შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ფანჯრიდან (12 თავი)


9-11-2019, 23:41
ავტორი gabi du
ნანახია 2 398

- მე და შენ სერიოზულად ვილაპარაკებთ. - უთხრა კატომ ქმარს როცა მაგიდასთან დაბრუნდა.
- რამე მოხდა? ვილა0არაკოთ რა პრობლემაა. მაგრამ ახლა სხვა ვინმესთან მოგვიწევს საუბარი. - თავით იმ წუთას შემოსულ ლეილაზე ანიშნა. რომელიც ამრეზით იყურებოდა იქით-აქით. თავაწეული მიესალმა საზოგადოებას და პირდაპირ სიძე-პატარძლისკენ წავიდა.
- რახან სხვა გზა არ დამიტოვე გილოცავთ. მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები და მიმაჩნია, რომ ეს ოჯახი არ შეგვეფერება...
- მაინც რას გვიწუნებ ქალბატონო? -ვერ მოითმინა ლილიმ და თავადაც არანაკლები ამრეზით შეხედა.
- ჩვენი წრის არ ხართ. - მხრების აჩეჩვით მიუგო ლეილამ თითქოსდა კლასობრივად დაყოფა ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო. - მერჩივნა გიგა დადიანის გვერდით მენახა მაგრამ რახან თქვენნაირი ხალხი არჩია გამოდის დედის გენმა მაინც თავისი ქნა. - თქვა და ენაზე იკბინა. ეს პირველი შემთხვევა იყო კატოს თანდასწრებით რომ ახსენა. ისიც კი არ იცოდა გოგომ დედა რა გვარი იყო. ეს თემა ყოველთვის ტაბუდადებული იყო ოჯახში.
- მამიდა რას ამბობ? ეს აქ განსახილველი თემა არ არის მაგამ არ გეგონოს, რომ თავს დაიძვრენ სერიოზული საუბრისგან. რაც შეეხება დანარჩენს ეს ჩემი ოჯახია მოგწონს შენ თუ არა. მე მომწონს და მიყვარსკიდეც ისინი და უფლებას არ მოგცემ დაამცირო. მითუმეტეს რომ თავიანთი კულტურით, ადამიანობით და გაგიკვირდება და აღემატებიანკიდეც ბევრ "შენი წრის" საზოგადოებას. თუ დარჩენას აპირებ წესიერად მოიქეცი ან და დაივიწყე ჩემი არსებობა და წადი აქედან. - გული უკვდებოდა ამის თქმა რომ უხდებოდა მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
- დიდხანს დარჩენას ისედაც არ ვაპირებდი. - უნიჭოდ გაიღიმა. - საჩუქარს გადმოგცემ და წავალ. - კონვერტი მიაწოდა კატოს. ტატოს კი ძალიან უცხო ფორმის ოქროს რგოლი თავისი ხელით გაუკეთა. - იმედი მაქვს ღირსეულად ატარებ და არ მანანებ საგვარეულო რელიქვია რომ გადმოგეცი. ახლა კი დაგემშვიდობებით. - კატომ მამამისის ბეჭედი რომ ნახა ტატოს ხელზე გაოცებისგან და ამავდროულად სიხარულგან არ იცოდა ეოგორ მოქცეულიყო. მაგრამ ყველაფერი გადადო, ლილისთან მივიდა და გულში ჩაეკრა.
- მაპატიეთ გთხოვთ. ძალიან ამპარტავანია...
- არაუშავს. ახლა მე კი არა შენს ქმარს ჩაეხუტე თორემ მგონი ეჭვიანობს. - სიცილით უთხრა დედამთილმა. სანამ გატრიალდებოდა ტატო თვითონ მოვიდა მათთან.
-მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სისულელე ილაპარაკა მაინც იმედი გამიჩნდა, რომ ამ ფაქტს შეეგუება. - უჩურჩულა ცოლს.
- მეგონა აქაურობას ნაცარ-ტუტად აქცევდა მაგრამ მამას ბეჭედიც კი მოგიტანა. მეც გაოცებული ვარ.
- ჰო ერთი დარკოლება წარმატებით გადავლახეთ. იმედია მეორესაც მოვერევით. კარისკენ გაიხედე.
- ნინო? - ელდა ეცა კატოს. - თვალებში როგორ შევხედო?..
- თავმოყვარეობის ნადახი რომ ქონოდა აქ არ მოვიდოდა. ასე რომ შენ არაფერი გაგიკეთებია სამარცხვინო. თვითონ უნდა მოგერიდოს და არა პირიქით. - შემოსულ გოგოს ლანა მიეგება და ისე გადაეხვივნენ ერთმანეთს თითქოს დიდიხანია არ ენახათ.
- რა ლამაზი ხარ! ამ დარბაზში მყოფი ვერცერთი ქალი ვერ შეგედრება ძვირფასო. - იმდენად ხმამაღლა უთხრა ლანამ ნინოს ნახევარზე მეტმა სტუმარმა გაიგონა.
- დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია. - შეიფერა გოგომ. - წამოდი შენს რძალს მივულოცავ ნანადირევს. - ზიზღით დაბრიცა ტუჩები და წყვილისკენ წამოვიდა.
- ტატო ახლა აქდან გავიქცევი იცოდე. - აღელდა კატო.
- გაჩუმდი. რა დღეში ხარ. არ მითხრა, რომ გეშინია? - სანამ კატო უპასუხებდა ნინო და ლანაც მიუახლოვდნენ.
- უნდა მოგილოცოთ ალბათ ხო? ნწ... ნწ... ნწ... - დაიწყო ამაზრზენი ხმით და გამომეტყველებით ნინომ.
- თავმოყვარეობა თუ შეგრჩა ალბათ ხო. - ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და წინ დაუდგა კატო.
- აჰაა... - გადაიხარხარა ნინომ. - გილოცავ... და საჩუქარსაც გადმოგცემ. - თქვა და მოულოდნელად ტუჩებზე დაეტაკა ბიჭს თან წამის მეასედში ოსტატურად შეუხსნა შარვლის უბე და სასქესო ორგანოს ხელი წაავლო. იმდენად მოულოდნელად და სწრაფად მოხდა ყველაფერი გონს ვერავინ მოვიდა. კატო გაქვავებული იდგა და ვერ გადაეწყვოტა რა უნდა ექნა. გაგიკვირდებათ და არც ტატოს გაუწევია წინააღმდეგობა. მართალია კოცნას არ აყოლია მაგრამ არც მოცილება უცდია. ამაზე სულ გაცოფდა კატო. ყველაზე ადრე ლილი მოვიდა გონს. საგულდაგულოდ დაყენებულ თმაში ხელი ჩაავლო ნინოს და შვილს მოსწყვიტა. ნინო ისევ ტატოსკენ იწევდა.
- რა დასიებული გაქვს ყვე*ები. რა იყო ცოლი არ გძლევს? ალბათ შეშასავით დევს და მასზე ვერ ათა*ებ. მე წარმომიდგინე ხოლმე ჩემო სიცოცხლევ. - ხარხარებდა გოგო. ლილიმ სილა გააწნა და თავის ძმიშვილებს მიაჩეჩა.
- აქაურობას მოაშორეთ და კარები ჩაკეტეთ. - გასცა ბრძანება. მერე ლანას მიუბრუნდა და მას სტკიცა სილა. - ეს იმისთვის, რომ ის გაფუჭებული გოგო აქ მოათრიე. ეს კი იმისთვის, რომ საერთოდ რამენაირი სახის ურთიერთობა გქონდა ესეთ გარყვნილ გოგოსთან. -მეორე ლოყაც აუწვა შვილს. ტატო ჯერაც გაოგნებული იდგა და ჯერაც ეგონა, რომ მხოლოდ მოეჩვენა ყოველივე.
- ნუ დგეხარ იდიოტივით. მიდი ცოლი დაამშვიდე. - შეანჯღრია დედამ. სასწრაფოდ გამოერკვა და კატო მოიძია მაგრამ ვერსად მოჰკრა თვალი. გიჟივით მოირბინა ყველა ოთახი. ვერსად რომ ვერ იპოვა მუშტები გამეტებით დაუშინა კედელს. იმდენხანს ურტყა სანამ სისხლით არ შეიღება კედელიც და თვითონაც.
- ნუ ურტყამ გეტკინება. - ზურგიდან ჩაეხუტა კატო.
- მართლა აქ ხარ თუ წარმოგიდგენ? - შვებაც იგრძნობოდს მის ხმაში, სიხარულიც და სირცხვილიც.
- აქ ვარ... - ჩამწყდარი ჰქონდა ხმა.
- ოდესმე მაპატიებ? - უკვე შემობრუნდა მისკენ და რომ შეხედა ლამის შეჰყვირა. ტირილისგან თვალებიდან საღებავი ჩამოსვლოდა და ზოლად გასდევდა ლოყებზე. - ჯანდაბა ესეც კი გიხდება. - ჩაილაპარაკა და გულში ჩაიკრა. - მაპატიებ? - ისევ გაუმეორა კითხვა.
- როცა მივხვდი, რომ ეს იმიტომ გააკეთა მე გავექციე შუაგზიდან მოვბრუნდი. ისღა მაკლია მის დაკრულზე ვიცეკვო. - სიმწრით გაღიმა. - მაგრამ გამიჭირდება ამის დავიწყება. ეს გარკვეულწილად გაგვიფუჭებს ურთიერთობას იმიტომ, რომ რამდენჯერაც გადავწყვეტ ახლოს მოგიშვა ვიცი სულ ეს სცენა დამიდგება თვალწინ... წამო ხელს გადაგიხვევ - თემა შეცვალა მოულოდნელად. - პერანგიც გამოიცვალე. მეც გამოვიცვლი ამ კაბას. ხომ უკვე ნახა ყველამ. მწრე კი რესტორანში წავიდეთ. სტუმრები გველოდებიან. არ მინდა ლილისაც გავუფუჭოთ საღამო. - ისეთი საყვარელი იყო ამას რომ აბობდა ტატომ ინსტინქტურად საკოცნელად გაიწია. მაგრამ ისეთი მძაფრი რეაქცია ჰქონდა კატოს რომ ადგილს მიელურსმნა.
- ახლა შენს წინ მეგობარი კატო დგას და გპატიობს. მაგრამ ცოლუს შემორიგება ძალიან გაგიჭირდება. მისწვდა მის ყურთასმენას კატოს სიტყვები და გულში ყრუ ჩხვლეტა იგრძნო.
***
- კატო დღეს რა გეგმები გაქვს შვილო? - ჰკითხა საუზმობისას ლილიმ.
- საღამოს ლეილასთან მივფივართ მე და ტატო. დღის განმავლობაში კი შინ ვიქნები. რამე გნებავთ?
ჩემი მეგობრის კლინიკაში ამერიკელი სპეციალისტები ჩამოსულან. მათ შორის გინეკოლოგიც. მინდა წავიდეთ და გაფსინჯონ. პრევენციის მიზნით რა თქმა უნდა. - კატოს გააცია. ტატოს შეხედა ინსტინქტურად. ისიც მას უყურებდა.
- რა საჭიროა დედა? რამე პრობლემა რომ ჰქონდეს აქამდე იჩენდა თავს. - შეეწინააღმდეგა ტატო .
- ღმერთმა დაგვიფაროს პრობლემისგან შვილო. მაგრამ გაესინჯოს მაინც. მერე შენც გაესინჯები შესაბამისი პროფილის ექიმს და მეც მშვიდად ვიქნები.
- ლილი საით მიგყავს საუბარი? - გაღიზისნდა ბიჭი.
- შვილო... უკვე 7 თვეა ერთად ხართ. უცნაურად არ გეჩვენება რომ არ ორსულდება? - კატო გაწითლდა, მეე გაყვითლდა ესე იცვალა რამდენიმე ფერი და ბოლოს იასამნისფერი გახდა.- მაგ ამბავს ექიმი კი არა სე*სი უნდა დედა. ესენი კიდე... - ახარხარდა და ხელი ჩაიქნია აქამდე ჩუმად მჯდარმა ლანამ.
- ენა გააჩუმე.. რეებს ბოდიალობ. - შეწუხდა დედა.
- თვალი გაახილე დედა . შენს შვილს 7 თვეა იატაკზე სძინავს. საკუთარი თვალით ვნახე. ბავშვები უსექსოდ არ ჩნდებიან. და კიდევ ჩემს ძმას რამე რობლემა რომ ჰქონდეს ნინოს სამი აბორტის გაკეთება არ მოუხებოდა. - მუშტი დაარტყა მაგიდას და ოთახიდან გავარდა. მაგიდის სამივე წევრი ვერ მიმხვდარიყო რომელმა ამბავმა გამოიწვია უფრო მეტი შოკი. კატო ნატრობდა მიწა გასკდომოდა. ტატომ კი უკვე იცოდა, რომ მათ ურთიერთობას შესამჩევ ბზარს დაამჩნევდა ახალი ამბავი და უნდოდა ლანას დაწეოდა და დაეხრჩო.
- თქვენ თვითონ ამიხსნით რაშია საქმე თუ გიჩვენოთ რას ვაკეთებ ხოლმე როცა წყობიდან გამოვდივარ. - მომაკვდინებელი მზერა ესროლა შვილსა დს რძალს და მოსასმენად მოემზადა.



№1  offline წევრი anamaria♡

აი ყოჩაღ ძაან კაი იყო ველოდები ახალთავს სულმოუთქმელად

 


№2 სტუმარი მე

აუ ძაან მომწონს დედამთილი...????????????

[quote=მე]აუ ძაან მომწონს დედამთილი.????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent