შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ფანჯრიდან (15 თავი)


13-11-2019, 18:04
ავტორი gabi du
ნანახია 2 457

-არ ვამბობ, რომ აუცილებლად ცუდი რამე მოხდება. მაგრამ ვალდებულები ვართ საქმის კურსში ჩავაყენოთ ლეოლა. როგორი ურთიერთობაც არ უნდა ქონდეთ ის მისი ერთადერთი ოჯახის წევრია. - იოსკა ცდილობდა დაერწმუნებინა ბიჭი, რომ შემდგომი გართულებები აერიდებინა.
- კარგი. დავრეკავ. - დანებდა ბიჭი.
- ქალბატონო ლეილა კატო თქვენთანაა? - როგორღაც მოიკრიბა გამბედაობა და დარეკა.
- რას ნიშნავს ეს ჩემთან რატომ უნდა იყოს? -მაშინვე აქოთქოთდა ქალი.
- ტელეფონი დარჩა თქვენთან და წამოსაღებად წავიდა. მე არ გამიყოლა და ვღელავ რომ შეაგვიანდა. - უცებ გამოაცხო ტყუილი და შეეცადა დამაჯერებლად მიეტანა ლეილამდე.
- კი მაგრამ რომ არ მოსულა? - აშკარად განერვიულდა ქალი. ტატომ მეტს ვეღარ გაუძლო და ტელეფონი გაუთიშა.
***
ღამე სასტუმროში გაათენა. არ ვიცი როგორ მოახერხა მაგრამ მშვიდადაც ეძინა. როგორც კი გათენდა ნომრის გასაღები ჩააბარა და ნაცნობი მაკლერისკენ წავიდა. გაუმართლა. თავისუფალი იყო კოტეჯი. 1 კვირის ფული გადაიხადა. სუპერმარკეტში საკვების მარაგი შეიძინა. ერთ-ერთ ონლაინ კაზინოს ანგარიშზე საკმაოდ დიდი თანხა შეიტანა. ახალი სიმ- ბარათიც იყიდა და გზას დაადგა.
არ უნდოდა არავინ და არაფერი... ფიქრიც არ უნდოდა. ამიტომაც თითქმის ორი დღე სლოტების თამაშში გაატარა. თანხა, რომ ამოეწურა ტელევიზორის პულტს დასწვდა. იფიქრა ფილმების ყურებით შევიქცევ თავსო. მაგრამ ვაი ასეთ თავშექცევას. ზუსტად მაშინ ჩაირთო, როცა ეკრანზე ბორკილდადებული ტატო ორ პოლიციელს "მოდულის" შენობაში შეჰყავდათ. სასწრაფოდ გადაახვია და ხმას აუწია. " მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ ბიზნესლედის ლეილა ემხვარის ძმისშვილს კატო ემხვარს. ქალბატონი ლეილას განცხადებით მომხდარში დამნაშავე გოგონას მეუღლე, შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ტატო ჩხაპელია გახლავთ. ეს უკანასკნელი უკვე დააკავა პოლიციამ და ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება."- ცივი ხმით ჩამოარაკრაკა დიქტორმა. გიჟივით გამოვარდა სახლიდან. თმაგაჩეჩილი, ტირილისგან დაოსებული თვალებით. მართლა ძალადობის მსხვერპლს გავდა რომ შეხედავდით. სასწრაფოდ ჩართო მობილური და მანქანაც დაქოქა. ვერ გეტყვით ვიზე ან რაზე ფიქრობდა. ერთადერთი რაც ეჩქარებოდა ტატოს ნახვა იყო. არ ახსოვს როგორ იმგზავრა. ან რა სისწრაფით მაგრამ 3 საათში თბილისში იყო. პირდაპირ პოლიციაში გამოცხადდა. გიჟივით შევარდა შენობაში და ხელ-ფეხ აკანკალებულს კარგა ხანს აწყნარებდა პოლიცია. სასწრაფოც კი გამოიძახეს. ენას ვერ იბრუნებდა პირში ნერვიულობისგან და ვერაფრით ამოთქვა სათქმელი. ბოლოს როგორღაც დააწყნარეს და პირველი ვინც მოიკითხა ტატო იყო.
- სად არის ჩემი ქმარი?
- დამშვიდდით ქალბატონო. დაკითხვაზეა. ვერავინ ვერაფერს დაგიშავებთ. -"დაამშვიდა" ერთ-ერთმა პოლიციელმა.
- და ვინ დამიშავა ან მიშავებდა რო? ახლავე გამოუშვით. ახლავე! - ხმას აუწია ნაგრამ მის ნათქვამზე წარბიც არ შეუხრია არცერთს.
- მარტო დარჩენა მინდოდა. ამიტომაც წავედი უთქმელად. ამაში ტატოს წვლილი არ მიუძღვის... ასე... ასე ლეილას გამო მოვიქეცი. გთხოვთ უარესად ნუ შემარცხვენთ ქმართან და ახლავე გამოუშვით. - გულამოსკვნით ტიროდა გოგო. ერთერთმა პოლიციელმა მეორეს რაღაც ანიშნა. ისიც მაშინვე მეორე სართულისკენ დაიძრა და იქიდან ტატოსთან ერთად დაბრუნდა. კატო სირბილით გაიქცა მისკენ და ისე მაგრად მოხვია ხელები ძვლებს ტკაცუნი გაადინა. მერე უცებ მოეშვა და იქვე ჩაიკეცა.
****
ხელში აყვანილი შეიყვანა ტატომ ცოლი სახლში. ლილი განადგურებული იჯდა სავარძელში და ერთ წერტილს მისჩერებოდა. როგორც კი შვილი და რძალი დაინახა სიხარულისგან გაიბადრა, მაგრამ კატოს შემხედვარეს ფერებმა გადაუარა სახეზე.
- სად იყო? რა სჭირს?
- ოთახის კარი გაგვიღ და ცოტახნით მარტო დაგვტოვე გეხვეწები კარგი? გ0ირდები ყველაფერს აგიხსნი, მაგრამ ჯერ ჩვენ გვაქვს სალაპარაკო. - ქალმა მხოლოდ თავი დაუქნია. მერე ჩანთა აიღო და სადღაც გავიდა. ტატომ ფრთხილად დააწვინა საწოლზე ცოლი. ნიშადურის სპირტი ასუნთქა და დაელიდა გონს როდის მოვიდოდა. ისეთი წყენით და ამავდროულად სიყვარულით სავსე თვალებით შეჰყურებდა რომ გენახათ აგეტირებოდათ. კატომ ნელ-ნელა გაახილა თვალები. შეეცედა მზერა გაესწორებინა ქმრისთვის მაგრამ ჯერ კიდევ სუსტად მყოფი ორად ხედავდა.
- კარგად ხარ? - თბილად კითხა გვერდით მიწოლილმა ბიჭმა და ლოყაზე მიეფერა.
- კარგად. - სუსტი ხმით უპასუხა გოგომ და თავისი სურვილით მიეხუტა გულზე.
- ასე აღარასდროს მოიქცე. - მკაცრ ტონში სცადა ტუჩის კუთხეში გაპარული ღიმილის დაფარვა.
- მაპატიებ?
- მხოლოდ მას შემდეგ რაც მე მაპატიებ ყველა სი*ობას.
- ნაპატიები რომ არ მქონდეს აქ არ ვიქნებოდი.
- სხვა ქალებსაც მპატიობ? - ღიმილი გაეპარა ბიჭს.
- მხოლოდ იმათ ვინც ჩემამდე გყავდა. - არ ვიცი სად იპოვა ამდენი ძალა და სითამამე ერთად მაგრამ მოწყურებულივით დაეწაფა ქმარს ტუჩებზე. გაოცებული და ამავდროულად ბედნიერი ტატო გაშმაგებული აყვა ქალს. ტუჩიდან ყელზე გადავიდა. მერე მკერდს წაეპოტინა და ისევ ნინოს ვნებისაგან გაჯერებული ხმები ჩაესმა კატოს. ძლიერად კრა ხელი ბიჭს და ბალიშში თავჩარგული აქვითინდა.
- როდის დავაღწევ ამ საზიზღრობას თავს. როდის გავთავისუფლდები. - გულამოსკვნილი მოთქვამდა.
- დაივიწყე გთხოვ. - შეევედრა ბიჭი. - ძალიან მიყვარხარ. შენით ვსუნთქავ ხომ იცი. გეხვეწები დაივიწყე და მომეცი შანსი ყველაფერი გამოვასწორო.
- ეს დღეც დადგება... მაგრამ ახლა არ შემიძლია. - სიტყვის უთქმელად გავიდა ტატო სახლიდან. გვიან აღმოაჩინა, რომ ტელეფონი დარჩა და მანქანა მოაბრუნა. სახლში შესულს ხმაური შემოესმა. იფიქრა ალბათ დედა დაბრუნდაო მაგრამ ადგილზე გაქვავდა, როცა გიგა დაინახა, რომელიც ხელებგაკავებული კატოსთვის კოცნას ცდილობდა. გიჟივით მოწყდა ადგილს და ისე ძლიერად დაარტყა მოძალადეს ადგილს მოსწყვიტა.
- როგორ გაბედე... - ღრიალებდა და გამეტებით ურტყამდა ძირს დაგდებულს.
- გავიგე არ გი*გება და დასახმარებლად მოვედი. ასეთი ქალი უ*მარი დაგიდიოდეს ცოდოა - გვარიანად იყო ნაბეგვი მაგრამ გესლს მაინც ანთხევდა. ამაზე სულ გადაირია ბიჭი და ლილის რომ არ მოესწრო მოკლავდა. კატო გახევებული იდგა და გაქვავებულ სახეზე ცრემლი სდიოდა.
- შენი ბრალია. ყველაფერი შენი ბრალია. - მივარდა ლილი გოგოს და ნჯღრევა დაუწყო. უფრო ჭკვიანი მეგონე... გოგო... ქალი... ცოლი... რძალი სამი დღით დაიკარგე. მთელს ქვეყანას მოსდე ცოლ-ქმრის პირადი. შენ გგონია სხვას არავის აქვს ან არ ქონია პრობლემა? სახლიდან რონელი წესიერი ქალი გარბის? ჩემთვის გეთქვა სად მიდიოდი. ვეტყოდი, რომ კარგად ხარ და ისიც დამშვიდდებოდა. ცუდი ცოლი და ცუდი რძალი ხარ. ოჯახი შემირცხვინე... შვილი შემირცხვინე... ვწუხვარ. ვწუხვარ რომ იმედები ვერ გამიმართლე. - თავადაც ატირდა ლილი. გული ტკიოდა რომ რძლისთვის ამ სიტყვების თქმა უწევდა მაგრამ შვილის ტანჯვას ვეღარ უყურებდა. - შენ კი დროზე მოაგვარე განქორწინების საქმე. ქსლთან, რომრლიც პატივს არ გცემს და ლოგინის საიდუმლოს ყველას უზიარებს არაფერი გესაქმება. - თქვა და კარი გაიჯახუნა.
- მე... მე არ მითქვამს... - ისტერიკაში ჩავარდა კატო. - გეფიცები... შენს თავს გეფიცები არავისთვის მითქვამს. - ტატოს მივარდა და მაისურს ჩააფრინდა.
- ცოლად კი არა მეგობრადაც არ ივარგე კატო. - იმედგაცრუებულმა ბიჭმა ცივად მოიშორე მისი ხელი და სააბაზანოში გავიდა. ცოტახანში მსხვრევის ხმა მისწვდა განადგურებული გოგოს სმენას.



№1  offline წევრი ნაამა

აუ დებილი ტატო. მაგას როგორ ეუბნება კატოს დეგენერატი. უბრალოდ საშინლად ექცევა. მალე დადე რა ახალი.

 


№2  offline წევრი n.k.

suleli kato ra ver gadalaxa erti rom anadgurebs tataos

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

უკვე ძალიან მეშლება ნერვები კატოზე. რა უპასუხისმგებლობაა. მოინელა ეს ბიჭი რაა, დაამცირა ყველას თვალში. დედამთილმა ზუსტად და მოკლედ უთხრა ის, რაც ეკუთვნოდა. უკვე დამღალა ამ გოგოს უაზრო გამოხტომებმა, რით ვრ დაივიწყა ამდენი ხანი ეს ნინო

 


№4 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Nu ra qnas ver iviwyebs jiutad es katoc, uchirs magram zedmeti movida dedamtilsac da tatosac, ro ifiqres vinmes etyoda kato, ufro tatos dis da ninos nachalichebi mgonia ese xnis miwvdena gigimde. Imedia male sherigdebian tato da kato☺️

 


№5 სტუმარი lusa

ვერ ვიტან გამოქლიავებულ დედიკოს ბიჭებს საკუთარი აზროვნების უნარი რომ არ გააჩნიათ... იმედია კატო დაშორდებაა. ზუსტად მაგის ღირსია ეს ბიჭი რომ ვერ აფასებს ამ გოგოს და დედა ვერ დაუკავებია ცოლ-ქმრის ურთიერთობაში რომ არ ჩაერიოს... ზედმეტად გრძელი ენა აქვს ამ ლილის და ძალიან ერევა ორი ზრდასრული ადამიანის ურთიერთობაში.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent