შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ფანჯრიდან (8 თავი)


3-11-2019, 17:13
ავტორი gabi du
ნანახია 2 422

-დარწმუნებული ხარ?
-ისე, როგორც არასდროს არაფერში. ემხვარის გვარს ჩემთვის დარდისა და ცრემლის მეტი არაფერი მოუტანია... ახლა მინდა ბედნიერი ვიყო. კატია ჩხაპელია ხომ კარგად ჟღერს? - თავისივე ნათქვამზე თავად გაეცინა და ნაჩქარევად მოაწერა ხელი წინ დადებულ ქაღალდებზე.
- გილოცავთ დღეიდან კანონიერ ცოლ-ქმრად გაცხადებთ. შეგიძლიათ ერთმანეთს მიულოცოთ. - წარმოთქვა ბოლო სიტყვები მოსამართლის რწმუნებულმა. ოთხეული (ტატო, კატო, ლიზა და იოსკა) ერთმანეთს გადაეხვივნენ.
- ლეილას ვინ ეტყვის? - წამოჭრა საჭირბოროტო თემა ლიზამ.
- წარმომიდგენია რა ამბავს ატეხს... - დასძინა ჩაფიქრებულმა იოსკამ.
- თავის თავს დააბრალოს. რომ არა მისი გამოხტომები ხომ აზრად არ მომივიდოდა ეს გიჟური აზრი. - თითქოს უდარდელად თქვა კატომ მაგრამ ამ უდარდელობით რამხელა ღელვას ფარავდა ყველამ იცოდა.
- მე ვეტყვი. - წყნარად თქვა ტატომ. - ოღონდ ჯერ დღევანდელი დღე ჩავამთავროთ. მგონი აღნიშვნად ღირს გლეხუჭასა და თავადის ქალის ქორწინება. ფართოდ გაიღიმა და ლოყაზეუჩქმიტა კატოს.
ბევრი იმხიარულეს, ისეირნეს მანქანით ქალაქის ქუჩებში... კატომ რესტორანში აღნიშვნაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ჯერ ფეხშიშველმა მოირბინა მთელი სანაპირო. მიუხედავად იმისა, რომ კაბის გრძელი შლეიფი დასველებული და ამავდროულად დამძიმებულიყო მაინც ვერ ამოათრიეს მანდედან. მერე იოსკას ლუდის, ჩიფსებისა და დაწნული, შებოლილი ყველის მოტანა სთხოვა პატარძალმა. იქვე სანაპიროზე აღნიშნეს არანორმალურ გარემოში არანორმალურივე ქორწინება.
- წავედი ჩემო ლამაზო. მშვიდად მივდივარ. აღარ მედარდები. - ლოყები დაუკოცნა ლიზამ დაქალს.
- აუ დარჩი რაა. გთხოოვ.
- ხვალ საღამოს მივფრინავ. მანამდე მინდა ჩემების ნახვა მოვასწრო. აბა შენ იცი. შეიფერე ის რაც გაქვს. - ორაზროვნად "ჩაურტყა", გადაეხვია და იოსკასთან მივიდა.
- ბატონო მეჯვარევ წინადადება ჩემი მძღოლობისა ძალაშია?
- აკი არ შევეფერებოდი ამ თანამდებობას? - თვალები მოწკურა ბიჭმა.
რამდენი თანამდებობისთვის შეუფერებელი ჩინოვნოკი მინახავს მაგრამ კი იფერებენ და შენც შეიფერე რაა - ყელიგამოუწია გოგომ და აკისკისდა.
- ჩემი კეთილუ გულის რა ვთქვი მეე... - ძალად აბუზღუნდა იოსკა. შემთვრალ გოგონას ხელკავი გამოსდო. წყვილს დაემშვიდობა და მანქანისკენ გაეშურა.
- ჩვენ რაღა ვქნათ კატიუშ? არ წავიდეთ სახლში?
- კატიუშა არა იის. გვარი შევიცვალე ქმარო სახელი კი არა. რამდენხანში იქნება ჩემი ახალი პირადობა?
- ხვალ ქორწინების მოწმობა უნდა მივიტანოთ იუსტიციის სახლში და მგონი 3 დღე დაჭირდება დაჩქარებული წესით.
- 3 დღე მოვითმენთ. შემდეგ კი ფოსტით გავუგზავნი მამიდულას. - სიმწრით ჩაეცინა და ერთბაშად დასევდიანდა კატო. - წამო წავიდეთ სახლში. აგრილდა უკვე და მცივა. ტატომ თავისი პიჯაკი მოახურა. კაომ თვალები მინაბა და ლოყით გაეხახუნა პიჯაკს.
- მიყვარს შენი სუნი.
- კიდევ?
- კიდევ ჩახუტება... და...
-და?
-და ლობიანი. - ორივეს გაეცინა.
- ანუ შენ ბედნიერებისთვის მხოლოდ 2 კომპონენტი გჭირდება. მე და ლობიანი. - ახარხარდა ბიჭი. მალე მივიდნენ სახლში. კატომ წყალი გადაივლო და დივანზე მოკალათებულ ქმარს მიუსკუპდა. თავი კალთაში უნდოდა ჩაედო მაგრამ შეეწინააღმდეგა სურვილს. თითქოსდა ცოლის სტატუსი ბარიერი გამხდარიყო მისთვის. ერთდროს ყველაზე ახლობელი ადამიანის მიმართ დისტანციის აუცილებლობა იგრძნო და გული დაწყდა.
- რე ხდება კატო? - ტატომაც იგრძნო, რომ რაღაც ისე ვერ იყო.
- არაფერი... უფრო სწორედ... აი არ ვიცი როგორ აგიხსნა.
- როგორც არის ისე ამიხსენი კატო. - დაძაბულობაა შეეტყო მასაც ხმაში.
- ვფიქრობ ჩახუტებები და მოფერებები უნდა მოვიშალოთ. - წსმიერად შეხედა ბიჭს და თავი დახარა.
- რაა? მიზეზი?
- უკვე ცოლ-ქმარი გვქვია და მგონი აუცილებელია დისტანცია დავიცვათ.
- სანამ გავგიჟებულვარ ამიხსენი ამჟამად რა მოგელანდა თორემ გიჟიც გინახივარ და იცი რს ამბავსაც ავწევ. - გაღიზიანდა ბიჭი.
- ტატო მე... იცი...
- რა ჯანდაბა ვიცი გოგო? თუ ასე იბლუყუნებ და არაფერს მეტყვი საიდან გსვიგებ მკითხავი ხომ არა ვარ?
- მაშინ რომ გეხუტებოდი არ მერიდებოდა. მქონდა უფლება - ჩემი მეგობარი იყავი. ახლა შენი ცოლი ვარ თან ვითომ ცოლი და ვგრძნობ, რომ ძალისნ ბევრის უფლება დავკარგე. - ატირდა გოგო.
- რა ვითომ ცოლი რა უფლებები? კატო სიცხე ხომ არ გაქვს? - უცებ დასერიოზულდა ტატო და შუბლზე ხელი დაადო. - გევედრები მიკიბვ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ, დაუფარავად მითხარი რა გაწუხებს?
- მეშინია, რომ ჩემს ნებისმიერ ქმედებას არასწორად გაიგებ. ცოლის სტატუსი მაშინებს. ლეილა გავამწარე, გიგა ჩამოვიშორე, თავი გადავირჩინე და ამ ქორწინებით ყველაზე მოგებული მე დავრჩი მაგრამ ჩვენ ტატო? ჩვენ ვინ ვიქნებით ამის შემდეგ? ისევე გულწრფელი იქნები ჩემთან როგორც აქამდე? გამანდობ შენს პირად და მეტ-ნაკლებად ინტიმურ განცდებს როგორც ამას აქმდე აკეთებდი? მეტყვი, რომ ვიღაც ძალიან დაგევასა? ან მე გამიტარებხოლმე დაუკითხავად სადმე გავიდე, ვინმე ვნახო. ის ჩავიცვა რაც მომწონს და ისე დავგეგმო დღე როგორც მე მაწყობს? - ცრემლები წვიმადავით სდიოდა და ვეტაფრით ახერხებდა დაწყნარებას.
- შენ ახლა ამ ყველაფერს სერიოზულად მეკითხები? - ყურებს არ უჯერებდა ტატო. - მე ისევ მე ვარ ვარ კატო. ვერანაირი სტატუსი ვერ შეცვლის ჩემს შენდამი დამოკიდებულებას. რაც შეეხება ვიღაცეების დავასებას შენ მანამდეც მიშლიდი ვიდრე ცოლი დაგერქმეოდა. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - იმაზე ნუ ინერვიულებ, რომ ჩემი რომანებით თავმოყვარეობას შეგილახავ. ამას აასოდეს გავაკეთებ. ქალაქიდან გავალხოლმე როცა ქალი მომინდება. სერიოზულად კი არამგონია ვინმემ დამაინტერესოს. ჩვენს ურთიერთობაში არაფერი და ვერაფერი შეიცვლება თუკი შენ არ მოგინდა კატო. ნებისმიერი პროგრესი კარგიც და ავიც მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული ცოლო. ასე რომ გაიღიმე და ნუ მაშხამებ პირველ ღამეს. - გაიცინა ბიჭმა. - ჰო მართლა სად გაიქეცი ეკლესიიდან?
- ბანკში.
- ბანკში? ბანკში რა გინდოდა. - ტატოს შეეტყო, რომ ყველაფრს ელოდა ამ პასუხის გარდა.
- ჩემი დანაზოგი გამოვიტანე და ანგარიშები დავხურე.
- შენ მართლა ხიმ არ გაუბერე გოგო? შუა ქორწილში რამ გაგახსენა ბანკიბდა ფული ან რასაჩქარო იყო? - აშკარად ნაწყენი ჩანდა ბიჭი.
- გვარის გამოცვლა მეჩქარებოდა. მერე ამახსენდა, რომ სერიოზული პრობლემა შემექმნებოდა ანაბართან დაკავშირებით და ვარჩია თავიდანვე დამეჭირა თადარიგი... ხვალ საყიდლებზე წამიყვან? - თემა შეცვალა მოულოდნელად.
- მერე ლეილაზე იტყვი საყვედურს. - სიმწრით გაეცინა ტატოს. რახან ატავად-აზნაურთა კლასს არ მივეკუთვნები იფიქრე, რომ იმის ტრა*იც არ მექნებოდა ცოლი საყიდლებზე წამეყვანა და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გაიქეცი შუა ქორწილიდან?
-ნუ ამბობ მასე. ხომ იცი, რომ...
- უკვე არაფერი ვიცი. გთხოვ მეტს ნურაფერს მეტყვი წადი და დაიძინე. მაცადე ყველაფერი გადავხარშო. - კატო უხმოდ გავიდა და საწოლს მიაშურა. ცრემლებმა დაუსველა მზემოკიდებული ღაწვები. პირველივე დღეს მოახერხა წყობიდან გამოეყვანა აფამიანი ვინც სიცოცხლეს ერჩია. დაუნანებლად დაუთმობდა გულს და ბედნიერი მოკვდებოდა თუკი ეცოდინებოდა, რომ ტატო კარგად იქნებოდა. ბოლო 3 წლის მანძილზე იმდენად დამოკიდებული გამხდარიყო ბიჭზე რომ მაშინაც გრძნობდა მონატრებას როცა მასთან იყო. მხოლოდ ყოფნა არ აკმაყოფილებფა ბოლო პერიოდში თავი გამოიჭირა რომ სუროსავით სულ უნდოდა მოხვეოდა. ხელებს ვერ იმორჩილებდა, ინსტიქტურად მიიწევდნენ ბიჭისკენ... და სუნი? თვალებს ხუჭავდა და ხარბად გადაუშვებდა ხოლმე ფილტვებში ტატოს ყელიდან წამოსულ არომატს. ერთხელ კოცნაც კი გაბედა რაზეც ტატომ უსაყვედურასავით.
- სხვის ბოსტანში ნუ იპარები ქალიშვილო.
- რა? - ვერ მიუხვდა გოგო.
- ყელში კოცნის უფლება მხოლოდ მას ექნება ვისაც ძალიან ვეყვარები და კიდევ უფრო ძალიან მეყვარება.
- ნინო სულ გკოცნის ყელში მაგრამ რაღაც გაგიჟებას ვერ ვხედავ თქვენს ურთიერთობაში. - შავგრემან ლოყებზეც კი შეეტყო სიწითლე.
- დრო ყვეას სახელს და აგილს მიუჩენს მაკვარანცხო. ნუ ცდილობ კვამლ დაინახო იქ სადაც ცეცხლი არ არის.



№1 სტუმარი lill

აუ მომწონს გასაოცარად იკიტხება,მალე ველოდები ახლა თავს

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

lill
აუ მომწონს გასაოცარად იკიტხება,მალე ველოდები ახლა თავს

აი მართლაც გასაოცრად იკითხება, მაგრამ ისეთი პატარა თავებია არ მყოფნის არანაირად. და რომ ავტორიც არ გვიზრდის თავებს? ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent