღეს შეიძლება დათო მოვიდეს.
-უი მართლა? - თითქოს არ აღელვებდა. - მე კი შენთვის უნდა მეთქვა, რომ დღეს მე და ნიკა გავდივართ.
-ისე რამდენჯერაც გითხარი დათო უნდა მოვიდეს მეთქი, შენ ან საქმე გაქვს ან მეგობართან ხარ წასასვლელი. უცნაური დამთხვევებია არა?!
-ვერ დაგეთანხმები მა. საერთოდ არ არის უცნაური.
-კარგი, დღეს არ გახვიდეთ. თან რათაც მინდა გითხრათ.
-აუ, კარგი რა თემო. რა ხდება... - გაბრაზდა ევა.
-ევაა. - წარბები აწია თემომ და ევა ოთახში გავიდა.
-ეს კაცი ნერვებს მიშლის. სპეციალურად აკეთებს. არა ნამდვილად რაღაც იცის. - ოთახში უაზროდ დადიოდა და თან ხმამაღლა ლაპარაკობდა ევა. ცოტახანში კომპიუტერში ზარის ხმა გაისმა. ევა უცებ შეხტა.
-გისმენ ლიზ. გესმის? - უპასუხა თან არაფერი შეიმჩნია.
-კი, კი მესმის, როგორ ხარ?
-კარგად, შენ?
-მეც კარგად, სხვათაშორის კარგი ამბავი მაქვს.
-რა ხდება გი...
-არა. - უცებ გააწყვეტინა ლიზამ, - შვებულებას ავიღებ და თუ გამოიცნობ ვისთან შევხვდები ახალ წელს?
-ვაიმეე, ჩემო საზიზღარო...
-ევაა. - დაუძახა თემომ.
-ვაიმეე, ახლა რაღა უნდა. - ჩაილაპარაკა ევამ. - ერთი წუთით ლიზას ველაპარაკები. - იყვირა ოთახიდან.
-ევაა, ერთი წუთით, - კიდევ გაისმა თემოს ძახილი.
ევამ ამოიხვნეშა - ლიზ ერთი წუთით გავხედავ, ვხვდები, რომ არ მომეშვება. - ევა გაბრაზებული გავიდა ოთახიდან, სასტუმრო ოთახში გავიდა და როგორც კი შეამჩნია ზედმეტი პირის არსებობა მის სახლში მაშინვე შეცვალა სახე. არც კი შეუხედავს მისთვის. - თემო ლიზას ველაპარაკები. რა ხდება?
-სტუმარი მოვიდა და კარგი იქნება თუ ნახავ. თან ყავასაც მოგვიდუღებ.
-გამარჯობა. - ისე მიუგდო სიტყვა არც გაუხედავს და უსიტყვოდ გავიდა სამზარეულოში, ყავის მოდუღება დაიწყო. თან გულში ერთდროულად წყენასა და გაბრაზებას გრძნობდა, მაგრამ მისი სურნელი ტვინში ყველაფერს ურევდა. თავი შეიკავა და ისევ უემოციოდ გავიდა ლანგრით ხელში. ჭიქები მაგიდაზე დაალაგა და ლანგარი სამზარეულოში შეიტანა. ისევ ოთახში უნდა დაბრუნებულიყო თემომ, რომ გააჩერა.
-ევა, ნიკასაც დაუძახე და აქ მოდით, კი არ ვიკბინებით. - დათოს გახედა და გაიცინა. მანაც ზრდილობისთვის გაუცინა, მაგრამ საერთოდ არ ეცინებოდა ამ სიტუაციაში. უკვე გრძნობდა რომ ჭკუიდან იშლებოდა.
-ნიკა სახლში არ არის.
-რატომ?
-მეგობრებთან ერთად არის.
-უი შენც მიდიოდი ხო?
-კი, მივდიოდი, მაგრამ ბატონი სტუმრები აღარ მთავრდებიან.
ასეთი ევას დანახვაზე დათოს გულში ცეცხლი აგიზგიზდა. ევას ქცევები და მისი გულგრილობა კი გონებას უწამლავდა და ანადგურებდა. არა რაღაც უნდა მოემოქმედებინა. გამოსავალი უნდა გამოენახა, ასე გაგრძელება არ შეეძლო, ევას გარეშე თავს ვერ წარმოიდგენდა, ეს დღეები მისთვის ჯოჯოხეთური და გამომფიტავი იყო.
-მოდი ჩამოჯექი. მე ნიკას დავურეკავ. - უთხრა თემომ გაბრაზებულ შვილს.
-მამა ლიზა მელოდება, გითხარი ვესაუბრები თქო.
-უი, შეიძლება მეც დაველაპარაკო? - დათომ ჯერ თემოს გახედა მერე ევას. ევა ისე იდგა თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. გოგომ ძლივს რაღაცის თქმა დააპირა თუმცა თემო უკვე დათანხმდა. ერთდროულად გაცოფებული და დაბნეული წავიდა ოთახისკენ. კომპიუტერის მაგიდის წინ სკამზე ჩამოჯდა და ნერწყვი გადაყლაპა. დათოც შემოვიდა და სკამის უკან დადგა, ხელის გულებით სკამის საზურგეს დაეყრდნო. ევამ თავი უხერხულად იგრძნო და ტანში ჟრუანტელმა დაუარა, დათო რათქმაუნდა იმწამსვე მიხვდა.
-ვაა, დათოო. როგორ ხარ? - დათოს დანახვა გაუხარდა ლიზას.
-არაჩვეულებრვად. თქვენ?
-რა „თქვენ“ - დაიბნა ლიზა. - მე კარგად ვარ.
-გასაგებია. - დაიხარა და გოგოსთან ახლოს მივიდა, ევა გაშეშდა, თავს ვერ აქანებდა. - არაფერი მოგიყოლია. - ყურში ჩასჩურჩულა მისი სერიოზული ხმით და ლოყაზე აკოცა.
-მარტო ხომ არ დაგტოვოთ? - ლიზა ლამის გამოძვრა კომპიუტერიდან. დათოო უღიმოდა ევა კი მიტკალივით გადათეთრდა სახეზე. ცოტა ხნით ისაუბრეს, ევა შიგადაშიგ თუ ჩაერთვებოდა და ერთ სიტყვას ჩააკვეხებდა. უფრო იმაზე ფიქრობდა რომ დაასრულებდნენ საუბარს მერე რა იქნებოდა, გულში ლოცულობდა ლიზას დიდხანს ესაუბრა და არ გაეთიშა, მაგრამ ამაოდ. როგორც კი დაასრულეს საუბარი დათომ ევას სკამი შემოატრიალა. იგივე ფორმაში აგრძელებდა მის ყურებას და ელოდა მის ემოციებს.
-რას აკეთებ?
-გიყურებ.
-რატომ?
-მომენატრე.
-დათო, საბავშვო ბაღში კი არ ვართ. დავშორდეთ, შევრიგდეთ... კარგად დაფიქრდი და მიხვდები. არ გამოვიდა. ეს არის და მორჩა. - უნდოდა დამაჯერებლად ესაუბრა.
-ჰოო?! - დათო ისევ თავისას აგრძელებდა და ახლოს მიდიოდა აფორიაქებულ ევასთან.
-ასე ნუ აკეთებ.
-ასე როგორ?! - უკვე ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ იმდენად ახლოს იყვნენ. ევას გამოხედვით დამთვრალი ხარატი თავს ვერ იკავებდა. განსაკუთრებით მონატრებული ევას სურნელი უღიტინებდა გონებაში...

P. s - ბოდიშის გრდა რა მეთქმის. მაპატიეთ. როცა მეც ვკითხულობდი და დიდი ხნით არ იდებოდა თავები პირდაპირ ვცოფდებოდი, მაგრამ ყოველ კვირას ვამოწმებდი იქნებ ახლა იქნებ ახლა დადებს თქო... იმედია ვინმე დარჩით ვინც წაიკითხავს.
აბა თქვენთვის მომინდვია ეს თავი... ველი შენიშვნებს, კითხვებს, შექებას, კრიტიკას. მოკლედ მაინტერესებს რას ფიქრობთ.



№1  offline წევრი წერო:)

სად იყავი დაკარგულიი მაკლდიი ასე აღარ ქნაა დდდ
აუ ევა გამაპუტია ახლა და მეტი არ მინდა! მომინომა სიამაყე!ხო უნდა დააცლო ის თმები ღერაღერა! რა გაფსიხება აუტყდა?!აუ დათუჩა რა ტიპია დდ ფხიზელს რა დამიწუნეო დდდდდ ცუდად გავხდი.ეს დათუჩა საიდან მოვთხარე? ბედი შენი დიდი თავი იყო თორე ვერ გამირჩებოდი დდდ♡♡♡ასე აღარ დააგვიანო რა<3გული არ მატკინო დდდდდდდდდ

 


№2  offline წევრი liilu

წერო:)
სად იყავი დაკარგულიი მაკლდიი ასე აღარ ქნაა დდდ
აუ ევა გამაპუტია ახლა და მეტი არ მინდა! მომინომა სიამაყე!ხო უნდა დააცლო ის თმები ღერაღერა! რა გაფსიხება აუტყდა?!აუ დათუჩა რა ტიპია დდ ფხიზელს რა დამიწუნეო დდდდდ ცუდად გავხდი.ეს დათუჩა საიდან მოვთხარე? ბედი შენი დიდი თავი იყო თორე ვერ გამირჩებოდი დდდ♡♡♡ასე აღარ დააგვიანო რა<3გული არ მატკინო დდდდდდდდდ

რა მეშველებოდა შენ რომ არ მყავდე... მადლობა სიხარულო ყოველი შენი სიტყვისთვის ამ დროის მანძილზე❤
არ იცი ქალების ამბავი?!
მოკლედ მართლა რაღაც პრობლემები მქონდა და ვერ მოვახერხე დაწერა. ამიერიდან პირობას ვდებ, რომ მანამ არ ავტვირთავ ახალ ისტორიას სანამ სრულად არ დავწერ.

როგორ მაინტერესებს რატომ არ მოეწონათ. ხალხო მჭირდება თქვენი აზრი და რა ვქნა.

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

რასქვია არმომეწონაა ძან მაგარი თაავი იყო (მადლობა შენ ამისთვის ) აუ კარგია რო მ ლიზა ჩამოდის მეტი ხიბლი ექნება უფრო რაღაცნაირიი გამოვაა რა ნუ მოკლედ გელოდები ახალი თავით (♡

 


№4  offline წევრი liilu

სტუმარი ანა
რასქვია არმომეწონაა ძან მაგარი თაავი იყო (მადლობა შენ ამისთვის ) აუ კარგია რო მ ლიზა ჩამოდის მეტი ხიბლი ექნება უფრო რაღაცნაირიი გამოვაა რა ნუ მოკლედ გელოდები ახალი თავით (♡

ამ ბოლო დროს აქტიურობ ანა რაც მახარებს პირველ რიგში მადლობა ამისთვის.

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

სადხარ ამდენიხანი ?

 


№6  offline წევრი liilu

სტუმარი ანა
სადხარ ამდენიხანი ?

შენს გარდა არავინ შემომრჩა?! ვეცდები მალე დავდო <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ანა

გელოდები რაა <3 (სხვებიც წაიკითხვენ როდადებ ახალს იმედი მაქვს

 


№8 სტუმარი სტუმარი ანა

რატო არდებბ ? ხოყველაფერი კარგადდ გაქვს ?

 


№9 სტუმარი სტუმარი ანა

აუუუ სადხარრ ? :-/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent