შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ფანჯრიდან (14 თავი)


12-11-2019, 16:03
ავტორი gabi du
ნანახია 2 385

- ზუსტად ისე გავიგე, როგორც უნდა გამეგო... და კიდევ შეგიძლია არც ჩემი მოკითხვებით შეიწუხო თავი. ემხვარი აღარ ვარ.
- კატოო!-იკივლა ლეილამ. გოგომ კი ჩანთიდან პირადობა ამოიღო და წხვირწინ აუფრიალა. ლამის იქვე ჩაიკეცა ქალი. თუმცა კატოს ყურადღებაც არ მიუქცევია ისე გაიხურა კარი. ტატოს ხელკავი გამოსდო და მანქანისკენ წავიდნენ.
- ზედმეტი ხომ არ მოგვივიდა? - ჩაეკითხა ტატო მას შემდეგ რაც მანქანაში ჩასხდნენ.
- მეხუმრები ხო?
- ის რაც შენ ვერ გაითავისე როგორ გინდა სხვებს დააჯერო? - საყვედური იგრძნობოდა ბიჭის ხმაში.
- მიუხედავად ყველაფრისა. ამდენი ხნის შემდეგაც მხოლოდ იმიტომ ხარ ჩემთან რომ ლეილა გაამწარო... რომ დაუმტკიცო მაინც შენს ჭკუაზე მოიქცევი. ადრე ასეთი არ იყავი კატო.
- საით მიგყავს საუბარი ვერ ვხვდები. ჯიბრი რა შუაშია. უნდა შეიგნოს, რომ როგორიც არ უნდა და ვინც არ უნდა იყო ჩემი ქმარი ხარ.
- შენ კატო? შენ შეიგნე?
- ვაშავებ რამეს? -ლამის ტირილამდე მისულმა ჩამწყდარი ხმით ამოთქვა.
- კატო უკვე ცოლ-ქმარი კი არა მეგობრებიც აღარ ვართ ატყობ? შენი იმპერია შექმენი სადაც ჩემს ადგილს ვერ ვპოულობ. ხელი ვერ მიხლია კეთროვანივით გამირბი. არადა ზოგჯერ როგორ მჭირდება თუნდაც ერთი ჩახუტება, რომ ახალი ენერგიით დავიმუხტო. ადრე ყველაფერზე ვსაუბრობდით. ახლა არაფერი გვაქვს სალაპარაკო. ოთახში რომ შემოვდივარ თავს იმძინარებ თითქოს ოდესმე რამე დამეძალებინოს. რა შეიცვალა. ასე რამ შეგცვალა კატო?
- როდის შეგიყვარდი? - მხოლოდ ეს უთხრა. ტატო იმედგაცრუებული შეჰყურებდა საყვარელ ქალს და არც კი იცოდა ღირდა თუ არა მისთვის რამე აეხსნა. - მიპასუხე. - ჭირვეულად გაიმეორა გოგომ.
- მასშემდეგ რაც პირველად გნახე.
- მერე? რა გაგიკეთებია საიმისოდ რომ შემყვარებოდი? რათქმაუნდა როგორც მეგობარს ძალიან დიდი ადგილი და გავლენა გქონდა ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ როგორც მამაკაცს? რა გაგიკეთებია საიმისოდ რომ რამეს მივხვდარიყავი გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ქალებს მიტრიალებდი თვალწინ? მიპასუხე. რომელი ჩემსკენ გადმოდგმული ნაბიჯი არ დაგიფასდა ტატო? -უკვე ყვირილზე გაფავიდა გოგო.
- კატო რას ამბობ. ჩემი ბრალია ესეიგი, რომ ვერ შენიშნე როგორ მიყვარდი?
- შენ? შენ შენიშნე როგორ მიყვარდი? შენიშნე იმედგაცრუებითა და ტკივილით სავსე თვალები როცა ნინო გამაცანი? თან ზუსტად იმდღეს როცა უნდა მეთქვა, რომ უშენოდ ვერ ვსუნთქავდი. შეამჩნიე როგორ გავურბოდი იმ შეხვედრებს როცა ერთად უნდა მენახეთ. ხომ ხედავდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე როგორ მამწარებდა... მამცირებდა ნინო. შენზე ვერ ვბრაზდებოდი. ვფიქრობდი, რომ ორივეს ჩვენ- ჩვენი ადგილი გვქონდა შენს ცხოვრებაში და უფლება არ მქონდა დილემის წინაშე დამეყენებინე. არ მომეშვი და ბაკურიანში წამიყვანე თქვენთან ერთად. რისთვის ტატო? იმისთვის, რომ მარტოობაში ამომხდომოდა სული და თქვენი ველური სექსისგან გამოწვეული ოხვრა-კვნესა მესმინა? თუ გიყვარდი რატომ დაუშვი ამდენი სიმდაბლე. რატომ ვერ მიხვდი, რომ თითოეული დღით მწამლავდი როცა სხვასთან გხედავდი? მე რომ ვინმესთან რამე მქონოდა. შენს თვალწინ მეკოცნა შეძლებდი ადვილად დავიწყებას?... ჩემდა სამარცხვინოდ ვერ ვიტყვი, რომ არ მინდა მეხებოდე. წამალივით მჭირდება შენი კოცნა, მაგრამ შენს უბეში ჩაყოფილ სხვის ხელს და ვნებიანი ღამის შემდეგ დაღლილ თვალებს ვერ ვივიწყებ ტატო. აი ახლა იცი მთელი სიმართლე. ახლა ხედავ ჩემს შიშველ სამყაროს და მართალი გითხრა არც კი მაინტერესებს თავს რითი გაიმართლებ. გთხოვ სადმე ჩამომსვი და დამშვიდება მაცალე.
- მაპატიე... მაპატიე... სი*ი ვყოფილვარ და არც კი მცოდნია. - მუშტი დაუშინა საჭეს.
- ვერ დაგაიმედებ და ვერ გეტყვი, რომ არ ხარ. გამიჩერე თორემ ჩამოვხტები იცოდე. - სისწრაფით მოძრავი სვტომობილის კარი გამოაღო გოგომ. ტატო დაფრთხა და მკვეთრად დაამუხრუჭა. მიხვდა გამკეთებელი იყო და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა.
***
საღამოს უკვე ბათუმისკენ მიმავალ გზას ადგა ნაქირავები ავტომანქანით. მარტო ყოფნა სჭირდებოდა, რომ ბოლობოლო გადაეწყვიტა რა უნდოდა. თავაფაც დაფიქრებულიყო და ტატოსთვისაც მიეცა საშუალება გადაწყვეტილება მიეღო. იმ საღამოს სასტუმროში დარჩებოდა. მეორე დილით იგივე მაკლერს მიაკითხავდა. იმ კოტეჯს იქირავებდა ერთი კვირით და გრიგოლეთში წავიდოდა. ტელეფონიც გამორთო და ტვინიც. ხმამაღალზე ჩართო თავისი საყვარელი სიმღერები და ხმა ააყოლა.
შინ რომ არ დაბრუნდა აწრიალდა ტატო. ერთხანსელოდა მერე გარეთ მოძებნა გადაწყვიტა. ყველა შესაძლო ადგილი მოიარა სადაც შეიძლებოდა გოგო წასულიყო. მერე იოსკას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.
- როგორ მოხდა, ხელუ წაგიცდა და დამირეკე? - მხიარულად მიესალმა ბიჭი და გადაეხვია.
- კატო დავკარგე. დამეხმარე გთხოვ. - ატირებას ცოტა აკლდა.
- რას ნიშნავს დაკარგე "კაშილიოკია"?
- ვიჩხუბეთ და აღარ დაბრუნდა შინ... ხომ იცი როგორ მიყვარს მიშველე გთხოვ.
- 5 წელია ერთად ხართ და არც კი გიკამათიათ. რაღა გქონდათ საჩხუბარი?- გაიოცა ბიჭმა.
- გამო**ევებული ვარ და ეგ.
- საღოლ კატოს თუ ამას ასე მცირე დროში მიგახვედრა. - ანცობის ხასიათზე დადგა ბიჭი. მერე კი ყველა ეკიპაჟს გადაუგზავნა გოგოს სურათი და კოლეგებს დახმარება სთხოვა.
- ლეილასთან ხომ არ მივიდოდა?
- არამგონია. წეღან ეჩხუბა ჩემს გამო.
- მაინც გადავამოწმოთ. ბოლობოლო მამიდაა და ღმერთმა დაგვიფაროს მაგრამ რამე ცუდი რომ მოხდეს ჯობია აქედანვე იცოდეს.
- რა ცუდი ბიჭო. შენ შ*გ ხომ არა გაქვს. - წარმოდგენაზეც კი სუნთქვა შეეკრა ბიჭს.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

მოკლედ თავები ვერ გაგაზრდევინეთ: დდ
ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, არ გეწყინოს. ძალიან საინტერესო ისტორიააა. უკვე იმდენი უაზრობა და ერთიდაიგივე იდება, რომ ეს ისტორია მეტად გამორჩეულია და ფანსაკუთრებული. მყავს კიდევ ერთი ორი ჩემი ზე ფავორიტი მწერალი და კიდევ შენ დაემატე ახლა. უფრო მეტი დრო რომ გქონდეს და უფრო დიდ თავებს რვირთავდე, ძაან მაგარი იქნება, მაგრამ შენიც მესმის. ასე რომ მე სულმოუთმენლად ველი ხოლმე ყოველ ახალ თავს.
აი ტატო ძააან მიშლის ნერვებს, ლამისაა წელი გავიდეს ქორწინებიდა და ტიპი ერთ ადგილს ტკეპნის. იქნებ ახლა გამოიფერთხოს ეგ ყურები მაგან.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent